ქაქუცა ჩოლოყაშვილი (დაახლოებით 2-3 წუთის გარდაცვლილი)
ძალაინ მიყვარს ქაქუცა ჩოლოყაშვილი და დიდ პატივს ვცემ
ქაქუცა ჩოლოყაშვილი ნამდვილად იმსახურებს ცალკე თემას და შაკო დიდი მადლობა, ამისთვის!
ეს ლექსი მისი რაზმის წევრის (ხელაშვილის) დაწერილია და ვფიქრობ, ამ თემას მოუხდება
ბელადი ჩოლოყაშვილი
შეუდრეკელი გულითა,
ფიქრით მჭევრი და ამაყი,
მაღალი ზნით და სულით.
რაზმელებს მოგვიალერსებს
მშობლიურ სიყვარულითა.
ჩვენც მასთან სალხინოდა ვთვლით
თუნდაც სიკვდილის წამებსა.
იმისი წინამძღოლობით
ქვეყანას ვარგებთ რამესა.
არ მივსცემთ თავის სამშობლოს
ჩვენის სისხლ-ხორცის მჭამელსა.
.....
სამშობლოს დამხსნელ რაზმებით
კაცი გასული ველადა,
ქვეყნისთვის გამეტებული
სისხლ-ხორცის შემწირველადა.
მზად არი ყოველ წამიერ
მტრის თავზე დასასხმელადა.
.....
ჩვენის ბელადის სიკეთეს
ყოველდღე განვიცდიდია.
სრულად ვხედავდი ყოველსა,
მცირე იყო თუ დიდია.
ს. ალავერდი, 1922 წ.
"1921 წლის ნოემბრიდან ვახტანგ ღამბაშიძე [ექიმი და ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი თავკაცი] კონსტანტინოპოლში, მეუღლესთან ერთად, "წითელ ჯვარში" მსახურობდა, ეხმარებოდა ქართველ ლტოლვილებს. 1924 წლიდან კი უკვე პარიზშია. საფრანგეთში, ზოგიერთი ახლობლის ფინანსური დახმარებით, კლინიკა გაიხსნა, მაგრამ ვალების გამო იძულებული გახდა დაეხურა. ამის მიუხედავად, იგი წლების მანძილზე მრავალ ქართველს მკურნალობდა უსასყიდლოდ. ბატონი ვახტანგი იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის პირადი ექიმი და მისი დაკრძალვის მთავარი ორგანიზატორი. გარდა საექიმო პრაქტიკისა, აქვეყნებდა სამეცნიერო-პოპულარული და საგანმანათლებლო ხასიათის სტატიებს ჯანმრთელობის თემაზე. მისი წერილები და მოგონებები ცნობილ ქართველ მოღვაწეებზე იბეჭდებოდა ქართულ ემიგრანტულ პრესაში: "ბედი ქართლისა", "კავკასიონი", "მერანი".
/"კარიბჭე" N6, 2022, გვ.47/
"ლევან კლიმიაშვილი [1923 წლის 20 მაისს დახვრეტილი ქართველი ეროვნული გმირი] - აზნაური, ქართველი ოფიცერი. საქართველოს ჯარის პორუჩიკი; გასაბჭოების შემდეგ მსახურობდა საქართველოს წითელ არმიაში. ამავდროულად, მოღვაწეობდა ანტისაბჭოთა იატაკქვეშა წინააღმეგობის მოძრაობაში. იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი. მისი ძმა ივანე (ვანო) კლიმიაშვილი ციმბირში გადაასახლეს".
/"საპატრიარქოს უწყებანი" N11, 2022, გვ.23/
"სიმონ (ნასყიდ) ჭიაბრიშვილი [1923 წლის 20 მაისს დახვრეტილი ქართველი ეროვნული გმირი] - (დაბ. 1880, დუშეთი), ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, ვაჭარი. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დუშეთის განყოფილების დამფუძნებელი წევრი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის აქტივისტი. მონაწილეობდა დუშეთის მაზრაში 1922 წელს ანტისაბჭოთა რაზმების ორგანიზებაში, იყო სამხედრო ცენტრის წევრი, ახლოს იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილთან".
/"საპატრიარქოს უწყებანი" N11, 2022, გვ.23/
"1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში მრავალმა სასულიერო პირმა მიიღო მონაწილეობა. მაშ შორის იყო მამა ილიაც [ფანცულაია], რომელსაც აქტიური კავშირი ჰქონდა ქაქუცა ჩოლოყაშვილთან. როდესაც ქაქუცას რაზმა მანგლისი აიღო, მამა ილიამ სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა და შემდგომი წინსვლა და გამარჯვება უსურვა მას"
/"კარიბჭე" N11, 2022, გვ.34/
"რაკი თავის წერილებში დავით ვაჩნაძემ თამარ პაპავას [ცნობილი წიგნების ცნობილი ავტორი, საქართველოს პირველი პარლამენტის წევრის, გამოჩენილი მწერლისა და პოლიტიკური მოღვაწის აკაკი პაპავას მეუღლე, ტურფა და მზია პაპავა-ჭეიშვილების დედა, არგენტინის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწე] წიგნებზე ჩამოაგდო სიტყვა, აქ შეიძლებოდა გაგვეხსენებინა თამარ პაპავას მშვენიერი მოგონება ქაქუცა ჩოლოყაშვილზე. თუ რა ხშირად ხვდებოდნენ ისინი ერთმანეთს ახალგაზრდობისას კახეთში - თელავი იქნებოდა ეს, ალავერდი თუ შუამთა; როგორ გამოიცეკვა ქაქუცამ თამარი თბილისში, ქართული კლუბის დაბაზში, როცა იქ ევროპის სახელმწიფოების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობას ზეიმობდნენ, მაგრამ რაკი ეს მოგონება თამარ პაპავას წიგნშია დაბეჭდილი, ხოლო წიგნი თავისთავად ეფემერა არ არის, ამაზე აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებ"
/ისტორიულ შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N1, 2022 წ. გვ.67/
"ჩემს ბიბლიოზეუმში არაერთი ასეთი ეფემერული მარკაა დაცული და ორ მათგანზე სწორედ ქაქუცა ჩოლოყაშვილია აღბეჭდილი. ასე რომ, 2008 წელს გამოშვებული საქართველოს მარკა თუმცა პირველი საფოსტო მარკაა ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამოსახულებით. მაგრამ არა ამ თემატიკის პირველი მარკა საერთოდ. ქაქუცა ჩოლოყაშვილისადმი მიძღვნილი პირველი მარკები აკაკი პაპავამ ჯერ კიდევ გერმანიაში ყოფნისას დააბეჭდვინა სხვა მრავალ ამგვარ ეფემერასთან ერთად. ჩემთვის ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამოსახულებიანი ორი ასეთი მარკაა ცნობილი. ისინი სხვადასხვა ზომისაა - 28X23 და 30X23. კბილანების ზომა - არათანაბარი. დაბეჭდილია ფოტოქაღალდზე და გუმირებულია. დიზაინში გამოყენებულია ქაქუცა ჩოლოყაშვილის ერთი და იგივე, ოფიციალურ საფოსტო მარკაზე თუ ეფემერებში არაერთგზის გამოყენებული საკმაოდ ცნობილი ფოტო, სხვადასხვაგვარად კადრირებული. ორივე მათგანი შავ-თეთრია. ერთ მარკას აქვს შავი ჩარჩო, მეორეს - არა. მარკები დაბეჭდილი უნდა იყოს 1930-იან წლებში. ამ მარკებს აკაკი პაპავა მის მიერ გაგზავნილი წერილების კონვერტებზე აკრავდა ხოლმე სავალდებულო საფოსტო მარკებთან ერთად. სამწუხაროდ, კონვერტზე დაკრულ პაპავასეულ მარკას ჯერჯერობით ვერ მივაკვლიე, თუმცა იმედი მაქვს. ასეთი კონვერტი აუცილებლად აღმოჩნდება რომელიმე ემიგრანტულ არქივში. იქნებ ერთი ასეთი კონვერტი მეც მოვიხელთო როგორღაც. ხოლო ქაქუცასადმი მიძღვნილი ეს ორი მარკაც, ამ ოპუსში დამოწმებული სხვა ეფემერების მსგავსად, პირველად ქვეყნდება"
/ისტორიულ შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N1, 2022 წ. გვ.69/
"თელავის რაიონის სოფელ ფშაველში მსახურობდა მღვდელი იოსებ დალაქიშვილი, იგი მოძღვარი გახლდათ ქაქუცა ჩოლოყაშვილისა. ქაქუცა მას აბარებდა აღსარებას. და რადგანაც მამა იოსებმა მისი აღსარება არ გათქვა, ისიც სხვებთან ერთად თელავში, დღევანდელი სტადიონის ზემოთ გიგოს გორაზე დახვრიტეს"
/"თვენი", წიგნი 23, გვ.177/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience