-------------
-------------
Lenus
-------------
ერეკლე II
http://images.ge/
რუსუდანი
http://images.ge/
-------------
ვაი რა მაგრებია, თამარის დროს რამდენნაირი მოუჭრიათ...
-------------
რუსუდანის დროინდელი დახვეწილია უფრო
ეროვნული ვალუტა
ქართული ლარი - საქართველოს ეროვნული ვალუტა. 1995 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იგი ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა. სიტყვა "ლარი", რომელიც შეირჩა ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად, ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ზოგადად განძს, ქონებას. სახელწოდება "ლარი" ქართული ფულის ერთეულის დასახელებად 1991 წელს წამოაყენა აკად. ვ. ჩანტლაძემ მინისტრთა კაბინეტისათვის შედგენილ პროექტში.
ბანკნოტები
1995 წლიდან მიმოქცევაში შევიდა 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ღირებულების საბანკო ბილეთები. 1999 წელს სრულყოფის თვალსაზრისით მოდიფიცირებულ იქნა 1995 წლის ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტები, 2002 წელს 1999 წლის ემისიის მხოლოდ 1, 2, 5, 10 და 20 ლარის ღირებულების ბანკნოტები, 2004 წელს 50 და 100 ლარის ღირებულების ბანკნოტები. 2007 წელს დაიბეჭდა 200 ლარიანი ბანკნოტები.
ბანკნოტებზე გამოსახულნი არიან:
1 ლარიანზე - ნიკო ფიროსმანი
2 ლარიანზე - ზაქარია ფალიაშვილი
5 ლარიანზე - ივანე ჯავახიშვილი
10 ლარიანზე - აკაკი წერეთელი
20 ლარიანზე - ილია ჭავჭავაძე
50 ლარიანზე - თამარ მეფე
100 ლარიანზე - შოთა რუსთაველი
მონეტები
1995 წელს მომოქცევაში გაშვებული იქნა 1, 2, 5, 10, 20 და 50 თეთრის ღირებულების მონეტები. "თეთრი", რომელიც ლარის მეასედ ნაწილს ეწოდა, ძველი XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია. 1, 2, 5, 10 და 20 თეთრის ღირებულების მონეტები ვერცხლისფერია, ხოლო 50 თეთრის ღირებულების მონეტა - ოქროსფერი. ყველა ნომინალის მონეტის რევერსზე გამოსახულია ბორჯღალი, მითითებულია თარიღი და ქართულ-ინგლისური წარწერა "საქართველოს რესპუბლიკა".
საიუბილეო მონეტები
2000 წლის 10 აგვისტოს მიმოქცევაში გაშვებული იქნა ქრისტეშობის 2000 წლის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლის თარიღთან დაკავშირებით მოჭრილი 10 ლარის ღირსების საიუბილეო ბიმეტალური მონეტები, რომლებიც მიმოქცევაშია 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების პარალელურად. ბიმეტალური მონეტების – შიდა რკალი ვერცხლისფერია, ხოლო გარეთა რკალი – ოქროსფერი.
და ორას ლარიან კუპიურაზე ვინ არის გამოსახული?
ადრე მგონი სადღაც მოვისმინე, მაგრამ აღარ მახსოვს
10 000 მანეთი, 1922 წ.
500 მანეთი, 1919 წ.
50 მანეთი, 1919 წ.
1000 მანეთი, 1920 წ.
10 მანეთი, 1919 წ.
სათავადაზნაურო ბანკის ათასმანეთიანი ბილეთი, ჭავჭავაძის ხელმოწერით.
ბოლო სურათები მაგარია ძაან
წინებიც მაგარია მარა რუსული გადმონაშთები მომეწონდა ფრიად
1829 წელი, ნიკოლოზ I-ის დროს მოჭრილი აბაზი:
Lenus
ზემოთ სულ პირველ სურათზე გიწერია "კოლხური თეთრი,ასოებით" ხომ ვერ მეტყოდი რომელ დამწერლობას განეკუთვნება ეგ ასოები?
200 ლარიანი კუპიურაზე უკანა მხარეს 200 ლარის ქვემოთ აფსუას ენაზე წერია,ასევე წერია ქართულად სოხუმი აფხაზეთი და გვერძე აფსუურად იგივე არის ჩემის აზრით გამეორებული. ძალზედ საინტერესოა რატომ გაჩნდა აფსუური წარწერები ჩვენს ბანკნოტებზე.
-------------
გიორგი XII-ის დროს მოჭრილი აბაზი:
ერეკლე II-ის დროს მოჭრილი აბაზი:
კოლექცია 1898 წლიდან 1991 წლამდე:
http://numismatics.nu.funpic.de/index.files/Page2122.htm
საქართველო, კერძოდ კი კოლხეთი, სამონეტო საქმის ერთ-ერთი უძველესი კერაა მსოფლიოში. ფულის მიმოქცევა და ვერცხლის მონეტების მოჭრა აქ ძვ. წ. VI-V საუკუნეებში იწყება. ეს უძველესი სამონეტო ჯგუფი სამეცნიერო ლიტერატურაში „კოლხური თეთრის“ სახელითაა ცნობილი. მონეტების მაღალმხატვრული დონე ტოლს არ უდებს იმდროინდელი ცივილიზებული სამყაროს მოწინავე ქვეყნების ნუმიზმატიკურ ძეგლებს. სტილისტურ-ტექნიკური თვალსაზრისით კი შეინიშნება მათი განსაკუთრებული მსგავსება ძვ. წ. VI საუკუნის შუა ხანების მილეტურ მონეტებთან, რადგან კოლხური ფული ქალაქ ფაზისში (ფოთი) – მილეტელთა ახალშენში იჭრებოდა.
კოლხური თეთრის აბსოლუტური უმრავლესობა აღმოჩენილია დასავლეთ საქართველოში: ჩრდილოეთით ქ. სოხუმიდან, სამხრეთით – მდინარე ჭოროხის შესართავამდე, და შავი ზღვის სანაპიროდან ლიხის ქედამდე. კოლხური თეთრი მცირე მასშტაბით საქართველოს ფარგლებს გარეთაც გადიოდა.
ქალაქ ფაზისის სამონეტო პროდუქციაში შესაძლებელია რვა ტიპის გამოყოფა:
· პირველი ტიპი (ლომის თავი/პეგასი) სამჯერ მაინც არის გამოყენებული. ფაზისში იჭრებოდა მილეტური (13 გრ.), ეგინური (12,7 გრ.) და სპარსული (10,4 გრ.) სისტემების სტატერები;
· მეორე ტიპი (ჰერმაფროდიტი ლომი/მუხლმოდრეკილი ხარისთავიანი ქალი) გამოყენებულია ორჯერ: ერთხელ სპარსული სისტემის სტატერისათვის (რემედიუმი/წონის მერყეობა – 10-11,4 გრ.) და მეორედ – ატიკური სისტემის დიდრაქმისათვის (რემედიუმი – 7,9-9,4 გრ.);
· მესამე ტიპსაც (ქალის არქაული თავი/ქალის იდენტური თავები) ასეთი ქარგა მიესადაგება. 9,6 გრ., 9,9 გრ., 10,4 გრ. წონის ცალები სპარსულ სისტემას განეკუთვნება; 8,7 გრ., 9,2 გრ. წონის – ატიკურ სისტემას;
· მეოთხე ტიპის (ქალის არქაული თავი/ხარის თავები) წონითი მონაცემები არ მოგვეპოვება;
· მეხუთე ტიპი (ლომის თავი/ხარის თავი) სიკლია (5,5 გრ.);
· მეექვსე (ლომის თავი/ძუ ლომის პროტომა) – ატიკური ჰემიდრაქმა (რემედიუმი – 1,7-2,6 გრ.);
· მეშვიდე (ქალის არქაული თავი/ხარის თავი) იგივეა (რემედიუმი – 1,2-2,6 გრ.);
· მერვე (ქალის არქაული თავი/წერო) – უკნინესი ნომინალი ჰემიტეტარტემორიონია.
ყველა ტიპი, გარდა მეშვიდესი, რომლის რამდენიმე ათასი ცალი არსებობს, წარმოდგენილია მცირე რაოდენობის ეგზემპლარებით. მონეტათა ტიპების უმრავლესობა ძვ. წ. V საუკუნეში მოიჭრა (ძვ. წ. 494 (?) წლის შემდგომ), მეშვიდე ტიპის ემისია კი ძვ. წ. III საუკუნეშიც გრძელდებოდა.
წიგნიდან „ფული საქართველოში“, საქართველოს ეროვნული ბანკის II გამოცემა, 2003 წ. მეორე გადამუშავებული გამოცემის ავტორები: თედო დუნდუა, გიორგი დუნდუა, ნიკო ჯავახიშვილი, ანა ერისთავი. ავტორები: იულონ გაგოშიძე, მერი ანთაძე, ციალა ღვაბერიძე, მედეა წოწელია, თინათინ ქუთელია, მედეა შეროზია
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
ნახევარდრაქმა. II ტიპი. ვერცხლი. კოლხეთი. ძვ. წ. V-III სს. 1,61 გრ. 11 მმ. შუბლი: ქალის არქაული თავი ხაზოვან რკალში.
http://imageshack.us
ნახევარდრაქმა. II ტიპი. ვერცხლი. კოლხეთი. ძვ. წ. V-III სს. 1,61 გრ. 11 მმ. შუბლი: ქალის არქაული თავი ხაზოვან რკალში. ზურგი: ხარის თავი და ორი ბერძნული ასო.
http://imageshack.us
კოლხეთი ელინისტურ ხანაში. ძვ. წ. IV-I საუკუნეები
ბერძნული და აღმოსავლური ცივილიზაციების სინთეზი, რომელიც ელინიზმის სახელით არის ცნობილი, ალექსანდრე მაკედონელისა (ძვ. წ. 336-323 წწ.) და მისი დიადოხების იმპერიების წიაღში იღებს სათავეს. ალექსანდრე მაკედონელმა შემოიღო ახალი ფულადი სისტემა, რომელიც, ძირითადად, ოქროზე იყო ორიენტირებული. ამ პერიოდში შეიცვალა მონეტის გარეგნული სახე და სტრუქტურა – მასზე მეფის პორტრეტსა და სახელის აღმნიშვნელ წარწერას ათავსებენ.
მსოფლიო სამონეტო ბაზარი ალექსანდრე მაკედონელის ფულმა – ოქროს სტატერმა და ვერცხლის ტეტრადრაქმამ დაიპყრო. მოგვიანებით შავი ზღვისპირეთის ქვეყნებში ასეთივე პოპულარული იყო მისი ერთ-ერთი პოლიტიკური მემკვიდრის, თრაკია-მაკედონიის მეფის ლისიმაქეს (ძვ. წ. 306-282 წწ.) სტატერები. ეს საფასეები მთელი ელინისტური სამყაროს ფულადი მიმოქცევის საფუძველს წარმოადგენდა.
ცივილიზებული მსოფლიოს ყველა აღნიშნული ცვლილება, ცხადია, საქართველოსაც შეეხო. ელინისტური ხანის დასაწყისში შეწყდა კოლხური თეთრის ემისია და ის თანდათანობით გაქრა მიმოქცევიდან. მისი ადგილი ალექსანდრე მაკედონელისა და ლისიმაქეს სახელით მოჭრილმა ოქროს სტატერებმა დაიმკვიდრა. მოგვიანებით სამონეტო ბაზარზე ორიგინალური სტატერების დეფიციტმა და ეკონომიკურმა კრიზისმა მათი ადგილობრივი მინაბაძების გაჩენა გამოიწვია. საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული ალექსანდრესა და ლისიმაქეს ტიპის სტატერების ადგილობრივი მინაბაძები ძვ. წ. II-ახ. წ. I საუკუნეებში უნდა იყოს მოჭრილი. ორივე მათგანი ისტორიული კოლხეთისა და იბერიის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. მათ შორის ყველაზე ადრეული, რომელიც ძვ. წ. II საუკუნით თარიღდება, კოლხეთის მეფის აკას სახელით არის მოჭრილი. ასეთი მონეტა მხოლოდ ორ ცალადაა ცნობილი და ორივე მათგანი კოლხეთის ტერიტორიაზეა ნაპოვნი.
ძვ. წ. II საუკუნის ქართული ნუმიზმატიკის ნიმუშად არის მიჩნეული კოლხეთის მეფის სავლაკის მიერ მოჭრილი ვერცხლისა და სპილენძის მონეტები, რომელთაგან სულ რვა ცალია ცნობილი.
ძვ. წ. II-I საუკუნეებში შავი ზღვისპირა ქალაქ დიოსკურიაში (სოხუმი) იჭრებოდა სპილენძის საქალაქო მონეტა, რომელზეც ქალაქის ეპონიმების, ტყუპი ძმების – დიოსკურების ქუდებია გამოსახული. მონეტების წონა 1,3 გრამიდან 6,14 გრამამდე მერყეობს, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ დიოსკურიაში რამდენიმე ნომინალს (ხალკი, დიხალკი, ტეტრახალკი) უშვებდნენ.
ძვ. წ. 65 წელს ქართლში (იბერია) პომპეუსის მხედართმთავრობით რომაელთა ჯარი შეიჭრა. პომპეუსთან დამარცხების შემდეგ ქართლის მეფე არტაგი იძულებული შეიქნა „რომაელთა მეგობრად და მოკავშირედ“ ეცნო თავი. შემდგომში პომპეუსი კოლხეთში გადავიდა.
ძვ. წ. 63 წელს პომპეუსმა ქვეყნის მმართველად დანიშნა ვინმე არისტარქე, რომელსაც ბერძნულ-რომაული წერილობითი წყაროები მეფედ მოიხსენიებს. ცნობილია არისტარქე კოლხის სახელით ძვ. წ. 52-51 წლებში მოჭრილი ვერცხლის დრაქმა, რომლის სულ ექვსმა ეგზემპლარმა მოაღწია ჩვენამდე. მონეტის შუბლზე გამოსახულია სხივოსან-გვირგვინოსანი ჰელიოსი პომპეუსის სახის ნაკვთებით, ზურგზე კი ქალღმერთი ტიხე (ფორტუნა). ვარაუდობენ, რომ ამ მონეტის ემისია ფაზისის ზარაფხანაში წარმოებდა. ცოტა უფრო ადრე, ძვ. წ. 84 წელს, კოლხეთის მეფემ, პონტოს მეფის მითრიდატე VI ევპატორის შვილმა, მითრიდატე ფილადელფოს ფილოპატორმა ვანში (სურიონი) მოჭრა ვერცხლისა და სპილენძის მონეტები ლოტოსის ყვავილისა და რვაქიმიანი ვარსკვლავის გამოსახულებით.
არისტარქეს მმართველობის დასრულების შემდეგ კოლხეთი რომის ვასალური პონტოს სამეფოს დაქვემდებარებაში მოექცა. ახ. წ.
63 წელს რომის იმპერატორმა ნერონმა პონტოს სამეფო, და მასთან ერთად კოლხეთი, რომის პროვინციად გამოაცხადა, რამაც შესაბამისი ასახვა ჰპოვა ქვეყნის სამონეტო ბაზარზე. ფულის მიმოქცევის თვალსაზრისით, კოლხეთი სამ რეგიონად დაიყო: შავი ზღვის სანაპირო ზოლში, რომელიც რომაელთა რეალურ კონტროლს ექვემდებარებოდა, ფულადი მიმოქცევის საფუძველი კაპადოკიის კესარიასა და ტრაპეზუნტში მოჭრილი მონეტები გახდა, ცენტრალურ კოლხეთში – კაპადოკიური ვერცხლი, არგვეთი კი ქართლის სამეფოს შემადგენლობაში მოექცა და, შესაბამისად, მისი სამონეტო ბაზარიც იბერიისას დაემსგავსა. ტრაპეზუნტთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხარე, გარკვეულწილად, ქართველური სამყაროს ნაწილი იყო და ის I-III საუკუნეებში მონეტების ემისიას მკვეთრად გამოხატული ადგილობრივი რელიგიური ტიპებით ახორციელებდა. აქ მოჭრილი ფული იკონოგრაფიულად წმინდა ელინური არ ყოფილა – ტრაპეზუნტის მუნიციპალურ სპილენძის მონეტებზე გამოსახული მისტიკური მხედარი წმ. გიორგის იკონოგრაფიის პროტოტიპია.
წიგნიდან „ფული საქართველოში“, საქართველოს ეროვნული ბანკის II გამოცემა, 2003 წ. მეორე გადამუშავებული გამოცემის ავტორები: თედო დუნდუა, გიორგი დუნდუა, ნიკო ჯავახიშვილი, ანა ერისთავი. ავტორები: იულონ გაგოშიძე, მერი ანთაძე, ციალა ღვაბერიძე, მედეა წოწელია, თინათინ ქუთელია, მედეა შეროზია
სტატერი. ოქრო. ალექსანდრე მაკედონელი (ძვ. წ. 336-323 წწ.). 8,59 გრ. 19 მმ. შუბლი: ქალღმერთი ათენა.
catherina_10
დიდი მადლობა, ეკატერინე, საინტერესო მასალისათვის
http://imageshack.us
სტატერი. ოქრო. ალექსანდრე მაკედონელი (ძვ. წ. 336-323 წწ.). 8,59 გრ. 19 მმ. შუბლი: ქალღმერთი ათენა.
http://imageshack.us
სტატერი. ოქრო. ალექსანდრე მაკედონელი (ძვ. წ. 336-323 წწ.). 8,59 გრ. 19 მმ. ზურგი: ფრთოსანი ნიკე. ბერძნული მონოგრამა და ზედწერილი: „ალექსანდრესი“.
მარინე მადლობა რისთვის, რაც შემიძლია ის მაინც გავაკეთო
http://imageshack.us
ალექსანდრე მაკედონელის ტიპის სტატერის მინაბაძი. ოქრო. ძვ. წ. II-ახ. წ. I სს. 2,38 გრ. 15/16 მმ. შუბლი: ადამიანის სქემატური პროფილი და წერტილები.
http://imageshack.us
ალექსანდრე მაკედონელის ტიპის სტატერის მინაბაძი. ოქრო. ძვ. წ. II-ახ. წ. I სს. 2,38 გრ. 15/16 მმ. ზურგი: ღვთაება ნიკეს სქემატური გამოსახულება და წერტილები წარწერის ნაცვლად.
http://imageshack.us
ალექსანდრე მაკედონელის ტიპის სტატერის მინაბაძი. ოქრო. ძვ. წ. II-ახ. წ. I სს. 3,66 გრ. 17/18 მმ. შუბლი: ადამიანის სქემატური პროფილი და ოთხი წერტილი.
http://imageshack.us
ალექსანდრე მაკედონელის ტიპის სტატერის მინაბაძი. ოქრო. ძვ. წ. II-ახ. წ. I სს. 3,66 გრ. 17/18 მმ. ზურგი: ღვთაება ნიკეს სქემატური გამოსახულება და წერტილები.
http://imageshack.us
სტატერი. ოქრო. ლისიმაქე (ძვ. წ. 306-282 წწ.). თრაკია-მაკედონიის მეფე. 8,52 გრ. 20 მმ. შუბლი: ალექსანდრე მაკედონელის პორტრეტი დიადემითა და ამონის რქით.
http://imageshack.us
სტატერი. ოქრო. ლისიმაქე (ძვ. წ. 306-282 წწ.). თრაკია-მაკედონიის მეფე. 8,52 გრ. 20 მმ. ზურგი: ათენა პალადა. მარცხენა ხელში შუბი უჭირავს და ეყრდნობა ფარს. გაწვდილ მარჯვენა ხელზე დგას ქალღმერთი ნიკე. ნიკეს ქვემოთ ფრინველია. ბერძნული ზედწერილი: „მეფე ლისიმაქესი“.
http://imageshack.us
ალექსანდრე მაკედონელის ტიპის სტატერის მინაბაძი. ოქრო. 2,58 გრ. 17 მმ. შუბლი: ადამიანის უკიდურესად სქემატური პროფილი.
http://imageshack.us
ალექსანდრე მაკედონელის ტიპის სტატერის მინაბაძი. ოქრო. 2,58 გრ. 17 მმ. ზურგი: ღვთაება ნიკეს სქემატური გამოსახულება.
იბერიის სამეფოს სამონეტო ბაზარი. ძვ. წ. III-ახ. წ. IV საუკუნეები
ქართლის სამეფოში, ანუ იბერიაში სამონეტო საქმის დასაწყისად უნდა ჩაითვალოს კლარჯეთის მამასახლისის ბაგრატ ბივრატის ძის (ძვ. წ. III საუკუნის შუახანები) ვერცხლის ფული არამეული წარწერებით. აქ ძვ. წ. II საუკუნემდე, კოლხეთისაგან განსხვავებით, სამონეტო მიმოქცევა შედარებით სუსტად იყო განვითარებული – აღმოსავლეთ საქართველოში კოლხური თეთრის, ალექსანდრე მაკედონელისა და ლისიმაქეს სტატერების მხოლოდ ერთეული ცალებია აღმოჩენილი. ძვ. წ. II-ახ. წ. III საუკუნეებში კი ქართლის სამეფოს ფულადი მიმოქცევის საფუძველი, ძირითადად, რომაული და პართული მონეტები იყო.
იბერიის სამონეტო ბაზარზე პართული ვერცხლის ფულის ნიშნების – დრაქმების შემოსვლა ძვ. წ. II საუკუნიდან დაიწყო და განსაკუთრებით ინტენსიური ძვ. წ. I საუკუნეში გახდა. ამავე პერიოდიდან ჩაერთო მიმოქცევაში რომაული რესპუბლიკური დენარებიც. ახ. წ. I საუკუნიდან კი იბერიის ფულად მიმოქცევაში წამყვან ადგილს ოქტავიანე ავგუსტეს (ძვ. წ. 27-ახ. წ. 14 წწ.) ძვ. წ. 2-ახ. წ. 4 წლებში მოჭრილი ვერცხლის დენარი იკავებს, რომელიც პართიის მეფის გოტარზეს (40/41-51 წწ.) დრაქმებთან ერთად ახ. წ. III საუკუნის ჩათვლით ბრუნავს. სავარაუდოდ, განსაკუთრებული პოპულარობით სწორედ ეს მონეტები სარგებლობდა, თუმცა, საქართველოში ასევე დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი I-III საუკუნეების რომის თითქმის ყველა იმპერატორის სახელით მოჭრილი საფასეები.
I საუკუნის მეორე ნახევრიდან იბერიის სამონეტო ბაზარზე მიმოიქცევა რომაული ოქროს ფული – აურეუსი, რომელიც II საუკუნესა და III საუკუნის პირველ ნახევარში ქართლში მსხვილი სავაჭრო გარიგებების დროს ანგარიშსწორების ძირითად საშუალებად იქცა.
III საუკუნის მეორე ნახევრიდან რომის იმპერია ძლიერმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა, რის შედეგადაც შეიზღუდა ქართლში რომაული საფასეების, კერძოდ კი აურეუსების შემოსვლა.
იბერიის სამონეტო ბაზარზე ფულის ნიშნების დეფიციტმა და სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა რომაული მონეტების ადგილობრივი მინაბაძების გაჩენა გამოიწვია. III საუკუნის იბერიაში იჭრებოდა როგორც ვერცხლის დენარების, ისე ოქროს აურეუსების მინაბაძები. ვარაუდობენ, რომ ემისიას სისტემური ხასიათი უნდა ჰქონოდა.
III საუკუნეში წინა აზიის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა პართიაზე ბევრად უფრო მძლავრი ახალი ირანული სახელმწიფო – სასანიანთა სპარსეთი, რომელმაც კავკასიის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეცვალა. ვერცხლის მაღალხარისხოვანმა სასანურმა მონეტამ თანდათანობით დაიპყრო აღმოსავლეთ საქართველოს სამონეტო ბაზარი.
წიგნიდან „ფული საქართველოში“, საქართველოს ეროვნული ბანკის II გამოცემა, 2003 წ. მეორე გადამუშავებული გამოცემის ავტორები: თედო დუნდუა, გიორგი დუნდუა, ნიკო ჯავახიშვილი, ანა ერისთავი. ავტორები: იულონ გაგოშიძე, მერი ანთაძე, ციალა ღვაბერიძე, მედეა წოწელია, თინათინ ქუთელია, მედეა შეროზია
http://imageshack.us
დრაქმა. ვერცხლი. ოროდ II (ძვ. წ. 57-38/37 წწ.). პართიის მეფე. 3,15 გრ. 21 მმ. შუბლი: ოროდ II დიადემით.
http://imageshack.us
დრაქმა. ვერცხლი. ოროდ II (ძვ. წ. 57-38/37 წწ.). პართიის მეფე. 3,15 გრ. 21 მმ.ზურგი: ტახტზე მჯდომი არშაკ I, ხელში მშვილდით. მშვილდის ქვემოთ მონოგრამა. დამახინჯებული ბერძნული ზედწერილი: „მეფეთა მეფის არშაკისა, კეთილმოქმედისა, სამართლიანისა, დამხმარისა, ბერძენთა მოყვარულისა
ცნობისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ეროვნულ ბანკთან ფუნქციონირებს ძალიან ლამაზად მოწყობილი "ფულის მუზეუმი". სადაც ეს ყველაფერი "ცოცხლად" შეგიძლიათ დაათვალიეროთ.
http://imageshack.us
დრაქმა. ვერცხლი. გოტარზე (40/41-51 წწ.). პართიის მეფე. 3 გრ. 20/23 მმ. შუბლი: გოტარზე დიადემით
http://wwc.coins.ru/volumes/index.phtml?area=1
მარიამი
ზუსტად ეროვნული ბანკის საიტიდან გადმომაქვს ეს მასალა, თუ შეგიძლია თვითოს საიტის ლინკი რომ დადო ძალიან კარგი იქნება, მე არ ვიცი როგორ უნდა და ასე სათითაოდ გადმომაქვს და ვცოდვილობ
http://www.nbg.gov.ge/NbgCentralNavigation...a-GE&ItemID=973
http://www.nbg.gov.ge/NbgCentralNavigation.aspx?Lang=ka-GE&ItemId=1059
http://www.nbg.gov.ge/NbgCentralNavigation.aspx?Lang=ka-GE&ItemID=973
"დამპყრობელი არაბები საქართველოში VIII საუკუნიდან თავის მონეტას ჭრიდნენ, რაც ფულზე მოთხოვნილებას ადასტურებს. VIII-IX საუკუნეებში აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად არაბული მონეტა იყო მიმოქცევაში, ხოლო დასავლეთ საქართველოში - ბიზანტიური. X საუკუნის II ნახევრიდან ბიზანტიური სპილენძის მონეტები უკვე აღმოსავალეთ საქართველოშიც გვხვდება. ასევე ჩნდება დავით დიდი კურაპალატისა და ბაგრატ მესამის მონეტებიც. სხვადასხვა მონეტების ბრუნვა ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და ეკონომიკური ცხოვრების აღმავლობას ადასტურებს."
/"კარიბჭე" N11, 2020, გვ.13/
"გურგენი საკმაოდ ძლიერი მმართველია, მისი სახელითაა მოჭრილი პირველი ეროვნული მონეტა ქართული ზედწერილით, რაც აშკარად გამოხატავს მის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს მმართველის პრეტენზიას".
/აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი
"საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" ტომი II, გვ.85/
"როცა არაბთა ბატონობა საბოლოოდ შესუსტდა (X საუკუნის დამლევი), საქართველომ გარკვეული ურთიერთობა დაამყარა ბიზანტიასთან. ამან ქართულ მონეტაზეც პოვა ასახვა, მონეტაზე გაქრა მუსლიმური ნიშნები და მისი ადგილი ქრისტიანულმა ემბლემამ, ჯვარმა ან კიდევ ღვთისმშობლის გამოსახულებამ დაიკავა. ძირითადი წარწერები ქართულია და შეიცავს არა მარტო მეფეთა სახელებს, არამედ მათ ბიზანტიურ ტიტულებსაც. ხაზგასმულია ის გარემოებაც, რომ იმდროინდელი მონეტა მხოლოდ ვერცხლისაა. მაგალითად, ასეთებია: დავით კურაპალატის, ბაგრატ მეოთხის, გიორგი მეორის, დავით აღმაშენებლის მონეტები".
/აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი
"საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" ტომი II, გვ.403/
"ჩვენ გვაქვს უაღრესად საინტერესო ცნობა III ს-ში ასევე ფასისში არსებული არტემიდეს ტაძრის შესახებ. იგი ეკუთვნის აპოლონისა და ზოსიმეს. ამგვარად, დასტურდება აპოლონისა და არტემიდეს ტაძრები და მათ კულტი ფასისში. მაგრამ იქნებ მათი დედის - ლეტოს კულტიც? ცნობილია, რომ ამ ე.წ. აპოლინარულ ტრიადას თაყვანს სცემდნენ ფასისის მეტროპოლიაში, მილეტში. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ფასისის მახლობლად აღმოჩენილი, იკონოგრაფიული თვალსაზრისით სრულიად უნიკალური მონეტები, დღეს ოცამდე ნიმუშით წარმოდგენილი. შუბლზე ქალის თავის გამოსახულებაა, ზურგზე - ადამიანის ორი თავია - აპოლონისა და არტემიდესათვის დამახასიათებელი იკონოგრაფიული ნიშნებით. ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა ამ მონეტებზე აპოლინარული ტრიადაა წარმოდგენილი: ლეტო, აპოლონი და არტემიდე".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან", გვ.355/
"XIII-XV საუკუნეებში ქართველები აქტიურად მონაწილეობდნენ შავიზღვისპირეთის ვაჭრობაში. ამ დროს ამ რეგიონში, ძირითადად, ტრაპიზონული მონეტები - ასპრები - იხმარებოდა. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ტრაპიზონული ასპრების მსგავსი მონეტების მოჭრა, რათა ქართველებს შავიზღვისპირეთის იტალიურ კოლონიებთან ვაჭრობა გაადვილებოდათ. ასეთ მონეტებს ჩვენი წინაპრები კირმანეულს უწოდებდნენ".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 213/
"ვანო ქიქოძის [წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის საყვარელი ძმისწულის, ტიტეს შვილი] მერ შეგროვებული ნუმიზმატიკური კოლექცია, მისივე სიტყვებით, ჩვენთვის დიდ ინტერესს არ უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ მან მაინც შეაგროვა, მოუარა"
/"კარიბჭე" N7, 2022, გვ.33/
"აღსანიშნავია, რომ ქართული ლაშქრის მიერ განჯის აღების შემდეგ, მისი დროებითი ოკუპაციის პერიოდში, მოკლე ხნის განმავლობაში (1786-1791 წწ.) მეფე ერეკლეს ნაცვლები აქ თბილური აბაზის მსგავს ფულს ჭრიდნენ; მოჭრის ადგილად, რა თქმა უნდა, უკვე განჯა არის ნაჩვენები. თუმცა თბილურ ზარაფხანასთან ამ ნიმუშსაც უშუალო კავშირი არა აქვს. მაგრამ ქართული ნუმიზმატიკისთვის თავისთავად საინტერესო ფაქტს წარმოადგენს"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ფულის ისტორია საქართველოში", გვ.114/
"ქართულ ბანკნოტებზე გამოსახული ცხრა პიროვნებიდან ოთხი, კერძოდ: მეფე ვახტანგ გორგასალი (მეფობდა V საუკუნის მეორე ნახევარში), მეფე დავით IV აღმაშნებელი (1073-1125), თამარ მეფე (მეფობდა 1184-1210 წლებში) დ ილია ჭავჭავაძე (1837-1907) - საქართველოს ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას წმინდანად ჰყავს შერაცხილი"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ფულის ისტორია საქართველოში", გვ.368/
"გიორგი ბრწყინვალემ ყაზან ყაენის სახელობაზე მოჭრილი "ყაზანური თეთრი" თავის სახელზე მოჭრილი ახალი მონეტა "გიორგაული თეთრით" შეცვალა და ამით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ეროვნულ თვითმყოფადობას"
/ნინო ტარყაშვილი, "ქართველ მეფეთა ცხოვრება", გვ.69/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience