თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია და სახელმწიფო _ სად წავიქეცით?

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Aug 25 2008, 12:03 PM

როგორც იცით ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, მათ შორის განსაცდელის მოვლინებასაც. უფალი ტყუილუბრალოდ არც დღევანდელ განსაცდელს მოგვივლენდა. ე.ი. რაღაც დავაშავეთ, თანაც ძალიან შეგვეშალა რაღაც, მაგრამ რა? ზოგი ამბობს, რომ ჩვენი მთავარი შეცდომა ჩვენი მცირედმორწმუნეობაა, (ამ აზრისგან არც მე ვარ შორს) ზოგი ფიქრობს, რომ გარყვნილებამ წაგვლეკა, ზოგი სექტებს მომრავლებასაც ასახელებს ერთ-ერთ მიზეზად...
ამაზე ფიქრი ადრე არ შემეძლო, მაგრამ ახლა, როცა ცოტა დაცხრა კონფლიქტი (ყოველ შემთხვევაში არ გვბომავენ მაინც) დადგა დრო ამაზე მსჯელობისა, რათა რაც შეგვეშალა გამოვასწოროთ უარეს განსაცდელში რომ არ ჩავვარდეთ.

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Aug 25 2008, 12:09 PM

მე მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია: ადამიანი როცა განსაცდელშია არ სცოდავს! ალბათ ეს განსაცდელი იმიტომ მოვიდა რომ ცოტა ხანს მაინც დავფიქრებულიყავით საკუთარ ცოდვებზე რომლებსაც ისე მივეჩვიეთ რომ ვერც კი ვგრძნობთ რომ ვცოდავთ...
პ.ს. ეეჰ, მეც ვდავარ მათ რიგებში sad.gif

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Aug 25 2008, 12:37 PM

syd

ციტატა
ადამიანი როცა განსაცდელშია არ სცოდავს!

ამაში ვერ დაგეთანხმები, ადამიანს გააჩნია, ზოგიერთი ადამიანი ამ დროს დრტვინავს, ფიქრობს, რომ უსამართლოდ შეემთხვა განსაცდელი და უფლის სამართლიანობაში შეაქვს ეჭვი sad.gif

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Aug 25 2008, 12:51 PM

ციტატა
ზოგიერთი ადამიანი ამ დროს დრტვინავს, ფიქრობს, რომ უსამართლოდ შეემთხვა განსაცდელი და უფლის სამართლიანობაში შეაქვს ეჭვი

ეს იმიტომ რომ ყველა მხოლოდ სხვაში ეძებს მიზეზს და არა საკუთარ თავში... ჩვენ მზად ვართ ღმერთიც კი დავადანაშაულოთ და არავითარ შემთხვევაში საკუთარი თავი. სწორედ ესაა პრობლემა

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Aug 25 2008, 01:27 PM

teo... tee

ციტატა
ეხლანდელ პერიოდზე რა შეიძლება ითქვას.... ღვთის სასჯელია, მაგრამ იმედია ისევ და ისევ ღვთის წყალობით გადავრჩებით და გადავიტანთ ამ განსაცდელს.

კი, მაგრამ ჩვენც უნდა ვიღონოთ რაღაც.
syd
ციტატა
ალბათ ეს განსაცდელი იმიტომ მოვიდა რომ ცოტა ხანს მაინც დავფიქრებულიყავით საკუთარ ცოდვებზე რომლებსაც ისე მივეჩვიეთ რომ ვერც კი ვგრძნობთ რომ ვცოდავთ...
პ.ს. ეეჰ, მეც ვდავარ მათ რიგებში

არა მარტო შენ, სამწუხაროთ ბევრი ჩვენგანი შეეჩვია ცოდვასsad.gif
ჩემს მოძღვარს ასეთი შედარება მოყავს: ტალახში რომ გაატაროთ ცხენიც დაისვრება და ღორიც, მაგრამ ცხენი ვერ აიტანს ტალახს, აუცილებლად მაშინვე მოიშორებს, ღორი კი ნებივრობს ტალახში, ასევეა ცოდვილი ადამიანიც, რომელიც შეეჩვია ცოდვას და სიამოვნებს ამ ცოდვებით ცხხოვრებაო.
syd
ციტატა
ყველა მხოლოდ სხვაში ეძებს მიზეზს და არა საკუთარ თავში... ჩვენ მზად ვართ ღმერთიც კი დავადანაშაულოთ და არავითარ შემთხვევაში საკუთარი თავი. სწორედ ესაა პრობლემა

ეს ადამ და ევადან დაიწყო და დღესაც გრძელდება sad.gif

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Aug 25 2008, 01:31 PM

ციტატა
ადამიანი როცა განსაცდელშია არ სცოდავს!



აუ როგორ დაგეთანმხო არ ვიცი !

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Aug 25 2008, 02:10 PM

ციტატა
სად წავიქეცით?

ცხინვალში გორში სენაკში ზუგდიდში ფოთში

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Aug 25 2008, 02:23 PM

m16

ციტატა
ცხინვალში გორში სენაკში ზუგდიდში ფოთში

ნოდარიკო კითხვა "სად წავიქეცით?" პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გაიგო, მე მთვარეზე კი არ ვცხოვრობ, ეგ რომ არ ვიცოდე biggrin.gif ეს კითხვა ოტია იოსელიანის ერთი წიგნის სათაურია "საით გავიქეცი და სად წავიქეცი", სადაც მწერალი თავის თავგადასავალს ყვება და "სად წავიქეცი" იგივეა, რაც "რა შემეშალა"

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Aug 25 2008, 02:32 PM

lamara
უი შენ ის ლამარა ხარ ხო?
გიცანი smile.gif


ხოდა ჩვენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით წავიქეცით ცხინვალში, გორში, გუგდიდში, სენაკში, ფოთში და კიდე ზემო აფხაზეთშიც

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Aug 25 2008, 05:41 PM

ციტატა(lamara @ Aug 25 2008, 11:03 AM) *

როგორც იცით ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, მათ შორის განსაცდელის მოვლინებასაც. უფალი ტყუილუბრალოდ არც დღევანდელ განსაცდელს მოგვივლენდა. ე.ი. რაღაც დავაშავეთ, თანაც ძალიან შეგვეშალა რაღაც, მაგრამ რა? ზოგი ამბობს, რომ ჩვენი მთავარი შეცდომა ჩვენი მცირედმორწმუნეობაა, (ამ აზრისგან არც მე ვარ შორს) ზოგი ფიქრობს, რომ გარყვნილებამ წაგვლეკა, ზოგი სექტებს მომრავლებასაც ასახელებს ერთ-ერთ მიზეზად...
ამაზე ფიქრი ადრე არ შემეძლო, მაგრამ ახლა, როცა ცოტა დაცხრა კონფლიქტი (ყოველ შემთხვევაში არ გვბომავენ მაინც) დადგა დრო ამაზე მსჯელობისა, რათა რაც შეგვეშალა გამოვასწოროთ უარეს განსაცდელში რომ არ ჩავვარდეთ.


smile.gif რაღა თქმა უნდა ეს განსაცდელიც ჩვენი ცოდვებისა და ნელთბილი ქრისტიანული საქციელის გამო მოგვევლინა,როგორც ამას უფალი მოუვლენდა ხოლმე ისარაელს სხვადასხვა დამყრობლის სახით, როცა ის ჭეშმარიტ ღმერთს ივიწყებდა და ამაოებაში ეფლობოდა, მაგრამ როგორც ნინევიელებმა შეინანეს და შესთხოვეს უფალს შეწყალება და განწმენდილნი,და გამართლებულნი გამოვიდნენ განსაცდელისაგან,თუ ჩვენც სინანულით შევთხოვთ ღმერთს შეწყალებას,ეს დიდი განსაცდელი და მწუხარება სიხარულად შეგვეცლება,თუ არა და ალბათ კვლავ გვექნება განსაცდელი,შესაძლოა უფრო დიდი(ღმერთო დაგვიფარე). იმედია,ქართველი ხალხი სულიერად ეყოფა სიბრძნე და ძალა,და განწმენდილი და გამარჯვებული გამოვა ამ განსაცდელისგანაც.

'' უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს,უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით."

პოსტის ავტორი: წახწახა თარიღი: Aug 25 2008, 06:51 PM

რა შეგვეშალა? სააკაშვილი შეგვეშალა. მისი ბრალია ყველაფერი რა იმედით ავირჩიეთ ავაყვავებ ავაყვავებო საქართველოს, საშინელ გაჭირვებულ მდგომარეობას იმითი ამართლებდა რეფორმების ბრალიაო და ყველაფერი კარგად იქნებაო. რა არის რეფორმების ბრალი მთელი საქარვთელოს გაყიდვა? . ეს სააკაშვილი რომ გამოვა და წივილ კივილს დაიწყებს რო მოუსმენ გეგონება საქართველოს თავს აკვდება და ღამე საქართველოს ბუტბუტებსო. გაბრწყინდება საქართველო გაბრწყინდებაოო... აი გაგიბრწყინდა ცეცხლით და სისხლით, შავებში ჩაცმული დედებით. ხოდა კიდევ ხელალხა დაიწყო ეს კამპანია აი ომმა კი დაგვანგრია ყველაფერს თავიდან ავაშენებთო. ხოდა ყველაფერს გეგმავს რომ დაიწყოს თავიდან დაიწყებს რეფორმებს რომლებიც ერთი კაი 3 წელი საქართველოს სულს ამოხდიან და გაამართლებს აბა აღშენება ისე როგორ გინდაო იშოვის მილიარდებს და წავა მერე... ჯერ რათ გინდა ადამიანს ცხოვრება თუ აზრის გამოთქმის საშუალება არა გაქვს... ჩემს მამიდაშვილს ნაციონალები მიუვარდნენ შენ ოპოზიციის მომხრე ყოფილხარო, და არავინ არ თქვას რომ დასმენები და ესეთი რაღაცეები არ არის.

ვისჯებით რათქმაუნდა, ჩვენ ვართ უძლიერესი ქვეყანა, რელიგიური აზრით ჩვენ ღვთიმსშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, ასე რომ გვმართებს 3 ჯერ მეტი პასუხისმგებლობა ვიდრე სხვა ყველა ქვეყანას. ჩვენ უბრალოდ უნდა ვიცხოვროთ ღვთის კანონებით. რა დრო მოვიდა... ღვთისმშობელი გვსჯის ყველაფფრისთვის, იმიტომ რომ ეკლესია დაუნგრიეს საქართველოში. ბიბლიაში წერია ადამიანები ცდილობენ თავისით მიაღწიონ ყველაფერს, მაგრამ ღვთის გარეშე რამდენიც არ უნდა ეცადონ არაფერ არ გამოუვათ, მიშა თავიდან რომ მოვიდა ისეთი სულით რომ გაეგრძელებინა საქართველო შეიძლება მართლაც გაბრწყინებულიყო.

ეხლა კიდევ ფულების ხამია, შეშლილი რომელიც ჰალსტუხებს ჭამს

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Aug 25 2008, 07:07 PM

ციტატა
ჩვენ უბრალოდ უნდა ვიცხოვროთ ღვთის კანონებით

ციტატა
მაგრამ ღვთის გარეშე რამდენიც არ უნდა ეცადონ არაფერ არ გამოუვათ

მხოლოდ ამაში გეთანხმები, მეტი ვერაფერში!

პოსტის ავტორი: kmunka თარიღი: Aug 25 2008, 07:10 PM

დრო ყველაფერს უკეთ შეაფასებს!

პოსტის ავტორი: მარიამი_7 თარიღი: Aug 25 2008, 07:22 PM

ღვთის ნების გარეშე რაფერი ხდაბა. ყველანაირი განსაცდელი ღვთის ნებით ევლინება ადამიანს, ამიტომ ჩვენც გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამას და ვილოცოთ, რომ უფელმა მოგვცეს ძალა ყველანაირი განსაცდელს დასაძლევად. არ უნა მივეცეთ სასოწარკვეთილებას, პირიქით უნდა გვიხაროდეს კიდეც რადგან უფალი გვიგზავნის ,,ამოცანას,, რომრლიც უნდა ამოვხსნათ და გადავლახოთ ის ჯებირი რაც უფლისაგან გვაშორობს. გვახსოვდეს ღვთის გზა ყოველთვის ეკლიანია...

პოსტის ავტორი: წახწახა თარიღი: Aug 25 2008, 09:13 PM

ციტატა
მხოლოდ ამაში გეთანხმები, მეტი ვერაფერში!

კარგი მაშინ ვთქვათ რაში არ მეთანხმები, სააკაშვილის პოლიტიკის შედეგი არ ჩანს?

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Aug 25 2008, 09:33 PM

წახწახა
ეს ომი სააკაშვილის ბრალი არაა მარტო. ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა და მოხდა კიდევაც (სააკაშვილის პოლიტიკის განხილვას ამ თემაში მოვერიდოთ)

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Aug 25 2008, 09:37 PM

სუ შეშლილები არ დავდივართ.

პოსტის ავტორი: kviro თარიღი: Aug 25 2008, 10:05 PM

ეს ამბავი იმიტომ დაგვემართა რომ სიყვარული ვერ ვიაწავლეთ ღვთისა და ერთმანეთისა ერთმანეთს ვებრძვით რაღაც უაზრობის გამო რამდენი ახალგაზრდა ბიჭი დაღუპულა სულ რაღაც ტყუილად ერთიმეორეს ჭრიდნენ და ქართველი ქართველს ებრძოდა რარაც უაზრობის გამო ,,ეგრე რატო შემომხედე ბიჭო" და რაღაც ეგეთი არავაშკაცული საქცილელის გამო რამდენი ბიჭი დაიღუპა ამიტომაც ვისჯებით ალბათ

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Aug 25 2008, 10:09 PM

მეტი დავიმსახურეთ და უფალი მაინც გვიცოდებს და ნაკლებ განსაცდელს გვივლენს .


თუ რატომ დავიმსახურეთ , გადახედეთ თქვენს საახლობლოს და თუ მოგეპოვებათ ადამიანი აფხაზეთში ნაომარი მოაყოლეთ რას შვებოდნენ იქ ქართველი მეომრები . (რათქმაუნდა ყველა არა. )

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Aug 25 2008, 10:20 PM

http://presa.ge/index.php?text=news&i=3654

წაიკითხეთ ეს

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: Aug 25 2008, 10:30 PM

lamara
ტელესერიალები და იეღოველობა,
აი რატოა ომი საQართველოში.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Aug 25 2008, 10:36 PM

lamara

ციტატა
ამაში ვერ დაგეთანხმები, ადამიანს გააჩნია, ზოგიერთი ადამიანი ამ დროს დრტვინავს, ფიქრობს, რომ უსამართლოდ შეემთხვა განსაცდელი და უფლის სამართლიანობაში შეაქვს ეჭვი

ძალიან არ მინდა ვთქვა რა ეწოდება მასეთ ადამიანს. დიდება უფალს რომ ასეთები არც თუ ისე ბევრია
აბო.

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Aug 25 2008, 10:39 PM

ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გამახსენდა რამდენი ახალგაზრდა ადამიანი შეეწირა ქუჩურ გარჩევებს..რაღაც უაზრობას

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Aug 25 2008, 10:46 PM

არ ვიცი არ ვიცი, კონკრეტული პასუხი მაქვს smile.gif

სტალინის დათესილს ვიმკით ალბათ smile.gif

ეს სახადია და უნდა მოვიხადოთ smile.gif მალე ყველაფერი კარგად იქნება და გაცილებით უფრო კარგად ვიდრე ადრე იყო... მთვარია გამოცდა ჩავაბაროთ ფრიადზე smile.gif

პოსტის ავტორი: G_I_O_R_G_I_ თარიღი: Aug 25 2008, 11:03 PM

ჩემი აზრით განსაცდელი ღვთისწყალობა და მზრუნველობის გამოვლინებაა როგორც ავადმყოფისთვის წამალი.როგორც უფალი ბრძანებს 19. ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი. მაშ, ეშურე და შეინანე.
ერთი მწამს უცილობლად როგორი ადამიანის გონებისთვის წარმოუდგენელიც არ უნდა მოხდეს ყველაფერი მადლობით უნდა მიიღოს ადამიანმა და არ ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში და სულმოკლეობაში.
ამ ომს რაც შეეხება ბევრ საშინელებასთან ერთად ბევრი კარგიც მოხდა იმ კუთხით რომ საშვალება მიეცა ადამიანს მრავალი სიკეთის გაკეთებისა ურთიერთდახმარებისა და დარწმუნებული ვარ მრავალი დაღუპულთა სული შეემატა ქართველ წმინდანთა დასებს ღვთის სასუფეველში.

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Aug 25 2008, 11:04 PM

ციტატა(neo @ Aug 25 2008, 11:46 PM) *

არ ვიცი არ ვიცი, კონკრეტული პასუხი მაქვს smile.gif

სტალინის დათესილს ვიმკით ალბათ smile.gif

ეს სახადია და უნდა მოვიხადოთ smile.gif მალე ყველაფერი კარგად იქნება და გაცილებით უფრო კარგად ვიდრე ადრე იყო... მთვარია გამოცდა ჩავაბაროთ ფრიადზე smile.gif

გვიჭირს მაი გამოცდის ცატარება გვიჭირს.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Aug 25 2008, 11:30 PM

syd

ციტატა
წახწახა
ეს ომი სააკაშვილის ბრალი არაა მარტო. ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა და მოხდა კიდევაც (სააკაშვილის პოლიტიკის განხილვას ამ თემაში მოვერიდოთ)

რაც არ უნდა მოერიდო ეს თემა საბოლოოდ სააკაშვილამდე დავა. იმიტომ რომ ის არის პირდაპირი გარანტი ქვეყნის კეთილდღეობის, და ამავე დროს მთავარსალდალიც.
ჩვენ წაქცეული ვიყავით შევარდნაძის დროს და ფეხზე წამოდგომა რომ დავაპირეთ მაშინ კიდევ უდიდესი შეცდომა დაუშვით სააკაშვილის გაპრეზიდენტებით. აქ კი როდესაც ღმერთმა მოვლენილი განსაცდელის მიუხედავადჩვენი თავმდაბლობა და უფლისკენ შებრუნება ვერ დაინახა, ახლა უფრო დიდი განსაცდელი დაგვატეხა თავს, სად წავიქეცით? აი აქ. რუსები სწორია ამ საკითხში იმიტომ რომ პირმოშვებული რასაა და მისგან ყველაფერია მოსალოდნელი(გრ. რობაქიძე.) ეს პროგნოზი კი ჭკვიან უფროსს არ უნდა შეეშალოს, მაგრამ ათეისტი და მასონი( მეშინია მასონების ხომ?და ზღაპრებს ვყვები...) ხელისუფლების ხელში ჩავარდნილი ერი სხვა სიკეთეს ნუ ელოდება უფლისგან.
აი ესაა სასჯელი , რომელსაც გამოზომბირებული ქართველი ერი კიდევ კარგა ხანს ვერ მიხვდება.
"რუსეთის აგენტი" აბო

P.S. ერთი ახალი გადმოსული მეზობელი მყავს, რომელიც არც თუ ისე დადებითი თვისებებით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა რომ ყოველ დღე შემიძლია ჩავჩეჩქვო, მასთან მაინც ზომიერი და ნორმალური დამოკიდებულება მაქვს, რადგან განწირული ვარ მის გვერდით ცხოვრებით და სულ არ მსურს, ჩემ სახლს ცეცხლი რომ მოეკიდოს და სახლში არ ვიყო, არ შეწუხდეს და "ნე ვიჟუ" არ გააკეთოს. და რომ გააკეთოს ამას ვერც დაუმტკიცებ და პასუხსაც ვერ აგებიებ.
რუსი თვითონ გიკიდებს ცეცხლს ამას უმტკიცებ და ვერაფერს ვერ ეუბნები. აქეთ იძახი მოვიგე ომიო, ის არ ჩერდება და გიმატებს უბედურებას, შენ მაინც არ ჩერდები... ჩემო ერო ხომ არ გამოდებილდი?
დღევანდელი კვერცხი რომ გვირჩევნია ხვალინდელ ქათამს ; ამ ანდაზის დამღუპველობაზე რომ დაფიქრებულიყო ერი, იმიტომ მოიგონა ეს ქართველმა ბრძენკაცმა.
აბო.

პოსტის ავტორი: ana-xatia თარიღი: Aug 26 2008, 12:21 AM

მე ერთხელ ერთ მეგობართან საუბარში ვთქვი, რომ ეს განსაცდელი არ შემემთხვევა ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ საკუთარი თავის იმედი მაქვს თქო.

მაშინ დაახლოებით ამ მდგომარეობაში ვიყავი, რომ შვიდგზის ლოცვებს ვკითხულობდი დილის 6 საათიდან ფეხზე ვიყავი. აღდგომის მარხვა იყო და ოთხშაბათ-პარასკევს მძიმედ ვმარხულობდი, ფაქტიურად მარტო პურზე და წყალზე. სულ ვლოცულობდი, წმინდა წერილს და კანონებს ვკითხულობდი, არ ვუყურებდი ტელევიზორს, მამათა ნაშრომებს ვკითხულობდი. სამსახური-სახლი-ტაძარი...
ანუ საკუთარი თავი რაღაცად მიმაჩნდა...

და ზუსტად ის განსაცდელი შემემთხვა, რაზეც ვამბობდი, საკუთარი თავის იმედი მაქვს თქო...

მერე რომ ჩაიარა ყველაფერმა, მერე მივხვდი, რატომაც დამემართა...
საკუთარი თავის იმედი მქონდა და არა უფლის...

ღმერთმა კი დამანახა, რომ მე არაფერი ვარ....

იმის მერე, მაქსიმალურად ვცდილობ ღვთის იმედად ყოფნას და ზუსტად ვიცი, რომ მე არაფერი შემიძლია ღვთის გარეშე....

ალბათ მეტად უნდა გვქონდეს ღვთის იმედი და ნაკლებად - სხვების და მით უმეტეს, საკუთარი თავის...

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Aug 26 2008, 10:47 AM

ana-xatia

ციტატა
ალბათ მეტად უნდა გვქონდეს ღვთის იმედი და ნაკლებად - სხვების და მით უმეტეს, საკუთარი თავის...

და კიდევ ნატოსი და კონდოლიზა მამიდასი .

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Aug 26 2008, 10:56 AM

ციტატა
საერთოდ ძალიან მიჭირს ცუდის დაჯერება ნებისმიერ ადამიანზე და მითუმეტეს თუ ეს ახლობელს ეხება, მაგრამ სამწუხაროდ ახლა, ამ ხანმოკლე ომის დროსაც ქონდა თურმე ჩვენი ჯარისკაცების მხრიდან უმსგავსობებს ადგილი, გაოცებული დავრჩი დედას დეიდაშვილის მონაყოლი ამბით, თავად იბრძოდა ცხინვალში, როცა სამშვიდობოს გამოვედით ჩვენმა ჯარისკაცმა ვიღაც საცოდავს ჯიხურში შეუვარდა და იარაღის მუქარით რაღაცეები (ალბათ პროდუქტები) წაართვაო, ეს რაც დავიჯერე და რაც ზუსტად არ ვიცი მარშუტკით მიმავალი მშვიდობიანი ქართველი მგზავრებიც დააყაჩაღეს_ეს ნამდვილად არ ვიცი ზუსტი ინფოა თუ არა, ახლობელს მოუყოლია ჩემი მეგობრისთვის.

სამწუხაროდ მართლა მოხდა მასეთი ფაქტები თან მრავალი . დაისიც გასათვალისწინებელია რომ ზოგი ბატალიონი რამდენიმე დღე სურსათის გარეშეც დატოვეს .

პოსტის ავტორი: წახწახა თარიღი: Aug 26 2008, 10:59 AM

სააკაშვილი ცდილობდა თვითონ გაეკეთებინა ყველაფერი, და ჭკუიდან შეიშალა.
არა გასაგებია რუსეთი რა საშინელი ხალხია, მაგრამ რო დასცინი ქვეყანას რომლის მეათედიც არა ხარ ლილიპუტინიო და რაღაცეებს რო ეძახდა. აბა რას ელოდები? რუსეთს დაუგროვდა ბოღმა ბოღმა ბოღმა ევროპას რო ეტენებოდა მიშა იმის გამო, ამის გამო და ეხლა იძია ყველაფერზე შური. მიშა თვითონ ამბობს ვიცოდი რაც მოხდებოდა და ევროპის დახმარებას ველოდებოდიო სადარის ევროპის დახმარება? ევროპული ჰუმანიტარული დახმარებით და ჟურნალისტებით ელოდა რუსეთის დამარცხებას? მთელს მსოფლიოს ეშინია რუსეთის და არავის არ უნდა მასთან ომში ჩართვა რათქმაუნდა... რადგან ასე გვერდზე გყავს რუსეთი კი აზრები ყველას აქვს მაგრამ ენას კბილი დააჭირე მაინც
არა პოლიტიკა სხვა საქმა მაგრამ თვითონ რეებს ელაპარაკებოდნენ რუსეთს კლიპები, ლელა წურწუმია ლექსსენი... ლილიპუტინი პატარა დათუნია ლავროვის ხმა მაღიზიანებს... მე თვითონ მაღიზიანებს ეს ყველაფერი და მტერს რა უნდა უთხრა...
სანამ ბელადი ღვთის მოსიყვარულე არ მოვა არაფერი გვეშველები. საქართველობას პრეზიდენტობაში არასდროს არ უმართლებს ან სიტუაციაა საშინელი ან პრეზიდენტი...
რა თამარის დროს არ იყო მტერი? მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო, და ააყვავა საქართველო.

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Aug 26 2008, 01:19 PM

ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღოლი, დეკანოზი თეოდორე (გიგნაძე)
- შემთხვევით არაფერი ხდება. როდესაც ღმერთი განსაცდელს მთელ ერს მოუვლენს, მაშინ მიზეზები საკუთარ თავშიც უნდა ვეძებოთ. რა თქმა უნდა, ღვთის განგებას ადამიანი ვერ ჩაწვდება, მაგრამ ჩვენს ცოდვებზე უნდა ვიფიქროთ და ღვთის რისხვის მიზეზებამდე მისვლა ვცადოთ.

დღეს ქართველი კაცი დაბნეულია. ნაწილი დამნაშავეს რუსეთის ფედერაციაში ხედავს, მეორენი ამერიკისკენ იშვერენ თითს. რუსეთის აგრესია თავს დაგვატყდა და შესაძლოა, იმპერიის პროვოცირება აშშ-მ გამოიწვია. ასეთი ვარაუდები საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ საკუთარ ცოდვებზე ვაგებთ პასუხს. უნდა დავფიქრდეთ, რატომ მოგვივლინა ღმერთმა ასეთი ჯალათი, რუსეთის იმპერიის სახით, რომელიც ორ საუკუნეზე მეტია, გვტანჯავს?

სახარებაში წერია: “წყეულ იყოს კაცი, კაცის მოიმედე”. უნდა შეგვეძლოს მოვლენების მიზეზ-შედეგობრივი ანალიზი. არც თუ შორეულ წარსულს გადავხედოთ - ჩვენ ის ერი არ ვართ, რომელმაც ილია ჭავჭავაძე მოკლა?! ამ მკრეხელობის მიუხედავად, ღმერთი მოწყალეა და დამოუკიდებელი ქვეყანა გვეღირსა, ერის მამის მკვლელობიდან სულ მცირე ხანში. მაგრამ არ დავუნახეთ უფალს ცოდვებისთვის შენდობა - პატრიარქი კირიონი მოვკალით.

უფალი განსაცდელს საკუთარი ცოდვების დასანახად და მანკიერებისგან განსაწმენდად მოგვივლენს ხოლმე. დღესაც ვისჯებით იმიტომ, რომ სწორი, მართალმადიდებელი რელიგია გვარგუნა განგებამ და ქართველი კაცი ამ წყალობაზე უარს ამბობს. სიტყვით ქრისტიანია, მაგრამ თავისი საქციელით, ღმერთს განეშორება, ეუბნება - “არ მინდიხარ, შენ, უფალო”. ამასთანავე, ვივიწყებთ ტრადიციებს, წინაპრებს. ღმერთი ცოდვებს აუცილებლად მოგვკითხავს.

ყველაფერში ვეთანხმები, ჩემი აზრით ძალიან კარგად უკავშირებს ერთმანეთს და სწორად აფასებს მოვლენებს

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 26 2008, 02:14 PM

წახწახა

ძვირფასო წახწახა,
თემის ავტორს სურდა საქართველოში მომხდარი ომის სულიერი ანალიზი და არა პოლიტიკური შეფასებები. თემის მიზანია ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე თუ რატომ მოიწია ჩვენზე განსაცდელი, რა სულიერი პრობლემებია საქართველოში და ეს წესით ყველას საკუთარ თავში ჩაღრმავებისკენ უნდა გვიბიძგებდეს და არა სხვისი განკითხვისკენ.

ციტატა
რო დასცინი ქვეყანას რომლის მეათედიც არა ხარ ლილიპუტინიო და რაღაცეებს რო ეძახდა. აბა რას ელოდები? რუსეთს დაუგროვდა ბოღმა ბოღმა ბოღმა ევროპას რო ეტენებოდა მიშა

სანამ ასეთ არა-ადექვატურ შეფასებებს გააკეთებდე სასურველი იქნებოდა უახლესი ისტორიისთვის მაინც გადაგეხედა. ეს ომი ახლა არ დაწყებულა. რუსეთის სისხლიანმა იმპერიალიზმმა 90-იანი წლების დასაწყისში იმსხვერპლა 15-20 ათასი ქართველის სიცოცხლე და ფაქტობრივად ანექსია გაუკეთა ჩვენს ტერიტორიებს, 300 ათასზე მეტი ადამიანი დევნილია და დღემდე ვეღარ ბრუნდება უკან. აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ადგილი ჰქონდა ქართველების გენოციდის და ეთნოწმენდის უპრეცენდენტო შემთხვევას და ეს ყველაფერი 15 წელიწადში დაგვავიწყდა?! და რუსეთს ჰქონდა ბოღმა არა ლილიპუტი პრეზიდენტი გყავსო რომ უთხრეს?! აბა მე მკითხე რამხელა ბოღმა მაქვს რუსეთის ათასობით ქართველის სისხლის დაღვრის და ასი ათასობით გაუბედურების გამო... ლილიპუტი კი არა პუტინს მკვლელი უნდა დაუძახო პირდაპირ, ეგ არის ტიპიური დიქტატორი, სამხედრო დამნაშავე და არაფრით არ განსხვავდება უგო ჩავესის თუ ჰამასის ტერორისტი მეთაურებისგან. შესაბამისად სწორედ ისინი წარმოადგენენ მის სატელიტებს და მოკავშირეებს.
ციტატა
ევროპას რო ეტენებოდა მიშა იმის გამო, ამის გამო და ეხლა იძია ყველაფერზე შური.

თუ შურის ძიებაზეა ლაპარაკი, შური ქართველებს გვქონდა საძიებელი და არა რუსებს.

ისე გაცილებით ლოგიკური იქნებოდა რომ გეთქვა, რომ რუსეთმა ცადა ბოღმის გადმონთხევა, (შურის საძიებელი რუსეთს კი არა ჩვენ გვქონდა) მაგრამ არაფერი გამოუვიდა და სასტიკად დამარცხდა საერთაშორისო ასპარეზზე. ცოცხალ ძალაში რუსეთის დანაკარგები 5-ჯერ მეტია საქართველოზე. განადგურებულია რუსეთის 21 ბომბდამშენი. დასავლეთის ზეწოლის შედგად რუსეთმა უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი, მაგრამ სამწუხაროდ კრემლში იმას ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ რომ ნიღაბი ჩამოეხათ და მალე აფხაზეთის და ოსეთის დატოვებაც მოუწევთ, რადგან იქ ევროკავშირის და ეუთო-ს მანდატით საერთაშორისო სამშვიდობოები შევლენ.

ყველაფერი ისე მიდის, როგორც საქართველოს და აშშ-ს აწყობს. რასაც ვიძახდი იმის ნაწილი უკვე ასრულდა და დანარჩენი ნელ-ნელა ასრულდება.

შურისძიება არა კვატი... ამ ომით რუსეთმა საბოლოოდ დაკარგა (დააკარგინეს) საქართველოზე კონტროლი.

ციტატა
მიშა თვითონ ამბობს ვიცოდი რაც მოხდებოდა და ევროპის დახმარებას ველოდებოდიო სადარის ევროპის დახმარება? ევროპული ჰუმანიტარული დახმარებით და ჟურნალისტებით ელოდა რუსეთის დამარცხებას?

თუ ვერ ხედავ ევროპის და აშშ-ს დახმარებას ეს ცუდია, მაგრამ მაინც მოკლედ გეტყვი:

საფრანგეთის და აშშ-ს ზეწოლით რუსეთი იძულებული გახდა შეეწყვიტა სამხედრო მოქმედებები, დაეტოვებინა საქრთველოს ოკუპირებული ტერიტორიის დიდი ნაწილი (დანარჩენს ამ დღეებში დატოვებს). იმდენად დიდი პოლიტ-ეკონომიკური ზეწოლა მოხდა რუსეთზე, რომ პრაქტიკულად ის მსოფლიო იზოლაციაში მოყვა. "დე ფაქტო" გამოძევებულია "დიდი რვიანიდან", NATO-მ რუსული ხომალდები გამოაძევა თავისი ტერიტორიული წყლებიდან და თანამშრომლობა მთლიანად შეწყვიტა. ეკონომიკური მანიპულაციებით რუსეთმა 20 მილიარდზე მეტი იზარალა. ამგვარი კრიზისი მას 1998 წლის შემდეგ არ ჰქონია. ცოტა ხანში კი ევროკავშირი უმკაცრეს სანქციებს დაუწესებს, ლაპარაკია რომ ვიზები აღარ გაიცემა რუსეთის მოქალაქეებზე და ა.შ.

გარდა ამისა რუსეთმა ფაქტობრივად დაკარგა ყირიმი და უბიძგა პოლონეთს ამერიკული ბირთვული რაკეტების ჩამომგდები დანადგარის დაყენება საკუთარ ტერიტორიაზე, რაც უკვე რუსეთის კრახია მსოფლიო პოლიტიკაში.

აშშ-მ გამოაგზავნა ძალიან ძლიერი სარაკეტო კრეისერები, რომლებიც აღჭურვილია "ტომაჰავკის" ტიპის უძლიერესი რაკეტებით და ასევე აღჭურვილია 1800 კმ რადიუსში ნებისმიერი თვითმფრინავის განადგურება. საზღვაო ბრძოლებისას კი უპრობლემოდ შეუძლია გაანადგუროს ყველა ფრეგატი რომელიც რუსეთს შავი ზღვის აკვატორიაში ჰყავს.

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით აფხაზეთის ტერიტორიული წყლები უკვე დატოვა რუსულმა ფრეგატმა "მოსკვა" რადგან ამერიკული კრეისერიდან სტარტაღებული ტორპედოებისგან მას არანაირი თავდაცვის მექანიზმი არ გააჩნდა.

არავინ არ იცის ზუსტად რა იმალაება "ჰუმანიტარული მისიის" უკან რომელსაც სუპერთანამედროვე ამერიკული ხომალდები ასრულებენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში.

ციტატა
მთელს მსოფლიოს ეშინია რუსეთის და არავის არ უნდა მასთან ომში ჩართვა რათქმაუნდა...

მთელს მსოფლიოს ეშინია რუსეთის კი არა უკვე აშშ-ს რუსეთი კონკურენტადაც აღარ მიაჩნია... აშშ-ს მტავარი მოწინააღმდეგე არის ჩინეთი, თუმცა ამ უკანასკნელსაც ჯერ ბევრი უკლია პენტაგონის სიძლიერის თუნდაც ნახევრამდე.

ამ მომენტისთვის აშშ გაცილებით ძლიერია ვიდრე დანარცენი მსოფლიო ჯამში: ევროკავშირი+რუსეთი+ჩინეთი+ია
ონია შეუდარებლად სუსტია ამერიკასთან შედარებით.

ომი რასაკვირველია არავის არ უნდა. ეკონომიკური მარწუხებით, პოლიტიკური ზეწოლით და დამაფრთხობელი სამხედრო მანევრებით რუსეთს ზუსტად ისე გაანადგურებენ, როგორც მასზე გაცილებით დიდი და ძლიერი საბჭოთა კავშირი დაშალეს.
ციტატა
რადგან ასე გვერდზე გყავს რუსეთი კი აზრები ყველას აქვს მაგრამ ენას კბილი დააჭირე მაინც

ენას რომ კბილი დააჭიროს ვერასოდეს ვერ დავაღწვთ ტავს ვერც რუსეთის იმპერიას და ვერც დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ.
ციტატა
რა თამარის დროს არ იყო მტერი? მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო, და ააყვავა საქართველო.

ციტატა
საქართველობას პრეზიდენტობაში არასდროს არ უმართლებს

ეს კი ნამდვილად არავინ იცის. წმინდა მეფე დემეტრე II თავდადებულის დროს საქართველო თითქმის გაჩანაგდა მონღოლთა მიერ. დღევანდელობასთან შედარებით ბევრად დიდი გაჭირვება იყო.

სანამ რაიმეს ხელისუფლებას შევახოცავდეთ საკუთარ თავში ჩავიხედოთ და განსაცდელის მიზეზბის ძებნასაც აქედან შევუდგეთ, რადგან ყველა ერს ისეთი ხელისუფლება ყავს, რასაც აღნიშნულ ეპოქაში იმსახურებს. yes.gif

პოსტის ავტორი: წახწახა თარიღი: Aug 26 2008, 02:27 PM

დაცინვას რაც შეეხება პოლიტიკოსი ხარ მაიმუნი ხომ არა?? რუსეთს არ აღიზიანებს ეს ყველაფერი? ანუ უნდა დასცინო?
ენაზე კბილის დაჭერაში ვგულისხმობ რომ ლანძღავენ.
თავის დროზე რომ უთხრა მიშანაც რატომ არ შემოიყვანა ჯარი
ხო მოკლედ ყველამ საკუთარ თავში ვეძებოთ მიზეზი კი მაგრამ მიშამ ეკლესია არ დაარბია? თუ დადგმული იყო.
ვერ დავიჯერებ რომ მიშა კარგი პრეზიდენტია. a075.gif

პოსტის ავტორი: rezuzi თარიღი: Aug 26 2008, 02:28 PM

ევროპისკენ ლტოლვამ a075.gif

პოსტის ავტორი: kmunka თარიღი: Aug 26 2008, 02:38 PM

"ჩვენ ხომ ის ერი ვართ, რომლის დიდი ნაწილი ახლა საკუთარ დედას იგინება?! ყველამ უნდა იცოდეს, რომ დედა ღვთისმშობელია, თითოეული ჩვენგანის დედაა. საქართველო მისი წილხვედრი ქვეყანა ვართ. ბოლოს, მინდა გითხრათ ჩემი გულისტკივილი: ეკლესია და საბავშვო ბაღი, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები შეასახლეს, ერთ ეზოშია. როდესაც ზარი მრევლს უხმობს, შემინიშნავს, დევნილები ეზოში ფუსფუსებენ, მაგრამ ტაძარში არ შემოსულან. მიუხედავად იმისა, რომ ცოცხლები გადარჩნენ, ვერ ხედავენ ღვთის წყალობას. ეს არის ერის უბედურება."
sad.gif

მამა თეოდორე

პოსტის ავტორი: rezuzi თარიღი: Aug 26 2008, 02:39 PM

ციტატა(kmunka @ Aug 26 2008, 03:38 PM) *

"ჩვენ ხომ ის ერი ვართ, რომლის დიდი ნაწილი ახლა საკუთარ დედას იგინება?! ყველამ უნდა იცოდეს, რომ დედა ღვთისმშობელია, თითოეული ჩვენგანის დედაა. საქართველო მისი წილხვედრი ქვეყანა ვართ. ბოლოს, მინდა გითხრათ ჩემი გულისტკივილი: ეკლესია და საბავშვო ბაღი, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები შეასახლეს, ერთ ეზოშია. როდესაც ზარი მრევლს უხმობს, შემინიშნავს, დევნილები ეზოში ფუსფუსებენ, მაგრამ ტაძარში არ შემოსულან. მიუხედავად იმისა, რომ ცოცხლები გადარჩნენ, ვერ ხედავენ ღვთის წყალობას. ეს არის ერის უბედურება."
sad.gif

მამა თეოდორე

მართალია sad.gif ეს ჩვენი უდიდესი მინუსია...

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 26 2008, 03:10 PM

წახწახა

ციტატა
დაცინვას რაც შეეხება პოლიტიკოსი ხარ მაიმუნი ხომ არა?? რუსეთს არ აღიზიანებს ეს ყველაფერი? ანუ უნდა დასცინო?

რუსეთი არის საქართველოს #1 მტერი.
სტრატეგიული ინტერესები მრავალ ქვეყანას გააჩნია საქართველოში, მაგრამ რუსეთი არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც საქართველოს დაშლით, მისი ტერიტორიების მიტაცებით და ფაქტობრივად ქართული სახელმწიფოს და მისი მოსახლეობის განადგურებითაა დაინტერესებული. ეს არა ერთხელ დამტკიცდა.

სახელმწიფო, რომელსაც ამდენი სისხლი მიუძვის ჩემს წინაში დასანდობი არაა. აქ აღარაა ლაპარაკი ვინ რა სიტყვებით ღიზიანდება, როდესაც მე ვღიზიანდები ათასობით დაღუპული ქართველი ბიჭების სისხლით.

მიშას შეიძლება საქართველოს შიდა პოლიტიკაში ბევრი რამ ეშლება, მაგრამ რუსეთის მიმართ ყველაფრის თქმის უფლება აქვს. ის 100%-იანი მართალია რუსეთის წინააღმდეგ და რუსებს სძულთ მხოლოდ იმიტომ რომ აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნება უნდა აშშ-ს ძალით და საქართველოს გამთლიანება. ეს ასეც მოხდება, რადგან მსოფლიოს უძლიერესი ზესახელმწიფო მიშას უჭერს მხარს.

რუსეთი, რომ ნაძირლების ხროვა არ იყოს ასეთი რამ არ მოხდებოდა, 90-იანი წლების დასაწყისში მიშა სტუდენტი იყო, საქართველოს პრეზიდენტი გამსახურდია, საქართველო არც ევროკავშირის და არც ჩრდილოეთ-ატლანტიკური ალიანსის წევრობის კანდიდატი არ იყო და რატომ გამოგვიცხადეს ომი? რატომ წაგვართვეს უძველესი ტერიტორიები? რატომ გამოიწვიეს ამხელა მსხვერპლი?

დასცინო კი არა რუსეთს ყველაფრით უნდა ებრძოლო, მოუწყო პროვოკაციები, დასცინო, ლანძღო, გაუნადგურო იმიჯი, მსოფლიო მტარვალად წარმოაჩინო... ამაში არაფერი არც ტყული იქნება და სამწუხაროდ სხვანაირად საქართველოს ვერ გავამთლიანებთ. ასეთი სამარცხვინო არჩევანი კი თვითონ რუსეთმა გააკეთა. სხვანაირად არ გვიბრუნებს ჩვენს მიწებს.
ციტატა
ენაზე კბილის დაჭერაში ვგულისხმობ რომ ლანძღავენ.

ლანძღავენ კი არა რუსეთს ნამუსი არა აქვს... გუშინ სარკოზმა ტელეფონში უყვირა მედვედევს... მალე რუსეთის პრეზიდენტს დედას შეაგინებენ პირდაპირ ეთერში ალბათ... ეს ქვეყანა თავისი პოლიტყუილებით დღემდე ანცვიფრებს მსოფლიოს და სხვას რომ თავი დავანებოთ საკუთარ თავს არ სცემს პატივს.
ციტატა
ვერ დავიჯერებ რომ მიშა კარგი პრეზიდენტია.

ეს სულ სხვა საკითხია...
მაგრამ რუსეთთან მიმართებაში კარგი კი არა საუკეთესო პრეზიდენტია.

თემა კიდევ სულ სხვა საკითხს ეხება.

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Aug 26 2008, 03:20 PM

გიორგი

ციტატა
ძვირფასო წახწახა,
თემის ავტორს სურდა საქართველოში მომხდარი ომის სულიერი ანალიზი და არა პოლიტიკური შეფასებები. თემის მიზანია ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე თუ რატომ მოიწია ჩვენზე განსაცდელი, რა სულიერი პრობლემებია საქართველოში და ეს წესით ყველას საკუთარ თავში ჩაღრმავებისკენ უნდა გვიბიძგებდეს და არა სხვისი განკითხვისკენ.

მართალია სწორედ ესაა ამ თემის გახსნის მიზანი


სარდიონ
ციტატა
ტელესერიალები და იეღოველობა,
აი რატოა ომი საQართველოში.

ეგეც მართალია და ერთ-ერთ მიზეზად სწორედ სექტების მომრავლებაც შეიძლება ჩავთვალოთ, მაგრამ ეს ისევ ჩვენი რწმენის სისუსტეზე მეტყველებს, რადგან ჩვენ, რომ ძლიერი რწმენა გვქონდეს (მთელ ერს ვგულისხმობ), ვერცერთი სექტა ვერ მოიკიდებდა ფეხს საქართველოში

პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: Aug 31 2008, 08:34 PM

მსგავსი შინაარსის თემა არსებობს შესაბამის განყოფილებაში "ეკლესია და სახელმწიფო" smile.gif
შესაბამისად გადავიტან იქ და იქაური მოდერი გაარკვევს შეართოს თუ არა მსგავსი შინაარსის თემები smile.gif


პოსტის ავტორი: syd თარიღი: Oct 15 2008, 01:46 PM

ციტატა
ტელესერიალები და იეღოველობა,
აი რატოა ომი საQართველოში.


მაშინ აქამდე ა.შ.შ. დიდი ხნის გამქრალი და უდაბნოდ ქცეული უნდა იყოს smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 15 2008, 01:59 PM

ციტატა(m16 @ Aug 25 2008, 12:10 PM) *

ცხინვალში გორში სენაკში ზუგდიდში ფოთში


არა და მართალს ამბობს ეს ბიჭი... სათავეში წაიქცნენ და მიგვაყოლეს ყველა. იქ ვინც იბრძოდა, ის მაგაზე არ ფიქრობდა, რომ განსაცდელში რაღაცები ებრალებინა სხვისთვის, უბრალოდ იბრძოდნენ მამაცურად და დაეცნენ. ჩვენ კი აქ მთელებმა ვიბოდიალოთ სხვა რამდენიც გვინდა, ეს ასეა. გარედან ყველაფრის შეფასება ადვილია, ადგილზე სხვანაირად გამოიყურება ცოტა და თვენს უმრავლესობას ეს "ადგილი" უფლის შეწევნით არ უნახია.
რატომაა მაგ. ჩემი ცოდვიანობის ბრალი, რომ ტექნიკა ვერ დამალეს და დააპლენებინეს მტერს? რატომაა ჩემი ბრალი ეს? ან თქვენი? სწორად უპასუხა M16-მა და იქ სხვა პასუხი არცაა საჭირო: ის ბიჭები ჩემი, შენი და ჩვენი ცოდვების გამო არ დაღუპულან, არც მათი ცოდვების გამო, არამედ იმ ცოდვის გამო, რასაც ღალატი ქვია, და ჩვენ არ შევდივართ მათ სიაში. ვინც უღალატა, ისინი მე და შენ არ ვართ და არც არაფრის გავლენის მოხდება შეგვეძლო..

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Oct 15 2008, 02:03 PM

syd

ციტატა

მაშინ აქამდე ა.შ.შ. დიდი ხნის გამქრალი და უდაბნოდ ქცეული უნდა იყოს smile.gif


ვისაც მეტი მიეცა მეტი მოეთხოვება ყოველთვის...

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 15 2008, 02:06 PM

lamara

ციტატა
მართალია სწორედ ესაა ამ თემის გახსნის მიზანი



მაშინ სახელმწიფოს განყოფილებაში რა უნდა? მე ვერ გავკადნიერდები, რომ ქართველ ერს და ბერს ვაბრალო ულოცველობა და უღვთობა, რომ მაგას "დავაბრალო" ომი.

უჩა
მასე რუსეთსაც აქვს მიცემული, ის რაც ჩვენ...

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Oct 15 2008, 02:09 PM

ერთი პოსტია საჭირო და უცებ ცოცხლდება დავიწყებული თემები biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 15 2008, 02:21 PM

გიორგი

ციტატა
თემის ავტორს სურდა საქართველოში მომხდარი ომის სულიერი ანალიზი და არა პოლიტიკური შეფასებები.


გიორგი, მე მეუბნები სულ ეს ტერმინოლოგია საიდანო და გაფიცებ "ომის სულიერი ანალიზი" რას ნიშნავს ? biggrin.gif არა, მერე კი გიწერია განმარტება, მარა მაინც უცნაურად მეჩვენება.

და რა გგონიათ ახლა, ომის გამო ხალხში სულიერებამ მოიმატა? ეჭვი მეპარება, პირიქით, ბევრი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. თუმცა საუკეთესო გადაწყვეტილება მაინც უფლის იმედის დაჯერებაა, რამდენადაც სხვას არავის ძალუძს განსაცდელიდან ჩვენი გამოყვანა.

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Oct 15 2008, 02:24 PM

ციტატა
მასე რუსეთსაც აქვ მიცემული, ის რაც ჩვენ...


მერე ეჭვი გეპარება რო არ მოეკითხება?

მთელ რუსეთის ერს მოეკითხება მაგ საქციელი.

ეჰ ღმერთმა შეუნდოთ...

ისე კი შენ გგონია რუსები ეხლა გამარჯვებულები არიან?

მე არა მგონია...


ციტატა
და რა გგონიათ ახლა, ომის გამო ხალხში სულიერებამ მოიმატა? ეჭვი მეპარება, პირიქით, ბევრი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. თუმცა საუკეთესო გადაწყვეტილება მაინც უფლის იმედის დაჯერებაა, რამდენადაც სხვას არავის ძალუძს განსაცდელიდან ჩვენი გამოყვანა.



მე ვიცი ადამიანები თანაც ბევრი, ჩემი თვალით მყავს ნანახი რო ტაძარში მოვიდნენ და სიარული დაიწყეს, რომლებიც საერთოდ არ დადიოდნენ ტაძარში. (ტოლვილებზე მაქ ლაპარაკი)

იგივე აფხაზეთის ომი რატო მოხდა?
რა ხდებოდა სოხუმში, რა გარყვნილება იყო თქვენც კარგად იცით. a075.gif

დღეს ბევრი ტოლვილი აფხაზეთიდან მრევლია.
იქ რო დარჩენილიყვნენ რა იცი რა იქნებოდა...

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 15 2008, 02:26 PM

უჩა

ციტატა
მთელ რუსეთის ერს მოეკითხება მაგ საქციელი.

აუცილებლად მოეკითხებათ, მაგრამ ჯერ არ ჩანს და ჩვენთვის ეგ სულერთია უკვე.


ციტატა

ისე კი შენ გგონია რუსები ეხლა გამარჯვებულები არიან?

მე არა მგონია...

გამარჯვებული კი არა გაგვაუთოვეს, მეტი რას ეძახი გამარჯვებას? თბილისი რომ არ დაბომბეს "წესიერად" იმას?

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Oct 15 2008, 02:29 PM

ციტატა

გამარჯვებული კი არა გაგვაუთოვეს, მეტი რას ეძახი გამარჯვებას? თბილისი რომ არ დაბომბეს "წესიერად" იმას?


შენ ძალით გამარჯვება გგონია გამარჯვება და იმიტო იძახი მაგას...

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Oct 15 2008, 02:33 PM

ციტატა
შენ ძალით გამარჯვება გგონია გამარჯვება და იმიტო იძახი მაგას...

ეეეე კაი რა...

იძახე გამარჯვებული ვარო, შეიცვლება რამე?

აბა იმ დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს კითხე ვინაა გამარჯვებული. ან იმ ათასობით ლტოლვილს კითხე

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Oct 15 2008, 02:34 PM

syd
მერე ვინ იძახის რო გამარჯვებულები ვართო??? ohmy.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 15 2008, 02:46 PM

უჩა

ციტატა
შენ ძალით გამარჯვება გგონია გამარჯვება და იმიტო იძახი მაგას...


აბა ომში მოფერებით გამარჯვება შენი თეორიაა? მე არ ვიცნობ მასეთ "გამარჯვებებს".

პ.ს. ვის დარჩა ტერიტორიები? ვინც მოიგო ხო? სულერთია როგორ მოიგო. სხვა ვირტუალური "გამარჯვებების" რეალური ფასი არის ნული, მითუფრო ევროპის "შეშფოთება" და რუსეთის "ცუდი სახელი".

პოსტის ავტორი: ნიანია თარიღი: Oct 15 2008, 05:01 PM

ციტატა
ტოლვილებზე


უჩა და ყველას ვთხოვ ამ ტერმინს ნუ იყენებთ ჩვენი ხალხის მოსახსენებლად. ძალიან ვბრაზდები ხოლმე. რათქმაუნდა ეს გააზრებულად არ ხდება მარა ისევე მოგვივა როგორც ტერმინ სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში. ცხინვალის რეგიონიდან ჩვენ გვყავს დევნილები და არა ლტოლვილები. თუ მათ ლტოლვილებს დავარქმევთ ამით უნებურად ვაღიარებთ ცხინვალის დამოუკიდებლობას.

მაპატიეთ გაოფება rolleyes.gif

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Oct 15 2008, 05:15 PM

ციტატა(უჩა @ Oct 15 2008, 02:34 PM) *

syd
მერე ვინ იძახის რო გამარჯვებულები ვართო??? ohmy.gif

არც რუსეთია გამარჯვებული და არც ჩვენ მითუმეტეს

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Oct 15 2008, 05:24 PM

ციტატა
არც რუსეთია გამარჯვებული და არც ჩვენ მითუმეტეს


მართალი ხარ. a075.gif

პოსტის ავტორი: mapalu თარიღი: Oct 15 2008, 05:27 PM

ციტატა(წახწახა @ Aug 26 2008, 11:59 AM) *

სააკაშვილი ცდილობდა თვითონ გაეკეთებინა ყველაფერი, და ჭკუიდან შეიშალა.
არა გასაგებია რუსეთი რა საშინელი ხალხია, მაგრამ რო დასცინი ქვეყანას რომლის მეათედიც არა ხარ ლილიპუტინიო და რაღაცეებს რო ეძახდა. აბა რას ელოდები? რუსეთს დაუგროვდა ბოღმა ბოღმა ბოღმა ევროპას რო ეტენებოდა მიშა იმის გამო, ამის გამო და ეხლა იძია ყველაფერზე შური. მიშა თვითონ ამბობს ვიცოდი რაც მოხდებოდა და ევროპის დახმარებას ველოდებოდიო სადარის ევროპის დახმარება? ევროპული ჰუმანიტარული დახმარებით და ჟურნალისტებით ელოდა რუსეთის დამარცხებას? მთელს მსოფლიოს ეშინია რუსეთის და არავის არ უნდა მასთან ომში ჩართვა რათქმაუნდა... რადგან ასე გვერდზე გყავს რუსეთი კი აზრები ყველას აქვს მაგრამ ენას კბილი დააჭირე მაინც
არა პოლიტიკა სხვა საქმა მაგრამ თვითონ რეებს ელაპარაკებოდნენ რუსეთს კლიპები, ლელა წურწუმია ლექსსენი... ლილიპუტინი პატარა დათუნია ლავროვის ხმა მაღიზიანებს... მე თვითონ მაღიზიანებს ეს ყველაფერი და მტერს რა უნდა უთხრა...
სანამ ბელადი ღვთის მოსიყვარულე არ მოვა არაფერი გვეშველები. საქართველობას პრეზიდენტობაში არასდროს არ უმართლებს ან სიტუაციაა საშინელი ან პრეზიდენტი...
რა თამარის დროს არ იყო მტერი? მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო, და ააყვავა საქართველო.

ქართველებს ერთი დიდი, თითქმის უკურნებელი სენი გვჭირს: იმის ნაცვლად რომ პრობლემა საკუტარ თავში ვეძებოთ, განტევების ვაცს ვეძებთ და ვცდილობთ ყველაფერი მას გადავაბრალოთ! რა შუაშია აქ სააკაშვილი და მთავრობა? ჩვენ ზოგადად ერზე და მის ცოდვებზე ვლაპარაკობთ - ეს ყველას ეხება და არა ერთ რომელიმე პიროვნებას! ყველა განსაცდელს უფალი ადამიანს იმიტომ უვლენს, რომ ამისგან რაღაც ისწავლოს, საკუთარ გულში ჩაიხედოს . . . ჩვენ კიდევ რას ვშვებით? - სააკაშვილს ვაბრლებთ ყველაფერს . . . არა ბატონებო, არ შეიძლება ასე!

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Oct 15 2008, 06:02 PM

mapalu

ციტატა
პოსტები: 3

გამარჯობა გეთქვა კაცო ჯერ smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 15 2008, 06:16 PM

ციტატა(orthodox-georgia @ Oct 15 2008, 03:15 PM) *

არც რუსეთია გამარჯვებული და არც ჩვენ მითუმეტეს


"დამარცხებული" ქვეყნის ურდოების ჯლიგინი სხვა ქვეყნის ტერიტოტიებზე პირველად მესმის rolleyes.gif


ციტატა(orthodox-georgia @ Oct 15 2008, 03:15 PM) *

არც რუსეთია გამარჯვებული და არც ჩვენ მითუმეტეს


"დამარცხებული" ქვეყნის ურდოების ჯლიგინი სხვა ქვეყნის ტერიტოტიებზე პირველად მესმის rolleyes.gif

პოსტის ავტორი: mapalu თარიღი: Oct 15 2008, 06:21 PM

ციტატა(orthodox-georgia @ Oct 15 2008, 07:02 PM) *

mapalu

გამარჯობა გეთქვა კაცო ჯერ smile.gif

biggrin.gif სწორი შენიშვნა იყო, უბრალოდ ვერ მოვითმინე . . . მე მაპატიეთ . . .

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 15 2008, 06:22 PM

ომი სამწუხაროდ წავაგეთ, მაგრამ ბრძოლა გრძელდება...

პოსტის ავტორი: mapalu თარიღი: Oct 15 2008, 06:25 PM

ციტატა(staywhite @ Oct 15 2008, 07:22 PM) *

ომი სამწუხაროდ წავაგეთ, მაგრამ ბრძოლა გრძელდება...

მგონი პირიქითაა - ბრძოლა წავაგეთ, ომი კი გრძელდება, ოღონდ დიპლომატიურ ფრონტზე . . . ასე რომ გამარჯვებულ-დამარცხებულის ვინაობა ჯერ გარკვეული არაა
p.s. მგონი თემისგან გადავუხვიეთ . . .

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Oct 15 2008, 07:51 PM

ციტატა(orthodox-georgia @ Oct 15 2008, 05:15 PM) *

არც რუსეთია გამარჯვებული და არც ჩვენ მითუმეტეს

http://www.myvideo.ge/?video_id=279093
ეს ნახეთ თუ არ გჯერათ

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 15 2008, 08:26 PM

mapalu

ციტატა
მგონი პირიქითაა - ბრძოლა წავაგეთ, ომი კი გრძელდება


მასეც შეიძლება ითქვას... თუმცა იქ ბრძოლები მოიგო ჩვენმა ჯარმა.

mapalu
ციტატა
ასე რომ გამარჯვებულ-დამარცხებულის ვინაობა ჯერ გარკვეული არაა


ნუ, ჩვენ არ ვართ გამარჯვებულნი, ჯერ მაინც. ოდესმე უფლის შეწევნით კი ვიქნებით.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Oct 17 2008, 11:05 AM

Floyd

ციტატა
მეტი დავიმსახურეთ და უფალი მაინც გვიცოდებს და ნაკლებ განსაცდელს გვივლენს .



რა კარგია ამის ფიქრის ძალა ისევ რომ შეგწევს. მე უკვე ვერარ ვფიქრობ ასე...




ციტატა
თუ რატომ დავიმსახურეთ , გადახედეთ თქვენს საახლობლოს და თუ მოგეპოვებათ ადამიანი აფხაზეთში ნაომარი მოაყოლეთ რას შვებოდნენ იქ ქართველი მეომრები . (რათქმაუნდა ყველა არა. )



ვიცი, ძალიან ბევრი ცუდი მომისმენია, ჩემი ოჯახიდან იბრძოდნენ, მაგრამ თუ მეტი არა, სწორედ ამდენივე კარგი.

გარდა ამისა, ნუთუ მთელ მსოფლიოში მხოლოდ ცვენ ვცოდავთ რომ არ დამტავრდა საქართველოში ომი? მეტი აღარავინ სცოდავს? ყველაგან მშვიდობაა, მხოლოდ ცვენ ვართ მუდმივ ომში. მე პირადად არც კი მახსოვს მშვიდობიანი დრო, სადღაც დაწყებითი კლასებში იყო მშვიდობა, მერე აღარ.... რა ვიცი, მარტო ჩვენ ვცოდავთ?

staywhite
ციტატა
ოდესმე



ეჰ...

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 17 2008, 04:35 PM

მხევალი ნინო

ციტატა
გარდა ამისა, ნუთუ მთელ მსოფლიოში მხოლოდ ცვენ ვცოდავთ რომ არ დამტავრდა საქართველოში ომი? მეტი აღარავინ სცოდავს? ყველაგან მშვიდობაა, მხოლოდ ცვენ ვართ მუდმივ ომში. მე პირადად არც კი მახსოვს მშვიდობიანი დრო, სადღაც დაწყებითი კლასებში იყო მშვიდობა, მერე აღარ.... რა ვიცი, მარტო ჩვენ ვცოდავთ?

არა ნინო, თურმე მარტო ჩვენ არა, არამედ ჩვენ და სერბები smile.gif ფორუმ.ჯიზე იყო მსგავსი დისკუსია, მე იქ არსენალის გარდა არსად არ ვწერ, მაგრამ ვკითხულობ ცხადია. იქ ახსენეს, რომ თურმე კოსოვო იმიტომ დააწერეს სერბებს, რომ ცოდვილები არიან და ეკუთვნით (ერთი სასულიერო პირის ნათქვამი იყო დაციტატებული). ნუთუ ქრისტიანობა სამაგიეროს გადახდაა? ან , კანუდოსელის მიერ ხშირად ხსენებულს გავიმეორებ: უფალი პროკურორია ? ან თვით რუსებზე "ცოდვიანები" რით ვართ? მილოშევიჩი სერბულმა ეკლესიამ რამდენჯერმე გააფრთხილა და მერე გაირიცხეს კიდეც ეკლესიიდან (მას, როგორც კომუნისტს ეს ცხადია მაგრად ეკიდა, მაგრამ მაინც), რა ვქნათ ახლა ჩვენ, ვინ გავრიცხოთ ? ან ეს სარგებელს მოიტანს ერული თუ ბერული თვალსაზრისით? განსაცდელი რა თქმა უნდა უფლისგანაა, მაგრამ არა სიძულვილის გამო და არა იმის გამო, რომ "იმსახურებთ და იგვემეთ"!

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Oct 17 2008, 05:24 PM

staywhite

ციტატა
ან თვით რუსებზე "ცოდვიანები" რით ვართ



ნერე ნანა, სულ ჩვენ რატომ ვისჯებით, სულ ჩვენზე რატომაა განსაცდელი? 15 ქვეყნიდან ხმოლოდ ცვენრატომ ვართ ცუდად და არა მხოლოდ ცუდად, უკანასკნელ დღეში???

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 17 2008, 05:31 PM

მხევალი ნინო

ციტატა
ნერე ნანა, სულ ჩვენ რატომ ვისჯებით, სულ ჩვენზე რატომაა განსაცდელი? 15 ქვეყნიდან ხმოლოდ ცვენრატომ ვართ ცუდად და არა მხოლოდ ცუდად, უკანასკნელ დღეში???

სათავეში უნდა ვეძიოთ ამის პასუხს და არა მხოლოდ ჩემი და შენი ცოდვების გამო. როგორც ერი ისეთი ბერიო, მარა როცა მუდამ გიყვირიან ,ცუდი ხარ ცუდი ხარ, მართლა ასეთად მიიჩნევ ბოლოს თავს. მართალი კაცის უბედურება ისაა, რომ არამართვის ნაგლობებს ქედს უხრის.

პ.ს. პირადად მე რომ ვინმემ უსაშველოდ რაღაც მაბრალოს, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ეს ასე არაა, მერე ვიწყებ ფიქრს, იქნებ ასეა და ძალაუნებურად ეს ბევრ რამე ცუდისკენ მიდის. თუნდაც ის, რომ სიმართლიდან თავად გადაუხვევ კაცი, იჯერებ რა იდიოტების დადანაშაულებას, შესაბამისად ბრძოლის უნარიც იკლებს...

პოსტის ავტორი: გიაშერ თარიღი: Oct 18 2008, 04:32 AM

ციტატა
სად წავიქეცით?, ვიმსჯელოთ რატომ შე გვემთხვა ეს განსაცდელი, რა შეგვეშალა
როცა სიყალბეზე დავხუჭეთ თვალი

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)