გსურთ თუ არა აღდგეს საქართველოში მონარქია, კონსტიტუციური (საპარლამენტო) მონარქიის სახელმწიფო წყობის ფორმის სახით, ბაგრატიონთა დინასტიით სათავეში??
P.S. აქ არ მოიაზრება მაინცდამაინც მისი უბრწყინვალესობა, უფლისწული დავით ბაგრატიონ-მუხრანელი
კონსტიტუციური მონარქია გულისხმობს ისეთ მონარქიულ სახელმწიფოს, სადაც მეფის უფლებები შეზღუდულია. თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებში მონარქს ფორმალურად ძალიან ბევრი უფლება აქვს, მაგრამ რეალურად ის თითქმის ვერცერთ უფლებას ვერ იყენებს დამოუკიდებლად. გამონაკლისი შემთხვევაა პოლიტიკური კრიზისი და სხვა მნიშვნელოვანი შემთხვევები, როცა მეფეს შეუძლია ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება ან ეს გადაწყვეტილება შეუთანხმოს მხოლოდ პოლიტიკურ მოღვაწეთა მცირე ჯგუფს.
მეფე არის სიმბოლო ერის ერთიანობისა, იგი მაღლა დგას პოლიტიკურ ბატალიებზე და მას არ გააჩნია კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი. მეფე ზოგადად განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკური განვითარების კურსს, მაგრამ არ ერევა ცალკეულ გადაწყვეტილებათა მიღებაში.
"მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს!"
აქ არ დაპოსტოთ, სანამ ადმინი ტექნიკურად უზრუნველყოფდეს მხოლოდ გამოკითხვის დატოვებას.
ეს არის მხოლოდ გამოკითხვა.
,,კანონისტი" ბევრ თემებს ხურავთ რაზეც არის პასუხები გასაცემი.
დღეს დღეისობით ვინც საქართველოში ცხოვრობს არასდროს არ უცხოვრია მონარქიის პერიოდში შესაბამისად ვერ ვიტყვით კარგი იქნება თუ არა ჩვენთვის.
მითუმეტეს ახლა სხვა პერიოდია და ცხენით და ხმლით აღარ დარბის კაცი...
საქართველოს მეფე ეყოლება აუცილებლად, ეს ნაწინასარმეტყველებია
მას ჩვენ არ ავირჩევთ, მას უფალი აირჩევს და დაადგენს, ის იქნება განსწავლული სარწმუნოებაშI და დიდი სულიერების მქონე ადამიანი იქნება
არანაირად არ მსურს..
ნუ შეადარებთ საქართველოს ინგლისს ჰოლლანდიას, შვედეთს...
საქართველოში მეფობის აღდგენა იქნება იგივე კანონიერი ქურდობის ინსტიტუტის დაბრუნება, ოღონდ სხვა სახელით..
ძირს მეფე!
მოკლედ მეფე გენ დირექტორი და პრეზიდენტი აღმასრულებელი ? მაგარი იქნება ძაან (მე მეფის პირველი მრჩეველი ვიქნები და მერე ნახეთ თუ არ ეგნება რეალური უფლებები )
მივესალმები ყველა სტრატეგიულ ცვლილებას და ექსპერიმენტს, წინ უკეთესობისაკენ... ძირს ცვლილებების შიში...
ჩვენი პრეზიდენტი თუ კაი კაიცა მაგი უნდა იჩალიჩოს...
sergi_glaxa
რას ამბობ კაცო??? გაიაზრე ეგ რც დაწერე?
შენ მეფე არ გსურს?
ვისაც მეფე არ სურს მას ქრისტე არ სურს < არ გაგიგია?
მეფე განსახიერებაა ზეციური მეუფისა....
არანაირად ძირს.. საქრთველოს ეყოლება მეფე (არა ხალხის არჩეული)
sable
ხალხნო ინგლისი, ესპანეთი, მით უმეტეს შვედეთი და საქართველო ერთია?
თან მანდ როგორც ვიცი არასდროს ყოფილა წყვეტა, უმეფობის ხანი, თუ იყო ძალიან მცირედ
ჩვენი ტვინები გადაგვარდა უკვე, თან კანდიდატებს შორის ეჭვი მაქვს ჩხუბი წავა, ყველა პოლიტიკური გაერთიანება თვის კანდიდატურას წამოაყენებს
Ligia
მეფე არა პროკურორი კიდე.
რა ეფე, მოვიდეს, დმაიჯდეს შორენას საყვარელი მეფედ, წაღმაუკუღმა რომ თვრება და მეფე ვარს გაიძახის და მე იმას ჩემი ხლეფასიდან ფული ვუხადო? მარაზმია. არც ერთი ბაგრატიონი არაა დღეს ღირსეული. გქონიათ მაინც შეხება? ასე ჩემს წინაპარს ისეთი კაი მამულები ჰქონდა ასკანაში, მაარ დაერივნენ მაჭუტაძეები და ნაკაშიძეები და... კონსტიტუციური მონარქიაო, რომ ვწერთ. რა უფლებები ექნება მეფეს, თოჯინის? სისულელეა. პოლიტიკოსის? მაგრად გამეცინა, რომელია მანდ პოლიტიკოს?
ვნახოთ რა იქნება.
რომ იცოდეთ როგორ დიდ პატივს სცემენ ევროპაში თავიანთ მეფეებს...
ჩვენი პრობლემა ისაა რომ სისტემას და პიროვნებებს ვურევთ ერთმანეთში...
მე ვფიქრობ რომ ერი არ არის მზად მეფობისათვის, ერს რომელსაზ არ შეუძლია პატივი სცეს მეფეს, არანაირი აზრი არ აქვს იქ კონსტიტუციურ თუ სხვაგვარ მონარქიას...
როგორ დიდ პატივს სცემენ ტრადიციებს ინგლისელები, იაპონელები... ყოველდღიურ ცხოვრებაში, დეტალებში ვლინდება მათი დამოკიდებულება და სიყვარული ტრადიციების მიმართ... ღირსების საკითხია...
ჩვენ ? რა ცოტაა ჩვენში საქმით ქრისტიანები... რა საზოგადოებაც ვართ ის ალტერნატივები გვყავს მეფედაც და მოურავადაც...
მაგრამ,
მაგრამ უნდა გავცდეთ ჩვენ დღევანდელობას, სხვაგვარად არ გამოვა. ხვალინდელი დღე უნდა დავინახოთ, და უნდა დავინახოთ მეფის პოზიციის და არა პიროვნების რეალური ფუნქცია...
საპატრიარქოს უნდა რომ ეს ინსტიტუტი არადგინოს, მაგრამ თუ მან მკაფიოდ გამოკვეთილი და სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქცია ვერ დაინახა, რასაც ერი მეფეს დააკისრებს, და რომელიც განსხვავებული იქნება საპატრიარქოს ფუნქციისაგან, ისე ვერ შეძლებს ამ ამოცანის გადაჭრას...
ამასობაში ერთი იდეა მომივიდა: - მეფემ შეიძლება შეასრულოს ,,არააღმასრულებელი დირექტორის" ე.წ. ნედის ფუნქცია, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ბრიტანეთში. ეს არის ისეთი წარმომადგენელი მინისტრთა კაბინეტში რომელსაც აქვს ხმა გადაწყვეტილებებში და კონკრეტულად არცერთ ფუნქციას და პოლიტიკურ მხარეს არ ეკუთვნის. ის არის მიუკერძოებელი ფიგურა, რომელიც ზრუუნავს ძალატა ბალანსზე და სწორი გადაწყვეტილებების მირებაზე, საერთო ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე - ნებისმიერ საბჭოში არსებოსბ ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესები, ყველა თავის სამინისტროზე ზრუნავს უპირველეს ყოვლისა, ასევე პრეზიდენტს შეიძლება ქონდეს სხვა მოტივები და ინტერესები ვინაიდან ის არ არის მუდმივად და უნდა არ უნდა უწევს პოპულისტური (პიარ) გადაწყვეტილებების მიღება...
გარდა ამისა დიდ ორგანიზაციებში ნედს აქვს უფლება კრიზისულ სიტუაციაში ჩაერთოს და პრეზიდენტის ფუქცია აიღოს თავის თავზე. მისი სტატუსი კი პრეზიდენტის სტატუსის ტოლფასია...
ნეტავ ერთი რაზე დაობთ? შეიძლება დადგენს დრო, როცა ვიტყვით, რომ საპრეზიდენტო მმართველობას მეფე გვირცევნიაო. ანუ, ის წყობა და არა კონკრეტულად მეფეს. ყველა მმართველობას აქვს თავისი უარყოფითი და დადებითი მხარეები. გააჩნია ჩვენს ქვეყანისთვის რა უფრო მისღებია.
neo
მეფობის საოზგაოდებისგან რჩეული კანდიდატი ხომ რას ამბობ, სულ ხალხზე ფიქრობდა და პატივს სცემდა რა. მარტო მეფე ვარ და ბლატაობა, არაა მეფობა.
ჩვენში დარჩეს და, ვინმე არ ჩამოთვლის პლუსებს და მინუსებს? იქნება მეფე კაია.... ან იქნება პრეზიდენტია კაი... ან ორივე ერთად?
ლურჯი ბუ
გოჭის გრიპი არ არსებობდეს, ის ჯობია
neo
neo
37 ტვინგარეცხილი დემოკრატი გამოთქვამს სურვილს ჰყავდეთ მეფე... თქვენ მეფეს მე ტერაქტს მოვუწყობ...
თამარი_ცქნაფო
მქონდა შენი იმედი! ტანკს მართავ?
ძირს მეფე! აწდა მარადის უკუნითი უკუნისამდე!
ვინ უნდა იყოს მეფე, კუკური I ? მეფე არა ჩიხირთმა. მეფე კურთხეული, დიდება მეფეს, დიდება ვეზირებს. ჯერ ერთი შირმა კუკური I და შორენა ბეგაშვილების მდევნელი რა ბოზბაშად გვინდა და მეორეც ერთი არაკონსტიტუციური მონარქიის მომხრეები კიდევ ვიწრო აზროვნებისა მგონია. არანაირი მეფე, არანაირი კერპი და კუმირი, საქართველოს ისტორიის განმავლობაში მეფეების 15%-მა გაამართლა დანარჩენი ან ცუღლუტი იყო, ან ბოთე და ან ხაშლამისტი. გვაროვნულ-ატავისტური ვნება და კარიერიზმი ღუპავდა ჩვენს დიად ერს. თითქმის მეფეების ბოლოდროინდელი უმრავლესობა რეზინიაციის სურვილით იყვნენ შეპყრობილები და ეხლა გაესპანელებული ან გაფრანგებული, ან გავაკელებული მეფე გვსურს?. ვინ იქნება ვინ უწყის. ნეტავ საით მიექანება, ჩვენი გასაბრწყინებელი ივერია?
ეს არის აუცილებელი პირობა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა, ამას ვინც ვერ ხვდება იმისათვის მინი-ლექციაა საჭირო. აბა ვის გაინტერესებთ??????????????????
ისე კარგი იქნება ამ საკითხზე თუ ვიმსჯელებთ და არგუმენტებს დავდებთ. ორივე მხარედან. ისე უბრალოდ მოსაზებების დაბრეხვებაში რა სარგებელია... იქნებ მართლა გავიაზროთ ?
neo
თუ მომავალ მეფეს შორენა ბეგაშვილი გააჩენს მე მინდა მასეთი მეფე
Misha Songulashvili
1. არგუმენტი:
ვინაიდა სახელმწიფოს სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან დიდია, საპრეზიდენტო სისტემა თავისთავად ვერ იქნება საუკეთესო. პრეზიდენტის ინტერესთა სფერო, ხედვა და სტრატეგია საბოლოო ჯამში შემოიფარგლება 4-8 წლიანი პროგრამებით, მაშინ როცა ქვეყნის განვითარებას ესაჭიროება ძალიან გრძელვადიანი გადაწყვეტილებები, ისეთები რომელთაც შედეგები მოაქვს 50-100 წლის შემდეგ. ეს ორი ტიპის ხედვა კი ურთიერთკონფლიქტშია ყოველთვის... გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნები ერთმანეთშ ეწინააღმდეგება და როცა საკითხი დგება არჩევანზე, მაშინ პრეზიდენტი ირჩევს კვერცხ და არა ქათამს. მეფის მოტივები სახელმწიფოს მოტივები როგორც წესი უფრო მეტად ემთხვევა ერთმანეთს... იმიტომ რომ შთამომავლობითი ხაზიც დაუსრულებელია...
მაგალითისათვის:
აქედან გამომდინარე განათლების დონე დაბალ კლასებში კრიზისს განიცდის, ბავშვების სულიერი და ზნეობრივი მხარე უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია ვიდრე გარემონტებული საკლასო ოთახი... თანხა იხარჯება ისეთ რამეებზე რაც დრესვე ჩნს და არა ისეთზე რა პირველ კლასელის სულიერ ზნეობრივ მხარეზე...
ეს პრობლემაა დასავლეთისქვეყნებშიც, შტატებში, ინგლისში, ევროპასში...
გეთანხმებით არგუმენტი ნამდვილად სუსტია . თუმცა აქავე ვიტყვი რომ მეფობა თავისტავად საკმარისი პირობა არ არის, უბრალოდ ხელშემწყობი ფაქტორია, მაგალითად ეს ძალიან კარგად ჩანს ინგლისზე, სადაც ტრადიცუებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ.
თუმცა თუ მეფე მართმადიდებელი არ არის ნაკლებად ექნება მის მეფობას პრაქტიკული მნიშვნელობა.
ანუ: ინტერესების თანხვედრა არის დადებითი ფაქტორი, მაგრამ არც აუცილებელი და არც საკმარისი. არგუმენტი სუსტია.
არგუმენტი 2.
მოდი ვნახოთ არსობრივად რა სხვაობაა მეფესა და პრეზიდენტს შორის.
პრეზიდენტს ირცევს ხალხი.
ეს სისტემა საუკეთესო იქნებოდა ,,ხალხი" რომ რაციონალური იყოს და გადაწყვეტილება რომ ,,ობიექტურ" ინფორმაციას ეყრდნობოდეს. მაგრამ სამწუხაროდ არჩევნებში იმარჯვებს ის ვისაც შეუძლია მოხერხებული პიარი, და აქვს განსაკუთრებული ფინანსური და მორალური მხარდაჭერა ამათუიმ სისტემიდან...
მაგალითად როდესაც ჩატარდა რეფერენდუმი ნატოზე ზოგადად ჩაითვალა რომ ხალხმა არცევანი გააკეტა ნატოში შესვლაზე, მაშინ როცა მოსახლეობის 80%-ი აზრზე არ არის რას ნიშნავს ნატოში შეცვლა და დიდმა ნაწილმა ვაფშე ნატო ვინ არის ისიც არ იცის. ხმები კი რაოდენობიტ იტვლება და არა რაციონით.
დემოკრატიულ სისტემაში იმარჯვებს პიარი და ფული. ეს კი იძლევა ხელუსუფლების მხრიდან პოპულისტური ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას. ანუ კეთდება ისეთი რარაცეები რისი დაპიარებაც შეიძლება და ეს უკანასკნელნი ყოველთვის როდი ემთხვევა იმას რაც სასარგებლოა.
და აქ არაფერ შუაში არ არის არცეთი პიროვნება, ვერავის ვერ დავაბრალებთ რომ პიარის მიზნებიდან გამომდინარე აზროვნებენ, ეს უბრალოდ დემოკრატიული სისტემაა ასეთი...
პიარს კი ფული სჭირდება. და იმარჯვებს ფული. რა თქმა უნდა მოხერხებაც...
სამაგიეროდ იჩაგრება პატიოსნება და ის მომენტი რომ ,,მარჯვენამ ისე უნდა აკეთოს ამის შესახებ მარცხენამ ვერ გაიგოსო" აღარ მუშაობს... პრეზიდენტი ვერასოდეს გახდება თავმდაბალი ადამიანი... ეს შეუძლებელია დემოკრატიულ სისტემაში...
მონარქს კი არ ჭირდება არჩევნებში გამარჯვება და არჩევნებიდან არცევნებამდე კალენდარულის სისტემით აზროვნება... იცით რამდენი რამე არ კეთდება ტავის დროზე და გადადის მომავალში იმისათვის რომ დაემთხვას არჩევნებს ? ეს ყველა ქვეყანაში ასეა... ჩვენები არაფერშუაში არიან. სისტემაა ასეთი...
ნეო აბა შენ აბსოლუტური მონარქია გდომებია
თორემ კონსტიტუციურ მონარქიაში მეფეს ძალაუფლება არ აქვს და შესაბამისად რაც შენ დაწერე პრემიერმინისტრის და პარლამენტის გადასაწყვეტი იქნება და ისევ პიარი და ისევ ფული იქნება მთავარი
მონარქს უნდა ჰქონდეს ძალაუფლება ხელში-სხვანაირი მონარქია(ბუტაფორია)საჭირო არ არის!
ქვეყნის მმართველი უნდა გამოირჩეოდეს სათანადო თვისებებით. ცოდნით, ღირსებით, მორალით, ნიჭით, სიმშვიდით, დიპლომატიით, სულიერი სიძლიერით. ს თვისებები მემკვიდრეობით არ გადადის. ამიტომ არ ვარ მონარქიის აღდგენის მომხრე
კიდევ ერთხელ გადავხედოთ ამ თემას და ავაწკაპუნოთ ჩვენი კლავიატურა. გუშინ მოხდა გიორგი ბაგრატიონ გრუზინსკის მონათვლა რასაც დღეს არერთი სტატია მიეძღვნა მე მაინც ერთ ერთ მათგანს გამოვყოფ. "ლევან ვასაძე: კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას მყარი საფუძველი ჩაეყარა."
წავიკითხე აქ დაწერილი ძველი ფორუმელების აზრი და ახლა ახალ მომხმარებლებს ვთხოვ თავიანთი აზრი დააფიქსირონ. პ.ს არც ძველებს ვუშლით საუბარს :
კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას მყარი საფუძველი ჩაეყარა, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც გუშინ უფლისწული გიორგი მონათლეს.
მისი თქმით, ეს ისტორიული დღეა, გული სავსეა სიხარულით, რადგან ქვეყანა ზეიმობს ჯერ თავის სახელმწიფოებრიობის, შემდეგ კი ავტოკეფალიის აღდგენას.
"ახლა უკვე მყარი
საფუძველი ჩაეყარა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას, როგორც გვაკურთხა მისმა უწმინდესობამ. ჩემთვის უდიდესი პატივია, ვიყო დღეს აქ, ვიყო ბატონიშვილ გიორგის ნათლია", - აღნიშნა ლევან ვასაძემ.
უფლისწული გიორგი გუშინ მცხეთაში, სვეტიცხოველში მონათლეს. მას ოთხი ნათლია ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი სწორედ ლევან ვასაძეა.
ნაკადული: "ინტერპრესნიუსი"
კონსტიტუციური მონარქია არის ძალიან დიდი სისულელე. საქართველო არ არის ეკონომიკურად ისეთი ძლიერი ქვეყანა რომ მუქთად არჩინოს რაღაც ადამიანთა ჯგუფი. შუა საუკუნეებში რომ ვცხოვრობდეთ აბსოლუტურ მონარქიას დავუჭერდი მხარს, მაგრამ დღეს... კარგით რა...
მე არ ვემხრობი ამ ეტაპზე და ამ მდგომარეობაში .
ძან მაგარი იქნება,მონარქია თუ იქნება იქნებ გადავრჩეთ ინხელა ხარჯებს რითაც მთავრობასადა პარლამენტს ვინახავთ,მათზე მიდის მილიარდები,იმის ნაცვლად ხალხს რომ მოხმარდეს
shako1993
მერე მეფეც და პარლამენტიც უნდა ვინახოთ ერთად.
shako1993
კონკრეტულად რაში ხედავ მონარქიის სიკარგეს?
მომწონს მონარქია, ოღონდ ნამდვილი და არა ფორმალური.
მონარქი უნდა იყოს პირველი პირი და არა პატრიარქი.
და თუ პატრიარქი იქნება პირველი - მას უნდა დაერქვას მონარქი.
მაგრამ დღეს ყველანი სისტემის მსახურები არიან. არ ჩანს ჯერ ისეთი ძლიერი პიროვნება - სისტემას რომ მოერიოს და მართოს. უკაცრავად და პატრიარქიც მსოფლიო სისტემას ემორჩილება (იძულებულია) რომ არაფერი ვთქვათ პარლამენტზე და პრეზიდენტზე.
Atm@n
მხევალი ნინო
მე არ ვსაუბრობ კონსტიტუციის კუთხით. არ მაინტერესებს ეგ კანონები. მე გესაუბრები ბუნებრივ, ჰარმონიულ კანონზომიერებებზე დაყრდნობით, და არა ადამიანის მიერ შექმნილი კანონებით.
ნებისმიერ სისტემაში, იქნება ეს მზის სისტემა, გალაქტიკა, ერთი აღებული უჯრედი თუ ადამიანი (ვგულისხმობ ბუნებრივ სისტემებს). მთავარი ცენტრი ყოველთვის ერთია. და ცენტრია ის, რაც (ვინც) ყველაზე ძლიერია, ყველაზე მეტ პასუხისმგებლობას იღებს ამ სისტემაზე და სინატლის (ენერგიის) წყაროა ამ სისტემისთვის. (შეადარეთ მზეს)
მე არც პატრიარქს ვუტევ და არც "მომვალ მეფეს". მე ვამბობ ფაქტს, რომ რეალურად მმართველი ერთია. თუ მეფე ემორჩილება პატრიარქს, ე.ი. პატრიარქია მთავარი მმართველი (ცენტრი). თუ პატრიარქი ემორჩილება მეფეს - პირიქით.
რელიგია და პოლიტიკა ახლაა გაყოფილი ერთმანეთისგან, მაგრამ ადრე ასე არ იყო. პირველყოფილ ტომებშიც კი უფრო ბუნებრივი და ჰარმონიულია მმართველობის სისტემა - მათთან მთავარია შამანი, რომელიც სულიერადაც და ფიზიკური ძალითაც ყველაზე ძლიერი უნდა იყოს. თუ ვინმე შამანს ერევა, ის აღარაა ცენტრი.
ადრე მთელი არმია მეფის პირისპირ რომ გამოგეყვანათ, მეფე მოერეოდა. სხვა შემთხვევაშ ის არ იყო ნამდვილი მეფე. იყო მხოლოდ ფორმალური. მაგრამ რა თქმა უნდა თქვენ არ გჯერატ ამ ზღაპრების
მეფე ავადაც კი არ უნდა გამხდარიყო (სანამ მემკვიდრეს არ დატოვებდა). ის თუ თავის ორგანიზმს (მიკროსისტემას) ვერ მართავს, რანაირად უნდა მართოს მაკროსისტემა?
უკვე დიდი ხანია აღარ არიან დედამიწაზე არც ნამდვილი მეფეები და არც ნამდვილი პატრიარქები. (ქრისტეს არ ვგულისხმობ, იმიტომ რომ ის მიწიერ მმართველად არ მოსულა აქ).
ხოლო ადამიანების მიერ შექმნილი კანონები, და თავად ადამიანები ვემსახურებით სისტემას. ამას ნიშნავს მატერიალიზმი.
ამ ანიმაციაში ძალიან კარგადაა ასახული, თუ როგორ ყავს გამომწყვდეული დედა-სისტემას უმწეო ადამიანი:
სისტემა
http://radikal.ru/fp/4574b02f4fe04cf8a6c0e9950d33115f
სისტემა – ესაა ის, რაც გამოვლენაში და გაძლიერებაში ეხმარება რაღაც არსს. სისტემა არ ბადებს არსს, არამედ მხოლოდ ავლენს, აღნიშნავს და ემსახურება მას.
თუ ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს დავუსვამთ კითხვას – შეუძლია თუ არა რომელიმე კოლექტივს მართავდეს არა ვინმე კონკრეტულად, არამედ სისტემა? იგი გიპასუხებთ, რომ ეს შეუძებელია, რადგანაც სისტემა – ეს მხოლოდ მართვის ინსტრუმენტია და არა მმართველი. თავისთავად სისტემას არ შეუძლია მართოს, იგი ყოველთვის მეორადია იმასთან მიმართებაში, ვინც შექმნა მართვისთვის, ვინც ინარჩუნებს და სულს შთაბერავს. ავტომობილი არ დადის მძღოლის გარეშე. ფირმა არ მუშაობს მეპატრინის გარეშე. ჩვენი სხეული არ ცხოვრობს სულის გარეშე.
მინდა მივულოცო დედამიწის მაცხოვრებლებს. ჩვენ წარმატებულად მოვახდინეთ რეალიზაცია და ახლა ვიმეორებთ და ვამყარებთ საკუთარ თავზე იმ ექსპერიმენტის შედეგს, რომელშიც მივაღწიეთ იმას, რომ სისტემა გვმართავდეს.
ჩვენ საკუთარი შიშის ხაფანგში მოვექეცით – შიშის, რომ ვინმე გვმართავდეს. შედეგად ჩვენ გმართავს «არავინ», ცარიელი ადგილი.
პირველ რიგში ჩვენ უარი ვთქვით იმაზე, რომ გვმართავდეს ძალა, რომელიც არსებობას გვაძლევს. ამას ადვილად მივაღწიეთ – უბრალოდ უარი ვთქვით მისი ჩვენს ცხოვრებაში ცხადი არსებობის დაჯერებაზე. დავიწყეთ ფიქრი, რომ ამ ძალის გარეშე გავიტანდით თავს და მეცნიერების, კულტურის, განათლების, საზოგადოების, კანონის და საკუთარი თავის გარეთ გამოვაცხადეთ იგი. ამგვარად ჩვენ თითქოს განვაცხადეთ: «არ არსებობს არანაირი ძალა, რომელიც არსებობას გვაძლევს. ჩვენ თავად ვაძლევთ მას საკუთარ თავს იმით, რომ ვიკვებებით, გარედან ჩვენი ნეირონების სხვადასხვა გამღიზიანებლებს აღვიქვამთ. შედეგად ჩვენმა ნერვულმა სისტემამ ჩვენში დაბადა ილუზია, რომ არსებობს რაღაც პიროვნებისმაგვარი, ან სულისმაგვარი, რომელიც სხეულთან მიმართებაში რა თქმა უნდა არარეალურია». ღმერთი უკანონო მმართველად გამოცხადდა. ან არსებობს კი იგი საერთოდ? მატერია ნამდვილად არსებობს, მაგრამ ღმერთის არსებობა ჯერ კიდევ დასამტკიცებელია. და ვინ დაიწყებს ამის მტკიცებას? რა თქმა უნდა მატერიალისტები – ისინი ვინც ღმერთს უარყოფენ. ისინი ზუსტად დაამტკიცებენ არსებობს თუ არა იგი. ამაში შეგვიძლია ეჭვიც არ შეგვეპაროს. და თუ ღმერთი არ არსებობს ჩვენ თვითონ შეგვიძლია საკუთარი ცხოვრების მართვა. ასე გაჩნდა იდეა – «ჩვენ თვითონ შეგვიძლია». თვითმართვადი სისტემა, სადაც ღმერთის ადგილი არაა.
ცნება «ჩვენ» – მრავლობითია. «ჩვენ» – ეს სისტემის ელემენტებია. სისტემის წინაშე ჩვენ თანასწორნი ვართ. «ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ!» – გაიჟღერა ვიღაცის ლოზუნგმა. მინდა ვკითხო ამ ადამიანს, ვინც ეს პირველად თქვა: ნუთუ ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ?
როგორც არ უნდა ვარწმუნებდე საკუთარ თავს, მიჭირს დაჯერება, რომ სხვისი ტოლი ვარ. ჩვენ ვცხოვრობთ სიცოცხლის მრავალფეროვანი ფორმების სამყაროში. ადამიანებიც კი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. არც ერთი არ ჰგავს მეორეს. ყველანი ძალიან განსხვავებულნი ვართ. სწორედ ამაშია ცხოვრების მრავალფეროვნების სიხარული, განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობის ბედნიერება.
უარი ვთქვით რა ადამიანების აშკარა განსხვავებულობაზე, ჩვენ გამოვაცხადეთ «ძმობა და თანასწორობა», მაგრამ არ გვითქვამს, რომ განვსხვავდებით, და თანასწორნი ვართ მხოლოდ სისტემის წინაშე, ან ღმერთის წინაშე. მაგრამ რადგანაც ღმერთი არ არსებობს, რჩება სისტემა – ჩვენი ღმერთი. ღმერთის წარმომადგენელი დედამიწაზე შესაბამისად უნდა მოვაშოროთ. არ არსებობს ღმერთი და არ არსებობს მისი წარმომადგენელი. მიგვიფურთხებია ძველი გვარებისთვის, რომლებიც რწმენით და სიმართლით ემსახურებოდნენ ღმერთს. ყველა თანასწორი უნდა იყოს.
შესაბამისად, ვინ იქნება მმართველი, თუკი ყველანი თანასწორნი ვართ?
თანასწორებს შორის ვერავინ იქნება უკეთესი ან უარესი, მაღალი ან დაბალი. ე.ი. უნდა შემოვიღოთ მთელი ხალხის მმართველობა, რათა მართოს ყველამ და ყველა პასუხს აგებდეს ყველაფერზე. მაშინ ხმა მივცეთ და ავირჩიოთ ერთი ადამიანი, რომელიც გვმართავს, და ამავე დროს დავემორჩილებით მას. რა კარგი და ჭკვიანური იდეაა – «ყველასთვის ავირჩიოთ ერთი მსახური, რომელიც ყველაფერს მართავს». ამ იდეის ”გონივრულობისგან” აღფრთოვანებული ვარ. მაგრამ არც თუ ისე გასაგებია – ეს რჩეული გვმართავს თუ გვემსახურება? თუ გვმართავს, მაშინ რით განსხვავდება მეფისგან? ალბათ მხოლოდ იმით, რომ არ განაცხადებს – მეფე ვარო და არ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ მმართველობაზე. ხოლო თუ გვემსახურება, მაშინ როგორ ემსახურება ყველას ერთად? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველას ერთი მსახური გვყავს. ანუ ერთი მსახური ემსახურება არათუ ორ ბატონს, არამედ მრავალს. მაგალითად, თუ მე მინდა, რომ ჩემმა მსახურმა ერთი საქმე გააკეთოს, ჩემს მეზობელს კი სხვა რაღაც უნდა, როგორ მოიქცევა ჩვენი საერთო მსახური?
შედეგად ჩვენ ავირჩიეთ «მმართველი», რომელიც ამბობს, რომ ჩვენი «მსახურია». პასუხისმგებლობას თავის მართვაზე არ იღებს, რადგანაც იგი მხოლოდ «მსახურია», და მას უბრალოდ არ შეუძლია ყველას ემსახუროს – რაც არ უნდა იყოს «მმართველია». მაგრამ მთელი აბსურდი იმაშია, რომ თუ ეს ჩემი «მსახური» არ აკეთებს იმას, რასაც ვეუბნები, ვერც კი გავაგდებ მას. და თუ იგი პასუხისმგებლობას არ იღებს ჩემზე მართვაში, მე ვერ ვანდობ მას საკუთარ თავს. ვერ გავაკეთებ იმას, რასაც მეტყვის.
ყოველი, ვინც ამას წაიკითხავს იტყვის: «მართალია, სწორედ ასეა ყველაფერი. დაე ჩვენმა მმართველებმა გადაწყვიტონ, ვინ არიან, მსახურები თუ მმართველები».
მაგრამ სინამდვილეში ეს კითხვა მიმართულია ყოველი ცნობიერი ადამიანისადმი: – მაშ, ვის ვემსახურებით? ან ვის ვმართავთ?
ეს ხომ ჩვენ გვინდა დემოკრატია – ხალხის მმართველობა. ეს ხომ ჩვენ გვინდა არჩევნებზე დეპუტატები და პრეზიდენტი. ეს ხომ ჩვენ ვმუშაობთ სისტემაზე, რომელშიც არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს. ეს ხომ ჩვენ მიგვყავს ჩვენი ბავშვები სკოლაში, სადაც არაფერს ასწავლიან გარდა იმისა, თუ როგორ იმუშაონ – როგორ იმუშაონ სისტემაზე, სადაც არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს. ეს ხომ ჩვენ მივდივართ ექიმებთან, რომლებიც აღარ იღებენ ჩვენზე პასუხისმგებლობას, თუკი მკურნალობის დროს ჯანდაცვის სისტემის ყველა ინსტრუქციას შეასრულებენ. გამოდის, რომ გვმკურნალობს არა ექიმი, არამედ ჯანდაცვის სისტემა. გამოდის, ჩვენს ბავშვებს ასწავლის არა მასწავლებელი, არამედ განათლების სისტემა. გამოდის, ქვეყანას მართავს არა მმართველი, არამედ სახელმწიფო სისტემა თავისი კონსტიტუციით.
მთელი თანამედროვე საზოგადოება სისტემით იმართება. ამის დაჯერება რთულია, მაგრამ ე ასეა.
სისტემა იმდენად ძლიერი გახდა, რომ მისი შეცვლა ცალკეული ქვეყნის პრეზიდენტსაც კი არ შეუძლია. პრეზიდენტი ხომ მსოფლიო სისტემას ემორჩილება. ვერც ერთი სახელმწიფო ვერ გაბედავს მსოფლიო სისტემის საწინააღმდეგოდ წასვლას. და არც უნდა ეს, უბრალოდ იმიტომ, რომ კომფორტულია სისტემაში ყოფნა. იგი გვაჭმევს და გვასმევს, გვაძლევს განათლებას და წამლებს, უზრუნველგვყოფს ფინანსებით და ენერგო-რესურსებით, უზრუნველყოფს ჩვენს დაცვას და გვპირდება სტაბილურობის გარანტიას. სისტემისადმი მსახურებამ ჩვენს მმართველად, ჩვენს ღმერთად აქცია იგი.
მაგრამ ვერც ერთი სისტემა ვერ იარსებებს ცოცხალი სულის გარეშე. ის, თუ როგორი სული მართავს სისტემას, შეგვიძია დავინახოთ ამ სისტემის თვისებებით, როგორია მასშჳ ყველა ელემენტის (ადამიანების) ურთიერთდამოკიდებულების პრინციპი, რამდენად ჯანმრთელია ეს სისტემა, რამდენად ლამაზია, ჰარმონიულია, მშვიდობიანია. სისტემა – ეს ხომ რომელიღაც სულის სხეულია. ნათელი სული თავის გარშემო სინათლის სხეულს ქმნის. იქ, სადაც სინათლეა, ყოველთვის ჩანს მისი წყარო – მმართველი, რომელიც ამბობს: «მე ვაგებ პასუხს ყველაფერზე».
ჩვენი სისტემაც არსებობს, შესაბამისად მასაც აქვს სული. მაგრამ როგორი ბუნებისაა ეს სული? თუ იგი სინათლეა, მაშინ უნდა ვხედავდეთ იმას, ვინც იღებს პასუხისმგებლობას. თუ მას ვერ ვხედავთ, ე.ი. ეს სიბნელეა. სიბნელის წყაროს ვერავინ ვერ ხედავს. სიბნელის მმართველს ვერავინ დაინახავს. «ბნელი» – ამ სიტყვით შეგვიძლია შევცვალოთ სიტყვა «უმრავლესობა». როცა ბევრი (უმრავლესობა) იწყებს მართვას – რეალურად სიბნელეა მმართველი, რომელშიც არავინ იღებს საკუთარ თავზე მმართველობას. ჩვენი სისტემის ცენტრში იმყოფება დიადი სიცარიელე – ცარიელი ადგილი, რომელსაც ჩვენ ყველანი ვემსახურებით. ამ ცარიელ ადგილას პირობითად შეგვიძლია ნებისმიერი ადამიანი დავაყენოთ, მიუხედავად მისი სულიერი და მორალური თვისებებისა, რომელიც მხოლოდ ფორმალურად უნდა იყოს მმართველი, სინამდვილეში კი სისტემას, მის სტაბილურობას და საიმედოობას უნდა ემსახუროს. ადამიანები შეგვიძლია შევცვალოთ, სისტემა კი ურღვევი და უცვლელია. ამასთან სისტემისთვის სულ ერთია, ვინ შეავსებს მას – მამაკაცები თუ ქალები, ძლიერები თუ სუსტები, გონიერები თუ სულელები. მთავარია, რომ სისტემა შენარჩუნებული იყოს ცოცხალი ადამიანებით. რაც მეტია ჩართული სისტემაში, და რაც ნაკლებად იციან მათ ცხოვრების კანონების არსებობის, და არა სისტემის კანონების შესახებ,მით უფრო მნიშვნელოვნად და ძლიერად გრძნობს თავს სისტემა.
ცარიელ ადგილს თავისი დამხმარე ცარიელი ადგილები ჰყავს, მათ თავის მხრივ სხვა დამხმარე ცარიელი ადგილები, და ასე იზრდება სისტემა მრავალ ცარიელ ადგილად. ჩვენ მათ ვუწოდებთ «თანამდებობებს», ან «სამუშაო ადგილებს», ან «ვაკანსიებს». ყოველი ეს ცარიელი ადგილი ელოდება თავის თაყვანისმცემლებს, რომლებიც იცვლებიან და მთელი ძალით იბრძვიან, რომ საჭირო ცარიელ ადგილას მოხვდნენ, ცხოვრების მთავარ მიზნად თვლიან მას. ცარიელი ადგილი ხომ ძალაუფლებას, სიმდიდრეს, ძალას, შესაძლებლობებს და უფლებამოსილებებს იძლევა სისტემაში.
სისტემა განადიდებს თავის მნიშვნელობას და აკნინებს სულის, ანუ არსის ფასეულობას. ფორმის ძალა დომინანტი ხდება არსის ძალაზე. სხეული სულზე მნიშვნელოვანია, მატერია ღმერთზე მნიშვნელოვანია, პროფესია პროფესიონალზე მნიშვნელვანია, სახელმწიფო ხალხზე მნიშვნელოვანია, პასპორტი ადამიანზე მნიშვნელოვანია, ფული ადამიანურ ურთიერთობებზე უფრო მნიშვნელოვანია.
მმართველობა ცარიელია, ფული ცარიელია, განათლება ცარიელია, კულტურა ცარიელია, მსოფლმხედველობა ცარიელია, ადამიანები ცარიელნი არიან – აი შედეგი ცარიელი მოვლენის – სისტემის მმართველობისა.
ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი
გამგები გაიგებს!..
და თუ ვერ აცნობიერებთ, რომ ახლა, ამჟამად დედამიწაზე ყველანი ამ სისტემის მონები ვართ, მაშინ ძალიან გვიჭირს და ეგაა
და პირველ რიგში სულიერი ადამიანები და სულიერი ორგანიზაციები არ უნდა ემორჩილებოდნენ სისტემას, მაგრამ დღეს ორგანიზაციას ძალიან გაუჭირდება (მინიმუმ ფინანსურად) თუ სისტემასთან თანხმობაში არ მოდის.
აი ადამიანმა კი შეიძლება გაუწიოს წინააღმდეგობა, მაგრამ ძალიან დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს ამისთვის და მაქსიმუმ "წმინდანად" შერაცხონ.
სწორედ ამაში ვგულისხმობ, რომ აზრი არ აქვს მონარქი იქნება თუ პრეზიდენტი, თუკი ის მსოფლიო სისტემის მონა გახდება.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience