ჩვენ ვამაყობთ იმ უწყვეტი ჯაჭვით რასაც ქრისტიანობის (XIსაუკუნიდან მართლმადიდბლობის) 17საუკუნოვანე საქართველოში ჰქვია....
მაგრამ მატიანე გვატყობინებს, რომ გიორგი ბრწყინვალის დროს ”რომის პაპმა ევროპელთა საქრისტიანო კათედრა სმირნადან ტფილისში გადმოიტანა.”
რა აზრის ხართ ამაზე.... როგორ შეეგუა ამას ჩვენი ეკლესია...
ეკუმენიზმი ოხმ არ იყო ნეტა მაჳშნაცა... ?
"ქვეყნის შიგნით მოპოვებულმა წარმატებებმა გიორგი V-ს ფართო საერთაშორისო აღიარებაც მოუპოვა. მან მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა ილხანების მტრებთან - ოქროს ურდოსა და ეგვიპტესთან.
ეგვიპტის სულთანმა დიდი შეღავათები მიანიჭა ქართველ მლოცველ-მოგზაურებს და ვაჭრებს.
საქართველოს დაუბრუნდა წმინდა მიწაზე მუსლიმთა მიერ ჩამორთმეული ეკლესია-მონასტრები.
გიორგი V-მ მოახერხა კვლავ გაეგრძელებინა საქართველოს გავლენა ტრაპიზონის იმპერიაზე.
მისი ზეობის დროს რომის პაპმა სმირნიდან (ქალაქი მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროზე) კათოლიკური საეპისკოპოსო კათედრა თბილისსში გადმოიტანა.
საქართველომ ურთიერთობა დაამყარა იტალიის გავლენიან ქალაქ-სახელმწიფოსთან - ვენეციასა და გენუასთან."
აუ მეც ვერ გავიგე. ანუ ეს რას ნიშნავდა?
ვინმეს თუ შეუძლია განგვიმარტეთ რა?
და ამ ყველაფერს რომელი ისტორიკოსი წერს?
ერთი გადავხედავ ხვალ ისტორიის ფურცლებს.
მაგრად დამაინტერესა ამ ფაქტმა.
ამ თემამ ძალზედ დამაინტერესა და სახლში რა წიგნებიც მქონდა გადავხედე და აი დავდებ რაც ამოვიკითხე.
ივანე ჯავახიშვილი. 12 ტომეული, III ტომი, გვ. 173. 1982წ.
რომის პაპის იოანე XXII ის 1328წ და 1329წ დაწერილი ეპისტოლეებიდან ჩანს რომ ტფილისი იმ დროისთვის საუკეთესო, ერმრავალი და მდიდარი, თან შესანიშნავი ქალაქი იყო. მის ასეთ თვისებათა მნიშვნელობის გამო, დას ევროპის ქრისტიანთა მწყემსმთავარმა და კარდინალების საბჭომ გადაწყვიტა თავისი მოქადაგეობითი მოღვაწეობის ცენტრი ქ. სმირნიდან ტფილისში გადმოეტანათ, რაც ასრულებულ იქნა კიდეც. [ისტ. კათოლიკ. გვ 32-33 და 580-582 (ლათინ.ტექსტ.)]
ხო საქართველოს ისტორიის ნარკვევებში კიდე ცოტა უფრო ვრცლად წერია:
8 ტომეული, IIIტომი გვ 658-659. 1979წ.
ქ. თბილისის დაწინაურებულ მდგომარეობას მოწმობს რომის პაპის იოანე XXII-ის 1328 და 1329წწ. ეპისტოლეები სადაც თბილისი დახასიათებულია: ,,მეტად შესანიშნავ, ხალხმრავალ, მარჯვე და მდიდარ ქალაქად" სწორედ ამიტომო იუწყება რომის პაპი, აღმოსავლეთის სამისიონერო ცენტრი ქ. სმირნადან ,,გადაგვაქ ხსენებულ ტბილისის ქალაქსა." [მ. თათარაშვილი ისტირია კათოლიკობისა ქართველთა შორის, 1902 გვ 32, 580]
ქ. სმირნაში საეპისკოპოსოს გაუქმება გამოწვეული იყო ოსმალთაგან ქალაქის შევიწროებითა და მოსახლეობის შემცირებით.
თბილისის საეპისკოპოსოს დაარსება და კათოლიკეების დაუბრკოლებელი პროპაგანდა, რა თქმა უნდა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე ვერ იქნებოდა. [შემონახული გვაქვს რომის პაპის იოანე XXII-ის 2 წერილი გიორგი ბრწყინვალისათვის 1321წ. და 1329წ. მ. თათარაშვილი, დასახ.ნაშრ. გვ 29-31 578-579, 38, 584]
ცნობების უქონლობის გამო ჩვენ არ ვიცით როგორ შეხვდა ამ ფაქტს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესი მესაჭე ქართლის კათალიკოსი ( სავარაუდოა რომ მწვავე რიაქცია ექნებოდა) მაგრამ უდავოა რომ საქართველოს მთავრობას ეს ძალზედ აწყობდა დასავლეთ ევროპასთან ეკონომიკური და პოლიტიკურ კულტურული ურთიერთობისათვის.
@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@
მოკლედ ასე აქვთ აღწერილი ეს ფაქტი ამ ისტორიკოსებს.
მე ასე მგონია და ასეთი დასკვნა გამოვიტანე.
რომ ეს ფაქტი მართლა მოხდა. რადგან ეს ქართულ სახელმწიფოს ხელს აწყობდა და ეკონომიკურად აწყობდა გიორგი ბრწყინვალემაც ნება დართო პაპს.
თუმცა ჩემი აზრით აქ ეკუმენიზმი არაფერ შუაშია და ამ შემთხვევაში კათოლიკური ეკლესია მართლმადიდებლურ ეკლესიასთან არანაირ კავშირში არ არი. თვითონ ისტორიკოსიც გამოთქვამს აზრს რომ ქართლის კათალიკოსი ამ ყველაფრის წინააღმდეგი იქნებოდაო.
საგულისხმოა ის ფაქტიც რომ ეს ნაშრომები დაწერილია გაქანებული საბჭოთა ხელისუფლების დროს და ჩემი აზრით ამიტომ არაა ამ ნაშრომებში დაფიქსირებული თუ რა პოზიცია ქონდა ამასთან დაკავშირებით ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. თან ამის მერე 15 ზე მეტი წელი გავიდა და თანამედროვე ისტორიკოსებს ამასთან დაკავშირებით რამე აუცილებლად ექნებათ გამოკვლეული. ხოდა თუ რამეს წავაწყდი აქაც დავდებ.
იქნებ თქვენც მოიძიოთ რამე? საინტერესოა მაგარი.
ამ თემასთან დაკავშირებით ხო არაფერი არ მოგიძიებიათ?
საეპისკოპოსო კათედრის გადატანა თბილისში ცვეულებრივი მოვლენა იყო
კათოლიკებს მრევლი შეუმცირდათ სმირნაში და ოდნავ მოემატათ თბილისში
ამის გამო კათედრა აქ გადმოიტანეს თუმცა არ აქ ჰქონდათ დალხენილი
მდგომარეობა საერთოდ საქართველოში შიმშილით ძვრებოდათ სული მათი
ერთ-ერთი ეპისკოპოსი რომელიც სებასტოპოლისში ანუ ცხუმში იჯდა
კენტერბერგის არქიეპისკოპოსს სთხობდა დახმარებას მიშველე თორემ
გაგვძვრა მშივრებს სულიო. აქ მხოლოდ ღარიბი ქართველების
შემოწირულობებზე ვარსებობთ თვით საფლავის ქვებიც კი სქიზმატიკოსებმა
მუსლიმებთან და ებრაელებთან ერთად წაგვართვესო.
თავიდან კი გამიკვირდა რაში უნდა დაჭირვებოდათ ქართველებს (წყაროში
ეწ სქიზმატიკოსებს) მუსლიმების და ებრაელების დახმარება მაგრამ მერე
მივხვდი რომ ეგ ავტორმა განგებ ჩაწერა იმისთვის რომ ყველაფერ
სიკეთესთან ერთად მართლმადიდებლებისათვის ურჯულოებთან კავშირი
დაებრალებინა თითქოს ეს ურწმუნოები ერთად ამხედრდნენ ჩვენს
წინააღმდეგო.
ასე რომ მაგათ დალხენილი ცხოვრება საერთოდ არ ჰქონიათ საქართველოში გიორგი V დროს, ეს წერილიც 1330 წელს არის დაწერილი და კარგად აჩვენებს კათოლიკების ყოფას საქ-ი
საინტერესოა ....
საინტერესოა აუცილებლათ ვეცდები ამ თემის შესახებ რამე საინტერესო მოვიძიო
ალბათ მიხვდით საუბარია გიორგი ბრწყინვალეზე
რას ფიქრობთ ამ თემაზე, საინტერესო იქნება თქვენი აზრი
http://ertianoba.wordpress.com/2011/02/11/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-v-%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94/
აუცილებელია. აქამდეც უნდა დადგმულიყო
ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სუვერენი
"მაჰმადიანი მბრძანებლები ასე მიმართავდნენ გიორგი ბრწყინვალეს:
დიდებულმა ალაჰმა დღეგრძელ ჰყოს ბრწყინვალება მისი უდიდებულესობისა, სახელოვანისა, რაინდისა, მამაცისა, ლომისა, კეთილშობილისა, დაუცხრომელი მებრძოლისა, ტახტის მპყრობელისა, გვირგვინოსნისა, თავის სარწმუნოებაში განსწავლულისა, თავის სამწყსოს მიმართ სამართლიანისა, საბერძნეთის მეფეთა შორის რჩეულისა, ზღვათა და სრუტეების სამფლობელოთა განძისა, რაინდთა დაცველისა, წინაპართ ტახტ-გვირგვინის მემკვიდრისა, რუმისა და ირანის ქვეყნების ზღუდისა, ქრისტიანობის განმტკიცებლისა, იესოს სარწმუნოების შემწისა, საქრისტიანოს გმირთა მკურთხევლისა, იერუსალიმის განმადიდებლისა, რომის პაპის შემწისა, მუსლიმთა ერთგულ მეგობრისა, ახლობელ მეგობართაგან ყველაზე გულწრფელისა, მეფეთა და სულთანთა მეგობრისა..."
"გიორგი ბრწყინვალეს არცერთი დიდი და სერიოზული ომი არ მოუგია, მაგრამ გონივრულად წარმართული საშინაო და საგარეო პოლიტიკის წყალობით, მან თითქმის უსისხლოდ აღადგინა საქართველო დავით აღმაშენებლისდროინდელ საზღვრებში".
/თემურ გაბუნია/
"[გიორგი ბრწყინვალემ] პირდაპირ აუკრძალა ქადაგება საქართველოში კათოლიკებს"
/დეკ. დავით (ქვლივიძე)
"ქვაკუთხედი" N5, 2015, გვ. 13/
"გიორგი ბრწყინვალე შეუდგა ჯარის მოკრებას და საქართველოს გაერთიანებას და ნაწილ-ნაწილ დაყოფილი სამთავროების, საერისთავოების დამორჩილებას, რაც ძვირად დაუჯდა, რადგან ზოგიერთი მთავარი და ერისთავი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა.
მეფეს გული არ გაუტყდა. იგი მაინც ცდას მიეცა და შინაურ მტერთა მოსპობა განიზრახა. შეკრიბა დიდი ჯარი და მიეცა სამზადისს და დიდი ნადიმის გადახდას და ყველა მტრის ამ ნადიმზე მოწვევას. მათ შორის იყო ოსების ქურდბაცაცა ბელადიც. მეფემ ნადიმის გამართვა გომბორის მთის ნაწილ ცივზე გადაწყვიტა. დაპატიჟება ყველამ სიამოვნებით მიიღო.
გიორგიმ აქაც განიზრახა ყველას დაყოლიება და სისხლდაუღვრელად დამორჩილება, მაგრამ ყველას ლაპარაკში უარი გამოჩნდა. მეფემ შეწყვიტა მათთან საუბარი. ამ დროს მათ უკვე გადააკვრევინა ძვირფასი კახური. რაკი ეს მოხდა, გადაკრულებს რაც კი გულში გიორგის წინააღმდეგ ჰქონდათ, ყველაფერი თქვეს.
გიორგიმ შეიტყო, რომ ისინი უსისხლოდ არაფერს დათმობდნენ და თავის მომზადებულ კაცებს ეს თავის მტერ-სტუმრები დიდ სანადიმო სუფრაზე ამოაწყვეტინა, მათში მოჰყვა ოსების ქურდბაცაცა ბელადიც".
/ზაქარია ჭიჭინაძე, 1916
"კრიალოსანი" N1, 2015, გვ.19/
"მე-14 საუკუნის დამდეგს საქართველოს მოევლინება წმინდა გიორგი ბრწყინვალე, რომელიც საფუძველს დაუდებს ჩვენი ქვეყნის ხელახალ აღორძინებას. შეიძლება გავიაზროთ, რა გააკეთა მეფემ, მაგრამ ძნელია უპასუხო კითხვას: როგორ, რა ძალით გააკეთა ყოველივე ეს? ერთი რამ აშკარაა: წმინდა გიორგი ბრწყინვალემ შეძლო ის, რაც ვერ შეძლეს სხვა ეპოქის მეფეებმა. ის იყო საოცარი ალღოს მქონე პოლიტიკოსი, დიდი დიპლომატი, ბრწყინვალე მხედართმთავარი, გაბედული ადამიანი, მართლაც უფლისგან რჩეული. ის უფალმა შეაყენა ამ გზაზე, უფალმა მისცა პირველი ბიძგი. სხვაგვარად ამის ახსნა შეუძლებელია."
/პროფესორი ვახტანგ გურული
"კარიბჭე" N24, 2009, გვ.14/
"მას [ისტორიკოსსა და მწიგნობარს, პოეტ გაიოზ კუჭავას] ჰქონდა ასევე ძალიან საინტერესო ნაშრომი დიდი ქართველი მეფის, გიორგი ბრწყინვალეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, იკვლევდა მის წვლილს ქართული საისტორიო და სიტყვაკაზმულ მწერლობაში (მუშაობდა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, რომლებიც დავით აღმაშენებლის ზედწოდების განმარტებას და გიორგი ბრწყინვალის წმინდანად შერაცხვას ისახავდა მიზნად)".
/"კარიბჭე" N5, 2018, გვ.22/
"- დავითისა და თამარის შემდეგ გიორგი ბრწყინვალე განსაკუთრებულად უყვართ საქართველოში. საბედნიეროდ, ისტორიამ მისი ხელრთვაც შემოგვინახა.
- სასიხარულოა, რომ მოგვეპოვება ხელრთვა ერთიანი საქართველოს მეფის, გიორგი V ბრწყინვალისა, რომელიც იყო დემეტრე II თავდადებულისა და ნათელა ჯაყელის ძე (1299, 1318-1346 წწ.). მან 1316-1317 წლებში ელჩობა გაგზავნა ეგვიპტის სულთანთან, რის შედეგადაც ქართველებს დაუბრუნდათ ჯვრის მონასტერი და გადაეცათ ,,კლიტენი იერუსალემისანი".
გიორგი V-მ მონღოლებისაგან განადგურებული ქვეყანა ჩაიბარა. მან საყაენოსთან ურთიერთობა შეცვალა და კარგი ურთიერთობა დაამყარა პირველ ემირ ჩობანთან, რითაც საქართველოს მშვიდობიანი განვითარების საშუალება მისცა. მოიპოვა ხარკის აკრეფის უფლება. სამი წლის ალყის შემდეგ გორი შემოჭრილი ოსებისაგან გაათავისუფლა და საქართველოდან განდევნა.
ურჩი ფეოდალები ცივის მთაზე სადარბაზოდ მიიწვია, შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა. 1329 წელს გარდაიცვალა დასავლეთ საქართველოს მეფე მიქელი, ამით ისარგებლა და ქუთაისი დაიკავა. 1334 წელს სამცხეც შემოიერთა. XIV ს-ის 30-იან წლებში მეფის ინიციატივით მოიწვიეს საეკლესიო კრება წესრიგის აღსადგენად.
გიორგის აქტიური მონაწილეობით შეიქმნა სამართლის წიგნი "ძეგლის დადება", რომელიც განკუთვნილი იყო ქართლის მთიანეთში არეული სიტუაციის მოსაწესრიგებლად, ასევე შეიქმნა სახელმწიფო სამართლის მნიშვნელოვანი ძეგლი "ხელმწიფის კარის გარიგება". მეფემ შემოიღო ვერცხლის ახალი ფული "გიორგაული თეთრი".
გიორგი V-მ საქართველოდან მონღოლებიც გააძევა და ამით დასრულდა მონღოლთა ასწლოვანი ბატონობა ქვეყანაში. მეფე აქტიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა. მას დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა საფრანგეთის მეფე ფილიპე VI ვალუასთან, რომის პაპთან, ეგვიპტის სულთანთან. სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა იტალიის ქალაქებთან - ვენეციასა და გენუასთან.
გიორგი მეფეს "ბრყინვალე" უწოდეს იმის გამო, რომ მან დაშლილი ქვეყანა კვლავ გააერთიანა, წესრიგი აღადგინა და საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი განამტკიცა.
- და, მიუხედავად სამშობლოს წინაშე მისი უდიდესი დამსახურებისა, გიორგი ბრწყინვალე რატომღაც არ არის შესული ქართველ წმინდა მეფეთა დასში. როგორ ახსნით ამას?
- მართლაც ფასდაუდებელია გიორგი V ბრწყინვალეს დამსახურება ქვეყნის ისტორიაში. საქართველოს პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, მან ახლო ურთიერთობა დაამყარა რომის პაპთან. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი ესეც უნდა იყოს."
https://radikal.ru
/"კარიბჭე" N7, 2010, გვ.41/
"XIV ს-ის დასაწყისში ტახტზე მეფე გიორგი ბრწყინვალეა - ძალიან დიდი პიროვნება, შესანიშნავი მხედართმთავარი, დიპლომატი. მან შეძლო მონღოლთა მფლობელობისაგან საქართველოს განთავისუფლება, ხარკიც შეუწყვიტა და მათი საოკუპაციო ჯარიც გავიდა აქედან. დასავლეთ და სამხრეთ საქართველო ისევ ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში შევიდა, მაგრამ ქვეყანა საბოლოოდ XVI ს-ის დასაწყისში დაიშალა".
/"კრიალოსანი" N10, 2008, გვ.18/
"დაუღალავი ბრძოლით XIV ს-ის I ნახევარში ქართველებმა საბოლოოდ გაითავისუფლეს თავი მონღოლების ბატონობისგან. ბრძოლას სათავეში ედგა მეფე გიორგი V ბრწყინვალე. იგი მესხეთში იყო გაზრდილი თავის პაპასთან (დედის მხრივ) სამცხის სპასალარ ბექა ჯაყელთან"
/"კრიალოსანი" N11, 2008, გვ.26/
"გიორგი ბრწყინვალე "კეთილი მეფობით მეფობდა" 32 წელი. იგი თბილისში გარდაიცვალა 1346 წელს. დასაფლავებულია გელათში".
/ლია ბარბაქაძე, "ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის", გვ.134/
"გიორგი ბრწყინვალე "კეთილი მეფობით მეფობდა" 32 წელი. იგი თბილისში გარდაიცვალა 1346 წელს. დასაფლავებულია გელათში".
/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.101/
"გიორგი მეფეს ორჯერ გაუგზავნია ელჩები ეგვიპტის სულთანთან 1316 და 1320 წლებში. დიდი ძღვენით ეახლა პიპაი სულთანს, სულთანმა სიხარულით მიიღო ძღვენი და "მისცა კლიტენი იერუსალიმისანი".
1331-41 წლებში იერუსალიმში მყოფი უცხოელი მოგზაური აღნიშნავს: ქრისტეს საფლავის სალოცავის გასაღები ქართველების ხელშია და კენჭსაც არავის აძლევენ ამ საფლავიდანო.
ქრისტეს საფლავის გასაღები ქართველთა ხელში XV ს-ის შუა წლებამდე ყოფილა, სანამ მათ იგი ფრანცისკელებმა* არ ჩამოართვეს".
*ფრანცისკელები - ერთ-ერთი კათოლიკური ორდენის წევრები. ეს ორდენი დააარსა იტალიელმა რელიგიურმა მოღვაწემ - ფრანცისკ აზიზელმა.
/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.101/
"1333-1334 წლებში ილხანთა ყაენმა, აბუ-საიდმა საქართველოში თავის ნცვლად ჰასან ჯალაიარი დანიშნა, რომელიც გიორგი V-მ ქვეყანაში არ შემოუშვა. ეს მონღოლთა ბატონობისაგან ფორმალურ განთავისუფლებას ნიშნავდა"
/ლევან მუმლაძე, "საქართველოს უდიდესი მეფეები" გვ.28/
"შემთხვევითი არაა, რომ ცნობილი ქართველი მწერალი და ისტორიკოსი ლევან სანიკიძე გიორგი ბრწყინვალეს "მეორე აღმაშენებელს" უწოდებდა"
/ლევან მუმლაძე, "საქართველოს უდიდესი მეფეები" გვ.31/
"[კათალიკოს-პატრიარქი] ბასილ V - (1330-1350 წ.წ.) - გიორგი ბრწყინვალის თანამედროვე".
/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 45/
"საქართველოში კათოლიკობის მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას არ იჩენდნენ, პირიქით, ამ სარწმუნოების მიმართ სრულ შემწყნარებლობას ამჟღავნებდნენ. განსაკუთრებული თანაგრძნობა და მფარველობა აღმოუჩენია კათოლიკეებისადმი გიორგი ბრწყინვალეს (1314-1346 წწ.), რის შედეგადაც "საქართველოს ბევრ პროვინციაში ქართველები გადავიდნენ კათოლიკობაზედ".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 73/
"ასევე ცოტა მასალა მოგვეპოვება დანიშნული ქალის მოტაცების შესახებ. დანიშვნა, ანუ ჯვრის გაცვლა, ჯერ კიდევ არ ნიშნავდა ცოლქმრულ ურთიერთობას. იგი იურიდიულ ძალას მოკლებული იყო და ამიტომ დანიშნული ქალის მოტაცება არ ითვლებოდა სისხლის სამართლის სერიოზულ დანაშაულად. ამ პრობლემას სჯულმდებელთაგან ეხებიან მხოლოდ ბექა მანდატურთუხუცესი და გიორგი ბრწყინვალე. მაგრამ მათაც განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ დამნაშავის მიმართ. ბექა მხოლოდ ჰკიცხავს მას და საქმის მშვიდობიანად გადაწყვეტას ქადაგებს - "სამდურავისა კიდე არას ემართლების, მაგრამ სამდურავი ერთობ იქმნების. თუ უღირს, სჯობს, ორთავე მოყვარენი კაცნი შემოასხნენ შუა და ქალისა ქმარმან მისაცემელითა რათმე გული დაუმხოს, და ზვავი მოშალოს შუაკაცმან". გიორგი ბრწყინვალე კი ქალის გვარის მიხედვით სისხლის მეექვსედის გადახდას აკისრებს მომტაცებელს".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 287/
"შუა საუკუნეების წყაროებიდან ჩანს, რომ ოჯახები ხშირად კანონიერი მოტივების გარეშეც ინგრეოდა. ცოლთან ასეთ განშორებას ქალის "უბრალო დაგდება" ერქვა: "კაცმან თუ ცოლი დააგდოს უბრალოდ, და მისი შეუცოდარი იყო და გაეყაროს ასეთსა, ნახევარი სისხლი დაუურვოს მის დიაცისა გუარსა ზედა", - წერს გიორგი ბრწყინვალე"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 340/
"სამართლის გავლენა ჩანს გიორგი ბრწყინვალის "ძეგლისდებაში", რომელიც შედგენილი იყო სპეციალურად ქართლის მთიანეთისათვის - ქსნისა და არაგვის ხეობის მოსახლეობისათვის"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.232/
"მიუხედავად იმისა,რომ XIV ს-ის პირველ ნახევარში შექმნილი საერთაშორისო ვითარებისა და გიორგი V ბრწყინვალის გონივრული პოლიტიკის წყალობით ქვეყანამ მონღოლთა ბატონობის უღელი მოიშორა, დამოუკიდებლობა და ძველი დიდებაც დროებით აღიდგინა, მიღწეულის დიდხანს შენარჩუნება მაინც შეუძლებელი გახდა"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში", გვ.32/
"გიორგი ბრწყინვალეს სახელს უკავშირდება ელჩობა ეგვიპტის სულთანთან, რომლის შედეგადაც ქართველებს დაუბრუნდათ მანამდე მეჩეთად ქცეული ჯვრის მონასტერი და გადმოეცათ "კლიტენი იერუსალიმისანი".
/ნინო ტარყაშვილი, "ქართველ მეფეთა ცხოვრება", გვ.69/
"გიორგი ბრწყინვალემ აღადგინა და განავრცო დიპლომატიური ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნებთან. საქართველოს სამეფოს დიდ საერთაშორისო ავტორიტეტზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ ეგვიპტის სულთანმა უფლება მისცა ქართველებს აეშენებინათ ახალი ტაძარი იერუსალიმში, მაშინ, როდესაც მეჩეთის მშენებლობის უფლება არ მისცეს ოქროს ურდოს ყაენს"
/ნინო ტარყაშვილი, "ქართველ მეფეთა ცხოვრება", გვ.69/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience