თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია და სახელმწიფო _ КОКОЙТЫ, ФÆНДАРАСТ!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 21 2007, 03:36 PM

როგორც იცით, სახალხო მოძრაობამ "ოსი ხალხი მშვიდობისათვის" დაიწყო მშვიდობიანი, მასშტაბური ღონისძიება КОКОЙТЫ, ФÆНДАРАСТ! (კოკოით, წადი!) რომლის მიზანია ცხინვალის თვითმარქვია სეპარატისტული ხელისუფლების ჩამოშორება მართვის სადავეებიდან და საქართველოს უმაღლესი სახელმწიფოებრივი იურისდიქციის აღდენა სამხრეთ ოსეთში. ამ რთულ გზაზე უნდა მოხდეს ქართველი და ოსი ეროვნების მოქალაქეთა გაერთიანება და ერთობლივი ძალისხმევით ბრძოლა ჩვენი საერთო სამშობლოს გამარჯვებისათვის.....

მოძრაობას უერთდებიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რამდენიმე ადგილობრივი ორგანიზაცია მეუფეებმაც აკურთხეს

მივიღოთ თუ არა მონაწილეობა მასში და თუ დიახ, მაშინ რა ფორმით გესახებათ იგი??

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Aug 21 2007, 03:41 PM

ვსიო, კოკოითსაც აუგორდა კმარასნაირი აქცია...
წასულია მაგისი საქმე... მთავრობებეს ცუდად აქვთ დაცდილი ასეთი აგორებული, კარგად დაფინანსებული და ორგანიზებული მოძრაობები...

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Aug 21 2007, 03:43 PM

ციტატა(კანონისტი @ Aug 21 2007, 04:36 PM) *



მივიღოთ თუ არა მონაწილეობა მასში და თუ დიახ, მაშინ რა ფორმით გესახებათ იგი??




როგორც ხალხი იმოქმედებს .... smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Aug 21 2007, 03:43 PM

მომწონს ეს აქცია, მშვიდობიანი და მოტივირებულია...

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Aug 21 2007, 03:43 PM

ციტატა
მივიღოთ თუ არა მონაწილეობა მასში და თუ დიახ, მაშინ რა ფორმით გესახებათ იგი??

ხო კოკოითა რომ წასასვლელია მაგას ლაპარაკი არ უნდა, თანაც სასწრაფოდ.
ხოოდაა მემგგონი ერთი ორი სიტყვა ჩვენც რომ შევაწიოთ მის წასვლას ჩვენი საქმით კაი იდიაა ნამდვილად.wink.gif
შეილება ამ აქციაში მონაწილეობა მივიღოთ ჩემი აზრით.smile.gif
აბა თქვენ რას იტყვით? smile.gif

КОКОЙТЫ, ФÆНДАРАСТ!

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Aug 21 2007, 03:44 PM

როდისაა აქცია?











КОКОЙТЫ, ФÆНДАРАСТ!

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: Aug 21 2007, 03:45 PM

კაით რა მარიონეტების როლში ნუ გამოვალთ ყველამ ვიცით რომ ამ აქციით ეგ ამბავი ვერ მ0ოგვრდება...

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Aug 21 2007, 03:48 PM

ილია
მოგვარდება ილია, მოგვარდება. შენ ნუ გგონია ეს უბრალო აქციებია, დამიჯერე წლის ბოლომდე კოკოითი წავა ჩვენი ქვეყნიდან თუ რათქმა უნდა ცოცხალი გადარჩა.

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Aug 21 2007, 03:48 PM

http://files.ge/file/9507/Kokoiti-fandarast-DELTA-UCOZ-COM-mp3.html

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Aug 21 2007, 03:49 PM

ციტატა(ილია @ Aug 21 2007, 04:45 PM) *

კაით რა მარიონეტების როლში ნუ გამოვალთ ყველამ ვიცით რომ ამ აქციით ეგ ამბავი ვერ მ0ოგვრდება...



მაშინ დავუთმოთ მთელი საქართველო კოკოითს?

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Aug 21 2007, 03:49 PM

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ თემას საეკლესიო სამართალში რა უნდა? piqri.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 21 2007, 03:51 PM

მოვიფიქროთ რამე....

მაგალითად, ამ აქციის ფარგლებში ვესტუმროთ ნიქოზს და მეუფე ისაიას.... ლოცვანები გამოსცა ადრე საპატრიარქომ ოსურად და იქნებ ის ვიშოვოთ და დავურიგოთ?

ან რაღაც ასეთი....

პოსტის ავტორი: iraklidze თარიღი: Aug 21 2007, 03:54 PM

ციტატა
წლის ბოლომდე კოკოითი წავა

რომელი წლის? smile.gif

არა მგონია აქციებით რამე მოგვარდეს. მანდ საქმე არა კოკოითში არამედ "დიდი" სახელმწიფოს პრინციპებში და ინტერესებშია. ჩვენი საზღვრები და ქვეყანდა დაუცველია ესენი კიდე ხალხს სახლებიდან აგდებენ და მიწებს ართმევენ (ამ მთავრობაზე მაქ ლაპარაკი). საქმეს მიხედონ ჯობია.
ასე რომ კოკოეთი მაშინ წავა როცა ამას "დიდი" მეზობელი მოინდომებს.

აქციის საწინააღმდეგო არაფერი მაქ. გაგზავნილი ნოტების არ იყოს, რამდენიც გვინდა იმდენი შეგვიძლია მოვაწყოთ.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Aug 21 2007, 03:58 PM

სწორედ რომ თემას შეესაბამება biggrin.gif

http://www.link.ge/file/166406/KOKOITI-FANDARAST-GE.mp3.html

პოსტის ავტორი: პატრიოტი თარიღი: Aug 21 2007, 04:07 PM

ნუ ამბობთ რომ არფერი გამოვა. ყველაფერი უნდა ხდებოდეს კომბინირებულად. ავტომატიანი სპეცრაზმელი და პროფესიონალი ჯაშუში არ გამოდგება ტელევიზორში საჩვენებლად რათა საინფორმაციო ომი მოვიგოთ. ამიტომაც კეთდება ეს.

ესეც კლიპი

http://rapidshare.com/files/49537666/fanderast.avi

პოსტის ავტორი: iraklidze თარიღი: Aug 21 2007, 04:12 PM

პატრიოტი
გამოვა, იმედი მაქ რომ გამოვა. მაგრამ მე რაღაც ამათი მეთოდები არ მხიბლავს. ძალიან ცუდად ეპყრობიან ქვეყანას და ხალხს. არ უყვართ სამშობლო. თავის ინტერესებს ატარებენ.

ასეთ ხალხს კი გაუჭირდება ქვეყნის გამთლიანება.

პოსტის ავტორი: პატრიოტი თარიღი: Aug 21 2007, 04:13 PM

მიზანი ამართლებს საშუალებებს. ქვეყნის ინტერესების გამო შეიძლება ზოგის გაწირვა

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Aug 21 2007, 04:16 PM

ციტატა(პატრიოტი @ Aug 21 2007, 05:13 PM) *

მიზანი ამართლებს საშუალებებს. ქვეყნის ინტერესების გამო შეიძლება ზოგის გაწირვა



გამწირეთ!







laugh.gif






P.S. თუ საჭირო იქნება სამშობლოსთვის თავსაც გავწირავ... 2kiss.gif

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Aug 21 2007, 04:24 PM

მაპატიეთ მაგრამ ძალიან ცუდი სიტყვა მომდის "ფანდერ-ასტის" კითხვისას...
აი მაგალითად ფანდერ რომ მოვაცილოთ და იყოს: კოკოითი პიდა.... (მგონი გავაფრინე) მაპატიეთ smile.gif

პოსტის ავტორი: iraklidze თარიღი: Aug 21 2007, 04:25 PM

გლახა
ეგ აზრი ბევრს მოუვიდა თავში smile.gif. თქმის ცხვედნოდათ smile.gif.

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Aug 21 2007, 04:33 PM

ციტატა
მაპატიეთ მაგრამ ძალიან ცუდი სიტყვა მომდის "ფანდერ-ასტის" კითხვისას...
აი მაგალითად ფანდერ რომ მოვაცილოთ და იყოს: კოკოითი პიდა.... (მგონი გავაფრინე) მაპატიეთ

პირველად რომ საერთოდ ამ აქციაზე გავიგე აზრზე არ ვიყავი, ხოდა დროშაზე რო წავიკითხე ჩემი მოკლე ჭკუით მეც მასე გადმოვთარგმნე, ხოდაა მეთქი სუ გაგიჟდა ეს ხალხი მგგონითქო. biggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Aug 21 2007, 04:50 PM

ისე, მაგ მუსიკაზე რომ ვთქვათ, მაგარი ბანძია. ძალიან არამუსიკალურია და ნაკლებად მელოდიური.
მგონი ეგ საქმე ლექს-სენისთვის კი არა ვინმე ნორმალური მუსიკოსისთვის მიენდოთ ჯობდა...

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Aug 21 2007, 04:52 PM

ციტატა
ისე, მაგ მუსიკაზე რომ ვთქვათ, მაგარი ბანძია. ძალიან არამუსიკალურია და ნაკლებად მელოდიური.
მგონი ეგ საქმე ლექს-სენისთვის კი არა ვინმე ნორმალური მუსიკოსისთვის მიენდოთ ჯობდა...

მართალია ეგი კაცი. biggrin.gif
გეთანხმები გაშლილი ხელებით გიო.smile.gif
მოდი ჩვენ ვიმღეროთ ხალხურის ჰანგებით. wink.gif biggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Aug 21 2007, 05:11 PM

ციტატა
მოდი ჩვენ ვიმღეროთ ხალხურის ჰანგებით.


ეს ფორუმის ანსამბლს შესთავაზე და მერე იტყვიან ხალხმა აიტაცაო...
ჰიტად ქცევაში კანონისტი დაგეხმარებათ, მიაწვდის "სადაც ჯერ არს" tongue.gif tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Aug 21 2007, 05:24 PM

.nino

ციტატა
ეს ფორუმის ანსამბლს შესთავაზე და მერე იტყვიან ხალხმა აიტაცაო...

უჩაც ჩვენთანაა, ანსამბლში wink.gif

უჩა
ციტატა
მოდი ჩვენ ვიმღეროთ ხალხურის ჰანგებით.

ჰაა, გავშალოთ სამ ხმაში?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 21 2007, 05:30 PM

პატრიოტი
გაიხარე, ლევან. დიდი მადლობა, მაგ კლიპს ვეძებდი

P.S. ისე, რავა ხარ?

გლახა

ციტატა
მაპატიეთ მაგრამ ძალიან ცუდი სიტყვა მომდის "ფანდერ-ასტის" კითხვისას...

შენ იცინე, და ეგ სიტყვა სპეციალურად იქნა შერჩეული, ეგეთი "ასოციაციისათვის"..... tongue.gif

komisia
ციტატა
მგონი ეგ საქმე ლექს-სენისთვის კი არა ვინმე ნორმალური მუსიკოსისთვის მიენდოთ ჯობდა...

გასაგებია, მაგრამ ლექს-სენი არ თაკილობს ზოგიერთისაგან განსხვავებით ხელისუფლების დაკვეთას.... ზოგს "უტყდება" და მერე გული წყდება... wink.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 21 2007, 05:31 PM

iraklidze
პატრიოტი


ეს თემა გასახლება-გამოსახლებებს არ ეძღვნება. ეგ საკითხები სხვაგან გაარჩიეთ

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Aug 21 2007, 05:37 PM

კანონისტი

ციტატა
შენ იცინე, და ეგ სიტყვა სპეციალურად იქნა შერჩეული, ეგეთი "ასოციაციისათვის".....

ეგ მართლა ეგრეა... რაღას არ მოიფიქრებენ რა...

კანონისტი
ციტატა
გასაგებია, მაგრამ ლექს-სენი არ თაკილობს ზოგიერთისაგან განსხვავებით ხელისუფლების დაკვეთას.... ზოგს "უტყდება" და მერე გული წყდება...

არა მგონია ვინმე თაკილობდეს...
ფული დაანახვე შენ და თუ გინდა შალვა ნათელაშვილს უმღერებენ laugh.gif ნუ ახლა ნიაზსა და სერიოზულ ადამიანებს არ ვგულისხმობ.


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Aug 21 2007, 05:39 PM

ციტატა
ნუ ახლა ნიაზსა და სერიოზულ ადამიანებს არ ვგულისხმობ


დარწმუნებული ხარ? აბა ვარდების რევოლუციის დროს წვიმის მუსიკოსების სიმღერა გახსოვს? wink.gif

ნუ მე მომწონს თუ არა ეგ კიდევ სხვა თემაა და ამჯერად ჩემთვის შევინახავ, მაგრამ მაინც...

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Aug 21 2007, 05:42 PM

.nino

ციტატა
აბა ვარდების რევოლუციის დროს წვიმის მუსიკოსების სიმღერა გახსოვს?

აი ეგ ნამდვილად ვიცი რომ მაგაში ფული არავის გადაუხდია მაგათთვის. IPB-ს სურათი


პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 21 2007, 05:46 PM

ძალიან გთხოვთ თემასთან დაკავშირებით იმსჯელეთ!....


პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Aug 21 2007, 05:52 PM

ციტატა
ნამდვილად ვიცი რომ მაგაში ფული არავის გადაუხდია მაგათთვის


ძალიან კარგია თუ მასეა, მაგრამ მე ვერც ლექსენის საქცილეში ვხედავ რამეს დასაძრახს... ისე თუ ფულის აღება არ უნდოდათ ისე ჩაეწერათ სიმღერა რა პრობლემაა? wink.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Aug 21 2007, 05:53 PM

ციტატა
ჰაა, გავშალოთ სამ ხმაში?

მე დიდი გამშლელი არ ვარ, მარა თქვენი დახმარებით გავშლიდი დიდი სიამოვნებით. biggrin.gif
აბა ლექსენის საბლატაო სადაა აქანე ძამა? biggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Aug 21 2007, 05:53 PM

კანონისტი

ბოდიში ოფებისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Aug 21 2007, 06:20 PM

გლახა

ციტატა
მაპატიეთ მაგრამ ძალიან ცუდი სიტყვა მომდის "ფანდერ-ასტის" კითხვისას...
აი მაგალითად ფანდერ რომ მოვაცილოთ და იყოს: კოკოითი პიდა.... (მგონი გავაფრინე) მაპატიეთ

ვახ გენაცვალე გლახა რა tongue.gif ამაზე ერთ სახალისო ამბავს მოგიყვებით ( დავით ოფტოპიკისთვის ბოდიში მარა ერთ გადახვევას აიტანს მგონი ეს თემა tongue.gif ) . მე და ლილიანა მარშუტკით მოდიოდით თბილისში და რადიოში გავიდა ეს სიმღერა. პირველად ვუსმენდით და საერთოდ არ ვიყავით აზრზე რა ხდებოდა smile.gif ხოდა ლილიანამ ბოლო ხმაზე იყვირა კაცო კოკოითი ... ამბობენო? მეთქი მგონითქო. მერე ეგრე აშკარად მოსულაო? http://smiles.33b.ru/smile.70138.html

პ.ს. ისე კოკოითი ბიძია რაც მალე წავა მით უკეთესი, მარა დიდი დღე არც ისე უწერია და არც ასე tongue.gif ასე რომ ФÆНДАРАСТ, ФÆНДАРАСТ.

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Aug 21 2007, 06:27 PM

ლოოოლ, ბორის ჩოჩიევზე არ ხალისობთ-ხოლმე ტელევიზიით რომ გამოდის?
მაგარი კაცია IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Tamari25 თარიღი: Aug 21 2007, 06:30 PM

მე მაინც ვთვლი რომ მშვიდობიანი გზით ამ ტერიტორიების დაბრუნება შეუძლებელია, თქვენ რას ფიქრობთ?

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Aug 21 2007, 06:31 PM

ციტატა
ლოოოლ, ბორის ჩოჩიევზე არ ხალისობთ-ხოლმე ტელევიზიით რომ გამოდის?
მაგარი კაცია

რათა რა არ არი მაგარი კაცი თუ ? http://smiles.33b.ru/smile.53154.html მარტო ულვაშები აქ 3 ჰექტარიანი ბაღივით გადატყორცნილი http://smiles.33b.ru/smile.34062.html

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Aug 21 2007, 06:36 PM

Tamari25

ციტატა
მე მაინც ვთვლი რომ მშვიდობიანი გზით ამ ტერიტორიების დაბრუნება შეუძლებელია, თქვენ რას ფიქრობთ?

მშვიდობიანი გზით დაბრუნება შეუძლებელია აფხაზეთის. ეგ 100%-იანი ეგრეა.

მარა ცხინვალს მგონი დავიბრუნებთ მინიმალური დანაკარგებით... IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Aug 21 2007, 06:37 PM

როგორც მახსოვს ეს თემა იმაზე იყო, ჩვენ როგორ გამოვხატოთ ამ აქციის მხარდაჭერაო... მგონი ძალიან შორს წავედით...

პოსტის ავტორი: პატრიოტი თარიღი: Aug 21 2007, 06:38 PM

ციტატა(komisia @ Aug 21 2007, 05:27 PM) *

ლოოოლ, ბორის ჩოჩიევზე არ ხალისობთ-ხოლმე ტელევიზიით რომ გამოდის?
მაგარი კაცია IPB-ს სურათი

ტელევიზორში ბევრად უკეთესია ვიდრე ლაივში biggrin.gif wink.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 21 2007, 06:39 PM

ციტატა(.nino @ Aug 21 2007, 07:37 PM) *

როგორც მახსოვს ეს თემა იმაზე იყო, ჩვენ როგორ გამოვხატოთ ამ აქციის მხარდაჭერაო... მგონი ძალიან შორს წავედით...


სწორედ, სწორედ!

რამე მოიფიქრეთ?

მაშ მე ვიფიქრებ და იქნებ მერე ის განვიხილოთ ერთად?

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Aug 21 2007, 06:41 PM

ციტატა
მაშ მე ვიფიქრებ და იქნებ მერე ის განვიხილოთ ერთად?


მე თანახმა ვარ smile.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Aug 21 2007, 06:41 PM

კანონისტი

ციტატა
განვიხილოთ

აბა მე რისთვის ვარ აქა?
კომისია იმისთვისაა რომ რაღაც-რაღაც საკითხები განიხილოს....

პატრიოტი
ციტატა
ტელევიზორში ბევრად უკეთესია ვიდრე ლაივში

ლოოლ, ეგ მთვრალი მაგარი სანახავი იქნება laugh.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Aug 21 2007, 06:49 PM

მხარდაჭერის გამოხატვის ბევრი საშუალება არსებობს. თუნდაც ეს ჩვენი პოსტები ესეც ერთგვარი გამოხატულებაა. რამდენი კაცი შემოდის და ათვალიერებს ჩვენს თემებს და კითხულ;ობს ჩვენს პოსტებს. მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო ატიური მოქმედებაა საჭირო და მგონი ჩვენ მხოლოდ ეკლესიის პოზიციის საჯაროდ დაფიქსირების შედეგ აჯობებს რომ გავაქტიურდეთ ფორუმის სახელით, თორემ პიროვნულად , ინდივიდუალურად ნებისმიერ დროს შეგვიძლია გამოვხატოთ აზრი smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 21 2007, 07:35 PM

აბა ვის მოენატრა ვორნი? mad.gif

პოსტის ავტორი: d.p თარიღი: Aug 21 2007, 08:36 PM

ციტატა
КОКОЙТЫ, ФÆНДАРАСТ! (კოკოით, წადი!)



ვააა რა ყოფილა მე კიდე ბოდიში და სხვა რამე მეგონა smile.gif

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Aug 21 2007, 08:40 PM

კოკოითო რომ უნდა წავიდეს ფაქტია,მაგრამ ასეთი ფორმით მის წინააღმდეგ რამეს გავაწყობთ,ნეტა?!

მე არამგონია...


პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Aug 21 2007, 09:02 PM

ციტატა
ვააა რა ყოფილა მე კიდე ბოდიში და სხვა რამე მეგონა


ლილიანას გავლენაა biggrin.gif tongue.gif laugh.gif

ციტატა
კოკოითო რომ უნდა წავიდეს ფაქტია,მაგრამ ასეთი ფორმით მის წინააღმდეგ რამეს გავაწყობთ,ნეტა?!

მე ვემხრობი ასეთ ხერხს, სწორედაც რომ გავაწყობთ - მთავარია მონდომება smile.gif
პროპაგანდა დიდი ძალაა smile.gif

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Aug 21 2007, 09:45 PM

ციტატა(მნათე @ Aug 21 2007, 06:02 PM) *

ლილიანას გავლენაა biggrin.gif tongue.gif laugh.gif
მე ვემხრობი ასეთ ხერხს, სწორედაც რომ გავაწყობთ - მთავარია მონდომება smile.gif
პროპაგანდა დიდი ძალაა smile.gif


ღმერთმა ქნას!ომს და უბედურებას სიმღერა სჯობს ნამდვილად...თუ გაჭრაა

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 21 2007, 09:48 PM

ციტატა(მაეასი @ Aug 21 2007, 07:40 PM) *

კოკოითი რომ უნდა წავიდეს ფაქტია, მაგრამ ასეთი ფორმით მის წინააღმდეგ რამეს გავაწყობთ, ნეტა?!
მე არამგონია...

იგივე რიტორიკული კითხვა მეორდება:

2003 წელი
ედუარდ შევარდნაძე, რომ უნდა წავიდეს ფაქტია, მაგრამ ასეთი მიტინგებით და გამოსვლებით რაიმე გამოვა ნეტავ?. . .

2004 წელი
ასლან აბაშიძე, რომ უნდა წავიდეს ფაქტია, მაგრამ ასეთი მიტინგებით და გამოსვლებით რაიმე გამოვა ნეტავ?. . .

ერთი რაიმე უნდა ვიცოდეთ, ეს მიტინგები და აქციები არ არის უბრალოდ ხალხის ნება და გართობა-სიმღერის დონეზე ნაძახები "კოკოითი ფანდარასტ". ეს არის შეუქცევადი პროცესი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, რომელიც ევროკავშირის და განსაკუთრებით NATO-ს სახელმწიფოებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად დაიწყო. კოკოითის ხელისუფლების გასანადგურებლად და სეპატატიზმის დასამარცხებლად საქართველოს ხელისუფლება ხარჯავს არც მეტი და არც ნაკლები რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს, რომელიც ხმარდება შეიარაღების შესყიდვას აღმოსავლეთ ევროპის NATO-ს წევრ სახელმწიფოებში + უკრაინაში, ხმარდება საერთაშორისო PR კამპანიას და ინფორმაციულ ომს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ოსი ხალხის გადმობირებას, შიდა საჯაშუშო საქმიანობას და ა.შ. ხდება ხალხის მასების ჩართვა სეპარატისტული ხელისუფლების წინააღმრდეგ, რომლის ერთ-ერთი ნაწილია ეს აქციაც. ძალიან სერიოზულად აქვს შერყეული პოზიციები კოკოითის ხელისუფლებას, რომ იცოდეთ "გრუ"-ს ოფიცრებიც ძალიან სერიოზულ მარწუხებში არიან . . . საერთოდ იცით რა მოხდა 6 აგვისტოს და რატომ დაბომბა რუსულმა ბომბდამშენმა Cy-24-მა საქართველოს ტერიტორია ელექტრომაგნიტური ტალღების აღმომჩენი რაკეტით?! ჰო, რუსეთი ხომ ცალკე "ფენომენია", მე არანაირი პატივისცემა და "შიში" არ მაქვს ამ ქვეყნის მიმართ. ისიც ვიცი, რომ არ არის მისი ნება კოკოითის დამხობა, ისევე როგორც არ იყო მისი ნება შევარდნაძის დამხობა და მითუმეტეს ასლან აბაშიძის . . . არ არის, მაგრამ მოუწევს ბევრ დათმობებზე წასვლა, ძალიან მწარედ მოუწევს, ძალიან მწარედ მოხვდება კბილებში მაგის გულისთვის, დამიჯერეთ რუსეთი ფორთხვით წავა საქართველოდან, როგორც ახლა მაგათი ბაზები გადიან, აფხაზეთშიც დაუდგებათ იგივე დღე, მთავარია ჩვენ ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში.

კიდევ ერთი ნიუანსი:

ძალიან გთხოვთ რუსეთის, იგივე "ჩრდილოელი მეზობლის", "იგივე "დიდი სახელმწიფოს" შიშის სინდრომმა არ გვძლიოს. ბოლოსდაბოლოს ვინ მიგდია რუსეთი?! თავის გაჭირვებულ მოსახლეობას მიხედოს და ჩვენთან ტკბილი სიტყვით ილაპარაკოს თორემ ძალიან ცუდად დაამთვრებს აქ მოღვაწეობას და ამას ტრაბახით არ ვამბობ, კარგად მაქვს გაცნობილი აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე პროცესები და როგორც ჩეხეთმა მაგრად დაარტყა "სიფათში" რუსეთს და პოლონეთი ახლა მალე დაარტყამს, ზუსტად ისეთს მიიღებს . . . აფხაზეთი და ოსეთი თავისთვის უნდა ხომ?! ბებიამაგისისამ, ერჩივნა ჩვენთან კარგი ურთიერთობა და კავკასია დარჩებოდა თავისი გავლენის ქვეშ, ახლა იყოს სომხეთის იმედად და ამის საფასურად მიიღებს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასაც, ჯერ ოსეთიდან აბარგებას, მერე აფხაზეთიდან, მერე შორეული სტარტაღებული ბალისტიკური რაკეტების სალოკაციო სადგურს მისი საზღვრიდან ზუსტად ორ კოლომეტრში, და ბოლოს "დასაჩუქრდება" ქართულ-ამერიკული საჯაშუშო რეგულარული გაფრენებით ჩრდილო-კავკასიის კონტროლზე აყვანისთვის, თან მაგ დებილებმა რამდენჯერმე გამორთვა ვერ მოასწრეს და ჩვენებმა და ამერიკელებმა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტი "უპოვეს" U-2 საჯაშუშო გაფრენისას . . . მართლა ყველაფერს ხომ არ დავწერ, მაგრამ იხტუნოს, იხტუნოს ეგრე რუსეთმა და მალე საქართველოს მოსახლეობა 40-ის მაგივრად 80 მილიონი მოეჩვენება . . .

ჩვენ კიდევ ძალიან პატარა ადამიანები ვართ ასე გლობალური პროცესებისთვის, მაგრამ რაც შეგვიძლია და როგორც შეგვიძლია ისე უნდა დავუდგეთ გვერდში ჩვენს ქვეყანას, იქნება ეს აქციები, ოსი ხალხის შემორიგების პროგრამები თუ რაიმე მსგავსი ტიპის ღონისძიებები.

პოსტის ავტორი: iraklidze თარიღი: Aug 21 2007, 09:57 PM

გიორგი
სიმართლე იქვას მაგ 2 მიტინგმა როგორც შენ თქვი შედეგი იმიტომ გამოიღო რომ ხალხის დიდი მასის ნება იყო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საჭირო დაფინანსება და მხარდაჭერა, თან მაგ შემთხვევაში მთელი ქვეყნის ინტერესი იყო. ოსეთის და აფხაზეთის შემთხვევაში კი ხალხის აზრზს საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არა აქ. აქ ბიზნესზე და პრინციპებზეა საუბარი.

ციტატა
ბოლოსდაბოლოს ვინ მიგდია რუსეთი?!

ვინ იგიგდია და გადაგჯეგავს, დაგბობავს და მერე ნაცარს შემოგაყრის მე არ მიქნიაო. და რომც დაუმტკიცოს მთელმა მსოფიომ რომ მისი გაკეთებულია, ბოდიში და ფეხები არავინ მოჭამოს, მთელი ევროპას რესურსები მაქედან შედის. და ერთი ჭირიანი, ნარკოტიკების ტრანზიდორი საქართველოს გულისთვის არავინ არაფერს გააკეთებს. არავის იმედი არ უნდა გქონდეს ამ დიდ ბიზნესად ქცეულ მსოფლიოში. მარტო შენი თავის. ამ შემთხვევაში კი ძალიან პატრა ხარ და ცოტა დაკვირვებულად უნდა მოიქცე. დიდი და უჭკუო რომაა მგიტომ უნდა მოერიდო.

მე არ მინდა იფიქროთ რომ რუსეთის უნდა გვეშინოდეს. მაგრამ არც მისი ძალების სათანდადოდ არდაფასება ვარგა.

ეგ კი არა კინაღამ გადავირიე, ტელევიზორში ახალქალაქი ანახეს. ხალხმა ქართული არ იცის და რუსული და სომხური სკოლებია მანდ. რა უბედურებაა, რას ქვია საქართველოში უცხო ენოვანი სკოლა. ის ხალხი ხომ ქართველებად არ იზრდება. მაგასაც დავკარგავთ თუ ასე გავაგრძელეთ. ასეთი მაქსიმალური მრავალეროვნება რა უბედურებაა. ამერიკაა ?!. მალე ოსეთის და აფხაზეთის პრობლემას გაასწრებს სამცხის ისე დაგვიდგება საქმე. ხალხი თავს ქართველებად არც მიიჩნევს და რაღა აკლია მაგ ტერიტორიის დაკარგვას?

პოსტის ავტორი: პატრიოტი თარიღი: Aug 21 2007, 10:11 PM

კაროჩე მისმინეთ ეხლა კოკოითს მე მოვკლავ ბაზარი არაა და გავფანდარასტებ

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 21 2007, 10:19 PM

ციტატა
სიმართლე იქვას მაგ 2 მიტინგმა როგორც შენ თქვი შედეგი იმიტომ გამოიღო რომ ხალხის დიდი მასის ნება იყო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საჭირო დაფინანსება და მხარდაჭერა, თან მაგ შემთხვევაში მთელი ქვეყნის ინტერესი იყო. ოსეთის და აფხაზეთის შემთხვევაში კი ხალხის აზრზს საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არა აქ. აქ ბიზნესზე და პრინციპებზეა საუბარი.

აქ არ არის ხალხის დიდი მასის ნება?! ქართველებს, რომ თავი დავანებოთ თვითონ ოსები ვეღარ იტანენ კოკოითს, აქ რომ არის 100-ჯერ უფრო დიდი გაჭირვება და განუკითხავობაა იქ. არის კოკოითის კლანი და მისი ბიზნეს-ინტერესები, არ არსებობს არანაირი სამართალი, დაახლოებით აქ რომ "მხედრიონის" დრო იყო იმ მდგომარეობაშია ხალხი. (თუ უარესი არა) უამრავი მშვიდობიანი ოსი ყავს გაუბედურებული მაგ ადამიანს და სწორედ ამაზე მუშაობენ, დაფინანსება კიდევ საჭიროზე უფრო მეტია ჯერ თვითონ საქართველოს 5-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტიდან და მერე უშუალოდ პირდაპირი გზით NATO-დან, რომელ ბიზნესზე და ვის ბიზნესზეა ლაპარაკი, როდესაც მსგავსი კონფლიქტის დროს "კოსოვოში" NATO-მ 6 მილიარდი დოლარი გადაიხადა . . . ძალიან მუქ ფერებში ხატავ ყველაფერს . . . ბიზნესი თუ არა ოსეთშიც უზარმაზარი ფულია, იგივე კორუფციის კუთხით რომ იმსჯელო, მარტო პირველივე წელს ჩაიდება ოსეთში იმდენი ფული, რომ კოკოითის "შავ ბიზნესს" აჯობებს. ეგრე რომ არაა საქმე იმიტომ კარგავს რუსეთი ერთი მეორეს მიყოლებით ქვეყნებს. წელს ევროკავშირში რუმინეთს და ბულგარეთს მიიღებენ, წარმოგიდგენია? ბევრი აღარ დარჩა . . .
ციტატა
ვინ იგიგდია და გადაგჯეგავს, დაგბობავს და მერე ნაცარს შემოგაყრის მე არ მიქნიაო. და რომც დაუმტკიცოს მთელმა მსოფიომ რომ მისი გაკეთებულია, ბოდიში და ფეხები არავინ მოჭამოს, მთელი ევროპას რესურსები მაქედან შედის. და ერთი ჭირიანი, ნარკოტიკების ტრანზიდორი საქართველოს გულისთვის არავინ არაფერს გააკეთებს.

ძალიან მუქ ფერებში ხატავ ყველაფერს . . . აშკარად არაა ეგრე. დღითიდღე სუსტდება რუსეთის გავლენა, მაქსიმუმ 4 წელიწადში NATO-ში მოგვიღებენ და რუსეთი იმაზეა გაგიჟებული MAP-ში არ ჩასვან საქრთველოო, ნუ ევროკავშირი უფრო ძნელია (მარტო სამხედრო რეფორმა არ შველის), მაგრამ არც ეგაა უტოპია. საქართველოს კარგი მოგების მოტანა შეუძლია ევროპისთვისაც და რაც მთავარია რუსეთის დასუსტების კარგი წყაროა ჩვენთან თანამშრომლობა და როგორც ამას ჩვენც ვხედავთ ისე ევროპაშიც ხედავენ + გაითვალისწინე ისიც, რომ NATO-ში საქმეს ძირითადად ა.შ.შ. წყვეტს, რომელსაც მაგრად კიდია ფეხებზე რუსეთის რესურსები, რადგან არანაირ ენერგომატარებელს იქიდან არ ყიდულობს და პირიქით ერთ-ერთ ალტერნატიულ ტრანზიტად საქართველო მოიაზრება შუა აზიის რესურსის რუსეთის გვერდის ავლით ევროპაში მოსახვედრად. ეგრე კარგად რომ ჰქონდეთ რუსბეს სახე ისე გადაწითლებული არ გამოჩნდებოდნენ ტელევიზორში, ნელ-ნელა რომ მარცხდებიან ფაქტია . . .

პოსტის ავტორი: iraklidze თარიღი: Aug 21 2007, 10:39 PM

ციტატა
ძალიან მუქ ფერებში ხატავ ყველაფერს

მუქ ფერებში კი არა რაც გააკეთა რუსეთმა იმას ვამბობ. ევროპა კიდე კუდს უქიცინებს. მაქსიმუმ გაერო შეიკრიობს და რამე კიდე ახალი იდიოტირი დადგენილება მიიღოს რომელიც ყველას მაგრა "არ აინტერესებს", რბილად რომ ვთქვათ, მუთუმეტეს რუსეთს. პუტინი ლამის თავზე აზის ევროპას.

ტაკ შტო. კოკითს კიდე მოევლება, აი აფხაზეთი ცოტა გაგვიჭირდება.

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: Aug 21 2007, 10:53 PM

რქაის ეს უაზრო აქციები აქციები მოუწყონ ცხინვალში და არა თბილისში და ქითაისში და ყველაფერი უკვე შეთანხმებულია ჩემი აზრით
და ე აქციით არავინ დაიჯეროთ რომ კოკოითი წავა.. ან აქციებით წავიდა შევარდნაძე ად აბაშიძე...
იმხელა ფული იდება ამ ქვეყანაში აბა ვის აწყობ ომიი?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 22 2007, 12:45 AM

გიორგი

ციტატა
ვინ მიგდია რუსეთი


iraklidze
ციტატა
ბოდიში და ფეხები არავინ მოჭამოს


ასეთ გამოთქმებს მოერიდეთ!

და საერთოდაც, აქ რატომ მიდის იმის განხილვა, თუ როგორი წესით ატარებს თავის იმპერიულ პოლიტიკას რუსეთი?

სხვათა შორის, რუსეთს 2020 წლამდე უნდოდა სამხედრო ბაზების აქ დატოვება, როგორც მახსოვს..... wink.gif

ცნობისათვის, ვისაც ბაზები უმნიშვნელო ჰგონია: სანამ აქ თუნდაც ერთი რუსი ჯარისკაცი იდგება თუნდაც დაჟანგული ავტომატით ხელში, საქართველო NATO-ში ვერ შევა..... smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Aug 22 2007, 12:50 AM

რაცხა ნამეტანი გა-პოლიტიკ-დ--ეს თემა

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Aug 22 2007, 08:14 AM

ციტატა
КОКОЙТЫ, ФÆНДАРАСТ!, რა ვქნათ ჩვენ?

ვილოცოთ.

პოსტის ავტორი: iraklidze თარიღი: Aug 23 2007, 04:52 PM

კანონისტი
ბიდოშს გიხდით მაგ გამოთქმისთვის, უბრალოდ ცოტა ავღელდი smile.gif.

ციტატა(ნათია @ Aug 22 2007, 12:50 AM) *

რაცხა ნამეტანი გა-პოლიტიკ-დ--ეს თემა

მე მგონი პოლიტიკური თემაა და მაგიტო. smile.gif

მე მაინც არ მაქ მაგ დაგეგმილი აქციების იმედი. უფრო სხვა (რუსეთზე უფრო წინწასული) სახელმწიფო თუ დაგვეხმარება მაგ ჭირის მოცლიებაში. ეგ ერთი მაგრამ აფხაზეთზე აბ ბოლო დროს ისეთი რამ ისმის მე მგონი მაგას უფრო და უფრო ვკარგავთ sad.gif. თან ეხლა რუსებმა მიწების შესყიდვა დაიწყეს აფხაზეთში.

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Aug 23 2007, 05:58 PM

ციტატა
მე მაინც არ მაქ მაგ დაგეგმილი აქციების იმედი. უფრო სხვა (რუსეთზე უფრო წინწასული) სახელმწიფო თუ დაგვეხმარება მაგ ჭირის მოცლიებაში.


ეს გვღუპავს ქართველებს, რომ სხვას შევციცინებთ ხელში sad.gif
სულ ფეხებზე არ კიდიხარ ბუშს, შენი ტერიტორიიანად? მაგას დერეფანი უნდა მხოლოდ ისევე როგორც რუსეთს და "უანგაროდ" დაგეხმარება გგონია??

რა მნიშვნელობა აქვს მგელი შეგჭამს თუ მგლისფერი ტურა? რუსეთი მოვიცილოტ და ამერიკას დავემონოთ??/ რატომ?

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Aug 23 2007, 06:06 PM

რა ქენით და იარეთ მიტინგებზე შეძლებისდაგვარად, გამოუშვით ბროშურები და დაარიგეთ სადაც საჭიროა, პლაკატები გააკეთეთ და რავი, რამდენი რამის მოფიქრება შეიძლება, თუგინდ გიმღერიათ biggrin.gif

ციტატა(პატრიოტი @ Aug 21 2007, 10:11 PM) *

კაროჩე მისმინეთ ეხლა კოკოითს მე მოვკლავ ბაზარი არაა და გავფანდარასტებ

ნამეტანი ბევრს ხომ არ იღებ შენს თავზე ლევან? laugh.gif tongue.gif გაქაჩავ?


ციტატა
ეგ კი არა კინაღამ გადავირიე, ტელევიზორში ახალქალაქი ანახეს. ხალხმა ქართული არ იცის და რუსული და სომხური სკოლებია მანდ. რა უბედურებაა, რას ქვია საქართველოში უცხო ენოვანი სკოლა. ის ხალხი ხომ ქართველებად არ იზრდება. მაგასაც დავკარგავთ თუ ასე გავაგრძელეთ. ასეთი მაქსიმალური მრავალეროვნება რა უბედურებაა. ამერიკაა ?!. მალე ოსეთის და აფხაზეთის პრობლემას გაასწრებს სამცხის ისე დაგვიდგება საქმე. ხალხი თავს ქართველებად არც მიიჩნევს და რაღა აკლია მაგ ტერიტორიის დაკარგვას?

ეს კი მართლა სერიოზული საკითხია, ნამდვილად არსებობს შენელებული ბომბი ამ რეგიონში და აქაც საჭიროა იდოლოგიური ბრძოლა... პირველ რიგში კი სკოლიდან უნდა დაიწყოს ეროვნული თვითშეგნებისა და სულისკვეთების ჩვენება და სწავლება, რომ მოხერხდეს ნორმალური და მოყვარული თაობის გაზრდა


მახსოვს, ერთ ორგანიზაციას (აუ ზუსტ სახელს ვერ ვიხსენებ) უნდოდა თამარაშენში ქართულ-ოსური თანამეგობრობის მუზეუმის გახსნა... მუშა პროექტი შედგენილი ქონდა გოგოს (ნათია ქვია), ეხლა მგონი მასალებს აგროვებს... თუ ეგ საქმე გამოვიდა, ხოხ, წინ წადგმული ნაბიჯი იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Aug 23 2007, 07:59 PM

ნუ ვიტყვით რომ არაფერი გამოვა .
ისე სახლში ჩაჯდომით და "არაფერი გამოვა"-ს ძახილით, მართლაც არაფერი გამოვა .
smile.gif


QUOTE(.nino @ Aug 23 2007, 05:58 PM) *

ამერიკას დავემონოთ?? რატომ?

დაგვიფაროს უფალმა.

პოსტის ავტორი: iraklidze თარიღი: Aug 23 2007, 10:11 PM

.nino
ბოლომდე იმედი არ უნდა გვქონდეს. მაგრამ ცოტა წახმარება რომ გვჭირდება ცხადია. აბა ამხელა სახელმწიფოს (რუსეთის) ინტერესები ტარდება მაგ ზონებში. და ცოტა ძლიერი ზურგ გვინდა თორე მიგვაჭყლიტავს ჩვენც. აღარაა ის დრო ხმლებით რომ დავდეცდით მტერს. ეხლა სხვა რამე მართავს სახელმწიფოებს.

და დამონება არავის უთქვამს. თუ ჭკვიანიად მოიქცევი მათ დახმარებას გამოიყენებ ნორმალურად. საქმე იმაშია რომ ჩვენი მთავრობა ფულს ემონება, სადაც მეტი ფულა იქით მიუწევთ გული. ეგ სხვა საკითხია

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Aug 23 2007, 10:42 PM

აუ სულ თვენზეა დამოკიდებული რაა smile.gif აქ პოლიტიკის ამბავია და მთელი კლანების

პოსტის ავტორი: iraklidze თარიღი: Aug 24 2007, 01:07 AM

leluka
გეთანხმები. მეც მასე ვფიქრობ. მე მგონი ეს აქცია უბრალოდ შემდგომში შედეგის გასამართებელი მიზეზია.

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Aug 29 2007, 02:09 AM

http://www.fandarast.com/

fandaras-ის ახალი საიტი, რომლის პრეზენტაციაც დღეს მოხდა ღამე, ორიგინალურად და ლამაზად. laugh.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Aug 29 2007, 02:42 AM

საიტი ვერ ქაჩავს ნორმალური გაეკეთებინათ ფუფ ეს რა არის sad.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Aug 29 2007, 09:36 AM

ბექა

ციტატა
საიტი ვერ ქაჩავს ნორმალური გაეკეთებინათ ფუფ ეს რა არის

გეთანხმები. მაგარი უნიჭობაა რა. laugh.gif
რაც პრეზენტაციაში ფული დახარჯეს იმით ეს საიტი გაეკეთებინათ წესივრად არ ჯობდა? არა თუმცა ისიც საჭირო იყო.smile.gif

იმედია ნელ-ნელა გამოასწორებენ.
გუშინ თქვეს ამ საიტზე თქვენი აზრის დაფიქსირება შეგეძლებადო და ალბად იზავენ რა რამეს.smile.gif

ისე რა უაზროდ მოიქცნენ აზრზე ხარ? ჯერ წესივრად გაეკეთებინათ და მერე მოეხდინათ პრეზენტაცია.laugh.gif
ახლა ამ საიტს სხვები რო ნახავენ მაგარს დაგვცინებენ და დასაცინებიც ვიქნებით.sad.gif

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Oct 19 2007, 06:47 AM

აჰა თქვენ ჩვენი შესრულებით http://www.youtube.com/watch?v=MlVhaFXk0SE


ჰა, როგორია? biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)