ბატონებო, ლენუს, კოლხო, ნინი და სხვებმაც_ ერთი კითხვაა
როდის მოხდა კრწანისის ბრძოლა?
1795 წლის 11 სექტემბერი არის ბრძოლის ტარიღი?
ისტორიის სახელმძღვანელოებში ეგრეა ,ზური მაგრამ არსებობს ახალი და ძველი სტილი.... რომელიც მე ძალიან მაბნევს ...
კრწანისის ბრძოლა 1795
ვიკიპედიიდან
კრწანისის ბრძოლა 1795 , ბრძოლა ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის თბილისთან, კრწანისის ველზე. აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ ერეკლე II-ს მოსთხოვა ქართლ-კახეთის სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა. გეორგიევსკის ტრაქტატის (1783) ერთგული ერეკლე II რუსეთის მთავრობას დახმარებას სთხოვდა. სექტემბრის დასაწყისში აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი ჯარით საქართველოსკენ გამოემართა და 8 სექტემბერს სოღანლუღ-იაღლუჯის ჩრდილოეთ კალთებსა და კუმისის ტბას შორის, მდ. მტკვრის ნაპირზე, ე. წ. სარვანის მინდორზე, დაბანაკდა. სპარსელთა ჯარში თავიანთი ლაშქრით იყვნენ განჯის მმართველი ჯავად-ხანი, ყარაბაღელ სომეხთა მელიქები მეჯლუმი და ჰაბოვი, ერევნის ხანი. აღა-მაჰმად-ხანის ამ გამოლაშქრებას ელოდნენ საქართველოში და მრავალრიცხოვანი ჯარის შეგროვებაც შესაძლებელი იყო, მაგრამ რუსეთის დახმარების მომლოდინე ერეკლე II-მ დროული და საჭირო ღონისძიებები ვერ გაატარა და მტერს მოუმზადებელი დახვდა.
ქართველთა სარდლობამ გადაწყვიტა გამოეყენებინა მისადგომების რელიეფი და აეძულებინა მტერი ებრძოლა ისეთ პირობებში, რომ ვერ მოეხერხებინა ჭარბი ძალების გაშლა და ბრძოლაში ჩაბმა. ამასთან ქართველებმა მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარეს თავდაცვითი ზღუდეებისა და პოზიციების შესაქმნელად. ქართველთა ლაშქარი 5 ათასამდე კაცს ითვლიდა, აქედან 2 ათასი იმერეთის სამეფოდან იყო, მათ სოლომონ II მეთაურობდა. ქართველთა სარდლობამ ლაშქარი სეიდაბად-მტკვრის ვიწროებში დააბანაკა. მეწინავე რაზმს იოანე ბატონიშვილი მეთაურობდა, მარჯვნივ ფრთას - დავით ბატონიშვილი (გიორგი XII-ის ძე), მარცხენას - იოანე მუხრანბატონი, ცენტრს და საერთო ფრონტს - ერეკლე II. ცენტს უკან მარქაფში 2 რაზმი იყო, რომელთაც ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილი და ოთარ ამილახვარი სარდლობდნენ. აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ლაშქარი 14 რაზმად დაყო და მოპირდაპირე მხარეს-შავნაბადის, თელეთისა და კრწანისის მიდამოებში - განალაგა. ჯარის ზურგში თუქრმანთა 6-ათასიანი რჩეული რაზმი ჩააყენა, რომელსაც შემტევი ნაწილების უკან დახევის შემთხვევაში ცეცხლი უნდა გაეხსნა. 9 სექტემბერს, დილით, ქართველთა ნაწილების დასაზვერად და ხელსაყრელი პოზიციებიდან გამოსატყუებლად ირანელთა ავანგარდი სოღანლუღიდან ორჯერ გადავიდა იერიშზე. ქართველთა მეწინავე რაზმმა მტერი ორჯერვე ახლოს მიუშვა, შემდეგ კი ერთბაშად ცეცხლითა და მოულოდნელი იერიშით უკუაქცია. 10 სექტემბერს მტრის მეწინავე რაზმმა (3 ათასი კაცი) მძლავრად შეუტია ქართველთა გამაგრებულ ხაზს ტაბახმელასა დაქ შინდისს შორის. ამ ბრძოლებში ქართველებმა გაიმარჯვეს.
გადმოცემით, პირველი ბრძოლით დაშინებული აღა-მაჰმად-ხანი უკნ გაბრუნებას აპირებდა, მაგრამ ღამით ციხიდან მოღალატეთა ხელშეწყობით გაპარულმა სპარსელთა ჯაშუშმა დაარწმუნა შაჰი ქართველთა სისუსტეში. 11 სექტემბერს, დილის 7 საათზე, ირანელთა ლაშქარი მტკვარ-შავნაბადის ვიწროებით თბილისისაკენ დაიძრა და საათნახევრის შემდეგ ქართველთა საბრძოლო დაცვის პირველ პოზიციას შეუტია. 5 ათასი კაცი თბილისისთვის ზურგიდან მოსავლელად თელეტის მიმართულებით გაგზავნეს. ქართველთა ლაშქარმა ეს შეტევა მოიგერია, მაგრამ მტრის გაძლიერებული ცეცხლის შემდეგ იძულებული გახდა თავდაცვის მეორე პოზიციაზე გადასულიყო. ამ პოზიციის გადასალახავად სპარსელებმა ერთ საათში რამდენიმე ასეული მებრძოლი დაკარგეს, მაგრამ მათ ბრძოლაში ახალ-ახალი ძალები შეჰყავდათ. ერეკლე II-მ მეწინავეებს ვახტანგ ბატონიშვილისა და სხვა რაზმებიდან ამორჩეული ქიზიყელთა, არაგველთა და თუშ-ფშავ-ხევსურთა ძალები მიაშველა. მათვე შეუერთდა ქ. თბილისის მოსახლეობის რაზმი, რომელსაც სასახლის მსახიობთა დასის მეთაური მაჩაბელა ედგა სათავეში. მტერი თელეთის მხრიდან შავნაბადის ქედზე გადმოვიდა და მოულოდნელად შეუტია ქართველთა მარჯვენა ფრთას, მაგრამ დავით ბატონიშვილის რაზმმა არტილერიის ცეცხლით უკუაქცია იგი. აღა-მაჰმად-ხანმა ადიდებული მტკვარი გადალახა და იქიდან დაათვალიერა ქართველთა პოზიციები. ქართველთა სარდლობამ მტრის ეს მანევრა ზურგიდან შემოვლის საშიშროებად მიიჩნია, ჯარმა უკან დაიხია და მეორე მხრიდან მესამე თავდაცვითს სანგარში მყოფ ჯარებს შეუერთდა. მოღალატეთა დახმარებით შაჰი მოხერხებული ფონით უკანვე გადავიდა მტკვარზე და ზურგში მოექცა იოანე ბატონიშვილის მეწინავე რაზმა, რომელმაც ვახტანგ ბატონიშვილის დახმარებით გაარღვია ალყა და ძირითად ნაწილებს შეუერთდა. ირანელთა მეწინავე ნაწილები სეიდაბადის ბაღებში შეიჭრნენ, მაგრამ ქართველთა ჯარი კლდეებიდან კონტრშეტევებით იგერიებდა მტერს.
იმ მომენტში, როცა მოწინააღმდეგეებს ერთმანეთისაგან ერთი პატარა ხევი და ბაღნარები ყოფდათ, სეიდაბადის სამხრეთი კალთებიდან შეტევაზე გადავიდა ვახტანგ ბატონიშვილის 2-ათასიანი რაზმი,რომლის ამოცანა იყო სპარსელთა ჯარის შუაზე გაკვეთა. მტერმა მთავარი ძალები ამ რაზმის ეკუგდებაზე დააბანდა. ამ დროს ერეკლე II-მ კონტრშეტევაზე გადასვლა ბრძანა, მაგრამ მძიმე ბრძოლებში ქართველთა ისედაც მცირე ძალები თანდათან ამოიწურა და ნელ-ნელა დახევა დაიწყეს. ქართველთა ჯარი თავის პირველ პოზიციას დაუბრუნდა და იქ სცადა გამაგრება. ამავე დროს კრწანისის მაღლობიდან მტერმა ქართველთა ლაშქარს ზარბაზნების ცეცხლი დაუშინა. უეცარი იერიში მიიტანეს დავით ბატონიშვილის რაზმზე. ქართველებისათვის ზურგიდან შემოსაცლელად და უკანდასახევი გზის მოსაჭრელად რამდენიმე ასეულისაგან შემდგარი ცხენოსანი რაზმი შინდისის მიმართულებით გაგზავნა. მტრის ეს მანევრი ქართველთა სარდლობამ შენიშნა და იმერელთა ათასეულის მეთაურისა და არტილერიის უფროსის გურამიშვილის გასაფრთხილებლად შიკრიკი გაგზავნა, მაგრამ იგი გზაში მოკლეს.
ერთი საათის ბრძოლის შემდეგ ქართველთა ლაშქარი მესამე სანგრიდან მეოთხეში გადავიდა, აქაც ერთი საათი იბრძოდა და შემდეგ უკან დახევა დაიწყო. დღის II ნახევარში აღა-მაჰმად-ხანმა მთელი რეზერვები ბრძოლაში ჩააბა და ქართველებმს დევნა დაუწყო. ქართველთა მეზარბაზნეებმა მოახერხეს მტრის შეტევის დროებით შეკავება. ერეკლე II-მ და მისმა 150-მდე მხედარმა თბილისზე გავლით საგურამოსკენ გასწია და ბოლოს თავი მთიულეთს შეაფარა. მცირე ხნის შემდეგ მტერი ქალაქში შევიდა. მოსახლეობამ მას ქუჩაში გაუმართა ბრძოლა. სპარსელებმა თბილისი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ დაარბიეს და ცეცხლს მისცეს, მრავალი ათასი მცხოვრები ტყვედ წაიყვანეს. მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილისა და გადამდები სნეულებისაგან დაიღუპა. ქართლის სოფლებს მოთარეშეთა რაზმები შეესივნენ. კრწანისის ბრძოლამ დიდი ზარალი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს.
------------------------------------------
იქნებ გაგვერჩია ეს ბრძოლა?
რა მოხდა? რატომ დამარცხდა ერეკლე? ვის დავაბრალოთ? მოღალატეებს? რუსეთს?
იქნებ სულაც რაიმე ტაქტიკური შეცდომა დაუშვა ერეკლემ?
სამწუხაროდ მეტი ვერაფერი მოვიძიე ამ ბრძოლის შესახებ ინტერნეტში. თუ დადებთ რამეს, დიდად დამავალებთ.
მეც ვფიქრობ რო მასე მოხდა ყოველშემთხვევაში მასე მაქ ნასწავლი ნუ ძველი სტილიქთ თუ ვიფიქრეთ 13 დღეა ხო სხვაობა,და შეიძლება 24იც ვივარაუდოთ
ბრძოლა მოხდა 11 სექტემბერს ასე არის და რაშუაშია აქ ახალი სტილი და ძველი სტილი, ამასთან როდესაც ლენინმა შემოიღო ეს მისებურად ახალი სტილი ის მალევე შეიცვალა და დღEს ისევ იმ კალენდრით ვსარგებლობთ
რომლითაც ადრე ვსარგებლობდითმათ შორის განსხვავება არ არის, ის რომ ეკლესია იყენებს ეწ ახალ სტილს ეგ არ არის სწორი და დიდი ხანია ამ კალენდრის გრიგოლიანული კალენდრით შეცვლაზე მიდის ლაპარაკი, თავად
ეკლესიაშიც და ალბათ მალე ცვლილება იქ მოხდება.
როგორც მე ვიცი რამოდენიმე მართლმადიდებლური ეკლესია გრიგოლიანულ კალენდარს იყენებს ანუ იმას რასაც ჩევნ.
ასე რომ კრწანისი მოხდა 11 სექტემბერს და არა 24-ი.
მე ვფიქრობ ამ ბრძოლაში დამარცხება ქართველების,კერძოდ კი ერეკლესი, ძირითადად გამოწვეული იყო ღალატით,დანარჩენმა ფაქტორებმა კი მხოლოდ დააჩქარა კრწანისის ბრძოლის წაგება.
თხოვნა მოდერატორისგან: აზრის გამოთქმისას სხვისი პოსტის მთლიანად დაკოპირებას მოვერიდოთ თუ ეს აუცილებელი არაა, ვინაიდან თემა უფრო ძნელი წასაკითხი ხდება.
k@the
კანუდოსელი
არა კალენდარზე მართლა არის პრობლემა იმიტომ რომ ჩვენ იულიუსის
კალენდრით სარგებლობა ქალკედონის კრების (451) შემდეგ
დავიწყეთ რაც ჩამორჩენას კიდევ 2 დღით ზრდის მზის კალანდართან
მიმართებაში (ეს ორი დღე ძვ. წ. 50 - 451 წწ დაგროვდა) ასე რომ 13 დღე
კიდევ ცოტაა კალენდრის გასწორების თვალსაზრისით.
sable
ეგრეა სამწუხაროდ, მაგრამ უფრო სამწუხარო ისაა, რომ კალენდარი ზოგმა აღმსარებლობის სტატუსში აიყვანა
ბოდიში ოფტოპიკისთვის
Lenus
კანუდოსელი
სხვათაშორის არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც რომელიც
ხურცილავას ააქვს გატარებული მის მონოგრაფიაში რომლიც მიხედვითაც
მთვარის ქართული კალენდარი უფრო ზუსტია ვიდრე გრიგილიანული,
მაგრამ იმდენად რამდენადაც მე ვერ ვერკვევი კარგად ამ კალენდრულ
სისტემებში მისი წიგნის ეს ნაწილი ვერ გავიგე და ამიტომ მიჭირს ამაზე
ვრცელი პოსტის დადება. კიდევ ერთხელ წავიკითხავ მისი წიგნის ამ ნაწილს
რაც კალენდარს ეხება და მერე დავწერ მის მოსაზრებას.
თუმცა უნდა ავღნიშნო ის ფაქტი რომ მისი მოსაზრება ძალიან საინტერესოა
და ასე ხელაღებით ვერ ვიტყვი რომ ის არასწორიაო.
კანუდოსელი
არ ვიცი გადაჭრით მიჭირს რაიმეს თქმა.
რ. კარელინი და მრავალი ის ადამიანი, რომელიც ლამის ანათემაზე გადაცემას აპირებს იმ ეკლესიებისა (საბერძნეთი, რუმინეთი, ამერიკის ავტოკეფალური....), ვისაც ახალი - შერეული სტილი აქვს სამწუხაროდ წარმოადგენს მარგინალური აზრის მატარებელთა ჯგუფს მართლმადიდებლობის წიაღში, რადგან თესავს შფოთს არა საღვთისმეტყველო საკითხის გამო.
არც კარელინი და არც მამა ბიძინა გუნია არ წარმოადგენენ კომპეტენტურ პირებს ამ საკითხში, რომელთაგან, პირველი საერთოდ სქიზმატის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს, მეორე კი თავის წიგნში კალენდრის შესახებ ისეთ ლაფსუსებს უშვებს ყურადღებიდან, რომ აჯობებს არ დაწეროს არაფერი.
sable
Lenus
უფრო რომ დავაზუსტოდ გრიგორიანული და იულიუსის კალენდარი არაფრით არ განსხვავდება ერთმანეთისგან,გრიგორიანული კალენდარი არის იგივე იულიუსის კალენდარი უბრალოდ პაპ გრიგორი XIII-ის თაოსნობით მოხდა შესწორების შეტანა. ყველას მოგეხსენებათ რომ წელიცადში გვაქვს 365 დღე ხოლო ყოველ მეოთხე წელს გვაქვს 366 დღე მაგრამ ყოველ 128 წელში ერთხელ კიდევ გვრჩება ერთი დღე.აი ეს შესწორება შეიტანა პაპმა 1582 წელს და თუ კარგად დააკვირდებით მხოლოდ 11 დღეა სხვაობა 4 ოქტომბერი გახდა 15 ოქტომბერი დღეს კიდევ სხვაობა არის 13 დღე იმიტომ რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება 1700, 1800, 1900,2100 ..... წლები არ ჩათვლილიყო ნაკიან წლებად ,ანუ მთლინი ასეულები რომლებიც არ იყოფიან 4-ზე.
Lenus
საერთოდ ასტრონომები ცნობილები არიან მარტივი და გენიალური გადაწყვეტილებით. როგორც ზემოთ დავწერე ყოველ 128 წელიწადში ერთხელ გვრჩება ერთი დღე.ამიტომ რომ არ შეეტანათ შესწორება ყოველ 128 წელიწადში ერთხელ და არ ყოფილიყო ძველი ახალი და უახლესი სტილები, მოიფიქრეს ესეთი მარტივი რამ.რათქმაუნდა ეს კალენდარიც არ არის უზუსტესი კიდევ რჩება ერთი დღე მაგრამ მხოლოდ 3360 წელიწადში ერთხელ.
"...ყიზილბაშებმა რომ დაინახეს, ზარბაზნებს ჯარი არ ჰყავდა, ქალაქში შემოსასვლელად დაიძრნენ.
ამ დროს ზარბაზნები გავარდა, იმერლებისგან მიტოვებულმა მაიორმა გურამიშვილმა გადაწყვიტა, მარტოს, მცირე რაზმით ეომა:
"მამულისთვის და კარგი მეფისთვის სახელოვანი სიკვდილი სჯობს უნამუსო სირცხვილს, სამი თითით ყველამ მიწა ავიღოთ და შევჭამოთ. ეს იყოს წმინდა საიდუმლოს მაგიერ. საიქიოს სახელოვნად წარვსდგეთ, როდესაც აუცილებელი სიკვდილი მოსულა ჩვენზედა..."
/"კარიბჭე" N7, 2015, გვ. 39/
http://radikal.ru/big/dd52d1ee41db45528ce350b7724aee39
"კრწანისის ბრძოლისას გამოყენებული ხანჯალი, მას ახლაც ამჩნევია სისხლის კვალი".
/FB/
"მრისხანე დამპყრობლის [არა-მაჰმად-ხანის] ბარბაროსულ ხელს გაუნადგურებელი არ დარჩენია სამეფო კარის თეატრის პალატაც, რომლის მსახიობები მეფე ერეკლეს რეგულარუი ლაშქრის თითქმის განადგურების შემდეგ, გმირულად დაეცნენ კრწანისის ბრძოლაში".
/"კარიბჭე" N15, 2017, გვ.48/
"კრწანისის ომის დამარცხების ნამდვილი მიზეზების წარმოჩენას ემსახურებოდა 1899 წელს ჟურნალ "მოამბეში" გამოქვეყნებული წერილი ალექსანდრე ვახტაგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანისა "აღა-მაჰმად-ხანის შემოსვლა ტფილისში". ეს წერილი სანდო წყაროებს ეყრდნობა - უშუალოდ ამ ბრძოლის მონაწილეთა ნაამბობს."
/"კარიბჭე" N15, 2009, გვ.16/
"სათვალთვალო კოშკებზე ცეცხლი აენთო და ყველამ გაიგო ომის ზარი. შეიარაღდნენ და დაიძრნენ მთებიდან ფშავის ვაჟკაცნი, ხევსურეთის რჩეულნი, მთიულეთის ლომისის ყმანი, შეუპოვარნი გუდამაყრელნი.
მათ წინ დროშით ხელში ცხენზე ამხედრებული ნინია აფციაური მიუძღოდა. დროშაზე ზარი ეკიდა და ყოველ შერხევაზე საამოდ წკრიალებდა. ეს დროშა უყვარდათ არაგველებს, ბევრი ბრძოლის მონაწილე იყო და შინ ყოველთვის გამარჯვებული ბრუნდებოდა.
ამ დროშით არაგველებს დამარცხება არ ახსოვდათ, ამიტომ მხედრობა ლაღი სიმღერით მოახმიანებდა მთებს. სიკვდილთან საომრად შუბლგახსნილნი არაგველნი მხნედ და იმედიანად მიდიოდნენ".
/"ფუძნარი" N9, 2017, გვ.9/
"საოცარი მამაცობით იბრძოდა 75 წლის მოხუცი მეფე, ის უკვე აშკარად სიკვდილს ეძებდა, თავისი ქვეყნის ბედის შემხედვარე, მარტო მიიწევდა მტრისაკენ, მისი ალყაში მოქცევის საშიშროებაც კი შეიქმნა, მაგრამ იოანე ბატონიშვილმა იხსნა მოხუცი პაპა.
მხოლოდ 150-მდე კაცი შეჰყვა ერეკლეს ქალაქში. კრწანისის ველზე კი 15 ათას დაღუპულ ირანელთან ერთად ესვენა 2500 ქართველი მხედარი. სპარსელთა რაზმები ქალაქში შედიოდნენ, თაბორის მთაზე კი დავით ბატონიშვილის ზარბაზნები ისევ გრუხუნებდა...
მაინც ვერ დაამარცხეს აღას რჩეულმა მხედრებმა დიდი პაპის ალი-კვალი დავითი და მისი მეომრები"
/"კრიალოსანი" N5, 2008, გვ.39/
"რუსებმა ყველაფერი გააკეთეს 1795 წლის კრწანისის ბრძოლის წასაგებად"
/"კრიალოსანი" N9,2008, გვ.33/
"დიდი, თავმძიმე ჭმუნვა გაშლილიყო კრწანისის ველზე"
/ლევან გოთუა, "კრწანისის სევდა" გვ.108/
"ჰქუხდნენ კრწანისის შემოგარენი. ზათქითა და ბოლქვებით, შეძრულიყო კრწანისის ზეცა, ბრძოლის ქარცეცხლში იწვოდა კრწანისის მიწა. ბედის სასწორი ქანაობდა!"
/ლევან გოთუა, "კრწანისის სევდა" გვ.116/
"დღეს კრწანისის ყაყაჩოებს,
ღეროც წითლად შეეღებათ"
/ვალერიან წიკლაური, "წინ, წარსულისაკენ!" გვ. 15/
"ყიზილბაშებმა რომ დაინახეს, ზარბაზნებს ჯარი არ ჰყავდა, ქალაქში შემოსასვლელად დაიძრნენ. ამ დროს ზარბაზნები გავარდა, იმერლებისგან მიტოვებულმა მაიორმა გურამიშვილმა გადაწყვიტა, მარტოს, მცირე რაზმით ეომა: "მამულისთვის და კარგი მეფისთვის სახელოვანი სიკვდილი სჯობს უნამუსო სირცხვილს, სამი თითით ყველამ მიწა ავიღოთ და შევჭამოთ. ეს იყოს წმინდა საიდუმლოს მაგიერ. საიქიოს სახელოვნად წარვსდგეთ, როდესაც აუცილებელი სიკვდილი მოსულა ჩვენზედა"
/"კარიბჭე" N3, 2023, გვ.40/
"ორი საუკუნე გავიდა კრწანისის ველზე მომხდარი შემაძრწუნებელი ტრაგედიის შემდეგ და კვლავაც ისეთივე სიმწვავით ისმის კითხვა: რატომ დავმარცხდით? ნუთუ იმ ღალატის გამო, რის შესახებაც კარგად ვუწყით?! ნუთუ ეს ყოველივე გარდაუვალი სასჯელი იყო, ჩვენი ერის თავზე გამოვლენილი გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი ცოდვების გამო?!"
/"კარიბჭე" N3, 2023, გვ.37/
"როდესაც აღა-მაჰმად-ხანის ჯარი მიუახლოვდა კრწანისის ველს, ერეკლემ დაიძახა: "მაიტათ აზატ-ხანის დამმარცხებელი ბაირაღი". ბაირაღზე ერთ მხარეს გამოსახული ყოფილა წმინდა გიორგი, მეორეზე - მარიამ ღმრთისმშობელი. თვითონ დასტაცა ხელი ბაირაღს 75 წლის მეფემ და დაერია სპარსელებს. მას მიჰყვა ქართველთა ჯარი. მიუხედავად მეფის თავდადებისა, დამარცხება გარდაუვალი იყო"
/ნინო ტარყაშვილი, "ქართველ მეფეთა ცხოვრება", გვ.98/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience