"ყოველგვარი წოდებისა და განათლების - დიდისა თუ მცირეს მქონე ადამიანები, ზუსტად და გულმოდგინედ უნდა აღასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს საკუთარი და საზოგადოების კეთილდღეობისათვის, ასევე უნდა ზრუნავდნენ საკუთარი ზნეობრივი განვითარებისა და სრულყოფისათვის. მაგრამ ეს განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის მქონე ადამიანთა ვალია მათი გავლენის ფართო სპექტრიდან გამომდინარე, რასაც მათი ცხოვრება და საქციელი ახდენს წოდებით და მდგომარეობით მათზე დაქვემდებარებულ ადამიანთა მასაზე"
"რაც უფრო ფართოა ჩვენი მოღვაწეობის სარბიელი, მით უფრო მნიშვნელოვანია პატივი, რომლითაც ვსარგებლობთ; მით მეტად ვართ ვალდებულნი, საკუთარი კეთილი მაგალითით წინ აღვუდგეთ ბოროტს და შევეწიოთ სიკეთეს"
"როგორც წყალი მაღალი ადგილებიდან დაბლისაკენ მიემართება და ყოველთვის ვერ აკავებს წინააღმდეგობებიც კი, ასევე, საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის მქონე ზნეობრივი სული მიბაძვით დაბლამდგომში გადადის - მიუხედავად გარკვეული წინააღმდეგობებისა, რომელსაც წოდების განსხვავება შობს"
"დიადი, მაგრამ საზოგადოებისათვის უსარგებლო ადამიანები მაღალი მთის წვერს ჰგვანან, რომელიც, თოვლითა და ყინულით დაფარული, მზის ყოველი ამოსვლისა და ჩასვლისას ბრწყინავს ბრწყინვალე სხივებით და მზერას ატყვევებს, მაგრამ გამუდმებით შიშველი და უნაყოფო დარჩება - სიცოცხლის ყოველგვარ ნიშანწყლას მოკლებული".
"ჩვენ ნალებად უნდა ვიფიქროთ იმ შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც ადამიანებმა მოგვაყენეს, თუკი მათდამი მორჩილება ღმერთს შეურაცხყოფდა"
/წმინდა იოანე ოქროპირი/
"დიდებულნი ამაყად და ზიზღით არ უნდა უცქერდნენ მათზე დაბლამდგომებს, უნდა ფიქრობდნენ, რომ ღვთის წინაშე ყველა თანასწორია, რომ მის მართლმსაჯულ თვალში "მეფე მეომარზე აღმატებული არაა, პატრონი კი - მონაზე". დაბალი საზოგადოებრივი მდგომარეობისა და თანამდებობის მქონე ადამიანები პატივისცემითა და მოკრძალებით ეკიდებიან თავისზე მაღლამდგომთ, მაგრამ მათ წინაშე თავის მონებად არ უნდა გრძნობდნენ, არ უნდა გააკეთონ მათთვის სასიამოვნოდ - ღვთისა და სინდისის საწინააღმდეგოდ. ამ შემთხვევაში ისინი პლანეტებს უნდა ჰგავდნენ, რომლებიც მზის გარშემო მოძრაობენ, როგორც მორჩილნი თავიანთი მეუფისა და ამასთან, იოტისოდენადაც არ არღვევენ დროის კანონებსა და სივრცის საზღვრებს, რომელიც მათ სამყაროს შემოქმედმა დაუდგინა"
"ჯერ საკუთარი თავის მართვა უნდა ისწავლო, შემდეგ კი - სხვებისა!"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"როდესაც ძლიერის წინაშე წარსდგები, გახსოვდეს, რომ ყოვლადძლიერი ხედავს ყოველივეს, რაც ხდება, და ეცადე, ღმერთს აამო და არა - მიწიერ ძლიერებას!"
"რაც უფრო ფართოა მოღვაწეობის სფერო, მით მეტია პასუხისმგებლობა; რასაც ერთს არ მოჰკითხავენ საყოველთაო სამსჯავროზე, სხვა იმისათვის განისჯება"
"უმჯობესია, ხელქვეითებს უყვარდე, ვიდრე - ეშინოდეთ, რადგან შიში სიცრუესა და პირფერობას ბადებს, სიყვარული კი - ჭეშმარიტებასა და გულმოდგინებას"
/წმ. დიმიტრი როსტოველი/
"ქსოვილი ისე მოხერხებულად არ იღებს საღებავს, ჰაერიდან ისე სწრაფად და ადვილად არ შეეყრებათ ცხოველებს რაიმე მძიმე დაავადება, რასაც გადამდები სენი ჰქვია, როგორი სისწაფითაც დაქვემდებარებულნი ითვისებენ უფროსთა ნაკლოვანებებს, უფრო მეტიც, ნაკლოვანებებს - უფრო სწრაფად, ვიდრე მის საპირისპიროს - სათნოებას"
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"როგორც საკმეველი ავსებს ჰაერს კეთილსურნელებით და გარშემომყოფებს ატკბობს, ასევე ღვთივსათნო ბატონი ანდა ქალბატონი ემსახურება გარშემომყოფთა აღზრდასა და ცხონებას"
/წმ. ბასილი დიდი/
"ნუ დასჯი მკაცრად მცირე დანაშაულისათვის, თითქოსდა, თვითონ სრულიად მართალი იყო; და ნურც ხშირად ამხილებ, რამეთუ ეს დამამძიმებელია, ხშირად მხილების ჩვევას უგრძნობლობასა და დაუდევრობამდე მივყავართ"
/ამბა დოროთე/
"ისეთი იყავი მოსამსახურეებთან, როგორიც გინდა, რომ იყოს უფალი შენს მიმართ"
"ხელმძღვანელი კეთილი და, ამავე დროს, მკაცრი უნდა იყოს, რათა ღვთივსათნო ადამიანებს მასთან თავისუფლად შეეძლოთ მისვლა, ბიწიერთ კი ეშინოდეთ მისი. თუ ერთ-ერთი ამ თვისებათაგანი არ ექნება, ხელისუფლება უფრო მეტად დაემსგავსებოდა უხელმძღვანელობას, ვიდრე - ხელმძღვანელობას. ყველა ხელქვეითს რომ უყვარდეს სათნოება, მაშინ უფროსს მხოლოდ სიკეთე დასჭირდებოდა, ხოლო თუ ყველა ისინი მანკიერნი იქნებოდნენ, მაშინ იგი მხოლოდ მკაცრი უნდა ყოფილიყო. მაგრამ რამდენადაც ხელქვეითთა შორის არიან კეთილნიც და ბოროტნიც, ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს სიკეთეცა და სიმკაცრეც, რათა თავისი სიკეთით კეთილზნეობრივ ადამიანებში სიკეთის სიყვარული განამტკიცოს, ხოლო შიშით ავები დანაშაულის ჩადენას გადაარჩინოს!"
/წმ. ისიდორე პელუზიელი/
"ხელმძღვანელთა ვალი გადარჩენაა და არა - დაღუპვა!"
"ღვთისმიერი წინაგანგებულებით ისეა მოწყობილი, რომ დედა ფუტკარს შხამი არა აქვს; რადგანაც მას რომ ის ჰქონოდა, ყველა ფუტკარს მოკლავდა. აი, მაგალითი უფროსთათვის! უფროსისთვის სრულიად დაუშვებელია, თავდავიწყებამდე მიეცეს მრისხანებასა და გაღიზიანებას, რათა თავისი მრისხანე თავდასხმით ყველა ურჩი არ დაღუპოს".
/წმ. დიმიტრი როსტოველი/
"ადვილად ნუ დაუჯერებ დამსმენს, არამედ ერთი ყურით უსმინე მას, მეორე კი - მოპასუხისათვის დაიტოვე!"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"საჭიროა გქონდეს თანაგრძნობა ადამიანთა მიმართ და სამართლიანობა - ნაკლისადმი"
"ერთი მოვალეობის აღსრულება მეორის უგულებელყოფის უფლებას არ იძლევა"
"დამნაშავეთა შეწყნარება კარგია, მაგრამ უფრო მეტად საჭიროა ის, რომ უდანაშაულონი არ დავამძიმოთ"
"ეცადე, საკუთარ თავს ფლობდე, შენი უფროსის ნებას კი დაემორჩილო!"
"ხელმძღვანელს დამორჩილებული ღმერთს ემორჩილება"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"თუ დროებითი ხელისუფალი, რომელიც გიბრძანებს, თავისთავად არ იმსახურებს შენს მორჩილებას, ამას იმსახურებს უმაღლესი ხელისუფალი, რომლის სახესაც დროებითი წრამოგიდგენს"
"დამორჩილება უფრო ადვილი იქნება, თუ ნაკლებად ვიფიქრებთ ადამიანზე, რომელსაც ვემორჩილებით, ვიდრე ღმერთზე, რომლის გამოც ვალდებულნი ვართ, ადამიანს დავემორჩილოთ"
"ის, ვინც არ უსმენს თავისი უფროსის რჩევა-დარიგებებს, არ ასრულებს, ანდა, ცუდად ასრულებს ბრძანებას, არ შეიძლება იყოს კარგი უფროსი"
"უგუნური და გამოუსწორებელი ხელქვეითი გონიერი და გამოსწორებული უფროსი ვერ იქნება"
"არავინ იქნება უსაფრთხოდ უფროსობისას, თუ მორჩილებას არ ისწავლის!"
"საზოგადოებას ჭირდება მართალი ადამიანები, რომლებიც, რა საქმიანობასაც არ უნდა ასრულებდნენ ისინი, ყველაფერს კარგად გააკეთებენ"
/ღირსი პაისი ათონელი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience