თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია და სახელმწიფო _ მოსახლეობისთვის აუცილებელი მინიმუმის ცოდნა

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 12 2008, 02:55 AM

მოკლედ, თემა "სამხედროში" დავიწყეთ ამაზე საუბარი,მაგრამ რამდენადაც ვამჩნევ, ეს საკითხი თემას იმსახურებს, მისი ინტეგრაცია სხვა თემაში გამოიწვევს ამ საჭირო ინფორმაციის უნებლიემიმალვას და შესაძლებელია მავანმა არც შეიხედოს იმ თემაში,არადა ეს საკითხი აინტერესებდეს. ამიტომაც ჩემს ბოლო პოსტს თემა "სამხედროდან " გადმოვიტან აქ და შემდეგ განვავრცობ. სიამოვნებით ველოდები თქვენს ინფორმაციებსაც, ნებისმიერი რაც ამ დროს გამოსადეგია,დაწერეთ აქ და ვგონებ, მეტად საინტერესო და შემეცნებითი თემა გამოგვივა, ბოლო დროინდელმა მოვლენებმა გვიჩვენა ამის აუცილებლობაც... სამწუხაროდ...

.ნინომ წმოჭრა ეს საკითხი და მეც ვუპასუხე. აგერ ბოლო პოსტი "სამხედროდან",ამ თემაზე აქ გავაგრძელოთ:

ჯერ დავიწყებ საჰაერო თავდასხმის საშიშროების დროს მოქცევის წესებით. მერე გავაგრძელოთ ხანძრის და სხვადასხვა საშიში სიტუაციების დროს, ასევე სრული მობილიზაცია განვიხილოთ და სხვებზე დახმარების აღმოჩენაც:

საჰაერო თავდასხმის საშიშროება


ცხადდება გასაგონი 60 წამიანი სიგნალებით და შეიძლება გაგრძელდეს 5 წუთი. ამ სირენის გაგონებისას უნდა მოვიქცეთ შემდეგნაირად>

სანამ დავტოვებთ სახლს ან ბინას:

* ჩავაქროთ სინათლეები,შუქი,
*გადავკეტოთ წყალგამყვანი და გაზგამყვანი მილები,
*გამოვრთოთ თერმული და ელექტრონული ხელსაწყო-დანადგარები,
*ჩავაქროთ ნებისმიერი სახის ცეცხლი,
*გავაღოთ ფანჯრები,
*გადავწიოთ ფარდები,
*ჩამოვწიოთ შტორები და სხვა მსგავსი დამცავი მოწყობილობები


გასვლისას თან უნდა წავიღოთ წინასწარ მომზადებული:

* საკვები,
*წყალი ან რაიმე უალკოჰოლო სასმელი,რომელიც თავდაცულ ჭურჭელშია,
*ქრონიკული ავადმყოფობის დროს წამლები,
*პირადი ჰიგიენის ნივთები, განსაკუთრებით კი რამდენიმე პირსახოცი ან ხელსახოცი,
*ფული
*პირადი საბუთები,
*პირადი დაცვისთვის გამოსადეგი საშუალებები,კომპლეკტი ან იმპროვიზირებული საშუალებები (მინიმუმ - სუფთა ნაჭერი, ტილო, სასუნთქი ორგანოების დასაცავად),იოდი ან სადეზინფექციო რაიმე საშუალება,
*ტრანზისტორი, რადიო ხელის,
*ბატარეიანი ხელის ლამპა,ფანარი,
*"ადეალი" დასაჯდომად და ასევე გასათბობად.

ბინის ან სახლის დატოვებისას , დაიცავით სიმშვიდე, პანიკის გარეშე მიდით თავშესაფარში, ბუნკერში. იქ ყოფნის დროს კი მკაცრად უნდა დავიცვათ არსებული წესები, რომელსაც ან გაგვაცნობენ ან უნდა ეწეროს, თავშესაფარში ძირითადად აკრძალულია: არასაჭირო სიარული იქეთ-აქეთ, შინაური ცხოველების ჩაყვანა, სიგარეტის წევა, ალკოჰოლის გამოყენება და ხმაური.


სამუშაო ადგილზე ყოფნისას:

*სამუშაოს მყისიერი შეწყვეტა და ამ ფირმის,დაწესებულების მიერ წინასწარ დადგენილი წესის მიხედვით მოქცევა,
*პირადი დაცვის ნივთების კომპლექტის წამოღება და თავშესაფარში უპანიკოდ მისვლა,
*შესაბამისი ორგანოების მიერ დადგენილი წესის დაცვა.

საზოგადოებრივ ადგილებში, ქუჩაში :

*პანიკის გარეშე გავეშუროთ უახლოესი თავშესაფარის ან შენობების მიწისქვეშა ადგილებისკენ,
*თუ მანქანაში იმყოფებით, გადააყენეთ მანქანა ისე, რომ ხელი არ შეუშალოს მოძრაობას , ასევე სახანჱროებს და სასწრაფოდ გაეშურეთ უახლოესი თავშესაფრისაკენ,
*მიჰყევით თავშესაფრის საერთო წესებს და ნუ დაარღვევთ ამ წესებს,
*სკოლებში კი მასწავლებლები პრიორიტეტულად ზრუნავენ ჯერ მოსწავლეების უსაფრთხოებაზე და შემდეგ მიდიან ისინი თავშესაფარში,ანუ ბოლოს.


მთავარია საჰაერო საშიშროების სირენის გამოცხადების შემდეგ შეინარჩუნოთ აზროვნება, არ იფორიაქოთ, არ იპანიკოთ, თქვენი ასეთი საქციელით ხელი არ შეუშალოთ და საფრთხეში არ ჩააგდოთ სხვები და ასევე შესაბამისი ორგანოები, რომლებსაც ევალებათ ორგანიზება გაუწიონ მოსახლეობის უსაფრთხოებას.

თავშესაფარი დატოვეთ მხოლოდ საშიშროების შეწყვეტის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო თავდასხმამ გამოიწვია ნგრევები, მონაწილეობა მიიღეთ ჩახეგილების გასათავისუფლებელ საქმიანობაში, ომის დროს ნებისმიერის მობილიზაცია მეტად მნიშვნელოვანია.

მოკლედ, პირადად რაც გვევალება ყველაზე მეტად არის ეს:

*შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნუ დაკარგავთ ორიენტაციის შესაჱლებლობას,
*დაიფარეთ სასუნთქი გზები ხელსახოცით ან ტილოთი,ასევე თვალები საჭიროების შემთხვევაში,
*თუ აუცილებელია საკუთარ თავს თქვენ თვითონ აღმოუჩინეთ პირველადი დახმარება,ნუ დაელოდებით სხვას, თუ ფიზიკურად ამმის შესაძლებლობა ჯერ კიდევ გაქვთ,
*გამოსასვლელის ჩახერგვის შემთხვევაში რაიმე მყარი სხეულით წყვეტილი დარტყმებით კანალიზაციის ან სხვა საინსტალაციო მილებზე შეეცადეთ მიიპყროთ მშველელთა ყურადღება, გაიმეორეთ ეს კაკუნი ხშირად და დაელოდეთ შველას,
*თუ ჩახერგვა უშუალოდ თქვენს სიახლოვეში მოხდა, მოიკრიბეთ ძალები და შეეცადეთ მათ (ნამხსვრევები,ქვები,ფიცრები) მოცილებას, გაითვალისწინეთ, რომ ერთდროულად ნუ გამოილევთ ძალას, არამედ მოთმინებით და ნელნელა. ამ დროს აუცილებელია დაკვირვება, რომ ამათი მოცილებით სხვა საგნების ჩამოვარდნა არ მოხდეს და არ დაზიანდეთ ან უარესად არ ჩაიხერგოთ.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 12 2008, 09:39 AM

საჭირო ინფორმაციაა, დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 12 2008, 02:22 PM

მარიამი

2kiss.gif

თუ ვინმეს რაიმეს დამატება უნდა საჰაერო საშიშროების დროს წესებზე, დაწერეთ და მერე გავაგრძელოთ სხვა.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Sep 12 2008, 02:24 PM

მაგარია ნანა... მადლობა

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Sep 12 2008, 02:41 PM

staywhite
გაიხარე ნან, მე ამ თემის მიდმივი მკითხველი ვარ.
მადლობა, აუცილებელია მაგის ცოდნა.

ციტატა
*გავაღოთ ფანჯრები,


სიმართლე გითხრა, ფანჯრების გაღებაზე არ მიფიქრია.
როტო? შენობაში ჰაერის წნევის გამო, ბომბის აფეთქებისას ვითომ? ნგრევა ნაკლებია?

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 12 2008, 03:02 PM

k@the

ციტატა
სიმართლე გითხრა, ფანჯრების გაღებაზე არ მიფიქრია.
როტო? შენობაში ჰაერის წნევის გამო, ბომბის აფეთქებისას ვითომ? ნგრევა ნაკლებია?


მასეა, კატ kiss1.gif გარდა ამისა, დარტყმის ძალაც ნაკლებია და ასევე ნამსხვრევებს ავცდებით (ხშირ შემთხვევაში). მოკლედ, შენი ვარაუდი მართებულია.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Sep 12 2008, 03:15 PM

არ შეიძლია არ აღვნიშნო, რომ არცეთ ამდაგვარ საკითხში მობილიზებული არ იყო ჩვენი ქვეყანა.
თავი დაიცავით რითიც შეგიძლიათო და გაიქეცით სადაც შეგიძლიათო.

sad.gif

ძალიან სასარგებლო და აუცილებელი ჩევებია, უფალმა არ დაგვაჭირვოს...

საინტერესო იქნება ასევე პირველადი დახმარების შესახებაც თუ დაწერთ, და სურათებითაც თუ გაათვალსაჩინოებთ.
დიდი მადლობა ამ თემისთვის smile.gif kiss1.gif

ციტატა
*გავაღოთ ფანჯრები,
*გადავწიოთ ფარდები,
*ჩამოვწიოთ შტორები და სხვა მსგავსი დამცავი მოწყობილობები

ეს მეც მაინტერესებდა.


პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 12 2008, 04:25 PM

ციტატა
საინტერესო იქნება ასევე პირველადი დახმარების შესახებაც თუ დაწერთ, და სურათებითაც თუ გაათვალსაჩინოებთ.

+1

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Sep 12 2008, 04:28 PM

ციტატა
წყალი ან რაიმე უალკოჰოლო სასმელი,რომელიც თავდაცულ ჭურჭელშია,

უალკოჰოლო რატომ? შეიძლება კონფლიქტი ზამთარში ხდება და რომ არ გაიყნოს ადამიანი ზოგჯერ არის აუცილებელი ალკოჰოლიც, მაგალითად არაყი ან რამე მზგავსი რო გაახუროს სხეული smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 12 2008, 04:45 PM

ქავთარაძე

ციტატა
უალკოჰოლო რატომ? შეიძლება კონფლიქტი ზამთარში ხდება და რომ არ გაიყნოს ადამიანი ზოგჯერ არის აუცილებელი ალკოჰოლიც, მაგალითად არაყი ან რამე მზგავსი რო გაახუროს სხეული smile.gif


გათბობა სხვანაირადაც შეიძლება და ძალიან გთხოვთ ,სამასხარაოს ნუ გავხდით ამ თემას. წესია ასეთი,რომ არ შეიძლება,თუ რატომ ამას ბევრი ფიქრი და მიხვედრა არ სჭირდება.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 12 2008, 06:14 PM

1. პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა არასაველე პირობებში:

*პირველ რიგში დაზარალებული უნდა გავიყვანოთ ჩახერგვის, ხანძრის ან სახვა საშიშროებების ადგილიდან,შედარებით უსაფრთხო ადგილზე.
*შემამოწმოთ დაზიანებული, ჭრილობები, შევაფასოთ დაზიანების ხარისხი და მისი სიდიდე.
*შევეცადოთ დაზიანებულმა არ დაკარგოს გონება (თუ მანამდე გონზეა),საჭიროების შემთხვევაში ჩავუტაროთ ხელოვნური სუნთქვა ან გულის გარეგნული მასაჟი,
*გავუთავისუფლოთ სასუნთქი გზები და დაზიანებული დავაწვინოთ გვერდულად,
*სისხლდენის დროს სისხლდენა შევაჩეროთ თითების დაჭერით ან კომპრესის მჭიდრო შეხვევით, ასევე სუფთა ხელსახოცის ან მსგავსის დადება ხდება ჭრილობაზე და მას გარკვეული ხანი ასე ვაკავებთ,

*ჭრილობები და მათი შემოგარენი დავიცვათ ბანდის შეხვევით (თუ ბინტი არ გვაქვს, ნებისმიერი ნაჭერი, რაზეც ხელი მოგვიწვდება), თუ ჭრილობაში ჯერ კიდევ იმზოფება უცხო დიდი სხეულები: ტყვია,ნამსხვრევი, შუშა არავიტარ შემთხვევასი არ შევეცადოთ მათგან ჭრილობის გათავისუფლებას,
*მძიმე ჭრილობების დროს სხეულის დაზიანებული ნაწილი განვუთავსოთ ე.წ. იმობილიზაციურ პოზაში ანუ მოსვენებით პოზაში,თუ ხელთ გვაქვს, მივცეთ რომელიმე ანალგეტიკი და დაველოდოთ პროფესიონალ სამედიცინო პერსონალს,
*ასევე მოტეხილობის დროს სხეულის ეს ნაწილები უნდა განვუთავსოთ ისეთ პოზაში, რომ დატვირთული არ იყოს ძვლები , გავითვალისწინოთ აგრეთვე დაძარალებულის სურვილი,თუ რომელ პოზაში ნაკლებად გრძნობს ტკივილს,
*წელის მოტეხილობის ან დაზიანების დროს დაზიანებული უნდა დავაწვინოთ
მყარ, სწორ ადგილზე,

*თუ დაზიანებული იმყოფება უკვე შოკში და სასიცოცხლო ფუნქცია ნაკლებად შეიმჩნევა,სასწრაფოდ დავაწვინოთ მარჯვენა გვერდყე, ჩავათბოთ საფარველით და შევეცადოთ პრიორიტეტულად აღმოუჩინონ სასწრაფო სამედიცინო დახმარება შესაბამისმა პროფესიონალმა პერსონალმა,
*თუ საჰაერო თავდასხმის დროს დამრტყმელი ტალღით დაზიანებულთან გვაქვს საქმე, ან თავის, მკერდის და მუცლის არის ნებისმიერი სახის მძიმე დაზიანებაა, შევეცადოთ პრიორიტეტულად მიხედოს სამედიცინო პროფესიუნალურმა პერსონალმა, მანამდე კი მის მოძრაობას მოვერიდოთ.

2. ჩვენი მობილიზაცია საჭიროა აგრეთვე ყოველივე ამის,მომხდარის შემდეგაც.


სანამ შესაბამისი პროფესიული "ძალები" გამოცხადდებიან შემთხვევის ადგილზე:

*გადარჩენილები გამოვიყვანოთ ნანგრევებიდან ან მომხდარის ადგილებიდან უსაფრთხო ადგილებზე,
*დაღუპულების სხეულებს ნუ გადაადგილებთ,თუ ამის მოთხოვნილება არ არის სიტუაციიდან გამომდინარე ანუ თუ ისინი ხელს არ უშლიან ცოცხლების ამოყვანას, დაფარეთ ისინი რაიმე საფარველით,თუ ეს ხელთ გაქვთ,
*დაღუპულების სამყოფელი დაიმახსოვრეთ და შემდეგ შესაბამის პერსონალს აცნობეთ,
*შეამოწმეთ ადგილზე გაზგაყვანილობის და წყალგაყვანილობის მილები,ისინი აუცილებლად უნდა დაიკეტოს,
*სასმელი წყლის რეზერვუარები ან ჭები დაფარეთ რაიმე სახურავით,
*თუ სოფლის პირობებში ვართ,საქონელი უნდა გავიყვანოთ უსაფრთხო ადგილზე ანუ ამ ადგილს მოვაცილოთ,
*თუ სადმე შენიშნავთ საეჭვო საგნებს,რომლებიც პოტენციურად შესაძლოა საფეთქებელი ნივთიერებები იყოს, ნუ შეეხებით მათ და ნუ შეეცდებით მათ გადაადგილებას,დაიმახსოვრეთ ადგილსამყოფელი და აცნობეთ შესაბამის პერსონალს,
*პროვიზორულად დამარხეთ მკვდარი ცხოველები და ღია საფლავები დახურეთ,
*თუ შეამჩნევთ გზების ჩახერგვას, ჩანგრეულ ხიდებს და მსგავსი, აღნიშეთ ადგილები და აცნობეთ შესაბამის პერსონალს,
*თუ სპეციალური ორგანოებიდან პერსონალი მომხდარის ადგილზე ვერ გამოცხადდება 2 დღის განმავლობაში, შეეცადეთ დაღუპულთა იდენტიფიცირება და აუცილებლად დამარხეთ ისინი ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით,
*საქმიანობებში ჩართეთ ნებისმიერი მობილიზებადი პიროვნება და შეეცადეთ მაქსიმალურად გონიერად იმოქმედოთ.


ეს რაც დავწერე, არის არასაველე შემთხვევები.

ასევე დავწერ საველე შემთხვევებსაც, რომელის ცოდნაც არ გვაწყენს არასაველე პირობებშიც.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Sep 12 2008, 06:22 PM

staywhite

ციტატა
ტყვია,ნამსხვრევი, შუშა არავიტარ შემთხვევასი არ შევეცადოთ მათგან ჭრილობის გათავისუფლებას,

ვაიმე, ეს რატომ?

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 12 2008, 06:30 PM

kato_Bato

ციტატა
ვაიმე, ეს რატომ?


იმიტომ კატუშ, რომ გამოიწვევს მეტ სისხლდენას და ასევე შეიძლება უფრო დააზიანოს შიგნეულობა, მითუფრო თუ ეს უცხო სხეული არის არასწორზედაპირიანი.

საველე პირობებში პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

გარეგანი სისხლდენის შეჩერება შეიძლება მოხერხდეს რამდენიმე მეთოდის გამოყენებით (შინაგან სისხლდენას თუ რომელიმე ”კუსტარული” მეთოდი შველის, არ ვარ დარწმუნებული, ვგონებ არა). ინტენსიური სისხლდენა უნდა შეჩერდეს სწრაფად, მოსალოდნელი სისხლისგან დაცლის საშიშროების გამო. ყველაზე პირველადი მეთოდია ჭრილობის ირგვლივ თითებით მოჭერა: ჭრილობის ახლოს ვუჭერთ ხელებს და ჭრილობის ორივე მხარეს ერთმანეთს ვადებთ ანუ ”ვხურავთ” ჭრილობას, დაზაიანებული სისხლძარღვები ასე ”დაჭერილია” და საკმაო წარმატებით შეიძლება სისხლდენის შეჩერება. გარკვეული დროის შემდეგ ვუშვებთ ხელს და ვამოწმებთ, სისხლი კიდევ თუ სდის,საჭიროების შემთხვევაში პროცედურას ვიმეორებთ (1 სურათზე ბ ).

სხეულზე იძებნება სპეციალური ლოკალური ადგილები, რომელთა მძაფრი დაჭერა იწვევს სისხლდენის შეჩერებას, გააჩნია ასევე რა ადგილზეა ჭრილობა. ეს წერტილები ნაჩვენებია სურათ 1-ზე.

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=403&i=sur1qe8.jpg

სურ.1

ყველაზე ხშირი და გავრცელებული მეთოდია ჭრილობაზე სახვევის, ნაჭრის, მარლის დაჭერა. ნაჩვენებია მე-2 სურათზე.

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img238/sur2qz7.jpg/1/

სურ. 2

მე-3 სურათზე კი ნაჩვენებია ე.წ. არტახის დადება.ძალიან წარმატებული მეთოდია, მაგრამ ამავე დროს მეტად სახიფათო, საჭიროებს მოხერხებულობას და აგრეთვე ვარჯიშს. ეს პროცედურა გამოიყენება მაშინ, როცა ექსტრემიტეტებია (ხელი, ფეხი) ძლიერ დაზიანებული და ისიც იმ შემთხვევაში, როცა ქირურგიული ჩარევითაც კი გამორიცხულია მათი შენარჩუნება (თითქმის მოწყვეტილი ხელი ან ფეხი). არტახად გამოიყენება ნებისმიერი ”ბანდი” საკმაო სიფართის (2 სმ-ზე მეტი), სიგრძის და გამძლეობის, მაგ. თავსაფარი, ქამარი, ნებისმიერი მაგარი არაფლეთადი ნაჭერი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არტახად ძაფების, თოკის, ფეხსაცმლის შნურის გამოყენება, რომლებიც უკიდურესობამდე დააზიანებენ არსებულ ჯანმრთელ ქსოვილებს (სურათზე ა ).

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img238/sur3hj0.jpg/1/

სურ. 3
საერთოდ, ამ შემთხვევაში მოსალოდნელია კომური მდგომარეობა, ამიტომაც შესაძლებლობის შესაბამისად დაჭრილი სასწრაფოდ უნდა იქნას გადაყვანილი სამედიცინო პუნქტში.

არტახის გამოყენება-დადებას აჩვენებს სურათი 3.

სისხლმდენი ჭრილობების შემთხვევაში არაა გამორიცხული ბევრი სისხლის დაკარგვა, ამის შედეგად გამოწვეული მდგომარეობაა სიფერმკრთალე, ოფლის მოჭარბება, გადაცივება, თავბრუსხვევა, გულისრევა,სისუსტე,წყურვილის მომძაფრება, ზედაპირული სუნთქვა, პულსის მომატება. მას ვაწვენთ ზურგზე და შემაღლებულ საგანზე ფეხებს ვაწყობინებთ (სურ. 4).

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img167/sur3imobilizaciaeu9.jpg/1/



პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Sep 12 2008, 07:27 PM

staywhite
სამასხარაოდ ვინ გახადა ნანა? და რა შემატყვე მასხარის? შენ თუ ხარ გამოცდილი მაგ ამბავში უნდა იცოდე , რომ ადამიანი შეიძლება ისეთ ამბავში მოყვეს, მაგალითად ტყეში სადაც ომის დროს ცეცხლის დანთება კიარა სიგარეტის მოწევაც შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს სასურველია იქონიო ალკოჰოლო, მე პირადად ეგ ვიცი ალპინიზმიდან როცა შეიძლება თოვლის ნაპრალში ჩავარდე და ბევრი გადარჩენილა მაგალითად კონიაკის წრუპვით.
ასე რომ შენი სიბრაზე უსაფუძვლო იყო მერწმუნე.

ციტატა
სისხლმდენი ჭრილობების შემთხვევაში არაა გამორიცხული ბევრი სისხლის დაკარგვა, ამის შედეგად გამოწვეული მდგომარეობაა სიფერმკრთალე, ოფლის მოჭარბება, გადაცივება, თავბრუსხვევა, გულისრევა,სისუსტე,წყურვილის მომძაფრება, ზედაპირული სუნთქვა, პულსის მომატება. მას ვაწვენთ ზურგზე და შემაღლებულ საგანზე ფეხებს ვაწყობინებთ (სურ. 4).

თუ თავის არეშია დაჭრილი და შემავალი ჭრილობაა ეგ მოქმედება შეიძლება დამღუპველიც აღმოჩნდეს, რადგან მაგ დროს სისხლი ტვინს აწვება და შეიძლება უფრო დაიცალოს სისხლისგან ადამიანი ხოლო როცა თავს ქვევითაა ეგ მოქმედება იმისთვისაა უფრო განკუთვნილი , რომ ტვინი არ მოკვდეს სისხლის ნაკლებობისგან smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 12 2008, 07:27 PM

ქავთარაძე

ციტატა
სამასხარაოდ ვინ გახადა ნანა? და რა შემატყვე მასხარის? შენ თუ ხარ გამოცდილი მაგ ამბავში უნდა იცოდე , რომ ადამიანი შეიძლება ისეთ ამბავში მოყვეს, მაგალითად ტყეში სადაც ომის დროს ცეცხლის დანთება კიარა სიგარეტის მოწევაც შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს სასურველია იქონიო ალკოჰოლო, მე პირადად ეგ ვიცი ალპინიზმიდან როცა შეიძლება თოვლის ნაპრალში ჩავარდე და ბევრი გადარჩენილა მაგალითად კონიაკის წრუპვით.
ასე რომ შენი სიბრაზე უსაფუძვლო იყო მერწმუნე.




აქ ტყეზე არ იყო საუბარი,არამედ ტავშესაფარზე ურბანულ პირობებში.ტყეებზე მერე გადავიდეთ .

მაპატიე, თუ მოგეჩვენა რომ გავბრაზდი და თუ სერიოზულად იგულისხმე,ბოდიშს ვიხდი.

პ.ს. ველურ ვეგეტაციურ პირობებზე რომ გადავალთ,იქ დაწერე შენც რაც იცი smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Sep 12 2008, 07:31 PM

კიდე იმ შემთხვევაში თუ დაზიანებულია რომელიმე ცენტრალური არტერეა კიდურების(ფეხის, ხელის) არეში სასურველია დავაწყვოთ ზედ ყინული ან რაიმე ცივი საგანი რათა თავიდან ავიცილოთ განგრენა რომელსაც აგრეთვე სისხლის ნაკლებობა იწვევს და იმ დაზიანებული არტერიის არეში სისხლი დედდება მაგ მომენტში ასევე სახიფათოა სისხლის კოლტის-ტრომბის გულის არეში მოხვედრა რაც გამოიწვევს გულის გაჩერებას ხოლო ცივი საგანი სისხლს ათხიერებს.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 12 2008, 07:32 PM

ქავთარაძე

ციტატა
თუ თავის არეშია დაჭრილი და შემავალი ჭრილობაა ეგ მოქმედება შეიძლება დამღუპველიც აღმოჩნდეს, რადგან მაგ დროს სისხლი ტვინს აწვება და შეიძლება უფრო დაიცალოს სისხლისგან ადამიანი ხოლო როცა თავს ქვევითაა ეგ მოქმედება იმისთვისაა უფრო განკუთვნილი , რომ ტვინი არ მოკვდეს სისხლის ნაკლებობისგან smile.gif




რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება თავის ჭრილობები,მაგაზე მერე დავწერ,ეგ ცალკე სპეციფიკური საკითხია და მეტად მოსაფრთხილებელი. თავზე დაჭრილი თუ გონზეა არც დაგანებებს თავის დაბლა დადებას, ეს ტკივილსაც იწვევს.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Sep 12 2008, 07:33 PM

staywhite
რავი ნანა, ამ ომის პერიოდში გორელები , ახალგორელები , კარალეთის მოსახლეობა და კონფლიქტური ზონის ზოგადად მკვიდრი ხალხი ტყეში იყო გახიზნული და დღემდე იქ რჩებიან და მაინ მაგიტო დავწერე, უფრო საჭიროდ მიმაჩნია. smile.gif

staywhite
ok's მაშინ აღარ შეგიშლი ხელს :)

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 12 2008, 07:39 PM

ქავთარაძე

ციტატა
ხოლო ცივი საგანი სისხლს ათხიერებს.


ფიზიკის მიხედვით ცივი საგანი ანელებს სისხლის მოძრაობის სიჩქარეს და შესაბამისად იწვევს სისხლდენის შეჩერებას. თუმცა, შოკურ მდგომარეობებში ცივი მოსარიდებელია,მაგ დროს უფრო თბილად უნდა შენარჩუნდეს სხეული, რომ ბუნებრივი ტემპერატურის მოსალოდნელ დაკლებას ხელი შევუშალოთ.მოკლედ, გააჩნია, რომელია უფრო უპირველესად დასათრგუნი.

ქავთარაძე
ციტატა
ok's მაშინ აღარ შეგიშლი ხელს smile.gif


კი არ მიშლი,ძალიან კაი რარაცებს წერ smile.gif ტყეებზე კი დაწერე მერე, შენ გექნება მაგის გამოცდილება "პახოდებიდანაც".

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Sep 12 2008, 07:59 PM

staywhite

ციტატა
ტყეებზე კი დაწერე მერე, შენ გექნება მაგის გამოცდილება "პახოდებიდანაც".

პახოდების გამოცდილება იმდენად საჭირო არაა რამდენადაც მონათხრობი მეომრებისგან, მაგალითად იმაზე, რომ ჩემი მეგობრის თანამეომარი, კომანდოს სპეცრაზმის წევრი ბიჭი ტყეში სნაიპერმა სიგარეტის ცეცხლზე მოკლა და მათ ნაწილს ცეცხლი გაუხსნეს მაგ დროს და 2 მძიმედ დაუჭრეს, ეს ისე რო საერთოდ არც ჩვენმა მხარემ არ იცოდა მათი ადგილსამყოფელი და მითუმეტეს რუსებმა...

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Sep 12 2008, 08:13 PM

ციტატა
ფიზიკის მიხედვით ცივი საგანი ანელებს სისხლის მოძრაობის სიჩქარეს და შესაბამისად იწვევს სისხლდენის შეჩერებას.

არა, ცივი საგანი ავიწროვებს კაპილარებს, ეხლა დავეჭვდი ჩემს ნათქვამში და ჩემ დას დავურეკე biggrin.gif იმან კიდო ეგ მითხრა, მე სისხლი მაწონივით მეგონა დედდებოდა სითბოში

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 12 2008, 08:22 PM

ქავთარაძე

ციტატა
ეხლა დავეჭვდი ჩემს ნათქვამში და ჩემ დას დავურეკე


კითხე შენს დას კიდევ ამ საკიტხებზე,ჭრილობებზე და დაწერე smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Sep 12 2008, 08:27 PM

staywhite
აუ მობილურზე დავურეკე წეღანაც biggrin.gif და გვიან რო მოვა ვეტყვი რო დაწეროს რამე smile.gif

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Sep 12 2008, 09:37 PM

staywhite
wub.gif 2kiss.gif გაიხარე

პოსტის ავტორი: nino kiwo თარიღი: Sep 13 2008, 11:35 AM

ბრავო ნანა. კარგი თემაა . ვიცოდეთ იმიტომ რომ მშვიდობა გვინდა და არა იმიტომ რომ ომისტვის ვემზადებით.
მგონი ასეტი ,,პლაკატი" იყო სკოლაში როცა სამხედროს გვასწავლიდნენ.
სკოლა გამახსენდა kiss1.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 14 2008, 08:14 PM

q-e-T-i
nino kiwo

მადლობა,ლამაზებო, შეფასებისათვის 2kiss.gif

გავაგრძელებ მე. თუ წინა საკითხების გავრცობა ვინმეს სურს, სიამოვნებით მოვისმენდით. იაქტიურეთ ცოტა smile.gif ქავთარაძე დაპირების მიხედვით პირველად სამედიცინო დახმარების ამბებს მისი დის რჩევებით შეავსებს.

ახლა მოკლე მიმოხილვას გავაკეთებ უცნობ ადგილებში შესაძლო ორიენტირების ზოგიერთ მეთოდზე. ვთხოვ ზაზას , კანუდოსელი, ასევე, თუ რაიმე საინტერესო მეთოდის შემოთავაზება შეუძლია არ დაიზაროს და მიამატოს,ასევე ნებისმიერს ცხადია.

(სურათები ცალკე არ დავხატე,არ მაქვს კარგი სამაგისო პროგრამები და პირდაპირ ფოტოებს დავდებ, ენა არის სერბოხორვატული, რუსულას გავს, ისედაც ახსნებს მივაწერ ქვეშ რაც სავარაუდოდ იქნებ გაუგებარი იყოს).

1.ორიენტირება ეკლესიების, მეჩეთის , საფლავების და ხის ჭრილის მიხედვით.სურ.1 >

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img513/mxareebink4.jpg/1/
სურ.1

ასევე შეგიძლიათ დააკვირდეთ ხეებს, რომელ მხარესაც ხავსი აქვს, ის მხარეა ჩრდილოეთი.

2.აქ ხდება ჰორიზონტის მხარეების ორიენტირება მზის ლოკაციის მიხედვით: ზემოთ ნაჩვენებია ცაზე მზის მდებარეობა შუადღემდე და ქვემოთ კი შუადღის მერე. ანუ ამ დროს ხდება სამხრეთის დადგენა, რომლის მერეც ვადგენთ ნებისმიერ ჰორისზონტის მხარეს. სურ.2 >

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img61/mzead4.jpg/1/

სურ.2

3.აქ ხდება ღამის პირობებში ჩრდილოთის ვარსკვლავის (პოლარული ვარსკვლავი) მიხედვით დადგენა. ეს თანავარსკვლავედი (მცირე დათვის თანავარსკვლავედი) ჩვენს ნახევარსფეროდან მკვეთრად შემჩნევადია წელიწადის ნებისმიერ დროს და ადვილია ამიტომაც. აქ ვადგენთ ჩრდილოეთის მიმართულებას. სურ.3>

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img61/varskvlcb7.jpg/1/
სურ.3

4.მთვარის მიხედვით ორიენტირება: პირველ ადგილზე ნახატში არის ახალი მთვარე, 18 საათის მერე მზის ჩასვლის მერე მდებარეობს ცის დასავლეთით. სურ.4>

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img91/mtvaredq4.jpg/1/
სურ.4

მეორე ადგილზე სურათში ნაჩვენებია ნახევარმთვარის პოზიცია პირველ მეოთხეში : ამოდის 12 საათზე და 18 საათისთვის ჩნდება ცის თაღზე სამხრეთით, 24 საათის მერე კი ინაცვლებს დასავლეთით.

მესამე ნახატში ნაჩვენებია სრული მთვარე, ამოდის 18 საათზე , ჩნდება ცის თაღზე აღმოსავლეთით, 24 საათისთვის კი გადადის სამხრეთით, დილის 6 საათისთვის კი ინაცვლებს დასავლეთით.

მეორე ადგილზე სურათში ნაჩვენებია ნახევარმთვარის პოზიცია ბოლო მეოთხეში :24 საათზე ამოდის აღმოსავლეთით , 6-ზე კი ინაცვლებს სამხრეთით და 12 საათიდან გადადის დასავლეთში.

5.აქაც უმარტივესი მეთოდია ნაჩვენები: საათის და მზის საშუალებით ორიენტირება. საათის პატარა ისარს მივმართავთ მზისკენ, პატარა და დიდ ისრებს შორის ”ბისექტრისა” (შუა სხივი) კი გვიჩვენებს სამხრეთის მიმართულებას. სურათზე კარგად ჩანს და ვგონებ ბევრი კომენტარი არ ჭირდება. სურ.5>

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/img390/saatinl6.jpg/1/

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Sep 14 2008, 09:54 PM

staywhite

ნაან, რა მაგარი თემაა. ზოგი რამ მგონია გადმოვიწერო კიდეც smile.gif დიიდიი მადლობა 2kiss.gif სამწუხაროა, რომ მხოლოდ წამკითხველად გამოვდგები smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 14 2008, 10:58 PM

.ნინო 2kiss.gif

ციტატა
სამწუხაროა, რომ მხოლოდ წამკითხველად გამოვდგები smile.gif


რატომ? აბა კარგად გადახედე smile.gif აქ რაც წერია, ნებისმიერს შეუძლია გააკეთოს.

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Sep 15 2008, 02:55 PM

staywhite
გაკეთებით კი გავაკეთებ, ღმერთმა არ დამაჭირვოს, მაგრამ მაინც smile.gif დამატებით ვერ დავამატებ თქო, ვერაფერს...

სამედიცინო რაღაცეებში კი ვერკვევი მეტ-ნაკლებად. იმდენი ექიმი მყავს გარშემო რომ რა ვიცი, მაგრამ სასწრაფო გადაუდებელი დახმარების შესახებ ბევრი რამ ეხლა გავიგე აქედან smile.gif

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Sep 15 2008, 03:02 PM

ხო კარგი თემაა მაგრამ მარტო თავშესაფრებისთვის კი არა ზოგადად პირდაპირ დაბომბის ზონაში კოფნისას როგორ უნდა მოიქცე ისიც საჭიროა მგონი, ბევრმა მართლა არ იცოდა რა ექნა კონკრეტულად დაბომბის მომენტში.
თავიდან მეც მაგრად დავიბენი, პირველზე ვერც გავიაზრა რომ დაგვბომბეს ბოლომდე მეორედ ოთხ ბომბამდე რომ დავთავლე ჰაერში და თავები დაბლა დაწიეს მიწისკენ მერე მივხდი რომ თავშესაფარი უნდა მეძებნა.
თუმცა ამ შემთხვევაში გამოსავალი მარტივია ხოლო არჩევანი ერთადერთი, მოძებნო უახლოესი თავშესაფარი, მოფარებული, ან სანგარი ავიაციის ხმის გაგონებისთანავე და დაწვე მიწაზე მაქსიმალურად ახლოს რომ ჭურვის ნამსხვრევები მაინც არ დაგეცეს თუ გაგიმართლა და ჭურვი შენს სიახლოვეს არ აფრთქდა. (ხო დაწოლა კარგია, მაგრამ თუ ეგრეთ წოდებული ,,ვაკუუმიანი" ჭურვია მაშინ უკვე საქმე ცუდადაა ასე რომ უშუალოდ დაბომბვაში მყოლისას საუკეთესო ვარიანტია რომ გაგიმართლოს.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 15 2008, 04:53 PM

staywhite
მეჩეთის მითითება არა მგონია მთლად მართებული იყოს (ვგულისხმობ სერბული წიგნიდან), რადგან მეჩეთის ყიბლის მიმართულება არის არა ჰორიზონტის რომელიმე მხარისკენ (ეკლესიისაგან განსხვავებით), არამედ ქ. მექასკენ. შესაბამისად, თუკი სერბეთიდან ყიბლა (და მეჩეთის მინარეთი) სამხრ.-აღმოსავლეთითაა, საქართველოში ზუსტად სამხრეთითაა

დანარჩენი კარგია kiss1.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 15 2008, 06:50 PM

ციტატა
რადგან მეჩეთის ყიბლის მიმართულება არის არა ჰორიზონტის რომელიმე მხარისკენ (ეკლესიისაგან განსხვავებით), არამედ ქ. მექასკენ.


მართალი ხარ , დათო, დამავიწყდა მითითება,მაგრამ ჩვენთანაც ხომ დგას მეჩეთი და ყიბლისკენაა smile.gif ხოდა დანარჩენი რაღა უნდა biggrin.gif ხო,მაგაზე ბოლო პოსტში მიწერია, რომ სურათები არ გადამიკეთებია,პროგრამა არ მაქვს პეინტის გარდა და საშინელებაა პეინტი.

piligrimi

მართალია, კასეტურ ბომბებისთვის აუცილებელია მხოლოდ თავშესაფარი.

პოსტის ავტორი: HANIBALA თარიღი: Sep 24 2008, 05:24 PM

კაი თემაა მარა რათ გვინდა?საგანგებო მდგომარეობაში ისედაც ყველა დაიბნევა ეს ნახატები ვის ემახსოვრებაbiggrin.gifხალხი ამას ცლები სცავლობს და ვერაფერში ვარგიან და ესე საიტზე ნასწავლით თუ ვინმე გადაარჩენთ ვინმეს მაშინს ის ადამიანი საქართველოს მომავალში ძაან გამოადგებაsmile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 24 2008, 08:20 PM

HANIBALA

ციტატა
თუ ვინმე გადაარჩენთ ვინმეს მაშინს ის ადამიანი საქართველოს მომავალში ძაან გამოადგებაsmile.gif


მოხიბლული ვრჩებით შენი განათლების დონით. საწყენია რომ შენნაირი ტრაწიანების გამო და შენნაირების დასაცავად იმდენი ნამდვილი ვაჟკაცი დაეცა.

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Sep 24 2008, 08:52 PM

ციტატა
კაი თემაა მარა რათ გვინდა?საგანგებო მდგომარეობაში ისედაც ყველა დაიბნევა ეს ნახატები ვის ემახსოვრებახალხი ამას ცლები სცავლობს და ვერაფერში ვარგიან და ესე საიტზე ნასწავლით თუ ვინმე გადაარჩენთ ვინმეს მაშინს ის ადამიანი საქართველოს მომავალში ძაან გამოადგება


არ ვიცი, მე პირადა ასე ვარ და მგონია, რომ ყველას აქვს ეს უნარი: ექსტრემალურ სიტუაციაში, არ მახსოვს დავბნეულიყავი... რაც ყურმოკვრითაც კი გამიგონია, ისისც კი მახსენდება და თან ტვინი ელვის სისწრაფით იწყებს მუშაობას.... ამიტომ პირადად მე, ეს ნაწერი ძალიან გამომადგება. (ღმერთმა არ დამაჭირვოს თორემ)

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 19 2008, 06:18 PM

მეგობრებო, იხილეთ ეს ვებგვერდი, ძალიან საინტერესო ინფორმაციაა ქართულად, მოგეწონებათ, მშვენივრად აქვს ავტორს აღწერილი პირველადი დახმარებები და მსგავსები:

http://medportal.ge/first_aid/menu.htm

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 3 2008, 04:31 AM

ყოჩაღ!

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 4 2009, 12:24 AM

staywhite


ნან, აქ სენ რაც გიწერია უფრო, მოწესრიგებული ქვეყნებისთვის არის, ანუ იმ ქვეყნებისთვისაც, ვისაც აქვს უკვე თავშესაფარი.


საქართველოში ასეთი რამ არ არის. ამბობენ, ვითომ მეტროო, მაგრამ არც ის არის გამძლე იმ ბომბების მიმართ რასაც დღეს ყეიან, ,,პადვლები, ხომ სატვალავში ჩასაგდები არაა.

ანუ ჩვენს პირობებში, დაბომბვსიდ როს, ჯობია დავრჩეთ შენობაში თუ დავტოვოთ შენობა.

ალბათ ჯობია რომ დავწვეთ, მაგრამ უკეთესი იქნება რაიმე მყარი საგნის ახლოს, მაგალუთად ხის ან კედლის, თუ მათგან მოშორებით.

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Feb 4 2009, 12:58 AM

ციტატა
პანიკის გარეშე მიდით თავშესაფარში, ბუნკერში.

ციტატა
გავეშუროთ უახლოესი თავშესაფარის

ძალიან საჭირო ინფორმაციებია, მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს. საქართველოში რამდენადაა შესაძლებელი ამ ყველაფრის განხორციელება?
მაგალითად: სად გვაქვს შესაბამისი თავშესაფრები თუ ბუნკერები?

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 4 2009, 11:07 AM

orthodox-georgia

ციტატა
მაგალითად: სად გვაქვს შესაბამისი თავშესაფრები თუ ბუნკერები?

ჩემს დროს იყო ბუნკერებიც, თავშესაფარიც და სამოქალაქო თავდაცვასაც ვსწავლობდით. ახლანდელ სიტუაციაზე ბევრი არაფერი ვიცი, მხოლოდ არსენალში გამიგონია, რომ არ არსებობს არც ბუნკერი და არც მსგავსი თავშესაფარი უკვე, რაც მის დანიშნულებას შეასრულებს. ამბობენ, რომ რაც იყო დანგრეულია ან კაფე-ბარებია გახსნილიო. მოკლედ: სამოქალაქო თავდაცვა საქართველოში =0 .

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 4 2009, 11:59 AM

staywhite

ციტატა
სამოქალაქო თავდაცვა საქართველოში =0 .



ხოდა, სწორედ მაგის გამო ამოვქექე ეს თემა და დაგისვი შეკითხვა, შენ კიდევ მე არ მიპასუხე biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 4 2009, 12:27 PM

მხევალი ნინო
ნინო, ახლა ვნახე შენი პოსტი sad.gif მაგ პერიოდში მე არ შემოვდიოდი და გამომრჩა.

ციტატა
ნან, აქ სენ რაც გიწერია უფრო, მოწესრიგებული ქვეყნებისთვის არის, ანუ იმ ქვეყნებისთვისაც, ვისაც აქვს უკვე თავშესაფარი.

ხო, ეგ სტატიის იმპუნქტს ეკუთვნის,სადაც თავშესაფარში ქცევის წესებზეა საუბარი. მიუხედავად ყველაფრის, ცოდნა მაინც არ გვაწყენს.

ვიმეორებ, ჩემს დროს სწორედ უწესიერესად იყო ეს საკითხი მოწესრიგებული.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 4 2009, 03:35 PM

staywhite

ციტატა
მიუხედავად ყველაფრის, ცოდნა მაინც არ გვაწყენს



შენ უფრო გამოცდილი ადამიანი ხარ, ეგებ ექსტრემალურ პირობებზეც ვისაუბროთ,. ანუ,იმ პირობებზე, როცა არ არის ტავშესაფარი, რა გავაკეთოთ,შენობაში შევიდეთ თუ დავტოვოთ, კედელტანა ხლოს ჯობია ყოფნა თუ მოშორებით და აშ

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 4 2009, 03:38 PM

მხევალი ნინო
მაგ კითხვებზე ნაწილის პასუხი უკვე ზედა პოსტებში წერია, რაც არა და ვიცი, აუცილებლად დავამატებ. ახლა არ მცალია უბრალოდ kiss1.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)