თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია და სახელმწიფო _ მართლმადიდებლობა,როგორც სახელმწიფო რელიგია

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Nov 10 2008, 12:40 AM

ამ ბოლო დროს ხშირად ისმის განცხადებები (ოპოზიციის მხრიდან განსაკუთრებით), ქულების დაწერის მიზნით და ხალხის თვალში ნდობის მანდატის ასამაღლებლად თუ გულწრფელი სურვილით ეგ აღარ ვიცი,რომ მართლმადიდებლობა უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო რელიგიად.
მაინტერესებს,ჩვენი ფორუმის აქტიური საზოგადოება რას ფიქრობს ამაზე,რას ნიშნავს თქვენთვის მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება და აქვს თუ არა დადებითი თუ უარყოფითი მხარეები?
ველი პასუხებს smile.gif

თუ მსგავსი თემა გახსნილია,მოდერატორს ვთხოვ გააერთიანოს smile.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Nov 10 2008, 01:55 AM

inaina
ეხლა, შენ როგორ ფიქრობ, ამ ორიდან:

ციტატა
ხალხის თვალში ნდობის მანდატის ასამაღლებლად თუ გულწრფელი სურვილით ეგ აღარ ვიცი

რომელი იქნება? IPB-ს სურათი

ციტატა
მაინტერესებს,ჩვენი ფორუმის აქტიური საზოგადოება რას ფიქრობს ამაზე,რას ნიშნავს თქვენთვის მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება და აქვს თუ არა დადებითი თუ უარყოფითი მხარეები?

ძალიან ბევრს წარმოუდგენია, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ხალხი ეგრევე ეკლესიებს მიაწყდება და ა.შ.
არაფერი მაგის მსგავსი არ არის.
მე როგორც ვიცი ეკლესიას რაღაც მატერიალური ვალდებულებებიც კი ეკისრება სახელმწიფოს წინაშე.
უბრალოდ, რელიგიური დღესასწაულები გამოცხადდება დასვენების დღეებად და ჯვრისწერის მოწმობას ექნება იურიდიული ძალა.
სხვას არაფერს არ წარმოადგენს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.

საბერძნეთშია ეგერ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგია , მაგრამ მაგაზე გახრწნილი მართლმადიდებლური ქვეყანა "რაზვე ჩტო" რუსეთი მაქვს მარტო ნანახი.

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Nov 10 2008, 10:36 AM

ვეშაპო

ციტატა
რომელი იქნება?

ალბად პირველი biggrin.gif
ციტატა
საბერძნეთშია ეგერ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგია , მაგრამ მაგაზე გახრწნილი მართლმადიდებლური ქვეყანა "რაზვე ჩტო" რუსეთი მაქვს მარტო ნანახი

ნათლობის მომსახურების ანაზღაურებას ეკლესიაში გამოჩრილი ბანკომატიდან იხდი,რომლის თითქმის ნახევარი სახელმწიფო ბიუჯეტში მიდის cool.gif

პოსტის ავტორი: HANIBALA თარიღი: Nov 10 2008, 07:56 PM

ის ვინც იფიქრებს რომ რელიგია საქართველოში იყოს თავისუფალი,და რომ ყველას უფლება აქვს იწამოს ის რაც უნდა,სისულელეა ძალიან,ეგ არის ერის დაშორება ერთმანეთან და ბოროტისთვის ძალიან დიდი ხელის შეწყობა ეს აზრი რომ არ გავრცელდეს მისი იდეოლოგი უნდა იქნეს გაჩუმებული ნებისმიერი ხერხით!!!

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Nov 15 2008, 09:23 PM

არ არის აზრები?
ეეჰ cool.gif


მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 15 2008, 09:26 PM

inaina
ამ თემაზე იყო მსჯელობა ადრე, საკმაოდ დიდიც smile.gif

თუ არ ვცდები, ეკლესია და სახელმწიფოს განყოფილებაშია.

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Nov 15 2008, 09:28 PM

k@the
მადლობა,ახლა ვნახავ smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Nov 16 2008, 12:14 AM

ღმერთმა დაიფაროს ეკლესია.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Nov 16 2008, 12:21 AM

ციტატა
ძალიან ბევრს წარმოუდგენია, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ხალხი ეგრევე ეკლესიებს მიაწყდება და ა.შ.

ეკლესიას აი ეგრე მიმწყდარი მრევლი არ გაიშვა

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Nov 16 2008, 01:04 AM

მინდა აბა რაა smile.gif ერის ერთობის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა smile.gif

პოსტის ავტორი: chelo თარიღი: Nov 16 2008, 01:24 AM

მე როგორც ვიცი ეკლესია მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას უარყოფითად უყურებს,მიაჩნიათ,რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო ჩაერევა ეკლესიის საქმეებში.

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Nov 16 2008, 01:50 PM

ვერ ვნახე მსგავსი თემა,დროც არა მაქვს,რომ ყველა წავიკითხო,ამიტომ ისევ აქ დავწერ smile.gif
თავიდან მეგონა ეს აუცილებელი და საჭირო ნაბიჯი იქნებოდა და არ ვიცი,რატომ მაგრამ არ მქონდა წარმოდგენა,რას ნიშნავდა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება და ვთვლიდი რომ ეს კარგია,მაგრამ ერთხელ გიორგი ანდრიაძემ მითხრა,რომ ეს ჩვენ არ გვჭირდება და ეს სულაც არ არის კარგი ეკლესიისთვის,ამის მერე გავიაზრე მხოლოდ და მივხვდი,რომ ის რაც გგონია რომ იცი,შეიძლება არ იცი და შეგნებულად ხდება ამის დამალვა ხალხისთვის,რადგან თუ არ გეცოდინება რას ნიშნავს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება,უბრალოდ ჩათვლი, რა კარგი კაცია ესა თუ ის,ეს რა კარგი რამე დაუსახავს მიზნად,მე ამას ვუჭერ მხარს და სულ ესაა. smile.gif
ალბად კარგი იქნება ამაზე ვიმსჯელოთ,რათა უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს,რომ
მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არ ნიშნავს იმას,რომ ეკლესიები ჩაერევიან კანონების მიღებაში.
ვისაც განსხვავებული აზრი გაქვთ დააფიქსირეთ,საინტერესოა რატომ მიგვაჩნია ზოგიერთ ჩვენგანს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება დადებით მოვლენად smile.gif

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Nov 16 2008, 02:59 PM

chelo
ეგ კი მართალია, მაგრამ ისედაც კარგად ერევა a075.gif მაშინ ეკლესიასაც შეეძლება ჩაერიოს სახელმწიფოს საქმეებში

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Nov 17 2008, 09:50 PM

dariala

ციტატა
ეკლესიასაც შეეძლება ჩაერიოს სახელმწიფოს საქმეებში

ელესია ჩაერევა სახელმწიფო საქმეებში თუ სახელმწიფო ჩაერევა ეკლესიის საქმეებში? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: გუდმუნდი თარიღი: Nov 17 2008, 10:52 PM

და აბა რა არის ჩვენი სახელმწიფო რელიგია?

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Nov 17 2008, 11:13 PM

გუდმუნდი
მგონი სახელმწიფო რელიგია არ გვაქვს,ჩვენთან დემოკრატიული წყობაა,თავისუფალი აღმსარებლობითურთ dntknw.gif

პოსტის ავტორი: გუდმუნდი თარიღი: Nov 17 2008, 11:16 PM

ციტატა(inaina @ Nov 17 2008, 11:13 PM) *

გუდმუნდი
მგონი სახელმწიფო რელიგია არ გვაქვს,ჩვენთან დემოკრატიული წყობაა,თავისუფალი აღმსარებლობითურთ dntknw.gif

ააა. ეგ მართლა არ ვიცოდი


ჩემი აზრით არაა საჭირო ამის ოფიციალურად გამოცხადება,ფურცელზე დაწერილს აბა რა აზრი აქვს. ისედაც ყველამ იცის რომ მართმადიდებლური ქვეყანა ვართ. cool.gif

პოსტის ავტორი: chelo თარიღი: Nov 17 2008, 11:50 PM

ციტატა(dariala @ Nov 16 2008, 02:59 PM) *

chelo
ეგ კი მართალია, მაგრამ ისედაც კარგად ერევა a075.gif მაშინ ეკლესიასაც შეეძლება ჩაერიოს სახელმწიფოს საქმეებში

ვერ ერევა ჩემო კარგო მიუხედავად მათი მცდელობისა.ისე გამიხარდა შენი გამოჩენა(თუ მე არ ვჩანდი) smile.gif

პოსტის ავტორი: agnosticos თარიღი: Dec 9 2008, 11:09 PM

მართლმადიდებლების გარდა ხომ ცხოვრობს სხვა ხალხიც ამ ქვეყანაში? თანაც დაახლოებით 18-19%. იმათ რა ქნან?

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Dec 9 2008, 11:19 PM

ციტატა(agnosticos @ Dec 9 2008, 11:09 PM) *

მართლმადიდებლების გარდა ხომ ცხოვრობს სხვა ხალხიც ამ ქვეყანაში? თანაც დაახლოებით 18-19%. იმათ რა ქნან?


ლოლ IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 9 2008, 11:21 PM

ციტატა
მართლმადიდებლების გარდა ხომ ცხოვრობს სხვა ხალხიც ამ ქვეყანაში? თანაც დაახლოებით 18-19%. იმათ რა ქნან?


81% მართლმადიდებელი რომ ცხოვრობდეს, მტვკრის მაგიერ რძის მდინარე გვექნებოდა laugh.gif laugh.gif laugh.gif

საქართველოში აბსოლუტური უმრავლესობა აგნოსტიკოსია...


პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Dec 25 2008, 10:32 PM

southruislip
მე სქართველოში მყავს ასევე ბავშვი და მე სულ არ მინდა რომ რაღაც გაუგებრობები ისწავლონ. პლიუს ამ ფორუმებზე შევხვდი ინფორმაციას რომ ვიღაც ვიღაცეები ცდილობენ საქართველოში მართლმადიდებელი რელიგიის სახელმწიფო რელიგიად გამცხადებას, რელიგია და რწმენა რომელიც ძალით ეხვევა თავს ადამიანებს ძირშივე შეცდომაა, ეს დღეს არ , გამოვა, რადგან საქართველოში ცხოვრობენ მუსულმანი რელიგიის წარმომადგენლები და მათ აუცილებლად მხარს მისცემენ სხვები და ვაფშე გააქრობენ საქართველოს.


tongue.gif ასეთი რამე ვიპოვე აქ
http://church.ge/index.php?showtopic=1479

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 25 2008, 10:41 PM

ეგებ ვინმემ გაგვანათლოს: კონკრეტულად რა უფლებები და მოვალეობები მოსდევს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას?
მერსი

პოსტის ავტორი: ზვარე თარიღი: Dec 25 2008, 10:52 PM

სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ეკლესიას კარგს არაფერს მოუტანს.

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ პარლამენტი ამტკიცებს პატრიარქს, ან გუბერნატორი ეპისკოპოსს, მოგეწონებათ?

რა შეიძლება ამგვარმა სტატუსმა ეკლესიას მოუტანოს? თუნდაც ერთი....

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Dec 25 2008, 10:56 PM

ზვარე

ციტატა
პარლამენტი ამტკიცებს პატრიარქს, ან გუბერნატორი ეპისკოპოსს,

საბერძნეთში ასეა???????? ohmy.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Dec 25 2008, 11:06 PM

ციტატა
რა შეიძლება ამგვარმა სტატუსმა ეკლესიას მოუტანოს? თუნდაც ერთი....

ნგრევა cool.gif

პოსტის ავტორი: KveS_! თარიღი: Dec 25 2008, 11:41 PM

ჩემი აზრით ეს არ იქნება კარგი და სასიკეთო.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)