ძალიან გთხოვთ ყველამ დააფიქსირეთ საკუთარი აზრი !!!
ქართველნო, ამ ბოლო დროს თუ აკვირდებით, მიდის უცნაური სპეკულაცია და სამაჩაბლოს სახელის გადარქმევა "სამხრეთ ოსეთად"...
სამაჩაბლო თუ ოსეთი ???
გამაგებინეთ ერთი, რა შუაშია ოსეთი, ოსეთი არასოდეს ყოფილა საქართველოს კუთხე, ეს არის ძირძველი ქართული მიწა, თავად მაჩაბლების სამფლობელო.
არ მინდა დავიჯერო, რომ შეგნებულად გვაჩვევენ ამას!!!
არ მინდა დავიჯერო, რომ სამაჩაბლო გაყიდულია!!!
ეს ზალიან სერიოზული საკითხია, მოდით ვებრზოლოთ ამას როგორც შეგვიზლია, გამოვთქვათ ჩვენი აზრი და თუ საჭირო იქნა, აქციაც გავმართოთ ამ თემაზე!
დავდგეთ ერთად, გამოვხატოთ ჩვენი აზრი.
როგორც ვიცი, სამხრეთ ოსეთის ავტონომია გაუქმებულია საქართველოს მთავრობის მიერ, მაშ რატომ მოვიზსენიებთ ამ მხარეს ამ სახელით?
თუ ავტონომია არაა გაუქმებული, მაშინ ამ ავტონომიის სახელი უნდა შეიცვალოს "სამაჩაბლოს" ავტონომიით.
თქვენი მონა მორჩილი, ძალიან განიცდის ამ საკითხს...
bravoshota
სრულიად გეთანხმები, ბევრჯერ მიფიქრია ამ თემაზე და ბევრისგან მსმენია იგივე აზრი, მაგრამ რა ამით?
როცა ხელისუფლების წარმომადგენლებიც ასე მოიხსენიებენ...
ჩვენ შეგვიზლია ჩვენს ირგვლივ მყოფთ მივცეთ შენიშვნა და ავუხსნათ რომ ეს სამაჩაბლოა...
მინიმუმ ეს მაინც უნდა ვაკეთოთ..
მახიმუმ შეგვიზლია რომ აქცია მოვაწYოთ ამ თემაზე, თუმცა სანამ აქციას მოვაწყობთ, ბევრმა უნდა დაგვიჭიროს მხარი, და კარგად უნდა იქნეს გამოკვლეული ეგ საკითხი, თუ რატომ მოიხსენიებენ როგორც "ოსეთი".
მაინცადამაინც თუ ოპოზიციამ ან მთავრობამ არ დაგვიქნია ხელი, სხვანაირად არ უნდა გამოვხატოთ ჩვენი აზრი ??
ხომ მეთანხმები ამაში ?
ახალგაზრდებს დიდი პოტენციალი და ენერგია გაგვაჩნია და ბევრი რამეა ჩვენს ხელში დამერწმუნე
ეს მიწა არ არის სამაჩაბლო. სამაჩაბლოდ მისი მოხსენიება უკვე არის საკმაო შეცდომა. მეტიც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იგი პირდაპირ ასხამს წყალს სეპარატისტების და საქართველოს დაყოფა-დანაწევრების მსურველთა წისქვილზე.
სამაჩაბლო არის სა-მაჩაბლ-ო, ანუ მაჩაბლების მამული, რომელიც მოიცავს ცხინვალის ჩრდილოეთით რამდენიმე სოფელს დიდი ლიახვის ხეობაში. ვის უტოვებთ ჯავას, ყორნისს, პატარა ზნაურს, პატარა ლიახვის ხეობას, ახალგორს, კვაისას, ფრონეს ხეობას და თავად ქ. ცხინვალს????
ვინაიდან არ არის მისი სტატუსი განსაზღვრული, შეგვიძლია ეს რეგიონი მოვიხსენიოთ კონსტიტუციური ტერმინით "ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი" ან ჯერ-ჯერობით, სტატუსის განსაზღვრამდე - ცხინვალის რეგიონი.
"სამაჩაბლო" არის ზვიად გამსახურდიას დროს მოგონილი ტერმინი, რომელმაც საქართველოს ზიანის მეტი არაფერი მოუტანა.
არავითარი სამაჩაბლო!!!
გასაგებია, მაგრამ სიტყვა "ოსეთი" ამოსაგებია მისი სათაურიდან, არ მეთანხმები ამაში ?
თუნდაც ერქვას "ცხინვალის რეგიონი", ამ ტერმინში იგულისხმება მთელი ყოფილი ავტონომიური ოლქი
უბრალოდ მიდის უცნაური ინფორმაცია რომ ეს ოსეთია, და მერე მთელს მსოფლიოს ჰგონია, რომ ეს არის ოსების ძირძველი ტერიტორია...
ეს ძალიან სახიფათოა და კიდევ უფრო გააძნელებს ამ ისედაც ჭირვეულ ქართულ პრობლემას...
მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს რომ ეს არის
ძ ი რ ძ ვ ე ლ ი ქ ა რ თ უ ლ ი მ ი წ ა
ეს არის შიდა ქართლის ტერიტორია
bravoshota
რაც შეეხება ოსეთს:
პრობლემა იმაში, რომ რახან იარსებებს ორი ოსეთი, ეს ორივე აუცილებლად უნდა გაერთიანდეს, რეალური არ არის. სულაც არ ერქვა აფხაზეთს "სამხრეთ ადიღე" მაგრამ კარგად დაიწყო სეპარატისტული მოძრაობა მაინც. პრობლემა სახელში არ არის.
ევროპა არ დაუშვებს 2 ოსეთის გაერთიანებას, რადგან მაშინ ასეთივე წარმატებით უნდა გაერთიანდეს 2 ბასკეთი (საფრანგეთისა და ესპანეთის), 2 ტიროლი (იტალიისა დ ავსტრიის), 2 მაკედონია (საბერძნეთისა და თავად მაკედონიიის რესპუბლიკა), 2 აზერბაიჯანი (ირანისა და თავად რესპუბლიკა) და ასე შემდეგ...
რეალობა არის ის, რომ იქ ცხოვრობს სრულიად კანონიერად 60 ათასზე მეტი ოსი, რომლებიც არიან ჩვენი მოქალაქეები. ამასთან, სამხრეთის ოსები მენტალიტეტით საკმაოდ განსხვავდებიან ჩრდილოელი ოსებისგან, აკავშირებთ ნათესაობა ქართველებთან და არიან ქართული საზოგადოების ნაწილი (აღიარებენ ამას თუ არა). როკის გვირაბამდე (XX ს. 70-იანი წწ.) მათ კავშირიც კი არ ჰქონდათ ერთმანეთში, ხოლო ათწლეულების მანძილზე სამხრეთ-ოსური ენა იწერებოდა ქართული ანბანის, ხოლო ჩრდილოოსური - სლავური ანბანის საფუძველზე.
ამიტომ, არანაირი პრობლემა არ არის "სამხრეთ ოსეთში". თუმცა, ტერმინი უნდა განისაზღვროს ამ რეგიონში საქართველოს სახელმწიფო იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ ადგილობრივი ქართველებისა და ოსების ურთიერთშეთანხმებით.
იასნათა აბა რა, ჩვენი ძირძველი მიწაა...
ოსებს თუ არ უნდათ ჩვენთან ყოფნა წავიდნენ სხვა მამული მოძებნონ
ჰააგის ტრიბუნალს თორე ეხლა ციხეში არ იჯდეს და არ ნანობდეს რაა
ბოდიში მაგრამ ძალიან დარწმუნებული ხარ "კანონისტო" ...
შენ გგონია რომ ესე ძალიან აწუხებს მსოფლიოს ქართული თემა ??
მაგათთვის სულერთია წაიღებენ რუსები აფხაზეთსა და ცხინვალს თუ არა!!
მთავარია გაზსადენის გასასვლელი დატოვონ....
ეს საქმე ისევ ჩვენი საკეთებელია და არ უნდა გვქონდეს ამაში უცხოეთის იმედი.
ახლა ტყუილუბრალოდ არავინ არავის არ ეხმარება.
m16
ოსი საერთოდ რა ეროვნებაა? ვინ არიან ოსები? ვინ ჩაასახლა მანდ? მომთაბარე ძუნძგლიანები!
ინგუშებსაც იგივე უქნა რუსეთმა! ჩაუსახლა ოსები და ეხლა კი აქვთ დაკა-დაკა...
ქავთარაძე
ჩვენი ორი ფორუმელი ოსია და იქნებ თავს ძალა დაატანო, ჰა?
ვორნი გეკუთვნის ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო!!!
კანონისტი
მუჰ მუჰ მე ჩვენიან ოსებს არაფერს ვერჩი. მე იმათ ვერჩი ვინც ჩემს ქართველ ძმებს ცოლ-შვილს თხოვენ. თორე ჯავაშვილები ნათესავები მყავს და ჩვენს მხარეს იბრძვოდნენ ის ბიჭები! ოსები არიან მარა დამოუკიდებლობას არ ითხოვენ!
ვორნით შეაშინეთ კანცელარიის თანამშრომლები
სამხრეთ ოსეთის ავტონომია შეიქმნა სტალინის მიერ 1923 წელს. დედაქალაქად უნდოდათ გორი დაენიშნათ, მაგრამ მაშინდელმა ინტელიგენციამ წინააგმდეგობა გაუწია სტალინის გეგმას და რაღაცნაირად წინ აღუდგნენ ამას..
მაშ ასე დედაქალაქად დაინიშნა ცხინვალი.. ყველამ იცოდეთ, რომ იოსებ ჯუღაშვილი (ჯუღაევი) იყო წარმოშობით ოსი და მაგან ჩამოასახლა ოსები ჩრდილოეთიდან..
მაშ ასე, როდესაც 1923 წელს შეიქმნა "სამხრეთ ოსეთის" ავტონომია, მაშინ ცხინვალში მხოლოდ და მხოლოდ 3(!!!) ოჯახი ცხოვრობდა...
მანამდე, 1920-1921 წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში, რუსი ბოლშევიკების მიერ წაქეზებული ოსი მეომრები რამოდენიმეჯერ შეიჭრნენ ცხინვალში, და ქართულ ზალებს რამოდენიმეჯერ მოუწიათ მათი გაძევება ჩრდილოეთით...
ცხინვალში სახლობდნენ ქართველები, და სხვათაშორის ებრაელებიც..
მას შემდეგ რაც ავტონომია გამოცხადდა, ცხინვალში და სხვა ტერიტორიებზე დაიწყეს ჩამოსახლება რუსების მიერ წაქეზებულმა ოსებმა..
1937 წელს, ყველა ის ადამიანი, ვინც გორის "სამხრეთ ოსეთის" დედაქალაქად დანიშვნას წინ აგუდგა, დახვრიტეს...
და იმ ადამიანის ძეგლი, ვინც ეს ხალხი დახვრიტა, ჯერ კიდევ დგას გორში
და იმ ადამიანის ძეგლი, ვისი დაგეგმილიც იყო ეს ცხინვალის კონფლიქტი, ჯერ კიდევ დგას გორში
და ბევრი გორელი პატივს სცემს ამ კერპს
ქავთარაძე
bravoshota
ჩემო შოთა, დიდი ამბით რომ ვითხოვთ აფხაზეთში დევნილების დაბრუნების, კარგად იცი ალბათ, რომ მათი ნახევარზე მეტი ბერიას მიერ არის ჩასახლებული იქ მაგავე წლებში.
ჰოდა რა გინდა თქვა? არ აქვთ უფლება დაბრუნების?
საწყენად არ მიიღოთ არცერთმა: როცა რაღაცას ვითხოვთ და ვამტკიცებთ, ცოტა გვერდით მოვლენებზეც ვიფიქროთ
ქავთარაძე
პოლიტიკაზე მეორე თემაში. ეს თემა ეხება ტერმინის გამოყენებას.
BOO
კანონისტი
დაუმსახურებლად არ მივიღებ! ძმას რომ მომიკლავს მე იმ კაცს ძმად ვერ მივიღებ!
ეხლა რას აკეთებენ იცი? დაწანწალებენ და ქალებს,ბავშვებს აუპატიურებენ, ხოცავენ, სახლებს ბუგავენ(თუ დარჩა კიდე დასაბუგი რამე) რას აკეთებს საქართველოს მთავრობა ამ დროს? ვის იცავს? სირაკოზას 6 პუქნტიან შეთანხმებას? რუსეთმა დაარღვია ეგ შეთანხმება და 100 კაცისთვის უნდა გაწყდეს მთელი საქართველო! ის ხალხი ჩვენი და-ძმები არიან! ომი თუ დავიწყეთ უნდა დავამთავროთ და კონცერტებზე რბილობის ქნევას ჯობია რამენაირად ვუშველოთ იმ ხალხს!
"კანონისტო" ვერ გავიგე, ვინაა ჩასახლებული ბერიას მიერ აფხაზეთში ??
მე თვითონ ვარ სოხუმელი.
ბერიამ ჩამოასახლა ის ხალხი, ვისაც ახლა ვეძახით აფხაზებს, მაგრამ მოდით შევეშვათ...
ეს თემა შევქმენი იმიტომ, რომ რაღაცნაირად ინფორმაციულად და სხვა მეთოდებით ვებრძოლოთ ტერმინს "სამხრეთ ოსეთი"
ხოდა მართლა კიდევ ერთი, შენ-ქართველი, და გერმანელი ერთიდაიგივე ხართ ??
თუ ეგრეა, მაშინ სალაპარაკოც არაფერი მქონია შენთან
აფხაზეთისა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" ავტონომიური ოლქები სტალინმა შექმნა, ამიტომაა რომ ახლა რუსების ხელშია ეს ტერიტორიები, და შენნაირად ბევრს კიდევ დასაშვებად მიაჩნია სტალინის ძეგლის არსებობა გორის ცენტრში
მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ვისაც ეს დასაშვებად მიაჩნია, ის არაა ჩვენს თვალში ქართველი
მოგეხსენებათ ჩემი პოზიცია სტალინის თემაში ერთობ უაზრო და უსაფუძვლო იყო დღეს მე გავიგე ვინ იყო იოსება , საშუალება რომ მომეცეს მეთვითონ ავაფეთქებ მაგის ძეგლს
კი ძმებო ეგრეა, მაგ ძეგლი ჩამოსახსნელია იქედან.
ძალიან გთხოვთ ამოვძირკვოთ ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" ჩვენი ლექსიკონიდან, და გამოვიყენოთ ტერმინები:
- სამაჩაბლო
- ცხინვალის რეგიონი
bravoshota
კაი ამოვძირკვოთ მაგრამ ეგ რას შეცვლის მაგას ვერ ვხვდები...
მე არც სამხრეთ ოსეთის მომხრე ვარ და არც სამაჩაბლოსი. ეს ტერიტორიები შიდა ქართლს ეკუთვნის და ცალკე ტერიტორიებად არ უნდა მოვიხსენიებდეთ. ერქვას შიდა ქართლი და მორჩა
კიდევ ერთ დოკუმენტს ჩაგიგდებთ. რა პროცესებმა მიგვიყვანა ცხინვალის რეგიონში კონფლიქტამდე აქ თითქმის დეტალურად არის აღწერილი
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საბჭოთა კავშირის მხრივ დაიწყო პროვოკაციებისა და შანტაჟის კამპანია, რომლის კულმინაციაც გახდა გორბაჩევის მუქარა პრეზიდენტ ზ.გამსახურდიასადმი: „საქართველოს საბჭოთა კავშირიდან შეუძლია გავიდეს, მაგრამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე“-ო.
საქართველოს ხელისუფლება არ აპირებდა ასეთი რადიკალური ზომების მიღებას რასაც ოლქის გაუქმება ქვია, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით ყველა ნორმატიული აქტის დაცვით, ხელისუფლებამ სამართლიანად გააუქმა "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი"
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ცდილობდა მშვიდობიანი, სამართლებრივი ფორმების გამოყენებით მოეგვარებინა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ინსპირირებული კონფლიქტები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ (წაქეზებულმა ანდრეი სახაროვის ლოზუნგით „საქართველო მცირე იმპერიაა“) მიიღო დადგენილება ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“. ეს გადაწყვეტილება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა 21 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, ოლქის საბჭოს მეხუთმეტე სესიამ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ და ეს არჩევნები დანიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს.
ამის საპასუხოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 22 ნოემბერს მიიღო დადგენილება:
„გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე. წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებსა და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ოსი ეროვნების მოქალაქეებს მოწოდებით, გამოიჩინონ კეთილგონიერება, პოლიტიკური წინდახედულება, სიფრთხილე და სწორად შეაფასონ სეპარატისტული ძალების სახიფათო მოქმედება, რომელსაც შეიძლება საერთო დასტაბილიზაცია და უაღრესად მძიმე, გაუთვალისწინებელი შედეგები.
რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ იგი განუხრელად იბრძოლებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის. ამასთან ერთად იგი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, რომ კვლავაც დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებს საერთაშორისო საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად“.
მიუხედავად აღნიშნულისა, მოსკოვის მიერ წაქეზებული ოსი სეპარატისტები აგრძელებდნენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებას, რასაც მოჰყვა იძულებითი ნაბიჯი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით და მიღებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი - „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“ და დადგენილება - „ქ. ცხინვალისა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ“ (1990 წლის 11 დეკემბერი).
კრემლის მიერ ინსპირირებული საომარი მოქმედების პასუხად გაისმა ზვიად გამსახურდიას მოწოდება ოსი მოსახლეობისადმი, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამი იყო:
“... ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა ურთიერთს ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით. ვინაიდან ეს ძმათამკვლელი ომი ვიღაცის იმპერიულ ამბიციების დასაყრდენია, სირცხვილი იქნება, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არ აღდგება მშვიდობა და თანხმობა ჩვენს ხალხებს შორის. ამის უპირველესი და აუცილებელი პირობაა ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების მირ იარაღის ჩაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, მათი სრული და უსიტყვო განიარაღების, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ცხინვალი გამონაკლისი არ უნდა იყოს. შეიარაღებული ჯგუფები უნდა განიარაღდნენ. სამაგიეროდ ჩვენ სრული ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევთ მათ, ვინც ნებაყოფილობით ჩააბარებს იარაღს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება... ოსებისათვის შენარჩუნებული იქნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, რომელიც მათ ოლქის არსებობის პერიოდში ჰქონდათ. ის უფლებები კიდევაც გაიზრდება, გაფართოვდება და განმტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით... ქართველები და ოსები თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ. გარანტირებული იქნება მათი ხელშეუხებლობა, შრომითი მოწყობა და მშვიდი ცხოვრება შიდა ქართლის მთელ ტერიტორიაზე...
მოვუხმოთ კეთილგონიერებას, სანამ გვიან არ არის, ვინაიდან ჩვენი კონფლიქტი და სისხლის ღვრა მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს“ (1991 წლის 4 მარტი).
ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიოტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებანი. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც დაიგეგმა თბილისში. გაფორმდა შეხვედრის და მოლაპარაკების ოქმი, რომელშიც, კერძოდ, აღინიშნა:
1. 1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი, რისთვისაც შეიქმნას სამუშაო ჯგუფები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის, ერთობლივი მოქმედების მიზნით შეთანხმების შედეგად მხარეები მორიგდნენ:
2. რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღეში შექმნან ერთბლივი კომისია აღნიშნულ რეგიონში ვითარების შესასწავლად და მიმდინარე წლის 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტურად შეფასების მიზნით.
3. რუსეთი სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირების განსაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე.
4. სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები.
5. რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება შეექმნათ, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა.
6. საქართველოს რესპუბლიკის, რუსეთის სფსრ და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მთავრობებმა შექმნან ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური სახსრები გამოყონ ამ ზარალის ასანაზღაურებლად.
7. შექმნილი კომისიებისა და რაზმების საბოლოო ამოცანად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის აღდგენა.
8. შეიქმნას მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ზვიად გამსახურდია
რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ბორის ელცინი
დაბა ყაზბეგი, 1991 წ. 23 მარტი
დოკუმენტიდან ჩანს, რომ რუსეთი სცნობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გაუქმებულად. შეთანხმებაში ყველგან ნახმარია "ყოფილი სამხრეთ ოსეთი"! უფრო მეტიც, მოლაპარაკებებში იგი საერთოდ არ ფიგურირებს როგორც არსებული სუბიექტი - ეს იყო ეროვნული ხელისუფლების უდიდესი მიღწევა.
ცხინვალის ზონაში კონფლიქტის პოლიტიკური შეფასება [რედაქტირება]
2006 წლის ანგარიშგებაში საქართველოს პარლამენტის წინაშე გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდგომ პირველად მიეცა ობიექტური შეფასება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 1991-1992 წლებიდან მომდინარე კონფლიქტს.
სააკაშვლის ანგარიშგებაში აღნიშნულია, რომ „არავითარი ეთნიკური კონფლიქტები საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არ აქვს, არამედ მიმდინარეობს "ტერიტორიული კონფლიქტი პოსტიმპერიული ტერიტორიების გადანაწილებისათვის"“. სააკაშვილის ეს განცხადება სავსებით და სრულად ეთანხმება დევნილი ეროვნული ხელისუფლების მოსაზრებებს ცხინვალის რეგიონსა და ფხაზეთში კონფლიქტების არსის შესახებ.
სააკაშვილის ეს უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკის დონის განცხადება ამავე დროს ამხელს 1991-1992 წლებიდან ქართველი და უცხოელი ანტიქართული, პროიმპერიული „პოლიტოლოგების“ მიერ ფართოდ დამკვიდრებულ დეზინფორმაციას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მომხდარი კონფლიქტების შესახებ - რომ თითქოს ეს იყო ეთნიკური კონფლიქტები, რომლის საფუძველი გახდა „ქართული ნაციონალიზმი და ფაშიზმი“. მხილება განსაკუთრებით ეხება პროიმპერიულ „დისიდენტ“ სახაროვს - რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის ზონების რუსეთის მიერ ანექსიას თეორიული საფუძველი ჩაუყარა ცნებისა და ტერმინის „საქართველო - მცირე იმპერია“ შემოღებითა და საერთაშორისო მასშტაბით დანერგვით.
კანონისტი
დასტურ
ნიანია
ქავთარაძე
გიო, რა გაბრაზებული ხარ? ასე არ შეიძლება.
სამწუხაროდ ტაოზე ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება, თორემ ისეთ დღეში ჩავიგდებტ თავს, როგროშიც დღეს რუსეთია...
მასე აფხაზეთი ფსოუმდე არ იყო და სოჭიც ჩვენი იყო, იქ დღემდე ცხოვრობენ ქართველები, მაგრამ არ გვაქვს პოლიტიკური რუკის შეცვლის საშუალება და ჯრ იმდენი მოვახერხოთ, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი შევინარჩუნოთ...
ქავთარაძე
.ნინო
სულ რამდენნი არიან რო ოსები? გორში ოსები არ ყოფილან, კაზაკები იყვნენ, მაგაში ცდები.
საერთოდ არ მაინტერესებს რა ეროვნების ხალხი იყო გორში... სუყველამ შეარცხვინა თავისი ქვეყანა ვინც იქ იყო. მე ის უფრო მიკვირს ამდენი ნაძირალა ერთად სად მოაგროვა პუტინმა...
ნინო თქვენ სადაური ბრძანდებით ?
მე ვფიქრობ, რომ თუ რუსებს ეგრე შესტკივა გული აფსუებზე და ოსებზე, წაიყვანოს თავის ტერიტორიაზე და იქ აცხოვროს.
ფაქტია რომ 92 წლიდან ვერ უცხოვრია ქართველს აფხაზეთში და ამა წლის აგვისტოდა, ცხინვალის რეგიონში
ვინც ჩვენს გვერდით დადგება, იმან იცხოვროს ჩვენთან ერთად, ხოლო ვინც არა, ის არაა ღირსი იცხოვროს საქართველოში:
ვგულისხმობ, რომ აფსუებმა მიქარეს ჩვენთან..
არ ვიცი მე შეიძლება ზოგიერთი მართლაა კარგი ადამიანი, მაგრამ საერთო ჯამში აფსუების ერი მაგრა შეცდა ჩვენს წინაშე..
მე სოხუმელი ვარ და თვითონ ვიცი რანაირ დამოკიდებულებაში იყვნენ ჩვენთან სანამ ომი დაიწყებოდა.
ასევე ოსებიც შეაცდინა რუსეთმა
ქართველებსა და ოსებს შორის ხიდი ჩაინგრა
ქართველებსა და აფსუებს შორის ხიდი ჩაინგრა
ეს საქართველომ კი არა, თვითონ აფსუებმა და ოსებმა ჩაანგიეს რა თქმა უნდა რუსების ინიციატივით
ჩვენ გამოსავალი არ გვაქვს, მტერი მტერია, მოყვარე კი ვინც გვერდში დაგვიდგება ის
ცოტა გულთან ახლოს უნდა მივიტანოთ ქართველნო ეს კონფლიქტები, ქვეყნის ერთ ბოლოში რომ ვინმემ ჩვენს დას ან ძმას ხელი შეახოს, ქვეყნის მეორე ბოლოში უნდა განვიცდიდეთ ამას და რაღაცნაირად მაინც ვცდილობდეთ მის დახმარებას
bravoshota
.ნინო
"კანონისტო" ახლა წავიკითხე 1921 წლის კონსტიტუცია:
"saqarTvelos respublikis ganuyofel nawilebs _ afxazeTs/soxumis olqi/, samuslimano saqarTvelos (baTomis mxare) da zaqaTalas/zaqaTalis olqi, eniWebaT adgilobriv saqmeebSi avtonomiuri mmarTveloba."
როგორც ხედავ "ოსეთი" საერთოდ ნახსენები არაა...
აფხაზეთის ავტონომია იყო, გეთანხმები სტალინს არ შეუქმნია,
მაგრამ ოსეთის ავტონომია ხომ შექმნა?
მასე შექმნა კიდევ ვიგაცამ აფხაზეთის ავტონომია
მე ეგრე მგონია რომ ეგეთ წვრილმანზე არ უნდა მედავებოდე, ამით მხოლოდ იმას ამტკიცებ რომ ჩემზე მეტი წაგიკითხავს
მხოლოდ ბევრი კითხვა არაა ყველაფერი,
ლაპარაკით და კამათით კი გამოდიხარ ჩვენი მტრების დამცველი, რბილად რომ ვთქვათ
იმედი მაქვს რომ ჩინელი არ ხარ, მაგრამ ქართველობა უპირველეს ყოვლისა ნიშნავს სულით ქართველობას, ორგულობამ და ამპარტავნობამ დაღუპა ქართველობა, ეს ჩვენი სენია
რუსეთმა უკვე შეაცდინა აფსუები და ოსები, ძნელია უკვე ის ხიდი აღადგინო, რაც მათ დაანგრიეს. მაგათ უკვე თავისი არჩევანი გააკეთეს:
თავის დროზე, რაც აფსუებმა მოითხოვეს ყველაფერი მისცა ქართულმა მთავრობამ:
ტელევიზია
მმართველობა
პარლამენტი
ყველაფერი
მაგრამ ეს არ ეყოთ, გადაგვემტერნენ და მორჩა, ვაღიაროთ რომ ქართველების მტრები არიან იმ ოსებთან ერთად, ვინც გვებრძვიან ამ მომენტში ჩვენ, და ვინებიც მოროდიორობენ და აუპატიურებენ ქართველ გოგოებს და ვინებიც კლავენ და იჭერენ და ცემენ ჩვენს ძმებს
"ქეთინო", იმაში დამეთანხმები ალბათ, რომ ქართველებმა იგივე არ უნდა გავიმეოროთ როცა იქ ჩავალთ ??
ახლა რასაც ვუყურებ ქართველებს ჯერჯერობით ერთობა არ გვაქვს
ადრე თუ მტერი შემოდიოდა, ქუდზე კაცი გამოდიოდა...
გიორგი ბრწყინვალის მერე სულ გაფუჭდა მორალურად ქართველი ერი, ერთობა დავკარგეთ, ერთმანეთის სიყვარული. ჩვენ რომ ერთად ვიყოთ, ვერავითარი მტერი ვერ დაგვამარცხებდა
ქეთინო
მართალია აბსოლიტურდ ის შენიშვნა რომ ეს მხარე არ არის 'სამხრეთ ოსეთი' ამ ტერმინის შემოღებით ჩვენ პრესპექტივაში უშვებთ იმ ფაქტს, რომ
შეიძლება ორი ოსეთი ოდესღაც გაერთიანდეს, რაც დიდი უსამართლობა იქნება იმიტომ რომ კავკასიის სამხრეთი მიწა არასდროს არ ყოფილა ოსების სამშობლო და ის ფაქტი რომ ისინი XIII საუკუნეში და მოგვიანებით XVI ს. შემოვიდნენ არ იწვევეს არანაირ კამათს.
მართალია ის აზრიც რომ ამ მხარეს არ უნდა ეწოდოს სამაჩაბლო რადგან თუ ეს მხარე სამაჩაბლოა იმავე ლოგიკით ის სავახტანგოცაა, საამილახვაროცაა, საქსნის ერისთაოცაა, საციციანოცაა და აშ.
ისტორიულად ეს მიწა არის შიდა ქართლი. დღევანდელი მდგომარეობით ეს მხარე არის ცხივვალის რეგიონი (ცენტრის სახელწოდებიდან გამომდინარე).
ჩვენი პოლიტიკოსები როდესაც ამ მხარეს სამხრეთ ოსეთად მოიხსენიებენ ამით მათი აზრით თითქოს რაღაცას უთმობენ ოსებს თავისუფლების სანაცვლოდ, რაც თავისთავად დიდი შეცდომაა, რადგან ეს დათმობა რეალურად ჰაერშია გამოკიდებული - მხოლოდ სულელი დათმობს სახელის გამო დამოუკიდებლობას და აღებულ პოლიტიკურ გეზს. რაც შეეხება მსოფლიოს ის სამხ. ოსეთს იმიტომ უწოდებს ამ მხარეს, რომ სხვა ტერმინი მის აღსანიშნავად არც იცის. ჩვენ კიდევ იმის მაგიერ, რომ მათ რეალური ისტორიული ალტერნატივა დავანახოთ სააამისოდ არაფერს ვაკეთებთ, რაც კიდევ ერთი შეცდომაა დღევანდელი ხელისუფლების.
აქ ნახსენები იყო რომ ორი ბასკეთის, ორი აზერბაიჯანის და ორი მაკედონიის გაერთიანებას არავინ დაუშვებსო, მაგრამ თუ გაერთიანდა ორი ვიეტნამი თუ მსოფლიო იბრძვის რომ გაერთიანდეს ორი კორეა თუ ირანში დაიწყო ომი და მისი დეცენტრალიზაცია ვინ გამორიცხავს ორი აზერბაჯანის გაერთიანებას?!
ან თუ ევროპაში რეგიონალიზმის პოლიტიკა უფრო შორს წავიდა არც ორი ბასკეთისა და ზედ ნავარიის გაერთიანებაა გამორიცხული.
ასე რომ მთლად არარეალური არც ორი ოსეთის გაერთიანება უნდა ჩანდეს მითუმეტეს რომ საამისო პრეცენდენტები მრავალია. მაგ.: ორი გერმანია, ორი იემენი შორეულ პერსპექტივაში თურქეთისა და ერაყის ქურთისტანი და აშ.
ამ შემთხვევაში ჩვენ ეს რეგიონი უნდა მოვიხსენიოთ იმ სახელით რა სახელითაც ის იხსენიებოდა ყოველთვის საუკუნეების მანძილზე, ხოლო შემდეგ ორი ეთნიკური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებით თავისუფლად შეიძლება მას ორი სახელი მიეცეს მაგ.: შიდა ქართლი-სამხ. ოსეთი, როგერც ეს იტალიის ერთ-ერთ პროვინციას ააქვს ორი ეთნოსის ინტერესის გათვალისწინებით (თუ არ ვცდები ავსტრიელებისა და იტალიელების).
სხვათა შორის, სერბიაში რომ ვიყავი ბოლოს და პრესას ვკითხულობდი ან გადაცემებს ვუყურებდი, ცხინვალის რეგიონს (მე შიდა ქართვლი უფრო მომწონს) მოიხსენიებდნენ, როგორც "ტაკ ნაზვანა" ანუ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი,ანუ ხაზზს უსვამდნენ, რომ შეცდომაა.
staywhite
ეგ იმიტომ რომ სერბეთს ბევრი მსგავსი პრობლემა აქვს და იქ გათვითცნობიერებული ხალხი ცხოვრობს განსხვავებით დასავლეთისგან სადაც ბევრი ტყემალზე ზის და კაკალს ჭამს და იმისტვის რომ გაიგოს რაიმე
ამისთვის მათი ინფორმირებაა საჭირო და ისეთი რადიკალური პოზიცია რომ ეს არის შიდა ქართლი და არა სამხ. ოსეთი.
მაგ. საბერძნეთმა და ბერძენმა დიასპორამ ერთობლივი ძალისხმევით მიაღწიეს იმას რომ აშშ კი ხშირად მაკედონიას სლავომაკედონიის სახელწოდებით მოიხსენიებს, თუმცა დღემდე ეგ საკითხი დისპუტის საგანია
მსოფლიოში რის გამოც საბერძნეთმა მაკედონია ნატოშიც კი დაბლოკა.
sable
კანონისტი
staywhite
რაგაც ისეთი ვარიანტის შერჩევა უნდათ ორივე მხარეს რომ დააკმაყოფილებს არის ორი ვარიანტი
სკოპიე-მაკედონიის რესპუბლიკა და ახალი მაკედონია
საბერძნეთი მსგავს წინადადებაზე დაახლოებით თანახმაა მთავარია ჩანდეს რომ ეს არ არის ის მაკედონია რომლის ნაწილიც დღეს საბერძნეთის ჩრდილოეთია. ისე მაკედონიის მიწა ეს ისტორიული მაკედონიის ერთი ნაწილია მაგრამ მოსახლეობა აშკარად სხვაა ანუ სლავებია VI ს. მოსულები უცხო მიწაზე.
მოკლედ მანდ რაღაც ახალია მოსაფიქრებელი.
sable
ხო, სლავურ-მაკედონიელების ენა რაღაც ბულგალურს გავს ძალიან, ზოგი სერბული სიტყვებიცაა,მარა უფრო ბულგარული.
მათი ისტორია არ ვიცი, ვიცი რომ სერბები არ არიან და შეიძლება რაღაც ბულგარელების შტო იყვნენ.
პ.ს. თან რაცხა შავები არიან ნამეტარი, რა ვიცი...
შიდა ქართლი.
აბო.
ჩემი აზრით საქართველომ თუ მთლიანად არა კარგა ხნით დაკარგა აღნიშნული ტერიტორიები და კიდევ სხვა ტერიტორიებიც მიაყოლა.
ხო ... მიშა მაგარია!
ახლა ვდგევვართ და იმას ველოდებით როგორ დასჯის რუსებს თანამეგობრობა, (ჯერ თანამეგობრობაა სასაცილო, რადგან თავისი საქმეებიც ვერ გაურკვევია), ამ დროს ევროპამ კიდეც რომ მოინდომოს რუსეთის დასჯა რუსი არ დაისჯის თავს, არც გამოუვა და იმიტომ. რუსი ჯინიანი ერია ნიშანი დაბალცივილიზებულობისა, ეს მათი ისტორიული გენია.
პუტინმა აგერ ახლა განაცხადა მე სსრკ-ს აღდგენისთვის ვიბრძვი და მივაღწევ კიდეცო. ისიც დაამატეს რუსებმა რომ არავის არაფერი არ გვჭირდება იქეთ ჭირდებათ რუსეთი მსოფლიოსო და "ცოტა ჭკუით იყონო"
ასეთი აზრის მქონე დათმობს მიღწეულს?
ერთი საშველია რუსეთის დაშლა, რაც არ აწყობს მსოფლიოს. ერთი ჭირის ნაცვლად რამდენიმეს მიიღებს თან ბირთვული შეიარაღებით.
ასეთი პირი უჩანს ამ საქმეს თუ არა ნეტავ სოჩაც დამაბრუნებია.
აბო.
სამაჩაბლო!
bravoshota
abo
ჩვენ გვეჩქარება თორე ნახავ შენ რუსეთი როგორ დაიშლება
მოკლედ თითქოს გადაწყდა და ერთიან დასკვნამდე მივედით, რომ "სამხრეთ ოსეთი" ამოვაგდოთ ლექსიკონიდან.
გვაქვს ორი ვარიანტი:
- შიდა ქართლი (იმის ხაზგასასმელად რომ ეს ისტორიულად ქართლის მიწაა)
- ცხინვალის რეგიონი (იმ შემთხვევაში თუ გვინდა მთლიანად ყოფილი ავტონომიის ტერიტორია მოვიხსენიოთ)
ახლა როგორ მოვიქცეთ? რამე აქცია არ დავგეგმოთ ამ თემაზე? დავდგეთ ერთად ?
მოდით მოვიფიქროთ რამე რომ ეს ჩვენი აზრი ყველას გავაგებინოთ და მე ესე მგონია რომ ბევრი დაგვიდგება გვერდში!!!
bravoshota
ჩემი აზრით, ახლა სიტუაციას გაამწვავებს და მეტიც არაფერი.
მორიგი მიზეზი მიეცემათ სეპარატისტებს რომ ოსურ მოსახლეობას ახალი სატყუარა გადაუგდონ - აი, თუ ქართველებთან შეთანხმდებით, ავტონომიას კი არა, სახელსაც კი არ დაგვიტოვებენო.
არა მასე თქმა არაა სწორი, რადგან ეს მხარეები ისედაც დაკარგულია და ოსებმაც თავისი არცჩევანი გააკეთეს
ამიტომ დასაკარგავი არაფერია "კანონისტო"
თუკი სამაჩაბლო უსისხლოდ და მშვიდობიანად შემოვა საქართველოს იურისდიქციაში, მზად ვარ მას ერქვას არათუ სამხრეთ ოსეთი, არამედ ჩრდილოეთ ერაყი, ან შორეული მოზამბიკი, ანდა ახალი ტანზანია (New Tanzania).
(თორემ სახელი "სამხრეთ ოსეთი", ცხადია, არასწორია. )
[quote]თუკი სამაჩაბლო უსისხლოდ და მშვიდობიანად შემოვა საქართველოს იურისდიქციაში, მზად ვარ მას ერქვას არათუ სამხრეთ ოსეთი, არამედ ჩრდილოეთ ერაყი, ან შორეული მოზამბიკი, ანდა ახალი ტანზანია (New Tanzania).
ნეტამც მასე იყოს ,მარა რაცხა არ უჩანს საქმეს მასეთი პირი...
Ismail
მეც მასე ვფიქრობ
Автономитон Республикæ Хуссар Ирыстон Гуырдзыстоны территорийы арæнты!!!
იმის აღიარება, რომ ეს სამხრეთ ოსეთია სრულ სისულელედ მიმაჩნია, მაგრამ რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს ჩვენი ქართველების მოფიქრებული ტერმინია, და ჩვენვე უნდა შევცვალოთ. რაც შეეხება სტალინს, იმის თქმა, რომ სტალინის ძეგლი სადმე უნდა იდგას არ მიმაჩნია სწორად. ამის თქმა მხოლოდ კომუნისტებს შეუძლიათ (მე არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას მაგრამ კომუნისტების დროინდელი ხალხისთვის არ არსებობდა გრძნობა თავისუფლება ისინი მხოლოდ მატერიალურ მდგომარეობაზე ფიქრობდნენ და საბჭოთა კავშირიც ყოველნაირად ცდილობდა თავისუფალი აზრი ჩაეკლა ხალხში რათა არ შეხვედროდათ წინააღმდეგობა და შეენარჩუნებინათ ძალაუფლება მადლობა ღმერთს ჩვენ დღესდღეობით გვაქვს თავისუფლება და გვყავს ხალხი რომელთვისაც თავისუფლება მხოლოდ სიტყვა არაა. მე იმის მომხრე ვარ რომ საქართველოს ამ ნაწილს ერქვას სამაჩაბლო როგორც ეს ისტორიულად ქვია. არ უნდა მივცეთ რუსეთს უფლება ამოქმედოს ყველასათვის ცნობილი "გათიშე და იბატონეს" პრინციპი. ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი.
მე ყოველთვის ტერმინ "ცხინვალის რეგიონს" ვხმარობ.
ჯავის ტერიტორიას ალბათ "დვალეთს" ვუწოდებ მომავალში (როცა კონფლიქტი ამოიწურება).
ტერმინი "სამაჩაბლო" არასწორია, ვინაიდან სამაჩაბლო არის ცხინვალის ზემოდან ჯავის სოფლებამდე.
რაც შეეხება ტერმინს "შიდა ქართლი", ეგ უფრო ფართო არეალს მოიცავს, ხაშურიდან კასპამდე.
პატრიარქიც ტერმინ "ცხინვალის რეგიონს" ხმარობს.
ყველაფერს ეს სჯობს, აბსოლუტურად ნეიტრალური და ყოველმხრივ პოლიტკორექტული გამოთქმაა.
რათქმაუნდა სამაჩაბლო და არა სამხრეთ ოსეთი. ამაზე დავაჩ არ ღირს!!!!!
საკუთრივ ჩემივე გახსნილ თემას, რომელიც კონფლიქტურ ზონებს შეეხება, ქვესათაურში მივუთითე - ცხინვალის რეგიონი, თუმცაღა, მას შემდეგ რაც ტერიტორიული მთლიანობა აღდგება მანდ, საქართველოს აუცილებლად მოუწევს ოსებისთვის ავტონომიის მიცემა, რაც ასევე უცილობლივ დააყენებს დღის წესრიგში "სამხრეთ ოსეთის" გამოყენებას, სხვანაირად უაზრობაც გამოვა ცხინვალის ავტონომიური რესპუბლიკა...
აი, ესაა
მოვიყვან ციტატას ვიკიპედიიდან
Осетины являются потомками аланов сарматской ветви.[источник?] Они стали христианами в начале средних веков под грузинским и византийским влиянием[источник?]. Во время монгольского владычества они были вытеснены из своих средневековых исторических мест заселения к югу от реки Дон в современной России, а часть — и дальше за Кавказ в Грузию, где они сформировали три отдельных субэтноса.
Дигорцы, на западе, попали под влияние соседних кабардинцев, от которых большинство дигорцев приняли ислам[6]. Иронцы на севере стали тем, чем является сейчас Северная Осетия, которая вошла в состав Российской империи в 1767. Кударцы на юге стали тем, чем является сейчас Южная Осетия.
( http://ru.wikipedia.org/wiki/Южная_Осетия -თუ მთლიანად მოგინდათ წაკითხვა)
ჩვენი ოსები არიან ქუდარელი (ან კუდარელი) ოსები .
ისინი საკმაოდ განსხვავდებოდნენ როკის გვირაბის გათხრამდე ჩრდილო ოსებისაგან.
ისინი ქართველების ნათესავები უფრო იყვნენ ვიდრე დიგორების და ირონელების.
იფიქრეთ ამაზე.
იმ ხალხის ისტორია კარგად უნდა ვიცოდეთ, ვისაც ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ.
სხვათაშორის მისი უწმიდესობა ქადაგებებში ამ რეგიონს სამაჩაბლოდ მოიხსენიებს!
მე ნახევრად ოსი , იტალიელი და ქართველი ვარ. ვცხოვრობდი ძაუგ-ყაუ-ში ახლანდელ ვლადიკავკაზში. ჩრდილო ოსები - ( ირონები ) არ თვლიან სამხრე ოსებ ოსებად ( ირონებად) - მათ უწოდებენ კუდარაიგებ სამხრეთელ ოსებ.
ბავშვობაში ოსურ ენაზე ვსაუბრობდი და 6 წლისამ ქართული ვისწავლე. დედმამა ქართველებია მაგრამ მამის მხრივ ბებია დიგორელი ოსი მყავდა და დედის მხრივ დიდი ბებია იტალიელი.
ოსეთში ქართველად არ მთვლიან და არც საქართველოში... ყველას ვგონივარ უცხოელი ევროპელი.
მე პირადად შევარდნაძეს ვადანაშაულებ რომ როკის გვირაბი მოუმზადეთ ოსებ - ესეც შენი ქართველი გვარი.
ორჯონიკიძემ კი ქართული ტერიტორიები დაურიგა ყველას ესეც შენი ქართველი გვარი.
ჯუღაშვილი სტალინი კი ქართველია და მერე მოდიან შემდგომ
დღევანდელი ოპოზიციონერები
ნოღაიდელი და ბურჯანაძე.
თუ ჰკარგავ ქართულ მიწებ - ყველაფერი თქვნი მამა პაპის ბრალია და რატომ, იმ დროის თქვენი მამა პაპები თავისთავზე ფიქრობდნენ და სულ არ ანაღვლებდა მეზობლით პრობლემა. არამარტო მეზობელი არამედ საქართველოში რა ხდებოდა სულ არ აინტერესებდათ. სიმართლე სიმართლეა... და ნუ დააბრალებ პრეზიდენტს.
ომი რუსეთმა დაიწყო და დავკარგეთ მიწები.
შეცდომა დაუფიქრებლობაა, ხალხით მიერ არჩეული ლიდერი გაპრეზიდენტობაზე.
სატანური მოდგმაა: 1. ადამიანი გიყვარდეს და აზვიდებ თან.
2. გერიდება უარი თქვა და რახან ნათეცავია ან მეგობარია , იძულებული გხდით რომ გაამრეზიდენტო.
3. ხედავ შეცდომაა და ვეღარაფერს ეუბნები თქვენს მიერ გაზვიადებული ხელისუფლება.
ასეთია დღევანდელი საქართველო აფხაზეთი და ეგრეს წოდებული სამხრეთ ოსეთი .
მე არ ვადანაშაულებ ქართულ პრეზიდენტს უფრო სწორედ დანაშაული ხალხია .
ამისათვის ილოცე საქართველოზე რომ ღმერთმა უომრად და უბრძოლველად დაგიბრუნდეთ დაკარგული წმინდა მარიამის კურთხეული მიწები.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience