თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია და სახელმწიფო _ სახელმწიფო რელიგია

პოსტის ავტორი: seminarieli lela თარიღი: Apr 22 2008, 07:53 PM

დღეს სადარბაზოში რომ შევდიოდი განცხადებას წავაწყდი რომლის შინაარსი იყო ის რომ მართმადიდებლობა უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო რელიგიად და მიმდინარეობს ხელმოწერების აგროვება


პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Apr 22 2008, 08:00 PM

და საინტერესესოა ვინ აგროვებს ამ ხელმოწერებს?საპატრიარქოდან არა მგონია.ისე კი მე მომხრე ვარ smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 22 2008, 08:23 PM

seminarieli lela

საქართველოს საპატრიარქოს
პრესცენტრის განცხადება


ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ინიციატივა, რომელიც საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, აგრეთვე, საქართველოს პატრიარქის ე.წ. ხელშეუხებლობის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას ითვალისწინებს, მოქალაქეთა შორის ბადებს აზრს, რომ ამ წამოწყებას გარკვეული კავშირი აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან.

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი აცხადებს, რომ აღნიშნული აქცია კერძო პარტიული ინიციატივაა და საპატრიარქო მასში არავითარ მონაწილეობას არ იღებს.

პოსტის ავტორი: seminarieli lela თარიღი: Apr 22 2008, 08:25 PM

ციტატა(კანონისტი @ Apr 22 2008, 08:23 PM) *

seminarieli lela

საქართველოს საპატრიარქოს
პრესცენტრის განცხადება


ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ინიციატივა, რომელიც საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, აგრეთვე, საქართველოს პატრიარქის ე.წ. ხელშეუხებლობის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას ითვალისწინებს, მოქალაქეთა შორის ბადებს აზრს, რომ ამ წამოწყებას გარკვეული კავშირი აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან.

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი აცხადებს, რომ აღნიშნული აქცია კერძო პარტიული ინიციატივაა და საპატრიარქო მასში არავითარ მონაწილეობას არ იღებს.



ანუ ხელი არ მოვაწეროთ? unsure.gif

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Apr 22 2008, 08:29 PM

მგონი აუცილებელიცაა რო მართმადიდებლობა გამოცხადდეს...
იმ დღეს სახლში დამირეკეს რაღაცა კვლევითი ცენტრიდან ვართო...
და ეგეც მკითხეს უნდა გამოცხადდეს თU არაო მართმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიადო..
და რა თქმა უნდა კითქოოოოbiggrin.gif

პოსტის ავტორი: seminarieli lela თარიღი: Apr 22 2008, 08:32 PM

მაინტერესებს რატომ კი და რატომ არ უნდა გამოცხადდეს? unsure.gif დადებითი და უარუოფითი მხარეები cool.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 22 2008, 08:35 PM

seminarieli lela

ციტატა
ანუ ხელი არ მოვაწეროთ?

ნება შენია. უბრალოდ, ეს განცხადება ეძღვნება იმას, რომ მასზე ხელმოწერა წარმოადგენს ქრისტიან-დემოკრატიული პარტიისათვის მხარდაჭერას და არა საპატრიარქოსათვის.

მისმა უწმიდესობამ კონსტიტუციური შეთანხმების ხელმოწერის დღეს გარკვევით ბრძანა, რომ მისთვის ამ ეტაპზე მიუღებელია სახელმწიფო რელიგია, რადგან ამ სტატუსს უამრავ კარგთან ერთად შეიძლება მოყვეს ისეთი ცუდი მომენტიც, რაც ეკლესიისთვის კარგი არ იქნება. კერძოდ, საუბარია სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის საქმიანობაში ჩარევის განსაკუთრებულ უფლებებზე.

ეს აქცია, ჩემი აზრით, ეძღვნება ამ ახლად დაარსებული პარტიის რეიტინგის აწევას და მეტს არაფერს, ვინაიდან პირველი მოთხოვნა არ არის შეთანხმებული საპატრიარქოსთან, ხოლო ხელმოწერის მეორე მოთხოვნა - პატრიარქის ხელშეუვალობა უკვე მინიჭებული აქვს საქართველოს მთავრობას პატრიარქისათვის კონსტიტუციური შეთანხმების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად და მისი (ანუ არსებულის) მოთხოვნა საერთოდ უაზრობაა.

პოსტის ავტორი: seminarieli lela თარიღი: Apr 22 2008, 08:39 PM

ხალხნო არ მოაწეროთ, ნუ თუ პარტიას უჯერთ მხარს მაშინ კი laugh.gif
კანონისტი
a075.gif madlioba.gif

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Apr 22 2008, 08:51 PM

ციტატა
ეს აქცია, ჩემი აზრით, ეძღვნება ამ ახლად დაარსებული პარტიის რეიტინგის აწევას და მეტს არაფერს, ვინაიდან პირველი მოთხოვნა არ არის შეთანხმებული საპატრიარქოსთან,

კი მეც მასე ვფიქრობ.ეს პარტიას უნდა რეიტინგისთვის მეტი არაფერი.აქამდე სად იყვნენ? (აუ,ძაან პილიტიკოსივით გამომივიდა tongue.gif )

და კიდევ ასეთი საკითხების პატრიარქთან შეუთანხმებლობა ძალიან დიდი შეცდომაა.თარგამაძემ პატრიარქზე კარგად იცის რისი დრო არის ეხლა და რისი არა?ილია მეორეს რომ ჩაეთვალა საჭიროდ ეს აქამდე მოხდებოდა.ესე იგი საწირო არ არის...ჯერ

ანუ რო დავფიქრდი გადავიფიქრე smile.gif

არ ვარ მომხრეეეეეეე

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Apr 22 2008, 09:12 PM

თუ სახელმწიფო მერე ჩაერევა სასულიერო საქმეებში....
არც მე ვარ მომხრეეეეეეე




პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Apr 22 2008, 09:22 PM

seminarieli lela

ციტატა
ეს პარტიას უნდა რეიტინგისთვის მეტი არაფერი.

ნამდვილად ეგრეა. yes.gif

ან ასლან აბაშიძის ნაკაცარის ქრისტიანობა და დემოკრატობა არ გაიშვა არსად.
გული მერევა, როცა ვუყურებ, როგორ სპეკულირებენ ეკლესიის სახელით.

მერე მეორე, სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადება მარტო იმას არ ნიშნავს, რომ მართლმადიდებლობას რაღაც პრივილეგიები ეძლევა.
კი კარგია, როცა ჯვრისწერას იურიდიული ძალა აქვს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფოს ძალიან ბევრი ბერკეტები ეძლევა ეკლესიის საქმეებში ჩარევის (როგორც მე ვიცი).
საბერძნეთში სწორედ ასეა და სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ძალიან ხშირია სასამართლოებში დავა. yes.gif

პოსტის ავტორი: seminarieli lela თარიღი: Apr 22 2008, 09:29 PM

მაინტერესებს , მათ მოგროვილ ხმებს რა მნიშვნელობაა აქ, რამე გადაწყდება თუ რა unsure.gif !!!!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 22 2008, 09:30 PM

კონსტიტუციური შეთანხმება, ფაქტიურად, იდეალურია.....


პოსტის ავტორი: seminarieli lela თარიღი: Apr 22 2008, 09:32 PM

ციტატა(კანონისტი @ Apr 22 2008, 09:30 PM) *

კონსტიტუციური შეთანხმება, ფაქტიურად, იდეალურია.....


რაღას წვალობენ laugh.gif თუ გამოკითხვას აწყობენ?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 22 2008, 09:33 PM

seminarieli lela

ციტატა
მაინტერესებს , მათ მოგროვილ ხმებს რა მნიშვნელობაა აქ, რამე გადაწყდება თუ რა

კი, როგორ არ აქვს. მერე იტყვიან, ამდენი ხალხი გვიჭერს მხარსო a075.gif tongue.gif

ბოლოს, მაინც პრეზიდენტმა და პატრიარქმა უნდა გადაწყვიტონ და რაღა აქედან იწყებენ?!

სახელმწიფო რელიგია იმასაც გულისხმობს, რომ მთავრობას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ეპარქიების მართვაში, თანხმობა მისცეს ეკლესიას მღვდელმთავრების დანიშვნაზე და ა.შ. გვინდა კი ეს??

პოსტის ავტორი: seminarieli lela თარიღი: Apr 22 2008, 09:37 PM

ციტატა(კანონისტი @ Apr 22 2008, 09:33 PM) *

seminarieli lela

კი, როგორ არ აქვს. მერე იტყვიან, ამდენი ხალხი გვიჭერს მხარსო a075.gif tongue.gif

ბოლოს, მაინც პრეზიდენტმა და პატრიარქმა უნდა გადაწყვიტონ და რაღა აქედან იწყებენ?!

სახელმწიფო რელიგია იმასაც გულისხმობს, რომ მთავრობას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ეპარქიების მართვაში, თანხმობა მისცეს ეკლესიას მღვდელმთავრების დანიშვნაზე და ა.შ. გვინდა კი ეს??


უიმეეეეეეე ohmy.gif მოუნდათ, ვერ მივართვით laugh.gif
ისე დარწმუნებული ვარ რომ ამას ბევრი მოაწერს ხელს არ ცოდნის გამო unsure.gif cool.gif

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Apr 22 2008, 09:40 PM

ციტატა(კანონისტი @ Apr 22 2008, 10:33 PM) *

seminarieli lela

კი, როგორ არ აქვს. მერე იტყვიან, ამდენი ხალხი გვიჭერს მხარსო a075.gif tongue.gif

ბოლოს, მაინც პრეზიდენტმა და პატრიარქმა უნდა გადაწყვიტონ და რაღა აქედან იწყებენ?!

სახელმწიფო რელიგია იმასაც გულისხმობს, რომ მთავრობას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ეპარქიების მართვაში, თანხმობა მისცეს ეკლესიას მღვდელმთავრების დანიშვნაზე და ა.შ. გვინდა კი ეს??

შენი მიშიკო სუ მაგას ლაპარაკობს ამდენი ხალხი გვიჭერს მხარსო არადა საქართველოს 30%უჭერს მხარს.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 22 2008, 09:55 PM

t.d

ციტატა
შენი მიშიკო სუ მაგას ლაპარაკობს ამდენი ხალხი გვიჭერს მხარსო არადა საქართველოს 30%უჭერს მხარს

პირადად პრეზიდენტს უფრო მეტი და ნაციონალურ მოძრაობას ალბათ ეგრე yes.gif

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Apr 22 2008, 09:57 PM

ციტატა(კანონისტი @ Apr 22 2008, 10:55 PM) *

t.d

პირადად პრეზიდენტს უფრო მეტი და ნაციონალურ მოძრაობას ალბათ ეგრე yes.gif

ეჰ ჩემო დავით მალე შეგრცხვება შენი სიტყვების, მეკი არმინდა რ მასე იყოს კი მაგ მთავრობაში მუშაობ მარა ასე გადაკლული სიყვარული არშეიძლება და თან არცა ღირს ეგ ადამიანი მაგისთვის.

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Apr 22 2008, 09:57 PM

ციტატა
სახელმწიფო რელიგია იმასაც გულისხმობს, რომ მთავრობას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ეპარქიების მართვაში, თანხმობა მისცეს ეკლესიას მღვდელმთავრების დანიშვნაზე და ა.შ. გვინდა კი ეს??

ეხლა მთვარობა გვაკლია კიდე ამაშიც რომ ჩაერიოს.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 22 2008, 09:59 PM

ციტატა
ეჰ ჩემო დავით მალე შეგრცხვება შენი სიტყვების, მეკი არმინდა რ მასე იყოს კი მაგ მთავრობაში მუშაობ მარა ასე გადაკლული სიყვარული არშეიძლება და თან არცა ღირს ეგ ადამიანი მაგისთვის

ამ მძიმე მარხვაში მაინც მოისვენე ძამი.... 2kiss.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: seminarieli lela თარიღი: Apr 22 2008, 10:01 PM

კანონისტი
ტ.დ
თემას ნუ გადაუხვევთ laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Apr 22 2008, 10:02 PM

seminarieli lela
ეგ ანტირეკლამა რა საჭიროა?
და არ უნდა რა ეხლა ამას რაღაც

ციტატა
მოუნდათ, ვერ მივართვით

მე მოვაწერ ხელს
და შენ რო ვერ მიართვი მე მივართვი და გაეცანი მაგ ხალხს და მერე ისაუბრე ასე.
მშვენიერი პარტიაა და მშვენიერი ინიციადივები აქვთ.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 22 2008, 10:04 PM

seminarieli lela
მაგაზე არ იდარდო....

2kiss.gif

ჰოდა, მასე, ჩემო ლელა, სახელმწიფო რელიგია ყველაფრით კარგი კი არ არის, თავისი უარყოფითი მომენტებიც აქვს. ასე რომ, ჯობს პატრიარქს დავუჯეროთ.... smile.gif

ციტატა
მე მოვაწერ ხელს

ნება თქვენია-თქო, დავწერე.

უბრალოდ, საჭიროდ ჩავთვალე თქვენი ყველას ინფორმირება, რომ საპატრიარქო სახელმწიფო რელიგიის მომხრე არ არის yes.gif

დანარჩენი უკვე თქვენზეა

P.S. შენ ხელმოწერის უფლება ჯერ არ გაქვს laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Apr 22 2008, 10:04 PM

კანონისტი
მძიმე მარხვა როა არ უნდა გაიხსნას ასეთი თემები!

ხოდა კიდე სახელმწიფო რელიგიად აუცილებლად უნდა გამოცხადდეს მართლმადიდებლობა!

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Apr 22 2008, 10:06 PM

ციტატა(კანონისტი @ Apr 22 2008, 10:59 PM) *

ამ მძიმე მარხვაში მაინც მოისვენე ძამი.... 2kiss.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

შემო სკაიპში თორე დაგამძიმებ შენ.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Apr 22 2008, 10:06 PM

ციტატა
რომ საპატრიარქო სახელმწიფო რელიგიის მომხრე არ არის

არც მოწინააღმდეგეა!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 22 2008, 10:08 PM

ქავთარაძე
ადამიანმა იკითხა და ვუპასუხე, არ არის საჭირო ყველაფრის პოლიტიზება.

სახელმწიფო რელიგია დაუშვებელია, ამ ეტაპზე. ეს ჩემი აზრია. საბერძნეთის კანონებს რომ იცნობდე, მასე არ ისაუბრებდი.

ერთ მაგალითს გეტყვი:
საბერძნეთში არსებობს განათლებისა და რელიგიის სამინისტრო. ცოტა ხნის წინ, ელლადის მთავარეპისკოპოსის არჩევნები ჩატარდა (გახსოვთ ალბათ), მას ესწრებოდა რესპუბლიკის განათლებისა და რელიგიის მინისტრი, რომელიც ადგენს ოქმს და უფლებამოსილია სახელმწიფოს სახელით უარი თქვას ახლად არჩეული მთავარეპისკოპოსის ცნობაზე.

ცოტა ხნის წინ საქართველოს განათლების მინისტრი კახა ლომაია იყო.... სავარაუდო პარალელებზე და შედეგებზე თქვენ იფიქრეთ.... yes.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Apr 22 2008, 10:09 PM

ხოდა აი კაკრაზ ეკლესიის საქმიანიბაში ჩარევას რომ არ ექნება ადგილი იმაზე აქვთ საუბარი ქრისტიანდემოკრატებს
და მშვენიერი, მოაზროვნე და პატრიოტი ახალგაზრდები და არაახალგაზრდები არიან იქ.

სულელური კონსტიტუციის ბრალია რო სახელმწიფო შეიძლება ჩაერიოს ეკლესიის საქმიანობაში a075.gif რასაც დღესაც ახერხებს არცისე იშვიათად და გირჩევთ დახუროთ ეს თემა.
გამწვავება მოყვება.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 22 2008, 10:09 PM

ციტატა(t.d @ Apr 22 2008, 11:06 PM) *

შემო სკაიპში თორე დაგამძიმებ შენ.

მაპატიე, უხეშად მომივიდა sad.gif sad.gif cray.gif

პოსტის ავტორი: seminarieli lela თარიღი: Apr 22 2008, 10:11 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Apr 22 2008, 10:02 PM) *

seminarieli lela
ეგ ანტირეკლამა რა საჭიროა?
და არ უნდა რა ეხლა ამას რაღაც

მე მოვაწერ ხელს
და შენ რო ვერ მიართვი მე მივართვი და გაეცანი მაგ ხალხს და მერე ისაუბრე ასე.
მშვენიერი პარტიაა და მშვენიერი ინიციადივები აქვთ.


შენ თუ გინდა მოაწერე,მაგრამ ეკლესია ამ აზრს არ ეგუება და არ თვლის საჯიროთ, შენ კი მეუბნები კარგი პარტიაა არისო, ეგ რა შუაშია შენ პარტიას უჭერ მხარს თუ ეკლესიას. cool.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Apr 22 2008, 10:12 PM

კანონისტი

ციტატა
საბერძნეთის კანონებს რომ იცნობდე, მასე არ ისაუბრებდი

საქართველოში კონსტიტუცია არის ასევე შესაცვლელი და უნდა მოერგოს ეკლესიას.
არაა საქართველო ის ქვეყანა სადაც სექტანტებუ უნდა პარპაშობდნენ, ასეთი თავისუფლება არ უნდა მიეცეს. და მძიმე მარხვაში კიდევ ვიმეორებ ეს თემა არ უნდა არსებობდეს.




პოლიტიზირება ჩემო დავით შენ მოახდინე, როცა თქვი რომ საპატრიარქო წინააღმდეგია ამ ყველაფრისო.
შენ გააოფე ეგრევე მინდა გითხრა იმიტომ რომ ამ ადამიანმა იკითხა:
ვისი განცხადება იყო ესო და არა ვინ ეთანხმება ან არ ეთანხმებაო.

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Apr 22 2008, 10:17 PM

კარგით ნუ დავხოცავთ ერთმანეთს მართლა.ვისაც უნდა მოაწეროს ხელი,ვისაც უნდა არა.ყველამ თავისი აზრი დაწეროს კამათის გარეშე არ ჯობია? smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 22 2008, 10:18 PM

ქავთარაძე

ციტატა
პოლიტიზირება ჩემო დავით შენ მოახდინე, როცა თქვი რომ საპატრიარქო წინააღმდეგია ამ ყველაფრისო.

გიო, 5 დღის წინ ვესაუბრე მეუფე დანიელს ამ საკითხზე და ვიცი როგორმე... რა დაუჯერებლობა გჭირთ ჩემ აზრებზე, ვერ ვიგებ.... ჩემი ბრალია ალბათ, ჩემს სიტყვას რომ არ აქვს ფასი....

საპატრიარქოს განცხადება დავდე და ვინმეს თუ არ მოწონს, ჩემი ბრალი არ არის.

თემის ავტორი კმაყოფილი დარჩა, სხვათა შორის....

P.S. მე მეტს ამ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ. ქრისტიან-დემოკრატებს რაც შეეხება, მეეჭვება ზაზა გაბუნიას, ნუცა შავლაძეს და გიოს ჩემზე კარგად იცნობდეს ვინმე... yes.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Apr 22 2008, 11:14 PM

კანონისტი

ციტატა
მეეჭვება ზაზა გაბუნიას, ნუცა შავლაძეს და გიოს ჩემზე კარგად იცნობდეს ვინმე...

კარგია რომ იცნობ,იმედია მათზე ცუდი აზრის არ ხარ...ნუ ვიმედოვნებ მაინც,ეს ერთი და მეორე წესით მთავრობის წევრებსაც კარგად უნდა იცნობდე და იცნობ კი?...ეს გადახვეული პოსტია მეტს აღარ გავიმეორებ ყოველშემთხვევაში ამ თემაში!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 1 2008, 06:14 PM

ვფიქრობ, ნამდვილად სამარცხვინოა, როცა ზოგიერთი პოლიტ. პარტია საკუთარი პიარისათვის იყენებს ეკლესიას და თითქოსდა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას პირდება ხალხს, რომელიც აზრზე არ არის ეს რას ნიშნავს...

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: May 1 2008, 06:37 PM

ხომ შეიძლება სახელმწიფო ყველანაირ დათმობეზე წავიდეს და სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობა იყოს?
მითუმეტეს ყველაზე მიმტევებელია მართლმადიდებლობა და უძნეობას და ძალადობას სიყვარულით უპირისპირდება! ალბათ იმიტომ იქნება კარგი რომ მშკ ნაირ ორგანიზაციებს და მათ მიერ საპროტესტო აქციებს მართლმადიდებლობის სახელით შემცირდება !

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: May 1 2008, 06:46 PM

ციტატა(შოთაძე @ May 1 2008, 05:37 PM) *

ხომ შეიძლება სახელმწიფო ყველანაირ დათმობეზე წავიდეს და სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობა იყოს?
მითუმეტეს ყველაზე მიმტევებელია მართლმადიდებლობა და უძნეობას და ძალადობას სიყვარულით უპირისპირდება! ალბათ იმიტომ იქნება კარგი რომ მშკ ნაირ ორგანიზაციებს და მათ მიერ საპროტესტო აქციებს მართლმადიდებლობის სახელით შემცირდება !


სახწლმწიფო რელიგიად რომ გამოაცხადოს მართმადიდებლობა,ზოგიერთები ამას დისკრიმინალიზაციას ეძახიან და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში არ აწყობთ(განსაკუთრებით ამერიკასთან),ჩვენ თურმე დამოუკიდებელი ქვეყანა ვყოფილვართ და ყოველგვარი სახის რელიგია მისაღები უნდა იყოს.ვერ ვიტანასე რომ ამბობენ სულ არ მინდა მაგათი დამოუკიდებლობა,როცა აწყობთ მაშინ ვართ მარტო დამოუკიდებელი სახწლმწიფო mad.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: May 1 2008, 06:49 PM

ციტატა(makiki @ May 1 2008, 05:46 PM) *

სახწლმწიფო რელიგიად რომ გამოაცხადოს მართმადიდებლობა,ზოგიერთები ამას დისკრიმინალიზაციას ეძახიან და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში არ აწყობთ(განსაკუთრებით ამერიკასთან),ჩვენ თურმე დამოუკიდებელი ქვეყანა ვყოფილვართ და ყოველგვარი სახის რელიგია მისაღები უნდა იყოს.ვერ ვიტანასე რომ ამბობენ სულ არ მინდა მაგათი დამოუკიდებლობა,როცა აწყობთ მაშინ ვართ მარტო დამოუკიდებელი სახწლმწიფო mad.gif

სრულიად გეთანხმები! ისე სერიოზული გამოძიება რო ჩატარდეს და საქართველოს ხელისუფლებამ წინააღმდეგობა რომ არ შეუქმნას ამ გამოძიებას, კარგად დამტკიცდება საქართველო რომ დამოუკიდებელი არ არის!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 1 2008, 07:01 PM

ეგ ყველაფერი არის ლოზუნგები ჩემო კარგებო, როგორც მახსოვს თავად საპატრიარქომ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ სახ. რელიგიად გამოცხადება თავად ეკლესიას არ აწყობს, რადგან შეიქმნება შიგა საეკლესიო საქმეებში ცხვირის ჩაყოფის ოფიციალური მოტივი...
საერთოდ ასე ჰაერზე ნუ ილაპარაკებთ, მოდით კარგად გავაკრვიოთ რაა მაინც ეს სახელმწიფო რელიგია? რაღაც ირანის მსგავსი ხომ არ წარმოგიდგენიათ, მარტო მე და ჩემი ნაბადი? მოკლედ ვისაუბროთ ფაქტებით,,, კანონისტ, შემდეგი დავალება დადე საბერძნეთის სიტუაციის ამსახველი ფაქტები...

ციტატა

საქართველოს საპატრიარქოს
პრესცენტრის განცხადება


ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ინიციატივა, რომელიც საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოების სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, აგრეთვე, საქართველოს პატრიარქის ე.წ. ხელშეუხებლობის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას ითვალისწინებს, მოქალაქეთა შორის ბადებს აზრს, რომ ამ წამოწყებას გარკვეული კავშირი აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან.

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი აცხადებს, რომ აღნიშნული აქცია კერძო პარტიული ინიციატივაა და საპატრიარქო მასში არავითარ მონაწილეობას არ იღებს.

ეს მეტყველებს იმაზე რომ საქართველოს ეკლესიას ჯერ არ სურს და არ აწყობს სახელმწიფოსათვის რაიმე ბერკეტების მიცემა რომ ჩაერიოს მის საქმეებში, ვინმე აქ არის წინააღმდეგი?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 1 2008, 07:12 PM

KAIROS

ციტატა
კანონისტ, შემდეგი დავალება დადე საბერძნეთის სიტუაციის ამსახველი ფაქტები...

yes.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: May 1 2008, 07:24 PM

ხალხო, როცა სახელმწიფო რელიგიაზე ვსაუბრობთ, უნდა განვსაზღვროთ, თუ რას გულისხმობს სახელმწიფო რელიგია. ჩემთვის პირადად, ეს ცნება ცოტა ბუნდოვანია. დღეს, მართლმადიდებლურ ეკლესიას საბედნიეროდ, საქართველოს სახელმწიფოში, კონსტტუციითა და კანონმდებლობით მთელი რიგი უპირატესობები აქვს მინიჭებული და უკავია დომინანტი პოზიცია სხვა რელიგიებს შორის. ეს არის ღირსეული და საკადრისი პოზოცოა ჩვენი ეკლესიისთვის.



ციტატა
საქართველოს პატრიარქის ე.წ. ხელშეუხებლობის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას ითვალისწინებს

ამას რაც შეეხება, საკონსტიტუციო შეთანხმების შესაბამისად, პატრიარქი ისედაც ხელშეუხებელია.

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: May 1 2008, 09:28 PM

ციტატა(შოთაძე @ May 1 2008, 05:49 PM) *

სრულიად გეთანხმები! ისე სერიოზული გამოძიება რო ჩატარდეს და საქართველოს ხელისუფლებამ წინააღმდეგობა რომ არ შეუქმნას ამ გამოძიებას, კარგად დამტკიცდება საქართველო რომ დამოუკიდებელი არ არის!


სამწუხაროდ ,მარათლა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე ლაპარაკიც ზედმეტია,როგორც სხვა დანარჩენი სამართლებრივი ნორმა ესეც მხოლოდ წერია და მეტი არაფერი,კონსტიტუცია აცხადებს რელიგიის თავისუფლებას და ამით ყველაფერი გასაგებია,ამ თემაზე რომ ვლაპარაკობ ბრაზი მკლავს mad.gif ,რომელ თანასწორობაზე და დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობს ეს ხალხი ვერ ვხვდები,ყველაფერს მხოლოდ ფორმალური ზასიათი აქვს და ამის გამო სახელმწიფო რელიგიად არ აცხადებენ მართმადიდებლობას არა?ეხხხხხხ

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: May 1 2008, 09:56 PM

ციტატა(makiki @ May 1 2008, 08:28 PM) *

სამწუხაროდ ,მარათლა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე ლაპარაკიც ზედმეტია,როგორც სხვა დანარჩენი სამართლებრივი ნორმა ესეც მხოლოდ წერია და მეტი არაფერი,კონსტიტუცია აცხადებს რელიგიის თავისუფლებას და ამით ყველაფერი გასაგებია,ამ თემაზე რომ ვლაპარაკობ ბრაზი მკლავს mad.gif ,რომელ თანასწორობაზე და დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობს ეს ხალხი ვერ ვხვდები,ყველაფერს მხოლოდ ფორმალური ზასიათი აქვს და ამის გამო სახელმწიფო რელიგიად არ აცხადებენ მართმადიდებლობას არა?ეხხხხხხ

დღეს მსოფლიოს ქვეყნებს მაქსიმუმ 10 კაცი მართავს! არამარტო ჩვენ არამედ თითქმის ყველა ევროპულ და ეგრეთ წოდებული დემოკრატიული ქვეყნეიც კი არ არიან დამოუკიდებლები mad.gif

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: May 1 2008, 10:05 PM

ციტატა(შოთაძე @ May 1 2008, 08:56 PM) *

დღეს მსოფლიოს ქვეყნებს მაქსიმუმ 10 კაცი მართავს! არამარტო ჩვენ არამედ თითქმის ყველა ევროპულ და ეგრეთ წოდებული დემოკრატიული ქვეყნეიც კი არ არიან დამოუკიდებლები mad.gif


კი მაგაში გეთანხმები ,რომ აბსოლუტური დამოუკიდებლობის მქონე ქვეყანა თანამედროვე მსოფლიოში არ არსებობს,ყველგან ირღვევა ქვეყნის დამოუკიდებლობა ,ოღონდ სხვადასხვა დოზით,თან მე მარტო ჩემი სამშობლოს ბედი მაღელვებს,დანარჩენი ქვეყნების ბედზე იქაურმა ხალხმა იზრუნოს,მართლა ძალიან წაადგება ჩვენს სამშობლოს მართმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება,მაგრამ როგორც ეტყობა სამშობლოზე მეტად ის აინტერესებთ ამერიკა და სხვა ქვეყნები რას იფიქრებენ ჩვენი ქვეყნის შესახებ.ჩვენ თუ არ მოვუარეთ ჩვენს ქვეყანას სხვა არცერთი სახელმწიფო დიდათ თავს არ შეიწუხებს,თუ ვინმე გვეხმარება მხოლოდ იმიტომ რომ მერე საქართველოსგან უფრო მეტი სარგებელის მიღების იმედი აქვს

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: May 1 2008, 10:20 PM

ჩემი აზრით,მოთხოვნა მოიდოდეს უნდა ხალხისაგან. იმ დროს როცა პირველი პრობლემა კუჭი,ჩაცმა და ფულია ზედმეტია საუბარი რელიგიაზე,ისტორიაზე,ქართველო
ბაზე...
ქართველი ერი ამ ეტაპზე პოლიტიკურ ეიფორიაშია და არ ცალია ასეთ ისტორიულ და უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე იფიქროს. sad.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 2 2008, 01:41 PM

ეს ეს არის ლევან ბერძნიშვილმა პასუხი გამცა კითხვაზე, რომელიც შეგეძლოთ დაგესვათ საიტზე:

http://georgianpolitics.com/index.php?s=&

ჩემი კითხვა:

ბატონო ლევან, უპირველეს ყოვლისა გამოვხატავ უდიდეს პატივისცემას თქვენი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური პერსონისადმი, როგორც საქართველოს (ჯერ-ჯერობით არასრულწლოვანი) მოქალაქე და როგორც მოსწავლე. ვიმედოვნებ პარლამენტი აღარ დაემსგავსება იმ სამარცხვინო დაწესებულებას (თუ დაწესებულებები არ გვიწყენენ), როგორიც სავალალოდ გვაქვს და ყოველივე ამის გამოსწორება სწორედ მომავალ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის გამაჯრვების შედეგი იქნება....
თქვენი აზრით, რამდენად მოიკიდა ფეხი პოლიტიკურ წრეებში რელიგიურმა სპეკულაციამ?
ხსენებული სფერო წამგებიანობიდან გამომდინარე დღეს ხომ უკეთეს შემთხვევაში მტვერწაყრილი, ხოლო უარესში დასამარებულია, როგორ ფიქრობთ, რა ქმნის პოლიტიკური სუბიექტების ლამის ცეცხლოვან ეტლს მომლოდინე მზერას (ცხადია გიგანტური სანთლებით) ღვთისმოსაობა თუ გუნდრუკი საკუთარი კარიერისადმი? კითხვას იმდენად გისვამთ თქვენ, რამდენადაც იმ პიროვნებად მესახებით, რომელიც არ უფრთხის საკუთარი შეხედულების თამამად დაფიქსირებას, თუნდაც ამას ფუნდამენტალისტი თანამოქალაქეებისგან მძვინვარება და ათასი იუდას შესაფერისი სიტყვა მოჰყვეს...
ძალიან დამავალებთ თუ ვრცლად მიპასუხებთ, პოლიტიკოსებისგან განებივრებულნი როდი ვართ წერით...
დიდი პატივისცემით

ბატონი ლევანის პასუხი:

ჩემთვის ყველაზე მიუღებელია ფარისევლობა. დიდ პატივს ვცემ ყველა ადამიანის რწმენას, მაგრამ ურწმუნოთა ხაზგასმული და ტელედადასტურებული ღვთისმოსაობა გულს მირევს. ჩვენი პოლიტიკის და ბიზნესის ზოგიერთი მამა, რომელიც სინამდვილეში ქრისტეს ფეხის მკვნეტელია, თავის სიგრძე კელაპტარს რომ დაიჭერს და გაბრაზებული სახით რომ იწერს პირჯვარს, საკუთარი თავიც მეცოდება და დედა ეკლესიაც. ჯერ კიდევ ძველი დროიდან მაფიქრებდა გაბრიელ დაფანჩულის ფენომენი და ამ კითხვაზე – უნდა შეიწყნაროს თუ არა ეკლესიამ ამგვარი მოღვაწენი – ცალსახა პასუხი არ მაქვს. რაც შეეხება რელიგიით სპეკულირების იმგვარ დოზებს, რასაც ტელეჟურნალისტების ახალი პარტია გვთავაზობს, ამას მე კი არა, მგონი, ვერც ვერავინ გადაიტანს.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 2 2008, 01:43 PM

მნათე
საინტერესოა....


პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: May 2 2008, 04:21 PM

მდააააააააააა... კარგი აზრია,თუმცა ვარაუდია და პოლიტიკურ ჭრილშია განხილული. თან კარგად ვიცით,რომ ქრისტიან-დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის დაძაბული ვითარებაა. :)
მათე მადლობა. :)

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: May 2 2008, 05:04 PM

კონსტიტუციური მონარქიის შემთხვევაში თუ არის შესაძლებელი სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობა?

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: May 2 2008, 10:12 PM

ნებისმიერ სახელმწიფო მოწყობის შემთხვევაშია შესაძლებელი...(ნუ ქართულ სახელმწიფოს ვგულისხმობ) smile.gif უბრალოდ პოლიტიკურ ნებასა და საზოგადოების მოთხოვნაზეა დამოკიდებული... smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)