რა აზრის ხართ რელიგიურ ფუნდამენტალიზმზე? ანუ მოგწონთ თუ არა, როგორც პოლიტიკური იდეოლოგია, მაინტერესებს თქვენი აზრი. არსებობს ისლამური ფუნდამენტალიზმი, ქრისტიანული ფუნდამენტალიზმი, ოლსტერის პროტესტანთტა ფუნდამენტალიზმი და სხვა მრავალი. თუ გინდათ ინფოს დავდებ უფრო დაწვრილებით. რას ფიქრობთ? ნუ გასაგებია, ისლამურს გმობთ, მართლა მიუღებელია მათი საომარი სულისკვეთება & co. მაგრამ მოგწონთ თუ არა თუნდაც ქრისტიანული ფუნდამენტალიზმი?
subterranean
კაცო, სათაურსა და პოსტს შორის ნონსენსია თუ მეჩვენება? ნუთუ გამბედაობა არ გეყო გეთქვა, მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმი პოლიტიკურ იდეოლოგიას გვარიანად კრეჭს და ვაიმე რა გვეშველებაო? :gigi:
ფუნდამენტალიზმი არის გარკვეული ჭეშმარიტად მიჩნეული ცნობიერების გაქვავება, რომელიც უცხოა ქრისტიანობისთვის. მხოლოდ ჩაუხედავ პირს შეუძლია მოეჩვენოს რელიგია ფუნდამენტალიზმად.
პოლიტიკურ ფუნდამენტალიზმზე არ ვსაუბრობ! რელიგიური ფუნდამენტალიზმი არის პოლიტიკური იდეოლოგია. პოლიტიკური ფუნდამენტალიზმი რა შუაშია საერთოდ, ამა-თუ-იმ ფუნდამენტალიზმ"ებ"ზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს და მე კონკრეტულზე გავხენი თემა. ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ რელიგიური ფუნდამენტალიზმი არ შეიძლება პოლიტიკურ იდეოლოგიად ჩაითვალოს, იმიტომ რომ ცოტა უჩვეულოა ის რომ რელიგიურ დოქტრინებს შეუძლია პოლიტ. იდეოლოგიის ჩამოყალიბება თავისი ტრადიციული დამოკიდებულების გამო რომელიც ამა-თუ იმ საკითხზე აქვს. მიუხედავად ამისა, რელიგიურ ფუნდამენტალიზმს სრულიად სამართლიანად უწოდებენ პოლიტიკურ იდეოლოგიას, რადგან იდეოლოგიისთვის დამახასიათებელი სტრუქტურა აქვს, თუნდაც მთავარი თემები, როგორიცაა ანტიმოდერნიზმი და სხვა. თანაც სხვა იდეოლოგიებს რომ შევადაროთ-კონსერვატორებს მოსწონდათ და მოსწონთ რელიგია, იმიტომ რომ სოციალური შემაკავშირებლის როლი აკისრია და იმ არასტაბილურობის საფრთხეს ამცირებს, რომელიც კონსერვატორებს მაგრად აშინებთ და რელიგიური ფუნდამენტალიზმი რელიგიურ იდეებს კი არ იყენებს როგორც რაღაც დოქტრინების შესალამაზებელ და გასამყარებელ საშუალებას, არამედ პირიქით, საკუტარი პოლიტ. აზროვნება აქვს აგებული ამ რელიგიურ იდეებზე. რავი : ) : P
მართლმადიდებლური კონსერვატიზმი ხომ მრავლად არის საქართველოში. ფუნდამენტალიზმმა კი მართლმად. ეკლესიის გარკვეულ წევრებში ღრმა ფესვები გაიდგა, ვეჭვობ...
სამწუხაროდ საქართველოში არც მართლმადიდებლური კონსერვატიზმია და არც ფუნდამენტალიზმი. არცერთი ევროპელი და ამერიკელი კონსერვატორი ვერ აიტანდა იმ გარყვნილებას და სამსართულიან დედის გინებას რომელიც ქართული ტელევიზიით გადაიცემა.
რას უშვება ეს განათლება ამ ხალხს?!
მნათე
სად არის ფუნდამენტალიზმი საქართველოში? ნამდვილი და შესანიშნავი ფუნდამენტალიზმი არის ირანში, რომლის წყობაც საუკეთესოა დღევანდელ მსოფლიოში და საკმაოდ მოქნილი (არავითარ "ცნობიერების გაქვავებაზე" და მსგავს სისულელეებზე არაა საუბარი), მათ შორის რელიგიურ საკითხებში.
საქართველოში არის პროვინციალიზმის ზეიმი, ზედაპირულობა, ბოკერიები რამიშვილები სააკაშვილები ივერიელები და მსგავსი სუბიექტები.
ისე, მართლა, ჯერ ფუნდამენტალიზმის ზუსტი და ამომწურავი განმარტება დადეთ აქ
და მერე - მისი მკაფიო (თუნდაც არამკაფიო) ნიშნები საქართველოში.
სიამოვნებით მოგისმენთ.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience