თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ საქართველო და ერთიანობის პრობლემა

პოსტის ავტორი: salome_tur თარიღი: May 8 2007, 10:30 PM

როგორ ფიქრობთ, რატომ ჰქონდა და აქვს საქართველოს ყოველთვის ერთიანობის პრობლემა?

ჩემი აზრით , ყველაფერი ისევ ჩვენზეა დამოკიდებული......

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 8 2007, 10:31 PM

ციტატა
რატომ ჰქონდა და აქვს საქართველოს ყოველთვის ერთიანობის პრობლემა?


იმიტომ რომ სტრატეგიული ადგილი იყო... ღმერთი არავის მტერს არ უქცევს wink.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 8 2007, 10:37 PM

ციტატა
ღმერთი არავის მტერს არ უქცევს

ეს რას ნიშნავს?

salome_tur
მნათეს პოსტს ვუერთდები და ვიტყვი- ყოველთვის არ გვქონია ეგ პრობლემა, ყველაფერს რომ თავი გავანებოთ მუდმივი სვავი გვყავს აგერ გვერძე სასომხეთი. ამის გარდა ჩვენ ვართ ე.წ ზღუდე მართლმადიდებლურ და მუსულმანურ სამყაროებს შორის, ასევე რუსეთს ყოველთვის უნოდა მთლიანად დაპატრონებოდა შავი ზღვის სანაპიროს რათა აქედან გასულიყო ევროპაზე.

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: May 8 2007, 11:02 PM

ციტატა
იმიტომ რომ სტრატეგიული ადგილი იყო

ყოველთვის იყო, არის და იქნება biggrin.gif
ცოტა ჩვენი "ბრალიცაა", ერთმანეთს რომ დავსცხებთ ხოლმე, მერე გარე მტერიც ემატება და წავიდა....

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: May 9 2007, 09:46 PM

ყველა ქვეყნის დაცემის და ერთიანობის საკითხი მის შიგნით წყდება.
რა, ეხლა საჰარას უდაბნოში რომ ვყოფილიყვით და არავის ინტერესში არ ვყოფილიყავით მაშინ ერთიანობის პრობლემა არ გვექნებოდა?
ჩვენში ყველას პირველობა უნდა, მეორე კაცობა კი სირცხვილი და ხელმოცარვაა.ალბათ იმიტომ რომ პოტენციურად უმეტესობა ამის შემძლეცაა.

პოსტის ავტორი: demetre_demetre თარიღი: May 31 2007, 02:36 AM

საქართველოს ერთიანობის ხელისშემშლელი ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი იყო,თავისი გეოგრაფიული მდებარეობა.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 31 2007, 10:08 AM

::სალომე::

ციტატა
როგორ ფიქრობთ, რატომ ჰქონდა და აქვს საქართველოს ყოველთვის ერთიანობის პრობლემა?

ჩემი აზრით , ყველაფერი ისევ ჩვენზეა დამოკიდებული......


პრობლემა არის მხოლოდ ჩვენში....

კონსტანტინე გამსახურიდას კარგად უწერია - აქ ყველას მეფობა უნდა

ერთ-ერთი თანამედროვე ამერიკელი დიპლომატი და პოლიტოლოგი წერდა (გვარი აღარ მახსენდება სამწუხაროდ) - მსოფლიოში ყველაზე რთული საქართველოს პრეზიდენტობაა, რადგან ეს არის ქვეყანა, სადაც ყველა მოქალაქეს თავის პრეზიდენტად წარმოუდგენიაო

ქვეყნის დაშლის მიზეზი სწორედ რომ დაუმორჩილებლობა და საკუთარი პირველობის გატანის სურვილი იყო

ამან დაშალა საქართველო XVI საუკუნეში და ეს შლის დღესაც

ჩვენ ჩვენი მაღალინტელექტუალობაც გვღუპავს, ყოველ მეორეს თავისებურად რომ წარმოუდგენია ქვეყნის განვითარება

შაჰ-აბას I-ს უთქვამს, ქართველები თუ შეიკრენ, მსოფლიოს დაიპყრობენო... ვაი, რომ მწარე სიმართლე თქვა ქართველთა უპირველესმა მტერმა

ძალა ერთობაშია! - ეს უნდა იყოს ყოველი ჩვენგანის დევიზი ცხოვრებაში

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2007, 10:19 AM

ნაპოლეონი ამბობდა, ქვეყნის პოლიტიკას მისი გეოგრაფია განსაზღვრავსო.

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Jun 7 2007, 08:52 PM

ასრე სჭირს საქართველოსას, დიდებულთ გინდა მცირეთა:
აზვავდებიან იტყვიან: უჩემოთ ვინ იმღერეთა?!

პოსტის ავტორი: mshvidi თარიღი: Jun 20 2007, 03:05 PM

მოგესალმებით! კეთილი იყოს ჩემი პირველი პოსტი თქვენთან

"ნუ გაიგლიჯე გული მამულო
ცოტა ხანს კიდევ გაძელ.
არ დაადუმო შენი "ლილე" და
მოვალ აგინთებ კანდელს.
თუ გინდა ფეთქვით ოღონდ დამიხვდი,
არ დაიშრიტო თვალი,
ოღონდ მელოდე,ოღონდ მიწამე
მოვალ იმედად ხვალის.
შენი ცოტნე ვარ,შენი თამარი
მოვალ დავითად,საბად...
დიდი ხანია რომ გენატრება
მოვალ იმ ქართევლ კაცად.
შენი გუთნის და შენი აკვანის
შენი ქართული ოდის,
შენი თბილისის მადლი რომ იცის,
სწორედ ის ბიჭი მოდის!"

ამ ლექსს "ლაზარე" ჰქვია,რამოდენიმე წლის წინ "კვირის პალიტრა"-ში ამოვიკიხე და გადავინახე საგულდაგულოდ.

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Jun 23 2007, 11:35 AM

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Jun 23 2007, 07:41 PM

mshvidi
ვაა რა ლამაზი ლექსია smile.gif ძალიან მომეწონა :წუბ:

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 4 2007, 11:23 AM

რაშია საქმე ჩემო გენაცვალეთ და ჩემნაირებშია საქმე მე თუ მკითხავთ ვეთანხმები მამფალს რა საჰარაში კაი ხალხი ვიქნებოდით უფრო ? ციხე შიგნიდან ტყდება ჭკვიანი ხალხის ნათქვამია smile.gif შიგნითა მხარე და კიდე ჩემნაირები არიან სამწუხაროდ ეს აშკარა და მარტივია ძაან smile.gif

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Jul 11 2007, 04:40 PM

ქართველს ქართველისთვის რომ არ ევნო, მტერი რას მოგვერეოდა, დროა გამოვფხიზლდეთ და ურთიერთ გატანა და სიყვარული ვისწავლოთ...

მხიოლოდ საკუთარი წარმატება კი არ უნდა გვიხაროდეს, მოყვასის წინსვლიტაც უნდა გავიხაროთ... მხარი მხარს მივცეთ და მერე მტერი ვერაფერს დაგვაკლებს...

ყველა ომში, სადაც ქართველი დამარცხებულა, დიდი როლი მოღალატეებს უთამაშიათ...


პოსტის ავტორი: gvantsi თარიღი: Jul 16 2007, 02:58 PM

მეც იმ აზრს ვეთანხმები რომ ჩვენი ქვეყნის მთლიანობასა და სიძლიერეს ისევ ჩვენთვითონ ვუთხრიდით ძირს.რამდენი მოღალატე ჰყოლია საქართველოს საუკუნეების განმავლობაში ვინ მოსთვლის.შორს რომ არ წავიდეთ,20ე საუკუნეში სერგო ორჯონიკიძე,რომელიც დაბადებისდღის საჩუქრებად არიგებდა ქართულ მიწებს.sad.gif

პოსტის ავტორი: meleqse თარიღი: Jul 16 2007, 10:13 PM

ციტატა(salome_tur @ May 8 2007, 11:30 PM) *

როგორ ფიქრობთ, რატომ ჰქონდა და აქვს საქართველოს ყოველთვის ერთიანობის პრობლემა?

ჩემი აზრით , ყველაფერი ისევ ჩვენზეა დამოკიდებული......


მიზეზი მრავალია, მათ შორის ერთ-ერთი ქართველთა ხასიათიცაა...
აი კიდევ ერთი მიზეზი:
"ცუდას რად უნდა მტერობა,-
კარგია მუდამ მტრიანი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2015, 04:39 PM

"ქრისტიანებს უყურებდნენ და ყველას უნდოდა მათ მიმსგავსებოდა. ვაჩვენოთ ჩვენც ასეთი სიყვარული და ყველაზე დიდი იარაღი, ეს იქნება ქართველების შურისძიება გაშმაგებული, ყალყზე შემდგარი სამყაროს წინააღმდეგ.

ამ გლობალიზაციისა და ინტეგრაციის ეპოქაში სხვა ვერაფერი გადაგვარჩენს, მხოლოდ სიყვარულითა და ერთსულოვნებით დაიძლევა ბოროტება, თანაც შევძლებთ ყველაფერი ჩვენს სამსახურში ჩავაყენოთ.

ადრე ქრისტიანებს ცხრა მთა უნდა გადაევლოთ, რომ ველურ, გაუნათლებელ ხალხში ქრისტეს მოძღვრება ექადაგათ, დღეს, ინტერნეტსივრცის საშუალებით, საუკეთესო შესაძლებლობა გვეძლევა, ჭეშმარიტება განვავრცოთ, ვაჩვენოთ ჩვენი ქრისტიანული კულტურა, ტრადიცია, ისტორია, რომელიც თვითონ ღაღადებს ყველაფერს და აღარ არის საჭირო ხაზგასმა იმისა, რომ ჩვენ, მართლმადიდებლები, ერთადერთი და განუმეორებლები ვართ მთელ სამყაროში"

/მამა გურამ ოთხოზორია
"კარიბჭე" N8,2015, გვ. 39/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2015, 07:21 PM

"როგორც წმინდა ხატს უკეთებენ ჩარჩოს, რათა არ შეიბღალოს და იყოს დაცული, ასევე წმინდა ივერია, ანუ საქართველოს წმინდა მიწა დაცული უნდა იყოს თავისი საზღვრებით"

/მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე)
"კრიალოსანი" N1, 2015, გვ. 7/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2015, 11:18 PM

"საქართველოს საზღვრები ამოხაზა ოცი საუკუნის ისტორიამ"

/პავლე ინგოროყვა
"კრიალოსანი" N1, 2015, გვ.12/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)