..............
Lenus
ძალიან საინტერესოა, ეს რომელ გიორგი მეფეზეა საუბარი.
Lenus
რომელი? გიორგი XIII? ზაქიჭამია? კი, უნდა გვყავდეს მასეთი მთავრობაში,...
ჯერ ეს ერთი, მასე შეარქვა ხალხმა... პატივცემულო ლენუს... მე არ შემირქმევია, მე მხოლოდ გავიმეორე, ოხ....
მეორეც, მაგაზე უარესი მეტსახელებიც არსებობს... მაგალითად ბაგრატ რეგუენი.... რომელიც სხვათაშორის ბაგრატ მესამის ბაბუა იყო...
ახლა, რაც შეეხება იმას თუ რა გამიგონია, მე თავს ვალდებულად არ ვთვლი ახსნა განმარტებები მოგართვა... ახსნა განმარტებები ხალხს მოკითხე თანაც იმ პერიოდისას...
ხო და ერთიც, ფრთხილად, ლენუს ბატონო, გამიგია თანამდებობა ცუდად მოქმედებსო ხალხზე... მეორე "ლევან სანიკიძედ" არ იქცეთ...
და ერთიც, გირჩევთ არამარტო ისტორია იკითხოთ, არამედ გაანალიზოდ ... კარგად გაიგეთ რაც დაგიწერეთ? არივო დერჩი..... კიდევ შევხვდებით.....
გიორგი მეფესნაირი მეფე?
მართალია გარდაცვლილზე არაფერს ცუდს არ იტყვუიანო და მაგაზე უფრო დიდი მეფე ვერ ინატრეთ კაცო?
ა, ხო. მღვდელზე თქვა კაი და დიდი საბაბია.
არა, აი დავით VIII მაინც გენატრათ, ფხოვს ნახავდით მაინც...
რამდენადაც მახსოვს, ისტორიაში ცნობილია, რომ პლატონ იოსელიანი შეცდომით უწოდებდა მას გიორგი XIII. სინამდვილეში კი უნდა იგულისხმებოდეს გიორგი XII.
თქვენ როგორ ფიქრობთ?
ყველაზე მეტად რაც არ მომწონდა ამ მეფის ისაა, რომ გამეფებამდე ცუდი ურთიერთობა ჰქონდა თავის დედინაცვალ დარეჯანთან და სხვა ბატონიშვილებთან.
ცუდი ურთიერთობა ოჯახთან, გამეფებამდე ბევრ სხვა მეფესაც კი ჰქონია, მაგრამ გიორგი XII-ს მუდმივად ეშინოდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ, მის შვილებს მოწინააღმდეგე ბატონიშვილები ტახტს წაართმევდნენ, ამის გამო დათანხმდა მეფის უფლებების უფრო მეტად შეზღუდვაზე, ვიდრე გეორგიევსკის ტრაქტატით იყო გათვალისწინებული, ანუ რუსეთს მისცა სამეფო და საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება, ოღონდ მეფობა დარჩენოდა მის შთამომავლობას.
მგონია, რომ ეს საკმაოდ ცუდი შეცდომა იყო.
იმპერატორმა პავლე I-მა მეფე გიორგი XII-ის თხოვნით, მისი უფროსი ვაჟი, დავითი ტახტის მემკვიდრედ დაამტკიცა. რუსეთს სურდა, რომ გიორგის თავად გაეუქმებინა სამეფო და ამ მიზნით დელეგაცია გამოგზავნა საქართველოში. მაგრამ ამ დელეგაციამ მეფეს ცოცხალს ვეღარ ჩამოუსწრო, გიორგი XII მათ ჩამოსვლამდე, 1800 წლის 28 დეკემბერს გარდაიცვალა.
რა ვიცი, მე ესე მახსოვს და თუ ვცდები შეგიძლიათ შემისწოროთ.
Lenus
მორწმუნეობაო.
მორწმუნე რომ იყო მსწორედ მაგიტომ იყო ასეთი გენიალური მეფე.
მე ვარჩევ მღვდლის განმარტება არ იცოდეს ლიდერმა და საქმე აკეთოს საქვყნო.
დავითი კიდე რა შუაშია და თუკი ზაქიჭამია ინატრეთ მისი "განათლებულობისდა გამო" , ბარემ ლაჩარი მეფეც გენატრათ, წმინდანის ძე(დემნას არ ადგება აქ ჩრდილი) რომელი იცი შენ როგორ უფრთხოდა ურდოში მიპატიჟებებს.
მეკი ის ვერ გავიგე: რა ტერიტორიული პრინციპი უნდა იყოს რომ თამარი ვინატროთ?
..............
ჰე ეხლა გადამეცით ანათემას...
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს....
ის მაინც არსებობსსსსს (თხილიანი სნიკერსი რათქმაუნდა...)
Lenus
ქეთნომ დაგისვა კითხვა რომელმაც დამაბნია ოდნავ, ხომ ვერ უპასუხებდი?(აი ამას):
ერთი კორექტული კითხვაც, კრწანისის ომის დროს სად იყო ძვირფასი და სანატრელი მეფე?
Lenus
მირონცხებულობა და კაცის მეფედ ყპფნა არ ნიშნავს ხელშეუხებლობას და არც იმას რომ ის კრიტიკის გარეშე განვიხილოთ.
მეც ძალიან მაინტერესებს ქეთინოს კითხვის პასუხი.
თუმცა რაღა, ყველამ ვიცით სად იყო.
მოდით მაშინ ასე ვთქვათ; სანატრებელია მეფე რომელმაც იცის მღვდლის განმარტება და საჭირო არაა, მესამე მეთხე და გინდაც მეასე პლანზე იდგეს მისი სხვა მეფური ღირსებები: გონება, სიმამაცე და თავდადება.
უბრალოდ დიდი სისულელეა როცა ასეთ მეფეს ნატრობენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ მან მოისურვა და გაიგო მღვდლის განმარტება.
თუ მაინც და მაინც მონარქისტი ბრძანდები, არ მესმის რატო პატიობ მას რომ მან თავისი ნებით გაუგზავნა გვირგვინი და მეფის ატრიბუტები პავლეს.
ეს არის უბრალოდ ბრმა პოზიცია: ბაგრატიონია, მირონცხებულია და ვაშა, რა მაგარია.
სანატრებელი კი არა სასაცილოა და მეტი არაფერი.
მასზე მაღლა არაერთი ბაგრატიონი მეფუკა იდგა და სხვა მაინც ვინატროთ.
Lenus
ბარემ გესწავლა ჩემთვის .
ეეხ.
მაგარი სასაცილოა პროსტა და მეტი არაფერი.
არ უნდა გენატრა თორე სვხა მხრივ ნორმალური თემაა.
არა ისე, ცხრა განსხვავება რო იყოს არ წავა ა?
ნამეტანი დამრიგებლურობა არ წაგადგება.
მეტი არაფერი
ძალიან ბევრი ისტორიული წყარო ცხადყოფს რომ იგი დიდი რწმენით და კეთილშობილებით გამოირჩეოდა!
Lenus
კაი ეხლა. მერე რა რო ერეკლემ ასე თქვა. მერე რა რო ზოგიერთი თავადური გვარი ხასიათს უწონებდა.
მასეთი მეფე რო იყო იმიტომ იყო ბოლო კახი მეფე.
მაშინ ყველამ ვიცით რო ზვიადი მაღალზნეობრივი კაცი იყო და არც რწმენაში იყო ნაკლები მაგრამ მე არც გიორგისნაირ მეფეს და არც ზვიადისნაირ პრეზიდენტს ვისურვებდი.
ერთია ადამიანური თვისება( ძაან კი მეეჭვება რომ ამ თვისების გამო ღირდეს გიორგის ნატვრა) და მეორეა ის თუ როგორია სახელმწიფო მართვაში.
Lenus
სწორედ რომ ასეთი მოდერი და მოდერის მიერ სულელურად ნათქვამი სიტყვები: გიორგი მეცამეტის ნაირი მეფე გვყავდესო აბანძებს ფორუმს.
პასუხს ცემ იმას რაც არაა გამოსაკიდებელი.
რად არ პასუხობ ქეთის კითხვას ?
ბარემ გაგეხსნა თემა გიორგი მეფეზე და მერე იქ გვეკამათა სანატრებელია თუ არა ის კაცი.
დიდან ღირსეულ კაცს არ გაგიჭირდება მეფეზე სრული ინფორმაცია დადო და მერე ამ ინფორმაციიდან გავარკვევთ მართლა სანატრებელია თუ არა ის კაცი.
სიტყვაზე ,,გამოკიდებები" ნამდვილად არაა საჭირო,
ერთმანეთთან ურთიერთობები კი არა უნდა ვარკვიოთ, არამედ ვიმსჯელოთ
კონკრეტულ საკითხზე.
ჩემის აზრით გიორგი მეფემ დაუშვა შეცდომები და არაა ისეთი ადამიანი, როგორიც შეიძლება დღეს საქართველოს სჭირდებოდეს, მაგრამ არც მთლად
ხელწამოსაკრავი და გადასაგდები ყოფილა. დამსახურებები არავის უნდა დავუკარგოთ.
ამითომ ვიმსჯელოთ მხოლოდ იმ ავ-კარგზე, რაც მან საქართველოსთვის გააკეთა როგორც მეფემ.
გაიხარეთ.
და მართლა ზაქის შეჭმაც რომ შეძლებოდა გიორგი XII-ს , ამის გამო რატომ უნდა ყოფილიყო დასაცინი ან ცუდი?
არაფერის "დაკონკრეტება" არ მომთხოვოთ, მე პირადად მხოლოდ მცირედი მაქვს წაკითხული ამ მეფის შესახებ, ისე კი ვკითხულობ ამ თემას მეტის გაგების სურვილით და იმედით.
გაიხარეთ
ბევრის ცოდნას ვერ დავიკვეხნი, მაგრამ მეტ-ნაკლებად რაც მახსოვს დაგიწერთ თავად დარეჯან დედოფლის მოქმედებას გიორგის წინააღმდეგ, რამაც ჩემი აზრით ძალიან ცუდი როლი ითამაშა ქვეყნისათვის.
ერეკლეს ასაკში შესვლის მერე სახელმწიფო საქმეებში დარეჯან დედოფალი აქტიურად ერეოდა, ისტორიაში ცნობილია რომ მისი ზეგავლენით ერეკლემ მოღვაწეობის ბოლო პერიოდში საბედისწერო შეცდომებიც კი დაუშვა.
იმერეთის საერო და სასულიერო ფეოდალებმა 1789 წელს ერეკლეს შესთავაზეს იმერეთის შეერთება.
ერეკლემ დარბაზის სხდომაც კი მოიწვია, ყველანი შეერთებას ურჩევდნენ, მაგრამ დარეჯან დედოფლის ჩაგონებით თავად უარი თქვა და ეს უარი გაამართლა იმით რომ საკუთარ შვილიშვილს ტახტს ვერ წაართმევდა.
თავად დარეჯან დედოფალს ერჩია, იმერეთის ტახტზე თავისი ქალიშვილის ელენეს ვაჟი დამჯდარიყო, ოღონდ გაერთიანებული საქართველოს მეფედ, თავისი გერი, ანუ გიორგი მეთორმეტე არ ენახა.
არ უყვარდა დარეჯან დედოფალს გიორგი და ტახტიც თავისი შვილებისთვის სურდა, ამიტომ ერეკლეს ორი კანონიც კი მიაღებინა, პირველის თანახმად გიორგის შემდეგ ტახტი არა გიორგის შვილის, არამედ მომდევნო ძმის ხელში უნდა გადასულიყო.
ამ კანონით დარეჯანს სურდა ტახტი მისი შვილების: იულონის, ვახტანგისა და მირიანის ხელში გადასულიყო.
უარესი და უფრო დამღუპველი იყო კიდევ მეორე კანონი.
მეფემ ბატონიშვილებს საუფლისწულოები გამოუყო და ყველა თავის მამულში მეფედ გრძნობდა თავს.
მეტ- ნაკლებად ცნობილია, რომ დარეჯან დედოფალი იმედითაც კი მოელოდა აღა-მაჰმად ხანის მოსვლას, იმედოვნებდა, რომ ტახტის მემკვიდრის უფლებას წაართმევდა გიორგის და თავის საყვარელ შვილს, იულონს გადასცემდა.
ასეთ ვითარებაში ქვეყანა განწირული იყო და კრწანისის ტრაგედია ფაქტიურად ლოგიკური ფინალიც კია
ძმები მუდმუვ ქიშპობაში იყვნენ გიორგისთან მეფობის გულისთვის და ერთი მხრივ თითქოს მართლდება კიდეც გიორგის საქციელი რუსეთის მიმართ.
მას ძმებმა და დარეჯან დედოფალმა არც კი მისცეს საშუალება ნორმალური მოქმედებისა. ისე კი თავად ერეკლე მეფე ამბობდა რომ ,,საუკეთესო მეფე იქნება ჩემი შვილი გიორგიო''.
ეს რაც მახსოვს და დაწვრილებით თუ სადმე მოვიძიე კიდევ მოგწერთ.
lenus გაიხარე, საინტერესო თემაა.
ძეედაა, ლენუს მოდერი გახდი და გიხარია.???
ვორნის დარიგება რო კაი გზა იყოს ნამეტანი კეთილი იქნებოდი მარა ვერაა მასე საქმე.
უბრალოდ იმის გრცხვენია ანდა გეშინია რომ ტქვა: გიორგიზე უკეთესი მეფეებიც გვყავდა და რაღა მაინც დამაინც ეს მეფე ვინატრეო.
მეფე კი არა მეფუკა.
ბოლოს და ბოლოს უკანასკნელი მეფე იყო და მისი უკანასკნელობა არაა მხოლოდ მისი სიმცირის მანიშნებელი. ნებისმიერ შემთხვევაში ბოლო მეფეები სუსტები არიან მაგრამ მასზე მეტად ათგზის ღირსეულად მიმაჩნია სოლომონი.
კაი რა, უბრალოდ შეცდომის აღიარებასაც უნდა ღირსების გარკვეული დონე(ეხლ;ა იტყვი უღირსო გგონივარო )
ვორნი საქმეს ვერ ჭრის ბიძიკო ვერააა.......
პატივისცემით
Lenus
არც მე მიფიქრია რო მეგობრები ვართ და არც მინატრია. უბრალოდ ფორუმში არ ვართ მტრები და ამის თქმა მსურდა მაგით.
უკაცრავად, მაგრამ მე მგონის ზაქის მჭამელობა და მეფის სუფრის ეტიკეტი თემის შესავალ სტატიაში არ იყო ხსენებული, "ოპონენტებმა" გაუსვეს ამას ხაზი, რასაც შემდეგ მტკიცება მოყვა. ბოლოში კი თემის ავტორს ბრალდება მეფის "არა ნაყროვანების" მტკიცებით თემის წაყვანა.
მე არც ლენუსს ვიცნობ აქ და არცერთ თქვენგანს, ყველას ერთნაირად გცემთ პატივს, მიკერძოება და რამე მსგავსი გამორიცხეთ, სულ ამტკიცებთ "ჩემი აზრი, ჩემი აზრი" და მეც ვწერ ჩემს აზრს, მომიტევეთ, მაგრამ როგორც ჩანს "ავტორიტეტების" გავლენაა ასეთი პოსტები.
დავწეროთ ჩვენი აზრი და დავასახელოთ წყარო, ისტორიკოსების ნდობა-უნდობლობაც ცხადია ჩვენი საქმეა, მაგრამ საწინააღმდეგო აზრი ჯობია მოვიყვანოთ მაშინ ჩვენთვის უფრო სარწმუნო ისტორიკოსის ნაშრომიდან, თორემ მთელი თემა პირადულზე გადავიდა.
მე სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე წყაროებიდან მოყვანილ ციტატებს და არგუმენტებს, და თემის, ფორუმის დანიშნულებაც ესაა... ჩემი აზრით.
პ.მ. მე არ ვარ განსწავლული ამ საკითხში, ამიტომ თქვენ გისმენთ . გთხოვთ "მოგვასმენინოთ" ფაქტები.
მადლობთ
თუ სუფრაზე "გათავებული" ზაქი ფაქტია, მაშ რატომ არ შეიძლება იყოს მისი ანუ ყბადაღებული ზაქის "სტუმრებზე განაწილება" ფაქტი და მხოლოდ სუბიექტური აზრი? ეგებ მთლიანი ზაქის შეჭმაც სუბიექტური აზრია? ან ამ მეფის მთელი ავ-კარგი მისი ჭამა-სმის ჩვეულებებია? მე ვინ ვარ, ამატორიც არ ვარ ისტორიაში...
პირადულის გარჩევასა და საკმაოდ ცუდ კამათში გადავიდა თემა.
ეს კი მე მგონი არანაირად არ რგებს საკითხზე მსჯელობას და რაიმეს გარკვევას.
არანაირად არ ვფიქრობ რომ გიორგი ისეთი მეფე იყო როგორსაც დღეს ვინატრებთ, ეს ზემოთაც ავღნიშნე, მაგრამ თუნდაც ,,ზაქს" ათავებდა, ეს რამეს ცვლის კერძოდ?
მხატვრულ ლიტერატურაში ხსირად გვხვდება მეტ- ნაკლებად დამახინჯებული ფაქტები, ამიტომ ისინი არგუმენტებად არ გამოგვადგება,
უკეთესია დოკუმენტური მასალა მოვიყვანოთ და ისე ვამტკიცოთ
ჩვენი სიმართლე.
ეგებ უუნარო მეფეც იყო, მაგრამ ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ გარს უამრავი ტახტის მაძიებელი ეხვია და ყველანაირად ცდილობდნენ ნებისმიერი შემთხვევა თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ.
ეს თუ უუნარო იყო, სამაგიეროდ დიდი უნარით დაჯილდოებული გვყავდა ავ-დავითი და რა სიკეთე მოუტანა მან ქვეყანას?
ბოროტების, ჩაგვრის და სიბილწის მეტი არაფერი.
ამიტომ ცალსახად ნუკი განვიხილავთ საკითხს.
მივყვეთ და დავწეროთ რა იყო გიორგის მეფობის დროს კარგი, ან ცუდი.
თორემ თუნდაც მთელი ,,ზაქის" ჭამა, მის საწინააღმდეგოდ მოყვანილი ვერაფერი არგუმენტია.
გაიხარეთ.
ვა. ლენუს პოსტის წაშლა ისწავლე ვეჟო?
ბიჭეებოოოოოო გიხარიათ?
აბა მიდი, პოსტებიც წაშალე. დაერიე შენებურად.
მეფე გვინდა , გიორგი მეცამეტე!!!!!!! ბუდა სადაა თორე ხო გამოუშვებდა უკვე
ბანით პრობლემა არ იხსნება გენაცვალე.
მოიხსნება ბანი და ისევ გაგღძლედება. რას იზამ ასეთია წუთისოფელი
თქვენ აქ არჩევთ ვინ უფრო მეტი იცის თუ რა არის ეს?2პოსტიდან ერთი პირადულია შეურაწყოფა არ არის ლამაზი ჯობია თემაზე იალაპარაკოთ რადაგან ზოგს აქვს ინტერესი და ადევნებს თვალს,ნუ დაუკარგადვთ თემაში შემოსვლის სურვისლს!
მასწავლეთ ასაქაჩი დიდ მოცულობის ლინკი და პლატონ იოსელიანის წიგნს დავდებ აქ -
(ლენუსმა გამომიგზავნა სხვათაშორის )
link.ge-ზე წიგნი არ დაეტია.
lenus
[/quote]
რაპიდის ზუსტი ლინკი მომეცით.
ლენუს ჩვენ მეგობრები ვართ (დაუსწრებლად)
მე ხომ მახსოვს.
http://forum.gol.ge/index.php?showtopic=44981&st=40
http://forum.ge/?act=idx
nini_1
თუ მასწავლით რომელ ლინკზე ავტვირთო - აქვე დავდებ ამ წიგნს
tamara
ისეთი ლინკი მინდა საძღვარგარეთ მცხოვრებსაც რომ შეეძლოს იოლად გადმოწერა. თორემ ქართული ლინკებიდან ძალიან მიჭირს, სამწუხაროდ არა ვარ საქართველოში.
ლენუს რაპიდი კარგი იქნება, მანდედან შედარებით იოლად ვიწერ.
შენ ოღონდ ატვირთე და პირობას გაძლევ რომ აუცილებლად წავიკითხავ.
Tamara
კი შევედი მაგ ფორუმზე წიგნიც ვნახე, მაგრამ სამწუხაროდ გვერდების საკმაო რაოდენობას არ მიხსნის.
გიორგი XII ზოგიერთი ვარიანტით გიორგი XIII საქართველოს ისტორიაში გამორჩეული მეფეა, თუნდაც იმით, რომ ის იყო ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე. როგორც ისტორიული წყაროებიდანაა ცნობილი იგი მართლაც ღრმად მორწმუნე პიროვნება იყო, რაც ჩემში პირადად მისადმი სუბიექტურად დადებით განცდებს აღვიძებს. გარდა ამისა როდესაც გიორგი XII-ს, როგორც პოლიტიკურ მოღვაწეს უარყოფითად შევაფასებდეთ, მანამდე უნდა განვიხილოთ ის თუ რა პირობებში უხდებოდა მას მეფობა. ქართლ-კახეთი გეორგიევსკის ტრაქტატის მეშვეობით რუსეთის იმპერიის "მფარველობის" ქვეშაა შესული, გარდა ამისა ქვეყანას გადატანილი აქვს აღა-მახმად-ხანის გამანადგურებელი შემოსევა, ასევე ერეკლე II-ის არასწორი პოლიტიკური ნაბიჯის გამო, როდესაც მან თავის შვილებს საუფლისწულოები გამოუყო, ეს უკანასკნელნი არც ერეკლეს და მითუმეტეს არც თავიანთ ნახევძმას არ ემორჩილებოდნენ. სამწუხაროდ გიორგის არ აღმოაჩნდა საკმარისი ძალა და რესურსები, რომ ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობის სტაბილიზაცია მოეხდინა. გარდა ამისა, გიორგი XII-ის დროს გააქტიურდნენ ლეკები, რომლებიც თავიანთი შემოსევებით ასუსტებდნენ ქვეყანას. აქედან გამომდინარე ჩემი მოკრძალებული აზრით გიორგის შეფასება ცალსახად უარყოფით პოლიტიკურ ფიგურად არ არის გამართლებული, რადგან უნდა გავითვალისწინოთ ის ვითარება, რომელშიც მას მოღვაწეობა უხდებოდა. რაც შეეხება ხედმეტ სახელ "ზაქიჭამიას", როგორც ისტორიკოსებმა (მამია დუმბაძემ და შოთა ხანთაძემ) დაადგინეს ეს მეტსახელი გაავრცელეს გიორგის ნახევარძმებმა, რითაც სურდათ მისი პიროვნების შებღალვა ქართლ-კახეთის მოსახლეობაში.
Lenus
მიშა მე მოვიყვანე...
ჩემთანაც შემოიხედეთ ხოლმე ყმაწვილებო,
http://forum.gol.ge/index.php?showforum=88
გიორგის ავადმყოფოფის საკითხი ჯერ ჯერობით ჩემს გეგმებშია
სამწუხაროდ დაკავებული ვიყავი სხვა არანაკლებ საინტერესო ამბებით
(მიშამ იცის )
LENUS გაიხარე, დიდი მადლობა, გადმოვწერე წიგნი, წავიკითხავ აუცილებლად,
TAMARA
ასევე დიდი მადლობა, შევედი შენს მინიშნებულ ფორუმზე, წიგნიც ვნახე, როგორც იქნა გამიხსნა წესიერად, ეტყობა ჩემი ინეტის ბრალიც იყო, რომ არ ხსნიდა კარგად. გადმოვიწერე წინამდებარე გვერდები, გაგრძელებას ველოდები.
..............
..............
მე წყნარად ვარ და არც ვჩხუბობ უბრალოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ და ეგ არის !
ამასთან დავითVI დავითVII და დემეტრე II თავისი ნებით არ ჩაუბარებიათ
ქვეყანა მონღოლებისთვის გიორგისგან განსხვავებით!
არასწორ აზროვნებას რას უწოდებ?
ვინ და რომელ ქვეყანაში ამართლებს მონარქს ვინც მის ქვეყანას სხვას აბარებს და ისიც იმას ვინც იქ იარაღით არ შემოდის?
ან რაშუაშუა აქ იმერეთის კახეტის და ხსვათა მეფეები რა ისინი ოსმალებს, და ირანელებს საქართველოში ეპატიჟებოდნენ?
არ ვიცი ეს ჩემი აზრია ბოდიში თუ რამე მკვახედ გამომივიდა!
..............
შეწყვიტეს ბრძოლა იმიტომ რომ გაგრძელებას არ ქონდა აზრი,
რაც შეეხება როსტომ მეფეს მას საკმაოდ დიდი უფლებები ჰქონდა და
მას საქართ. მეფეს უწოდებდნენ ანუ მეფობა არ იყოგაუქმებული ადმინისტრაციაც კი სუფთა ქართული იყო მხოლოდ სახელწოდებები შეეცვალა თანამდებობებს აზრიტ იგივე დარჩა ყველაფერი შიდა საქმეებში
ქართლს ავტომნომია ქონდა და საგარეო პოლიტიკასიც კი როსტომი ირანის გვერდის ავლით რუსეთთან ამყარებდა კონტაქტს რაც დაუშვებელი იყო, მაგრამ ხდებოდა იმიტომ რომ ტახტზე ქართველი იჯდა რომელიც ირანის დასუსტების შემთხვევაში მის უღელს მოიხსნიდა და ამას უკვე მაშინ ცდილობდა როცა ირანი ჯერ კიდევ ძლიერი იყო.
შენი აზრით დავითVI დავითVII და დემეტრე II ჩააბარეს საქ. მტერს ?
მომიყვანე წყარო რომელიც თუნდაც გაკვრით მაინც დაადასტურებდა იმას რომ მათ მეფობაზე აიღეს ხელი? ასე წყარო არ არის პირიქით ეს მეფეები (დავით VII ნაკლებად) სულიერადაც და პიროვნულადაც ძლიერი მართველები იყვნენ ასე რომ გიორგი XII მე მათ ვერ შეუდარებ,
რომელმაც კრიტიკულ დროს სრულიად არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რამაც დღემდე რუსებს ის კოზირი მისცა რომ მათი ანექსია გაემართლებინათ 1801-2 წლების!
..............
sable
..............
..............
..............
გეორგიევსკის ტრაქტატი ცალკე თემაა და მას გიორგი XII პოლიტიკის
შეფასებასთან საერთო არაფერი აქვს რაც შეეხება დავით ნარინს არც ჯავახიშვილის III არის წყარო და ივანე არც არაფერს წერს იმის შესახებ რომ ნარინმა
ნახევარი სამეფო მონღოლებს ჩააბარაო. საერთოდ ეგ საკითხი ჯავახიშვილის შემდეგ შეისწავლა (უცნობი სომხური წყაროები ანალიზის ფონზე და ცნობილიქართული და აღმოსავლური წყაროების მოშველიებით)
ნ. ასათიანმა პრობლემა იქ იმაში მდგომარეობდა რომ როდესაც ორი დავიტი მეფეებად 1246 წ. დაამტკიცეს და საქართველოში 1247 ჩამოვიდნენ
მასინვე დაიწყო მხადება მონღოლების უღელის დასამხობად თბილისში უზარმაზარი 1000 დიდებულისა და მათი თანხმლები პირების შეკრება (დარბაზობა ) შედგა თუნმა მისი დეტალები ისე გამჟღავნდა რომ
მათი დიდი ნაწილი დაააპატიმრეს ამის შემდეგ იწყება ახლაი შეთქმულება 1248 წ. რომელსაც ნარინი ჩაუდგა სათავესი მაგრამ მონღოლებმა ისიც დააპატიმრეს და მან მხოლოდ 1249 წელს შეზლო გაპარვა და ფაქტობრივად მარტომ 2 კაცის თანხმლებით და სუბახტ ორბელიანი დახმარებით რომელსაც ''ქრტამის'' სახით სამეფო ბეჭედი გადასცა დასავლეთ საქართველოში გადავიდა სადაც მონღოლური ჯარი არ იდგა და იქაური დიდებულები წინასწარვე შეთანხმებულები იყვნენ აღმოს. გადმოსვლეზე რაც არ განხორციელდა ამის მერე მონღოლებმა დაახ. 1250 წელს არღუნ ნოინი გაგზავნეს დასავლეთში რომელმაც მართალია ნარინის ჯარი დაამარცხა მაგრამ არმია არ ეყო რომ იმერეთის ვიწრობებსი ფართომაშტაბიანი ოპერაცია ეწარმოებინა ასე რომ ახალი ჯარი მოითხოვა ჩორმაღანისგან რაც არ მიუღია და ამის გამო მონღოლები დასავ. საქ. არ შესულან. სამაგიეროდ აღმოსავ/ დავით ლაშას ძე დაამტკიცეს მეფედ და ამით საქ. დაყვეს.
რაც შეეხება ალექსანდრეს მას მართლ არ სწირდებოდა გიორგის დასტური მაგრამ მან რუსეტის ქმედებას ლეგიტიმურობა შესძინა გიორგის ქმედებამ რაც მისი უუნარობით იყო გამოწვეული ემარტა საქართველო, ხოლო რუსეთის აქ შემოსვლა საბოლოო ჯამში ერეკლესა და მისი შვილის არასწორი პოლიტიკის შედეგი იყო, რომლებმაც ის ელემენტარული
ვერ გაითვალისწინეს, რომ რუსეთი აქ დასახმერებლად კი არა დასაპყრობად მოდიოდა, მათი პოლიტიკა იყო გულბრიყვილობა და მეტი არაფერი ანუ რუსეთისადმი ბრმა ნდობა .
..............
sable
..............
sable
აქ რა წავიკითხე?!
რავა განუდიდებიათ გიორგი XII
..............
..............
..............
..............
..............
..............
..............
..............
..............
lenus
ტრაქტატის ქართული ვარიანტი მგონი შენ გაინტერესებდა, კი მაქვს და დავდებ ნელ-ნელა.
ადრე ტრაქტატზე თემა კი გვქონდა გახსნილი, იქ ჩამოვწერე ქართული მხარის, კერძოდ ერეკლეს მოთხოვნები და აგრეთვე რის შესრულებასაც იღებდა თავის თავზე.
შემდეგ ეკატერინე მეორემ თითქოს ოდნავ შეარბილა ერეკლეს მიერ აღებული ვალდებულებები და რმოდენიმე პუნქტში შეიტანა ცვლილება.
იყო შესაძლებლობა 1772 წელს გაფორმებულიყო ტრაქტატი, მაგრამ 11 წლით დაგვიანება, როგორც მკვლევარები წერენ განპირობებული იყო რუსეთის საგარეო ვითარებით.
11 წლის შემდეგ კიდევ შეიტანეს ტრაქტატის ტექსტში ცვლილებები.
რუსული მხარისთვის გადაცემული ქართული დედანი (რუსული თარგმანითურთ) რუსული საგარეო პოლიტიკის არქივშია დაცული.
ხოლო ქართული მხარისთვის გადაცემული რუსული დედანი (ქართული თარგმანითურთ) არ იყო აღმოჩენილი.
ტრაქტატის პირველ დოკუმენტს, მის 13 მუხლს (არტიკულს) წინ უძღვის პრეამბულა, სადაც მოკლედ ჩამოყალიბებულია ხელშეკრულების ან ,,მეგობრობის პირობის'' დადების მოტივები.
პრეამბულაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ოდითგანვე აწუხებდა მეზობელი ქვეყნები და და რუსეთმა არაერთგზის აღმოუჩინა მას დახმარება, ხოლო ახლა შევთანხმდით, რომ ქართლ-კახეთის მეფე სცნობს რუსეთის ხელმწიფის უზენაეს ხელისუფლებას, ხოლო რუსეთი დაიცავს ქართლ-კახეთს გარეშე მტრებისაგანო. შემდეგ დახასიათებულია მხარეთა მიერ დანიშნული სრულუფლებიანი წარმომადგენლები და ქვემოთ 13 მუხლად (არტიკულად) ჩამოყალიბებულია შეთანხმების პირობები, რომელთა შინაარსს შემდეგ პოსტში გავაგრძელებ.
ინფორმაცია ამოკრებილია საქართველოს დიპლომატიის ისტორიის ნარკვევებიდან.
ვაგრძელებ ტრაქტატის თემას, უფრო სწორედ ტრაქტატს. წყარო იგივეა რაც ზედა პოსტში დავწერე.
1) ქართლ-კახეთის მეფე, ,,სახელითა თვისითა, მემკვიდრეთა და მენაცულეთა თვისითა: საზეიმოს (,,დღესასწაულობით'') და საქვეყნოდ აცხადებს, რომ იგი ამიერიდან სამუდამოდ უარს ამბობს ცნოს ირანის ან რომელიმე სხვა ქვეყნის ხელმწიფის უზენაესი ხელისუფლება და მფარველობა, გარდა რუსეთის იმპერიისა და მისი მემკვიდრეებისა, აღუთქვამს მათ ერთგულებას.
2) რუსეთის იმპერატორი თავისი და მემკვიდრეთა სახელით აღუთქვამს ერეკლე მეფეს, რომ იგი სამუდამოდ გაუწევს მფარველობას ქართლ-კახეთის სამეფოს და დაიცავს მას გარეშე მტრებისაგან იმ სამფლობელოების ჩათვლით, რომელთაც ერეკლე თეიმურაზის ძე, ვითარების წყალობით მომავალში შემოიერთებს, რომლებიც მასვე დაუმკვიდრდება. (მუხლი2)
3) როდესაც ერეკლეს მემკვიდრეები გახდებიან მეფეები, უმალ აუწყებენ რუსეთის მთავრობას და რუსეთის მთავრობა უგზავნის მათ სამეფო ნიშნებს და იღებენ ერთგულების ფიცს; ამ წესს აღასრულებს ერეკლე მეფეც (მუხლი3)
4) ერეკლემ (შემდეგ მისმა მემკვიდრეებმაც) უცხო ქვეყნებთან მიმოწერა რუსეთის მინისტრთან (წარმომადგენელთან) და ,,კავკასიის ხაზის'' სარდალთან უნდა შეათანხმოს (მუხლი 4)
5) ერეკლე მეორეს რუსეთის სამეფო კარზე ეყოლება თავისი მინისტრი, ან რეზიდენტი, რომელიც მეფის საჭიროებაზე მოახსენებს რუსეთის მთავრობას, იგი უფლებებით გათანაბრებული იქნება სხვა მფლობელ მთავართა მინისტრებთან, ხოლო რუსეთის მთავრობას ქართლ-კახეთის სამეფო კარზე ეყოლება თავისი მინისტრი (წარმომადგენელი). (მუხლი5)
6) რუსეთის იმპერატორი, რომლის უზენაესობა აღიარა ქართლ-კახეთმა და მიიღო ეს უფლებები, თავისი და მემკვიდრეების სახელით აღუთქვამს მას, ქართლ-კახეთს: ა) ქართული სამეფოს მოსახლეობას თვლის იმპერიასთან მჭიდრო კავშირში მყოფად, ამიტომ დაიცავს მას გარეშე მტრებისაგან და მათ მტრებს საკუთარ მტრად ჩათვლის, ხოლო თურქეთთან, სპარსეთთან და სხვა ქვეყნებთან დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებები მათზეც ვრცელდება; ბ) ერეკლესა და მის შთამომავლებს ,,დაიცავს უცუალებლად სამეფოთა ზედა ქართლისა და კახეთისა''. გ)ქვეყნის საშინაო საქმეები--მმართველობა, სასამართლო და მსჯავრი, გადასახადების აკრეფა, ქართლ-კახეთის მეფის სრული ნება და სარგებელიც მისია; რუსეთის მთავრობა აუკრძალავს თავის სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლებს ქართლ-კახეთის საშინაო საქმეებში ჩარევას (მუხლი 6)
7) ერეკლე, რუსეთის იმპერატორის აღთქმის პასუხად, თავისი და მემკვიდრეების სახელით ვალდებულებას კისრულობს: ა) ყოველთვის მზად იყოს თავისი ჯარით რუსეთის იმპერატორის სამსახურზე; ბ) რუსეთის მოხელე დიდკაცებთან მუდმივი მიმოწერა ჰქონდეს და ასრულებდეს მათ მოთხოვნას და დაიცვას რუსეთის ქვეშევრდომები შევიწროებისა და შეურაცხყოფისაგან; გ)თანამდებობის პირთა დანიშვნის, თუ მათი დაწინაურებისას, გაითვალისწინებს რუსეთის იმპერიის წინაშე მათ დამსახურებასაც (მუხლი 7);
8)ქართლ-კახეთის კათალიკოსო უწმინდესო სინოდის წევრი ხდება და იგი რუსეთის ეპისკოპოსებს შორის იკავებს მერვე ადგილს (ტობოლსკის ეპისკოპოსის შემდეგ); თუმცა ქართლ-კახეთის საეკლესიო მართვისა და სინოდთან ურთიერთობის თაობაზე ცალკე შეთანხმება უნდა მოხდეს (მუხლი8);
9) ქართველი თავადაზნაურობა უფლებებით უთანაბრდება რუსეთისას, სათანადო პატივი რომ მიაგონ რუსეთში ჩასვლისას ერეკლესგან ითხოვენ სიას (მუხლი 9);
10) ქართლ-კახეთის მცხოვრებთ უფლება აქვთ გადასახლდნენ რუსეთში და სურვილისამებრ დაბრუნდნენ სამშობლოში, ხოლო ქართველ ტყვეებს, რომლებიც გამოხსნილინი იქნებიან სპარსეთის ან თურქეთის ტყვეობიდან, სურვილისამებრ უფლება ეძლევათ დაბრუნდნენ სამშობლოშო, ოღონდ გამოსასყიდი და გზის ხარჯები უნდა დაფარონ, ასეთივე წესი ვრცელდება საქართველოს მეზობელთაგან ტყვეობიდან გამოხსნილ რუსებზეც (მუხლი 10)
11) ქართლ-კახეთის ვაჭრებს უფლება ეძლევათ ივაჭრონ რუსეთში და იქ ისარგებლონ იმავე უფლებებით, რომლებითაც რუსეთის ვაჭრები სარგებლობენ, ხოლო რუს ვაჭრებს ეძლევათ ისეთივე უფლება საქართველოში, აგრეთვე საქართველოს გზით მეზობელ ქვეყნებში სავაჭროდ გამგზავრებისა (მუხლი11);
12) ხელშეკრულება იდება საუკუნოს (სამუდამოდ), მაგრამ თუ საჭირო აღმოჩნდება რომელიმე მუხლის შეცვლა, ან დამატება მხარეთა სასარგებლოდ, საჭიროა ორივე მხარის თანხმობა (მუხლი 12);
13) ტრაქტატის რატიფიკაციისა და გაცვლის ვადად წესდება 6 თვე, თუ შესაძლებელი იქნება, ადრეც (მუხლი 13);
ტრაქტატის პირველ დოკუმენტს (ძირითად მუხლებს), რომელიც დაიდო გეორგიევსკში 1783 წლის 24 ივლისს, ხელს აწერენ: გენერალი პავლე პოტიომკინი, თავადი იოანე ბაგრატიონი და თავადი გარსევან ჭავჭავაძე, დასმული აქვს მათი ბეჭდები.
დამოუკიდებელი დოკუმენტის სახით გაფორმდა 4 სეპარატული (ცალკე) მუხლი (არტიკული), რომელთა შინაარსი ასეთია:
1) ქვეყნის უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, ერეკლეს ევალება მეგობრულ ურთიერთობაში დარჩეს სოლომონ იმერთა მეფესთან, ხოლო უთანხმოების ჩამოვარდნის შემთხვევაში, უნდა დაემორჩილოს რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებას (მუხლი 1);
2) ქართლ-კახეთის დასაცავად რუსეთმა საქართველოში უნდა გამოგზავნოს თავისი ჯარის 2 ბატალიონი 4 ზარბაზანით (მუხლი 2);
3) რუსეთის ,,მესაზღვრე უფროსი'' (კავკასიის ხაზის სარდალი) უფლებამოსილია იმპერატორისაგან, ომის შემთხვევაში შეუთანხმდეს ერეკლეს ისეთი ზომები მიიღოს ქართლ-კახეთის დასაცავად და მტირის წინააღმდეგ სამოქმედოდ, როგორც საჭიროა საერთო მტრის წინააღმდეგ სამოქმედოდ, ხოლო თუ ქართლ-კახეთის ჯარი იმპერატორის სამსახურში იქნება გამოყენებული, ხარჯი რუსეთმა უნდა გაიღოს (მუხლი 3);
4) რუსეთის იმპერატორი აღუთქვამს ერეკლე მეფეს, რომ ომის დროს ეცდება იარაღით, ხოლო დაზავებისას მოლაპარაკების გზით დაუბრუნოს ქართლ-კახეთს მტრისაგან მიტაცებული მიწები, რომელიც ადგილობრივი (ქართლ-კახეთის) მეფის გამგებლობაში დარჩება (მუხლი 4).
სეპარატული მუხლები გაფგორმდა გეორგიევსკში 1783 წლის 24 ივლისს, მას ხელი მოაწერეს ზემოთ ხსენებულმა წარმომადგენლებმა და დაუსვეს თავიანთი ბეჭდები.
კიდევ გავაგრძელებ შემდეგ პოსტში დანარჩენს.
ისევ ტრაქტატის გაგრძელება
ცალკე დოკუმენტის (მესამე დოკუმენტი) გაფორმდა ფიცის ნიმუში (,,სახე''), რომელიც ერეკლეს უნდა მიეღო ტრაქტატზე ხელმოწერის შემდეგ. იგი შეთანხმებული იქნა გეორგიევსკში 1783 წლის 24 ივლისს, ხელი მოაწერეს და ბეჭედი დაუსვეს პავლე პოტიომკინმა, იოანე ბაგრატიონმა და გარსევან ჭავჭავაძემ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე, თავისი და თავისი მემკვიდრეების სახელით აღუთქვამდა რუსეთის იმპერატორს, მის ძეს პავლეს და ყიველ კანონიერ მემკვიდრეს რუსეთის ტახტისას, რომ იქნება ერთგული რუსეთის იმპერატორისა და აღიარებს მის უზენაეს ხელისუფლებასა და მფარველობას, უარყოფს სხვა სახელმწიფოთა უზენაეს ხელისუფლებას და მფარველობას, რუსეთის მთერს თავის მტრად შერაცხს.
დასასრულ, მეოთხე დოკუმენტი, ე.წ. ,,შესასრულებელი არტიკული'' ანუ დამატებითი მუხლი ეხება ქართლ-კახეთის მეფგის კურთხევის წესს. აქ აღნიშნულია, რომ რაკი ქარტლ-კახეთის მეფეები ძველთაგან სამეფო ტახტზე გვირგვინით იმყოფებოდნენ და მირონცხებას იღებდნენ, რუსეთის იმპერატორი ნებას რთავს ასეთივე წესით ეკურთხონ, მაგრამ, ამის გარდა, რუსეთის იმპერატორი გამოუგზავნის მას ინვესტიტურას და ჩვეულებრივ სამეფო გვირგვინს. როგორც ხელშეკრულებითაა განსაზღვრული, მეფე მიიღებს მას და ატარებს. ერეკლე თავისი და თავისი მემკვიდრეების სახელით აღუთქვამს, რომ ამ წესს აღასრულებენ ერთგულების ფიცის მიღების შემდეგ.
ეს მუხლი ხელმოწერილია ხელმოწერილია ხსენებულ წარმომადგენელთა მიერ და დასმული აქვს მათი ბეჭდები, ოღონდ ხელმოწერის თარიღია 1784 წლის იანვარი და ხელმოწერის ადგილად მინიშნებულია ქ. თბილისი. თუმცა როგორც ცხნობილია, პავლე პოტიომკინი 1784 წლის იანვარში თბილისში არ ყოფილა. ამასთან, საქმეში იქვე დაცულ დამატებითი მუხლის რუსულ ,,თარგმანს'' თვე, რიცხვი და ხელმოწერის ადგილი მინიშნებული არა აქვს. როგორც ირკვევა, ეს მუხლი, გეორგიევსკში იქნა შეთანხმებული, მაგრამ წარმომადგენლებმა ხელმოწერისაგან თავი შეიკავეს, სანამ მათი სუვერენები არ გადაწყვეტდნენ საკითხს. ჯერ ეკატერინემ დაამტკიცა იგი და პოლკოვნიკმა ტამარამ 1783 წლის დეკემბერსი ჩამოუტანა პავლე პოტიომკინს, რომელმაც რუსული დედანი შეადგინა, ხელი მოაწერა და საქართველოში გამოგზავნა, თან პოლკოვნიკ ტამარას დაავალა, რომ ეთხოვა ერეკლე მეფისთვის ,,чтоб он приказал сей артикул бывшим полномочним подписать и такой же иаписать (იგულისხმება ქართულ ენაზე) за их печатми и подрисью ко мне доставить'', ასე რომ ქართული ტექსტი რუსული ტექსტის ადეკვატური (რომელიც საქართველოში დარჩა), დაიწერა თბილისში 1784 24 იანვარს და საქართველოს წარმომადგენლებმა (ი. ბაგრატიონმა და გ ჭავჭავაძემ ), ერეკლეს მიერ სარატიფიკაციო სიგელის ხელმოწერის დღეს მოაწერეს ხელი (ასევე რუსულ ეგზემპლარსიც, რომელიც საქართველოში დარჩა). 25 იანვარს ყოფილმა ქართველმა ელჩებმა და პოლკოვნიკმა ტამარამ ტექსტები გაცვალეს (ქართული პოლკოვნიკმა ტამარამ ჩაიბარა, ხოლო რუსული --ი. ბაგრატიონმა და გ. ჭავჭავაძემ), ხოლო პავლე პოტიომკინს, ტამარას თბილისიდან დაბრუნების შემდეგ მოუწერია ხელი (თარიღი ძველი, თბილისში ხელმოწერის დრო დაუტოვებია). ამიტომაა, რომ დამატებითი მუხლის ქართული ტექსტი გაფორმებითAც და ხელითაც განსხვავდება ტრაქტატის დედანის დანარჩენი დოკუმენტებისაგან, იგი იმავე ხელითაა ნაწერი, რომლითაც ქართული სარატიფიკაციო სიგელი.
1783 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში საქართველოში დაბრუნდნენ, რასაც სიხარულით შეხვდნენ. პოლკოვნიკი ს. ბურნაშოვი თავად გრ. პოტიომკინს წერდა: ერეკლე ტრაქტატით ზალზე კმაყოფილია, დიდებულები მასში საკუთარ სარგებლობას ხედავენ. ხალხი ადიდებს მარჯვენას, რომელიც მას ლეკებისაგან დაიცავსო. 1783 წლის 20 აგვისტოს ერეკლემ ტრაქტატზე ხელმოწერის აღსანისნავად საზეიმო ცერემონიალი დანიშნა. ზეიმზე პოლკოვნიკი ს. ბურნაშოვი მოიწვია. 9 საათზე ხალხი სიონის ტაძართან შეიკრიბა, ხოლო 11 საათზე მეფე უფლისწულებითა და დიდებულებით მოვიდა. წირვა გადაიხადეს. შემდეგ მეფემ წვეულება გამართა, სალუტი მისცეს, ხოლო საღამოს მეფის სასახლე და მთელი ქალაქი გაჩირაღდნებული იყო. მხიარული ხალხი მთელი ღამე ქუჩაში დადიოდა. ზეიმზე გაიოზ არქიმანდრიტმა წარმოთქვა სიტყვა, რომლის ტექსტი რუსეთში გაგზავნეს.
1783 წლის აგვისტოში ტრაქტატის დედანი პეტერბურგში ჩაიტანეს. იგი მოიწონეს და განკარგულება გასცეს მისი დაბეჭდვის თაობაზე. ტრაქტატის ძირითადი ტექსტი --13 მუხლი მალე სტამბური წესით დაიბეჭდა რუსულად ,,ქვეყანაში გამოსაცხადებლად'', რუსეთის საელჩოებსაც გაუგზავნეს უცხოეთში. 1783 წლის 21 სექტემბერს ეკატერინე მეორემ მოახდინა ტრაქტატის, ანუ როგორც იგი წერდა, ,,მეგობრობის ხელშეკრულების'' რატიფიკაცია და საქართველოში გამოაგზავნეს.
1783 წლის ოქტომბერში რუსეთის ჯარის 2 ბატალიონი, როგორც ეს ტრაქტატით იყო განსაზღვრული, საქართველოში შემოვიდა. 3 ნოემბერს ისინი თბილისის გარეთ ვაკე მინდორზე, ქალაქიდან 3 ვერსზე (ალბათ, საბურთალოზე, დღევანდელი სპორტის სასახლის ახლოს) პოლკოვნიკმა ბურნაშოვნა საპარადოდ მოაწყო და ერეკლეს წარუდგინა, ხოლო 4 ნოემბერს ბურნაშოვმა ერეკლეს წარუდგინა რუსის ჯარის ობერ და შტაბ ოფიცრები.
1783 წლის დეკემბერში პოლკოვნიკი ტამარა პეტერბურგიდან გეორგიევსკში ჩავიდა, საიდანაც 26 დეკემბერს პავლე პოტიომკინმა ტრაქტატის რატიფიცირებული რუსული ტექსტიტ, სამეფო ნიშნებით და საჩუქრებით თბილისისაკენ გამოისტუმრა.
1784 სლის 17 იანვარს პოლკოვნიკი ტამარა თბილისში ჩამოვიდა და 22 იანვარს ერეკლეს წარუდგა.24 იანვარს ერეკლემ ტრაქტატიოს რატიფიკაცია მოახდინა (სარატიფიკაციო სიგელს ხელი მოაწერა), 25 იანვარს რუსი მოხელეების (ბურნაშოვისა და ტამარას) თანდასწრებით რუსეთის ერთგულების ფიცი მიიღო, რის შემდეგ ვახტანგ ბატონიშვილმა და პოლკოვნიკმა ტამარამ სარატიფიკაციო სიგელები გაცვალეს. ხოლო ი. ბაგრატიონმა და გ. ჭავჭავაძემ, როგორც ზემოთ ითქვა, დამატებითი მუხლი გაუცვალეს პოლკოვნიკ ტამარას.
გეორგიევსკის ტრაქტატი ძალაში შევიდა.
საქართველოში ადრე გამოგზავნილი პოლკოვნიკი ბურნაშოვი, რომელმაც 1783 წლის ნოემბერში რუსეთის ჯარის 2 ბატალიონიც ჩაიბარა, 1784 წლის 25 იანვრიდან ოფიციალურად შეუდგა საქართველოსო რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის (რეზიდენტის, მინისტრის) ფუნქციის შესრულებას, ხოლო 1784 წლის 29 იანვარს ერეკლე მეორემ ქართლ-კახეთის სამეფოს წარმომადგენლად (რეზიდენტად, მინისტრად) რუსეთის სამეფო კარზე თავადი გარსევან ჭავჭავაძე დანიშნა.
სულ ეს იყო რაც ამოვკრივე ტრაქტატთან დაკავშირებით.
ინფორმაციის წყარო იგივეა რას ზედა პოსტებში.
lenus
კარგად გაარკვიეთ რომელი ტრაქტატი, უშუალოდ ერეკლეს დროინდელი თუ მისი მემკვიდრის დროს შეცვლილი?
როცა სათქმელი არაფერი აქვთ, იმიტომაც გარბიან... ცინიზმი და ხელმოწერა აქ არაფერ შუაშია...
1200 დაქირავებული ლეკი ვინ მოიყვანა საქართველოში? ჯარი არ ყავდა და იძულებული იყო 1200 ლეკი დაექირავებინა მცველად, რადგან საკუთარი ძმების შეეშინდა. თანაც ვინ იყო მამის ანდერძი რომ დაარღვია? ახლა არ მითხრა არ ვიციო. იგი ზაქიჭამია იყო როგორც პირდაპირი ისე ირიბი მნიშვნელობითაც...
წყარო გნებავთ ამ ზემოქმულის დასამტკიცებლად? ინებეთ: "საქართველოს ისტორია" აკ. ჯანაშიასა და აკ. ნ. ბერძენიშვილის რედაქციით, შემდგენელ-რედაქტორი გ. მელიქიშვილი, 3 გამოც. (ეს სამაგიდო წიგნიდან, უცბად... )
პ.ს. თქვენ გგონიათ რომ საქარველოს ისტორია იცით? დამერწმუნეთ, ცდებით! არაფერიც არ იცით, არაკომპეტენტური პირი ბრძანდებით, მეჩხუბებით ყოვლად უაზრო და სულელური საბაბით, თვითონ გამოეკიდეთ ტერმინს , ფაქტია, რომ რაღაც არანორმალურად შეგსტკივათ გული გიორგი XII თუ XIII-ზე, და პლატონ იოსელიანზე, შემთხვევით იოსელიანი თქვენი გვარი ხომ არ არის? რავიცი, აბა სხვა რა უნდა ვიფიქრო თქვენი პოსტების შემხედვარე....
არ გაინტერესებთ, რატო მოგიყვანეთ ალ. ორბელიანის ციტატა? იმიტომ რომ თქვენ თვითონ ჭორის დონეზე დაყვანილი ცნობა დაწერეთ, არიქა თურმე ერეკლეს გიორგიზე ეს უთქვიაო, ანჩისხატის წინამძღვარს კიდევ ისო... აი მართლა თქვენ ხართ რაც ხართ.... საიდან იცით, ესეც პლატონ იოსელიანს უწერია? აბა მიდით და დადეთ შესაბამისი ციტატა.
ჯერ კიდევ გიორგი XIII სიცოცხლის წლებში გადაწყდა რომ ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმებულიყო და რუსეთს შეერთებულიყო და ეხლა ეს ვისი ბრალია, რათქმუნდა რუსეთის, აბა საქართველოს მეფის რა ბრალია, გარემოებამ არ შეუწყო ხელი,... ღმერთო ჩემო!!! რა "მეცნიერული" დასკვნებია.... და თუ გნებავთ კიდევ ერთსაც დაგიმატებთ, არ დაგინდობთ, ....
თურმე თქვენ იძახით
რა გჭირთ ხალხნო?
ვწერთ იმას რასაც ვკითხულობთ, თორემ ასე არც ერთს არ გვიცხოვრია მე-18 საუკუნეში და არც ერთს არა გვაქვს საქართველოს ისტორიის საფუძვლიანი ცოდნა, თან ის მცირედი, თუკი რამ ვიცით, ნამდვილად არ გვაძლევს უფლებას ერთმანეთის ვლანძღოთ და ისე გავიტანოთ ჩვენი ნათქვამი.
ეგებ რამეში არ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ საჩხუბარი არაფერია.
ვის გიორგი XII მოეწონება, ვის დავით აღმაშენებელი ნუთუ ეს კამათის საბაბია? ყველას თავისი აზრი და შეხედულება აქვს.
არ მინდა ვიფიქრო, რომ აქ პირადული წყენა და დაპირისპირება უფროა ვიდრე თემის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი.
ჩემი მისათითებელი და დასარიგებელი არავის არაფერი გჭირთ, მეც მაპატიეთ ამ პოსტისათვის, მაგრამ ჩვენს გარდა ბევრი შემოდის ვისაც საკითხი აინტერესებს, აქ კი ერთმანეთთან კინკლაობას უფრო ხედავს ვიდრე რამე სასარგებლოს.
ღმერთს ებარებოდეთ.
საჩხუბარი აქ მართლა არაფერია, მე პირადად არცერთის არც ლენუსის და არც ქეთინოს ლირიკა ერტმანეტის მიმართ არ მომეწონა არ არის საჭირო
ერთმანეთთან სჯობს უფრო კორექტულები ვიყოთ,
პს ამას არავის საწყენად არ ვამბობ!
რაც შეეხება გიორგი XII ზაქიჭამიობას მას ისტორიული სარჩული მართლა გააჩნია გიორგის მართლა ეძახდნენ ზაქიჭამიას და ხალხმა რომელსაც მეტი სახუმარო არაფერი არ ჰქონდა გიორგი XII-ს სიცოცხლეშივე ზაქიჭამია შეარქვა, ამას ხელს სხვათაშორის გიორგის გაბარიტებიც უწყობდა,[ის მსუქანი იყო].
ეს არის ისტორიული რეალობა და ქეთინომაც ამას გაუსვა ხაზი როცა გიორგი XII-ს დახასიათება გადაწყვიტა, საქმე იმაშია გიორგი რომ გიორგი მართლა ბევრს ჭამდა ზაქის ხორცს და ჭამდა არა იმიტომ რომ ზაქის დიდი მოყვარული იყო ან რაიმე მსგავსი, არამედ იმიტომ, რომ მას ღვიძლის დაავადება ჰქონდა რომელის სამკურნალოდაც სპეციალური დიეტა უნდა დაეცვა და მის ფარგლებში როგორც სამკურნალო საკვები ზაქის რბილი ხორცი {ეწ სუკი} ჰქონდა დანიშნული და ამის გამო იყო რომ გამუდმებიტ მას მიირთმევდა თუმცა როგორც უკვე ვთქვი მას ზაქის მხოლოდ ერთი
ნაწილი უნდა ეჭამა რაც ხალხმა ხუმრობით გაამუქა და მას ''ზაქიჭამია'' შეარქვა თითქოსდა ერთ ჭამაზე ერთ ზაქს ათავებსო რაც არ შეეფერება სიმართლეს.
ის რომ მას მაინც შეერქვა ''ზაქიჭამია'' ეს ფაქტია, მაგრამ დაცინვა ადამიანის მისი არასახარბიელო ჯამთელობის გამო ძალიან ცუდია, თუმცა ძველ ხალხს ამას ვერ შეაგნებინებდი.
sable
გეთანხმებით შენც და ქეთინოსაც, მე ისტორიკოსებთან მქონდა ამაზე საუბარი და მითხრეს, რომ არაფერია ამაში შეურაცხმყოფელი თუ გიორგი XIII-ს "ზაქიჭამიად" მოვიხსენიებთ და მითუმეტეს მის უარყოფას არ აქვს აზრი.
იტორიულ ფაქტებს მისი აღნიშვნა კი არა, "გულმხურვალეობის" მოტივით მიჩქმალვა უფრო ავნებსო.
ეს არის ასე ვთქვათ "ლიტერატურული" დამოკიდებულება ისტორიისადმი, რაც ძირიდანვე მცდარია.
ის რომ გენიალოგიურ ცხრილში ასე არ წერია, არაფერს ნიშნავს.
ხალხი არქმევს ამა თუ იმ მეფეს სახელს, ზოგი ხმამაღალია, ზოგიც, ისე-რა..
ეს არის და ეს..
გენიალოგიური ცხრილი რომ იყოს მარტო ჩვენი ისტორია, ეგ უნდათ სომხებსაც, მარა სადაა მასე
ასე რომ, ჩემი მოკრძალებული თხოვნა იქნება, როგორმე მორიგდეთ, თორემ უკვე ყველა შეწუხდა თქვენი უთანხმოების გამო...
..............
..............
გიორგი XIII რამდენი წლის მოკვდა და რითი?
chibukha
მე როგორც ზემოთ ავღნიშე მას ჰქონდა ეწ ,,სპილოს დაავადება'' ანუ გაუმაძღრობა, ასე რომ მისი გარდაცვალება 1800 წელს უკვე მოსალოდნელი იყო.
ავადმყოფობის გამო მას ვერ დავზრახავ სამაგიეროდ პოლიტიკაში, რამოდენიმე მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და ამას გადაყვა საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა.
არა მუცლის სალმობა ეს არის იგივე სალმონენოზი რომელსაც სახელი მისი
აღმომჩენის მიხედვით ეწოდა და ის მწვავე ბაქტერიული დაავადებაა რომელსაც იწვევს, სალმონელებით დაბინძურებული საკვების მოხვედრა ორგანიზმში მას ახასიათევს მწვავე პირღებინება, აშლილობა, შებერვა, ტემპერატურის, აწევა და აშ.
სალმონენოზს ქართველები მუცლის სალმობას უწოდებდნენ და ის ძირითადად გავრცელებული იყო მონღოლებში რომლებიც სულ ცხოველის პროდუქტს მიირთმევდნენ. ამ დაავადებით გარდაიცვალა დავით VII ლაშას ძე (1270 წ.) და მისი უფროსი ვაჟი ტახტის მემკვიდრე უფლისწული გიორგი(1268 წ.).
რამდენად ზუსტი ინფორმაციაა ვერ დავამტკიცებ, მაგრამ იმ პერიოდში მართლაც ეძახდნენ მუცლის სალმობას, ანუ დღევანდელ ბულემიას (სიმაძღრის შეგრძნების არ გქონას, ანუ გაუმაძღრობას).
სალმონელოზი ეგ შემდეგი პერიოდის სახელია და ამ შემთხვევაში მუცლის სალმობასთან არავითარ კავშირშია.
sable
Lenus
ეგ ყოველივე წმინდად სრულდება ჩვენში
ტაძარში სწირა და იქადაგა დიდმა მჭევრმეტყველმა მამამ, მოსკოვის მიტროპოლიტმა წმინდა ფილარეტმა. წირვას ესწრებოდა გიორგი XII-ის ძე, მიხეილი, კაცი ფილოსოფოსი, ფრიად ნასწავლი, მამასავით დიდად მორწმუნე.
წირვის შემდეგ ბატონიშვილი შევიდა ფილარეტთან. ჩაის სმის დროს წმინდანმა ჰკითხა:
-ბატონიშვილო, მოგეწონათ ჩემი ქადაგება?
მშვენიერი იყოო, - მიუგო მიხეილმა.
"თქვენი კათოლიკოსებიც ეგრე უქადაგებენ ხალხს?"
მიხეილმა მიუგო:
"რასაც თქვენ უქადაგებთ მსმენელთ, ეგ ყოველივე წმინდად სრულდება ჩვენში, დაწყებული უბრალო ხალხიდან, ვიდრე მეფემდე. აი, ასე იყო დამწყსილი ჩვენი ეკლესია (ერი)".
მაშინ ფილარეტმა შუბლზე ხელი შემოიკრა და თქვა: "ფას, ფილარეტ! ბრძნული კითხვა მიეცი, გარნა უბრძნესი პასუხი მიიღეო".
/კალენდარი კარიბჭე 2015/
"ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ, 1800 წლის დეკემბრამდე, გიორგი XII კი ითვლებოდა საქართველოს მეფედ, მაგრამ ქვეყანას განაგებდნენ რუსი დიპლომატები და სამხედროები. საქართველო გაჩანაგების ზღვარზე იდგა. ქართლ-კახეთის მეფე, გიორგი XII იმდენად იყო შეშინებული, რომ თბილისშიც კი ლეკთა მცველი რაზმით დადიოდა. ეს, რათქმაუნდა, სამარცხვინო იყო ჩვენი ერისთვის. გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ რუსებმა საბოლოოდ ჩაიგდეს ხელში ქვეყანა".
/ვახტანგ გურული
"კარიბჭე" N17, 2015, გვ. 17/
"გიორგი მეფე გარდაიცვალა. მასთან ერთად იმარხებოდა საქართველოს სამეფო ტახტის დიდება და პატივი. წყდებოდა თორმეტსაუკუნოვანი დინასტიის ჯაჭვი და საქართველოს სამეფო პალატაში საუკუნო გლოვა ისადგურებდა.
საქართველოს მწუხრის ჟამმა დაჰკრა, ყველამ იგრძნო, რომ გიორგის აღსრულებით "მეფე კი არ მიიცვალა, არამედ სამეფო".
/"კარიბჭე" N13, 2008, გვ. 27/
"ქსნიდან არაგვის ხეობამდე ეს მიწა ჩემიაო", - ამაყად უთხრა მეფე გიორგი XII-ს მისმა სიძემ, იოანე მუხრან-ბატონმა. "ნუ, ნუ, მუხრან-ბატონო, ნუ ბრძანებ მაგას, - შეწუხდა მეფე, - ასე უთხრა სატანამ მაცხოვარს: "ეს ყოველივე ჩემია და მოგცემ, თუ თაყვანს მცემო". ჭეშმარიტად მდიდარია მუხრანის ბატონთა საუფლისწულო, უფრო კი იმით, რომ წილკნელი ეპისკოპოსი და შიომღვიმის წინაძღვარი მისთვის ლოცულობენ. ძვალნი წმინდა შიოსი და საფლავი წმინდა ისე წილკნელისა გაქვთ საამაყოდ. აი, მუხრან-ბატონო, სიმდიდრე თქვენი, სიქადული და მტკიცე სასოება. ორნივე ესენი არიან ეკლესიისა სვეტნი და მეფეთა გვირგვინის სამკაულნი".
/"კარიბჭე" N14, 2008, გვ.8-9/
"გვ. 373. მარიამ დედოფალი (1768-?) - გიორგი XII-ის თანამეცხედრე, ციციშვილის ქალი.
ერთი შესანიშნავი მეცნიერი-ფილოლოგი და მკვლევარი, კითხვის ნიშანს "განცვიფრების ნიშანს" უწოდებდა და როგორც ჩანს, არცთუ უსაფუძვლოდ.
ქართლ-კახეთის უკანასკნელი, ტანჯული დედოფლის ირგვლივ უამრავი ქართული და რუსული ლიტერატურა არსებობს.
"სიტყვანის" 193-ე გვერდზე გიორგი XII-ის კომენტარში უკვე მითითებულია მისი მეუღლის გარდაცვალების თარიღი - 1850 წელი. სასურველია, ეს თარიღი 373-ე გვერდზე ჩაემატოს. ასევე მამის სახელი - გიორგი, და მეორე მეუღლე.
გიორგი XII-ის სიმამრის გიორგი ციციშვილის მეტსახელი იყო "ხათა-გოგია" და არა "ხათა გიორგი".
ლიტერატურა:
1. პლატონ იოსელიანი, ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, აკაკი გაწერელიას რედაქციით, 1978, გვ.241.
2. მაქსიმე ბერძნიშვილი, მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისთვის, წ. II, 1983.
/"ორიოდე სიტყვა ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედიის "სიტყვანის" გამოცემის გამო", გვ. 49/
"ინგლისის მუზეუმშია დაცული გიორგი XII-ის ჯვარი, რომელიც ქართველმა ქალბატონებმა მარჯორი უორდროპს აჩუქეს".
/"კარიბჭე" N10, 2008, გვ.47/
საქართველოს უკანასკნელი მეფე-დედოფლის სტუმრობა წილკანში
"... ამბობენ, ამ ბედნიერ დღეებს ხშირად და მონატრებით იხსენებდაო უკვე განგვირგვინებული, რუსეთში გადასახლებული მარიამ დედოფალი..."
/"ფუძნარი" N100, 2016, გვ.12/
"[ჯრუჭის] მონასტერში დაცულ სიწმინდეთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია... ღვთისმშობლის ოქროთი და ვერცხლით ნაჭედი ხატი, გიორგი ბატონიშვილის (შემდეგში მეფე გიორგი XII) წარწერით"
/"კარიბჭე" N6, 2009, გვ.45/
"ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ, 1800 წლის დეკემბრამდე გიორგი XII კი ითვლებოდა საქართველოს მეფედ, მაგრამ ქვეყანას განაგებდნენ რუსი დიპლომატები და სამხედროები. საქართველო გაჩანაგების ზღვარზე იდგა. ქართლ-კახეთის მეფე, გიორგი XII იმდენად იყო შეშინებული, რომ თბილისშიც კი ლეკთა მცველი რაზმით გადაადგილდებოდა. ეს, რა თქმა უნდა, სამარცხვინო იყო ჩვენი ერისთვის."
/"კარიბჭე" N16, 2008, გვ. 13/
"ნიქოზის ღვთაების ტაძარში ყოფილა დასვენებული ძელიცხოვლის ჯვარი, რომელიც ვახტანგ გორგასალისთვის გამოუგზავნია იერუსალიმის პატრიარქს და სიგრძით 4 გოჯი ყოფილა. ეს სიწმინდე 1799 წელს სამღვდელო პირთა დაუდევრობით დაკარგულა, რის გამოც მეფე გიორგი XII-მ ათანასე ნიქოზელი კათედრას მოაშორა და გარეჯის უდაბნოში გაუშვა."
/"კარიბჭე" N21, 2008, გვ.13/
"ერთხელ უფლისწული გიორგი (შემდგომში გიორგი XII) ამალით სიძეს - იოანე მუხრანბატონს ეწვია. მუხრანის მოხილვისას იოანემ უთხრა სტუმრებს: - ეს, რასაც ხედავთ, ქსნიდან არაგვამდე და ამ მთიდან იმ მთამდე, ჩემიაო. გიორგი ფიცხად მიუბრუნდა: ნუ, ნუ, მუხრანის ბატონო, ნუ ბრძანებთ მაგას. ეგრე სატანამ უთხრა მაცხოვარს: - ეს ყველაფერი ჩემია და მოგცემ ამ სამეფოს, თუ თაყვანს მცემო. ნუ ვიქადით ჩვენი სახელითო. მერე კი, რომ არ სწყენოდა, ტკბილად ურჩია, - დიდი საუფლისწულო შეხვდათ მუხრანის ბატონთ, ყმით, ტყით თუ პირუტყვით. წილკნის ეპისკოპოსი და შიომღვიმის წინამძღვარი მათთვის ილოცვენ. ძვალნი წმინდა შიოსი და წმინდა ისე წილკნელის საფლავი აქვთ საფარველად. აი, მუხრანბატონო, სიმდიდრე თქვენი, მტკიცე სიქადული და სასოება - ეს ორივე არიან ეკლესიის სვეტნი და მეფეთა გვირგვინის სამკაულნი."
/"კარიბჭე" N21, 2006, გვ.8/
"გიორგი XII - ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე. 1798 წელს, ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ გამეფდა, უკვე მძიმე ავადმყოფი იყო. გიორგი XII-ს ზოგჯერ გიორგი XIII-ის სახელითაც მოიხსენიებდნენ. მისი მეფობის დროს ქართლ-კახეთში მეტად რთული საშინაო და საგარეო პოლიტიკური ვითარება შეიქმნა. მისი გარდაცვალების შემდეგ (1800 წ.) ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთს შეუერთდა, ბაგრატიონთა სამეფო დინასტია კი - გაუქმდა."
/"კარიბჭე" N20, 2009, გვ. 28/
"დეკანოზი იოსებ იოანეს ძე ალექსი-მესხიშვილი იყო გიორგი XII-ის მეუღლის , დედოფალ მარიამის მოძღვარი".
/"საპატრიარქოს უწყებანი" N34, 2017, გვ.18/
"1800 წლის 28 დეკემბერს გარდაიცვალა მეფე გიორგი XII. ანდერძის თანახმად, იგი გარეჯის მონასტერში უნდა დაეკრძალათ, მაგრამ შექმნილი ვითარების გამო ვერ შეძლეს და "დაეფლა სასაფლაოსა წინაპართა მისთა მეფეთასა". გადასახლებაში გარდაიცვალა მეფე გიორგი XII-ის მეუღლე დედოფალი მარიამი. მისი ნეშტი გადმოასვენეს საქართველოში და დაკრძალეს მეუღლის გვერდით".
/"კარიბჭე" N13, 2006, გვ.32/
ალექსანდრე პუშკინი საქართველოში
"...ხსენებულ ნადიმზე უმღერიათ პოეტისა და პოლიტიკური მოღვაწის, გიორგი XII-ის კარი მდივნის, დიმიტრი თუმანიშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა "ახალაღნაგო სულოდა", მას მაშინდელ საქართველოში თითქმის ყველა არისტოკრატიულ ოჯახში მღეროდნენ. პუშკინს იმდენად მოსწონებია ლექსი, რომ უთხოვია, ქართულ ენაზე დაწერილი მომეცითო და რუსულადაც უთარგმნია..."
/"კარიბჭე" N2, 2019, გვ.36/
"ხელოვნების მუზეუმში საეკლესიო მუზეუმიდანაა შემოსული გაიანესეული ხატის ფარდა. იგი საკმაოდ დიდი ზომისაა (190სმX118სმ). ეს კრეტსაბმელი 1811 წელს გაიანე ბატონიშვილის (გიორგი XII-ის ასული) მიერ არის შეწირული."
/"კარიბჭე" N26, 2012,გვ.23/
"იოსელიანი პლატონ (1809 - 1875) - ისტორიკოსი, მწიგნობარი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. გიორგი XII -ის კარის მღვდლის შვილი.
გამოქვეყნებული აქვს მრავალი ისტორიული შრომა: ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, საქართველოს საეკლესიო ისტორია..."
/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 241-242/
"გარსევან ჭავჭავაძე 1799 წლის 10 აგვისტოს ჩამოსულა თბილისში გიორგი XII-ის მეფედ კურთხევაზე დასასწრებად და კოვალენსკისთან ერთად ჩამოუტანია პეტერბურგიდან იმპერატორ პავლეს მიერ გამოგზავნილი გვირგვინი და სხვა სამეფო ნიშნები".
/"კარიბჭე" N8, 2021, გვ.38/
"როგორც ირკვევა, გიორგი XII-ის ნივთები ერმიტაჟმა მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოაჩინა"
/"კარიბჭე" N2, 2022, გვ.39/
"ირკვევა, რომ ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის გვირგვინი 1801 წელს სანქტ-პეტერბურგში გადაიტნეს, ხოლო 1923 წელს საქართველოში დააბრუნეს. თუმცა, 1930 წელს საქართველოს კომუნისტური მთავრობის გადაწყვეტილებით, ალმასებით და მრავალი სხვა ძვირფასი თვლით მოოჭვილი ოქროს გვირგვინის საზღვარგარეთ "რეალიზება" მოახდინეს".
/"კარიბჭე" N2, 2022, გვ.39/
"იოანე ბაგრატიონის მიხედვით, სოფელ დიღომში თუ დიღმის სიახლოვეს ოსებს უცხოვრიათ. დიღომთან ოსების დროებით მკვიდრობის დამადასტურებელია XIX საუკუნის დასაწყისის სოფელ დიღმის მოსახლეობის კამერალური აღწერები, რომლებშიც არც ერთი კომლი ოსი და ოსურძირიანი გვარი არ არის მითითებული. აგრეთვე 1799 წლის ერთი საბუთი, რომელიც გაცემულია მეფე გიორგი XII-ის მიერ თაგაურელი ოსებისადმი. საბუთის მიხედვით ირკვევა, რომ თაგაურელ ოსებს გამოუთქავმთ სურვილი საქართველოში გადმოსახლებისა. ამისთვის მეფეს ოსეთში გაუგზავნია აზნაური ნინია გაბაშვილი. გადმოსახლების მსურველ ოსებს მეფე უთვლის, რომ თქვენ იქნებით ჩვენი სახასო გლეხებიო და სხვას არავის ექნება თქვენთან საქმეო. პირველ ხანებში თქვენ უნდა მოხვიდეთ დიღომში და გაჩერდეთ აქ, შემდეგ კი შეგირჩევთ კარგ ადგილს, რომელიც მოგეწონებათ. სანამ ხვნა-თესვას მოეკიდებით, ჩვენ მოგეხმარებით სურსათ-სანოვაგის მომარაგებაში. დიღომთან ოსებით დროებითი მკვიდრობა ეთნოგრაფიული მასალებითაც დასტურდება. XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე აქ 32-33 კომლ ოსს უცხოვრია. იმის გამო, რომ ოსები ქურდობდნენ (დიღმელ გლეხებს ჭაპანი და ღვედიც არ დაუტოვეს), დიღმელ გლეხებს ოსები სახრეებითა და კეტებით გაუყრიათ. მათ ოსები ბებრისციხემდე მიუცილებიათ".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 238/
"ეს შესანიშნავი წყარო ქართველთ ცხოვრებისა, ესე იგი "ქართლის ცხოვრება", სრულდება უკანასკნელი მეფის, გიორგი XIII-ის ცხოვრებით და მის დროის ამბებით, 1801 წლიდამ რომ საქართველო შევიდა რუსეთის იმპერატორის მფარველობაში, "ქართლის ცხოვრების" გაგრძელებაც საჭიროდ აღარ სცნეს"
/"კარიბჭე" N7, 2022, გვ.42/
"ქართლ-კახეთის უკანასკნელ მეფე გიორგი XII-ს (1798-1800 წწ.) ქიზიყელთათვის დაუვალებია ზედაზნიდან ლეკების გაყრა - 600 კაცით მუნ მარადის დაბუდებულთა გალავნით შემორაგულ ციხესა შინა"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში", გვ.194/
"სამშობიარო სახლის არსებობა საქართველოში სხვა ისტორიული წყაროებით არ არის დამოწმებული. მხოლოდ იოანე ბაგრატიონის მიერ 1799 წელს გიორგი მეცამეტისადმი წარდგენილ ქართლ-კახეთის სახელმწიფოებრივი წყობილების რეფორმის პროექტითაა ნავარაუდევი სამშობიარო სახლების გახსნა"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 241/
"გიორგი XII-საც ჰქონია ჩვეულება სუფრასთან დიდხანს საუბრისა და ამიტომაც მისი სადილი სამ საათს გრძელდებოდა. ამიტომაც ეგონა ყველას, რომ მეფე ბევრს ჭამდა, მაგრამ პლატონ იოსელიანის თქმით, გიორგის სუფრაზე ბაასი უყვარდა, ამასობაში საჭმელი რომ არ გაციებულიყო, კერძებს ზემოდან ლავაშს დააფარებდა "მერე ლავაშქვეშ შეჰყოფდა ხელსა და ყველა საჭმლიდან თითოს ან ორ ლუკმას აიღებდა და ვინც სუფრაზედ დარბაისელნი უსხდნენ, თით-თითოდ უბოძებდა"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული გასტრონომიის ისტორია", გვ.214/
"ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII-ის ყოველდღიური სუფრის აღწერა მოტანილია პლატონ იოსელიანთან. მეფის სასახლის მრავალრიცხოვანი მსახურთა ჯგუფი ემსახურებოდა. გიორგი უფლისწულს 40 წლის შემდეგ, სავარაუდოდ, ნევროზული გართულებების გამო, მომეტებული ჭამა დასჩვევდა. ფიზიკურადაც დიდი ტანისა იყო: "მოთხოვნილებისა გამო დიდისა გვამისა, მიიღებდა სანოვაგესა მრავლად და მადიანად მარადის. ჩვეულებასა ამას შეუდგა მდიდრად სადილსა მზადება და ხანგრძლივ მირთმევა სადილსა მეჯლიშისა წესითა". სახაბაზოში ყოველდღე ცხვებოდა თეთრი პური, ნაწილი მოსახლეობაში "სნეულთათვის და ავადმყოფთათვის" რიგდებოდა. არა მარხვის დღეებში ერთი ძროხა იკვლებოდა. მზადდებოდა "ფლავი ქათმითა და ზარიშვითა შემზადებული". ასევე ამზადებდნენ აფხაზურას. გიორგის საყვარელი კერძი იყო "ზაქი წლეული, ანუ უფრო მოდიდო, სილბილისა, სითეთრისა, გემოვნებისათვის მისისა ხორცისა". ამიტომ შეარქვეს მეფეს "ზაქიჭამია". მართალია პლატონ იოსელიანი ირწმუნება, რომ ტყუილი და ჭორი იყო ის მითქმა-მოთქმა, რომ გიორგი "მთელსა ზაქსა სჭამსო", მაგრამ ფაქტია, მეფეს ამ სახელით თანამედროვენი იხსენიებდნენ. გიორგი უფლისწულის სუფრას ხშირად ამშვენებდა ორაგული, თუმცა სწყენდა და ამიტომ უკრძალავდნენ. ღვინოს მეფე ცოტას სვამდა და უმეტესად წითელ ღვინოს, ხოდაშნურს ან ყვარლისას, მისთვის საგანგებოდ დაყენებულს"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული გასტრონომიის ისტორია", გვ.172/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience