თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია და სახელმწიფო _ მოძღვრება სახელმწიფოსა და მთავრობის შესახებ

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 13 2007, 06:26 PM

მართლმადიდებელი ეკლესიის თითოეული მრევლი არის რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქე

ზოგს ისეთ სახელმწიფოში უწევს ცხოვრება, სადაც მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიაა, ზოგან სხვა აღმსარებლობაა სახელმწიფო რელიგია, ზოგან თითქმის დევნიან ქრისტიანებს, ზოგან სრული თავისუფლებაა, ზოგან ქრისტიანულ კურსს ატარებს სახელმწიფოს ხელისუფლება, ზოგან პირიქით

ასეთ ფონზე მნიშვნელოვანია, როგორია დედაეკლესიის სწავლება ამ საკითხთან დაკავშირებით?

დავწეროთ აქ, რაც ვიცით

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Apr 13 2007, 06:28 PM

ციტატა
დავწეროთ აქ, რაც ვიცით


კონსტანტინე დიდის დროს, ეკლესია კატაკომბებიდან გამოვიდა, ამ ეიფორიის პერიოდში რომელიც ნანატრ მშვიდობას უკავშირდებოდა, მრევლმა ვერ გაითვალისწინა რომ - კეისარი მოინათლა - მაგრამ დარჩა კეისრად wink.gif ახლა უკვე ეკლესიური ბერკეტით...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2008, 02:03 PM

ჟურნალ "კარიბჭის" ახალ ნომერში (N10, 15-28 მაისი, 2008) არის მღვდელ ლევან მათეშვილის ძალიან საინტერესო სტატია სათაურით "რა შემთხვევაში დავემორჩილოთ მთავრობას?"

ყველას გირჩევთ, რომ შეიძინოთ და წაიკითხოთ "კარიბჭის" ეს ნომერი, ამ თემაში კი იმ ამონარიდებს დავდებ, რომლებიც ყველაზე მეტად მომეწონა:



"ღმერთმა მახვილი მთავრობას გადასცა სამართავად და არა მოქალაქეებს - რევოლუციებისათვის. მახვილი მიეცა ნოეს უწესრიგო მოქალაქეების მოსათოკად (დაბ. 9:6; 6-11). მსგავსადვე, პავლემ უთხრა რომალებს - დამორჩილებოდნენ ნერონს, რადგანაც "ის ღვთის მსახურია... ტყუილად როდი ატარებს მახვილს" (რომ. 13:4). აქ კვლავ მთავრობაა ის ობიექტი, რომელმაც უნდა გამოიყენოს მახვილი ქვეშევრდომებზე და არა მოქალაქეები, რომლებმაც მახვილი სახელმწიფოს წინააღმდეგ უნდა აღიღონ.

ღმერთი გვაფრთხილებს, არ შევუერთდეთ რევოლუციონერებს. წმინდა წერილი გარკვევით აცხადებს: "შვილო, უფლისა და მეფის გეშინოდეს და მეამბოხეთ ნუ გაეკარები" (იგავ. 24:21). ვინაიდან ეს გაფრთხილება მოგვიწოდებს, გვეშინოდეს ღვთისა და მისგან დადგენილი მეფისა, ეს არის ბრძანება აშკარა, არ შევუერთდეთ ამბოხს მთავრობის წინააღმდეგ.

ღმერთი მკვეთრად კიცხავს რევოლუციებს. ბიბლიაში რევოლუციის მრავალი მაგალითია, თუმცა ისინი დაგმობილია ღვთისგან. კორახმა ამბოხი მოაწყო მოსეს წინააღმდეგ და მიწამ უყო პირი კორახსა და მის მომხრეებს (რიცხვ. 16). მსგავსადვე დამარცხდა აბესალომის ჯანყი დავითის წინააღმდეგ. აბესალომი მოკლეს (2 მეფე. 15). იერობოამმაც აუმხედრა ჩრდილოეთის ათი შტო სამხრეთელი იუდას შტოს, რაც ღმერთმა მკაცრად დაგმო (3 მეფ. 12)."



"მიანდე ღმერთს ტირანების მოვლა და არ აუჯანყდე მათ. ღმერთმა სუვერენულად დაადგინა ისინი, და ის ასევე სუვერენულად დაამხობს მათ (დან. 4:17).

იესომ გააფრთხილა თავისი მოწაფეები მახვილის აგრესიული გამოყენების წინააღმდეგ, როდესაც თქვა, "თავის ადგილას ჩააბუნე ეგ მახვილი, ვინაიდან ყველა მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპება" (მათ. 26:52). ის არ იყო წინაარდეგი მახვილის თავდასაცავად გამოყენებისა (გამოსვ. 22:2), მაგრამ არსებული ხელისუფლების მსახურის ხელყოფა სხვა საქმე იყო (მათ. 26:51)
"


/გაგრძელება იქნება/

გამოთქვით თქვენი აზრიც smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 27 2008, 02:07 PM

ციტატა
ის არ იყო წინაარდეგი მახვილის თავდასაცავად გამოყენებისა

?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2008, 02:11 PM

"მიხედავად იმისა, რომ ეს ქადაგება მხარს არ უჭერს ტოტალურ პაციფიზმს, აშკარად კიცხავს რევოლუციურ სულს, რომელიც ისწრაფვის შური იძიოს ტირანულ მთავრობაზე. "ჩემია შურისგება და მე მივაგებ, - ამბობს უფალი" (რომ. 12:19)."

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 27 2008, 02:22 PM

ციტატა(marine @ May 27 2008, 02:11 PM) *

"მიხედავად იმისა, რომ ეს ქადაგება მხარს არ უჭერს ტოტალურ პაციფიზმს, აშკარად კიცხავს რევოლუციურ სულს, რომელიც ისწრაფვის შური იძიოს ტირანულ მთავრობაზე. "ჩემია შურისგება და მე მივაგებ, - ამბობს უფალი" (რომ. 12:19)."

არადა ბოლო საუკუნის განმავლობაში სამი მთავრობა გამოვიცვალეთ რევოლუციის გზით sad.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: May 27 2008, 02:23 PM

მარიამი

ციტატა
არადა ბოლო საუკუნის განმავლობაში სამი მთავრობა გამოვიცვალეთ რევოლუციის გზით

იმიტომ ვართ კარგად...

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 27 2008, 02:24 PM

ციტატა
ის არ იყო წინაარდეგი მახვილის თავდასაცავად გამოყენებისა

ამაზე გამეცით რა ვინმემ პასუხიიი. ეს რას ნიშნავს? მაცხოვარს თავდასაცავად არ გამოუყენებია მახვილი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2008, 02:26 PM

ციტატა(მარიამი @ May 27 2008, 02:22 PM) *

არადა ბოლო საუკუნის განმავლობაში სამი მთავრობა გამოვიცვალეთ რევოლუციის გზით sad.gif


და არ უგდებენ ყურს ჩვენი პატრიარქის ბრძულ მოწოდებებს სიმშვიდისა და დიალოგისკენ.

ციტატა(ქავთარაძე @ May 27 2008, 02:24 PM) *

ამაზე გამეცით რა ვინმემ პასუხიიი. ეს რას ნიშნავს? მაცხოვარს თავდასაცავად არ გამოუყენებია მახვილი.


შეიძლება მაგ სიტყვებში ის იგულისხმება, რომ როცა სამშობლოს მტერი შემოესევა, მაშინ თავდასაცავად უნდა ავიღოთ მახვილი.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 27 2008, 02:27 PM

ციტატა(ქავთარაძე @ May 27 2008, 02:24 PM) *

ამაზე გამეცით რა ვინმემ პასუხიიი. ეს რას ნიშნავს? მაცხოვარს თავდასაცავად არ გამოუყენებია მახვილი.

ალბათ ეს იგულისხმება:

1. დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია.

2. ამიტომ, ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთის განჩინებას ეწინააღმდეგება; ხოლო წინააღმდგომნი თავიანთ თავზე თვითონვე მოიწევენ სასჯელს.

3. ვინაიდან მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა, არ გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი აკეთე და ნაქები იქნები მისგან.

4. რადგანაც ის ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ.

პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ, თავი 13.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 27 2008, 02:31 PM

მარიამი

ციტატა
მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ.

აი აქ ერთი კითხვა მიჩნდება, უდანაშაულოდ რომ კლავენ ვიღაც-ვიღაცეები ადამიანებს მაგას რა ვუშველოთ? ისინი არ მიდიან უფლის ნების წინააღმდეგ?

მარიამი
მარი მაგის პასუხი ისე ეგეც არ არის, სულ სხვა რამეა...

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 27 2008, 02:39 PM

შევაერთე smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2008, 02:40 PM

"მაშინ, აბა, რა ვქნათ, როგორ ვუპასუხოთ ჩაგვრას? ბიბლია იძლევა ამის გზას.

ქრისტიანებისთვის პირველი და მთავარი - პასუხისმგებლობაა; სულ ერთია, სამართლიანი მთავრობა ჰყავს მას თუ უსამართლო, დემოკრატიული თუ მონარქისტული - დაემორჩილოს მის კანონებს (რომ. 13:1; ტიტ. 3:1).

პეტრე წერდა: "დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ დადგენილებას უფლის გულისთვის (1 პეტ. 2:13). ვინაიდან "ასეთია ნება ღვთისა: რათა კეთილის ქმნით დაადუმოთ უგუნურ ადამიანთა უმეცრება" (მუხ. 15).

სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ცუდი მოწმობაა ქრისტეს მიმდევრისთვის. ქრისტიანები უნდა გამოჩნდნენ როგორც კანონქვემდებარე მოქალაქეები და არა მეამბოხეები. უსამართლო მთავრობაზე გავლენის საუკეთესო გზა - სულიერი მაგალითის ჩვენებაა და არა რევოლუცია. მხოლოდ მაშინ, როდესაც ის იკავებს ღვთის ადგილს, შეგვიძლია უარი ვთქვათ მორჩილებაზე და მაშინაც კი არ უნდა ავუჯანყდეთ."

"ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა, შევცვალოთ უსამართლო მთავრობა, არის ლოცვა მათზე. ლოცვაა ის შემართული ნერვი, რომლის მეშვეობითაც უკან იხევს ძალა. ღმერთმა შეისმინა თავისი დაჩაგრული ხალხის ღაღადი წინა დროებაში (გამსვ. 2:23), და ის მოისმენს და უპასუხებს დღესაც."

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: May 28 2008, 12:57 AM

marine

ციტატა

როცა სამშობლოს მტერი შემოესევა, მაშინ თავდასაცავად უნდა ავიღოთ მახვილი.

აუ არ მესმის რა, ქართველის ხო მტერი ყოფილა საქართველოსი?! რატომ დავუპირისპირდით კომუნიზმს თუ არ შეიძლებოდა? რატომ ჯანყდებოდნენ ქართველები როდესაც დაპყრობილნი იყვნენ შიდა თუ გარე მტრისგან? მტავარი ხომ სამშობლოს და სიმართლის დაცვა არის ადამიანისთვის და თუ არ დავიცავით ეკლესია,სამშობლო და ოჯახი მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ ადამიანის ცხოვრებას? რა აზრი ქონდათ ჩვენ წინაპრეპს სისხლის ფასად რო იცავდნენ ოჯახს და სამშობლოს თუ ცოდვა იყო? რა მნიშვნელობა აქვს 12 -ე საუკუენე იქნება თუ 21- ე, მაშინაც უამრავი მტერი ყავდა საქართველოსაც და ახლაც უამრავი ყავს! არ ვიცი რა ვერ გავიგე, ვინც სამშობლოს დასაცავად ყველაფერს აკეთებდა წინა საუკუნეებში იმათ გმირებად ვიხსენიებთ და ახლა რომ დაიცვას ცოდვა რატომ არის? blink.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: May 28 2008, 01:16 AM

შოთაძე

ციტატა
ახლა რომ დაიცვას ცოდვა რატომ არის? blink.gif


არანაირი ცოდვა არაა, ცოდვა კი არა ვალდებულებაა ეგ 2kiss.gif


საინტერესო თემაა და მე პირველად ვხედავ sad.gif

ციტატა
ღმერთი მკვეთრად კიცხავს რევოლუციებს. ბიბლიაში რევოლუციის მრავალი მაგალითია, თუმცა ისინი დაგმობილია ღვთისგან.


მარინე,

მასეც გამმოდის, რომელი რევოლუციაა აბა რამაც რაიმე სიკეთისკენ შეცვალა? პოლიტიკა საერთოდ სულს ვნებსო, ჩემი მოძღვრისგან ვიცი user.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: May 28 2008, 01:27 AM

მე გერმანიის მოქალაქე ვარ და წესით, არჩევნებზე მოწვევას ვრებულობ, არასოდეს წავსულვარ და არც წავალ.

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: May 28 2008, 01:33 AM

ციტატა(staywhite @ May 28 2008, 12:16 AM) *

შოთაძე
არანაირი ცოდვა არაა, ცოდვა კი არა ვალდებულებაა ეგ 2kiss.gif
საინტერესო თემაა და მე პირველად ვხედავ sad.gif
მარინე,

მასეც გამმოდის, რომელი რევოლუციაა აბა რამაც რაიმე სიკეთისკენ შეცვალა? პოლიტიკა საერთოდ სულს ვნებსო, ჩემი მოძღვრისგან ვიცი user.gif

ჩემი ხედვითაც ეგრეა მარა, ისეთ სიტვაციას ქმნიან ვითომ დღეს აღარ არის მტერი და დღეს აღარ ჭირდება სამშობლოს თუნდაც საკუთარ სიცოცხლის ფასად სამშობლოს დაცვა და ა.შ
არ მესმის რა, რატო უნდა დავემორჩილო დიკტატურას ? საბჭოთა იმპერიას რო არ დაემორჩილა ქართველი ხალხი, ამით ცოდვა ჩაიდინეს თუ რა? ამ ცხოვრებაში ხო ყველა ადამიანისთვის ბრძოლა არის და უბრძოლველი ადამიანი ხო არ არსებობს?! არ ჯობია სამშობლოს და მომავალი თაობის დიკტატურისგან დახსნისთვის საკუთარი სიცოცხლე დათმო ვიდრე იცოცხლო და იცოდე თუ რა დღეში იქნებიან მომავალი თაობა დიკტატურის ხელში?

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: May 28 2008, 01:47 AM

იმპერიები, დიქტატურები და ა.შ. თავისტავში რაღაცით ცოდვაა, შოთა და გასაგებიცაა, რომ ხალხი არ დაემორჩილოს...

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: May 28 2008, 01:53 AM

დღეს საქართველოშიც და მსოფლიოშიც არც ომია და არც მშვიდობა , ეს მდგომარეობა კი ყველაზე საშინელია ჩემის აზრით sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2008, 10:08 AM

გავაგრძელებ ამონარიდების დადებას...


"უნდა ვებრძოლოთ ტირანიას მთავრობაში საარჩევნო ბიულეტენებით და არა ტყვიებით. მას წინ სიკეთით უნდა აღვუდგეთ და არა ზარბაზნებით."

"ღვთისგან დადგენილ მთავრობასთან დაპირისპირებით, პიროვნება სინამდვილეში ღმერთს უპირისპირდება (რომ. 13:2)"

"პავლემ თქვა, "არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისგან. ხოლო არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი" (რომ. 13:1). ეს ნიშნავს რომ არსებული მთავრობები ღვთისგან არიან დადგენილნი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2008, 11:32 AM

"გახსოვდეს, შენი სახელმწიფოსგან იმაზე მეტი საფასური არ აიღო, რაც გეკუთვნის, და მადლობელი იყავი შენი ქვეყნისა.

თუ რაიმეს გაყიდი ან იყიდი შენს ქვეყანაში, ნურც ფასს მოუმატებ და ნურც დაკლებას ითხოვ.

ნუ გააძვირებ იმას, რასაც შენს ქვეყანას აძლევ და ნუ გააიაფებ, რასაც მისგან იღებ.

ნუ აიღებ შენთვის ნურც ერთ ნივთს სახელმწიფო საწყობიდან და ერთი გროშიც არ მიითვისო სახელმწიფო ხაზინიდან - ეს ქურდობაა.

სახელმწიფოს ყოველთვის იმაზე მეტი გაუკეთე, რის ფასსაც გიხდის. მხოლოდ ამ ნამეტნავისგან იზომება სამშობლოსადმი სიყვარული. მხოლოდ ამ ნებაყოფლობით დაბრუნებული ნამეტნავისგან დგას ქვეყანა ფეხზე, ძლიერდება და განვითარდება.

დაე, ისმინოს და დაიმახსოვროს ეს სიტყვები მათ, ვისაც სახელმწიფო სიკეთე (ქონება) ეტკბილება: სახელმწიფოს ქურდი პასუხს აგებს მილიონობით ქურდობის ჩადენისთვის."

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: Jul 22 2008, 10:44 PM

ის რომ საქართველის პირველი გაერთიანება დედა ეკლესიის მეშვეობით მოხდა ეს ფაქტია. smile.gif
გრიგოლ ხანძთელის დაუღალავმა შრომამ უდიდესი შედეგი მოიტანა ქართული სახელმწიფოს, როგორც ცენტრალიზებულ და გამართუ სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2008, 10:28 AM

"სულელმა საზოგადოებაში შეიძლება ავნოს ერთს, ორს, ხუთს ან ათს. სულელი პოლიტიკოსი კი, თავისი ამსუბუქებული გულით, ანგრევს ადამიანთა ბედნიერებას. იფრთხილეთ, რომ მტაცებელი მგლები არ შემოგეპაროთ. ეცადეთ, აირჩიოთ სათნო და კეთილშობილი ადამიანი.

მცირეოდენი საკვების გამო, მხოლოდ ერთი სამოსის გამო მიმოივლით მიწასა და ზღვას, ქუჩებსა და ბაზრებს უკეთესის ამოსარჩევად. როცა ირჩევთ თქვენი მატერიალური ცხოვრებისათვის პასუხისმგებელ ადამიანს, ნუთუ შეგიძლიათ ისეთი დაუდევრობა გამოიჩინოთ, რომ უღირსებს დაუჭიროთ მხარი?

ჩემო შვილებო, დუმილიც პასუხია. მთავარია, შეურაცხმყოფელი არ იყოს. ამორიჩიეთ კეთილი სული, უსაყვედურო გული, კეთილშობილი, სათნო, ბრძენი, ვნებისგან დაცლილი ქრისტიანი. იცოდეთ, შვილებო, რომ მატყუარებმა, ლოთებმა, სხვათა განმხრწნელებმა, ავანტიურისტებმა, მართლმადიდებლობის მდევნელებმა ვერ უნდა შეძლონ პარლამენტში მოხვედრა."

/მამათა ცხოვრება/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)