თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ პასუხგაცემული კითხვები _ კოპტი ეგვიპტელები საქართველოში

პოსტის ავტორი: mal თარიღი: Feb 14 2013, 10:31 AM

დამლოცეთ მამაო...
ამ თვეებში საქართველოს ესტუმრა ათასობით კოპტი ადამიანი ეგვიპტიდან. მეც მყავდა ერთი სტუმარი. მითხრა რომ ჩვენც ორთოდოქსი მართლმადიდებლებლები ვართო. თუ შეიძლება რომ გამარკვიოთ ან გზავნილი რომ მომცეთ ინტერნეტში სად წავიკითხავ...
დიდი მადლობა
მალხაზი

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 15 2013, 01:03 AM

mal
თუ სეიძლება დაუკონკრეტე მოძღვარს.

ციტატა
თუ შეიძლება რომ გამარკვიოთ ან გზავნილი რომ მომცეთ ინტერნეტში სად წავიკითხავ...


ინფორმაცია ზოგადად კოპტების შესახებ გინდა თუ უშუალოდ საქართველოში ჩამოსული ამ ჯგუფის შესახებ?

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 15 2013, 10:54 AM

http://en.wikipedia.org/wiki/Christianity_in_Egypt

პოსტის ავტორი: mal თარიღი: Feb 16 2013, 06:03 PM

ჩამოსულებზე ც მაინტერებს და ისტორიული წარსულიც რაც მათი და ჩვენი სარწმუნოების მსგავსება - განსხვავებებს შეეხება.
დიდი მადლობაsmile.gif

პოსტის ავტორი: mama archili თარიღი: Feb 17 2013, 03:43 PM

თქვენ მიერ აღწერილთა შესახებ სამწუხაროდ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და ვერაფერს გეტყვით .
რაც შეეხება ჩვენსა და მათ შორის განსხვავებას . აქ საქმე ეხება ქრისტეს .
სომეხ მონოფიზიტთა მსგავსად ისინიც ერთ ბუნებას აღიარებენ მაცხოვრისა , ჩვენ კი გვჯერა რომ ~ უფალი სრული კაცი და სრული ღმერთი იყო.

პოსტის ავტორი: mal თარიღი: Feb 18 2013, 04:40 PM

ციტატა
რაც შეეხება ჩვენსა და მათ შორის განსხვავებას . აქ საქმე ეხება ქრისტეს .სომეხ მონოფიზიტთა მსგავსად ისინიც ერთ ბუნებას აღიარებენ მაცხოვრისა , ჩვენ კი გვჯერა რომ ~ უფალი სრული კაცი და სრული ღმერთი იყო.

არადა იძახიან რომ დიოფიზიტები ვართო (ვისაც მე ვკითხე). ე.ი. ჯობია გამოვრიცხო მათი დიოფიზიტობა თუ განსაკუთრებულ მტკიცებულებას არ მოიყვანენ.
დიდი მადლობაsmile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)