პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 24 2010, 07:55 PM
როგორც ვიცით საპატრიარქოს და ტრადიციული რელიგიების წარმომადგენლებმა პროტესტი განაცხადეს ევროსაბჭოს კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს აბორტის და ჰომოსექსუალობის ლეგალიზაციას.
მეც ვუერთდები ამ პროტესტს. ვუერთდები ამ პროტესტს არა როგორც რომელიმე პოლიტიკური კურსის მქონე და არა, როგორც რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელი, არამედ როგორც ადამიანი.
ე.ი. ამ საკითხთან დაკავშირებით დავწერე სტატია, რომელიც დავდე forum.ge-ზე:
http://forum.ge/?showtopic=34068673&view=findpost&p=17605061
სტატია საერთოდ არაა რელიგიური ხასიათის, არ ეყრდნობა არც ერთ რელიგიურ არგუმენტს ანუ აბორტის და ჰომოსექსუალობის კრიტიკა მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერული დასკვნების საფუძველზე.
თქვენც გაეცანით და ვინც forum.ge-ზე პოსტავთ იაქტიურეთ...
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jan 24 2010, 08:01 PM
გიორგი
ციტატა
როგორც ვიცით საპატრიარქოს და ტრადიციული რელიგიების წარმომადგენლებმა პროტესტი განაცხადეს ევროსაბჭოს კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს აბორტის და ჰომოსექსუალობის ლეგალიზაციას.
მეც ვუერთდები ამ პროტესტს. ვუერთდები ამ პროტესტს არა როგორც რომელიმე პოლიტიკური კურსის მქონე და არა, როგორც რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელი, არამედ როგორც ადამიანი.
ვაა როგორ მოხდა გიოო
მეგონა იტყოდი დემოკრატიააო
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 24 2010, 08:32 PM
ა ნ უ კ ა
ციტატა
მეგონა იტყოდი დემოკრატიააო
დემოკრატია არის, მაგრამ მეცნიერებაც არის.
გაეცანით.
პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 24 2010, 08:43 PM
ციტატა( გიორგი @ Jan 24 2010, 09:32 PM)
მაგრამ საშინლად არ მომწონს კაცობრიობის მდგომარეობა (ანუ ევროსაბჭოს), რომელიც ცდილობს, იმის დაკანონებას რაც ამორალურია, ადამიანის ზნეობრივი პრინციპების საწინააღმრდეგოა, მაგრამ სხვა გზა არ არის, რადგან ის (ანუ აბორტი) მაინც იარსებებს და თანაც უარესი შედეგებითაც.
ძალიან ცუდია ეს ფენომენი. ამ ლოგიკით გამოდის, რომ თუ ქურდობას ვერ ებრძვი მაშინ უნდა დააკანონო, მაგალითად იმ პირობით რომ არ მოკლავ სახლის პატრონს (და ეს გაგათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან...) ანუ ავიცილებთ უარესს და ა.შ.
ჭკვიანი ბიჭი
პ.ს. სავსებით გეთანხმები გიორგი!!! განსაკუთრებით ციტირებულ ნაწილში...
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 24 2010, 09:16 PM
იაქტიურეთ ვინც forum.ge-ზეც ხართ დარეგისტრირებულნი.
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 24 2010, 09:32 PM
ნონა
ციტატა(ნონა @ Jan 24 2010, 09:18 PM)
დარეგისტრირებული კი ვარ და ჩემი პირველი პოსტი მოგიძღვნა?
კი
პოსტიც და ხმაც მიეცი
პოსტის ავტორი: INFORMATION თარიღი: Jan 26 2010, 06:23 PM
გიორგი
ციტატა
სტატია საერთოდ არაა რელიგიური ხასიათის
ციტატა
3. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მიმაჩნია, რომ არის რეაქციული იმპერიალიზმის იდეოლოგი. არავითარი საერთო არა აქვს რელიგიის დადებით ღირებულებებთან. ჩემთვის ის უფრო ტერორისტულ ორგანიზაციებს "ჰეზბოლას" და "ჰამასს" წააგავს, რომელიც ნაწილობრივ პოლიტიკურად აქტიურია, ნაწილობრივ კი რელიგიურ ნიადაგს უქმნის ბოროტებას. სხვათა შორის მათ მეთაურს, მაფიოზ კირილ "ტაბაჩნიკს", მოვიაზრებ ნიკარაგუას და ვენესუელას კრიმინალურ-დიქტატორული რეჟიმების გვერდით იმ გაგებით, რომ მანაც აღიარა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა შემდეგი სიტყვებით: "ახალი პოლიტიკური საზღვრები და სახელმწიფოები, საქართველოს ტერიტორიაზე, ხელს არ უნდა უშლიდეს ჩვენი ეკლესიების ურთიერთ თანამშრომლობასო. ჩემთვის ყველაფერი ნათელია.
პირადად მე ანტირუსული კურსის მატარებელი ვარ, და ვგმობ პრორუსულობას, მაგრამ ვერ გავიგე რატომ დაიწყე ეგ ტექსტი რუსეთის კრიტიკით და ლანძღვით?
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 26 2010, 06:34 PM
INFORMATION
ციტატა
რატომ დაიწყე ეგ ტექსტი რუსეთის კრიტიკით და ლანძღვით?
ეგ ტექსტი არც ამ ფორუმისთვის დამიწერია და არც ამ განყოფილებისთვის.
forum.ge-ს პოლიტგანყოფილებაში კი შესაძლო იყო ევროსაბჭოს კანონპროექტის მწვავე კრიტიკა პროკრემლისეულ კურსად აღქმულიყო, ამიტომაც დაიწერა ეგ პოსტულატები.
P.S. ამ თემამ თავისი მისა შეასრულა და მოდერს ვთხოვ დახუროს...
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 27 2010, 08:17 AM
ავტორის თხოვნის გათვალისწინებით, თემა იხურება.