თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ ქართული ეკლესიის იდენტიფიკაცია

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Jul 11 2011, 11:17 PM

გაგამარჯოთ ხალხო და ღმერთმა დაგლოცოთ

უცხოურ მართლმადიდებლურ ფორუმზე სომხები ითვისებენ ჩვენს ეკლესიებს ლორეში (ახტალა, ქობაირი და ა.შ.); იგივე მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ ვიკიპედიაშიც და ა.შ. სამწუხარო ის არის, რომ ბევრი ფსევდომართლმადიდებელიც კი (ყოველგვარი საფუძველის გარეშე) იზიარებს მათ შეხედულებას.

ხოდა, ასეთი თხოვნა მაქვს: რაც შეიძლება სასწრაფოდ მჭირდება მასალები, რომელიც ზოგადი ხასიათისაა და გადმოსცემს იმას, თუ როგორ ხდება ამათუიმ ეკლესიის ქართულობის დადგენა (ქართული წარწერების თავისებურებანი, ეკლესიის ზოგადი არქიტექტურა და ჩუქურთმების და სიმბოლოების თავისებურება, ხატწერის თავისებურებანი და ა.შ.) და შემდეგ ამ კერძო ეკლესიების შემთხვევაში რა მონაცემები მიუთითებს მათქ ქართულობას. ნებისმიერი ლინკისათვის მადლობას გეტყვით. ლინკები რაც მეტი იქნება, მით უფრო კარგია. თუ ვინმე საკუთარ შეხედულებებსაც დაწერს ამის თაობაზე და გამოცდილებას გამიზიარებს, ისიც კარგია.

მე კი ვცდილობ ინტერნეტში გუგლის საშუალებით მოვიპოვო მწირე მასალები, მაგრამ დიდ დროს ვუნდები და ბევრსავ ვერ ვნახულობ.

მადლობა წინასწარ

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 11 2011, 11:29 PM

guest1
http://church.ge/index.php?showtopic=7494
თუ გამოგადგება...
http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/000104/#objs

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Jul 12 2011, 08:58 PM

ციტატა(guest1 @ Jul 11 2011, 11:17 PM) *

გაგამარჯოთ ხალხო და ღმერთმა დაგლოცოთ

უცხოურ მართლმადიდებლურ ფორუმზე სომხები ითვისებენ ჩვენს ეკლესიებს ლორეში (ახტალა, ქობაირი და ა.შ.); იგივე მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ ვიკიპედიაშიც და ა.შ. სამწუხარო ის არის, რომ ბევრი ფსევდომართლმადიდებელიც კი (ყოველგვარი საფუძველის გარეშე) იზიარებს მათ შეხედულებას.

ხოდა, ასეთი თხოვნა მაქვს: რაც შეიძლება სასწრაფოდ მჭირდება მასალები, რომელიც ზოგადი ხასიათისაა და გადმოსცემს იმას, თუ როგორ ხდება ამათუიმ ეკლესიის ქართულობის დადგენა (ქართული წარწერების თავისებურებანი, ეკლესიის ზოგადი არქიტექტურა და ჩუქურთმების და სიმბოლოების თავისებურება, ხატწერის თავისებურებანი და ა.შ.) და შემდეგ ამ კერძო ეკლესიების შემთხვევაში რა მონაცემები მიუთითებს მათქ ქართულობას. ნებისმიერი ლინკისათვის მადლობას გეტყვით. ლინკები რაც მეტი იქნება, მით უფრო კარგია. თუ ვინმე საკუთარ შეხედულებებსაც დაწერს ამის თაობაზე და გამოცდილებას გამიზიარებს, ისიც კარგია.

მე კი ვცდილობ ინტერნეტში გუგლის საშუალებით მოვიპოვო მწირე მასალები, მაგრამ დიდ დროს ვუნდები და ბევრსავ ვერ ვნახულობ.

მადლობა წინასწარ
შენ გაიხარე

გამომადგება აბა არ გამომადგება? smile.gif მარა აქამდე რაც მასალა მოვიძიე, იმითაც უკვე ვუჩვენე იმ ხალხს, რომ ახტალა მართლმადიდებლური ეკლესიაა. წარმოიდგინე, ამის მტკიცებაზე რომ ოფლად დაიღვრები, რა სომხებთან უნდა გქონდეს საქმე?! სომხების გაიძვერობას და ტყუილს უბრალოდ საზღვარი აღარ აქვს. ისეთ რამეებს უარყოფენ, რაც აშკარაა. უკვე იმაშიც მადანაშაულებენ, რომ ჩემს მიერ დადებული ფრესკები (წმ. ექვთიმე ათონელისა მაგალითად) თურმე სომხების მიერ შეთითხნილი ვიკიპედიის სტატიას ახტალაზე არ შეესაბამება და შესაბამისად ტაძრის ფრესკა არ არის. ისიც ვუჩვენე, რომ ეს ფრესკა (და სხვა ქართული ფრესკები) თვით სომხების გვერდზეც არის.

მაგ შენი ლინკები აუცილებლად გამომადგება და მადლობა კიდევ ერთხელ.

გვფარავდეს ღმერთი!

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 12 2011, 09:03 PM

ციტატა
ახტალა მართლმადიდებლური ეკლესიაა

ჰო, მანდაც(ლინკებში) არის ახტალას შესახებ ინფორმაცია...
ციტატა
მაგ შენი ლინკები აუცილებლად გამომადგება და მადლობა კიდევ ერთხელ.

მოხარული ვარ რომ დაგეხმარე
ციტატა
გვფარავდეს ღმერთი!

შენც ასევე friends.gif

პოსტის ავტორი: მათველა თარიღი: Jul 13 2011, 12:40 PM

მაგათთან კამათი რავიცი.. ისეთი ინფორმაციები და წიგნები ვრცელდება სომხების მიერ , განსაკუთრებით ქართული ეკლესიების შესახებ, რომ გაგაგიჟებს, ზუსტად შენი სიტყვებს გავიმეორებდი ...

თან მთელ მსოფლიოს წამყვან ბიბლიოთეკებში მაგათი ავტორების მიერ შედგენილი ინფორმაციულად ყალბი წიგნები დევს, და როგორც ვიცი, "ისტორიკოსებს" იქითვე აფინანსებენ კიდეც მასეთი წიგნების გამოსაცემად.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 13 2011, 12:50 PM

ქართველები რომ დაუზარელი და შრომისმოყვარე ხალხი ვართ, იმიტომ ხდება ეს ...

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jul 13 2011, 01:24 PM

ლინკი არ ვიცი და ეს წიგნი გამოგადგება ალბათ. საჯაროს კატალოგიდან ავიღე სათაური:

არველაძე, ბონდო

"სომხური" თუ ქართული ეკლესიები საქართველოში?! / [რედ.: ა. აბდალაძე]. - თბ., 1996. - 108გვ. ; 20სმ.. - წიგნს ახალავს ავტორის მინაწერი. - [2ლ.60თ.][MFN: 12956]

რეზიუმე: ნაშრომში კრიტიკულად არის განხილული 1995 წელს ერევანში სომხურ ენაზე გამოცემული რუკა-ცნობარი "სომხური ეკლესიები საქართველოში"

UDC: 726.5(479.22) + 726.5(479.25) + 94(479.22:479.25) + 271.22(479.22) + 271.72

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Jul 13 2011, 08:51 PM

ციტატა(მარიამი @ Jul 13 2011, 01:24 PM) *

ლინკი არ ვიცი და ეს წიგნი გამოგადგება ალბათ. საჯაროს კატალოგიდან ავიღე სათაური:

არველაძე, ბონდო

"სომხური" თუ ქართული ეკლესიები საქართველოში?! / [რედ.: ა. აბდალაძე]. - თბ., 1996. - 108გვ. ; 20სმ.. - წიგნს ახალავს ავტორის მინაწერი. - [2ლ.60თ.][MFN: 12956]

რეზიუმე: ნაშრომში კრიტიკულად არის განხილული 1995 წელს ერევანში სომხურ ენაზე გამოცემული რუკა-ცნობარი "სომხური ეკლესიები საქართველოში"

UDC: 726.5(479.22) + 726.5(479.25) + 94(479.22:479.25) + 271.22(479.22) + 271.72
მაგ წიგნის ელექტრონული ვერსია თუ არის, ხომ არ იცი? და ეგ ქვევით რას წარმოადგენს ქვედა რიცხვები?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)