თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ ქართველ მეფეთა ხელმოწერები

პოსტის ავტორი: shakuna_ თარიღი: Apr 28 2007, 11:10 PM

მინდა გაჩვენოთ მეფეთა ხელმოწერები რომელიც რასაკვირველია ყველა თქვენგანისათვის საინტერესო იქნება. ეს მასალა შემეთხვევით ჩამივარდა ხელთ.

IPB Image

ალექსანდრე I

IPB Image

დავით აღმაშენებელი

IPB Image

დავით სოსლანი

IPB Image

თამარ მეფე

IPB Image

ლაშა გიორგი

IPB Image

ვახტანგ VI


IPB Image

გიორგი ბრწყინვალე

IPB Image

გიორგი VII

IPB Image

გიორგი VIII

IPB Image

ლუარსაბ I

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Apr 28 2007, 11:38 PM

ვაუ მაგარია ყოჩაღ შენ საინტერესოა..

პოსტის ავტორი: shakuna_ თარიღი: Apr 29 2007, 12:04 AM

QUOTE(შოთა @ Apr 28 2007, 10:38 PM) *

ვაუ მაგარია ყოჩაღ შენ საინტერესოა..



კიდევ ბევრი საინტერესო მასალები მაქვს... მთავარია დაინტერესება smile.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Apr 29 2007, 12:12 AM

shakuna_
გაიხარე მართლაც ძალიან საინტერესოა!

პოსტის ავტორი: shakuna_ თარიღი: Apr 29 2007, 12:19 AM

QUOTE(Qeti @ Apr 28 2007, 11:12 PM) *

shakuna_
გაიხარე მართლაც ძალიან საინტერესოა!



მადლობა ... ეს ერთი და სხვა მრავალი....

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Apr 29 2007, 12:33 AM

ციტატა(shakuna_ @ Apr 28 2007, 04:19 PM) *

მადლობა ... ეს ერთი და სხვა მრავალი....

smile.gif
შენ იცი აბა...
გელოდებით

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Apr 29 2007, 12:56 AM

საოცარია, როგორ მოახერხე და სად შეკრება? biggrin.gif

პოსტის ავტორი: shakuna_ თარიღი: Apr 29 2007, 01:01 AM

QUOTE(მნათე @ Apr 28 2007, 11:56 PM) *

საოცარია, როგორ მოახერხე და სად შეკრება? biggrin.gif



უჰ ნუ იტყვი იმდენი ვიწვალე ამაზე unsure.gif rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Apr 29 2007, 01:03 AM

ციტატა
უჰ ნუ იტყვი იმდენი ვიწვალე ამაზე


საოცარია.. აპლოდისმენტების ღირსია ნაღვაწი biggrin.gif

პოსტის ავტორი: tinka თარიღი: Apr 29 2007, 01:06 AM

ინწერესნა

პოსტის ავტორი: nini egriseli თარიღი: Apr 29 2007, 01:04 PM

ძალიან ლამაზია მომეწონაააააააააააააააა

პოსტის ავტორი: shakuna_ თარიღი: Apr 29 2007, 01:46 PM

QUOTE(nini egriseli @ Apr 29 2007, 12:04 PM) *

ძალიან ლამაზია მომეწონაააააააააააააააა




გაიხარეე.... unsure.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Apr 29 2007, 03:48 PM

საოცარია, განა მეფეები მხედრულით წერდნენ ისიც მე-10 საუკუნეში?????????????

პოსტის ავტორი: shakuna_ თარიღი: Apr 29 2007, 03:50 PM

QUOTE(მხევალი ნინო @ Apr 29 2007, 02:48 PM) *

საოცარია, განა მეფეები მხედრულით წერდნენ ისიც მე-10 საუკუნეში?????????????


ესეა შემორჩენილი.... როგორც ჩანს

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 29 2007, 06:10 PM

ეს თოფიქი ერთერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენი სიკეთის მოტანა შეუძლია ინტერნეტს!

გაგახაროს ღმერთმა ძამიკო, ახლა კი გთხოვ მიანიშნო წყაროები, ცოტა არ იყოს მგონი საკმაოდ საინტერესო რაღაც შევამჩნიე...

პოსტის ავტორი: shakuna_ თარიღი: Apr 29 2007, 07:03 PM

QUOTE(KAIROS @ Apr 29 2007, 05:10 PM) *

ეს თოფიქი ერთერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენი სიკეთის მოტანა შეუძლია ინტერნეტს!

გაგახაროს ღმერთმა ძამიკო, ახლა კი გთხოვ მიანიშნო წყაროები, ცოტა არ იყოს მგონი საკმაოდ საინტერესო რაღაც შევამჩნიე...



გაიხარე... რაც შეეხება წყაროებს ხომ გითხარით ეს ხელმოწერები შემთხხვევით ჩამივარდა ხელთ... დავადგენ და აუცილებლად მოგაწვდით... თავადაც მაინერესებს smile.gif rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2007, 11:37 AM

shakuna_

გაგახაროს უფალმა ასეთი საინტერესო მასალის მოწოდებისათვის!! smile.gif

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Apr 30 2007, 06:28 PM

-------------

პოსტის ავტორი: shakuna_ თარიღი: Apr 30 2007, 06:33 PM

QUOTE(Lenus @ Apr 30 2007, 05:28 PM) *

მალადეც მეგობარო, რამდენიც გაქვს მეფეებზე ინფორმაცია იმდენი დადე, მოუთმენლად ველოდებით ყველა სხვასაც.



საქართველოს ისტორიის კათედრაზე გავიკითხავ სინტერესო მასალებს ისედაც ვაგროვებ.. შევეცდები ყველანაირად რომ გაგახაროთ... უფალმა გაგაძლიეროს... wink.gif wink.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Apr 30 2007, 06:38 PM

მნათე
შენ ხომ კოსმოპოლიტი ბიჭუნა ხარ? biggrin.gif
შაკო მომწონს, წყაროები გაიგე smile.gif

პოსტის ავტორი: iliadis თარიღი: Apr 30 2007, 07:37 PM

ძაან მაგარი ხელნაწერებია დძმაო გაიხარე,ინტერნეტში მონახე სადმე? smile.gif

პოსტის ავტორი: makuna7474 თარიღი: Apr 30 2007, 08:01 PM

მართლა ძაან საინტერესოა, მოუთმენლად ველოდები "წყაროების მოწოდებას"

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: May 2 2007, 04:19 AM

რა საინტერესოა. მაგარია ძაან. რა რთული ხელმოწერებიაsmile.gif

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: May 3 2007, 10:26 AM

shakuna_

ციტატა
საქართველოს ისტორიის კათედრაზე გავიკითხავ სინტერესო მასალებს ისედაც ვაგროვებ.. შევეცდები ყველანაირად რომ გაგახაროთ... უფალმა გაგაძლიეროს...


გაგვაძლიეროს smile.gif საინტერესო მასალებია მადლობა,იმედია მასე გააგრძელებ smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 3 2007, 11:22 AM

QUOTE(მხევალი ნინო @ Apr 29 2007, 03:48 PM) *

საოცარია, განა მეფეები მხედრულით წერდნენ ისიც მე-10 საუკუნეში?????????????

არსებობს მოსაზრება, რომ ასომთავრული, ხუცური და მხედრული დამწერლობები ერთდროულად აღმოცენდა და არა განვითარების გზით unsure.gif უბრალოდ მათი დანიშნულება იყო სხვადასხვა (ასომთავრული - ძირითადად ხუროთმოძღვრებაში, ხუცური - ეკლესიაში, მხედრული - ერში). რამდენად სწორია, არ ვიცი. ვინმემ თუ იცის ამის შესახებ, დაწეროს რა...

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: May 6 2007, 10:00 PM

shakuna_
გაიხარე smile.gif

გავოცდი smile.gif

უმაგრესია smile.gif

პოსტის ავტორი: ninore თარიღი: May 6 2007, 10:23 PM

შაკუნა გაიხარე smile.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: May 10 2007, 12:27 AM

shakuna_
აპლოდისმენტებიიიიიიიიი smile.gif
ძალიან საინტერესო იყო შაკო მართლა smile.gif ყოჩაღ ბიჭო tongue.gif

ძალიან რთული და ლამაზი ხელმოწერებია smile.gif

პოსტის ავტორი: შევრდომილი თარიღი: May 31 2007, 08:19 PM

რა კარგიააა

პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: May 31 2007, 08:37 PM

შაკუნა ბრავოოოოოოო!!!

დიდი მადლობა, რომ მაქვს პატივი
ასეთი დიდებული მეფეების ხელნაწერები
მანახე,იმედია მომავალშიც ასე გააგრძელებsmile.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 17 2007, 01:14 PM

shakuna_
აუ, ალექსანდრე I რას ჩალიჩობდა აზრზე ხარ?
უსასტიკესი ხელმოწერა აქვს.
აი, ძაან მუაგარია რაა. IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2008, 03:49 PM

გადავწყვიტე ამ თემაში დავდო საიტი, სადაც განთავსებულია ძალიან საინტერესო სტატია სათაურით: "შვიდთა ქართველთა კათალიკოს-პატრიარქთა ხელრთვანი".

http://www.orthodoxy.ge/istoria/khelrtvani/khelrtvani.htm

პოსტის ავტორი: gikotamo თარიღი: Nov 28 2009, 05:56 PM

მაგარიაააააააააააააააააააა
აა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 13 2018, 07:45 PM

ქართველ მეფეთა ხელრთვანი

ხელრთვა, რომელიც დღევანდელი მნიშვნელობით ხელმოწერას, ავტოგრაფს ნიშნავს, დოკუმენტს იურიდიულ ძალას ანიჭებდა და ისტორიული საბუთის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა. ხელრთვები ეკუთვნოდათ გამოჩენილ ისტორიულ პირებს, რომელთა პირადი ხელმოწერის ან წერილობითი დასტურის გარეშე ნებისმიერი დოკუმენტი დაკარგავდა თავის იურიდიულ-სამართლებლივ მნიშვნელობას და ფარატინა ქაღალდი გახდებოდა.

დღემდე შემორჩენილი ქართული საბუთების საერთო რაოდენობიდან, რომელიც დაახლოებით 65 ათასზე მეტია, 4 ათასამდე - IX-XVII საუკუნეებს, 1500-მდე - XVIII-ს, ხოლო დანარGენი - XIX-XX საუკუნეებს განეკუთვნება. ქართული საბუთების ძირითადი ფონდი ორ სიძველეთსაცავშია დაცული: ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში X-XIX ს.ს-ის 40 ათასამდე ქართული და 5 ათასამდე უცხოენოვანი ისტორიული დოკუმენტი ინახება, იუსტიციის სამინისტროს საქართველოს ეროვნულ არქივში კი 30 ათასამდე საბუთი.

ვესაუბრებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელს, ისტორიის დოქტორს მაია შაორშაძეს.

- ქ-ნო მაია, ადრეულ საუკუნეებში სად ინახებოდა საარქივო მასალები და როგორ მოაღწია ამ ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტებმა ჩვენამდე?

- წყაროებიდან ცნობილია, რომ ქართული საბუთების რაოდენობა მეტად დიდი უნდა ყოფილიყო. მეფეებს, კათოლიკოსებს, ეპისკოპოსებს, დიდ ფეოდალებს, ერისთავებს თავიანთი მწიგნობრები და მწიგნობართუხუცესები ჰყავდათ. საბუთები ინახებოდა სამეფო, საკათალიკოსო, ფეოდალთა საგვარეულო არქივებში, რომლებიც საქართველოში VI საუკუნიდან დასტურდება და განადგურდა მტრების თარეშისა თუ სხვა მიზეზების შედეგად. უკანასკნელად ქართული არქივები I მსოფლიო ომის პერიოდში განადგურდა ჩრდილო კავკასიაში მათი ევაკუაციის დროს.

- შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, რა ტერმინოლოგია გამოიყენება ქართული ისტორიული საბუთების აღსანიშნავად?

- ქართული ისტორიული საბუთების აღსანიშნავად შუა საუკუნეებში მრავალფეროვანი ტერმინოლოგია შეიქმნა. X საუკუნემდე გაბატონებულია ტერმინი "დაწერილი", ხოლო X-XI ს.ს-დან მკვიდრდება ბერძნული "სიგელი", რომელიც თანდათან ავიწროებს "დაწერილს" და XVI საუკუნიდან სრულიად დევნის ხმარებიდან. XV ს-დან მას ტერმინი "წიგნი" ენაცვლება.

გარდა ამ ორი ძირითადი ტერმინისა ("დაწერილი", "სიგელი"), XI-XV ს.ს-ში ქართულ საბუთებში, თუმცა შედარებით იშვიათად, გვხვდება სხვა ტერმინებიც, როგორებიცაა: "ბრძანება" შეწყვილებული "სიგელთან" და "ნიშანთან" (სპარსული), "ბრძანება და სიგელი" (XI ს-დან), "ბრძანება და ნიშანი" (XIV ს-დან), "ანდერძი" (XII ს-დან), "ჩაქი" (XII ს-დან), "პიტაკი" (ბერძ. XIV ს-დან), "წარკვეთილი" (XIV ს-დან, სვანურ საბუთებში), "გუჯარი" (არაბ. XV ს-დან), "ქარტა" (ბერძ. XV ს-დან), "ჰროარტაგი" (სომხ. XIV ს-დან), "ბარათი" (თურქ. XII ს-დან), "წიგნი" (XV ს-დან).

ეპიგრაფიკული საბუთების აღმნიშვნელ ტერმინად ამ პერიოდში გვხვდება "ხელი", რომელიც ხმარებიდან განდევნა "დაწერილმა" და XIII საუკუნის შემდეგ, როგორც დიპლომატიკური ტერმინი, აღარ გვხვდება.

XVIII ს-დან საქართველოში შემოდის ტერმინი "საბუთი", რომელიც მტკიცედ იმკვიდრებს ადგილს XIX ს-ში. ის არაბული სიტყვაა (დამტკიცება, დამოწმება) და, როგორც ჩანს, ქართულში სპარსულის გზით შემოვიდა. არაქართულია ტერმინი "დოკუმენტიც", რომელიც საერთაშორისო დიპლომატიკური ტერმინია და ლათინური სიტყვიდან წარმოდგება. ეს ტერმინი ქართულ საისტორიო წყაროებში არ გვხვდება, თანამედროვე ქართულ ენასა და დიპლომატიკაში კი მყარადაა დამკვიდრებული.

- ძველი ქართული დოკუმენტების გამოცემაზე არაერთი ცნობილი ქართველი მეცნიერი მუშაობდა...

- ქართული დოკუმენტების მნიშვნელოვანი გამოცემები სხვადასხვა დროს განახორციელეს გამოჩენილმა მკვლევარებმა: მ. ბროსემ, დ. ბაქრაძემ, ალ. ხახანაშვილმა, თ. ჟორდანიამ, ე. თაყაიშვილმა, ს. კაკაბაძემ, პ. ინგოროყვამ, ნ. ბერძენიშვილმა, ქ. შარაშიძემ, ო. სოსელიამ, ი. დოლიძემ, ალ. ცაგარელმა და სხვებმა. აკად. ივ. ჯავახიშვილმა ქართული საბუთების კვლევას ცალკე ნაშრომიც მიუძღვნა - "ქართული სიგელთა-მცოდნეობა ანუ დიპლომატიკა" (1926 წ.).

- რა პრინციპით ხდება ისტორიული საბუთების კლასიფიკაცია და რა მასალა გამოიყენებოდა საბუთების შესაქმნელად?

- ქართულ ისტორიოგრაფიაში საბუთების კლასიფიკაცია ხდება რამდენიმე პრინციპით: მათი დანიშნულების, გამცემის ვინაობისა და თვით საბუთის გარეგნული ნიშნების მიხედვით.

1. შინაარსის მიხედვით საბუთები იყოფა ორ ჯგუფად: ა) იურიდიულ (დასავლეთ ევროპაში - აქტები) და ბ) არაიურიდიულ საბუთებად.

2. გამცემის ვინაობის მიხედვით ისტორიული საბუთები იყოფა: ა) მეფეთა, ბ) სახელმწიფო მოხელეთა და ფეოდალთა, გ) სამედიატორო და სახელმწიფო სასამართლოს, დ) დაბალ წოდებათა წარმომადგენლებისა და ე) საეკლესიო საბუთებად.

3. გარეგნული ნიშნების მიხედვით: ა) რბილ მასალაზე (ეტრატი, ქაღალდი) ცალკე გრაგნილზე ან ფურცელზე ხელნაწერი წიგნისგან დამოუკიდებლად დაწერილ, ბ) მაგარ მასალაზე (ქვა, ხე, კედლის შელესილობა, ლითონი) დაწერილ, ე.ი. ეპიგრაფიკულ, გ) ხელნაწერი წიგნის კიდეებსა და თავისუფალ გვერდებზე მინაწერ საბუთებად.

რბილ მასალაზე (ეტრატზე) დაწერილი ჩვენამდე მოღწეული უძველესი ქართული საბუთი IX (ზოგიერთი მკვლევარის აზრით, XI) საუკუნეს განეკუთვნება. უფრო ადრინდელი საბუთი ჯერჯერობით მიკვლეული არ არის, მაგრამ ქართული საბუთების ისტორია რომ ამაზე გაცილებით ადრეულია, ცხადია.

- რომელი საუკუნიდან გვხვდება ქართველ მეფეთა ხელრთვები და როგორ განმარტავთ ტერმინს "ხელრთვა"?

- ძველ ქართულ ისტორიულ საბუთებზე მოთავსებულ ქართველ წმინდა მეფეთა ხელრთვებს XI საუკუნიდან ვხვდებით. საბუთს ბოლოში ეწერებოდა თარიღი და დამწერის ვინაობა. როცა საბუთს მისი გამცემი ხელს აწერდა და ამტკიცებდა, ამას ეწოდებოდა "ხელის ჩართვა" ანუ "ხელრთვა" (ავტოგრაფი). მეფის ხელს "საუფლოი ხელი" ეწოდებოდა.

შედარებით მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი XI-XIII ს.ს-ის მეფეთა ხელრთვები, ხოლო XIV-XVIII საუკუნეებიდან ბაგრატიონთა ავტოგრაფული ხელრთვები დიდი რაოდენობითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

წმინდანად შერაცხულ მეფეთაგან მოგვეპოვება მხოლოდ დავით აღმაშენებლის (ფოტონეგატივი), თამარ მეფის, ლუარსაბ II-ისა და სოლომონ II-ის ხელრთვები.

წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის (1089-1125 წ.წ.) დამტკიცება და ხელრთვა შემონახულია ორ ძველ ქართულ წერილობით ძეგლზე - დავით აღმაშენებლის ანდერძზე შიომღვიმის მონასტრისადმი და სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტრის ერთ-ერთ ქართულ ხელნაწერზე.

- ქ-ნო მაია, საინტერესო იქნებოდა გაგვეხსენებინა შიომღვიმის მონასტრისადმი გაცემულ საბუთზე დავით აღმაშენებლის ხელრთვის ისტორია.

- 1124 წელს, შირვანში ლაშქრობის წინ, მეფე დავით აღმაშენებელმა შიომღვიმის მონასტერი და წმინდა შიოს საფლავი მოილოცა. მან შეწევნა სთხოვა "წმიდასა მამასა შიოს" და არსენ ბერისა და თავისი სულიერი მოძღვრის იოვანე ბერის რჩევითა და თხოვნით, მონასტერს ახალი წესდება (ტიპიკონი) განუწესა, დაუმორჩილა უშუალოდ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს, განუახლა ძველი შეწირულობები და დიდძალი ქონებაც შესწირა. ამ ფაქტის აღსანიშნავად შეიქმნა მნიშვნელოვანი წერილობითი დოკუმენტი, რომელსაც ანდერძი ეწოდება. საბუთი კიდევ უფო მეტ მნიშვნელობას იძენს იმის გამო, რომ მისი ტექსტი იწყება და მთავრდება მეფის ხელით დაწერილი სიტყვებით, რომლებიც მხედრულითაა შესრულებული, დანარჩენი ტექსტი კი ხუცურით არის დაწერილი.

ეს საბუთი ჯერ შიომღვიმის მონასტერში (XII ს-დან XIX ს-მდე), XIX ს-ში "საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორაში" და ბოლოს სხვადასხვა სიძველეთსაცავში ინახებოდა, მაგრამ 1919 წელს დედანი ჩრდილოეთ კავკასიაში გახიზვნის შემდეგ იქ მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო განადგურდა. გადარჩა მხოლოდ საბუთის მცირე ნაწილი, რომელიც 1923 წელს საგანგებოდ მივლინებულმა პროფ. სარგის კაკაბაძემ სამშობლოში დააბრუნა და ამჟამად საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება. ეს ნაფლეთი დედნის შუა ნაწილია და, ბუნებრივია, მასზე წმინდანი მეფის ხელრთვა ვერ მოხვდებოდა. ჩვენდა საბედნიეროდ, 1973 წელს საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფოტოთეკაში აღმოჩნდა მინის დიდი ზომის რამდენიმე ქართული ისტორიული საბუთის ფოტონეგატივი და მათ შორის დავით აღმაშენებლის ანდერძისა შიომღვიმისადმი. ეს ფოტოები ცნობილ ისტორიკოს თედო ჟორდანიას შეუკვეთია ფოტოგრაფ ალექსანდრე როინიშვილისთვის, თუმცა ვეღარ გამოუქვეყნებია.

ნეგატივზე აღმოჩნდა ტექსტის მხოლოდ ორი მესამედი. მასში მოხვდა წმინდა მეფის ხელით დაწერილი ბოლო სტრიქონი, რომელიც მის ხელრთვასაც შეიცავს.

1880 წელს თბილისის რეალური სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებელს, მღვდელ იოსებ ახალშენაშვილს, სხვა დამწერლობის ნიმუშებთან ერთად, გასანთლულ ქაღალდზე გადაუღია დავით აღმაშენებლის ანდერძის პირველი და ბოლო სტრიქონების პალეოგრაფიული ასლები. ეს მასალა ამჟამად დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. გაირკვა, რომ პირველ სტრიქონში წერია: "[ქ. თავსმდებო]ბითა ღ(მრ)თისაითა მე, დ(ავი)თს მიწყიეს". ბოლო სტრიქონში კი წერია: "ქ. სიმტკიცეო ყ(ოვე)ლთაო ღ(მერ)თო, დ(ა)ამტკიცე, მტკიცედა უქციე".

წმინდა დავით აღმაშენებლის მეორე ხელრთვას, როგორც ვთქვით, სინას მთის მონასტრის სამოციქულოზე მიაკვლიეს.

ალბათ მხედველობაში გაქვთ 1902 წელს აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილისა და ნიკო მარის სამეცნიერო მივლინება სინას მთაზე. მათ გადმოიწერეს დავით აღმაშენებლის სამოციქულოს მინაწერი, რომელიც 1947 წელს გამოქვეყნდა. პირადად თქვენ თუ ხედავთ კალიგრაფიულ სხვაობას დავითის, შიომღვიმისა და სინას მთის მინაწერებს შორის?

- ცნობილია, რომ მეფე დავითი არა მარტო საქართველოს ეკლესია-მონასტრებზე, არამედ საზღვარგარეთ არსებული სამონასტრო კერების მატერიალურ უზრუნველყოფაზეც ზრუნავდა. დავითის ისტორიკოსი საგანგებოდ უსვამს ხაზს მეფის მიერ სინას მთაზე საეკლესიო წიგნების გაგზავნის ფაქტს. სინას მთის ქართულ ხელნაწერთა კოლექციის ერთ-ერთ ხელნაწერზე - სინა-10-ზე - მოთავსებულია XII ს-ის მხედრულად შესრულებული მეფე დავით აღმაშენებლის მინაწერი, რომლის ტექსტიც ასეთია: "ქ. მე, უნარჩევესმან / მონამან ყოველთა ქრისტ/ესთამან, განვგზავნე წ(ი)გნი ესე / მთას წმ(ი)დ(ა)ს სინას; ვინცა მ(ოი)ხმ(ა)რებდეთ, / ლოცვა ყ(ა)ვთ ჩემთ(უ)ინ".

ამ მინაწერისა და შიომღვიმის ანდერძის მინაწერის ხელი თითქმის იდენტურია, ამასთანავე, მინაწერი XII საუკუნეს განეკუთვნება, რაც მკვლევარებს საფუძველს აძლევს, მათ ავტორად ერთი და იგივე პირი - მეფე დავით აღმაშენებელი მიიჩნიონ. დავითის ისტორიკოსისგან ცნობილია, რომ მეფემ სინას მთაზე სწორედ საეკლესიო დანიშნულების წიგნები გაგზავნა. მისივე ცნობით, მეფეს სამოციქულო წელიწადში ოცდაოთხჯერ წაეკითხა, რაზეც წიგნის ბოლოს მის მიერვე გაკეთებული ნიშანი მიუთითებდა. სწორედ "საწელიწადო სამოციქულოს" განსაკუთრებული სიყვარულით ხსნის ზოგიერთი მკვლევარი სინაზე გაგზავნილ სამოციქულოზე მეფის მიერ მინაწერის გაკეთებას მისი მოხსენიების თხოვნით.

თამარ მეფის მიერ გამოყენებული რამდენი საბუთი მოგვეპოვება მისი ხელრთვით?

- გამოირჩევა აგრეთვე თამარ მეფის (1184-1213 წ.წ.) სამი ხელრთვა. ესენია: სიგელი თამარ მეფისა გელათის მონასტრისადმი (1187 წ.), ჭიაბერ ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესის დაწერილი საბუთი შიომღვიმის მონასტრისადმი (1189 წ.) და სიგელი თამარ მეფისა შიომღვიმის მონასტრისადმი (1196 წ.).

თამარის სიგელი გელათისადმი საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება, მაგრამ დედანი დაზიანებულია. ეს საბუთიც, სხვა დაზიანებულ საბუთებთან ერთად, საქართველოში ჩრდილოეთ კავკასიიდან 1923 წელს დააბრუნეს. მიუხედავად ამისა, ძველ გამოცემებზე დაყრდნობით მაინც შესაძლებელია საბუთის ტექსტის სრულად აღდგენა.

სიგელის ტექსტის მიხედვით, გელათის თორმეტი მწირისთვის მეფეს გაუჩენია მუდმივი საზრდო - "არგუეთში ჭორვილაი". საბუთს ამტკიცებს რამდენიმე პირი: მეფე დავით სოსლანი, ადგილობრივი ხელისუფალი დავით ერისთავი, ქართლის კათალიკოსი თევდორე და სხვანი. თუმცა ყველა დამტკიცებამ ვერ მოაღწია. ამ დამტკიცებებს წინ უძღვის წმინდა თამარ მეფის ვრცელი კალიგრაფიული მხედრულით დაწერილი ხელრთვა. მოვიყვანთ მის ბოლო ნაწილს: "ქ. ესე, ჩემდა სადიდებ[ელად ჩემგა]ნ სასოებით და გულსმოდგინებით ჩემისა საქმისა განაჩენი, ჩემითა ხელითა ცოდვი[ლითა დამიმტკ]იცებია. ვინცა და რამანცა გუარმან კაცმან ბრძანება [და სიგელი ესე ჩუენი] მტკიცე შეცვალოს, შენ, ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო, ძისა შენისა [და] სულისა წმიდისა მგმობართა თანა დასაჯე იგი და ჩემთა ცოდვათა და ბრალთა მზღვევია იგი დღესა განკითხვისასა და სიტყუაი იგი მას ზედამცა აღესრულების: "სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა" (მათე 27,25)".

თამარ მეფის ორსტრიქონიანი ხელრთვა ახლავს ჭიაბერის დაწერილ საბუთს შიომღვიმის მონასტრისადმი. დოკუმენტი თარიღდება 1189 წლით, რადგან ჭიაბერს ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესის თანამდებობა ამ წელს შეიძლებოდა ჰქონოდა. მანამდე ამირსპასალარი იყო გამრეკელი თორელი, შემდეგ კი ზაქარია მხარგრძელი, რომელიც მანდატურთუხუცესიც გახდა.

KARIBCHEჭიაბერი ამ საბუთში მეფეს სთხოვს, ჟინოვანის (იგულისხმება თანამედროვე ჟინვალი და მისი შემოგარენი, რომელიც სამეფო საკუთრება იყო და ჭიაბერს დროებით საკუთრებაში ჰქონდა) მკვიდრი გლეხები თავიანთი სახლითა და მამულით შიომღვიმეს შესწიროს, რისთვისაც ისინი ყოველ წელს მონასტერს თხუთმეტ ლიტრა ცვილს მისცემდნენ.

თამარ მეფის ხელრთვა აღნიშნულ საბუთზე ასეთია: "ქ. ესე, მანდატურთუხუცესისაგან შეწირულ-განაჩენი, ჩემგანცა მტკიცეა".

მესამე ხელრთვა წმინდა თამარ მეფისა მოიპოვება შიომღვიმის სხალტბურ სიგელზე. საბუთი გაცემულია 1196 წელს. ანტონ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელ მთავარეპისკოპოსს სოფელ სხალტბიდან წყალი გამოუყვანია. ამ წყლის სათავესთან სამეფო გლეხები სახლობდნენ. ანტონი თამარს სთხოვს, ეს გლეხები მას უბოძოს და მათ ისევ მონასტერს შესწირავს. მეფე დათანხმებულა.

საბუთის დედანი 1919 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში დაიწვა, მაგრამ 1973 წელს აღმოჩნდა დოკუმენტის ფოტონეგატივი.

საბუთს ახლდა რამდენიმე ხელრთვა: თამარ მეფისა, შიომღვიმის კრებულისა, ანტონ ჭყონდიდელისა, ქართლის მთავარეპისკოპოსისა. თამარის ხელრთვის შინაარსი ასეთია: "ქ. მტკიცე ყოს ღ(მერთმა)ნ შეუცვალებლად".

- თქვენი აზრით, შიომღვიმის მონასტერი რატომ სარგებლობდა ქართველ მეფეთა ასეთი პატივისცემით?

- შიომღვიმე ქართველ მეფეთა მონასტრად ითვლებოდა, თანაც თბილისთან ახლოს იყო. ქართველ მეფეებს წმინდა შიო მღვიმელი უდიდეს წმინდანად მიაჩნდათ და მის საფლავზე შეწევნის მისაღებად მიდიოდნენ.

/"კარიბჭე" N3, 2010, გვ.54-56/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2018, 10:59 PM

სოლომონ მეფის მიერ გაცემული საბუთები სილამაზით გამოირჩევა

https://radikal.ru


ქართველ მეფეთა ხელრთვანი

(დასაწყისი "კარიბჭე" #3)

"კარიბჭის" მეოთხე ნომერში დაიბეჭდა წერილი მეფეთა ხელრთვების საარქივო დოკუმენტების შესახებ. გთავაზობთ ამ პუბლიკაციის გაგრძელებას.

ვესაუბრებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელს, ისტორიის დოქტორს მაია შაორშაძეს

- ქალბატონო მაია, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წმინდა კეთილმსახური მეფეების - დავით IV აღმაშენებლისა და თამარის ხელრთვებზე. ეს მეფეები ქართველ ხალხს ყოველთვის გამორჩეულად უყვარდათ სამშობლოსადმი მათი მართლაც ფასდაუდებელი დამსახურებისა და ღვაწლისათვის. ისტორიამ შემოგვინახა შედარებით ნაკლებპოპულარული კიდევ ორი წმინდა მეფის, ლუარსაბისა და სოლომონის ხელრთვები. კარგი იქნებოდა, გაგვეხსენებინა მათი ცხოვრება.

- ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია წმინდა მეფე ლუარსაბ II-ის მიერ გაცემული არაერთი საბუთი, რომელთაც ახლავს მეფის ხელრთვა-დამტკიცებანი.

ქართლის მეფე ლუარსაბ II (1606-1615) იყო მეფე გიორგი X-ის ძე. მამის გარდაცვალების შემდეგ, თბილისში მყოფმა შაჰ აბას I-მა (1587-1629) ტახტზე 14 წლის ლუარსაბი დაამტკიცა. მისი გამეფებისთანავე ქართლ-კახეთში ოსმალთა ბატონობა ყიზილბაშთა ბატონობით შეიცვალა.

1609 წელს ოსმალეთის ჯარი ქართლში შემოიჭრა. ლუარსაბ მეფე ცხირეთის ციხეში იყო გამაგრებული. მტერმა ციხის გზის ჩვენება თევდორე მღვდელს უბრძანა. ყოველი წამი გადამწყვეტი იყო და მოძღვარმა გზა აურია მტერს, რისთვისაც ოსმალებმა ხმლებით აკუწეს. ბრძოლა მოხდა ტაშისკართან, სადაც ქართველებმა გიორგი სააკაძის მეთაურობით ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს.

1610 წელს ლუარსაბი შაჰს ეახლა ირანში და თბილისის ციხის დაბრუნება სთხოვა. შაჰმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1611 წელს ლუარსაბმა ცოლად შეირთო აზნაურ გიორგი სააკაძის და, რომელსაც დიდ თავადთა მოთხოვნით მალე გაეყარა. ამის შემდეგ მას ცოლი აღარ შეურთავს.

მეფე შაჰის საწინააღმდეგო პოლიტიკას ეწეოდა. 1612 წელს აბასმა ლუარსაბ II და თეიმურაზ I ნადირობის საბაბით მაზანდარანს დაიბარა, მაგრამ ისინი არ ეახლნენ. 1613 წელს შაჰი საქართველოს დაესხა თავს. ქართლ-კახეთის მეფენი იმერეთში გადავიდნენ. 1614 წელს ქართლის გადასარჩენად მეფე ლუარსაბი შაჰს ეახლა. შაჰმა იგი დაატყვევა და ქრისტიანობის უარყოფა მოსთხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. 1622 წელს აბასმა იგი გულაბ-ყალის ციხეში მშვილდის საბლით მოახრჩობინა. მისი წმინდა სხეული ციხის ეზოში დაკრძალეს. გარდაცვალების შემდეგ ქართულმა ეკლესიამ ლუარსაბ II წმინდანად შერაცხა.

ლუარსაბზე ბერი ეგნატაშვილი წერს: "არსად გამოსულა ამისთანა შუენიერი და შემკობილი კაცი, ყოვლისა სამღთო-საკაცობოთ ზნეობით გათავებული და უკლები".

იმერეთის მეფე სოლომონ II (1789-1810) წმინდანადაა შერაცხული. იგი იყო სოლომონ I-ის ძმის, არჩილისა და ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის ასულის ელენეს ძე. დავითი (უფლისწულობაში ასე ერქვა) პაპის, ერეკლე II-ის კარზე იზრდებოდა.

სოლომონ II ერეკლე II-სა და სოლომონ I-ის პოლიტიკური კურსის გაგრძელებას ცდილობდა. მისი მეფობის დროს, 1790 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ძალითაც სოლომონ II, გრიგოლ დადიანი და სვიმონ გურიელი ქართლ-კახეთის სამეფოსთან სამხედრო კავშირს ამყარებდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ, მხარს უჭერდნენ ერეკლე II-ს და მას ანდობდნენ რუსეთთან ურთიერთობას. ხელშეკრულებას ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავდა. რუსეთის დახმარების იმედი არც ამჯერად გამართლდა.

სოლომონ II პირველ რიგში ურჩ მთავართა და თავად-აზნაურთა თავგასულობას შეებრძოლა და წარმატებითაც, თუმცა 1803 წელს სამეგრელოს მთავარმა რუსეთის მფარველობა მიიღო, რაც იმას ნიშნავდა, რომ რუსეთი მას იმერეთის სამეფოს გაუქმებისთვის ბრძოლაში გამოიყენებდა. სოლომონი რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ცდილობდა და ამასთანავე ოსმალეთშიც გზავნიდა ელჩებს დახმარების სათხოვნელად. 1804 წელს რუსები იმერეთში შეიჭრნენ. სოლომონი იძულებული გახდა, რუსეთის ქვეშევრდომობა მიეღო, თუმცა მთელი სიცოცხლე გააფთრებით იბრძოდა რუსეთის ბატონობისაგან თავის დასაღწევად.

1810 წელს რუსთა ჯარი იმერეთში შევიდა. რუსებმა მოსალაპარაკებლად მისული მეფე დაატყვევეს და თბილისში ჩაიყვანეს, საიდანაც პეტერბურგში უპირებდნენ გაგზავნას, მაგრამ ერთგული მსახურის ტანსაცმელში გადაცმულმა მეფემ გაპარვა მოახერხა და 25 მხლებელთან ერთად ახალციხეში გადავიდა. დაიწყო აჯანყების მზადება რუსეთის წინააღმდეგ. იმერეთის გაერთიანებულ ჯართან საომრად რუსეთმა 3200 ჯარისკაცი გამოგზავნა. პირველი შეტაკება სოფ. საქარასთან მოხდა. ქართველებმა შეაჩერეს მტერი სოფ. კორტოხთან და ქუთაისის ციხეს ალყა შემოარტყეს. რუსებმა ახალი ძალები დაიმატეს და იმერეთის 5000-კაციანი ჯარი დაამარცხეს. მეფემ უკან დაიხია და რუსები ქუთაისში შევიდნენ. იმავე წელს გააუქმეს იმერეთის სამეფო და რუსული მმართველობა დაამყარეს.

სამშობლოდან გადახვეწილი მეფე არ წყვეტს ბრძოლას და დახმარებას ხან ნაპოლეონს, ხან ოსმალეთს და ირანს თხოვს, მაგრამ უშედეგოდ. 1812 წლის რუსეთ-თურქეთისა და 1813 წლის რუსეთ-ირანის ზავით, საქართველო რუსეთის გავლენის სფეროდ გამოცხადდა.

1815 წლის 7 თებერვალს იმერეთის უკანასკნელი მეფე სოლომონ II ტრაპიზონში გარდაიცვალა და დაკრძალეს წმინდა გიორგის სახელობის ბერძნულ ეკლესიაში. 1990 წლის შემოდგომაზე მისი ნეშტი გადმოასვენეს გელათის მეფეთა საძვალეში.

სოლომონ მეფის მიერ გაცემული საბუთები გამოირჩევა სილამაზით. ერთ-ერთ მათგანს, მეფის ხელრთვის გარდა, ახლავს შესანიშნავი მინიატიურები. ეკლესია-მონასტრების მიმართ უხვ შეწირულობებს, სხვა მრავალი ქართველი მეფის მსგავსად, არც სოლომონ II იშურებდა. ქვეყნის ძლიერება მაშინ იყო მყარი, როცა მეფე და კათალიკოსი საერთო ეროვნულ საქმეს შეთანხმებულად აკეთებდნენ და ურთიერთდახმარებას ურთიერთსაჭიროება და პატივისცემა განაპირობებდა.

- მკითხველს ალბათ დააინტერესებს, რომელ წმინდა მეფეთა ფრესკული გამოსახულებებია ჩვენამდე მოღწეული?

- წმინდანი მეფეებიდან სხვადასხვა ტაძრის კედლებზე შემორჩენილია ტაო-კლარჯეთის მეფე აშოტ I დიდი კურაპალატის (მოკლეს 826 წ.) გამოსახულება ოპიზის ტაძარზე, დავით აღმაშენებლის (1089-1125 წწ.) ცნობილი ფრესკა გელათიდან, საგალობლის - ,,შენ ხარ ვენახის" ავტორის, დავით IV-ის ძის, დემეტრე I-ის (1125-1156 წწ.) ფრესკა მაცხვარიშის ტაძრის კედელზე (სვანეთი), სადაც მისი მეფედ კურთხევის სცენაა გამოსახული, თამარ მეფის (1184-1213 წწ.) ცნობილი ფრესკები გელათში, ვარძიაში, ბეთანიაში, ყინწვისში.

- ქალბატონო მაია, ახლა იმ ქართველ მეფეთა ხელრთვებზე ვისაუბროთ, რომლებიც, ძირითადად, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.

- ქართველ მეფეთა ხელრთვებიდან გამოირჩევა გიორგი II-ის (1072-1089 წწ.), გიორგი III-ის (1156-1184 წწ.), ლაშა-გიორგის (1213-1223 წწ.), დავით ნარინის (1246-1293 წწ.), დავით VIII-ის (1293-1311 წწ.), გიორგი V ბრწყინვალეს (1299, 1318-1346 წწ.), ალექსანდრე I დიდის (1412-1442 წწ.), ლეონ კახთა მეფის (1518-1574 წწ.), ალექსანდრე II კახთა მეფის (1574-1605 წწ.), არჩილ II-ის (1664-1675 წწ. კახეთში, 1661-63, 1678-79, 1690-91, 1695-96 წწ. იმერეთში), ლუარსაბ I-ის (ქართლის მეფე 1527-1556 წწ.), სვიმონ I-ის (ქართლის მეფე 1556-1569; 1578-1599 წწ.), თეიმურაზ I-ის (1606-1648 წწ. კახეთში, 1625-1632 წწ. ქართლ-კახეთის მეფე), როსტომ-ხანის (ქართლის მეფე 1632-1658 წწ.), ერეკლე I-ის (ქართლის მეფე 1688-1703 წწ.), ვახტანგ VI-ის (1703-1714 წწ. ქართლის გამგებელი, 1716-1724 წწ. მეფე), ერეკლე II-ის (1744-1762 წწ. კახეთში, 1762-1798 წწ. ქართლ-კახეთში), სოლომონ I-ის (იმერეთის მეფე 1752-1784 წწ.).

- იქნებ, გავიხსენოთ ზოგიერთი მათგანის მეფობა და მათი ხელრთვა-ავტოგრაფიც გავაცნოთ მკითხველს.

- შიომღვიმის სიგელზე, რომელიც გაცემულია 1073 წელს, მოიპოვება ერთიანი საქართველოს მეფის გიორგი III-ის (1156-1184 წწ.) ხელრთვა, რომლის შინაარსიც ასეთია: ,,ქ. მტკიცე არს ნებითა ღ(მრ)თისაითა".

- რას გვეტყვით მეფე გიორგი III-ის მიერ 1177 წელს გაცემულ მეორე სიგელზე?

არ ვიცით, როგორია მეფის ხელრთვა, რომელიც 1177 წელს შედგენილ საბუთზე უნდა ყოფილიყო, რადგან მას ბოლო ნაწილი აკლია. ეს სიგელი დემნა ბატონიშვილისა და ივანე ორბელის აჯანყების ჩახშობისა და მათი დასჯის ამბავს ეხება, რომელიც მეტად ტრაგიკული ფურცელია საქართველოს ისტორიაში.

გიორგი III-ის მეფობა გამოირჩევა იმით, რომ მან დიდი ბრძოლები გადაიხადა დვინისა და ანისისათვის. დვინი მან 1162 წელს აიღო. 1167 წელს ქალაქები - შაბურანი და დარუბანდი აიღო და თავის ყმადნაფიც შარვანშაჰს დაუბრუნა.

როგორც ისტორიიდან ცნობილია, 1177-1178 წელს გიორგის წინააღმდეგ შეითქვნენ დიდგვაროვან ფეოდალთა ნაწილი ამირსპასალარ ივანე ორბელის მეთაურობით, რომელთაც სურდათ მეფე ტახტიდან ჩამოეგდოთ და დავით V-ის ძე დემეტრე (დემნა) ბატონიშვილი გაემეფებინათ. გიორგი III-მ ლორეს ციხეში გამაგრებულ მეამბოხეებს შეუტია, დაამარცხა და სასტიკად გაუსწორდა - დემნა ბატონიშვილს თვალები დასთხარეს და დაასაჭურისეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. ივანე ორბელს თვალები დასთხარეს, მისი გვარი ამოწყვიტეს, გადარჩნენ მხოლოდ ისინი, ვინც იმ დროს საქართველოში არ იმყოფებოდნენ.

მეფეს ვაჟი არ ჰყავდა და შემდგომი პოლიტიკური გართულებების თავიდან ასაცილებლად, 1178-1179 წლებში ასული, თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. მამა-შვილის ფრესკა შემორჩენილია ციხე-ქალაქ ვარძიის ეკლესიის, აგრეთვე ყინწვისისა და ბეთანიის ტაძრების ფრესკებზე.

საინტერესო ხელრთვაა რამდენიმე საბუთზე დავით რუსუდანის ძისა-ნარინისა (1246-1293 წწ.). აქედან ჩვენ გამოვყოფთ ერთ-ერთს, რომელიც გაცემულია მეფეების - დავით ნარინისა და ვახტანგ II-ის მიერ თულაისძეთადმი (1287წ.): ,,ქ. მტკიცეა ნებითა ღ(მრ)თისაითა." ვახტანგი დავით მეფის თანამოსაყდრე იყო. საბუთს ხელს აწერენ ასევე: დედოფალი მარიამი, მეფე ვახტანგ II, დედოფალი ხუარაშანი და მისი ძე ბაგრატი.

დავით ნარინი დასავლეთ საქართველოში მეფობდა ,,ორმეფობის" პერიოდში. აღმოსავლეთ საქართველოს მისი ბიძაშვილი, დავით ულუ (ლაშა-გიორგის ძე) განაგებდა. დავით ნარინი 1259 წელს მონღოლებს განუდგა და აუჯანყდა. მართალია, დამარცხდა და ამის შემდეგ გადავიდა ლიხთ-იმერეთში, მაგრამ არ შეუწყვეტია ბრძოლა მონღოლთა წინააღმდეგ. 1282 წელს დავითი ტრაპიზონის სამეფოში შეიჭრა. მას სურდა აქ საქართველოს გავლენა აღედგინა, მაგრამ ქალაქი ვერ აიღო.

/"კარიბჭე" N6, 2010, გვ.38/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2018, 07:26 PM

"მეფეთა და კათოლიკოსთა ხელრთვა XIII-XV ს.ს-ის საბუთებში ხშირად ისეა გადაბმულ-გადახლართული, რომ მათი წაკითხვა ძნელია. და თუ საბუთი დაზიანებულია, მბოძებლის ვინაობის არცოდნის შემთხვევაში, ზოგჯერ შესაძლოა გარჩევაც კი გაუჭირდეს მკითხველს. ეს საგანგებოდ ხდებოდა, რომ საბუთი ვერ გაეყალბებინათ."

/"კარიბჭე" N10, 2010, გვ. 56/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)