თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია და სახელმწიფო _ ეკლესიის დემოგრაფიული პოლიტიკა

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jul 5 2007, 03:41 PM

აქვს თუ არა საქაართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დემოგრაფიული პოლიტიკა?
ამჟამად ეკლესია ასახავს ზოგადად არსებულ დემოგრაფიულ სურათს, ანუ სამღვდელოების უდიდესი ნაწილი თბილისშია თავმოყრილი. თბილისის დიდ ეკლესიებში რამდენიმე მღვდელია (მაგ. ნარიყალაზე 4ია უკვე, მგონი, მამადავითზე მეტი, ქაშუეთზე და სხვა უფრო დიდ ეკლესიებზე რომ არაფერი ვთქვათ), მაშინ, როდესაც არის საქართველოში მხარეები, სადაც რამდენიმე სოფელს ერთი მღვდელი ემსახურება, მაგ. 7 სოფელს ემსახურება ერთი მღვდელი, რომელიც ბერია და მონასტრიდან დადის წირვების ჩასატარებლად, იმიტომ რომ სხვა არავინ იყო ვისაც იმ სოფლებს ჩააბარებდნენ
შესაბამისად, არის ეკლესიები სადაც თვეში ერთხელ წირვა თუ ჩატარდა, კარგია
ეს, არ არის შემტხვევითი და ზემოთაც ვთქვი, რომ ასახავს იმ სურათს, რაც ზოგაგდად, არის ქვეყანაში, მაგრამ როგორ ფიქრობთ, უნდა ჰქონდეს თუ არა ეკლესიას ამ მხრივ თავისი სამოქმედო გეგმა (გინდა პოლიტიკა დაარქვით, გინდ სტრატეგია და ხედვა და ა.შ.)?


პ.ს. სად გამეხსნა, ვერ მივხვდი, ამიტომ მაპატიეთ, თუ შეუსაბამო ადგილასაა

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jul 5 2007, 03:48 PM

კარგი თემაა და მეტად აქტუალური პრობლემაა.

ოღონდ დემოგრაფიული საკითხი უფრო სხვა რამეს არ ნიშნავს?
იქნება უფრო შესაფერისი სათაური მოვუფიქროთ?

პოსტის ავტორი: basil kobaxidze თარიღი: Jul 5 2007, 03:50 PM

ციტატა(ulvashi @ Jul 5 2007, 04:41 PM) *

მაგ. ნარიყალაზე 4ია უკვე, მგონი,


3 მღვდელია, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ქალაქში მრევლი უფრო მეტია ვიდრე სოფლებში.

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jul 5 2007, 03:57 PM

basil kobaxidze
მალე გახდება 4. ისე მე 6 თვეა მაქ არ ვყოფილვარ და რას ვახურებ biggrin.gif

ციტატა
ოღონდ დემოგრაფიული საკითხი უფრო სხვა რამეს არ ნიშნავს?
იქნება უფრო შესაფერისი სათაური მოვუფიქროთ?

რახან მოსახლეობის განაწილების გამო ხდება ასე, იმიტომ დავარქვი. შევცვალოთ, შემომთავაზეთ
ციტატა
მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ქალაქში მრევლი უფრო მეტია ვიდრე სოფლებში.

რაოდენობრივად კი, თუმცა საინტერესოა, პროცენტული თანაფარდობა როგორია. ანუ ქალაქში მცხოვრებთა რამდენი პროცენტი დადის და სოფელში მცხოვრებთა რამდენი პროცენტი
მერე: რამდენად მნიშვნელოვანი არგუმენტია რაოდენობა, ესეც საკითხავია, სადაც 100 კაციანი მრევლია, იმიტომ უნდა ეზიარებოდნენ 6 თვეში ერთხელ, რომ 100 კაცია და მეტი არა?
ხომ არ ვუბიძგებთ მათაც მიგრაციისკენ?
რა შეიძლება გაკეთდეს? ვინმეს გიფიქრიათ?

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jul 5 2007, 04:09 PM

ulvashi

ციტატა
რახან მოსახლეობის განაწილების გამო ხდება ასე, იმიტომ დავარქვი. შევცვალოთ, შემომთავაზეთ

არაფერი მომდის თავში.
დარჩეს ასე, თუ საწინააღმდეგო არ ექნება ვინმეს smile.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jul 5 2007, 04:35 PM

ჩემს სოფელში საერთოდ არ დადის მოძღვარი...

ძველისძველი ტაძარია და ახლახან აღადგინეს..
ადრე მამა ბასილი დადიოდა, როცა გურიაში მოღვაწეობდა და ვიდრე თბილისში გადმოვიდოდა.


პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jul 5 2007, 04:55 PM

ციტატა
ჩემს სოფელში საერთოდ არ დადის მოძღვარი...

ძველისძველი ტაძარია და ახლახან აღადგინეს..
ადრე მამა ბასილი დადიოდა, როცა გურიაში მოღვაწეობდა და ვიდრე თბილისში გადმოვიდოდა.


და კიდევ რამდენი წამოვიდა გურიიდან. ამის წინ ერთ მღვდელს ველაპარაკებოდი ერთ-ერთ სოფელზე, ეკლესია რომ გახსნილიყო კარგი იქნებოდა მეთქი, ხალხს უნდა, ახლომდებარე ეკლესია 5 კილომეტრშია, ცენტრში უამრავი შენობაა, რომლის გადაკეთებაც შეიძლება ეკლესიად
ჰოდა არგუმენტი ის თქვა, ვინ ივლის, წირვას ვინ ჩაატარებს, სადაც არის ეკლესია, იმას არ ვყოფნითოოო

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)