ყველას აინტერესებს რატომ იყო სტალინი საბჭოთა სახელმწიფოს გმირი და არა კერძოდ საქართველოსი?!თუკი იგი ქართველი იყო...თქვენი აზრი მაინტერესებს და მერე ჩემსას დავპოსტავ
კაი კაცია სტალინი??
სტალინი გმირი?არანაირად არ ვეთანხმები,სადისტი იყო
რადგან დაიწყე შენ მოიყვანე გმირობის ფაქტები
37 წელი გაიხსენე
გმიროამდე გავეცნოთ რატომ იყო სტალინი საბQოეთის გმირი და არა საქართველოსი..როდესაც მაკედონელის მამამ შვილში დამპყრობელი შეამცნია უთხრა რომ :შენი შესაფერისი საბრძანებელი უნდა მოძებნო,შვილო,მაკედონია შენ ვერ დაგიტევს!.."ალექსანდრეს ისეთი სახელმწიფო ჭირდებოდა საიდანაც უფლის მიერ დაკისრებულ საქმეს გააკეთებდა...ასევე შეიძლება ყოპილიყო ნაპოლეონი პატარა კორსიკა მას ვერ იტევდა...და ასევე იყო სტალინიც...მან გააკეთა ის რაც გასაკეთებელი იყო(თუ არა ახლა შეჭამდი გერმანულ პურს ) არ გიყვართ სტალინი??
გერმანელების დამარცხება სტალინის კი არა ხალხის დამსახურებაა ჩემი აზრით
შესაძლოა სხვანაირად არ გამოდიოდა იმ იმპერიის მართვა,რომელას საბჭოთა კავშირი ერქვა.
და შენი აზრით გმირია ხო? საბჭოეთის გმირი კია არა,რუსების გმირია,ისინი დღემდე ცდილობენ მიჩქმალონ რეალური სტალინის სახე.მაგრამ ეს აღარ გამოუვათ,რადგან ყველაფერს უკვე დიდი ხანია ფარდა აეხადა
ახლა სტალინის სიტყვები გამახსენდა.."გავა დრო და ნაგავს გაქექავენ და იმ ნაგავში დაიწყებენ სიმართლის ძებნასო"
toka@
მრავალი თემაა აქ ამავე საკითხთან დაკავშირებით და იქნებ მოგეძებნა და გენახა.
ნორჩ სტალინელს ვახლავარ
კანუდოსელი..რო მახლავხარ კარგია მაგრამ იქნებ რაიმე გვითხრა დიდ ბელადზე....
კანუდოსელი
რა ნორჩი სტალინელი ხალხო არ გამაგიჟოოოოოოოოოოოოთ!!!უბრალოდ სტალინზე მაინტერესებდა...აბა ვინ იცის რა გვარი იყო ბელადი???
ჰმ
იოსებ ბესარიონის ძე სტალინი (ნამდვილი გვარი ჯუღაშვილი)
toka@
ნუ ინტრიგანობ,აცადე ხალხს აზრი დააფიქსიროს
toka@
mzime)
მე მგონი თქვენ კარგად ხალისობთ აქ და მოვა ამ თემის მამასახლისი მალე.
ხოდა არ გამორჩეთ ვორნებს
ისე დიდი სამეულის კრებაზე რომელი იყო სტალინს ფეხზე რომ არ წამოუდგა???
ახლა მართლა off-ი გამომდის მაგრამ არ ვიცი სად დაწერო ეს და... ჩეთი არ იქნებოდა ურიგო აქ თუ ეწინააღმდეგება საიტის ფორმატს
mzime)
http://church.ge/index.php?showtopic=8369&st=3900
აქ შედი და იქ იჩეთავე სხვაგან არა.
toka@
თავი არ შეგიწუხებია როგორც ვატყობ
აჰა სტალინზე ორი თემა:
http://church.ge/index.php?showtopic=7755
http://church.ge/index.php?showtopic=7559
გადახედე გარჩევებს.
sable,მგონი არც ძალიან გადამიხვევია თემისთვის
თუმცა გმადლობ დაკვალიანებისათვის
ტროიკების შექმნა
საზოგედოების მოშლა
მილიონობით დახვრეტილი და გაციმბირებული ადამიანი
რა არგუმენტები გინდათ ვერ ვხვდები
კაცი იყო,აი ესაა ჩემთვის მთავარი,დაიბადა რომ ემართა,ვინც არ ევასებოდა იშორებდა....ესაა ჩემთვის არგუმენთი
toka@
კაცობა ისაა აქ რომ თქმა და საქმე ერთდროულად ხდებოდა...აბა ესაა კაცობა რო იტყვიან და არ აკეთებენ?
როგორ შეიძლება იმ ადამიანით აღფრთოვანება ,ვინც 40 მილიონამდე ადამიანი შეწირა ახირებულ იდეას
40 მილიონი კიდე ცოტაა...ღმერთმა გაიყვანა მაშინ როცა აგარ ჭირდებოდა დედამიწას....
toka@
ღადაობ ძამიკო?
სადმე მეტყობა?????არ ვღადაობ უბრალოდ მე ჩემსას ვამბობ...სტალინი მაგარი კაცი იყო
გმირიც ფარდობითი ცნებაა
ჩემთვის ჰოლოკოსტი და გოლოდომორი არ განსხვავდება ერთმანეთისგან
toka@
მაინტერესებს დიდი ბელადის გამართლების შენეული ხედვა. საინტერესოდ დარწმუნებით და შემართებით მიყვები გათელილ ბილიკს.
აბო.
როდესაც მშობელი შვილს წყევლის შენი კუბო დავდგიო ან კიდევ უამრავი,ის გულში ლოცავს მას...თუ არ გჯერათ კითხეთ მშობლებს.....ასეა სტალინზეც,განა არ ვამბობთ,რომ სტალინი სატანაა,მკვლელია,და მისთანანი,მაგრამ მაინც აღფრთოვანებულები ვართ მისით...ნახეთ ულვაშა რა კაცია საბჭოთა ტახთი ხელში ჩაიგდოო,ნახეთ რა ქნა გერმანიას რა უყოო...კიდევ ასეთი "საგმირო" საქმეები...განა ასე არაა????..........კომუნისტი არ ვარ,ღმერთმა დამიფაროს,მაგრამ სტალინი მაინც "მევასება" და რა ვქნა??
toka@ მაინტერესებს კობას ბიოგრაფიას მეტნაკლებად იცნობ და იქიდან შეგექმნა მასზე ამგვარი შეხედულება, თუ გაგონილი და მოსმენილი ინფორმაციებზე დაყრდნობით გაქ ამგვარი შეხედულება?
ცოტა-ცოტა ორივე
ამ თემის შექმნის მიზანი სტალინის ავტორიტეტის დაცვაა თუ ასე მე მომეჩვენა?
სტალინს მართლა გმირად თვლით თუ ხალხის გაკვირვებას ცდილობთ ამ დაუსაბუთებელი აბსურდით?
თუ მართლა მისაბაძ ან თუნდაც მოსაწონ პიროვნებად თვლით ჩვენს სოსოს, მაშინ ნება მომეცით მისი დანაშაულებროვო ქმედებების ნაწილი შეგახსენოთ და იქნებ მიგახვედროთ, რომ სტალინის გმირობაზე ლაპარაკი არა მარტო უაზრო და საფუძველს მოკლებულია, არამედ მისი დანაშაულების მრავალი მილიონი მსხვერპლის ხსოვნის შეურაცხყოფაა, რისი უფლებაც მგონი არც თქვენ გაქვთ და არც ვინმე სხვა სტალინისტს.
1) გოლოდომორის ტრაგედია(1932–1933) : შიმშილის მსხვერპლი 10-12 მილიონი უკრაინელი გახდა.
2)ინტელიგენციის ტერორი : 1920-1930 ორი ათასი მსახიობი, მწერალი , ინტელიგენტი საკონცენტრაციო ბანაკებში მოათავსეს. მათგან 1500 ბანაკებში დაიღუპა. 1936-1938 წლებში 27 ასტრონომი ანტი-მარქსისტული შეხედულებებისთვის დახვრიტეს.
1933 წელს რეჯიმის მსხვერპლი მრავალი მეტეოროლოგი გახდა, ოფიციოალური ვერსიით მათ არასწორად ივარაუდეს ამინდის ცვლილება, რამაც მოსავალს ავნო.
3) 1937 წლის 30 ივნისს გამოიცა კანონი ყოფილი "კულაკების" წინაამღდეგ. ამავე წელს ანტი-მარქსისტული შეხედულებებისთვის დააკავეს 669,929 ადამიანი. აქედან 376,202 დახვრიტეს.
4) NKVD-ს ოპერაციები ეროვნული უმცირესობების წინაამღდეგ (1937-1940) . მხოლოდ ეთნიკური პოლონები რომ ავიღოთ, დაპატიმრებულთა რიცხვია 143 810. დაღუპულთა -111 091.
5) კატინის სასაკლაო(1940):21,768 პოლინელი სამხედრო პირის გაუსამართლებლად დახვრეტა
6)ხალხთა მასობრივი დეპორტაციები კავკასიიდან:მაგ. 500 000 ინგუში და ჩეჩენი. ზოგი იმფორმაციით, რომ შესაბამისი გეგმა არსებობდა ქართველი ერის ყაზახეთში გადასახლებაზეც.
7)მონღოლეთის ტერორი(1930-იანი წლები) მსხვერპლი ათი ათასობით ადამიანი გახდა. მათ შორის 18 000 ბუდისტი რელიგიური შეხედულებების გამო.
საერთო ჯამში NKVD-ს მსხვერპლი პოლიტიკური ნიშნით წამოწყებული საქმეებით ( იმ საქმეებით სადაც ოფიციალურაად დასახელდა საქმის პოლიტიკური მიზანი) 1,548,366 რეპრესირებულია. მათ გარდა უამრავი ადამიანი KGB-ს და მისი მსგავსი ორგანიზაციების რეპრესიების მსხვერპლი გახდა. აღარაფერს ვამბობ უამრავ საეკლესიო მოღვაწეზე და წმინდა მამებზე.
თქვენი არ ვიცი და პირადად მე მრცხვენია, რომ სტალინიც ქართველი იყო.( ნაწილობრივ მაინც) მრცხვენია, რომ ამ ეპოქაში საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირები, 30 000-ზე მეტი ვერმახტელი ქართველი ჯარისკაცი შალვა მაღლაკელიძის მეთაურობით დღესაც მოკლებულია დამსახურებულ დაფასებასა და პატივს, მრცხვენია, რომ ზოგი ქართველი დღემდე სტალინის პრესტიჟის აღდგენას აღდგენას ცდილობს და მის "გმირობასა" და "კაცობაზე" საუვრობს.
უხერხულია, უნდა ვიცოდეთ ვითი ვიამაყოთ და ვისი არსებობის გვრცხვენოდეს.
უხერხული ადამიანის მარტო ცუდ რომ ვხედავთ
შენ სტალინის უარყოფითი ჩამოთვალე ,მე დადებითს გეტყვი
1934 წლეს მოსკოვში გაიმართა საბჭოთა კავშირის მწერალთა პირველი ყრილობა,სადაც მოხსენებით უნდა გამოსულიყო საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მალაქია ტოროშელიძე.აი როგორ დამოძღვრა იგი სტალინმა...: მოხსენება უნდა დაიწყოთ შოთა რუსთაველით,შემდეგ გადახვიდეთ უფრო უახლოეს საუკუნეებზე და დაახასიათებთ სულხან-საბა ორბელიანს,დავით გურამიშვილის,ბესარიონ გაბაშვილის შემოქმედებას.განსაკუთრებით ვრცლად უნდა გაარჩიოთ ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია,დაწვრილებით-ილია ჭავჭავაძის შესახებ...შემდეგ აკაკი წერეთელსაც თავისი უნდა მიაგოთ,ვაჟა-ფშაველასაც...".ამ სიტყვებში სტალინმა,არსებითად ჩამოაყალიბა 1500-წლოვანი ქართული უმდიდრესი ლეტერატურის ისტორიის კურსის სახემლმძღვანელო პროგრამა.
სტალინის პირადი მითითებებით მოეწყო შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის"750-ეწლისთავის აღსანიშნავი იუბილე,რომელიც 1937 წელს ზარ-ზეიმით მოეწყო.ბალმონტის თარგმანით სტალინი უკმაყოფილო იყო და უპირატესობა მიანიჭებინა შალვა ნუცუბიძის თარგმანს და კორექტივებიც შეიტანა,შალვა ნუცუბიძე ირწმუნებოდა,რომ სტალინის ნათარგმნი სტროფები უფრო კარგი დაპოეტური იყო...
სტალინმა,რომელსაც ჭაბუკობისას საფუძვლიანი განათლება ჰქონდა მირებული,გადაწყვიტა,გადასახლ
ებიდან გაეთავისუფლებინათ თითქმის ყველა რეპრესირებული მღვდელი და უკან დაებრუნებინათ და დაეწყოთ ლოცვა-ქადაგებები თავიანთ მრევლთან,რის შედეგადაც გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები და სემინარიები.
აღსანიშნავია ის ფაქტი რომ რუსეთის ეკლესიამ 18 წლის შემდეგ მოაწესრიგა არანორმალური ურთიერთობა საქართველოს ეკლესიასთან,რის შედეგადაც აღიარებული იქნა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.
1941 წელს,ნოემბერში სტალინმა თბილისიდან გამოიძახა მიხეილ ჭიაურელი,სასწრაფოდ დაავალა ფილმოს "გიორგი სააკაძის" გადაღება 6 თვეში.ეს ის დროა როდესაც გერმანელი ნაცისტები კრემლიდან 40 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ.სტალინმა დააფინანსა ყოველი პრობლემა რაც მოხდა გადაღების დროს.ფილმი მართლაც რეკორდულ დოს,6 თვეში ჩაბარდა სტალინს,სწორედ ამ ფილმის ჩვენებით ჩაუსახეს ხალხს მტერზე გამარჯვების იმედი
იმავე წელებში სტალინის პირადი ინიციატივითა და განკარგულებით შეიქმნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია,რომლის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს ცნობილი მეცნიერი ნიკოლოზ მუსხელიშვილი.
1919 წელს საქართველოს ბრძოლა მესხეთის დაბრუნებისათვის წარმატებით დამთავრდა.1920 წლის ბოლოსათვის საქართველო აღსდგა თავისი მესხეთით...საგულისხმოა ისიც რომ სტალინს სურდა საქართველოსათვის დაებრუნებინა ის მიწები რომელიც თურქეთმა წაგვართვა,ეს გეგმაც მაგიდაზე ედო,მაგრამ მიზეზს ეძებდა.როდესაც მიზეზი გამოჩნდა და ომი გარდაუვალი ხდებოდა,ამერიკამ ხმა აიმაღლა თურქეთის დასაცავად და მეთიც,ნატოში მიიღეს.ამის შემდეგ სტალინი ვეღარ გამოუცხადებდა ომს თურქეთს,რადგან მესამე მსოფლიო ომის დაწყებას მოასწავებდა და ბელადს ეს არ აწყობდა
toka@
რომელი ჩამონათვალი წონის მაინც, შენი თუ Heinrich von Sinsheim-ს?
ნუსხების გაჩევას შეგნებულად ვარიდებ თავს.
toka@
რამდენი წლის ხარ?
toka@
ჩემი ცხოვრება არაფერ შუაშია, უბრალოდ ასაკი მოქმედებს ხოლმე ადამიანის შეხედულებაზე
ყველაზე ცუდი რაც გააკეთა ისაა რომ მეორე მსოფლიო ომში ვიბრძოდით მაგის გამო.მე პირადად მირჩევნოდა გერმანიას დავეპყარით,მოწესრიგებული,სუფ
თა,თავმოყვარე ერი ვიქნებოდით და კედლებზე დაწერებს და სკამების ჩამტვრევებს აღარ დაიწყებდნენ.
Berckley
კი,სუფთა მოწესრიგებული,კულტურული,გერმ
ანელები ვიქნებოდით..ენა და სარწმუნოება გაქრებოდა მარტო მამული რათ გინდა???
გერმანელები ძალიან დიდ პატივს ცემდნენ ქართველებს სხვათაშორის.. სტალინი კიდე ძალიან მაგარი იყო.
http://www.radikal.ru
და თან რა მაგარ ვიდზე დგას
ახალგაზრდობაში..
სასიამოვნო სტალინზე საუბარი ხალხთან, რომლებიც სწორი კუთხით უყურებთ სტალინის ცხოვრებას! სტალინი ყველა დროის უდიდესი პოლიტიკოსი იყო! პოლიტიკა კი ისეთი საქმეა, რომელიც ძალიან შორსაა ყოველგვარი ზნეობრივი იდეალებისაგან! სტალინის მოღვაწეობის ზნეობით გაზომვა დიდ შეცდომად მიმაჩნია, ეს იგივეა რაც მანძილი კილოგრამებით გაზომო! არა მგონია ვინმე შემედაოს იმაში, რომ სტალინი უდიდესი პოლიტიკოსი იყო! ტუ ვინმეს სურვილი აქვს პოლიტიკა დავივიტსყოტ და ვიმსჯელოტ მასზე როგორც პიროვნებაზე!
ვისაც სტალინი უყვარდა მათ ეშინოდა სტალინის და ადიდებდა კიდეთ.
სტალინი ძლიერი კი იყო მაგრამ ხალხი იყო მშიშარა. მამაცი ადამიანები უშიშარი კი გადაასახლეთ და ააორთქლეს მიწაში.
ვისაც სტალინი უყვარს - სტალინია მათი ღმერთი და დიდება , ვისაც ღმერთი უყვარს ის არის მათი მხსნელი და არა სტალინი.
( ისე კი მაგაზე ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული და კარგი მოსაწონია).
"იდეალური მმართველია ის, რომლის ყველას ეშინია და თან ყველას უყვარს" მაკიაველი. სტალინის ყველას ეშინოდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გარდაიცვალა მთელი საბჩოთა კავსჰირი ტიროდა!
დიდება იოსებ და ერთგულ ამხანაგს მშრომელ დიადს
სტალინმა შექმნა იმპერია და უკვდავყო რუსეთის გმირი ფოლადი კაცი.
აღმართეს დროშები ლენინთან ერთად, განათდა ცა დიადი სამშობლო.
რუსეთო აჰა მიწა და აჰა წყალი შენია.
ვლადეი მირ , ვლადეი ვოსტოკ, ვლადეი კავკაზ ვსეხ ნაში ზემლია.
ჩემი ბავშვობის მოგონილი ლექსია . ასე რომ რუსებო პატივ ეცი საქართველოს მთლიანობას -
krazana1879
რა კაიფი თემაა.. აააა.. დედიკოოო..... http://www.SmileS.ge
ikanosi
ქევანა
შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი (რუს. Народный комиссариат внутренних дел – НКВД)
შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი — საბჭოთა კავშირის სახელმწიფო მმართველობის ცენტრალური ორგანო კრიმინალთან ბრძოლაში და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში 1917-46 წლებში. შემდგომში შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაერქვა.
არსებობის პერიოდში კომისარიატი ასრულებდა მნიშვნელოვან სახელმწიფო ფუნქციებს, როგორც წესრიგის დაცვის, ისე სახელმწიფო უშიშროების სფეროებში, ასევე ქვეყნის კომუნალური მეურნეობისა ეკონომიკის სფეროებშიც. ამჟამად ამ ორგანიზაციის სახელს უკავშირებენ რეპრესიების პერიოდში ადამიანის უფლებების ხელყოფასთან.
დამატებითი ინფორმაციისთვის: http://en.wikipedia.org/wiki/NKVD
ისევ თავისას უბერავს ხალხი! პოლიტიკა ესეთი საქმეა, მართალია ის ადამიანი როგორც სტალინმა თქვა: "არ არის ადამიანი არ არის პრობლემა"! მართალია ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა ამ რეპრესიების დროს, მაგრამ ბევრი მართლა ხელს უშლიდა ქვეყნის განვითარებას!
ისე სტალინის ძეგლის აღებაზე რა აზრის ხართ?
არსებობს ბევრი ვერსია იმის შესახებ,რომ სტალინი ოსი იყო, მე პირადად არ მჯერა ამის, თქვენ რა აზრის ხართ?
სტალინის ძეგლის აღებას რაც შეეხება მე ვთვლი რომ უნდა აეღოთ
ოსი კი არა, როგორც ლენინმა თქვა "გენიალური ქართველი" იყო! ქართველები ვერ ვაფასებთ დიად პიროვნებებს! ძეგლის აღებას რაც შეეხება, გორი მარტლაც, რომ არ იყო ის ქალაქი სადაც ტრიუმფალური ადამინის ძეგლი უნდა მდგარიყო! ის უფრო სტალინგრადს, მოსკოვს და სხვა ტრიუმფალურ კალაკებს დაამსჰვენებდა! იმ ძეგლის აღება იმის ნიშანია, რომ მასონებმა უკვე მოიკიდეს ფეხი!
გაიხარე,ძმობილო,ესეიგი ლენინიც აღიარებდა რომ იგი ქართველი იყო,ეგ კაი იმფორმაცია მომაწოდე...ისე როგორც პიროვნება მართლაც რომ ძალიან ჭკვიანი იყო, თურმე სასულიეროში მასწავლებელის ერთი ახსნილით,მეორე დღეს შეეძლო მაღალი ნიშანი მიეღო,მას როგორც ამბობენ ელექტრონული ტვინი ჰქონდა,წიგნებს წალიან სწრაფად კითხულობდა და რაც მთავარია ამახსოვრდებოდა.. მეამაყება რომ ქართველი იყო,მაგრამ თან გული მწყდება,მან ხომ ათასობით ქართველი გაწყვიტა მათ შორის თავისუფლებისთვის,დამოუკიდებ
ობისთვის მებრძოლი ღირსეული ადამიანები. კითხვას ვსვამ რა გააკეთა სტალინმა საქართველოს სასიკეთოდ? მე მხოლოდ ერთ ჩემს ვერსიას შემოგთავაზებთ,მანამდე კი თქვენი აზრიც მაინტერესებს..
დახურეთ რა ეს თემა.
უარგუმენტო მსჯელობა მიდის, მხოლოდ ემოციების ფონზე.
კი ისე ყველასთვის კი ცნობილია რომ ქართველი იყო,მაგრამ მე მაქვს საუბარი მისი გვარის წარმომავლობაზე, თითქოს ოსური არისო...
მე მაქვს სათანადო არგუმენტები რო ეგრე ამტკიცებენ..შენ თუ გაქვს პასუხი მოგისმენ თუ არა და სხვას დაველოდები.
ikanosi
უიმეეჰ, შსსკ რომ არ დაგეწერა არ შეიძლებოდა? რაღა ლათინური ასოებით წერთ აბრევიატურას?
ქევანა
ikanosi
ქევანა
ikanosi
ასეც ვიცოდი რომ შენში ტირანული მხარე არსებობს
უაერიოზულესი ფორუმია!
chal1
სრულებით ვეთანხმები ქევანას კარგი მჯელობაა! საქართველოს უახლოესი ისტორიიდან ერთ ფაქტს მოვიყვან, ბატონი ზვიად გამსახურდია ეროვნული კაცი იყო და ყველაფერი კარგი უნდოდა საქართველოსთვის! რატომ ვერ მიაღწია წარმატებას? მხოლოდ იმიტომ, რომ დრომ არ გაუმართლა? ჩემი აზრით ეს იმიტომ მოხდა, რომ ბატონი ზვიადი მაღალი ზნეობის ადამიანი იყო და ერიდებოდა სასტიკი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც მაგ დროისთვის მეტად საჭირო და აუცილებელი იყო! მიდით მომიყვანეთ მაგალითად ისეთი მმართველი, რომელმაც ლმობიერი მეთოდების გამოყენებით მოუტანა თავის ქვეყანას განვითარება!
ქევანა
დავით აღმაშენებლის და სტალინის ერთ აბზაცში მოხსენიებაც კი უხერხულია (თუნდაც იმიტომ, რომ დავითი სამშობლოსთვის იბრძოდა, სოსო კი ხელოვნური წარმონაქმნის ერთიანობისა და საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. და მანამდე საკუთარი სამშობლოს წინაამღდეგაც) რომ აღარაფერი ვთქვათ სტალინის საქმის გასამართლებელ მაგალითად დავითის მოყვანა.
თქვენ მიერ ხსენებული ქერჩი იყო ქართული ეთნოსის წინაამღდეგ გადადგმული განზრახული ნაბიჯი საკუთარი წარმომავლობით დაკომპლექსებული ადამიანისა. ვეფხისტყაოსანიც იმიტომ ათარგმნინა ნუცუბიძეს ( თავის მიერ დევნილსა და გადასახლებულს) რომ რუსებისთვის ეჩვენებინა ქარტული კულტურა და თავი შერცხვენილად არ ეგრძნო წარმომავლობის გამო ( როგორც გრძნობდა) ამის აშკარა მაგილითია ქერჩთან ერთად ის ფაქტი, რომ მსოფლიო ომის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული ქართველი ტყვეები დახვრიტეს ან გააციმბირეს. ასეთი რამ საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში არ მომხდარა, მაგრამ სოსო განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩა საკუთარი ერის მიმართ რათა მიკერძოებულობა არ დაებრალებინათ.
სტალინი მოკვდა და რად ეშმაკად ადიდებ მაგ მკვდარს ?
სტალინი იყო ჩვეულებრივი სისხლისმსმელი ტირანი!
სტალინი მაგრად მიყვარს დიახ
ტერა მოდი ეხლა ვაი დამიწერე
ნახეთ არწივი დაჭრილი?
მაცადეთ დავწერ მიზეზებს.
მოვიცალო...
სტალინი იყო ჩვეულებრივი მკვლელი!
karpaki
A.V.M
1) გოლოდომორის ტრაგედია(1932–1933) : შიმშილის მსხვერპლი 10-12 მილიონი უკრაინელი გახდა.
2)ინტელიგენციის ტერორი : 1920-1930 ორი ათასი მსახიობი, მწერალი , ინტელიგენტი საკონცენტრაციო ბანაკებში მოათავსეს. მათგან 1500 ბანაკებში დაიღუპა. 1936-1938 წლებში 27 ასტრონომი ანტი-მარქსისტული შეხედულებებისთვის დახვრიტეს.
1933 წელს რეჯიმის მსხვერპლი მრავალი მეტეოროლოგი გახდა, ოფიციოალური ვერსიით მათ არასწორად ივარაუდეს ამინდის ცვლილება, რამაც მოსავალს ავნო.
3) 1937 წლის 30 ივნისს გამოიცა კანონი ყოფილი "კულაკების" წინაამღდეგ. ამავე წელს ანტი-მარქსისტული შეხედულებებისთვის დააკავეს 669,929 ადამიანი. აქედან 376,202 დახვრიტეს.
4) NKVD-ს ოპერაციები ეროვნული უმცირესობების წინაამღდეგ (1937-1940) . მხოლოდ ეთნიკური პოლონები რომ ავიღოთ, დაპატიმრებულთა რიცხვია 143 810. დაღუპულთა -111 091.
5) კატინის სასაკლაო(1940):21,768 პოლინელი სამხედრო პირის გაუსამართლებლად დახვრეტა
6)ხალხთა მასობრივი დეპორტაციები კავკასიიდან:მაგ. 500 000 ინგუში და ჩეჩენი. ზოგი იმფორმაციით, რომ შესაბამისი გეგმა არსებობდა ქართველი ერის ყაზახეთში გადასახლებაზეც.
7)მონღოლეთის ტერორი(1930-იანი წლები) მსხვერპლი ათი ათასობით ადამიანი გახდა. მათ შორის 18 000 ბუდისტი რელიგიური შეხედულებების გამო.
საერთო ჯამში NKVD-ს მსხვერპლი პოლიტიკური ნიშნით წამოწყებული საქმეებით ( იმ საქმეებით სადაც ოფიციალურაად დასახელდა საქმის პოლიტიკური მიზანი) 1,548,366 რეპრესირებულია. მათ გარდა უამრავი ადამიანი KGB-ს და მისი მსგავსი ორგანიზაციების რეპრესიების მსხვერპლი გახდა. აღარაფერს ვამბობ უამრავ საეკლესიო მოღვაწეზე და წმინდა მამებზე.
საკმარისი არ არის?
ირკუტსკის NKVD-ს უფროსის თხოვნა სტალინის სახელზე, რომ ტროცკისტების, პან-მონღოლებისა და კულაკ-თეთრგვარდიული ელემენტების წინააღმდეგ ნება დართოს დასახვრეტთა ლიმიტის დამატებით 4 000-მდე გაზრდის შესახებ (!) ზედ ადევს სტალინის რეზოლუცია "თანახმა ვარ" ("ზა").
დასახვრეტთა სია. სტალინის რეზოლუცია "თანახმა ვარ"
A.V.M
karpaki
რა დააშავეს და საკუთრი აზრის გამოთქმა,ოპოზიციური ხედვა იკრძალებოდა. ეგ იყო ცხოვრება?საერთოდ არ მესმის იმ ადამიანების ვინც კიდევ მისტირის საბჭოთა კავშირს,კაი ცხოვრება იყოო...მარტო მუცელი ხომ არაა ადამიანი?სად იყო მაშIნ "თავისუფალი ნება" ადამიანის? ისე გაგაქრობდნენ,რომ ახლობლები კვალსაც ვერ იპოვიდნენ...
სტალინს იმდენი კარგი არ აქვს გაკეთებული,რომ მისი ცუდი გადაწონოს,ვერანაირად ვერ გადაწონის.
karpaki,დიქტატორი ხარ რა
ხო ნუ შეიძლება ბევრი ისეთი ნახო ცხორებაში, რომ იფიქრო რომ ეს ადამიანი არსებობას არ იმსახურებს, შეიძლება საკუთარ თავზეც იფიქრო იგივე,.. მაგრამ რა გარემოებაც არ უნდა იყოს ფაქტი არის ერთი -ადამიანის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის- როცა უფალი ყველა ადამიანის თმას ეფერება.. და გონიერი ადამიანი მიდის ამ ქმედებაზე რარააფექტურ მდგომარეობაში -ამას მხოლოდ და მხოლოდ ერთი შეფასება აქვს და ეს არის - ცუდი @მარინაბერიძე P რამ გამახსენა მისი უმსგავსობები სტალინთან რა მოსატანია..))
აქ ინფორმაციული პოსტი უნდა ყოფილიყო, ადრე იმედნი მოვისმინე სტალინის სულიერ ცხოვრებაზე სამწუხაროდ ვერ ვიხსენებ (( ჩემს მეხსირებას სავე ფუნქცია საერთოდ მოშლილი აქვს..
ანუ ჯამში არსებული ფაქტები ცუდიც თუ კარგიც დასკვნების გაკეთების საშუალებას მაინც არასოდეს იძლევა, გააჩნია გარემოს, მოტივს, შემდგომ მდგომარებას ასე რომ..
A.V.M
ჩემო კარგო, რაც შენ ჩამოწერე, იქიდან 2, 6,7,8 პუნქტებია სწორი (რადგან ლოგიკურია და ისტორიიდანაც დასტურდება), დანარჩენი მეტად საკამათოა, განსაკუთრებით მე4, ანუ, მე ვამბობ, რომ რადგან აკრძალული იყო გადახრები, აქედან ასკვნით რომ მორალური პიროვნება იყო და თან თვითონ შემოიღო ეს აკრძალვა? ა? .. მე-9 ხო საერთოდ... : )
სტალინი იყო სისხლისმელი ტირანი!
"სტალინი უდიდესი პიროვნება იყო. ასეთები იშვიათად იბადებიან. იგი სემინარიაში სწავლობდა და კარგად იცოდა სასულიერო განათლების ფასი. არაჩვეულებრივად გალობდა და შესანიშნავად მღეროდა ქართულ ხალხურ სიმღერებს, წერდა მშვენიერ ლექსებს"
/ილია II
"ქაროზი" N71, 2015, გვ.14/
"პაბლო პიკასო კი, სტალინს მსოფლიოს უდიდეს სტრატეგთა შორის, პირველ ადგილზე მოიხსენიებს:
"სტალინში თავმოყრილი იყო იულიუს კეისრის ჭკუა და მარკუს ოქტავიუსის ეშმაკობა, ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავრული გენია, ციცერონის მჭერმეტყველება და აზრის გადმოცემის სისხარტე, იგი ყველა მათგანზე მაღლა დგას და ბევრად უფრო აღმატებულია".
/"ქაროზი" N71, 2015, გვ.14/
"იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი (სტალინი) ერთ-ერთი ყველაზე განათლებული პიროვნება იყო კაცობრიობის ისტორიაში, წაკითხული ჰქონდა ოცი ათასზე მეტი წიგნი, ზეპირად იცოდა რუსთაველის ’’ვეფხისტყაოსანი’’. სწორედ სტალინის დავალებით თარგმნა აკადემიკოსმა შალვა ნუცუბიძემ რუსთაველი რუსულად".
/FB/
ჰმ
ერთი გამოჩენილი ქართველი პოლიტიკოსი იყო. ესააა ჩემი აზრი.
"რასაც მამა თეოდორე ამბობს,ასეთი რამ არქიმანდრიტი გიორგი ბასილაძისგან და ბევრი სხვა სასულიერო პირისგანაც მომისმენია.ერთხელ მამა გიორგიმ მკითხა:’’აბა, შენ თუ მეტყვი, სტალინი ვინ მოკლაო?’’ ჩემთვის მოულოდნელი იყო ეს შეკითხვა ,ცოტახანს დავფიქრდი და მერე ვუთხარი;როგორც გამიგია,ბერიამ -მეთქი.’’არ არის ეს სწორი,სულ ტყუილად აბრალებენ მის სიკვდილს ბერიას,სტალინი მთელი ცხოვრება მასონებს ებრძოდა და იგი,მასონების მოსყიდულმა ლაზარ კაგანოვიჩმა მოწამლაო.’’მამა გიორგის სტალინის სურათი თავის კელიაში ეკიდა..."
კითხვა : "რა აზრის ხართ იოსებ სტალინის პიროვნებაზე?". დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:
" ერთხელ ჩემთან მოვიდა ქალბატონი და სტალინისთვის პანაშვიდის გადახდა მთხოვა. დავდექი არჩევანის წინაშე, მაგრამ მერე გამახსენდა რომ სემინარიაში სწავლობდა, გამახსენდა რომ ამბობენ რომ სიკვდილის წინ შეინანა. მცირე პანაშვიდი გადავიხადე, რომელიც ათ წუთს გრძელდება. ისეთი სითბო შემოვიდა ჩემს გულში იმ ლოცვის დროს, ისეთი სითბო. ხანდახან არის რომ ლოცულობ და მართლა ღვთის განცდა მოდის. ყოველთვის ეს არ ხდება, არც პანაშვიდის დროს და წირვის დროსაც შეიძლება არ მოვიდეს. ისეთი სითბო შემოვიდა და იმოს მერე ჩემი პირიდან მაგ ადამიანზე ცუდი აღარ ამოსულა, ვეღარ ამოსულა. პირადად ჩემი გამოცდილება ესეთია: ცუდს ვეღარ ვამბობ იმ ლოცვის მერე".
(თ.მურაჩაშვილი)
/FB/
"აქვე უნდ აღინიშნოს ისიც, რომ არქიმანდრიტ გერმოგენის [დოლგანოვი, შემდგომში - ტობოლსკისა და ციმბირის ეპისკოპოსი, დახვრიტეს 1918 წლეს კომუნისტებმა, შერაცხილია წმინდანთა დასში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ] ლოცვა-კურთხევით, 1899 წლის 29 მაისს სემინარიის მეხუთე კურსიდან გარიცხეს იოსებ ჯუღაშვილი, მომავალი სკკპ ცენტრალური კომიტეტის მდივანი იოსებ სტალინი".
/"საპატრიარქოს უწყებანი" N20, 2016, გვ.18/
"როგორც ისტორიიდან ცნობილია, ბიზანტიის იმპერია დაიშალა. იგი თურქმა ოსმანებმა დაიპყრეს და ბიზანტიის მცხოვრებნი დიდი ხნით დამპყრობელთა ბატონობის ქვეშ მოექცნენ. კონსტანტინოპოლის დაცემას სწრაფი და მნიშვნელოვანი ცვლილებები მოჰყვა აღმოსავლეთის ეკლესიაში. არეულობის თავიდან აცილების მიზნით, XVI საუკუნეში, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა იერემიამ რუსეთის ხელმწიფის, იოანე მრისხანის ვაჟს, თევდორეს, მსოფლიო საპატრიარქო კათედრის მოსკოვში დროებით გადატან შესთავაზა, იმ საბაბით, რომ იმ დროს რუსეთი იყო ერთადერთი სუვერენული მართლმადიდებლური სახელმწიფო. მაგრამ რუსეთის ხელმწიფე სუსტი მოაზროვნე და არაშორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი გახლდათ. მას და მის გარემოცვას მსოფლიო საპატრიარქოს პასუხისმგებლობის ტვირთვისა შეეშინდა.
საინტერესო ისტორიული ფაქტია, რომ 400 წლის შემდეგ ამ იმედის განხორციელება იოსებ სტალინმა სცადა. 1947 წელს იგი მსოფლიო კრების მოწვევას გეგმავდა, რომელზეც მსოფლიო საპატრიარქოს მოსკოვში გადატანას გამოაცხადებდა, მაგრამ უფალმა ამ ამბიციურ პროექტის განხორციელება არ ინება".
/"საპატრიარქოს უწყებანი" N22, 2016, გვ.9/
"დიდი სამამულო ომის (1941-1945 წწ) დაწყების შემდეგ, ათეისტთა თარეში შეიზღუდა. მოხდა მოხდა სტალინის შემობრუნება ეკლესიისკენ. მოვიყვან მიხეილ თევდორაძის მოგონებებიდან სტალინის ზოგიერთ გამონათქვამს, რაც მან 1945 წლის დადგომისას წარმოთქვა: "რუსეთი ტრადიციების მიმდევარი ქვეყანაა. ხალხს დღემდე სჯერა ღმერთის და, ვფიქრობ, სწორად მოვიქეცით ქვეყანაში მართლმადიდებლობა რომ აღვადგინეთ და მრევლს მივეცით თავისუფალი არჩევანის საშუალება". და კიდევ: "გამარჯვება ახლოა და გარწმუნებთ ჩვენი ხალხის, მხედრების, მთავრობის შეუპოვარი გმირული საქმიანობის მიღმა, უფალი დგას, რომელმაც ეს ყველაფერი შეგვაძლებინა".
/"ფუძნარი" N7, 2017, გვ.8/
"მამაჩემი გრიგოლ ნოდია მომღერალი იყო, ნოკო ხურციას ანსამბლში მღეროდა. იმ დროში ძალიან ცნობილი მომღერალი იყო. სტალინთან ნამღერიც აქვს. სიმღერის შემდეგ ნოკოს თურმე სტალინმა უთხრა, რა გაჩუქოო. მხოლოდ ის ფანქარი მაჩუქეთ, რითიც კონსტიტუცია დაწერეთო. მართლაც აჩუქა".
/"კარიბჭე" N1, 2018, გვ.44/
"...მაშინ კონსერვატორიაში ვსწავლობდი. მე და ჩემი ჯგუფელები, შემდგომ ცნობილი კომპოზიტორები - შალვა მშველიძე, ალექსანდრე ბუკია, ვალერიან ცაგარეიშვილი და სხვები, ქართული სიმღერებისა და სოლფეჯიოს უკეთ შესასწავლად მომღერლებად შევედით ქართულ აკადემიურ გუნდში, რომელიც კოტე ფოცხვერაშვილმა ჩამოაყალიბა. იმხანად ეს იყო თბილისში ერთადერთი გუნდი, სადაც სიმღერებს ნოტებით სწავლობდნენ. კოტე ფოცხვერაშვილმა ამ გუნდში დასავლეთ საქართველოს სიმღერების შესატანად ბათუმიდან მოიწვია ხალხური საკრავების ცნობილი ლოტბარი ავქსენტი მეგრელიძე. მან გუნდის მომღერალი რამდენიმე ქალისგან შეადგინა ჯგუფი და დაგვაწყებინა სმენით ჩონგურზე დაკვრა. მე, როგორც უმაღლესი მუსიკალური განათლების მქონე, მის მოადგილედ დამნიშნეს. მაშინ ავქსენტი ცოლს გაშორებული, ხნიერი კაცი იყო, ხუთი ქალიშვილის მამა. ერთად მუშაობამ თანდათან დაგვაახლოვა. ბოლოს ვეღარ შევეწინააღმდეგე მის დაჟინებულ თხოვნას, ცოლადაც გავყევი და ერთად შევუდექით ხალხურ საკრავებზე დაკვრის კულტურის აღდგენას. დღენიადაგ ვეძებდით ხალხში და ნოტებზე გადაგვქონდა მივიწყებული საჩონგურო სიმღერები, ზოგსაც თავად ავქსენტი ამუშავებდა ან თხზავდა ხალხურ ყაიდაზე. გასტროლები გვქონდა სომხეთში, აზერბაიჯანში.
ახლოვდებოდა 1937 წელი და დაიწყო რეპრესიები, რომელსაც რუსთაველის თეატრის მრავალი მსახიობი შეეწირა, მათ შორის ჩვენი ანსამბლის ზოგიერთი წევრიც. ჩამოგვაშორეს სანდრო ახმეტელიც, რომელიც მუდამ მხარში გვედგა.
მაშინ უნდა ჩატარებულიყო მოსკოვში ქართული ხელოვნების პირველი დეკადა და დაიწყო მზადება. საქართველოს მთავრობის მეთაური ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა დეკადისთვის კოლექტივების შერჩევასა და მზადებას. მისი განკარგულებით გადაწყდა, დეკადაზე მოსკოვს გაეგზავნათ ორი ხალხური კოლექტივი: ერთი დასავლეთ საქართველოს გუნდი კირილე პაჭკორიას ხელმძღვანელობით, მეორე უნდა ყოფილიყო აღმოსავლეთ საქართველოს გუნდი, რომლის ხელმძღვანელად, ბერიას ბრძანებით, სანდრო კავსაძე დაინიშნა. სანდრო გორის სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა სტალინს. ერთხელ სტალინს მოუკითხავს კიდეც, - ნეტავ სად არის კავსაძე, კიდევ მუშაობს თუ არაო. მაშინ კავსაძე ჭიათურაში ხელმძღვანელობდა გუნდს. სასწრაფოდ გამოიძახეს ჭიათურიდან თავისი ვაჟებითურთ და აღმოსავლეთ საქართველოს გუნდის ხელმძღვანელობა დაავალეს.
ერთ დღეს იმჟამინდელ ძერჟინსკის კლუბში თათბირზე მიიწვიეს მუსიკოსები, კომპოზიტორები, შემსრულებლები. დაიბარეს ავქსენტიც. გაჭედილი დარბაზის სცენაზე ისხდნენ ბერია და კომისია, რომელთაც საცეკვაო პროგრამა უნდა შეედგინათ. სცენაზე ასულ ავქსენტის ბერიამ უთხრა, - გადავწყვიტეთ, თქვენი ანსამბლით დასავლეთ საქართველოს გუნდს შეუერთდეთ და კირილე პაჭკორიასთან ერთად იმუშაოთო. იგი მოულოდნელად აენთო - ჩემი ანსამბლით სხვასთან არ ვიმუშავებო. დარბაზის ბოლოს, გასასვლელთან, დიმიტრი არაყიშვილი იჯდა. ავქსენტი, რას შვრები, კაცო, არ გაბედო უარის თქმა, თორემ ამაღამვე გაგაქრობსო, - უთხრა ჩურჩულით. დაწყნარდა ავქსენტი, დაბრუნდა დარბაზში, მივიდა ბერიასთან და უთხრა, - თუ ეს თქვენი ბრძანებაა, კი ბატონო, დაგთანხმდებით, თუ არადა მე დამოუკიდებლადაც კარგად ვმუშაობო. ჩვენც ეს გვინდოდა. ნამუშევარს არ დაგიკარგავთო, - უპასუხა ბერიამ და დამშვიდებული გამოისტუმრა შინ. ბერიას ბრძანებით, ქართველი ქალები ლამაზები იყვნენო და ლამაზმანების შერჩევა დაიწყეს. ქალები მართლაც ლამაზები შემოგვამატეს, მაგრამ ხმა და ნიჭი ნაკლებად ჰქონდათ. ვინც თვალში არ მოუვიდათ, გაგვირიცხეს ანსამბლიდან. მათ შორის მოჰყვა ანიკო კოროშინაძე (სულიკო კოროშინაძის დედა), რომელიც კარგი მოკრიმანჭულე იყო და გურული სიმღერებიც დიდებულად იცოდა, ნინო მილორავა (შოთა მილორავას დედა) და სხვები.
ბერიამ სტალინის საყვარელი სიმღერების მომზადება შეგვიკვეთა. "სულიკო" უყვარდა, ბათუმის ციხეში რომ იჯდა, მღეროდაო. მისი უსაყვარლესი სიმღერა ყოფილა "ნინა, ნინა, ჩემო ნინა". ჩვენც შევუდექით მისი დავალების შესრულებას. ავქსენტიმ დეკადისათვის შეთხზა ახალი სიმღერა - "პატაკი ბელადს". მოვამზადეთ აგრეთვე "ახ, ტრაქტორო". აღმოსავლეთ საქართველოს გუნდს სანდრო კავსაძე ხელმძღვანელობდა, მაგრამ იმას მაშინ ყელის კიბოს ნიშნები გამოაჩნდა და ხმა აღარ ჰქონდა. სიმღერების შესწავლა უჭირდა და შვილი, დათაშკა ეხმარებოდა.
მოსკოვს მატარებლით გავემგზავრეთ. მეორე დღეს ხალხური გუნდების გამოსვლა იყო დანიშნული დიდ თეატრში. ქალაქში გაკრულ აფიშებში ავქსენტი მეგრელიძის ხსენებაც არ იყო.
კონცერტს მრავალი ადამიანი მოაწყდა. სცენის გვერდზე, მთავრობის ლოჟაში სტალინი იჯდა, აქეთ-იქიდან ვოროშილოვი და მოლოტოვი ესხდნენ. სტალინს ხელში კალამი და წიგნი ეჭრა და დროდადრო რაღაცებს ინიშნავდა. ჩვენი გამოსვლა ძალიან კარგი იყო და ყველა სიმღერის შესრულება ძალზე მოსწონებია. ბერია დიდი ამბით მოვიდა და ხელი ჩამოართვა ავქსენტის. "ხომ გითხარით, ამაგს არ დაგიკარგვთო", - უთხრა. მერე კრემლში მიგვიწვიეს, დეკადის მონაწილეთა საერთო ბანკეტზე. აღმოსავლეთ საქართველოს ცეკვებს ილიკო სუხიშვილი ხელმძღვანელობდა.
სუფრა მალე მოთავდა და ზეიმი მეორე - გიორგის სახელობის დარბაზში გაგრძელდა. სტალინი თვითონ უსხამდა სასმელს მას, ვის სადღეგრძელოსაც სვამდა. წინა რიგში თამარ ციციშვილი იდგა თამარ ჭავჭავაძესთან ერთად. როგორც ჩანს, სტალინს მისი სახიერება მოეწონა და ჰკითხა: - თქვენ ვინ ბრძანდებითო. თამარ ციციშვილიო, - უპასუხა. რომელი ციციშვილისაო? გიორგისაო. თამარის სადღეგრძელოც დალია. ავქსენტის ერთ ძველ სიმღერაზე ჰკითხა, "ბათუმის ციხეში ვმღეროდით და თქვენ, როგორც ხნიერ კაცს, ალბათ გეცოდინებათო" და დასაწყისი წაიმღერა კიდეც. მერე იქვე მდგომ სანდრო კავსაძეს მიუბრუნდა: - კაცო, შენ რა დაგემართა, პაჭკორიამ უნდა გაჯობოსო?
მესამე დღეს საპატიო ორდენებით დაჯილდოებულები სტალინმა თავის აგარაკზე მიიწვია. "ზის სტალინი ბუხართან და ჩიბუხს ეწევა (ეს ამბავი ავქსენტიმ თავად მიამბო, - იხსენებს მისი მეუღლე). დაიწყო ლაპარაკი და სანდროს მიმართა: - კაცო, სანდრო, რა დაგემართა შენა? ამ სიმღერებს სკოლაში რომ გვასწავლიდი, ახლა რამ შეგცვალა, ხალხური სიმღერები გააქალაქურეო? რა ვქნა, შენი ჭირიმე, - უპასუხა თურმე, - ვინც კარგი, ნამდვილი ხალხური მომღერლები მყავდა, დამიჭირეს და ვიღა უნდა წამომეყვანა, მეტი წილი ქუთაისელი ხალხი შემრჩა ხელშიო. ვინ არის დაჭერილიო, - უკითხავს სტალინს და ორი ტაში მაგრად დაუკრავს. მაშინვე ბერია გამოვარდნილა, - ეს რა გიქნია, ვინ დაგიჭერია იქაო? ტერორისტებიო. რაო? ჯიღაურმა მე უნდა მომკლას? ჯიღაური შარშან ხუთი დღე იყო ჩემთან, დღედაღამ ვმღეროდით, მოკვლა თუ უნდოდა, მაშინ ვერ მომკლავდა? ამწუთას გამოასწორე შენი შეცდომაო.
თბილისში რომ დავბრუნდით, ბერიას ბრძანებით დაჭერილი კახელი მომღერლები სადგურში დაგვხვდნენ - გაეთავისუფლებინათ.
1940 წლამდე იმუშავა ამ გუნდში ავქსენტიმ. მერე ცუდად გახდა და გარდაიცვალა.
პირველ მუსიკალურ სასწავლებელში 1949 წლიდან ვმუშაობდი. მაშინ ავქსენტიმ მითხრა, - მე უკვე აღარ შემიძლია, ახლა შენ მოკიდე ხელი ამ საქმესო. სასწავლებელში ხალხურ საკრავთა ანსამბლი ჩამოვაყალიბე და იქ შევიტანე პირველად სანოტო სისტემით ჩონგურ-ფანდურის სწავლება. მერე ბევრ ადგილზე ვიმუშავე - სასწავლებელში (ჩემი მოსწავლეები იყვნენ: ანზორ ერქომაიშვილი, ომარ კელაპტრიშვილი, თეიმურაზ ქევხიშვილი და სხვები), რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი ავქსენტი იყო და იქ მისი საქმე გვაგრძელე..."
/"კარიბჭე" N11, 2010, გვ.47/
"[რუსეთის ეკლესიის ეპისკოპოსი დავით (ანტონ) აბაშიძე (1867-1942)] იყო თბილისის იმ სემინარიის ინსპექტორი, სადაც სტალინი სწავლობდა და, როცა ამ დადგრომელ მოსწავლეს დანაშაულებრივი ქცევისათვის კარცერში კეტავდნენ პურისა და წყლის ამარა, ჩუმად უგზავნიდა ხოლმე საზრდოს.
შემდგომშიც ხვდებოდნენ ერთმანეთს და მიმოწერაც კი ჰქონდათ. ეს დაუფასა საბჭოთა ბელადმა - საეკლესიო პირთა დევნის ჟამს მისი ბრძანებით ხელი არ უხლიათ არქიეპისკოპოსისათვის. მონაზონ სერგის ცნობით, მეუფე ანტონი სტალინისთვის ლოცულობდა. ვინ უწყის, რაგვარად შეეწეოდა მას ეს ლოცვა!"
/"კარიბჭე" N7, 2019, გვ.20/
-------------------
----------
"ვ.ა. დავიდოვის ცნობით, 1935 წელს, აფხაზეთში დასვენების დროს, სტალინმა ახალი ათონის მონასტრისათვის დიდი თანხა გაიღო. შემდეგ ბერებს მიმართა, - სტალინის სულისთვის ილოცეთო. ამის შემდეგ საკმაოდ დიდხანს ესაუბრა წინამძღვარს. უთქვამს: "უნდა დავუბრუნოთ ხალხს ლოცვის კანონიერი უფლება. უსამართლობაა ადამიანს წაართვა რწმენა. რუს ხალხს არ შეუძლია ღმერთის გარეშე არსებობა". შემდეგ ხელმძღვანელობას მოსთხოვა, მოეხსნათ სამონასტრო ბეგარა.
როდესაც 30-იან წლებში ხრუშჩოვმა მოახსენა, რომ მოსკოვის საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდა რელიგიური კულტის 51 მსახური, სტალინმა მოითხოვა მათი იმავე წუთს გათავისუფლება. ამავდროულად, მან კატეგორიულად აკრძალა დემიან ბედნის მებრძოლი ათეიზმის სულისკვეთებით განმსჭვალული წიგნი "ბიბლია მორწმუნეთა და ურწმუნოთათვის".
/"კარიბჭე" N6, 2020, გვ.47/
"ნიშანდობლივია ისიც, რომ ომის დასრულების შემდეგ, როცა სტალინისთვის მისი ბიოგრაფიის მეორე გამოცემის მაკეტი წარუდგენიათ, სადაც ეწერა, რომ იგი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მას ჩაუსწორებია: "თბილისის მართლმადიდებელ სასულიერო სემინარიაში"...
/"კარიბჭე" N7, 2020, გვ.46/
"წინასწარჭვრეტის უნარით ყოფილა ღვთისგან დაჯილდოებული ბავშვობიდან ბრმა, ნეტარი მატრონა მოსკოველი, რომლის შესახებაც საბჭოთა სახელმწიფოს ერთპიროვნულ ლიდერს, სტალინსაც შეუტყვია და ქვეყნის განსაცდელის ჟამს, დიდი სამამულო ომის დასაწყისში, 1941 წლის ოქტომბერში, ცარიცინში ჩასულა მის მოსანახულებლად.
- წითელი მამალი გაიმარჯვებს, გამარჯვება შენ დაგრჩება! - დაუმშვიდებია დედა მატრონას დიდი ბელადი. სტალინს ყურადღებით მოუსმენია ნათელმხილველის რჩევები, მცირე ეჭვიც კი არ შეუტანია მის სიტყვებში. მოგვიანებით ნეტარ დედას უთქვამს: - ვინ იცის, იქნებ უფალმა შეუნდოს სტალინს! ის ხომ თავად არის ტყვე ლაზარ კაგანოვიჩისა და სხვათა...
და ყურში ჩაესმოდა, თუ როგორ იყვირებდა სტალინი სიკვდილის წინ: "რას სჩადით, რას სჩადით!" ერთ მხარეს იდგება კაგანოვიჩი, ხოლო მეორე მხარეს - მისი და. "რა გინდათ, რომ მიყოთ? - იკითხავს სტალინი, ისინი კი ბალიშს დაადებენ და გაგუდავენ მას, - უთქვამს დედა მატრონას 1943 წელს, ბოლოს კი დაუმატებია: - ჯერ სტალინს მოაშორებენ... მას შემდეგ იქნებიან მმართველები, ერთი-მეორეზე უარესნი. გაანიავებენ რუსეთს".
/"კარიბჭე" N9, 2020, გვ.24/
----------------------
"ი.ბ. სტალინი თავის სტატიაში "თავბრუდახვევა წარმატებისაგან" დასცინოდა მათ, ვინც კოლექტივიზაციას სამრეკლოებიდან ზარების ჩამოხსნით იწყებდა. "ეკლესიის დახურვა შეიძლება მხოლოდ მაშინ, - აღნიშნავდა სტალინი, - თუ მოსახლეობა თვითონ მიდის ამ შეგნებამდე, რომ საჭიროა ეკლესიის ლიკვიდაცია და თუ ეკლესია იკეტება იქ, სადაც მორწმუნეთა რიცხვი დიდია, პირიქით ეს ნიადაგს ამზადებს ანტისაბჭოთა პროპაგადისათვის".
/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 35/
"ყველა მომდევნო თაობა ისევ მიუბრუნდება სტალინის თემას და საკუთარ ვერდიქტს გამოუტანს ამ ბუმბერაზს".
/ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N1, 2022, I-III, გვ.17/
"ძიაკაცო, ერთი ეს მითხარი, სტალინზე რა აზრისა ბრძანდები-მეთქი... მაინც გორელი რახან იყო... - რა აზრისა უნდა ვიყვე, - მაგან მე ტიციანი მამიკლა და პაოლო მამიკლაო..."
/"კარიბჭე" N4, 2022, გვ.36/
"სტალინის გარშემო, ისევე როგორც იულიუს კეისრის ან ნაპოლეონის გარშემო, ყოველთვის იქნება აზრთა და შეფასებათა ჭიდილი, იმიტომ რომ, ასეთი ფენომენის ანატომირება ყოველთვის საინტერესოა, ვინაიდან მათ აჩვენეს ერთი ადამიანის შესაძლებლობათა მაქსიმუმი.
ბალზაკი წერდა, რომ გენიოსი არ აბარებს ანგარიშს ეპოქას, ვინაიდან თვითონ არის მისი შემქმნელი. ჩააბარებს თუ არ ჩააბარებს სტალინი ანგარიშს თავის ეპოქას, ალბათ შორეული მომავლის საქმეა".
/ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N1, 2022, I-III, გვ.17/
"გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და მთარგმნელის, გერონტი ქიქოძის (1885-1960) წიგნში "თანამედროვის ჩანაწერები" (2003) ვკითხულობთ: "სტალინის სიკვდილით დასრულდა ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი საბჭოთა კავშირის ისტორიაში. როგორც უნდა დააფასონ მისი მემკვიდრეობა შემდგომმა თაობებმა, მტრებიც და მეგობრებიც იძულებული იქნებიან აღიარონ, რომ ეს იყო პოლიტიკური მოღვაწე. ერთნაირად ძლიერი, როგორც ნგრევის, ისე შენების საქმეში. მან წარმატებით განაგრძო ლენინის საქმე და რუსი ხალხი, რომელიც ოქტომბრის რევოლუციამდე ალკოჰოლის, ეპიდემიური ავადმყოფობის და უმეცრების ტყვეობაში იმყოფებოდა, მატერიალური და სულიერი პროგრესის გზაზე დააყენა"
/ისტორიულ შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N1, 2022 წ. გვ.18/
"ბერია უნიჭიერესი კაცი იყო, არაადამიანური ენერგიის მქონე და შრომისმოყვარე. შეეძლო კვირების განმავლობაში დაუძინებლად ემუშავა, მაგრამ ერთი ცუდი თვისება ჰქონდა - ორპირი იყო. ჩემთან ერთს იტყოდა, მიქოიანთან მეორეს, ხრუშოვთან მესამეს, სტალინთან მეოთხეს და ისე გადახლართავდა ძაფებს, რომ იქიდან გამოძრომას დიდი ხანი ვუნდებოდით. რაც შეეხება ბრალდებას, რომ ბერია უცხოეთის აგენტი იყოო, მტკნარი სიცრუეა. მას დანაშაულის გარდა საბჭოთა კავშირის წინაშე დიდი დამსახურებაც ჰქონდა"
/ისტორიულ შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N1, 2022 წ. გვ.20/
"მართლაც, ბერია, რომელიც უმაღლესი თანამდებობების, წოდებებისა და ჯილდოების მფლობელი გახლდათ, დღემდე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. ოფიციალური ვერსიით, 1953 წლის 26 ივნისს იგი დააპატიმრეს, გაასამართლეს და იმავე წლის 23 დეკემბერს დახვრიტეს. არსებობს მის დაღუპვის სხვა ვერსიებიც"
/ისტორიულ შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N1, 2022 წ. გვ.20/
"წარსულის სწორი, სამართლიანი აღწერა ისევე აუცილებელია, როგორც მომავლის მოლოდინი.
ბევრჯერ ვყოფილვარ მოწმე, როგორ აყალბებდნენ ფაქტებს, მოვლენებს, ბევრიც მიბრძოლია ამის გამო... ხშირად ვცდილობ, წერილობითი პასუხიც გავცე.
ერთხელ, გაზეთში "კოლხური დიადემა" (1991 წ. 2 აპრილი) დაიბეჭდა ცნობა, რომ ერთ მოხუცს, მორწმუნე ქალს, მართას, რომელიც მუდამ წირვა-ლოცვას ესწრებოდა, ეპისკოპოსობა შესთავაზეს და უარი განაცხადა. ვინ და როდის შესთავაზა ეპისკოპოსობა ქალს? 1921 წლიდან 1927 წლამდე საქართველოს პატრიარქი იყო უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი ხელაია, 1927 წლიდან 1932 წლამდე - ქრისტეფორე ციცქიშვილი, 1932 წლიდან 1953 წლამდე - კალისტრატე ცინცაძე... ვის დროს შეიძლებოდა მომხდარიყო მართლმადიდებლური, ქრისტიანული ეკლესიისთვის ესოდენ დაუშვებელი შეთავაზება?
ქალს, რომელზედაც საუბრობს კორესპონდენტი, მე ვიცნობდი... ის გახლდათ ლავრენტი ბერიას დედა სახელად, მართა, უაღრესად ღვთისმოსავი მანდილოსანი... მაშინ ხუთი თუ ექვსი ქალი ვესწრებოდით წირვა-ლოცვას, ერთ მამაკაცს ვერ ნახავდით ტაძარში (იყო ასეთი დროც). ეს მოხუცი ქალი ცდილობდა, შეუმჩნეველი ყოფილიყო. იდგა შორს, კუთხეში, თავზე ლეჩაქმოხვეული. იშვიათად ამოიღებდა ხმას, თუკი ვინმეს შეესიტყვებოდა, ძირითადად, სიონის მრევლის უხუცეს წევრს, ქალბატონ ნინო ლოლაძეს და მე. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ქალბატონ მართას ვეცოდებოდი. იცოდა, მეუღლე 2 წლის დაპატიმრებული მყავდა და ორი შვილით უსახლკაროდ ვიყავი დარჩენილი. იტყოდა: "მეცოდები, მაგრამ მე ვერაფერს ვეტყვიო ლავრენტის, არ მაქვს უფლება. ილოცე, ილოცე, ევედრე ღმერთს და ის გიშველისო..."
მახსოვს, ერთხელ კათალიკოს კალისტრატესთან მივიდა ფეხშიშველი, მხურვალედ ლოცველი თავის და სხვათა ცოდვების გამო. ამის მოწმეა ქალბატონი ანთისა ცინცაძე (კათოლიკოს კალისტრატეს ძმისშვილი). იგი დღესაც სიონის ტაძარში მუშაობს მედავითნედ, მე, 88 წლის მოხუცს, სიონის უხუცეს მრევლთაგანს, უაღრესად თავმდაბალი და ღვთისმოშიში მახსოვს და ხშირად მახსენდება ქალბატონი მართა და მისი ტრაგიკული ხვედრი - ყოფილიყო ჯალათის დედა"
/ბაბო დადიანი
"ქაროზი" N79, 2020, გვ.9/
"დაუდასტურებელი გადმოცემით, 1941 წლის მიწურულს, როცა მოსკოვს რეალური საფრთხე ემუქრებოდა და გერმანებელები სულ ახლოს იყვნენ ქალაქთან, მატრონას თვით სტალინიც ესტუმრა და ესაუბრა. მატრონას უთქვამს ბელადისთვის: "რუსი ერი გაიმარჯვებს! გამარჯვება შენ დაგრჩება! ხელმძღვანელებიდან მხოლოდ შენ არ დატოვებ მოსკოვს!" ეს შეხვედრა შემდგომში "მატრონა და სტალინად" წოდებულ ხატზეც აისახა"
/მართალი მატრონა მოსკოველი (დაუჯდომელი, ცხოვრება, სასწაულები) გვ.27/
"იღუმენი ეფსტაფი დასძენს: "მე მჯერა ჩვენი ორი პატრიარქისა - სერგისა და ალექსი პირველისა: ისინი სრულიად დარწმუნებულნი აცხადებდნენ: იოსებ სტალინი მორწმუნე ადამიანი იყო!"
/მართალი მატრონა მოსკოველი (დაუჯდომელი, ცხოვრება, სასწაულები) გვ.41/
"ზოგიერთი ავტორიტეტული მოწმობით, იოსებ სტალინს ჰყავდა საიდუმლო მოძღვარი, ვისაც აღსარებას აბარებდა და ვისი ხელითაც ეზიარებოდა ხოლომე"
/მართალი მატრონა მოსკოველი (დაუჯდომელი, ცხოვრება, სასწაულები) გვ.42/
"ომის დამთავრების შემდეგ იოსებ სტალინი თბილისში ჩამოვიდა და თავისი ღრმადმოხუცებული დედა - კეკე მოინახულა. დედას უკითხავს მისთვის - შვილო, ეხლა ვინა ხარ, რას აკეთებო. ბელადს ღიმილით უპასუხია - რაღაც მეფის მაგვარი ვარ, ამოდენა ქვეყანას ვმართავო. გულდაწყვეტილ დედას ღრმად ამოუხრია და დანანებით უთქვამს: ეჰ, შვილო, როგორ მინდოდა მღვდელი გამოსულიყავიო... და ვინ იცის, იქნებ სიბერეში მასაც გასჩენია სინანულის ეს გრძნობა - წმიდა მატრონას მიერ კურთხეულ ხალხთა ბელადს!.."
/მართალი მატრონა მოსკოველი (დაუჯდომელი, ცხოვრება, სასწაულები) გვ.43/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience