თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია და სახელმწიფო _ რამდენად სწორად მიგაჩნიათ

პოსტის ავტორი: егри თარიღი: Sep 8 2007, 03:47 PM

როგორც მოგეხსენებათ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი იმ გადასახადებით ფორმირდება, რომელსაც საქართველოს რეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირები იხდიან.

მათ შორის მრავალია მუსლიმი (დაახლოებით 500 000 ათასი აზერბაიჯანელი), მიაფიზიტი (დაახლოებით 400 000 სომეხი), ათეისტი, კათოლიკე, იეღოველი, ორმოცდაათიანელი, ბაპტისტი და სხვა აღმსარებლობის ადამიანი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარით ფინანსდება.

რამდენად სწორად მიგაჩნიათ არამართლმადიდებლების მიერ გადახდილი თანხებით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება?

და საერთოდ სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება?

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Sep 8 2007, 11:16 PM

егри

ციტატა
სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება?

რას გულისხმობ ეკლესიის დაფინანსებაში?
ბარემ დაგედო ის დოკუმენტებიც (ოფიციალურად არის ნეტში) სადაც ცხადად არის ჩამოწერილი თუ სად მიდის ეგ "ეკლესიის დაფინანსება"

პოსტის ავტორი: егри თარიღი: Sep 8 2007, 11:18 PM

დათიკო

ციტატა
რას გულისხმობ ეკლესიის დაფინანსებაში?
ბარემ დაგედო ის დოკუმენტებიც (ოფიციალურად არის ნეტში) სადაც ცხადად არის ჩამოწერილი თუ სად მიდის ეგ "ეკლესიის დაფინანსება"

მეზარება მოძებნა. გამოჩნდებიან მოხალისეები.

ხომ ფაქტია, რომ აფინანსებს.
სხვა ეკლესიებს არ აფინანსებს.
სხვა ეკლესიების მრევლის ფულით მართლმადიდებელ ეკლესიას აფინანსებს.

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Sep 8 2007, 11:19 PM

მართლმადიდებლური ტაძარი, ეკლესია სახელმწიფოს ნაწილია, ამიტომ მას თუ სახელმწიფო დააფინანსებს, ამაში ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ, პირიქით ჩემი აზრით ეს ასეც უნდა იყოს

პოსტის ავტორი: егри თარიღი: Sep 8 2007, 11:25 PM

miss_kartveli

ციტატა
მართლმადიდებლური ტაძარი, ეკლესია სახელმწიფოს ნაწილია, ამიტომ მას თუ სახელმწიფო დააფინანსებს, ამაში ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ, პირიქით ჩემი აზრით ეს ასეც უნდა იყოს

არ ხარ მართალი 2 მიზეზის გამო.
1. არამართლმადიდებლის მიერ გადახდილი ფულით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება არაა სწორი. მე მაგალითად არ მსიამოვნებს, როდესაც ჩემს მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი პოლიციას კი არ ხმარდება, არამედ ვიღაცეების სასულიერო განათლების გაღრმავებას.
2. სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება პრინციპში ეწინააღმდეგება სეკულარიზაციის პრინციპს. ასევე კეისარს-კეისრისას პრინციპს.

დააწესონ მეათედი (ან სხვა პროცენტი) მართლმადიდებლებისგან, შეაგროვონ და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ. მაგრამ იციან, რომ არავინ ნებაყოფლობით არ გადაიხდის. სახელმწიფო კი იძულების მექანიზმებს ამოქმედებს არგადახდის შემთხვევაში.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Sep 8 2007, 11:28 PM

егри

ციტატა
ხომ ფაქტია, რომ აფინანსებს.

ის აფინანსებს არა ეკლესიას, არამედ ეკლესიის სასწავლო პროექტებს და სასწავლებლებს.
ციტატა
სხვა ეკლესიებს არ აფინანსებს.

მერე რა?
ციტატა
სხვა ეკლესიების მრევლის ფულით მართლმადიდებელ ეკლესიას აფინანსებს.

სახელმწიფო დააფინანსებს იმას რასაც ჩასთვლის მიზანშეწონილად.
სამაგიროდ სხვა ეკლესიებს სხვები აფინანსებენ.
ეგრეა რა, ზოგი იმას აფინანსებს ზოგი ამას. შენ რა ტქმა უნდა ცდილობ მიკერძოება დაინახო ამაში, რადგან ეკლესიის სასტიკი მოწინააღმდეგე ხარ, მაგრამ თუ დაუფიქრდები, არაფერი ამაში ცუდი არ არის.

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Sep 8 2007, 11:45 PM

ციტატა(егри @ Sep 8 2007, 11:25 PM) *

miss_kartveli

არ ხარ მართალი 2 მიზეზის გამო.
1. არამართლმადიდებლის მიერ გადახდილი ფულით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება არაა სწორი. მე მაგალითად არ მსიამოვნებს, როდესაც ჩემს მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი პოლიციას კი არ ხმარდება, არამედ ვიღაცეების სასულიერო განათლების გაღრმავებას.
2. სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება პრინციპში ეწინააღმდეგება სეკულარიზაციის პრინციპს. ასევე კეისარს-კეისრისას პრინციპს.

დააწესონ მეათედი (ან სხვა პროცენტი) მართლმადიდებლებისგან, შეაგროვონ და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ. მაგრამ იციან, რომ არავინ ნებაყოფლობით არ გადაიხდის. სახელმწიფო კი იძულების მექანიზმებს ამოქმედებს არგადახდის შემთხვევაში.

ადამიანს ვერ აიძულება, მეათედი ეკლესიისთვის გადადოს, ეს ნებაყოფლობითია, თU უნდა თავის შემოსავლის მეათედს შესწირავს, თუ უნდა მეხუთედს.

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Sep 9 2007, 12:25 AM

ციტატა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარით ფინანსდება

არასწორი ინფორმაციაა,მაგრამ ნეტა მართლა მასე იყოს.ისე კი ვიტყვი რომ საქართველოს ბიუჯეტი 4მილიარდი დოლარია ანუ 4000მილიონი დოლარი სადაც რამდენიმე მილიონი 0,რაღაც პროცენტი გამოდის მთელი ბიუჯეტისა.

ციტატა
მე მაგალითად არ მსიამოვნებს, როდესაც ჩემს მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი პოლიციას კი არ ხმარდება, არამედ ვიღაცეების სასულიერო განათლების გაღრმავებას.

სულ შენი შემოსავლებით არ ივსება ბიუჯეტი biggrin.gif და
საერთოდ მასე თუ ვიმსჯელებთ მოსახლეობის 80% მართლმადიდებელია და სახემწიფო 0,რაღაც პროცენტებს კი არ უნდა ახმარდეს ეკლესიას არამედ 10% ცუდი არ იქნებოდა რაც 400მლნ დოლარს უდრის.

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Sep 9 2007, 05:44 AM

егри

ციტატა
როგორც მოგეხსენებათ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი იმ გადასახადებით ფორმირდება, რომელსაც საქართველოს რეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირები იხდიან.

მათ შორის მრავალია მუსლიმი (დაახლოებით 500 000 ათასი აზერბაიჯანელი), მიაფიზიტი (დაახლოებით 400 000 სომეხი), ათეისტი, კათოლიკე, იეღოველი, ორმოცდაათიანელი, ბაპტისტი და სხვა აღმსარებლობის ადამიანი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარით ფინანსდება.

რამდენად სწორად მიგაჩნიათ არამართლმადიდებლების მიერ გადახდილი თანხებით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება?

და საერთოდ სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება?


ჩემო კარგო, შენ ვინც ჩამოთვალე, ისინი არიან გადასახადის გადამხდელები ხო? ანუ მათი ვალია შეიტანონ ბიუჯეტში გარკვეული თანხა. ესე იგი ეს თანხა უჯვე ეკუთვნის სახელმწიფოს, ანუ ქვეყნის ბიუჯეტს და სრული უფლება აქვს უნდა ეკლესია დააფინანსოს და უნდა ჯარი. იქ უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არა აქვს მართლმადიდებლის გადახდილი გადასახადია თუ მონოფიზიტის.
როგორ ფიქრობ, სახელმწიფომ ცალ_ცალკე უნდა არეგულიროს ყველა რელიგიის მიმდევრების შეტანილი თანხები?

და კიდევ ეკლესია ყველასია, ნებისმიერი მართლმადიდებლის. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს კიდეც თავისი ქვეყნის მაცხოვრებლების სულიერებაზე და კიდევ უკეთესადაც უნდა აფინანსებდეს ვიდრე დღესაა.



ციტატა
მეზარება მოძებნა. გამოჩნდებიან მოხალისეები.

ხომ ფაქტია, რომ აფინანსებს.
სხვა ეკლესიებს არ აფინანსებს.
სხვა ეკლესიების მრევლის ფულით მართლმადიდებელ ეკლესიას აფინანსებს.


და კიდევ, თუ მოძებნაც გეზარება იმისა, რაზეც საუბრობ, აბა რაღა აზრი ჰქონდა ამ თემის გახსნას.

თანაც საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა, ამიტომ გასაკვირიც არ უნდა იყოს თავის ეკლესიას რატომ აფინანსებს.

გაიხარეთ.

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Sep 9 2007, 12:00 PM

егри
შენი ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ მაშინ სექტანტებიც უნდა დაფინანსოს სახელმწიფომ თუ არ ვცდები ეგენიც ჩვეულებრივ იხდინა ნალოგს ეგ ერთი და მეორე კიდე როდესაც სახელმწიფოს 80% მოსახლეობა მართმადიდებლად ცნობს თავს სახელმწიფო უკვე ვალდებულიც ხდება დაფინანსოს მართმადიდებული ეკლესია რადგანაც ყველა მთვარობა ხალხის მიერ მოდის და მისი ნებით მიდის კიდე და თუ ისინი ხალხის ინტერესებს არ გაითვალისწინებენ მაშინ დიდხანს ადგილზე ვერ დარჩებიან.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 10 2007, 11:06 AM

მგონი ეს კითხვა აქამდეც დაისვა და პასუხიც გაეცა

კიდევ ერთხელ ვწერ პასუხს

საქართველოს სახელმწიფო და მისი ხალხი, აღმსარებლობისდა მიუხედავად ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აღიარებენ, რომ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მოძღვრებას აქვს უდიდესი როლი ამ სახელმწიფოსათვის, იგი წარმოადგენს საფუძველს ამ სახელმწიფოს მსოფლმხედველობისა და მისი დამსახურებაა მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურისა და ცნობიერების ჩამოყალიბება. გარდა ამისა, ბოლო საყოველთაო აღწერით სახელმწიფოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა არის ამ აღმსარებლობის და ამ ეკლესიის მრევლი

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს ეკლესიას, რასაც სამწუხაროდ, სათანადო დონეზე ამ ეტაპზე ვერ ასრულებს

რაც შეეხება იმას, რომ ზოგ ათეისტს არ სიამოვნების ეკლესიის დაფინანსება და ა.შ.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს ჯარს, რაც შეიძლება თურმე პაციფისტს არ ესიამოვნოს, სახელმწიფო აფინანსებს ანტიალკოჰოლურ პროექტებს, რაც შეიძლება სპირტიანი სასმელების მწარმოებელს არ ესიამოვნოს, სახელმწიფო აფინანსებს საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რაც შეიძლება ბუდისტს არ ესიამოვნოს, ამიტომ:

სახელმწიფო ატარებს თავის პოლიტიკას უმრავლესობის აზრის გათვალისწინებით, ხოლო უმცირესობის აზრი დაცულია (და არა გატარებული!)

პოსტის ავტორი: serafita თარიღი: Sep 10 2007, 11:31 AM

კანონისტი

ციტატა
სახელმწიფო ატარებს თავის პოლიტიკას უმრავლესობის აზრის გათვალისწინებით, ხოლო უმცირესობის აზრი დაცულია (და არა გატარებული!)

yes4.gif

ისე კაცმა, რომ თქვას, სხვა კონფესიის წარმომადგენლებს რომ დაფინანსება აქვს საზღვარგარეთიდან, ნეტა ჩვენც ისე გვქონდეს, მაგათ რა აქთ სალაპარაკო?

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Mar 6 2008, 06:32 PM

კონსტიტუციის 9-ე მუხლში პირდაპირ წერია რომ,სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას,ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან.
აქედან გამომდინარე სახელმწიფომ იკისრა მართმადიდებლური ეკლეესიისადმი განსაკუთრებული დახმარების გაწევა,თუნდაც ეს გამოიხატოს ფულად დაფინანსებაში და ამასთან ერთად არ კრძალავს სხვა მოძღვრებებს.ასე რომ თუ ჩვენი ქვეყნის პირობები არ მოსწონთ სხვებს შეუძლიათ წავიდნენ. tongue.gif

პოსტის ავტორი: ზვარე თარიღი: May 29 2008, 02:30 AM

QUOTE(егри @ Sep 8 2007, 02:47 PM) *

როგორც მოგეხსენებათ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი იმ გადასახადებით ფორმირდება, რომელსაც საქართველოს რეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირები იხდიან.

მათ შორის მრავალია მუსლიმი (დაახლოებით 500 000 ათასი აზერბაიჯანელი), მიაფიზიტი (დაახლოებით 400 000 სომეხი), ათეისტი, კათოლიკე, იეღოველი, ორმოცდაათიანელი, ბაპტისტი და სხვა აღმსარებლობის ადამიანი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარით ფინანსდება.

რამდენად სწორად მიგაჩნიათ არამართლმადიდებლების მიერ გადახდილი თანხებით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება?

და საერთოდ სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება?



QUOTE(егри @ Sep 8 2007, 10:25 PM) *

miss_kartveli




არ ხარ მართალი 2 მიზეზის გამო.
1. არამართლმადიდებლის მიერ გადახდილი ფულით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება არაა სწორი. მე მაგალითად არ მსიამოვნებს, როდესაც ჩემს მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი პოლიციას კი არ ხმარდება, არამედ ვიღაცეების სასულიერო განათლების გაღრმავებას.
2. სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება პრინციპში ეწინააღმდეგება სეკულარიზაციის პრინციპს. ასევე კეისარს-კეისრისას პრინციპს.

დააწესონ მეათედი (ან სხვა პროცენტი) მართლმადიდებლებისგან, შეაგროვონ და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ. მაგრამ იციან, რომ არავინ ნებაყოფლობით არ გადაიხდის. სახელმწიფო კი იძულების მექანიზმებს ამოქმედებს არგადახდის შემთხვევაში.



ეგრი ვერანაირად ვერ გავიზიარებ შენს პოზიციას, ისე შენი აზრის სხვადასხვა ინტერპრეტაციები მრავლად ვრცელდება.

ჩემი პოზიციაა, რომ საკითხისადმი მიდგომაა არასწორი. სახელმწიფო არანაირად არ აფინანსებს ეკლესიას, იგი მას ვალს უხდის და მილიონჯერ უფრო ნელი ტემპით, ვიდრე თუნდაც საბჭოთა სახელმწიფო ბანკის მეანაბრეებს.


საქართველო, როგორც სახელმწიფო, საერთაშორისო თანამეგობრობის აღიარებით წარმოიშვა სეცესიის და არა სეპარაციის გზით. შესაბამისად იგი არის სამართალმემკვიდრე იმ იმპერიისა რომელმაც ეკლესიას ჩამოართვა უძრავ-მოძრავი ქონება, დაუნგრია ეკლესია მონასტრები და ფიზიკურად გაანადგურა სასულიერო პირები. ამ ყოველივეს რეალური კომპენსაციას ალბათ საქართველოს ათწლეულების სახელმწიფო ბიუჯეტი (თავისი სრული მოცულობით) არ ეყოფა.

თუ ეკლესია იღებს რამეს სახელმწიფოსგან, ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ეკუთვნის.

ასე რომ სახელმწიფო არათუ იცავს სეკულარიზაციის პრინციპს, არამედ კუთვნილ ვალს არ უხდის ეკლესიას და მის გადახდას საუკუნეებით ავადებს.

პოსტის ავტორი: vax თარიღი: Nov 2 2008, 03:47 AM

ციტატა
საქართველოს სახელმწიფო და მისი ხალხი, აღმსარებლობისდა მიუხედავად ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აღიარებენ, რომ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მოძღვრებას აქვს უდიდესი როლი ამ სახელმწიფოსათვის, იგი წარმოადგენს საფუძველს ამ სახელმწიფოს მსოფლმხედველობისა და მისი დამსახურებაა მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურისა და ცნობიერების ჩამოყალიბება. გარდა ამისა, ბოლო საყოველთაო აღწერით სახელმწიფოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა არის ამ აღმსარებლობის და ამ ეკლესიის მრევლი
ეს თქვენი ინტერპრეტაციაა?

პოსტის ავტორი: inclusive თარიღი: Nov 18 2009, 03:57 PM

საქართველოს სახელმწიფო არ არის საბჭოთა იმპერიის სამართალმემკვიდრე და არ ღირს ამ თემით სპეკულირება. სწორედ საბჭოთა პერიოდში მოხდა საქართველოში საეკლესიო და ეროვნული საგანძურის დაბრუნება.

წლევანდელ ბიუჯეტში საპატრიარქოს დაფინანსება 25 მილიონ ლარამდე იყო გაზრდილი თანაც ისე, რომ ეკლესია არანაირ ანგარიშვალდებულებას არ იღებს საკუთარ თავზე. ძალიან დიდი ტერიტორიები უკვე გდაეცა ეკლესიას - ისეთებიც, რომელსაც იგი მანამდე არ ფლობდა. ეკლესიის ქონება გაუმჭვირვალეა და მისი ფინანსური ტრანსაქციები მაქინაციებით და კორუფციით კეთდება. ეკლესია არ იხდის გადასახადს შესაბამისად არ სწირავს ერის განათლებასა და ჯანმრთელობას - სამაგიეროთ ”საგანმანათლებლო” იდეებითა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას უხვად ქადაგებს. ვაჭრობს ალკოჰოლით და სიგარეტით და ამ ორივეს მოხმარებას ცოდვად მიიჩნევს.

რა არის ახლა ეს. ნუთუ ისინი ვინც დამცავ პოზიციაში დგება მართლა ვერ ხედავს ამ ყველაფერს? თუ ვერ ხედავთ ვერაფერს გახდები, მაგრამ თუ ხედავ ხელს რატომღა აფარებ - მაგით იცავ ეკლესიის რეპუტაციას? ნუთუ არ გინდა, რომ ეკლესია გამჭვირვალე და სუფთა იყოს? ხომ არ გგონიათ რომ ეს ფინანსური მხარე განაპირობებს ხალხის ასეთ მიზღვავებას ეკლესიაში. თუ გგონიათ რამდენ ტაქსის მძღოლსაც ხატი უდევს მანქანაში ყველა მორწმუნეა. ეს ხომ ადამიანური შიშის გრძნობაა უხილავისა და შეუცნობლისა - ეს ხომ კერპთაყვანისცემაა? თქვენ მოგწონთ ასეთი 80% მორწმუნეებისა? მართლა მაინტერესებს.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Nov 18 2009, 04:06 PM

inclusive

ციტატა
რა არის ახლა ეს. ნუთუ ისინი ვინც დამცავ პოზიციაში დგება მართლა ვერ ხედავს ამ ყველაფერს? თუ ვერ ხედავთ ვერაფერს გახდები, მაგრამ თუ ხედავ ხელს რატომღა აფარებ - მაგით იცავ ეკლესიის რეპუტაციას? ნუთუ არ გინდა, რომ ეკლესია გამჭვირვალე და სუფთა იყოს? ხომ არ გგონიათ რომ ეს ფინანსური მხარე განაპირობებს ხალხის ასეთ მიზღვავებას ეკლესიაში. თუ გგონიათ რამდენ ტაქსის მძღოლსაც ხატი უდევს მანქანაში ყველა მორწმუნეა. ეს ხომ ადამიანური შიშის გრძნობაა უხილავისა და შეუცნობლისა - ეს ხომ კერპთაყვანისცემაა? თქვენ მოგწონთ ასეთი 80% მორწმუნეებისა? მართლა მაინტერესებს.




ყველამ , ყველაფერი როგორ იცით, მაოცებთ პირდაპირ.

შენ მორმწუნე ხარ ინცლუსივ? ან როგორ განმარტავ რწმენას, ეგეც გვიტხარი.

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 18 2009, 04:31 PM

егри

ციტატა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარით ფინანსდება.

რამდენად სწორად მიგაჩნიათ არამართლმადიდებლების მიერ გადახდილი თანხებით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება?


ვფიქრობ სახელმწიფო უფრო ცოტას ხარჯავს ვიდრე უნდა დახარჯოს ამ საქმისთვის. ურწმუნო და უზნეო ადამიანები უზარმაზარ ზარალს აყენებენ სახელმწიფოს. ზნეობას კი რწმენის გარეშე აზრი არ აქვს.


პოსტის ავტორი: protestanti თარიღი: Nov 18 2009, 04:44 PM

ციტატა(ბადრი @ Nov 18 2009, 04:31 PM) *

егри
ვფიქრობ სახელმწიფო უფრო ცოტას ხარჯავს ვიდრე უნდა დახარჯოს ამ საქმისთვის.

საბერძნეთში, მაგალითად, მღვდლებს, ოფიციალურად, ყოველთვიური ხელფასი აქვთ დანიშნული.
არ შეიძლება ჩვენთანაც ასე დაწესდეს? მით უმეტეს, რომ ძალიან ბევრი სასულიერო პირი გამიგია, ვისაც უკიდურესად უჭირს, დიდი ოჯახის პატრონია, ავადობს და ა.შ.
თან, ხალხის სალაპარაკოც არ გახდება, რომ ზოგიერთი მღვდელი ე.წ. ''სტავკებს'' აწესებს ჯვრისწერაზე
და სხვა რიტუალებზე.
ოღონდ, ამ ყველაფერთან ერთად, აუცილებლად გამჭვირვალე უნდა იყოს თანხების განკარგვა და ხარჯვა.
რა თქმა უნდა - სანდო ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ხელში.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Nov 18 2009, 05:27 PM

protestanti

ციტატა
არ შეიძლება ჩვენთანაც ასე დაწესდეს



სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუ საპატრიარქოდან?

ციტატა
ზოგიერთი მღვდელი ე.წ. ''სტავკებს'' აწესებს ჯვრისწერაზე


ვიცი რომ რუსეთსი, ეს სტავკები ოფიციალურია. ანუ ჯვრისწერა, თუ სხვა საიდუმლოს შესრულება ოფიციალურად ღირს რაღაც ტანხა. ჩვენთანაც ასე ჯობია? და რომ არ მქონდეს მერე?

მე მგონი უმეტეს ეკლესიებში შეწირვის პირნციპი მოქმედებს. როგორც წესი, უჭირთ და ჭორაობენ ისინი, ვინც მრევლი არაა და მხოლოდ ერთხელ, ერთ საიდუმლოს შესრულებაზე ,ოდია ეკლესიაში. ნუ, როცა მრევლი ხარ და იცი შენი ეკლესია, შენი მოძღვარი, არ მგონია ასე ,,ძვირი დაგიჯდეს,, ჯვრისწერა და სხვა საიდუმლოების შესრულება. გარედან ერთხელ მოსულები უფრო ჭირვეულობენ.

ისე, მაგარია. ჩვენთვის საკუთარი თავისთვის არაფერს ვიშურებთ. როგორც კი საქმე მიდგება სხვისთვის გაცემაზე, თუნდაც, საკუთარ მკურნალობას ჭირდებოდეს და ექიმს უნდა მივცეთ, ატყდება ერთი ვაიუშველებელი...




პოსტის ავტორი: protestanti თარიღი: Nov 18 2009, 05:31 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Nov 18 2009, 05:27 PM) *

protestanti
სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუ საპატრიარქოდან?

რამდენადაც ვიცი, სახელმწიფო უხდის მღვდლებს საბერძნეთში.
და მგონია, რომ ეს სწორია.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Nov 18 2009, 05:35 PM

protestanti

ციტატა
და მგონია, რომ ეს სწორია.



რატომ სახელმწიფო მოხელეა მღვდელი თუ შრომით ურთიერთობაში იმყოფება სახელმწიფოსთან?

ვერ გავიგე, სახელმწიფომ რატომ უნდა გადაუხადოს.

შესაწირი სად უნდა წავიდეს?

პოსტის ავტორი: protestanti თარიღი: Nov 18 2009, 05:41 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Nov 18 2009, 05:35 PM) *

protestanti
რატომ სახელმწიფო მოხელეა მღვდელი თუ შრომით ურთიერთობაში იმყოფება სახელმწიფოსთან?

ვერ გავიგე, სახელმწიფომ რატომ უნდა გადაუხადოს.

შესაწირი სად უნდა წავიდეს?

შესაწირი უნდა განაწილდეს მღვდელზე, დიაკვანზე, სტიქაროსნებზე, მგალობლებზე, ტაძრის კეთილმოწყობაზე,
გაჭირვებულთა დახმარებაზე (მრევლზე თუ არამრევლზე) და ა.შ.
ეს ყველაფერი, ჩემი სუბიექტური აზრით.
და ხელფასი უნდა იყოს ოპტიმალური თანხა და არა მილიონები, ან რაღაც მათხოვრული კაპიკები.
მე დეტალები აღარ მახსოვს ზუსტად, როგორ და რანაირად ყალიბდება ეს სისტემა ელადაში.
მეგობარმა იცის. ვკითხავ და მოვბრუნდები.
მღვდელი აუცილებლად უნდა იყოს უზრუნველყოფილი ფინანსურად, მით უმეტეს ჩვენს რეალობაში,
რათა მთავარი საფიქრალი და საზრუნავი - მრევლი - გვერდით არ დარჩეს.
თქვენ რამე ნეგატიურს ხედავთ ამაში?

პოსტის ავტორი: protestanti თარიღი: Nov 18 2009, 07:18 PM


მოკლედ, ასე ყოფილა :
მღვდლების ხელფასი განისაზღვრება წოდების და ხარისხის მიხედვით (მღვდელი===>დეკანოზი და ა.შ.)
მეორეს მხრივ კი - განათლების და განსწავლულობის მიხედვით (სემინარია, აკადემია)
ესაა ერთგვარი ბერკეტი (თუმცა არასრულყოფილი) რომ არ მოხდეს ადამიანების წასვლა
სასულიერო სფეროში ფინანსურად უზრუნველყოფილი მდგომარეობის მოსაპოვებლად (თუმცა ეს მაინც ხდება იქაც და აქაც)
ჯვრისწერაზე, ნათლობაზე და ა.შ. დაწესებულია ოფიციალური გადასახადი და შემოსული თანხა
ხმარდება ისევ ეკლესიას.
ასეთი სურათია საბერძნეთში.

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Nov 19 2009, 03:40 AM

егри

ციტატა
არ ხარ მართალი 2 მიზეზის გამო.
1. არამართლმადიდებლის მიერ გადახდილი ფულით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება არაა სწორი. მე მაგალითად არ მსიამოვნებს, როდესაც ჩემს მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი პოლიციას კი არ ხმარდება, არამედ ვიღაცეების სასულიერო განათლების გაღრმავებას.

ადრეც დავწერე, მაგრამ ეხლა ძირითადად ამ პოსტს ვეხმაურები.
ბიუჯეტში შედის თანხა, რომელიც გადახდილია ყველა ადამიანის მიერ, გამურჩევლად აღმსარებლობისა.
ხოლო ბიუჯეტიდან ფინანსდება ვთქვათ ჯარის შენახვაც, ეკლესიაც და კიდევ ათასი რამე.
გასაგებია შენ რასაც ამბობ, მაგრამ მედალს მეორე მხარეც ხომ აქვს.
შეიძლება უხეში და ცუდი შედარებაც მოვიყვანო, მაგრამ ასე თუ ისე მაინც გამოდგება.
გადასახადის გადამხდელ მართლადიდებელს შეიძლება სულაც არ გაუჩნდეს სურვილი,
მის მიერ შეტანილი საბიუჯეტო გადასახადი, რომ მოხმარდეე თუნდაც იარაღის შესყიდვას, ან რაღაც მსგავსს.
მაგრამ ფაქტია, რომ სახელმწიფოს შეიარაღებაც სჭირდება, გაწვრთნილი
ჯარიც, დაფინანსებული და გამართული ბიზნესიც, ქვეყნის კეთილმოწყობაც
და კიდევ ბევრი რამ.

ამიტომ ბიუჯეტიდან დაფინანსება ყველაფრისთვის საჭიროა,
გადასახადის გადამხდელი რომ იხდის თანხას, მან იცის რომ ეს შედის ბიუჯეტში და ხმარდება ისევ ქვეყანას,
ზუსტად რომელი რელიგიის აღმსარებლის მიერ გადახდილი თანხით ფინანსდება ეკლესია, ეგ არც შენ იცი და არც მე.
ბიუჯეტი ხომ წესით საერთოა. smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Nov 19 2009, 05:45 PM

protestanti

ციტატა
დაწესებულია ოფიციალური გადასახადი



პროტე ( ასე მოგმართავ, აბა სახელი არ ვიცი biggrin.gif ), ჩვენთან 10 ლარს რომ მოტხოვენ, იმაზე ტყდება ამბავი, ეგებ არ მოქნაო. იმ ეკლესიაში, სადაც მე დავდივარ, სანთლებიც კი შესაწირზეა, გაქვს 10 თეთრი ჩააგდე, ან 10 ლარი, არ გაქვს და აიღე ერთი სანთელი და ილოცე. ოფიცილაური გადასახდი რომ დააწესო, წარმომიდგენია ამაზე რა ამბავი ატყდება, ან კი იქნებ, მართლა არ მაქვს. გარდა ამისა, არაა სწორი საიდუმლოების ასე ვტქვათ ,,გაყიდვა,, უსასუყიდლოდ მოიუღითო და... შესაწირი სხვა რამეა. როგორც გვინდა ჩვენ წამა, ისე უნდა მღვდელს, ასევე ძვირი ჯდება ეკლესიის შენახვა, გატხობა, ზეთი, ღვინო და აშ. ხოდა, პირველ რიგში ცვენს შეგნებამდე უნდა დვიდეს ის ამბავი, რომ ჩენ უნდა ვარჩინოთ ცვენი მოძღვრები და ცვენი ეკლესია..

საერთოდ, ოფიცილაური გადასახადი და ყველაფერი ოფიციალური, გარკვეულწილად გმიჯნავს, გაშორებს ეკლესიას. ჩემიას და შინაურის ასოციაციას გართმევს. ოფოციალური ტონით მოსაუბრეს და შორეულს ხდის. ანუ ისევ რაღაც ადმინ. ორგანოდ იქცევა, სადაც ნათლობაც კი მოსაკრებელზეა დაკავშირებული. არაა სწორი რელიგიის ასეთი კუტხით წარმოჩენა.

არც საეკლესიო პირების ხელფასია სწორი, რადგან არც შრომით ურთიეღტობაში იყფებიან სახელმწიფოსტან , არც მოხელები არიან, მოკლედ რა, სხვაა სახელმწიფო, სხვაა სასულეირო პირები და ეკლესია. მე ვფიქორბ, ორიეს ტავისი მიმართულება აქვს და უნდა გაიმიჯნოს.

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 19 2009, 08:25 PM

მხევალი ნინო
+1 smile.gif

პოსტის ავტორი: კობა თარიღი: Nov 19 2009, 08:32 PM

ეკლესია დაფინანსდეს შე კაცო და რას ჩივხარ ვინ დააფინანსებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 19 2009, 08:39 PM

მხევალი ნინო

როგორც მე ვიცი ევროპის ზოგირთ ქვეყანაში ადამიანი ნებაყოფლობით იხდის ან არ იხდის საეკლესიო გადასახადს. ეს ფული შემდეგ ეკლესიას ხმარდება. აქ ცუდი არაფერი არ უნდა იყოს.

არ უნდა გაცივდეს მგონი ამით მორწმუნის გული. არ უნდა ნუ გადაიხდის.

ისე როცა სახელმწიფო და ეკლესია ერთად ზრუნავს ადამიანებზე უკეთესია (სიმფონია)

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Nov 19 2009, 08:50 PM

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება
პირადად ჩემთვის
მიუღებელია smile.gif
რას ნიშნავს ეს როცა გავიგე,აზრი შევიცვალე,თორემ ადრე მეგონა(ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მთავარი წინასაარჩევნო ლოზუნგი) იყო და მეგონა კარგი რაღაცა უნდა ყოფილიყო biggrin.gif
საუბედუროდ ბევრს გონია ასე.
დაუშვებელია ეკლესია ერეოდეს პოლიტიკაში
დაუშვებელია პოლიტიკა ერეოდეს ეკლესიაში
სახელმწიფო და ეკლესია განუყოფელია და ორივე შეთანხმებულნი უნდა იყვნენ ერთმანეთთან
და არა დამოკიდებულნი smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Nov 19 2009, 09:25 PM

კარგად ძარცვამთ, კარგად biggrin.gif ეგრე მიაწექით

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 19 2009, 10:43 PM

ციტატა(კობა @ Nov 19 2009, 08:32 PM) *

ეკლესია დაფინანსდეს შე კაცო და რას ჩივხარ ვინ დააფინანსებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


1. თუ დაფინანსდება ეკლესია, უნდა დაფინანსდეს ასევე სხვა დენომინაციები
2. თუ მაინც დაფინანსდება მართლმადიდებლობა, მაშინ უნდა დაფინანსდეს ისე, რომ ეკელსიას მოეთხოვოს ანგრიშგება, ანუ თუ ეკლეიას სახელმწიფო დააფინანსებს განათლების სფეროში უნდა მისცეს თანხა სტუდენტთა უცხოეთში მივლინებისთვის - რათა მატ მიიღონ განატლება, დაბრუნდნენ საქართველოში და შექმნან ნორმალური გარემო.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Nov 19 2009, 10:58 PM

ჯამაგირის მეათედი, რომ ირიცხებოდეს, ეკლესიისთვის ცუდი იქნება?

მე ვფიქრობ, პროტესტანტმა კარგი აზრი გამოთქვა. არ შეიძლება ზოგიერთი მღვდელმსახური ჯიპით დაგრიალობდეს და რაიონებში, მივარდნილ ადგილებში, მღვდელს საარსებო მინიმუმიც არ ქონდეს. თბილისში კარგია ხოო მღვდელმსახურება, თბილა, გათბობა გვაქვს, პატივში ვართ, კაის ვსვავთ და კაის ვსვავთ. ნაპატიები ღიპებიც გვაქვს და საამაყოც. სამაგიეროდ, მგალობლებს და სტიქაროსნებს ვეტყვით ღმერთი შეგიწირავს და მსახურებაში 3 ლარს ან ხუთ ლარს გადავუხდით.

მე ტუ მკითხავ ფიქსირებული გადასახადი უნდა იყოს.

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Nov 20 2009, 02:34 AM

მე კი მგონია რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ეკლესიის საქმეებში, საერთოდ და შესაბამისად არც არანაირ ფულს არ უნდა რიცხავდეს, გარდა იმისა, სადაც სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესები არ იკვეთება. ესენია:

1. კულტურულ-ისტორიული ძეგლები - სულიერი კერები, რომლებიც ეკლესიის დაქვემდებარებაშია. აქ სახელმწიფო, ისინი უნდა შეინახოს და დაიცვას, რადგან აღნიშნული კერები მისივე ისტორიისა და კულტურის ნაწილია. ანალოგიური უნდა ვთქვა კათოლიკურ ეკლესიებზე და ისლამურ მეჩეთებზე ანუ აქაც სახელმწიფომ უნდა მოუაროს სიძველეს, ადგილობრივ რელიგიურ ჯგუფებთან შეთანხმების საფუძველზე.

2. სიმწმინდეები, რომელსაც ისტორიულ-კულტურული ღირებულება გააჩნია, ასევე უნდა იყოს ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთობლივი ზრუნვის საგანი.

3. განათლება, იქნება ეს რელიგიური თუ სხვა, ასევე უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურად უზრუნველყოფილი, რაგდან აქაც იკვეთება ორივე მხარის საერთო ინტერესი - განათლებაში ინვესტიციების ჩადების მხრივ.

სხვა მხრივ სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიისთვის ფინანსური დახმარების გაწევა ჩემი აზრით არ არის გამართლებული, ოღონდ არა იმისთვის რომ მე მანანება ჩემი გადასახადიდან ფული საქართველოს ეკლესიისთვის, არამედ იმისთვის, რომ ეკლესია ფინანსურად არ იყოს დამოკიდებული სახელმწიფოზე, რაც მას სახელმწიფოს მხრიდან გაზრდის მის საქმეებში ჩარევის ალბათობას. ამასთან ისიც გასათვალისწინებელია რომ თუ პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა და სახელმწიფომ უეცრად შეწყვიტა ეს დახმარება ეკლესია შეიძლება უუნარო აღმოჩნდეს ფინანსური სიძნელეების დასაძლევად.

პს. რაც შეეხება იმას რომ კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს სამოციქულო ეკლესია განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტია - ეს განპირობებულია საქართველოს სამოციქულო ეკლესიის განსაკუთრებული როლით ქვეყნის ისტორიაში და კულტურაში, რაც აბსოლიტურად გამართლებულია. ეკლესიის ზრუნვა კი ერთის მხრივ იმით უნდა იყოს განპირობებული რომ ეკლესიას მიეცეს სრული ფინანსური შეუვალობა რაც ისტორიულადაც შესაწყნარებელია. ამით მართალია საქართველოს სამოციქულო ეკლესიას უპირატესობა ექნება სხვა რელიგიურ ჯგუფებთან, მაგრამ გამომდინარე მისი როლიდან ქვეყნის ისტორიაში და ისტორიულად დამკვიდრებული ფინანსური შეუვალობის ტრადიციისა, რომელიც სხვას არ გააჩნია და ვერც დაიბრალებს, რომ ჰქონდა აღნიშნული შეღავათები ყველანაირად გამართლებულია.

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 20 2009, 02:43 AM

sable

ციტატა
მე კი მგონია რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ეკლესიის სამქეებში საერთოდ და შესაბამისად არც არანაირ ფულს არ ინდა რიცხავდეს, გარდა იმისა, სადაც სახელმწიფოსა და ეკლესიის საქმეები იკვეთება.


100%

პოსტის ავტორი: protestanti თარიღი: Nov 20 2009, 10:56 AM

ციტატა(Amuza @ Nov 19 2009, 11:58 PM) *

არ შეიძლება ზოგიერთი მღვდელმსახური ჯიპით დაგრიალობდეს და რაიონებში, მივარდნილ ადგილებში, მღვდელს საარსებო მინიმუმიც არ ქონდეს.

მეც ეს მაწუხებს. თან, ზოგ მღვდელს 8-10-12 შვილი ჰყავს გამოსაკვები.
თუმცა, მხევალი ნინოს პოსტიც ნამდვილად ყურადსაღებია, რაღაცებზე დამაფიქრა.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Nov 20 2009, 12:47 PM

სახელმწიფომ ჩარევა თუ განიზრახა ისედაც ჩაერევა და ასედაც.

მაგალითად ბევრს უხერხულ მომენტი ექმნება, როცა ეუბნებიან, შესაწირზე მესანთლეს დაელაპარაკეო, რაღაც მოუწესრიგებელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამიტომ ჯობია ყველა ეკლესიში იყოს ოფიციალურად ჩამოწერილი, რომელი საიდუმლოს აღსრულება რა ღირს. ისედაც ფულს ვიხდით და ასედაც, ბოლობოლო ცხოვრებაში ერთხელ სრულდება ზოგიერთი საიდუმლო და სადაც სუფრის ხარჯს სწევ, იქ საეკლესიო გადასახადსაც გადაიხდი.

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Nov 20 2009, 01:16 PM

Amuza

ციტატა
ამიტომ ჯობია ყველა ეკლესიში იყოს ოფიციალურად ჩამოწერილი, რომელი საიდუმლოს აღსრულება რა ღირს.


აბა რას ამბობ ამუზ? biggrin.gif

უნდა იყოს ისე, როგორც უნდა იყოს, ანუ არავითარი ოფიციალური გადასახადი და მხოლოდ შესაწირი ყოველგვარი კონტროლის გარეშე

ძალიან ბევრ ტაძარში ასეც არის, ჩემი თვალით მინახავს

და ძალიან კარგია


თუმცა სასულიერო პირი ნორმალურად უნდა ცხოვრობდეს ამ შემოწირულობებით. ოჯახის რჩენა უნდ შეეძლოს

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Nov 20 2009, 01:49 PM

ციტატა(Giorgi- @ Nov 20 2009, 01:16 PM) *

Amuza


1. ნათლისღება - 50 ლარი, ყოველი მომდევნო ბავშვი -20%

2. აღსარება - მსუბუქი ცდოვები 5 ლარი, მძიმე ცოდვა 25 ლარი, უმძიმესი 150 ლარი. ყოველ მომდევნო უცოდველ წელიწადზე 10% ფასდაკლება

3. ზეთისცხება - ინდივიდუალური 3 ლარი, ჯგუფური 1 ლარი კაცზე

4. მღვდლობა - 500 ლარი (100 ლარი უკან დაგიბრუნდებათ)

5. ქორწინება - სვეტიცხოველში 100 ლარი და სხვაგან 50 ლარი smile.gif





აბა რაა მასე უფრო მომზადებული მივა ადამიანი , ვიდრე ისე, რომ მესანთლესთან მივიდეს და ყურში ებუტუნოს , რამდენი არის საჭიროო. ეს თითქოს დაფარული და რაღაც შენიღბული გადახდაა. კი ბატონო კარგი იქნება შეძლების დაგვარად, რო იყოს გადახდა, მაგრამ, სოფელში, ხო იცი, როგორც ხდება, ხალხს ფული არ აქვს, მღვდელს კიდე ოჯახი აქვს სარჩენი. მე ვიცი მღვდლებს 3-4 სოფელში უწევს მსახურებების ჩატარება და ეს დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

ახლა ჩვენთან წირვის მერე , რომ ჩამოიარონ და ფული აკრიფონ, რაზე უნდა იყოს დასაბრკოლებელი?



პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Nov 20 2009, 02:08 PM

კიდევ , ალბათ ესეც საგულისხმო იქნება, მარტო მრევლმა კი არ უნდა შეინახოს მღვდელი, არამედ ეკლესიამაც უნდა იზრუნოს გაჭირვებულებზე. რა კარგი იქნება, რამოდენიმე ეკლესიამ, რომ იზრუნოს მაგალითად, ერთ-ერთ ბავშვთა სახლზე, ან მოხუცებულთა სახლზე. ჩავიდნენ, ყოველ კვირა, მოინახულონარ ვიცი, ეს როდის იქნება, მაგრამ კარგი იქნება.

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 20 2009, 04:08 PM

Amuza

ვანისა და ბაღდათის ეპარქიაშია ოფიციალურად დაწესებული წესისაგებაზე გადასახადი და ხალხს არ მოსწონს, განიკითხავენ სასულიერო პირებს.

პოსტის ავტორი: protestanti თარიღი: Nov 20 2009, 06:21 PM

ციტატა(ბადრი @ Nov 20 2009, 05:08 PM) *

Amuza

ვანისა და ბაღდათის ეპარქიაშია ოფიციალურად დაწესებული წესისაგებაზე გადასახადი და ხალხს არ მოსწონს, განიკითხავენ სასულიერო პირებს.

რა თქმა უნდა განიკითხავენ. ალბათ დიდი თანხაა დაწესებული და თან განკითხვის მიზეზი ისიც იქნება,
რომ მხოლოდ ამ ეპარქიაშია დაწესებული და სხვაგან არსად.
ეს დაწესება საყოველთაო რომ იყოს, ანუ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ნაკლები პრეტენზიები იქნებოდა.
თან ჩვენთვის ცოტა უცხოა ამგვარი ოფიციოზი ეკლესიაში, არ ვართ მიჩვეული და ადაპტირებული.
მოკლედ, ძალიან ფაქიზი საკითხია, ერთმნიშვნელოვნად ვერ იტყვი, რომ ან ასე უნდა იყოს, ან ისე.
სხვათა შორის, საბერძნეთშიც აზრთა სხვადასხვაობაა ამ საკითხთან დაკავშირებით.
ბერძნებს ნამდვილად არ უჭირთ ეკონომიურად, ზოგადად. ჩვენი დუხჭირი ყოფის პირობებში კი
აუცილებელია, რომ რაღაც გზა და ბერკეტი მოინახოს გაჭირვებული სასულიერო პირების უზრუნველსაყოფად.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Nov 20 2009, 09:17 PM

sad.gif განკითხვის მსურველი ყოველთვის მონახავს გასაკითხავს. ეს ნაკლებ პრობლემატურია.
იყოს დაწესებული საშუალო გადასახდელი და თუ მეტის შეწირვის მსურველი იქნება. რა პრობლემაა ის ისედაც შეწირავს და ასედაც.

ყოველშემთხვევაში, მესანთლე არ უნდა ეუბნებოდეს , თუ რამდენია გადასახდელი, ან რა თამაშია, პირდაპირ მღვდელმა თქვას, თუ ის ფული მღვდელთან არ მიდის. თან თითქოს, რაღაც უხერხუობა არისო, ხომ მღვდელმა, რომ თქვას გადასახადის თაობაზე. რა მესანთლისგან არ არის ეს უხერხულობა? ამიტომ გამოკრული , რომ იქნება საშუალო, ხელმისაწვდომი ფასები, მე მგონი ეს უხერხულობაც მოიხსნება. უნდა იყოს შესაწირი და იმ შესაწირში უნდა აგდებდნენ, იმ გარკვეულ თანხას და არა ისე, რომ კურთხევანში ჩამიდე შვილო ჩემო ან მესანთლეს დაუტოვე, ან კიდევ მე მომეციო. რა ვიცი მე ასე ვფიქრობ. მე პირადად მირჩევნია მივცე მღვდელმსახურს გასამრჯელო, იმიტომ, რომ მესმის მასაც ყავს ოჯახი და მასაც ჭირდება საარსებო.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Nov 21 2009, 11:53 AM

Amuza

ციტატა
კურთხევანში ჩამიდე შვილო ჩემო ან მესანთლეს დაუტოვე, ან კიდევ მე მომეციო.



ეს პრობლემა არ იქნება, როცა ყველას გვეყოლება ჩვენი მოძღვარი და სადღაც-სადღაც ჯვრსიწერისტვის არ დავიყებთ სირბილს. თუ მე სურვილი მაქვს, ჩემს მოძღვარს ვცე უშუალოდ პატივი, კედელზე გაკრული ფასები, ამაში ხელს არ უნდა მიშლიდეს. თუ მინდა ეკლესიას შევწირო, რამენაირად, ჩავაგდებ ყუთში. და საერთოდ, ის რაც მასიურად არაა დღეს საქართველოს ეკლესიებში და არ მქნის ბარიერს მრევლისთვის, ძალით აქ ურათის დახატვით ნუ შექმნით რა.

მე პირადად, სულ ერთ-ორ ეკლესიაში გამიგია ჯვრისწრერის გადასახადზე საუბარი. აქედან ერთსი მოიხსნა ეს პრობლემა. სხვაგან, როგორც წესი, პანაშვიდს ვიხდი , თუს ხვა საიდუმლოზე მივიდვარ დასასწრებად, ხელებში შემყრე არც სასულიერო პირი დამხვედრია და არც მესანთლე. ისეც ნუ გავაკეთებთ, არ ამქვს ძახილით ორი ლარი შევწიროთ და მერე სახლში გაშლილ სუფლაზე გულისამაჩუყებელი სადღეგრძელოები დავლიოთ ღმერტზე და მშშვიდობაზე.

ეკლესიას და მოძღვას უნდა რცენა, ამ საკიტხს კიდევ ქირქილი არ უნდა. ბოლოს და ბოლოს მე როგორც ვიცი მოციქულები იღებდნენ შესაწირს. რა გახდა ასეთი სალაპარაკო ვერ გავიგე. ანგელოზები როცა მოგვემსახურებიან, განკითხვა მერე დავიწყოთ.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Nov 21 2009, 12:16 PM

Amuza

ციტატა
არ შეიძლება ზოგიერთი მღვდელმსახური ჯიპით დაგრიალობდეს და რაიონებში



მოიდ ასე ვტქვათ, მღვდელმსახურს ჯიპი ვინ მისცა, ხშირად ისიც არ ვიცით. რადგან მისცა, ნურც ჩავაცივდებით გაყიდე და სხვას მოახმარეო. არც ის ვიცით, თვითონ ოჯახში რა პირობებში ცხოვრობს. მოკლედ, ბევრი რამე არ ვიცით და ნუ გადავაყოლებთ ერთ ჯიპს ნურც ამ ადამიანს, ნურც მის მოღვაწეობას კიდევ.

მაინც საოცარია, სხვას რა დაუფიქრებლად მოვთხოვთ ხოლმე გაყიდვას და შეწირვას და ჩვენ რომ 10 ლარს მოგთხოვენ, საქირქილოდ და თემის გასახნელად არ გვყოფნის. კარგით რა. თქვენ შეწირეთ, ნუ დაინანებთ, დანარცენს გვაჩვენებს შედეგები. მღვდელს თუ შია, ეს მრევლის ბრალია. ასეა ეს! საქორწილო კაბაში 1000 ლარს არავინ იშურებს, სამაგიეროდ, ეკლესიიდან გამოსულები ქირქილებენ, 20 ლარი მოგვტხოვესო. იციან მაინც რა საიდუმლოს აღსარულებლად შევიდნენ იქ, რით ცხოვრობს ეკლესია და მოძღვარს ხანდახან მაინც რომ შივდება? რომ გაუშვა, მართლა ორ ლარს შესწირავენ და გამოვლენ პირნათლად, მეტი არ მქონდაო. ზოგს მართლაც არა აქვს, ამ და კიდევ ზემოთ ცემს მიერ დასახელებეული მიზეზების გამო ვთვლი, რომ ოფიციალური გადასახადი ეკლესიაში არ უნდა იყოს, მაგრამ ჩვენი აზროვნება უნდა შეიცვალოს პირევლ რიგში.

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Nov 21 2009, 01:08 PM

ციტატა(Amuza @ Nov 20 2009, 09:17 PM) *

sad.gif განკითხვის მსურველი ყოველთვის მონახავს გასაკითხავს. ეს ნაკლებ პრობლემატურია.
იყოს დაწესებული საშუალო გადასახდელი და თუ მეტის შეწირვის მსურველი იქნება. რა პრობლემაა ის ისედაც შეწირავს და ასედაც.

ყოველშემთხვევაში, მესანთლე არ უნდა ეუბნებოდეს , თუ რამდენია გადასახდელი, ან რა თამაშია, პირდაპირ მღვდელმა თქვას, თუ ის ფული მღვდელთან არ მიდის. თან თითქოს, რაღაც უხერხუობა არისო, ხომ მღვდელმა, რომ თქვას გადასახადის თაობაზე. რა მესანთლისგან არ არის ეს უხერხულობა? ამიტომ გამოკრული , რომ იქნება საშუალო, ხელმისაწვდომი ფასები, მე მგონი ეს უხერხულობაც მოიხსნება. უნდა იყოს შესაწირი და იმ შესაწირში უნდა აგდებდნენ, იმ გარკვეულ თანხას და არა ისე, რომ კურთხევანში ჩამიდე შვილო ჩემო ან მესანთლეს დაუტოვე, ან კიდევ მე მომეციო. რა ვიცი მე ასე ვფიქრობ. მე პირადად მირჩევნია მივცე მღვდელმსახურს გასამრჯელო, იმიტომ, რომ მესმის მასაც ყავს ოჯახი და მასაც ჭირდება საარსებო.

შენ რა,არ გინახავს გასამრჯელოს გარეშეც აღსრულებული ნათლობა თუ ჯვრისწერა?
მე ბევრი მინახავს.
ოფიციალურად რომ მოეთხოვათ
ეგ უფრო სწორი იქნებოდა?
თუ ის უფრო სწორი იქნებოდა,არ მონათლულიყვნენ ან არ დაეწერათ ჯვარი?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 22 2009, 10:31 AM

ეგ დიდი პრობლემაა, მე პირადად შევესწარი ორ ფაქტს, ორივე სამწუხაროა...
1. ერთერთმა მოძღვარმა თბილისის ერთერთ წამყვან ეკლესიაში უყვირა ერთერთს ეგ 20 ლარი მათხოვარს მიეციო, იმ და სხვა ტაძრებში ყველამ იცის (არაოფიციალურად), რომ "სტავკა" მაღალია, დაწერენ ჯვარს მაგალითად ცხრას 150 ლარად (მინიმუმი) და მეათეს ფასდაკლებით ან უფასოდ, ეს ხალხის დასანახად... ეს ფაქტი ნომერი პირველი
2. ჩემმა ახლობელმა მოძღვარმა ერთერთ რაიონში ყოფნისას, ასეთი ცდა გააკეთა ჩემი თანდასწრებით მოვიდა ერთიდაიგივე სოციალური ფენის (ანუ საკმაოდ შეძლებულები) ორი ჯგუფი ნათლობაზე, ერთს გარეთ დააცდევინა მეორე შეიყვანა, შემდეგ ერთი გამოვიდა და მეორე ჯგუფი შევიდა, თითოეულის ნათლობის შემდეგ ერთს თხოვა შემოწირულება იქვე ყუთში ჩაეგდო და მეორეს კი მაგიდაზე დაედო (ყველას დასანახად ანუ), იცით რამდენი იყო განსხვავება? 96 % sad.gif
მაგიდაზე შემოწირეს ორმა ნათლიამ სადღაც 80 ლარამდე,
ხოლო ყუთში ჩაგდებული 6 ლარს არ ცდებოდა...
ამ მოძღვარს ოთხი შვილი ყავს შესანახი, რა ქნას? ყველას მიუთითოს ყუთზე? არა, ფული მოთხოვოს , როგორც ვანშია? სახელი გაუტყდება, ამიტომ გამოსავალი ასეთია რამდენიც შეგიძლიათ აგერ ჩადევით მცირე მოწნულ კალათაშიო, და ეს კალათი იქვეა ყველას და რაც მთავარია მამაოს დასანახად, აქ ნამუსობენ.
ანუ მე ვფიქრობ, რომ ხალხის შეგნებაა ჯერ ასამაღლებელი, რომ გადახდის მნიშვნელობა კარგად გაიგონ.
იხარეთ;
კაიროსი!

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Nov 22 2009, 10:48 AM

ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად საკითხი უნდა დაისვას თავად ეკლესიაში და არა მის გარეთ.
სახელმწიფო ამ შემთხვევაში გარეთ იგულისხმება.პრობლემის გადაჭრა უნდა ითვალისწინებდეს(ჩემის აზრით) სასჯელსაც,რომელიც იმოქმედებს "სტავკების& quot;წინააღმდეგ,გათანამედროვებ
ს წინააღმდეგ.

არ ყოფილა აქამდე ეს დადგენილი ფასები,მაგრამ ეკელსიას არ შეუწყვეტია ფუნქციონირება,არც მოძღვრები დახოცილან შიმშილით,ყოველთვის ნარჩუნდება ბალანსი.

ზოგიერთი თუ მცირეს გაიღებს,სამაგიეროდ სხვა გაიღებს მეტს.
უფალი ზრუნავს,მაგრამ ჩვენ ვზრუნავთ,ეს ერთი და იგივეა.

სხვაა როცა ხალხის დამოკიდებულებაზე ვიწყებთ საუბარს.
აშკარად ხალხმა უნდა გააცნობიეროს,რომ მოძღვრის კეთილდღეობაზე უნდა იზრუნოს.
ეს პრობ;ემა ხალხის ცნობიერებაში უნდა შეიცვალოს.
ხოლო ეკლესიამ შეცვალოს ზოგიერთი მოძღვრის წარმოდგენა.

როგორც ერთი არ შეიძლება ასევე მეორე არ შეიძლება.

კეთილგონიერი მოძღვარი ფრთხილად შეახსენებს თავის მრევლს,რომ ეკლესიაში გარდა იმისა,რომ მოძღვრის ოჯახი დამოკიდებულია ტაძარში შემოწირულობაზე,ასევე დამოკიდებულია ამ ტაძრის უამრავი საჭიროება,როგორიცაა ზეთი,ღვინო,და სხვადასხვა ხარჯები,ეხება ეს მშენებლობას თუ სხვა მხარეს.

ასევე ეკლესია სისტემატურად გაიღებს ხოლმე დახმარებას უპოვართათვის,რომელიც ასევე შემოწირულებიდან რეგულირდება.


პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Nov 22 2009, 07:21 PM

ალბათ მიხვდით რაც ვიგულისხმე, და რაც დავწერე დავწერე რეალობა და ისეთი მაგალითები, რაც ჩვენს გვერდით ხდება. რაც არ უნდა დაყენებული ხმით და განცდით ამბობდეს, მე იმ მღვდელისგან, როგორ უნდა მივიღო სასჯელი ვერცხლისმოყვარეობაზე, რომელიც ერთ მანქანას არ კმარობს და რამოდენიმე ძვირადღირებულ მანქანას ინახავს, ან მოწყალების გაღებაზე, როგორ უნდა მიმითითოს, როდესაც მათხოვარს აგდებს ეკლესიის ეზოს მიმდებარე ტერიტორიიდან? ან და ან... აღარ გავაგრძელებ, თქვენს დატვირთვას.

კეთილი, რატომ უნდა იაროს მღვდელმა აუცილებლად ავტომობილით? საზოგადო ტრანსპორტით, რომ იმგზავროს, განა უკეთ არ დაინახავს საშუალო ფენის გასაჭირს და განა კონტაქტში არ იქნება საზოგადოებასთან. განა არ დააფასებს იმ მრევლის გარჯას ადამიანურად, რომელიც გზაში საათზე მეტს ხარჯავს, რომ ლოცვაზე მივიდეს?

ნუ ბევრი წვრილმანია და მოკლედ არ ღირს.

ჩემის აზრით მღვდელი უნდა იყოს მაგალითი, უნდა ეცადოს, რომ იყოს მაგალითი. მე ერთ ახლობელ მღვდელს ვუთხარი ეს ყოველივე და იცი რა მითხრა. ხო არ ვიფარისევლებო, რაცა ვარ ეს ვარო, ძალით ხო არ დავიმდაბლებ თავსო? smile.gif ანუ იცის რომ ეს ცუდად ჩანს,მაგრამ გამოსწორებას კი არ ცდილობს, არამედ ძალით თავის დამდაბლებად მიაჩნია.

ღმერთმა მომიტევოს რასაც ვცოდავ. ეს იმიტომ არ დამიწერია, რომ ჩემმა ნაწერმა ვინმე დააბრკოლოს, პირიქით უნდა გააძლიეროს და დააფიქროს. არიან პატიოსანი მღვდლებიც და არჩევანის გაკეთებაც, არცთუ ისე ძნელია.

ჰოოდა, მე მაინც მიმაჩნია, უნდა იყოს ფიქსირებული გადასახადი. არც მღვდელს შეექმნება უხერხულობა და არც მრევლს. თუ ზევიდან გინდა დაუმატო, არავინ გიშლის ხელს და ქრთამად არავინ ჩაგითვლის შესწირე რასაც გულით გაიღებ. პირიქით რასაცა გასცემ შენიაო biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 22 2009, 07:39 PM

ისე როგორ ვთქვა მაგრამ, ქონში რომ იღრჩობა კაცი და ჯვრის დასაწერად (მერე რომ თქვას თავის მოსაწონებლად) ე. წ. პრესტიჟულ ეკლესიაში გარბის ალალია კარგი ”სტავკით” ქონის ფენის შემცირება. პიროვნულია ყველაფერი. ერთი გასაღები ყველა კარს არ ერგება

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Nov 22 2009, 08:16 PM

ციტატა(ბადრი @ Nov 22 2009, 07:39 PM) *

ისე როგორ ვთქვა მაგრამ, ქონში რომ იღრჩობა კაცი და ჯვრის დასაწერად (მერე რომ თქვას თავის მოსაწონებლად) ე. წ. პრესტიჟულ ეკლესიაში გარბის ალალია კარგი ”სტავკით” ქონის ფენის შემცირება. პიროვნულია ყველაფერი. ერთი გასაღები ყველა კარს არ ერგება


რას ქვია პრესტიჟული ეკლესია? smile.gif

განა ყველა ეკლესია პრესტიჟული არ არის?

ან ვინ ყოფს ასე და რა კრიტერიუმებს იყენებს დაყოფისას?


პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Nov 22 2009, 08:29 PM

Amuza

ციტატა
როგორ უნდა მივიღო სასჯელი ვერცხლისმოყვარეობაზე, რომელიც ერთ მანქანას არ კმარობს და რამოდენიმე ძვირადღირებულ მანქანას ინახავს



აუ, გიორგი, კაი რა. რა ვნქთ, ყველანაირი ადამიანი არსებობს, მთავარია როგორი სურათია და რა არის დომინანტური ეკლესიაში.

რაც შეეხება მანქანებს, რადგან მანქანა ჰყავს, ამიტომ ნუ გაწირავ რა.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Nov 22 2009, 08:53 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Nov 22 2009, 08:29 PM) *

Amuza
აუ, გიორგი, კაი რა. რა ვნქთ, ყველანაირი ადამიანი არსებობს, მთავარია როგორი სურათია და რა არის დომინანტური ეკლესიაში.

რაც შეეხება მანქანებს, რადგან მანქანა ჰყავს, ამიტომ ნუ გაწირავ რა.



კაი მაშინ, რადგან ფული არ აქვს, მაგისთვისაც ნუ გაწირავ მოყვასს და მრევლს.

მეც შემიძლია ასე შემოვატრიალო კურსი. ოკს? smile.gif

მე მაგაზე კი არ მაქვს ყურადღება გამახვილებული, არამედ ვერცხლისმოყვარეობაზე, ფულის სიყვარულზე, იუდას სენზე, ხარბობაზე და ყოველგვარ უმსგავსეობებზე, რასაც ზოგიერთი ანაფორიანი ჩადის.

საკურთხზე მიტანილი ღვინო, გარეთ გადაღვარე იმის ნაცვლად, რომ გლახაკებისთვის დაერიგებინათ.საკურთხზე მიტანილ საჭმელებს, რომ აფუჭებენ კიდევ ეს ცალკე თემაა.

გეუბნები არ მინდა დაწვრილმანება smile.gif და მერე ქადაგებაზე საუბრობს, მშიერი დავაპუროთო, შეუმოსავი შევმოსოთო და ა. შ.

ექიმი თუ სწორი კურსით არ კურნავს დაავადებულს, ხო არ გაჩერდება პაციენტი, მასთან?

ალბათ ჩვენი ბრალიცაა. დაყენებული ხმები და მოქარგული ფარჩით ვიხიბლებით, ვიდრე უბრალოებით

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 22 2009, 09:50 PM

Amuza

ციტატა
რას ქვია პრესტიჟული ეკლესია?

განა ყველა ეკლესია პრესტიჟული არ არის?

ან ვინ ყოფს ასე და რა კრიტერიუმებს იყენებს დაყოფისას?


მორწმუნისათვის ყველა ეკლესია პრესტიჟულია. იცი მაგი შენ smile.gif
მაგრამ თხებიც არიან და ცხვრებიც დალოცვილ დედამიწაზე

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 22 2009, 09:56 PM

ციტატა(KAIROS @ Nov 22 2009, 10:31 AM) *

ეგ დიდი პრობლემაა, მე პირადად შევესწარი ორ ფაქტს, ორივე სამწუხაროა...
1. ერთერთმა მოძღვარმა თბილისის ერთერთ წამყვან ეკლესიაში უყვირა ერთერთს ეგ 20 ლარი მათხოვარს მიეციო, იმ და სხვა ტაძრებში ყველამ იცის (არაოფიციალურად), რომ "სტავკა" მაღალია, დაწერენ ჯვარს მაგალითად ცხრას 150 ლარად (მინიმუმი) და მეათეს ფასდაკლებით ან უფასოდ, ეს ხალხის დასანახად... ეს ფაქტი ნომერი პირველი
2. ჩემმა ახლობელმა მოძღვარმა ერთერთ რაიონში ყოფნისას, ასეთი ცდა გააკეთა ჩემი თანდასწრებით მოვიდა ერთიდაიგივე სოციალური ფენის (ანუ საკმაოდ შეძლებულები) ორი ჯგუფი ნათლობაზე, ერთს გარეთ დააცდევინა მეორე შეიყვანა, შემდეგ ერთი გამოვიდა და მეორე ჯგუფი შევიდა, თითოეულის ნათლობის შემდეგ ერთს თხოვა შემოწირულება იქვე ყუთში ჩაეგდო და მეორეს კი მაგიდაზე დაედო (ყველას დასანახად ანუ), იცით რამდენი იყო განსხვავება? 96 % sad.gif
მაგიდაზე შემოწირეს ორმა ნათლიამ სადღაც 80 ლარამდე,
ხოლო ყუთში ჩაგდებული 6 ლარს არ ცდებოდა...
ამ მოძღვარს ოთხი შვილი ყავს შესანახი, რა ქნას? ყველას მიუთითოს ყუთზე? არა, ფული მოთხოვოს , როგორც ვანშია? სახელი გაუტყდება, ამიტომ გამოსავალი ასეთია რამდენიც შეგიძლიათ აგერ ჩადევით მცირე მოწნულ კალათაშიო, და ეს კალათი იქვეა ყველას და რაც მთავარია მამაოს დასანახად, აქ ნამუსობენ.
ანუ მე ვფიქრობ, რომ ხალხის შეგნებაა ჯერ ასამაღლებელი, რომ გადახდის მნიშვნელობა კარგად გაიგონ.
იხარეთ;
კაიროსი!


ერთი "გამოსავალი" ასეთი შეიძლება იყოს: ევროპის მრავალ ქვეყანაში ასეთია, როდესაც ჩვეულ 20% (ან შესაბამისს) იხდი გადასახადებში, იქიდან დაახლეობით 1% შეგიძლია მიზნობრივად განკარგო და დეკლარაციაში ჩაწერო, ჩემი შემოსავლის 1% წავიდეს მაგალითად მართლმადიდებელი ეკლესიის ბიუჯეტში ...



პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Nov 22 2009, 10:00 PM

კანუდოსელი

ციტატა
ჩემი შემოსავლის 1% წავიდეს მაგალითად მართლმადიდებელი ეკლესიის ბიუჯეტში ...



ესეც არ იქნება ცუდი, მაგრამ მე მაინც ოფიციალურ მოვერიდებოდი. თუ აქამდე მივიდა შეგნება, რომ თუნდაც 1%-გავცემთ ეკლესიის საკეთილდღეოდ, ანუ შესაწირში ცაგდებულიც ამავე რაოდენობის იქება.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Nov 22 2009, 10:07 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 22 2009, 09:56 PM) *

ერთი "გამოსავალი" ასეთი შეიძლება იყოს: ევროპის მრავალ ქვეყანაში ასეთია, როდესაც ჩვეულ 20% (ან შესაბამისს) იხდი გადასახადებში, იქიდან დაახლეობით 1% შეგიძლია მიზნობრივად განკარგო და დეკლარაციაში ჩაწერო, ჩემი შემოსავლის 1% წავიდეს მაგალითად მართლმადიდებელი ეკლესიის ბიუჯეტში ...


მშვენიერია.

"ია ზა"

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 22 2009, 10:08 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Nov 22 2009, 10:00 PM) *

კანუდოსელი
ესეც არ იქნება ცუდი, მაგრამ მე მაინც ოფიციალურ მოვერიდებოდი. თუ აქამდე მივიდა შეგნება, რომ თუნდაც 1%-გავცემთ ეკლესიის საკეთილდღეოდ, ანუ შესაწირში ცაგდებულიც ამავე რაოდენობის იქება.


განსხვავება ისაა, რომ ეს 1% არის იმ სავალდებულო 20%-ის ნაწილი, ანუ ისიც სავალდებულოა და თან მიუხედავად ყველაფრისა ყოველთვიური....

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Nov 22 2009, 10:23 PM

კანუდოსელი

ციტატა
თან მიუხედავად ყველაფრისა ყოველთვიური



ანუ შევწყვიტოთ შესააწირები?

მეშინია, არ გაუცხოვდეს და არ გაოფიციალურდეს ეკლესია.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 22 2009, 10:25 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Nov 22 2009, 10:23 PM) *

კანუდოსელი
ანუ შევწყვიტოთ შესააწირები?

მეშინია, არ გაუცხოვდეს და არ გაოფიციალურდეს ეკლესია.

არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ის რასაც მე ვამბობ დამატება იქნება და მგონი არცთუ მცირე....
შესაწირი აუცილებელია მღვდლისთვის....თუნდაც მილიონი დოლარი ჰქონდეს...შესაწირი ეს სხვაა...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Nov 22 2009, 10:49 PM

კანუდოსელი

ციტატა
დამატება იქნება და მგონი არცთუ მცირე....



ნუ, რა ვიცი. ყოველ შემთხვევაში, შემოსავალი სტაბილური იქნება.

მოკლედ, არ ვიცი.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Nov 22 2009, 11:04 PM

სეფისკვერზე დიდი შესაწირი რა უნდა იყოს?

ძალიანაც კარგი, თუ საკლავის შეწირვის ტრადიცია მიილევა. მზარავს, ლომისობას, იმდენ საკლავის სისხლს , რომ ვხედავ.

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Nov 22 2009, 11:53 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Nov 21 2009, 01:16 PM) *

Amuza

მაინც საოცარია, სხვას რა დაუფიქრებლად მოვთხოვთ ხოლმე გაყიდვას და შეწირვას და ჩვენ რომ 10 ლარს მოგთხოვენ, საქირქილოდ და თემის გასახნელად არ გვყოფნის. კარგით რა. თქვენ შეწირეთ, ნუ დაინანებთ, დანარცენს გვაჩვენებს შედეგები. მღვდელს თუ შია, ეს მრევლის ბრალია. ასეა ეს! საქორწილო კაბაში 1000 ლარს არავინ იშურებს, სამაგიეროდ, ეკლესიიდან გამოსულები ქირქილებენ, 20 ლარი მოგვტხოვესო.


მართალი ხარ შენ
ჩემს სოფელში იყო ასე, ჩემმა ბიძაშვილის მოძღვარმა დააწესა ე.წ. "სტავკა" საკმაოდ დაბალი 10 ლარი იყო ნათლობაზე, (ახლა არ ვიცი, ადრე მომიყვა) ხოდა რა თქმა უნდა იწუწუნეს, არა და ვინ იცის საჭმელში რამდენი იყო დახარჯული, ხოდა რა თქვა მოძღვარმა, რომ ვთქვი რამდენიც გინდათ იმდენი შემოსწირეთო ხალხმა 20 და 50 თეთრები გაიმეტა მხოლოდ, არა და ამ მღვდელს 4 შვილი ყავს და ტაძარსაც ახმარს თანხას, რადგან გვერდით მეორე ცოტა მოზრდილი ტაძარიც აშენდა მისი თაოსნობით


პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Nov 22 2009, 11:57 PM

ციტატა(Amuza @ Nov 22 2009, 11:04 PM) *

სეფისკვერზე დიდი შესაწირი რა უნდა იყოს?

ძალიანაც კარგი, თუ საკლავის შეწირვის ტრადიცია მიილევა. მზარავს, ლომისობას, იმდენ საკლავის სისხლს , რომ ვხედავ.

ესპანეთში კორიდა არ გზარავს? smile.gif
რა სისხლის რწყვაა,მგონი ეგეც უნდა იყოს წარმართული არა? smile.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Nov 22 2009, 11:58 PM

ციტატა(Ligia @ Nov 22 2009, 11:53 PM) *

მართალი ხარ შენ
ჩემს სოფელში იყო ასე, ჩემმა ბიძაშვილის მოძღვარმა დააწესა ე.წ. "სტავკა" საკმაოდ დაბალი 10 ლარი იყო ნათლობაზე, (ახლა არ ვიცი, ადრე მომიყვა) ხოდა რა თქმა უნდა იწუწუნეს, არა და ვინ იცის საჭმელში რამდენი იყო დახარჯული, ხოდა რა თქვა მოძღვარმა, რომ ვთქვი რამდენიც გინდათ იმდენი შემოსწირეთო ხალხმა 20 და 50 თეთრები გაიმეტა მხოლოდ, არა და ამ მღვდელს 4 შვილი ყავს და ტაძარსაც ახმარს თანხას, რადგან გვერდით მეორე ცოტა მოზრდილი ტაძარიც აშენდა მისი თაოსნობით


თან იმ ეპარქიაში სადაც მღვდელმსახურების დეფიციტია. და ერთ მღვდელს უწევს, რამოდენიმე სოფლის მოძღვრობა იტვირთოს.

თქვენთან სად იყო მოქმედი ტაძარი, ეხლა არ შენდება?

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Nov 22 2009, 11:59 PM

ციტატა(Amuza @ Nov 23 2009, 12:58 AM) *

თან იმ ეპარქიაში სადაც მღვდელმსახურების დეფიციტია. და ერთ მღვდელს უწევს, რამოდენიმე სოფლის მოძღვრობა იტვირთოს.

თქვენთან სად იყო მოქმედი ტაძარი, ეხლა არ შენდება?


წინანდალში,
ახლა უკვე 2 ტაძარია ერთ ეზოში smile.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Nov 23 2009, 12:02 AM

ციტატა(b-a-r-b-a-r-e @ Nov 22 2009, 11:57 PM) *

ესპანეთში კორიდა არ გზარავს? smile.gif



ნწუ, კორიდა ეს ისეთი ფენომენია სადაც შენ თუ არ დაჩხვლეტ, ხარი დაგჩხვლეტს რქებით, ტან ხორცი ხო გვინდა, ან ღმერთს ხო არ ვწირავთ იმ ხარს.

ნახე თან რა სასიამოვნო და სანატრელი საყურებელია, შამფურებით და დაშნით ჩხვლეტავს biggrin.gif

იმდენს ვიცინი ხოლმე ბოლოში ხარი, რომ წაიბორძიკებს და სისხლები რომ ასხავს biggrin.gif

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Nov 23 2009, 12:03 AM

ციტატა(Amuza @ Nov 23 2009, 12:02 AM) *

ნწუ, კორიდა ეს ისეთი ფენომენია სადაც შენ თუ არ დაჩხვლეტ, ხარი დაგჩხვლეტს რქებით, ტან ხორცი ხო გვინდა, ან ღმერთს ხო არ ვწირავთ იმ ხარს.

ნახე თან რა სასიამოვნო და სანატრელი საყურებელია, შამფურებით და დაშნით ჩხვლეტავს biggrin.gif

იმდენს ვიცინი ხოლმე ბოლოში ხარი, რომ წაიბორძიკებს და სისხლები რომ ასხავს biggrin.gif

კი როგორ არა,ბავშვებიც შემიმჩნმევია მე მაყურებელთა შორის smile.gif
ძალიან ნაზი ჩხვლეტებით კლავენ და საერთოდ არ არის შემზარავი biggrin.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Nov 23 2009, 12:06 AM

ციტატა(Ligia @ Nov 22 2009, 11:59 PM) *

წინანდალში,
ახლა უკვე 2 ტაძარია ერთ ეზოში smile.gif


წინანდალი ვიცი. smile.gif ყველაფერი გამოსწორდება.
ამიტომაც უნდა იყოს ფიქსირებული გადასახადი.

ციტატა(b-a-r-b-a-r-e @ Nov 23 2009, 12:03 AM) *

კი როგორ არა,ბავშვებიც შემიმჩნმევია მე მაყურებელთა შორის smile.gif
ძალიან ნაზი ჩხვლეტებით კლავენ და საერთოდ არ არის შემზარავი biggrin.gif


შენ გგონია იქ კვდება და ასეთი მხეცები არიან ესპანელები?
ოოო, არა, არა და არა!

მერე აპარატზე აერთებენ ჰოსპიტალში და ახლობლის გადაწყვეტილებით გამოურთავენ ხოლმე აპარატს. მაააააშ!

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Nov 23 2009, 12:08 AM

ციტატა(Amuza @ Nov 23 2009, 12:06 AM) *


შენ გგონია იქ კვდება და ასეთი მხეცები არიან ესპანელები?
ოოო, არა, არა და არა!

მერე აპარატზე აერთებენ ჰოსპიტალში და ახლობლის გადაწყვეტილებით გამოურთავენ ხოლმე აპარატს. მაააააშ!

ვაიმე
ევთანაზია და ცივილიზაცია მანდაც არის ჩასული? biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 23 2009, 07:56 AM

ციტატა
ერთი "გამოსავალი" ასეთი შეიძლება იყოს: ევროპის მრავალ ქვეყანაში ასეთია, როდესაც ჩვეულ 20% (ან შესაბამისს) იხდი გადასახადებში, იქიდან დაახლეობით 1% შეგიძლია მიზნობრივად განკარგო და დეკლარაციაში ჩაწერო, ჩემი შემოსავლის 1% წავიდეს მაგალითად მართლმადიდებელი ეკლესიის ბიუჯეტში ...

ჩემს ძველ მეზობლებს სანთლის ყიდვაც არ უნდათ, აქადააქ უფასოა და რატომ ყველგან არააო, აშენებული წელიწადში 3 ჯერ შედის ეკლესიაში და 3 სანთელი ვერ უყიდია, ახლა ის პროცენტებს დაიწერს?
მრევლის მიერ ასე გაკეთება (8 X 1000 ქვია იტალიაში),
http://en.wikipedia.org/wiki/Eight_per_thousand
ბევრს ეკლესიის მიერ ხალხის ძარცვად მოეჩვენება, მაგრამ მგონი მართლა არაა სხვა გამოსავალი, პლიუს რათქმაუნდა შესაწირი...


ციტატა
საკლავის შეწირვის ტრადიცია მიილევა

ეგ ტრადიცია ქრისტეს ჯვარცმისას მიილია, ვინც აღასრულებს ამ სისხლიან მსხვერპლებს ჯერ კიდევ იქაა, ძველ აღთქმაში.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Nov 23 2009, 11:13 PM

KAIROS

ციტატა
ბევრს ეკლესიის მიერ ხალხის ძარცვად მოეჩვენება, მაგრამ მგონი მართლა არაა სხვა გამოსავალი, პლიუს რათქმაუნდა შესაწირი...



პირველ რიგში, ცნობიერში უნდა მოიშალოს განკიტხვა. ეს მანქანით დადის, იმას მობილური ედო მუხლებზე, ამან შესაწირავს ოდენობას დახედა და აშ. ყველას ტვინში უნდა ცაიდოს, რომ ჩვენ ვაცხოვრებთ ჩვენ მოძღვრებს და ეს ჩვენი ვალდებულებაა და არა რაღაც განსაკუთრებული პროცენტები, რაც მადლაც გვეწერება ცაში.

მე არ ვარ მომხრე, რომ ეკლესიაში რაიმე ოფიცილაური გადასახადი დაწესდეს, რადგან ეს ეკლესიას გახდის ოფიციალურს და დააშორებს მრევლს. ანუ, ეკლესიიდან კი არ გაიყვანს მრევსლ, არამედ, ოფიციალური ენით საუბარი, გააუცხოვებს.

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Nov 24 2009, 12:00 PM

ციტატა
ჩემს სოფელში იყო ასე, ჩემმა ბიძაშვილის მოძღვარმა დააწესა ე.წ. "სტავკა" საკმაოდ დაბალი 10 ლარი იყო ნათლობაზე, (ახლა არ ვიცი, ადრე მომიყვა) ხოდა რა თქმა უნდა იწუწუნეს, არა და ვინ იცის საჭმელში რამდენი იყო დახარჯული, ხოდა რა თქვა მოძღვარმა, რომ ვთქვი რამდენიც გინდათ იმდენი შემოსწირეთო ხალხმა 20 და 50 თეთრები გაიმეტა მხოლოდ, არა და ამ მღვდელს 4 შვილი ყავს და ტაძარსაც ახმარს თანხას, რადგან გვერდით მეორე ცოტა მოზრდილი ტაძარიც აშენდა მისი თაოსნობით


ჟმოტები ვართ smile.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Nov 24 2009, 01:23 PM

Amuza

ამუზ, მე ვიცი, რომ როდესაც ჩემს მოძღვართან მივდივარ სახლის კურთხევაზე, ბავშვის მოსანათლად და ა.შ. ის მე ფულს არ გამომართმევს, ძალიან შინაურულად რომ ვეხვეწო და იქით დავარწმუნო ამის აუცილებლობაში

ალბათ ყველა ასეა თავის მოძღვართან

მე მირჩევნია სხვანაირად გამოვხატო ჩემი პატივისცემა, სხვანაირად გადავუხადო თუნდაც თანხით და ა.შ.

ჩემი აზრით ე.წ. სტავკები არის თვითონ "მრევლის" დაწესებული, ანუ ხალხის, რომელიც ეკლესიაში მხოლოდ ჯვრისწერაზე და ა.შ. მიდის შემთხვევით მოძღვართან.

როგორც პოსტებიდან ვიგებ, 2 პრობლემაა

1. "სტავკა"
2. "სტავკის" არ არსებობის შემთხვევაში მცირე თანხის ჩაგდება შესაწირში

მიუხედავად ამისა, გადასახადების დაწესება არ იქნება სწორი, რადგან

1. ყველა "ასეთი" არ არის, ბევრი მოწოდებით მოძღვარია
2. ნათლიების უფულობის გამო მოუნათლავად არ უნდა წავიდეთ იმქვეყნად, ან მეჯვარეების გამო მრუშობაშია არ უნდა ჩავვარდეთ

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Nov 24 2009, 01:41 PM

ბიძაშვილის ჯვრისწერაზე მეჯვარეს სამებაში პირდაპირ,მშვიდად მოსთხოვეს მეჯვარეებს (ორნი იყვნენ) 70 ლარის გადახდა.ნათლობაზეც, მე რომ მოვნათლე გელათში თითო ნათლიაზე მოგვთხოვეს 15 ლარი გადასახადი..ასეთი რამეები უამრავია, ამბობენ სვეტიცხოველში ჯვრის წერის გადასახადი გაცილებით მაღალიაო..ნეტა რა ხდება?

გიორგის მოსაზრებებს ხელ-ფეხ აწევით ვეთანხმები

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Nov 24 2009, 06:41 PM

გამარჯობათ, რაღაც მინდა დავწერო ამ თემაზე(რამდენად 100% ეხება არ ვიცი, მაგრამ გთხოვთ ნუ გამიბრაზდებით, მიმითითეთ თუ ვცდები...):

პირველ რიგში შევეხები ეკლესიის ფინანსებს, რისი თვალსაჩინო მაგალითიც ჩვენი "თანამოძმე" რუსეთის ეკლესიაა:

ძალიან კარგი გადაცემები გადიოდა იმედზე ახლახანს, ეხლა არ ვიცი გადის თუ არა კიდევ...

ამხილეს რუსეთის პატრიარქი კირილი, კაცი რომელიც შეყვანილია ოფიციალურად მსოფლიოს მილიარდელთა სიაში... კაცი რომელიც იყო სულით ხორცამდე კაგებეს აგენტი, ფლობდა თამბაქოს და სხვა ასეთი სახის პროდუქციის ბაზარს თითქმის სრულად... ანუ მას შემოჰქონდა რაც რუსეთში შედიოდა თამბაქო და სხვა ასეთი სახის პროდუქცია... ამასთან ერთად საინტერესოა მისი უძრავი ქონება, ვილები და ასე შემდეგ...

ძალიან მიხარია რომ ბევრ რამეს ეხდება ფარდა ნელნელა... smile.gif

ასე რომ ეკლესიას ფული უამრავი აქვს... საქართველოში განა მე ვაკონტროლებდი არყის და თამბაქოს ბიზნესს? ეკლესია ხომ არ იხდიდა არანაირ გადასახადს?


პ.ს. მარტო სანთელის ბიზნესით ეკლესიას უამრავი ფული შედის... იესომ ვაჭრობა აკრძალა ეკლესიაში და დღეს ხატების და სანთლების მაღაზიები(და სეფისკვერის) უამრავია(ეკლესიის ეზოებში)...

სანთელი რომლის დამზადებას უნდა 2-5 თეთრამდე, იყიდება 20-50 თეთრად... მერე გამდნარს ხიკავენ და თავიდან აკეთებენ, ანუ რეალურად სანთელი არაფერი არ ჯდება(ნუ ჰა 1-2 თეთრი)...

ამასთან ერთად სეფისკვერი რომელიც იყიდება არ იჭმევა(მე ვჭამდი ხოლმე, მაგარი გემო აქ smile.gif), უნდა იყიდო 20 თეთრად, დაწერო ქაღალდზე სახელები და ჩააგდო... სეფისკვერს მერე ამოიღებენ და თავიდან გაყიდიან...

თუმცაღა ხატების გაყიდვის საქმე ეკლესიას ნაკლებად ეხება, რადგან ამობეჭდავენ ხოლმე ზოგნი თაბახის ფურცელზე კომპიუტერიდან და დგანან და ყიდიან 10/10 სანტიმეტრიან "ხატებს" ლარად...




პატივისცემით,

Otherguy

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Nov 24 2009, 07:00 PM

ციტატა(Otherguy @ Nov 24 2009, 06:41 PM) *


ამასთან ერთად სეფისკვერი რომელიც იყიდება არ იჭმევა(მე ვჭამდი ხოლმე, მაგარი გემო აქ smile.gif), უნდა იყიდო 20 თეთრად, დაწერო ქაღალდზე სახელები და ჩააგდო... სეფისკვერს მერე ამოიღებენ და თავიდან გაყიდიან...


თუ ყიდიდენ რაღას ჭამდი tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Nov 24 2009, 07:03 PM

ციტატა(b-a-r-b-a-r-e @ Nov 24 2009, 08:00 PM) *

თუ ყიდიდენ რაღას ჭამდი tongue.gif biggrin.gif


რა იყო 20 თეთრი კი არ მიჭირდა? biggrin.gif

მომწონდა გემო და ვყიდულობდი 2-3 ცალს...

ისე ვერ გავიგე ცოტა შენი კითხვის აზრი. smile.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 24 2009, 07:20 PM

Otherguy

რისი თქმა გინდა? რაღაც მეგობრულ გულისტკივილს ვერ ვხედავ თქვენს ნაწერში

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Nov 24 2009, 07:24 PM

ციტატა(Otherguy @ Nov 24 2009, 06:41 PM) *

გამარჯობათ, რაღაც მინდა დავწერო ამ თემაზე(რამდენად 100% ეხება არ ვიცი, მაგრამ გთხოვთ ნუ გამიბრაზდებით, მიმითითეთ თუ ვცდები...):

პირველ რიგში შევეხები ეკლესიის ფინანსებს, რისი თვალსაჩინო მაგალითიც ჩვენი "თანამოძმე" რუსეთის ეკლესიაა:

ძალიან კარგი გადაცემები გადიოდა იმედზე ახლახანს, ეხლა არ ვიცი გადის თუ არა კიდევ...

ამხილეს რუსეთის პატრიარქი კირილი, კაცი რომელიც შეყვანილია ოფიციალურად მსოფლიოს მილიარდელთა სიაში... კაცი რომელიც იყო სულით ხორცამდე კაგებეს აგენტი, ფლობდა თამბაქოს და სხვა ასეთი სახის პროდუქციის ბაზარს თითქმის სრულად... ანუ მას შემოჰქონდა რაც რუსეთში შედიოდა თამბაქო და სხვა ასეთი სახის პროდუქცია... ამასთან ერთად საინტერესოა მისი უძრავი ქონება, ვილები და ასე შემდეგ...

ძალიან მიხარია რომ ბევრ რამეს ეხდება ფარდა ნელნელა... smile.gif


ზღაპრებს ნუ წერ ძალიან გთხოვ მილიარდელი არა ოლიგარქი კიდევ


ციტატა(Otherguy @ Nov 24 2009, 06:41 PM) *

ასე რომ ეკლესიას ფული უამრავი აქვს... საქართველოში განა მე ვაკონტროლებდი არყის და თამბაქოს ბიზნესს? ეკლესია ხომ არ იხდიდა არანაირ გადასახადს?


ცილისწამებაა სუფთა! რა გინდა მაგით რომ თქვა?!



ციტატა(Otherguy @ Nov 24 2009, 06:41 PM) *

პ.ს. მარტო სანთელის ბიზნესით ეკლესიას უამრავი ფული შედის... იესომ ვაჭრობა აკრძალა ეკლესიაში და დღეს ხატების და სანთლების მაღაზიები(და სეფისკვერის) უამრავია(ეკლესიის ეზოებში)...

სანთელი რომლის დამზადებას უნდა 2-5 თეთრამდე, იყიდება 20-50 თეთრად... მერე გამდნარს ხიკავენ და თავიდან აკეთებენ, ანუ რეალურად სანთელი არაფერი არ ჯდება(ნუ ჰა 1-2 თეთრი)...

ამასთან ერთად სეფისკვერი რომელიც იყიდება არ იჭმევა(მე ვჭამდი ხოლმე, მაგარი გემო აქ smile.gif), უნდა იყიდო 20 თეთრად, დაწერო ქაღალდზე სახელები და ჩააგდო... სეფისკვერს მერე ამოიღებენ და თავიდან გაყიდიან...

თუმცაღა ხატების გაყიდვის საქმე ეკლესიას ნაკლებად ეხება, რადგან ამობეჭდავენ ხოლმე ზოგნი თაბახის ფურცელზე კომპიუტერიდან და დგანან და ყიდიან 10/10 სანტიმეტრიან "ხატებს" ლარად...


პატივისცემით,

Otherguy


მიდი და არჩინე მაშინ შენ ეკლსია და არ გაყიდიან არაფერს! ხოდა თუ სურვილი და შესაძლებლობა არ გაქვს ისინი რა გაყიდიან და რას არა შენი საქმე არ არის!

და საერთოდ რა მიმართულება მიიღო ამ თემემ, აქ სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსებაზეა საუბარი თუ თამასუქების აღებაზე?!

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Nov 24 2009, 07:29 PM

ციტატა(ბადრი @ Nov 24 2009, 08:20 PM) *

Otherguy

რისი თქმა გინდა? რაღაც მეგობრულ გულისტკივილს ვერ ვხედავ თქვენს ნაწერში


გააჩნია ვის ან რის მიმართ? smile.gif

მე დავწერე კონკრეტული ფაქტი პატრიარქ კირილზე... შემდეგ ვაჭრობაზე ეკლესიაში... როცა ეს არავის აწუხებს(ასე ჩანს), მაშინ რა გულისტკივილი უნდა ჩანდეს ჩემი მხრიდან? თუ თქვენ მაგას არ მიიჩნევთ არასწორად და თქვენი არგუმენტები გაქვთ, მე რატომ მქონდეს გულისტკივილი?

ძალიან უხეში გამოთქმაა მაგრამ ყველა თავის თავზეა პასუხისმგებელი, რადგან როცა ვიღაცა რაღაცაზე არ საუბრობს და არ აკრიტიკებს, ესეგი მას ის არ აწუხებს...

მე როცა თქვენი ეკლესიის წევრი გავხდები, მაშინ ნამდვილად მექნება გულისტკივილი და შევეცდები გამოვასწორო... თუმცა მომავალი თაობებისთვის უფრო... ეს ვაჭრობებს არ ეხება, უფრო სხვა რამეებზეა საუბარი...

რაც შეეხება გულისტკივილს, კვლავ ვამბობ- ბედნიერ და კმაყოფილ ადამიანზე გულისტკივილი მე არ გამიგონია... მე ვერ ვხედავ თქვენი მხრიდან მსგავსი ტიპის დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ... ასე რომ მე მხოლოდ ფაქტის აღნიშვნით შემოვიფარგლე...

იმედია სწორად გამიგეთ, ბეწვის ხიდზე მიწევს სიარული ამ პოსტის წერისას, არ მინდა არასწორედ გამიგოთ... smile.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Nov 24 2009, 07:34 PM

ციტატა(Otherguy @ Nov 24 2009, 07:29 PM) *



იმედია სწორად გამიგეთ, ბეწვის ხიდზე მიწევს სიარული ამ პოსტის წერისას, არ მინდა არასწორედ გამიგოთ... smile.gif


ცილისწამებას სწორად არ გაგიგებს არავინ!

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Nov 24 2009, 07:34 PM

ციტატა
ამასთან ერთად სეფისკვერი რომელიც იყიდება არ იჭმევა(მე ვჭამდი ხოლმე, მაგარი გემო აქ ), უნდა იყიდო 20 თეთრად, დაწერო ქაღალდზე სახელები და ჩააგდო... სეფისკვერს მერე ამოიღებენ და თავიდან გაყიდიან...


სეფისკვერს თუ თავიდან ყიდიან, წირვის მერე ხალხს რაღას ურიგებენ ხოლმე?
თუ წირვას ბოლომდე არასდროს დასწრებიხარ?

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 24 2009, 07:36 PM

თუ ჩვენი ეკლესიის წევრი არ ხარ ძალიან გთხოვ ეგეთ რაღაცეებს ნუ დაწერ. სხვისი ოჯახის საქმეებში ცხვირის ჩაყოფას გავს. არ გეწყინოს რა... ბევრი რამე გვტკივა მაგრამ : "ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა ზოგჯერ თქმითაც დაშავდების"

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 24 2009, 07:39 PM

athos

ციტატა
თუ წირვას ბოლომდე არასდროს დასწრებიხარ?

მე ასე ჩამოვაყალიბებდი ამ კითხვას:

წირვას არასდროს დასწრებიხარ?

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Nov 24 2009, 07:44 PM

ციტატა(sable @ Nov 24 2009, 08:24 PM) *

ზღაპრებს ნუ წერ ძალიან გთხოვ მილიარდელი არა ოლიგარქი კიდევ


ეგ უკვე ცნობილი ამბავია... მილიარდელთა სიაშია დიახაც პატრიარქი კირილი... იმედზე იყო ამაზე ძალიან სერიოზული დოკუმენტური ფილმი, ამხილეს მისი კაგებეშნიკობა და ასე შემდეგ...

ჩემი ყურით მოვისმინე მისი განცხადება როცა ამბობდა აგვისტოს ომზე:

"მიხარია რომ ჩვენი ჯარისკაცები თავს წირავენ ოსების დასაცავად!"

ამასთან ერთად მან დალოცა რუსი ჯარისკაცები სანამ შეგვიტევდნენ...

რუსეთში ეკლესია დიდი ხანია მთავრობის ხელშია... ამას ტოლსტოი აკრიტიკებდა თავის დროზე... პეტრე I-ის მერე ფაქტიურად სულ ეგრეა...

წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვმა(გვარს ვერ ვიმახსოვრებ რა) მაგარი წერილი მისწერა თავის დროზე საპატრიარქოს და ამხილა ბევრ რამეში...

rolleyes.gif



პოსტის ავტორი: protestanti თარიღი: Nov 24 2009, 07:47 PM

ციტატა(Otherguy @ Nov 24 2009, 07:41 PM) *

პატივისცემით,

Otherguy

მეგობარო, ეს, რაზეც შენ საუბრობ, ძალიან საშიში, საფრთხილო და ფაქიზი საკითხია.
მე არ ვამბობ და არ ვამტკიცებ იმას, რომ ქართულ ეკლესიაში ''უფრთო ანგელოზია'' ყველა.
მეტსაც გეტყვი - მსმენია საძაგელი ამბები სასულიერო პირებზე, რომლებსაც აქ არ ჩამოვთვლი,
მაგრამ ამ ყველაფერს არ სჭირდება ასე ჰაიჰარად ლაპარაკი. თუ გაქვს ზუსტი, დამამტკიცებელი საბუთები,
სიამოვნებით მოგისმენ მე პირადად. თუ არა და, ჯობს გავჩუმდეთ და სულებს ნუ დავიზიანებთ განკითხვით და
მით უმეტეს - ცილისწამებით.

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Nov 24 2009, 07:49 PM

ციტატა(Otherguy @ Nov 24 2009, 07:44 PM) *

ეგ უკვე ცნობილი ამბავია... მილიარდელთა სიაშია დიახაც პატრიარქი კირილი... იმედზე იყო ამაზე ძალიან სერიოზული დოკუმენტური ფილმი, ამხილეს მისი კაგებეშნიკობა და ასე შემდეგ...

ჩემი ყურით მოვისმინე მისი განცხადება როცა ამბობდა აგვისტოს ომზე:

"მიხარია რომ ჩვენი ჯარისკაცები თავს წირავენ ოსების დასაცავად!"

ამასთან ერთად მან დალოცა რუსი ჯარისკაცები სანამ შეგვიტევდნენ...

რუსეთში ეკლესია დიდი ხანია მთავრობის ხელშია... ამას ტოლსტოი აკრიტიკებდა თავის დროზე... პეტრე I-ის მერე ფაქტიურად სულ ეგრეა...

წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვმა(გვარს ვერ ვიმახსოვრებ რა) მაგარი წერილი მისწერა თავის დროზე საპატრიარქოს და ამხილა ბევრ რამეში...

rolleyes.gif



ეგ თემა აქ განსახილველი არ არის და არც კირილეა მილიარდელი! რა შუაშუა დოკუმენტური ფილმი, გადავიღებ მე მასეთ დოკუმენტურ ფილმს და დავაბრეხვებ ათას სისულელეს რა სწორი იქნება?! მოკლედ მაგაზე აქ გაგრძლება არ ღირს.

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Nov 24 2009, 07:52 PM

ციტატა(athos @ Nov 24 2009, 08:34 PM) *

სეფისკვერს თუ თავიდან ყიდიან, წირვის მერე ხალხს რაღას ურიგებენ ხოლმე?
თუ წირვას ბოლომდე არასდროს დასწრებიხარ?


იყო დრო როცა სკოლიდან დავყავდით... კარგად მახსოვს 8 წლის ბავშვი, პირველ ზიარებაზე როგორ არ წამიყვანეს სკოლიდან - არ გაზიარებენო, რადგან დილით ჩაი დავლიე(არადა 1 თვე ვიმარხულე)... ჰოდა დამტოვეს მარტო, ყველა წავიდა... smile.gif მაგის მერე დაიწყო ჩემი "ეკლესიური ცხოვრება"(ნუ მექანიკური სიარული რა, აბა პატარა ბავშვებისთვის ადრეა სიარული, როცა არც დოქტრინას გაცნობენ და არაფერი, მხოლოდ ლოცვების კIთხვა, მარხვა, ზიარება) და ბევრი რამ ვიცი...

ისე, ზიარებისას ვიცი რომ აძლევენ ნახევარ სეფისკვერს, მაგრამ ზიარება ყოველ დღეა?

ციტატა(ბადრი @ Nov 24 2009, 08:36 PM) *

თუ ჩვენი ეკლესიის წევრი არ ხარ ძალიან გთხოვ ეგეთ რაღაცეებს ნუ დაწერ. სხვისი ოჯახის საქმეებში ცხვირის ჩაყოფას გავს. არ გეწყინოს რა... ბევრი რამე გვტკივა მაგრამ : "ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა ზოგჯერ თქმითაც დაშავდების"


კარგი ბატონო...

ციტატა(კანონისტი @ Nov 24 2009, 08:39 PM) *

athos

მე ასე ჩამოვაყალიბებდი ამ კითხვას:

წირვას არასდროს დასწრებიხარ?


დღეს დავესწარი წირვას მამა ზურაბის(აროშვილის) ეკლესიაში... დიდი ხანი არა, ადრე მივედი ვიდრე შეხვედრა გვქონდა დათქმული... ისე კარგა ხანია არ დავსწრებივარ მთლიანად წირვას... smile.gif


ციტატა(sable @ Nov 24 2009, 08:49 PM) *

ეგ თემა აქ განსახილველი არ არის და არც კირილეა მილიარდელი! რა შუაშუა დოკუმენტური ფილმი, გადავიღებ მე მასეთ დოკუმენტურ ფილმს და დავაბრეხვებ ათას სისულელეს რა სწორი იქნება?! მოკლედ მაგაზე აქ გაგრძლება არ ღირს.


ეჭვიც არ მეპარება რომ არ დაიჯერებ... რუსეთში იმხელა სკანდალი იყო მაგაზე... აჭრელებული იყო ჟურნალები იმით თუ როგორ გახდა კირილი თამბაქოს იმპორტით მილიარდელი...

საერთოდ ადამიანებს მაგარი თავდამცავი სისტემა აქვთ: "არ დაიჯეროთ, ეკლესიას ძირს უთხრიან." და მორჩა... smile.gif

კარგით მოვეშვათ კირილეს. smile.gif

პოსტის ავტორი: protestanti თარიღი: Nov 24 2009, 07:52 PM

ციტატა(Otherguy @ Nov 24 2009, 08:49 PM) *

დღეს დავესწარი წირვას მამა ზურაბის(აროშვილის) ეკლესიაში... დიდი ხანი არა, ადრე მივედი ვიდრე შეხვედრა გვქონდა დათქმული... ისე კარგა ხანია არ დავსწრებივარ მთლიანად წირვას... smile.gif

ეგ რომელი აროშვილები არიან, აიაზმა რომ აუყროლდათ და რომ მალავდნენ?
კარგი რა.

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Nov 24 2009, 08:01 PM

Otherguy

ციტატა
მაგის მერე დაიწყო ჩემი "ეკლესიური ცხოვრება"(ნუ მექანიკური სიარული რა, აბა პატარა ბავშვებისთვის ადრეა სიარული, როცა არც დოქტრინას გაცნობენ და არაფერი, მხოლოდ ლოცვების კIთხვა, მარხვა, ზიარება) და ბევრი რამ ვიცი... ისე, ზიარებისას ვიცი რომ აძლევენ ნახევარ სეფისკვერს, მაგრამ ზიარება ყოველ დღეა?


როგორც ჩანს არც ისე ბევრი რამ იცი smile.gif
შენს ადგილზე და ასეთი "ცოდნის" საფუძველზე ასე კატეგორიულად არაფრის მტკიცებას არ დავიწყებდი

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 24 2009, 08:01 PM

დავუბრუნდეთ დაფინანსების საკითხს, კანუდოსელის აზრი ძალიან მომეწონა ისე,
სავარდებულო სახელმწიფო ბეგარიდან თუ ადამიანს საშუალება ექნება 1 ან 2% თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს, არ იქნება ცუდი. ამით, არამართლმადიდებელი არ წამოგვაძახებდა, "ჩემი ხელფასიდან ფინანსდებითო".

რაც შეეხება შესაწირს, წინააღმდეგი ვარ იფიციალური გადასახადებისა. მხევალმა და გიორგი- -მ სწორად აღნიშნეს, გადასახადებთან პრობლემები ძირითადად მათ აქვთ ვინც ეკლესიაში წელიწადში მხოლოდ 2 ან 3-ჯერ მიდის. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთ ადამიანებს ეკლესიაში მეორედ შესვლა აღარ მოვანდომოთ, ისეთი დახვედრა მოვუწყოთ.

ალბათ რომ იყოს დაწესებული სავარაუდო გადასახადი, არა სავალდებულო (!) რომელზე მეტის მოთხოვნის უფლება (!) სასულიერო პირს, ან ეკლესიაში მსახურს, არ უნდა ჰქონდეს, კარგი იქნებოდა. ანუ, თუ ადამიანი გაურკვეველია და დაეკითხება ვინმეს, იყოს ზედა ზღვარი განსაზღვრული პასუხისათვის. ნურავინ აუკრძალავს იმის თქმას, რომ 'თუ გსურთ მეტიც შეგიძლიათ შესწიროთო.' მაგრამ თანხის მაქსიმუმი, წესით უნდა იყოს დადგენილი. თანაც ეს არ უნდა იყოს სავალდებულო, კაცი თუ ეტყვის ამდენი არ მაქვსო, უკან არავინ უნდა გაბაბრუნონ. თუ ადამიანი არ იკითხავს, არ აქვს, ვერ შეუძლია მეტის გადახდა, სავალდებულო გადასახადი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, თუ არ გადაიხდის არაუშავს. smile.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 24 2009, 08:02 PM

Otherguy

ციტატა
ციტატა(ბადრი @ Nov 24 2009, 08:36 PM)

თუ ჩვენი ეკლესიის წევრი არ ხარ ძალიან გთხოვ ეგეთ რაღაცეებს ნუ დაწერ. სხვისი ოჯახის საქმეებში ცხვირის ჩაყოფას გავს. არ გეწყინოს რა... ბევრი რამე გვტკივა მაგრამ : "ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა ზოგჯერ თქმითაც დაშავდების"



კარგი ბატონო...


თავად ბატონო smile.gif

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Nov 24 2009, 08:03 PM

ციტატა(protestanti @ Nov 24 2009, 08:52 PM) *

ეგ რომელი აროშვილები არიან, აიაზმა რომ აუყროლდათ და რომ მალავდნენ?
კარგი რა.


...

მე არ ვიცი ვინ რა ხმებს უვრცელებს მათ, არც გამიკვირდება, აგერ ვიღაცისგან გავიგე იაღოველიაო... biggrin.gif

არადა აფხაზმა მითხრა სისულელეაო...

მოკლედ რამოდენიმეჯერ შევხვდი და ძალიან კარგი და განათლებული ადამიანია... მის ძმას არ ვიცნობ.

სქიზმაზე თუ ფიქრობ - "მოვა დრო და გაირკვევა ვინ იყო მართალი..." სწორედ ასე მითხრა...

თემას ვაოფებთ ამ შემთხვევაში. smile.gif

პოსტის ავტორი: protestanti თარიღი: Nov 24 2009, 08:14 PM

ციტატა(Otherguy @ Nov 24 2009, 09:03 PM) *

...

მე არ ვიცი ვინ რა ხმებს უვრცელებს მათ

არანაირი იეღოველობა. ელემენტარულად განხეთქილებაში მყოფი ადამიანები არიან.
მე არ ვამბობ, რომ ისინი ცუდები არიან, ან გაუნათლებლები, ან უპატიოსნო.
გვიყვარს და ღმერთს ვთხოვთ, რომ ჭეშმარიტი ეკლესიის წიაღში დააბრუნოს,
როგორც დაბრუნდნენ მრავალნი, ძე ცთომილნი, მაგალითად ბეთანიელი მამების უმეტესობა.
და სხვათა შორის, ძალიან ცუდი შედეგები მოიმკეს ამ განხეთქილებით მამებმა, პირადად.
მათ ნაკურთხ ''აიაზმას'' რაც შეეხება, ეს ჭორი არაა, დამიჯერე. მამა იოანე იყო მაგ ყველაფრის ინიციატორი.
ღმერთმა უშველოს ყველა შეცდომილს.

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Nov 24 2009, 08:18 PM

ციტატა(athos @ Nov 24 2009, 09:01 PM) *

Otherguy
როგორც ჩანს არც ისე ბევრი რამ იცი smile.gif
შენს ადგილზე და ასეთი "ცოდნის" საფუძველზე ასე კატეგორიულად არაფრის მტკიცებას არ დავიწყებდი


გეშლება, მე ბევრი რამ ვიცი... მრევლს ვიცნობ, ეკლესიებში დავდივარ ხოლმე... 2 წლის წინ გავხდი ათეისტი და ბევრ რამეს ვიცნობ, მრევლს უფრო მეტად ცხადია... რაც შეეხება დოქტრინას, უკვე მშვენივრად ვფლობ მართლმადიდებლურ დოქტრინას(თუმცა ერეტიკულ/მწვალებლურსაც biggrin.gif)...

ციტატა(k@the @ Nov 24 2009, 09:01 PM) *

დავუბრუნდეთ დაფინანსების საკითხს, კანუდოსელის აზრი ძალიან მომეწონა ისე,
სავარდებულო სახელმწიფო ბეგარიდან თუ ადამიანს საშუალება ექნება 1 ან 2% თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს, არ იქნება ცუდი. ამით, არამართლმადიდებელი არ წამოგვაძახებდა, "ჩემი ხელფასიდან ფინანსდებითო".

რაც შეეხება შესაწირს, წინააღმდეგი ვარ იფიციალური გადასახადებისა. მხევალმა და გიორგი- -მ სწორად აღნიშნეს, გადასახადებთან პრობლემები ძირითადად მათ აქვთ ვინც ეკლესიაში წელიწადში მხოლოდ 2 ან 3-ჯერ მიდის. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთ ადამიანებს ეკლესიაში მეორედ შესვლა აღარ მოვანდომოთ, ისეთი დახვედრა მოვუწყოთ.

ალბათ რომ იყოს დაწესებული სავარაუდო გადასახადი, არა სავალდებულო (!) რომელზე მეტის მოთხოვნის უფლება (!) სასულიერო პირს, ან ეკლესიაში მსახურს, არ უნდა ჰქონდეს, კარგი იქნებოდა. ანუ, თუ ადამიანი გაურკვეველია და დაეკითხება ვინმეს, იყოს ზედა ზღვარი განსაზღვრული პასუხისათვის. ნურავინ აუკრძალავს იმის თქმას, რომ 'თუ გსურთ მეტიც შეგიძლიათ შესწიროთო.' მაგრამ თანხის მაქსიმუმი, წესით უნდა იყოს დადგენილი. თანაც ეს არ უნდა იყოს სავალდებულო, კაცი თუ ეტყვის ამდენი არ მაქვსო, უკან არავინ უნდა გაბაბრუნონ. თუ ადამიანი არ იკითხავს, არ აქვს, ვერ შეუძლია მეტის გადახდა, სავალდებულო გადასახადი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, თუ არ გადაიხდის არაუშავს. smile.gif


ძალიან საინტერესოა... smile.gif

ანუ 1-2% რომ გადადონ თავიანთი შემოსავლიდან(იმ აბსურდულ დღგ-სთან ერთად) ვთვლი ოპტიმალური იქნება...

მაგრამ რეალურად რამდენს აქვს იმდენი შემოსავალი რომ ამით საპატრიარქომ იარსებობს? რას ფიქროBთ ეყოფა?

ჩავთვალოთ 100 000 ადამიანი, რომელთა საშუალო თვიური შემოსავალია 600 ლარი(დიაპაზონი ნებისმიერი შეიძლება იყვეს), გამოდის საშუალოდ 600 000*2%=12 000 ლარი თვეში...

საპატრიარქოში "დასაქმებულია"(მღვდლების ჩათვლით) 10 000-მდე ადამიანი ხომ? თუ არ გვყავს ამდენი მღვდელი? მგონი კი...

მაშინ ასე ვერაფერს გადავწყვეტთ... რას ფიქრობთ?

პ.ს. პუF ასე არასწორად როგორ დავთვალე... ჩემნაირ მათემატაკისოსს როგორ ხშირად მოსდის ეს შეცდომა? biggrin.gif

მოკლედ 60 000 000-ია რა და არა ის რაც მე დავწერე... biggrin.gif მაგრამ საქართველო მასეთი ფულიანი როდისაა რომ 600 ჰქონდეს საშუალო შემოსავალი, თუმცაღა ნებისმიერი დიაპაზონით მაგრამ 600-ზე მეტი მოდით... biggrin.gif

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Nov 24 2009, 08:25 PM

ციტატა(Otherguy @ Nov 24 2009, 07:03 PM) *

რა იყო 20 თეთრი კი არ მიჭირდა? biggrin.gif

მომწონდა გემო და ვყიდულობდი 2-3 ცალს...

ისე ვერ გავიგე ცოტა შენი კითხვის აზრი. smile.gif

აზზე არ ხარ რა tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Nov 24 2009, 08:49 PM

Otherguy

ციტატა
ამხილეს რუსეთის პატრიარქი კირილი, კაცი რომელიც შეყვანილია ოფიციალურად მსოფლიოს მილიარდელთა სიაში... კაცი რომელიც იყო სულით ხორცამდე კაგებეს აგენტი, ფლობდა თამბაქოს და სხვა ასეთი სახის პროდუქციის ბაზარს თითქმის სრულად... ანუ მას შემოჰქონდა რაც რუსეთში შედიოდა თამბაქო და სხვა ასეთი სახის პროდუქცია... ამასთან ერთად საინტერესოა მისი უძრავი ქონება, ვილები და ასე შემდეგ...

ძალიან მიხარია რომ ბევრ რამეს ეხდება ფარდა ნელნელა...

ასე რომ ეკლესიას ფული უამრავი აქვს... საქართველოში განა მე ვაკონტროლებდი არყის და თამბაქოს ბიზნესს? ეკლესია ხომ არ იხდიდა არანაირ გადასახადს?


პ.ს. მარტო სანთელის ბიზნესით ეკლესიას უამრავი ფული შედის... იესომ ვაჭრობა აკრძალა ეკლესიაში და დღეს ხატების და სანთლების მაღაზიები(და სეფისკვერის) უამრავია(ეკლესიის ეზოებში)...

სანთელი რომლის დამზადებას უნდა 2-5 თეთრამდე, იყიდება 20-50 თეთრად... მერე გამდნარს ხიკავენ და თავიდან აკეთებენ, ანუ რეალურად სანთელი არაფერი არ ჯდება(ნუ ჰა 1-2 თეთრი)...

ამასთან ერთად სეფისკვერი რომელიც იყიდება არ იჭმევა(მე ვჭამდი ხოლმე, მაგარი გემო აქ ), უნდა იყიდო 20 თეთრად, დაწერო ქაღალდზე სახელები და ჩააგდო... სეფისკვერს მერე ამოიღებენ და თავიდან გაყიდიან...

თუმცაღა ხატების გაყიდვის საქმე ეკლესიას ნაკლებად ეხება, რადგან ამობეჭდავენ ხოლმე ზოგნი თაბახის ფურცელზე კომპიუტერიდან და დგანან და ყიდიან 10/10 სანტიმეტრიან "ხატებს" ლარად...



დედა, მძრაფსიუჟეტიანი თუ საშინელებათა ფილმი, რომელია ზუსტად ვერ მიხვდები

ისე, შენ რა გაქვს კონკრეტული მტკიცებუოლება, რომ ეკლესია აკონტროლებს ტამბაქოს ბიზნეს, ან ვინ არის ეს ,,ეკლესია,, ? თუ ეკლესიას მიკედლებული ხალხს გულისხმობ? , თუ ესეც ისე ჭორის დონეზე იცი და იმეორებ? ან რატომ უწოდე ეკლესია? იქნებ, კონკრეტული ადამიანები არიან და ამით სწორედ ეკლესიას აჭირ=ვებენ და მატი უზნეო ქცევით ეკლესიას უფუჭებენ სახელს? მოკლედ, გამეცი ეხლა პასუხი რას გულისმხობდი, ხელს ვის ადებდი და რა მტკიცებულებები გაქვს. თუ არაფერი, სანამ ეკლესიის სახელს ხმამაღლი იტყვი, მით უფრო სხვადასხვა და არასასურველ ბრუნვებში, მანამ ათასჯერ დაფიქრდი და მერე თქვი. ეკლესია თუ ადამიანები, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ რაიმე საკანონმდებლო აქტით? ეკლესიის შიგნიდან თუ გარედან მიკედლებული ხალხით, ეს თუ ასეა, რა მტკიცებულებები გაქვს და საიდან იცი, თუ ვიღაცამ გიტხრა, გაჩუმდი და შენთვის შეინახე, თუ არადა, არგუმენტებით ისაუბრე.

ან კი ამ შენი დიდი და საშინელი პოსტით, რისი ტქმა გინდა, დავაწესოთ გადასახადები ეკლესიის სასარგებლოდ, არ დავაწესოთ, ჯობია ოფიციალური გადასახადი იყოს საიდუმლოს შესრულებაზე, თუ ჯობია შესაწირი იყოს. ჩვენ, აქ ამ საკიტხებს განვიხილავდით. შენ კიდევ ისეთი დაწერე... ან რა შუაში იყო..

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Nov 24 2009, 10:59 PM



ნუ დაეტაკებით ხოლმე უაზროდ და ფანატურად და გაავებულებიი, ზოგჯერ ის ადამიანიც სეიძლება ამბობდეს სიმართლეს, ვინც ჩვენი ეკლესიის წიაღში არ არის.

ვინც ინგლისური იცით წაიკითხეთ და მერე ისაუბრეთ.

შემინდეთ და იბედნიერეთ!

http://en.wikipedia.org/wiki/Patriarch_Alexy_II_of_Moscow#Family_history

პოსტის ავტორი: IkaMac თარიღი: Jan 4 2010, 11:54 PM

ეგ ჩვენი გადასაწყვეტი არაა...



პოსტის ავტორი: agnesa თარიღი: Feb 22 2010, 12:36 PM

როცა ტაძრის წინამძღვარი ორმოცდღიანი მოსახსენებლისათვის გადასახადს "სულზე 3 ლარს" აწესებს, ცოტა უხერხული ხომ არ არის??? ჩემ უბანში ორი ტაძარია. ერთში გეუბნებიან, რომ ორმოცდღიანი მოსახსენებლის შეგზავნისათვის შეგიძლია გაიღო რამდენიც გაქვს და გინდა, იმდენი, მეორეში - სულზე სამი ლარი. არ მომეწონა, როცა ათლარიანით ხელში მოხუცებული ქალბატონი უკან გააბრუნა მესანთლემ (მესმის, რომ ის არაფერს წყვეტს) -რადგან სიაში უფრო მეტი ადამინი ეწერა, ვიდრე ათი ლარი გაწვდებოდა. რაღაც არ უნდა იყოს სწორი sad.gif

პოსტის ავტორი: arjuni თარიღი: Apr 27 2010, 11:20 PM

თუკი ეკლესიას ჭირდება ფული არსებობისთვის და ფულს იღებს სახელმწიფოსგან, უნდა გაატაროს კიდევაც სახელმწიფოს ინტერესი

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Apr 28 2010, 10:27 AM

arjuni

ციტატა
უნდა გაატაროს კიდევაც სახელმწიფოს ინტერესი



სახელმწიფო ინტერესი რა შუასია, ან რას გულისმობ?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 28 2010, 10:31 AM

ადრე ბრაჰმანი (მღვდელმსახური, ექიმი, ასტროლოგი და ა.შ.) ფულს არ ითხოვდა და არც სახელმწიფოსგან იღებდა ხელფასს. ის ხალხის შემოწირულობების ხარჯზე ცხოვრობდა და ეს შემოწირულობები მით უფრო მეტი იყო, რაც უფრო ღირსეული იყო ბრაჰმანი. ასევე იღებდა საჩუქრებს მოსწავლეებისგან, მას შემდეგ რაც სწავლა მორჩებოდა (და არა წინასწარ)...

პოსტის ავტორი: arjuni თარიღი: Apr 28 2010, 02:32 PM

ციტატა
სახელმწიფო ინტერესი რა შუასია, ან რას გულისმობ?

იმ შუაშია რომ თუკი მისგან იღებს ფულს ესეიგი მას უნდა დაემორჩილო კიდევაც
რუსეთის ეკლესია ( ჩვენი მეგობარი ეკლესია) სხვას არაფერს არ აკეთებს: იღებს ფულს სახელმწიფოსგან და დაუფარავად ატარებს ქვეყნის პოლიტიკას : აფხაზეთი, ჩრდილო კავკასია იქნება თუ სხვა რამე

ეს ზოგადი წესია: ვისგანაც იღებ ფულს მას ექვემდებარები.
ყოველ შემთხვევაში ქვეყნის ინტერესის წინააღმდეგ არ უნდა წავიდეს
და არ უნდა მიანიშნებდეს დასავლეთზე როგორც ცუდზე ხოლო რუსეთზე როგორც ერთმორწმუნეზე
ბრმსთვისაც ნათელია რომ რუსეთი არც ერთმორწმუნეა და არც მეგობარი

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Apr 28 2010, 03:26 PM

егри
რატომ არ არის სწორი ეკლესიის დაფინანსება და სწორია გასართობი ღონისძიებების დაფინანსება, სხვადასხვა ცნობილი მომღერლის ჩამოყვანა, რაც მილიონები ჯდება? ან შადრევნების მოწყობა "მოცეკვავე" იქნება ის თუ "მომღერალი"? კინაღამ დამავიწყდა, ის როგორ მოგწონთ, ხიდი რომ შენდება, რომელიც არც არქიტექტურულად ჯდება ლანდშაფტში და მისი საჭიროებაც საეჭვოა და ამაში მილიონები იხარჯება?

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Apr 28 2010, 04:16 PM

arjuni

ციტატა
იმ შუაშია რომ თუკი მისგან იღებს ფულს ესეიგი მას უნდა დაემორჩილო კიდევაც



ნუ, შეიძლება არის კიდევ რაღაც მარცვალი ჭეშმარიტები სშენს პოსტში, მაგრამ სახელმწიფოს მტავრობა არ უნდა განსაზღვავდეს.

თუ სახელმწიფო აფინანსებს ეკლესიას, შესაძლოა ეს მისი ინტერესიცაა, გააჩნია ინტერსესს.

პოსტის ავტორი: arjuni თარიღი: Apr 28 2010, 04:56 PM

გეთანხმები
თუ მე ფულს ვუხდი ეკლესიას და ეკლესია ამ ფულს ირებს ჩემგან, ესეიგი ორივეს ინტერესია ამაში
მაგრამ რადგანაც მე ვიხდი ფულს და მე ვაძლევ ფულს მე ვკარნახობ წესებს
თუ მას არ მოწონს ჩემი წესები და არ ასრულებს, კი არ უნდა მაკრიტიკოს, არამედ არ უნდა აიღოს ფული

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Apr 28 2010, 11:12 PM

arjuni

ციტატა
თუ მას არ მოწონს ჩემი წესები და არ ასრულებს, კი არ უნდა მაკრიტიკოს, არამედ არ უნდა აიღოს ფულ



ანუ, თუ მთავრობის და ეკლესიის აზრები ერთმანეთს ეტანხმება, ფულის აღება შეიძლება, როგორც კი მტავრობა და პოლიტიკა შეიცვლება, უკვე აღარ შეიძლება...

თუ ინტერესი დაფინანსების პოლიტიკის გატარებაა, ცხადია არ უნდა აიღოს, თუ სხვა რამე, მაშინ უნდა მიიღოს, მაგრამ ანუ ჩვენ ავეწყვეთ ეხლა მტავრობაზე და მის პოლიტიკაზე და რატომ ვერ გავიგე. ანუ, ცალსახად პოლიტიკის გამტარებლად რატომ წარმოგიდგენიათ ეკლესია?

შეიძლება იყოს მთავრობა, რომელის ინტერესში შედის რელიგიის გაძლიერება ქვეყენაში, ამას სახვადასხვა საფუზველი შეიძლება ჰქონდეს და ამიტომ აფინანსებდეს ეკლესიას, მეორე მტავობას შეიძXლება ეს არ აწყობდეს და აღარ აფინანსებდეს, მაგრამ გიცხდი და პოოლიტიკა ატარეო, ეს ცოტა არაბუნებრივია. ანუ, ნამეტანია, მოსყიდვის ასოცირებას ქმნით. ეს არასწორია, მაინც და მაინც ასე რატომ აღიქვავთ ვერ გავიგე.

პოსტის ავტორი: arjuni თარიღი: Apr 29 2010, 12:01 AM

მოდი განვიხილოთ ორივე მაგალითი:
1. სახელმწიფოს ინტერესია ეკლესიის გაძლიერება და ფულს უხდის ეკლესიას
2. სახელმწიფოს ინტერესში არაა ეკლესიის გაძლიერება მაგრამ ეკლესია მისგან ფულს იღებს თუმცა რატომ უნდა დაემორჩილოს სახელმწიფოს, რატომ უნდა გაატაროს მისი ინტერესიო.

ყველაფერი დამოკიდებულია ეკლესიაზე,
როცა ფულს გიხდიან უნდა იცოდე ვინ გიხდის ფულს, რატომ გიხდის ფულს და რა უნდა გადამხდელს

თუკი ხედავ რომ სახელმწიფოს ინტერესში არაა ეკლესიის გაძლიერება და მაინც გიხდის ფულს გამოდის რომ არ უნდა აიღო ეს ფული თუკი გსურს დამოუკიდებლობა

არავინ არ ჩუქნის ფულს smile.gif ორგანიზაციები ადამიანები არ არიან რომ მეგობრობით რამე გააკეთონ
ფულს თუ იღებ პირობები უნდა იცოდე
თუ ამ პირობებს არ გიყენებს სახელმწიფო გამოდის მას ფულის ფასი არ ცოდნია


პოსტის ავტორი: LAMBRO თარიღი: Feb 23 2012, 08:57 PM

ვალდებულებას იღებს კულტურის სამინისტრო და აქ ეკლესიის დაფინანსება არაფერ შუაშია. რესტავრირდება კულტურის ძეგლები ისევე,როგორც დადიანების სასახლე და ასე შემდეგ. ახალი ეკლესიების აშენება არ ფინანსდება და რაც მთავარია მღვდლების ხელფასები არ ფინანსდება,მხოლოდ ირიცხება ნებაყოფლობით გარკვეული თანხა საპატრიარქოზე,რომელიც მიზანშეწონილად ხმარდება ეპარქიებს,ტელევიზია იქნება თუ სხვა ხარჯები, აფინანსებს ეკლესიის სასწავლო პროექტებს და სასწავლებლებს როგორც მოესურვებათ იმის მიხედვით,ანუ პო უსმატრენიუ. სახელმწიფო დააფინანსებს იმას რასაც ჩასთვლის მიზანშეწონილად.
მოსახლეობის 80% მართლმადიდებელია და სახემწიფო 0,რაღაც პროცენტებს კი არ უნდა ახმარდეს ეკლესიას არამედ 10% 400 მლნ დოლარს უდრის.

ხოლო რაც შეეხება უცხოეთს და მამედას საკითხს, წარმოგიდგენთ!

სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსების შესახებ

უნდა აფინანსებდეს თუ არა სახელმწიფო ეკლესიას და თუ - კი, როგორ და რამდენით?

სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა - ეს ის თემაა, რომელიც აქტუალობას მუდმივად ინარჩუნებს. საზოგადოების ერთი ნაწილი შიშობს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის გაძლიერების გამო საქართველომ შესაძლოა, უარი თქვას სეკულარული სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებზე.

საკითხი კომპლექსურია და მის ყოვლისმომცველ განხილვაზე პრეტენზია არ მაქვს. მინდა, შევეხო მხოლოდ ერთ პრობლემას, რომელიც დისკუსიებში ხშირად ფიგურირებს: რამდენად მისაღებია სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება?

ყველაზე პირდაპირ ეს კითხვა 2009 წლის 3 დეკემბერს, ხელისუფლების მისამართით შედგენილ მიმართვაში დაისვა, რომელსაც ქართული საზოგადოების ნაწილი აწერდა ხელს. ამ ჩამონათვალმა მაშინ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ავტორები წერდნენ: „სახელმწიფო ბიუჯეტი ივსება, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი მოქალაქეების, ასევე სხვა აღმსარებლობის მიმდევარი, ათეისტი და არარელიგიური მოქალაქეების გადასახადებით. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ ფონზე, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან, ასევე საბიუჯეტო სახსრებიდან (25 მილიონი - 2009 წელს) მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება არის დისკრიმინაცია და სახელმწიფოს ჩარევა ეკლესიის საქმიანობაში?"

ეს კითხვა რეალურად 2 დამოუკიდებელი კითხვისგან შედგება:

1. რამდენად მისაღებია სეკულარულ სახელმწიფოში სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება?

2. ის ფაქტი, რომ ფინანსდება მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესია, ხომ არ არღვევს საქართველოს არამართლმადიდებელი მოსახლეობის უფლებებს?

ქართულ მედიაში რაიმე საკითხზე მსჯელობას ერთი ცუდი თვისება აქვს - ფაქტებსა და არგუმეტებს ხშირად ლოზუნგები და ემოციები სჭარბობს. ასე რომ არ გამომივიდეს, ვეცდები, ჯერ ევროპული სახელმწიფოების გამოცდილება აღვწერო და მხოლოდ ამის შემდეგ მოგახსენოთ ჩემი აზრიც.

იტალიაში მოქმედებს ე.წ. რვა მეათასედის კანონი, რომლის მიხედვითაც გადასახადის ყველა გადამხდელს აქვს უფლება, მისი საშემოსავლო გადასახადის 0.8 პროცენტი გადაურიცხოს რომელიმე აღიარებულ რელიგიურ ინსტიტუციას, ან სახელმწიფო პროგრამას. აღიარებული ეკლესიის სტატუსი აქვს 6 ორგანიზაციას, რომლებსაც გაფორმებული აქვთ შესაბამისი ხელშეკრულება იტალიის სახელმწიფოსთან. ამ ინსტიტუციებს შორის არცერთი არაა მართლმადიდებლური ან მაჰმადიანური ორგანიზაცია. ხოლო თუ პიროვნება საგადასახადო დეკლარაციის შევსებისას არ მიუთითებს, თუ რომელ ორგანიზაციას ანიჭებს პრიორიტეტს, მაშინ მისი შემოსავლის 0.8 პროცენტი ნაწილდება სხვა მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევნის პროპორციულად. ამ სქემით, კათოლიკური ეკლესია წლის განმავლობაში იღებს ამ თანხის 87 პროცენტს, ანუ - დაახლოებით 1 მილიარდ ევროს. გამოდის, რომ თუ თქვენ ხართ მართლმადიდებელი ან მაჰმადიანი, თქვენ ვერ დააფინანსებთ საკუთარ რელიგიურ ჯგუფს. ხოლო თუ არ გამოიყენებთ, საკუთარ უფლებას, განკარგოთ გადასახადის ნაწილი, მაშინ თქვენი განსაკარგი თანხის პროცენტს კათოლიკური ეკლესია მიიღებს.

ბელგიაში ყველა ტრადიციული კონფესიის (კათოლიციზმი, ლუთერანიზმი, ანგლიკანიზმი, მართლმადიდებლობა, იუდეიზმი და მაჰმადიანობა) მოქმედი სასულიერო პირი, ანუ სასულიერო პირი, რომელსაც მრევლი ჰყავს, ხელფასს სახელმწიფოსგან იღებს. ანუ, სახელმწიფო უხდის ჯამაგირს ბრიუსელში მოღვაწე ქართული ეკლესიის მღვდელსაც.

ამ მხრივ, ბელგიაში ძირითად კონფესიებს შორის ბალანსი დაცულია. თუმცა ამ დაფინანსების გარდა, სახელმწიფო სხვა გზებითაც აფინანსებს რელიგიურ ორგანიზაციებს, რომლის დროსაც ბალანსი უკვე დარღვეულია. მაგალითად, ბელგიაში მრავლად არსებობს კათოლიკური სკოლები (რომლებიც ძალიან პოპულარულია იმ მიზეზით, რომ ამ სკოლებში მაჰმადიანი უმცირესობის წარმომადგენლები არ სწავლობენ) და მათ თითქმის მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს. ცხადია, ბელგიაში „მუსლიმური სკოლა" არ არის და, შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსებასაც არ იღებს.

ბევრ ევროპულ ქვეყანაში არსებობს საეკლესიო ბეგარა (გერმანია, შვედეთი, ფინეთი, დანია, ავსტრია, შვეიცარია, ისლანდია). გერმანიაში საგადასახადო დეკლარაციის შევსებისას გადამხდელმა არჩევანი უნდა გააკეთოს კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიას ან არარელიგიურ ინსტიტუციას შორის. ზოგიერთი რელიგიური უმცირესობა, მაგალითად, ებრაელები, სახელმწიფოს დახმარებას არ იყენებენ და თავად აგროვებენ თავისი წევრების რელიგიურ ბეგარას მხოლოდ გერმანიაში.

სხვა ქვეყნებში, სადაც საეკლესიო ბეგარა მოქმედებს, გადასახადის გადამხდელს ან მხოლოდ დომინანტი რელიგიის დაფინანსება შეუძლია, ან აქვს უფლება, თანხა საერთოდ არ გადაიხადოს. თუმცა ამ ქვეყნებში სახელმწიფო ხშირად დამატებით სახსრებს გამოყოფს ეკლესიისთვის, რომელიც, როგორც წესი, დომინანტ რელიგიას ხმარდება. მაგალითად, დანიის მთავრობა დომინანტ ეკლესიას წელიწადში 100 მილიონ ევროს უხდის. ფინეთის ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია კი სახელმწიფოსგან დამატებით მოგების გადასახადიის 1.63 პროცენტს იღებს. აღსანიშნავია, რომ ფინეთში მორწმუნეთა წილი მოსახლეობის 41 პროცენტს შეადგენს, ხოლო ეკლესიაში ამაზე გაცილებით ნაკლები ადამიანი დადის.

ბელგიის გარდა დომინანტი რელიგიის საეკლესიო სკოლები სახელმწიფო დაფინანსებით არსებობს ბრიტანეთში, ავსტრიაში, საფრანგეთში, ირლანდიაში და გერმანიაში. ქვეყნებში, როგორიცაა ავსტრია, იტალია, პოლონეთი და ესპანეთი, კათოლიკე მღვდლებს საჯარო სკოლებში რელიგიის მასწავლებლებადაც იწვევენ და ხელფასს უხდიან.

საბერძნეთი აფინანსებს მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების განათლებას, ხელფასებს და პენსიებს.

ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური რელიგიური კანონმდებლობა აქვს ლიტვას. ლიტვის კანონი რელიგიის შესახებ აღიარებს 9 ტრადიციულ რელიგიას და სახელმწიფოს დახმარება ნაწილდება ამ 9 რელიგიურ ჯგუფზე. ამასთან, კანონის მიხედვით, სხვა კონფესიის წარმომადგენლებსაც აქვთ უფლება, მიმართონ ლიტვის პარლამენტს ტრადიციულ რელიგიად აღიარების მოთხოვნით, მაგრამ ამისათვის მათ ლიტვაში საქმიანობის მინიმუმ 25-წლიანი გამოცდილება უნდა გააჩნდეთ.

თუ ამ ინფორმაციას შევაჯამებთ, დავინახავთ, რომ: სახელმწიფო დომინანტ ან ტრადიციულ ეკლესიებს რაიმე ფორმით აფინანსებს ევროპის, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში. დაფინანსება ხშირად არასიმეტრიულია და დომინანტ რელიგიას უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. არატრადიციულ რელიგიურ ჯგუფებს სახელმწიფო, პრაქტიკულად, არ აფინანსებს. მაგალითად, მცდელობის მიუხედავად, ვერ ვიპოვე ევროპული ქვეყანა, რომელშიც სახელმწიფო იეჰოვას მოწმეებს დააფინანსებდა.

ბუნებრივად ისმის კითხვა: ვთქვათ, ბელგიაში, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 43 პროცენტი აცხადებს, რომ მორწმუნეა, ხოლო ეკლესიაში მოქალაქეების 10 პროცენტი დადის, წელიწადში რამდენჯერმე კი მთელი ქვეყანა კათოლიკე მღვდლების მორიგ პედოფილიურ სკანდალზე საუბრობს, რატომ აფინანსებს სახელმწიფო ეკლესიას?

ამ საკითხზე ჩემს რამდენიმე ადგილობრივ არამორწმუნე მეგობარს ვესაუბრე და მათი პასუხი დაახლოებით ასე შეიძლება შევაჯამოთ: ყველაფრის მიუხედავად, სახელმწიფო მიიჩნევს, რომ საზოგადოების თვითორგანიზაციისთვის რელიგია საჭირო და სასარგებლოა. ეკლესიების დაფინანსებაც სწორედ ამითაა განპირობებული.

ზემოთ განხილული ევროპული გამოცდილება ცხადყოფს კიდევ ერთს: მხოლოდ ის გარემოება, რომ სახელმწიფო ეკლესიას აფინანსებს, სეკულარობის პრინციპის დარღვევას არ ნიშნავს - ძნელია, თუნდაც ბელგიას არასეკულარული სახელმწიფო უწოდო.

პირველ კითხვაზე - რამდენად მისაღებია სეკულარულ სახელმწიფოში სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება - ჩემი პასუხი დადებითია, მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური არ ვარ. თუ ევროპისკენ მივდივართ, მაშინ ქვეყანა, რომელშიც მოსახლეობის 86 პროცენტი თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს, ხოლო მორწმუნეების საერთო რაოდენობა კიდევ უფრო დიდია, სახელმწიფო რაღაც ფორმით ეკლესიას უნდა აფინანსებდეს. პირადად ჩემთვის პრობლემა დაფინანსება კი არა, ის ფორმაა, რითაც ამას ქართული სახელმწიფო აკეთებს. ეს მოქრთამვასა თუ ინდულგენციის გადასახადს უფრო წააგავს, ვიდრე საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის გააზრებულ დაფინანსებას. გაუგებარია, საიდან დგინდება მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა ბიუჯეტის შედგენისას და რა არის ამ დაფინანსების დანიშნულება.

მეორე შეკითხვაზე პასუხი ბევრად უფრო პრობლემატური მგონია. ერთი მხრივ, გასაგებია, რომ ყველა მოქალაქე თანასწორია და რელიგიურ უმცირესობებსაც უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო მხარდაჭერა, თუმცა ევროპული რეალობა გვიჩვენებს, რომ ამა თუ იმ ფორმით დომინანტი რელიგიური ჯგუფი, პრაქტიკულად, ყველგან უპირატეს მდგომარეობაშია. ამ კონტექსტში გაუგებარია, რატომ უნდა ვიყოთ იტალიელებზე, ფინელებზე ან ბერძნებზე უფრო დიდი ლიბერალები.

საუკეთესო გამოსავალი კომპრომისული ვარიანტის მონახვა იქნებოდა, რომელიც, ერთი მხრივ, ეჭვქვეშ არ დააყენებდა მართლმადიდებელი ეკლესიის დომინანტურ როლს, ხოლო, მეორე მხრივ, სხვა ტრადიციული რელიგიის მიმდევრებსაც მისცემდა საშუალებას, მიეღოთ გარკვეული სახელმწიფო დაფინანსება.

საკითხის მოგვარების შესაძლო ვარიანტი შეიძლება იყოს ლიტვური მოდელის დანერგვა. ლიტვაში იტალიის მსგავსი სქემა მოქმედებს. ყველა გადასახადის გადამხდელი თავად განკარგავს მის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის 2 პროცენტს. მას შეუძლია, ეს თანხა გადასცეს ნებისმიერ ტრადიციულ რელიგიურ, არასამთავრობო ან საზოგადოებრივ ორგანიზაციას. ასეთი მოდელი, ერთი მხრივ, რელიგიური ორგანიზაციების გარდა, უზრუნველყოფს არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსებასაც, რაც ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებასაც. ბოლოს და ბოლოს, როდემდე უნდა იყვნენ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოური გრანტების ანაბარა.

ასეთი სქემის პირობებში თავად ბენეფიციარები იქნებიან დაინტერესებული, რომ მათი საქმიანობა რაც შეიძლება გამჭვირვალე გახადონ და ამით მეტი სახსრების მოზიდვა შეძლონ. საგადასახადო დეკლარაციების შევსების პერიოდში იტალიური ტელევიზიები სავსეა სარეკლამო კლიპებით კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ, რომლებიც გადამხდელებს მოუწოდებს, კათოლიკური ეკლესია დააფინანსონ.

საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს ტიპის ქვეყნებში საშემოსავლო გადასახადიდან შემოსული თანხა ბიუჯეტის ძალიან მცირე ნაწილს შეადგენს, ამიტომ ასეთი ხარჯი ბიუჯეტს დიდად ვერ დააზარალებს.

სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შესაძლებელია, ჰქონდეთ სხვა საერთო მიზნობრივი პროექტები, მაგალითად, ბავშვთა სახლები ან ნარკომანთა რეაბილიტაციის ცენტრები, რომლებსაც სახელმწიფო დაფინანსებით ეკლესია მიხედავს.

გიგა ღოღობერიძე, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, ბელგია

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)