თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია და სახელმწიფო _ სახელმწიფო წყობის ფორმები

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 19 2008, 05:16 PM

რახან ხშირად ისმის ეს საკითხი, ჯობს კარგად გავმიჯნოთ სახელმწიფო წყობის რა ფორმები არსებობს.

ზოგადად, უნდა ვიცოდეთ, რომ სახელმწიფოში არსებობს ხელისუფლების 3 შტო:
ა) საკანონმდებლო - რომლის ფუნქციაა ქვეყანაში ძირითადი საკანონმდებლო ბაზის შექმნა. არსებობს ერთ- და ორპალატიანი პარლამენტები. ორპალატიანში, როგორც წესი, ზედა პალატა ფორმირდება მაჟორიტარული წესით, ანუ წარმომადგენლებით რეგიონებიდან, ხოლო ქვედა - პროპორციული წესით, ანუ პოლიტიკური პარტიების სიების მიხედვით; ერთპალატიანში - შერეულად
ბ) აღმასრულებელი - რომლის ფუნქციაა ქვეყანაში მიღებული კანონების აღსრულება. აღმასრულებელ ხელისუფლებაში შეიძლება შედიოდეს პრეზიდენტიც და აუცილებლად არის მთავრობის მეთაური.
გ) სასამართლო - რომლის ფუნქციაა ქვეყანაში მართლმსაჯულების განხორციელება. მართლმსაჯულება არსებობს ადმინისტრაციული (იხილავს დავებს კანონქვემდებარე აქტებთან დაკავშირებით, ანუ მოქალაქე უჩივის აღმ. ხელისუფლებას, აგრეთვე მცირე მნიშვნელობის სამართალდარღვევებს), სამოქალაქო (იხილავს კერძო ხასიათის დავებს მოქალაქეთა შორის), სისხლის (იხილავს დანაშაულებთან დაკავშირებულ საქმეებს) და საკონსტიტუციო (იხილავს კანონების და სხვა აქტების შესაბამისობას კონსტიტუციასთან)

წყობის მხრივ არსებობს:
ა) რესპუბლიკა, რომლის მეთაურია პრეზიდენტი
ბ) მონარქია, რომლის მეთაურია მეფე

რესპუბლიკა

ლათ. res publica - სახალხო საქმე. სახ-ფო წყობის ფორმა, როდესაც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება არჩევითია. არსებობს 3 ტიპის რესპუბლიკა:

საპრეზიდენტო
აქ სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი არის აგრეთვე, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურიც. მთავრობა, როგორც დამოუკიდებელი ორგანო, არ არსებობს. მინისტრები ქმნიან პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს. ქვეყანას არ ჰყავს პრემიერ-მინისტრი. შეიძლება ჰქონდეს ვიცე-პრეზიდენტის პოსტი. საპრეზიდენტო რესპუბლიკის მაგალითია შეერთებული შტატები. ამ ტიპის რესპუბლიკა იყო საქართველო 1995-2004 წწ.

ნახევრად-საპრეზიდენტო
აქ პრეზიდენტი არის მხოლოდ სახელმწიფოს მეთაური. მთავრობა არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. პრეზიდენტს უფლება აქვს დაითხოვოს პარლამენტი. აღნიშნულის კლასიკური მაგალითია საფრანგეთი. ამ ტიპის რესპუბლიკაა საქართველო ამჟამად (2004 წლიდან)

საპარლამენტო
აქ პრეზიდენტი სიმბოლური მმართველია, საკმაოდ შეზღუდული უფლებებით. ძირითადი ძალაუფლება არის მთავრობის მეთაურის ხელში, რომელიც, როგორც წესი, წარმოადგენს პარლამენტში გამარჯვებული პარტიის ლიდერს, ან (თუ ვერცერთმა ვერ გაიმარჯვა) იქმნება კოალიციური მთავრობა. ამ ტიპის რესპუბლიკებია ევროპის ბევრი სახელმწიფო, მათ შორის, გერმანია და იტალია


მონარქია

ბერძნ. μοναρχία - ერთმმართველობა. სახ-ფო წყობის ფორმა, როდესაც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება მემკვიდრეობითია. არსებობს 3 ტიპის მონარქია:

საპარლამენტო
თითქმის იდენტურია საპარლამენტო რესპუბლიკისა, მხოლოდ მეფის შეზღუდული როლი ხშირად ტრადიციას წარმოადგენს და კანონმდებლობით ოფიციალურად არც არის რეგლამენტირებული. საპარლამენტო მონარქიაა ევროპის აბსოლუტურად ყველა მონარქია

დუალისტური
წააგავს ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკას. აქ მეფეს აქვს ძლიერი ხელისუფლება, მაგრამ შეზღუდულია ხალხის მიერ არჩეული პარლამენტით. დუალისტური მონარქია აქვს მაროკოს

აბსოლუტური
მონარქიის ტიპი, როცა ქვეყნის მთელი ხელისუფლება (მათ შორის, შესაძლოა, რელიგიურიც) არის ერთი ადამიანის ხელში. ასეთ ქვეყანაში არ არსებობს პარლამენტი, თანამდებობაზე ხალხი ინიშნება მხოლოდ მეფის ნება-სურვილით. დღევანდელ ეპოქაში ასეთი მონარქია არის საუდის არაბეთში.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 22 2008, 02:33 PM

ნუთუ, არავის დაგაინტერესათ?

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Feb 22 2008, 06:26 PM

ციტატა(კანონისტი @ Feb 22 2008, 02:33 PM) *

ნუთუ, არავის დაგაინტერესათ?


როგორ არა დავით..შენ თუ გაქვს ის მასალა, სადაც არის სახელმწიფო ტიპები მითითებული?

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 22 2008, 08:57 PM

დავით, ყველა ტიპის მაგალითი ქვეყნები დაწერე კაი იქნება, უფრო გავერკვევით.
ჯარი არ შედის სადმე მაგ შენ ჩამოთვლილებში? აღარ მახსოვს ქართულად რა ტერმინი ერქვა , სამართალში ვისწავლეთ 25 წლის წინ smile.gif მგონი მიმიხვდი რა გკითხე,თუ არა და გონზე მოვიდე ეგება და გასაგებად დავწერო,ან გამახსენდეს.

პ.ს. აი, პუჩის დროს რომ სამხედრო იგდებს ვთქვათ ხელისუფლებას ხელში,იმას რამე სახელი ქვია? მოკლედ, ამის შესახებაც. მაპატიე, არეული ვარ და ვბოდიალობ გაურკვევლად.

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Mar 15 2008, 02:31 AM

ციტატა
ნახევრად-საპრეზიდენტო
აქ პრეზიდენტი არის მხოლოდ სახელმწიფოს მეთაური. მთავრობა არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. პრეზიდენტს უფლება აქვს დაითხოვოს პარლამენტი. აღნიშნულის კლასიკური მაგალითია საფრანგეთი. ამ ტიპის რესპუბლიკაა საქართველო ამჟამად (2004 წლიდან)


smile.gif აი ,ამაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმები no.gif დავით,რადგან რეალურად დღეს მთავრობაც და პრემიერ-მინისტრიც , პრეზიდენტის ნებაზე არიან სწორედ დამოკიდებულნი და მის ნების შემსრულებლები არიან,ამიტომაც დღეს ისევ არა ნახევრად-საპრეზიდენტო,არამედ საპრეზიდენტო მოდელით იმართება ქვეყანა.
-საერთოდ კი, მე შენს მიერ ჩამოთვლილი მოდელებიდან ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად ჩვენი ქვეყნისთვის საპარლამენტო,ანუ კონსტიტუციური მონარქია მიმაჩნია.

პატივისცემით ხორნაბუჯელი.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 15 2008, 02:47 AM

xornabujeli
ეგ წყობა არ არის. ეგ შეიძლება იყოს შექმნილი რეალობა (თან შენი პირადი აზრით). ის, რომ რომელიმე ქვეყანაში პრეზიდენტი ან პრემიერი ძლიერი თუ სუსტი პოლიტიკური ფიგურაა, სულაც არ წარმოადგენს სახელმწიფო წყობის მახასიათებელ თვისებას და მით უმეტეს, ფორმას

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Mar 15 2008, 03:21 AM

ციტატა(კანონისტი @ Mar 15 2008, 01:47 AM) *

xornabujeli
ეგ წყობა არ არის. ეგ შეიძლება იყოს შექმნილი რეალობა (თან შენი პირადი აზრით). ის, რომ რომელიმე ქვეყანაში პრეზიდენტი ან პრემიერი ძლიერი თუ სუსტი პოლიტიკური ფიგურაა, სულაც არ წარმოადგენს სახელმწიფო წყობის მახასიათებელ თვისებას და მით უმეტეს, ფორმას

smile.gifრა არის?უფრო სრულად, სახელმწიფო მოწყობის ფორმაა.დიახაც არის შექმნილი რეალობა(და არა მარტო ჩემი პირადი,არამედ საქართველოს მოსახლეობის,მინიმუმ 50%-ის აზრი).
ზუსტად პრეზიდენტის გავლენით არის დღევანდელი პრემიერი სუსტი,თორემ აწ განსვენებულ ზურაბ ჟვანიას პრემიერობის დროს ნამდვილად არ ეთქმოდა სუსტი ...
-შენთვის ფორმა უფრო მნიშვნელოვანია,თუ შინაარსი.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 15 2008, 01:05 PM

xornabujeli
გიო, თემის მიზანი არის სახელმწიფო წყობის ფორმებში გარკვევა

აი, ესპანეთისა და ბრიტანეთის მაგალითს გეტყვი:
წყობის ფორმით: ორივე კონსტ. მონარქია
მეფის უფლებები კანონით: მეტია ბრიტანეთში
მეფის უფლებები რეალურად: მეტია ესპანეთში
მიზეზი: ხუან კარლოსი არის კაცი და მეტი აინტერესებს პოლიტიკაში

ამიტომ, თემა ეძღვნება სამართლებრივი საკითხების გარჩევას და არა ცალკეული პოლიტიკური ვითარების შეფასებას

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Mar 17 2008, 03:55 AM

ციტატა(კანონისტი @ Mar 15 2008, 12:05 PM) *

xornabujeli
გიო, თემის მიზანი არის სახელმწიფო წყობის ფორმებში გარკვევა

აი, ესპანეთისა და ბრიტანეთის მაგალითს გეტყვი:
წყობის ფორმით: ორივე კონსტ. მონარქია
მეფის უფლებები კანონით: მეტია ბრიტანეთში
მეფის უფლებები რეალურად: მეტია ესპანეთში
მიზეზი: ხუან კარლოსი არის კაცი და მეტი აინტერესებს პოლიტიკაში

ამიტომ, თემა ეძღვნება სამართლებრივი საკითხების გარჩევას და არა ცალკეული პოლიტიკური ვითარების შეფასებას

smile.gif გასაგებია დავით,მაპატიე თუ თემას ცოტა გადავუხვიე,მაგრამ სხვანაირად ვერ ვიტყოდი სათქმელს,რადგან
ძლიერ , თუ სუსტ პოლიტიკურ ფიგურას , პიროვნული მაგალითის გარეშე ვერ ავხსნიდი,ხოლო რაც შეეხება ესპანეთისა და ბრიტანეთის მაგალითს,ჩემის აზრითაც თვითონ პიროვნებაზეც ბევრია დამოკიდებული ,თუ რამდენად აინტერესებს არა მარტო პოლიტიკა ,არამედ თავისი ქვეყნისა და ხალხის ბედ-იღბალი და რას აკეთებს მათი უკეთესი მომავლისათვის,მაგრამ ასევე მნიშნელოვანია მეფის უფლებები კანონითაც იყოს განმტკიცებული.
მესმის...

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Mar 17 2008, 10:23 AM

ასევე საინტერესო იქნება მართველობის ფორმებზე საუბარი, თანაც ისეთებზე, როგორებიც არის პლუტოკრატია, არისტოკრატია,თეოკრატია და ა.შ

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Mar 18 2008, 11:16 PM

smile.gif კარგი,მოდი დავიწყოთ არისტოკრატიით: არისტოკრატია-[ბერძ. aristokratia] - 1. კლასობრივ საზოგადოებაში: უმაღლესი წოდება, გაბატონებული კლასის პრივილეგირებული ფენა, დიდგვარიანები. 2. კაპიტალისტურ ქვეყნებში: რომელიმე კლასის ან სოციალური ჯგუფის პრივილეგირებული ნაწილი, ზედაფენა. 3. (ისტ.). სახელმწიფო მმართველობის ისეთი ფორმა, როდესაც ძალაუფლება დიდებულთა მცირერიცხოვანი პრივილეგირებული კლასის ხელშია (მაგ., ძველ საბერძნეთსა და რომში).

პლუტოკრატია [ბერძ. plutokratia, plutos სიმდიდრე და kratos ძალა, ძალაუფლება] - 1. პოლიტიკური წყობილება, რომლის დროსაც სახელმწიფოს მართავს გაბატონებული კლასის ყველაზე მდიდარ წარმომადგენელთა მცირერიცხოვანი ჯგუფი, ხოლო ხალხი სრულიად უუფლებოა. 2. (კრებ.). პლუტოკრატები

თეოკრატია [ბერძ.theos ღმერთი და kratos ხელისუფლება]- მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც პოლიტიკური ძალაუფლება სამღვდელოებას ეკუთვნის.

და ბოლოს ,მივამატებდი ჩვენთვის კარგად ნაცნობ დემოკრატიას.
დემოკრატია [ბერძ.demokratia]-1.სახელმწიფო მმართველობის ფორმა, პოლიტიკური წყობილება, რომლის დროსაც უმაღლესი ხელისუფლება ხალხს ეკუთვნის. ბურჟუაზიული დემოკრატია-პოლიტიკური წყობილება, რომლის დროსაც პარლამენტარიზმს არის ამოფარებული ბურჟუაზიული დიქტატურა. 2.რაიმე კოლექტივის ხელმძღვანელობა, რომლის დროსაც უზრუნველყოფილია მთელი კოლექტივის ქმედითი მონაწილეობა და გადამწყვეტი გავლენა.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 31 2008, 06:28 PM

xornabujeli
კარგია გიო smile.gif

პოსტის ავტორი: XAFRAN თარიღი: Mar 31 2008, 11:44 PM


იქ სადაც სასულიერო პირია სახელმწიფოს მეთაური მგონი თეოკრატიული სახელმწიფოა არააა... თუ ვბოდავ biggrin.gif

აი ეს წყობა კაი იქნება საქართველოში.

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Apr 1 2008, 09:12 PM

ციტატა(კანონისტი @ Mar 31 2008, 05:28 PM) *

xornabujeli
კარგია გიო smile.gif

smile.gif ისე რა, ვიჯახირე ცოტა რაღაც,მაინც გმადლობ,გაიხარე.

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Apr 1 2008, 09:23 PM

XAFRAN დაპოსტვის თარიღი გუშინ, 10:44 PM

იქ სადაც სასულიერო პირია სახელმწიფოს მეთაური მგონი თეოკრატიული სახელმწიფოა არააა... თუ ვბოდავ

აი ეს წყობა კაი იქნება საქართველოში.

smile.gif კი,პრინციპში იგივეა, თოკრატიულია.
მე არ ვიცი როგორი იქნებოდა,ეგ მსჯელობის საგანია...

-მოდი, აქვე, გავაგრძელებ სახელმწიფო მოწყობის სხვა ტიპებსაც:


უნიტარული [ფრანგ. unitaire] - მთლიანი, ერთიანი, გაერთიანებული, უ ნ ი ტ ა რ უ ლ ი ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო-ისეთი სახელმწიფო, რომლის ტერიტორია არა არის დაყოფილი ფედერაციულ ერთეულებად (შტაბებად, მხარეებად და სხვ.).




ფედერაცია [ფრანგ. federation] - 1. სახელმწიფო წყობილების ფორმა, რომლის დროსაც რამდენიმე სახელმწიფოსაგან იქმნება ერთი სახელმწიფო. 2. ცალკეულ საზოგადოებათა, ორგანიზაციათა კავშირი.



კონფედერაცია [ლათ.confoederatio]-1.რაიმე საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კავშირი, გაერთიანება. 2.დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირი. 3.(ისტ.). ფეოდალურ-ბატონყმურ პოლონეთში: შლიახტის (წვრილ აზნაურთა) დროებითი კავშირი, რომელიც იქმნებოდა გარკვეული პოლიტიკური მიზნის მისაღწევად.



პოსტის ავტორი: გრიგოლი თარიღი: Jun 26 2009, 03:21 PM

,,კანონისტი'' თუ მართველობა ან ერი თუ ბერი სანამ უზნეობის ჭაობშია არაფერი არ გვეშველება. ძმაო ყველაფერი ზნეობაზეა დამოკოდებული. წყობა კი არა ენა, მამული და სარწმუნოება შექმნის ისე როგორც საჭიროა. დანარჩენი წყლის ნაყვაა. ნაყოს ვისაც უნდა.

პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Feb 21 2010, 09:13 PM

კანონისტი

ციტატა
აი, ესპანეთისა და ბრიტანეთის მაგალითს გეტყვი:
წყობის ფორმით: ორივე კონსტ. მონარქია
მეფის უფლებები კანონით: მეტია ბრიტანეთში
მეფის უფლებები რეალურად: მეტია ესპანეთში
მიზეზი: ხუან კარლოსი არის კაცი და მეტი აინტერესებს პოლიტიკაში

შენ რომ კაცმა გკითხოს გამოდის რომ სახელმწიფო წყობის საკითხი სუბიექტურად წყდება და კონსტიტუციას ქიშტი? სამწუხაროდ ეგრე ფიქრობს მიშა და იმიტომაც გვაქვს დიდი ხიშტი.
პ.ს. სხვისი არ ვიცი მაგრამ მე ძაან მომწონს ირანის მაგალითი. საქართველოშიც პატრიარქს რომ იგივე უფლებები ჰქონდეს რაც ირანში აიათოლას არ გვაწყენდა.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 31 2012, 05:50 PM

ციტატა(A.V.M @ Jul 31 2012, 12:08 AM) *

შეიძლება ცოტა სხვაგვარ საკითხზეა ვიდეო,რომელიც უნდა დავდო,მაგრამ არ შემეძლო რომ ასე არ მექნა.




კარგი ვიდეოა, მაგრამ აქ რა შუაშია, ვერ გავიგე.

ვიდეო, ყველამ ნახოს : )


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 31 2012, 06:05 PM

ციტატა

კარგი ვიდეოა, მაგრამ აქ რა შუაშია, ვერ გავიგე.

მეც დავწერე ეგ...
უბრალოდ სახელმწიფოზე სხვა თემა ვერ ვნახე უცბათ...

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jul 31 2012, 07:01 PM

რა ააშენეს?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 31 2012, 09:32 PM

რბილად რომ ვთქვათ გასართობი სახლი...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)