თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია და სახელმწიფო _ საქართველოს დღევანდელი მთავრობა და პრეზიდენტი

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Apr 16 2007, 10:23 PM

რას აკეთებს დღევანდელი მთავრობა და პრეზიდენტი? ჩემი თვალები კარგს ვერაფერს ხედავენ sad.gif

ამდენი ტაძრები შენდება და არსად არ იღებენ მონაწილეობას ჩვენი მინისტრები, ნუთუ მაგაზე კარგის კეთებით არიან დაკავებულნი?

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Apr 16 2007, 10:25 PM

ეეეეეეეე... კაი რა. მათგან სხვა რამეს ელოდები? არ გაგიკვირდეს, იმიტომ რომ მე კარგა ხანია აღარ მიკვირს laugh.gif

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Apr 16 2007, 10:28 PM

ketino
არა რა ხდება იცი არიან ადამიანები რომლებსაც შეიძლება ეს არ ადარდებდეთ მაგრამ ნუთუ ადამიანი არ მოიპოვება რომ იზრუნოს ეკლესიებზე?

რამდენი ტაძარი საჭიროებს დახმარებას და ვინმე იჩენს მათგან ინიციატივას საერთოდ? sad.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Apr 16 2007, 10:30 PM

იაავიცი, იავიცი smile.gif
არც არაფერს, ნაძვებს რგავენ biggrin.gif

Floyd
ეგრეა, ძალიან ბევრი საჭიროებს და ჩვენი ვალიცაა ცოტა გავინძრეთ. ვაპირებ რაღაც შემოგთავაზოთ, რო გამოვა ნორმალური ამინდები.

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Apr 16 2007, 10:32 PM

ქავთარაძე
შენი იმედი მაქვს დაიკასი , მთავრობაში რომ მოხვალტ ცოტა ტვინები გაანძრიეთ laugh.gif tongue.gif tongue.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: S W A T თარიღი: Apr 16 2007, 10:33 PM

წეღან მცხეთაში შემხვდა მიშიკო. გამაჩერა გარე დაცვამ smile.gif
ჩამიქროლა მიშიკომაც

მე ძალიან მომწონს პატრიოტთა ბანაკები და მათთან არსებული ბუჩქები

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Apr 16 2007, 10:34 PM

S W A T
ღმერთმა გაგაძლიეროს ბუჩქებთან ერთად!!!

პოსტის ავტორი: marita26 თარიღი: Apr 16 2007, 10:35 PM

რას აკეთებენ და შადრევნებს ხსნიან ლამაზ-ლამაზს laugh.gif კიდე გარედან ღებავენ სახლებს,გვესაუბრებიან რომ ვცხოვრობთ აყვავებულ ქვეყანაში-ნუ მეორე საქმეა ვის ჯერა

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Apr 16 2007, 10:37 PM

ხო ნამდვილად შადრევნები და ფერადი სახლები გადააარჩენს საქართველოს sad.gif

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Apr 16 2007, 10:39 PM

ციტატა(Floyd @ Apr 16 2007, 09:28 PM) *

ketino
არა რა ხდება იცი არიან ადამიანები რომლებსაც შეიძლება ეს არ ადარდებდეთ მაგრამ ნუთუ ადამიანი არ მოიპოვება რომ იზრუნოს ეკლესიებზე?

რამდენი ტაძარი საჭიროებს დახმარებას და ვინმე იჩენს მათგან ინიციატივას საერთოდ? sad.gif

ეხ, ბიძიკო, მე მენაღვლება მაგრამ სახსრები? ნებართვა? ხომ იცი უნებართვოდ ვერაფერს იზამ. მერე კიდე სპეციალური ცოდნაა საჭირო, ტაძრების რესტავრაცია ადვილი საქმე კი ნუ გგონია. დამიჯერე, ვიცი ეგ. rolleyes.gif

პოსტის ავტორი: S W A T თარიღი: Apr 16 2007, 10:40 PM

მე ძალიან მიყვარს მიშიკო. მან მომანიჭა სამხედრო წოდება. მან დამაჯილდოვა არაერთი სიგელით. მიყვარს როგორც პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარ სარდალი. მაგარ პატივს ვცემ იმიტომ რომ პატრიოტია. მინახავს ცხინვალში ოსების ჩასაფრებაში როგორ შევიდა და ლიახვის მოსახლეობა გაამხნევა მისი ჩასვლით. აჭარაშიც ვნახე მისი ვაჟკაცობა როცა გამოყრუებულმა ხალხმა არ შეუშვეს ჩოლოქზე, როგორ ვაჟკაცურად მოითმინა. მე მის ადგილზე იმ ხალხს 30 წუთს არ ვაცოცხლებდი.

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Apr 16 2007, 10:43 PM

ketino
მე ჩვენნაირ ადამიანებზე არ მაქვს საუბარი ქეთ ჩვენ რაც შეგვიძლია ვაკეთებთ მგონი , მე ”ელიტა” ადამიანებზე ვსაუბრობ რამდენი ვიცი პარლამენტარი კაზინოებსში რომ ერთობა 100 000 ების წაგებით და ამ დროს და ამ დროს წუწუნებენ ხელფასზე ვზივართო !

S W A T
შენ სიტყვა პატრიოტი როგორ გესმის საერთოდ მაინცდამაინც უნდა ომობდე და იარაღი გეჭიროს ხელში ???

პოსტის ავტორი: S W A T თარიღი: Apr 16 2007, 10:43 PM

Floyd

ციტატა
შენ სიტყვა პატრიოტი როგორ გესმის საერთოდ მაინცდამაინც უნდა ომობდე და იარაღი გეჭიროს ხელში ???

არა ომი რა საჭიროა. ომამდე საქმე არ უნდა მიიყვანო. ისე უნდა მოაყომარო ყველაფერი.

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Apr 16 2007, 10:44 PM

S W A T
თუ ღირსი ხარ კიდე ვინც არ უნდა ყოფილიყო მიშიკოს ადგილზე მაგ სიგელს და წოდებას მაინც მოგანიჭებდა smile.gif

პოსტის ავტორი: S W A T თარიღი: Apr 16 2007, 10:45 PM

ციტატა(Floyd @ Apr 16 2007, 09:44 PM) *

S W A T
თუ ღირსი ხარ კიდე ვინც არ უნდა ყოფილიყო მიშიკოს ადგილზე მაგ სიგელს და წოდებას მაინც მოგანიჭებდა smile.gif

რა თქმა უნდა მაგრამ მიშიკო სულ სხვაა. ერთი ეგ მიტყდებოდა ჩემზე ბევრად მაღალია და მაგის გვერძე დგომა მიტყდება biggrin.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Apr 16 2007, 10:45 PM

ციტატა(S W A T @ Apr 16 2007, 09:40 PM) *

მე ძალიან მიყვარს მიშიკო. მან მომანიჭა სამხედრო წოდება. მან დამაჯილდოვა არაერთი სიგელით. მიყვარს როგორც პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარ სარდალი. მაგარ პატივს ვცემ იმიტომ რომ პატრიოტია. მინახავს ცხინვალში ოსების ჩასაფრებაში როგორ შევიდა და ლიახვის მოსახლეობა გაამხნევა მისი ჩასვლით. აჭარაშიც ვნახე მისი ვაჟკაცობა როცა გამოყრუებულმა ხალხმა არ შეუშვეს ჩოლოქზე, როგორ ვაჟკაცურად მოითმინა. მე მის ადგილზე იმ ხალხს 30 წუთს არ ვაცოცხლებდი.

მდა, მძიმე სიტუაციაა. ბოლოს ექიმს როდის გაესინჯე? biggrin.gif (ეს ისე ხუმრობით)
ახლა სერიოზულად: რას მეუბნები, მაშ პრეზიდენტი პატრიოტია? მერე? რამდენი ხანია რაც პრეზიდენტია და ცხოვრება არ გაუმჯობესებულა. პირიქით უარესობისკენ მიდის. შენ თუ გინდა გჯეროდეს მისი, მე კი არ მჯერა. და საერთოდ მე ვერ ვხედავ დღევანდელ პოლიტიკურ "მოღვაწეებში" სანდო და ქვეყანაზე მოფიქრალ პირს! ხო აბა, სულ ჩვენზე პიქრით ათენ-აღამებს პრეზიდენტი. ვაი, დამავიწყდა მან ხომ არაფერი იცის?! მას უმალავენ ბოროტი ძიები ქვეყნის ამბავს. dry.gif

პოსტის ავტორი: marita26 თარიღი: Apr 16 2007, 10:45 PM

ბევრს გონია კორუფცია აღარ არსებობსო?! რა სისულელეა ძაან კარგადაც არსებობს უბრალოდ ახლა სხვები ჭამენ laugh.gif

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Apr 16 2007, 10:48 PM

ციტატა(marita26 @ Apr 16 2007, 09:45 PM) *

ბევრს გონია კორუფცია აღარ არსებობსო?! რა სისულელეა ძაან კარგადაც არსებობს უბრალოდ ახლა სხვები ჭამენ laugh.gif

სწორია, არ შემიძლია რომ არ დაგეთანხმო. biggrin.gif

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Apr 16 2007, 10:51 PM

S W A T
შენ სახუმაროდ გქონია საქმე ჩემო მეგობარო და მე მართლა მაფიქრებს საქართველოს ბედი !

ნუთუ არ არის დრო მოვიდეს სათავეში ძლიერი პიროვნება და მართოს ქვეყანა ისე როგორც საჭიროა?
მაგალითების მეტი რა გვაქვს თამარის ხანა , დავითის ხანა, ვახტანგის ხანა რითი ვიყავით ძლიერნი და ამაყნი !

პოსტის ავტორი: marita26 თარიღი: Apr 16 2007, 10:52 PM

Floyd
ეჰ სადაა მერე ის პიროვნება ხედავ სადმე? მე ვერა

პოსტის ავტორი: S W A T თარიღი: Apr 16 2007, 10:53 PM

ციტატა(ketino @ Apr 16 2007, 09:48 PM) *

სწორია, არ შემიძლია რომ არ დაგეთანხმო. biggrin.gif

მაშინ დამეხმარე ემც და სამშობლოსაც. დამაჭერინე ეგ კორუმპირებული.
რა პრობლემააა 10 კაცი მყავს უკვე დაჭერილი ქრთამის აღებაზე

პოსტის ავტორი: marita26 თარიღი: Apr 16 2007, 10:54 PM

S W A T
მიდი დაიჭირე გიორგი არველაძე თუ მაგარი ბიჭი ხარ wink.gif

პოსტის ავტორი: S W A T თარიღი: Apr 16 2007, 10:56 PM

ციტატა(marita26 @ Apr 16 2007, 09:54 PM) *

S W A T
მიდი დაიჭირე გიორგი არველაძე თუ მაგარი ბიჭი ხარ wink.gif

ქთხოვს ქრთამს??? ბაზარი არაა. თუ ვინმე ქრთამს ითხოვს. მითხარით და მე თU არ მეცლება სხვას დავავალებ. მიხედავენ.

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Apr 16 2007, 10:56 PM

S W A T
და ნუთუ არ იცით ვინ არიან ეს კორუმპირებულები ???

პოსტის ავტორი: S W A T თარიღი: Apr 16 2007, 10:57 PM

ციტატა(Floyd @ Apr 16 2007, 09:56 PM) *

S W A T
და ნუთუ არ იცით ვინ არიან ეს კორუმპირებულები ???

კაცო ვინც ვიცით ან დავიჭირეთ ან უახლოეს მომავალში დავიჭერთ


ყველას მივწვდებით ყველგან

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Apr 16 2007, 11:02 PM

S W A T
ერთს გეტყვი პირდაპირი კაცი ვარ და ეს მტავრობა და მიშა ყვარყვარეს მაგონებს და არც ვცდები !

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Apr 16 2007, 11:02 PM

S W A T
ბენდუქიძე, არველაძე, ბოკერია biggrin.gif
ბენდუქიძე იუდა
ერთხელ მიშამ თქვა ბენდუქიძის დედას პენსია რად უნდაო, მაგაზე არაა მიშა დასაჭერი?

laugh.gif

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Apr 16 2007, 11:03 PM

S W A T
რო დაიჭერ რა მაგით გამოასწორებ იმაზე უნდა იფიქრო რა გააკეთო რომ გამოსწორდეს და ქრთამი აღარ აიღოს !

პოსტის ავტორი: marita26 თარიღი: Apr 16 2007, 11:07 PM

ქავთარაძე
რასაა რომ ამბობ შენ-ბენდუქიძის დედას პენსია არ უნდა?? აპა პური რითი იყიდოს tongue.gif

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Apr 16 2007, 11:19 PM

marita26
ოყნას გავიდიან მოედნიდან არ ჯართში ჩააბარებენ და ეყოფათ ერთი 3 წელი და მანამდე ქე აექყობა ის კაციც smile.gif

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Apr 16 2007, 11:21 PM

ციტატა(S W A T @ Apr 16 2007, 09:53 PM) *

მაშინ დამეხმარე ემც და სამშობლოსაც. დამაჭერინე ეგ კორუმპირებული.
რა პრობლემააა 10 კაცი მყავს უკვე დაჭერილი ქრთამის აღებაზე

ხოო? რაც დავიჭირეთ ხომ სულ კორუმპირებულები არიან არა? ბრავო შენ! მომილოცავს და მერამდენე კაცს იჭერ ახლა? dry.gif
იცოდე შვილო, რომ კანონია შესაცვლელი, კანონი, რომელიც აიძულებდა კაცს შევარდნაძის დროს ეპარა და ქრთამი აეღო და ახლაც, შენი შვირფასი მიშიკოს დროს, იძულებულია მოიპაროს და ქრთამი აიღოს. მიეცი ბიზნეს გზა ფართო, ნუ წაუჭერ ბიზნესმენს ყელში ხელებს და მიეცი საშუალება ოჯახი არჩინოს. აი, მერე....ხელმრუდები და სხვა მისთანანი როგორ არ არსებობს მაგრამ ნუ უბიძგებ სხვას უფსკრულისკენ. აი ასე,შვილო. cool.gif (თუ ძმაო)

პოსტის ავტორი: marita26 თარიღი: Apr 16 2007, 11:23 PM

ketino
იცი რომ დიდი ბიზნესი გადანაწილებული აქვთ თავად?!

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Apr 16 2007, 11:28 PM

ციტატა
იცი რომ დიდი ბიზნესი გადანაწილებული აქვთ თავად?!

რათქმაუნდა ! ამდენი რესტორანი გაქრეს ერთბაშად sad.gif სად წავიდა?

პოსტის ავტორი: S W A T თარიღი: Apr 16 2007, 11:29 PM

ციტატა(ketino @ Apr 16 2007, 10:21 PM) *

ხოო? რაც დავიჭირეთ ხომ სულ კორუმპირებულები არიან არა? ბრავო შენ! მომილოცავს და მერამდენე კაცს იჭერ ახლა? dry.gif
იცოდე შვილო, რომ კანონია შესაცვლელი, კანონი, რომელიც აიძულებდა კაცს შევარდნაძის დროს ეპარა და ქრთამი აეღო და ახლაც, შენი შვირფასი მიშიკოს დროს, იძულებულია მოიპაროს და ქრთამი აიღოს. მიეცი ბიზნეს გზა ფართო, ნუ წაუჭერ ბიზნესმენს ყელში ხელებს და მიეცი საშუალება ოჯახი არჩინოს. აი, მერე....ხელმრუდები და სხვა მისთანანი როგორ არ არსებობს მაგრამ ნუ უბიძგებ სხვას უფსკრულისკენ. აი ასე,შვილო. cool.gif (თუ ძმაო)

რატომ მე ნორმალური ხელფასი მაქვს? ასევე ბევრს აქვს ასეთი ხელფასი

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Apr 16 2007, 11:30 PM

ციტატა(marita26 @ Apr 16 2007, 10:23 PM) *

ketino
იცი რომ დიდი ბიზნესი გადანაწილებული აქვთ თავად?!

ეხ... ვიცი და რომ ვერ ძღებიან თუ იცი შენ? კიდევ და კიდევ უნდათ. რაც შეიძლება მეტი... უკვე არ შემიძლია მიშას ამდენი ქების მოსმენა, არაფერი გაუკეთებია საქებარი. გადმოდგება და ჩვენ გვეძახის უმადურებს. უსამართლობაა!!!!!!!!!! mad.gif შეაქეთ ის ვინც ნამდვილად ქების ღირსია.

პოსტის ავტორი: S W A T თარიღი: Apr 16 2007, 11:31 PM

ketino
მოვა ეხლა კანონისტი და ნახავ რას გიზავს შენ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: marita26 თარიღი: Apr 16 2007, 11:31 PM

ketino
უმადურები ვართ აბა რა კაცი შვეიცარიაში გვაცხოვრებს და ვერ ვხვდებით tongue.gif

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Apr 16 2007, 11:32 PM

ციტატა
რატომ მე ნორმალური ხელფასი მაქვს? ასევე ბევრს აქვს ასეთი ხელფასი

ხოდა ნორმალური ხელფასი რომ არ გაქვს იმიტომ იჭერ ხალხს მაგ გაბრაზებულ გულზე smile.gif

პოსტის ავტორი: S W A T თარიღი: Apr 16 2007, 11:34 PM

ციტატა(Floyd @ Apr 16 2007, 10:32 PM) *

ხოდა ნორმალური ხელფასი რომ არ გაქვს იმიტომ იჭერ ხალხს მაგ გაბრაზებულ გულზე smile.gif

არა იმიტომ რომ კანონი დამყარდეს და კორუფცია მოისპოს ამ ქვეყანაში სამუდამოდ. იცი ჩემი მამიდაშვილი დაიჭირეს რამდენიმე დღის წინ ნარკოტიკის მოხმარებაზე და ერთმა ნათესავამა ვერ გაბედა დაერეკა ჩემთვის და დახმარება ეთხოვა. იცოდნენ რა პასუხსაც მიიღებდნენ. მე მინდა ასე იყოს ყველა.

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Apr 16 2007, 11:35 PM

სვატ-იკო კანონისტის არ მეშინია, რადგან მართლა ბუა ხომ არარის?! biggrin.gif
მარიტა26,
ნამდვილად, შვეიცარიაში ვართ და ნეტა რა გვაღელვებს? ვაი, კულტურული ძეგლები (და არამარტო ) რომ მისახედია, ეს თურმე გვეჩვენება?! რა კარგია ცხოვრება! ვაშაააააააააააააა laugh.gif

პოსტის ავტორი: a-l-e-q-s-a-n-d-r-e თარიღი: Apr 17 2007, 12:08 AM

Floyd

ეს არის მართლმადიდებლური ფორუმი და არ უნდა იყოს არანაირი პოლიტიკა ამ ფორუმზე. მაგრამ ჩემ აზრს ვიტყვი რომ დაუშვათ და გადადგე ეს ჩვენი "მიშა" მერე ვინ უნდა მოვიდეს ნათელაშვილი biggrin.gif ეგ აფხაზეთს კი არ დაიბრუნებს საერთოდ დაკარგავს wink.gif

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Apr 17 2007, 12:16 AM

ციტატა(a-l-e-q-s-a-n-d-r-e @ Apr 16 2007, 11:08 PM) *

ეს არის მართლმადიდებლური ფორუმი და არ უნდა იყოს არანაირი პოლიტიკა ამ ფორუმზე. მაგრამ ჩემ აზრს ვიტყვი რომ დაუშვათ და გადადგე ეს ჩვენი "მიშა" მერე ვინ უნდა მოვიდეს ნათელაშვილი biggrin.gif ეგ აფხაზეთს კი არ დაიბრუნებს საერთოდ დაკარგავს wink.gif

მართალი ხარ, ამიტომ მომხრე ვარ, რომ....თვითონაც იცი რის. ოღონდ არ ეწყინოს ბატონ ფლოიდს, რა. rolleyes.gif laugh.gif biggrin.gif cool.gif

პოსტის ავტორი: mampali თარიღი: Apr 17 2007, 02:17 PM

რა გინდათ კაცო ამ ნათელაშვილისგან?!
კაი პრეზიდენტია.
ეს მიშა კი სულ იმას გაიძახის გადადგეს, გადადგესო...

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 17 2007, 03:00 PM

Floyd

ციტატა
ამდენი ტაძრები შენდება და არსად არ იღებენ მონაწილეობას ჩვენი მინისტრები, ნუთუ მაგაზე კარგის კეთებით არიან დაკავებულნი?

სასაცილოა biggrin.gif

იმდენი მაინც უნდა გვესმოდეს, რომ ვერცერთი (!!) ტაძარი ვერ აშენდება, თუ არ იქნა პრეზიდენტის და მთავრობის თანხმობა

ეს დასაწყისია ჩემი პოსტების

მოდერს ვთხოვ, ეკლესია და სახელმწიფო რომ გაიხსნება "საეკლესიო სამართალში" იქ გადმოიტანოს თემა და დანარჩენს მოგიყვებით ვინ რას და როგორ აკეთებს

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Apr 17 2007, 05:25 PM

ციტატა
მოდერს ვთხოვ, ეკლესია და სახელმწიფო რომ გაიხსნება "საეკლესიო სამართალში" იქ გადმოიტანოს თემა და დანარჩენს მოგიყვებით ვინ რას და როგორ აკეთებს


PR აბობოქრდა biggrin.gif

ეკლესიების შენება გვიყვარს, სულიერი ეკლესიების ნგრევის პარარელურად wink.gif ერთგვარი უკუპროპორცია წარმოიქმნა..

პოსტის ავტორი: natia83 თარიღი: Apr 17 2007, 06:36 PM

ციტატა(S W A T @ Apr 16 2007, 11:43 PM) *

Floyd

არა ომი რა საჭიროა. ომამდე საქმე არ უნდა მიიყვანო. ისე უნდა მოაყომარო ყველაფერი.



S W A T


წარმომიდგენია შენ რომ პრეზიდენტი იყო როგორი დიქტატორი იქნებოდი biggrin.gif (ეს ხუმრობით რა თქმა უნდა)

ძალიან რთული სიტუაციაა ჩვენს ქვეყანაში, მარტო ერთი პრეზიდენტი ვერაფერს იზამს თუ ყველა მხარში არ ამოუდგა. (თუმცა ისეთი ხალხია მთავრობაში თავმოყრილი მათგან სხვას არაფერს უნდა ველოდოთ) wink.gif

პოსტის ავტორი: cicinatela თარიღი: Apr 17 2007, 06:54 PM

სააკაშVილი ბევრ რამეს აკეთებს შევარდნაძესგან განსხვავებით...ბევრი წუწუნებს რასაც აკეთებს ისევ ხალხის ფულითო, მაგას ჩივით? სააკაშვილი ქვეყნისთვის ხარჯავს, ხოლო შევარდნაძეს ჯობეში მიჰქონდა. ხალხი უკმაყოფილოა,მაგრამ ასე არ შეიძLება...წლობით დანგრეულ ქვეყანას მიშა ერთ და წელიწადში ვერ ააყვავებს...მართალია არის რაგაცეები რაც მე არ მომწონს,მაგრამ შეუცდომელი არავინაა. თითოეულმა ჩვენგანმა წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი პრეზიდენტის ადგილას,,,ამდენს შევძLებდით რასაც მიშა აკეთებს,ნუთუ თითოეულ ჩვენგანს არ გაგვიჩნდებოდა იმის სურვილი პრეზიდენტი ვარ და არაფერი უნდა მაკლდესო? სხვას ნუ გავკიცხავთ...ან გვყაავს სხვა სააკაშVილზე უკეთესი კანდიდატი?

პოსტის ავტორი: adamis_nekni თარიღი: Apr 17 2007, 06:57 PM

cicinatela

ki, magram bevrs cudsax akeTebs exla mravalSviliani 7 Svilidan iTvleba, kidev visac sasikvdilo avadmyofoba sWirs imasac ar exmarebian, radgan isini mainc male mokvdebiano, ese SeiZleba?

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Apr 17 2007, 08:37 PM

ციტატა(cicinatela @ Apr 17 2007, 05:54 PM) *

სააკაშVილი ბევრ რამეს აკეთებს შევარდნაძესგან განსხვავებით...ბევრი წუწუნებს რასაც აკეთებს ისევ ხალხის ფულითო, მაგას ჩივით? სააკაშვილი ქვეყნისთვის ხარჯავს, ხოლო შევარდნაძეს ჯობეში მიჰქონდა. ხალხი უკმაყოფილოა,მაგრამ ასე არ შეიძLება...წლობით დანგრეულ ქვეყანას მიშა ერთ და წელიწადში ვერ ააყვავებს...მართალია არის რაგაცეები რაც მე არ მომწონს,მაგრამ შეუცდომელი არავინაა. თითოეულმა ჩვენგანმა წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი პრეზიდენტის ადგილას,,,ამდენს შევძLებდით რასაც მიშა აკეთებს,ნუთუ თითოეულ ჩვენგანს არ გაგვიჩნდებოდა იმის სურვილი პრეზიდენტი ვარ და არაფერი უნდა მაკლდესო? სხვას ნუ გავკიცხავთ...ან გვყაავს სხვა სააკაშVილზე უკეთესი კანდიდატი?

გენაცვალე, არ არის საჭირო მის ადგილას თავის წარმოდგენა, უბრალოდ თავისი საქმე გააკეთოს, მაგრამ რომ არ აკეთებს? ქუჩაში მაინც არ დადიხარ? ნახე ერთი ქალაქში რა ხდება, ხალხს რა სჭირს...გამახსენეთ, რამდენი წელია რაც პრეზიდენტად გვყავს? ნეტა მას შემდეგ რამე შეიცვალა? ხო, ფასადები შეღებეს და ფანტანები გახსნეს. კიდევ, რუსეთთან გაფუჭებული ურთიერთობები, დაბალი ეკონომიური დონე საქართველოში, ავადსახსენებელი განათლების რეფორმა და არამარტო ეს. ეხ, გავა დრო და მერე მიხვდებით, მაგრამ უკვე გვიანი იქნება... sad.gif

პოსტის ავტორი: mampali თარიღი: Apr 17 2007, 09:03 PM

დღევანდელი ხელისუფლება პირველი ქმედითუნარიანი ხელისუფლებაა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან

პოსტის ავტორი: mampali თარიღი: Apr 17 2007, 09:08 PM

ქეთი მე იმ აზრით ვთქვი რომ აკეთებენ რა საქმეს. ბევრი ნაკლია მარა რომ აკეთებენ ეს ცხადია.

პოსტის ავტორი: S W A T თარიღი: Apr 17 2007, 09:09 PM

ციტატა(natia83 @ Apr 17 2007, 05:36 PM) *

S W A T
წარმომიდგენია შენ რომ პრეზიდენტი იყო როგორი დიქტატორი იქნებოდი biggrin.gif (ეს ხუმრობით რა თქმა უნდა)

ძალიან რთული სიტუაციაა ჩვენს ქვეყანაში, მარტო ერთი პრეზიდენტი ვერაფერს იზამს თუ ყველა მხარში არ ამოუდგა. (თუმცა ისეთი ხალხია მთავრობაში თავმოყრილი მათგან სხვას არაფერს უნდა ველოდოთ) wink.gif

ძალიან მძიმე ხვედრია საქართველოს და ქართველი ხალხის პრეზიდენტობა. მაგ საქმეზე ძალიან გაწონასწორებული კაცია საჭირო. აი როგორც კანონისტია. ხანდახან მაბრაზებს და ვეჩხუბები მაგრამ კარგად მიგებს. აი უშიშროების მინისტრის პოსტს კი სიამოვნებით დავიკავებდი ოღონდ ასე 15 წლის მერე. როცა ღირსი ვიქნები

ციტატა(mampali @ Apr 17 2007, 08:03 PM) *

დღევანდელი ხელისუფლება პირველი ქმედითუნარიანი ხელისუფლებაა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან

მართალი ხარ

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 18 2007, 11:40 AM

მეგობრებო,

დაჟინებული თხოვნაა, რომ ვიყოთ უკიდურესად კორექტული, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ხელისუფლების ქებისა თუ კრიტიკის მართლმადიდებლური, ქრისტიანული სახე

ამ სფეროში დოგმატური სწავლებისა და საეკლესიო კანონების დამრღვევთა მიმართ გამოყენებული იქნება უმკაცრესი ზომები. forum.ge-ს პოლიტიკის განყოფილებად არ გადააქციოთ!!!


S W A T

ციტატა
მაგ საქმეზე ძალიან გაწონასწორებული კაცია საჭირო. აი როგორც კანონისტია. ხანდახან მაბრაზებს და ვეჩხუბები მაგრამ კარგად მიგებს. აი უშიშროების მინისტრის პოსტს კი სიამოვნებით დავიკავებდი ოღონდ ასე 15 წლის მერე. როცა ღირსი ვიქნები


wink.gif

პოსტის ავტორი: mampali თარიღი: Apr 19 2007, 07:13 PM

მგონი ნაპოლეონის სიტყვებია: ცხვრების არმია, რომელსაც ლომი მეთაურობს უფრო საშიშია, ვიდრე ლომების არმია, რომელსაც ცხვარი მეთაურობს.
ცოტა ინტერპრეტირება რომ მოვახდინოთ მთავრობა, ნაციონალები ეს პირველი ვარიანტია - სულელები, თანამდებობებისთვის შეუფერებლები smile.gif რომელთაც ჭკვიანი მეთაურობს. ოპოზიცია კი ერთად და ცალკეც მეორე ვარიანტია, რომლსაც საერთოდ, ცხვარიც კი არ ყავს მეთაურად.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 19 2007, 07:40 PM

mampali
ეს არ არის მთავრობის პოლიტიკის შეფასება

გთხოვთ რომ კონკრეტული შენიშვნები და მოწონებული პროექტები გაიხსენოთ და დაწეროთ

პოსტის ავტორი: mampali თარიღი: Apr 19 2007, 08:44 PM

კანონისტ
ის პოსტი ზოგადი დახასიათება იყო დღევანდელი პოლიტ. მდგომარეობის.

კონკრეტული კი ის რომ პრაგმატიზმს იყენებენ მეტად, მათ ნაბიჯში არაა ემოციური ან თუნდაც ნაციონალური მომენტი. პირადად ჩემი აზრია ის რომ რასაც მაგალითად პრეზიდენტი იტყვის ის თუნდაც რაიმე ისტორიულ ამბავს, ანდა რაიმე ნაციონალურს ეხებოდეს არაა გულწრფელი სიტყვებში და ამას ამბობს გონებით და არა გულით. შეიძლება მას არც უნდა მოვთხოვოთ ასეთი ემოციურობა, რაც ხშირ შემთხვევაში ნაკლია მეთაურისა( გამსახურდია მაგალითად) მაგრამ ეს ცუდი ტენდენციაა.

პოსტის ავტორი: cicinatela თარიღი: Apr 19 2007, 09:19 PM

ციტატა(ketino @ Apr 17 2007, 07:37 PM) *

გენაცვალე, არ არის საჭირო მის ადგილას თავის წარმოდგენა, უბრალოდ თავისი საქმე გააკეთოს, მაგრამ რომ არ აკეთებს? ქუჩაში მაინც არ დადიხარ? ნახე ერთი ქალაქში რა ხდება, ხალხს რა სჭირს...გამახსენეთ, რამდენი წელია რაც პრეზიდენტად გვყავს? ნეტა მას შემდეგ რამე შეიცვალა? ხო, ფასადები შეღებეს და ფანტანები გახსნეს. კიდევ, რუსეთთან გაფუჭებული ურთიერთობები, დაბალი ეკონომიური დონე საქართველოში, ავადსახსენებელი განათლების რეფორმა და არამარტო ეს. ეხ, გავა დრო და მერე მიხვდებით, მაგრამ უკვე გვიანი იქნება... sad.gif

პატრული დანიშNა,ეს ბევრ რამეს ნიშNავს...განათლების რეფორმა? ყველაზე მეტად ეგ მომწონს...დანიშNა ეროვნული გამოცდები...ეს ეროვნული გამოცდები რომ არა თბილისის სახელმწიფო სამედიცინოზე მოხვედრაზე ვერც ვიოცნებებდი,რადგან ათასობით დოლარი ჯდებოდა იქ ჩაბარება...მითუმეტეს უფასოზე...ეროვნული გამოცდების ემშVეობით ეს მოხერხდა,,,სასწრაფო სამედიცინო დახმარება უფასოა...სკოლები რემონტდება...თუნდაც ის ფასადები...ტრასა კეთდება...მე არ ვამბობ უარყოფითი მხარეები არ აქვს_თქო,მაგრამ გასულ მთავრობას ბევრად ჯობია

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Apr 19 2007, 11:34 PM

ციტატა
პატრული დანიშNა,ეს ბევრ რამეს ნიშNავს...განათლების რეფორმა? ყველაზე მეტად ეგ მომწონს...დანიშNა ეროვნული გამოცდები...ეს ეროვნული გამოცდები რომ არა თბილისის სახელმწიფო სამედიცინოზე მოხვედრაზე ვერც ვიოცნებებდი,რადგან ათასობით დოლარი ჯდებოდა იქ ჩაბარება...მითუმეტეს უფასოზე...ეროვნული გამოცდების ემშVეობით ეს მოხერხდა,,,სასწრაფო სამედიცინო დახმარება უფასოა...სკოლები რემონტდება...თუნდაც ის ფასადები...ტრასა კეთდება...მე არ ვამბობ უარყოფითი მხარეები არ აქვს_თქო,მაგრამ გასულ მთავრობას ბევრად ჯობია


გეთანხმები....
თუმცა, მგონი რაღაც არა ვარ დღეს პოლიტიკის ხასიათზე...sad.gif

სხვა დროს შემოვივლი...smile.gif

პოსტის ავტორი: S W A T თარიღი: Apr 21 2007, 12:00 AM

ციტატა(cicinatela @ Apr 19 2007, 08:19 PM) *

პატრული დანიშNა,ეს ბევრ რამეს ნიშNავს...განათლების რეფორმა? ყველაზე მეტად ეგ მომწონს...დანიშNა ეროვნული გამოცდები...ეს ეროვნული გამოცდები რომ არა თბილისის სახელმწიფო სამედიცინოზე მოხვედრაზე ვერც ვიოცნებებდი,რადგან ათასობით დოლარი ჯდებოდა იქ ჩაბარება...მითუმეტეს უფასოზე...ეროვნული გამოცდების ემშVეობით ეს მოხერხდა,,,სასწრაფო სამედიცინო დახმარება უფასოა...სკოლები რემონტდება...თუნდაც ის ფასადები...ტრასა კეთდება...მე არ ვამბობ უარყოფითი მხარეები არ აქვს_თქო,მაგრამ გასულ მთავრობას ბევრად ჯობია

ეჰ პატრული სულ პატრული. ჩვენ ვინც ყველაზე მეტ და ყველაზე მაგარ საქმეს ვაკეთებთ საერთოდ არ ვჩანვართ. უსახელო გმირები ვართ. თანაც მადლობასაც არავინ გვეუბნება. დაჟე გვაგინებენ კიდეც

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Apr 21 2007, 12:12 PM

ციტატა(მნათე @ Apr 17 2007, 05:25 PM) *

PR აბობოქრდა biggrin.gif

ეკლესიების შენება გვიყვარს, სულიერი ეკლესიების ნგრევის პარარელურად wink.gif ერთგვარი უკუპროპორცია წარმოიქმნა..



ლევან იტყვი კიდევ მათემატიკა არ მიყვარსო. გესმის კაცს, რას გერჩით. biggrin.gif


თქვენც რომ არ გაწყენინოთ და პოლიტიკაშიც არ ''გადავიჭრე'' ზედმეტად, ერთს ვიტყოდი. არ მომწონს ჩვენი მთავრობის ეს აზრი: ''ვინც ჩვენ აზრს არ იზიარებს ჩვენი მტერიაო''. ყველაფერში კი არ უნდა ეთანხმებოდე პრეზიდენტს, რადგან პრეზიდენტია, არამედ ეცადო გაარჩიო სად ცდება და სად სიმართლეს ამბობს.
უსიტყვოდ მხოლოდ უფალს ემორჩილებიან.

პოსტის ავტორი: cicinatela თარიღი: Apr 21 2007, 12:20 PM

ციტატა(S W A T @ Apr 21 2007, 12:00 AM) *

ეჰ პატრული სულ პატრული. ჩვენ ვინც ყველაზე მეტ და ყველაზე მაგარ საქმეს ვაკეთებთ საერთოდ არ ვჩანვართ. უსახელო გმირები ვართ. თანაც მადლობასაც არავინ გვეუბნება. დაჟე გვაგინებენ კიდეც

რას აკეთებთ თქვი და დაგაფასებთ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: S W A T თარიღი: Apr 21 2007, 12:38 PM

ციტატა(cicinatela @ Apr 21 2007, 11:20 AM) *

რას აკეთებთ თქვი და დაგაფასებთ rolleyes.gif

ოოოო რა რთული კითხვა დასვი შენ ხომ აზრზე არ ხარ smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)