აქ ვთქვათ იმაზე თუ რა როლი შეასრულა ქრისტიანობამ, წმინდანებმა საქართველოს წარსულში. განხილვა არ იყოს წმინდა რელიგიური, იყოს ისტორიული შეფასებები(პირადი).
მე დავიწყებ. პირადად ჩემი აზრი რომ გითხრათ ქრისტიანობამ უდიდესი სიტყვა ერის გადარჩენაში XVI-XVII საუკუნეებში თქვა.
ქრისტიანობა საქართველოს ყოველ მძიმე წუთს მხარში ედგა და უდიდესი ბრძოლები სწორედ ქრისტეს დახმარებით წავმართეთ...ქართველი ერის ფსიქიკაში ქრისტიანობა უტოლდება ადამიანის მრწამსს.
ხარ ქართველი ნიშნავს ხარ მართმადიებელიც.
ქართული ისტორიის ვერცერთ ფურცელზე ვერ ნახავთ ისეთ ადგილს სადაც ქრისტიანობა არ იყოს მოხსენიებული და რაიმე საქმის წამმართველი
just man
afxazi
ისტორიულად ეს ასე იყო. დღეს რა თქმა უნდა ეგრე არაა.
ის საუკუნეები, რომელიც მე ვთქვი მართლა უმძიმესი იყო და მაგდ დროს გათათრება ქართულობის უარყოფას ნიშნავდა.
afxazi
ხო შეიძლება ეგრეცაა...
არც მე მომწონს რომ ეს ასეა...
მამფალი
მე კითხვებს პირიქით ვსვამ ხოლმე, რა გაუკეთა საქართველოს სახელმწიფომ საქართველოს ეკლესიას?
ჩემთვის მოტივაცია, 'ეკლესია სახელმწიფოს სამსახურში' ძირშივე არაქრისტეანულია..
ქართული ეკლესია არ იყო სამსახურში ქვეყნისა იმ აზრით რომ მორჩილი ყოფილიყო მისი. ერთობა საქმეში და არც ერთი იყო უპირველეს და არც მეორე. თუ არ ჩავთვლით ხანძთელის დროს სასულიეროთა პირველობას და დავითის დროს კიდე სხვა რეალობას: გათანაბრებას.
სახელმწიფოს მნიშვნელობა ეკელსიითვის ასეთი დიდი რომ არა მაშინ არც ხანძთელი იშრომებდა და არც მროველი იომებდა მარაბდაში. სახელწიფო სხეულია, ეკლესია სული. თუკი სხეული მახინჯია, სულიც ემსგავსება და პირიქით. პაპი რომისა ქრისტეს მოციქულს კი არა ეშმას მოციქულს გავდა შუა საუკუნეებში და ეს იმიტომ რომ ის ცდილობდა საეხელმწიფოს როლის შესრულებას.
საქართველო ეკლსიის სიწმინდის შესანარჩუნებლად საუკეთესო ადგილი აღმოჩნდა
მნათე
ჩემი აზრით ეკლესია მისი თავის სამსახურში უნდა იყოს და შემდეგ შეძლებისმაგვარად სახელმწიფოსიც არა?
მნათე
ეეჰ! სწორი ხარ ძმისშვილო სწორი!
ქრისტიანობა ქართველი ერთმანეთთან ასოცირდებოდა,სიტყვა ქართველში იგულისხმებოდა თავისი წამომავლობა და რელიგიური მრწამსი ქრისტიანობა,ქრისტიანობის დაცვა ,თავისი ქართველობის დაცვა იყო და პირიქით.
ილია ჭავჭავაძემ თქვა ეს კარგად მამული,ენა,სარწმუნოება.
ქრისტიანობას დღეს აკისრია ყველაზე დიდი მისია.
ეკლეიის როლი ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა ჩვენ ისტორიაში, დღეს მითუმეთეს კარგად ვამჩნევ ამას რადგან, უშვალო თვითმხილველი ვარ იმ ბრძოლისა, რომელსაც ეკლესია ეწევა ჩვენი ერის გადასარჩენად
შაკუნა
ქრისტიანობამ უდიდესი როლი შეასრულა რომ დღეს ეს ქვეყანა არსებობს და მოვიდა აქამდე.თუნდაც ის რად ღირს როგორ დებდნენ თავს ქართველები რჯულის დასაცავად და რა დიდი რწმენით იბრძოდნენ იმ დიდ ომებში საამაყო რომ გვაქვს დღემდე
ქრისტიანობამ როგორც რელიგიამ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს მომავალ განვითარებაში...
რელიგიას როგორც მოგეხსენებათ დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის განვითარებაში..... და ამის შესახებ აღარ გავაგრძელებ...
საქართველოს ისტორიაში მეტად საინტერესო ფაქტია ის რომ როდესაც გამოცხადდა მირიაან მეფის დროს IV საუკუნესი ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად ამის მერე მთლიანად განისაძღვრა საქართველოს ისტორიული პოლიტიკური ბედი...
მირიანის ასეთი საქციელის გამო მოხიბლული კონსტანტინე მირიანის შვილსაც კი ათავისუფლებს რომელიც თავად ყჰავდა წაყვანილი...
მომდევნო საუკუნეებს რაც შეხება აღსანიშნავია ის რომ საქართველოს ყოველთვის უწევდა ბრძოლა ორ მათლმადიდებლუ და მუსლიმანურ სამყაროსთან..
და თავისი არჩევანი მაინც მიმართული უფრო რელიგიის გამო იყო ქრისტიანულ სახელმწიფოებისკენ... ამის უამრავი მაგალითია..
თუ კი ქართველში მართლმადიდებელი იგულისხმებოდა ძველად ეს ალბათ უფრო მენტალური თვისებების დამსახურებაა....
"ქართული სამყარო მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ განაპირობა და დაიცვა. მართლმადიდებლობა არის ჩვენი ისტორიის არჩევანი".
/ილია II/
"ქართული ერთობის ერთ-ერთ ფუნდამენტს საუკუნეთა განმავლობაში წარმოადგენდა მართლმადიდებლობა. ქართველის იდენტობა წარმოუდგენელია ეროვნული ღირებულებების და თითქმის ეროვნულ ღირებულებად ქცეული მართლმადიდებლობის გარეშე".
/ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)
"უფლის ციხე" N3, 2014, გვ. 25/
"უკიდურესი გაჭირვების გამო ადამიანი ზოგჯერ კარგავს ზნეობრივ სახეს, მაგრამ ამას ჩვენი ერი უსათუოდ გადაიაზრებს (გადახარშავს). თუ არადა, სიცოცხლე აღარ იქნება. ეს არის ოპტიმიზმი. ან იცხოვრებს ქრისტიანული საქართველო, ანდა საერთოდ არ იქნება. ქრისტიანობის გარეშე ქართველ კაცს არ შეუძლია, დანარჩენს - თამაშობს".
/პროფესორი რევაზ სირაძე
"კარიბჭე" N21, 2015, გვ.32/
"საქართველოს ეკლესია იყო, არის და მუდამ იქნება სული ქართველი ერისა".
/ილია II
"კარიბჭე" N22, 2015, გვ.10/
"ჩვენს ეროვნულ ერთიანობაში, ერისა და ეკლესიის ერთიანობაშია სარწმუნოების, სასოებისა და სიყვარულის წყარო, და მხოლოდ ასეთ ერთიანობას შეუძლია უზრუნველყოს ჩვენი დიდი მომავალი".
/ილია II
"კარიბჭე" N22, 2015, გვ.10/
"ქართველთა თავზე მოწეული ყველა უბედურების მიზეზთა მიზეზი ქრისტეს გზიდან, - ჭეშმარიტების გზიდან გადაცდენაშია და ქართველი ხალხის სულიერ-ზნეობრივი თუ პოლიტიკური აღორძინება სწორედ ქრისტესთან, წმინდა ეკლესიასთან დაბრუნებაში იმალება"
/აკაკი მინდიაშვილი, "ეცადე, რჩეულად წარუდგინო თავი ღმერთს", გვ.100/
"დღევანდელ ქართველობას არაქრისტესმიერი ცხოვრება გვაუცხოებს უფლისაგან, აღარც ქრისტიანულ მოძღვრებას ვიცნობთ და აღარც ამ მოძღვრებისა და მცნებების მიხედვით ცხოვრებისათვის ვიღვწით.
ამიტომ ჩვენს ისტორიულ, ტრაგიკულ ობლობასა და მარტოობას დედამიწაზე, შესაძლოა, მიემატოს მარტოობა და განშორება უფლისაგან, რადგან დავივიწყეთ სულიწმიდისმიერი გაფრთხილება, გამოთქმული წმ. იოანე ღვთისმეტყველის პირით:
- ყოველს, ვინც შორდება და არ რჩება ქრისტეს მოძღვრებაში, არა ჰყავს ღმერთი"
/აკაკი მინდიაშვილი, "ეცადე, რჩეულად წარუდგინო თავი ღმერთს", გვ.171/
"ქართველთა უმეტესმა ნაწილმა ჩვენი წმინდა ქრისტიანული მოვალეობა დავივიწყეთ, უგულებელვყავით ორი უმთავრესი მცნება - სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისა: ე.ი. ფაქტობრივად უარვყავით "შინაგანი ჯვარი". აღარ ვეწევით წმინდა, მართალ ცხოვრებას, მცდარად ვირწმუნებით, დავაჯერეთ თავი, რომ წინაპართა დამსახურებას უფლის წინაშე, ჩვენი ერის მიერ ქრისტიანობის გადასარჩენად სისხდათხეულ, ჯვარცმულ წარსულს თავისთავად უკვე ძალუძს, როგორი ხასიათიც არ უნდა შეიძინოს ჩვენმა ქცევამ, ცხოვრების წესმა, ზნე-ჩვეულებებმა, სულიერი თუ მატერიალური ფასეულოებებისადმი, - ქრისტიანული ცხოვრების გარეშეც გაგივხსნას კარი ჭეშმარიტი სიცოცხლისა, კარი ზეციური სასუფევლისა"
/აკაკი მინდიაშვილი, "ეცადე, რჩეულად წარუდგინო თავი ღმერთს", გვ.124/
"ქართველებმაც ვუღალატეთ ჩვენს ღმერთს, გავიმრუდეთ გზა, დავივიწყეთ ქრისტე და ჩვენი უმრავლესობა მოვწყდით მის წმინდა ეკლესიას, პარტიებში, ორგანიზაციებსა და სექტებში დავიქსაქსეთ. სირცხვილში ვწევართ და თავზე გვახურავს ჩვენივე შერცხვენა, რადგან ვცოდავთ უფალს, აღარ გვესმის წინაპართა ხმა"
/აკაკი მინდიაშვილი, "ეცადე, რჩეულად წარუდგინო თავი ღმერთს", გვ.166/
"წარსულში, როცა ქართველნი ქრისტეს მცნებათა აღსრულების გზაზე იდგნენ, ქრისტეს მიერ სიყვარულში რჩებოდნენ, თავისი "ნაყოფით" - რწმენის შესატყვისი და სინანულის ღირსი საქმეებით - განადიდებდნენ ღმერთს და ამით თავადაც "განდიდდებოდნენ" და მაღლდებოდნენ ღვთის თვალში. ისინი მამულის სიყვარულისა და სარწმუნოებისათვის სრული მოთმინებით იღებდნენ წმ. მოწამის გვრიგვინს"
/აკაკი მინდიაშვილი, "ეცადე, რჩეულად წარუდგინო თავი ღმერთს", გვ.170/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience