ჯერ ფარაონთა სია
(მომაწოდა რატი იოანათამიშვილმა)
ძველი ეგვიპტის ფარაონები
წინადინასტიური ეგვიპტე ძვ.წ.~3500-3230
ქვემო (ჩრდილოეთ) ეგვიპტის სამეფო
პუ
სეკა
ხაიუ
ტიუ
ჩეში
ნიხები
უაჯანეჯი
მეხი
ზემო (სამხრეთ) ეგვიპტის სამეფო
სელკი (მორიელი)
კა
ნარმერი (ჰორ-სომი)
ზემო და ქვემო ეგვიპტის ფარაონები
I დინასტია ძვ.წ. 3249-3043
ჰორ-აჰა (მენესი) 3239-3209
იტი (ატოტისი) 3209-3182
ჯერი (სეთჰი) 3182-3151
ჯეთა (უაჯი) 3151-3124
უდიმუ 3124-3104
მერპებია 3104-3078
სემერხეტი 3078-3069
კაა 3069-3043
II დინასტია ძვ.წ. 3043-2742
ხეტეპ-სეხემუი 3043-3006
ნუბნეფერი (რა-ნები) 3006-2967
ნინეჯერი 2967-2920
პერიბრუნი (სეხემიბი) 2920-2903
სენეჯი 2903-2862
აკა (ნეტერკა) 2862-2844
ნეფერხერესი 2844-2819
ხა-ხესემი 2819-2772
ხა-სხემუი 2772-2742
III დინასტია ძვ.წ. 2742-2668 (საფეხურებიანი პირამიდების ეპოქა)
სანეხეტი (ნებკა) 2742-2723
ჯოსერი 2723-2704
სეხემხეტი 2704-2698
ხა-ბა 2698-2692
ჰუნი 2692-2668
IV დინასტია ძვ.წ. 2668-2549 (დიდი პირამიდების ეპოქა)
სნოფრუ 2668-2644
ხუფუ (ხეოფსი) 2644-2621
ჯედეფრი (რაჯედეფი) 2621-2613
ხაფრა (ხეფრენი) 2613-2588
ბაუფერა 2588-2583
მენკაურა (მიკერინი) 2583-2555
შეფსესკაფი 2555-2551
დედეპტაჰი 2551-2549
V დინასტია ძვ.წ. 2549-2424
უსერკაფი 2549-2542
სახურა 2542-2528
ნეფერირკარა 2528-2518
შეფრესკარა 2518-2511
ნეფერაფრა 2511-2504
ნიუსერრა 2504-2501
მენკაუჰარა 2501-2493
ჯედკარა 2493-2454
უნისი 2454-2424
VII დინასტია ძვ.წ. 2250-2232
ნეფერკარა I 2250-2248
ნეფერკარა-ნები 2248-2246
ჯედკარა-შემაი 2246-2244
ნეფერკარა-ხენდუ 2244-2242
მერენჰორი 2242-2240
ნეფერკამინი 2240-2238
ნიკარა 2238-2236
ნეფერკარა-ტერერუ 2236-2234
მეფერკაჰორი 2234-2232
VIII დინასტია ძვ.წ. 2232-2219
უაჯიკარა 2232-2228
ნეფერკამინანუ 2228-2226
კაკარე-იბი 2226-2222
ნეფერკარა II 2222-2221
ნეფერკაუჰორი 2221-2220
ნეფერიკარა 2220-2219
IX დინასტია ძვ.წ. ~2220-2130 (ჰერაკლიოპოლისელი ფარაონები)
ახტოი I 2220-2200
ნეფერკარა III 2200-2190
ახტოი II 2190-2170
სეტუტი (სუნ-ხა) 2170-2160
ახტოი III 2160-2145
მერი 2145-2140
შედი 2140-2135
უსერი 2135-2130
X დინასტია ძვ.წ. 2130-2040 (ჰერაკლიოპოლისელი ფარაონები)
მერიხატორი 2130-2120
ნეფერკარა IV 2120-2115
ახტოი IV (უაკარა) 2115-2070
მერიკარა 2070-2050
უცნობი ფარაონი 2050-2040
XI დინასტია ძვ.წ. 2061-1991 (2133-2061 თებეს ნომარქები, 2061-დან ეგვიპტის კვლავ გამაერთიანებლები)
მენტუხეტეპ I 2133-2118
ინტეფ I (სეხერ-ტაფი) 2133-2117
ინტეფ II (უან-ანხი) 2117-2069
ინტეფ III (ნეხეტ-ნეფური) 2069-2061
მენტუხეტეპ II 2061-2009
მენტუხეტეპ III 2009-1998
მენტუხეტეპ IV 1998-1991
XII დინასტია ძვ.წ. 1991-1786
ამონემხატ I 1991-1962
სენუსერტ I 1962-1928
ამონემხატ II 1928-1896
სენუსერტ II 1896-1878
სენუსერტ III 1878-1842
ამონემხატ III 1842-1797
ამონემხატ IV 1797-1789
ნეფრუსებეკი (ქალ-ფარაონი) 1789-1786
XIII დინასტია ძვ.წ. 1786-1633
სებეკხოტეპ I 1786-1781
სენბუეტი (ამონემხატ V) 1781-1778
სეხეტეპიბრა (ამონემხატ VI) 1778-1777
სანხიბრი 1777-1776
ხეტეპიბრი 1776-1775
სებეკხოტეპ II 1775-1774
რანსენები 1774-1773
ჰორი (აუიბრა) 1773-1772
სეჯეფაკარა (ამონემხატ VII) 1772-1771
ხუტაუირა 1771-1769
სენეფერიბრა (სენუსერტ IV) 1769-1768
ხენჯერი 1768-1764
სემენხარა 1764-1761
სებეკმესაფ I 1761-1754
სებეკხოტეპ III 1754-1751
ნეფერხოტეპ I 1751-1740
სებეკხოტეპ IV 1740-1732
სებეკხოტეპ V 1732-1725
ნეფერხოტეპ II 1725-1715
სებეკხოტეპ VI 1715-1711
ნეფერხოტეპ III 1711-1706
უახიბრა 1706-1696
მერნეფერრა 1696-1673
მერხეტეპრა 1673-1671
ჯედნეფერა (დედიმოს I) 1671-1660
ჯედხეტეფერა (დედიმოს II) 1660-1655
სენებმი 1655-1650
მერშეპსეფ-ინი (მენტუხეტეპ V) 1650-1645
მენტუნმსაფი 1645-1640
სენააიბი (მენკაურა) 1640-1633
XIV დინასტია ძვ.წ. ~1770-1603 (მართავდა ქვეყნის ნაწილს)
ხატირა 1770-1765
ნებხაურა 1765-1760
სეხებრა 1760-1755
მერჯეფრა 1755-1750
სავაჯკარა 1750-1745
ნებჯეკარა 1745-1740
უბნერა 1740-1735
უცნობი ფარაონი 1735-1730
აუიბრა 1730-1725
ხერიბრა 1725-1720
ნებსენრა 1720-1715
უცნობი ფარაონი 1715-1710
სეხეპერენრა 1710-1705
ჯედხერურა 1705-1700
სანხიბრა 1700-1695
ნეფერტემრა 1695-1690
სეხემრა 1690-1685
კაკემურრა 1685-1680
ნეფერიბრა 1680-1675
ორი უცნობი ფარაონი 1675-1670
ანხკარა 1670-1665
სემენრა 1665-1660
13 უცნობი ფარაონი 1660-1640
შეფერრა 1640-1635
მენრა 1635-1630
ჯედკარა 1630-1625
13 უცნობი ფარაონი 1625-1615
ხეპუ 1615-1610
ნებენნატი 1610-1605
ბებნემი 1605-1603
XV დინასტია ძვ.წ.1674-1567 (ეგვიპტის დამპყრობელ ჰიქსოსთა დინასტია)
სალათისი (შალიკი) 1674-1659
შეში (მაიებერა) 1659-1645
იაკუბხერი 1645-1637
ხიანი 1637-1617
აპოპი I (აუსერრა) 1617-1595
აპოპი II 1595-1576
ხამუდუ 1576-1567
XVI დინასტია ძვ.წ. ~1650-1565 (ეფემერული დინასტია, მმართველობდა ეგვიპტის მცირე ნაწილზე)
ნუბუსერი 1650-1630
იაკბოამი 1630-1615
ვადჯედი 1615-1600
იაკბაალი 1600-1585
ნუბანხერი 1585-1575
ანატხერი 1575-1570
ხაუსერი 1570-1565
XVII დინასტია ძვ.წ.1665-1567 (თებეს ნომარქთა დინასტია)
ინტეფ IV (რეხოტეპი) 1665-1660
ინტეფ V 1660-1658
სებეკმესაფ II 1658-1642
ჯეხუტი 1642-1641
მენტუხეტეპ VI 1641-1640
ნებირირად I 1640-1622
ნებირირად II 1622-1621
სემენმეჯატრი 1621-1620
სენუსერტ V 1620-1608
სებეკმესაფ III 1608-1599
ინტეფ VI (სეხემრა) 1599-1594
ინტეფ VII 1594-1593
სენახტენრა 1593-1592
სეკენენრა-ტაა I 1592-1588
სეკენენრა-ტაა II 1588-1573
კა-მესუ 1573-1567
XVIII დინასტია ძვ.წ.1567-1319 (ეგვიპტის კვლავ გაერთიანება)
იაჰმეს I 1567-1546
ამონჰეტეპ I 1546-1526
თუტმოს I 1526-1513
თუტმოს II 1513-1496
ხატშეპსუტი (ქალ-ფარაონი) 1496-1474
თუტმოს III 1474-1442
ამონჰეტეპ II 1442-1416
თუტმოს IV 1416-1408
ამონჰეტეპ III 1408-1372
ეხნატონი (ამონჰეტეპ IV) 1372-1356
სემენხკარა 1356-1354
ტუტანხამონი 1354-1345
ეიე 1345-1342
ხორემხები 1342-1319
XIX დინასტია ძვ.წ.1319-1206
რამსეს I 1319-1318
სეტი I 1318-1304
რამსეს II დიდი 1304-1237
მერნეპტაჰი 1237-1223
სეტი II 1223-1213
ამონ-მესესი 1213-1212
სეპტაჰი 1212-1207
ტაუსერტი 1207-1206
XX დინასტია ძვ.წ.1206-1070
სეტნახტი 1206-1204
რამსეს III 1204-1172
რამსეს IV 1172-1162
რამსეს V 1162-1156
რამსეს VI 1156-1139
რამსეს VII 1139-1133
რამსეს VIII 1133-1127
რამსეს IX 1127-1109
რამსეს X 1109-1099
რამსეს XI 1099-1070
XXI დინასტია ძვ.წ.1070-947
სემენდესი 1070-1044
ხერიხორი [ფაქტ.მმართ.თებეში] 1070-1050
ამენემნისუ 1044-1039
პსუსენ I 1039-993
ამენემიპეტი 993-978
საამონი 978-960
პსუსენ II 960-947
XXII დინასტია ძვ.წ.945-715 (ლიბიური დინასტია)
შეშონკ I 947-924
ოსორკონ I 924-891
შეშონკ II 891-889
ტაკელოტ I 889-874
ოსორკონ II 874-849
ტაკელოტ II 849-823
შეშონკ III 823-773
პამი 773-767
შეშონკ V 767-730
ოსორკონ IV 730-715
XXIII დინასტია ძვ.წ.818-715 (მართავდა ქვეყნის ნაწილს)
პეტუმბასტი 818-793
იუპუტ I 793-783
შეშონკ IV 783-777
ოსორკონ III 777-749
ტაკელოტ III 749-734
რუდამონი 734-731
იუპუტ II 731-720
შეშონკ VI 720-715
XXIV დინასტია ძვ.წ.725-711 (მართავდა ქვეყნის ნაწილს)
ტეფნახტი 725-718
ბოკქორისი 718-711
XXV დინასტია ძვ.წ.751-656 (ნუბიური დინასტია)
პიანხი 751-716
შაბაკა 716-695
შებიტკუ 695-689
ტახარკა 689-664
ტანუტამონი 664-656
XXVI დინასტია ძვ.წ.672-525 (ეგვიპტის კვლავ გაერთიანება)
ნეხო I 672-664
პასმტიხ I 664-611
ნეხო II 611-595
პსამტიხ II 595-589
ხოფრა (აპრისი) 589-568
იაჰმეს II (ამასისი) 568-526
პსამტიხ III 526-525
XXVII დინასტია ძვ.წ.525-404 და 343-332 (ირანელი აქემენიდების სატრაპები)
არიანდი 525-510
ფერენდატ I 510-485
აქემენი 485-456
მეგაბიზე 456-449
არშამა 449-410
ჰიდარნე 410-404
. . .
ფერენდატ II 343-336
სავაკე 336-333
მაზაკე 333-332
XXVIII დინასტია ძვ.წ.404-399
ამირთეი 404-399
XXIX დინასტია ძვ.წ.399-379
ნეფერიტ I 399-393
პსამუტი 393-392
ახორისი 392-380
ნეფერიტ II 380-379
XXX დინასტია ძვ.წ.379-343
ნეკტანებ I 379-362
ჯეხორი (ტახი) 362-360
ნეკტანებ II 360-343
332 - დაიპყრო ალექსანდრე მაკედონელმა
ელინისტური ეგვიპტე
XXXI დინასტია ძვ.წ.332-323 (ეგვიპტის მაკედონელი სატრაპები)
კლეომენე 332-323
პერდიკა 323-321
XXXII დინასტია ძვ.წ.321-30 (პტოლემაიოსთა დინასტია)
პტოლემაიოს I სოტერი 321-283
პტოლემაიოს II ფილადელფოსი 283-246
პტოლემაიოს III ევერგეტი 246-222
პტოლემაიოს IV ფილოპატორი 222-205
პტოლემაიოს V ეპიფანე 205-181
პტოლემაიოს VI ფილოპატორი 181-145
პტოლემაიოს VII ნეოს ფილოპატორი 145-144
პტოლემაიოს VIII ფისკონი 144-116
პტოლემაიოს IX სოტერი 116-107, 88-81
პტოლემაიოს X ალექსანდრე 107-88
პტოლემაიოს XI ავლეტი 81-80
პტოლემაიოს XII სოტერი 80-58, 56-51
ბერენიკე (ქალ-ფარაონი) 58-57
არქელაოსი 57-56
პტოლემაიოს XIII დიონისე 51-47
კლეოპატრა (ქალ-ფარაონი) 47-30
30-დან რომის პროვინცია
ეგვიპტეს ისტორიული რუქები
წინადინასტიური ეგვიპტს რუქა -
Egypt in the Predynastic Periods (about 4400 - 3000 BC)
ეგვიპტის უძველესი ქალაქები -ზემო ეგვიპტე
Upper Egypt about 4400 - 3000 BC
(underlined site names indicate places covered in Digital Egypt for Universities)
Early Egypt
Lower Egypt
http://www.digitalegypt.ucl.ac.uk//chronology/index.html
http://www.egyptology.ru/map.htm
ამ რუქაზე ნილოსის სანაპირო და მთელი ეგვიპტე პირობითად დაყოფილია სამ ნაწილად - ზემო -შუა და ქვემო(დელტა) ეგვიპტედ.
ზემო ეგვიპტეს ისტორიული ქალაქები
რუქა
შუა ეგვიპტე და ქვემო ეგვიპტე-დელტა
რა თქმა უნდა თითოეულ მათგანზე საუბარი შეუძლებელია, მაგრამ შეიძლება ყველაზე ცნობილ ძველ ეგვიპტურ ქალაქებზე ბევრი საინტერესო მასალის დადება.
გაიხარე თამარ!
ძალიან კარგი თემაა!
ისე, თავხედობაში არ ჩამომათვათ და ხომ არ ჯობია, რომ უკვე ცალკე თემა გაიხსნას "მსოფლიო ისტორია"
მსოფლიო მუზეუმები...
ეგვპტე...
და ა.შ
საკმაოდ დაგროვდა თემები.
საქართვლოს ისტორიაში უცნაურად ჟღერს...
არ მეთანხმებით?
მაპატიეთ, თუ ზედმეტი მომივიდა!
ეს მარინესთან....
ხეოფსის პირამიდის სქემა-
#1 ოფიციალური შესასვლელია პირამიდაში,
ხოლო #2 ალ-მამუნის მიერ გათხრილი შესასვლელია - ის მძარცველებმა გათხარეს
-820 წელს ჩვ წ-აღ-ით ხალიფმა ალ-მამუნმა ბრძანება გასცა ჩრდილოეთ მხარეს გაეთხარათ პირამიდაში შესასვლელი -, რადგან მთავარი შესასვლელი არ ჩანდა და ხალიფმა იცოდე რომ ის ჩრდილოეთ მხარეს უნდა ყოფილიყო. ამიტომ მან გადაწყვიდა გაეთხარათ ბრმად გვირაბი - შესასვლელი ააფეთქეს დენთით.
ეს წამოწყება წარმატებული აღმოჩნდა - ალ-მამუნის შესასვლელი შიგნით შეუერთდა ოფიციალურ შესასვლელ, რომელსაც ფარაონის საგანძურთან მიდიოდა.
http://www.goldentime.ru/hrs_cat_hufu.htm
კარნაკის კომლექსი ერთ ერთი ყველაზე გრანდიოზულია ეგვიპტეში - მისი მშენებლობა მიმდინარეობდა მრავალი ფარაონის მიერ და საერთო ჯამში 1500 წელი. ეგვიპტელები მას უწოდებდნენ "იპეტ სუტს" - რაც ნიშნავს - უმშვენიერესი ადგილთა შორის.
განსაკუთრებით იყო იგი აყვავების ხანაში 1550-1069 წლებში ჩვ წ-ა-ღმდე. თებესთან ერთდა იგი წარმოადგენდა საკულტო-ადმინისტრაციულ ცენტრს და სამეფო რეზიდენციის ადგილს. კარნაკში იყო უძვირფასესი საგანძური და თავისი მრავალრიცხოვანი არქიტექტურული ნაგებობებით წარმოადგენდა მუზეომს ცის ქვეშ.
კარნაკი შედგებოდა სამი დიდი ტაძარული კომპლექსისაგან -
1) ამონის ტაძრული კომლექსი - ეს იყო თებური სამების თაყვანისცემის ცენტრი - ამონის, მუტის და ჰონსუს სამება.
2) სამხრეთში მდებარეობდა მუტის სატაძრო კომპლექსი, რომელიც შეერთებული იყო მთავარ ამონის კომლექსთან სფინქსების ხეივანით
3) ჩრდილოეთით მდებარეობდა თებური ღვთაების მონტუს ტაძარი.
კარნაკის ძირითადი ნაწილი აგებული იყო დედოფალ ხაჩეფსუტის, სეტი I, რამსესII და თუთმოს III-ის დროს. თუმცა ამონის ტაძარი აგებული იყო უძველესი დროიდან. (1900 წელი ჩვ წ-აღმდე) - მოგვიანებით კი ზემოჩამოთვლილმა ფარაონებმა ის გააფართოვეს და გაამდიდრეს - კარნაკის მშენებლობა გრძელდებოდა რომაელების მოსვლამდეც.
ახლა ორიოდე სიტყვით პირველი სატაძრო კომლექსის შესახებ -
1) ამონის სატაძრო კომლექსი - სწორედ ეს კომპლექსი მიაჩნიათ შეცდომით ტურისტთა უმრავლესობა კარნაკად, მაგრამ ეს ასე არ არის კარნაკი სამი დიდი კომლექსისგან შედგება და ამონის ტაძარი ერთ ერთი მათგანია.
ამონის ტაძარი ყველაზე გრანდიოზულია თავისი ზომებით და მნიშვნელობით. მას რთული აგებულების სტრუქტურა აქვს - და ორი მკვეთი მიმართულებითაა აგებული - ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ
ოდესღაც ამონის ტაძარი და ნილოსი შეერთებული იყო არხით.
ტაძრის შესასვლელთან არის სწორედ ცხვრისთავიანი სფინქსების ცნობილი ხეივანი, ხოლო სფინქსების თათებს შორის დგას ფარაონთა ქანდაკებები.
ეს ამონის ტაძრის ეზოა..
ეს არის ფარაონ სეტი II -ს სალოცავი რომელიც შედგება სამი თაღოვანი ნაგებობისაგან -ეს სამი ღვთაების - ამონის მუტის და ჰონსუს სალოცავებია
ეს ტუტანხამონის სფინქსია, რომელიც დააზიანა ხორემხებმა
ეს რამსესII -ის ტაძარია და წარწერები ქვევით კი რამსეს II -ს სახელს შეიცავს - ფარაონის სახელი კი იეროგლიფებში შემოხაზული იყო ჩარჩოთი რომელსაც კარტუში ეწოდება.
ეს რამსეს II -ის ტაძრის თაღებია
თავად რამსეს II-ს ეს პილონი არ აუგია - მან თავისი ასხელი ალბათ მოგვიანებით ჩააწერინა იქ, შესაძლოა ეს თაღი ზევით ააგო ხორემხებმა. ამ თაღის მერე ტურისტები ხვდებიან ამონის ტაძრის ყველაზე გრანდიოზულ ნაწილში - დიდ სვეტებიან დარბაზში
ეს დარბაზი ნამდვილი საოცრებაა - უზარმაზარი სვეტების ტყე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს ადამიანზე.
დარმაზში დგას 134 სვეტი რომლენიც არის 15 მეტრის სიმაღლის (რამდენიმე შემოსასვლელში აღწევს 21 მეტრს) - თითოეული სვეტის გარშემოტყმა დახლოებით ექვს ხელგაშლილ ადამიანს თუ შეუძლია.
თითო სვეტის თავზე ეტევა 50 ფეხზე მდგარი ადამიანი. ტაძრის თავსახური მთლიანად ჩამონგრეულია.
შესაძლოა სვეტებს შორის ფარაონთა ქანდაკებები იდგნენ.
ამ დარბაზის შემდეგ გავდივართ კარნაკის ტაძართან რომელიც ამენხოტეპ III-მ ააგო -
აქ დგას ცნობილი სვეტი რომელიც ყველაზე მაღალია მთელს ეგვიპტეში - იგი გამოთლილია გრანიტის ერთი ნაჭრისგან და 30 მეტრის სიმაღლისაა.
შემდეგ მოდის უკვე ტაძრის მეტად დაზიანებულ ინაწილი, რომელიც თუთმოს III -ს მიერაა აგებული
tamara
კარგი ხარ
ახლა ერთი სენსაცია -
პირამიდები ოფიციალური ვერსიით აიგო მაშინ, როცა ეგვიპტელებმა არამც თუ რკინის, არამედ ბრინჯაოს წარმოებაც კი არ იცოდნენ და მხოლოდ სპილენძის იარაღებს იყენებდნენ - მაშინ ბორბალიც არ იყო ჯერ გამოგონებული...
მაგრამ -
ხეოფსის პირამიდის შესწავლისას 102 რიგში აღმოაჩინეს 3 მილიმეტრის სისქის და 300X100 ფართობის რკინის ფირფიტა. ექსპერტიზამა აჩვენა, რომ ეს ფირფიტა დადებული იყო უშუალოდ პირამიდის მშენებლობისას და ბლოკების დადებისას.
მხოლოდ 1989 წელს გახდა შესაძლებელი ამ რკინის ფირფიტსათვის ანალიზი ჩაეტარებინათ. პირველ რიგში უნდა დაედგინათ იყო თუ არა რკინაში ნიკელი.
საქმე იმაშია, რომ რკინის ნივთებს იყენებდნენ ძველი შუმერები 6 000წლის წინ, მაგრამ ის რკინა არ იყო მიღებული მადნისაგან არამედ მეტეორიტული წარმოშობის იყო - მეტეორიტულ რკინაში ნიკელი დიდი რაოდენობითაა.
პირამიდის ბლოკებს შორის ნაპოვნ ფირფიტაში ნიკელის კვალი იქნა აღმოჩენილი - ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რკინის ფირფიტა ადამიანებმა მადნისაგან დაამზადეს.
თანაც რკინის ფირფიტის ზედაპირზე ოქროს კვალიც აღმოაჩინეს...
ახლა კი მთავარი შეკითხვა - ვინ დაამზადა ეს ფირფიტა?
ეგვიპტელებს რკინის დამზადება რომ სცოდნოდათ 4500 წლის წინ - მაშინ ეს სხვაგანაც გამოჩნდებოდა - იპოვიდნენ რკინის ნივთებს და რკინის საამქროებს.
ანუ გამოდის, რომ ეს ფირფიტა შეტანილი იყო ეგვიპტეში
საიდან?
http://www.wands.ru/txt/prm_057r.html
http://www.catchpenny.org/iron.html
The Iron Plate in
the Great Pyramid
თამრ, მართლაც საინტერესოა...
მეც კარგად გავიარე "ეგვიპტე" ხელოვნების ისტორიაში, მაგრამ ეს ინფორმაცი არ მახსოვს.
ძალიან, ძალიან საინტერესოა!
მართალი ხარ თამარ.
ძალიან ბევრი კითხვისნიშნებია ეგვიპტესთან დაკავშირებით
დისქავერის გადაცემებიც ძალიან საინტერესოა.
სფინქსზე ვუყურე, ადრე და საერთოდ განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ.
ისე, დოკუმენტური ფილმები მაქვს გადმოწერილი Zagadki_drevnego_egipta
ჯერ ვერ ვნახე.
შენ ხომ არ იცი, რამე ღირებულია, თუ არც ღირს დოროის დაკარგვა?
http://www.pravda.ru/science/mysterious/past/18-02-2004/46512-punt-0
საინტერესოა ცნობები ეგვიპტის ხელნაწერებში ე.წ. "ღმერთების ქვეყანა" - პუნტზე -
http://www.transport.ru/2_period/v_sveta/1997_02/8.htm
მოსაზრებები პირამიდების მშენებლობაზე..
ქალბატონო თამარ, ოქრო ხართ, ოქრო... ზღვა მასალაა როგორც ყოველთვის..
კედლების მოხატულებასაც ხომ შეეხებით? ან საიტი ან ლიტერატურა თუ არის, ადრე შემხვდა მაგდაგვარი, ერთი კარგი საიტი იყო და დამეკარგა, მერე ვეღარ ვიპოვე მაინტერესებს ასევე ეგვიპტური დამწერლობაც .....
მოკლედ, მასწავლებელო მე გაგრძელებას ველი..
თამარ, შეიძლება ეს გაქვს, მაგრამ მაინც დავდებ.
აქ არის ეგვიპტის მეფეთა სია
http://www.istoria.ge/King&Queens/egvipte/egvipte.htm
იმისათვის რომ თავი ავარიდოთ მეფეთა სახელებისა და საერთოდ გეოგრაფიული სახელების შეცდომით დაწერას და საერთოდ დაუდასტურებელი და მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით წარმოდგენილი მასალის დადებას და მერე ამ მასალაზე კიდევ ახალი მცდარი ვარაუდების გამოთქმას სჯობს რაც ნამდვილად ვიცით იმაზე ვილაპარაკოთ. ანუ ეგვიპტოლოგებმა ილაპარაკონ ეგვიპტოლოგიაზე, შუმეროლოგებმა შუმეროლოგიაზე, ხეთოლოგებმა ხეთოლოგიაზე, არქიტექტორებმა არქიტექტურაზე, მშნებლებმა მშენებლობაზე და ა.შ. ადრეც მინდოდა ამის თქმა მაგრამ ხალხის განაწყენებას მოვერიდე. ეხლა მგონი მოძველდა ეს თემა და ვთქვი მაინც... ანდა თუ მაინცდამაინც გვინდა ამაზე საუბარი ჯერ კარგად შევისწავლოთ და მერე... ინტერნეტული რესურსები დისქოვერის ფილმებისა არ იყოს ხშირად შეცდომებსა და ვარაუდებზეა აგებული. თუმცა ეს ხომ საქართველოა, სადაც მსახიობები მეცნიერები არიან და მასხარები პრეზოდენტები...
და ეს რატი იონათამიშვილი ვინაა ნეტავ გამაგებინა...საიდანა აქვს ეს მეფეთა სია, სადაც ბევრი სახელი შეცდომით წერია. პირდაპირაა ინგლისურიდან გადმოტანილი და ალბათ იმტომ...
marianitta
ეგვიპტოლოგებმა ვერ შეისწავლეს სრულად ეგვიპტე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც ვიცით ერთმანეთს არ გავუზიაროთ.
მე, ხელოვბნებათმცოდნე რომ მასწავლიდა არც ის იყო ეგვიპტოლოგი, მაგრამ ცოდნას გვაძლევდა.
ეს თემა იმისთვის არის გახსნილი, რომ ზოგადი წარმოდგენა შეიქმნას ეგვიპტეზე.
შენც თუ შეგიძლია დახმარება და რაიმე ინფორმაციის მოწოდება, მაგას რა ჯობია.
ისე, დისქავერის ფილმებს რას უწუნებ?
იქაც მეცნიერები, ხელოვნებთმცოდნეები, ისტორიკოსები, არქეოლოგები და მკვლევარები მუშაობენ და გინდა თვქა, რომ არც მათზე დაყრდნობა შეიძლება?
მაპატიეთ, თუ ბევრი დავწერე!
მარიანიტა, არც შენი წყენა მინდა, გულწრფელად გეუბნები!
უბრალოდ გამიკვირდა ასეთი რამ რომ დაწერე
tamuna m
ketino
გეთანხმები ყველაფერში!
ამიტომაც ვკითხე თამარს თუ ღირდა მათი ნახვა.
ისე, ზოგს ზოგადი წარმოდგენაც არ აქვთ და ამისთვის ძალიან კარგია.
marianitta
შენი აზრიც გასაგებია და ნამდვილად მისაღებია.
ძალიან გამიხარდა, რომ შემოუერთდები თამარს და შენც დაგვეხმარები ცოდნის გაღრმავებაში.
ისე, ჩემი კონსპექტები უნდა ამოვქექო და მოგაწოდოთ, მაინტერესებს, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს...
იქნებ არ გვასწავლიდნენ სწორად?
მახსოვს, სხვადსხვა წყაროებიდან სრულიად განსხვავებულ ზომებს (პირამიდების) გვაწვდიდნენ.
ბოლოს რომელი იყო მცდარი ვერ გავიგე
marianitta
ეს თემა ჩემთვის ძალიან საინტერესოა და გამუდმებით ვადევნებ თვალს და ვკითხულობ, მეც წამიკითხავს რაღაც მაგრამ აქ თამარმა რა მასალებიც დადო არსად არასდროს არ მინახავს და უამრავი ინფორმაცია მივიღე ამ პოსტებიდან
ასე რომ რაიმე პრეტენზიები ნაკლებად მექნებოდა მე თქვენს ადგილას.
თამარ დიდი მადლობა და გააგრძელეთ
.
[quote name='Lenus' date='Mar 26 2008, 09:10 AM' post='285525']
marianitta
ძალიან პრეტენზიული ნაწერია.
პრეზიდენტის შეურაცხყოფა მიუღებელია ამ ფორუმზე. გაითვალისწინეთ.
არც სხვა ადამიანების შეურაცხყოფა არის სასარგებლო საქმე.
თამარმა აქ ბევრი ისეთი სტატია დადო, რომელიც ახარებს მკითხველს და სრული შეუცდომლობით ხასიათდება თუ არა, ეს უკვე მეორეხარისხოვანია, ვინაიდან ისტორია.გე-ზე დადებული საქართველოს მეფეთა სია და გენეალოგიური შტოებია სავსე შეცდომებით და თამარის მიერ ეგვიპტეზე დადებულ ინფორმაციაში რომ შეცდომები იყოს, რა გასაოცარი ეს იქნებოდა?
"თუმცა ეს ხომ საქართველოა" გამოთქმას მე პირადად მაშინ ვიყენებ, როდესაც ვხედავ, ადამიანის ნამოღვაწარს როგორ გაგითელავენ ფეხქვეშ, რომ მხოლოდ ის წარმოაჩინონ, რომ თვითონ კარგად ერკვევიან საკითხში.
არაა ლამაზი. შემატეთ რამე, სხვას და სხვის ნამოქმედარს რად უნდა დაკნინება?
[quote]პრეზიდენტის შეურაცხყოფა მიუღებელია ამ ფორუმზე. გაითვალისწინეთ.[/quote]
ნამდვილად არ მინდოდა თამარისათვის შეურაცხყოფის მიყენება, ეს ნამდვილად არ მახასიათებს. თუ ჩემი პოსტი თამარისათვის შეურაცხმყოფელი იყო მას დიდ ბოდიშს ვუხდი წრფელი გულით. რაც შეეხება დისქოვერის ფილმებს ისევ ჩემს აზრზე ვრჩები.
"პაპირუსის თავგადასავალი" გამახსენდა
რა კაი მულტფილმი იყო
მდააააააააა...............
სად საქართველოს ისტორია და სად ეგვიპტე?
სტრანნო
orthodox-georgia
ნუთუ ჰეროდოტეს "ისტორიის" არაფერი გსმენია?
პაწა გავკრათ-გამოვკრათ და კავშირიც სახეზეა
კარგი თემაა..
დარიალა ხომ არაფერს დაწერდა?
მოვძებნი რაღაცას მეც : )
ეგვიპტეში მინდაააააააააააააააააააააა
ახალ ეგვიპტეზე ცნობები ჩემზე იყოს
ეს თანამედროვე კაირო...და ჩემი ქუჩა იმხელაა ეს კაირო ძლივს გამოვაჩინე ჩემი საცოდავი ქუჩა
http://www.radikal.ru
კობა
დაეტიე სადაც ხარ შენ გამოგექეცი
კარგია
zedela
დასდე პლიზ სურათები..
მე ძველ ეგვიპტეს გადავწვდები
http://www.radikal.ru
რატომღაც მომწონს მათი ხატვის სტილი : )
მაპატიეთ მე ზარმაცს
ჰორის ტაძარი ედფუში
http://www.radikal.ru
ედფუ არის ძველი ეგვიპტური ქალაქი, ლუქსორისგან სამხრეთით. იგი ცნობილია პტოლემაიოსის პერიოდში აგებული ღმერთი ჰორის ტაძრით. ტაძარი საინტერესოა კიდევ იმითაც, რომ აქ არის შემორჩენილი საკმაო რაოდენობის ეპიგრაფიკული ძეგლი
ქევანა
მართალი გითხრა ჯერ კაიროდან არ გავსულვარ და ბევრი არც აქ არ მინახავს... მარა რაც მაქვს ავტვირთავ და ნელ-ნელა დავამატებ ხოლმე პირამიდების სურათებს არ დავდებ.... ახალი არაფერი იქნება მგონი მანდ
ეს ერთ-ერთი ცნობილი მოქანდაკის მაჰმუდ მუხთარის ქანდაკება... egypt's awakening ასე ქვია... და ჩემს უნივთან ახლოსაა
http://www.radikal.ru
ღამეა გაადღებული და ხარისხი ცუდია
ეს არის ხედი პირამიდებიდან.. კაირო...გიზა..
http://www.radikal.ru
ესეც ამათი სამარხები...აქ აწვენდენ ხოლმე...და ისეთი პატარებია მეც კი ვერ ჩავეტევი
http://www.radikal.ru
მაინც ვერ ავუარე გვერდი ამ პირამიდებს
http://www.radikal.ru
ეს ქევანას
http://www.radikal.ru
ყველაზე ლამაზი ადგილიაააააა..... მაგარი შეგრძნებაააა....ყველამ უნდა გამოცადოთ მართლააააა.....
http://www.radikal.ru
ორი განუყრელი ცნება ეგვიპტე და აქლემი
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ეს უკვე პირამიდებიდან სფინქსისკენ რომ მიდიხარ... იქით შემოღობილი რომ არის, სასაფლაოა....
http://www.radikal.ru
დიდებული პირამიდა და "შიშის მამა"
http://www.radikal.ru
სფინქსის ფერებით და ყურებით რო დაიღლები და სახლისკენ აიღებ გეზს...ეს აუცილებლად დაგხვდება...ყველანი ყრიან ფულს იმ იმედით, რომ მეორედ კიდეც დაბრუნდებიან მე ქართული ფული ჩავაგდე
http://www.radikal.ru
zedela
ჩემი ეგვიპტელი ჩუვაკაააააა
მომენატრე დებილ
მეც მინდა ეგვიპტეში
ღამით აქ არის ლაზერ-შოუ... მაყურებლები სხედან ამ სკამზე და რამოდენიმე ენაზე ისმის ეგვიპტის ისტორია...მაგრამ მე ჯერ არ ვყოფილვარ ლამაზიაო ამბობეეენ
http://www.radikal.ru
ნანინა
მეც მომენატრეეე ნათესააააავ
ეს შორს გუმბათივით რომ მოჩანს..ჩემი უნვერსიტეტიაა..უფრო სწორედ მთავარი შენობაა კიდე 10 წუთი მინდა ჩემს შენობამდე რომ მივიდე....ერთი ქალაქია შიგნით...სტუდენტური პონტიააა და მაგარიააა სხვა კორპუსში რო გადახვიდე არ გჭირდება 55 ნომერი ავტობუსი და ან სხვა კიდე რაღაც ავტობუსები
http://www.radikal.ru
ეგვიპტე ცოდნის და ცოდვის ქვეყანაა ცოდნა აქეთ ცოდვა იქეთ მეც მინდა ევიპტის ნახვა ...
ეგვიპტეში ყველაფერი მოსულა ყველაფერში უკუღმართები არიაან
ეს ისევ ჩემი საყვარელი ხიდიიი...
http://www.radikal.ru
ეს უბრალო სკამები არ გეგონოთ ამათი კაFეა თან სულ ხალხია საღამოობით
http://www.radikal.ru
sable
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ეს ჩვენი სადარბაზოა...და სრულიად ჩვეულებრივი მომენტია სადარბაზოში ხალიჩების გარეცხვა და მერე უნდა გადაცურო, გარეთ რომ მოხვდე...
http://www.radikal.ru
ნავები...ნილოსზე გასეირნება და მუცლის ცეკვები ოღონდ ჩვეულებრივი ტანსაცმელი აცვიათ და ბიჭებიც ცეკვავენ ბოჟე მოიიიი
http://www.radikal.ru
ესეც ის ბიჭი ესეც ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა
http://www.radikal.ru
საბჭოური "სემები" იქაც დადიან?
მიხარია ასეთი კარგი თემა რომ არის ფორუმზე დიდი მადლობა თამარს აქ წარმოდგენილი მასალა უფრო გასაგები რომ იყოს აქ დავდებ ძველი ეგვიპტის მთელ ისტორიას. რა თქმა უნდა ძალიან მოკლედ. მხოლოდ მნიშვნელოვან მოვლენებს შევეხები, რადგან სხვა შემთხვევაში ძალიან დიდხანს მომიწევს წერა და ჩემი წვრილფეხობა ისე დამრჩება ყოველ დღე თითო პერიოდს დავდებ. თუ ვინმე რამეს დაამატებს კარგი იქნება
მოკლედ დავიწყე:
1) ეგვიპტის გეოგრაფიული საზღვრები და ბუნებრივი პირობები
ძველი ეგვიპტე მდებარეობდა თანამედროვე ეგვიპტის ადგილზე აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ცხოვრებისათვის ვარგისი ადგილები მხოლოდ ნილოსის ნაპირზე იყო ამიტომ ძველი ეგვიპტური ქალაქები ძირითადად ნილოსის ზოლს მიუყვებიან. ნილოსმა უდიდესი როლი ითამაშა ეგვიპტის მთელი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების ისტორიის მანძილზე. ჰეროდოტემ ეგვიპტეს სამართლიანად უწოდა "ნილოსის ნობათი", რადგან მისი წყალობით ეგვიპტის ნიადაგი წელიწადში ორჯერ იძლეოდა მოსავალს. მისი მნიშვნელობა კარგად ესმოდათ ეგვიპტელებს და ამიტომ გაღმერთებული ჰყავდათ. მას დიდი ჰაპი ერქვა და ყოველ გაზაფხულზე მისი სადიდებელი დღესასწაული იმართებოდა. ნილოსის მთელ გაყოლებაზე გათხრილი იყო საირიგაციო არხები, რომლებიც სახნავად ვარგისი მიწების მორწყვას უზრუნველყოფდა. საირიგაციო სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ეგვიპტელებს შიმშილი ემუქრებოდათ.
ეგვიპტის სიმდიდრეს ასევე განაპირობებდა ბუნებრივი რესურსების სიმდიდრე. აქ მოიპოვებოდა მარმარილო, გრანიტი, ალებასტრი, უდაბნოს ოქრო, ნახევრადძვირფასი ქვები, როგორიცაა ამეთვისტო, მალაქიტი და სხვ.
ეგვიპტეს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სუეცის არხი- ერთადერთი დამაკავშირებელი გარესამყაროსთან. დასავლეთით ლიბიის უდაბნო, სჩრდილოეთით ხმელთაშუა ზღვა, სამხრეთით კი ნილოსი, რომელიც მას აფრიკიდან გამოჰყოფდა.
http://www.radikal.ru
dariala
პატივცემულო ფორუმმაყურებლებო განვაგრძობთ გადაცემას
ხო, ეხლა ვისაუბროთ არქაულ ეგვიპტეზე
ადრედინასტიური ეგვიპტის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნილოსის აუზის მოსახლეობა თანდათან გაერთიანდა ქალაქ-სახელმწიფოების ტიპის დასახლებებში, რომელთა თანდათანობითი გაერთიანებით ჩამოყალიბდა ორი ეგვიპტური სახელმწიფო - ჩრდილოეთისა და სამხრეთის. სამხრეთისას ერქვა ზემო, ხოლო ჩრდილოეთისას კი ქვემო ეგვიპტე. ზემო ეგვიპტის მთავარი ქალაქი იყო ნუპტა, ხოლო ქვემოსა კი ბეჰდეტი. შესაბამისად ამ სახელმწიფოების მფარველი ღვთაებები გახდნენ ამ ორი ქალაქის მფარველი ღმერთები. ზემო ეგვიპტის - სეტხი, ხოლო ქვემო ეგვიპტისა კი ხორი. თავიდან ეს ორი სახელმწიფო დამოუკიდებლად თანაარსებობდა, მაგრამ შემდეგ გაერთIანდა, ოღონდ ქვემო ეგვიპტის ჰეგემონობით. ღვთაება სეტხი თანდათან დაჩრდილა ხორმა და უკვე ეგვიპტის გაერთიანებისას მთავარი ღვთაება არის ხორი. ის ასევე გაიგივებულია ფარაონთანაც. ეს მოხდა დაახლოებით ძვ.წ. 3100 წელს.
ძველეგვიპტური ტექსტების თანახმად ამ გაერთიანების სული ჩამდგმელი იყო ფარაონი მენესი. მისი სახელით იქწყება ეგვიპტის ფარაონების სია. ამის შემდეგ ეგვიპტის ფარაონი მუდამ იწოდებოდა ზემო და ქვემო ეგვიპტის ან ორი სამეფოს მეფედ. იგი ატარებდა გვირგვინს, რომელიც ამ გაერთIანების სიმბოლურ ასახვას წარმოადგენდა. მასში შერწყმული იყო ზემო და ქვემო ეგვიპტის ფერები - წითელი და თეთრი.
ამავე დროს ყალიბდენა უნიკალური ეგვიპტური დამწერლობა. I და II დინასტიების პირველი ჩანაწერები ძირითადად ზემო და ზვემო ეგვიპტის მმართველებს შორის ბრძოლებს ეძღვნება. ერთიანი ეგვიპტის დედაქალაქი იყო მემფისი, რომლის დამაარსებელიც არის ისევ და ისევ მენესი. ორი სამეფოს გაერთიანება საბოლოოდ დამთავრდა იმით< რომ II დინასტიის ფარაონი ხასეხემუი დაქორწინდა ქვემო ეგვიპტის ფარაონის ქალიშვილზე.
ამ დროს ხდება ფარაონის გაღმერთების იდეის ჩამოყალიბება. ფარაონის სახელი უკვე იწერება არა მისი ქვეშევდრომების სახელების გვერდით არამედ ის ჩასმული კარტუშში. მისი ღვთაებრიობის ხაზგასასმელად. არქაული პერიოდის განმავლობაში მეფობდნენ I-II დინასტიები, ეს ხანა უმნიშვნელოვანესია ეგვიპტის ისტორიაში. ამ დროს ყალიბდება დამწერლობა, მყარდება ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, ვითარდება ეგვიპტური ხელოვნება.
dariala
მე ვკითხულობ, შენ არ შეჩერდე
dariala
მშვენიერია, როცა პატარა ელენიკო არ შეგვიშლის ხელს, ჩვენც ყურადღებით მოგისმენთ
dariala
ერთი სული მაქ ზღვის ხალხებამდე როდის მიხვალ
ძალიან მაინტერესებს ეგ : )
ქევანა
მადამდეც მივალ მაგრამ ისე როგორც მახსოვს არ იციან დღემდე ვინ იყვნენ ეგენი ზუსტად მაგ თავს შენ მოგიძღვნი
ოკ ეხლა კი გავაგრძელებ სანამ ძინავთ ბაღნებს
ზემოთ მოხსენებული რას კულტის ობელისკები მხოლოდ V დინასტიისათვის არის დამახასიათებელი. ამავე დროს ფარაონის ტიტულატურაში ჩნდება "ხორი-რას შვილი". V დინასტიის დროს მაღალ თანამდებობებზე ჩნდებიან არასამეფო წარმოშობის პირები. რაც ადრე წარმოუდგენელი იყო. ჩამოყალიბებას იწყებს მხსვილი მონათმფლობელური არისტოკრატია. მიწები თავისუფლდება სამეფო გადასახადისაგან. ყოველივე ეს ართულებს ქვეყნის ერთიანი კონტროლის ქვეშ მოქცევას. რის შედეგადაც ზემო ეგვიპტის ვეზირის თანამდებობა გამოეყო ქვემო ეგვიპტისას. V დინასტიის დრო იმითაა კიდევ მნიშვნელოვანი, რომ სუსტდება ფარაონის ერთპიროვნული ძალაუფლება. ამ დროს ჩდნება უკვე ავტობიოგრაფიული ჩანაწერები, ანუ იწყება პიროვნული თვითშეგნების განვითარება. VI დინასტიის ბოლო ფარაონია პეპი II. იგი გამეფდა 6 წლის იმეფა 94 წელი. ამ დროს ქვეყანაში დიდგვაროვან ნომარქებს დიდი ძალაუფლება ჰქონდათ. პეპი II-ის შემდეგ იყო კიდევ რამოდენიმე ფარაონი, რომლებიც თვეების მანძილზე ვცლიდნენ ერთმანეთს. მაგრამ მაინც პეპი II-სთან ერთად მთავრდება ძველი სამეფოს ხანა. მისი სიკვდილის შემდეგ ქვეყანა 5 წლის განმავლობაში დაშლილია სამთავროებად. ამის ნიშნები ჯერ კიდევ მაშIნ იყო, როცა ნომარქების ქალიშვილები იწყებენ IV დინასტიის ფარაონებზე დაქორწინებას. ამ დროსვე მცირდება პირამიდების ზომები, რადგან ადრინდელმა გრანდიოზულმა მშენებლობებმა ძალზედ შეარყია სამეფო ხაზინა. თუ ადრე პატივად ითვლებოდა პირამიდებთან ახლოს დაკრძალვა ეხლა ნომარქები უკვე საკუთარ სამფლობელოში იგებენ სამარხებს. ამ დროს ძლიერდებიან ქურუმები, რომელთა ხელშიც დიდძალმა ქონებამ მოიყარა თავი სატაძრო მიწების სახით.
I გარდამავალი პერიოდი
23-21 სს. VII-XI დინასტიები
ძველი სამეფოს დაცემის შემდეგ ქვეყანაში ორი საუკუნის მანძილზე გრძელდებოდა ანარქიის პერიოდი. მას ეწოდება I გარდამავალი პერიოდი. ქვეყანა ამ დროს დაქუცმაცებულია. მანეთონის ცნობით VII დინასტია შედგება 70 მეფისაგან, რომლებიც ძალიან ცოტა ხნით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. ამერიკელი მეცნიერის ჰეისის გამოკვლევებით VI-IX დინასტიამდე სულ 21 წელი გავიდა. VIII დინასტიის დროს მეფეთა ძალაუფლება მხოლოდ მემფისსა და მის გარშემო რაიონებზე ვრცელდებოდა. ჩრდილოეთში დათარეშობდნენ სინაის მომთაბარე ტომები. დაახლოებით 2242 წელს ეგვიპტის ტახტს იპყრობს ვინმე ახტოი - ზემო ეგვიპტის XX ნომის ნომარქი ქალაქ ჰერაკლეოპოლისიდან. ბრძოლების შემდეგ მან მემფისის რაიონს შUა ეგვიპტეც მიუმატა. ახტოის და მის მომდევნო 17 ფარაონს ტახტი ეკავათ 2252 წლამდე. IX-X დინასტიები ეს არის ჰერაკლეოპოლიტური პრიოდი. ამ დროს ხდება სინაის მომთაბარე ტომები განდევნა. სამხრეთში აღზევდა ქალაქი თებე.ის იმორჩილებს დანარჩენ ნომებს. X დინასტიი სდროს თებესა და ჰერაკლეოპოლისს შორის მშვიდობიანი ურთIერთOბაა, რადგან თებეს ნომარქები სამხრეთის დამორჩილებით იყვენენ დაკავებულები. თებეს მფარველი ღვთაებაა ამონი. VII-X დინასტიის დროს თებეს მართავენ ნომარქები, რომელთა საგვარეულო სახელი არის ინტეფი. ძვ.წ. 2134 წელს ერთერთმა ინტეფმა თავი ზემო და ქვემო ეგვიპტის მეფედ გამოაცხადა. დაახლოებით 2052 წელს მენტუხეტეპ II-მ მიყოლებით აიღო ჩრდილოეთის რამოდენიმე ქალაქი და ჰერაკლეოპოლისი. ამით დამთავრდა მთელი ეგვიპტის გაერთIანება. მან მიიღO ეგვიპტის გამაერთიაებლის სახელი. ასევე ხორის ახალი სახელი სემატაური, რაც ნიშნავს ორი ქვეყნის გამაერთIანებელს. ერთერთი ტაძრის კედელზე სამი ფარაონი - მენესი, მენტუხეტეპი და იაჰმესი (XVIII დინ.) მოიხსენიებიან, როგორც ერთიანი ეგვიპტის ფუძემდებელნი.
სიტყვა "ეგვიპტე" ბერძნების მიერ სახეცვლილი ეგვიპტის უძველესი დედაქალაქის "მემფისის" სახელწოდებიდან წარმოდგება,
ეგვიპტურად "ხეკა-პტაჰ" ან "ხი-კუპტა" ღვთაება პტახის სულის სავანეს ნიშნავდა, ბერძნულდ კი "აიგუიპტოსად" გადაიქცა. თვით ეგვიპტელები კი საკუთარ ქვეყანას "კემეტს" ანუ "შავ ქვეყანას" უწოდებდნენ.
ივერიელი
მე 6-მდე მსმენია
sable
ვერ შეგედავები რადგან ზუსტად არ ვიცი.
თუ დაგაინტერესებთ მოგითხრობთ ეგვიპტის ისტორიის პერიოდიზაციას;1)ძველი სამეფოს ხანა ( 1-5 დინასტია)ამის შემდეგ 6-10დინასტია, 2) შუა სამეფოს ხანა(11-13)დინასტი რომელსაც მოსდევს ახალი სამეფოს ხანა, 17-20 დინასტია, შემდეგ არის 25-26 დინასტიები.ამის შემდეგ იწყება სპარსელების, ბერძნების, ბიზანტიელების ბატონობა, საბოლოოდ კი ქვეყანაში არაბები გაბატონდნენ, თუ რამე გაინტერესებთ მაქსიმალურად შევეცდები თემის გაგრძელებას.
mari-mari15
თუ გინდა მე გავაგრძელებ ეხლა.
მას შემდეგ რაც ფ. შამპოლიონიმ გაშიფრა ეგვიპტური იეროგლიფები, მეცნიერებს საშუალება მიეცათ წაეკითხათ მრავალი ტექსტი,შესრულებული, როგორც პაპირუსზე, ასევე კედლებზე. ძველეგვიპტურ ტექსტებში დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი რელიგიური შინაარსის ჰიმნები, მაგიური ფორმულები, მითიური ისტორიები. ეს ყველაფერი იძლეოდა მდიდარ მასალას, ეგვიპტური რელიგიის სხვადასხვა კუთხით შესასწავლად.მეცნიერებაში არსებული გამოკვლევები და მონოგრაფიები ეგვიპტის რელიგიის მრავალ ასპექტს აშუქებს.
"ძველი ეგვიპტელები აღმერთებდნენ ყველა ქმნილებას და ყველაზე მეტად შავ ხარს, რომელსაც აპისს ეძახდნენ. ერთი ლეგენდის თანახმად, ფარაონმა თაყვანი სცა ეგრეთწოდებულ ღმერთს, ხარმა კი მას რქები ამოჰკრა და მოისროლა, "ახლა კი ვხედავ, რომ ხარი ხარ და არა ღმერთი!" - მრისხანებით წამოიძახა ფარაონმა".
/"საქართველოს იმედი II", წიგნი 35, გვ.233/
"რეინკარნაციის მომხრეთა აზრით, სხეული მხოლოდ სამოსია, რომელიც სულმა მრავალგზის უნდა გამოიცვალოს. სხეულზე ამგვარი წარმოდგენა კი სრულიად უცხოა ძველი ეგვიპტური მენტალიტეტისთვის. მართლაც, ძველ ეგვიპტეში კრძალვით ეპყრობოდნენ გარდაცვლილის სხეულს, მის ურთულეს მუმიფიკაციას ახდენდნენ და შემდეგ გრანდიოზულ საცავს - პირამიდას უშენებდნენ".
/"კარიბჭე" N12, 2008, გვ.32/
"ადრე ეგვიპტელებს ჰქონდათ ჩვეულება, წითელ ძაფებს ხელზე უკეთებდნენ ნიშნად იმისა, რომ საკუთარ სისხლს სწირავდნენ დემონებს".
/"კარიბჭე" N22, 2016, გვ.34/
"[ცივილიზაციების ჩამოყალიბების] პერიოდისთვის ეგვიპტის არმიის ყველაზე მტკიცე ჯავშანი ტყავის ტანსაცმელი იყო. მშვილდის ისრის წვერი კაჟის, იშვიათად მეტალისგან მზადდებოდა.
ადამიანები ამ პერიოდში გამოირჩეოდნენ საქმის ერთგულებით. ის მშენებლობები, იმ დროს რომ მიმდინარეობდა მსოფლიოში, თანამედროვეობასაც კი განაცვიფრებს.
გავიხსენოთ ეგვიპტის უდიდესი პირამიდები, რომლებიც მესამე ათასწლეულში - ძველი წელთაღრიცხვის 23-24-ე საუკუნეებშია აშენებული. ასეთ მეგალითურ მშენებლობას ათიათასობით მუშახელი სჭირდებოდა.
იძულებითი შრომაც კი იმ პერიოდში ერთგულებაზე იყო დაფუძნებული. იმხელა ერთგულება ჰქონდათ ბატონისა, რომ პრიმიტიული იარაღებითაც კი შეეძლოთ ასეთი გრანდიოზული მშენებლობების წარმოება."
/"კარიბჭე" N11, 2010, გვ.28/
"ეგვიპტე იყო ვაჭრობისა და სიმდიდრის სიმბოლო"
/"ბიბლია განმარტებებით" ტ.10, გვ.429/
"ეგვიპტელმა დიდებულმა, პსამეტიხმა მოახერხა აშურეთისგან გათავისუფლებულიყო და ეგვიპტის XXVI დინასტია დაეარსებინა".
/"ბიბლია განმარტებებით" ტ.10, გვ.646/
"17. პტოლემაისში,რომელსაც ადგილის თავისებურების გამო როდოფოროსი (სავარდე) ეწოდებოდა -
ასეთი ადგილი, ვარდების პლანტაციებით მდიდარი, რომელიც საუკეთესო ვარდის ზეთს იძლევა მთელ აღმოსავლეთში, დღესაც არსებობს ეგვიპტის ცენტრში, არსინას რაიონში, ნილოსის დასავლეთ მხარეს და იოსების დიდი არხის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე. აქ იყო, ალბათ, იუდეველთა შეკრების ადგილი, რომლებიც საკუთარ სახლებში ბრუნდებოდნენ".
/მესამე მაკაბელთა
"ბიბლია განმარტებით" ტ.15, გვ.271/
"ეგვიპტე - მდებარეობს აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ძველ აღთქმაში მას ჰქვია მიცრაიმი. სიტყვა ეგვიპტე წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან "აიგიპოს", რომელიც ფინიკიელებმა დაარქვეს".
/ლია ბარბაქაძე, "ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის", გვ.75/
"როგორც ჩანს, უძველესი დროიდან ეგვიპტელებმა აღიარეს, რომ სახელმწიფოებში ახალგაზრდებმა ჩვევად უნდა გაიხადონ მეცადინეობა მშვენიერი სხეულის მოძრაობითა და მშვენიერი სიმღერებით (გიმნასტიკა და მუსიკა). ეგვიპტელები საკურთხეველში საჩვენებლად გამოჰფენდნენ ნიმუშებს, ხოლო მათ წინააღმდეგ რაიმე სიახლის შემოღება, ან სხვა რაიმის გამოგონება, რაც საკუთარი არ იქნებოდა, არ იყო ნებადართული, არც ფერმწერთათვის და არც სხვა ვინმესთვის. იგივე შეეხება სამუსიკო ხელოვნებასაც. ამგვარ სტაბილურობას მუსიკაში უზრუნველყოფდა ძველეგვიპტური პრინციპი "ნომა" - მელოდიური მოდელი, განსაზღვრული სიტუაციით მკაცრად განმტკიცებული და კანონიკურად დამტკიცებული".
/დეკანოზი ლევან მათეშვილი, "ეკლესიის ისტორია", ნაწილი I, გვ.78/
"ეგვიპტის თევზი ძალიან ფასეულად ითვლებოდა. წმინდა ესაია აცხადებს, რომ ეგვიპტეზე მოიწევა ღვთის სასჯელი და გლოვა, რადგან თევზაობა წარუმატებელი იქნება. თევზი კი ეგვიპტელი ხალხისთვის იყო საკვების მთავარი წყარო. ეგვიპტის უძველეს ძეგლებზე მრავლად ვხვდებით მდინარეებში, ტბებსა და ტბორებში სხვადასხვა სახის თევზჭერის არაერთ იეროგლიფურ გამოსახულებას - ანკესით, შუბით, ბადით, ჩანგლით და ა. შ.".
/"ბიბლიის ენციკლოპედია" ტომი 1, გვ. 67/
"ზემო ეგვიპტის მრავალი გამოქვაბული საუცხოოდ იყო გაფორმებული მხატვრობითა და ქანდაკებებით. ძველი ეგვიპტელები ისიდას და ოსირისის რელიგიურ დღესასწაულებს გამოქვაბულებში აღნიშნავდნენ, ისევე როგორც მზის თაყვანისმცემლები თავიანთ კერპთაყვანისმცემლურ რიტუალებს ასრულებდნენ გამოქვაბულებში".
/"ბიბლიის ენციკლოპედია" ტომი 1, გვ. 201/
"ეგვიპტე - (გამ. 1.1) - ერთ-ერთი უძველესი ქვეყანა. მის ჩრდილოეთ და სამხრეთ საზღვრებზე საუბარია წინასწარმეტყელ ეზეკიელის წიგნში (29. 10; 30.6). ქვეყნის მდინარის აუზი თავისი არსებობით, ნაყოფიერებითა და სილამაზით დავალებულია მასზე გამდინარე უზარმაზარი, ისტორიული მდინარე ნილოსით, ამიტომ ეგვიპტე ძველად იწოდებოდა "ნილოსის წყალობად".
/"ბიბლიის ენციკლოპედია" ტომი 1, გვ. 289/
"განსაკუთრებით, სამკურნალო მეცნიერება ეგვიპტეში ყვაოდა. შეისწავლა რა ეგვიპტური სიბრძნე, მოსემ, დიდი ალბათობით, ასევე შეისწავლა სამკურნალო ხელოვნებაც. ეგვიპტეში, როგორც პლინიუსმა აღნიშნა, მრავლად იყო სნეულებები. ჰეროდოტე ამბობს, რომ ეგვიპტეში ყველა ექიმი დაკავებული იყო რომელიმე ერთი ცალკეული დაავადების მკურნალობით და ამიტომ ბევრი ექიმი კურნავდა ნილოსის ნაპირებზე. თითოეულ ოჯახს უნდა ჰყოლოდა საგანგებო მკურნალი ყოველი ცალკეული დააადებისათვის, როგორიცაა თვალი, ყური, კბილი და ა.შ., ასე რომ, გასაკვირი არ არის, როდესაც ვკითხულობთ, მაგალითად, დაბადების წიგნში (დაბ. 50.2) შემდეგ სიტყვებს: "უბრძანა იოსებმა თავის მსახურ მკურნალებს, შეემურვათ მამამისი" (ანუ იაკობი), კერძოდ, აქ მრავლობითი რიცხვი გამოიყენება და არა მხოლობითი.
ეგვიპტური სამკურნალო ხელოვნება ცნობილი იყო სხვა ქვეყნებშიც. სპარსელი მეფეები კიროსი და დარიოსი მიმართავდნენ ეგვიპტელი ექიმების დახმარებას".
/"ბიბლიის ენციკლოპედია" ტომი 2, გვ. 385/
"რატომ გაქრა ძველი ეგვიპტე? რატომ ამოწყვიტეს ეგვიპტის მაცხოვრებლები (ერთი მილიონი კოპტის გარდა, რომელნიც თავს ძველი ეგვიპტელების მემკვიდრეებად თვლიან. მაგრამ რომ არ მონათლულიყვნენ, ისინიც ვერ გადარჩებოდნენ), ეგვიპტეში კი უდაბნოდან წამოსული არაბები დაასახლეს. ეს მოხდა ეგვიპტის საშინელი წარმართობის გამო. უამრავი მკითხავის, კერპის, მჩხიბავისა და მისნის გამო, ენითაუწერელი სიმდიდრისაგან გაამპარტავნებისა და განებივრების გამო, იმის გამო, რომ ეგვიპტის ფარაონი ამბობდა "მდინარე ნილოსი ჩემია და მე ის ჩემთვის შევქმენი", და იყო უფლის მსჯავრი ეგვიპტეზე, ასე თქვა მან: "ამისთვის, აჰა-ესერა, მე შენ ზედა და მდინარეთა შენთა ზედა და მივსცე ქვეყანაი იგი ეგვიპტისაი ოხრად" (ეზეკ. 29:10)".
/წმინდა ნიკოლოზ სერბი, "სიტყვა კანონის შესახებ", გვ.86/
"ძველეგვიპტური პირამიდა 3800-ზე მეტი წლის განმავლობაში იყო დედამიწის უმაღლესი ნაგებობა"
/"ისტორიანი" N I-III, 2022, გვ.6/
"ჰეროდოტე წერდა, რომ "კოლხები ეგვიპტელები არიან. ამას მე თვითონ მივხვდი უწინ. ვიდრე მოვისმენდი სხვათაგან და ისე ვიტყოდი. და რადგანაც ეს მე ფიქრებში მქონდა, შევეკითხე ორივეს. კოლხებს უკეთ ახსოვდათ ეგვიპტელები, ვიდრე ეგვიპტელებს კოლხები. ეგვიპტელები ამბობენ, რომ მათ მიაჩნდათ, რომ კოლხები არიან სესოსტრისის ლაშქრიდან". მეცნიერებაში კოლხთა ეგვიპტური წარმომავლობის მტკიცება მხოლოდ ღიმილის მომგვრელია. არც საისტორიო, არც ენობრივი და არც ანთროპოლოგიური მონაცემებით საქართველოს დასავლეთ ნაწილში მცხოვრები ქართველების, რომლებსაც ძველი ბერძნები კოლხებს უწოდებდნენ, და ეგვიპტელების ნათესაობა არ დასტურდება. თუმცა ერთი რამ მაინც უნდა აღინიშნოს: ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ქართველებს არაერთი სხვა ეთნოსის წარმომადგენლები შეერია. დასაშვებია, ეგვიპტელთა რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენს ტერიტორიაზე მოსულიყო და აქ ქართულ ეთნოსში გათქვეფილიყო".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 23/
"კავკასიიდან ეგვიპტეში მონების გაყვანა XIII საუკუნიდან დაწყებულა. ევროპულ საისტორიო ლიტერატურაში გავრცელებული ვერსიის თანახმად, სალადინის ერთ-ერთ მემკვიდრეს 1230 წელს ჩერქეზეთში, სამეგრელოსა და აფხაზეთში უყიდია 12 ათასამდე ყმაწვილი და მათგან მამლუქთა არმია შეუქმნია"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში", გვ.59/
"ცნობილია, რომ II ათასწლეულის პირველ ნახევარში ეგვიპტე დაიპყრო აზიიდან შემოსულმა ხალხმა, რომელმაც შეიტანა ეგვიპტეში საომარი ეტლი. თვით ცხენიც ეგვიპტელებმა ამ დროს გაიცნეს"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 23/
"ჯვარი ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი უწმინდესი სიმბოლოა. იგი ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში ითვლებოდა უკვდავების სიმბოლოდ...
ძველეგვიპტელთა რწმენით, ქვესკნელის სამეფოს მბრძანებელ ღმერთსაც - ოზირისს, იმის ნიშნად, რომ მარადიულად განაგებს სამართალს, ხელთ ჯვარი უპყრია.
ტუტანხამონის ცნობილი აკლდამის განძეულში აღმოჩენილია ღმერთ პტახეს ქანდაკება კვერთხით ხელში, რომლის თავზე გამოსახულია ჯვარი".
/ლია ბარბაქაძე, სულხან ჭიკაიძე, "ქრისტიანობის მოკლე ისტორია", გვ.127/
"თვალები პორტრეტებზე ხშირად ბუნებრივზე დიდია. ძველი ეგვიპტელების რწმენის თანახმად, სული პირიდან ამოდის, ხოლო უკან სხეულში თვალებიდან ბრუნდება. ამიტომ სარკოფაგებზე გამოსახულებებს ღია თვალებით გამოსახავდნენ. თვალების, ანუ "სულის კარიბჭის" დაფარვა საშინელ შურისძიებად ითვლებოდა"
/"ისტორიანი" N5, 2022, გვ.7/
"მარტო მესოპოტამიაში დემეტრეს [თავდადებული] სარდლობით მებრძოლი სამი ათასი ქართველი თითქმის ერთიანად შეაკვდა ეგვიპტელებს. ხოლო ეგვიპტეში ერთ-ერთი წარუმატებელი ბრძოლისას 4000-ზე მეტი ქართველი მოისრა.
მეფე დემეტრეს ამ ომში 5 ათასი ქართველი ჰყავდა წამოყვანილი. ქართველებმა აქაც მოინდომეს, პირველებს დაეწყოთ ბრძოლა. მონღოლებსაც მეტი რა უნდოდათ? მეფე დემეტრემ 200 რჩეული ქართველით ეგვიპტელთა რიგები გააპო და სასულთნო დროშის ხელში ჩასაგდებად გაემართა. 12 ათასმა ეგვიპტელმა სულთნის ბრძანებით ალყა შემოარტყა დემტრეს რაზმს. უცებ სულთნის სარდალმა შუბით ცხენი მოუკლა დემეტრეს. მეფე უნაგირიდან ჩამოხტა და ფეხდაფეხ განაგრძო ბრძოლა. "ჩემი სიკვდილი არაფერია, ოღონდ შენ იცოცხლე მეფეო!" - შესძახა აბაშ სიქანელის ძემ და მეფეს ცხენი მოართვა. თავგანწირული ქართველი მტრის შუბით განგმირული დაეცა. მეფემ კი მოასწრო ამხედრება და ამ დროს ქართველთა მაშველმა ჯარმაც მოუსწრო. 4800-მა ქართველმა მტრის რკალი გაარღვია და მეფეს ირგვლივ შემოერტყა. მონღოლებს კი ამ დროს ბრძოლა უკვე მიეტოვებინათ. ეგვიპტელთა და ქართველთა შერკინება შუაღამემდე გაგრძელდა. დემეტრე მეფე 800 კაცითღა დაბრუნდა სამშობლოში. ამასიის უცხო მიწას 4 ათასი ქართველის ცხედარი შერეოდა..."
/ნინო ტარყაშვილი, "საქართველოს წმინდა მეფენი", გვ.50/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience