თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ პასუხგაცემული კითხვები _ ამპარტავნება, ამაოდმეტყველება

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Nov 14 2006, 03:03 PM

ამპარტავნებაზე საუბრისას ფორუმზე გამოითქვა ასეთი მოსაზრება:
თუ ამოპარტავნებაზე მიდგა საქმე, ის, რომ ჩვენ ჩვენს საკუთარ აზრებს ამ ფორუმზე ვდებთ და, აპრიორი, ვთვლით რომ ის სხვამაც უნდა წაიკითხოს, უკვე საკმაოდ დიდი ამპარტავნებაა.
მათ შორის, ჩემი მოქმედებაც
”.
საინტერესო იქნებოდა მოძღვრის მოსაზრება ამასთან დაკავშირებით.
ვთვლი, რომ ამ ფორუმზე მოძღვარს შეიძლება თვალში მოხვედროდა ამპარტავნების გამოვლინება ჩვენი მხრიდან. სიამოვნებით მივიღებდი შენიშვნებს ამასთან დაკავშირებით.

და კიდევ:
ახლა ის მენაღვლება მრავალმეტყველების ცოდვით რომ ვისერავ სულს”, - ესეც ერთი ფორუმელის ”ამოძახილია”.
ვთვლი, რომ ძალზე მნიშვნელოვანი და სასიკეთოა ასეთი ფორუმის არსებობა, მაგრამ ჩვენი მხრიდან (პირველ რიგში, ჩემს თავზე ვიტყვი) ხშირად ხდება იმ ზღვარის გადალახვა, რასაც ”მართლმადიდებლური ფორუმი” უნდა ერქვას. ამაოდმეტყველებას ვგულისხმობ. აქაც ძალზე საინტერესო იქნებოდა მოძღვრის პოზიცია.
ფორუმის წევრების უმრავლესობას ჰყავს მოძღვარი. როგორ უყურებს მოძღვარი იმ ფაქტს, რომ მისმა სულიერმა შვილებმა შეიძლება დღის მნიშვნელოვანი ნაწილი ფორუმში გაატაროს (თუნდაც მართლმადიდებლურ ფორუმში), ღამეც გატეხოს და თავზე დაათენდეს კიდეც, როგორც თვითონვე ხშირად აღნიშნავენ.

პოსტის ავტორი: tekla თარიღი: Nov 15 2006, 01:05 AM

QUOTE(.:თამარი:. @ Nov 14 2006, 03:03 PM) *

მეც მაინტერესებს ამ შეკითხვაზე პასუხი unsure.gif

პოსტის ავტორი: guri777 თარიღი: Nov 15 2006, 01:15 AM

მე მგონია რო ეს ზალიან კარგი რაგაცაა,და ჩვენ თუ აქ საუბარში ჩვენი ცოდნა გვინდა რო დავამტკიცოტ ეგ უკვე ამპარტავნებაა.

და რაც შეეხება უკმიმეტკველებას ჩვენ აქ უნდა ვილაპარაკოთ ეკლესიურ საკითხებზე და არა ვიჩეთაოდ

პოსტის ავტორი: დეკ. ანდრია თარიღი: Nov 15 2006, 05:44 PM

ქრისტეანს ყოველთვის აქვს ზნეობრივი უფლება თავისი აზრის გამოხატვისა. მაგრამ გააჩნია რას, სად და რისთვის გამოხატავს. ამისდამიხედვით შეიძლება იმსჯელო იმაზე, ამპარტავნებითაა ნათქვამი სიტყვა თუ მოყვასისადმი სიყვარულით.
როცა ჩვენ ვამბობთ იმისათვის, რომ მხოლოდ დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, არ ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ იმოქმედებენ ჩვენი სიტყვები სხვაზე, ჯიუტად ვიჩემებთ ჩვენსას, როცა ცხოვნებისათვის ეს სულაც არ არის გადამწყვეტი, ვამბობთ ირონიით, გესლით, ნებისმიერ ფასად გვინდა დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე, საწინააღმდეგო მოსაზრების კითხვისას ვგრძნობთ განხურვებას გულში, შეიძლება ვთქვათ, რომ ამპარტავნება გვამოძრავებს. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია თავი შევიზღუდოთ აქტიურობისაგან და ათასჯერ გავატაროთ წმიდა წერილის საცერში ჩვენი აზრი და სიტყვა. ფორუმის არსებობა კი აუცილებელია აზრთა გაცვლისათვის, საკუთარი შეხედულებების კორექტირებისათვის, იმისათვის, რომ უბრალოდ გაიცნო შენი ეკლესიის კიდევ ერთი შვილი. ყველას ყველაფერი ვერ ეცოდინება. თუ გავუზიარებთ ერთმანეთს ცოდნას და გამოცდილებას, ამაში ცუდი არაფერია. რა გულით ითქმის სიტყვა, ამას შიგნით დავუკვირდეთ და სინდისს დავეკითხოთ.
არის შემთხვევა, როცა ადამიანი მერყეობს შეხედულებაში. ასეთ შემთხვევაში სიყვარულით ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება განამტკიცოს სიკეთეში.
როცა მამები წერდნენ წიგნებს, მათ ამას არავინ ავალებდა. განწმედილი გულის სარწმუნოებრივი სიმხურვალე განაპირობებდა. ჩვენ არ ვართ ასეთები და ყოველი სიტყვა ათასჯერ უნდა ავწონოთ, სანამ ვიტყვით.
ძალიან უნდა ვერიდოთ იმას, რასაც მხილებას ვუწოდებთ. უმჯობესია საკუთარი თავი ვამხილოთ. მხილება სიყვარულის გარეშე სიძულვილია. სიყვარული კი ძალიან გვაკლია. მაშინაც კი, როცა გვგონია, რომ გვიყვარს, უბრალოდ ვიხიბლებით გრძნობებით. აბა რატომ არის, რომ საყვარელ ადამიანებს სიტყვასაც არ ვპატიობთ, უცებვე გავცეცხლდებით.
სამწუხაროდ ფორუმზეც ჩანს ჩვენი ნაკლი – ამპარტავნება. ეს გასაგებიცაა. მაგრამ აქ მაინც უნდა ვისწავლოთ სწორი ურთიერთობა ადამიანებთან. ურთიერთმიმართვის ის სტილი, რომელიც წარმართულ სამყაროს ახასიათებს არ უნდა შემოვიტანოთ. ამით ჩვენ ქრისტეანულ ურთიერთობას ვსწავლობთ. შინაარსი და ფორმა განუყოფელია ერთმანეთისაგან. შეუძლებელია წარმართულ სტილში მართმადიდებლური სული იყოს. იცვლება ფორმა და შესაძლებელი ხდემა მისით ახალი სულის გამოხატვა.
ფორუმში მონაწილეობის შესახებ, ვფიქრობ უნდა იცოდეს მოძღვარმა. ყველასთვის როდია სასარგებლო აზრების გამოთქმა. ზოგიერთისათვის ეს შეიძლება დამღუპველიც იყოს. გავიხსებოთ წმიდა იოანე დამასკელის ცხოვრება, რომელმაც დამდაბლების მრავალი წლის შემდეგ მიიღო ნიჭის საჯაროდ გამოვლინების კურთხევა. ფორუმზე განსაკუთრებით იგრძნობა ახლადმოქცეულთა ჯერ კიდევ დაუდუღებელი სიმხურვალე და სურვილი იქადაგონ სწორი მართლამდიდებლური შეხედულებები. გასაგებია, მაგრამ არა მისაღები.
რაც შეეხება ფორუმზე გატარებულ დროს, აქ განსაკუთრებული სიფხიზლეა საჭირო. ფორუმი არ უნდა ჩაენაცვლოს ლოცვას. დღის რეჟიმი უნდა შეესაბამებოდეს ქრისტეანისათვის მისაღებ ფორმას ცხოვრებისა, რომელიც ეკლესიამ დღეღამის ლოცვით ციკლში გამოხატა. დღე სერობით მთავრდება და ვისვენებთ იმისათვის, რომ დილაადრიან შევუდგეთ შემომავალი დღის შრომას. რათქმაუნდა, თუ გვყოფნის 4 საათის ძილი, შეიძლება ცოტა მეტხანსაც დავრჩეთ, მაგრამ ღამისთევა და დღის დაღამება გვიან ადგომით არ არის სწორი. ზოგს მართლაც აქვს იმდენი პოსტი და ისე ოპერატიულად ეხმაურება, რომ საეჭვოა ამის ფონზე შესძლოს პირადი კანონის შესრულება და სასარგებლო შრომა. ასე მართლმადიდებლობა ვერ იქადაგება. თუ ჩვენი ცხოვრება არ მოვიდა შესაბამისობაში იმასთან, რაზეც ვსაუბრობთ, უფალი მოგვაკლებს მადლს და ერთმანეთს დავჭამთ.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 15 2006, 06:30 PM

დეკ. ანდრია

ღმერთმა გაგახაროთ მამაო!

საოცარ სულიერ სითბოს ვგრძნობ თქვენი ნაწერების კითხვისას...

დიდი მადლობა ასე შესანიშნავად მხილებისათვის. ბევრი რამ ჩემი სულისათვის სასარგებლო და მოსაწვართნად საჭირო რამე ამოვიკითხე

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Nov 15 2006, 07:51 PM

დიდი მადლობა მამა ანდრია.
მართლაც საოცარი სითბო და სიყვარული იგრძნობა თქვენს სიტყვებში. სიმართლე გითხრათ, რატომღაც გაცილებით მკაცრ მხილებას მოველოდი.
ფორუმზს ნამდვილად სჭირდებოდა და აკლდა მოძღვრის სიტყვა.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)