თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესიის ისტორია _ ეპისკოპოსი ილარიონ სამხარაძე

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 11:43 AM



ვინც რა იცით ამ პიროვნების შესახებ, დაწერეთ რა...


პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Oct 3 2011, 11:50 AM

ეპისკოპოსი ილარიონი (სამხარაძე)


ეპისკოპოსი ილარიონი, ერისკაცობაში ავთანდილ ერასტის ძე სამხარაძე, დაიბადა 1937 წლის 21 ნოემბერს თბილისში. ბავშვობა და ყრმობა გაატარა დედულეთში: კასპის რაიონის სოფელ ფავნისში. 1945-1953 წლებში სწავლობდა თბილისის ვაჟთა N32-ე სკოლაში. რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ, 1953 წელს, სწავლა განაგრძო თბილისის მეტალურგიულ ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა 1957 წელს. 1958-1964 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამთო ინჟინრის სპეციალობაზე. 1953-1969 წლებში საერო სამსახურშია. 1963-1964 წლებში შეთავსებით სწავლობდა მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. 1957-1959 წლებში მუშაობდა "თბილმშენში". 1959-1964 წლებში მუშაობდა "თბილწყალსადენში". 1964-1968 წლებში იყო სკკპ წევრი. 1964-1968 წლებში მუშაობდა გეოლოგიურ პარტიაში.

1969 წლის 1 სექტემბრიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდლად და მედავითნედ. 1973 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უენტარესის დავით V-ის ლოცვა-კურთხევით ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც საბუთები გადაიტანა მოსკოვის ზაგორსკის სასულიერო სემინარიაში დაუსწრებელ განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1976 წელს. 1969 წლიდან იგი სხვადასხვა ინსტანციებში აგზავნიდა განცხადება-შეტყობინებებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული ვითარების გამო. 1972 წლის 7 აპრილს, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამოცხადდა ურბნელი მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი), ავთანდილ სამხარაძემ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მიტროპოლიტ დავითის წინააღმდეგ. იგი აღნიშნავდა, მიტროპოლიტ დავითს არ აქვს უმაღლესი განათლება და არ შეიძლება მისი პატრიარქად არჩევაო. ავთანდილ სამხარაძე დაუკავშირდა ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ვალენტინა ფაილოძეს და დაიწყო ბრძოლა კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის წინააღმდეგ. ეპისკოპოსი ილარიონი შემდეგი გულახდილად წერდა თავის დღიურში: "როდესაც გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II, მისი ზეპირი ანდერძისამებრ სიონის ზარები სამგლოვიაროთ მაშინვე ჩამოირეკა და რამეთუ სიონის ზარების ჩამორეკვა ერთის მხრივ კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულისა და მეორეს მხრივ კი ჩემთვის ამა ქვეყნიური ცხოვრების ბრძოლის დასაწყისის მანიშნებელი აღმოჩნდა. ჯერ იყო და, კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის გარდაცვალებამ დამამწუხრა და შემდეგ - მისი გარდაცვალებისდა გამო ეკლესიის გარეული მტრებისა და შინაური მოღალატეების თავგასულობამ... ვითარცა სიონის საკათედრო ტაძრის დარაჯ-დამლაგებელმა, ოდეს მივმართე მოვალეობისამებრ საქართველოს სსრ მთავრობას სათანადო განცხადებით: კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე დავითის მოთხოვნა, უარსმეყო განცხადებებში მოყვანილი ფაქტები, არა თუ შევასრულე, არამედ კიროვის რაიპროკურორის თანაშემწეს დავით ქორიძეს 10 გვერდიანი ახსნა-განმარტება დავუწერე." 1972 წლის 1 ივლისს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა მიიღო მიმართვა XI საეკლესიო კრებისადმი, სადაც აღნიშნული იყო: "ჩვენ, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრები, შეშფოთებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით. შექმნილი მდგომარეობის ირგვლივ, რომელიც გამოიხატება კერძოდ თუ ჯგუფურად ხელმოწერილი და ანონიმური განცხადებით, ეკლესიებში და სხვა ადგილებში ზოგიერთ მორწმუნეთა მიერ ცილისმწამებლური პროვოკაციული გამოსვლებით, თავდასხმით მოსაყდრე დავით მიტროპოლიტისადმი და მრავალი სხვა არასასიამოვნო ფაქტით, ვაცხადებთ XI საეკლესიო კრებისადმი, რომ ამ სამწუხარო ამბების მოთავე და ჩამდენი პირები არიან უძველესი ქართული ეკლესიის აშკარა მტრები, რომელთაც სურთ მის შინაურ ცხოვრებაში შეიტანონ არევ-დარევა, შექმნან ქაოსი და დაბრკოლებები. კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის მეტად სერიოზულ საკითხში." (42, 3222).

1973 წლის 19 ნოემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა დავით V-მ მედავითნე ავთანდილ სამხარაძე აკურთხა დიაკვნად, 1974 წლის 7 იანვარს - მღვდლად. 1974 წლის 1 სექტემბრიდან 1975 წლის 1 აგვისტომდე ავთანდილ სამხარაძე იყო სამების ეკლესიის წინამძღვარი.

1975 წლის 1 აგვისტოდან 1976 წლის 10 მაისამდე თბილისის წმიდა ბარბარეს ეკლესიის წინამძღვარია.

1975 წლის 12 მაის გამორჩეულ იქნა ბოდბის ეპისკოპოსად, 22 მაისს აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ილარიონი. 24 მაისს აკურთხეს ეპისკოპოსად. კურთხევას ესწრებოდნენ მიტროპოლიტები: ილია (შიოლაშვილი), რომანოზი (პეტრიაშვილი), ეპისკოპოსი გაიოზი (კერატიშვილი).

1977 წლის 9 ნოემბერს, როდესაც გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი დავით V, ეპისკოპოსი ილარიონი დაუპირისპირდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ არჩევის წინადადებას და მოსაყდრეობის სასურველ კანდიდატად მიიჩნია ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი რომანოზი. როდესაც მისი წინადადება არ გავიდა სინოდის სხდომაზე, იგი პირდაპირ მოქმედებაზე გადავიდა, დაიწყო საჩივრების წერა სხვადასხვა ინსტანციებში. 1977 წლის 18 დეკემბერს ეპისკოპოსი ილარიონი თავის მომხრეებთან ერთად შეიჭრა საპატრიარქო რეზიდენციაში, რასაც ადასტურებს საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის ლერი თალაკვაძისათვის გაგზავნილი შემდეგი დოკუმენტი: "ამა წლის 18 დეკემბერს, 19 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს შენობაში ძალით შეჭრილან წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზი, ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი რომანოზი, ბოდბელი ეპისკოპოსი ილარიონი. მათ გაუტეხიათ პატრიარქის კაბინეტის კარები, კანცელარიის ოთახში გაუღიათ მდივნის საწერი მაგიდა და სეიფი, პატრიარქის კაბინეტში დაუხევიათ საქმიანი ქაღალდები (მათ შორის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ მიტროპოლიტ ილიას არჩევის ოქმი), გამოუყენებიათ პატრიარქის ბეჭედი, უმუშავიათ საბეჭდ მანქანაზე, როგორც ქართულზე, ასევე რუსულზე. როგორც დარჩენილი შავი ნაწერებიდან ჩანს, მათ დაუგზავნიათ პროვოკაციული დეპეშები სხვადასხვა საპასუხისმგებლო პირებთან. პატრიარქის კაბინეტის კარების გასაღები დაუმტვრევიათ და ჩაუსვამთ ახალი. გთხოვთ მიიღოთ ზომები. კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი გრიგოლ მშვიდობაძე." (28, 278).

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მიტროპოლიტ ილიას არჩევის შემდეგ ეპისკოპოსი ილარიონი კიდევ უფრო გაღიზიანდა. მართალია, იგი ბოდბელად იწოდებოდა, მაგრამ წირავდა პატარა სამების ეკლესიაში, გახშირდა მის მიერ მორწმუნეთა მიმართ აგრესიული გამოსვლები, რამაც სკანდალების სახე მიიღო. 1978 წლის ივლისში წმიდა სინოდმა ალავერდელ მიტროპოლიტ გრიგოლს (ცერცვაძე) დაავალა შეესწავლა ეპისკოპოს ილარიონის საქმე. მეუფე გრიგოლმა დაწვრილებით შეისწავლა საქმე და წმიდა სინოდს წარუდგინა დასკვნა, რომლის თანახმადაც 1978 წლის 27 ივლისს წმინდა სინოდმა ასეთი დადგენილება გამოიტანა: "ფსიქიკური ავადმყოფობის გამო ეპისკოპოსი ილარიონი მღვდელმთავრის ხარისხის შენარჩუნებით განთავისუფლებულ იქნას ბოდბის ეპარქიის მმართველობიდან და გამოყვანილ იქნას წმიდა სინოდის შემადგენლობიდან... წმიდა სინოდი თვლის, რომ მისთვის აუცილებელია მკურნალობა". იმის ნაცვლად, რომ დაფიქრებულიყო, 1978 წლის 7 სექტემბერს მან ასეთი განმარტებით მიმართა წმიდა სინოდს: "წმიდა სინოდმა მიიღო ღვთის შეურაცმყოფელი, წმიდა ეკლესიის შეურაცხმყოფელი, ქრისტიანობის შეურაცხმყოფელი ოქმი." 1982 წელს იგი მკურნალობდა. 1984 წლის ნოემბერ-დეკემბერში შედგენილ ერთ წერილში თავის თავს "უფალი იესუ ქრისტე ივერიელ ღმერთკაცს" უწოდებს. 1985 წლის 7 მარტს მეუფე ილარიონმა მსოფლიოს საერთაშორისო ეკლესიის შექმნის ზოგადი მოსაზრებანი და დასკვნები წარუდგინა რელიგიის საქმეთა რწმუნებულის მოადგილეს რატი ტატიშვილს და თავი ამ ახალი ეკლესიის მეთაურად გამოაცხადა. მეუფე ილარიონი ამჟამად მდუმარებაშია კასპის რაიონის სოფელ ფავნისში.


ჩვენს ბიბლიოთეკაში დევს წიგნი "ქართველი მღვდელთმთავრები" (XX საუკუნის).

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=category&layout=blog&id=47&Itemid=67&lang=en&limitstart=14

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 12:04 PM

afxazi
მადლობა ინფორმაციისთვის.

აუ სულ ავირიე რა!

ციტატა
მეუფე ილარიონი ამჟამად მდუმარებაშია კასპის რაიონის სოფელ ფავნისში.

მდუმარებაშია?
ეს ვიდეო სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Oct 3 2011, 12:22 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
ეს ვიდეო სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს



გააჩნია სტატია რომელი წლისაა. ბევრი რამე იცვლება. რამ აგრია?

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 3 2011, 12:26 PM

რა ყველას გიჟად აცხადებენ
მამა გაბრიელი გიჟი იყო
ესეც გიჟი ყოფილა biggrin.gif


ლელუაშვილი ილარიონზე ინფორმაციის მოპოვება თუ გინდოდა თავად ვერ მოიძიე?
თუ პროვოკატიული თემის გახსნა გეწადა მოყვასო? smile.gif



QUOTE(მხევალი ნინო @ Oct 3 2011, 12:22 PM) *

GIORGI LELUASHVILI
გააჩნია სტატია რომელი წლისაა. ბევრი რამე იცვლება. რამ აგრია?

რამდენადაც ვიცი ის აღარაა მდუმარე.
გასულ შემოდგომას დაიწყო საუბარი.





ილარიონი ცხოვრობს ხის ფიცრულში
სადაც ზამთარში არ აქვს გათბობა
და მდუმარებაშI გაატარა იქ 23 წელი.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 12:49 PM

მხევალი ნინო

ციტატა
გააჩნია სტატია რომელი წლისაა.

ზედ აწერია, რომ 2011 წლისაა.

karpaki
ციტატა
რა ყველას გიჟად აცხადებენ მამა გაბრიელი გიჟი იყოესეც გიჟი ყოფილა

საქმე იმაშია, რომ მამა გაბრიელს გიჟად აცხადებენ შურიანი და ნაგლი "სასულიერო პირები", და არა საპარტიარქო, სინოდი.
ხოლო მეუფე ილარიონი სინოდმა გამოაცხადა ასეთად.
ციტატა
ლელუაშვილი ილარიონზე ინფორმაციის მოპოვება თუ გინდოდა თავად ვერ მოიძიე?თუ პროვოკატიული თემის გახსნა გეწადა მოყვასო?

სხვების აზრებიც მაინტერებდაsmile.gif
ციტატა
ილარიონი ცხოვრობს ხის ფიცრულშისადაც ზამთარში არ აქვს გათბობადა მდუმარებაშI გაატარა იქ 23 წელი.

ეს ვიცი, მართლა ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობს.

იქნებ ინანიებს?

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 3 2011, 02:09 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Oct 3 2011, 12:49 PM) *

მხევალი ნინო

ზედ აწერია, რომ 2011 წლისაა.

karpaki

საქმე იმაშია, რომ მამა გაბრიელს გიჟად აცხადებენ შურიანი და ნაგლი "სასულიერო პირები", და არა საპარტიარქო, სინოდი.
ხოლო მეუფე ილარიონი სინოდმა გამოაცხადა ასეთად.
სხვების აზრებიც მაინტერებდაsmile.gif
ეს ვიცი, მართლა ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობს.

იქნებ ინანიებს?

შენი გასარჩევი და კიდე ბრბოს გასარჩევი არაა ვინ რას სად და როგორ ინანიებს.
კრიშნას მიხედე შვილო კრიშნას
ეგარი შენი საქმე.

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 3 2011, 04:59 PM

QUOTE(A.V.M @ Oct 3 2011, 03:43 PM) *

23 არა...
მაქსიმუმ რვა წელი ჰა-ჰა ცხრა.
მახსოვს მეუფე იობი მივიდა შესახვედრად და არ დაელაპარაკა.

მცირე ხნის წინ კი თავის მომხრეებთან ერთად წარუდგინა ,,მსოფლიოს"ახალი სამების ხატი:
სადაც არც მეტი არც ნაკლები სტალინი,რუზველტი და ჩერჩილი არიან გამოსახულნი.

აბა ლელუაშვილი ჭკვიანია ეგ კაცი მითხარი ეხლა...

რაღაცას იგონებ ეხლა შენ
წარმოადგინე რუზველტის და ჩერჩილის ხატები
წინააღმდეგ შემთხვევაში დეზინფორმატორობ

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 05:55 PM

karpaki

ციტატა
შენი გასარჩევი და კიდე ბრბოს გასარჩევი არაა ვინ რას სად და როგორ ინანიებს.

ჯერ ერთი მე არაფეს ვარჩევ და მეორე-ნუ ხართ ფანატიკოსები.
თუ სინოდის წევრებმა არ დამაინტერესა აბა ვინ უნდა მანტერესებდეს?
გურუებზე ვლაპარაკობ-არ მოგწონთ, ესაა და-არაა შენი საქმეო!
მოიცათ რა!
ციტატა
კრიშნას მიხედე შვილო კრიშნას
laugh.gif
ციტატა
მცირე ხნის წინ კი თავის მომხრეებთან ერთად წარუდგინა ,,მსოფლიოს"ახალი სამების ხატი:სადაც არც მეტი არც ნაკლები სტალინი,რუზველტი და ჩერჩილი არიან გამოსახულნი.აბა ლელუაშვილი ჭკვიანია ეგ კაცი მითხარი ეხლა...

არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი.
რატომღაც ჭორის დონეზე დაყვანილი მგონია.
ციტატა
წარმოადგინე რუზველტის და ჩერჩილის ხატებიწინააღმდეგ შემთხვევაში დეზინფორმატორობ

thumbs.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 3 2011, 06:04 PM

ციტატა
არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი.
რატომღაც ჭორის დონეზე დაყვანილი მგონია.

მე თავად მაქვს სურათი ნანახი. სადაც ყოფილი ეპისკოპოსი ილარიონი მაგ ე.წ. ხატითაა გამოსახული.
თუ ვინმეს არ ჯერა ეს ჩემი პრობლემაა არაა,ყველა საკუთარი შეხედულებისაებრ იმოქმედოს უნდა დაიჯეროს უნდა ...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 06:11 PM

ციტატა
მცირე ხნის წინ კი თავის მომხრეებთან ერთად წარუდგინა ,,მსოფლიოს"ახალი სამების ხატი:სადაც არც მეტი არც ნაკლები სტალინი,რუზველტი და ჩერჩილი არიან გამოსახულნი.

ციტატა
აი ეს ლინკი კი ეხლა გამომიგზავნა რომელიღაც ახალმა ფორუმელმა,არ ვიცი შიგ რაა,უბრალოდ მითხრა რომ ამ ვიდეოსი საუბრობს სტალინზე და ჩერჩილზეო... http://www.youtube.com/watch?v=TOtyOVZhrTM&feature=related

აუ უკვე ნერვები მომეშალა!
საიდან მოიტანა ამ ხალხმა, რომ მეუფე ილარიონი სტალინს, ჩერჩილს და რუზველტს სამებას ადარებს? რა სამება, რა შუაშია სამება?
თუ მაინცდამაინც სამება იმიტომ დაარქვით, რომ სამი პიროვნებისაა ერთად, მაშინ რამდენი ასეთი "სამების" გამოცხადება შეიძლება? ჩამოვთვალო?
მაგ ვიდეოში მეუფე ამბობს, რომ ეს სამი პიროვნება წმინდანია და არა სამება.
სტალინის შესახებ იგივეს ამბობს მამა გიორგი ბასილაძე, რომ იგი წმინდანია.
ხოლო რაც შეეხება წმინანობას, გაიგეთ, რომ წმინდანობისთვის შარავანდედის დადგმა არაა აუცილებელი.
ციტატა
მახსოვს მეუფე იობი მივიდა შესახვედრად და არ დაელაპარაკა.

ეს ფაქტი არ მოგეწონა?

A.V.M
ციტატა
მე თავად მაქვს სურათი ნანახი. სადაც ყოფილი ეპისკოპოსი ილარიონი მაგ ე.წ. ხატითაა გამოსახული.

პრობლემას ვერ ვხედავ!

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 3 2011, 06:26 PM

QUOTE(A.V.M @ Oct 3 2011, 05:39 PM) *

გინდა დამადეზინფორმატორე გინდა...

ისე წაიკითხე წინა კვირის ასავალ დასავალში ხატია და კიდევაც წერია მაგის შესახებ.
აი ეს ლინკი კი ეხლა გამომიგზავნა რომელიღაც ახალმა ფორუმელმა,არ ვიცი შიგ რაა,უბრალოდ მითხრა რომ ამ ვიდეოსი საუბრობს სტალინზე და ჩერჩილზეო...
http://www.youtube.com/watch?v=TOtyOVZhrTM&feature=related

ხატის სურათი მინდა და არა რაზე საუბრობს!
შენ საკმაოდ მძიმე ბრალდება გააჟღერე აქ
ჩEრღილის და რუზველტის ხატები მჭIირდება დაუყონებლივ

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 06:31 PM

A.V.M

ციტატა
ყოფილ ეპისკოპოს ილარიონს კი ვინ მიცა კურთხევა მითხარით?

რა დარწმუნებული ხარ, რომ არავის მიუცია?
ციტატა
გამოდიხარ და ხალხს ახალ სამებას უჩვენე

ციტატა
როცა ადამიანს უჭირავს ხელში ე.წ. ხატი და ამბობს ესაა ახალი სამება,ამათმა იხსნეს მსოფლიოო...ამაში ვერ ხედავ პრობლემას?

ბიჭოოოო!
დამიციტირე, ან გამაგონე სად ამბობს, რომ ეს სამებაა!
წინააღმდეგ შემთხვევაში შენ მიერ სერიოზულ ცილისწამებასთან გვაქვს ადგილი!

karpaki
ციტატა
ხატის სურათი მინდა და არა რაზე საუბრობს!შენ საკმაოდ მძიმე ბრალდება გააჟღერე აქჩEრღილის და რუზველტის ხატები მჭIირდება დაუყონებლივ

რა მნიშვნელობა აქვს, მეუფე ამბობს მაგ ვიდეოში, რომ ამ სამი პიროვნების ხატი მოაბრძანა

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 3 2011, 06:34 PM

QUOTE(A.V.M @ Oct 3 2011, 06:23 PM) *

მდუმარების რამდენიმე გზა არსებობს:
1-როდესაც ადამიანი საერთოდ არ იღებს ხმას.
2-როცა მხოლოდ მსახურების ჩატარებისას საუბრობს ან როცა მარტოა.(ლოცვა,გალობა...)
3-როდესაც იშვიათად საუბრობს.

მეც ვიცნობ სასულიერო პირებს რომლებიც მდუმარებაში ან იყვნენ ან არიან მაგრამ მათ კურთხევა ქონდათ ამის.
ყოფილ ეპისკოპოს ილარიონს კი ვინ მიცა კურთხევა მითხარით?
ნუ,თუ ადამიანი სრულ მდუმარებაშია რა თქმა უნდა არავის უნდა ესაუბროს(არც მეუფეს)მაგრამ მეუფეს რომ არ ელაპარაკები და ფურცელზე უწერ მდუმარებაში ვარო,მცირე ხანში კი გამოდიხარ და ხალხს ახალ სამებას უჩვენე,პატრიარქს განიკითხავ და...

როცა ადამიანს უჭირავს ხელში ე.წ. ხატი და ამბობს ესაა ახალი სამება,ამათმა იხსნეს მსოფლიოო...
ამაში ვერ ხედავ პრობლემას?

შენ რა იცი ვინ მისცა კურთხევა?
ვთქვათ და
მეუფე აიობს არ შეხვდა და მე შემხვდა
ესე იგი მე მეტი ვარ იობზე?

სხვათაშორის ეგ მეუფე ძალიან მჭირდებოდა მენახა და სად არ ვდიე და ვერანაირად ვერ მივავლიე მის ასავალ დასავალს
თან ერთმა ბერმა გამგზავნა მასთან და წესით ეპისკოპოსი ხალხისთვისაა და არა სანთლით საძებარი.

ასე რომ მეოფე იობი იყოს ჯერ ხალხისთვის ხელმისაწვდომი და მერე შეხვდება მას ილარიონი.

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Oct 3 2011, 06:31 PM) *

A.V.M

რა დარწმუნებული ხარ, რომ არავის მიუცია?

ბიჭოოოო!
დამიციტირე, ან გამაგონე სად ამბობს, რომ ეს სამებაა!
წინააღმდეგ შემთხვევაში შენ მიერ სერიოზულ ცილისწამებასთან გვაქვს ადგილი!

karpaki

რა მნიშვნელობა აქვს, მეუფე ამბობს მაგ ვიდეოში, რომ ამ სამი პიროვნების ხატი მოაბრძანა

არ მაინტერესებს შენი პოზიცია!
არ არის მეთქი აგ გასარჩევი ეს ამბავი და თან ჩვენს მიერ!

წავედი მე ამ თემიდან და იკამათე თუ ასე ძალიან გსურს!
საერთოდ კი ჭორაობის დონეზე თუ გინდოდა გეთქვა სკაიპი და მოგწრერდი და გეჭორავებოდი.
გამოაჭენე აქ თემა თითქოს დიდი მორწმუნე მყავხარ biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 06:39 PM

karpaki

ციტატა
არ მაინტერესებს შენი პოზიცია!

არ გაინტერესებს და ნუ გაინტერესებს, რა გიყო ახლა...
ციტატა
არ არის მეთქი აგ გასარჩევი ეს ამბავი და თან ჩვენს მიერ!

გარჩევა სხვა რამეა, დაინტერესება-სხვა.

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 3 2011, 06:41 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Oct 3 2011, 06:39 PM) *

karpaki

არ გაინტერესებს და ნუ გაინტერესებს, რა გიყო ახლა...
გარჩევა სხვა რამეა, დაინტერესება-სხვა.

შენს ადგილზე ამხელა ტვირთს არ ავიკიდებდი
რა ბრალდებებიც აქ დაიწერა მათი სიმძიმე შენზეც გადანაწილდება რაც არ უნდა უარყო ან ეთანხმო,რადგან გამოდის რომ განიკითხავთ და მერე როგორ
მოვრჩი მე ამაზე საუბარს და თავში ქვა გიხლიათ ილარიონს მაინც არაფერი დააკლდება მაგით

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 06:46 PM

karpaki

ციტატა
რა ბრალდებებიც აქ დაიწერა მათი სიმძიმე შენზეც გადანაწილდება რაც არ უნდა უარყო ან ეთანხმო,რადგან გამოდის რომ განიკითხავთ და მერე როგორ

ჯერ ერთი, მე რომ ეს თემა არ გამეხსნა, მათი აზრი, ვინც მეუფე ილარიონს განიკითხავს, არც ისე შეიცვლებოდა და არც ასე.
მეორე, ამ თემის მიზანი ისაა, რომ გამჟღავნდეს რა ხდება სინამდვილეში და მართლა სწორია თუ არა ამ პიროვნებაზე წამოყენებული ბრალდებები.
ეს თუ გამჟღავნდა, რომ სწორი არაა, მაშინ თემასაც შეუსრულებია თავისი მისია და მე ტვირთი კი არ ამიკიდებია, არამედ ცილისმწამებელთათვის ჩამომიხსნია.

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 3 2011, 06:53 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Oct 3 2011, 06:46 PM) *

karpaki

ჯერ ერთი, მე რომ ეს თემა არ გამეხსნა, მათი აზრი, ვინც მეუფე ილარიონს განიკითხავს, არც ისე შეიცვლებოდა და არც ასე.
მეორე, ამ თემის მიზანი ისაა, რომ გამჟღავნდეს რა ხდება სინამდვილეში და მართლა სწორია თუ არა ამ პიროვნებაზე წამოყენებული ბრალდებები.
ეს თუ გამჟღავნდა, რომ სწორი არაა, მაშინ თემასაც შეუსრულებია თავისი მისია და მე ტვირთი კი არ ამიკიდებია, არამედ ცილისმწამებელთათვის ჩამომიხსნია.

ჩემო კარგო როცა ადამინს უნდა სწამოს ცილი სწამებს
აგერ არ იცის ადამინმა ხატი არ უნდახავს და რაღაც ვიდეო შემოგვაჩეჩა
ხოდა რაღAს აღარ დაწერენ აქ?
ლანძღვის მეტს არაფერს.
აფხაზმა გაგცა პასუხი და მაგაზე მეტი არაფერი არ იყო აქ საჭირო

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 06:58 PM

karpaki

ციტატა
ჩემო კარგო როცა ადამინს უნდა სწამოს ცილი სწამებს

და შენ არაფერი უნდა მოიმოქმედო ამ ცილისწამების შესაჩერებლად?
ციტატა
აგერ არ იცის ადამინმა ხატი არ უნდახავს და რაღაც ვიდეო შემოგვაჩეჩა

მერე რაღა გინდა, მაგ ვიდეოში ამბობს, რომ ეს ხატი მოაბრძანეს ტაძარში.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 3 2011, 06:59 PM

ციტატა
აგერ არ იცის ადამინმა ხატი არ უნდახავს და რაღაც ვიდეო შემოგვაჩეჩა

ეს ვიდეო სულ სხვა ფორუმელმა მითხრა დადეო.
მე აზრზზეც არ ვიყავი საერთოდ თუ იყო ფირი.
ციტატა
ხოდა რაღAს აღარ დაწერენ აქ?
ლანძღვის მეტს არაფერს


biggrin.gif biggrin.gif
ციტატა
აფხაზმა გაგცა პასუხი და მაგაზე მეტი არაფერი არ იყო აქ საჭირო

ნამდვილად.

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 3 2011, 06:59 PM

QUOTE(A.V.M @ Oct 3 2011, 06:43 PM) *

უჰ!
მოზამბიკელი ზანგი მარაოთი? biggrin.gif
თუ ბნახე ეგ სურათი დავდებ,თუ არადა მე რა...
გინდ დაიჯერე-გინდ არა.

ბიჭო!ბიჭო!ბიჭო!
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
არა,მაფრთხილებდა ერთი ძალიან ჭკვიანი კაცი არ დაწერო მაგაზე აზრი არ აქვსო მარა რა...მადლობა ,,ა..."რჩევისთვის.
სხვათა შორის მეუფე იობს რამდენჯერმე ვხვდები ხოლმე კვირაში ხანდახან.კაცი სულ თავის ეპარქიაშია,იშვიათად რომ გავიდეს(თუ გამონაკლისი არაა,როგორც დღეს)თუ კიდე მეუფე იობის ნახვა გსურს ხოლმე,მითხარი რა დროსაც გინდა და გეტყვი სადაა.
როგორც ჩანს ვერ გაიგე რა ვთქვი.მეუფე იობი თავად ესტუმრა ილარიონს რომ მის დალაპარაკებოდა კასპში.

laugh.gif biggrin.gif

არ დაიმსახურა ეტყობა და ვერც ნახა smile.gif
აღAრ მინდა შენთან საუბარი ამ საკითხზე
ჯერ გაიზარდე და მერე გავიხსენოთ ეს თემა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 3 2011, 07:01 PM

ციტატა
არ დაიმსახურა ეტყობა და ვერც ნახა

ეს მაგარია...
ციტატა
აღAრ მინდა შენთან საუბარი ამ საკითხზე

არც მე.
ციტატა
ჯერ გაიზარდე და მერე გავიხსენოთ ეს თემა.

კაი,რო გავიზრდები გეტყვი.
biggrin.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 3 2011, 07:02 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Oct 3 2011, 06:58 PM) *

karpaki

და შენ არაფერი უნდა მოიმოქმედო ამ ცილისწამების შესაჩერებლად?
მერე რაღა გინდა, მაგ ვიდეოში ამბობს, რომ ეს ხატი მოაბრძანეს ტაძარში.

ჩერჩიოლის ხატი?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 07:08 PM

karpaki

ციტატა
ჩერჩიოლის ხატი?

ჰო,თვითონ მეუფე ამბობს.
მოუსმინე რა...

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 3 2011, 07:10 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Oct 3 2011, 07:08 PM) *

karpaki

ჰო,თვითონ მეუფე ამბობს.
მოუსმინე რა...

არაფერსაც არ ამბობს
სხვა ხატზე ამბობს და გადაუკეთეს ეხლა
ვსე გავე მე ამ თემიდან.
ამის წაკითხვახც კ მზარავს უკვე

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Oct 3 2011, 07:13 PM

karpaki
http://b.pix.ge/n/zz0su.jpg
არ ვიცი იქნებ მონტაჯია...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 07:16 PM

karpaki

ციტატა
არაფერსაც არ ამბობსსხვა ხატზე ამბობს და გადაუკეთეს ეხლა

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
რა გადაუკეთეს არ გადამრიო ეხლაbiggrin.gif
როგორ გადაუკეთეს, როცა ამბობს, რომ მათი ხატი ტაძარში მოაბრძანეს?
როგორ?

ციტატა(ikanosi @ Oct 3 2011, 07:13 PM) *

karpaki
http://b.pix.ge/n/zz0su.jpg
არ ვიცი იქნებ მონტაჯია...

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
მალადეც იკანოს, მალადეცa075.gif
thumbs.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 3 2011, 07:16 PM

QUOTE(ikanosi @ Oct 3 2011, 07:13 PM) *

karpaki
http://b.pix.ge/n/zz0su.jpg
არ ვიცი იქნებ მონტაჯია...

შეიძლება მერავიცი

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 07:58 PM

A.V.M

ციტატა
რა მონტაჟი კაცო 50 სურათში ყველგან მონტაჟია?

მეტი რა ეთქმის!
ფაქტია მეუფე ახსენებს, რომ ეს ხატი ტაძარში მოაბრძანეს და რაღა უნდა მეტი...
ეხლა წავიდა თემიდან, სათქმელი აღარ აქვს და იმიტომsmile.gif
ციტატა
მითხარით ეხლა მამა ღმერთი სტალინიაო,ძე რუზველტი და სული წმიდა ჩერჩილიო,ამას რო კაცი იტყვის სულიწმინდას კი არა მთელს მართლმადიდებლობას არ გმობს.მართლმადიდებლობა ხომ მთლიანად სამებაზეა დაფუძნებული...

ნუ სწამებ ცილს, ვაჰ!
სად ამბობს ამას!

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 3 2011, 08:46 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Oct 3 2011, 07:58 PM) *

A.V.M

მეტი რა ეთქმის!
ფაქტია მეუფე ახსენებს, რომ ეს ხატი ტაძარში მოაბრძანეს და რაღა უნდა მეტი...
ეხლა წავიდა თემიდან, სათქმელი აღარ აქვს და იმიტომsmile.gif
ნუ სწამებ ცილს, ვაჰ!
სად ამბობს ამას!

კრიშნაიდო სტიქროსანო შენ ჩუ biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 10:01 PM

karpaki

ციტატა
კრიშნაიდო სტიქროსანო შენ ჩუ

laugh.gif
ვსო, ეს ჩემი "კლიჩკაა" უკვეbiggrin.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Oct 3 2011, 10:26 PM

ეს თემა რატომ გაიხსნა?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 10:41 PM

afxazi

ციტატა
ეს თემა რატომ გაიხსნა?

იმიტომ რომ ვერ გავიგე ვინ იყო ეს ილარიონ სამხარაძე.
სადაც წმ. სინოდის შესახებ ვკითხულობდი და სვანეთის ეპარქიას მივადგებოდი, მმართველ ეპისკოპოსად ილარიონი იხსენიებოდა, მაგრამ ორნაირ გვარს ვაწყდებოდი:ზოგან სამხარაძეს-ზოგან ქიტიაშვილს.
არადა სადაც წმინდა სინოდის სურათები ვნახე, იქ მხოლოდ ერთი ილარიონი იყო, მაგრამ ორი -სხვადასხვა ილარიონის სურათები მქონდა ნანახი ცალ-ცალკე.
ამიტომ ვეღარ გავიგე ვინ იყო ეს ილარიონი და ეხლა გასაგებია უკვე.

გასაგებია ის, თუ ვინ არის თვითონ ეს პიროვნება, მაგრამ ახლა გაუგებარი რჩება მასზე შეხედულებები.
მამა გიორგი ბასილაძე, რომელიც პატრიარქს უდიდეს პატივს სცემს, პატრიარქის მოწინააღმდეგეს ცოცხალ წმინდანად ასახელებს.
თქვენ შეიძლება მითხრათ, მერე რა, ვინაა ეს გიორგი ბასილაძე, რომ მისი სიტყვების ვირწმუნოთო, მაგრამ ეს პიროვნება ჩემთვის უდიდესი ავტორიტეტია და ამიტომ ვეღარ გავიგე რაშია საქმე...

თუმცაღა რას გაუგებ წმინდანებსsmile.gif
როგორც მამა გიორგი ბასილაძე ამბობს:წმინდანს რომ გაუგო, შენც მისი სულისა უნდა იყოო, ამიტომ როცა ეს სიტყვები მახსენდება, ცოტა ხანს ვწყნარდები ხოლმე, მაგრამ შემდეგ-ისევ ეს ცნობისმოყვარეობა...

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Oct 3 2011, 10:49 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
წმინდანს რომ გაუგო, შენც მისი სულისა უნდა იყოო


წმინდანი უცხოპლანეტელია? (საინტერესოა რა იგულისხმება სიტყვა "წმინდანი").

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 3 2011, 10:50 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Oct 3 2011, 10:41 PM) *

afxazi

იმიტომ რომ ვერ გავიგე ვინ იყო ეს ილარიონ სამხარაძე.
სადაც წმ. სინოდის შესახებ ვკითხულობდი და სვანეთის ეპარქიას მივადგებოდი, მმართველ ეპისკოპოსად ილარიონი იხსენიებოდა, მაგრამ ორნაირ გვარს ვაწყდებოდი:ზოგან სამხარაძეს-ზოგან ქიტიაშვილს.
არადა სადაც წმინდა სინოდის სურათები ვნახე, იქ მხოლოდ ერთი ილარიონი იყო, მაგრამ ორი -სხვადასხვა ილარიონის სურათები მქონდა ნანახი ცალ-ცალკე.
ამიტომ ვეღარ გავიგე ვინ იყო ეს ილარიონი და ეხლა გასაგებია უკვე.

გასაგებია ის, თუ ვინ არის თვითონ ეს პიროვნება, მაგრამ ახლა გაუგებარი რჩება მასზე შეხედულებები.
მამა გიორგი ბასილაძე, რომელიც პატრიარქს უდიდეს პატივს სცემს, პატრიარქის მოწინააღმდეგეს ცოცხალ წმინდანად ასახელებს.
თქვენ შეიძლება მითხრათ, მერე რა, ვინაა ეს გიორგი ბასილაძე, რომ მისი სიტყვების ვირწმუნოთო, მაგრამ ეს პიროვნება ჩემთვის უდიდესი ავტორიტეტია და ამიტომ ვეღარ გავიგე რაშია საქმე...

თუმცაღა რას გაუგებ წმინდანებსsmile.gif
როგორც მამა გიორგი ბასილაძე ამბობს:წმინდანს რომ გაუგო, შენც მისი სულისა უნდა იყოო, ამიტომ როცა ეს სიტყვები მახსენდება, ცოტა ხანს ვწყნარდები ხოლმე, მაგრამ შემდეგ-ისევ ეს ცნობისმოყვარეობა...


იცნობ მამა გიორგის პირადად?
რაღაც ძალიან მეეჭვება მას შენ იცნობდე )
მე პირადად აკრძალული მაქვს ასეთ თემებზე საუბარი და ეტყობა შენ დავალებულიც კი გაქვს.\
გამომივიოდნენ ეხლა აქ უფასო პროკურორები

მე რომ არ ვარ წმინდანი ვიცი და იქ სამოთხეში ვინაა არც ეგ არ ვიცი.
ჯობია თემა დაიხუროს.


პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 10:57 PM

afxazi

ციტატა
წმინდანი უცხოპლანეტელია? (საინტერესოა რა იგულისხმება სიტყვა "წმინდანი").

მამა გიორგი ვრცლად განმარტავს წმინდანის მნიშვნელობას...

karpaki
ციტატა
იცნობ მამა გიორგის პირადად?

პირადად არა, მაგრამ ძალიან მიყვარს ეგ პიროვნება. ჩემთვის ცოცხალი წმინდანია.
სადაც კი მასზე არასწორ მსჯელობას ვაწყდები (განსაკუთრებით ეკლესიაში მრევლის წევრებს შორის) სულ კბილებით ვიცავ მამა გიორგის(მას ეს არ სჭირდება, მაგრამ მისი შეურაცხყოფების მოსმენა არ შემიძლია).
ერთხელ მახსოვს, მე და მგალობელმა (რეგენტმა) დავცხეთbiggrin.gif
ციტატა
მე პირადად აკრძალული მაქვს ასეთ თემებზე საუბარი და ეტყობა შენ დავალებულიც კი გაქვს.\გამომივიოდნენ ეხლა აქ უფასო პროკურორები

კაი ეხლა ნუ დაიმდაბლებ ასე თავსtongue.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 3 2011, 11:00 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Oct 3 2011, 10:57 PM) *

afxazi

მამა გიორგი ვრცლად განმარტავს წმინდანის მნიშვნელობას...

karpaki

პირადად არა, მაგრამ ძალიან მიყვარს ეგ პიროვნება. ჩემთვის ცოცხალი წმინდანია.
სადაც კი მასზე არასწორ მსჯელობას ვაწყდები (განსაკუთრებით ეკლესიაში მრევლის წევრებს შორის) სულ კბილებით ვიცავ მამა გიორგის(მას ეს არ სჭირდება, მაგრამ მისი შეურაცხყოფების მოსმენა არ შემიძლია).
ერთხელ მახსოვს, მე და მგალობელმა (რეგენტმა) დავცხეთbiggrin.gif
კაი ეხლა ნუ დაიმდაბლებ ასე თავსtongue.gif

ძალიან ცდები თუ ის წმინდანი გგონია უკვე smile.gif
თავად მას როდესაც ვკითხე ასე განმიმარტა
მე ვარ წმინდა ადამიანი და არა წმინდანიო.
წმინდაა ის ადამიანი რომელიც წმინდად ცხოვრობს
მამა გიორგი კი ნამდვილად ასეთია
ასე რომ როდესაც მას წმინდანს უწოდებ სულ მცირე უნდა იცნობდე მაინც.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 11:02 PM

karpaki

ციტატა
მე ვარ წმინდა ადამიანი და არა წმინდანიო.

და განსხვავებას ვერ ვხედავfiqri.gif
ციტატა
წმინდაა ის ადამიანი რომელიც წმინდად ცხოვრობს მამა გიორგი კი ნამდვილად ასეთია

ანუ წმინდანია...
ციტატა
ასე რომ როდესაც მას წმინდანს უწოდებ სულ მცირე უნდა იცნობდე მაინც.

"ცნობა" მაინცდამაინც ფიზიკურ ცნობად გესმის?

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 3 2011, 11:37 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Oct 3 2011, 11:02 PM) *

karpaki

და განსხვავებას ვერ ვხედავfiqri.gif
ანუ წმინდანია...
"ცნობა" მაინცდამაინც ფიზიკურ ცნობად გესმის?

მისივე განმარტებით წმინდანდ ცხოვრება და წმინდანობა ერთი და იგივე არაა.
ამიტომ გირჩევ წახვიდე და გაიცნო.
განსხვავებას მე ვერ დაგანახებ
თავადვე დაგანახებს მაგას.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Oct 3 2011, 11:39 PM

დავხურო ეს თემა? აშკარად სხვა მიმართულებით მიდის.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 11:43 PM

karpaki

ციტატა
მისივე განმარტებით წმინდანდ ცხოვრება და წმინდანობა ერთი და იგივე არაა.

ეს კი ისედაც ვიცი, მაგრამ მე ამ სიტყვებზე გავამახვილე ყურადღება, რომ იგი ამბობს არათუ იმას, რომ მე წმინდად მცხოვრები ვარო, არამედ წმინდა ვარო; ჰოდა რაღა განსხვავებაა წმიდასა და წმიდანს შორის-მეთქი და არა წმიდანსა და წმინდად მცხოვრებს შორის.
ციტატა
ამიტომ გირჩევ წახვიდე და გაიცნო.

ფიზიკური ცნობა არაა მაინცდამაინც აუცილებელი.
მამა გიორგისა და მის მიერ დასახელებულ წმინდანს-იოანე ოლარს, საერთოდ არ უნახავთ ცხოვრებაში ერთმანეთი, მაგრამ ყველაფერი იციან ერთმანეთის შესახებ.

ეხლა არ გამომეკიდო, მამა იოანეს უტოლებ თავსო, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ფიზიკური ცნობა მაინცდამაინც დიდი ვერაფერია.

afxazi
ციტატა
დავხურო ეს თემა? აშკარად სხვა მიმართულებით მიდის.

ki.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 3 2011, 11:43 PM

QUOTE(afxazi @ Oct 3 2011, 11:39 PM) *

დავხურო ეს თემა? აშკარად სხვა მიმართულებით მიდის.

ან რა გასახსნელი იყო საერთოდ
ფოტოების დადება უნდოდათ ბავშვებს და გაიხარეს biggrin.gif
სცოდნიათ უკვე ვინც ყოფილა ილარიონი და რაღა დარჩა გასარკვევი


პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 11:44 PM

karpaki

ციტატა
ფოტოების დადება უნდოდათ ბავშვებს და გაიხარეს

შენ მაინც ვერაფერი არგუმენტი მოიყვანე მაგ ფოტოებთან დაკავშირებით და იუმორით გადაიტანეtongue.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 3 2011, 11:45 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Oct 3 2011, 11:43 PM) *

karpaki

ეს კი ისედაც ვიცი, მაგრამ მე ამ სიტყვებზე გავამახვილე ყურადღება, რომ იგი ამბობს არათუ იმას, რომ მე წმინდად მცხოვრები ვარო, არამედ წმინდა ვარო; ჰოდა რაღა განსხვავებაა წმიდასა და წმიდანს შორის-მეთქი და არა წმიდანსა და წმინდად მცხოვრებს შორის.
ფიზიკური ცნობა არაა მაინცდამაინც აუცილებელი.
მამა გიორგისა და მის მიერ დასახელებულ წმინდანს-იოანე ოლარს, საერთოდ არ უნახავთ ცხოვრებაში ერთმანეთი, მაგრამ ყველაფერი იციან ერთმანეთის შესახებ.

ეხლა არ გამომეკიდო, მამა იოანეს უტოლებ თავსო, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ფიზიკური ცნობა მაინცდამაინც დიდი ვერაფერია.

afxazi

ki.gif

წმინდანს ნუ უძახი კრიშნაიდო სტიქროსანო tongue.gif biggrin.gif
მგლის თავზე სახარებას კითხულობენო ეგრე მოგდის.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 11:46 PM

karpaki

ციტატა
წმინდანს ნუ უძახი კრიშნაიდო სტიქროსანო მგლის თავზე სახარებას კითხულობენო ეგრე მოგდის.

წმინდანია თავისივე სიტყვებითაც და თავისივე ცხოვრებითაც და აბა რა ვუწოდო?

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 3 2011, 11:46 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Oct 3 2011, 11:44 PM) *

karpaki

შენ მაინც ვერაფერი არგუმენტი მოიყვანე მაგ ფოტოებთან დაკავშირებით და იუმორით გადაიტანეtongue.gif

ვერც შენ დაამტკიცე რომ არ არისნ წმინდანები tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 3 2011, 11:47 PM

ციტატა
სცოდნიათ უკვე ვინც ყოფილა ილარიონი და რაღა დარჩა გასარკვევი

ეგ რომ მცოდნოდა ნამდვილად არ გავხსნიდი ამ თემას.

karpaki
ციტატა
ვერც შენ დაამტკიცე რომ არ არისნ წმინდანები

ვერ გავიგე, ვინ არ არის წმინდანი?
ან მე რას მიყურებ, შენ ხომ შენი უნდა დაამტკიცოtongue.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Oct 3 2011, 11:50 PM

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Oct 3 2011, 11:46 PM) *

karpaki

წმინდანია თავისივე სიტყვებითაც და თავისივე ცხოვრებითაც და აბა რა ვუწოდო?

წმინდა კრიშნას მაინც კითხე მაგას თუ არ ეკითხები

QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Oct 3 2011, 11:47 PM) *

ეგ რომ მცოდნოდა ნამდვილად არ გავხსნიდი ამ თემას.

karpaki

ვერ გავიგე, ვინ არ არის წმინდანი?
ან მე რას მიყურებ, შენ ხომ შენი უნდა დაამტკიცოtongue.gif

ჩერჩილი და სტალინი laugh.gif


QUOTE(GIORGI LELUASHVILI @ Oct 3 2011, 11:47 PM) *

ეგ რომ მცოდნოდა ნამდვილად არ გავხსნიდი ამ თემას.

karpaki

ვერ გავიგე, ვინ არ არის წმინდანი?
ან მე რას მიყურებ, შენ ხომ შენი უნდა დაამტკიცოtongue.gif

დავამტკიცო არა კვატიbiggrin.gif
მე არაფერს არ ვამტკიცებ.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Oct 3 2011, 11:51 PM

ციტატა
ფოტოების დადება უნდოდათ ბავშვებს და გაიხარეს

dry.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)