თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ აღმ. საქართველოს სახელმწიფო იერარქია

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Oct 6 2007, 12:24 PM

..............

პოსტის ავტორი: Misha_kartveli თარიღი: Oct 7 2007, 07:26 PM

Lenus
ძალიან საინტერესო თემაა. მაინტერესებს თავადების სია საიდან აიღე ? გეორგიევსკის ტრაქტატის ნუსხიდან ? როგორც ვიცი იქაც დაფიქსირებულია თავადთა სია შესაბამისი აზნაურებით.

პოსტის ავტორი: Misha_kartveli თარიღი: Oct 7 2007, 11:32 PM

Lenus
ძალიან კარგი ჰობი გქონია, ბევრ მაგ საკითხის პროფესიონალი მკვლევარი ისურვებდა ისეთი ნაყოფიერი სამუშაო ჩაგიტარებია. ასე გააგრძელე, წარმატებებს გისურვებ. smile.gif გირჩევ იხილო საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივის პერიოდული გამოცემა "საისტორიო მოამმბის" 1963 და 1975 წლების ნომრები, სადაც მრავალ უაღრესად საინტერესო პუბლიკაციას იხილავ XVII-XVIII საუკუნეებში არსებულ საგვარეულოებზე.

პოსტის ავტორი: Misha_kartveli თარიღი: Oct 8 2007, 12:08 PM

Lenus

ციტატა
დიდი მადლობა, მიშა. სამწუხაროდ, 100% დარწმუნებული არ ვარ სიზუსტეში, მაგრამ ჯერჯერობით რასაც ვკითხსულობ იმის მიხედვით ასეთი სურათი ისახება. მზად ვარ ნებისმიერი შესწორების მისაღებად.

არაფრის, როგორ გეკადრება. ჯერ-ჯერობით მართლაც მშვენივრად მუშაობ, თუ რამე ხარვეზი აღმოვაჩინე აუცილებლად გეტყვი, ხომ გაგიგია "მოყვარეს პირში უძრახე მტერს პირს უკანაო." smile.gif
ციტატა
ამაზეც მადლობა, თუმცა გამიჭირდება - საქართველოში არ ვარ. მცირე ხნით კი მიწევს ჩამოსვლა და სად მივმართო ან სად იქნება ეს გამოცემები, ხომ ვერ მიმასწავლი? უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ალბათ?

ეს გამოცემები შეგიძლია ნახო საკუთრივ არქივის შენობაში (ვაჟა-ფშაველას დასაწყისში), ასევე მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკაში (ალექსიძის ქუჩა #3) და საჯარო ბიბლიოთეკაში, თუმცა აქ ყველა ნომერი მე მგონი არ აქვთ და წინა ორი საშუალება ჯობია, რომ გამოიყენო. რაც შეეხება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, სამწუხაროდ ასეთი რამ აღარ არსებობს. ლომაია-ხუბუას "რეფორმებს" შეეწირა sad.gif

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: Oct 8 2007, 09:24 PM

ციტატა
ჩერქეზ-ბატონი, ჩერქეზიშვილთა სახლის ბატონი

rolleyes.gif

ციტატა
დიდი სახელმწიფო მოხელენი:
კათოლიკოს-პატრიარქი

სახელმწიფო მოხელე ერქვა პატრიარქს????? ეგრე რატომ იყო?

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: Oct 8 2007, 09:40 PM

ციტატა
ეს პოსტები (მოხელენი თუ მსახურნი დიდ-დიდნი ) იყო რვა და ეძლეოდა არა შთამომავლობით, არამედ დანიშვნით. ეს ხალხი პირდაპირ სამეფო ოჯახს ემორჩილებოდა (მეფეს და ბატონიშვილს, საერო საქმეებში),

ცოტა ხანში ნახავ რომ ეპისკოპოსებს, არქიმანდრიტებს და მღვდლებს ხარისხები აქვთ და სახელმწიფო წყობაში თავისი ადგილი უჭირავს ყველას.

ვერ მივხვდი პატრიარქიც ემორჩილებოდა მეფეს ანუ?
არა არგამიკვირდა გამიხარდა.

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Oct 8 2007, 09:42 PM

ციტატა(Lenus @ Oct 8 2007, 09:38 PM) *

ვინ თქვა, რომ გიორგიევსკის ტრაქტატის მიხედვითაა??

თქვენი აზრი და შემდეგ წყარო მომაწოდეთ სად არის XVIII ს სახელმწიფო სადავეებში მაშინ პატრიარქის ადგილი? მეფეზე მაღლა?

თქვენ.... cool.gif
აი ამას რომ წერდით ამავე თემაში.... laugh.gif

ციტატა
კი, პირველადი წყარო ტრაქტატია,

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Oct 8 2007, 09:55 PM

მაშინ საიდან აიღე ეს
უკაცრავად, მაგრამ წყარო არ უნდა დადო? rolleyes.gif მაგრად მაინტერესებს, იმიტომ რომ მინდა წავიკითხო და არ ვიცი სად...

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Oct 8 2007, 10:39 PM

ციტატა
ამიტომ ვითხოვე გენეალოგიური მონაცემები და შენიშვნები, შეიტანეთ წვლილი თქვენც.

რათქმაუნდა შევიტან წვლილს აბა არა? biggrin.gif
უბრალოდ მაინტერესებს, ერთი კითხვა მაქვს და ამ ღამეს სად ვიპოვო აბა?

რა მიზეზით ასაბუთებთ, რომ
ციტატა
დიდი სახელმწიფო მოხელენი:
კათოლიკოს-პატრიარქი

კათალიკოს პატრიარქი სახელმწიფო მოხელეობა იყო?... ეს პირველად მესმის, არსად გამიგონია და თქვენ მოგყავთ ეს და ამიტომ თქვენგან მინდა გავიგო საიდან....საიდან ასკვნით ასე? სად ნახეთ? კარგით, სია მოცემული იყო გტ-ში ხომ? ესე იგი იქ იყო ნახსენები არა?

პ.ს. მეჩვენბა თუ ჩემი ამოღებული ციტატა გაქრა? ohmy.gif
პ.პ.ს. კითხვების დასმა შეიძლება? განყოფილება ხომ ინფორმაციის მიღების წყაროა....

ჰოოოოო..... კიდევ ერთი კითხვა, თქვენ ბატონო ლენუს, რომელ გ.ტ.-იდან ამოიღეთ ცნობები?

ანდე:

"1799 წლის 18 აპრილს იმპერატორმა განაახლა 1783 წლის ტრაქტატი , მეფედ გიორგი XII დაამტკიცა, ტახტის მემკვიდრედ კი - დავით გიორგის ძე ბაგრატიონი... "

წყარო: თბილისის ისტორია, ტ. I, თბ. 1990 წ. გამომცემლობა "მეცნიერება" გვ. 400


აგერ II კითხვაც: ხომ ვერ ამიხსნიდით, რას ნიშნავს განაახლა? ან რატომ განაახლა? რადგან მეფე შეიცვალა მაგიტომ? კი მაგრამ რამე მნიშვნელობა ქონდა? rolleyes.gif cool.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)