თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია და სახელმწიფო _ საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Dec 14 2007, 03:21 AM

საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება

2007-12-10

ბოლო დროს თბილისში გამოჩნდა ანონიმური ხასიათის პლაკატები სახელწოდებით "მსოფლიო მშვიდობის ფედერაცია (UPF) გიწვევთ თანამშრომლობისათვის დაინტერესებულ პირებს", რომელშიც ადამიანებს ლექციებზე დასწრებას სთავაზობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელი მკითხველის ნდობის მოპოვების მიზნით პლაკატის ფოტოზე ერთ-ერთი ქართველი მართლმადიდებელი სასულიერო პირის ფოტოცაა წარმოდგენილი (ბუნებრივია მისი თანხმობის გარეშე). პლაკატის ბოლოს მითითებულია აღნიშნული ორგანიზაციის კოორდინატები, თუმცა არაფერია ნატქვამი ამ ორგანიზაციის რელიგიური ხასიათის შესახებ.

"მსოფლიო მშვიდობის ფედერაციის" სრული სახელწოდებაა "მსოფლიო სამშვიდობო სარწმუნოებრივი და საერთაშორისო ფედერაცია"(IIFW) და იგი ერთ-ერთი კორეული ტოტალიტარული სექტის "უნიფიკაციის ეკლესიის" (ე.წ. მუნისტები) ორგანიზაციას წარმოადგენს.

საინტერესოა, რომ "მსოფლიო მშვიდობის ფედერაცია" საქართველოში 2005 წლის ოქტომბერში დაფუძნდა და მის პრეზენტაციას თბილისში თვით ამ სექტის ლიდერი სან მიუნგ მუნიც ესწრებოდა (ეს სექტა საქართველოში 1999 წლიდან მოქმედებს).

საპატრიარქოს პრესცენტრი აფრთხილებს მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ აღნიშნულ ორგანიზაციასთან ურთიერთობისაგან.

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Dec 14 2007, 04:11 AM

ციტატა(შოთაძე @ Dec 14 2007, 02:21 AM) *

smile.gif მეც ვნახე ეს განცხადება,სიფრხილეა საჭირო და ალბათ კარგი იქნება ჩვენი ახლობლებიც გავაფრთხილოთ ამის შესახებ.

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Dec 14 2007, 12:04 PM

გაიხარეე კაი ტემა კაი ინფორმაცია მოგვაწოდეთ მე არ მინახავს

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 14 2007, 03:32 PM

რავა აფრიალებენ ამ ჩემს აკრეფილ და სერგოს დაწერილ ტექსტს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 14 2007, 04:10 PM

ციტატა
რავა აფრიალებენ ამ ჩემს აკრეფილ და სერგოს დაწერილ ტექსტს

ვიცით სადაც მუშაობ yes.gif tongue.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 14 2007, 04:19 PM

შოთაძე
სხვათა შორის, ამ საკითხზე 2 კვირის წინ შეშფოთებული მესაუბრა საქართველოს ახალგაზრდა სომეხთა კავშირის უფროსი სანდრო ოჰანიანი და წევრი ჰრანტ მიქაელიანი

ძირითადად თურმე, ეთნიკური უმცირესობების გადაბირებაზე მუშაობენ yes.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Dec 14 2007, 05:38 PM

კანონისტი
სანაცვლოდ რას სთავაზობდნენ?

ციტატა
აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელი მკითხველის ნდობის მოპოვების მიზნით პლაკატის ფოტოზე ერთ-ერთი ქართველი მართლმადიდებელი სასულიერო პირის ფოტოცაა წარმოდგენილი (ბუნებრივია მისი თანხმობის გარეშე).

კანონით აგებს თუ არა პასუხს პლაკატის "დამკვეთი", თანხმობის გარეშე, რომელიმე ადამიანის სურათის გამოყენებისთვის (მით უფრო როცა ამას ხალხის "მოსატყუებლად" იყენებენ და პლაკატის ფოტოზეა სასულიერო პირი)?

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Dec 14 2007, 05:56 PM

ციტატა
მუნისტები

ოო ეს მუნი დიდი მამაძაღლი ვინმეა. მართლმადიდებელმა ადამიანმა , რომც მივიდეს მაგათ ყრილობაზე , უნდა გაანალიზოს რომ ატყუებენ,თორე იქ არავინ არ დაგაკავებს ძალით biggrin.gif
ამან შარშან 1000 კაცი და 1000 ქალი დააჯახა (დააქორწინა) ისე რომ არც იცოდნენ biggrin.gif biggrin.gif

ნათია
უფრო სოციალურად დაუცველ ფენებს იყენებენ ვიდრე ეროვნულ უმცირესობებს.
ანუ ფიქრობს გაჭირვებული კაცი, მოდი აბა მივალ, ცოდვაც არ იქნება აგერ მღვდლის სურატი აქვთ ჩასმულიო, მივალ ეგება რამე სარგებელი მოუტანოს ჩემს ოჯახსო მაგრამ მისულს ისეთი სიტუაცია ხვდება რომ გამოსვლაც უკვე ცდუნების დაძლევის ტოლფასია... ანუ ხვდებიან მისნაირი ფენის ადამიანები და უყვებიან თუ როგორ გაუუმჯობესდა ცხოვრება მას მერე რაც ამ ორგანიზაციაში შემოვიდა, შემდეგ "აწინაურებენ" და მის გულს საბოლოოდ იგებენ, მხოლოდ ამის შემდეგ უმხელენ რომ სექტაში მოხვდა და არა ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში რომელიც თითქოს თავიდან სულს სხვა რამეს პირდებოდა.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 14 2007, 06:29 PM

სან მიუნგ მუნი biggrin.gif

ვიღაც ოგა-ბოგა ეჯუჯ-მეჯუჯ ნგა-ნგუებს რომ დაუჯერებს კაცი sad.gif

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Dec 17 2007, 03:03 AM

ციტატა(ქავთარაძე @ Dec 14 2007, 04:56 PM) *

უფრო სოციალურად დაუცველ ფენებს იყენებენ ვიდრე ეროვნულ უმცირესობებს.
ანუ ფიქრობს გაჭირვებული კაცი, მოდი აბა მივალ, ცოდვაც არ იქნება აგერ მღვდლის სურატი აქვთ ჩასმულიო, მივალ ეგება რამე სარგებელი მოუტანოს ჩემს ოჯახსო მაგრამ მისულს ისეთი სიტუაცია ხვდება რომ გამოსვლაც უკვე ცდუნების დაძლევის ტოლფასია... ანუ ხვდებიან მისნაირი ფენის ადამიანები და უყვებიან თუ როგორ გაუუმჯობესდა ცხოვრება მას მერე რაც ამ ორგანიზაციაში შემოვიდა, შემდეგ "აწინაურებენ" და მის გულს საბოლოოდ იგებენ, მხოლოდ ამის შემდეგ უმხელენ რომ სექტაში მოხვდა და არა ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში რომელიც თითქოს თავიდან სულს სხვა რამეს პირდებოდა.

თუ კარიერას აძლევენ მაშინ ღირს მისვლა tongue.gif

მარა მგონი მაგასაც იტყუებიან rolleyes.gif

პ.ს. ჩვეულებრვი გრანტიჭამიები არიან ეგენი... დამფინანსებლისთვის რამოდენიმე ფოტო სჭირდებათ საკითხზე ვისაუბრეთ და კონფერენცია ჩავატარეთო... და ა.შ.

გრანტიჭამიებს რა დალევს, აქ ფორუმზეც მეგულება 1 cool.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 17 2007, 03:27 PM

ციტატა
ჩვეულებრვი გრანტიჭამიები არიან ეგენი

ეს სიმართლეა თუ დენომინაციური შუღლი ohmy.gif tongue.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Dec 17 2007, 11:39 PM

ციტატა(მნათე @ Dec 17 2007, 02:27 PM) *

ეს სიმართლეა თუ დენომინაციური შუღლი ohmy.gif tongue.gif laugh.gif

შენ კიდე ვერ გაიზარდე? huh.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Dec 17 2007, 11:52 PM

Genesis
არა მაგას პირდებიან კაცო biggrin.gif გყიდულობენ და გაგდებენ რა smile.gif მუნიც ყოფილა ჩამობრძანებული biggrin.gif
ხალხოოოო ივერია გაბრწყინდება მუნმა ქართულ მიწაზე დადგა მალმოსილი ტერფები biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)