"ღვთის სათნო-მყოფელი ხალხი ღირსია, ჰყავდეს ღვთისგან კურთხეული მეფე. მეფის პატივისმცემელი ხალხი ამ გზით სათნოეყოფა თვითონ ღმერთს, რამეთუ მეფის მიერაა განწესებული."
/წმ. ფილარეტ მოსკოველი/
"ღვთის თვალში არაა იმაზე უკეთესი ხელისუფალი, ვინემ ხელისუფალი მართლმადიდებელი მეფისა."
/ღირსი სერაფიმ საროველი/
"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა."
/ღირსი მაქსიმე ბერძენი/
"ღმერთმა ქრისტიანებს ორი უმაღლესი ნიჭი მიჰმადლა: მღვდლობა და მეფობა, რომელთა მეშვეობითაც მიწიერი საქმეები იმართება ზეციურის მსგავსად."
/ღირსი თეოდორე სტუდიელი/
"მეფის პატივისმცემელი ერი ღმერთს აამებს, რადგან მეფე ღვთივკურთხეულია."
"დედამიწაზევე ნეტარია სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს ზეციური სამეფოს მოპოვებაში დაეხმარება."
ჟურნალი "კრიალოსანი" N12, 2007 წ.
"ჩვენი ერი დღეს შეიძლება შევადარო პრომეთეს, ან ფრთამოტეხილ არწივს, რომელსაც ღვთის მადლით აღუდგა ჩვენთა ღირსეულთა წმინდა მამათა მიერ ავტოკეფალია, - ეს ერთი მოტეხილი ფრთა და ღრმად მწამს, რომ აღდგება მისი მეორე ფრთაც - მონაქრია."
"როგორც იტყვიან, "ბუზი ბევრი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუის." ეს ფუტკარი არის მონარქია, ცხებული მეფობა და ბუზებმა რა მოუტანეს საქართველოს, ძნელი არ არის მივხდეთ."
"მეფე არის სინდისი და წარმომადგენელი თავისი ერისა."
დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი
(სიტყვა წარმოთქმულია საქართველოს საპატრიარქოში თავადაზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოს მიერ გამართულ კონფერენციაზე "გზა მონარქიისაკენ")
"სამეფო პირთა მეშვეობით უფალი იცავს მიწიერ სამეფოთა კეთილდღეობას და განსაკუთრებით თავისი ეკლესიის კეთილდღეობას, არ აძლევს რა საშუალებას უღმერთო სწავლებებს, მწვალებლობებსა და სქიზმებს, შეარყიონ იგი.
სამეფო ხელისუფლება და სამეფო ტახტი დედამიწაზე თვით ღვთისგანაა განმტკიცებული, ყოველთა თვისთა ქმნილებათა დაუსაბამო შემოქმედისა და მეუფის მიერ."
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
მეფე ეწოდება კაცსა ხელმწიფესა, მაღალსა და გვირგვინოსანსა, ხოლო მეფა - ქალსა, რომელ არს დედუფალი.
( ს.ს. ორბელიანი, ლექსიკონი ქართული)
„... აქვე ვფიქრობ, უადგილო არ იქნება, მოვიგონოთ ის ისტორიული სინამდვილეც, რაც დაკავშირებულია წმინდა ნინოს ვაზის ჯვართან. თუ თქვენ გულისხმიერად განიხილავთ უძველეს ფრესკებსა და ხატებს, აი, გნებავთ, მაგალითად, სვეტიცხოველის - დედა ეკლესიის ფრესკას, სადაც წმინდა ნინო ფრთებგაშლილი ვაზის ჯვრით ხელშია გამოხატული და არა დაშვებულით, როგორც რეალურად დღესაა იგი. ასევე XVII საუკუნის შიომღვიმის წმინდა ნინოს ხატს, რომელზედაც ფრთებგაშლილი ვაზის ჯვარია გამოხატული.
მრავალი სხვაც შეიძლება მაგალითად მოვიყვანოთ და მოვიგონოთ ისიც, რასაც ისტორიკოსი პლატონ იოსელიანიც ამბობს, თუ როგორ გაიტანეს პირველი ანექსიის წინ საქართველოდან ჯვარი ვაზისა. მთელი 40 წელიწადი ესვენა იგი ეჩმიაძინში, სასომხეთში, საიდანაც წარგზავნეს რუსეთის საიმპერატორო კარზე.
ქართველი მორწმუნე საზოგადოებისა და თავად-აზნაურთა დაჟინებული თხოვნით პავლე პირველმა იგი საქართველოში მოაბრუნა - ეს უწმინდესი და უპირველესი რელიქვია მაცხოვრის კვართთან ერთად ივერიის ეკლესიისა. მაგრამ მისი ფრთები დაშვებული იყო. რას ნიშნავს ეს? ამით ღვთისმშობელმა მარიამმა უწინასწარმეტყველა თავის წილხვედრ ქვეყანასა და საზეპურო ერს, რომ საქართველოში დაიკარგებოდა როგორც აარონული, ისე სამეფო საწყისი.
მართლაც, რა მოხდა რეალურად, ქართველობამ, საქართველოს უძველესმა ეკლესიამ, ივერიის ეკლესიამ დაკარგა ავტოკეფალია სჯულის კანონისა და საერო კანონების უხეში დარღვევით რუსეთის მხრიდან და დაკარგა, ასევე, ცხებული მეფობა. მაგრამ აღსდგა რა ჩვენში ავტოკეფალია, რომლის განმტკიცებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის, პირმოთნეობის გარეშე ვიტყვი, მის უწმინდესობას - ილია მეორეს, აწ განსხვენებულ კონსტანტინოპოლის პატრიარქ დიმიტრიოსთან ერთად.
გამოვხატავ ღრმა რწმენას, როგორც ქართველი მართლმადიდებელი მღვდელი, რომ აღსდგება მეორე ფრთაც ჩვენი სულიერი საწყისისა, ანუ ცხებული მეფობა.“
დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი
ამჟამინდელი მონარქები მსოფლიოში
(მსოფლიო სამეფო დინასტიები, თბ. 1998)
1. ავსტრალია - დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II - დაიბადა 1926 წელს, ტახტზე ავიდა 1952 წელს.
2. ანტიგუა და ბარბუდა (ცენტრ. ამერიკა) - დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II - დაიბადა 1926 წელს, ტახტზე ავიდა 1952 წელს.
3. ბარბადოსი (ცენტრალური ამერიკა) - დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II - დაიბადა 1926 წელს, ტახტზე ავიდა 1952 წელს.
4. ბაჰამის კუნძულები (ცენტრ. ამერიკა) - დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II - დაიბადა 1926 წელს, ტახტზე ავიდა 1952 წელს.
5. ბაჰრაენი - შეიხი ისა ბენ სალმან ალ-ხალიფა დაიბადა 1933 წელს, ტახტზე ავიდა 1951 წელს.
6. ბელგია - მეფე ალბერტ II მეფობს 1933 წლიდან.
7. ბელიზი (ცენტრ. ამერიკა) - დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბებ II - დაიბადა 1926 წელს, ტახტზე ავიდა 1952 წელს.
8. ბოშების მეფე - იონ ჩუაბეს, 60 წლის (ბოშების მსოფლიო კონგრესი) მეფობს, 1992 წლიდან. ადგილსამყოფელი - რუმინეთი.
9. ბრუნეი - სულთანი მუდა ხასსანალ ბოკიახ მუიზზადინ ვადდაულას, დაიბადა 1956 წელს, ტახტზე ავიდა 1968 წელს.
10. ბუტანი (ნეპალის მოსაზღვრე, დედაქალაქი თხინფხო) - ჯიგმე სენგე ვანგჩუკი, დაიბადა 1955 წელს, ტახტზე ავიდა 1972 წელს.
11. გრენადა (კარიბის აუზი) - დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II - დაიბადა 1926 წელს, ტახტზე ავიდა 1952 წელს.
12. დანია - მეფობს დედოფალი მარგარეტ II 1972 წლიდან.
13. დასავლეთ სამოა (წყნარი ოკეანე) - მეფობს მალიეტოა ტანუ მაფილი II 1963 წლიდან.
14. დიდი ბრიტანეთი - დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II - დაიბადა 1926 წელს, ტახტზე ავიდა 1952 წელს.
15. ესპანეთი - ხუან კარლოსი I, მეფობს 1975 წლიდან.
16. ვატიკანი - რომის პაპი.
17. იამაიკა - დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II - დაიბადა 1926 წელს, ტახტზე ავიდა 1952 წელს.
18. იაპონია - იმპერატორი აკიჰიტო მეფობს 1989 წლიდან.
19. იორდანია - ჰუსეინ ბენ თალალი მეფობს 1952 წლიდან. ჰაშიმიდების დინასტია.
20. კანადა - დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბებ II - დაიბადა 1926 წელს, ტახტზე ავიდა 1952 წელს.
21. კამბოჯა - ნაროდომ სიანუკი მეფობს 1993 წლიდან.
22. კატარი (სპარსეთის ყურე) - ემირი ჰალიფა ბენ ჰამად ატ-ტანი მეფობს 1972 წლიდან.
23. სამხრეთ კორეა - მეფე კრონსპრინცი იუ კუ, დაიბადა 1931 წელს, ტახტზე ავიდა 1996 წლიდან.
24. კუვეიტი - ემირი ჯაბერ ალ-აჰმედ ალ ჯაბარ ას სამაჰი მეფობს 1977 წლიდან.
25. ლესოტო (სამხრეთ აფრიკა) - ლეთზია III მეფობს 1991 წლიდან.
26. ლიხტენშტეინი (ავსტრიას და შვეიცარიას შორის) - თავადი ჰანს ადამს II 1989 წლიდან.
27. ლუქსემბურგი - დიდი ჰერცოგი ჟან ბენუა გიიომ მარი რობერ ლუი ანტუა ადოლფ მარკ დე ავიანო, დაიბადა 1921 წელს, ტახტზე ავიდა 1961 წელს.
28. მალაიზია - სულთანი ტუანკე ჯააფარ აბდულ რაჰმანი 1994 წლიდან.
29. მაროკო - 1949 წლიდან მეფობს ჰასან III.
30. მონაკო - თავადი რენაიე III, 1949 წლიდან.
31. ნეპალი - ბირენდა ბირ ბიკმარ შაჰ დევი, დაიბადა 1945 წელს, ტახტზე ავიდა 1972 წელს.
32. ნიდერლანდები - დედოფალი ბეატრიკსი ვილგელმინა არმგარდ, დაიბადა 1938 წელს, ტახტზე ავიდა 1980 წელს.
33. ნორვეგია - ჰაროლდ VI დაიბადა 1934 წელს, ტახტზე ავიდა 1991 წელს.
34. ომანი (სპარსეთის ყურე) - სულთანი ყაბუს ბენ საიდი, დაიბადა 1940 წელს, ტახტზე ავიდა 1970 წელს.
35. პაპუა (წყნარი ოკეანე) ახალი გვინეა - დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II - დაიბადა 1926 წელს, ტახტზე ავიდა 1952 წელს.
36. საუდის არაბეთი - ფახდ იბნ აბ ალ-აზიზ საუდი მეფობს 1982 წლიდან.
37. სენტ ვინსენტი და გრენადინები (კარიბის აუზი) - დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბებ II - დაიბადა 1926 წელს, ტახტზე ავიდა 1952 წელს.
38. სენტ კიტსი და ნევისი (სენ კრისტოფერი და ნეფისი) - დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II - დაიბადა 1926 წელს, ტახტზე ავიდა 1952 წელს.
39. სენტ ლუსია (კარიბის აუზი) - დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბებ II - დაიბადა 1926 წელს, ტახტზე ავიდა 1952 წელს.
40. სვაზილენდი (სამხრეთ აფრიკა) - მსვატი III მეფობს 1986 წლიდან.
41. სოლომონის კუნძულები (წყნარი ოკეანე) - დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II - დაიბადა 1926 წელს, ტახტზე ავიდა 1952 წელს.
42. ტაილანდი - ჰუმოპონ ადულიადეტი (რამა IX), მეფობს 1950 წლიდან.
43. ტონგა (წყნარი ოკეანე) - ტაუფააჰაუ ტუპოუ IV, მეფობს 1965 წლიდან.
44. ტუვალუ (წყნარი ოკეანე) - დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II - დაიბადა 1926 წელს, ტახტზე ავიდა 1952 წელს.
45. შვედეთი - კარლ XVI ჰუსტავი მეფობს 1973 წლიდან.
პ. ს. თუ რაიმე დამატებითი ინფორმაცია გაგაჩნიათ, მოხარული ვიქნები თუ მოგვაწვდით.
გვირგვინი - მონარქიული ხელისუფლების სიმბოლო - ძვირფასი ლითონისგან (უმთავრესად ოქროსაგან) დამზადებული, პატიოსანი თვლებით მოოჭვილი თავსამკაული.
გვირგვინს ძველ საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, სხვადასხვა მოყვანილობა ჰქონდა. მისი ფორმა დროთა განმავლობაში იცვლებოდა. გვირგვინი მეფობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლო იყო, ამიტომ მეფეს გვირგვინოსანს უწოდებდნენ. (საქართველო, ენციკლოპედია).
მირონ-ცხება არ გაიმეორება ისევე, როგორც ნათლისღება. მართლმადიდებელ მეფეთა მირონ-ცხება არ არის ცალკე საიდუმლო, არამედ უმაღლესი საშუალება სული წმიდის ნიჭთა მოცემისა დიდ სამეფო მსახურებისათვის.
marine
................
Lenus
................
კანონისტი
მადლობა, დავით, საინტერესო ინფორმაციისთვის
Lenus
Lenus
კანონისტი
არაა ეგ ზუსტი მიდგომა და ყოველთვის არ აღესრულება მირონცხება
მაგალითად მოსკოვის საპატრიარქო არც ნათლავს და არც მირონცხებს კათოლიკებს
ამას გარდა რამდენიმე ასეულ ათას ნესტორიანელ ასირიელთა მართლმადიდებლობაში მოქცევა მოსოვის საპატრიარქომ განახორციელა არათუ მირონცხების და ნათლობის გარეშე - არამეტ არანაირი წესი არ აღასრულა...
ამ საკითხებზე იყო კამათი "ღვთისმეტყველება და ეკლესიოლოგიაში"
კანუდოსელი
ვიცი, მაგრამ მე არ მითქვამს ყოველთვის-მეთქი
უბრალოდ, ფრაზა "მირონცხება მხოლოდ ერთხელ აღესრულება" შევნიშნე
მე მაინც ვერ წარმომიდგენია,რატომ უნდა გვყავდეს მეფე?
მეფე თუ იქნება უნდა იმეფოს კიდეც.
არ მინდა მონარქია,ისე უბრალოდ შირმად იყოს.
არ მინდა ისეთი მეფე,რომელიც ვერ გადაწყვეტავს ვერაფერს.
და მაინც არ მინდა ესპანელი, ან ფრანგი ბაგრატიონი.
................
................
დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი
ენა, სარწმუნოება და მონარქია
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.
მსურს ჩვენს მცირე სიტყვას წავუმძღვარო წმინდა მამის - თეოდორე სტუდიელისაგან თქმული: „ორი დიდებული ნიჭი მოგვცა უფალმა ღმერთმა ქრისტიანებს - მღვდლობა და მეფობა, რომელთა მიერ იმართება ჩვენი მიწიერი საქმეები ზეციურისდა მიხედვით“.
განმარტავს რა ეკლესიის მნათობი იოანე ოქროპირი გამოსვლათა წიგნს, ამბობს: ეგვიპტის მრავალსაუკუნოვანი მონობის შემდეგ, ღვთის უხილავი წინამძღოლობითა და აშკარა ნიშან-სასწაულებით, ისრაელიანები გამოვიდნენ მონობის ქვეყნიდან და ძლევამოსილად მკვიდრდებოდნენ აღთქმის მიწაზე. ერთ-ერთი გადამწყვეტი შეტაკება მათსა და ამალეკს შორის ქორიბის მთის ძირას გაშლილ ველზე გაიმართა. ამ ბრძოლას კი მთის წვერიდან მოსე სჯულისმდებელი და წინასწარმეტყველი გადმოჰყურებდა. ხედავს მოსე, რომ ისრაელიანები იძლევიან ამალეკისაგან, განართხავს ხელებს, რითაც გამოსახავს ნიშს პატიოსანი ჯვრისა, ანუ იწინასწარმეტყველებს ქრისტეს ჯვარცმას და მის მიერ სულიერი ისრაელის დახსნას ცოდვის მონობისაგან.
ალბათ უწყით, რომ ეგვიპტე განასახიერებს ცოდვის ქვეყანას, ფარაონი - სატანას, აღთქმული ქვეყნისაკენ მსვლელობა არის ჩვენი მიწიერი ცხოვრება, რომლის ნამდვილი შინაარსი ქრისტიანისთვის უნდა იყოს ცოდვასთან ჭიდილი, შეურიგებლობა მასთან და საბოლოოდ აღთქმის მიწაზე, ანუ ზეციურ სასუფეველში შესვლა; ხოლო თავად მოსე კი ქრისტე მაცხოვარს განასახიერებს, რომელმაც, ჯვარზე სიკვდილით სიკვდილი დაამარცხა და ზეციური სასუფევლის კარი განგვიხვნა.
ერთი სიტყვით, მოსე ხედავს, რომ ისრაელი იძლევა ამალეკისაგან, განართხავს ჯვარისსახედ ხელებს და აღავლენს უფლისადმი მხურვალე ლოცვებს. მისი ლოცვით, ღვთის უხილავი თანადგომით, ისრაელი კვლავ ძლევას მოისხამს ამალეკზე. ასე განმეორდება რამდენჯერმე. მიხვდება მოსე, რომ ჯვრის ნიშში და ლოცვაშია ძლევის საიდუმლოება, მაგრამ მოსე ადამიანია, უძლურია, ამიტომ არ ძალუძს მთელი დღის განმავლობაში ხელებგანრთხმული იდგეს. ისრაელიანთა ბანაკიდან მოუხმობს ორ ადამიანს - ორსა და აარონს, რომელზედაც იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ამათ - ორმა სამეფო საწყისს ისრაელში, ხოლო აარონმა სამღვდელო საწყისს დაუდო სათავე. აქედან გამომდინარე, ერთგვარ რეზიუმეს აკეთებს წმინდა მამა და ამბობს: - მაშასადამე, ქრისტეს ჯვრის ძალას, ანუ ქრისტიანობის ძალას დედამიწაზე, განამტკიცებს ორი ღვთაებრივი საწყისი: სამღვდელო - აარონული საწყისი და სამეფო საწყისი.
აქედან გამომდინარე, ჩვენი ერი დღეს შეიძლება შევადარო პრომეთეს, ან ფრთამოტეხილ არწივს, რომელსაც ღვთის მადლით აღუდგა ჩვენთა ღირსეულთა წმინდა მამათა მიერ ავტოკეფალია, - ეს ერთი მოტეხილი ფრთა და ღრმად მწამს, რომ აღდგება მისი მეორე ფრთაც, - მონარქია. აქვე ვფიქრობ, უადგილო არ იქნება, მოვიგონოთ ის ისტორიული სინამდვილეც, რაც დაკავშირებულია წმინდა ნინოს ვაზის ჯვართან. თუ თქვენ გულისხმიერად განიხილავთ უძველეს ფრესკებსა და ხატებს, აი, გნებავთ, მაგალითად, სვეტიცხოვლის - დედა ეკლესიის ფრესკას, სადაც წმინდა ნინო ფრთებგაშლილი ვაზის ჯვრით ხელშია გამოხატული და არა დაშვებულით, როგორც რეალურად დღესაა იგი. ასევე, მე-17 საუკუნის შიომღვიმის წმინდა ნინოს ხატს, რომელზედაც ფრთებგაშლილი ვაზის ჯვარია გამოხატული. მრავალი სხვაც შეიძლება მაგალითად მოვიყვანოთ და მოვიგონოთ ისიც, რასაც ისტორიკოსი პლატონ იოსელიანიც ამბობს, თუ როგორ გაიტანეს პირველი ანექსიის წინ საქართველოდან ჯვარი ვაზისა. მთელი 40 წელიწადი ესვენა იგი ეჩმიაძინში, სასომხეთში, საიდანაც წარგზავნეს რუსეთის საიმპერატორო კარზე. ქართველი მორწმუნე საზოგადოებისა და თავად-აზნაურთა დაჟინებული თხოვნით პავლე პირველმა იგი საქართველოში მოაბრუნა - ეს უწმინდესი და უპირველესი რელიქვია მაცხოვრის კვართთან ერთად ივერიის ეკლესიისა. მაგრამ მისი ფრთები დაშვებული იყო. რას ნიშნავს ეს? ამით ღვთისმშობელმა მარიამმა უწინასწარმეტყველა თავის წილხვედრ ქვეყანასა და საზეპურო ერს, რომ საქართველოში დაიკარგებოდა, როგორც აარონული, ისე სამეფო საწყისი. მართლაც, რა მოხდა რეალურად, ქართველობამ, საქართველოს უძველესმა ეკლესიამ, ივერიის ეკლესიამ დაკარგა ავტოკეფალია სჯულის კანონისა და საერო კანონების უხეში დარღვევით რუსეთის მხრიდან და დაკარგა, ასევე, ცხებული მეფობა. მაგრამ აღსდგა რა ჩვენში ავტოკეფალია, რომლის განმტკიცებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის, პირმოთნეობის გარეშე ვიტყვი, მის უწმინდესობას - ილია მეორეს, აწ განსვენებულ კონსტანტინოპოლის პატრიარქ დიმიტრიოსთან ერთად, გამოვხატავ ღრმა რწმენას, როგორც ქართველი მართლმადიდებელი მღვდელი, რომ აღსდგება მეორე ფრთაც ჩვენი სულიერი საწყისისა, ანუ ცხებული მეფობა. მოდით, მოვუსმინოთ წმინდა მამებს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სამღვდელო და სამეფო საწყისთა სიმფონიურ, ჰარმონიულ ურთიერთობას. მართლმადიდებლური აზრი საუკუნეების განმავლობაში განავითარებდა სიმფონიის იდეას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მღვდლობისა და მეფობის ჰარმონიული ერთობის იდეას, მიწიერ ცხოვრებაში ღვთიურისა და ადამიანურის შეურევნელობისა და განუყოფლობის პრინციპით, რომელიც ერთგვარად ღვთის განკაცების დოგმატიდან გამომდინარეობდა, რის გამოც ამ პრინციპიდან არასდროს გადაუხვევია. აშკარაა, რომ ნებისმიერ მცდელობას ეკლესიისა და სახელმწიფოს განყოფისა, რაც მოხდა უკვე ორი საუკუნეა, და გრძელდება ჩვენს თვალწინ, უფრო სწორად კი სამღვდელოებისა და ხალხისა, რადგან მეფე არის სინდისი და წარმომადგენელი თავისი ერისა, იგი მანიქეველთა სექტის მდგომარეობაში მოჰყავს, რომელიც საზოგადოებას შუაზე ხლეჩს, რისი მოწმენიც, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ ყველანი ვართ. როგორც იტყვიან, ძველქართული ანდაზური გამოთქმით „ბუზი ბევრი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუის“. ეს ფუტკარი არის მონარქია, ცხებული მეფობა და ბუზებმა რა მოუტანეს საქართველოს, ძნელი არ არის მივხვდეთ. მეტადრე, რომ ქრისტიანულ საზოგადოებაში ორგვარი ხელისუფლებაა, - ამბობს წმინდა ტიხონ ვორონეჟელი - სამოქალაქო და სასულიერო. სამოქალაქო ხელისუფლება განაგებს გარეგან საქმეებს. აქედან გამომდინარე, ცხებული მეფე, ეკლესიის მამათა მიერ იწოდება ეკლესიის გარე ეპისკოპოსად, ხოლო მღვდელმთავარი, ჩვენს შემთხვევაში კათოლიკოს-პატრიარქი ივერიის ეკლესიისა არის შინაგანი ეპისკოპოსი. მაშ, სამოქალაქო ხელისუფლება განაგებს გარეგან საქმეებს, სასულიერო ხელისუფლება კი თვალყურს ადევნებს იმას, რაც ეხება შინაგან სულიერ მდგომარეობას თითოეული ჩვენთაგანისა. სამოქალაქო მართავს სამოქალაქო კანონებით, სასულიერო - ღვთის სიტყვით და არაკეთილგონიერად (ე.ი. სჯულის დარღვევით) მცხოვრებთ ქრისტიანული საზოგადოებიდან დროებით განყენებით ათვინიერებს. ორივე ხელისუფლების, სამოქალაქოსა და სასულიეროს საბოლოო მიზანი სხვა არა უნდა იყოს რა, თუ არა თავის ქვეშევრდომთა კეთილდღეობა და ღვთის სახელის დიდება. მაშასადამე, ხელისუფლების ამ ორი განშტოების მიზანი და მოქმედებათა ერთიანობა შესაძლებელია განხორციელდეს ქრისტესა და მისი ეკლესიის მიერ და მხოლოდ მის მიერ. ქრისტეს ერთიან ეკლესიას ორი უმთავრესი ფუნქცია აქვს, მათ შორის, ივერიის ეკლესიას: შინაგანი საკრალურ-ევქარისტიული, მიმართული წმიდა ბარძიმისაკენ და გარეგანი, ბოროტებაზე დაფუძნებულ ქვეყანასთან ურთიერთობის განხორციელება, რომელშიც მას ეხმარება, სწორედ, გარეგანი ეპისკოპოსი - ცხებული მეფე. პირველი ამოცანის განსახორციელებლად, ე.ი. შინაგან-საკრალურისა, ეკლესიაში დაწესებულია სამღვდელო დასის იერარქია, ანუ სამღვდელოება, რომელსაც ეპისკოპოსი მეთაურობს, ამ შემთხვევაში კათოლიკოს-პატრიარქი, ანუ, ქრისტესაგან დადგენილი ზედამხედველი. ხოლო მეორე ამოცანის - გარეგანი ურთიერთობების გადასაწყვეტად, ეკლესიაში დაწესებულია საერო იერარქია, ანუ მეფობა. მას ეკლესიის გარეგანი ეპისკოპოსი მეთაურობს, ცხებული ღვთისა და, რა თქმა უნდა, ღვთის თვალში ვერ შეცვლის ვერანაირი, გნებავთ, დემოკრატიულად არჩეული, თუ „დანიშნული“ ხელისუფლება. მართლმადიდებელი ხელმწიფენი და პატრიარქები თავისი წოდებით ქრისტეს სხვადასხვა მსახურების სიმბოლიზირებას წარმოადგენენ. მეფე თვითმპყრობელი სახეა ქრისტესი, როგორც მეფის მსახურებისა, ხოლო პატრიარქი ქრისტეს მღვდელმთავრული მსახურების სახეა. თითოეულ მათგანს თავისი ძალაუფლების ფარგლებში უპირატესობა აქვს მეორესთან მიმართებაში, მაგრამ მისტიურად, იდუმალ მეფის საეკლესიო წოდება არ შეიძლება პატრიარქის წოდებაზე მაღლა ან დაბლა იდგეს. ერთ-ერთი ბოლო დროის მღვდელმოწამე პეტროგრადის მიტროპოლიტი ბენიამენი ამბობს: კიდევ შეიძლება, რომ ეკლესიამ, სამღვდელო საწყისმა, იარსებოს სამეფო საწყისის გარეშე, მაგრამ ყოვლად შეუძლებელია, სამეფო საწყისმა გააგრძელოს არსებობა საეკლესიო საწყისის გარეშე. ეს ეხმაურება ჩვენი მაცხოვრის აღთქმასა და სიტყვებსაც, როდესაც სვიმონ მეთევზეს ჭეშმარიტი მრწამსის გამო პეტრე უწოდა, რაც ქართულად, ბერძნულიდან რომ ვთარგმნოთ, კლდეს ნიშნავს. შენა ხარ კლდე, ჭეშმარიტი აღმსარებლობის გამო და ამ კლდეზე ვაფუძნებო ჩემს ეკლესიას, რომელსაც სატანა და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან. ამიტომაც ვამბობთ, რომ ერთადერთი თავშესაფარი, თუ შეიძლება ითქვას, წარღვნას გადარჩენილი ნოესეული კიდობანი, რომელიც წინასახეა ქრისტეს ეკლესიისა არის მხოლოდ და მხოლოდ ეკლესია ესე და არ უნდა ვეძებოთ ჩვენ სიკეთე და ფასეულობა იქ, სადაც იგი არ არის, ე.ი. ეკლესიის გარეთ. ეკლესიის გარეთ ადამიანმა შეიძლება ყველაფერი მოიპოვოს, სულიერი თუ ხორციელი, გარდა ერთისა - სულის ცხონებისა, ხოლო სული კი, როგორც ქართველები ვამბობთ, ყველაზე ტკბილია. მაშ, ერთმანეთთან მიმართებაში მეფობასა და პატრიარქობას არ შეიძლება უპირატესობა ან ნაკლებობა, დაბლა დგომა ეკუთვნოდეს. იმდენად, რამდენადაც ერთი ქრისტეს, როგორც მეფის მსახურებას განასახიერებს, მეორე კი მის მღვდელმთავრობას, რამეთუ ქრისტე იესუ არის მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით. და ბოლოს, ძალისაებრ, წმინდა მამებისა და წმინდა წერილის მიხედვით, მიმოვიხილეთ რა ქრისტიანობის ძალა და ჩვენი ცხონების საიდუმლოება, შევუერთდებოდი ქ-ნ ია მუხრანელ-ბაგრატიონის დევიზს, რომელიც რამოდენიმე დღის წინ პრესაში გამოთქვა, და რომელიც, თავის მხრივ, არის ერთგვარი პერიფრაზირება წმინდა ილია მართლის ცნობილი დევიზისა და ვიტყოდი მასთან ერთად და თქვენთან ერთად: ენა, სარწმუნოება და მონარქია! ამინ.
სიტყვა წარმოთქმულია საქართველოს საპატრიარქოში
თავადაზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოს მიერ
გამართულ კონფერენციაზე „გზა მონარქიისაკენ“
28 სექტემბერი. 2001 წ.
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/archil/monarqia.htm
შენ სწორად აღნიშავ, იმერეთში და სამეგრელოში ყველა თავადია და ა.შ.
უფრო მეტიც, 10 ჩხეიძიდან დღეს 1 არის ნამდვილი თავადი, დანარჩენი იჩემებს და ასეც ჰგონიათ სიმართლე. არის სომხური წარმოშობის დიდგვაროვანი გვარებიც, ბერძნული წარმოშობის.
აბ რა, რამდენი სომეხი ორბელიანი იკნება იცი? მაგრამ ერთი რამე, არ მჯერა რატომ უნდა იყოს დიდგვაროვანი, ძედგენიძეც არ იყო დიდგვაროვანი და თავადი მაგრამ უფალმა თავის საქციელის და გამო გამოირჩია და უბოძა შემდგომ თავადობა. მე არ მინდა თავად აზნაურობის აღდგენა, იმიტომ , რომ ეს ბევრს გააამპარტავნებს.
................
................
Amuza
marine
................
KAIROS
Lenus
შეიძლება აჯობოს კონკრეტულმა მეფემ კონკრეტულ პრეზიდნტს (და პირიქით), მაგრამ რამდენად სწორია განზოგადება არ ვიცი...
იქნებ როგორმე დამისაბუთოთ, თუ რატომაა ქრისტიანისთვის უფრო მისაღები მონარქია?
................
თეოკრატიული მართველობა, ხომ მოუხდებოდა საქართველოს?
................
"წმ. მართალი იოანე კრონშტადტელი ხელისუფლების ღვთიურ ბუნებაზე ამბობს - "თვით ღმერთი, მეუფე უფლებათა და მეფე მეფეთა განამტკიცებს მეფის უმაღლეს ძალაუფლებას."
აქ მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყველაზე ოპტიმალური, ისტორიულად გამოცდილ-დადასტურებული, ბუნებრივი, საუკეთესო, ყველაზე ჰარმონიული, მდგრადი და სამართლიანი ფორმა სახელმწიფოებრივი ყოფიერებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციისა სწორედ მონარქიაა.
იგი არის ყველაზე სრულყოფილი ფორმა სამართლებრივი სახელმწიფოებრიობისა, რომელსაც მმართველთა და ქვეშევრდომთა პასუხისმგებლობა მართლშეგნების უმაღლეს წყრომდე - ღმერთამდე, მის წმიდა მცნებებამდე აჰყავს."
მანგლისის მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე)
"მეფისა და ხალხის ერთიანობა ჭეშმარიტ რწმენაში არის ცხოველმყოფელი წყარო მათი სახელმწიფოებრივი ერთიანობისა და ძალისა."
"მიწიერი მეუფება მხოლოდ ზეციურთან კავშირშია მტკიცე და ჭეშმარიტად წარმატებული."
"მეფეთა უკეთესი მსახური და მამულის ყველაზე საიმედო დამცველი ისაა, ვინც ღვთის ერთგული გულითა და სუფთა სინდისით ზეციური სამშობლოს ნამდვილ რწმენას ატარებს."
"საქართველოს მეფე უნდა ჰყავდეს. გვირგვინოსანი ბაგრატიონი. ის რა ერია, რომელსაც მეფე არა ჰყავს."
ბერი გაბრიელი (ურგებაძე)
რა თქმა უნდა ასეთი მონარქისტული წყობა ჩემთვისაც მისაღები იქნება, რომელი ქართველი იქნება ამისი წინააღმდეგი, მაგრამ ვი უნდა აღზარდოს მეფე?მაშინდელი ეტიკეტებით, რომ აღიზარდოს,რაგაც რთულად განსახორციელებელი და გამოსაყენებელი იქნება. იქნებ გავაგზავნოთ სხვა მეფეთა კარზე?
მეფე იყო ერთადერთი ერისკაცი, რომელსაც საკურთხეველში ზიარების უფლება ჰქონდა
მანგლელი მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე)
საქართველოს წმიდა პატრიარქმა თავის ქადაგებაში შეახსენა ქართველ ხალხს, რომ მსოფლიოში არსებული კონსტიტუციური მონარქიები წარმოადგენენ გარანტს თვიანთი ქვეყნებისა და სახელმწიფოების სტაბილურობისა და ხალხის კეთილდღეობისა.
საქართველო, როგორც სახელმწიფო, თავდაპირველად ჩამოყალიბდა სამეფოს სახით. ჩვენი პირველი ერთიანი სახელმწიფოს სახელი იყო ქართლის სამეფო, და მოიცავდა როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს. როგორც ცნობილია, ერთიანი საქართველოს პირველი მეფე იყო ფარნავაზი - არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს, არამედ ქართული მწიგნობრობის ფუძემდებელი. ქართველი მემატიანე და ეპისკოპოსი ლეონტი მროველი ვრცლად მოგვითხრობს მის შესახებ; კერძოდ, როგორ იპოვა მან განძი, როგორ ამოუდგა გვერდით ეგრისის მმართველი ქუჯი, როგორ შექმნეს მათ ერთობლივად პირველი ქართული არმია და სასტიკ ბრძოლაში ქვეყნის მპყრობელი აზონი დაამარცხეს. ეს მომხდარა ქრისტეს შობამდე სამასი წლით ადრე.
ეპისკოპოს ლეონტი მროველის ცნობითვე, ფარნავაზ მეფისა და ქუჯი ერისთავის მიერ დაარსებულმა ქართლის სამეფომ იარსება თითქმის ათასი წელი, ვახტანგ გორგასლის შვილებამდე. თვითონ მეფე ვახტანგ გორგასალიც ფარნავაზიანთა დინასტიის წარმომადგენელი იყო.
ბოლო ფარნავაზიანი მეფეები ყოფილან VIII საუკუნის დასაწყისში მოღვაწე მეფე მირიანი და საქართველოს ეკლესიის წმინდანი მეფე არჩილ I; ანუ ფარანავაზიანთა დინასტია საქართველოს სახელმწიფოს მართავდა ქრისტეს შობამდე III საუკუნიდან ახალი წელთაღიცხვით VIII საუკუნემდე, ანუ თითქმის 1000 წლის ნაძილზე.
სხვა მატიანეს - „მოქცევაი ქართლისაჲ“-ს ცნობით, ქართველთა განმანათლებელი მოციქულთა სწორი, წმ. კეთილმსახური მეფე მირიანი ფარნავაზიანთა დინასტიის წევრი იყო. როგორც ვთქვით, ეს დინასტია არაბების დროს დაემცრო. მემატიანეს სიტყვით, არაბები თურმე საგანგებოდ ეძებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ ამ დინასტიის ყოველ წევრს. ასე რომ, ამ დინასტიის ყოველი წევრი ამოწყდა და VIII – IX საუკუნეებში უკვე ერთიანი საქართველო უმეფოდ დარჩა. სწორედ ასეთი დიდი გასაჭირის დროს წმ. ეკლესიამ იზრუნა, რათა საქართველოს ჰყოლოდა ისეთი ახალი სამეფო დინასტია, რომელიც შეძლებდა საქართველოს კვლავ გაერთიანებას. საერთოდ, ფარნავაზიანთა დინასტია იმით იყო გამორჩეული, რომ ის აერთიანებდა და ამთლიანებდა ქართველ ერს და თავის გარშემო იკრებდა აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს მცხოვრებლებს.
წმ. გრიგოლ ხანძთელმა და სხვა ქართველმა წმ. მამებმა აკურთხეს ერთ-ერთი საგვარეულო, რომელიც სათავეს იღებდა მეფე იესედან, დავითიდან და სოლომონიდან, ისრაელის ძველი მეფეებიდან. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველის თანახმად, მეფე დავით მეფსალმუნის საგვარეულოდან უნდა გამოსულიყო მესია, უნდა შობილიყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ასევე მისი დამწინდველი იოსები ამ საგვარეულოდან იყო. სწორედ ამ საგვარეულოს წევრი იყო საქართველოში შემოსული ბაგრატიონების ოჯახი, რომელმაც სახელი გაითქვა საქართველოში მებრძოლი ხასიათით და მეფისადმი ერთგულებით. გუარამ კურაპალატ-ბაგრატიონს ცოლად შერთეს ვახტანგ გორგასლის ქალიშვილი. ამ გზით ბაგრატიონების ოჯახმა მოიპოვა ლეგიტიმურობა და ისიც უკვე სამეფო დინასტიის ოჯახის წრეში შევიდა. ასევე წმიდა მეფე არჩილის ვაჟს, ჯუანშერს შეურთავს ბაგრატიონის ქალი. ასეთი შეუღლების გზით ძველ დროს გადაიცემოდა ლეგიტიმურობის უფლება ანუ ქვეყნის მართვის სამეფო უფლება.
ფარნავაზიანებთან დამოყვრებული მრავალი ოჯახი იყო საქართველოში, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, წმიდა ეკლესიამ მათ შორის ბაგრატიონთა საგვარეულო ამოირჩია. გრიგოლ ხანძთელმა აკურთხა კიდეც ბაგრატიონების ოჯახი, რომ მათ ათასი წელი ემართათ საქართველო. მართლაც, ბაგრატიონთ ოჯახი IX საუკუნიდან XIX საუკუნემდე მართავდა, აერთიანებდა და ამთლიანებდა ქართველ ერს. ეკლესიასთან შეთანხმებით მათგან გამოდიოდა ქვეყნის აღმშენებლობის, კულტურისა და განმანათლებლობისათვის აუცილებელი იმპულსები. მხოლოდ ჩამოთვლაც კი სახელებისა საკმარისია ამ საგვარეულოს დიდებულების გასაცნობიერებლად.
საქართველოს ოქროს ხანა და საქართველოს კულტურის გაბრწყინების საუკუნეები სწორედ ბაგრატიონთა მმართველობისას მოგვეცა. XIX საუკუნეში, როგორც ათასი წლით ადრე არაბებმა, საქართველოს დამპყრობელმა რუსებმა არა მარტო გააუქმეს ბაგრატიონთა მმართველობა, არამედ დაიწყეს ბაგრატიონთა სამეფო სახლის ყოველი წევრის გადასახლება, დაპატიმრება და დახოცვა.
როცა გიორგი XIII-ის მეუღლის მარიამის ოთახში იარაღით შეიჭრა გენერალი ლაზარევი და დედოფალს უდიერად მოეპყრო, ხოლო მცირეწლოვანი უფლისწულები საწოლებიდან გადმოყარა, დედოფალმა მარიამმა ვერ მოითმინა ეს შეურაცხყოფა და სახელოში დამალული მცირე ზომის ხანჯლით განგმირა რუსი გენერალი.
შეიძლება ითქვას, რომ რუსებმა ევროპაში ერთ-ერთი უძველესი სამეფო სახლი ძირფესვიანად ამოაგდეს, მაგრამ ღვთის მადლით გადარჩენილი არის როგორც ქართლ-კახეთის მეფეთა, ასევე ქართლისა და იმერეთის ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის შთამომავლები. მათი რიცხვი დიდი არ არის და ჩვენ ალბათ იმედი უნდა გვქონდეს, რომ უფალი ღმერთი მათ შორის გამოარჩევს ისეთებს, რომელნიც ჩვენს შემდგომ საუკუნეებში შეძლებენ ქართველი ერის კვლავ გაერთიანებას, რომელნიც, თუ ქართველი ერი ინებებს, სათავეში ჩაუდგებიან კონსტიტუციურ მონარქიას, რათა საქართველო ისეთივე ძლიერი და სტაბილური იყოს, როგორებიც არიან დიდი ბრიტანეთი და იაპონია, სკანდინავიის ქვეყნები, რომლებშიც კონსტიტუციური მონარქიაა.
ორიათასწლოვანი ისტორიის გამოცდილებიდან ვიცით, რომ როგორც ფარნავაზიანები, ასევე ბაგრატიონები ამთლიანებდნენ ერს. ერის ყველა ფენას დიდიდან მცირემდე ჰქონდა მათ მიმართ მოწიწებითი დამოკიდებულება. გაუთავებელი შემოსევების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა და მოწინავე კულტურა საქართველოს ყოველ შვილს აფიქრებინებდა, რომ ჭეშმარიტად მათი ძალაუფლება ღვთისაგან მომდინარეობდა, რომ ისინი ღვთის მიერ იყვნენ დადგენილნი და ეკლესიის მიერ კურთხეულნი.
მეფის კურთხევის ცერემონიის დროს მის მარჯვენა და მარცხენა მხარეს იდგნენ ქართლისა და აფხაზეთის კათალიკოსები, შესაბამისად დასავლეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს ეპისკოპოსები. მეფეს მირონს სცხებდნენ საკურთხეველში და იქვე ხდებოდა მისი ზიარება. ის იყო ერთადერთი ერისკაცი, რომელსაც უფლება ჰქონდა ამისა, ანუ საკურთხეველში ზიარებისა.
საზოგადოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოში არ არსებობდა აბსოლუტური მონარქია. მეფე თვითმპყრობელი არ იყო, მას უფლება არ ჰქონდა კანონების გამოცემისა. კანონმდებელი ორგანო იყო საეკლესიო კრება. მართალია, კანონების შემუშავება ხდებოდა დარბაზის კარზე, მაგრამ კანონებს გამოსცემდა საეკლესიო კრება. მეფე და მისი ვეზირები მხოლოდ აღმასრულებელნი იყვნენ ამ კანონებისა.
თავის მხრივ, რათქმაუნდა, საეკლესიო კრებაზე მეფეს საგანგებო ადგილი ეჭირა. ასევე, საგანგებო ადგილები ჰქონდათ მიკუთვნებული საქართველოს ეკლესიის პირველ იერარქებს სახელმწიფო დარბაზში; დარბაზის კარზე უპირატესი იყო ოთხი ბერი: ქართლის კათალიკოსი, აფხაზეთის კათალიკოსი, მწიგნობართუხუცესი ჭყონდიდელი და მოძღვართ-მოძღვარი. თუნდაც მათ შორის ერთ-ერთის, მწიგნობართუხუცესის უფლებები რომ გავითვალისწინოთ, დავინახავთ, რომ საქართველოს სახელმწიფო იმართებოდა ერისა და ეკლესიის სინერგიით, მთლიანობით.
მაგალითად, მწიგნობართუხუცესი, ივანე ჯავახიშვილის გამოკვლევის თანახმად, თანამედროვე სიტყვებით რომ ვთქვათ, იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, პერმიერ-მინისტრი. მის მიერ იმართებოდა სხვა სავეზიროებიც ანუ სამინისტროებიც ანუ ეკლესიის ხელში იყო არა მხოლოდ საკანონმდებლო, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების მნიშვნელოვანი ნაწილი.
ილია ჭავჭავაძე ბრძანებდა, რომ მიუხედავად არასახარბიელო საგარეო ვითარებისა, მის დროსაც და უფრო ადრე ძველ საქართველოში არ იყვნენ უსახლკარო ადამიანები ასევე დამშეულები. ილია განმარტავდა, რომ ყველა ადამიანს ჰქონდა თავისი სახლი და ყველა ოჯახს ჰქონდა თავისი შემოსავლის წყარო. ეს იყო სწორედ შედეგი ერისა და ბერის მთლიანობისა და თუ გნებავთ, წინასახე კონსტიუციური მონარქიისა, რადგანაც, როგორც ვთქვით, ჩვენთან მეფე თვითმპყრობელი არ იყო, ხოლო იმჟამინდელი ეკლესია და დარბაზი წარმოადგენდა არა თავის თავში ჩაკეტილ რაიმე ორგანიზაციებს, არამედ ისინი გამოხატავდნენ ქართველი ერის მთლიანობას და წარმოადგენდნენ საზოგადოების ყველა ფენას გლეხიდან დიდებულის ჩათვლით. ასეთი ერთიანობა ედო საფუძვლად იმ ფაქტს, რომ საქართველოს სახელმწიფომ იარსება 2000-ზე მეტი წლის მანძილზე მეფე ფარნავაზიდან გიორგი XIII-მდე და სოლომონ II-მდე.
შევთხვოთ უფალს, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ივერია გაბრწყინდეს ღვთისმშობლის კალთისა და თუ ერი ინებებს, კონსტიტუციური მონარქიის მმართველობის ქვეშ.
პატრიარქის სიტყვა:
საქართველოში იყო ეკლესიასთან ის ადამიანი, რომელიც
შემდეგ ღირსეულ მეფედ უნდა კურთხეულიყო
ფსალმუნში ვკითხულობთ: „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერთი თვისი მშვიდობით.“ ეს არის ის სანატრელი მდგომარეობა, რომელზეც ფიქრობდა და ფიქრობს ქართველი ადამიანი. როდესაც ჩვენ ძალის შესახებ ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, სულიერ ძალას ვგულისხმობთ, - მადლს სულისა წმინდისა, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. მადლი სულისა წმინდისა გვაახლოებს უფალთან და უფალს აახლოებს ჩვენთან. ეს მადლი ადამიანს აქცევს ტაძრად სულისა წმინდისა. გარდა ამისა, დავით მეფსალმუნის ამ სიტყვებში ასევე იგულისხმება ფიზიკური ძალაც და მასთან ერთად მშვიდობაც - შინაგანი სიმშვიდე, მშვიდობა ადამიანის გულსა და გოენებაში, და ასევე იგულისხმება მშვიდობა ადამიანის გარშემო, მშვიდობა ქვეყანასა ზედა.
როდესაც ძალასა და მშვიდობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთიც და მეორეც, რათქმაუნდა, ღვთისგანაა ბოძებული; მაგრამ უფალი ამ მადლს ერს იმ შემთხვევაში უბოძებს, თუკი იგი ამას იმსახურებს. დაუკვირდით, რას ამბობს დავით მეფსალმუნე: „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს“, - ე.ი. ერთი ღვთისა უნდა იყოს, ღვთის გზით უნდა დადიოდეს, ღვთის მცნებებს უნდა ასრულებდეს და მხოლოდ მაშინ მისცემს უფალი მას ძალასა და მშვიდობას.
თქვენ გახსოვთ, 1801 წელს შეწყდა ბაგრატიონთა დინასტიის მეფობა საქართველოში და აქედან მოყოლებული ქართველი ხალხის ოცნება იყო, აღედგინა ეს უძველესი ღვთივკურთხეული დინასტია. დღეს ჩვენს ქვეყანაში ზოგიერთი გამოთქვამს ასეთ აზრს, რომ საქართველოში უნდა დამყარდეს კონსტიტუციური მონარქია. განგიმარტავთ, თუ რას ნიშნავს ეს. ეს ნიშნავს იმას, რომ მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. მეფე არის გარანტი ქვეყნის მთლიანობისა და ყოველი ადამიანის დაცვისა; და შეიძლება, მომავალში ქართველმა ხალხმა ამის შესახებ იფიქროს.
როდესაც კონსტიტუციურ მონარქიაზე ვსაუბრობთ, - მსგავსი ქვეყნების მაგალითებზე ვხედავთ, რომ მათ სტაბილური სახელმწიფოები აქვთ. მაგალითისთვის გავიხსენოთ თუნდაც დიდი ბრიტანეთი ან ესპანეთი. კონსტიტუციური მონარქიის პირობებში, თუკი ქვეყანაში კრიტიკული ვითარება შეიქმნა, მეფე ძალაუფლებას თავის ხელში იღებს და ქვეყანაში მშვიდობას ამყარებს; როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ესპანეთში, როცა პარლამენტში შეთქმულება მოხდა, - მეფემ ისარგებლა თავისი ძალაუფლებით და ქვეყანა დაამშვიდა.
უფალი დავით მეფე წინასწარმეტყველის ფსალმუნში ბრძანებს: „და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა.“ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბაგრატიონთა გვარი მართლაც რჩეული იყო ქართველთა შორის. შემთხვევით არ იყო, რომ ეს დიდება ხვდა წილად ბაგრატიონთა გვარს. როცა უფალი ირჩევს ერს ან ადამიანს, მას ასევე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასაც აკისრებს. საუკუნეების განმავლობაში ამ უდიდეს პასუხისმგებლობას ტვირთულობდა პაგრატიონთა გვარი და თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ის დიდებული კულტურული საგანძური, რომელიც საუკუნეების მანძილზე შეიქმნა, ბაგრატიონთა გვარის ხელმძღვანელობითა და მეთაურობით გაკეთდა. არც ისაა შემთხვევითი, რომ დღეს, როცა ჩვენ სახელმწიფო გერბზე ვფიქრობთ, მიიჩნევენ, რომ ბაგრატიონთა გერბი უნდა იქცეს სახელმწიფო გერბად.
და არც ისაა შემთხვევითი, რომ ბაგრატიონთა გვარი სათავეს მეფე დავით წინასწარმეტყველისა და სოლომონისაგან იღებს. ხშირად იხსენებს ქართველი კაცი იმ დიდებულ ფურცლებს ჩვენი ისტორიისა, როდესაც მეფობდნენ დიდი თამარი და დავით აღმაშენებელი და ოცნებობს იმაზე, რომ შეიძლება უფალმა დაუშვას და კვლავ აღდგეს სამეფო დინასტია.
ღმერთმა ინებოს, რომ მომავალში ავმაღლდეთ ისე, რომ ქართველი ერი ღირსი გახდეს ამ დიდებისა. მაგრამ, ამავე დროს, იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელიც მზად იყოს ამისთვის.
ისიც უნდა ითქვას, რომ ახალ წყობაზე საუბარი არ არის მარტივი საქმე. ქართველი ხალხი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ ეს წყობა მიიღოს; შესაბამისად, ბაგრატიონთაგან უნდა იყოს გამორჩეული სამეფო კანდიდატი. შეიძლება იგი საგანგებოდაც აღვზარდოთ. ასე იყო უწინ, ბავშვობიდან იზრდებოდა და ტახტისთვის საგანგებოდ მზადდებოდა, უპირველეს ყოვლისა, სიახლოვეში იყო ეკლესიასთან ის ადამიანი, რომელიც შემდეგ ღირსეულ მეფედ უნდა კურთხეულიყო.
აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ბაგრატიონთა გვარის ბავშვებზე. ცუდი არ იქნება, რომ საქართველოში მცხოვრები ბაგრატიონის გვარის წარმომადგენელი ბავშვები ეკლესიასთან აღზრდილიყვნენ. შეიძლება უცხოეთიდანაც ჩამოვიყვანოთ პატარა ბაგრატიონები და აქ, მშობლიურ წიაღში გაიზარდონ. მერე ღმერთი თვითონ ამოირჩევს რჩეულსა ერისაგან თვისისა.
კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ საქართველო დიდი მადლითაა მოცული, რადგან წყალობა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა დიდია საქართველოსა ზედა.
ყოველმა ჩვენგანმა უნდა იფიქროს იმის შესახებ, თუ რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ სამშობლოსათვის. ყოველი ადამიანი ამქვეყნად მოსულია თავისი მისიით, ყოველ ადამიანს ღვთისაგან აქვს ბოძებული თავისი ჯვარი და ეს ჯვარი ადამიანმა ბოლომდე უნდა მიიტანოს.
შევთხოვ უფალს, რომ საქართველოში სუფევდეს მშვიდობა, ერთსულოვნება და თუ იქნება ნება ღვთისა, აღდგეს კონსტიტუციური მონარქია. ბევრია დამოკიდებული თვითონ ჩვენზეც, ბევრია დამოკიდებული ხალხზე. უნდა გვახსოვდეს მოციქულის სიტყვები, რომ ყოველი ხელისუფლება ღვთისგანაა. ამიტომ ღვთის ნება იყოს საქართველოზე!
ცოტა არ იყოს ეს ორი ინფორმაცია ერთმანეთს ეწინააღმდეგება
marine
marine
გასაგებია, მარი მაგრამ უნივერსიტეტში პირველი 2 კურსი სხვა საქმე არ მიკეთებია, გარდა ქართული სამართლის ისტორიის სწავლისა, დღესაც, ჩემი სადოქტორო მიმართულება იმის გამო, რომ კანონიკური სამართლის დოქტორის წოდებას ჩვენი უნივერსიტეტი ვერ გასცემს, ითვლება ქართული სამართლის ისტორიის მიმართულებად.
ეგეთი რამ, რასაც მეუფე ამტკიცებს, არ მინახავს
ძველ აღთქმაში, უფალს რომ მეფე სთხოვეს, შეშფოთდა
ძველი აღთქმა, I მეფეთა, თავი 8
4. შეიკრიბა ისრაელის უხუცესობა და მივიდა სამუელთან რამათს.
5. უთხრეს: შენ მოხუცდი, შენი შვილები კი არ მიჰყვებიან შენს გზას. დაგვიდგინე ახლა მეფე, რომ სხვა ხალხების წესისამებრ განგვსჯიდეს.
6. არ მოეწონა ეს ამბავი სამუელს, როცა თქვეს, მეფე მოგვეციო მსაჯულად. მაშინ შეევედრა სამუელი უფალს.
7. უთხრა უფალმა სამუელს: შეისმინე ხალხის ყოველი სიტყვა, რასაც გეტყვის, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ.
8. როგორც იქცეოდნენ იმ დღიდან, როცა ეგვიპტიდან გამოვიყვანე, დღემდე, როცა დამივიწყეს და უცხო ღმერთებს დაემონენ, ასევე გექცევიან შენც.
9. ახლა შეისმინე მათი სიტყვა, ოღონდ გააფრთხილე და აუხსენი უფლებები მეფისა, რომელმაც მათზე უნდა იმეფოს.
10. უთხრა სამუელმა უფლის სიტყვები ხალხს, მეფეს რომ მოითხოვდნენ მისგან.
19. არ დაუჯერა ხალხმა სამუელს. თქვეს: არა და არა, მეფე უნდა გვესვას.
"ძველმა აღთქმამ სამი უმაღლესი მსახურება იცის: სამღვდელმთავრო, საწინასწარმეტყველო და სამეფო.
სამეფო მსახურებისთვის აკურთხარ რა ისრაელის პირველი მეფე საული, უფალმა, მიუხედავად მმართველობის ფორმისა, ყოველი სახელმწიფოს ხელისუფლება აკურთხა. საულს კურთხევა ღმრთის ნების აღსრულების პირობით მიეცა. ხოლო როცა საულმა უფლის მცნებები დაარღვია, ღმერთმა იგი განაგდო (I მეფ. 16,1) და უბრძანა, რომ სამეფოდ სხვა რჩეულის, მდაბიო იესეს ძის, დავითისათვის ეცხო ზეთი, რომლისგანაც შემდგომ ხორციელად მაცხოვარი წარმოიშვა.
უფალმა იესო ქრისტემ, ზეცისა და ქვეყნის ხელმწიფემ, თავისი ამქვეყნიური ცხოვრებისას თავი მიწიერ წესრიგს დაუქვემდებარა, იგი სახელმწიფო ხელისუფლების მატარებელსაც ემორჩილებოდა: თავის ჯვარმცმელს, იერუსალიმში რომის პროკურატორს, პილატეს უფალმა უთხრა: არა გაქუს ხელმწიფებაი ჩემი არცა ერთი, უკუეთუმცა არა მოცემულ იყო შენდა ზემოდამო (ინ. 19, II) და ამ სიტყვებით ყოველგვარი მიწიერი ხელისუფლების ზეციურ წყაროზე მიუთითა. ფარისეველის მზაკვრულ შეკითხვაზე, კეისრისათვის ხარკი მიეცათ თუ არა, მაცხოვარმა თქვა: მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა (მთ. 22,21)."
დეკ. ვლადისლავ ციპინი
საეკლესიო სამართალი, 1996
marine
marine
მაგარია
გაიხარე
მართლმადიდებლური სწავლება საღვთო ხელისუფლებაზე
http://www.orthodoxy.ge/skhva/sakh-katekhizmo1.htm
იბერიის ეკლესიას, რომელმაც ხელშეუხებლად დაიცვა ქრისტიანული სარწმუნოება, ღმერთი იფარავს...
ქართველების ძირითად დამსახურებებსა და დამახასიათებელ ნიშნებს შორის კირილე ჩამოთვლის შვიდს, იგივენაირად, როგორც ისინი წარმოჩნდებიან ფილადელფიის ეკლესიისადმი ეპისტოლეში.
ასე რომ, ჩვენი ბერის მიხედვით ეპისტოლეში ვხედავთ:
„1. რომ ეს სამეფო არის მცირე თავისი სიმძლავრისა და ტერიტორიის მიხედვით;
2. რომ ის აღიარებს აღმოსავლეთის ეკლესიის მართლმადიდებელ სარწმუნოებას;
3. რომ მისი მეზობლები ცდილობენ, აიძულონ უარყოს თავისი რწმენა;
4. რომ იგი ცხოვრობს ზედმიწევნით სწორად ქრისტიანული ზნეობრივი კანონების მიხედვით;
5. რომ იგი თავისუფალია მუსულმანების ყოველგვარი ბატონობისა და გავლენისაგან;
6. რომ მან არ განიცადა არავითარი ვნება მეზობელი ხალხებისაგან, რომლებიც ყველა საშუალებით ცდილობენ, მატერიალურად და სულიერად დააზიანონ იგი;
7. რომ იბერიის ეკლესიას, რომელმაც ხელშეუხებლად დაიცვა თავისი ქრისტიანული სარწმუნოება და ზედმიწევნით სწორად იცხოვრა სახარებისეული ზნეობრივი სათნოებების მიხედვით, ღმერთი იფარავს და განაშორებს მისგან ყველა მტერს.“
თითქოს ქრისტე ამბობს: „ვიცი, რომ შენი ძალი მცირეა; ვიცი, რომ დაიმარხე ჩემი სიტყვა; ვიცი, რომ არ უარყავი ჩემი სახელი; ამიტომ მოგეცა კარი განღებული, რომელსაც ვერავინ დახშავს“.
კირილეს მიხედვით, იბერიის სახელმწიფოს ისტორიული დანიშნულების სიმბოლოა კარი განღებული; ხოლო დავითის კლიტე აღნიშნას მის ესქატოლიგიურ როლს. ამ ადგილას ჩვენი ეკზეგეტი პარალელს ავლებს გამოცხ. 3,8-სა და ისაია 22, 20-25-ს ღრმად მესიანურ ტექსტს შორის. ამ უკანასკნელზე იყო დაფუძნებული მთელი ბიზანტიური და პოსტ-ბიზანტიური ესქატოლოგიური ლიტერატურა ღვთის რჩეული გლახაკი მეფის შესახებ; ამ ტექსტში იაჰვე წარმოჩნდება, როგორც თავისი მსახურისათვის დიდებისა და დავითის სასახლის კლიტეს მიმნიჭებელი, მისთვის ძალაუფლების მიმცემი და დიდების ტახტზე დამადგინებელი. სხვა ადგილას კირილე წერს: „აქედან გამომდინარეობს, რომ აღმოსავლეთში მხეცის სრული დამარცხების შემდეგ იბერიიდან წამოიმართება ხელმწიფე და მეფე, რომელიც მართავს მორწმუნეებს, უფლის ჭეშმარიტი გზით ატარებს მათ და ამავე დროს ჩაშლის მტრების მზაკვრობებსა და მრავალრიცხოვან ხაფანგებს.“
მუსულმანური მხეცის სრული დამარცხება მოხდება ღვთის მიერ დანიშნულ ჟამს. როდესაც უფლის მიერ დანიშნული ჟამი მოვალს, მუსუმლანები მრავალრიცხოვანი ჯარით შეუტევენ პატარა იბერიას, მაგრამ „ღვთის ძალით დაცული“ მართლმადიდებელი ქართველები გაანადგურებენ ურწმუნოებს და „სრულ და საუკუნო დავიწყებას მისცემენ მათ ტირანიას მთელ აღმოსავლეთში.“
ამგვარადვე განადგურდებიან ანტიქრისტეს ყველა სხვა ძალები და ასე დაარსდება წმიდათა ათასწლოვანი მეფობა, მსოფლიო მართლმადიდებელი და მესიანური იმპერია, რადგან ყველა სხვა მმართველობა და ძალაუფლება გაქრება. შემდეგ მართლმადიდებელი სარწმუნოების მისაღებად მოვლენ „მთელი ებრაელები, მუსულმანთა დიდი რიცხვი, პაპისტები, ზოგიერთი ათეისტები და ვოლტერის მომდევარი.“
ისინი, ვინც მოისურვებენ თავისი უღმერთობისა ან მცდარი სარწმუნოებისადმი ერთგულებას, მოგობრობისა და მოკავშირეობის სათხოვნელად მიმართავენ ახალ მართლმადიდებელ ხელმწიფეს და დაემორჩილებიან მას, როგორც ვასალები და სახელმწიფოს მართლმადიდებელი მოქალაქეების მსახურები.
ქართველი ხელმწიფის მისია, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის შურისმაძიებელისა ანტიქრისტეს ერებისა და მათი მმართველების წინააღმდეგ, წარმოჩნდება აპოკალიფსის ყველა ხილვებში, სადაც ჩვენ ვხედავთ ანგელოზსს, რომელმაც „დასთხია (ლანკნაი) მდინარესა ზედა დიდსა ევფრატსა (გამოცხ. 16,12), „და მიჰყო მჯდომარემან მან ღრუბელსა ზედა მანგალი თვისი ქუეყანად და მომკო ქუეყანაჲ“ (გამოცხ. 14,16), „მოკრიბა ვენახი ქუეყანისაი და შთადვა საწნახელსა მას გულის-წყრომისა ღმრთისა“ (გამოცხ. 14,19), რომელსაც „აქუნდა კლიტე უფსკრულისაი და ჯაჭვი დიდი ხელსა მისსა. და შეიპყრა ვეშაპი იგი - გუელი დასაბამისაი, რომელ არს ეშმაკი და სატანა, რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა, და შეკრა იგი ათას წელ. და შთააგდო იგი უფსკრულსა შინა და დაჰხშა კარი და დაჰბედა მის ზედა, რაითა ვერღარა აცთუნებდეს წარმართთა, ვიდრემდე აღესრულოს ათასი წელი“ (გამოცხ. 20, 1-3), რომლის მიერაც „შეპყრობილ იქმნა მხეცი იგი და მის თანა ცრუწინაისწარმეტყუელი იგი, რომელმან ქმნნა წინაშე მისსა სასწაულნი, რომლითა აცთუნნა იგინი, რომელთა მიიღეს ბეჭედი იგი მხეცისაი და თაყუანის-სცეს ხატსა მისსა. და ცოცხლივ შთავარდეს ორნივე იგი ტბასა მას ცეცხლისასა, რომელი იგი იწუების წუნწუბითა (გამოცხ. 19,20).
ყველა ხილვა, რომელიც აპოკალიფსი ეხება მორწმუნეების საბოლოო გამარჯვებასა და ქრისტეს მეუფების დადგინებას, ჩვენი ავტორის მიერ გაგებულია, როგორც წმინდათა ათასწლოვანთა მეფობის მომასწავლებელი. ამგვარად, ივარაუდება აპოკალიფსის წიგნის მნიშვნელოვანი ნაწილის კავშირი ქართველების ესქატოლოგიურ როლთან.
ამ ახალ გარემოებაში, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა წმიდათა ათასწლოვანი მეფობის დადგენით, მორწმუნე მეფე, „რომელსაც გვირგვინს დაადგამს იბერიის ეპისკოპოსი და რომელიც ღვთის წინასწარგანზარხვით უწინარეს ყოველთა საუკუნეთა იყო მოწოდებული მეფობისთვის“ „რომელიც არის მორწმუნე მეფეების უძველესი ოჯახის შთამომავალი“, გახდება „უფრო დიდებული მეფეთა მეფე და უფალთა უფალი“ და „მადლით სიტყვა ღვთისა“; იბერიის ეპისკოპოსს ექნება წოდება და ნამდვილად იქნება „დამოუკიდებელი ეპისკოპოსი მეფედ კურთხევისა და მღვდელმთავრად ხელდასხმის უფლებებით“; „და ამ ორი მეუფის მმართველობის ქვეშ მყოფი“ მორწმუნე ხალხი „იქნება და მას ეწოდება წმიდა ერი, სამეუფო სამღვდელოება და რჩეულთა ერი“ და „თქვენს დედაქალაქს ეწოდება ახალი იერუსალიმი.“
ეპისკოპოსი იზრუნებს სულიერ დამწყსაზე და მეფე კი ღვთის ერის სამოქალაქო მმმართველობაზე. წმიდათა ათასწლოვანი მეფობისას იბატონებს სახარებისეული სამართლიანობა, მორწმუნეთა მმართველობა განხორციელდება სიბრძნითა და ღვთის სიმართლის მიხედვით. ეპისკოპოსი გარშემორტყმული იქნება წმიდა სინოდით, მეფე კი ბრძენთა, ერისკაცთა და სასულიერო პირთა საბჭოთი. ამგვარად, უსამართლობა, ამბოხება და საიმპერატორო დინასტიის შეცვლა იქ არ მოხდება.
ქართული უნივერსიტეტი
№20, ოქტომბერი, 2000
"ხშირად საუბრობენ საქართველოს მომავალ პოლიტიკურ ბედზე და განსაკუთრებით იმაზე, რომ მალე უნდა აღდგეს მონარქია. მინდა ვთქვა, რომ ეს უახლოეს ხანში შეუძლებელია. ჩვენი ერი არ არის ჯერ მზად ამისთვის."
ილია II,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ქადაგება შენდობის დღეს, 2008 წლის 9 მარტი
* * *
ხოლო მოიკლა აზონ ფარნაოზისაგან და გამეფდა ფარნაოზ.
ხოლო ჩვეულება აქუნდათ ერთისა მეფისა მორჩილება და სარწმუნოდ მის მიმართ ყოფა, და ჩამომავალთა და გუართა მეფეთათა შემდგომად მისა გამეფებად, რამეთუ შემდოგმად მამისა ძე და არა სხუა გუარი, არცაღა თუ გამორჩევით; არავისა მონებდნენ თვინიერ მათთა ანუ წულთაგან ანუ ასულთაგან, უკეთუ არა დაეტევის წული (ვითარცა იტყვის იგივე მაიჟან სპასპეტი, და იხილვების მატიანესა ჩვენსა).
ხოლო წესნი ესე ჩვეულებანი აქუნდათ, რომელნი ვთქვით, და განუხეთქელობისათვის სამეფოსა მცდელობდნენ და, უკეთუ მიუღიან სამზღვარნი თვისნი, ყოველნი მწუხარედნენ და იჭირვოდნენ კუალად-გებასა, და მეფეთა თვისთა მიდრეკელად ერთგულებდნენ, გარნა თუ სძლიან ვინმე მძლავრთაგანმან, არა დაემორჩილიან, არამედ კუალად იპყრიან ღვთისნივე წესნი, და არა დაუტევიან ღმერთნი, და მეფე, და ჩუეულებანი თვისნი.
ესევე ეპისკოპოზი აკურთხევდა მეფესა და დადგმიდა გვირგვინსა, ხოლო დადგინებისა კათალიკოზისა - კათალიკოზი. და ჟამსა ბაგრატიონთასა ვინაითგან ლიხთ-იმერთა იყო დადგმა გვირგვინისა: ქართლისა და აფხაზთა კათალიკოზნი აკურთხევდნენ, არამედ გვირგვინსა დაადგმიდა ქუთათელი მეფეთა ქუთათისის ტახტისათვის. ხოლო შემდგომად განყოფისა იმერეთს - კათალიკოზი იმერთა, ქართლს - კათალიკოზი ქართლისა და კახეთს - ბოდბელი.
ხოლო გუარნი მეფეთანი იყვნენ: პირველი ქართლოსიანნი, და ნებროთიანნი, და არშაკუნიანნი, და მეფოდნენ ესენი ... წელთა, და მეფენი ისხდნენ ... შემდგომად ამათთა იყო გუარი ხოსროვანთა, და მეფობდნენ ესენი ... წელთა, და მეფენი ისხდნენ ... და მთავარნი ... შემდგომად ამათთა ბაგრატიონნი, რომელი გამეფდნენ ქრისტესსა ... წელთა და არიან აწამდე. არამედ სიტყუა იყო ივერიასა შინა მეფეთა ამათთვის, რამეთუ იცნობის ქართლოსიან-ნებროთიან-არშაკუნიანნი გმირობითა, ხოლო ხოსროვანნი გოლიათობითა, ახოვნებითა, შემართებულობითა, ხოლო ბაგრატიონი მხნეობითა, სიბრძნე-ქუელობითა და ქუეყნისათვის თავდადებულობითა.
ხოლო მეფენი ამათ ყოველთა ზედა იწერებოდნენ ესრეთ: „ჩუენი ბრძანება არს, მესტუმრეო თუ მანდატურო, ესრეთ უამბე“, და შემდგომად რაი ჯერ იყო. ხოლო სიგელსა და გუჯარსა შინა: „ჩუენ, მეფეთ-მეფემან, ღვთის წყალობით ცხებულმან, თვითმპყრობელმან და თვითხელმწიფემან, იესიან, დავითიან, სოლომონიან, ბაგრატიონმან, შვიდთავე სამეფოთა მპყრობელმან (სახელი) გიწყალობეთ.“
ხოლო აწინდელთა ჟამთა: „მესტუმრე, ჩუენ მაგიერად ჩუენს დიდს იმედს დარბას-ბატონს (სახელი) ასრე უანბეთ.“ და მდაბალთა ზედა: „ჩუენი ბრძანება არს“, ხოლო გუჯართა და სიგელთა: „ჩუენ, მეფემან ღვთივ-ცხებით გვირგვინოსანმან, იესიან, დავითიან, ხოლომონიან, ბაგრატიონმან (სახელი) გიწყალობეთ!“ ესრეთვე იმერნი და კახნი, არამედ მეფე ქართლისა კუალადცა მეფეთ-მეფობით სწერდა წინავეთავე ჩვეულებითა.
მირონცხებულ მეფეთა ტახტის აღდგენა - „ქართველობის“ გამარჯვება
/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე/
1744 წელი უბედნიერესი თარიღია ქართველი ერის, ქართული ეკლესიისა და საქართველოს ათასწლოვან ისტორიაში - აღდგა ქრისტიან მეფეთა ტახტი. „აღდგომისა და გამოხსნის“ დიდი პროგრამის ერთი ნაწილი შესრულდა - საქართველოს სამეფო ტახტზე ქრისტიანი მეფე დაჯდა. მოყოლებული როსტომ ხანის „გამეფებიდან“, ე. ი. 1632 წლიდან 1744 წლამდე (უფრო კი 1614 წლიდან, ლურასაბ II-ის შემდეგ), ამ დღისათვის იღვწოდნენ, სიცოცხლეს სწირავდნენ და ლოცულობდნენ ქართველ მოღვაწეთა თაობები. თეიმურაზ I ნატრობდა, ქრისტიანობით დაებრუნებინა ტახტი, მაგრამ ვერ მოესწრო; არჩილ მეფესა და ვახტანგ VI-ს ამ საქმეში უცხო ქვეყნების დახმარების იმედი ჰქონდათ და ამ დახმარების ძიებაში უცხოეთშივე დალიეს სული, ისევე როგორც ამავე მიზნისთვის დამაშვრალმა სულხან-საბა ორბელიანმა.
ვინ მოსთვლის იმ გასაჭირსა და ზარალს, რაც ქართულმა ეკლესიამ მაჰმადიან „მეფე-ხანთა“ მმართველობისას გადაიტანა, მაგრამ უარესი ის იყო, რომ სპარსეთ-ოსმალეთის წამლეკავი გავლენის ორბიტაში მყოფი ქართველი ხალხი არა მარტო ზნეობრივ, არამედ ეროვნულ დეგრადაციასაც განიცდიდა. მას სპარსულ-მაჰმადიანური ზნე-ჩვეულებების შეთვისება არ აკმარეს და ისეთი პოლიტიკურ-სოცილაური პირობები შექმნეს, რომ ქართველები იძულებით თათრდებოდნენ (მესხეთსა და მთელ საქართველოში), ლეკდებოდნენ (აღმოსავლეთ კახეთში), სომხდებოდნენ (აღმოსავლეთ საქართველოს სავაჭრო ცენტრებსა და ქალაქებში), ჩრდილოკავკასიიდან საქართველოში დასასახლებლად დაძრულ ჩრდილოკავკასიელებთანაც ასიმილირდებოდნენ. ესეც არ აკმარეს და მათ მასობრივად ტყვეებად ჰყიდდნენ.
ქართველებმა კარგად იცოდნენ, რომ მირონცხებული მეფის ტახტზე ასვლა ყველა ამ უბედურებას ბოლოს მოუღებდა, ქართული სახელმწიფოებრიობა ქართველ ერსა და ქართულ ეკლესიას დარაჯად დაუდგებოდა.
ქართლის სამეფო ტახტზე ქრისტიან მეფედ დასმის ბედნიერება კახელ ბაგრატიონთა სახლის შვილს - თეიმურაზ II-ს ერგო. საქმე ის არის, რომ ვახტანგ VI-ს პრორუსული პოლიტიკით გაღიზიანებულმა სპარსეთის შაჰებმა ქართლელ ბაგრატიონებს ტახტზე ასვლის ნება არათუ ქრისტიანული წესით, არამედ გამაჰმადიანების შემდეგაც აღარ მისცეს. ქართლის სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრე ანტონ I კათალიკოსი იყო, ქართლის „მეფის“ იესეს ძე. გამაჰმადიანებულმა იესემ „ოსმალობის“ დროს თურქული ორინეტაცია გამოამჟღავნა. ამიტომაც ოსმალთა განდევნის შემდეგ მოღალატედ შერაცხულ მუხრანელ ბაგრატიონებს ყიზილბაშებმა ტახტი აღარ მისცეს. „ყიზილბაშობის“ დროს კახელი ბაგრატიონები გონიერების, მოქნილი პოლიტიკისა და აქტიურობის წყალობით დაწინაურდნენ.
მემატიანე თეიმურაზ II-ს ასე ახასიათებს: „მეფე და მპყრობელი კახეთისა, ტომობით დავითიანი, მობაძავი სოლომონისა, ზნესრული და მოყვარე ქრისტიანობისა, მსვრელი უცხო თესლთა, სადგური კეთილისა და საუნჯე რჯულისა, ძე მაღალი ხელმწიფისა ერეკლესი, პატრონი თეიმურაზი.“ და იქვე უმატებს, რომ თეიმურაზ II „არასოდეს არას ომში არ დამარცხდებოდა, სარწმუნოება ჰქონდა მტკიცე და გოლიათობა შეურყეველი.“ ღმერთმა ინება, რომ საქართველოს სამეფო ტახტი ქრისტიანული წესით დაეკავებინა.
როგორც ცნობილია, ამ დროისათვის ქართლი და კახეთი ირანის ვასალურ ქვეყნებს წარმოადგენდა. ირანი, როგორც წესი, სამეფო ტახტს გამაჰმადიანების პირობით თავის ერთგულ ქართველ ბაგრატიონებს აძლევდა, მათ „ვალებს“ და „ხანებს“ უწოდებდნენ.
შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო ქართლის ტახტი ირანმა თეიმურაზ II-ს მისცა, ხოლო შემდგომ ნება დართო ამ ტახტზე ქრისტიანული წესით ასულიყო - „ებრძანა მეფის თეიმურაზისთვის ხელმწიფეს (ე. ი. ირანის შაჰს): „ვითაც თქვენი მეფობის რიგი იყოსო, ეგრე კურთხევა მიიღეო.“ ესეც რომ შეეტყო, ქართველნი მეფენი გვირგვინით ეკურთხებიანო, ეს მეფე თეიმურაზს წყალობად მისცა. ვითაც იტყვის წინასწარმეტყველი: „მეფეთა გული ხელთა შინა ღმრთისა არიანო. ეს ღმერთმან მეფე თეიმურაზს წყალობად მოუვლინა და სცხო საცხელები მეფობისა, თორემ რამდენი წელიწადი გარდასულიყო ჟამთა ვითარებისაგან და ცხებული მეფე ქართლში არა მჯდარიყო. მადლობდეთ ღმერთსა, რამეთუ, ვითა მოსე ეგვიპტეს წყდეულთა ისრაელთა მოუვლინა ხნად, ეგრე ქართველთა აგარიანთაგან ტყვედ ქმნილთა, მოულინა მეფ თეიმურაზ.“
მემატიანე მეფე თეიმურაზს მოსეს ადარებს, რომელმაც ეგვიპტელთა მიერ დამონებული ებრაელები იხსნა. მსგავსადვე ღმერთმა „სცხო საცხებელი მეფობისა“ თეიმურაზს.
(გაგრძელება იქნება)
ქართველთა სიხარული უსაზღვრო იყო. პატრიარქმა ანტონ კათალიკოსმა ჩვეული სიბეჯითით მოიძია მეფეთა კურთხევის უძველესი ქართული წესები, და სამღვდელოთა დასი საგანგებო სადღესასწაულო ცერემონიისათვის მოამზადა. გახარებულმა ხალხმა ქუჩები, მოედნები, ბაზრები მორთო, ჩირაღდნებითა და გალობით შეეგება მეფის, დედოფლისა და ბატონიშვილიების გამოჩენას.
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ქრისტიანული წესით ეკურთხებოდა და თეიმურაზს არა "ქრისტიანი მეფე", არამედ "ქრისტესმოყვარე მეფე" ეწოდებოდა, ხალხი უზომო აღტაცებით ხვდებოდა მას, ხოლო მეფედ მირონცხების სადღესასწაულო სიხარული ხომ უზომო იყო.
"მეფე თეიმურაზ ლილოდამ შემობრძანდა ქალაქსა თბილისსა თვესა ივლისსა 9-ს. მიეგებნენ მოქალაქენი ანუ დასნი სამღვდელონი, შეასხეს ქება და შესწირეს მადლობა ღმერთსა, გაუშალეს მოქალაქეთა ფიანდაზი მძიმე ლარითა, შეიქმნა სროლა ზარბაზანთა, რამეთუ ყურთა ხმა აღარ იყო. ავლაბრით ალაყაფის კარამდის მორთეს ბაზარი და განაბრწყინვეს ჩირაღდნით. იყო სამი დღე და ღამე განუწყვეტლად მეჯლისი და ლხინი უზომო, სიხარული ფრიადი." ხოლო თეიმურაზის ძეს, კახეთის მეფე ერეკლეს, დედამისსა და ანტონს, მომავალ პატრიარქს "გაეგებნენ დასნი სამღვდელონი ანუ ერთი გუნდნი და დედათა ბანაკი, შეასხეს ქება და მადლობდნენ ღმერთსა, "ვინა გამოგვიჩნდა ხსნად ჩვენდა ჭირვეულთაო და გვიხსნა მტერთაგან ჩვენთაო."
(გაგრძელება იქნება)
ქრისტიანი მეფის კურთხევის ცერემონიალი ასე წარიმართა:
მეფემ ოთხი საგანგებო დროშა დაამზადებინა, რომელიც ოთხი სადროშოს მეთაურებს გადაეცა. სადროშოების მხედრები და ხალხი თბილისიდან მცხეთაში გაემართა, სადაც სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში უნდა ცხებულიყო მეფე.
მცხეთაში ეს დიდი ამალა ორი დღის მანძილზე იცდიდა და ემზადებოდა ზეიმისათვის, რომელშიც ყველას უშუალო მონაწილეობა უნდა მიეღო; მესამე დღეს სვეტიცხოველის სიახლოვეს მდგარ ანტიოქიის ტაძართან საგანგებოდ მოწყობილ ადგილზე დიდი დარბაზობის მაგვარი შეკრებულება-განწესება გაიმართა.
აქედან სამღვდელოებამ სამეფო ინსიგნიები (გვირგვინი, სკიპტრა და სხვა) სვეტიცხოველში შეიტანა, ეკლესიაში დაიწყო მწუხრის ლოცვა, რომელსაც მეფეც დაესწრო.
მეორე დღეს მეფე კვლავ ანტიოქიის ტაძრის ეზოში მოწყობილ საგანგებო სეფაში დაბრძანდა, აქედანვე მიიწვიეს ის ეკლესიაში წირვაზე დასასწრებად და საკურთხებლად.
პატრიარქის წინაშე თეიმურაზმა მართლმადიდებლური მრწამსი წარმოთქვა. შემდეგ მეფე აკურთხეს: მირონი სცხეს შუბლზე, გულსა და ბეჭებზე (ჯვრის სახით), შემოსეს სამეფო შესამოსელით, დაადგეს გვირგვინი, აზიარეს და წირვის შემდეგ ეკლესიაშივე საგანგებო ტახტზე დააბრძანეს. ეს ყოფილა სვეტიცხოვლობას, ანუ 1744 წლის 1 ოქტომბერს.
მონარქიული მმართველობის ფორმა ისტორიის სიღრმეებიდან იღებს სათავეს. მონარქია (ბერძ. ერთის მმართველობას) ნიშნავს ერთი პიროვნების მიერ სხვათა მართვას, განკარგვას.
ერთერთი საუკეთესო მაგალითი მონარქიული ჩამოყალიბებული სისტემებისა არის ეგვიპტე. Eგვიპტელებმა სისტემაში მოიყვანეს მართვის ეს ფორმა რამაც განაპირობა მათი უპირატესი მდგომარეობა მეზობელ ქვეყნებზე და ოშვიათი გამონაკლისების გარდა ყოველთვის იოლად უმკლავდებოდნენ საშინაო თუ საგარეო პრობლემებს.
შემდეგი მაგალითი ერტპიროვნული მმართველობის უპირატესობის დასამტკიცებლად გამოდგება რომი იმპერატორობის ხანაში. მიუხედავად შიდა დაპირისპირებებისა მხოლოდ იმპერატორობის ეპოქაში შეძლო რომმა მიეღწია არნახულ ტერიტორიულ მასშტაბებს და შეენარჩუნებინა იგი ყველა სხვა იმპერიაზე დიდხანს.
ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც აყვავებისა და აღორძინებისათვის მიუღწევია თავისი ისტორიის გარკვეულ ეტაპზე, ამას ახერხებდა მაშინ როცა მას სათავეში ედგა ერთი პიროვნება.
საფრანგეთმაც თავის აყვავებას მიაღწია მეტვრამეტე საუკუნეში, მაშინ როცა სათავეშე ჰყავდა ერთი და მხოლოდ ერთი პიროვნება ლუდოვიკო XIV.
ინგლისიც ყველაზე ძლევამოსილი და წარმატებული იყო მაშინ, როცა ერთი ძლიერი პიროვნება კეთილგონივრულად და სამართლიანად განაგებდა მას. Aმის მაგალითებია ელიზაბედ I, ვიქტორია, გეორგ VI და ბევრი სხვა. და მისი დღევანდელი წარმატებაც სხვებთან შედარებით იმითაა გამოწვეული, რომ ის აქამდე მონარქიულია.
უბრალოდ მონარქია ამჟამად არის სისულელე . უკაცრავად მაგრამ საპატრიარქო რომ იტყვის მე ამას არ მივიღებ ასე ზედაპირულად , სანამ არ დამიმტკიცებთ , არ მოვიძიებ ისეთ ინფორმაციას რომ დავრწმუნდე დღეს საქართველოს მონარქია ჭირდება , მე უბრალოდ არ მესმის რა საჭიროა მონარქია . საჭიროა ერთპიროვნული კარგი მმართველი , თუნდაც პრეზიდენტი . ხო ხედავ ეს ჩვენი საქართველო იღუპება და ეხლა მეფეების და დიდებულების ჩხუბები და დებატები გვაკლია ინგასთან რა
მეფე კარგია მაგრამ ვინ გახდება მეფე ეს სერიოზული პრობლემაა,რაღაც არა მგონია უახლოეს მომავალში რომ აღსდგეს მონარქია.
ივერიელი
ვატიკანი ცოტა სხვა მოვლენაა ეგ მოდელად არამგინია რომ გამოგვადგეს ანუ იმის თქმა მინდა რომ ის იყო ტრადიციულად ათასწლეულზე მეტი თეოკრატიული სახლმწიფო ხოლო საქართველო თეოკრატიული ქვეყანა არასდროს არ ყოფილა და ეხლა უცებ მაგ ხაზზე გადავეწყოთ და თან ასეთი მრავალრიცხოვანი რელიგიური უმცირესობით მე მგინია რომ გაუმართლებელია. სომხეთი რომ სომხეთია 97/9 % მონოფიზიტით იქ არ არის მსგავსი რამ არადა ეჩმიაზინს იქ როდესაც სახელმწიფო არ იყო ფაქტობრივად სახელმწიფოს როლი ჰქონდა დაკისრებული ჩვენთან ეგეც არ ყოფილა იმიტომ რომ სახელმწიფო სულ იყო სანამ რუსეთმა არ მოსპო.
sable
Ligia
პრინციპში მართალი ხართ. უბრლოდ აზრი გამოვთქვი კარგი იქნებოდა თეოკრატიული მონარქია, მაგრამ რომ დაუკვირდი მართლაც შეიძლება ჩვენთან მაგ მოდელმა არ გამართლოს.
sable
როდესაც ლაპარაკობენ მონარქიის აღდგენაზე, მოყავთ ევროპის მაგალითები, და ვნახოთ ინლისისის მაგალითი ელისაბედის ქმარი ბერძენია, შესაბამისად მისი შვილები ბერძნები იქნებიან,
ამიტომ არ შეიძლება ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამორიცხვა როგორც მემკვიდრედ.
მაგრამ სადავო საკითხია, მუხრანელებს და გრუზინსკებს მიიჩვენდნენ ტახტის მემკვიდრეთ სხვადასხვა კატეგორიის ხალხი, მაგრამ აქ ხომ არის მესამე ვარიანტი იმერეთის მეფის სოლომონის შთამომავლობა,
არც სოლომონის გამორიცხვა არ შეიძლება.
ივერიელი
მდაბიო ქალი შეირთო გიორგი IV და მისი შვილი მეფედ აკურთხეს მონღოლების თანხმობით.
რუსუდანის შემთხვევა კი იმით იყო ნაკარნახევი რომ სხვა ტახტის მემკვიდრე მაშინ საქართველოში არ იყო.
მონარქი უნდა აღიზაროს საქართველოში, მაგრამ კონკრეტულად ვინ, ეგაა საკითხავი?
sable
კი გიორგი IV ვგულისხმობდი, ხო ეგაა სწორედ საკითხავი ვინ უნდა აღიზარდოს საქართველოში.
ივერიელი
კი ოღონდ გიორგის ძე დავით VII-ე მონღოლრი წესის მიხედვით იქნა მეფედ აღიარებული, მაგ საკითხზე დიდი ყაენთან დავით ნარინის რუსუდანის ძის მომხრეები ამტკიცებდნენ რომ ჩვენთან უკანონო შვილის კურთხევა არ ხდებაო, რასაც დავით გიორგის ძის მომხრეები არ აპროტესტებდნენ სამაგიეროდ მონღოლურ კანონს იშველიებდნენ რომლის მიხედვითაც უკანონო და კანონიერი შვილი თანასწორად იყო აღიარებული და ამ კანონის მიხედვით ითხოვდნენ დავით ლაშას ძის მეფედ კურთხევას.
sable
ისე რა კარგია მონღოლებს ეგეთი კანონი რომ ქონდათ თორემ, რუსუდანის ხაზით გაგრძელდებოდა მეფობა.
ჰო, ინტუიციურად მგონია რომ მეფის ინსტიტუტი კარგი იქნება მაგრამ პრაგმატულად რომ შევხედო ძალიან ცოტა რამეა ხელჩასაჭიდი, რომ ეს საჭიროა...
საპატრიარქო ცდილობს რომ აღადგინოს, მაგრამ ჯერ არსობრივად უნდა ჩამოყალიბდეს და გააზრებული იქნას, რა საჭიროა მეფე და თუ იქნება რას შეიცვლება რეალურ ყოფაში...
საპატრიარქო უნდა შეეცადოს გაცდეს კატეგორიული აზროვნების ფარგლებს. უბრალოდ სახარებაში რომ წერია და წმინდა მამათა გადმოცემებიტ რომ ვიცით მეფობის ინსტიტუტის აუცილებლობის შესახებ ეს რა ტქმა უნდა საკმარისი არ არის არც ცვლილებისთვის და არც ,,სწორი ცვლილებისთვის".
პირველ რიგში საპატრიარქომ ცოტა ხნით გვერდით უნდა გადადოს გადმოცემები და მოძღვრებები და რეალურად გაიაზროს მეფის ფუნქცია, არა პიროვნების არამედ ინსტიტუტის ფუნქცია და შემდეგ ეს დაანახოს ხალხს... დაანახოს დღეს რა პრობლემების ზინაშე ვდგევართ მაგ ინსტიტუტის არ არსებობის გამო.
მეორე რიგში საპატრიარქომ კარგად უნდა დაინახოს იმ ხალხის ინტერესები ვისაც რეალურად შეუცლია ამ ცვლილების მოხდენა. გაიაზროს ეს ინტერესები და ისე დასვას ამოცანა რომ ახალი ინსტიტუტი ყველას აწყობდეს, პრეზიდენტსაც, ერსაც და ბერსაც.
მესამე და აუცილებელი არის რომ საპატრიარქომ დაამსხვიროს ,,ბაგრატიონთა" შტოს ერთადერთობის მითი. და ცოტა ხნით გაიაზროს სხვა ალტერნატივები. არ გამოდგებ აქ კატეგორიული აზროვნება. ხანდახან საჭიროა საწინააღმდეგოს დაშვება რომ დაამტკიცო ის რისი დამკიცებაც გსურს.
ზოგადად ამ თემის განხილვაში საპატრიარქომ უნდა შეძლოს თანამედროვე ბიზნეს განათლების მქონე პირების ჩართვა. საპატრიარქომ უნდა დაინახოს სახელმწიფო როგორც ორგანიზაცია და მეფე როგორც ერთ ერთი მმართველი ან პოლიტიკოსი ამ ორგანიზაციის სათავეში... თუ ასე შევხედავთ, მაშინ უფრო გამკრისტალდება მეფის ფუნქცია ვინაიდა თანამედროვე ბიზნეს და ორგანიზაციული მართვის განათლების მქონე ავტორიტეტული ფიგურები შეძლებენ პრაგმატული აზრის დანახვას მეფობის ინსტიტუტში.
რა თქმა უნდა ჩემი მოკრძალებული აზრით.
მეფის ინსტიტუტი თუ აღდგა მის აღდგენაში საპატრიარქომ მე ვფიქრობ გადამწყვეტი როლი არ უნდა ითამაშოს, თორემ ზოგადად როგორც ვაკვირდები მეფობის აღდგენის წინააღმდეგი უფრო ბევრია ვიდრე მომხრე, ამიტომ საპატრიარქოს დიდი ავტორიტეტი გააჩნია დღესდღეისობით და შეიძლება ამან მის ავტორიტეტს რაიმე სახის საფრთხე შეუქმნას.
„ბაგრატიონთა გვარი იყო და არის კლდე, რაზეც ეყრდნობოდა ჩვენი წარსული და დ ა ე ყ რ დ ნ ო ბ ა ჩვენი მომავალი“.
/ილია II/
ძალიან მომეწონა ეს წერილი, რომელიც ერთმა გლეხმა დაწერა გიორგი ბატონიშვილისთვის.
თქვენო უდიდებულესობავ,
ამ წერილს მომავალში გწერ, როცა გაიზრდები. ისე გავლიე ეს ოხერი წუთისოფელი, წერილის დასაწერად კი არა, ჩასამუხლად ვერ მოვიცალე. სახლი და ვენახი, ვენახი და სახლი. გლეხკაცის ცხოვრება ეგრეა. აქეთ ოჯახობა, იქით საქონელი. მერე ვიღაც გაბედნიერდება, ვიღაც დღეობას გადაიხდის, ვიღაც მოკვდება და სიბერეც ისე მოგადგება, უფილტრო სიგარეტს რო გააბოლებ ხის ძირას ჩამომჯდარი, მაშინღა მიხვდები რა ტყუილად გიცხოვრია.
არც ეხლა შეგბედავდი ამ წერილის მოწერასა. ან რა ჩემი საქმეა შენთან ლაპარაკი, მაგრამ იმ დღეს მეზობლის დედაკაცები ჭორაობდნენ მეფე ბრუნდებაო, ბირჟაზე კიდე კაცები ყაყანებდნენ უშნოდა, იძახდნენ რა მეფე, რის მეფე, ქართველი კაცი ბატონს ვეღარ აიტანსო და თავიდან მეც გული მომივიდა, რაღა დაგიმალო!
გავბრაზდი მეფეო.
ჯერ იმაზე გავბრაზდი, რომ ჩვენ არაფერს გვეკითხებიან და ისე გვატენიან შენ თავსა, გეგონება უღელში გაბმას გვიპირებენ.
შეიყუჟებიან სადღაც მოფარებულში, ურიგებენ ერთმანეთს ჩინ-მენდლებსა და იმას კი არ იტყვიან, რომ მეფე ხალხისთვისაა.
რომ ჩვენ მეფეს გლეხკაცთან მოლხენაც შეეძლო და მასთან ერთად ხმლის ქნევაც.
რომ ქართველი კაცისთვის მეფე მამა და ძმა უფრო იყო, ვიდრე ბატონი.
არც იმას გვეუბნებიან მე და ჩემ ოჯახობას რა სიკეთე გვექნება, შენ თუ დაბრუნდები.
გადმოდგებიან ეს ჩოხა-ახალუხიანი ყმაწვილები, ლამაზები ტანადები, მოვლილები, გამაძღრები და ისეთი სიტყვა-კაზმულობით გველაპარაკებიან შენზე, თვითონაც გაბრაზდებოდი მოსმენა რომ შეგეძლოს.
გადაგეჩვიეთ მეფეო!
სად შენ და სად ჩვენ?!
დიდი ხანია დაგივიწყეთ!
ჩვენი გულებიდან ისეთი ცხელი მაშით ამოგგლიჯეს, რომ შენ ხსენებაზე ცეცხლი გვეკიდება და ამპარტავნება გვიპყრობს, გეგონება სულ მონებად არ ვიცხოვრეთ ეს ორასი წელიწადი.
მაგრამ, რახან ამდენი გავბედე, ერთსაც შემოგკადრებ მეფეო.
თუ ღმერთმა ინება და მართლა გამეფდი, იმ დროს მე ალბათ ამ ქვეყნისა აღარ ვიქნები. მიწა ვარ და მიწად გადავიქცევი, მაგრამ არ დაიზარო და ჩვენსა გამოდი ვიდრე ტახტზე ასვლას მოინდომებ. გვნახე, საფლავზე თითო ჭიქა წაგვიქციე და დაგველაპრაკე.
ნახე ვის მეფობას აპირებ ბატონიშვილო.
ყანა გათოხნე, ვაზის გასხვლა ისწავლე, ყურძენი დაწურე და ნუ შეგეზარება გლეხკაცის დაკოჟრილი მარჯვენა.
იმათთან გაიზარდე, ვისთან ერთადაც ამ ქვეყანას უნდა უპატრონო.
ვისთან ერთადაც ისე უნდა მოკვდე საჭირო დროს, როგორც შენი წინაპრები კვდებოდნენ, წარბშეუხრელად, დაუკვნესელად.
ე მაგ კონსტიტუციური მონარქიის ავკარგს მე ვეღარ გავიგებ და იქნებ ჩემმა შვილიშვილებმა მაინც დაინახონ მაგის ხეირი.
მაგათი მეფე თუ გახდები,
მაგათ თუ შეფიცავ ძმობას.
თორე ჩვენ ისეთი ყმები ვართ, მარტო იმასა ვდარდობთ კარგი მეხრე ვიპოვნოთ, რომ სახრე რაც შეიძლება მაგრად გადაგვიჭიროს დამჭლევებულ ზურგზე.
სხვა საფიქრალი არა გვაქვს.
სხვა გუმანი არ გაგვაჩნია.
ეგ არის ჩვენი წუთისოფელი.
ამ წერილს ჩემ ძმიშვილს ვატან. შემპირდა გამოგიქვეყნებო და რა ვიცი, იქნებ ისეც მოხდეს, მართლა წაიკითხო, როცა დრო მოვა.
სხვა რა ვთქვა?
რაც გითხარი სიყვარულით გითხარი და ნუ მიწყენ.
მაგ გაპრანჭულ სამეფო კარისკაცებს თუ ვუყურეთ, სულ შეგვაძულებენ შენ თავსა.
თორე მე რა მრჯიდა?
სოფლად საქმეს რა გამოლევს. აგე ბოსტანში იმოდონა მაქვს გასამარგლი, მზის ჩასვლამდინ ვერ მოვრჩები.
შენ გაიხარე მეფეო.
ღმერთმა გაგზარდოს, გიორგი ბატონიშვილო!
http://www.kvirispalitra.ge/amiran-giguashvilis-thavisufali-blogi/19494-glekhis-tserili-giorgi-batonishvils.html?add=1
საინტერესოა
მართლაც საინტერესოა და ლამაზი საკითხავი, მაგრამ კონსტიტუციურ მონარქიას მაინცდამაინც არ ვემხრობი და სწორედ არ მიმაჩნია ცვენი ქვეყნისთვის ასეთ მართველობა.
qetevano
მართლაც საინტერესოა, ქეთ და დამაფიქრა...
ჩვენი პატრიარქი იმდენად ბრძენია, რომ შემთხვევით და გაუთვლელად არასოდეს აკეთებს სვლას...თანაც სვლას მხოლოდ პატრიოტულს და ერის გადარმჩენს...
მე პირადად ხსნას მხოლოდ მირონცხებულ მეფეში ვხედავ.... ჩემ არჩეულ სააკაშვილების, ივანიშვილების და აწ მარგველაშვილებისა და მათი მსგავსების მიმართ დიდი ხანია უკვე დამეკარგა იმედი და რწმენა...
დრო თვითონ იტყვის სათქმელს და თვითონ მოიტანს მეფის აუცილებლობას... ჯერ საზოგადოება ამისთვის მზად არ აღმოჩნდა... დროა საჭირო...
ყველა ქვეყანა, სადაც მონარქიაა, ძალიან სტაბილურია და იმედი მაქვს, საქართველოც მათ რიგებში შევა...
ამ ეტაპზე არ ვემხრობი მონარქიის იდეას .
როგორც ჩემი ერთი მეგობარი იტყოდა, მონარქია ახლა საქართველოს ისე უნდა როგორც მკვდარს ვენოკი
A.V.M
ikanosi
ამონარიდი პატრიარქის ქადაგებიდან:
„დღეს ბედნიერი და ისტორიული დღეა!
უფლისწული გიორგი ბაგრატიონი მოინათლა სვეტიცხოველის ამ წმინდა ტაძარში, სადაც განისვენებენ მისი დიდი სახელოვანი წინაპრები.
უფლისწული არის შთამომავალი ერეკლე II-ისა და მუხრანბატონის შვილებისა.
შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ძალი, მშვიდობა და სიბრძნე მისცეს მას, რათა ემსახუროს ჩვენს ერს და სამშობლოს, ამინ!
უფლისწულის ნათლობა საქართველოში 1801 წლის შემდეგ არ აღსრულებულა. მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისათვის!“
/ილია II/
3 ნოემბერი 2013წ.
http://imageshack.us/photo/my-images/843/32px.png/
Uploaded with http://imageshack.us
marine
ეს პატრიარქის პირადი აზრია ჩემი პირადი აზრით კი კონტიტუციური მონარქია საქართველოსთვის დღეს-დღეობით კარგს არ მოუტანს არაფერს.
marine
რავიცი მეეჭვება საქართველო უახლოესი საუკუნის გნმავლობაში მონარქიას დაუბრუნდეს.
ჯობდა რომ მოეწერათ ხელი, ეს პატივისცემის ამბავია, როდესაც ქვეყნის პირველი პირი ხდები მეტი რამე გევალება. ამით ქვეყანას უნდა სცეს პატივი და თვით ქალბატონსაც.
აქამდე რომ არ უქორწიანიათ, ეს არ ნიშნავს რომ არც უნდა იქორწინონ, უკვე ისეთ სტადიამდე მიიყვანა ხალხი, პრინციპულად აღარ დაქორწინდება, მაგრამ ასეთ წვრილმან რაღაცაში თუ პრინციპულობით თავის ერს "ჯიბრში" უდგას, რიავიცი, არ მიმაჩნია სწორად.
არაა ლამაზი, თორემ ჩვენთან გოგოს ბიჭი რომ წაიყვანს და სახლში დატოვებს "გათხოვდა, გათხოვდაო" ამბობენ და დასავლეთში მაგაზე სხვა რამეს ამბობენ )))
marine
G_saxva
კარგი, გიო, აღარ გავაოფოთ
marine
კარგი ამაზე სხვაგან ვისაუბროთ.
ოთხაშაბთს ლოცვაზე ვაპირებ ჩემ ტაძარში მისვლას და წმინდა ქართველი მეფეების ხატს აუცილებლად გადავუღებ სურათს და დავდებ მამა დავითის იდეით დაიწერა და ძალიან ლამაზია. შაბათს, მის წინაშე, სანთელი დავანთე... საქართველო, პატრიარქი და ჩემი თავი, როგორც საქართველოს ისტორიის განყოფილების მოდერატორი, შევავედრე
რით დავიწყო აღარ ვიცი
ჯერ პირველი
ქართველებს დაგვღუპავს იმის ლოდინი რომ ვინმე გამოჩნდება და "გადაგვერჩენს". თავად უნდა გავანძრიოთ ხელი და მაშინ გვეშველება. შევეშვათ ვინმეს ლოდინს რომელიც ძნეობრივად უმწიკლო, სუფთა, ქათქათა, სპეტაკი და რავიცი კიდევ ვინ იქნება . რაც არ უნდა ეგეთი იყოს, ადამიანის ინდივიდუალურ პიროვნულ განვითარებასთან მაგას არაფერი საერთო არ აქვს. მეფემ არამგონია თითოეული ადამიანის ზნეობაზე გავლენა იქონიოს.
რაც შეეხება დასავლეთს. ცივილიზაციური მიღწევები დასავლეთიდანაა ისე. და ასე ერთი ხელი მოსმით არ ღირს ყველას ერთად გადაყრა. სხვათაშორის ნობელის პრემიებიც ნებისმიერ დარგში დასავლეთში უფრო მეტია ვიდრე აღმოსავლეთში. ასე რომ დასაფასებელია მათი მიღწევები. და რასაც ჩვენ ზნეობრივ აღვირახსნილობას ვეძახით, ეგ მათი თავისიფალი არჩევანია.
marine
მონარქია არვიცი ასეთი წყობა ფაქტიურად პარლამენტის მიერ მართვას და მეფის შენახვას ნიშნავს, ამ ეტაპზე არვიცი..
დღევანდელი მთავრობა პრეზიდენტიანად კიდევ არის უკიდურესად სამარცხვინო თითოეული ადამიანისთვის ჩემი აზრით..
პრეზდენტის ეს ქმედება კი ცალსახად უარყოფითი.. საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა, და უმეტესად ტრადიციული, ასეთი ურთიერთობა მისი პირადი ცხოვრებაა, ხოლო ამის შესახებ საზოგადოების ოფიც. ინფორმირება, პლუს მისი გამოჩენა თუ თანხლება შეხვედრებზე ეთს -ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა.. ასეთ ურთიერთობების გახმაურების შემთხვევები ევროპულ ქვეყნებშიც არვიცი ..
პრეზიდენტს აქვს მეტი პასუხისმგებლობა რომ პირადი ცხოვრება ქონდეს დალაგებული, შეცდომები ექნება, ამით პრესის ინფორმირება საჭირო არაა..რაც არ უნდა დემოკრატიულად ვუყურებდეთ სხვის ცხოვრებას, არის მკვეთრი ზღვარი თეთრს და შავს შორის ამის გადკვეთის უფლება პრეზიდენტს არ აქვს.
გრიგოლ ხანძთელთან თუ უამრავ მამებთან გვაქვს შემთხვევბი როცა მეფეების ასეთ ურთიერთობებს გმობენ
sopo...
ikanosi
A.V.M
G_saxva
sopo...
k@the
ჩემო ძალიან ძვირფასებო, ვფიქრობ, მართლმადიდებელი მოძღვრის - დეკანოზ თავმას ჩოხელის ეს სიტყვები რაღაცას გეტყვით:
“საპრეზიდენტო მმართველობის ნაკლი ისაა, რომ მოკლე ვადით არჩეული პრეზიდენტები, არცთუ იშვიათად, დაინტერესებული არიან საკუთარი პოლიტიკური მომავლითა და ძალაუფლებით; დროებით ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი, შესაძლოა, მათ გამოიყენონ პირადი და თავისი ახლობლების გასამდიდრებლად. არჩეული პრეზიდენტები დიდ ენერგიას ანდომებენ წინა პრეზიდენტების მიღწევების გადაკეთებას და მახეებს უგებენ მომავალ პრეზიდენტებს.
მონარქები კი შორს დგანან ყოველგვარი კარიერიზმისა და კორუფციისაგან; მონარქია იყურება საუკუნეთა მიღმა, აგრძელებს ისტორიას და ითვალისწინებს მისი მემკვიდრის მმართველობის მომავალს, რათა უზრუნველყოს ერის კეთილდღეობა.
მონარქები აშენებენ თავიანთი წინაპრების მიღწევებზე, რათა გააძლიერონ თანამდებობა მემკვიდრეთათვის. მონარქები განასახიერებენ ეროვნულ სამართლიანობას, კანონიერებასა და პატიოსნებას.
ამ დასკვნის სისწორეს მოწმობს არაერთი ერის ისტორიული მაგალითი, არც ერთმა ქვეყანამ სარგებელი არ ნახა მონარქიის გადაგდებით.“
marine
ეს მაგარი სასაცილო იყო, მოდი მე დავასხელებ რატომ არის კარგი პრეზიდენტი.
ცოტა დრო აქვს 5 წელი რათა რაიმე შექმნას და ააღორძინოს თუ ვერ მოასწრებს 5 წელში შესაძლებელია მეორე ვადით აირჩიონ, თუ ხალხი შეამჩნევს რომ კარგისკენ მივდივართ. ზუსტად ამ ცოტა დროს ახმარს თავის ნიჭსა და შესაძლებლობას რათა რაიმე გააკეთონ და სამომავლოდ არ დებენ დღეს გასაკეთებელს. მონარქს თან ახლავს დიდებული და თავადები რომლებიც დაბალი ფენიდან დგანან ჭამე სვამენ ხალხი კი შრომობს მათ მაგივრად. პრეზიდენტი ხალხის მიერ დაქირავებული პირია რომელსაც ფულს უხდი თუ არ მოგეწონება სხვას აირჩევ, მეფე კი თუ არ მოგეწონება ასე ავილად ვერ შეცვლი.
k@the
30 წელია ქვეყანას ვაშენებთ , რაღაც სასიკეთო ძვრებია და ერთი 30 წელი კიდევ გვინდა , რომ რამეს დავემგვანოთ .
ახლა კიდევ მმართველობის ახალ სტილზე გადასვლა?
აუჰ...
G_saxva
A.V.M
„ბაგრატოვანთა მეფობამ განადიდა და დაამკვიდრა საქართველო. მათმა ფასდაუდებელმა ღვაწლმა მისცა საშუალება ქართველ ხალხს, გამოევლინა თავისი საუკეთესო თვისებები, დაეძლია ქვეყნის ტრაგიკული და მშფოთვარე ისტორიის ყველა დაბრკოლება.
ის დიდებული კულტურული საგანძური, რომელიც საუკუნეების მანძილზე შეიქმნა, ყველაფერი ბაგრატოვანთა გვარის ხელმძღვანელობითა და მეთაურობით გაკეთდა.
სულხან-საბა თავის ლექსიკონში განმარტავს: „ბისონი და პორფირი არის სისხლისფერი მეფეთა და მღვდელმთავართა სამოსელი. მოასწავებს, რათა დასთხიონ სისხლი მათი, ვითარცა ქრისტემან, ერისათვის“.
ბაგრატიონნიც იცნობებოდნენ: „მხნეობით, სიბრძნე-ქველობითა და ქვეყნისთვის თავდადებით“. ღვთის ხელი წარმართავს ბაგრატოვანთა მეფობასა და ქართველთა წარმატებულ თუ წარუმატებელ ყოფას.
ქართველი ერის გვირგვინოსანი წინამძღოლნი - ღვთივცხებული მართლმადიდებელი მეფეები ზრუნავდნენ ქვეყნის მოწესრიგებასა და აღმშენებლობაზე, სიმართლის, მშვიდობისა და სჯულის დაცვაზე. ისინი იყვნენ სინდისნი და წარმომადგენელნი თავისი ერისა.
ჩვენმა ქვეყანამ არაერთი მმართველობის ფორმა გამოსცადა. ამ გამოცდილების შედეგად კი ვრწმუნდებით, რომ გამოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის, მისი სახელმწიფოებრივი შენარჩუნებისთვის არის სამეფო მმართველობის აღდგენა.
ეს ფორმა წარმატების მომტანია ხალხისათვის, როგორც მისი სულიერი განვითარებისთვის, ასევე მისი ერთიანობისთვის, საერთაშორისო აღიარებისთვის, ეკონომიკისთვის, სოციალური ურთიერთობისათვის და ა.შ.
/დეკ. თავმას ჩოხელი/
მარინე რა ცუდია როცა რომელიმე სასულიერო პირის "საკუთარი აზრი: აუცილებელ ჭეშმარიტებად მიგაჩნია
marine
პატიარქიც და "ღირსეული სასულიერო პირებიც" თავიანთ აზრს აფიქსირებიენ, ეს სულაც არ ნიშნავს რომ აუცილებლად ჭეშმარიტია. კარგია როცა მათ არს ისმენ და გარკვეულ წინად ითვალისწინებ, მაგრამ ცუდია როცა მათ ყველაფერში უჯერებ.
marine
16:37 / 20-11-2013
საქართველოს სამეფო ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს სამეფო ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Ambebi.ge უცვლელად გთავაზობთ:
"მას შემდეგ, რაც ჩემი ვაჟი - გიორგი უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მონათლა და უფლისწული უწოდა, საზოგადოებაში არაერთხელ გაისმა საჯარო განცხადებები და მოწოდებები კონსტუტუციური მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით.
მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ ეს მოწოდებები ჩემთან შეთანხმების გარეშე გაკეთდა და რომ ჩემი ოჯახი მონაწილეობას არ იღებს აღნიშნულ პროცესში.
ჩვენი მხრიდან არ გადაიდგმება არც ერთი ნაბიჯი ქართველ ხალხთან და ახალ, დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან შეთანხმების გარეშე, რომელმაც იბრძოლა ჩვენი ერისა და ასევე ჩემი ოჯახის
თავისუფლებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს დავით ბაგრატიონ მუხრანელ ბატონიშვილი აწერს.
წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/90755-saqarthvelos-samefo-ojakhi-sagangebo-ganckhadebas-avrcelebs.html#ixzz2lCRZ0YFR
მდაა...
G_saxva
„დღეს არსებული სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში მმართველობის მონარქიული ფორმაა, მათ შორის „დიდი რვიანის“ 3 ქვეყანაში (დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია), ნატოს წევრი 26 ქვეყნიდან 8 ქვეყანაში (დიდი ბრიტანეთი, კანადა, ესპანეთი, ბელგია, ჰოლანდია, ლუქსემბურგი, ნორვეგია, დანია) და ევროკავშირის წევრი 27-დან 7 ქვეყანაში (ბელგია, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, დანია, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი)."
/ჯონი ხეცურიანი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (2011 წ.)/
A.V.M
გურამ, ამ ეტაპზე სწორი განაცხადია, ჩემი აზრით, რადგან საზოგადოება მომზადებული არაა და აგრესიაც კი იგრძნობა.
პატრიარქმა ეს სიტყვები რამდენიმე წლის წინ თქვა, მაგრამ ძალიან ნიშანდობლივია და გაეცანი:
“ბაგრატიონებს ჯერ მთავარი სიტყვა არ უთქვამთ, ეს მომავალში უნდა გააკეთონ...
უპირველესად, ჩვენი ვალია, ერი მოვამზადოთ სამეფოს აღსადგენად!
კარგად მოგეხსენებათ, რომ იმ მდგომარეობაში, რომელშიც იმყოფება დღეს ჩვენი ქვეყანა, ამ დაპირისპირებასა და კინკლაობაში, რათქმაუნდა, ძნელია ამის გაკეთება.
და მეორეც, ძალიან მნიშვნელოვანია თავად ბაგრატიონთა მომზადება ამისთვის...
ვფიქრობ, მეფობის აღდგენა საქართველოში რეალურია და ღმერთმა ჩვენ ყველა მოგვასწროს ამ დალოცვილ და კურთხეულ დღეს!
უნდა გვახსოვდეს მოციქულების სიტყვები, რომ ყოველი ხელისუფლება ღვთისგანაა. ამიტომაც ღვთის ნება იყოს საქართველოზე!“
/ილია II/
"საქართველო აღსდგება, როგორც ლაზარე. სკიპტრა სკიპტრაა და სანამ საქართველოს გვიგვინოსანი მეფე არ ეყოლება, არაფერი გამოვა. საქართველოს მეფე უნდა ჰყავდეს, გვირგვინოსანი ბაგრატიონი. ის რა ერია, რომელსაც მეფე არ ჰყავს?"
/წმინდა გაბრიელ ბერი, აღმსარებელი-სალოსი/
„სოლომონ ბრძენი ამბობს: მეფის გული წყლის ნაკადულია უფლის ხელში.
სწორედ მაშინ იყო ჩვენი სამშობლო ძლიერი, როდესაც ერთმორწმუნე მონარქი მართავდა ქვეყანას. მეფე ემორჩილებოდა ეკლესიას, როდესაც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის იყო მჭიდრო ურთიერთობა და მეფე ყოველთვის ითვალისწინებდა ეკლესიის როლს და მნიშვნელობას.
სიმბოლურია ალბათ ის ფაქტიც, რომ საქართველოს მეფეების უმეტესობა წმინდანად არის შერაცხული.“
/დეკანოზი პეტრე კვარაცხელია/
marine
მარინე, არ ივარგებს მთლად ციტატებით საუბარი და სხვათან ნააზრევის განმეორება. საკუთარი შეხედულებითაც უნდა გამოვხატოთ აზრი...
და ზოგადად ცხვრის მდგომარეობაში ყოფნას თუ გადავეჩვევით, კარგი იქნება..ეგ გვღუპავს რომ მუდამ სხვამ გვინდა ჩვენს მაგივრად იაზროვნოს.
მე განვაცხადე რომ აღარ ვკამათობ.
შეპირებული ხატი, რომელზეც 12 ქართველი წმინდანი მეფეა გამოსახული:
http://imageshack.us/photo/my-images/801/nf8n.jpg/
Uploaded with http://imageshack.us
ლამაზი ხატია ძალიან <3
ხოოო ეს ხატი ვიცი, დავით ხიდაშელის ნამუშევარია. არაჩვეულებრივი ხატმწერის. აი კარგი ხარისხითაც დავდებ ბარემ მაგ ხატს
http://radikal.ru/fp/06d991c14d6741ba8f994e6cbd3f26c0
დაკიდევ მეორე ხატიც აქვს იგივე თემაზე. მე ეს მეორე უფრო მომწონს
http://radikal.ru/fp/c8ffdaa7836d45e994dfb5bccb9be866
მეორე ძალიან ლამაზი ხატია
ახალი ინფორმაცია სამეფო კარზე
სოციალურ ქსელებში "საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს" 2013 წლის 1 მარტით დათარიღებული ღია წერილი ვრცელდება, რომელშიც საქართველოს პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს (მაშინდელ პრემიერ-მინისტრს) "საქართველოს სამეფო კარის" შექმნას სთავაზობენ. თავად-აზნაურთა საკრებულოს განცხადებით, სამეფო კარს ბაგრატიონებთან ერთად ყველა გვარის ღირსეულმა წინამძღოლმა უნდა უხელმძღვანელოს, უწმინდესისა და პრემიერ-მინისტრის რეგენტობით.
ბოლო დროს საზოგადოებაში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით საუბრები გააქტიურდა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა მიერ თავად-აზნაურთა საკრებულოს ღია წერილის გაზიარებაც სავარაუდოდ, ამ ფაქტს უკავშირდება. "ამბები.გე" ღია წერილს უცვლელად გთავზობთ:
"უწმინდესო და უნეტარესო, გვაკურთხეთ!
ბატონო ბიძინა!
კვლავ მოგმართავთ რწმენითა და იმედით ერის სულიერ მამას და ერის ფიზიკურ მხსნელს საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს, მონარქისტული მოძრაობა "სამეფო გვირგვინის" წევრთა, ნიკო ბაგრატიონის სახელობის სკოლა-ლიცეუმის პედაგოგთა და მშობელთა სახელით კონსტიტუციური მონარქიის კონცეფციის აქტუალობაზე ამჟამინდელ საქართველოში.
ჩვენი პატრიარქის თავდადებული მეცადინეობით, ჩვენი მრწამსისა და ნაფიქრალის, ეროვნული სულისკვეთების შესაბამისად გაუწყებთ, რომ ღვთივკურთხეული მეფის მოვლინების მოლოდინი, დისკრედიტირებული პრეზიდენტ-ყოფილის ინსტიტუციების უარყოფა საზოგადოებაში მრავალ მხარდამჭერს პოულობს.
ილია მართლის საკრალური დეფინიცია: "მამული, ენა, სარწმუნოება", კათოლიკოს-პატრიარქის ღვთაებრივი ტრიადა: "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი", რწმენის, ტრადიციების, კულტურის, განათლების, მეცნიერების განვითარება იყო და არის დედააზრი, ცხოვრების არსი ყველა ქართველისა, თავად-აზნაურთა საკრებულოს წევრების მოღვაწეობის ქვაკუთხედი დღიდან მისი დაარსებისა.
უწმინდესო და უნეტარესო! ბატონო ბიძინა!
თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ სამეფო ხელისუფლება ზეციური იერარქიის ხატი იყო დედამიწაზე. საეკლესიო სამართალში წერია: "ღვთის უდიდესი სახიერებით კაცთათვის ბოძებული უმაღლესი სიკეთენი არიან მღვდლობა და მეფობა, რომელთაგან პირველი იღვწის ღვთიურ საქმეთათვის, ხოლო მეორე ზრუნავს საერო საქმეებზე. ორივე კი მომდინარეობს ერთი და იმავე წყაროსთვალიდან, წარმოადგენს ადამიანური ცხოვრების სამკაულს…"
რუსეთის იმპერიის მიერ 1801 წლიდან განადგურდა როგორც მეფობა, აგრეთვე ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, ფაქტობრივად მოისპო ორივე ხელისუფლება. ბაგრატოვანთა დინასტიის და სამეფოს აღსადგენად მრავალი პატრიოტის, ბატონიშვილის, სასულიერო პირის, ერისკაცის სისხლი დაღვრილა XIX ს. აჯანყებებსა და შეთქმულებებში.
1917 წ. ნოემბერში თბილისისა და ქუთაისის თავად-აზნაურთა საკრებულოების დეპუტატების გადაწყვეტილებით, ილია ჭავჭავაძის დისშვილმა, გენერალმა კოტე აფხაზმა (შერვაშიძემ), თავად-აზნაურთა მთელი ქონება (27 მლნ. ოქროს რუბლი) - 8 მლდ. ფრანკი - გადასცა ქართველ ერს. ეს ისტორიული, უპრეცედენტო, პატრიოტული აქტი საფუძვლად, ეკონომიურ ბაზისად დაედო საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას (1918-1921) და საქართველოს დამოუკიდებლობას. სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) მთავრობის უნიათობის, რუსეთის ბოლშევიკური ბანდების შემოსევების, ღალატის, ქართული მხედრობის ღვაწლის გამოცდილების უარყოფის გამო საქართველოში გაბატონდა საბჭოთა რეჟიმი, წითელი ტერორი და დაიწყო ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ, მოეწყო თავადაზნაურობის, სამღვდელოების, კულტურის მოღვაწეების, ტრადიციულ მიწათმოქმედთა და მოაზროვნე პატრიოტთა გენოციდი. საბჭოთა "გულაგებში" 250 000 ქართველი იტანჯებოდა, ქვეყნის ეროვნული სხეული იშლებოდა ორი ავტონომიური ოლქისა და ერთი ავტონომიური რესპუბლიკის შექმნით. საქართველოს ძირძველ მიწაზე გამრავლდნენ უცხოტომელები. 1991 წ. აღორძინებული თავად-აზნაურთა საკრებულო აგრძელებდა ისტორიული, ეროვნული იდეოლოგიის ტრადიციებს და, ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, იდგა საკუთარ ერთან, იბრძოდა თავისუფალი საქართველოს იდეალებისათვის, იყო სამართალმემკვიდრე კოტე აფხაზის, რეზო გაბაშვილის, ივანე ჯავახიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის,
ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, გიორგი მაზნიაშვილის, სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელის, გრიგოლ რობაქიძისა და სხვათა სულიერი მისიისა. ჩვენ მიერ ჩატარებული მრავალი კონფერენცია, ყრილობა, შეხვედრა საქართველოსა და უცხოეთში, დაბეჭდილი წიგნები და მონოგრაფიები, გამოფენები, სემინარები ემსახურებოდნენ მთავარ თემას - კონსტიტუციური მონარქიის უპირატესობას, პოლიტიკური სისტემის შეცვლის აუცილებლობას, ახალგაზრდების აღზრდას, სწორედ ამიტომ, უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევითა და პატრონაჟით, დაარსდა ნიკო ბაგრატიონის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, მზადდება საერთაშორისო კონფერენცია "XXI საუკუნე და მონარქისტული იდეა", გამოქვეყნდა სოლიდური (600-გვერდიანი) ნაშრომი "საქართველოს თავადაზნაურობა", რომელიც მიეძღვნა პატრიარქს და მონარქისტული იდეოლოგიის აპოლოგიას შეიცავს. ამ წიგნის ბოლო გვერდზე ჩვენ, მუქარის მიუხედავად, მტკიცე პროტესტს ვუცხადებთ მ. სააკაშვილის ანტიეროვნულ რეჟიმს და მოვითხოვთ მის გადადგომას (2009-2010 წწ.).
ჩვენი იდეოლოგია ეყრდნობა უწმინდესისა და უნეტარესის ბრძნულ რჩევებს. "მეფე მეფობს და არ მართავს…" (2007 წ.), - ბრძანა ერის სულიერმა მამამ და ურჩია საზოგადოებას ეფიქრა კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრებაზე, ბაგრატოვანთა აღზევებაზე დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტთან ერთად. პატრიარქის რჩევა, საზოგადოების ნაწილის, მორწმუნე მრევლის, მსოფლმხედველობა და სახელმწიფო სისტემის შეცვლის იდეა მრავალი ქართველი, რუსი, ბერძენი მამების წინასწარმეტყველებას ეყრდნობა. მეფე ზნეობის, ღირსების, მართლმსაჯულების, კულტურის, განათლების, ეროვნულობის, სტაბილურობის სავიზიტო ბარათია მრავალ ქვეყანაში (48 ქვეყანა: ბრიტანეთი, ესპანეთი, იაპონია, ბელგია…). ქართული მონარქიზმის თავისებურებანი მდგომარეობს მართლმადიდებლობის, ეროვნული იდეის, პატრიოტული სულისკვეთების, თვითმყოფადობის შერწყმაში ერთიანი სახელმწიფოს გასაძლიერებლად. შემთხვევითი როდია, რომ ევროპაში უძველესმა დინასტიამ შვა ამდენი მეფე-მხედართმთავარი, წმინდანი, მეცნიერი, პოეტი…, რომლებიც თავდადებულად ეწირებოდნენ მტერს და ქვეყანას იცავდნენ. ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ ეტაპზე "საქართველოს სამეფო კარის" შექმნა, რომელსაც ბაგრატიონებთან ერთად ყველა გვარის ღირსეული წინამძღოლი უხელმძღვანელებს უწმინდესისა და უნეტარესის და პრემიერ-მინისტრის რეგენტობით. თავად-აზნაურთა საკრებულო საპატრიარქოსთან ერთად გაუწევს რეკომენდაციას რამდენიმე სასულიერო პირსა და უძველესი გვარების წინამძღოლებს(ბაგრატიონებს, თვად-აზნაურებს).
"სამეფო კარის" შექმნით, რომელსაც სათავეში ჩაუდგებიან კათოლიკოს- პატრიარქი და პრემიერ-მინისტრი, ძალიან სწრაფად შეიცვლება ზნეობრივ-მორალური განწყობა, ჩაქრება შუღლი და ბრძოლა, გამყარდება ტრადიციულ ფასეულობათა რკალი, ხალხს მიეცემა იმედი და ოცნების ასრულების რეალური შანსი.
ჩვენ, თავად-აზნაურთა საკრებულოს წევრებს, გვსურს მხოლოდ ხალხის სამსახურში ჩადგომით ისტორიული მისიის შესრულება - მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების დამკვიდრება ზნედაცემულ ერში.
სწრაფი და რეალისტური პროგრამის შესრულება მოხერხდება იმ შემთხვევაში, თუ აღდგება ისტორიული სამართლიანობა და ადეიშვილების, ბეჟუაშვილებისა და მავანთა მიერ მიტაცებული "ოფიცერთა სახლი", საიდანაც 1923 წ. დასახვრეტად გაიყვანეს გენერალი კოტე აფხაზი და 15 მამულიშვილი, გიმნაზიების შენობები და ა. შ. გადაეცეს, დაუბრუნდეს კანონიერ პატრონს - ხალხს.
ვიმედოვნებთ, რომ ორი რეგენტი: პატრიარქი და პრემიერ-მინისტრი, გულანთებულ მამულიშვილებთან ერთად, გააძლიერებენ ქართული მონარქიზმის იდეოლოგიას, საქართველოს დაუბრუნებენ კავკასიის ღერძის ფუნქციას.
ქართული მონარქიზმის თავისებურებანია - რწმენის სიმტკიცე, ეროვნული და სახელმწიფოებრივი კონცეფციის შედუღაბება მართლმადიდებლობასთან. ამიტომ ამკვიდრებდა გრიგოლ ხანძთელი სახელმწიფო სტრატეგიას: "ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირიცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების…"
ქართული ეკლესია აერთიანებდა ყველა მართლმადიდებელს, მათ შორის ჩრდილო კავკასიელებს.
ბაგრატიონების მეფობამ განადიდა, ჩამოაყალიბა, დაამკვიდრა საქართველო, გამოავლინა ქართული ეთნოსის საუკეთესო თვისებები, ბიძგი მისცა კულტურულ-მეცნიერული საგანძურის შექმნას. ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ ცხადყო, რომ ერის გენეზისი გადიოდა არა რევოლუციებსა და პარტიულ იდეოლოგიებზე, არამედ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, რწმენაზე, მეფობაზე. ქრისტიანი მეფე იყო ხატი ზეციური მეფისა. სამეფო ხელისუფლება ღვთივდადგენილია და ღვთივკურთხეული. მეფობა, როგორც ზნეობრივი მისია, გულისხმობს მარადიულ ფიქრსა და ქმედებას, ზნეობრივი საწყისების განვითარებას, თვითმყოფადობის შენარჩუნებას, სტაბილურობას.
ბატონო ბიძინა!
უწმინდესთან და უნეტარესთან, ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქთან, ჩვენი საერთო აზრის შეჯერების (კონფერენციები, პუბლიკაციები, სემინარები…) შედეგად, ამჟამინდელი ურთულესი სიტუაციის გათვალისწინებით, უფლებამოსილი ვართ განვაცხადოთ:
ჩვენ ვგმობთ საპრეზიდენტო ინსტიტუციებს და ვთავაზობთ "ქართულ ოცნებას" (რომელსაც მხარს ვუჭერდით არჩევნებში) რეფერენდუმის ჩატარებას სისტემის შეცვლის თაობაზე, რომლის საბოლოო სახე იქნება კონსტიტუციური მონარქია - გენეტიკური კოდის, ზნეობის, ტრადიციის მატარებელი. მონარქი იყურება საუკუნეთა მიღმა თავისი მემკვიდრის სახით და აგრძელებს წინაპრების დანატოვარს. ის არ ფიქრობს წამიერზე, 4-6-წლიან კამპანიაზე და პირადულ ინტერესებზე, გამდიდრებაზე, არამედ მომავალზე, ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე, ეროვნულ სამართლიანობაზე…
საქართველოში აღზევება ბაგრატიონთა დინასტიისა, რომელიც, ვახუშტი ბაგრატიონის დეფინიციით, გამორჩეული იყო "მხნეობით, სიბრძნე-ქველობით, ქვეყნისათვის თავდადებულობით", სასიკეთოდ დაეტყობოდა ქვეყანას, საქართველოს ყველა მოქალაქეს. მიტაცებული მუხრანი უნდა დაუბრუნდეს ქართლს, მეფეს.
მონარქი იქნება ხალხის ნების ეთნოფსიქოლოგიის, ზნეობის, მართლმსაჯულების განსახიერება. ის იქნება გარანტი დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებისა, ქვეყნის გამთლიანებისა.
საქართველოში არ მომხდარა სამეფო დინასტიის მოსპობა-განადგურება ქართველი ხალხის ნებით. უახლესი ისტორიის 20-წლიანი ტრაგიკული მოვლენების ანალიზის, სააკაშვილისა და მისი მთავრობის რეჟიმის მანკიერი სწრაფვის აღმოსავლური ავტორიტარიზმის დამკვიდრების ჟამს, როდესაც გეგმიურად განადგურდა სოფლის მეურნეობა და მრეწველობა, მეცნიერება და კულტურა, როცა მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ჩვენ ვხედავთ ხსნას მხოლოდ კონსტიტუციურ მონარქიაში. ამჟამინდელ "გლობალისტურ" მსოფლიოში, ნატოს 8 ქვეყანაში (26 ქვეყნიდან), ევროკავშირის 7 ქვეყანაში (27 ქვეყნიდან) კონსტიტუციური მონარქიაა. საქართველო იქნება პირველი მართლმადიდებლური ქვეყანა, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, რომელიც დინასტიას აღადგენს კონსტიტუციური მონარქიის სახით. მომავალი მეფე, პარლამენტთან ერთად, გააერთიანებს საქართველოს, დაიბრუნებს დაკარგულ პროვინციებს, გააძლიერებს ქვეყანას, ყველა მოქალაქეს, ეთნიკურ აფხაზებს, ოსებს, ბერძნებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს, ჩრდილო კავკასიელებს. საქართველო დაიბრუნებს კავკასიის ღერძის ფუნქციას "ნიკოპსიიდან დარუბანდამდე".
ჩვენ, თავად-აზნაურთა საკრებულოს, მონარქისტულ მოძრაობა "სამეფო გვირგვინის" წევრებს, გარკვეული კონცეფცია და სამოქმედო პროგრამა გვაქვს ხალხური დიპლომატიის გამოყენებით. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია:
1. სახელმწიფო ენის სტატუსის ამაღლება, სახელმწიფო ენის სტრუქტურებში ჩართვა ყველა ერისა, ქართული ენის აღორძინება. დ. გულიას ბოლო ნაშრომის მიხედვით, რომელშიც ამტკიცებს, რომ ქართველია და ქართული კულტურის პირმშოა, პროპაგანდა აფხაზეთში შერვაშიძეების, ემუხვარების, მარშანიების… თავდადებისა, ერთიანი ისტორიისა და კულტურის განვითარების რთულ გზაზე.
2. ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმის ბაზაზე უმაღლესი რანგის სასწავლებლის შექმნა, რომელიც უფასოდ მოამზადებს აფხაზთა ისტორიული გვარების (შერვაშიძეები, მარშანიები, ჩხოტუები, ინალ-იფები…) შვილებს. თბილისში სკოლასთან დაარსებულ პანსიონატში უფასოდ ვასწავლით 10-10 ბავშვს ჩრდილო კავკასიელების ყველა ტომიდან… საქართველო, თბილისი იყო განათლებისა და კულტურის ცენტრი. ყველა უმაღლეს სასწავლებელში მიეცეს აფხაზებს, ოსებს, ინგილოებს, ლაზებს, ჩეჩნებს, ადიღეველებს და სხვებს უფასო, ლიმიტირებული ადგილები.
3. აღდგეს არნ. ჩიქობავას მიერ დაარსებული კავკასიოლოგიური განყოფილება თსუ-ში.
4. შეიქმნას გვართა მუზეუმი (ერთადერთი მსოფლიოში), რომელიც ასახავს საქართველოში გავრცელებული 25 000 გვარის ეტიმოლოგიას, ისტორიას, გამოჩენილი მოღვაწეების ბიოგრაფიებს და რომელიც გადაიქცევა ქვეყნის ეროვნულ ცენტრად.
5. გიორგი შერვაშიძის პრემიის მინიჭება ხელოვნების ყველა დარგში (უნდა ამაღლდეს სახელმწიფო დონეზე).
6. მუდმივი სემინარების, ფესტივალების, კონცერტების ჩატარება საერთო სათაურით: "კავკასია - ჩვენი საერთო სახლია," "კავკასიური რასის" გენეზისი;
7. აფხაზების, ოსების, სომხების, ბერძნების, აისორების… ჩართვა საერთო ქართული, სახელმწიფო კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებში, თავად-აზნაურთა საკრებულოს ეგიდით "ქართული კულტურისა და ენის შემსწავლელი კურსების" დაარსება "გვართა მუზეუმში".
8. საზაფხულო ბანაკების შექმნა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ბაზაზე (დავით-გარეჯი, გონიო, გელათი, ბიჭვინთა, მცხეთა…), დიასპორების ჩართვა "გვართა მუზეუმის" დაარსებაში;
9. აფხაზებისა და ოსების, ბერძნებისა და რუსების მონათვლა საპატრიარქოში.
10. ფესტივალის ჩატარება: "მე ვარ საქართველოს მოქალაქე."
11. პროფესიონალების კურთხევა "სამებაში" ექიმების, პედაგოგების, ხელოვნების წარმომადგენლების, მეცნიერების, სოფლის მეურნეობის მუშაკების, მრეწველების, სხვადასხვა ეროვნების სპეციალისტების, რომლებიც ქართული ეკლესიის წიაღში გაერთიანდებიან.
12. კაზინოების, სამორინეების, აზარტული თამაშების აკრძალვა საქართველოს ტერიტორიაზე.
13. კოტე აფხაზისა და 15 დახვრეტილი გმირის უკვდავსაყოფად ვაკის პარკის მიდამოებში ეკლესიისა და ძეგლის აგება (პროექტის განხორციელებაში მერიის წარმომადგენლები ხელს გვიშლიდნენ).
14. მომზადდეს ქართლის გული - მუხრანი - "სამეფო რეზიდენციად" , შეიქმნას მუხრან-ბატონების სასახლეების ბაზაზე კავკასიური აგრონომიულ-ვეტერინარული სასწავლებელი, რომელიც მთელ კავკასიას გაუზრდის მაღალი რანგის სპეციალისტებს.
15. ამ იდეების ხორცშესხმაში ჩვენ დაგვეხმარება გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი კრედიტი, რომელიც ისევ საქართველოს დაუბრუნდება.
16. სახელმწიფო, ეროვნული ნაკრძალების, ტყეების, ქონების, საგვარეულო ბუდეების, მიწების გასხვისების, მიტაცების, განადგურების პრეცედენტების მკაცრი გაკონტროლება ამჟამინდელ საქართველოში, რომელიც 2012 წ.
1 ოქტომბერს გათავისუფლდა ანტიეროვნული მთავრობის მარწუხებიდან, ერი "ქართული ოცნების" პროგრამების შესრულებას და სამართლიანობის აღდგენას შეუდგა, ვფიქრობთ, დადგა ჟამი პოლიტიკური სისტემის შეცვლის, ახალი კონსტიტუციისა და საკანონმდებლო ბაზის შექმნისა კონსტიტუციური მონარქიის სახით ქვეყნის მომავალი გაბრწყინებისათვის.
ღრმა პატივისცემით, გულწრფელი იმედითა და მოკრძალებული მოლოდინით,
ელენე აბაშიძე - გეოლოგი, აკადემიკოსი; ია ბაგრატიონ-მუხრანელი - თავად-აზნაურთა საკრებულოს ვიცეწინამძღოლი, ჟურნალისტი; შოთა ჩხეიძე აკადემიკოსი; გიორგი ანდრონიკაშვილი - პროფესორი; მედეა აბაშიძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; ვაჟა აბაშიძე - თავად-აზნაურთა საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარე; ზაზა ჩიქოვანი -პედაგოგი; ზვიად ჯაფარიძე - მხატვარი; ბუდუ სირბილაძე - "სამეფო პალიტრის" ხელმძღვანელი, შოთა ზედგინიძე - ეკონომისტი, მამა გიორგი (გუგუშვილი) - ნიკო ბაგრატიონის სახ. სკოლა-ლიცეუმის მოძღვარი და მრავალი სხვა…
01.03. 2013 წ.
თბილისი", - აღნიშნულია ღია წერილში.
ნაკადული/Source: http://www.ambebi.ge/politika/91074-qthavad-aznaurtha-sakrebuloq-patriarqsa-da-bidzina-ivanishvils-qsamefo-karisq-sheqmnas-sthavazobs.html#ixzz2lek5Mi2x
G_saxva
მადლობა, გიო, ამ ინფორმაციის დადებისთვის
ჩემი აზრით, ამ ეტაპზე, არ არის მზად ქართული საზოგადოება რეფერენდუმის ჩასატარებლად. ეს რომ მოხდეს, ხალხი ღრმად უნდა ხედავდეს მეფის საჭიროებას.
პატრიარქმა რამდენიმე წლის წინ გააჟღერა კონსტიტუციური მონარქიის აუცილებლობა, მაგრამ დღესაც ბევრი ადამიანი ამას ვერ აღიქვამს და აგრესიაც აქვს...
მე ვთვლი, რომ დროა საჭირო, მაგრამ ვნახოთ, რა პასუხი იქნება პატრიარქისა და ბატონ ბიძინასი...
marine
ვაი ჩვენი ბრალი ეს თუ მართლა მოხდა და შეიქმან
„საქართველოს მეფედ ტახტზე ასვლის მეტად საინტერესო სცენა არის გამოსახული სვანეთში, მაცხვარიშის ეკლესიის 1840 წლის ფრესკულ მოხატულობაზე, რომელიც შესრულებულია მიქაელ მაღლაკელის მიერ.
აქ გამოსახულია საქართველოს მეფის დემეტრე I-ის, შემდეგ დამიანე ბერის, რომელიც წმინდანად არის შერაცხული, კურთხევა-კორონაცია.”
შუმერები ამბობდნენ: "ისტორია მაშინ დაიწყო, როდესაც ზეციდან ქვეყანაზე მეფობის წესი ჩამობრძანდა".
"ვინ უწყის, უფლისწულს იქნებ მისმა ნათლიამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ დაადგას სამეფო გვირგვინი... იყავნ, იყავნ..."
/დეკანოზი პეტრე კვარაცხელია/
დავით და ანა ბაგრატიონები დაშორდნენ
22:06 15.12.2013
["პრესა.ჯი"]
დავით ბაგრატიონი და ანა ბაგრატიონი განქორწინდნენ - ამის შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე საათის წინ, დავით ბაგრატიონის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსდა:
„დიდი დანანებით, ანა ბაგრატიონთან ჩემს ქორწინებას დასრულებულად ვაცხადებ. მადლობას ვუხდი მას საერთო შვილისთვის, მისი სამეფო უმაღლესობისთვის გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონისთვის, რომელიც ნათლობის დღეს 2013 წლის 3 ნოემბერს ბაგრატიონთა დინასტიის მემკვიდრედ გამოაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და რომელიც მისი მამის, ბაბუისა და წინაპრების მსგავსად, მუხრანის პრინცის ტიტულს დაეუფლება“, - ნათქვამია დავით ბაგრატიონის განცხადებაში.
marine
ესეც ჩვენი ნაქები "მეფე-დედოფალი"
G_saxva
რისთვისაც ეს ოჯახი შეიქმნა, ის შედეგი, უფლის ნებით, დადგა... ანუ დაიბადა უფლისწული...
marine
მერე გვეშველა მაგით რამე? დავაქორწინეთ ორი ბაგრატიონი კაი საჯიშე ცხენებივით რომ გამოგვეყვანა უფლისწული? ეს რაში გამოგვადგება კიდევ საკითხავია. " ვაი ჩვენს პატრონს. "
მაგ სპექტაკლის სცენარი ვინ დაწერა ნეტავ
qetevano
G_saxva
დროა საჭირო, რომ ჩვენ გონებამდე დავიდეს მონარქიის არსი... უფლისწული გაიზრდება და მჯერა, უფლის ნებაც თვალნათელი გახდება...
თუ ეყოლება მართლა გეტკინებაო მარინე, ეს გიტხრა მგონი
marine
არასდროს ყოფილა ჩემი იმედი არცერთი მთავობის წევრი აცერთი სამეფოს სასულეროს თუ სხვა იერარქიის ხელმძღვანელი. ვინც ან რაც არ უნდა მოვიდეს თუ შენ ხელი არ გაანძრიე შენს გასაკეთებელს სხვა ვერ გაკეთებს. დღეს დღეობით ხალხშია პრობლემა და ამას ვერც მეფფე ვერც დედოფალი ვერც პრეზიდენტი და ვერც პრემიერ მინისტრი ვერ უშველის. რაც შეეხება მეფეს ეს ჩვენთვის უარესის მომტანი უფრო იქნება.
marine
მარინე იმედები კი არა ხედვა გვაქვს განსხვავებული. ჩემი აზრით რადიკალურად განსხვავებულიც კი. შენ გგონია მეფე თუ მოვა გვეშველება, მე კი დარწმუნებული ვარ ვერავინ გვიშველის ვინც არ უნდა მოვიდეს თუ ჩვენ არ გავიძერით.
marine
მეფე რომ გვეყოლება ორი მხარე შეიძლებ ქონდეს ამ ყველაფერს ან კარგი ან ცუდი. ვთქვათ და ცუდი გამოდგა მერე რას ვშვებით? რა უნდა ვქნათ ? როგორ მოვიქცეთ?
marine
დავიწყოთ იქიდან რომ ჩვენი მეფეებიდან საკმაოდ ბევრი სემიძლია ჩამოვთვალო სამწუხაროდ, რომელიც ჩვენდა სასიკეთოდ არ იყო. ახლა იმაზე ვთქვათ რამოდენიმე სიტყვა რომ მართალია პატრიარქი ასე თვლის რომ კარგი იქნება მაგრამ შეიძლება კარგი საერთოდაც არ იყოს, რაც შეეხება ერს აი აქ უდაოდ შემიძLია ვთქვა "ვაი ჩვენს პატრონს", ჯერ ზვიადი იყო ჩვენი მხსნელი (სამოქალაქო ომი) მერე ედუარდი (დანგრეული საქართველო 2 კვირა უშუქოდ) მერე მიშა ( 9 წლიანი ტირანია) ახლა ბიძინა (ვააცადოდ ცოტა ხანი გამოჩნდება ყველაფერ) ნუ ვეძებთ ვიღაცას ვინც გადაგვარჩენს ჩვენშია პრობლემა ჩვენში, აი ამაზე უნდა ვიმუშაოთ. სანამ არ მოვიშლით ლიდერის ძიებას რომელსაც ბრმად ვენდობით მანამ არაფერი გვეშვლება აი რეალური პრობლემა. თუნდაც შენ მარინე გჯერა მეფე მოვა გვეშველებაო. საიდან ასეთი დასკვნა? ამბობ ღმერთი გვიწყალობებსო. დამისახელე უახლოესი 20-30 ან თუნდაც 100 წლის მანძილზე სიკეთე რომელიც ქართველმა ერმა გააკეთა? მოვკალით პატიარქი დავანგრიეთ ტაძრები სამოქალაქო ომის დროს ჩავხოცეთ ძმები გავძარცვეთ ერთმანეთი ახლა კი აბარტოთ ჩვენ საკუთარ მომავლს და გენს მუცელშივე ვსპობთ. რაც აქ ვერ გავაფუჭეთ და მოვსპეთ ქვეყნის გარეთ წავედით მოსაპარათ გასაძარცვათ და ქვეყნის შესარცხვენად (ეს ბოლო ყველაზე კარგად გამოგვივიდა). აი ეს არის სინამდვილად მოვრჩეთ უაზრო ოცნებებს მეფეზე თუ პრეზიდენტებზე, გავანძრიოთ ერთი ადგილი ავაშენოთ ჩვენ გავაკეთოთ ჩვენ შევქმნათ ჩვენ ხალხმა და გვეშველება, ნუ ვიყურებით მათხოვრებივით სხვა ქვეყნისკენ ნუ ვიყურებით მათხოვრებივით სხვის მიერ დანიშნული მთავრობისკენ არავინ არაფერს არ მოგვცემს. სანამ ასეთი სიბნელიდან არ ამოვალთ სანამ არ ვისწავლით თავიდან ისეთ ელემენტარულ რამეს რასაც სიკეთე სიყვარული და პატივისციმე ქვია მანამ ჩემო მარინე შენ მუდამ დაწერ რომ ხან მეფე ხან დედოფალი ხან უფლისწული ხან ვინ და ხან ვინ გადაგვარჩენს მე კი მარად შეგეწინაააღმდეგები რომ ვერავინ გდაგვარჩენს.
პ.ს ცოტა ბევრი ვწერე და გაცხარებულმა და უმორჩილესად გთხოვთ მომიტევოთ.
"იქნებ აკვანში ის ყრმა წევს ვისიც არ იტქმის სახელი, ვისაც დღე და ღამ ნატრულობს ჩუმის ნატვრითა ქართველი. "
პ.ს. ეგ ყრმა ისევ ბაზალეთის ტბის ფსკერზეა მგონი
qetevano
მე ვფიქრობ ეს ყრმა რომელიც წევს ქართველი ერის შინაგანი ხმაა, რომელიც თუ თავვად ქართველები არ შევიცვალეთ ვერ გაიღვიძებს ვერა.
G_saxva
qetevano
ხალხიც ეხვია და ხალხსაც ეხვია მაგრამ შედეგი როგორი იყო უმეტეს შემთხვევაში ეგეც ცნობილია.
ნუ გვლანძღავ ქართველებს ქეთევან სულ ასეთები არ ვყოფილვართ.
G_saxva
მეც ქართველებში ვიწერები და მეც მასეთი ვარ. ღმერთმა დამიფაროს ქართველი არ ვიყო.
G_saxva
აი ასეა საქმე ჩამოსახლდებიან ეს ცინელები ინდოელები სლავები და სხვა ეროვნების ხალხები გადაიკეთებენ უმეტესობა გვარებს და ქართველი ვარ ქართველი ვარო
G_saxva
მე გვარი არ გადამიკეთებია, ისე ვარ ქართველი. და ნუ მიშლი ნერვებს ახლა. ჩემი ერთი მეგობარი რუსული გვარის ვორონინი რომ რუსებთან ომში იბრძოდა აგვისტოს ომში 2008 წელს, ვიღაც ქართული გვარის კიდე სახლში თბილად იჯდა. რომელი უფრო ქართველი იყო მაგ დროს ერთი ეგ მითხარი აბა
qetevano
ის უფრო მეტად ქართველი იყო რუსეთის არმიაში რომ იყო და საქართველოში ტანკებით დარბოდა
G_saxva
qetevano
ერთი ქართველი იყო რუსეთის არმიაში ტანკით შემოვიდა საქრთველოში და ის უფრო მეტად ქართველი იყო თქო.
საქართველო ძალიან დაპატარავდა... დაიმცრო... იმის შიშს, რომ აღარ იარსებებს, მიქარწყლებს ერთი იმედი - რწმენა უფლისა, ჩვენი მართლმადიდებლობა...
იქნებ გვაპატიოს უფალმა, ისმინოს ჩვენი ლოცვები და მხსნელი მოგვივლინოს, როგორც დღეს ილია გვყავს, იქნებ ხვალაც გვყავდეს ღირსეული, ერს რომ გაუძღვება...
რაკი მეფე არ გვყავს, პატრიარქი ტვირთულობს მის ჯვარსაც... და იქნებ მალე გამოჩნდეს ვინც ამ ჯვარში შეეხიდება...
qetevano
ქეთ, არაქართული გვარი, არ ნიშნავს რომ ქართველი არ ხარ. ქართველობა სულში და სარწმუნოებაშია რამდენი ქართული გვარის ადამიანია, პატრიოტიზმის ოდნავი განცდაც რომ არ აქვს...
Georgian Royal Family of Bagration-Mukhraneli
https://www.facebook.com/#!/pages/Georgian-Royal-Family-of-Bagration-Mukhraneli/572940402782514
არა რააა ზალიან იფერებენ ამ მეფობას ესენი
qetevano
თავში აუვარდათ სრული სერიოზულობით ვამბობ.
" ბერძენ ეპისკოპოსს უთქვამს, რომ ქართველი პატრიარქი არის ერთადერთი, რომელიც ატარებს ასეთ მიტრას და იგი არის სამეფო გვირგვინის მცველიო."
ეგ რას ნიშნავს, სამეფო გვირგვინის მცველობა?
http://georoyal.ge/?MTID=1&TID=26&id=362
პ.ს. როგორი კარგად გაკეთებული საიტი აქვთ
marine
გასაგებია რომ თეორიულად მოიაზრება მაგრამ რა ასპექტში ხედავ პატრიარქი რომ მეფის ფუნქციებს ითავსებს?
marine
იმედი ბოლოს კვდებაო მარინე ნათქვამია მე მეეჭვება საქართველოში მეფობა აღდგეს მაგრა არაა გარმოცხული სისეთი ცანცარა ხალხი ვართ.
marine
და მე რომ არ მინდა მირონცხებული მეფე რა ვქნა? ნამდვილად არ მინდა ერთი მმართველი იყოს რომელიც მონარქიულად მართავს საელმწიფოს. მირჩევნია ჭკვიანი კეთილი და პატრიოტი მმართველი მოვიდეს ხელისუფლების სათავეში.
marine
ვილოცოთ ბატონო მაგრამ მეფე დედოფლების დრო წავიდა და აღარ დაბრუნდება.
marine
სამაგიეროდ მე და ბევრი ჩემნაირი ფიქრობს ასე. უბრალოდ პატრიარქს სხვა ხედვა აქ ამ ხედვის და აზრის გამო შეუღლდა ორი ბაგრატიონი რამაც ვერ გაამართლა, ეს ცხადყოფს დღევანდელობაში მონარქიაზე ფიქრი და გეგმების დაწყობა წარმოუდგენელია.
marine
მე ვფიქრობ ასე ძალით შეკოწიწებული ოჯახი ცუდია საჯიშე ძაღლებივით რომ შევაწყვილეთ ვითომ უფლისწულის დასაბადებლად რომელსაც ძალაუფლება არ აქვს. ვინ უნდა აღზარდოს საინტერესოა ან როგოი აღიზრდება დედ მამას ერთმანეთი არ უყვარს და სიყვარული ვინ უნდა ასწვლოს?
G_saxva
გეთანხმები 100%-ით
წრეზე ტრიალებთ, დაგიხურავთ ეხლა თემას.
qetevano
ვერ დახურავ და ნუ აოფებ ჩვენ ვსაუბრობთ.
G_saxva
პრობლემა იმაშია რომ marine რომ ვეძებთ ვიღაცას ვინც გადაგვარჩენს და არ ვფიქრობთ იმას რომ თავად გავაკეთოთ რაიმე. ავირჩიეთ როგორც თავად თქვი ედიკები ბიძIნები და მიშები თითქოს ისინი გვიველიდნენ და ვერ ვისწავლეთ ჭკუა ახლა მეფე გვიშველის მეფე გვიშველის, სამწუხაროდ ვერც ის ვერ გვიშველის, სანამ ამას არ გავიაზრებთ ჩემო კარგო მანამ სულ სხვის ძებნაში ვიქნებით იქნებ ვინმემ გვიშველოსო.
შენ მარინე იმედი გაქვ თითქოს მეფე გვიშველის რაც ყოველივე საფუძველს მოკლებულია, ვერ დამისახელე ვერც ადრე და ვერც ეხლა დამსახელებ რა ასპექტში გამოგვადგება მეფე რას შეცვლის ძირეულად ისეთს რომ ჩვენი სახელმწიფო წინ წავიდეს.
ჩემი აზრი კი ასეთია თუ მეფე მოვიდა აი მაშინ კი დაიწყება დიდი არევ დარევები რაც სახელმწიფოს 50-100 წლით უკან დაწევს ეს არეულობა კი უსისხლოდ არ ჩაივლის.
ამის მერე მე ვსვავ კითხვას რათ გვინდა მეფე? იმიტომ რომ მირონი ვაცხოთ და თვალებსი ვუყურეთ იქნებ რაიმე გვეშველოსო? არ გვეყო მიშას ვარდების ქნევა? ბიძინას ფულების იმედი? ცოტა გონს მოვეგოთ და ხელი გავანძრიოთ.
http://imageshack.us/photo/my-images/571/4rmj.jpg/
Uploaded with http://imageshack.us
G_saxva
გიო, მართალია შენთან კამათით ჩემი კლავიატურა გაიღუნა და დადნა, მაგრამ მაინც მინდა გკითხო, შენი საყვარელი მეფე ხომ დავით აღმაშენებელია?
marine
კი მარინე საქართველოს ისტორიაში დავითია ჩემთვის ყველაზე დიდი და დიადი მეფე.
marine
ეგ ისედაც ცხადი იყო რომ ჩვენ ჩვენ პოზიციებას არ შვეიცვლით, იმის მიუხედავად მე მართლაი რომ ვარ და შენ არ აღიარებ.
მაინც გეპასუხა ჩემი კითხვისთვის გამახარებდი.
მე მგონია რომ ვინც მეფის არსებობას მხარს უჭერს, ეს გამოწვეულია იმით, რომ არსებობს "წინასწარმეტყველება" რომ ბოლო ჟამს საქართველოს მაგარი მეფე ეყოლება, ნამდვილი ბაგრატიონი და გავბრწყინდებით...
და კიდევ წმინდა გაბრიელის სიტყვების გამოც: "ის რა ერია რომელსაც მეფე არ ყავს"...
ბაგრატიონ-მუხრანელთა სამეფო სახლის ფბ გვერდი ზუსტად 1 თვის წინ, 2013 წლის 21 დეკემბერს შეიქმნა.
ამ 1 თვეში მოწონების რაოდენობამ 6 000-ს გადააჭარბა...
https://www.facebook.com/pages/Georgian-Royal-Family-of-Bagration-Mukhraneli/572940402782514?fref=ts
საქართველოს ვერც მეფე უშველის და ვერც მთავრობის გამოცვლა...
ხალხი უნდა გამოიცვალოს :|
MIRDAT
რა ხანია მაგაზე ვღაღადებ მე ერთი მოსე გვინდა რომ მთელი ერის მენტალიტეტი შეცვალოს.
მეც მაგას ვღაღადებ, რომ ქართველი ხალხის მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს და მიხვდეს, თუ რას ნიშნავდა ჩვენი ქვეყნისთვის მეფე (ელემენტარულად ისტორია წაიკითხოს, თვალი გადაავლოს წარსულს) და ერისთვის რა დანიშნულება ექნება მომავალშიც მას.
მონარქიის შესახებ – ვიდეო ლექცია და ტექსტი
03/12/2013
ავტორი: სერგო ფარულავა
poll-monarchy-tsar-russians.siავტორი: დეკანოზი ლევან მათეშვილი
მოგესალმებით ყველას. დღევანდელი ჩვენი საუბარი შეეხება მონარქიას. როგორც მოგეხსენებათ, ეს საკითხი ბოლო ხანებში აქტუალური გახდა საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე, იქნება ეს სამეფო ქორწინებები, განქორწინებები თუ მემკვიდრის დაბადება, რასაც მოჰყვა მედია-საშუალებებით ამ მოვლენების განხილვა. ხშირ შემთხვევაში, დამახინჯებული ფორმით განხილვა. დღეს ჩვენ განვიხილავთ, თუ რა არის მონარქია, რამდენად მისაღებია იგი ქართული რეალობისთვის, და ზოგადად, რა მმართველობაა ეს. ვისაუბრებთ, ერთის მხრივ, თეოლოგიური არგუმენტებზე მონარქიის გამართლების თუ გაუმართლებლობის შესახებ. მეორეს მხრივ, შეიძლება თუ არა მონარქი იყოს სხვა დინატიის წარმომადგენელი, ან რაიმე განსაკუთრებული დამსახურება თუ აქვთ ბაგრატიონებს საქართველოს ისტორიაში. ხოლო მესამეს მხრივ, შეიძლება განვიხილოთ რეალურად ერთიანი საქართველოს სამეფო ტახტი ვის ეკუთვნის. ანუ დღევანდელი ჩვენი საუბარი შეიძლება გამოგვივიდეს ისტორიულ-თეოლოგიური მსჯელობები მონარქიის გარშემო, კერძოდ, საქართველოში.
დავიწყოთ სულ თავიდან და განვიხილოთ მონარქიის გაჩენის სათავეები. საქართველოში მონარქიის მომხრეები ავითარებენ ასეთ აზრს, რომ მონარქია არის ერთადერთი ღვთივ-კურთხეული მმართველობის ფორმა, რომლის მმართველობის პერიოდშიც ერი ადეკვატურად, სწორად, მართებულად და რაც მთავარია, მართლმადიდებლურად ვითარდება. ამგვარი არგუმენტი მსმენია ხშირად მათგან, ვისაც უნდა მონარქიის აღდგენა, მაგრამ ჩვენ თუ გადავხედავთ ბიბლიურ ისტორიას,თუ როგორ გაჩნდა დედამიწის ზურგზე მონარქია, (ამ შემთხვევაში, თეოლოგიური კუთხით, თორემ მონარქია, მანამდეც არსებობდა, მაგრამ მე მხედველობაში მაქვს ღვთივკურთხეული ერი, ებრაელები, თუ როგორ შემოვიდა მათში მონარქია). ჩვენ თუ ამას გავეცნობით, მაშინ დავინახავთ, რომ თურმე მონაქია სულაც არ ყოფილა ერთადერთი საუკეთესო გამოსავალი ღვთივ-რჩეული საზოგადოების განვითარებისთვის, თუ ღვთივ-რჩეული საზოგადოების მაგალითად ჩვენ განვიხილავთ ებრაელი ერს, მაშინ ჩვენც, ქრისტიანები ხომ ახალი ისრაელი ვართ, ანუ ის, ვინც აღიარებს ჭეშმარიტ სარწმუნოებას. აქედან გამომდინარე, ეს ბიბლიური ფაქტი მნიშვნელოვანი იქნება მონარქიის თემის გაშლისთვის. ებრაელ ხალხს საუკეთესო მმართველობა, ანუ თეოკრატიული მმართველობა ჰქონდა მსაჯულების პერიოდში. 15 მსაჯულის ხელით ღმერთი მართვდა ებრაულ საზოგადოებას ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ებრაელმა ხალხმა მოინდომა სხვა არარჩეული, წარმართული ხალხის- მიდიელების, სირიელების, ამურეველების მსგავსად ჰყოლოდათ მეფე. ანუ თეოკრატიული მმართველობა აღარ მოინდომეს ებრაელებმა და მოინდომეს მეფე. ბიბლია ცალსახად აჩვენებს იმ ფაქტს, რომ რჩეული ხალხის ეს ქმედება ღვთისთვის არ იყო სათნო იმიტომ, რომ ხალხის იდეალური, უკეთესი მმართველობა ყოფილა თეოკრატია. ეს პირდაპირ გაცხადებულია ძველ აღთქმაში, მაგრამ რადგან ხალხს უნდოდა მეფე, უფალი უშვებს მათზე მმართველობის ამ სისტემას არა სათნოყოფის, არამედ დაშვების გამო.
მეორე მომენტი ეხება იმას, თუ რატომ არის მონარქიული წყობილება უკეთესი მმართველობა სამყაროში. მაგალითად, როდესაც საუბრობენ პეტრე მოციქული და პავლე მოციქული ზოგადად ხელისუფლებაზე და არა- მონარქიაზე, მირონცხებული მეფეები პეტრეს და პავლეს მოღვაწეობის დროს, ცხადია, არ არსებობდნენ. პეტრე საუბრობს თავის ეპისტოლეში, რომ ადამიანები თავიანთ ბატონებს უნდა დაემორჩილონ (ცხადია, მეფეებიც იგულისხმება მათში) როგორც სახიერთა, ისე უსახურთაო, ანუ როგორც კეთილებს, ისე უკეთურებს. ხოლო პავლე მოციქული უფრო შორს მიდის და იძახის, რომ ყოველი ხელმწიფება არის ღვთისგან. ხელმწიფებაში იგულისხმება ხელისუფლება. აქ საუბარი არ შეიძლება ყოფილიყო მირონცხებულ მონარქიაზე იმიტომ, რომ მაშინ, პირველი საუკუნის 60-იან წლებში, ნერონი არის რომის წარმართი იმპერატორი, რომელიც, ცხადია, ვერ იქნებოდა მირონცხებული მეფე. ანუ ნებისმიერი ძალაუფლების წყარო არის ღვთივკურთხეული, ღვთისგან დაშვებული. უფრო მეტიც, ქრისტიანობის გავრცელების პერიოდი დაწყებულია ამგვარი არაქრისტიანული მეფეების ქვეშ. იმდროინდელი ქრისტიანებისთვის, მათი სულის გადარჩენისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენდა და უფრო მეტიც, ქრისტე როდესაც მოდის და სამნახევარი წლის განმავლობაში ქადაგებს თავის გამომხსნელ სიტყვას, ის არც ერთხელ არ აკეთებს პოლიტიკურ განცხადებას, ხელისუფლების სტრუქტურა თუ როგორ უნდა მოეწყოს. პირიქით, როდესაც დაუსვამენ მას მზაკვრულ კითხვას, ვაძლიოთ თუ არა ხარკი კეისარსო, იესო კარგად პასუხობს: მიეცით ღმერთს ღვთისა, ხოლო კეისარს – კეისრისა. პოლიტიკური, მმართველობითი მდგომარეობა, მონარქიული იქნება ეს თუ რესპუბლიკური, მას არ განუხილავს. პირიქით, როდესაც პილატე ეუბნება: “შენა ხარ მეუფე ჰურიათა?” იესო პასუხობს, რომ მისი მეუფება ამ ქვეყანაზე არ არის. ამით იმის თქმა მინდა, რომ ქრისტიანისთვის მნიშვნელობა არ აქვს იმ პოლიტიკურ წყობას, რომელშიც ქრისტიანი მოღვაწეობს. იქნება ეს მონარქია, რესპუბლიკა, ტირანია, დიქტატურა თუ სხვა რამ. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და უფრო მეტიც, რაც უფრო ტოტალიტარული წყობილებაა, ქრისტიანის შინაგანი თავისუფლებისთვის ფანტასტიური სარეალიზაციო საშუალებები და ასპარეზი არსებობს, მაგარამ, ცხადია, ეს სხვა საკითხია.
დავუბრუნდეთ მონარქიას საქართველოში. საქართველოში მონარქია, ყოველ შემთხვევაში, რაც ჩვენს ისტორიოგრაფიას ახსოვს, იწყება ფარნავაზ მეფიდან. საქართველოში ფეოდალურ-მანარქიული დინასტიებიც არსებობდა ჩვენი მრავალათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში. ბაგრატიონები ბოლო დინასტიაა და როგორც თვითონ ამბობენ, ევროპაში ყველაზე ხანგრძლივი დინასტიაა მათი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორია. თუკი ჩვენ მაინცდამაინც სიტყვა “ბაგრატიონებს” ვიტყვით, მაშინ შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ თუკი ვიგულისხმებთ გენეტიკურ-თანმიმდევრულ მემკვიდრეობას-ეს პირველობა ქართულ სამეფო სახლის წარმომადგენლებს არ დარჩებათ, მით უფრო , რომ ქალების მეფობის შემთხვევაში მათი მემკვიდრეები ბაგრატიონები სულაც აღარ გამოდიან! უბრალოთ მათ შთმომავლობას მეფობის უფლება გადაეცათ (ჩვენში მეფობის უფლება და გვარი „ბაგრატიონი“ ერთი და იგივე გახდა! სამაგიეროდ ევროპაში ასე არ იყო, უახლოესი ევროპული მაგალითია დიდი ბრიტანეთის დედოფალი-ელისაბედ მეორე და მისი მემკვიდრეები-ოფიციალურად უელსის პრინცის გვარი არ არის უინძორი, არამედ მაუტპეტენ-უინძორი! დედოფლის მეუღლის გვარმა შემდგომი ინგლისის მეფეების სადინასტიო გვარი შეცვალა!) საფრანგეთში, ბურბონების დინასტია რომ ავიღოთ, რომელმაც მეცხრამეტე საუკუნეში დაამთავრა ქვეყნის მართველობა, ისიც საკმაოდ ხანგრძლივი დინასტია ითვლება. თვითონ სიტყვა “ბურბონი” შეიძლება არ არის ხანგრძლივი მეფობის რანგში, მაგრამ თუკი ჩვენთან არის განშტოებები, ვთქვათ მუხრანელი, გრუზინსკი, ასევე იყო ბურბონიც, ასევე იყო ვალუაც, თორემ ვალუას დინასტია საფრანგეთში და ბურბონების დინასტიაც და კაპეტიც ერთი ძირიდანაა, რომელიც არის კაპეტინგების დინასტია, რომელსაც მეცხრე საუკუნის დასაწყისში გუგო კაპეტმა დაუდო სათავე და მისი პირდაპირი შთამომავლები საფრანგეთს მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევრამდე მართავდნენ, ანუ დაახლოებით 1000 წელი! ე. ი. დიდი ხნისა ბურბონების დინასტია. მით უმეტეს, მათი ერთი შტოც ახლაც კი მეფობს ესპანეთში.
მეცხრე საუკუნეში გამეფდა ჰუგო კაპეტი საფრანგეთში პირველად და მას შემდეგ დღემდე მისი დინასტიაიის შთამომავლები მეფობენ. ამ გაგებით ევროპაში თუ შევადარებთ, ყველაზე ძველი ბურბონები არიან, მარგამ თუ ჩვენ მაინცდამაინც ვიტყვით, რომ ბაგრატიონები არიან მამიდან შვილზე გადაცემული დინასტიის უწყვეტი შტო, არც ასე იქნება სწორი იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს წყვეტები ჩვენს ისტორიაში, მაგრამ ეს სხვა თემაა. მე მხოლოდ მემკვიდრის ძიებაში ატეხილ სკანდალს შევეხები. რა თქმა უნდა, ვინც არაა ჩახედული ისტორიაში, მისთვის საქართველოს მედია-საშუალებებიდან მიწოდებული ინფორმაცია საკმაოდ არაობიექტურია და ვერ გამოიტანს ადამიანი სწორ დასვკნებს, მაგრამ ადამიანი ოდნავ მაინც თუ ჩახედულია ჩვენს ისტორიოგრაფიაში, მაშინ სხვა რეალობა დადგება ჩვენს თვალწინ. რა რეალობაა ეს? ფაქტიურად, საქართველოს მონარქიამ არსებობა შეწყვიტა 1801 წელს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, ხოლო მოგვიანებით შეწყვია არსებობა იმერეთის სამეფომ. ჩვენ, სამწუხაროდ, ხშირად ვაპელირებთ და ხაზს ვუსვამთ არა ისტორიულ სიმართლეს, არამედ სამწუხაროდ, რაღაც ფსევდო-პატრიოტულ გრძნობებს უფრო ვახალისებთ ხოლმე და ამის გამოვლინებაა, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საზიზღარმა რუსეთის იმპერიამ გააუქმა საქართველოში მონარქია და მოახდინა მთლიანად საქართველოს ოკუპაცია. ოკუპაციის ფორმულირებაში სწორია, რომ საქართველოს არ ჰყოლია რუსეთის გარდა ისეთი მტერი, რომელსაც საქართველოს მთლიანი შეერთება და შთანთქვა მოეხდინოს, მაგრამ რაც შეეხება მონარქიის გაუქმებას, ამაზე მაინცდამაინც სწორ ინფორმაციას არ ვაჟღერებთ ხოლმე. რაც შეეხება გადაცემას, ხშირად აპელირებენ ხოლმე გეორგიევსკის ტრაქტატზე, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ დაიდო სხვა ტრაქტატი, რომელიც ასეთივე ცნობილი არ არის და არასახარბიელოდ წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანასა და მონარქიას საზოგადოების თვალწინ. ეს ტრაქტატი დადო გიორგი XII-მ რუსეთის საიმპერატორი კართან. სამწუხაროდ, ამგვარი ტრაქტატიც არსებობს. მაშინ ეძახდნენ გიორგი XIII-ს. პლატონ იოსელიანი თავის წიგნში “გიორგი XIII-ის ცხოვრება” შეგიძლიათ წაიკითხოთ ამგვარი მუხლები, რომ გიორგი მეფე თავისი ნებით გადააბარებს თავის გვირგვინს რუსეთის ხელმწიფეს. (მართალია ზოგიერთი თანამედროვე ისტორიკოსი ამ ტრაქტატის არსებობას ნაყალბევად მიიჩნევს, მაგრამ ამის მყარი მტკიცებულებები მაინც არ არსებობს) გასაგებია, რომ რუსეთი დამპყრობია, მაგრამ მას ჰქონდა მეტ-ნაკლებად იურიდიული უფლება: მიტაცებული, ძალით გამორთმეული თუ მოტყუებული. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ რუსეთის საიმპერატორო გვარის ტიტულატურაში შედიოდა სწორედ ამგვარი ტიტული- ხელმწიფე ივერიისა. საოცარია, 1917 რევოლუციის დღემდე მას ეს ტიტული ჰქონდა. უფრო მეტიც, ეს ტიტული საიმპერატორო ოჯახის წევრებს ჰქონდათ რევოლუციის შემდეგაც. როგორც მოგეხსენებათ, ნიკოლოზის ოჯახი დაიხვრიტა და ვინც პარიზში ემიგრაციაში წავიდა, მათ იგივე ტიტული შეინარჩუნეს იმიტომ, რომ როგორც რუსეთის საიმპერატორო კარის მემკვიდრეებს, მათაც იგივე ტიტული გააჩნდათ. ეს ისტორია იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ შემდგომ ჰპოვა განვითარება, მაგრამ იქამდე ვიტყვი, თუ რა მდგომარეობა იყო ბაგრატიონების შიგნით.
მართალია, რუსეთის საიმპერატორო კარმა მოახდინა ანექსია ჩვენს ქვეყანაზე და შეიერთა, მაგრამ რუსეთის სამეფო კარი კომპენსაციის სახით საკმაოდ დიდ პენსიონს უხდიდა ორ საგვარეულოს. ეს იყო გრუზინსკების საგვარეულო (ნუგზარ გრუზინსკის წინაპრების საგვარეულოს) და ე.წ იმერეტინსკების საგვარეულოს იმის სანაცვლოდ, რომ მათი სამეფოები შეიერთა რუსეთმა. მხოლოდ ეს ორი სამეფო სახლი იღებდა რუსეთის იმპერიიდან კომპენსაციას რევოლუციამდე. ჩვენ ვხედავთ, რომ აშკარა პრეტენზიები გააჩნიათ მუხრანელებს სამეფო ტახტზე. საიდან გაუჩნდათ ეს სურვილი? რა თქმა უნდა, ქართული ფეოდალური მონარქიის წესების მხრივ ეს სამეფო პატივი მათ არ აქვთ იმიტომ, რომ გიორგის მეფობის პერიოდში ისინი ჩვეულებრივი თავადები იყვნენ და როდესაც შეუერთდა საქართველო რუსეთის იმპერიას, ისინი ეწერნენ ჩვეულებრივ თავადებად, როგორც , მაგალითად, ციციშვილები. მართალია, მათ სისხლში იყვნენ მეფეები, ვახტანგ VI და ვახტანგ V, შაჰნავაზად წოდებული, მაგრამ რეალობა ამგვარი იყო. საიდანღაც გაუჩნდათ ეს პრეტენზია მუხრანელებს. ეს არის დაკავშირებული რუსეთის საიმპერატორო კართან და აი, რატომ.
მოგეხსენებათ, ემიგრაციაში რუსეთის საიმპერატორო სახლის მეთაურმა, კირილე რომანოვმა ცოლად მოიყვანა ლეონიდა ბაგრატიონ-მუხრანელი, რომელიც ასევე პარიზში ცხოვრობდა. რას ნიშნავდა ეს? საიმპერატორო სახლის წარმომადგენელს არ შეეძლო მოეყვანა ჩვეულებრივი თავადის ასული. მას აუცილებლად უნდა მოეყვანა სამეფო გვარის მატარებელი ქალბატონი. რადგან მუხრანალები არ იყვნენ სამეფო სახლის წარმომადგენლები, რუსეთის საიმპერატორო სახლის მეთაურმა კირილემ მუხრანელებს საქართველოს სამეფოს გვირგვინი უბოძა, ანუ თავისი გვირგვინიდან მოიხსნა ივერიის ხელმწიფების წოდება და მისცა მუხრანელებს. აი, სწორედ აქედან გაუჩნდათ მუხრანელებს საქართველოს მეფობაზე პრეტენზია. მეოცე საუკუნეში ხდება ეს ყველაფერი. ისევ და ისევ რომანოვებმა უწყალობეს ბაგრატიონებს ეს ტიტული, მაგრამ ამაში არაა საქმე. ჩვენ თუ ვაბრალებთ რუსეთს, რომ მან გააუქმა მონარქია, მაშინ რატომ შეეგუვნენ ეს ბაგრატიონები თავისი სამეფოს დაკარგვას? კი, იყო ალექსანდრე ბატონიშვილის აჯანყება, მაგრამ ძირითადი მასა, ფაქტია, რომ შეეგუა. 1832 წლის შეთქმულების მცდელობის შემდეგ ქართული არისტოკრატია იმპერიის მაშტაბით განცხრომას მიეცა. ხოლო ბგრატიონთა ორი საგვარეულო კი დიდი პენსიონითაც სარგებლობდა. მსოფლიო ისტორიაში შეუგუებლობის მრავალი ფაქტია და ერთ-ერთი არის ინგლისი, როდესაც სტიუარტების დინასტია მეორეჯერ ჩამოაგდეს ტახტიდან რელიგიური მოტივით, რადგან ისინი კათოლიკეები იყვნენ და ინგლისის მოსახლეობა კი პროტესტანტი იყო და მათ ნაცვლად მიიწვიეს გერმანული დინასტია ჰანოვერების საჰერცოგოდან ინგლისის ტახტზე. სტიუარტებმა რომ დატოვეს ინგლისი, მათ წაიღეს თავისი რეგალიები და არ ცნობდნენ ინგლისის შემდგომ სამეფო დინასტიებს მეფეებად. მართლაც, ტახტი სტიუარტებს ეკუთვნოდათ. მხოლოდ ახლახანს აღიარეს და დაუბრუნეს იტალიაში მცხოვრებმა სტიუარტებმა სამეფო რეგალიები დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ მეორეს. ჩვენი ბაგრატიონები კი შეეგუვნენ ამ მდგომარეობას .
ჩვენი მედია საშუალებები, სამწუხაროდ, არ იკვლევენ, თუ ვინ არის მემკვიდრე. მართალია, ისინი გრუზინსკებს შეეხნენ, მაგრამ ვანკითელი ბაგრატიონების მომენტი, ეს ცოტა გადაჭარბებულია იმიტომ, რომ ამ დროს იმერეტინსკები ვინც არიან დღეს, არც კი გამოჩენილან ტელეეკრანებზე. ახლახან გარდაიცვალა პირდაპირი შტოს წარმომადგენელი, ქალბატონი ნინო ბაგრატიონი და მისი შვილები არიან ჯაფარიძეები. მართალია, გვარი სხვა არის იმიტომ, რომ იმერეთის სამეფოს შთამომავალი ქალი დარჩა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. სამეფო მემკვიდრეობა ჩვენშიც და ზოგადად, მსოფლიოშიც, ქალიდან შვილებზე გადადიოდა. თამარის ან რუსუდანის ისტორიები თუ გახსოვთ, ამაში პრობლემა არ ყოფილა. იმერეთის ტახტის მემკვიდრეობის ნამდვილი მატარებლები არიან დღეს უკვე ჯაფარიძეები, რომლებიც ცხოვრობენ თბილისში, პეკინის ქუჩაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, მათით დაინტერესება არ ხდება. მე იმის თქმა მინდა, რომ ატეხილი მონარქიული ისტერია ეს ერთია. მეორეა, რამდენად შეესაბამება ეს ჩვენს რეალობას და მესამეა, თუ რამდენად გამართლებულია ეს თეოლოგიურად. თეოლოგიური კუთხით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ქრისტიანი მონარქიულ წყობილებაში იცხოვრებს თუ – არამონარქიულში. ხოლო მოკლე ისტორიული რეალობა ამგვარი იყო, რომ ეს ბაგრატიონები შეგუებულები იყვნენ მდგომარეობას და აღიარებდნენ, რომ საქართველო ეკუთვნოდა რუსეთის საიმპერატორო გვირგვინს და ბაგრატიონები პენსიას იღებდნენ სწორედ რუსეთიდან. დღეს რესტავრაცია რა ცვლილებებს მოიტანს საქართველოში? რამდენად საჭიროა, ეს სხვა თემაა.
როდესაც საუბრობენ პოლიტიკაზე, რომ უფრო სტაბილური გახდება ჩვენი პოლიტიკა კონსტიტუციური მონარქიული მმართველობის პერიოდში, ყოველთვის ამახვილებენ ყურადღებას ევროპის გამოცდილებაზე. მართლაც, ევროპული ქვეყნების თითქმის უმრავლესობა კონსტიტუციური მონარქიული წყობისაა, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება მთავარი რეალობა,თუნდაც ბრიტანეთში ან ესპანეთში. ბრიტანეთში, მართალია კონსტიტუციური მონარქიაა, მაგრამ მას არ აქვს “სათამაშო” დანიშნულება. ეს არის მთლიანად ტრადიციაზე აგებული ქვეყანა და იქ მონარქია არ არის ფიქცია. აქ მონარქია რეალურია თავისი არისტორატიული კლასით, თავისი ქონებით, მამულებით, შემოსავლებით, გავლენის წყაროებით და ა. შ. ხოლო ესპანეთის მეფეს პირდაპირ გადასცა, შეიძლება ითქვას, აბსოლუტური ძალაუფლება დიქტატორმა ფრანკომ. ამ მონარქმა კი თავისი ნებით მოიხსნა ეს აბსოლუტური ძალაუფლება და დანიშნა საპარლამენტო არჩევნები. ანუ მონარქია მაინც იყო ერთგვარი ძალაუფლების წყარო, ხოლო მონარქმა ინება და წავიდა დემოკრატიული მმართველობისკენ. ასეა ლუქსემბურგის საჰერცოგოსა და დიდ ბრიტანეთში, სადაც ამგვარ ძალაუფლებას ატარებენ მონარქები.
როდესაც ჩვენ ვედრებით ამ მაგალითებს, გვავიწყდება არსებული რეალობა ჩვენთანაც და სხვა ქვეყნებშიც. საქართველოში უკვე 200 წლიანი წყვეტაა, რომელიც განპირობებულია არა მარტო ფიზიკური წყვეტით, არამედ _ მენტალური წყვეტითაც. დღეს ქართველი ერისთვის მონარქი პრინციპულად მიუღებელია. შეიძლება ეს მკაცრი ნათქვამია, მაგრამ ეს რეალობაა. ქართველი კაცის ცნობიერებაში მონარქის ადგილი არ არის. მე მონარქის გარეგნული სახე ძალიან მომწონს და ამ მხრივ პატრიარქის ინიციატივაც გასაგები და მისაღებია, მაგრამ პირადად მე ეს დღეს არსებულ ვითარებაში დაუშვებლად მიმაჩნია. ეს იმიტომ კი არა, რომ პატრიარქს არ ვეთანხმები. პატრიარქის ეს ინიციატივა დღევანდლობისთვის არაა გათვლილი. სწორედ ჩვენი პატრიარქი ამბობდა იმას, რომ ჯერ უნდა მოხდეს ერის ცნობიერების შეჩვევა მონარქიასთან. რამდენად შეეგუება, ეს სხვა თემაა, მაგრამ დღეს ამ საკითხებზე მანიპულირება ჩემთვის მიუღებელია. უფრო მეტიც, დღეს რომ მოხდეს მონარქიის რესტავრაცია, ეს იქნებოდა ჩვენი ერის ცნობიერებაზე ხელოვნურად მოხვეული, რადგან მონარქის პატივისცემა, თაყვანისცემა თუ დანიშნულების მოძებნა ჩვენი ერის ცნობიერებაში გაჭირდება. ნებისმიერი ხელოვნური ორგანიზმი თუ ატრიბუტი ქრისტიანული კუთხით არასწორია იმიტომ, რომ არაფერი ხელოვნური და უაზრო ქრისტიანმა არ უნდა გააკეთოს. პირიქით, თუკი მონარქია რამენაირად შეუწყობდა ხელს ჩვენი ქვეყნის კონსოლიდაციას, მენტალურ გაერთიანებას, ქრისტიანობის განვითარებას, მაშინ თანახმა ვიქნებოდი, რომ ეს ინსტიტუტი ყოფილიყო, მაგრამ განვითარების არანაირი ხელშემწყობი ფაქტორი ამ ინსტიტუციას, ჩემი აზრით, დღეს არ შეუძლია. ქრისტიანობა კი არ არის დამოკიდებული მონარქიაზე, მაგრამ ზოგს ჰქონია, რომ მირონცხებული მეფე ჩვენი ერის წამალია. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს ასე არ არის. მეფეების მირონცხების რიტუალი კი შემოღებულია საკმაოდ გვიან საუკუნეებში და არაფერი საერთო არ აქვს ქრისტიანობის სათავეებთან. თუკი ვამბობთ, რომ არც ამ საკითხში უწყობს ხელს და არის თავიდან ბოლომდე დღვანდელი ვითარებისთვის ხელოვნური ინსტიტუტი, მაშინ რატომ ხდება ამ საკითხების აქტუალიზაცია და შემდეგ მათი რეკლამირება და პროპაგანდა, თანაც დამახინჯებული კუთხით? შემდეგ მიდის იმის განხილვა, ვინ ვისი საყვარელი იყო და ა. შ. ეს იმის მიჩვენებელია, რომ ქართული საზოგადოება არ არის მზად იმისთვის, რომ მას თავზე მოახვიონ ეს ხელოვნური ინსტიტუტი. ქრისტიანთა საყურადღებოდ ვამბობ ამას, რომ მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს წყობილებას. ჩვენ შევეხეთ ბიბლიას და ვთქვით, რომ მონარქიული წყობა არის იძულებითი დაშვება ღვთისგან, თორემ იდეალური არის თეოკრატიული წყობილება. თუკი ვეძებთ იდეალს, დავუბრუნდეთ მაშინ თეოკრატიას. გადასარევი იქნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, არც საამისო მზაობაა დღეს. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ყოველი ხელმწიფება არის ღვთისგან და ის ნიშნავს მარტოოდენ იმას, რომ ქრისტიან ადამიანს შეუძლია ცხონება ნებისმიერ ვითარებაში. თუ ნებისმიერ ვითარებაში შემიძლია რელიგიური მოთხოვნა დავიკმაყოფილო, მაშინ ჩემთვის გარეგნულ პოლიტიკურ ვითარებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუკი პოლიტიკური ვითარება ჩვენს გარშემო ცუდია, არც ესაა მნიშვნელოვანი და უფრო მეტიც, ქრისტიანი თუ პატიოსნად და ერთგულად აღასრულებს თავის მოვალეობას, ამ ყველაფერს პოლიტიკური სიტუაციის შეცვლაც შეუძლია. ასე იყო რომის იმპერიაშიც, სადაც იყო მონათმფლობელური წყობილება. ერთი სიტყვაც არ უთქვამს იესო ქრისტეს ამგვარი წყობილების საწინააღმდეგოდ, მაგრამ სწორედ ამ ქრისტიანების რუდუნებით, ლოცვით, მარხვით და მოღვაწეობით დაემხო ეს წყობილება. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ჩვენ არ გვინდა ქრისტიანულად ცხოვრება, ქრისტიანული ცნობიერება. უფრო კომფორტულია ქრისტიანობაზე საუბარი, ვიდრე ქრისტიანულად ცხოვრება. უფრო კომფორტულია სახელმწიფოებრივ მოწყობაზე საუბარი, ვიდრე ამ სახელმწიფოს ერთგულება, სიყვარული და კარგი მოქალაქეობის გამოჩენა. უფრო ადვილია მართლმადიდებლობაზე ოცნება, მაგრამ ქრისტიანული სიმდაბლით ცხოვრება და ქვეყნის ერთგულება უკვე რთულია. ჩვენ მუდამ ვეძებთ გამოსავალს ინსტიტუციების შეცვლით, ვეძებთ მხსნელებს, მაგრამ უკვე მოსული მხსნელი, იესო ქრისტე, სამწუხაროდ, არ გვინდა ხოლმე. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ სიახლეებს, მაგრამ რაც უკვე მოძებნილია, გამოცდილია და მოგვიწოდებს სიყვარულისკენ, მისი არც დანახვა გვინდა და არც- გაგონება. კიდევ ვიმეორებ, მონარქია, ეს არის გარეგნულად ლამაზად შეფუთული ფიქცია და ვისაც უნდა ამ ფიქციის რეანიმირება, ეს ერთი პრობლემაა, მაგრამ მეორე პრობლემაა, ვისაც მართლა ეშინია ამ ფიქციის რეანიმირების. ეს უკვე დღვანდელი ხელისუფლებაა და რომ ეშინია, ფაქტია იმიტომ, რომ მაშინვე შავი კამპანია აუგორეს. ორივე მხარე საშინელ მდგომარეობაშია, რადგან არც ერთი მდგომარეობა არ არის მართებული. მართებული კი ერთია- იესო ქრისტე, რომლის გაგონებაც არავის არ უნდა.
შევაჯამებ ჩემს მოკლე ექსკურსს მონარქიაზე და ვიტყვი ერთს, რომ თუკი ჩვენ ვიქნებით კარგი ქრისტიანები, მაშინ ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, თუ როგორი წყობა იქნება ჩემს გარშემო. მეორეს მხრივ, თუ მონარქიაზეა საუბარი, რატომ მაინცდამაინც ბაგრატიონები? ხომ შეიძლება, სხვა დინასტიაც იყოს? თუკი ვახტანგ გორგასალი არ იყო ბაგრატიონი, ცუდი მეფე იყო? ან ფარნავაზი თუ სხვა დინასტიის წარმომადგენელი იყო, ცუდი მეფე იყო? ეს, ცხადია, ხუმრობით. არ შეიძლება, მოვიწვიოთ ინგლისის ერთ-ერთი პრინცი და ახალ დინასტიას დავუდოთ სათავე? მოვნათლოთ მართლმადიდებლურად, იყოს მეფე და ეს უფრო დააჩქარებს ჩვენი ქვეყნის ევრო-ინტეგრაციას. გაგახსენებთ კიდევ ერთ გარდამოცემას ან ლეგენდას-როგორც ზოგიერთები უწოდებენ, რომ ბაგრატიონები არიან დავით მეფსალმუნის შთამომავლები და ამიტომაც ჩვენთან მხოლოდ ბაგრატიონები უნდა იყვნენ მეფეები. ეს თეორია პირველად გააჟღერა ბაგრატიონების ისტორიკოსმა, დავით სუმბატის ძემ. აპელირებენ გრიგოლ ხანძთელზეც, რომელიც აშოტ კურაპალატს ლოცავს, მაგრამ ნათქვამი “ღვთივკურთხეული” მაინცდამაინც დავით წინასწარმეტყველის შთამომავლობას არ ნიშნავს. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ნებისმიერი ხელმწიფება არის ღვთივკურთხეული.
საერთოდ, ევროპის ბევრ მონარქიულ ოჯახს ჰქონდა თავისი საგვარეულოსთვის მეტი ელფერისა და ღვთივ წარმომავლობის მინიჭების მცდელობები. მაგალითად, ავსტრიის იმპერიის წარმომადგენლები (ჰაბსბურგები) კინაღამ ჰიტლერის მსხვერპლნი გახდნენ იმის გამო, რომ მათ მოინდომეს თავიანთი გენეალოგიურ ხეში ჩაერთოთ ცნობილი იტალიური საგვარეულო კოლონებიდან წარმომავლობა. კოლონები ებრაელები იყვნენ, რის გამოც ჰაბსბურგები ძლივს გადაურჩნენ ჰიტლერს. იულიუს კეისარიც კი ამბობდა, რომ იგი ვენერას შთამომავალი იყო. ასე რომ, ამგვარი მცდელობები მარტო ბაგრტიონებს არ ახასიათებდათ. ამიტომ, გენეალოგიური არგუმენტი არასწორია. მართალია, ბაგრატიონებმა მოახერხეს და მაშინდელ ისტორიულ გარემოში კარგად გამოიყენეს ეს ლეგენდა, მაგრამ დღესაც რომ იგივე არგუმენტებით ვიხელმძღვანელოთ, ცოტა არასწორი დამოკიდებულება იქნება.
პეტრე მოციქულისა და პავლე მოციქულის ეპისტოლეს ვეყრდნობი და ვამბობ, რომ ამოსავალი წერტილია ქრისტიანთა მოღვაწეობა. უნდა დავემორჩილოთ ნებისმიერ მთვრობას, სახიერთაც და უსახურთა, რადგან ყოველი ხელისუფლება არის ღვთისგან. იქნება ეს მირონცხებული მეფე ბაგრატიონების დინასტიიდან, ნერონი თუ კარაკალა. ყველა ძალაუფლება არის ღვთივკურთხეული და მისაღები იმიტომ, რომ ჩვენ მზად ვართ ვიცხოვროთ მარადიული ცხოვრებით იესო ქრისტესთან და ამ გზაზე დამაბრკოლებელი არ არის არც ერთი მმართველობითი ფორმა.
სხვა საკითხია, ვინ როგორ იყენებს ძალაუფლებას. ეს საკმაოდ დიდი თემაა და თუ მოვახერხებთ, მასზეც ვისაუბრებთ.
http://www.orthodoxtheology.ge/aboutmonarchy/#more-4297
A.V.M
გურამ, ამოვბეჭდე, რამეთუ აქ ამხელა სტატიის წასაკითხი თვალები არ მაქვს და რომ წავიკითხავ ჩემს აზრს დავაფიქსირებ მადლობა, ძვირფასო
marine
როგორ გიწვალია....
"თუ ძველი აღთქმის პერიოდში ცხებულები მხოლოდ მეფეები იყვნენ, ახალი აღთქმის პერიოდში ყველა ქრისტიანი ცხებულია".
"გადაჭრით შეიძლება ითქვს, რომ მეფის შენახვა სახელმწიფოს გაცილებით იაფი დაუჯდება, ვიდრე პრეზიდენტის, ამას კონსტიტუცია დაარეგულირებს.
ევროპის კონსტიტუციური მონარქიის ქვეყნებში, მონარქების და მათი ოჯახების წლიური ხარჯები საკმაოდ მცირეა (დიდი ბრიტანეთის გარდა).
ევროპული მონარქიის ანალოგიით იხელმძღვანელებს საქართველოც.
ამის ისტორიული მაგალითი აქვე გვაქვს.
ჩვენი დიდი მეფეები ფუფუნების მოყვარულობით არასოდეს გამოირჩეოდნენ".
/ლევან ჩაჩუა/
"როგორც ოჯახური, ასევე მონარქიული წეს-წყობილება ღვთისგან ადამიანის ამსოფლიური ცხოვრებისთვის არის დადგენილი და ისტორიაც ამტკიცებს, რომ როგორი და რაოდენი ნაკლიც არ უნდა ჰქონდეს მონარქიას, მისი ხსენებაც კი იმ ბოროტების გვერდით, რაც რევოლუციებს (მათ შორის ხავერდოვანს) მოაქვთ ერებისთვის, უსამართლობა და ურცხვობა იქნება".
ხალხებს იდიოტური ჩვეულება აქვთ შემორჩენილი, საკუთარ ღვაწლს მეფეებს მიაწერენ ხოლმე. ხალხი იბრძვის, სახელი კი ვის რჩება? მეფეს. ხალხი ფულს იხდის, ვინ ცხოვრობს ამ ფულით ფუფუნებაში? მეფე. და ხალხსაც მოსწონს, რომ მათი მეფე ასეთი მდიდარია
"საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ხალხი აჯანყებულიყოს მეფის ინსტიტუტის წინააღმდეგ.
ქართველ ერს არასოდეს უთქვამს უარი მონარქიაზე.
ჩვენ არც მეფე ჩამოგვიგდია, არც სამეფო ოჯახი დაგვიხოცავს, არც რეფერენდუმით გაგვიუქმებია მონარქია.
ჩვენ ის ავტოკეფალიასთან ერთად ძალით გაგვიუქმეს.
ამიტომ, რუსეთის იმპერიის მიერ გაუქმებული ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, ღვთივკურთხეული მონარქიაც უნდა აღვადგინოთ, რაც ბუნებრივი კანონზომიერება და ისტორიული სამართლიანობა იქნება და ღვთის მადლით, დგება დრო, როდესაც ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს მონარქიის ბედი საქართველოში".
marine
ეგ საქართველო აღარ არსებობს! ეგ ქართველი ხალხი წარსულში დარჩა! დრო შეიცვალა და მასთან ერთად ჩვენც.
ბაგრატიონების გვარისგან მხოლოდ გვარიღა დარჩა, მეტი არაფერი. არანაირი მირონცხებული მეფე არ დაბრუნდება... მეც მინდა მოვიდეს არაგორნი და დაჯდეს თავის კუთვნილ მინასტირისის ტახტზე, მაგრამ ეგ მხოლოდ წიგნებში ხდება.
რანაირი პრეზიდენტიც გვყავს ისეთი მეფე გვეყოლება ან გაცილებით უარესი.
"თუ ჩვენ საპრეზიდენტო მოდელს შევცვლით ღვთივკურთხეული მონარქიით, (თანაც რეფერენდუმით) მეფეს ექნება ხალხის ნდობის კიდევ უფრო დიდი მანდატი, როგორც ისტორიული სამართლიანობის აღდგენის, ასევე ჩვენი წმინდა წინაპრების გზით სვლის კუთხით".
marine
რატომ გგონია, რომ ნახევრად ფრანგ ბაგრატიონს, რომელსაც საქართველოსთან კავშირი კარგა ხნის გაწყვეტილი აქვს, წინაპრების გზით სვლა ენდომება? რა გარანტია გაქვს მაგის?
marine
ერთი ეგ შვილი ბუნებრივად ჩაისახა თუ ... ? ))) რაღაც არ მახსენდება რომ მათ მშობლებს მზე და მთვარე ამოსდიოდათ ერთ-ურთზე...
marine
რაის უფლისწული? უფლისწული მაშინ იქნებოდა მეფე რომ გვყავდეს უკვე... :|
k@the
"მონარქიის არსებობა არის და იქნება ასევე ტერიტორიული მთლიანობის ყველაზე მყარი სიმბოლო და გარანტი.
საუკუნეების მანძილზე, ბაგრატიონთა დინასტია იყო ასევე აფხაზ მეფეთა დინასტია, სწორედ აფხაზეთიდან დაიწყეს ბაგრატიონებმა საქართველოს გაერთიანება.
მართალია, ხშირად საუბრობენ თანამედროვე და ისტორიული აფხაზების სხვაობაზე, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
დღეისათვის, მთელი მსოფლიოსთვის აფხაზებად სწორედ ის ხალხი მოიაზრება, რომლებიც საკუთარ თავს აფსუას უწოდებს, ქვეყანას კი აფსნის.
ასეა თუ ისე, აფხაზეთის მიწა-წყალი (რომ აღარაფერი ვთქვათ ჩრდილო ქართლის ტერიტორიებზე) იყო და არის ბაგრატიონთა დინასტიის ლეგიტიმური ტერიტორია.
ამას აღიარებს ყველა დინასტია.
მეფე იქნება როგორც აფხაზეთის, ისე ქართველების ისტორიული დინასტიის შთამომავალი.
ორივე ერის შვილი და ორივე ერის ინტერესების დამცველი. (ეს აისახება კონსტიტუციაში).
ასევე საქართველოს მეფე იქნება სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანების სათვისტომოთა ინტერესების დამცველიც, როგორც იყო ისტორიულად."
როცა წმინდანების სიწყვები მოგყავს ძალიან ძნელია ერწმუნო,რადგან იმ დროს როცა ისინი მოღვაწეობდნენ არ არსებობდა სხვა მართველობა მონარქიის გარდა. ხოლო მათი სიტყვები არაფერია თუ არა "აცოხვნე უფალო და შეიწყალენ ღვთივდაცული ერი ჩვენი, მთავრობა და მხედრობა მისი."
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience