თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია და სახელმწიფო _ კანონისტის ინტერვიუ

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 25 2007, 10:49 AM

http://www.patriarchate.ge/su/420/N20.pdf

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 25 2007, 12:24 PM

ნუ, ბოჟე მოი, ნი ის სკრომნოსწ biggrin.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 25 2007, 12:31 PM

დავეციით biggrin.gif

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Jun 25 2007, 03:06 PM

ციტატა(მნათე @ Jun 25 2007, 12:31 PM) *

დავეციით biggrin.gif


ისა, სანამ წაკითხვას გადავწყვეტ, მოკლე შინაარს ხომ ვერ მომახსენებს ვინმე? http://smiles2k.net/lol_smiles/2/index.html

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2007, 03:17 PM

ბევრმა ფორუმელმა, განსაკუთრებით საზღვარგარემთ მყოფებმა, გამოთქვა სურვილი დავითის ინტერვიუს წაკითხვისა, ამიტომ გახსნა კანონისტმა ეს თემა.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jun 25 2007, 03:25 PM

ციტატა
ნუ, ბოჟე მოი, ნი ის სკრომნოსწ

biggrin.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 25 2007, 03:28 PM

Sotiris

ციტატა
ისა, სანამ წაკითხვას გადავწყვეტ, მოკლე შინაარს ხომ ვერ მომახსენებს ვინმე?




ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო... ტავად წაიკითხე.

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Jun 25 2007, 04:35 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jun 25 2007, 12:24 PM) *

ნუ, ბოჟე მოი, ნი ის სკრომნოსწ biggrin.gif


Который γλώσσα არის this? http://smiles2k.net/lol_smiles/2/index.html

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 25 2007, 04:41 PM

Sotiris
ჩემო αγαπητέ Sotiris, это is Rusça

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Jun 25 2007, 04:42 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jun 25 2007, 03:28 PM) *

Sotiris
ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო... ტავად წაიკითხე.


უცებ გადავავლე თვალი და ერთი ასეთი კითხვა გამიჩნდა: მსოფლიო პატრიარქმა როგორ უნდა მოიხსენოს საერო ხელისუფლება? ალაჰის მიერ დაცული კეთილმსახური ფაშათ ფაშა ჩვენი რეჯეფ ერდოგან ბეი ეფენდი მოიხსენოს უფალმან ღმერთმან სასუფეველსა მისსა ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე? http://smiles2k.net/lol_smiles/2/index.html

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 25 2007, 04:47 PM

Sotiris

ციტატა
ალაჰის მიერ დაცული კეთილმსახური ფაშათ ფაშა ჩვენი რეჯეფ ერდოგან ბეი ეფენდი მოიხსენოს უფალმან ღმერთმან სასუფეველსა მისსა ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე?

ოსმალეთის იმპერიის გათვალისწინებით, რუსეთის ღვთივდაცული ვოვა მოიხსენოს თუ უნდა biggrin.gif

ისე, კირიოს კაროლოსსაც კარგად მიუვა tongue.gif

P.S. ტიტულში "თაიფ" დაგავიწყდა.... რეჯეფ თაიფ ერდოღანი smile.gif

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Jun 25 2007, 04:54 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 25 2007, 04:47 PM) *

Sotiris

ოსმალეთის იმპერიის გათვალისწინებით, რუსეთის ღვთივდაცული ვოვა მოიხსენოს თუ უნდა biggrin.gif


ვახ, მსოფლიო პატრიარქი თურქეთში ცხოვრობს, თურქეთის მოქალაქეა და ვოვა არაა მისი პრეზიდენტი. რატომ უნდა მოიხსენოს? http://smiles2k.net/lol_smiles/2/index.html თან რითი სჯობია ეს ვოვა ამ მიშას? http://smiles2k.net/lol_smiles/2/index.html

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 25 2007, 04:58 PM

ციტატა
ისა, სანამ წაკითხვას გადავწყვეტ, მოკლე შინაარს ხომ ვერ მომახსენებს ვინმე?



არა, ჩემდა გასაკვირად იმეეებით არ არის დატვირთული - ქე რომ ჩვენ ვიცით laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 25 2007, 05:10 PM

Sotiris

ციტატა
ვახ, მსოფლიო პატრიარქი თურქეთში ცხოვრობს, თურქეთის მოქალაქეა და ვოვა არაა მისი პრეზიდენტი. რატომ უნდა მოიხსენოს? თან რითი სჯობია ეს ვოვა ამ მიშას?


არაფრით. მიშა ჯობია 94-ჯერ smile.gif smile.gif

რაც შეეხება ყოვლადუწმიდეს ბართოლომეოსს, ისევე როგორც თეოდოროსს, იგნატიოსსა და თეოფილოსს (ანუ რომლებსაც ფიქსირებული რომელიმე სახელმწიფოს პატრიარქის ტიტული არ აქვთ), მათ შეუძლიათ ზოგადად მართლმადიდებელი მთავრობები მოიხსენიონ

მაგრამ ჩემდამი კითხვა ძალიან კონკრეტული იყო, შეეხებოდა საქართველოს და პასუხიც სათანადოდ გავეცი smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 25 2007, 05:57 PM

თამარი_ცქნაფო
Sotiris
კანუდოსელი


დაგხოცავთ სამივეს!!!

რაა ეს??

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 25 2007, 06:17 PM

ციტატა(marine @ Jun 25 2007, 01:17 PM) *

ბევრმა ფორუმელმა, განსაკუთრებით საზღვარგარემთ მყოფებმა, გამოთქვა სურვილი დავითის ინტერვიუს წაკითხვისა, ამიტომ გახსნა კანონისტმა ეს თემა.

მართალია, მე მაინტერესებდა პირადად!
ძალია გამიხარდა. ეხლა წავიკითხავ და ჩემ მოკრძალებულ აზრსაც დავაფიქსირებ smile.gif
ოი, ვერ ხსნის და რატოო? sad.gif
არცერთ საპატრიარქოს უწყებას pdf-ებს არ მიხსნის, მიშველეთ, როგორ ვნახო?

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 25 2007, 06:20 PM

ციტატა(k@the @ Jun 25 2007, 07:17 PM) *

მართალია, მე მაინტერესებდა პირადად!
ძალია გამიხარდა. ეხლა წავიკითხავ და ჩემ მოკრძალებულ აზრსაც დავაფიქსირებ smile.gif
ოი, ვერ ხსნის და რატოო? sad.gif
არცერთ საპატრიარქოს უწყებას pdf-ებს არ მიხსნის, მიშველეთ, როგორ ვნახო?

ჰოო? blink.gif ვეტყვი გაგუას და გაასწორებს

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Jun 25 2007, 06:26 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 25 2007, 05:57 PM) *

თამარი_ცქნაფო
Sotiris
კანუდოსელი


დაგხოცავთ სამივეს!!!


სამმაგი მკვლელობა ფორუმზე? http://smiles2k.net/lol_smiles/2/index.html




ციტატა(k@the @ Jun 25 2007, 06:17 PM) *

ოი, ვერ ხსნის და რატოო? sad.gif


http://rapidshare.com/files/39266614/N20.pdf.html

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 25 2007, 06:28 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jun 25 2007, 04:20 PM) *

ჰოო? blink.gif ვეტყვი გაგუას და გაასწორებს

ისე ხსნის ხოლმე საზღვარგარეთიდანაც? მე არ მიცდია მაგ საიტიდან...

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 25 2007, 06:28 PM

ციტატა(k@the @ Jun 25 2007, 07:28 PM) *

ისე ხსნის ხოლმე საზღვარგარეთიდანაც? მე არ მიცდია მაგ საიტიდან...

კი, ხსნიან, ხვალამდე ვერაფრით დაგეხმარები sad.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 25 2007, 06:31 PM

არაუშავს, მადლობა.
მართალია კანონისტის ინტერვიუს წაკითხვა ძააალიან მინდოდა, მაგრამ სხვა რა გზაა მოვიცდი როგორმე laugh.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 25 2007, 06:35 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 25 2007, 05:57 PM) *

თამარი_ცქნაფო
Sotiris
კანუდოსელი


დაგხოცავთ სამივეს!!!

რაა ეს??



ჩვენ თქვენი ჯანმრთელი ღიმილისთვის ვზრუნავთ biggrin.gif
ანუ, არაპირდაპირ გაჩვენებთ, რას ნიშნავს ჰარმონია ფორუმში...ოტ პრაწივნავა რა..."რა არის იგი სინათლე"-ს პონტში biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 25 2007, 06:36 PM

k@the
ახლა არ მცალია და ხვალე ავტვირთავ რაპიდ-ზე

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Jun 25 2007, 06:39 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 25 2007, 06:36 PM) *

k@the
ახლა არ მცალია და ხვალე ავტვირთავ რაპიდ-ზე


http://church.ge/index.php?s=&showtopic=2045&view=findpost&p=118161 საპატრიარქოს საიტსაც ხსნის, უბრალოდ დღეს ცოტა ნელია მგონი.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 25 2007, 06:53 PM

Sotiris
მადლობა! ჩამოვიწერე, ამოვიბეჭდავ ეხლა და სამსახურიდან სახლამდე გზაში წასაკითხიც მექნება smile.gif)
მერე მოგახსენებთ ჩემ აზრს smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 25 2007, 11:07 PM

კანონისტი
წავიკითხე შენი ინტერვიუ. არ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი აზრი, მაგრამ მაინც გამოვთქვავ smile.gif
მეტად ორიგინალური მეტყველების სტილი გაქვს. თავიდან თითქოს ვერ მივხვდი სტატიის მიზანი რა იყო, ძალიან ზოგადად საუბრობდი კაი ხანი, შემდეგ მოჰყვა ქებაი და დიდებაი სახელმწოფოს ღვაწლისა ეკლესიის მიმართ, კარგი გადასვლა იყო სხვათაშორის. ამ ქებაში საკმაოდ ორიგინალურად შეაპარე, თხოვნა საპატრიარქოსი. ანუ მე როგორც მივხვდი ქცევის კოდექსზე მუშაობაში საპატრიარქოს წარმომადგენლის ჩართვა გინდათ. კარგია მე მივესალმები, უნდა მოითხოვოს საპატრიარქომ აბა რა! smile.gif მგონი მთავარი მიზანი ამ სტატიის ეგ იყო. მერე ისევ ცოტა მთავრობის წახალისება და შეპირება ხელისუფალთა ლოცვებში მოხსენიებისა smile.gif) თუმცა ბოლოში ისეთნაირად გეწერა, რომ მეთქი ეს კაცი მთავრობას საპატრიარქოს სახელით თითს უქნევსთქო laugh.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 26 2007, 12:35 AM

ციტატა(k@the @ Jun 26 2007, 12:07 AM) *

კანონისტი
წავიკითხე შენი ინტერვიუ. არ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი აზრი, მაგრამ მაინც გამოვთქვავ smile.gif
მეტად ორიგინალური მეტყველების სტილი გაქვს. თავიდან თითქოს ვერ მივხვდი სტატიის მიზანი რა იყო, ძალიან ზოგადად საუბრობდი კაი ხანი, შემდეგ მოჰყვა ქებაი და დიდებაი სახელმწოფოს ღვაწლისა ეკლესიის მიმართ, კარგი გადასვლა იყო სხვათაშორის. ამ ქებაში საკმაოდ ორიგინალურად შეაპარე, თხოვნა საპატრიარქოსი. ანუ მე როგორც მივხვდი ქცევის კოდექსზე მუშაობაში საპატრიარქოს წარმომადგენლის ჩართვა გინდათ. კარგია მე მივესალმები, უნდა მოითხოვოს საპატრიარქომ აბა რა! smile.gif მგონი მთავარი მიზანი ამ სტატიის ეგ იყო, მერე ისევ ცოტა მთავრობის წახალისება და შეპირება ხელისუფალთა ლოცვებში მოხსენიებისა smile.gif) თუმცა ბოლოში ისეთნაირად გეწერა, რომ მეთქი ეს კაცი მთავრობას საპატრიარქოს სახელით თითს უქნევსთქო laugh.gif

unsure.gif blink.gif blink.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 26 2007, 12:45 AM

თამარი_ცქნაფო
რამ შეგაშინა?2kiss.gif
მეც შემეშინდეს? laugh.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 26 2007, 12:47 AM

ციტატა(k@the @ Jun 26 2007, 01:45 AM) *

თამარი_ცქნაფო
რამ შეგაშინა?2kiss.gif
მეც შემეშინდეს? laugh.gif

იმ გაფერადებულებზე, არ ვიცი, კანონისტმა რა გაიფიქრა, მაგრამ მე ვიცი პასუხი ჩემგან: ცალსახად - არა! smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 26 2007, 12:55 AM

თამარი_ცქნაფო
იმ წითლად გაფერადებულის პიველი წინადადება, არის იმის წინ რაც წერია იმ საკითხის შესახებ. მეორე წითელ წინადადებასთან კავშირი არ აქვს smile.gif
მე წავიკითხე და ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა, მე ხომ კანონისტს არ ვიცნობ.
ხოლო ბოლო ლურჯი წინადადება მართლაც ეგრე იყო, რავი სტატიაში კი ეწერა და რომ მოვა თავად კანონისტი, თუ რამე კომენტარი ექნება ავუხსნი რატომ ვიფიქრე ეგრე smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 26 2007, 12:58 AM

ციტატა(k@the @ Jun 26 2007, 01:55 AM) *

თამარი_ცქნაფო
იმ წითლად გაფერადებულის პიველი წინადადება, არის იმის წინ რაც წერია იმ საკითხის შესახებ. მეორე წითელ წინადადებასთან კავშირი არ აქვს smile.gif
მე წავიკითხე და ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა, მე ხომ კანონისტს არ ვიცნობ.
ხოლო ბოლო ლურჯი წინადადება მართლაც ეგრე იყო, რავი სტატიაში კი ეწერა და რომ მოვა თავად კანონისტი, თუ რამე კომენტარი ექნება ავუხსნი რატომ ვიფიქრე ეგრე smile.gif

smile.gif გასაგებია, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, მიზანი არ ყოფილა ის, რაც შენ თქვი

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Jun 26 2007, 01:39 AM

ციტატა(k@the @ Jun 25 2007, 11:07 PM) *

კანონისტი
წავიკითხე შენი ინტერვიუ. არ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი აზრი, მაგრამ მაინც გამოვთქვავ smile.gif
მეტად ორიგინალური მეტყველების სტილი გაქვს. თავიდან თითქოს ვერ მივხვდი სტატიის მიზანი რა იყო, ძალიან ზოგადად საუბრობდი კაი ხანი, შემდეგ მოჰყვა ქებაი და დიდებაი სახელმწოფოს ღვაწლისა ეკლესიის მიმართ, კარგი გადასვლა იყო სხვათაშორის. ამ ქებაში საკმაოდ ორიგინალურად შეაპარე, თხოვნა საპატრიარქოსი. ანუ მე როგორც მივხვდი ქცევის კოდექსზე მუშაობაში საპატრიარქოს წარმომადგენლის ჩართვა გინდათ. კარგია მე მივესალმები, უნდა მოითხოვოს საპატრიარქომ აბა რა! smile.gif მგონი მთავარი მიზანი ამ სტატიის ეგ იყო. მერე ისევ ცოტა მთავრობის წახალისება და შეპირება ხელისუფალთა ლოცვებში მოხსენიებისა smile.gif) თუმცა ბოლოში ისეთნაირად გეწერა, რომ მეთქი ეს კაცი მთავრობას საპატრიარქოს სახელით თითს უქნევსთქო laugh.gif


k@the

ისეთი დასკვნები გამოიტანე, რომ კანონისტს სხვა გზას არ უტოვებ, უწყებანის მომდევნო ნომერში ოფიციალური და აუცილებელი განმარტება უნდა გამოაქვეყნოს http://smiles2k.net/lol_smiles/2/index.html

პოსტის ავტორი: italieli-dato თარიღი: Jun 26 2007, 03:56 AM

კანონისტი გეთანხმები.

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Jun 26 2007, 09:29 AM

აი, როგორი უნდა იყოს სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირი biggrin.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 26 2007, 09:56 AM

დიდი მადლობა ყველას.....

k@the
საინტერესო მოსაზრებაა. გესმით ალბათ, რომ სახელმწიფო სამსახურში მყოფი ადამიანი ყველაფერს ვერ დაწერ და იტყვი და პირიქით, ვერც მორწმუნე ადამიანი იტყვი ყველაფერს. სადღაც შუა გზა უნდა გამოიძებნოს....

Sotiris

ციტატა
ისეთი დასკვნები გამოიტანე, რომ კანონისტს სხვა გზას არ უტოვებ, უწყებანის მომდევნო ნომერში ოფიციალური და აუცილებელი განმარტება უნდა გამოაქვეყნოს

თარგმანებაი ინტერვიუსა ზედა კანონისტისასა..... biggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 26 2007, 12:54 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 26 2007, 07:56 AM) *

დიდი მადლობა ყველას.....
არაფრის! დიდი ინტერესით გავეცანი smile.gif
ციტატა

k@the
საინტერესო მოსაზრებაა. გესმით ალბათ, რომ სახელმწიფო სამსახურში მყოფი ადამიანი ყველაფერს ვერ დაწერ და იტყვი და პირიქით, ვერც მორწმუნე ადამიანი იტყვი ყველაფერს. სადღაც შუა გზა უნდა გამოიძებნოს....
კი ცხადია ყველაფერს ვერ დაწერ და ავღნიშნე კიდეც რომ საკმაოდ ლამაზი გადასვლები გქონდა ერთი საკითხიდან მეორეზე. თუმცა მგონი რისი თქმაც გინდოდა მაინც თქვი smile.gif
ასე რომ, მიხარია შენი სტატიის წაკითხვის საშუალება რომ მომეცა.

Sotiris
მადლობა, რომ ატვირთე სხვა სერვერზე. smile.gif

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Jun 26 2007, 02:29 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 26 2007, 09:56 AM) *

გესმით ალბათ, რომ სახელმწიფო სამსახურში მყოფი ადამიანი ყველაფერს ვერ დაწერ და იტყვი და პირიქით, ვერც მორწმუნე ადამიანი იტყვი ყველაფერს.


არ გვესმის http://smiles2k.net/lol_smiles/2/index.html შენი ნათქვამიდან ისე გამოდის, ეკლესია და სახელმწიფო რიგ საკითხებზე დაპირისპირებული არიან, რომლებზეც "ვერ დაწერ და ვერ იტყვი" http://smiles2k.net/lol_smiles/2/index.html

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 26 2007, 08:50 PM

ციტატა(Sotiris @ Jun 26 2007, 12:29 PM) *

არ გვესმის http://smiles2k.net/lol_smiles/2/index.html შენი ნათქვამიდან ისე გამოდის, ეკლესია და სახელმწიფო რიგ საკითხებზე დაპირისპირებული არიან, რომლებზეც "ვერ დაწერ და ვერ იტყვი" http://smiles2k.net/lol_smiles/2/index.html
Sotiris
ან პირიქით, ისეთ საკითხებზე არიან ეკლესია და სახელმწიფო შეთანხმებულები რასაც, კანონისტი ვერ დაწერს და ვერ იტყვის. tongue.gif
და ეხლა ვინ იცის საბოლოოდ რაშია საქმე? -კანონისტმა! მარა ვერც დაწერს და ვერც იტყვის laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 27 2007, 10:02 AM

Sotiris
k@the
სახელმწიფო და ეკლესია სიამის ტყუპები არ არიან, ზუსტად ერთიდაიგივე მოსაზრებები რომ ჰქონდეთ ყველა საკითხზე

არის შეთანხმებებიც, უზუსტობებიც, გაუგებრობებიც და ეს ბუნებრივია... უბრალოდ არ არის ლამაზი ისეთ პირობებში, როცა პრეზიდენტი ყველაფერს ცდილობს ეკლესიისთვის, ამ დროს რაღაც მინუსებსაც გაუსვა ხაზი, რომელიც ხვალ აღარ იქნება

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Jun 27 2007, 05:17 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 25 2007, 05:10 PM) *

Sotiris
არაფრით. მიშა ჯობია 94-ჯერ smile.gif smile.gif


"ზატო" ვოვას ატომური ბომბი აქვს, "ვოტ" http://smiles2k.net/lol_smiles/2/index.html

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: Jul 1 2007, 12:49 AM

გუშინ წავიკითხე დიდი კანონისტის ინტერვიუ.biggrin.gif
ხო მაგარი იყო ძაან.smile.gif
და რაც მთავარია ძალზედ ობიეკტური.smile.gif
და იცი რა მომეწონა? ხელისუფლების უარყოფით მხარეებზეც რომ ქონდა საუბარი ასე თუ ისე. ანუ ჩემი აზრით ობიეკტური შეფასება იყო ყველაფრის.smile.gif

გაიხარე ძამი 2kiss.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jul 1 2007, 07:03 PM

კანონისტ, ცოტა დაგვიანებით ( გასაგები მიზეზების გამო) წავიკითხე შენი ინტერვიუ, გილოცავ და გისურვებ წარმატებებს, შენიშვნა წინსვლად გექციოს და წინსვლამ კიდევ თავმდაბლობა მოგცეს, თავმდაბლობა კი განათლებაშიც დაგეხმარება და სარწმუნოებისა და მეცნიერების ჰარმონიულ შერწყმაში შეგეწევა!

იხარე,

კაიროსი!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 2 2007, 12:30 PM

ზესქვი_უჩა
KAIROS
დიდი მადლობა

ციტატა
შენიშვნა წინსვლად გექციოს და წინსვლამ კიდევ თავმდაბლობა მოგცეს, თავმდაბლობა კი განათლებაშიც დაგეხმარება და სარწმუნოებისა და მეცნიერების ჰარმონიულ შერწყმაში შეგეწევა!

მაგარი დალოცვააა!... გაიხარე

პოსტის ავტორი: IGI თარიღი: Jul 3 2007, 05:43 PM

მოგესალმებით ყველას, მოხარული ვარ რომ მაქვს საშუალება ჩემი რამდენიმე მოსაზრება გაგაცნოთ ბატონი დავითის ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელიც აქვე ავღნიშნავ და ალბათ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ კიდეც, კანონი კური სამართლის ერთ ერთი საუკეთესო მკვლევარია, სწორედ ამიტომ გამიკვირდა ის იურიდიული უზუსტობები რომლიც ბატონმა დავითმა თავის ინტერვიუში ახსენა და რომლეზედაც ჩემს აზრს მოგახსენებთ:

I. ,,კოკორდატი,, რა ცნებასაც პირველივე აბზაცში მიმართვას ბატონი დავითი, არ შეესაბამება საქართველოში არსებულ ,,კონსტიტუციური შეთანხმების,, გაგებას რადგან ,,კონკორდატი,, თავისი არსით არის საერტაშორისო ხელშეკრულება რომელიც იდება რომის წმინდა საყდარს (ვაკიკანს), როგორც სახელმწიფოსა და სხვა სეკულარულ სახელმწიფოს შორის. კონსტიტუციური შეთანხმება კი შიდასამართლებრივი აქტია, რომელიც იდება ორ იურიდიულ პირს შორის.

II. ბატონი დავითი აღნიშნავს, რომ ,,კონსტიტუციურ შეთანხმებას,, აქვს უპირატესი ურიდიული ძალა ,,ყველა,, საერთაშორისო ხელშეკრულებასთან მიმართებაში. ეს არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მიერ ,,კონსტიტუციური შეთანხმების,, გაგებას. რადგან კონსტიტუციის მე-9 მუხლში პირდაპირ არის ნათქვამი რომ ,,კონსტიტუციური შეთანხმების,, უპირატესი ძალა ,,ყველა,, ხელშეკტულებაზე არ ვრცელდება არამედ მხოლოდ იმაზე რომლიც ადამინის უფლებებს არ შეეხება. ანუ მაგალითად გაერო-ს პაქტი ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ,, უპირატესი ძალის მქონეა ვიდრე ,,კონსტიტუციური შეთანხმება,,.

მოკლედ ეს არის ძირითად ისაკითხები რაც მნიშვნელოვნად მივიჩნიე.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 3 2007, 05:58 PM

IGI
გაიხარე, საინტერესო მოსაზრებებია

I. მე კონკორდატი სამართლებრივი მნიშვნელობით არ გამომიყენებია. აქ ის ტავტოლოგიის თავიდან ასაცილებლადაა, სამართლებრივად კი მართალი ხარ

II. მე იქ ვაგრძელებ, "რომელიც დადებულია საქართველოს სახელმწიფოს მიერ". საერთაშორისო კონვენციებს საქართველო უერთდება და არ დებს... თუმცა გამიგებ ალბათ, რომ რთული სამართლებრივი წიაღსვლები ამ ტიპის გაზეთისათვის არ არის მისაღები.....


დიდი მადლობა ძალიან smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 3 2007, 06:43 PM

IGI

ციტატა
,,კოკორდატი,, რა ცნებასაც პირველივე აბზაცში მიმართვას ბატონი დავითი, არ შეესაბამება საქართველოში არსებულ ,,კონსტიტუციური შეთანხმების,, გაგებას რადგან ,,კონკორდატი,, თავისი არსით არის საერტაშორისო ხელშეკრულება რომელიც იდება რომის წმინდა საყდარს (ვაკიკანს), როგორც სახელმწიფოსა და სხვა სეკულარულ სახელმწიფოს შორის. კონსტიტუციური შეთანხმება კი შიდასამართლებრივი აქტია, რომელიც იდება ორ იურიდიულ პირს შორის.




ასეა, მაგრამ რატომღაც კონკორდატს უწოდებენ დადების დღიდან თუ მანამდეცsmile.gif)) დღემდე და სხვათა შორის იურისტები.

იურისტი ხარ არა? ნუ ეს ფორუმი იურისტების არისsmile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jul 3 2007, 11:31 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jul 3 2007, 07:43 PM) *

IGI
ასეა, მაგრამ რატომღაც კონკორდატს უწოდებენ დადების დღიდან თუ მანამდეცsmile.gif)) დღემდე და სხვათა შორის იურისტები.

იურისტი ხარ არა? ნუ ეს ფორუმი იურისტების არისsmile.gif

აჰა, გეთანმხებით, იქ დაგვეწერა თუ არა ''კონკორდატი'', ბევრი ვიმსჯელეთ, მაგრამ რადგან დღეს რატომღაც მიღებულია და ასე იყენებენ, ამიტომ დავტოვეთ, მართალი თქვა დავითმა, უფრო ტავტალოგიის თავიდან ასაცილებლად smile.gif

პოსტის ავტორი: IGI თარიღი: Jul 4 2007, 01:53 PM

მადლობას მოგახსენებთ ჩემი შენიშვნის სწორად აღქმისათვის. ნამდვილად კარგი არგუმენტია ორივე საკიხთან დაკავშირებით, მაგრამ არამგონია, რომ ტაფტოლოგიის თავიდან ასაცილებლად მკითხველის შეცდომაში შეყვა ნაღირდეს, მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ცნების შეცდომით გამოყენების პრაქტიკა, ძირითად შემთხვევაში არ ამართლებს მის ასევე შეცდომით გამოყენებას მცოდნე ადამიანის მხრიდან.

რაც შეეხება იმას რომ ,,შეერთებასა,, და ,,დადებას,, შორის არსებობს სამართლებრივი განსხვავება, აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ეს ჟურნალი განკუთვნილი არ არის სპეციფიურად იურისტებისათვის, დიდია შანსი არაიურისტებმა ამ ცნებებს შორის განსხვავება ვერ დაინახონ, ან სულაც არ მიაქციონ ამას ყურადღება, რაც მათ შეხედულებებში მცდარობას შეიტანს.

სწორედ ამიტომ მივაქციე ყურადღება ამ ორ საკითხს, რადგან მიმაჩნია, რომ იურისტის საჯარო მსჯელობა დაფუძნებული უნდა იყოს ნათელ არგუმენტაციაზე, რადგან სხვა პროფესიის ადამიანებს არ მოეთხოვებათ იურიდიული სპეციფიკის ზედიწევნით ცოდნა და მით უმეტეს ტერმინოლოგიური ძიებანი.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 4 2007, 01:56 PM

IGI
გაიხარე, ძალიან დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: პატრიოტი თარიღი: Jul 4 2007, 03:56 PM

ხო მეც წავიკითხე. ყოჩაღ დავით ქაქჩავსსავით რა

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jul 5 2007, 12:47 PM

1 შეკითხვა
იქ ეწერა, რომ შესაძლებელია, შეიცვალოს ხელისუფლების ლოცვებში მოხსენიების ფორმა, ანუ დაემატოს სიტყვა მთავარი
შეკითხვა შემდეგში მდგომარეობს: თუ საპრეზიდენტო რესპუბლიკა აღარ ვიქნებით (ამის დიდი იმედი მაქვს), მაშინ ვის მოვვიხსენიებთ: პრეზიდენტს თუ პრემიერ-მინისტრს? (საპარლამენტო რესპუბლიკის შემთხვევაში)
პრემიერ-მინისტრს თუ მონარქს? (საპარლამენტო მონარქიის შემთხვევაში)
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკა ჩვენთვის უკვე დრომოჭმულია
საქართველოს პრეზიდენტმა ოფიციალუარ==რად გამოაცხადა, რომ ოცნებობს საქართველო იხილოს, როგორც საპარლამენტო ქვეყანა, ასევე, საქართველოს ეკლესია ოფიციალურად უჭერს მხარს საქართველოში მონარქიის რესტავრაციას.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 5 2007, 12:49 PM

ulvashi

ციტატა
პრეზიდენტს თუ პრემიერ-მინისტრს? (საპარლამენტო რესპუბლიკის შემთხვევაში)

პრეზიდენტს

ციტატა
პრემიერ-მინისტრს თუ მონარქს? (საპარლამენტო მონარქიის შემთხვევაში)

ცხადია მეფეს

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jul 5 2007, 12:53 PM

მე ვფიქრობ ეს მოხსენება მეტად პოლიტიკურია...


პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Jul 5 2007, 01:22 PM

კანონისტი

მე მაინც ერთი რამ ვერ გავიგე, და იქნებ ამიხსნათ - ორ სუბიექტს შორის დადებული აქტი ამავე დროს სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადებას რატომ არ შეიძლება მოიცავდეს?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 5 2007, 01:25 PM

Lenus

ციტატა
მე მაინც ერთი რამ ვერ გავიგე, და იქნებ ამიხსნათ - ორ სუბიექტს შორის დადებული აქტი ამავე დროს სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადებას რატომ არ შეიძლება მოიცავდეს?


პრინციპული წინააღმდეგობა არ არსებობს, მაგრამ მიღებული პრაქტიკით, სახელმწიფო რელიგია გულისხმობს იმას, რომ ეკლესია რაღაცნაირად სახელმწიფო დაქვემდებარებაში ექცევა

სახელმწიფო რელიგია გულისხმობს ეკლესიისთვის სახელმწიფოებრივი ფუნქციის მინიჭებას, ეს კი - სახელმწიფოს დაქვემდებარებათა არეალში შესვლას smile.gif

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Jul 5 2007, 01:31 PM

ციტატა
სახელმწიფო რელიგია გულისხმობს ეკლესიისთვის სახელმწიფოებრივი ფუნქციის მინიჭებას, ეს კი - სახელმწიფოს დაქვემდებარებათა არეალში შესვლას


სწორედ მანდ მაქვს მეც შეკითხვა.
სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადებით არაა სავალდებულო ეკლეისას სახემწიფოებრივი ფუნქციებო მივანიჭოთ.

თვითონ შეთანხმების ტექსტიც მაინტერესებს თუ შეიძლება, მანამდე კი ორიოდე კითხვა:

1) გაუქმება/ცვლილებებისთვის ცალმხრივი გადაწყვეტილებაა საჭირო თუ ორმხრივი?
2) გამორიცხავს თუ არა ეს დოკუმენტი სხვა ინსტიტუტთან ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობას? (სახელმწიფოსთვისაც და ეკლეისისთვისაც)

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 5 2007, 01:41 PM

Lenus

ციტატა
სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადებით არაა სავალდებულო ეკლეისას სახემწიფოებრივი ფუნქციებო მივანიჭოთ.

სახელმწიფო რელიგია ოდენ დეკლარირება ხომ არ არის? მას თავისი ქვეტექსტებიც აქვს.... სწორედ ამ საკითხებში "იძულებული" იქნება სახელმწიფო ეკლესიას სახელმწიფოებრივი ფუნქციაც მიანიჭოს, წინააღმდეგ შემთხვევაში "სახელმწიფო რელიგიის" იდეა დაკარგავს აზრს

ციტატა
1) გაუქმება/ცვლილებებისთვის ცალმხრივი გადაწყვეტილებაა საჭირო თუ ორმხრივი?

ორმხრივი - პრეზიდენტისა და პატრიარქის შეთანხმება და პარლამენტისა და წმ. სინოდის დასტური

ციტატა
2) გამორიცხავს თუ არა ეს დოკუმენტი სხვა ინსტიტუტთან ანალოგიური ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობას? (სახელმწიფოსთვისაც და ეკლეისისთვისაც)

ამ ეტაპზე კი

კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლი (სადაც მითითებულია, რომ ეს შეთანხმება უმაღლესი რანგის იურიდიული დოკუმენტია სახელმწიფოში კონსტიტუციის შემდეგ) და მე-9 მუხლი (სადაც საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა მოწესრიგდება კონსტიტუციური შეთანხმებით). ამდენად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან მსგავსი ხელშეკრულების დადებას პრინციპულად გამორიცხავს

გამონაკლისია რომის კათოლიკური ეკლესია, ანუ ვატიკანი (ანუ წმინდა საყდარი), მასთან, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტთან საქართველოს სახელმწიფოს უფლება აქვს გააფორმოს ხელშეკრულება, მაგრამ ეს ხელშეკრულება რანგით კონსტიტუციურ შეთანხმებაზე მცირე ძალის იქნება. ამასთან, ვატიკანი, როგორც წესი, ასეთ ხელშეკრულებებს აფორმებს კათოლიკურ სახელმწიფოებთან (გამონაკლისია რუმინეთის რესპუბლიკა, როგორც რომანული სახელმწიფო)

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Jul 5 2007, 02:12 PM

ციტატა
სახელმწიფო რელიგია ოდენ დეკლარირება ხომ არ არის? მას თავისი ქვეტექსტებიც აქვს.... სწორედ ამ საკითხებში "იძულებული" იქნება სახელმწიფო ეკლესიას სახელმწიფოებრივი ფუნქციაც მიანიჭოს, წინააღმდეგ შემთხვევაში "სახელმწიფო რელიგიის" იდეა დაკარგავს აზრს


რატომაც არა? იდეოლოგია. ჯვრისწერა მიიღება და დარეგისტრირდება მმაჩის მიერ, მაგრამ აუცილებელი არაა მხოლოდ ეკლესიაში დაიწეროს ყველამ ჯვარი - ეს სურვილის მიხედვით.

სახელმწიფო რელიგიის იდეა აზრს არ დაკარგავს თუ მას იდეოლოგიის ცენტრად ვაქცევთ და თუ ვიზეიმებთ საუფლო დღესასწაულებს (და არა ნოვრუზ ბაირამებს მაგალითისთვის), და ა.შ.

ასეთ შემთხვევაში რა მოვალეობები და ფუნქციები შეემატებოდა ეკლესიას?

ციტატა
ორმხრივი - პრეზიდენტისა და პატრიარქის შეთანხმება და პარლამენტისა და წმ. სინოდის დასტური


ეს მომეწონა. გამოდის რომ ნებისმიერი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება ეკლესიასაც უნდა შეუთანხმდეს?

მე ვერ ვხედავ სხვა რელიგიებთან ხელშეკრულებების დადების "პრიციპულად გამორციხვას". თუ ეს ხელშეკრულება არ გამორიცხავს სხვათა გაფორმებას, სრულიად შესაძლებელია რომ მე-6 მუხლმა სხვა ცვლილებაც განიცადოს, ამის შემჩერებელ მექანიზმს ვერ ვხედავ.

ციტატა
გამონაკლისია რომის კათოლიკური ეკლესია, ანუ ვატიკანი (ანუ წმინდა საყდარი), მასთან, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტთან საქართველოს სახელმწიფოს უფლება აქვს გააფორმოს ხელშეკრულება, მაგრამ ეს ხელშეკრულება რანგით კონსტიტუციურ შეთანხმებაზე მცირე ძალის იქნება. ამასთან, ვატიკანი, როგორც წესი, ასეთ ხელშეკრულებებს აფორმებს კათოლიკურ სახელმწიფოებთან (გამონაკლისია რუმინეთის რესპუბლიკა, როგორც რომანული სახელმწიფო)


ანუ, საქართველო და ვატიკანი მოაწერენ ხელს რამე ხელშეკრულებას? თუ პოლიტიკური შეთანხმება იქნება ეს არაფერია, თუ რელიგიური თემაა, რეალურ ცხოვრებაში რას შეიძლება ეს შეეხოს? კონსტიტუციურზე ნაკლები ძალის თუ იქნება, პროზელიტიზმის დაძლევაში ხომ არ დაეხმარება ვატიკანელებს?

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jul 5 2007, 03:14 PM

ციტატა
გამონაკლისია რომის კათოლიკური ეკლესია, ანუ ვატიკანი (ანუ წმინდა საყდარი), მასთან, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტთან საქართველოს სახელმწიფოს უფლება აქვს გააფორმოს ხელშეკრულება, მაგრამ ეს ხელშეკრულება რანგით კონსტიტუციურ შეთანხმებაზე მცირე ძალის იქნება. ამასთან, ვატიკანი, როგორც წესი, ასეთ ხელშეკრულებებს აფორმებს კათოლიკურ სახელმწიფოებთან (გამონაკლისია რუმინეთის რესპუბლიკა, როგორც რომანული სახელმწიფო)

თუმცა იყო ამის მცდელობა და პროექტიც მზად იყო

ციტატა
ორმხრივი - პრეზიდენტისა და პატრიარქის შეთანხმება და პარლამენტისა და წმ. სინოდის დასტური


აქვე ერთი კაზუსი: თუ პარლამენტმა დენონსაცია მოინდომა, ვერ მოახერხებს? თუ რატიფიკაცია პარლამენტის მიერ ხდება, მასვე უნდა შეეძლოსდ უარის თქმაც, არა? არჩერთი შეთანხმება არ იდება მუდმივობის გარანტიით

ციტატა
მე ვერ ვხედავ სხვა რელიგიებთან ხელშეკრულებების დადების "პრიციპულად გამორციხვას". თუ ეს ხელშეკრულება არ გამორიცხავს სხვათა გაფორმებას, სრულიად შესაძლებელია რომ მე-6 მუხლმა სხვა ცვლილებაც განიცადოს, ამის შემჩერებელ მექანიზმს ვერ ვხედავ.

მართალია, მე-6 მუხლის ცვლილება სულ შეიძლება, მე-9 მუხლისაც, ანუ კონსტიტუციის ცვლილებაზე თუ მიდგა საქმე, მაშინ კონსტირუციური შეთანხმება უკან იხევს, იმიტომ რომ კონსტიტუციას მეტი ძალა აქვს
თან ჩვენთან კონსტიტუციურ ცვლილებებს ისე ჰაიჰარად იღებენ...

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 5 2007, 03:41 PM

ulvashi

ციტატა
აქვე ერთი კაზუსი: თუ პარლამენტმა დენონსაცია მოინდომა, ვერ მოახერხებს? თუ რატიფიკაცია პარლამენტის მიერ ხდება, მასვე უნდა შეეძლოსდ უარის თქმაც, არა? არჩერთი შეთანხმება არ იდება მუდმივობის გარანტიით


არავითარი კაზუსი. პარლამენტი ვერც განიხილავს მას, თუკი პრეზიდენტის და პატრიარქის ხელმოწერილი დოკუმენტი არ შევა. ეს საერთაშორისო ხელშეკრულება არ არის და მასზე არ ვრცელდება მათდამი წაყენებული წესები


პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jul 5 2007, 03:43 PM

პარლამენტს შეუძლია კონსტიტუცია შეცვალოს დამოუკიდებლად და კონსტიტუციურ შეთანხმებას ვერ შეცვლის?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 5 2007, 03:44 PM

ulvashi

ციტატა
პარლამენტს შეუძლია კონსტიტუცია შეცვალოს დამოუკიდებლად და კონსტიტუციურ შეთანხმებას ვერ შეცვლის?

კონსტიტუციას შეცვლის და კონსტიტუციურ შეთანხმებას ვერა

თუ ძალიან მოუნდა, მე-9 მუხლს გააუქმებს smile.gif

პოსტის ავტორი: IGI თარიღი: Jul 5 2007, 05:24 PM

მსგავს შემთხვევაში მე ვფიქრობ ბატომებო, საკონსტიტუციო სასმართლო ჩაერევა საქმეში (თუ რამეს კითხავენ რა თქმა უნდა) და კონსტიტუციის განმარტება გახდება საჭირო, რადგან ამ ეტაპზეც კი ორივე პოზიციას შეიძლება ჰქონდეს მეტ ნაკლებად გასაზიარებელი არგუმენტებები და საკითხი ასე ცალსახა არ არის.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jul 5 2007, 05:25 PM

რამსიგრძეა ეს კანონისტის ინტერვიუ, აღარ დამთავრდა laugh.gif

პოსტის ავტორი: IGI თარიღი: Jul 5 2007, 05:26 PM

ისე მომიტევეთ მაგრამ მე ნათლად ვერ დავინახე აქ გამომსვლელი ხალხის პოზიცია სახელმწიფო რელიგიასთან დაკავშირებით, ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს.

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jul 5 2007, 05:33 PM

ციტატა
ისე მომიტევეთ მაგრამ მე ნათლად ვერ დავინახე აქ გამომსვლელი ხალხის პოზიცია სახელმწიფო რელიგიასთან დაკავშირებით, ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს.

როგორ გეტყობა, რომ ახალი ხარ, კარგო tongue.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 5 2007, 06:00 PM

IGI

ციტატა
ისე მომიტევეთ მაგრამ მე ნათლად ვერ დავინახე აქ გამომსვლელი ხალხის პოზიცია სახელმწიფო რელიგიასთან დაკავშირებით, ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს.




ალბათ იქ არ ეძებ სადა საჭიროაsmile.gif))


არა უშავს ულვაში მართალია, შენ ჯერ ახალი ხარ, მერე ყველაფერს მონახავ. ჩვენ არათუ ერთხელ ვხსნით თემას, არამედ რამოდენიმეჯერ, ამასთან, ამ თემაში ერთხელ ან ორჯერ კი არ ვდებთ ჩვენს მოსაზრებას, არამედ სისხლიხმღვრელ ომებში ჩავერთვებით და წისქვილივით ერთი და იგივეს ვფქვავთ ხოლმე, ასე, რომ თუ მოინდომებ მოძებნი, ვგონებ სასუბროში უნდა იყოს, სამწუხაროდ ზუსტი სახელი არ მახსოვს, მაგრამ არის თემა სახელმწიფო რელიგიის თაობაზე.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jul 5 2007, 10:35 PM

ციტატა(kato_Bato @ Jul 5 2007, 06:25 PM) *

რამსიგრძეა ეს კანონისტის ინტერვიუ, აღარ დამთავრდა laugh.gif

ვორდში 16 გვერდიდან 11-მდე ძლივს დავიყვანე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jul 6 2007, 10:34 AM

ციტატა
მსგავს შემთხვევაში მე ვფიქრობ ბატომებო, საკონსტიტუციო სასმართლო ჩაერევა საქმეში (თუ რამეს კითხავენ რა თქმა უნდა) და კონსტიტუციის განმარტება გახდება საჭირო, რადგან ამ ეტაპზეც კი ორივე პოზიციას შეიძლება ჰქონდეს მეტ ნაკლებად გასაზიარებელი არგუმენტებები და საკითხი ასე ცალსახა არ არის.

აბსოლუტურად გეთანხმები, თორემ სხვაგვარად ლოგიკური წინააღმდეგობაა, ცვლიდე ძირითადს და ვერ ცვლიდე მასზე დაბლა მდგომს

პოსტის ავტორი: Freethought თარიღი: Aug 24 2007, 12:19 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 25 2007, 10:49 AM) *

http://www.patriarchate.ge/su/420/N20.pdf



წავიკითხე შენი ინტერვიუ და აი ეს კაცი გამახსენდა: laugh.gif



http://en.wikipedia.org/wiki/Konstantin_Pobedonostsev


დააკვირდით პობედონოსცევის ილია რეპინისეულ პორტრეტს rolleyes.gif

პოსტის ავტორი: გრიგოლი თარიღი: Jun 26 2009, 03:59 PM

საერთოდაც რატომ ჩამოაყალიბეთ ისეთი აზრი, რომ სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიათ გამოცხადება ეკლესიის მარწუხებში მოქცევას ნიშნავს? ისე დაწერეთ და აყალიბებთ გსურთ მკითხველს მხოლოდ ასე აფიქრებინოთ. შეიძლება და ძალიან ლამაზათაც იქნება, ყოველგვარი დაჩაგვრის გარეშე.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)