თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ პასუხგაცემული კითხვები _ უშვილობა

პოსტის ავტორი: n i n i a თარიღი: Jan 6 2008, 11:59 PM

2 წელი გათხოვილი ვარ, შემექმნა ძალიან ბევრი პრობლემა ჯანმრტელობასტან დაკავშირებით და არ მყავს შვილი, არადა ეს არის ჩემი ყველაზე სანუკვარი ოცნება. ამის გამო მე და ჩემი მეუგლე გავხდით ეკლესიურები და მუდმივად ვლოცულობთ,რომ ღმერთმა მოგვცეს შვილი... მაგრამ ეს ოცნება ჯერ არ აგვისრულდა sad.gif ამის გამო ხშირად ვვარდებისასოწარკვეთილებაში... მირჩიეთ გთხოვთ, როგორ მოვიქცე... დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: დეკ. ანდრია თარიღი: Jan 8 2008, 09:48 PM

თუ რამეზე შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ოჯახურ ცხოვრებაში, ალბათ ერთ-ერთი პირველთაგანი არის შვილიერება. ამიტომაც იწვევს თუნდაც დროებითი უშვილობა შინაგან შფოთს, ზოგჯერ კი ოჯახურ პრობლემებსაც. თქვენს შემთხვევაში არ არის გასული იმდენად დიდი დრო, რომ ფარ–ხმალს ყრიდეთ. მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანი სხვა გარემოებაა – ჩვენი დამოკიდებულება შვილისადმი. ბედნიერებას გვანიჭებს არა შვილი, არამედ უფალი შვილის მიერ. შვილი არ უნდა იქცეს კერპად და ცხოვრების მიზნად. ბედნიერია არა ის მშობელი, რომელსაც ჰყავს შვილი, არამედ ის, ვისაც ჰყვავს კეთილი შვილი. უფალმა უკეთ იცის, ვინ და როდის მოგვცეს შვილად. გარდა ამისა შვილიერების დაყოვნება არ არის სასჯელი, არამედ გარემოება, რომლითაც გვესაუბრება უფალი და მოგვიწოდებს ვიფიქროთ მარადიულობაზე. „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ”, – ბრძანებს უფალი. თქვენს შემთხვევაში, უშვილობა ხომ ეკლესიაში მიმყვანებელ გარემოებად იქცა. სარწმუნოებარივი ცხოვრება აუცილებლად საჭიროებს მოთმინებას, სულგრძელებას. მიენდეთ უფალს და ეცადეთ სასოწარმკვეთი აზრები გაცვალოთ ლოცვაზე, ნუ აიტაცებთ მათ და მტკივნეულ თემებს ნუ აქცევთ მხოლოდ განცდის საგანად, არამედ ვედრებით მიმართეთ ღმერთს. განსაცდელი – რწმენისა და იმედის გამოცდაა, რომელშიც იზრდება ღმრთისადმი ნდომა. აუცილებლად მოვა ნუგეში ღმრთისაგან, ოღონდ ნუ მიეცემით უიმედობას. იქონიეთ ხშირი ურთიერთობა მოძღვართან, ეცადეთ არა მხოლოდ აღიაროთ ჩადენილი ცოდვები, არამედ ებრძოლოთ მათ მიზეზებს თქვენში, ებრძოლოთ ნაკლოვანებებს, სისუსტეებს, ცუდ ჩვევებს. ერთი სიტყვით, ეცადეთ იყოთ მართალნი ღმრთის წინაშე და აუცილებლად მოგხედავთ უფალი.

პოსტის ავტორი: n i n i a თარიღი: Jan 9 2008, 12:03 AM

დიდი მადლობა..

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)