როდესაც საუბრობენ დანაშაულზე, როგორც მომხდარ ფაქტზე წინა პლანზე გამოდის მხოლოდ ობიექტური ნიშანი ობიექტური მხარისა და უპირველეს ყოვლისა_მომხდარი შედეგები. თუმცა, დანაშაული როდი წარმოადგენს გაყინულ სტატისტიკურ მოვლენას, არამედ, ეს არის პროცესი, რომელიც ვითარდება დროსა და სივრცეში. ამგვარად, შეიძლება გამოვყოთ ობიექტური მხარის სამი ძირითადი, მეტ-ნაკლებად საერთო ეტაპები.
I საზოგადოებრივად საშიშ ქმედებათა (უმოქმედობათა) გარეგანი მხარე.
II გარემომცველ სამყაროში მათ მიერ შექმნილი ცვლილებები.
III კანონმდებლობით დაცული საზოგადოებრივი ურთიერთობისათვის ზარალის მიყენება.
ადამიანის მიერ გაცნობიერებული ქმედება, რაც აინტერესებს კანონმდებლობას ყოველთვის იმართება სუბიექტის ფსიქოლოგიური თავისებურებებით, მისი ნებისყოფით, მოწმდება მის ცნობიერებაში ამა თუ იმ ხარისხით. ამ დროს საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ თვით ადამიანის ეს ფსიქოლოგიური თავისებურებანი, მისი მსოფლმხედველობა, დამოკიდებულება გარემომცველი სინამდვილისადმი, სხვა ხალხისადმი და საერთოდ მთლიანი საზოგადოებისადმი ყალიბდება ცხოვრების პირობებით. გარდა ამისა, უშუალო საბაბი, მოცემულ მომენტში განსაზღვრული ქმედებისა, მათ შორის დანაშაულიც დევს იმ გარემო პირობებში, რომელშიც იმყოფებოდა პიროვნება.
ყოველი დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია კანონმდებლობით შეიძლება განვასხვავოთ გარკვეული სისტემის მიხედვით. შედარებით საშიშ დანაშაულად ითვლება სახელმწიფოებრივი დანაშაულობანი, ესე იგი ისინი, რომლებიც მიმართულნი არიან არსებული საზოგადოებრივი წყობილების წინააღმდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულობანი მრავალფეროვანია და განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ნიშან_ თვისებებით, ყველა ეს ნიშნები შეიძლება შევაერთოთ ერთი განსაზღვრული სქემის სახით და განვალაგოთ ისინი სამ ჯგუფად.
ნიშან_თვისებები, რომლებიც ახასიათებენ დანაშაულის ობიექტს, ესე იგი, რომლებიც იწვევენ დანაშაულს.
დანაშაულის სუბიექტის დამახასიათებელი ნიშნები, ესე იგი ვინც ჩადის დანაშაულს
ნიშან_თვისებები, რომლებიც ახასიათებენ დანაშაულის ობიექტურ მხარეს, ესე იგი ჩადენილი ქმედებანი.
მართალია დანაშაულობის მიზეზების მეცნიერულ შესწავლას დასაბამი მიეცა მხოლოდ XVIII_XIX საუკუნეების მიჯნაზე, მაგრამ ამ პრობლემას იხილავდნენ ჯერ კიდევ ანტიკური ეპოქის ფილოსოფოსები და იურისტები.
მცირე ამონარიდი arizona-ს სამეცნიერო კვლევიდან
არ დაგავიწყდეთ არასრულწლოვანები განსაკუთრებული სისასტიკით რომ გამოირჩევიან ხოლმე დანაშაულის ჩადენისას. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ შემცირდეს დანაშაულთა რიცხვი. განსაკუთრებით ბავშვებს უნდა მივხედოთ. მართალია დამნაშავის გამოსწორებაზე მეტი უნდა ვიფიქროთ და საქმე ვაკეთოდ, მაგრამ დასჯა, რომ არ იყოს საჭირო არ მგონია. მაპატიეთ ეს ჩემი აზრია. მაგრამ ზოგჯერ რომ ხედავენ, რომ კონკრეტული პიროვნება არ ისჯება რაღაც დანაშაულის ჩადენაზე, ჰგონიათ, რომ მათაც არ დასჯიან . ამით დანაშაულთა რიცხვი კი არ იკლებს , არამედ იზრდება. სწორედაც, რომ პირველ რიგში დანაშაულთა რიცხვის კლებადობაზე უნდა ვიფიქროთ.
ANELI
რამდენი მკვლელობები ხდება ეხლა, ამ ბოლო პერიოდში ყველას კარგად მოგეხსენებათ. ეს მკვლელობა 12 წლის ბავშვის მიერ, რომ იყოს ჩადენილი თავზე ხელი უნდა გადაუსვათ. არ უნდა დაისაჯოს. რა ვიცი, რაც თავი მასხოვს ყოველთვის იყო არასრულწლოვანთა კოლონიები. სწორედ მათი მიზანი დამნაშავის გამოსწორება იყო და მერე დასჯა. მე ვიცი ბევრი უსამართლოდ დასჯილა, მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ ყველა უსამართლოდ ისჯება. მე კარგად მესმის საჭმლის ქურდობა, მკვლელობა და ყაჩაღობა, ერთი სიმძიმის დანაშაული, რომ არაა. იმაშიც დამეთანხმებით ალბათ, რომ ახალგაზრდობის სენი, სწორედ მიმბაძველობაა. აი ესაა დამღუპველი, მაშინ როცა დანაშაულის ჩადენას ეხება.
ენრიკო ფერი. იგი დანაშაულის ფაქტორებს სამ ძირითად ჯგუფად ყოფს:
ანთროპოლოგიური ფაქტორები.
ფიზიკური ფაქტორები.
სოციალური ფაქტორები.
გარდა ამისა იზიარებდა ლომბროზოს მოსაზრებას თანდაყოლილი დამნაშავეების შესახებ. ფერის ეკუთვნის დამნაშავეთა ანთროპოლოგიური კლასიფიკაციაც. იგი განასხვავებს დამნაშავეთა ხუთ ჯგუფს:
შეშლილ დამნაშავეებს.
თანდაყოლილ ანუ გამოუსწორებლებს.
პროფესიონალებს
დამნაშავეებს შმაგი ეფექტით
შემთხვევით დამნაშავეებს
ფერიმ დაამუშავა დანაშაულობის თავიდან აცილების სოციალურ ღონისძიებათა სისტემა. ეს ღონისძიებებია: ეკონომიკური, პოლიტიკური, სამეცნიერო, საკანონმდებლო, რელიგიური, აღმზრდელობითი, საოჯახო_სამართლებრივი და ადმინისტრაციული. მიუხედავად იმისა, რომ ფერი არა მარტო აღიარებს დანაშაულის სოციალურ მიზეზს, არამედ აგებს ამ მიზეზების თავიდან აცილების ღონისძიებათა სისტემას, იგი მაინც ანთროპოლოგად რჩება, რადგან მისი აზრით, მხოლოდ სოციალურმა ფაქტორებმა, ანთროპოლოგიური ფაქტორების ზემოქმედების გარეშე არ შეიძლება გამოიწვიოს დანაშაული.
XIX საუკუნის 90-იან წლებში სისხლის სამართლის მეცნიერებაში აღმოჩნდა ახალი მიმართულება_სისხლის სამართლის სოციოლოგიური სკოლის სახელწოდებით. თუკი ანთროპოლოგიური სკოლა ამტკიცებდა, რომ დამნაშავე იბადება, სოციოლოგიური სკოლის მიმდევრები ფიქრობდნენ, რომ დამნაშავე იქმნება გარემო პირობების ზემოქმედებით.
სოციოლოგიური სკოლის მომხრეების აზრით სისხლის სამართლის მეცნიერება უნდა იმყოფებოდეს ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ რამდენიმე ნაწილად, რომლებიც ერთობლიობაში ქმნიან სისხლის სამართლის მეცნიერებას:
I სისხლის სამართალი, ამ სიტყვის ვიწრო მნიშვნელობით ანუ სისხლის სამართლის კანონმდებლობას და ზოგად ცნებებს.
II კრიმინოლოგია, რომელიც შეისწავლის დანაშაულის მიზეზებს.
III სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომელიც კანონიერებაზე დაყრდნობით შეისწავლის დანაშაულობასთან ბრძოლის ღონისძიებებს.
სოციოლოგიური სკოლა დანაშაულობას ხსნის სხვადასხვა სახის ფაქტორთა ერთობლიობით. იგი იძლევა დანაშაულობის ფაქტორების ორწევრიან და სამწევრიან კლასიფიკაციას.
მცირე ამონარიდი arizona-ს სამეცნიერო კვლევიდან
ორწევროვანი კლასიფიკაციის მომხრეები აღიარებენ დანაშაულის ინდივიდუალურ და სოციალურ ფაქტორებს, სამწევროვანი კლასიფიკაციის მომხრეები კი ფიზიკურ, ინდივიდუალურ და სოციალურ ფაქტორებს. ფიზიკურ ფაქტორებში იგულისხმება_გეოგრაფიული გარემო, ჰავა, წყალი. . . ინდივიდუალურში_სქესი, წლოვანება. . .სოციალურში_ უმუშევრობა, ალკოჰოლიზმი. . .
სოციოლოგიური სკოლის მომხრეები გადამწყვეტ მნიშვნელობას სოციალურ ფაქტორებს ანიჭებენ. ამ სკოლის მამამთავრად ითვლება გერმანელი კრიმინალისტი ფრანც ლისტი, მისი აზრით დანაშაულობა შეიძლება განვიხილოთ არა მარტო ტექნიკურ_იურიდიული ასპექტით, არამედ ბუნებით_მეცნიერული ასპექტითაც. დანაშაულის ბუნებით_მეცნიერული შესწავლის ამოცანაა ახსნას დანაშაული, როგორც ცხოვრებისეული მოვლენა, როგორც სოციალურ სამყაროში მომხდარი ფაქტი, შეისწავლოს ამ ფაქტის მიზეზები.
დანაშაულობის ამგვარი შესწავლა უნდა წარმოებდეს ბიოლოგიური და სოციოლოგიური გზებით. ლისტის აზრით, დანაშაული ბიოლოგიური თვალსაზრსით არის მოვლენა ცალკეული ადამიანის ცხოვრებაში, რაც უნდა აიხსნას მისი ინდივიდუალური მიზეზებით. მისი საპირისპიროა სოციოლოგიური შესწავლა დანაშაულისა, რომელიც განიხილება, როგორც მოვლენა ადამიანთა საზოგადოებრივი ცხოვრებისა და აიხსნება ამ საზოგადოების ცხოვრების პირობებით.
მცირე ამონარიდი arizona-ს სამეცნიერო კვლევიდან
დანაშაულისჩადენის მიზეზები ხშირად განსხვავდები დამნაშავის ასაკიდან გამომდინარე.არასრულწლოვნებს უფრო ხშირად ერთმანეთში მოოსდით ხოლმე ჩხუბები,რაც ცუდად მთავრდება ხოლმე(ეს მგონი ძალიან გახშირდა და იმიტომ დავწერე).ამის მიზეზი კი,ალბათ ფსიქიკაა.რაღაცნაირი აზროვნების ბავშვები მომრავლდნენ.უფრო სასტიკები არიან და დანაშაულის რიცხვიც ამიტომ იზრდება.მათი სისასტიკის მიზეზი რა არის ,ეს არის მთავარი
არასრულწლოვანი,რომ ცაიდენს მზიმე დანაშაულს ის კი არ უნდა დაიჭირო,გამოსასწორებელ კოლონიაში უნდა მოათავსო და ფსიქოლოგი მიუცინო.სხვანაირად ის ვერასდრო გამოსწორდება.(იშვიათი გამონაკლისების გარდა)
განვითარებულ ქვეყნებში(ა.შ.შ.,ჩინეტს და სხვა არ ვგულისხმობ) დამნაშავეებს შედარებით მსუბუქად სჯიან,რადგან იქ დამნაშავეებს ასწორებენ და არა პირიქით უფრო უარეს რეციდივისტებად აქცევენ. ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა ნათელი მაგალიათია.
"პატარა კაცს დიდ კაცთან როდის გასვლია მართალიო"
ეს მართალია ყველგამ და ყოველთვის..... მარა სხვა პროვლემაცაა.. მგომი ქართულ მემტალიტეტსჰია პროვლემა ჩემი აზრით და ამას დამატევული სოციალური ფიზიკური თუ სხვა. რაც შეეხევა დასჯას კი აუცილეველია მარა მთლად დახვრეტაც არარის ორმალური ხოდა როცა დასჯით ადამიამს თამ ეცადეთ ხელი შეუცყოთ რო გამოსცორდეს და არა პირიქით
უსტიციის სამინისტროს ,,დავალებით" დავწერე რაღაც თემა და რომ ვდებ ფორუმზე ინგლისური შრიფტით ხსნის...
A.V.M
www.convert.ge გადაიყვანე და შემდეგ დააკოპირე
რატომ სჩადის ადამიანი დან აშაულს
,,ზოგჯერ საშჯელი , ისე მკაცრი აღმოჩნდება რომ
მზად ხარ მეორედ ჩაიდინო დანაშაული.’’(ლევან დევაძე)
დანაშაული . მისგან გამოწვეული საშჯელი . დასჯის სამართლიანობა . ეს საკითხები არასდროს კარგავდა და ალბათ არც დაკარგავს აქტუალურობას. ღატომ ? იმიტომ , რომ არ ვიცით მისი ჩადენის ზუსტი მიზეზი და არც ის , თუ როგორ ვითარებაში განხორციელდა იგი.
აღნიშნულ თემაზე საუბარს დავიწყებთ ბიბლიით და გავაგრძელებთ ქრონოლოგიური პრინციპით . პირველი დანაშაული კაცობრიობის ისტორიაში გახლდათ ადამისა და ევას შეცოდება . გავიხსენოთ თუ რატომ მოხდა იგი . ადამიანმა ვერ გააცნობიერა თავისუფლების აზრი და იმის ნაცვლად , რომ განღმრთობილიყო , ამპარტავნებაში ჩავარდა . მოინდომა ღმერთად გახდომა . ბოლოს კი , სინანულის მაგივრად სხვას გადააბრალა ცოდვა . ამ ყოველივემ კი გამოიწვია საშჯელი-სამოთხიდან გამოძევება.
ამით ყველაფერი არ დამთავრებულა . დედ-მამის ისედაც დამძიმებული ცხოვრება უფრო დამძიმდა მათი შვილის-კაენის მიერ ჩადენილი დანაშაულის შემდეგ . მან სიცოცხლეს გამოასალმა საკუთარი ძმა-აბელი . ამჯერად კი ამპარტავნებას შურიც დაემატა და მივიღეთ ახალი დანაშაული-მკვლელობა . ამის შემდეგ მრავალმა ჩაიდინა ეს დანაშაული და მრავალნი კვლავაც ჩაიდენენ ამ სასტიკ და სამარცხვინო საქციელს.
გავაგრძელოთ საუბარი და განვიხილოთ იუდა ისკარიოტელის ქმედება . მან ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული . კითხვაზე-რატომ ? პასუხს გვაძლევს ნოლოს მირონმდინარის აპოკრიფი : ,,იუდა ისეთი გონების პატრონი იყო , რომ მისთვის ტკბილი მწარედ იქცეოდა დამ წარე ტკბილად . ამის დამადასტურებელია ის , რომ მან თავი ხეზე ჩამოიხრჩო და სული თვისი მარადიული ტანჯვისთვის გასწირა . “
თავადაც ნახეთ , რომ კაცობრიობის ისტორიაში სამი უდიდესი დანაშაულის ჩადენის მიზეზი სხვადასხვა გახლდათ . გავაგრძელოთ საუბარი და ვნახოთ , ირღვევა თუ არა ეს კანონზომიერება .
გავიხსენოთ მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი . არტემიდას ტაძარი ქალაქ ეფესოში . იგი განადგურდა ვინმე ჰემოსტრატეს მიერ . რატომ? რაოდენ უჩვეულოც არ უნდა იყოს პასუხი მარტივია-საკუთარი სახელის ,,უკვდავსაყოფად.” შხვა საკითხია როგორ , მაგრამ ფაქტია , რომ ჰემოსტრატე დარჩა ისტორიაში სამუდამოდ .
ახლა კი გადავინაცვლოთ ქართულ მატიანეში , სადაც გამორჩეული ადგილი უკავია დავიტ აღმაშენებელს . მისი ღვაწლის გამო ეკლესია წმიდანთა დასში მიუჩინა ადგილი . ვნახოთ , მიიჩნევდა თუ არა საკუთარ თავს დამნაშავედ . აი , რას წერს თავად დავითი ნაწარმოებში ,,გალობანი სინანულისანი:”
,,უფალო ღმერთო მიუტევენ ბრალნი მისნი სიყრმისა და ცდომილებისაგანი . “რამდენადაა შესაძლებელი მეფის ქმედებებს დანაშაული ვუწოდოთ სხვა საკითხია , მაგრამ ვნახოთ , მისსივე აზრით , თუ რატომ მოიქცა ასე . პასუხს კი მის ეპიტაფიაში ვიპოვით : ,,ვის ნაჭარმაგევს მეფენი შვიდნივე პურად დამესხნეს , თურქნი სპარსნი და არაბნი საზღვარსა გარე გამესხნეს , თევზი ამერთა წყალთაგან იმერტა წყალში შთამესხნეს , აწე ამათსა მოქმედსა ხელნი გულზედა დამესხნეს . “ ვხედავთ, რომ დავითი , საკუთარ ,,დანაშაულთა” ჩადენის მიზეზს ხედავს ქვეყნის ინტერესებში .
გავაგრძელოთ ისტორიის კითხვა . გავიხსენოთ მეოცე საუკუნე და რაიხის ლიდერი – ადოლფ ჰიტლერი . მას კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს დანაშაულშია ,,ბრალდებული” და ესაა თუნდაც ე.წ. ,,ჰოლოკოსტის” პოლიტიკა . რომლის დროსაც გაანადგურეს ექვს მილიონამდე ებრაელი . (არაფერს ვამბობთ სხვა ერებზე) . ვნახოთ , თუ რას ასახელებს ამ ყოველივეს მიზეზად თავად შეკლგრუბერი . აი , რას წერს იგი საკუთარ ანდერძში : ,, ვავალებ ერის ბელადებს სკრუპულოზურად დაიცვან რასობრივი კანონები დამტკიცედ შეეწინააღმდეგონ მსოფლიოს ყველა ხალხების მომწამვლელებს , საერთაშორისო ებრაელობას . “ე.ი რაიხის ლიდერი , კითხვაზე , თუ რატომ ჩაიდინა ასეთი ამაზრზზენი საქციელი პასუხობს , რომ , მან , ამით მსოფლიო გაწმინდა ,,მომწამვლელებისგან” და შთამომავლობასაც ანალოგიური გზით წასვლას ავალებს .
გავაგრძელოთ საუბარი და ისტორიული რეალობიდან მცირე ხნით, მხატვრულ ლიტერატურაში გადავინაცვლოთ .
ამ თემაზე საუბრისას არ შეგვიძლია გვერდი ავუაროთ თეოდორ დოსტოევსკის და მის ნაწარმოებს- ,, დანაშაული და საშჯელი . “უპირველესად გავიხსენოთ ის , რომ თავად დოსტოევსკი , ოთხი წლის განმავლობაში იხდიდა საშჯელს ციმბირის კატორღაშიი . ე.ი. მას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული , თუ რას წარმოადგენდა დანაშაული , რატომ სჩადიოდა მას ადამიანი და რა იყო მისი საშჯელი . ამიტომაცაა ყურადსაღები მისი აზრები .
ჯერ განვიხილოთ რასკოლნიკოვის დაკითხვის პროცესი : ,,საბოლოო კითხვაზე : რამ გაიძულა მაინც , რომ მკვლელობა ჩაიდინე და გაძარცვე ადამიანიო , მოურიდებლად და აშკარად უპასუხებდა გამოტეხვით , რომ მიზეზი მისი გაჭირვებული მდგომარეობა და სიღარიბე იყო . მკვლელობა კი ქერქეტობამ და სულმოკლეობამ ჩაადენინა , რასაც ხელმოკლეობა და სხვადასხვა მარცხი უწყობდა ხელს . “ ნაწარმოების მსვლელობისას ვხვდებით , რომ რასკოლნიკოვსისიც უჭირს , მკვლელობას დანაშაულის სტატუსი მიანიჭოს : ,,ოჰ , რა ბედნიერი იქნებოდა , რომ შესძლებოდა და თვითონაც გულში ეღიარებინა თავისი დანაშაული ! “ საბოლოოდ კი ,,დამნაშავე” მიდის იმ დასკვნამდე , რომ ეს საქციელი იყო არა დანაშაული, არამედ ბრძოლა სამართლიანობის აღდგენისათვის . აქედან გამომდინარე , კითხვაზე –რატომ ? პასუხი იქნება შემდეგნერი –სამართლიანობისთვის .
უმართებულო იქნება , რომ ამ თემაზე ვსაუბრობდეთ და არ ვახსენოთ რამდენიმე ცნობილი დანაშაული ჩვენი თანამედროვეობიდან .
ყველას გვახსოვს თერთმეტი სექტემბრის ტრაგედია . ამ დანაშაულს შეეწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე , მაგრამ რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს , მისი ,,შემოქმედები “ ამ ამაზრზზენ საქმეს არ მიიჩნევენ დანაშაულად . პირიქით , მათი აზრით ეს არის უაღრესად დადებითი საქციელი და მისთვის მიიღებენ საზღაურს ალკაჰისგან სიკვდილის შემდეგ. Aაი , თუ რატომ ჩაიდინეს მათ აღნიშნული ქმედება .
დაახლოებით ასევე იმართლებენ თავს ის ხალხი , ვინც ბესლანში მოაწყო ტერორისტული აქტი . მათთვისაც გმირობაა ამგვარი სისხლისღვრა და ისინიც მოელიან ღმერთისგან ,,ღვაწლის დაფასებას . “
ჩვენს მიერ შემოთავაზებული დანაშაულებიდან ნათელია , რომ ყველა მათგანს ჩამდენის თუ საზოგადოების მხრიდან განსხვავებული აღქმა გააჩნია . ეს კი გამომდინარეობს პიროვნების ინდივიდუალიზმიდან . საინტერესოა ფრაზა , ცნობილი კინოფილმიდან –,, ხარება და გოგია : “ Y,,ყველა ყაჩაღს გულის სიღრმეში ბოლომდე არ ჯერა , რომ იგი ყაჩაღია . “აქედან გამომდინარე , პიროვნებაც მოქმედებს შემდეგი პრინციპით- ,,მიზანი ამართლებს საშუალებას “ და საკუთარ საქციელს არ მიიჩნევს დანაშაულად .
,,დანაშაულს ადამიანი ჩადის იმ,ის გამო , რომ ის გველი , რომელიც ,,ჩასსისინებდა” ევას , აკრძალული ხის ნაყოფის გასინჯვის შესახებ , კვლავაც ჩასძახის , რომ ესა თუ ის ქმედება ჩაიდინოს დამ ას ანახებს არა რეალური , არამედ სხვადასხვა , შეფარული სახით .
დანაშაულს ჩავდივართ იმიტომაც , რომვერ ვაცნობიერებთ მისგან გამომავალ საშჯელს , რომელიც აუცილებლად მოიწევა ჩვენსთავს ადრე თუ გვიან . გარდა საშჯელის გაუცნობიერებისა ჩვე ვერც საკუთარ სქცელს აღვიქვამთ , როგორც მიუღებელს , დასაგმობ დანაშაულს . რადგან ამ დროს დახშულია გონება , არ ხდება ვითარების შეფასება და იმის მაგივრად რომ შექმნილი მდგომარეობა ,,გავისიგრძეგანოთ “ ვემორჩილებით ინსტინქტებს . უმეტესად სწორედ ამ დროს ხდება დანაშაული .
და მაინც , რატომ სჩადის ადამიანი დანაშაულს ? პასუხი ერთია . იმიტომ რომ ის ადამიანია .
(მადლობა იკანოსს!)
"და მაინც , რატომ სჩადის ადამიანი დანაშაულს ? პასუხი ერთია . იმიტომ რომ ის ადამიანია . " - აი, ზუსტად!
მოგესალმებით ყველას. რუის-ურბნისის ეპარქიაში, სოფელ დირბის ზედაჯვრის წმიდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერს სააღდგომო ღამისთევის ლტურგიაზე არ ჰყავს მგალობელთა გუნდი, მონასტრის წინამძღვრის იღუმენ იოანეს თხოვნაა, ვისაც გალობა შეუძლია და აქვს შესაძლებლობა, ჩამობრძანდეს მონასტერში, რათა ამ უდიდეს დღესასწაულს ტაძარში მგალობელთა გუნდი იყოს... გაწეულ ხარჯებს მონასტერი აანაზღაურებს. მსურველებს გთხოვთ დაუკავშირდეთ მამა იოანეს, ტელ: 599 20 24 60... გეწეოდეთ წმ. დიდმოწამე გიორგი
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience