მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი
არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ხალხის სამსახურს სწირავენ, სამაგიეროდ კი არაფერს ითხოვენ. ასეთი ადამიანები მზეს ჰგვანან. როგორც ერთმა ჩვენმა მორწმუნემ ბრძანა, მზე ისე გვინათებს და გვათბობს, რომ სამაგიეროდ ჩვენგან არაფერს ელოდება. ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება წმ. ილია მართალი. იგი გვათბობს კიდეც და გვინათებს კიდეც და სამაგიეროდ არაფერს ითხოვს.
ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა იწყება საქართველოსთვის საბედისწერო ჟამს, როცა ჩვენმა სამშობლომ დაკარგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, როცა საქართველოს ეკლესიას მოჰკვეთეს თავი და დაუმორჩილეს რუსეთის ეკლესიის სინოდს, როცა ერის სული იყო ჩამკვდარი, სიწმინდე შელახული.
ამ დროს ღვთის განგებით მოგვევლინა ილია, როგორც წინასწარმეტყველი და მქადაგებელი, როგორც „ხმა მღაღადებელი უდაბნოსა შინა“, სიტყვა მართალი და ჭეშმარიტი, რათა ბიბლიურ მოსესავით აეღო მოწამებრივი ტვირთი ერის წინამძღვრისა.
მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი და შეუდგა გოლგოთის აღმართს. გაბედულად აღიმაღლა ხმა ადამიანთა უფლებების დასაცავად; დაჰგმო სიკვდილით დასჯა, როგორც უმკაცრესი ზომა სამაგიეროს მიზღვისა, როგორც უკიდურესად მიწიერი და არაქრისტიანული ქმედება.
ილიამ იცოდა, დამოუკიდებლობისათვის ჩვენს ბრძოლასა და ეროვნულობის შენარჩუნებაში რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქრისტიანულ რწმენას, ამიტომაც სათავეში ჩაუდგა საქართველოს ეკლესიისათვის უკანონოდ მიტაცებული ავტოკეფალიის აღდგენის საქმეს.
სწამდა იმ ქვეყნისა, რომელიც ჯვარს ეცვა ჯვარცმული მაცხოვრისათვის; სწამდა იმ ხალხის, რომელმაც თავის მკერდზე დაუდგა ქრისტიანობას საყდარი, ქვად საკუთარი ძვლები იხმარა, კირად კი - სისხლი, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ შემუსრავენ.
სწამდა, რომ მისი თანამედროვე საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებას შეეძლო, რომელიც ასწავლის ხალხს გარჩევას კეთილისა და ბოროტისა, ცოდვისა და მადლისა, წვდომას ცხოვრების არსისა და მიზნისა.
ის, უპირველეს ყოვლისა, სარწმუნოებისა და მამულის სიყვარულს ქადაგებდა და გვასწავლიდა, რომ გაფრთხილება გმართებს რწმენისა, მამულისა და ენისა. ეს დაგვიტოვა ანდერძადაც. მართლაც არ გაგვაჩნია უფრო ძვირფასი და მოსაფერებელი საუნჯე, ვიდრე ჩვენი რწმენა, ენა და მამულია.
დღეს განსაკუთრებით მტკივნეულად იგრძნობა, რომ ერთმანეთის სიყვარული და თანადგომა გვაკლია. უნდა ვიცოდეთ, რომ ჭეშმარიტი სიყვარული, ღვთის ლოცვა-კურთხევით, ისეთი გრძნობაა, რომელსაც რასაც მეტს გასცემ, მეტად ძლიერდება. წმ. ილია მართალმა იცოდა სიყვარულის უშურველად გაცემა და ამიტომ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ღვთის დიდი წყალობა იყო ის, რომ მაშინ, როცა ჩვენს თავისუფლებადაკარგულ ხალხს სულიერად უჭირდა, სულიერ მამად და წინამძროლად დიდი რწმენითა და სიყვარულით გამორჩეული პიროვნება - წმ. ილია მართალი გამოუჩნდა.
დიდებულად ბრძანა დიდმა აკაკიმ, თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ შენც მასთან ერთად უკვდავი იქნებიო.
ზეციური საქართველოს მკვიდრი, მიწიერი საქართველოს თანამედროვე ილიას ნათელი, უკვდავი სული ჭეშმარიტად დღესაც თავს დაგვტრიალებს.
მისი სული კიაფობს იმ სათაყვანებელ თანავარსკვლავედში, გზას რომ უნათებს მრავალტანჯულ, მაგრამ სულიერად გაუტეხელ, ყოველგვარი ბოროტების წინაშე ქედუხრელ ქართველ ერს.
წმიდანად აღიარების შემდეგ ილია არის არა მარტო პოეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, არამედ გამორჩეული მოძღვარი, მქადაგებელი სიკეთისა და სიმართლისა, რწმენისა. წმიდანად აღიარების შემდეგ იგი არის დიდი სულიერი მფარველი ჩვენი კულტურის, ჩვენი მწერლობის, ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი მომავალი თაობებისა.
შემთხვევითი არ არის, რომ ილიას ეწოდა მართალი. უზენაესი სიმართლე, საღვთო წერილის მიხედვით, არის ღმერთი და სიმართლის მქადაგებელი, უპირველეს ყოვლისა, თვითონ უნდა იყოს მატარებელი სიმართლისა; თვითონ უნდა ცხოვრობდეს ამ სიმართლით. წმ. ილია მართალი სწორედ ამ სიმართლით ცხოვროდა და სიმართლეს ქადაგებდა.
ილია მართალი დაადგა მაცხოვრის გზას ანუ გზას გოლგოთისა, რომელიც თუმც მძიმეა, მაგრამ აღდგომითა და ამაღლებით მთავრდება.
წიწამური ჩვენი წმიდა გოლგოთაა, სამსხვერპლოა ყველა იმათი, ვინც იცავს ჭეშმარიტებას, სიმართლეს.
სამწუხაროდ ჩვენსავე ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომელნიც ვერ ეგუებოდნენ იმ ნათელსა და სითბოს, რომელსაც წმ. ილია მართალი ასხივებდა, ვერ ეგუებოდნენ იმიტომ, რომ სიბნელეში ყოფნა ერჩივნათ, რადგან სიბნელე იყო მათი სამყარო, მათ მოინდომეს, რომ სამუდამოდ ჩაექროთ ეს ნათელი, მაგრამ ამაოდ. წმ. ილია მართლის სიცოცხლის ხელყოფით მათ ეს ნათელი არა თუ მოსპეს, არამედ, პირიქით, სამარადისოდ გააძლიერეს, რადგან სულიერი სითბო, რომელიც ჭეშმარიტი სიყვარულისგან მომდინარეობს, არასოდეს არ იშრიტება და ისეთივე მარადიულია, როგორც მისი წყარო - სიყვარული.
შევთხოვ ღმერთს, წმ. ილია მართლის ლოცვით უფრო მეტად განამტკიცოს ჩვენი ერი ჭეშმარიტი სარწმუნოებით, სიყვარულითა და სიკეთით.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი წმინდისა და მართლისა ილია ჭავჭავაძის მიმართ
ჰოი, ყოვლად წმინდაო ილია მართალო, ღვთისა მიერ წმინდისა სამებისა შეყვარებულო, მაცხოვრის მიერ ქადაგებული სიყვარულის კეთილად აღმასრულებელო და დამცველო, მამად ქართველად წოდებულო და ყოვლისა ჭირვეულისა დაწუნებულისა შემწეო და მათთვის შრომათა დიდთა და ბრძოლათა თავსმდებელო.
ჰოი, მართალო ილია, ღვთისადმი მტკიცედ მორწმუნეო და მეცნიერებითა, სრულისა რჯულის აღმასრულებელო, რომელსაც ჭეშმარიტად გიყვარდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და იყავ მობაძავ მისსა ცხოვრებითა შენითა; რომელი არა კაცთაგან იყავ დადგინებული არამედ უფლისა მიერ იქმენ გამორჩეულ პატრონად ერისა ჩვენისა, არა ოდეს დაგიტევებია სამწყსო შენი ჟამთა იხილვიდი მგელთა მტაცებელთა, სრულიად განმწირველი თავისა შენისა, იდექ მხნედ და ღვთისა მიერ განმტკიცებული ყოვლად უშიშრად ებრძოდი მათ და არა უტევებდი სამწყსოისაგან შენისა არცა ერთისა ოდენ სულიერისა ცხოვარისა წარტაცება.
ჰოი, მამაო ქართველთაო, წმინდაო ილია, რომელმან ღვთისა მიერ ზეგარდამოვლენილი მაღალი ნიჭი და ძალი შესწირე კაცთა შორის წმინდა გრძნობათა და სიყვარულის განმტკიცებას, მუხლმოდრეკით შეგივრდებით მკვიდრნი შენს მიერ ნამოღვაწარნი ვენახისანი, შეგივრდებით და გევედრებით, რათა აწ და მარადის შუამავალ ექმნე ერსა ჩვენსა და ყოველსა სულსა გაჭირვებულსა და დაწუნებულსა, რათა მოგვანიჭოს ჩვენ სიყვარული მამულისა და მოყვასთა, მოწყალება, სიხარული, შენდობა შეცოდებათა ჩვენთა, ევედრე, წმინდაო მართალო მამაო, მოწყალესა ღმერთსა, რათა უმეტესად შეეწეოდეს ღვთივ-დაცულსა ერსა ჩვენსა ად ეკლესიასა ჩვენსა.
ევედრე, მამაო წმინდაო უფალსა, რათა მოანიჭოს შენგან შეყვარებულსა მამულსა შენსა მშვიდობა, შვილთა შენთა ურთიერთსიყვარული, ქრისტიანული განათლება და კეთილწარმართებული ცხოვრება და მოღვაწეობა, ნუ მოგვაკებ შეწევნასა შენსა, მართალო, აწ და უკუნისამდე, ამინ!
დედოფალო მარიამ, ბრწყინვალებაო ყოველთა წმინდათაო, ლოცვითა და ვედრებითა წმინდისა და მართლისა ილიასითა, ევედრე ღმერთსა შენსა და უფალსა ჩვენსა იესოს, რათა მოგვანიჭოს შენდობა შეცოდებათა და ღირს გვყოს სუფევად დიდებასა შინა თვისსა. უკინისამდე, ამინ!
იქნება არც ერთს მსოფლიო გენიოსს არა ჰქონდეს იმოდენა მსოფლიო მნიშვნელობა თავისი ერისათვის, რამოდენაც აქვს ილია ჭავჭავაძეს საქართველოსათვის. ეს უმაგალითო მნიშვნელობა დამოკიდებულია, ერთი მხრივ, ილიას განსაკუთრებულს ნიჭზე, მეორე მხრივ, ჩვენი ქვეყნის დაცემაზე...
თუ ქართველი მწერალი მგოსანია, საკმარისი არ არის იგი გენიალური პოეტი იყოს, _ უკიდურესად საჭიროა, რომ ის გენიალური პოეტი იყოს აგრეთვე გენიალური მოძღვარი, გენიალური პედაგოგი თავისი ერისათვის. სწორედ ასეთია ილია. ყველა მის უკვდავ ქმნილებაში გაისმის მაღალნიჭიერი ქადაგება უმაღლესი ეთიკისა, საქვეყნო ღვაწლისა, თავდადებულობისა, მადლისა, სიყვარულისა და ყველა ეს განხორციელებულია საოცარი სიტყვაკაზმულობით.
იაკობ გოგებაშვილი
http://www.iliachavchavadze.ge/main.html
როდემდის, ჩემო მშობლიურო მიწა-წყალო, როდემდის?!
მღვდელი პეტრე კვარაცხელია
ერი ერთის ღვაწლის დამდები, ერთს ისტორიულ უღელში ბმული, ერთად მებრძოლნი, ერთსა და იმავე ჭირსა და ლხინში გამოტარებული ერთსულობით, ერთგულობით ძლიერია, – წერდა წმ. ილია მართალი.
60-იანელთა დევიზიც ხომ მამული, ენა, სარწმუნოება იყო. ქართული მამული ღვთივნაკურთხი, ღვთისმშობლის წილხვედრი და მაცხოვრის კვართის სავანე, ყოველთვის ინარჩუნებდა თვითმყოფადობას. ქართველი ერის ისტორიის დასაბამიდანვე მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ინტერესებში ხშირად მოქცეულა ქართველთა სისხლით გაჟღენთილი მიწა. საქართველო ხშირად მიზეზიც გამხდარა ირანისა და ოსმალეთის ერთმანეთზე გადაკიდებისა, მაგრამ ქართველები უკომპრომისო ბრძოლას უცხადებდნენ მომხდურს და ასე მოაღწიეს თანამედროვეობამდე. საბრძოლო დროშა, რომელზეც იყო წარწერა: ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს, არასოდეს დახრილა ძირს.
წმ. ილია მართლის მიმდევართათვის ძირითადი ამოცანა ქართული მიწის ქართველთა ხელში შენარჩუნება იყო. XX საუკუნის ნახევარში ბურჟუაზიულ ურთიერთობათა ჩასახვამ და განვითარებამ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ქართველი არისტოკრატია. ახალმა ეპოქამ, ცხოვრების ევროპეიზაციამ დიდი რაოდენობით ფულის საჭიროება წარმოშვა. ქართველი თავადაზნაურობის ძირითადი ნაწილისათვის ფულის ერთადერთ წყაროს მიწა წარმოადგენდა. არისტოკრატიის მხოლოდ მცირე ნაწილი საზრდოობდა სახელმწიფოს სამსახურის ჯამაგირით. თავადაზანაურთა მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთები თანდათან მცირდებოდა ოჯახის წევრებს შორის მიწის გაყოფის შემდეგ. მცირდებოდა მიწისაგან მიღებული შემოსავალიც. უსახსროდ დარჩენილი ქართველი არისტოკრატია სომეხი ბურჟუაზიისაგან ნასეხსები ფულით ცდილობდა მდგომარეობის ხსნას, მაგრამ დიდი ნაწილი ვალის დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა და იძულებული ხდებოდა ვალი მიწის გაყიდვით მიღებული შემოსავლისაგან დაეფარა. მყიდველი ძირითადად ისევ სომეხი ბურჟუაზია იყო. ასე ნელ-ნელა გადადიოდა სომეხი ბურჟუაზიის ხელში ქართული მიწა. ამ უმძიმესი სიტუაციიდან გამოსავალი ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამოაზრეებმა იპოვეს, თბილისისა და ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსებით.
1875 წელს გახსნილი თბილისის საადგილმამულო სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარედ ილია ჭავჭავაძე აირჩიეს. ამ მდგომარეობამ საქართველო, ქართული მიწა იხსნა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ამიერიდან უსახსროდ დარჩენილ ქართველ არისტოკრატიას შეეძლო ფული სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკისაგან მიეღო სესხად და არა სომეხი ბურჟუაზიისაგან. თუ ფულის მსესხებელი ვალს ვერ დააბრუნებდა, მისი მამული ბანკის საკუთრება ხდებოდა და არა სომეხი ბურჟუაზიისა. ამასთან ერთად, ბანკის მფლობელობაში გადასული მამული ძველ მფლობელს შეეძლო უკან დაებრუნებინა, თუკი მიწის ღირებულებას გადაიხდიდა. წმ. ილია მართლის ჩანაფიქრებმა ქართული მიწა ქართველების განკარგულებაში დატოვა.
შთამბეჭდავია ზაქარია ჭიჭინაძის მოგონებები: ერთი გლეხი, ქალიშვილის გამზითვების მიზეზით მიწის გადასახადს დანიშნულ დროზე ვერ იხდიდა და ილიასთან ვალის გადავადების თხოვნით მივიდა. ქართველი ერის სულის მესაჭემ იგი სიყვარულით გაისტუმრა: ჯერ ქალიშვილი გაათხოვე და მერე მოდიო.
ალბათ, ამ მაგალითის მიბაძვითაც შეიძლება ქვეყნის გადარჩენა. მითუმეტეს, რომ ეს დღეისათვის მეტად აქტუალურია, როცა უცხოელი ინვერსტორები ქართულ მიწას ეპატრონებიან.
იქნებ, აუცილებელია, კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ მგზავრის წერილები, რათა მერე ჩვენც შეგვეძლოს დავრდომილის წამოყენება, უნუგეშოსთვის ნუგეშის მოფენა, მტირალისთვის ცრემლის მოწმენდა. ლელთ-ღუნიაც ხომ ქართველების გაუცხოების ნესტრით იყო ნაჩხვლეტი.
როდემდის, ჩემო მშობლიურო მიწა-წყალო, როდემდის?!
ბოლნისის ეპარქიის გაზეთი „სიონი“ №8, 2007
ილიას მოკვლის გამო
აკაკი წერეთელი
I
ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას
და ნუ ამბობთ, რაც არ მჯერა!..
ნუთუ მართლა დღეს გადაწყდა
საქართველოს ბედისწერა?
არა, არა!.. მითქმა-მოთქმა -
ეს მშიშარა ტყუილია...
ის მშობელი არ მოჰკვდება,
წარმოშობა ვინც ილია!
გრძნობა კვდება, გონება კი
ეკუთვნის წინ, მომავალსა...
გაჰყავს ხიდი ცხოვრებისთვის
და უკაფავს გზა და კვალსა.
და მიტომაც, ვინც მოჰკვდება,
განა ყველა ითქმება მკვდრად?
ზოგი ჩადის ბნელ საფლავში,
ზოგი აქვე რჩება ლამპრად.
და ილიაც არ მომკვდარა...
მამულისთვის რჩება ლამპრად,
მაშინ როცა მისი გვამი
გადიქცევა მიწად და მტვრად.
რაც კი ჰქონდა მაღლით ნიჭი
ბუნებისგან მოცემული,
მთლად მიუძღვნა მისს სამშობლოს,
ფიანდაზად დასდვა გული!..
თავი დასდვა ქვეყნისათვის,
მიჰბაძა ძმებს თავდადებულთ:
მეფესა და ყიფიანსა...
იმ ორ ქართველს, განდიდებულთ!
მაგრამ ამათ სიკვდილშიაც
განსხვავება არის დიდი:
უფრო მწარე და მწვავია,
როცა შინ გკლავს შენივ ფლიდი!..
მეფე მოჰკლეს მონღოლებმა,
დიმიტრიც მტრის მოკლულია!..
მაგრამ ნუთუ შინ ჩვენმავე
გამოგვტაცა ჩვენ ილია?!
ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას!..
ის ქართველად არა მჯერა,
ვინც გაბედა და ილიას
დაუმოკლა ბედისწერა!..
თვით იესო მაცხოვარმა,
ვის ხელთ ეპყრა ქვეყნის გული,
თანაშემწედ აირჩია
ათორმეტი მოციქული.
და მათშიაც გაერია
გამცემელი ის იუდა,
შურმა, მტრობამ, ბოროტებამ
ვისაც გულში დაიბუდა!..
მაგრამ რჯული რჯულად დარჩა
და იუდა მხოლოდ კრულად.
ამას საღმრთო ისტორია
საუკუნოდ ამბობს სრულად!..
და მთელ ქართლში რომ გამოჩნდეს
მოღალატე ერთი-ორი,
მსგავსი ისკარიოტელის
და იუდას თანასწორი,
ამით ჩირქი მთელ ქვეყანას
გაურჩევლად არ ედება!
მხოლოდ ხალხს კი, ჭირისუფალს,
გულში ცეცხლი ეკიდება!..
II
ახლა შენთან მაქვს საქმე, იუდავ,
წინ წამოდექი! ნუ იმალები!
და ვერაგობით ძლევამოსილი
გამოაჩინე შენი თვალები!
ღრმა მოხუცებულს და ნაამაგარს
რომ ჰკლავდი, მაშინ არ გითხრა გულმა,
გარეშე მტრების სასიხარულოდ
ისევ მათგანვე მოტყუებულმა, -
რომ მაგ სიკვდილით იმასთან ერთად
შენ გულს უკლავდი თვით ქართველობას
და, შემბღალავი წმინდა-წმინდათა,
იორკეცებდი თვით საძაგლობას?
მაგრამ შენ ვინ ხარ? ვინ მოგცა გრძნობა?
ვით ჰეროსტრატემ, დასწვი ტაძარი
და გეგონა, რომ ორივე მხარეს
საშვილიშვილო დაეც თავზარი?
რა შემცდარი ხარ!.. თვით ილიასთვის
მაგგვარ სიკვდილში არის სიცოცხლე
და საქართველოს კი ძველი აღთქმა
ისტორიული მით გაუახლე.
დროებით დაღლილს და მიძინებულს, -
ის გამოახელს მაგითი თვალებს
და შეაჩვენებს საშვილიშვილოდ
შენებრ მეთაურს და ნაძირალებს.
1907 წ.
უცნობი დეტალები წმიდა ილია მართლის ცხოვრებიდან
ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო ათწლეულების განმავლობაში წმიდა ილია მართლის მკვლელობის დეტალები და გარემოებანი საზოგადოებისთვის დამალული და ტაბუირებული იყო. ქართველი ერის ამ დიდ ტკივილზე საუბარი მხოლოდ უახლოეს წრეში და ისიც ჩურჩულითა და მინიშნებებით თუ შეიძლებოდა. სწორედ ამიტომ ქალბატონი მანანა ჭირაქაძის ეს მოგონება სააშკარაოზე პირველად გამოდის და ჩვენი გაზეთის მეშვეობით მკითხველი, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ შეიგრძნობს იმ ავბედითი ჟამის მრუმე დღეების დინამიკას.
წმიდა ილია მართლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ უამრავი რამ დაწერილა და უფრო მეტი ზეპირი გადმოცემებით მოსულა ჩვენს დრომდე. რა აღარ თქმულა მის სადიდებლად და სალანძღავად - სხვადასხვა თაობისა და მსოფლმხედველობის ქართველებს მისთვის „საქართველოს უგვირგვინო მეფეც“ უწოდებიათ და „გლეხთა სისხლისმსმელი წურბელაც“, დაფნის გვირგვინითაც შეუმკიათ მისი შუბლი და ტყვიითაც შეულეწავთ, ეროვნული ლიტერატურის კლასიკოსადაც უღიარებიათ და მავნებლადაც მოუნათლავთ, მისი ლექსები მთელი ცხოვრების მანძილზე სულიერ საზრდოდაც გაუყოლებიათ და „მდარე პოეტურ ნაცოდვილარადაც“ გამოუცხადებიათ, მაგრამ ამ ბერმუხისათვის გვერდი ვერავის აუვლია და მის გიგანტურ ღვაწლზე თვალი ვერ აურიდებია. არ არსებობს მეტ- ნაკლებად წიგნიერი თაობა ქართველებისა, ვისაც ილიას შემოქმედება არ აღელვებდა, მისი ღვაწლი არ აღაფრთოვანებდა, პიროვნება არ ხიბლავდა და მისი ვერაგულად მოკვლა არ სტკიოდა.
ყაჩაღის აღსარება
ერთ- ერთი ზეპირი გადმოცემა ილია ჭავჭავაძის სიცოცხლის უკანასკნელი წლების შესახებ ჩემს ოჯახშიც არის შემონახული:
1921 წელს მაისში ზესტაფონის გიმნაზიის მოსწავლეებმა მოაწყეს გასაბჭოების საწინააღმდეგო მანიფესტაცია, რასაც მოჰყვა რეპრესიები. ამ მანიფესტაციის ყველა მეთაურს, მათ შორის ბიძაჩემს - მეშვიდეკლასელ ვასილ ჩანტლაძესაც, დაპატიმრება ელოდა. შეშინებულმა მშობლებმა შვილი დეიდასთან, ხარაგაულში, სოფელ ლაშეში „გადამალეს“. ბებიაჩემის უმცროსი და - ელენე თურმანიძე - ცოლად ჰყავდა ლაშელ გიორგი მაჭავარიანს. გიორგი მაჭავარიანის ბიძა - ედიშერ მაჭავარიანი ცნობილი ყაჩაღი იყო, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე აწრიალებული ჰყავდა ქვეყანა და, თანამედროვე ლექსიკით რომ ვთქვათ, „საიმპერიო მასშტაბის ძებნილი“ ბრძანდებოდა. საკუთარი იღბლისა თუ სხვა გარემოებათა წყალობით, იგი გადაურჩა ჟანდარმერიას, რევოლუციას. დამოუკიდებელი საქართველოს დამხობისა და გასაბჭოების შემდეგ კი საკუთარ სოფელში მშვიდი ცხოვრება დაიწყო.
ეროვნული იდეალებით გულანთებული და წითელი ხელისუფლებისაგან შერისხული გიმნაზიელისათვის „მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლი“ ყაჩაღი რაინდული შარავანდედით იყო შემოსილი და მასთან საუბარი, რა თქმა უნდა, მას ძალიან აინტერესებდა. ერთ- ერთი ასეთი საუბრის დროს სიტყვა ილია ჭავჭავაძესა და მის მკვლელობაზე ჩამოვარდა:
- ვიცი, ვინც მოკლა ილია, - თქვა ედიშერმა - მარა, ბიძიკო, ნუ გინდა ამ საქმის ძიება. ზოგი აღარ არის ამქვეყნად, ზოგიც საქართველოდანაა გასული... ილიას ძალიან ერჩოდნენ სოციალისტები, განსაკუთრებით 905- ის რევოლუციის მზადების წლებში. ტერორისტებმა რამდენიმეჯერ მუქარის წერილი გაუგზავნეს და ერთი- ორჯერ კიდევაც დაუხვდნენ. იმ წლებში მთელ საქართველოში ატერორებდნენ თავად- აზნაურობას - ძარცვავდნენ და ხშირად ხოცავდნენ. ერთხელ ჩვენთან ერთი სოციალისტი მოვიდა და პარტიის სახელით საგურამოში წაყოლა გვთხოვა: ილია ბანკირია, მემამულე- თავადია და ფული ბევრი აქვს, წავართვათ, თქვენც იხეირებთ და ჩვენცო. შუაღამისას სამნი მივადექით საგურამოს - ის სოციალისტი, ისიდორა უკლება და მე. დავაბრახუნეთ. გამოვიდა მოურავი. - შენს ბატონთან გვაქვს საქმე! - ვუთხარით მოურავს. მოურავმა გვიცნო, ვინც ვიყავით, მაგრამ არ შეგვიშინდა და ხმამაღლა მოგვაძახა - ბატონს ძინავს, ვერ გავაღვიძებ, დილით მოდითო. - რა ამბავია მანდა? - გაისმა უეცრად მაღლა სართულიდან. - ბატონო, შენი ნახვა უნდათ. დილით მოდით- მეთქი და არა შვრებიან! ასძახა მოურავმა. - შემოიყვანე, ვინც არიან! უბრძანა იმან ზევიდან და მოურავიც შეგვიძღვა ეზოში. ავიარეთ კიბეები და ავედით მეორე სართულზე. - დაიცადეთ! გვითხრა მოურავმა და ერთ ოთახში შევიდა. მალე გამოვიდა და კაბინეტში შეგვიყვანა. ილია მანამდე შორიდან მყავდა დანახული ქალაქში და ახლა, ახლოდან უფრო სხვანაირი ჩანდა. შუა ოთახში იდგა სერთუკში გამოწყობილი ტანმორჩილი მოხუცი კაცი. მან სამივეს ხელი ჩამოგვართვა და გვითხრა: - საღამო მშვიდობისა, ბატონებო! ვიცი, რაზეც გარჯილხართ, გგონიათ, ილია თავადია და ფული ბევრი ექნებაო. უნდა გითხრათ, რომ ყვარლის მიწები უსასყიდლოდ გადავეცი გლეხებს და აქაური მამულებიც გლეხებს გადავეცი, ჩემთვის მხოლოდ იმდენი დავიტოვე, რაც ორი სულის წლიდან წლამდე შენახვას სჭირდებოდა. მართალია, მე და ჩემს მეუღლეს პური არა გვშივა, მაგრამ სიმდიდრით სწორედ ვერავის გავეჯიბრებით და წასართმევიც ბევრი არაფერი გვაქვს. იმას თუ ფიქრობთ, ილია ბანკირია და რაც ბანკში ფული შემოდის, შინ მიაქვსო, აქაც იმედი უნდა გაგიცრუოთ: ჯერ ერთი, რომ აღარა ვარ ბანკის თავმჯდომარე, მერე კიდევ, მართალია, ბანკი ფულს ატრიალებს და მოგებაც რჩება, მაგრამ ამ მონაგებით ჩვენ ვინახავთ ქართველთა შორის წერა- კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, „ივერიას“, ვეხმარებით ქართულ თეატრს, სოფლის სკოლებს, ვბეჭდავთ წიგნებს და ფული შინ წასაღები კი არა, ზოგჯერ შინიდან მოსატანიც კი გვიხდება. მადლობა ღმერთს, თუ ცოტა რამეს მაინც ვახერხებთ. გაგიცრუვდათ მოლოდინი! მაგრამ, რადგანაც გარჯილხართ და ამ სიშორეზე ამოსულხართ, სულ გაწბილებულებს არ გაგიშვებთ, ცოტაოდენს ჩემს საკუთარ ფულს მოგართმევთ და მცირეზე ნუ დამძრახავთ! ილიამ კუთხეში მდგარი ბიურო გააღო და ასორმოცდაათი მანეთი მოგვაწოდა. მე არ მინდოდა ამ ფულისათვის ხელის მოკიდება, მაგრამ სოციალისტმა გამოართვა და წამოვედით.
საგურამოდან მცხეთისკენ მოკლეებზე გადმოვედით. გზაში იმ სოციალისტს ვუთხარი, აიღე შენი წილი და აწი აღარ გაგვეკარო- მეთქი. გამთენიას მოვედით მე და ისიდორა მცხეთაში. დუქანში ასი მანეთის მელანი, კალმები, ფანქრები, საწერი ქაღალდი ვიყიდეთ, დავტვირთეთ ურემი და გავატანეთ საგურამოში, ილიასთან. მეურმეს დავემუქრეთ - სამ დღეში ამოვივლით და ვაი შენი ტყავის ბრალი, თუ დავალება რიგიანად არ შეგისრულებია- თქო...
* * *
დიდმა ილიამ მის გასაძარცვავად (უფრო კი დასაშინებლად!) მოსული ყაჩაღები ღირსეულად მიიღო, თანაგრძნობით ესაუბრა და ღირსეულადვე გამოისტუმრა, რითაც მათი გულები სამუდამოდ მოინადირა. (შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს ვიქტორ ჰიუგოს „განკიცხულნი“- ს პერსონაჟი აბატი, რომელმაც „ერთი დაკვრით“ შეისყიდა კატორღელი ჟან ვალჟანის სული და იგი სხვა პიროვნებად აქცია). ამ ეპიზოდში ნათლად ჩანს ილია მართლის სულიერი და ზნეობრივი პორტრეტი: ჭეშმარიტი ქრისტიანი, სამშობლოს მხურვალე მოტრფიალე, ვისიც დღე ღამდებოდა და ღამე თენდებოდა მშობელი ქვეყნის მაჯისცემის ყურისგდებით, სხვაგვარად არ მოიქცეოდა, რადგან იგი კაცში, უპირველეს ყოვლისა, ადამიანს, უფლის ხატს ეძებდა, მის სულს ეხმიანებოდა, მისი პიროვნული ღირსების აღორძინებას ცდილობდა.
* * *
ეს ამბავი ბავშვობიდან ვიცი და, ვფიქრობ, ამ ცოდნამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში - წმიდა ილია მართალმა იმ ყაჩაღებთან ერთად ჩემი სულიც სამუდამოდ მოისათხევლა!
ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მანანა ჭირაქაძე
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“
„დასაწყისი განთიადისა“
„მოკვდა ლუარსაბიცა ისე, როგორც იხოცებიან ბევრნი ჩვენთაგანნი, რომელნიც არც თავისი სიცოცხლით უმატებენ რასმეს ქვეყანასა და არც თავისი სიკვდილით აკლებენ.“ ამ სიტყვებით გვამხელდა ქართველი ერის სულიერი მოძღვარი ილია მართალი, თანაც გვანუგეშებდა - „მინამ სარკეში არ ჩაიხედავ, ან სხვა არ გეტყვის, ხომ ვერ გაიგებ, რომ პირზედ ურიგობა რამ გატყვია? ეს მოთხრობა სარკე იყოს და მე, თუ გინდა მთქმელი ვიქნები.“
მან პირთან სარკე მოგვიტანა, რომ ჩავიხედოთ და მანკიერი სახეები დავინახოთ, სარკე კი გაბზარული გამოდგება და შიგადაშიგ ლაქებიანიც.
24 წლის სამშობლოს ჭირვარამით დაბერებული ილია, მხურვალე გულისცემით უახლოვდებოდა ყოველივე ქართულს გაუცხოებულს და ეკითხებოდა საკუთარ თავს: „როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე, - ვიფიქრე, რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე“? სათქმელი კი უდავოდ ბევრი იყო. ქართველი კაცის გლოვის დაფარული მიზეზი, მისი იმედი თუ უიმედობა, ილიასთვის უცხო არ იყო და მან შეძლო ღვიძლი სიტყვით გულისტკივილის მორჩენა, დავრდომილის აღდგენა, მტირალის ცრემლების მოწმენდა. მან კავკასიონის ქედზე რწმენით აღმართა საბრძოლო ეროვნული დროშა იმ იმედით, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს.“
ბრძოლა იყო მისი სტიქიონი. მისი თვალები ლმობიერებასთან ერთად ელვის განგმირავ ძალასაც შეიცავდნენ. მისი მაღალი შუბლის ნაკეცებში მიმალული რისხვის ქარი სიყვარულისა და სათნოების გვერდით ჰპოვებდა ადგილს.
„თერგიც ვლადიკავკაზთან ისე დამდოვრებულა, ისე მოკვდარა, თითქოს ან როზგქვეშ არის გატარებული ან დიდი ჩინი მიუღიაო.“
ეს ერთგვარი საყვედური იყო იმ ქართველებისადმი, რომელთაც რუსული მუნდირი ამჯობინეს „მამულს, ენას, სარწმუნოებას.“ სწორედ მათი მისამართით არის ნათქვამი: „ერის გათახსირება მაშინ იწყება, როცა იგი თავის ისტორიას ივიწყებსო.“ უახლოვდებოდა ილია საქართველოს და უფრო და უფრო აწვებოდა მშობლიური ქედების სევდა ნისლებად, რომელიც „უგვირგვინო მეფეს“ გულს უკლავდა.
ბევრი იყო საკეთებელი, იმაზე მეტი, ვიდრე მას წარმოედგინა. მას უნდა ეღვაწა, ეშრომა, განეცადა და ეგძნო. „თავზედ ხელაღებული, გიჟი, გადარეული, შეუპოვარი და დაუმონავი თერგის ხუილი, რომლის მღვრიე წყალში ჩანს ქვეყნის უბედურების ნაცარტუტა.“
„მოძრაობა და მოძრაობა არის ჩემო თერგო ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მომცემი.“ იმ სიცოცხლისა, იმ ერთადერთი სიცოცხლისა, რომლითაც ილია ბევრჯერ იქნა ჯვარცმული.
მის სახელთან არის დაკავშირებული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსება, საადგილმამულო-სათავადაზნაურო ბანკის შექმნა, ქართული თეატრის აღდგენა და ვინ მოსთვლის რამდენი ეროვნული საქმე.
ილიამ თავისი ცხოვრებით გლეხსა და ბატონს შორის აღმართული გაუცხოების კედელი დაამსხვრია და კესოს წამოაძახებინა: „ხიდი ჩატეხილი, ხიდი!.. ტირის დარცხვენილი კესო, ეგ ნამი ხომ გაბევრდება, მდინარე წყლად იქცევა და მთელს ტივს მოიტანს, რომ ჩატეხილი ხიდი გაამთელოს“, მაგრამ წიწამურთან თოფის გრიალმა შეძრა დადუმებული გარემო. ილია ფეხზე წამოიჭრა: „შესდექით, უბედურნო, ილია ვარ!!!“ - დაიძახა, მაგრამ ბერდანის ტყვიამ გაუჩერა ქრისტესა და სამშობლოს სიყვარულით აღვსილი გული. „ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველო...“ - იხუვლა მწყემსის გარეშე დარჩენილმა ერმა, ილიამ კი სიცოცხლეშივე შეუნდო თავის მკვლელებს: „რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე, შეუნდე არ იციან ღმერთო რას იქმან.“ მან სიკვდილითაც კი იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ათასმა ცოცხალმა.
მამა დავითის გლოვის ზარებმა გამოაფხიზლა საღათას ძილს მიცემული ქართველი ერი და გვეღირსა გაღვიძება, მოგვიახლოვდა „დასაწყისი განთიადისა.“ მაგრამ „არ ვიცით რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ, რანი ვართ, ვერ გამოგვისახია, რანი ვიქნებით! ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია, არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის.“
„ოხ, როდემდის, როდემდის?.. ჩემო მშობლიურო მიწა-წყალო, მომეც ამისი პასუხი.“
მღვდელი პეტრე კვარაცხელია
უწმინდესის ქადაგება ილია მართლის ხსენების დღეს, 1987წ. 2აგვისტო
http://www.orthodoxy.ge/patriarqi/qadagebebi/iliaoba.htm
ამ სახით რომ გვართმევენ ყოველს ჩვენს ეროვნულ ღირსებას, სთითხნიან ჩვენს ვინაობას... გივბათილებენ ისტორიასაც... რისთვის არის ატეხილი ეს მტვერ-ბუქი, ეს ფუქსავატი ჭექა-ქუხილი?.. ვისი უნარია ყოველივე ეს? რა შავი ყორანია, რომ თავს დაგვტრიალებს, ზედ დაგვყეფს და დაგვჩხავის?.. ღმერთმა გვაშოროს, იგი ცოდვა მთელს ერს შევწამოთ... ერი, როგორც კრებული ისტორიით შედუღებულ ერთ-სულ და ერთ-ხორც მკვიდრთა, ყოველი პატიოსანისა და ჭკუათმყოფელი ადამიანისაგან უნდა პატივცემულ იყოს და მისი ასე თუ ისე გაუპატიურება, ავად-ხსენება - დიდად სათაკილო საქციელია. ყოველს ერს თავისი საკუთარი სახე აქვს, თავისი წადილები. ამაების შეგინება ერთი იმისთანა სიბრიყვეა, რომელიც გონებაგახსნილ ადამიანს არ ეპატიება.
http://www.iliachavchavadze.ge/phrase2.html
დაუჯდომელი საგალობელი წმიდისა ილია მართლისა
http://www.orthodoxy.ge/lotsvani/akatisto/ilia_martali.htm
მარიამ ნინიძე „დაცარიელებული ბეთლემი“ (წმიდა ილია მართლის პოემა „განდეგილის“ შესახებ)
http://www.orthodoxy.ge/skhva/betlemi/betlemi.htm
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
დავით აღმაშენებელი
არ ვიცით, სხვა როგორა ჰფიქრობს და ჩვენ კი ასე გვგონია, რომ ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავისდა საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს. როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც აღარ ახსოვს - ვინ არის, საიდამ მოდის და სად მიდის, ისეც ერად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს. რა არის ისტორია? იგია მთხრობელი მისი თუ, - რანი ვიყავით, რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეთ კვლავადაც. ისტორია თავის გულის ფიცარზედ იბეჭდავს მარტო სულისა და გულის მოძრაობას ერისას და ამ დაბეჭდვითა, როგორც სარკე, გვაჩვენებს იმ ღონეს და საგზალს, რომელიც მომადლებული აქვს ამა თუ იმ ერსა დღეგრძელობისთვის და გაძლიერებისთვის.
უკეთესნი და უდიდესნი მომქმედნი ერისა ხომ სხვა არა არიან-რა, თუ არ ერის გულის-ნადების და წყურვილის გამომეტყველნი და გამახორციელებელნი, რომელნიც ამის გამო თითქო შემოქმედობენ, თითქო ჰქმნიან ისტორიასა. ამიტომაც ეს ამისთანა მომქმედნი, ვამბობთ ჩვენ, დაუვიწყარნი უნდა იყვნენ, თუ ერს კიდევ ერობა ჰსურს და დედამიწის ზურგიდამ მტვერსავით ასაგველად არ გადაუდვია თავი. დავიწყება ამათი - საკუთარის ვინაობის დავიწყებაა, და თუ კაცს თავისი ვინაობა არ ახსოვს, რიღას მაქნისია? იგი ნადირია, რომელსაც, რაკი დედის ძუძუს მოჰშორდება, აღარ ახსოვს თავის მშობელი და სიცოცხლის მომნიჭებელი. გარდა იმისა, რომ ამ უკეთესთა და უდიდესთა მომქმედთა მეოხებით და ღვაწლით ვცხოვრობთ დღესა და ვსულდგმულობთ, ამათ სხვა სამსახურიც მიუძღვით ჩვენ-წინა. ისინი ცხოველი მაგალითებია მისი, თუ რა სიმაღლემდე შეუძლან ერს ამა თუ იმ გარემოებაში მიაღწიოს. რამოდენადაც დიდ-ბუნებოვანია ამისთანა მომქმედი, რამოდენადაც ეს დიდ-ბუნებოვნება ხშირია რომლისამე ერის ისტორიაში, იმოდენად უფრო უტყუარი საწყაო გვაქვს ხელთ ერის სიკეთის, ძალ-ღონის და შემძლეობის აწყვისათვის. თუ გუშინ იყვნენ ჩემის სისხლისა და ხორცის დიდებულნი და სახელოვანნი კაცნი, რა მიზეზია, რომ ხვალაც არ გამოჩნდნენ, თუ გარემოების იგივეობას ვიგულისხმებთ.
გარდა იმისა, რომ ამ უკეთესთა და უდიდესთა მომქმედთა მეოხებით და ღვაწლით ვცხოვრობთ დღესა და ვსულდგმულობთ, ამათ სხვა მნიშვნელობაცა აქვთ ერისათვის. ერი თავის გმირებში ჰპოულობს თავის სულსა და გულსა, თავის მწვრთნელსა, თავის ღონეს და შემძლეობას, თავის ხატსა და მაგალითს. ამიტომაც იგი ზოგს იმათგანს წმინდანების გვირგვინითა ჰმოსავს და ჰლოცულობს, ზოგს დიდ-ბუნებოვნების შარავანდედითა, და თაყვანს-სცემს სასოებით და მადლობითა, ამიტომაც საჭიროა იმათი ხსოვნა, იმათი დაუვიწყარობა.
„ჩვენთვის, ადამიანებისათვის, საჭიროაო, - ამბობს ბრძენი სენეკა, - იმისთანა კაცი, რომ მის მიხედვით და მაგალითით შევიძლოთ საკუთარის ხასიათის გაწვრთნა და გამტკიცებაო. ოჰ, რა ბედნიერია იგი, ვინც არამც თუ ჩვენთან ყოფნით გვწვრთნის ჩვენ, არამედ მარტო თავისის სახელის ხსენებითაცაო“.
ამისთანა ბედნიერი დავით აღმაშენებელია საქართველოს ერისთვის. მისი მიცვალების დღე 26 იანვარია (ახალი სტილით 8 თებერვალი). ხოლო საქართველოს ეკლესია, რომელიც ყოველთვის თავდადებით ჰპატრონობდა ჩვენს ერს და არასდროს დიდებას ერისას დავიწყებას არ აძლევდა, 26 იანვარს აქებს და ადიდებს სახელოვანს დავით მეფეს, რომელსაც უტყუარმა განაჩენმა ერისამ, ეკლესიის დალოცვითა და კურთხევით, აღმაშენებლის სახელი დაარქვა საუკუნო სახსენებლად. ამ მართლა-და დიდებულმა მეფემ ერთად მოუყარა თავი ქართველობას. აოხრებული ქვეყანა ააშენა, მტერი გაუფრთხო და გაუფანტა, და დღეს თუ ჩვენ ჩვენს ბინაზედ ვართ, - ეს იქნება იმისი ღვაწლი, იმისი სამსახურიც უფრო იყოს. დიდება სახელსა მისსა!..
ხოლო დავით აღმაშენებელი სადიდებელისა ჩვენგან არა მარტო სახელოვან მეფობითა, არამედ თავის დიდ-ბუნებოვან კაცობითაც. იგი, თავგადადებული მოყვარე თავის ეროვნებისა და მართლმადიდებელის სარწმუნოებისა, დიდი პატივისმცემელი იყო სხვის ეროვნებისაც და სარწმუნოებისა. ამისთანა შემწყნარებელი სხვისა მაშინ, როდესაც იგი ყოვლად-შემძლებელ მბრძანებლად შეიქმნა სხვადასხვა თესლის და სხვადასხვა სარწმუნოების კაცისა, ამისთანა სხვა ერის ღირსების თაყვანისმცემელი იმ დროში, როცა კაცი კაცს შესაჭმელადაც არა ჰზოგავდა, ამისთანა კაცთმოყვარული პატივისცემა სხვის ეროვნებისა, სხვის სარწმუნოებისა, ნუთუ საკვირველი და საოცარი მაგალითი არ არის მეთორმეტე საუკუნის კაცისაგან!
...ყოველივე ეს დიდსულოვნება და სულგრძელობა დავითისა მაშინ არის მომხდარი, როცა ძლევამოსილი იგი მეფე სრულად გაბატონდა თავის ქვეყანაში და, მაშასადამე, ამისთანა პატიოსანი და განათლებული ქცევა მარტო იმის დიდ-ბუნებოვან გულს და გონებას უნდა მიეწეროს და არაფერს სხვას. იმას აღარ ვამბობთ, რომ სნეულთა, უღონოთა და საპყართათვის დავითმა ააშენა სამკურნალო, თითონ ხშირად დადიოდა ამ უბედურთა სანახავად და მოსაკითხავად.
აი ეს დიდებული მეფე - რა დიდებულ კაცურ-კაცის სახესაც მოგვივლენს თვალ-წინ და რა თავმოსაწონებელს საბუთს გვაძლევს ხელთა. აი ამისთანა კაცის ხსენებაა გამაცოცხლებელი ერისა და ამისთანა კაცის არ-ხსოვნა მომაკვდინებელ ცოდვად უნდა ჩაეთვალოს ერსა, რომელმაც იგი ჰშვა და თავის ძუძუთი გამოჰზარდა. ჩვენმა დამცველმა ეკლესიამ ეს კარგად იცოდა და ამიტომაც 26 იანვარი დაგვინიშნა, რომ წელიწადში ერთხელ მაინც გავიხსენოთ ეს ქართველთათვის თავმოსაწონებელი დიდებული მეფე, დიდებული კაცი.
კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდესო - ამბობს ჩვენი ერი: - ერთი აქ დასარჩენი, მეორე თან წასაყოლიო. ეს ანდერძი ქართველისა ისე არავის შეუსრულებია, როგორც დავით მეფესა. აქ აღმაშენებლის სახელი დარჩა, როგორც მეფეს, და იქ, როგორც დიდ-ბუნებოვანმა კაცმა - წაიყოლა სახელი წმინდანისა, დიდების გვირგვინით შემკობილი.
გაზეთი „ივერია“, №17, 1888 წ.
http://literatura.iatp.ge/
"დიდებულ გვამთა გარდაცვალებასაც კი აქვს ჩვენთვის რაღაც მნიშვნელობა. ისიც უთუოდ რაიმეს გვასწავლის.
მივიჩნიოთ ეს ბარბაროსებისაგან დაღვრილი სისხლი ჩვენს ეროვნულ ცოდვათა განსაწმენდად, უკუღმართ გზიდან მოსაქცევად, მთლად საქართველოს შვილთა შესაერთებლად, განსამტკიცებლად."
არქიმანდრიტი ამბროსი
"...კავკასიონის ქედის მწვერვალზე მცხოვრებ ჩვენს სვანებს ჩვეულება აქვთ: თუ ვისმეს მათგანს უცაბედად კაცი შემოაკვდება, ნიშნად გულთადი სინანულისა, გვერდზე იკიდებს მძიმე ლოდს. ჩამოვიკიდოთ ჩვენც დღეიდან მკერდზე ლოდი სინანულისა, ამ ბრწყინვალე ცხედრის წინაშე ჩენი პირადი ნებითი, თუ უნებლიეთი დანაშაულისა და მივცეთ ჩვენს დიდებულ მიცვალებულს უტყუარი აღთქმა რომ არ ჩამოვიხსნით ამ ტვირთს, ვიდრე ჩვენც და ჩვენი შვილებიც არ შევითვისებთ სავსებით მისგან ანდერძად დატოვებულ მაღალ მოძღვრებას."
ეპისკოპოსი ლეონიდე
"თუ სამართლიანი ხარ და კაცთმოყვარე, მაშინ ყველაფერი ხარ, სავსე კაცი ხარ, იმიტომ რომ იღვაწებ და იმოქმედებ შეძლებისამებრ, რადგანაც უქმად ყოფნის ნებას გრძნობა სამართლიანობისა არ მოგცემს ამ წუთისოფელში, საცა ოფლის წურვით უნდა ჰყიდულობდეს თითოეული თავის კერძს ცხოვრებისას, და კეთილის-მოქმედიც იქნება, რადგანაც ავკაცობის ნებას არ მოგცემს გრძნობა კაცთმოყვარეობისა. შეძლებისამებრ იღვაწე და იმოქმედე კეთილ - სხვას ამის მეტს არასა სთხოვს ქვეყანა თავის შვილსა."
თამარ რიგიშვილის დაწერილი წმიდა ილიას ხატი:
ძალიან მომეწონა
marine
marine
მართლა ძალიან ლამაზია
1907 წლის 30 აგვისტოს დაახლოებით 10 საათზე ილია ჭავჭავაძე თბილისიდან საგურამოში ეტლით გაემგზავრა. მასთან ერთად იყვნენ მეუღლე ოლღა, მოსამსახურე იაკობ ბითარიშვილი და მეეტლე თედო ლაბაური.
12:00 საათზე საგურამოდან 4 ვერსის დაშორებით, წიწამურთან, ილიას ეტლს თავს დაესხა შეიარაღებული ბანდა და “მოკლეს, განგმირეს მგოსანი!”...
ოლღა მძიმედ დაშავდა. იგი შემთხვევის ადგილზე უგრძნობ მდგომარეობაში იპოვეს ათობითი ჭრილობით თავზე, სახეზე...
მოკლეს ილიას მსახურიც იაკობ ბითარიშვილი.
მთელ საქართველში მოწმენდილ ცაზე ელვასავით გავრცელდა ილიას ტრაგიკული მკვლელობის ამბავი.
...`მოკლეს, განგმირეს მგოსანი!..~ მოკლეს ის ადმიანი, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში სამშობლოს თავდადებით ემსახურებოდა. ციური მადლით მირონცხებულმა ილიამ კი არ დატოვა დარგი, რომელსაც მისი მადლიანი კალამი არ ამშვენებდეს, მისი გონების სხივით არ იყოს გაშუქებული...
- რად მოკლეს ილია და ვინ მოკლა იგი?
დიდი ილია დაობლებული საქართველოს მამამთავარი და სიკვდილამდე სამშობლოს მოჭირნახულე იყო.
ილია ჭავჭავაძე იყო ერთი და მხოლოდ მას ერთს შეეძლო ერის მტრისათვის ღირსეული პასუხის გაცემა. 1906 წლის 6-8 აპრილს ილია აირჩიეს სახელმწიფო საბჭოში თავად-აზნაურობის წარმომადგენლად. იგი მეორე დღესვე რუსული გაზეთების კორესპონდენტებთან ინტერვიუში აცხადებს: “არ დავფარავ და ვიტყვი: საბჭოში მთელ საქართველოს და ქართველთა ინტერესების დამცველი ვიქნები, საერთო კითხვებსაც შევწირავ ჩემს ღონეს!” (ჟურნ. “განათლება”, 1908 წ. N3-4, გვ 108).
ილიამ გაუბედურებული ხალხის ინტერების დაცვა აქტიურად განაგრძო. მან მოითხოვა ადამიანის სიკვდილით დასჯის შესახებ კანონის გაუქმება, ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენა, საქართველოს ავტონომია. ამის გამო რუსეთის “ოხრანკა” და სოციალ-დემოკრატები, ნოე ჟორდანიას და ფილიპე მახარაძის მეთაურობით, დაუპირისპირდნენ. მათ თავიანთ გაზეთ “კვალში” ილიას ლანძღვა-გინება დაიწყეს. ათასგავარი ცილი დასწამეს და ხალხის მტრად გამოაცხადეს. ცდილობდნენ, მისთვის სახელი გაეტეხათ. ისინი საგურამოშიც კი ადიოდნენ და ხალხს მოუწოდებდნენ დაეხოცათ მებატონეები, მათ შორის ილიაც. და “მოკლეს, განგმირეს მგოსანი!”...
და მაინც ვინ მოკლა იგი?
ილიას მკვლელობის უშუალო მონაწილები იყვნენ: გიგლა ბერბიჭაშვილი, ივანე ინაშვილი (მამასახლისი), გიორგი ხიზანიშვილი, თედო ლაბაური (მეეტლე), ილია მოძღვრიშვილი (მზარეული), პავლე ფშავლიშვილი. მკვლელობის ორგანიზატორი იყო მოურავი დიმიტრი ჯაში.
ხელისუფლებამ ოპერატიული მონაცემების საფუძველზე დამნაშავენი, გიგლა ბერბიჭაშვილის და ივანე ინაშვილის გარდა, დაიჭირა და სიკვდილით დასაჯა.
მთავარი მკვლელი გიგლა ბერბიჭაშვილი დიდხანს იმალებოდა. 1921 წელს იგი რუსეთის მე-11 არმიაში იყო და იარაღით ხელში მონაწილეობდა საქართველოს საოკუპაციო ბრძოლებში. საბჭოთა ხელისუფლების წლებში კი, ფ. მახარაძის დახმარებით ხან დუშეთის აღმასკომში მუშაობდა, ხან ქიზიყში კოლმეურნეობის თავმჯდომარედ იყო. სიბერეში ხშირად გაიძახოდა, ილია მე მოვკალი და დიდი ჯილდო და საგანგები პენსია მეკუთვნისო. 1940 წ. ბერბიჭაშვილი დაიჭირეს და 1941 წელს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს..
ექვთიმე თაყაიშვილი
ილია ჭავჭავაძე პირველად ვნახე ჩემი სტუდენტობის დროს, ვგონებ, როდესაც III კურსზე ვიყავი გადასული. კარგად კი არ მახსოვს, ასე 1885 წელს უნდა ყოფილიყო. ილია ქართული სათავადაზნაურო ბანკის საქმეზე ჩამოვიდა პეტერბურგში და ბინად ჩამოხტა ვასო მაჩაბელთან... ილია და ვასო მაშინ დიდი მეგობრები იყვნენ, ილია შვილებს უნათლავდა. ვასო ნაფიცი ვექილი იყო, ადვოკატი თავად მინგრელსკისა, რომელიც მაშინ პეტერბურგში ცხოვრობდა. ვასო ქართველ სტუდენტებს ეხმარებოდა ხოლმე ხელმოკლეთათვის ფულის შესაკრებად საღამოების მოწყობაში. ერთხელ ასეთი საღამოს შემოსავალი, სამი ათასი მანეთი სტუდენტებს ვასილის თანხმობით გადაედოთ, როგორც ხელუხლებელი თანხა და ხუმრობით ”დარდუბლის კიდობანი” დაერქმიათ მისთვის. ის ფული თვით ვასილ მაჩაბელს ჰქონდა მიბარებული. იმ წელიწადს ვასილმა გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება და წინადადება მოგვცა სტუდენტებს, იმ თანხასაც თან წავიღებ და შესანახად გადავცემო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომლის თავჯდომარეც ილია ჭავჭავაძე არისო. სტუდენტებმა არ მიიღეს ეს წინადადება და მოითხოვეს, ფული პეტერბურგში დაეტოვებინა. მაშინ მაჩაბელმა უთხრა, წარმომადგენელი გამოგზავნეთ და ილია ჭავჭავაძის თანდასწრებით გადავწყვიტოთ ეგ საქმეო. სტუდენტობამ აგვირჩია და გაგვგზავნა სამი კაცი. მივედით ვასო მაჩაბელთან და ილიაც გამოვიდა და გაგვეცნო. ილიას პირველად მაშინ შევხვდი და მისი დანახვისთანავე გამახსენდა, ძალაუნებურად ჩემი ნათესავის კოწია თაყაიშვილის ნათქვამი ილიას გარეგნობის შესახებ...
ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი , რომელსაც სინდისს ეძახიან!
ი. ჭავჭავაძე
კარგი თემაა მადლობთ.
„ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოვ“, - აღმოხდა ილიას მკვლელობით შეძრწუნებულ მგოსანს - აკაკი წერეთელს“.
„მე და ამირანმა (ამირან არაბული, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესოური; ეთერ თათარაიძის მეუღლე) აქვე, ქალაქის ახლოს, სოფელ წვერში ვნახეთ რაღაც უცნაური საფლავის ქვა, რომელზეც გარმონგადაშლილი ქალი იყო გამოქანდაკებული.
ეს იყო რაღაც მოულოდნელი სანახაობა, - გარმონგადაშლილი ქალი საფლავის ქვაზე. მე დავინტერესდი მისი ვინაობით...
მოხუცმა პაპამ (ადგილობრივმა მაცხოვრებელმა) გვითხრა: „ეს, შვილო, ილია რომ მოკლა, ბერბიჭაშვილმა, იმისი ცოლის საფლავიაო... ბერბიჭაშვილი წვერიდან იყო-მეთქი? - ჩავეკითხე მე.
არა, ძმებმა თავისი დის საფლავი ილიას მკვლელს არ დაუტოვეს, პროტესტის ნიშნად თავის სოფელში მოიტანეს და აქ დამარხესო.
ეს საფლავი სწორედ ძმებმა გაუკეთეს. ამით ის სირცხვილი, ის ლაქა და ჭუჭყი, რითაც შეეძლოთ, იმით ააცილეს თავიანთ ოჯახს... თავად არაჩვეულებრივი ოჯახი ჰქონდათ და ამ ამბავს ძალიან განიცდიდნენ.
იმ დარდისა და სირცხვილისგან, რომ მათი და ილიას მკვლელს ჰყავდა ცოლად, ვეღარც კი გაიხარეს. ეს ქალიც ამ დარდს ემსხვერპლა.“
/გამოჩენილი ქართველი პოეტი ეთერ თათარაიძე/
„საპატრიარქოს უწყებანი“ N30, 2012
„ილიას მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებდა მე-19 ს. მიწურულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის გამორჩეულ ქართველ თუ უცხოელ სასულიერო მოღვაწეებთანაც. კერძოდ, ეპისკოპოსებთან: გაბრიელთან (ქიქოძე), ალექსანდრესთან (ოქროპირიძე) (რომელიც მისი მოძღვარი იყო), კირიონთან (საძაგლიშვილი), პეტრესთან (კონჭოშვილი) და ა.შ. სამწუხაროდ, ილიას მათთან ურთიერთობის ამსახველი მასალები საკმაოდ მწირი და ფრაგმენტულია.“
წიწამური
აქ ქარი კვნესის ყოველთვის მწარედ
და არწივები ფრთებს ჰკეცენ რიდით.
აქ ხომ სისხლია ბალახის ცვარი
და თოფის ბოლი საღამოს ბინდი.
როგორ გაუძლებ არაგვის ღრიალს,
მოდის, აწყდება ხევსა და ბექობს
და მრისხანებით უფსკრულში მიაქვს
აქ გასროლილი ბერდენის ექო.
ტყე დაბურული ღმუის და ხვნეშის,
ნისლის ფთილები გზადაგზა ჰყრია
და მე მგონია პატარა კენჭიც
ილიას შუბლზე ნასროლი ტყვია.
* * *
შავი თავშალი რატომ გფარავდა?
ქმრის ახალუხზე ცრემლებს რად ღვრიდი?
წიწამურთან რომ თოფი გავარდა,
ოთარაანთ ქვრივო, მაშინ დაქვრივდი!
/ოთარ მამფორია/
ახალი წიგნი - "ილია"
2014 წელს გამომცემლობა "არტანუჯში" გამოვიდა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ვახტანგ გურულის მონოგრაფია "ილია".
გამოკვლევა ეძღვნება ილია ჭავჭავაძეს, მისი ნააზრევისა და ნაღვაწის მნიშვნელობას ქართველობისა და საქართველოსათვის.
მონოგრაფია ხუთი თავისაგან შედგება:
თავი პირველი - ილიამდელი საქართველო;
თავი მეორე - ილიას თანამდეროვე საქართველო;
თავი მესამე - საქართველოს ხსნის გზა;
თავი მეოთხე - მოწამეობრივი ცხოვრების დასასრული;
თავი მეხუთე - ილიას მეორედ "მოკვლის" წადილი (ილიას ნააზრევისა და ნაღვაწის გმობა 1907 წლის შემდეგ).
მეოთხე თავი ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ ქართველი სოციალ-დემოკრატების ბრძოლას, ილიას მკვლელობის მომზადებას და მის განხორციელებას ეძღვნება.
ავტორი წარმოგვიდგენს ილიას მკვლელობის მისეულ ვერსიას.
ამ ვერსიის მხედვით ილია ჭავჭავაძე არ მოუკლავს ტერორისტთა იმ ჯგუფს, რომელმაც ეტლი გააჩერა, ილია მოკლული იქნა დამოუკიდებლად მოქმედი ქილერის მიერ, რომელიც ეტლის გაჩერების მომენტში ილიას ზურგს უკან ტყეში იყო დამალული.
ქილერმა განახორციელა ერთადერთი გასროლა.
ტყვია ილიას სხეულში შვიდა ზურგის მხრიდან (მარცხენა ნეკნების არეში) და სხეულიდან გამოვიდა მკერდის არეში მარცხენა და მარჯვენა ძუძუს შორის. თავში (შუბილის არეში) ილიას ცეცხლნასროლი ჭრილობა არ აღენიშნება."
/"საპატრიარქოს უწყებანი" N9 (709) 2014წ./
"სხვა გზა ის არის, რომ ერთმანეთს გული გავუგულადოთ და ამისთვის ღონე ღონეს გადავაბათ, მხარი მხარს მივცეთ, ერთმანეთის სიყვარული ვამოციქულოთ და ამ წინდებულს ახალს წელიწადს იმას ვაქმნევინებთ, რაც ჩვენ გვინდა და არა იმას, რაც მასა ჰსურს.
ვიმხნეოთ ერთად-ერთის გულით, ერთის სულით, ერთმანეთის ნდობით. ვინც მხნეა, ის ძლიერია. მაშ "მხნე იყავ და განძლიერდი", - აი, ჩვენი საახალწლო მოლოცვა, ჩვენი საახალწლო ნატვრა".
/წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე)/
"წიწამურთან ჩავლისას, განა ყელში არ გაგეჩხირება ბოღმა ქართველთა გადაგვარების მოწმეს?"
"თანდათან ძლიერდებოდა თურქეთელ ქართველებში მშობლიური ენისა და ისტორიის შესწავლის სურვილი.
ამ საქმეში გაწეული ღვაწლისათვის აჰმედ ოზქან მელაშვილს ზოგჯერ თურქეთის ქართველების ილია ჭავჭავაძესაც უწოდებდნენ".
/"საპატრიარქოს უწყებანი" N45, 2014/
თეთრი ცხენებით ილიას გზაზე
"როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე... რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახლას და რას მეტყვის იგი მე?"
ილია ჭავჭავაძე "მგზავრის წერილები"
ლარსის საზღვართან ლურჯია მდელო,
თერგის ღრიალი აღწევს ზეყანას...
ნეტავ, რას ვეტყვი ჩემს საქართველოს,
ანდა, რას მეტყვის ჩემი ქვეყანა?!
რარიგ უხდება ირაო არწივს
და დედამიწას მარცვალი ნედლი...
და მიუყვება ეკლიან გზაწვრილს
დიდი ილიას მეფური ეტლი.
შევყურებ ცამდე აზიდულ მყინვარს
და გული მიცემს სისხლის დენამდე...
თუმც ჩემს სამშობლოს საეჭვოდ სძინავს,
ვიცი, მივაღწევ ყვარლის მთებამდე!..
ვიცი, გავუძლებ მკათათვის სიცხეს,
თუმც ნახანჯლარი მე მაქვს ხელები...
და მიარღვევენ მცხუნვარე სიცხეს
ქანცგაწყვეტილი თეთრი ცხენები.
და ნაგრიგალი მდინარის ზათქი
უფრო მიმძაფრებს ბრძოლის წყურვილს და...
ალბათ, შემხვდება ეული მგზავრი,
ან ხმას მომაწვდენს წიწამურიდან.
მაღლა კი, მაღლა, იქ, განძთა საფარს
მფარველ ანგელოზს მიუგავს ფრთები...
და ვეთხოვები გერგეტის ტაძარს
და კვლავ ყვარლისკენ მიხმობენ მთები.
უარვყო ყველა საჩრდილობელი,
მე, ქართველ პოეტს, მჩვევია ასე, -
ვიარო მძიმე ნაჭრილობევით
ილიას გზით და ილიას გზაზე!..
ნეტავ, რას ვარგებ ჩემს საქართველოს?!.
ნეტავ, რას მეტყვის ჩემი ქვეყანა?!.
ლარსის საზღვართან ლურჯია მდელო,
თერგის ღრიალი აღწევს ზეყანას.
/თინათინ მღვდლიაშვილი
2014 წ. მკათათვე 9
გაზეთი "კანდელი" N20, 2014/
"მღვდელი ვლადიმერი [ფოფხაძე] გამოეხმაურა ილია ჭავჭავაძის მკვლელობას და 1908 წლის 2 მარტს საკმაოდ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა ჟურნალ "შინაურ საქმეებში". იგი წერდა:
"...ჩვენ ვგლოვობთ ჩვენ ბუმბერაზ მწერალ ილია ჭავჭავაძეს, რომელმაც ყველა ჩვენ მწერლებზე მეტი იშრომა საზოგადოების ზნეობრივ, გონებრივ და ყოველმხრივ აღზრდისათვის.
მთელი ლიტერატურული მოღვაწეობა განსვენებულისა სხვა არა იყორა, გარდა სიმართლისათვის თავგანწირული ბრძოლისა. იგი სამართლიანად ითვლება ქართველი ერის გულის მესაიდუმლედ.
არ დარჩენილა კუთხე ჩვენის ქვეყნისა, რომ მისი წინასწარმეტყველური აზრები არ მისწდომოდეს. ის გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს ცხოვრების მიმდინარეობას და შეუდარებელ პოეტურ თხზულებებში ცოცხლად ხატავდა ცხოვრების მაჯისცემას.
ილია ჭავჭავაძის მსოფლმხედველობის უმთავრეს საგანს შეადგენდა უარყოფა დღევანდელ წესწყობილებისა და სურვილი, ახალ საუკეთესო ხანის დამყარებისა, სადაც აღარ უნდა ყოფილიყო გაუგებრობა, როგორც წოდებრივ, ისე საზოგადო ნიადაგზე აღმოცენებული..."
/"საპატრიარქოს უწყებანი" N9, 2015, გვ. 19/
ფილმის - "ვინ მოკლა ილიას" ტელეპრემიერა დღეს შედგება
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში დღეს, 21:00 საათზე, დოკუმენტური ფილმის - "ვინ მოკლა ილიას" ტელეპრემიერა შედგება.
მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში ილია ჭავჭავაძის როლს კოტე თოლორდავა ასრულებს, რომელიც ორი დღის წინ, მოსკოვში გარდაიცვალა.
ფილმში, მწერლის მეუღლე ნანუკა ხუსკივაძემ განასახიერა. ფილმში ასევე მონაწილეობენ გოგი ქავთარაძე, გივი ბერიკაშვილი, პაატა მხეიძე, ირაკლი ჩოლოყაშვილი, ზაზა იაქაშვილი და სხვები.
ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი მიხეილ ბერინაშვილია, ხოლო მუსიკალურად ნიაზ დიასამიძემ გააფორმა.
მსახიობი კოტე თოლორდავა მოსკოვში ორი დღის წინ გარდაიცვალა. იგი ფილმის გადაღებებზე იმყოფებოდა. მას სერგეი ბეზრუკოვთან ერთად ერთ-ერთ ფილმში უნდა ეთამაშა.
http://news.ge/ge/news/story/130941-filmis-vin-mokla-ilias-telepremiera-dghes-shedgeba
კაცი გმირი და კაცი მართალი
მოწმენდილ ცაზე ტყვიამ იქუხა,
ექომ ღმუილით გადაიარა,
წაუქცევიათ ბებერი მუხა,
მამულის გულზე გაჩნდა იარა.
აეწვა ფერდი ჯვარცმულ მესიას,
როდესაც ჰკლავენ მიწიერს, ნამდვილს,
და ვიდრე გულში ტყვიას ესვრიან,
ჯერ იგი უფლის სხეულში გადის.
ყველა ჭრილობამ გადახსნა პირი,
გაცივდა მადლი ლოცვით დამთბარი,
როს საქართველოს მოუკლეს შვილი,
კაცი გმირი და კაცი მართალი.
ალბათ ღალატმა არ იცის არც ის,
ვინ რა წყალობის გახდება ღირსი,
სადაც სიკვდილი იწყება კაცის,
იქ იბადება სიცოცხლეც მისი.
ვინ უფლის კარზე დაიდო ბინა,
და დღეს მართალი წმინდანი ჰქვია,
გვითხარი ჩემო რომ არ გეტკინა,
საქართველოსთვის ნასროლი ტყვია!
ერთი იუდა უფალსაც ჰყავდა,
საქართველოს კი ათასჯერ ბევრი,
ვინ მიწას სჭრიდა, ღალატით ჰკლავდა,
შინაური, თუ გარეშე მტერი.
სამშობლოსათვის ღირსი შვილია,
ვინც უშიშრად და გმირულად ჰკვდება,
თუ ვინმე ფიქრობს მოჰკლა ილია,
ნეტავი იცოდეს რა მწარედ სცდება.
ღალატის ხელმა მადლში გაგხვია,
ეს სიცოცხლეზეც უფრო მეტია,
რადგან მამულზე ნასროლი ტყვია,
გაუკვდავების ნიშანსვეტია.
/ ნანა მეფარიშვილი/
"ღმერთმა შვილი არ მისცა წმინდა ილია მართალს და ოლღა გურამიშვილს, მაგრამ ამით მათი სიყვარული არ განელებულა. ოლღა სიბერეშიც კი თავს ბედნიერად თვლიდა, თავისი ილიკოსთვის ჭიქა წყალი რომ მიერთმია. აღარაფერს ვიტყვით იმაზე, თუ როგორ ზრუნავდა წმინდა ილიაზე. იმ საბედისწერო დღეს, პირველი ტყვია რომ გავარდა, წინ აფარებია ილიას - ამ კაცს ნუ მოკლავთ, მე მომკალით, მე, თქვე ურჯულოებო... თუ სიკვდილი გინდათ ვინმესი, მე ჩამქოლეთო. არც ის დაინდეს. თოფის კონდახით თავი გაუჩეჩქვეს. ილია მოკვდა, ოლღა ძლივს გადაარჩინეს. როცა ქმრის მკვლელები დაიჭირეს და დახვრეტა მიუსაჯეს, ოლღამ სასჯელის გაუქმება ითხოვა.
ოცი წელი იცხოვრა საყვარელი ილიკოს გარეშე. მისი ერთადერთი ნუგეში ილიას წერილების კითხვა იყო. აიღებდა ილიას სურათს და დასტიროდა, - ჩემო მფარველო, ჩემო სიცოცხლევ, სად ხარო. სახლი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა, თვითონ კი მთაწმინდაზე იქირავა ბინა, საყვარელ ადამიანთან რომ ახლოს ყოფილიყო. ავიდოდა მთაზე, წამოუწვებოდა საფლავზე ილიას. მაგრამ თანდათან უჭირდა იქ ასვლაც... 1927 წლის 25 აპრილს გარდაიცვალა წმინდა ილიას ერთგული მეგობარი და თანამოაზრე".
/FB/
http://news.ge/ge/news/story/134850-rostom-chkheidze-ilia-chavchavadze-ver-iqnebi-adamiani-magram-ilias-suli-unda-iyos-shenshi
როსტომ ჩხეიძე: ილია ჭავჭავაძე ვერ იქნები ადამიანი, მაგრამ ილიას სული უნდა იყოს შენში
17 მაისი 02:09403
„ის ფუნქცია, რაც ილია ჭავჭავაძემ მწერალს დააკისრა, დღეს აღარ არსებობს. იმიტომ, რომ ილია ჭავჭავაძე იყო სახელმწიფო მოღვაწეც და მისთვის მწერლობა იყო სახელმწიფო მოღვაწეობა.
საბოლოოდ, როცა დადგა ჭიდილის წინაშე თუ რომელი გზა აერჩია, მან გაწირა მწერლობა.
ილიამ იცოდა თავისი უნარი, თავისი ტალანტი, მაგრამ ეს დაუნანებლად შესწირა თავის ქვეყანას, რადგან საქართველო არ არის საფრანგეთი, არ არის ინგლისი და ქვეყანა უნდა გადარჩეს.
ილია ჭავჭავაძე ვერ იქნები ადამიანი, მაგრამ ილიას სული უნდა იყოს შენში", განაცხადა მწერალმა როსტომ ჩხეიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, გადაცემაში „შეხვედრები მწერალთა სახლში".
ერმა საჯაროდ შეინანოს ილიას მკვლელობა და მერე იზეიმოს თავისუფლება!..
/მამა პეტრე/
/FB/
1987 წლის 2 აგვისტოს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა ილია ჭავჭავაძე წმიდანად შერაცხა და მას წმიდა ილია მართალი უწოდა. გთავაზობთ უწმინდესისა და უნეტარესის ილია II სიტყვას, წარმოთქმულს ამ დღეს.
"...ილია ჭავჭვაძის მოღვაწეობა იწყება საქართველოსთვის საბედისწერო ჟამს, როცა ჩვენმა სამშობლომ დაკარგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, როცა საქართველოს ეკლესიას მოჰკეთეს თავი და დაუმორჩილეს რუსეთის ეკლესიის სინოდს, როცა ერის სული იყო ჩამკვდარი, სიწმიდე - შელახული, ბეთლემი - უკაცური...
...ილიას ცხოვრების ეტლმა, ილია წინასწარმეტყველის ეტლის მსგავსად, ცეცხლის კვსებით გადაუარა საქართველოს ცას და წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენში.
გარდაცვალება არ ეთქმის მის სიკვდილს. ეს იყო ჯვარცმა და მსწრაფლ ამაღლება; ეს იყო გარდასახვა, თითოეულ ქართველში განბნევა და მასში ერის სიყვარულის აღდგომა..."
/„საეკლესიო კალენდარი ყოველდღიური საკითხავებით“ 2012, გვ.228-229/
ფაქტი, რომელიც ვერავინ ახსნა
...ილიას მკვლელობიდან 3 თვის შემდეგ ზედაზენის მონასტრისაკენ მიმავალმა მონადირეებმა - ნიკოლა ბერიძემ, ზაქარია აფციაურმა და ალექსა შერემეტოვმა გზად შემოფეთებული თეთრი ხარ-ირემი დაჭრეს ორი ტყვიით - წინა მხარში და უკანა ბარკალში. დაჭრილი ირემი მონადირეებს გაექცა - ის ტყემ შეიფარა, მონადირეებმა კი ღამის გასათევად ზედაზნის მონასტერს მიაკითხეს.
იმ ღამეს ნიკოლა ბერიძეს ანგელოზი გამოეცხადა და ჰკითხა, ირემი დავკარგეთ და ხომ არ გინახავსო.
შიშისაგან თავზარდაცემულმა ნიკოლამ მონასტრის წინამძღვარს უამბო ეს და შესთხოვა, წმიდა მამა იოანე ზედაზნელს შეავედრე ჩემი ცოდვილი სული და პატიება გამოსთხოვეო.
ბერმა თხოვნა აუსრულა - გათენებამდე მუხლჩაუხრელი ევედრებოდა წმიდანს.
დილით შეშფოთებული მონადირეები დაჭრილი ირმის საძებრად წავიდნენ.
წიწამურის გზაზე იქ, სადაც სამი თვის წინათ ხუთჯერ დაიქუხა ხეობამ, ცრემლად დაიღვარა არაგვი, სისხლი მოეფინა ქართველთა გოლგოთას, ამ ადგილზე რწმენისა და მართლმადიდებელი უკვდავსაყოფად ქვის ჯვარი იყო აღმართული (ეს ჯვარი მძვინვარე წითელმა რეჟიმმა 1937 წელს ობელისკით შეცვალა). სწორედ ამ ჯვრის წინ დამხობილი, რქებით მიწაში ჩარჭობილი იპოვეს მონადირეებმა ხარ-ირემი... დაჭრილი სამჯერ ასულა მონასტერში, გაშმაგებული რქებით ლეწავდა ყოველივეს, რაც წინ ეღობებოდა, ბრძოლით გაუკაფია გზა ჯვარსა და მონასტერს შორის და სისხლით დაცლილი, დაქანცული დაცემულა ილიას მკვლელობის ადგილზე.
მონადირეები მდუმარედ იდგნენ თავმოდრეკილნი - არაგვს ერთვოდა უხილავი მათი ცრემლები, ხეობა გუგუნებდა და თითქოს სრულიად საქართველოს აუწყებდა: „რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე, შეუნდე, არ იციან, ღმერთო რას იქმან!“
ფაქტი, რომელზეც იუწყებოდა 1909 წლის 2 თებერვალს გაზეთი „ივერია“, დღემდე ვერავის აუხსნია.
ნონა ახალაძე
/„საეკლესიო კალენდარი ყოველდღიური საკითხავებით“ 2012, გვ. 271-272/
"არ დაივიწყოთ, რომ ილია ჭავჭავაძე მოკლეს!"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
„ყოველი კაცი ბედნიერებისათვის იღწვის, მაგრამ ყოველს კაცს მიჩნეული არა აქვს თავის საკუთარ ბედნიერებად სხვისი ბედნიერება, ანუ, უკეთ ვსთქვათ, თავისი საკუთარი ბედნიერება სხვის ბედნიერებასთან განუყოფლად ყოველს კაცს ვერ გაუერთებია.
ეს ისეთი მძიმე გასადები ხიდია, ეს ისეთი მძიმე და ეკლიანი გზაა, რომ თვითეული ბიჯი ღვაწლია და მსხვერპლი, და რადგანაც ღვაწლია, რადგანაც მსხვერპლია, ამიტომაც მადლია, და რადგანაც მადლია, ამიტომაც გულთა მიმზიდველია, გამმსჭვალავია გაოცებამდე, გაკვირვებამდე. ამისთანა კაცი მზესა ჰგავს, რომელსაც ბრმაც-კი ჰგრძნობს, თუმცა არა ჰხედავს.“
წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე)
/FB/
"ჭეშმარიტ ღირსებას ყვირილი არ უნდა. მისი ბუნება და თვისება ის არის, რომ მით უფრო სასახელოა და საგულებელი, რაც უფრო მდუმარეა"
/წმ. ილია მართალი
"კარიბჭე" N15, 2015, გვ.18/
"მოძღვართმოძღვარი ერისა"
/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება. წერილები" ტ. II, გვ. 412/
“იმ დროს გამოვიდა სამოღვაწეო სარბიელზე, როს ჩვენი ერის განათლებული დიდგვაროვანნი ქართულ ენაზე ლაპარაკს აღარ კადრულობდნენ, მეტიჩრობის გამო ხორხისმიერ ბგრეათა წარმოთქმას დიდ სიძნელედ აცხადებდნენ, თავდრეკიობის, პირმოთნეობის, მლიქვნელობისა და მონური მორჩილების გამო ჰგმობდნენ ისინი ქართულს“
/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება. წერილები" ტ. II, გვ. 412/
„თუ მისი წინაპარნი მხოლოდ შიშველი ხმლებით, ფარების გარეშე ებრძოდნენ მომხდურთ, ილია ჭავჭავაძემ გონების მომნუსხველი ძალით შეუტია საქართველოს მტრებს. მას სიკვდილამდე არ გაუგდია კალამი ხელიდან. იგი ერთნაირის თავგამოდებით ებრძოდა შინაურსა და გარეშეს, ვინც სამშობლო ქვეყნის მტრად მიაჩნდა თუ ეგულებოდა. საქართველოს ეროვნულ ძალთა გაერთიანებისათვის თავგანწირულ მებრძოლს ერთადერთი იარაღი - კალამი ხელიდან ძალით გააგდებინეს“
/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება. წერილები" ტ. II, გვ. 413/
„ბიბლიური მოსესავით მას ერთს შეეძლო და ერთს ჰქონდა უფლება ქართველი ერის სახელით ელაპარაკა ღმერთთან. „ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა“, - თამამად და გაბედულად აცხადებდა იგი“
/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება. წერილები" ტ. II, გვ. 414/
„ილია ჭავჭავაძე ყოველ ახლად დაბადებულ უსუსურ ბავშვსაც ასე ლოცავდა: ღმერთო, აკურთხე ამ ყრმისა ძალნი და ხალხთ სამსახურად მიეც ღონე, შთაჰბერე მას ძლიერი სული, რათა ერისათვის ის იყოს მოძმე, მოყვარული, ერთგული და ისე ნუ მოჰკლავ, რომ თავის ხალხს მწუხარების ცრემლი ცოტათი მაინც არ მოსწმინდოს“
/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება. წერილები" ტ. II, გვ. 417/
„რამდენჯერმე იჭექა წყეულმა „ბერდენკამ“ და მეტყველი ენა და სამშობლოს სიყვარულით გვემული გული სამუდამოდ დაადუმა“
/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება. წერილები" ტ. II, გვ. 420/
„ვინც საქართველოს ერთიან სხეულს ფლეთდა, ყველა ილია ჭავჭავაძეს ებრძოდა. საქართველოს გაერთიანებისათვის კი ილია ჭავჭავაძე დავით აღმაშენებელსა და გიორგი ბწყინვალეზე ნაკლები მოწადინებით როდი იბრძოდა. იგი ერის სულიერი მოძღვარი შეიქმნა. სახელი და ავტორიტეტი კი თავისმა დიდმა ნიჭმა, მხატვრულმა ტილოებმა და უმწიკვლო საზოგადო მოღვაწეობამ შესძინა“
/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება. წერილები" ტ. II, გვ. 421/
"წმინდა ილია მართალი ბრძანებს: "ერთ წმინდა სანთელს სხვა ანთებული სანთელი რომ მიუმატოთ, ნათელი მეტად მიემატება. ჩემი დიდი სურვილია, ჩვენს ქვეყანას მიემატოს განათლების, დიდი რწმენისა და სიყვარულის მადლი".
/დეკ. ალექსი ძამუკაშვილი
"კრიალოსანი" N1, 2015/
"წაიქცა ერის ბურჯი. „ქართველთა სისხლთა ხვრეპით ვერ გაძღა სოფელი“. მთელი საქართველო ტირილით ესათნოვა თავის ჭეშმარიტ შვილს"
/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება. წერილები" ტ. II, გვ. 421/
„რუსეთის საიმპერატორო კარმა ჩათვალა, რომ უკვე დაამთავრა საქართველოს გარუსება, მაგრამ სრულიად მოულოდნელად, XIX საუკუნის 60-იანი წლების დამდეგს, საქართველოში დაიწყო დიდი ეროვნული მოძრაობა, რომელიც დიდი ინტესივობით გაგრძელდა 25-30 წლის მანძილზე. მისი წინამძღოლი იყო ილია ჭავჭავაძე და თერგდალეულთა დასი - რუსეთის ბატონობაში დაბადებულ-აღზრდილი, რუსულგანათლებამიღებული თაობა, მაგრამ სწორედ ისინი ჩამოყალიბდნენ ყველაზე ძლიერ ანტირუსულ ძალად.
ფაქტობრივად, რუსეთის იმპერიის ყოველგვარი მცდელობა, რომ საქართველო ექცია თავის გუბერნიად, წყალში ჩაიყარა. მას ყველაფერი ხელახლა გასაკეთებელი გაუხდა. რათქმაუნდა, ილიას მოღვაწეობა უფლის ნება იყო. ამ ღვთის რჩეულ ადამიანს განსაკუთრებული მისია ეკისრა, რაც თავადაც კარგად იცოდა. მოწამეობრივი იყო მისი ღვაწლი, სიცოცხლე და სიკვდილიც“.
/ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ გურული
„კარიბჭე“ N17, 2015, გვ.18/
წიწამურიდან საგურამომდე
ეკლიანი და პატარა გზაა,
წიწამურიდან საგურამომდე
სიცოცხლის გავლა ნეტავი რაა?
წიწამურიდან საგურამომდე
აშრიალებულ ფოთლების ზღვაა.
ისევ დუდუნი ისმის არაგვის,
ისევ ბიბინებს არაგვის ველი.
ღამით ამოსულ და აყვავებულ
ვარსკვლავებს დილა მოთიბავს ცელით,
ღამით ამოსულს და აყვავებულს
ნიავს არაგვი დილამდე ელის.
ჰეი, არაგვო, არაგვიანო,
გულში ეგ სევდა რად ჩაგწოლია?!
შენს სამას შვილზე ხომ არა დარდობ?
- გყავდა და თითქოს არა გყოლია!
შენი ჩქერების თეთრი შხეფები,
- ეგ ხომ ცრემლების წმინდა ბროლია!
ჰეი, არაგვო, მიამბე მაინც
შენს სამას რაინდს თუ რას უმღერდი,
როგორ აღზარდე ქართულ ქოხებში
და ქართულ აკვანს როგორ ურწევდი!
ჰოი, არაგვო, მაშინაც, ალბათ,
ამავე სევდას მოაქუხებდი!
არავინ იყო ამბის მომტანი,
არ გინათებდა გულს ალიონი,
აღარ გესმოდა "ვისაც მოუკლავს",
არ გუგუნებდა ზარი სიონის,
შენ დაგტიროდა მხოლოდ მოხუცი:
- დამარცხებული ბაგრატიონი!..
გზა ეკლიანი და უდაბური
გმირებს და მგოსნებს გაუკაფიათ!
საით ისწრაფვი მაინც, არაგვო,
და მიაშფოთებ ტალღებს ქაფიანს?
მცხეთის კარამდე დიდი ჩრდილებით
მთებს შენი ტანი დაუდაფნიათ!
მცხეთის კარამდე გაისმის ძვლების
და მუზარადის მსხვრევის ხმაური!
მცხეთის კარამდე წარსულ ბრძოლების
ისევ ამტყდარა აურზაური,
მცხეთის კარამდე რეკავს ჯავშანზე
დაჯახებული ხმალი ფშავური!
წიწამურიდან გულის კარამდე
ერთი გზა მოდის - გზა სისხლიანი!
ისევ ჰყივიან ცაში არწივნი
და შრიალებენ მთანი ტყიანი;
მთებში ირმების ისმის ყვირილი
გულის მზარავი და სევდიანი.
ეგების მკერდში დასჭრეს ირემი
და არ ურჩება ბეჩავს იარა?
განგმირულ შუბლით ეკლიან გზაზე
ისევ მგოსანმა თუ გაიარა?
ეგების ამცნო მთებს საიდუმლო
და დიდი ფიქრი გაუზიარა?
ჰოი, არაგვო, არაგვიანო,
გულში ეგ სევდა რად ჩაგწოლია?!
მოკლულ პოეტზე ხომ არა დარდობ?
- გყავდა და თითქოს არა გყოლია!
შენი ჩქერების თეთრი შხეფები,
- ეგ ხომ ცრემლების წმინდა ბროლია!
ჰოი, არაგვო, მიამბე მაინც,
როგორ დაეცა ეს გოლიათი?
ეგების შესწყდა ვარსკვლავთ კაშკაში,
გადაეფარა მიწას წყვდიადი,
და დამწუხრებულს, კაეშნით მოცულს,
მზესაც ამოსვლა დაუგვიანდა?
შთაგონებული სიმღერა მისი
აღარ მოესმის მიდამოს შენსას.
ალბათ, მისთვის ხარ გულჩათხრობილი
და აღარ ცხრება ტალღების კვნესა!
ნატყვიარ შუბლის სისხლის წვეთები
ახლაც აცხია მიწას და ქვებსა!..
წიწამურიდან საგურამომდე
ეკლიანი და პატარა გზაა,
წიწამურიდან საგურამომდე
სიცოცხლის გავლა ნეტავი რაა?
წიწამურიდან საგურამომდე
დიდი მთები და უძირო ცაა.
/კოლაუ ნადირაძე/
"იგი [ნიკო კეცხოველი], ჩემი აზრით, ილია ჭავჭავაძის ოთარაანთ ქვრივის მხატვრული სახის კაცადქმნილი განმეორებაა"
/"ნიკო კეცხოველი"
ელგუჯა მაღრაძე, "გოდება. წერილები" ტ. II, გვ. 592/
http://radikal.ru/big/ce48ee9fc3a047ecad58c5127f4c014b
/FB/
http://radikal.ru/big/ed8fadc948b74ef883ddf18f6eb17317
/FB/
"ეგზარქოსისა და უწმიდესი სინოდის განკარგულებით, "საკუთარი თხოვნის" საფუძველზე განთავისუფლებულ იქნა [ილია ჭავჭავაძის მოძღვარი წმ. მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე)] ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და "მოსასვენებლად" თავისსავე აღდგენილ შიომღვიმის მონასტერში გაიგზავნა. მონასტრიდან მხოლოდ ერთხელ, 1907 წელს, წმიდა ილია მართლის (ხს. 20 ივლისს) დასაფლავებისას გამოვიდა და დაიტირია თავისი სულიერი შვილი ".
/"კარიბჭე" N19, 2015, გვ. 27/
http://radikal.ru/big/818775cf58d34724b2a3fa2744bfebe2
ილია ჭავჭავაძის მშობლები
დედამ შეასწავლა წერა-კითხვა, ლოცვები, საღვთო ისტორია. რვა წლის ილია ყვარლის მთავარდიაკონ ნიკოლოზ სეფაშვილისათვის მიუბარებიათ. მასთან გატარებულმა სამმა წელმა წარუშლელი კვალი დატოვა წმიდანის ცხოვრებაში.
/FB/
http://radikal.ru/big/57d13c767580465db5788884bf562f84
ილია ჭავჭავაძის მამიდა - მაკრინე
/FB/
"ყველაზე დიდი ძნელბედობის ჟამს, მე-19 საუკუნეში, როდესაც ჩვენს ქვეყანას აღარ ჰყავდა აღარც მეფე და აღარც პატრიარქი, უფალმა საქართველოს მოუვლინა უგვირგვინო მეფე, რომლის სახელი იყო ილია - უფალი ჩემი ღმერთია...
მაგრამ საქართველოს ისევ დაუდგა ძნელბედობის ჟამი: ქართველებმა ხელი აღმართეს ილია მართალზე და თვით უფალზე, რომელიც ჩვენი ღმერთია..."
/მიტროპოლიტი ნიკოლოზ (ფაჩუაშვილი)
"საპატრიარქოს უწყებანი" N30, 2015, გვ.4/
"უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ილია ჭავჭავაძეს ერის სულიერი მამა, ეროვნულ-განმანათლებელი მოძრაობის ლიდერი უწოდა, ერისა და დედა ეკლესიის წინაშე დიდი ღვაწლისათვის მოწამეობრივად აღსრულებულს უწოდა წმიდა ილია მართალი და მისი ხსენების დღედ დააწესა 2 აგვისტო.
კომუნისტურ ეპოქაში ამის გაკეთება ურთულესი რამ იყო, პატრიარქმა ეს შეძლო და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა გააერთიანა წმიდა ილია მართლის "მამული, ენა, სარწმუნოების" დროშის, საქართველოს, დედა ეკლესიის გარშემო.
უწმინდესს სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა მარტო ეს იყო საკმარისი მისი მოღვაწეობის სიდიადის წარმოსაჩენად".
/პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
"საპატრიარქოს უწყებანი" N30, 2015, ჩანართი გვ.3/
ვეამბორები თქვენს პატიოსან მარჯვენას და თქვენი ლოცვა-კურთხევით გაძლიერებული
„ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ უწმინდესისა და უნეტარესის კირიონის (საძაგლიშვილი) ტრაგიკული აღსასრული მეორე დიდი დარტყმა იყო ქართული ეროვნული ცნობიერებისათვის. თავის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში დეკანოზმა ნიკიტა თალაქვაძემ ბრძანა:
„განა მარტო კირიონ კათალიკოზს მოვექეცით ასე? უფრო მეტი სისატიკით გავისტუმრეთ საიქიოს დიდი ილია! წიწამურისა და მარტყოფის ტრაგედია საქართველოს დაუძინებელი მტრების მიერ ჩვენში დათესილმა ერთმანეთის ჯგუფურმა გადაკიდება-კინკლაობამ შეამზადა“
/“საპატრიარქოს უწყებანი“ N30, 2015, გვ. 17/
"ფიქრის, საქმის, შრომის დროს ხომ იმას ბადალიც არ ჰყავდა: მისი რჩევნა და დარიგება უსასოოდ ქმნილს იმედს ჩაუნერგავდა გულში და ბედისგან განლაღებულს განსაცდელისა და საფრთხისაგან დაიხსნიდა"
/პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე
"კარიბჭე" N21, 2015, გვ. 38/
http://radikal.ru/big/d9e4ba5aefbd44f2b45b25ec92736415
/FB/
http://radikal.ru/big/ff6592d417a343d284a461a8206356e1
’’ილიას შუბლზე მუხის ფოთოლი ეფარა’’.
გიორგი ლეონიძე - დედაჩემის ნაამბობი
/FB/
http://radikal.ru/big/e8ba136efcd948cc8e57550ae6f6ea45
/FB/
"...ჟორდანია ეროვნულზე მაღლა სოციალურ ცვლილებებს აყენებდა და ამ მიზნის მისაღწევად არაფერს ერიდეობდა. ამიტომ იქცა მისთვის ილია უბრალო ნაფოტად (ვგულისხმობ იმ ცნობილ ფრაზას, რომელიც ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით თქვა: როცა ტყეს ჭრიან, ნაფოტები ცვივაო)..."
/"კარიბჭე" N25, 2015, გვ.20/
"1907 წლის 30 აგვისტოს, როდესაც მამა ალექსანდრე [ჯალიაშვილი] თავისი ოჯახით თბილისში მიემგზავრებოდა, უკანასკნელი ადამიანი იყო, ვინც ცოცხალი ნახა დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, თავადი ილია ჭავჭავაძე. აი, რას წერდა იგი შემდგომში ამ შეხვედრის შესახებ:
"30 აგვისტოს სახლობა მომყავდა თბილისში. წინ შემომხვდა ილია ჭავჭავაძის ეტლი, რომელიც წიწამურს იქით ღელეში შეეჩერებინათ. როცა გავცდით და ცოტა გზა გავიარეთ, გავიგონეთ თოფის სროლა. მცხეთის პირდაპირ დუქნებთან შევჩერდით და იქ შევიტყვეთ განსვენებულ ილია ჭავჭავაძის მოკვლის ამბავი. აქ ერთი გლეხი წამოგვეწია, გვითხრა, ილია მოჰკლესო და დაიწყო ქვითინი. აქვე მგზავრისგან გავიგე, რომ მას ჩამოსვლის დროს რაღაც საეჭვო სტვენა გაეგონა იმ ადგილს ცოტა იქით, სადაც მკვლელობა მოხდა".
"საპატრიარქოს უწყებანი" N41, 2015, გვ.18/
,,...უკვე დამთავრებული გონება...
სიღრმეთა ფსკერზე დასმული აზროვნება.
ხასიათი - ჰო, ეს ქართველის ბედისწერა - მტკიცე ვით უკვდავება.
სამშობლოს სიყვარული უკიდო და განუზომელი
.
გადაწყვეტილება უკუუქცევი, ვით გასროლილი ,,ხირიმის ტყვია'', მოქმედებას მოწყურებული ისე, როგორც წყალს თავის გაჩენიდან ცვარდაუპკურებული უდაბნო...
ყველა ეს შობითვეა მოცემული ერთბაშად და მთლიანად. არავის თვალი არ მოუკრავს ილიას დამწიფების ასავალ-დასავალისათვის.
არც ის ნახულა, რომ ილიას უმწიფობით რამე მოსვლოდეს, ხოლო შემდეგ გადაეთქვას, შეესწორებინოს.
ეს ყველაფერი ჩვენს იქით მყოფ სამყაროშია შეზავებული. ამის პროცესი გამოვლილია საიდუმლოთ, ბუნების იმ უხილავ უბეში, სადაც მხოლოდ დიდი ადამიანები იჭედებიან.''
- ნაწყვეტი სპირიდონ კედიას ნარკვევიდან ,,ილია ჭავჭავაძე'', რომელიც ავტორმა გამოაქვეყნა თავის გაზეთში პარიზში 1932 წელს.
/FB/
,,ქვეყნის მესაჭე საქმეს შეუდგა.
მისი კეცა-კეცად დახვეული და ნაირ-ნაირი ნიჭი და შემოქმედება ქვეყნის საოცრად გადაიშალა.
ილია მგოსანია..
ილია ბელეტრისტია..
ილია პუბლიცისტია..
ილია კრიტიკოსია..
ილია საზოგადო მოღვაწეა..
ილია ორატორია..
ილია.. ყველაფერია..
ილია დგას ერის სულის ყოველი ბილიკის სათავეში. მთელი ნახევარი საუკუნე აწოვებს თავის ძუძუს ძვირფას სამშობლოს, ზრდის და ამწიფებ მას.
ყოველ დარგში მწერვალი უჭირავს, ზოგან ცის ღრუბლებში იარგება.
ილია ეკუთვნის ადამიანის უაღრესად ინტელექტუალურ ტიპს და მის პოეზიასაც ან გონებრიობის დაღი აზის.''
- ნაწყვეტი სპირიდონ კედიას ნარკვევიდან ,,ილია ჭავჭავაძე'', რომელიც ავტორმა გამოაქვეყნა თავის გაზეთში პარიზში 1932 წელს.
/FB/
თეთრი თუ შავი, შური - შურია,
შავი შურითაც შურდათ ვიღაცის...
არაკაცს კაცის სისხლი სწყურია,
სისხლით რომ ტკბება,
რა ვთქვა იმ ,,კაცის"...
თეთრი თუ შავი, შური - შურია,
მწყინს, როცა მტარვალს
ვხედავ ,,იღბლიანს"...
იყუჩეთ ბრიყვნო,
წიწამურია,
ჩასაფრებიან გზაზე ილიას.
\დათო ახლოური\
/FB/
http://radikal.ru/big/ed9c4c578c2248d1ae5df494f44a630c
ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
/FB/
"ილია მართლის კანონიზირება რომ მოხდა, იმ დღეს, სვეტიცხოველში, ცა ალბათ ორი ადლით მაინც აწეული იყო. ყველამ - იქ დამსწრე საზოგადოებამ ხბოს ტყავზე ხელის მოწერით დავადასტურეთ ეს დიდი მოვლენა.
მისმა უწმინდესობამ, იმავე საღამოს, მთაწმინდაზე, ილია მართლის საფლავზე, პარაკლისი დანიშნა. ახლა მამა დავითის პლატოსკენ დაიძრა ხალხი...
პარაკლისის დაწყებამდე საშინლად გაწვიმდა. ქვაფენილზე ნიაღვარები წამოვიდა... პატრიარქის მანქანა პანთეონთან გაჩერდა, გადმობრძანდა თუ არა მისი უწმინდესობა, წვიმდა შეწყდა და ცაზე ორი უზარმაზარი ცისარტყელა გამოისახა, ერთს ორივე მხარე უსასრულობაში ჰქონდა, მეორეს კი, ერთი უსასრულობაში, მეორე - თბილისზე. უწმინდესმა ბრძანა: ერთი ილია წინასწარმეტყველია, მეორე კი, ილია მართალიო.
უნებლიედ გაგვახსენდა ილია მართლის სიტყვები:
"მსწრაფლ გადმოეშო
ცისა ლაჟვარდსა
შვიდფეროვანი სარტყელი ცისა
და გადეფინა ჩემსა ქვეყანას,
მახარობელად ტკბილ იმედისა".
/"ქაროზი" N72, 2016, გვ.21/
"თავის დროზე ხომ ილიას ნაწარმოებებიც ამოიღეს სასწავლო პროგრამიდან, ხალხს ეუბნებოდნენ, ილია ტიპური თავადი იყო და როგორც მემამულეს, თავისი ყმები არ ეცოდებოდაო, ასე ასწავლიდნენ ბავშვებს სკოლებში და რა გასაკვირია, ამგვარი დამოკიდებულება ყოფილიყო ცისფერყანწელების მიმართ?"
/პოეტი ანდრია სინაური
"კარიბჭე" N7, 2016, გვ.48/
"ილიამ და ოლღამ გაზაფხულის უმშვენიერეს თვეში, აპრილში დაიწერეს ჯვარი. მათი ჯვრისწერა საიდუმლოდ აღსრულდა თბილისში, 1863 წლის 10 აპრილს, წმინდა სამების (საჯარო ბიბლიოთეკის უკან მდებარე) ეკლესიაში. ჯვარი მათ დაწერა მღვდელმა ნიკოლოზ არდაზიანმა, რომელმაც საეკლესიო წიგნში ჩაწერა:
"1863 წლის 10 აპრილს, სასიძო თავადი ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, მართლმადიდებელი სარწმუნოების მქონებელმა, იქორწინა პირველი ქორწინებითა, 25 წლისა. სასძლო თავად თადეოზ გურამიშვილის ქალი ოლღა, მართლმადიდებელი სარწმუნოების მქონებელმა იქორწინა პირველი ქორწინებითა, 20 წლისა"... (ხელნ. ინსტ. ილიას ფონდი)".
/"საპატრიარქოს უწყებანი" N14, 2016, გვ.13/
„ოლღა გურამიშვილი სიკვდილამდე ილიას სიყვარულით სულდგმულობდა. სიცოცხლის ბოლო წლებშ ის ბაზარში ილიას წიგნებს ყიდდა. ერთ-ერთ ოჯახში დაცულ ილია ჭავჭავაძის წიგნზე ასეთი წარწერაა: „ვიყიდე ილიას მეუღლისგან, რომელიც ბაზარში ყიდდა ილიას წიგნებს“. ბოლო წლებში ოლღა დღეში რამდენიმეჯერ მიდიოდა ილიას საფლავზე... თან ჩურჩლებდა: „სანთელი დაუნთეთ, ვითომც ეკლესია აგიშენებიათ“... ბევრმა არც კი იცოდა, რომ ის ილია ჭავჭავაძის ქვრივი იყო.
ოლღა ჭავჭავაძე აღესრულა 1927 წლის 25 აპრილს, 85 წლის ასაკში. გრიგოლ ყიფშიძის თქმით - „ქველის მოქმედ, ყოველის კეთილის თანამგრძნობელ და დიდად მოსიყვარულე ქალბატონს“ ქართველმა ერმა 29 აპრილს, მთაწმინდაზე, იქ, სადაც ყოველთვის ესწრაფვოდა დაკრძალვას, დიდებული მეუღლის გვერდით მიუჩინა სამუდამო განსასვენებელი“.
/“საპატრიარქოს უწყებანი“ N14, 2016, გვ.14/
http://radikal.ru/big/608eb81bf389484c9e38bbddc8ff4c31
ოქსფორდის ბიბლიოთეკაში ილია ჭავჭავაძის პირადი წერილი იპოვეს, ინფორმაციას „ფეისბუქზე“ ირმა შიოლაშვილი ავრცელებს.
“ხალხო, დიდი სიხარული დამატყდა თავს რამდენიმე წუთის წინ, ერთმა საქართველოზე შეყვარებულმა გერმანელმა ბიჭმა, იონას ლიოფლერმა, რომელიც ოქსფორდში ქართულ ენას სწავლობს, გამომიგზავნა ოქსფორდის ბიბლიოთეკაში აღმოჩენილი და მის მიერ ტელეფონით გადაღებული ილია ჭავჭავაძის პირადი წერილი უცნობი ქალბატონისადმი (სავარაუდოდ მარჯორი უორდროპისადმი), დათარიღებული 20 მაისით,” – წერს შიოლაშვილი და წერილის ფოტოს აქვეყნებს.
„მოწყალეო ხელმწიფევ!
ხვალ, ესე იგი 21 მაისს, მე დიდის სიამოვნებით გიახლებით საუზმისათვის დანიშნულ საათზე. ძალიან ვწუხვარ, რომ კნეინა ოლგას ვერ შეუძლია თქვენთან ხლება, რადგანაც ცოტად ავად არის.
თქვენი ღრმად პატივის-მცემელი ილია ჭავჭავაძე“ – ნათქვამია წერილში.
/"კარიბჭე" N9, 2016, გვ.59/
"იერუსალიმში ჩვენ წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხატი ჩავიტანეთ [1987 წლის ოქტომბერ-ნოემბერში] ჯვრის მონასტერში დასასვენებლად, რათა ამით გამოგვეხატა ქართველი ერის სიყვარული და მადლიერება თავისი თავდადებული შვილისადმი. სამუდამო ადგილი წმიდა ილია მართლის ხატს იმ სვეტთან მიეჩინა, რომელზედაც შოთა რუსთაველის ფრესკაა დახატული".
/ილია II
"საპატრიარქოს უწყებანი" N20, 2016, გვ.7/
"ილია ჭავჭავაძე განათლებით იურისტი იყო. კარგად იცოდა, რომ სამართალი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ცხოვრების განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს. არ იქნება სამართალი და არ იქნება სახელმწიფო. ამიტომ იგი, როგორც დიდი მამულიშვილი და დიდი ქართველი მოღვაწე, ყველაფერს აკეთებდა, რომ ქართველი ხალხი ამ საკითხში გაეცნობიერებინა".
/"კარიბჭე" N15, 2016, გვ.55/
"გარდაცვალებამდე 4 წლით ადრე წმინდა ეპისკოპოს ალექსანდრეს [ოქროპირიძე. წმ. ილია მართლის მოძღვარი] აღთქმა დაუდევს, რომ ცხოვრების დანარჩენ წლებს შიომღვისმის უდაბნოს განდგომილებაში გაატარებდა, მაგრამ ერთხელ მაინც მოუხდა აღთქმის დარღვევა. იგი იმდენად შეძრა ილია ჭავჭავაძის ულმობელმა მკვლელობამ, რომ ავადმყოფმა უკანასკნელი ძალღონე მოიკრიბა, რათა მთაწმინდის ბოლო გზაზე გაეცილებინა და მამობრივი ცრემლით დაეტირა სულიერი შვილი:
"მხცოვანებისგან მოუძლურებული, იგი მაინც დაესწრო ჩვენი ახალი დროების მოწამის, დიდი ილიას დასაფლავებას, შეასრულა სარწმუნოებრივი წესი. გამოესალმა თავისებური გულითადი სიტყვით და სიყვარულით ემთხვია ილიას გვამსა", - იხსენებდა ბატონი ივანე რატიშვილი ეპისკოპოს ალექსანდრეს დასაფლავების დღეს გამართულ ხალხმრავალ სამგლოვიარო მიტინგზე".
/"კარიბჭე" N13, 2008, გვ. 45/
"1904 წლის 29 ოქტომბერს ქუთაისის მთვარანგელოზთა სახ. საკათედრო ტაძრის მედავითნედ გადაიყვანეს [ივლიანე ნიკოლაძე], სადაც მოკლე ხანში შექმნა ახალი ქართული გალობის გუნდი, რომელმაც მალევე გაითქვა სახელი მთელ ქალაქში.
აი, რას წერს დავით აროშიძე ჟურნალ "მწყემსში" ამ გუნდის შესახებ:
"ამ სტრიქონების დაწერა გამოიწვია ჩემს მიერ მგალობელთა გუნდის მოსმენამ, რომელმაც განსვენებულ ილია ჭავჭავაძის პანაშვიდზე რამდენჯერმე უსასყიდლოდ იგალობა. ამ გუნდს ხელმძღვანელობს ცნობილი ფ. ქორიძის გაწვრთნილი ნამოწაფარი ი. ნიკოლაძე, რომელიც ეტყობა, გალობაში დიდად დახელოვნებულია".
/"საპატრიარქოს უწყებანი" N30, 2016, გვ.17-18/
"ვისაც არ უნახავს ილიას დასაფლავება, ნუ იტყვის ხალხის გლოვა მინახავსო. უფრო გრანდიოზული ყოფილა 9 სექტემბერი, როდესაც პროცესიის მონაწილეთა რიცხვი ასი ათასს სჭარბობდა. მთაწმინდაზე ყველამ მუხლი მოიყარა ძვირფას საფლავთან და შებინდებისას მდუმარედ, მძიმედ დაეშვა ძირს.
ილიას კუბოს შესამკობად 180 გვირგვინი იყო მოტანილი, ორასზე მეტი ლექსი მიეძღვნა დიდ პოეტს, უთვალავი სამგლოვიარო დეპეშა და წერილი მოვიდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, რუსეთიდან, უცხოეთიდან".
/ლეილა ნანიტაშვილი, "ერის წყლული აჩნდა წყლულად", გვ. 7/
"ილიამ წაიკითხა თავისი მოთხრობა. უნდა ითქვას, სხვათა შორის, რომ ილია კაი მკითხველი იყო".
/ლეილა ნანიტაშვილი, "ერის წყლული აჩნდა წყლულად", გვ. 59/
"სოფლიდან ჩამოსვლის პირველ დღეს ილიას პანაშვიდი იყო სიონში. დედა და ძალო წავიდნენ ილიას პანაშვიდზე. დაბრუნებისას ბიძამ ჰკითხა დედაჩემს, დიდი ჭრილობა აქვსო ილიას? ჭრილობა არ უჩანს, შუბლზე მუხის ფოთოლი აფარიაო, - უპასუხა დედამ. ამ დღემ დიდად იმოქმედა ჩემზე და 7 წლისამ ილიაზე დავწერე ლექსი".
/გოგლა ლეონიძე
"ქაროზი" N73, 2016, გვ.13/
"ცნობილია, რომ წმინდა ილია მართალს საგურამოში თავად ჰქონდა მრავალდარგოვანი მეურნეობა, სადაც ხეხილთან ერთად მოჰყავდა პური, სიმინდი, ქერი. საქართველოში მან პირველმა შეიძინა პურის სალეწი მანქანა. მან არაერთი წერილი მიუძღვნ პურეულის საკითხებს".
/"კარიბჭე" N14, 2009, გვ. 35/
"ამავე წელს ილია კირილე ლორთქიფანიძეს სწერს: "ძმაო კირილე! "გლახის ნაამბობი" დავასრულე და... დიდი ხანია ეგ ნაამბობი გულში მედო და ძლივს მოვიშორე. არ ვიცი, როგორ მოგეწონებათ, მაგრამ რაც არის, ღმერთმა მისცეს, მე ხომ თავიდან მოვიშორე და!"
/"ქვაკუთხედი" N1, 2017, გვ.31/
"ილია ჭავჭავაძეს საქართველოში "უგვირგვინო მეფედ" ხმობენ. მაგრამ საგანგებო მნიშვნელობას იძენს მსგავსი ზედწოდებით მისი პიროვნებისაგან მოხსენიება, ვისათ თვით ედგა იმპერატორის გვირგვინი. აი, როგორ შეფასებას აძლევდა ილია ჭავჭავაძის პიროვნებას იოსებ სტალინი: "ილია ჭავჭავაძე მსოფლიოს პრეზიდენტად გამოდგებოდა. საქართველო მისთვის პატარა იყო, ისე მცირე და ვიწრო, როგორც არწივისათვის გალია".
/"ჩემო კარგო ქვეყანავ" (ნორჩი მართლმადიდებლის ბიბლიოთეკა) გვ.51/
"ილია ჭავჭავაძეს (წმ. ილია მართალს) შინაურები ილიკოს ეძახდნენ".
/"ქაროზი" N74, 2017, გვ.24/
გურამ ასათიანი წერდა: "ილიას მიერ ჩამოკრული ზარი დღემდე რეკს, დღემდე გუგუნებს - ყველა ნამდვილი ქართველის, საქართველოს ყველა ღირსეული მოქალაქის გულში. საჭიროა მხოლოდ რამდენიმე წამის სიჩუმე, რომ ყველა ჩვენგანმა გაიგონოს თავისი სულის სიღრმეში ამ დიდი, საერო ზარის მიჩუმებული ხმა".
/"კარიბჭე" N23, 2008, გვ.30/
"1905-1907 წლების რევოლუციამ ისედაც ცოდვაში ჩავარდნილი ერი კიდევ უფრო დიდ ცოდვაში ჩააგდო - დაიწყო ძმათამკვლელი ომი. წითელმა რაზმებმა ამოხოცეს თავადაზნაურობა, შემდეგ თავადაზნაურობამ შექმნა შავი რაზმები და ამოხოცეს წითელრაზმელები და გლეხები. ქართველმა ქართველზე აღმართა მახვილი. ამ ფონზე ილია ჭავჭავაძის მკვლელობა სულაც არ იყო გასაკვირი. ილია მოკლა იმ ავადმყოფმა საზოგადოებამ. სხვათა შორის, ქართული საზოგადოების უმრავლესობამ ილიას მკვლელობა მიიღო გამოჩენილი მწერლის, გნებავთ, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის მკვლელობად. ილია, როგორც ერის სულიერი მამა და საქართველოს უგვირგვინო მეფე, მოკვდა აკაკი წერეთლისთვის, ვაჟა-ფშაველასთვის, იაკობ გოგებაშვილისთვის და სხვა ღირსეული ქართველებისთვის. სხვებისთვის კი ის იყო ცნობილი მწერალი. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ საზოგადოება, რომელიც გულგრილად უყურებს ერის უგვირგვინო მეფის მკვლელობას, არ ინანიებს ამ უმძიმეს ცოდვას და ვერ ბედავს ან არ სურს იმის აღიარება, რომ ერის სულიერი მამა მოკლეს, უფლის უდიდეს საჯელს იმსახურებს. მთელი ჩვენი ისტორია 1907 წლის შემდეგ გაიყო ორად: ილიას ეპოქა და ეპოქა ილიას გარეშე. ეს უკანასკნელი გახლავთ სწორედ ცოდვაში ჩავარდნილი ხალხის, ცოდვის გზით მსვლელობის ეპოქა. ილიას მკვლელობა იყო სატანისტური ძალების დიდი გამარჯვება."
/პროფესორი ვახტანგ გურული
"კარიბჭე" N24, 2009, გვ.16/
"ერთ-ერთი ყაჩაღის აღსარება მინდა გავიხსენო:
"შუაღამისას მივადექით საგურამოს - ის სოციალისტი, ისიდორა და მე. დავაბრახუნეთ. გამოვიდა მოურავი. მაშინვე გვიცნო, მაგრამ არ შეგვიშინდა, ხმამაღლა მოგვაძახა, - ბატონს სძინავს და ხვალ მობრძანდითო.
- რა ამბავია მანდა? - გაისმა მეორე სართულიდან, - შემოიყვანე, ვინც არიან!
მოურავმა კაბინეტში შეგვიყვანა. ილია მანამდე შორიდან მყავდა ქალაქში დანახული, ახლოდან უფრო სხვანაირი ჩანდა. შუა ოთახში იდგა სერთუკში გამოწყობილი ტანმორჩილი მოხუცი კაცი. მან სამივეს ხელი ჩამოგვართვა და გვითხრა:
- საღამო მშვიდობისა, ბატონებო! ვიცი, რაზეც გარჯილხართ, გგონიათ, ილია თავადია და ფული ბევრი ექნებაო. უნდა გითხრათ, რომ ყვარლის მიწები უსასყიდლოდ გადავეცი გლეხებს და აქაური მამულებიც გლეხებს მივეცი, ჩემთვის მხოლოდ იმდენი დავიტოვე, რაც ორი სულის წლიდან წლამდე შენახვას სჭირდება. მართალია, მე და ჩემს მეუღლეს პური არა გვშივა, მაგრამ სიმდიდრით სწორედ ვერავის ვეჯიბრებით და წასართმევიც ბევრი არაფერი გვაქვს. იმას თუ ფიქრობთ, ილია ბანკირია და რაც ბანკში ფული შემოდის, შინ მიაქვსო, აქაც იმედი უნდა გაგიცრუოთ: მართალია, ბანკი ფულს ატრიალებს და მოგებაც რჩება, მაგრამ ამ მონაგებით ჩვენ ვინახავთ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, "ივერიას", ვეხმარებით ქართულ თეატრს, სოფლის სკოლებს, ვბეჭდავთ წიგნებს და შინ წასაღები კი არა, ზოგჯერ შინიდან მოსატანიც კი გვიხდება. მადლობა ღმერთს, თუ ცოტა რამეს მაინც ვახერხებთ. გაგიცრუვდათ მოლოდინი! მაგრამ რადგანაც გარჯილხართ და ამ სიშორეზე ამოსულხართ, სულ გაწბილებულებს არ გაგიშვებთ, ცოტაოდენს ჩემს საკუთარ ფულს მოგართმევთ და მცირეზე ნუ დამძრახავთ!
ილიამ კუთხეში მდგარი ბიურო გამოაღო და ას ორმოცდაათი მანეთი მოგვაწოდა. მე არ მინდოდა ამ ფულისათვის ხელის მოკიდება, მაგრამ სოციალისტმა გამოართვა და წამოვედით.
საგურამოდან მცხეთისკენ მოკლეებზე გადმოვედით, გზაში იმ სოციალისტს ვუთხარი: აიღე შენი წილი და აწი აღარ გაგვეკარო-მეთქი.
გამთენიას მოვედით მე და ისიდორა მცხეთაში. დუქანში ასი მანეთის მელანი, კალმები, ფანქრები, საწერი ქაღალდი ვიყიდეთ, დავტვირთეთ ურემი და გავატანეთ საგურამოში, ილიასთან".
ყაჩაღის ამ აღსარებაში მართლად ჩანს ილიას საქმით გამოხატული სულიერება."
/"კარიბჭე" N15, 2008, გვ.42/
"ჩვენი ერის უახლეს ისტორიაში წმინდა ილიას სახე მანათობელ შუქურად ბრწყინავს. ქართველებს მისთვის "საქართველოს უგვირგვინო მეფეც" უწოდებიათ, დაფნის გვირგვინითაც შეუმკიათ მისი შუბლი და, ჩვენდა საუბედუროდ, ტყვიითაც შეულეწავთ."
/"კარიბჭე" N15, 2008, გვ.42/
http://radikal.ru
/FB/
"...იმ დროს, დუშეთის სკოლაში, მასწავლებლად დავით კობიაშვილი მუშაობდა. მამას [მიხეილ ჯავახიშვილს] გაგონილი ჰქონდა, რომ 1907 წელს, სწორედ ამ კობიაშვილს, დუშეთის მაზრის გამომძიებელთან თარჯიმნად უმუშავია, ილია ჭავჭავძის გვამის გაკვეთას დასწრებია და უშუალო მონაწილე გამხდარა მკვლელობასთან დაკავშირებული გამოძიების. მამამ ისიც კარგად იცოდა, რომ ილიას გვამის გაკვეთის დროს, გულიდან ამოღებული ტყვიები, სწორედ დავით კობიაშვილმა შეინახა და დაკარგვას გადაარჩინა.
დუშეთში ჩამოსვლისას ყველაფერი ეს გაახსენდა და, როდესაც საშუალება მიეცა პირადად გასცნობოდა კობიაშვილს, ბუნებრივია, მისდამი დიდი ინტერესი აღეძრა... თავის მხრივ, კობიაშვილი, როგორც განათლებული პიროვნება და მასწავლებელი, გახარებული იყო, რომ საშუალება მიეცა გასცნობოდა მწერალს, რომლის დიდი პატივისმცემელი იყო. გაიგო თუ არა მამის ჩამოსვლა, მაშინვე შინ ესტუმრა და გამოეცნაურა. ამის შემდეგ ის ხშირად დადიოდა მამასთან და მის სანახავად თბილისშიც ჩამოდიოდა.
დუშეთში სტუმრობისას, საღამოობით ისინი აივანზე ისხდნენ და გვიანობამდე საუბრობდნენ... ერთ დღეს მან თავის ბაღში მიიპატიჟა დედა და მამა. ხილით გაუმასპინძლდა, შემდეგ საუბარი ორივესთვის საინტერესო თემას, ილია ჭავჭავაძის მკვლელობას შეეხო... მან დაწვრილებით უამბო, რაც თვითონ იცოდა და საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი... ბოლოს აჩვენა პატარა კოლოფი, რომელიც წლების მანძილზე სათუთად ჰქონდა შენახული. მამამ კოლოფი ჩამოართვა და ფრთხილად ახადა თავი. შიგ ბამბაში გახვეული ერთი ტყვია იდო, რომელიც ილიას გულიდან იყო ამოღებული და იქვე ფინთიხის რამდენიმე ცალი ეყარა.
ამ კოლოფმა მამაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მას ხელისგულზე ედო ტყვია, რომელმაც ილია სიცოცხლეს გამოასალმა. ამ ამბავმა მამას სული აუფორიაქა... მამამ წამოსვლა რომ დააპირა, კობიაშვილმა ეს კოლოფი საჩუქრად გადასცა. მამა ძალზე ააღელვა ამ ამბავმა. დიდხანს ედო ტყვია ხელისგულზე და სევდით დასცქეროდა...
თბილისში რომ დაბრუნდა, კოლოფი საწერი მაგიდის შუა უჯრაში შეინახა, დროდადრო ამოიღებდა, სათვალეს მოიხსნიდა, ტყვიებს ხელისგულზე დაიდებდა და თვალთან ახლოს მიიტანდა, რომ უკეთ დაენახა, ერთხანს ასე დასცქეროდა, შემდეგ ისევ კოლოფში აწყობდა და უჯრაში ინახავდა, ვინც კი მოვიდოდა ჩვენთან, ყველას აჩვენებდა ამ კოლოფს და მასთან დაკავშირებულ ამბავსაც უამბობდა...
1937 წელს ილია ჭავჭავაძის დაბადების 100 წლის იუბილე ტარდებოდა. მამამ გადაწყვიტა ეს ტყვიები საიუბილეო გამოფენაზე გამოეტანა... ამის თაობაზე მოელაპარაკა საიუბილეო გამოფენის დირექტორს, გიორგი ლეონიძეს... რომ დროებით სარგებლობაში აძლევდა ამ ტყვიებს იმ დრომდე, სანამ საიუბილეო გამოფენა დაიხურებოდა...
მამა ვერ მოესწრო ილიას იუბილეს. ტყვიების მუდმივი ადგილსამყოფელი იმ დროიდან ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გახდა. მნახველებმა კი დღემდე არ იციან, თუ რა გზა განვლო ამ ტყვიებმა, სანამ საგურამოს დაუბრუნდებოდნენ".
/გურამ ქერაშვილი, წიგნიდან "საარაგვო და არაგველები"
"ფუძნარი" N6, 2017, გვ.11/
რატომ მოუხადა ბოდიში ილია ჭავჭავაძემ ვასილ კარბელაშვილს?
"ი. ჭავჭავაძე თავის მოღვაწეობაში საგანგებო ყურადღებას უთმობდა ეროვნული მუსიკალური ხელოვნების აღორძინება-განვითარების საქმეს, მზრუნველობასა და დახმარებას არ აკლებდა ამ სარბიელზე მოღვაწე პირებს - ლ. აღნიაშვილს, ი. რატილს, ფ. ქორიძეს და სხვებს. ამ თვალსაზრისით ერთობ საინტერესოა ილიას შემდეგი უცნობი წერილი ქართული საგალობლების ცნობილი შემკრებისა და გამომცემლის ვასილ კარბელაშვილისადმი (1858-1936 წ.წ.).
"მოწყალეო ხელმწიფევ, ვასილ გრიგორისავ!
დიდ ბოდიშს ვიხდი, რომ თქვენი საქმე სისრულეში ვერ მოვიყვანე. მე დღეს სოფლად მივდივარ და სამშაბათს აქ ვიქნები, ქალაქში. გთხოვთ ოთხშაბათს საღამოს შვიდსა ანუ რვა საათზედ თქვენს საქმეზედ მოვილაპარაკოთ.
თქვენი პავისმცემელი, ილია ჭავჭავაძე".
8 სექტემბერი 1878 წ."
რატომ მოუხადა ბოდიში ილია ჭავჭავაძემ ვასილ კარბელაშვილს?..."
სრულ, ძალზედ საინტერესო, სტატიას გაეცანით ჟურნალ "კარიბჭის" ბოლო ნომერში, N17, 2017, გვ. 47
ამ "საზოგადოებამ" დააახლოვა ნიკო [ცხვედაძე] წმინდა ილია მართალს. ამდენი ხანი ერთად მუშაობდნენ და ერთმანეთში არათუ შეხლა-შემოხლა, ოდნავი უსიამოვნებაც კი არ ჰქონიათ. ნიკო ხშირი სტუმარი იყო ილიას ოჯახისა, არ აკლდებოდა თბილისსა თუ საგურამოში ილიასეულ თავყრილობებს. ქაშვეთიდანაც თავისი მხრით გამოასვენა წმინდა ილიას კუბო. მერე კი გვერდში შეუდგა აკაკის და ერთად ააბრძანეს საქართველოს უგვირგვინო მეფის ცხედარი ქართველთა ოლიმპოზე, მთაწმინდაზე. ნიკო დასტრიალებდა ილიას საფლავს, ამშვენიერებდა. ერთხელ პროკლე ტაბიძე ასეთ რამეს შესწრებია: ვინმე მუშას ილიას საფლავისთვის ფეხი დაუდგამს. ეს თურმე ნიკომ დაინახა და "უეცრად მოხუცი მთელი ტანით აკანკალდა, სახე შეეცვალა, თვალებზე ცრემლები მოადგა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მორთო ყვირილი: - რას შვრები, ადამიანო! რას სჩადი, ვის ადგამ გულზე ფეხს, ვისა? გაგება გაქვს, ვინ არის ეს?" მუშა კი, რომელმაც საფლავის შუა ადგილს უნებურად ფეხი დაადგა, შეწუხებული იდგა. დიდი ბოდიში დასჭირდათ მოხუცთან, - "რა ექნა, ბატონო, ფეხი რომ არ დაედგა, ისე ვერ გააკეთებდაო".
/"კარიბჭე" N2, 2007, გვ.18/
"დიდ ქართველ ეროვნულ მოღვაწეს, არჩილ ჯორჯაძეს, რომელმაც XX საუკუნის დამდეგს თქვა, ქართული ეროვნული მოძრაობის დიდი მონაპოვარი გახლდათ ქართველი ერის მიერ რუსული სახელმწიფოებრიობის შეუწყნარებლობა. ვერ დაამკვიდრა რუსეთმა აქ რუსული სახელმწიფოებრიობა, ანუ ქართველმა არ აღიარა თავი რუსეთის მოქალაქედ. ქართველი კაცი დაკარგული სახელმწიფოებრიობის პირობებშიც კი არ გახდა რუსეთის მოქალაქე. ეს იყო, ამავე დროს, რუსეთის კოლონიური პოლიტიკის მარცხი და, სწორედ ილია ჭავჭავაძისა და მის თანამებრძოლთა დიდი დამსახურებაც".
/"კარიბჭე" N18, 2017, გვ.48/
"ილიას გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა. მე-11 წელი იყო დაწყებული, როცა სახელმწიფოებრიობა აღდგა. ილია ვერ მოესწრო სახელმწიფოებრიობის აღდგენას, იმიტო, რომ დროში არ დაემთხვა დიდი იმპერიების დანგრევა, ხოლო ქართველ ერს აჯანყებებით არ შეეძლო სახელმწიფოებრიობის დაბრუნება. მაგრამ ილიამ ამისათვის იდეურად მოამზადა ერი.
ამ შემთხვევაში ილია ძალიან ჰგავს ებრაელთა მამათავარ მოსეს, რომელიც ვერ მოესწრო აღთქმულ ქვეყანაში შესვლას, მაგრამ ყველაფერი გააკეთა, რომ ებრაელი ერი შესულიყო იქ. კარგად არის ცნობილი, რომ ებრაელები ხშირად მოსეს არ უჯერებდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ კიდეც. დაახლოებით ასეთივე მდგომარეობაში იყო ილია. მას ებრძოდნენ, მაგრამ ისევე, როგორც მოსემ, ილიამაც კარგად იცოდა, რომ დადგებოდა დრო, როცა ებრაელებივით ქართველებიც შევიდოდნენ აღთქმულ ქვეყანაში. ასე რომ, ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელი იყო".
/პროფესორი ვახტანგ გურული
"კარიბჭე" N18, 2017, გვ.48/
"ისტორიიდან ვიცით, რომ ექვთიმესა [თაყაიშვილის] და ნინოს [პოლტორაცკაია] დაოჯახებაში დიდი წვლილი ილია ჭავჭავაძეს მიუძღვის...
ჯვარი სამების ეკლესიაში დაიწერეს. მათი მეჯვარეები ილია წინამძღვრიშვილი და ილია ჭავჭავაძის მეუღლე, ოლღა გურამიშვილი იყვნენ. თავად ილია იმხანად პარიზში იყო და საფრანგეთიდან ძვირფასი საქორწინო საჩუქარი გამოაგზავნა.
ქორწილში დანთებული კელაპტრები ნინოს შეუნახავს და თბილისის დატოვებისას, ამ კელაპტრების გარდა, თან არაფერი წაუღია. ერთი ამ კელაპტართაგანი ექვთიმემ ნინოს საფლავში ჩაატანა, მეორის ბედი კი უცნობია..."
/"კარიბჭე" N19, 2017, გვ.34/
"1869 წლის პირველ აპრილს, ყვარლელი მემამულის, სოლომონ ჭავჭავაძის ასულს - ელისაბედს და სამხედრო ინჟინერ ალექსანდრე მარჯანიშვილს შეეძინათ ქალიშვილი, რომელსაც თამარი უწოდეს." (ღირსი თამარ აღმსარებელი (მარჯანიშვილი), 1936, ხს. 23 ივნისი, მ.გ.)
"ელისაბედ (ლიზა) სოლომონის ასული ჭავაჭავაძე და წმ. ილია მართალი ერთად იზრდებოდნენ და პირველი წრფელი სიყვარულიც აკავშირებდათ ერთმანეთთან. სწორედ მას უძღვნა ილიამ თავისი ცნობილი ლექსი "გახსოვს, ტურფავ".
/"სქიიღუმენია თამარ მარჯანიშვილი" გვ.8/
"ილია ჭავჭავაძის ნააზრევი და ნაღვაწი იმდენად დიდი და მრავალფეროვანია, რომ მისი ერთბაშად აღქმა ძალზე ძნელია. საბჭოთა ისტორიოგრაფიამ დაამკვიდრა სტერეოტიპი: ეპოქა ქმნის ადამიანებს. პროფესორ ვახტანგ გურულის აზრით, ილია ჭავჭავაძის მიმართ ამ სტერეოტიპის გამოყენება არ შეიძლება, დღეს სკეპტიკოსებსაც კი არ ეპარებათ ეჭვი იმაში, რომ მეცხრამეტე საუკუნემ კი არ შექმნა ილია ჭავჭავაძე, არამედ ილიამ შექმნა ეპოქა, ილიათი იყო განსაზღვრული ეპოქა არა მარტო 1907 წლამდე, არამედ შემდგომ ათწლეულებშიც... მართალია ილია ჭავჭავაძე ვერ მოესწრო 1918 წელს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, მაგრამ მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს დღე დამდგარიყო".
/"საპატრიარქოს უწყებანი" N28, 2017, ჩანართი "ქართული უნივერსიტეტი" გვ. 2-3/
"წმინდა ილია მართლის კანონიზება მოხდა 1988 წელს. უწმინდესმა გვიამბო წმინდა ილია მართლის საფლავზე მომხდარი პირველი სასწაულის შესახებ. ერთხელ უწმინდესს მის საფლავზე სანთელი დაუნთია. ამ დროს ჩაესმა ხმა: არა მხოლოდ მე, არამედ ფილიპესაც დაუნთეო (ყველამ ვიცით, რომ ფილიპე მახარაძე ილიას მკვლელობაში მონაწილეობდა). მაშინ ფილიპე ჯერ კიდევ მთაწმინდაზე განისვენებდა. პატრიარქი წავიდა და, ილია მართლის ლოცვა-კურთხევით, მასაც დაუნთო სანთელი".
/არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი)
"კარიბჭე" N22, 2017, გვ.11/
2017 წლის 7 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში შედგა წმინდა ილია მართლის დაბადებიდან 180 და გარდაცვალებიდან 110 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციას უძღვებოდა თბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ:
“ქალბატონებო და ბატონებო,
გულითადად მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ, რომ მობრძანდით ჩვენთან!
წმინდა ილია მართლის, ჭავჭავაძის, ცხოვრება საიდუმლოებით არის მოცული.
ძნელია, ისაუბრო მასზე. უპირველეს ყოვლისა, იგი გვაძლევს იმედს, რომ მომავალი შენია, სამშობლო, და მომავალი კეთილია.
თვითონ სახელი ,,ელია” მოიცავს ღვთის სახელს ორგზის: ,,ელ” _ ღმერთი და ,,იახვე” _ უფალი, ე.ი. _ ღმერთი-უფალი. ასე, ერთ სახელში არის ორჯერ ნახსენები ღმერთი.
ილია ჭავჭავაძე დაბადებულია კრავად. ის არის კრავი ღვთისა, აღმღებელი ცოდვათა თავისი ერისა.
მისი მკვლელები სულ სხვა შედეგს ელოდნენ. მათი მიზანი იყო მოესპოთ ილიას სახელის ხსენება. მათ რომ სცოდნოდათ, რომ ქართველი ერი ასე განადიდებდა ილიას, _ ისინი მას არ მოკლავდნენ.
დღეს ილია ჭავჭავაძე არის მლოცველი ჩვენთვის.
შეგეწიოთ მისი ლოცვა-კურთხევა თქვენ და საქართველოს, ამინ!
დალოცვილი იყავით, გაიხარეთ!”
მოხსენებები წაიკითხეს: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ლადო მინაშვილმა (ილია ჭავჭავაძე _ საქართველოს თანამდევი უკვდავი სული”), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გურამ ბენაშვილმა ( ,,ანალიტიკური აქცენტები ილიას შემოქმედებიდან”) და ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა ხათუნა მემანიშვილი-კალანდარაშვილმა (,,ილია ჭავჭავაძის ჰომილეტიკური ხასიათის პუბლიცისტიკა”).
კონფერენციაზე გამოვიდნენ: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დიმიტრი შველიძე,
წმინდა ილია მართლის საქველმოქმედო ფონდის თანადამფუძნებელმა, რეჟისორმა გიორგი სავანელმა საზოგადოებას ამცნო, რომ ამ საიუბილეო წელს ფონდმა დააწესა ილია ჭავჭავაძის პრემია საზოგადოებისა და საერთოდ ერის განვითარების საქმეში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის. ფონდის წევრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, პირველად ეს პრემია მიენიჭა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია II-ს.
წმინდა ილია მართლის ფონდი საიუბილეო კონფერენციას გამართავს ასევე საინგილოში.
კონფერენციაზე საგალობლები შეასრულეს კვარტეტმა ,,მუხამბაზმა” და არქიმანდრიტმა სერაფიმემ (ბიტ-ხარიბი) თავის გუნდთან ერთად.
/FB/
"ილია ჩამოდის იდეით, ემსახუროს თავის სამშობლოს, აღარაფერს ვამბობ იმ კარიერაზე, რაც მას რუსეთში ელოდა. სამშობლოს მონატრებული 24-25 წლის ასაკში ჩამოდის საქართველოში და, მოძღვრის კურთხევით, სათავეში ჩაუდგება ეროვნულ-განმანათლებელ მოძრაობას. ჩვენმა ეკლესიამ ილია იმიტომ კი არ შერაცხა წმინდანად, რომ უცხოური განათლება ჰქონდა მიღებული, არამედ იგი ერთგული შვილი იყო ეკლესიისა და თავისი ქვეყნისა, ამიტომ სწორედ ჩვენ უნდა მოვიყვანოთ მისი მაგალითი".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე
"კარიბჭე" N19, 2011, გვ.23/
"ილია ჭავჭავაძე დაბადებულია კრავად, იგი არის კრავი ღვთისა, აღმღებელი ერის ცოდვათა".
/ილია მეორე
"საპატრიარქოს უწყებანი" N33, 2017, გვ. 7/
"ილია ჭავჭავაძემ [წმინდა ილია მართალმა] სპეციალურად ისწავლა ინგლისური, რომ შექსპირის "მეფე ლირი" ეთარგმნა ივანე მაჩაბელთან ერთად, თვითონვე იყო ლირის როლის შემსრულებელი საქართველოში. ამით თეატრის პოპულარიზაციასთან ერთად, ქართული ენის გადარჩენას შეუწყო ხელი.
თეატრის აღდგენის იდეით შეშინებულმა რუსმა ჩინოვნიკებმა გამოსცეს დადგენილება - "საზოგადოების თავშეყრის ადგილებში აიკრძალოს ქართულად ლაპარაკი! თავშეყრად ითვლება, თუ არის ორი ან მეტი ადამიანი". ამრიგად, პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოში ქართულად ლაპარაკი აკრძალეს!
ილიამ აქაც მოიფიქრა გამოსავალი, სპექტაკლი წარმოადგინეს ცოცხალი სურათების სახით, ანუ მუნჯურად, შეაკერინა დიდი ბიაზის ოთახი, დადგა სცენის კუთხეში და დასვა ბარბარე ჯორჯაძე, რომელიც ხმამაღლა კითხულობდა იმ ტექსტს, რისი შესატყვისი მოქმედება ვითარდებოდა სცენაზე.
დარბაზში შემოვარდა გაშმაგებული ჟანდარმერია, არტისტების დასაჭერად, რაზეც ილიამ მიუგო, დადგენილებაში წერია ორი ან მეტი ადამიანი, ბარბარე კი თავისთვის ზის ოთახში და ხმამაღლა კითხულობს "მეფე ლირსო". სწორედ ილიას თაოსნობით აღდგა და გაიხსნა ქართული თეატრი 1879 წელს".
/ნიკოლოზ წულუკიძე, თეატრმცოდნე
"საპატრიარქოს უწყებანი" N35, 2017, გვ.15/
"პროფესორი ვახტანგ გურული ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ერთ-ერთი გამორჩეული მკვლევარია.
ილიას სწამდა ის, რასაც მომავალ თაობას მოუწოდებდა. იგი იყო თაობათა შორის გადებული ხიდი, რომელიც წარსულს და მომავალს აკავშირებდა. ეს კავშირი დღემდე მოდის. დღეს ყველა ილიას გზით სიარულს იჩემებს, მაგრამ განა ვიცით კი ამ გზის ნამდვილი არსი?
და თუ მაინც ვინმე იკითხავს: "რატომ მოკლეს ილია?" პასუხი ერთია - სიმართლისათვის!
სამწუხაროდ სიმართლე ყოველ ეპოქაში დევნილია".
/"საპატრიარქოს უწყებანი" N34, 2017, ჩანართი, გვ. 2/
"7 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში წმინდა ილია მართლის დაბადებიდან 180 და გარდაცვალებიდან 110 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია შედგა.
კონფერენციას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, მღვდელმთავრები, სემეცნიერო და ლიტერატურული წრეების წარმომადგენლები, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიისა და საქართველოს უნივერსიტეტების რექტორები და პროფესორ-მასწავლებლები.
კონფერენციას უძღვებოდა პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
მოხსენებებით წარდგნენ: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო მინაშვილი (თემა, _ ,,ილია ჭავჭავაძე _ საქართველოს თანამდევი უკვდავი სული”), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ბენაშვილი (თემა, _ ,,ანალიტიკური აქცენტები ილიას შემოქმედებიდან”) და ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა მემანიშვილი-კალანდარაშვილი (თემა, _ ,,ილია ჭავჭავაძის ჰომილეტიკური ხასიათის პუბლიცისტიკა”).
წმინდა ილია მართლის საქველმოქმედო ფონდის თანადამფუძნებელმა, რეჟისორმა გიორგი სავანელმა საზოგადოებას ამცნო, რომ ამ საიუბილეო წელს ფონდმა დააწესა ილია ჭავჭავაძის პრემია საზოგადოებისა და საერთოდ ერის განვითარების საქმეში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის. ფონდის წევრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, პირველად ეს პრემია მიენიჭა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია II-ს.
სიტყვით ასევე გამოვიდნენ: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცეპრეზიდენტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დიმიტრი შველიძე,.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქმა. ილია II-მ მადლობა გადაუხადა შეკრებილ საზოგადოებას და წმინდა ილია მართლის ცხოვრებაზე ისაუბრა:
„წმინდა ილია მართლის, ჭავჭავაძის, ცხოვრება საიდუმლოებით არის მოცული. ძნელია, ისაუბრო მასზე. უპირველეს ყოვლისა, იგი გვაძლევს იმედს, რომ მომავალი შენია, სამშობლო, და მომავალი კეთილია. თვითონ სახელი ,,ელია” მოიცავს ღვთის სახელს ორგზის: ,,ელ” _ ღმერთი და ,,იახვე” _ უფალი, ე.ი. _ ღმერთი-უფალი. ასე, ერთ სახელში არის ორჯერ ნახსენები ღმერთი. ილია ჭავჭავაძე დაბადებულია კრავად. ის არის კრავი ღვთისა, აღმღებელი ცოდვათა თავისი ერისა. მისი მკვლელები სულ სხვა შედეგს ელოდნენ. მათი მიზანი იყო მოესპოთ ილიას სახელის ხსენება. მათ რომ სცოდნოდათ, რომ ქართველი ერი ასე განადიდებდა ილიას, _ ისინი მას არ მოკლავდნენ. დღეს ილია ჭავჭავაძე არის მლოცველი ჩვენთვის. შეგეწიოთ მისი ლოცვა-კურთხევა თქვენ და საქართველოს, ამინ! დალოცვილი იყავით, გაიხარეთ!“- განაცხადა პატრიარქმა."
/FB/
"ილია მართალმა თავის ეპოქაში გაიმარჯვა"
/"საპატრიარქოს უწყებანი" N39, 2017, გვ.10/
ილიას...
კვლავაც გვიკვალავ, -
მომავლისკენ,
ალფა ნეტარ გზებს,
ისევ ცოცხლობ და...
ყველას,
ყველას
გულებში სახლობ...
ასე მგონია,
იესოსთან, -
ამ პლანეტაზე,
შენა ხარ, -
უფრო,
ემაგ ჯვარცმით,
ყველაზე ახლო...
ჩვენ -
შენი სიბრძნე,
გადარჩენის
სვეტად ვიწამეთ
და... რასაც ვამბობ,
არ ვაჭარბებ -
იოტსაც, -
მგონი,
შენა ხარ:
ღმერთის იერ-სახე
დედამიწაზე, -
სულის სინათლით,
სიდიადით,
სვითა და...
გონით...
/ფარნა რაინა
ლიტერატურული ჟურნალი "ოლე" N4, 2017/
https://radikal.ru
გამოვიდა საგანგებო-საიუბილეო გამოცემა "ილია მართლიდან ილია მეორემდე". გამოცემა ეძღვნება წმინდა ილია მართლის დაბადებიდან 180-ე, მოწამეობრივი აღსასრულიდან 110-ე და წმინდანად შერაცხვიდან 30-ე წლისთავს.
უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია ll-ის დაბადებიდან 85-ე და საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებიდან მე-40-ე წლისთავს. "საქართველოს მოამბის" ეს აკადემიური გამოცემა მოიცავს წმინდა ილია მართლის და უწმინდესის და უნეტარესის ილია ll-ის ცხოვრების ძირითად დეტალებს და საგამომცემლო ენით მოგვითხრობს მათი განუზომელი როლის შესახებ ქართველი ერის ცხოვრებაში.
რედაქტორ-გამომცემელი მამა ილია ჩიკვაიძე.
"XIX საუკუნის მესამოცე წლების დასაწყისს მოევლინა საქართველოს ილია, ვითარცა მაცხოვარი იესო და მისნი დიდებულნი მოციქულნი ქვეყნიერებას".
/"კარიბჭე" N20, 2012, გვ.48/
"წლებმა გამოცადა წმინდა ილია მართლისა და ოლღა გურამიშვილის სიყვარული. ღმერთმა მათ შვილი არ მისცა, მაგრამ ამით ბიწი არ შეხებია მათ ნაზ გრძნობებს. საოცარი ქალი იყო ოლღა, ილიას სულ თვალ-წარბში შეჰყურებდა. მეუღლის სიტყვა მისთვის კანონი იყო. ილიას წარბის ერთი შერხევაც საკმარისი იყო, რომ მოყვარული ცოლი მიმხვდარიყო მის გულისწადილს და მყისვე აესრულებინა.
ბედნიერად თვლიდა თავს, რომ ბედმა მეუღლედ ასეთი შესანიშნავი, დიდბუნებოვანი ადამიანი არგუნა და ამით სრულიად კმაყოფილი იყო. მეტს აღარაფერს ნატრობდა. ილიას მუშაობას, როგორც მღვდელმოქმედებას, ისე უცქერდა და ამიტომ მის სამუშაო კაბინეტს ფეხაკრეფით დასტრიალებდა, ახლოს არავის აკარებდა. მამისეული ქონება, ისევე როგორც თავისი არსებობა, პირადობა, ილიას ფიანდაზად გაუშალა ფერხთქვეშ და უთხრა: მე შენს მეტი არავინ მინდა, დანარჩენი სრული შენი საკუთრებაა, რაც გინდა, უყავი, როგორც გინდა მოიხმარეო.
შინ მოსამსახურეც ჰყავდათ, მზარეულიც, მაგრამ ილიას მეთვალყურე და მზრუნველი მისი მეუღლე ოლღა იყო. ერთხელ საგურამოში ილიამ მოსამსახურე ქალს სთხოვა, ჭიქა წყალი მომიტანეთო. ოლღას უსაყვედურია მეუღლისთვის: "დამიგდე ყური. ნუ დაივიწყებ, რა ბედნიერებაა ჩემთვის, მოგიტანო ჭიქა წყალი, შენ კი ამ სიამოვნებას მიკარგავ".
იცით, რა იყო ოლღასთვის უძვირფასესი საგანძური, რომელიც ყოველთვის თან დაჰქონდა (იმ ავბედით დღესაც თან ჰქონდა) - ფსალმუნები, ილიას მიერ მოწერილი ძველი და ახალი წერილები, მათ შორის მათი მიჯნურობის დროინდელი გამხმარი ყვავილები, ილიამ რომ მიართვა პირველ პაემანზე და ოქროს გულსაკიდი, რომელშიც ჩატანებული იყო ილიას ახალგაზრდობის დროინდელი ორი სურათი.
ილიას მკვლელობის შემდეგ ოლღამ ქმრის ანდერძი აღასრულა: თბილისის სახლი და საგურამოს მამული წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა, თვითონ კი მთაწმინდის უბანში სახლი იქირავა, საიდანაც ახლოს იყო მთაწმინდა. მოხარული იყო ოლღა: "ისე ახლოს ვარ მთაწმინდის ეკლესიასთან, როდესაც მინდა, ავალ, ისე ახლოა, რომ შემიძლია, მარტოც ავიდე, დავწვები ხოლმე ჩემს დაუვიწყარ ილიას საფლავთან". ღმერთმა მოგვცეს ასეთი სიყვარული და ერთგულება!
მამა პაისი ათონელის თქმით, ჩვენი დროის ქრისტიანებს ძირითადად სამი პრობლემა აწუხებთ: კიბო, ნერვული აშლილობა და ოჯახური უთანხმოებანი. ამიტომაც შემდეგი ორი მაგალითი ქრისტიანული ოჯახის შენარჩუნებას ეხება."
/"კარიბჭე" N4, 2009, გვ.8/
"მამაჩემი ლეონიდე 10 წლის იყო, როცა ოჯახი მუხრანიდან გააძევეს. მას კარგად ახსოვდა გიგლა ბერბიჭაშვილის ჭორფლიანი სახე, ჯალათისა, რომელიც ამაყობდა ილიას მკვლელობით. მან მიითვისა ბაგრატიონ-მუხრანელების ქონება, ისტორიული ხელნაწერები, ხატები."
/ია ბაგრატიონ-მუხრანელი
"კარიბჭე" N16, 2009, გვ.30/
"წმინდა ილია მართლის სისხლი ქრისტიანული ცხოვრებისათვის დაიღვარა, სიმართლე იყო მისი პატიოსანი მოღვაწეობის ამოსავალი წერტილი."
/მეუფე დოსითეოზი (ბოგვერაძე)
"კარიბჭე" N13, 2006, გვ.5/
"მარიამი (35 წლის): - ადამიანი წმინდანი მაშინ ხდება, როცა ფასდაუდებელ ღირებულებებს შესწირავს სიცოცხლეს. ასეთია ჩემთვის ყოველი მათგანი და მათ შორისაა დიდი ილია. მის შემოქმედებას ზედმიწევნით ვიცნობ და მიკვირს, ერთ ადამიანში როგორ ეტეოდა ამდენი ნიჭი და ამხელა სიყვარული საკუთარი ერისა.
ილია ჭავჭავაძეს მხილების, ამასთანავე სიკეთის კეთების, ბრძოლისა და თავდადების უნარით დიდ გრიგოლ ხანძთელს ვადარებ. მათ მხრებით ზიდეს საქართველოს ბედი და გადაგვარებას აარიდეს ერი. როგორ მოვედით აქამდეო, - იკითხავს საქმეში ჩაუხედავი კაცი. მათ გასაგონად ვიტყვი, - ღმერთით, რომელიც გადასარჩენად დიდ ერისკაცს მოგვივლენდა ხოლმე."
/"კარიბჭე" N13, 2006, გვ./
"ბერის საყდარს მჭიდროდ დაუკავშირდა XVIII ს-ის 70-იანი წლების დასაწყისში ერედვში დაბადებული ბესარიონ ფავლენიშვილის სახელი, რომელმაც თავისი უწმინდესი ბერმონაზვნური სამისიონერო მოღვაწეობით დიდი კვალი დატოვა. თავადური წარმომავლობის ყმაწვილმა სიყრმიდანვე უარყო დიდება და ამქვეყნიური სიამენი, ხორცი დაუმორჩილა სულს და მთელი არსებით უფლის სამსახურში ჩადგა.
ერედველი ბერი XVIII საუკუნის ბოლოდან სტეფანწმინდიდან მოშორებით, ერთ კლდეში საკუთარი ხელით ნაკვეთ სენაკში ცხოვრობდა. მუდმივ ლოცვასა და მარხვაში მყოფმა მოძღვარმა უდიდეს სულიერ სიმაღლეს მიაღწია. მასთან მრავალი შეჭირვებული ადამიანი პოვებდა შვებას.
ქართული ლიტერატურის ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ილია ჭავჭავაძის პოემა "განდეგილის" პროტოტიპი სწორედ ბერი ფავლენიშვილია. მისი მოღვაწეობის ამბავი ილია ჭავჭავაძეს თავად მოუსმენია ხევში. მღვდელმონაზვნის ლეგენდად ქცეულმა წმინდა ღვაწლმა დიდ მწერალს უბიგა, მისი სახით ერისა და ადამიანთა მოდგმისთვის დღენიადაგ მლოცველი ბერის სახე შეექმნა.
გამოთქმულია მოსაზრება, რომ მისმა საოცარმა თავდადებამ მოყვასისადმი შთააგონა ალექსანდრე ყაზბეგს, დაეწერა ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები "მოძღვარი".
/"კარიბჭე" N3, 2010, გვ.28/
----
"წმინდა ილია მართლის მშობლებისეულ უძველეს სახლსა და საგვარეულო კოშკში დღემდე სათუთად არის შემონახული თითოეული ის ნივთი, რომელიც წმინდა მამის ცხოვრებისეულ ეპიზოდებს გვიცოცხლებს. ცნობილია, რომ ლეკიანობისგან ძალზე შეწუხებული ყოფილა ყვარლის მოსახლეობა. აქედან გამომდინარე, თავად ჭავჭავაძეების სახლის ფორმა, კოშკის განლაგება, მანძილი - ეს ყველაფერი გათვლილი ჰქონდათ წინაპრებს. არც ერთ ოთახს ფანჯარა არ აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მტრის მოულოდნელი დარტყმისგან იყვნენ დაცულნი.
მუზეუმში ჭავჭავაძეების ნაქონი უნიკალური ნივთებია წარმოდგენილი. პირველ ოთახში ბუხარია,მეორე სასტუმროა, მესამე კი საძინებელი.Aაქ არის ილიასეული საგვარეულო, საოჯახო ნივთები. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს საგვარეულო მარანი.
ეზოში დგას XVII საუკუნის საგვარეულო კოშკი. კოშკის პირველ სართულზე ინახებოდა პროდუქტი, ბოსტნეული, ხილი, ასევე წყალი, ღვინო, პური. მეორე სართულზეა ტახტი და ბუხარი, სადაც ოჯახის წევრები ისვენებდნენ ხოლმე. ერთ-ერთი ლეკიანობის დროს სწორედ ამ კოშკში დაბადებულა ილია ჭავჭავაძე. 2 აგვისტო ილიას წმინდანად შერაცხვის დღეა. საერო და სასულიერო პირები აქ აღნიშნავენ წმინდა მამის ხსენების დღეს."
/"კარიბჭე" N14, 2011, გვ.35/
"სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე წმინდა ილია მართლის შესახებ: "არიან ადამიანები, რომლებიც ყოველივეს ხალხის სამსახურს სწირავენ, სამაგიეროდ კი არაფერს ითხოვენ. ასეთი ადამიანები მზეს ჰგვანან. მზე ისე გვათბობს და გვინათებს, რომ სამაგიეროდ ჩვენგან არაფერს ელოდება. ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება წმინდა ილია მართალი.
სამწუხაროდ, ჩვენსავე ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ვერ ეგუებოდნენ იმ ნათელსა და სითბოს, რომელსაც წმინდა ილია მართალი ასხივებდა. ვერ ეგუებოდნენ იმიტომ, რომ სიბნელეში ყოფნა ერჩივნათ, რადგან სიბნელე იყო მათი სამყარო. მათ მოინდომეს, სამუდამოდ ჩაექროთ ეს ნათელი, მაგრამ ამაოდ.
წმინდა ილია მართლის სიცოცხლის ხელყოფით მათ ეს ნათელი არათუ ვერ მოსპეს, არამედ, პირიქით, სამარადისოდ გააძლიერეს, რადგან სულიერი სითბო, რომელიც ჭეშმარიტი სიყვარულისგან მომდინარეობს, არასოდეს იშრიტება და ისეთივე მარადიულია, როგორიც მისი წყარო - სიყვარული".
/"კარიბჭე" N18, 2010, გვ.21/
"წმინდა ილია მართალს მარტო სანთლები კი არ უნდა დავუნთოთ ეკლესიაში, კარგად უნდა გავეცნოთ მის შემოქმედებასაც".
"ზოგიერთი ტრადიცია უკვე აღარ არის ქმედითი. მაგალითად, გეორგ მელვილის "მობი დიკში" არის ასეთი ეპიზოდი: გემები მუსრავენ ვეშაპებს, მაგრამ ამ შემუსვრილი ვეშაპებიდან ყველას აზიდვა ჭირს გემზე. ამიტომ მკვდარი ვეშაპები ოკეანეში დაცურავენ და ახალი გემები რომ მოდიან, ეკიპაჟის წევრებს ეს მცურავი ვეშაპები კუნძულებად ეჩვენებათ. ერთ-ერთი გემის კაპიტანი მათ რუკაზეც კი დაიტანს. ამის მერე გემები ამ ადგილს აღარ ეკარებიან, რადგან არსებობს კუნძულებთან შეჯახების საფრთხე. სინამდვილეში კი ეს კუნძულები არ არსებობენ. მელვილისთვის მკვდარი ვეშაპები მეტაფორაა. იგი ამბობს: ზოგიერთი ტრადიცია სწორედ ამ მკვდარ ვეშაპებს მაგონებს, სინამდვილეში არანაირი საფუძველი რომ არ აქვთ, ჩვენ კი მათ მაინც ბრმად მივდევთო.
ასეთი "მკვდარი ვეშაპები" იყო ილიასთვის სწორედ ის ექვსი ასონიშანი, რომელიც მან ქართული ანბანიდან ამოიღო. იგი თვლიდა, რომ ამ ასოების არსებობა არანაირ საჭიროებას აღარ წარმოადგენდა, რადგან უკვე არავინ იყენებდა მათ. ილია არა მარტო ამ ძველ ასოებს თვლიდა ზედმეტად, არამედ ყველაფერ იმას, რაც ძველ დროში შეიძლება ქმედითი და ფასეული იყო, თანამედროვე რეალობაში კი უკვე არანაირი ფასეულობა აღარ ჰქონდა და არც მომავლის მშენებლობას წაადგებოდა რამეში. მაგრამ, ამავე დროს, ილია სულაც არ იყო უნიადაგო კოსმოპოლიტ-ლიბერალი და ტრადიციის უარმყოფელი. პირიქით, რაც კარგი იყო იმ ძირძველ ფასეულობებში, კბილებით იცავდა და ინარჩუნებდა.
ის, რასაც ილია ასე უფრთხილდებოდა, დაკავშირებული იყო არა რელატიურ, არამედ შეურყეველ და აბსოლუტურ ფასეულობასთან. ეს გახლდათ: ენა, მამული, სარწმუნოება. ამათი დაკარგვა ნიშნავდა მისთვის გადაგვარებას და გადაშენებას. ამისგან განსხვავებით ილია აბსოლუტურ ფასეულობად არ მიიჩნევდა, მაგალითად, ბატონყმობას ან მონარქიას. თვლიდა, - როდესაც საქართველოს აღარ ჰყავს თავისი მეფე, ხოლო რუსეთის იმპერატორი ასიმილაციის პოლიტიკას ეწევა, ამ შემთხვევაში საქართველოს გადარჩენისთვის თითოეულ ადამიანს ეკისრება უფრო მეტი პასუხისმგებლობა: "ბაზალეთის ტბაში" ილია ქართული მონარქიის აღდგენაზე კი არ ოცნებობს, არამედ გმირზე, რომელიც ყველა ქართველის გულში უნდა დაიბადოს. თუ მანამდე მონარქის პასუხისმგებლობაში იყო ყველაფერი, ის ქმედითობდა უფრო მეტად. ახლა კი ჩვენ თვითონ უნდა ვიმოქმედოთ."
/"კარიბჭე" N5, 2010, გვ.15/
"ილიას მეუღლე, რომელმაც თავისი სიყმაწვილის წლები დუშეთში გაატარა, იტყოდა ხოლმე: "ისე მხიარულად დრო არსად გამიტარებია, როგორც დუშეთშიო".
/"ილია ჭავჭავაძე დუშეთში (1864 -1873 წწ.)"
"ფუძნარი" N8, 2017, გვ.11/
-------------------------------------
"ტელევიზიით ერთ-ერთი პოლიტიკოსი გამოდის და ილია ჭავჭავაძეს აუგად იხსენიებს. ეს მოზარდში უარყოფით კვალს დატოვებს. მეოთხედი მაინც შევქმნათ იმისა, რაც ილიამ გააკეთა სამშობლოსათვის, ეკლესიისათვის და მერე ვისაუბროთ მასზე".
/მამა კახაბერ შურღაია
"კრიალოსანი" N3, 2008, გვ.33/
"დიდი ილია ჭავჭავაძე, რატომღაც, არც თეატრს სწყალობდა, არც ოპერას და მათ სპექტაკლებს არასდროს დასწრებია. თბილისში ერთი ავანტიურისტი, ვინმე სოსიკო ბაქრაძე ცხოვრობდა, რომელიც ეგრეთ წოდებული „რუსკიე გორკის“ აქტრაქციონის მმართველი იყო. ხან ცირკში მუშაობდა, ხან – ბანკში. მოკლედ, ხელთათმანებივით იცვლიდა სამუშაოს და ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა.
სოსიკო კარგად იცნობდა ილიას და ერთხელ შეუჩნდა: ილია, სირცხვილია, რომ ოპერაში არ ხარ ნამყოფი. ხვალ „ტრავიატა“ გადის. წამოდი და დაესწარიო... თავად სოსიკო იმ დროს ოპერის ორკესტრში დასარტყამ ინსტრუმენტზე „მუშაობდა“. ბოლოს ილიამ უთხრა:
– კეთილი, წამოვალ. მაგრამ ერთი პირობით, თუკი ყველაზე დრამატულ მომენტში შენს ჯოხებს უადგილოდ დააბრახუნებო.
სოსიკო დაეთანხმა. ილიაც მეორე დღეს „ტრავიატაზე“ მივიდა და ადგილი პირველ რიგში დაიკავა. ოპერა დაიწყო. სიუჟეტი განვითარდა და ყველაზე დრამატულ მომენტში, როდესაც მთავარი გმირი სიცოცხლეს ემშვიდობება, უცებ, სოსიკომ ისეთი ბრახუნი ატეხა, რომ ხალხს ეგონა, ოპერას მეხი დაეცაო. „ტრავიატას“ დირიჟორი, იტალიელი მაესტრო იტალიურად დაემუქრა სოსიკოს გაგგლეჯავო. სოსიკომ სამუდამოდ დატოვა თეატრი...
მეორე დღეს მთელი თბილისი ამ ისტორიას ყვებოდა და როდესაც სოსიკო ბაქრაძეს ჰკითხეს, ასეთი რამ რატომ ჩაიდინეო, უპასუხა:
– აბა, ილიას უარს ხომ არ ვეტყოდიო..."
/ნიკა ლაშაური
"თბილისელები" N28, 2019, გვ.53/
ვფიქრობ, კორონავირუსის ფონზე ეს სიტყვები სახალისოა:
"მატარებელში ვიღაც ჩვენგანს ცხიკება აუვარდა, ცივი დარი იყო. ილიამ [ჭავჭავაძე] სთქვა, მაგისი არაფერი ვიციო, ე.ი. ჩემს დღეში ცხვირს არ მაცემინებსო. მაგრამ გელათში რომ ავედით, მეორე დღეს, იქ ილიამ დააცემინა ცხვირს - სინოტივე იყო და ალბათ, იმის გამო. მაშინ თქვა, "გუშინ ტყუილად დავიკვეხეო!"
/"კარიბჭე" N4, 2020, გვ.22/
"ღვთის რჩეული ადამიანების მოკვლა უფლის უდიდეს სასჯელს მოიზიდავს. მაგალითად, მთელი ჩვენი ისტორია 1907 წლის შემდეგ გაიყო ორად: ილიას ეპოქა და ეპოქა ილიას შემდეგ. ეს უკანასკნელი გახლავთ სწორედ ცოდვაში ჩავარდნილი ხალხის, ცოდვის გზით მსვლელობის ეპოქა. ცოდვაში ჩავარდნილი ერი ვერ ზიდავს იმ ტვირთს, რასაც დამოუკიდებლობის შენარჩუნება ჰქვია".
/მამა გაბრიელ ნათენაძე
"კარიბჭე" N12, 2020, გვ.4/
"ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ"
/ვაჟა-ფშაველა. 1907 წ.
ლევან გოთუა, "წიწამურის მიწა" გვ.226/
"ილიას სოფელი მუდამ უფრო უყვარდა, ვიდრე ქალაქი. მით უფრო სიბერეში, როცა ადამიანი უფრო გრძნობს ბუნებას. ჰოდა, ამ გრძნობით ილიას ყვარელი და საგურამო მუდამ ერჩია ტფილისს"
/ლევან გოთუა, "წიწამურის მიწა" გვ.229/
"ილია მწყურვალ ირემივით დაეწაფა დიღმის ველის გაშლილ გარემოს"
/ლევან გოთუა, "წიწამურის მიწა" გვ.231/
"ილიამ იცოდა, რომ თავის ფიქრებში, საერთოდ, შინაგან ცხოვრებაში, იგი უფრო აღფრთოვანებული მეოცნებე და რთულად მთქმელი იყო, ვიდრე თავის ათასჯერ ნახვეწ და ნათეთრ ნაწერებში. იგი თავის სათქმელს უფრო დინჯსა და გარეგნულად სადა სახეს უძებნიდა და ჰპოულობდა".
/ლევან გოთუა, "წიწამურის მიწა" გვ.232/
"ჭეშმარიტი ლიბერალობა ის არის, რომ ჭეშმარიტება არავის წააწყმედინო, არავის გააქელვინო, ბოროტი ამხილო"
/წმ. ილია მართალი
"კარიბჭე" N9, 2021, გვ.43/
"უცნაური ნაცნობი" თავის ფეისბუკგვერდზე იხსენებს ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძის საქციელით გაკვირვებული გამოჩენილი რუსი მწერლის, ლევ ტოლსტოის წერილს:
"მაშინ, როდესაც მთელ რუსეთში გამეფებულია ზნეობრივი სიბნელე და უკუნეთი და ყოველ ნაბიჯზე გაისმის - მოჰკალ, ჩამოახრჩე და ლამის სასოწარკვეთილების მორევში ჩავიხრჩოთ, ამ დროს საქართველოს საუკეთესო შვილის ქვრივი, რომელსაც უსაყვარლესი მეუღლე ბარბაროსულად მოუკლეს და თვითონაც მხეცურად დაჭრეს, ევედრება მთავრობას, სიკვდილით ნუ დასჯით მკვლელებსო. აქამდე ვიცოდით, რომ ფიზიკური მზე აღმოსავლეთიდან ამოდის, ახლა უნდა ვთქვათ, ზნეობრივმა მზემ საქართველოდან ამოაშუქა", - წერს ტოლსტოი".
/"კარიბჭე" N9, 2021, გვ.43/
"მისი სახით ჩვენს ქვეყანას ჰყავდა ერის მამა, რომელმაც ტიტანური შრომა გასწია საკუთარი ქვეყნის ბედნიერებისათვის".
/"საპატრიარქოს უწყებანი" N3, 2021, ჩანართი, გვ.3/
"აღსანიშნავია, რომ ქვემო ავჭალაში, დღევანდელი რკინიგზის სადგურის მიმდებარე მოედანზე გასული საუკუნის 30-იან წლების ბოლომდე იდგა დიდი გუმბათიანი ეკლესია, აგებული მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობაზე. ამ ეკლესიაში იყვნენ მონათლულნი კონსტანტინე მუხრანბატონი და ილია ჭავჭავაძის მეუღლე ოლღა გურამიშვილი (საგურამოდან ღრმაღელემდე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე მთელი ეს მიწები ოლღას მამის - თადეოზ გურამიშვილის საკუთრება იყო, მათ შორის ზემო ავჭალაც და ქვემო ავჭალაც). სამწუხაროდ, იმ ტრაძრისაგან დღეს აღარაფერია შემორჩენილი, გარდა მშვენიერი, ლურჯი ქვებით მოპირკეთებული წყაროსი, სამი ოქროსფერი მილიდან რომ გადმოსჩქეფს, რომელიც ალბათ ეკლესიის ეზოში იყო, თვით ტაძრის ადგილას კი ახლა მოასფალტებული მოედანია!"
/"გაბრიელ მთავარანგელოზი (დაუჯდომელი, ცხოვრება, სასწაულები)" გვ.31/
"ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტეთ დიდი დემონსტრაცია მოგვეწყო და ავტოკეფალია მოგვეთხოვა" იგონებს ე. თაყაიშვილი. "თან უნდა ბაირაღები და პლაკატები წაგვეღო, თავისი წარწერით "აღგვიდგინეთ ავტოკეფალიაო". წამოიჭრა კითხვა, ვინ უნდა გასძღოლოდა წინ ამ არაჩვეულებრივ დემონსტრაციას? ილიამ გვითხრა, თუ საჭიროა, მე წაგიძღვებითო". მერე რაც მოხდა ყველამ ვიცით: რუსეთში რეაქცია დაიწყო, ილია მოკლეს, მოძრაობის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი - ეპისკოპოსი კირიონი გადაასახლეს და საქართველოს სახელმწიფოებრივი აღდგენისა და ავტოკეფალის საქმე განუსაზღვრელი დროით გადაიდო".
/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 23/
"ილია ჭავჭავაძე დიდად აფასებდა თურმე მის [წმ. ამბროსი ხელაიას] განსწავლულებას და სამშობლოს გულმხურვალე სიყვარულს. მამა ამბროსის ოჯახში დიდხანს ინახებოდა კალმისტარი, რომელიც მოძღვარს დიდმა ილიამ აჩუქა. სწორედ ამ სამწერლო იარაღით განაგრძო ამ დიდმა საეკლესიო მოღვაწემ ილიას გზა".
/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 74/
"სალიტერატურო ენის განვითარებაში XIX საუკუნის მეორე ნახევარში დიდი წვლილი შეიტანა ილია ჭავჭავაძემ.
ქართული სალიტერატურო ენის ბუნებრივი განვითარების ხაზი მხოლოდ ერთი საუკუნის განმავლობაში XVIII საუკუნის 60-იანი წლებიდან შეწყდა. რაც დაკავშირებულია ანტონ კათალიკოზისა და მისი სკოლის მოღვაწეობასთან. როგორც ყველა სხვა სფეროში, აქაც ილია ჭავჭავაძე მოგვევლინა ქართული სალიტერატურო ენის გადამრჩენლად. მან ქართული კვლავ განვითარების ბუნებრივ ჩარჩოებში მოაქცია. ილიას დევიზი იყო: ხალხია ენის კანონის დამდები და არა ანბანთ თეორეტიკაო. მან სალიტერატურო ენის განვითარების გაწყვეტილი ხაზი გაამრთელა".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 129/
"გიორგი (გოგი) ხიმშიაშვილი [1923 წლის 20 მაისს დახვრეტილი ქართველი ეროვნული გმირი] - (დაბ. 1892, თბილისი), თავადი, ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი. მამამისი, თავადი ნიკოლოზ ხიმშიაშვილი (ხიმშიევი) 1910 წელს მოკლეს ილიას მკვლელებმა. გამოძიების დასკვნით, მკვლელობის მოტივი იყო "ნიკოლოზ ხიმშიევის ქმედითი მონაწილეობა თავად ილია ჭავჭავაძის მკლელების ძებნაში".
/"საპატრიარქოს უწყებანი" N11, 2022, გვ.22/
"გეშა ქიქოძის ოჯახში დღესაც ინახება ილია ჭავჭავაძის მიერ ტიტე ქიქოძისათვის [წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის საყვარელი ძმისწული], თავისი უსაყვარლესი ექიმისათვის, მირთმეული მშვენიერი ჭურჭელი. ილია, როგორც ჩანს, დიდად მადლიერი იყო ვანო ქიქოძის მამის, ჭკვიანი და ერთგული მკურნალის, ტიტე ქიქოძისა"
/"კარიბჭე" N7, 2022, გვ.34/
"არ შეიძლება დაკარგვა წამის,
კმარა სილაჩრე, რა დროს ძილია!
თორემ ის ცოდვაც უკან მოგვჩხავის,
როცა მოვკალით წმინდა ილია"
/ვალერიან წიკლაური, "წინ, წარსულისაკენ!" გვ. 6/
"ილიას მკვლელობის საქმეზე ორჯერ გაიმართა სასამართლო პროცესი. 1907-1909 წლებში (ცარიზმის დროს) და 1941-1942 წლებში (საბჭოთა დიქტატურის პირობებში), თუმცა სიმართლე მაინც ვერ დადგინდა"
/"ისტორიანი" N5, 2022, გვ.8/
"შემთხვევით არ დამკვიდრებულა ილიას და აკაკის ერთად ხსენება - ისინი სიკვდილამდე ერთად აბრუნებდნენ მძიმე ეროვნულ დოლაბს, რომელზეც ნოყიერ საზრდოს უფქვავდნენ ქართველობას ენისა და ერის სიწმინდისათვის. მათ იცოდნენ ერთმანეთის ფასიც და საკუთარი ნამოღვაწარის მადლიც.
პეტერბურგში სწავლის გასაგრძელებლად ჩასულ აკაკის სწორედ ილიამ ააღებინა ხელი სამხედრო განათლების მიღებაზე და მისივე რჩევით, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ასე იპოვა ღირსეული მეწყვილე მომავალ ეროვნულ ჭაპანწყვეტაში ერის უგვირგვინო მეფემ, დიდმა ილიამ"
/"ქაროზი" N80, 2020, გვ.7/
"ილია ჭავჭავაძე რომ მოკლეს მასთან ერთად უმოწყალოდ სცემეს მისი მეუღლე ოლღა გურამიშვილი, რომელიც ქართველებისგან სასიკვდილოდ განწირულ მეუღლეს, წიწამურთან, შემდეგი სიტყვებით გადაეფარა: "კაცს ნუ მომიკლავთ, მე მომკალით თქვე ურჯულოებო! - ეს ქვეყანას სჭირდება".
ოთხი თვის შემდეგ გამოვიდა საავადმყოფოდან ოლღა. მას არც გაუხედავს საგურამოსკენ და არც თბილისის ბინისკენ, ისე ჩააბარა "წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" და თვითონ მთაწმინდის უბანში ილიასთან ახლოს პატარა ბინაში შეიყუჟა.
ეს ის ოლღა იყო, რომლის ხასიათით, ღირსებით და მორალით აღფრთოვანებული და გაოცებული ლევ ტოლსტოი წერდა: "მაშინ, როდესაც მთელ რუსეთში გამეფებულია ზნეობრივი სიბნელე და უკუნეთი და ყოველ ნაბიჯზე გაისმის მოჰკალ, ჩამოახრჩე და ლამის სასოწარკვეთილების მორევში ჩავიხრჩოთ, ამ დროს საქართველოს საუკეთესო შვილის ქვრივი, რომელსაც უსაყვარლესი მეუღლე ბარბაროსულად მოუკლეს და თვითონაც, იგი მხეცურად სცემეს და დაჭრეს, ევედრება მთავრობას, სიკვდილით ნუ დასჯით მკლელებსო. აქამდე ვიცოდით, ფიზიკური მზე აღმოსავლეთიდან რომ ამოდის. ახლ უნდა დავსძინოთ და ვთქვათ, რომ ზნეობრივმა მზემ საქართველოდან ამოშაუქა".
ოლღა ყოველდღე დადიოდა ილიას საფლავზე, სანთლებს უნთებდა და ლოცულობდა, მთაწმინდაზე ბინა იქირავა და იქ დასახლდა, რათა ქმართან ახლოს ყოფილიყო, საფლავზე ხშირად ხედავდნენ შავით მოსილ მოხუც ქალს, რომელიც ხალხს ევედრებოდა: "სანთელი დაუნთეთ ილიას, ვითომც ტაძარი აგიგიათო". არავინ იცოდა, რომ ეს ოლღა იყო. მას მაშინაც ვერ ცნობდნენ, ლუკმა-პურისთვის ბაზრობაზე დიდი მწერლის წიგნებს რომ ყიდდა. როცა საფლავზე სიარული აღარ შეეძლო, აივნის მოაჯირთან სანთლით ხელში დგებოდა, მთაწმინდას გაჰყურებდა და ჩურჩულებდა: "მოვდივარ, ილია, მოვდივარ!"
/"კანდელი" N2, 2023, გვ.15/
"1924 წელს ბეთანიის მონასტერში ბერი გიორგი (მხეიძე) მივიდა. ცნობილია, რომ იგი რაღაც დროის მანძილზე წმინდა ილია მართალთან პირად მდივნად მსახურობდა"
/"თვენი", წიგნი N25, გვ. 257/
ილია მართალი
"ერის სიფხიზლისთვის ხარ სულის საყვირი,
უკვდავად რომ გასდევ ქართველთა დროებას,
მტრისთვის დაგვიტოვე უძლევი მახვილი:
ენა, მამული და სარწმუნოება!
მეფე უგვირგვინო და უკვერთხო პატრიარქი,
ვაი, საქართველოს რომ ილია მოუკლეს,
ეჰ, "ადამიანი" მართლაც კაცი არის?...
და განა განკითხვა ყველას არ მოუწევს?...
მართალი კაცისა სისხლია დაღვრილი,
და ლაქად ატყვია მის მიწას საფიცარს,
ილიას გულია და ტყვია გავლილიც
ქართველებს შეგვინდობს და სულში ჩაგვიკრავს"
/მარიამ (მარეხ) მიშელაშვილი
"გამომზევება" გვ.118/
"დიდმა ილია მართალმა (ჭავჭავაძე) სპეციალურად ისწავლა ინგლისური, რომ შექსპირის "მეფე ლირი" ეთარგმნა (ივანე მაჩაბელთან ერთად), თვითონვე იყო ლირის როლის პირველი შემსრულებელი საქართველოში. ამით თეატრის პოპულარიზაციასთან ერთად ქართული ენის გადარჩენას შეუწყო ხელი. თეატრის აღდგენის იდეით შეშინებულმა რუსმა ჩინოვნიკებმა გამოსცეს დადგენილება - "საზოგადოების თავშეყრის ადგილებში აიკრძალოს ქართულად ლაპარაკი!!! (თავშეყრად ითვლება თუ არის ორი ან მეტი ადამიანი). "ამრიგად პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში ქართულად ლაპარაკი აკრძალეს!!! ილიამ აქაც მოიფიქრა გამოსავალი, სპექტაკლი წარმოადგინეს ცოცხალი სურათების სახით (ანუ მუნჯურად), შეაკერინა დიდი ბიაზის ოთახი, დადგა სცენის კუთხეში და დასვა ბარბარე ჯორჯაძე, რომელიც ხმამაღლა კითხულობდა იმ ტექსტს, რისი შესატყვისი მოქმედება ვითარდებოდა სცენაზე. დარბაზში შემოვარდა გაშმაგებული ჟანდარმერია, არტისტების დასაჭერად, რაზეც ილიამ მიუგო - დადგენილებაში წერია ორი ან მეტი ადამიანი, ბარბარე კი თავისთვის ზის ოთახში და ხმამაღლა კითხულობს "მეფე ლირსო". სწორედ ილიას თაოსნობით აღდგა და გაიხსნა ქართული თეატრი 1879 წელს ბარბარე ჯორჯაძის პიესით "რას ვეძებდი და რა ვიპოვნე".
პ.ს. ყველა ქართველმა უდნა იპოვოს თავისი ილია ჭავჭავაძე!"
/"კანდელი" N5, 2024, გვ.13/
...12 სექტემბერი წმინდა ილიას მკვლელობის დღეა...
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)