თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესიის ისტორია _ ბერად აღკვეცილი ქართველი მეფეები და მათი ოჯახი წევრები

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2007, 05:45 PM

1. დემეტრე (დიმიტრი I), - დავით აღმაშენებლის ძე, მეფობდა 1125-1155 წწ. ბერად შედგა დანიელის სახელით, მონოზონობაში დაჰყო ერთი წელი, გარდაიცვალა 1156 წ.

წყაროები: ნიკორწმინდის სულთა მატიანეში იკითხება: "დიმიტრი მართლმადიდებელისა მეფისა, რომელმან მონაზონობისა ღვაწლთა შემოსვითა სრულყო საწუთო ესე. საუკუნოს იყავნ ხსენება." ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე: "წარვლო ცხოვრება და მიიწია სრულქმნილი სიბერესა, შეიმოსა ჩოხა და იკურთხა სქემითა, დაყო წელიწადი ერთი და მოკუდა."

2. თამარი, დავით აღმაშენებლის ასული, დაი კატაისი (ბიზანტიის იმპერატორის შვილის ბრიენის მეუღლე, და დიმიტრი I მეფისა, ცოლყოფილი აღსართან შირვან შაჰისა, ააშენა თიღვის ეკლესია.
შემონოზონდა თომას სახელით, საფიქრებელია თიღვის მონასტერში. გარდაიცვალა 1156 წ.

ნიკორწ. სულთა მატ.: "თამარ თომაი დასა დედოფლისა და მეფისა, მონაზონებისა ზეშთა განბრწყინვებულისა საუკუნოს იყავნ." ქართლის ცხოვრება: "ამასვე წელსა მეფე დემეტრე მოკუდა და დაი დემეტრესი თამარ, თიღვისა აღმშენებელი, იგიცა შემონაზონებული გარდაიცვალა და დაი მისი კატაი დედოფალი საბერძნეთს გათხოვილ იყო."

3. ალექსანდრე I დიდი, კონსტანტინე I-ის ძე, მეფობდა 1412 - 1443. ბერად შედგა 1443 წ. აბრაჰამის სახელით მცხეთას, სადაც ააშენა სადგომად სახლი მისი სამარხის, მთავარანგელოზის ეკვდერთან.

ნიკორწ. სულთა მატ.: "ღვთივ გვირგვინოსნისა მეფეთ-მეფისა ალექსანდრე ყოფილისა აბრაამისი საუკუნოს იყავნ."

ქართლის ცხ.: "ქორონიკონსა რლ (1443)... ხოლო თვით მეფემან ალექსანდრე სახე მონაზონებისა შეემოსა და უწოდეს სახელად ათანასე, და აღაშენა მისთვის სენაკნი და სახლნი დიდნი ქვიტკირისანი მცხეთას მისგან აშენებულს მთავარანგელოზის ეკუდერთან, და მუნ დადგა ვიდრემდის ცხოვრობდა სასოებით და მოღუაწებითა."

ზემომოტანილ წყაროებში ალექსანდრეს მონოზნობის სახელი სხვადასხვაა: "აბრაჰამი და ათანასე, როგორც ექ. თაყაიშვილიც ფიქრობს, ნამდვილად უნდა მივიჩნიოთ აბრაჰამი. რადგან ეს ცნობა დოკუმენტური ხასიათისაა და უფრო ადრინდელიც, ვიდრე "ახალი ქართლის ცხოვრების" მეორე ტექსტი.

(გაგრძელება იქნება)

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Nov 1 2007, 06:12 PM

marine
ძალიან საინტერესო თემაა მარინე,გაიხარე :წუბ:

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Nov 1 2007, 06:23 PM

მეც მაინტერესებს ეს თემა

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Nov 1 2007, 06:31 PM

ძალიან საინტერესოა smile.gif
მადლობა მარინე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2007, 11:33 AM

t.l.
solomony
ლილიანა

პირიქით, თქვენ მადლობა, რომ თემა მოგეწონათ wub.gif

იმედი მაქვს, ფორუმელებს უფრო ვრცელი ინფორმაცია გექნებათ და დადებთ.




4.კონსტანტინე II, დემეტრე მეფის ძე, მეფობდა ქართლში 1479-1505. ბერად შედგა კვირილეს (კირილეს) სახელით.

ნიკორწმ. სულთა მატ.: "ღვთივ გვირგვინოსნისა მეფეთ მეფისა კონსტანტინე ყოფილისა კვირელი, საუკუნეს იყავნ."

5. თამარი, ქართლის მეფის კონსტანტინე II-ის მეუღლე. შემონოზონდა თეკლას სახელით.

ნიკორწმ. სულთა მატ.: "თანამეცხედრისა მათისა დედოფალთ დედოფლისა თამარ ყოფილისა თეკლესი საუკუნის იყავნ ხსენება."

თამარ ყოფილი თეკლას სახსენებელი სულთა მატიანეში მოტანილია კონსტანტინე მეფის სახსენებლის შემდეგ, ამიტომაც აქ იგულისხმება მისი მეუღლე, კონსტანტინეს ჰყავდა მეუღლედ თამარი.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Nov 2 2007, 11:37 AM

ამათი დიდი ნაწილი უფრო იძულებული იყო ...
მაგრამ ბევრი არა smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2007, 11:42 AM

ციტატა(ქავთარაძე @ Nov 2 2007, 11:37 AM) *

ამათი დიდი ნაწილი უფრო იძულებული იყო ...
მაგრამ ბევრი არა smile.gif


გიო, თუ დამატებითი ინფორმაცია მოგეპოვება, მოხარული ვიქნები თუ მოგვაწვდიsmile.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Nov 2 2007, 11:49 AM

marine
არა მე ინფო არ მაქ მარი მარა ცნობილი ფაქტია ეგ რომ ზოგჯერ ძალითაც კი უშვებდნენ მონასტრებში...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2007, 01:04 PM

6. დავითი, კონსტანტინე II-ის ძე, მეფობდა ქართლში 1505-1525. ბერად შედგა დამიანეს სახელით.

ნიკორწმ. სულთა მატ.: "ღვთივ გვირგვინოსნისა მეფეთ მეფისა დავით ყოფილისა დამიანესი საუკუნო იყავნ ხსენებაჲ".



7. გიორგი IX, კონსტანტინე II-ის ძე, მეფობდა ქართლში 1525-1527. ბერად შედგა გერასიმეს სახელით.

ნიკროწმ. სულთა მატ.: "გიორგი ყოფილსა გერასიმესი საუკუნოს იყავნ ხსენებაჲ."



8. ბაგრატი, კონსტანტინე II-ის ძე (ქართლის მეფის ძე), მუხრანის მფლობელი ბაგრატიონი.


ბაგრატი ბერად შედგა ბარნაბას სახელით.

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Nov 2 2007, 04:52 PM

ციტატა
1. დემეტრე (დიმიტრი I), - დავით აღმაშენებლის ძე, მეფობდა 1125-1155 წწ. ბერად შედგა დანიელის სახელით, მონოზონობაში დაჰყო ერთი წელი, გარდაიცვალა 1156 წ.

წყაროები: ნიკორწმინდის სულთა მატიანეში იკითხება: "დიმიტრი მართლმადიდებელისა მეფისა, რომელმან მონაზონობისა ღვაწლთა შემოსვითა სრულყო საწუთო ესე. საუკუნოს იყავნ ხსენება." ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე: "წარვლო ცხოვრება და მიიწია სრულქმნილი სიბერესა, შეიმოსა ჩოხა და იკურთხა სქემითა, დაყო წელიწადი ერთი და მოკუდა."

მაინტერესებს სად შედგა ბერად.. smile.gif რადგან ორი ვარიანტი არსებობს თურმე: ან გარეჯი ან გელათიო... რამდენად არის შესაძლებელი ორგან ემოღვაწევა?

თ. ჟორდანიას გამოქვეყნებული აქვს გელათური ხელნაწერი სადაც ერთგან წერია: "დავით მეფისა, აღმშენებლისა დიდისა და მის ეკლესიისა და ძისა მისისა მეფისა დანიილ მონაზონისა საუკუნო არს სახსენებელი"....


ხოდა, თუ ვინმემ უფრო დაწვრილებით იცის ან რაიმე მასალაზე/ლიტერატურაზე სმენია, იქნებ დაწეროთ ან მიმითითოთ... smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2007, 05:07 PM

ციტატა(ketino @ Nov 2 2007, 04:52 PM) *

ხოდა, თუ ვინმემ უფრო დაწვრილებით იცის ან რაიმე მასალაზე/ლიტერატურაზე სმენია, იქნებ დაწეროთ ან მიმითითოთ... smile.gif


მეც მოხარული ვიქნები, თუ ამ თემის გარშემო ვინმეს უფრო მეტი ინფორმაცია მოეპოვება და მოგვაწვდის.

ციტატა(ketino @ Nov 2 2007, 04:52 PM) *

მაინტერესებს სად შედგა ბერად.. smile.gif რადგან ორი ვარიანტი არსებობს თურმე: ან გარეჯი ან გელათიო...

თ. ჟორდანიას გამოქვეყნებული აქვს გელათური ხელნაწერი სადაც ერთგან წერია: "დავით მეფისა, აღმშენებლისა დიდისა და მის ეკლესიისა და ძისა მისისა მეფისა დანიილ მონაზონისა საუკუნო არს სახსენებელი"....


საინტერესოა. მადლობა, ქეთინო.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Nov 2 2007, 07:01 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Nov 2 2007, 08:49 AM) *

marine
არა მე ინფო არ მაქ მარი მარა ცნობილი ფაქტია ეგ რომ ზოგჯერ ძალითაც კი უშვებდნენ მონასტრებში...


რუსეთის დედოფლები ანუ ცარების ყოფილი ცოლები უმრავლესობა მონასტრებში იგზავნებოდა . ქართველებზე არ ვიცი.

მაინტერესებს ასეთი რამ: ხშირად ქართველი პრინცესები ან მეფეთა დები მუსლიმ მთავართა ცოლები იყვნენ (გასაგებია ,რომ ყოველთვის არასაკუთარი სურვილით), როგორი იყო მათი რწმენა, რჩებოდნენ ქრისტიანებად? და თუ კი ჯვრისწერა ...? გამოდის რომ მართლაც მსხვერპლები იყვნენ sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2007, 03:57 PM

ციტატა(staywhite @ Nov 2 2007, 07:01 PM) *

მაინტერესებს ასეთი რამ: ხშირად ქართველი პრინცესები ან მეფეთა დები მუსლიმ მთავართა ცოლები იყვნენ (გასაგებია ,რომ ყოველთვის არასაკუთარი სურვილით), როგორი იყო მათი რწმენა, რჩებოდნენ ქრისტიანებად? და თუ კი ჯვრისწერა ...? გამოდის რომ მართლაც მსხვერპლები იყვნენ sad.gif


მე რამდენადაც წამიკითხავს, ნანა, ისინი მაინც რჩებოდნენ ფარულ ქრისტიანებად.


რაც შეეხება მეფეებს, მათ, უმეტეს შემთხვევაში, სამეფოში შექმნილი რთული ვითარების გამო უწევდათ ტახტიდან გადადგომა და ბერად აღკვეცა.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2007, 05:02 PM

ციტატა

7. გიორგი IX, კონსტანტინე II-ის ძე, მეფობდა ქართლში 1525-1527. ბერად შედგა გერასიმეს სახელით.


გიორგი IX

ქართლის მეფე 1525-1527 წლებში. კონსტანტინე II-ის ძე. იგი ტახტზე ავიდა თავისი ძმის დავით X-ის ბერად შედგომის შემდეგ, ტახტის მემკვიდრეობის წესის მიხედვით. მეფობა დავითის შვილზე - ლუარსაბზე უნდა გადასულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, მეფობა ხელთ უგდია მის ბიძას გიორგის.

გიორგი IX-მ ილაშქრა იერუსალიმის წმიდა ადგილების უსჯულოთაგან გასათავისუფლებლად. ამ ლაშქრობაში მონაწილეობა მიუღიათ იმერეთისა და კახეთის მეფეებს - ბაგრატ III-სა (1510-1565 წწ.) და ლევანს (1518-1574 წწ.). ქართველებს სასტიკ ბრძოლაში გაუმარჯვიათ და გაუთავისუფლებიათ წმიდა ადგილები, რის შედეგადაც მიუღიათ "ქრისტეს საფლავი, გოლგოთა, ბეთლემი, ჯვარის მონასტერი და სხვანი მონასტერნი ყოველნივე... სიგლითა მტკიცითა."

გიორგი IX-ს ტახტისათვის ებრძოდა მისი ძმისწული, ტახტის კანონიერი მემკვიდრე ლუარსაბი. მალე ბრძოლა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. 1527 წლიდან საბუთებით მეფედ უკვე ლუარსაბ I იხსენიება. გიორგი IX კი 40-იანი წლების დასაწყისში საბოლოოდ ჩამოშორდა პოლიტიკურ ასპარეზს და აღიკვეცა ბერად გერასიმეს სახელით.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2013, 10:40 AM

თეიმურაზ I იყო ფრიად ტრაგიკული პიროვნება.

სქემოსან ბერად აღკვეცილი და ქრისტიანობის დაცვისათვის შაჰის მიერ დაპატიმრებული 74 წლის თეიმურაზი 1663 წელს ასტრაბადის ციხეში გარდაიცვალა.

კახელებმა საყვარელი მეფის ნეშტი საქართველოში ჩამოაბრძანეს და ალავერდს დიდი პატივით დაკრძალეს.

/გოჩა საითიძე, "ისტორიანი"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2015, 03:36 PM

"ქორონიკონსა რლ, დასვა მეფე ქართლსა და იმერეთს პირველი შვილი ვახტანგ, და შეჰრთო ფანასკერტელის ქალი და დაი თაყას ფანასკერტელისა, დედოფალ სითი-ხათუნ:

ხოლო თუით მეფემან ალექსანდრემ სახე მონაზონებისა შეიმოსა, და უწოდეს სახელად ათანასე, და აღაშენნა მისთუის სენაკნი და სახლნი დიდნი ქვით-კირინასი, მცხეთას მისგან აღშენებულს მთავარანგელოსის ეკვდერთანა.

და მუნ დადგა ვიდრემდის ცხოვრობდა, სასოებითა და მოღვაწებით". (მ. ბროსეს მითით. გამოც. გვ. 473-474)

/"ალავერდი" N5/8, 2015, გვ. 154/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2016, 01:00 PM

"თავდაპირველად ალავერდი მამათა მონასტერი იყო. XVII-XVIII საუკუნეებში აქ ფუნქციონირებდა დედათა მონასტერიც, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N20, 2016, გვ.12/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2016, 02:54 PM

"ესოდენ დიდებული მეფე [წმ. დავით აღმაშენებელი] თავმდაბლობით განთქმული იყო. მან არ ითაკილა, როდესაც შარვანის მთავარმა აღსართანმა მეფეს ცოლად მოსთხოვა მისი უფროსი ასული თამარ.

ეს თამარი მისთხოვდა აღსართანს 1116 წლის წინად. თამარი აქ დიდხანს არ დარჩენილა. იგი მალე დაქვრივდა, სამშობლოში დაბრუნდა. გამონოზნდა, თეღვას ააშენა შვენიერი მონასტერი ყოველის მოწყობილობით და იქვე დასახლდა. იმოღვაწა, აღესრულა და დასაფლავდა".

/"თვენი 3" 21 იანვარი - 31 იანვარი, გვ. 206/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2017, 04:50 PM

"მწირ ცნობებზე დაყრდნობით XVIII ს-ის I ნახევარში დაიწერა წმინდა იოსების [ალავერდელი] სვინაქსარული ცხოვრება, რომლის ავტორია ერეკლე I-ის ასული მაკრინე მონაზონი".

/"თვენი" წიგნი 13, 1 მაისი - 10 მაისი, გვ. 271/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2017, 11:38 AM

"ნიკოლოზ კათოლიკოსი კახეთის მეფის ლეონ I-ის ძე იყო. საერო ბრწყინვალებასა და სამეფო რეგალიებს მან ბერის უბრალო შესამოსელი და ქრისტეს ტკბილი და მსუბუქი უღელი არჩია".

/"კარიბჭე" N4, 2006, გვ.47/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2017, 06:44 PM

"1603 წელს თინათინის და ლევანის [1520 - 1574 წლები] ასულმა, მონაზონმა თეკლამ, ეკლესიის ჩრდილოეთით [ახალი შუამთის მონასტრის] მთავარანგელოზთა სახელზე ეკვდერი ააშენა და მას მრავალი შეწირულობა უბოძე".

/"თვენი", წიგნი 25, 1 სექტემბერი - 10 სექტემბერი, გვ. 240/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2017, 06:31 PM

"დიდებულთათვის უდიდეს პატივად ითვლებოდა მონასტრის მთავარ ტაძარში დაკრძალვა - იქ, სადაც შემონაზვნებული დედოფალი თინათინი - მონასტრის აღმშენებელი განისვენებდა".

/"თვენი", წიგნი 25, 1 სექტემბერი - 10 სექტემბერი, გვ. 242/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2017, 10:27 AM

"ბავშვობიდან მოყოლებული, ყოველ ზაფხულს სვანეთში ვატარებდი. მიზეზთა გამო მხოლოდ თხუთმეტი წლის შემდეგ მომიხდა წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მოლოცვა. ფილმის გადაღებაც იქიდან დავიწყე. თურმე ამ ტაძართან წინათ დედათა მონასტერი იყო, სადაც იმერეთის მეფის, ბაგრატის ასული თეკლა აღუკვეციათ მონაზვნად. მას შემდეგ, რაც ღვთისმსახურება შეწყდა, ტაძარს ადგილობრივი მოსახლეობა იცავდა და იცავს. უდიდესი სიყვარულით პატრონობენ სიწმინდეებს."

/"კარიბჭე" N21, 2009, გვ.29/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2017, 09:47 PM

1615-1716 წლებში მეფობდნენ გამაჰმადიანებული მეფეები (ქრისტიანები იყვნენ მათი მეუღლეები)


ელენე ბაგრატიონი (მონაზვნობაში ელისაბედი)

/"მოსახსენებელი" გვ.9/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2017, 10:40 AM

სამცხის ათაბაგ-ჯაყელები

მზეჭაბუკი (1500-1515) (ბერობაში იაკობი)

/"მოსახსენებელი" გვ.16/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2018, 12:40 PM

"ბაგრატიონი ბაგრატ - ქართლის მეფის დავით მეათის (1505-1525 წწ.) უმცროსი ძმა, სამუხრანბატონოს სადროშოს შემქმნელი, პირველი მუხრანბატონი. XVI ს-ის 30-იან წლებში, ზოგიერთი ცნობით, 1539 წელს ბაგრატი ბერად შემდგარა, რის შემდეგაც ლიტერატურული მოღვაწეობისათვის მიუყვია ხელი; მას შეუთხზავს თხზულება "მოთხრობაი სჯულთა უღმრთოთა ისმაილიტთაი", რომელშიც მხილებულია მაჰმადის რელიგიური მოძღვრება და გაკრიტიკებულია მისი მიმდევრები. XVII ს-ში ბაგრატის თხზულება იაკობ დუმბაძეს, შემოქმედელს გაულექსავს".

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 161/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2018, 09:50 PM

"ის, რომ "არა ხოლო პურითა ცხონდების კაცი", კარგად იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა. ამიტომაც დაუტევებდნენ ამ ცრუ საწუთროს და მონასტერში მიდიოდნენ. ასე იქცეოდნენ თვით სამეფო გვარის შვილებიც. მხოლოდ რამდენიმე მათგანი ვახსენოთ: მეფე დემეტრე I (ბერობაში დამიანე); მეფე ალექსანდრე I - "დიდად" წოდებული (ბერობაში ათანასე) - მის კელიას დღესაც განახებენ დავითგარეჯის მონასტერში; მეფე ბაგრატის და, მონაზონი გაიანე (1508წ.); მეფე კონსტანტინე II (ბერობაში კირილე), მისი მეუღლე თამარი (მონაზვნობაში თეკლა), მისი შვილები: მეფე დავით X (ბერობაში დამიანე), მეფე გიორგი IX (ბერობაში გერასიმე), მელქისედექ II ქართლის კათალიკოსი, ბაგრატი - ბერობაში დამიანე. მეფე ლუარსაბ I-ის ძმა რამაზი (ბერობაში რომანოზი), მეუღლე მისი ხვარამზე (მონაზვნობაში ქრისტინე), მეფე გიორგი პირველის ასული ქეთევანი (მონაზვნობაში ქრისტინე), მეფე ალექსანდრე II-ის და ქეთეონი, აკურის მონასტრის წინამძღვარი და მისი და თეკლა (მონაზონი) და მრავალი სხვანი. თუ ამათ მივუმატებთ თავადაზნაურთა წრიდან მონაზვნად წასულებს, მართლაც დიდებული და სანიმუშო კრებული წარმოგვიდგება თვალწინ".

/"კარიბჭე" N5, 2011, გვ.8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2019, 09:19 PM

"1525 წელს ქართლის მეფე დავით მეათე მონასტერში წავიდა და მეფობა დაუტოვა თავის უმცროს ძმას, გიორგი მეცხრეს. მეფეყოფილი დავითი მომდევნო წელს გარდაცვლილა. დავით მეფის უფროსი ვაჟი გახლდათ უფლისწული ლუარსაბი, ის იყო ტახტის მემკვიდრე.

გავიდა ორიოდე წელი, გიორგი მეფეც მონაზვნად აღიკვეცა და მეფობა დაუტოვა თავის ძმისწულს, ლუარსაბ პირველს, დავითის ძეს - "კაცსა ღმრთის-მოყუარესა, მტერთა ურჯულოთა მომსრველსა და წყობათა შინა უშიშსა". ქართლის მეფე დაქორწინებული გახლდათ იმერთა მეფე ბაგრატ მესამის ასულზე, თამარზე.

იმავე ხანებში ბერად აღიკვეცა ბაგრატ პირველი მუხრანბატონი, ავ-გიორგის შემპყრობი და მწიგნობრობით განთქმული მოღვაწე-პოლიტიკოსი".

/"თბილისელები" N28, 2019, გვ.42/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2021, 08:48 PM

"ალექსანდრე მეფეს თავისი სიყვარული ქრისტეს მიმართ იმითაც გამოუმჟღავნებია, რომ 1442 წელს, თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მეფობაზე უარი უთქვამს, ბერად შემდგარა და მონაზვნად აღკვეცილა თავის მიერ განახლებულ სვეტიცხოვლის ბნელ ეკვდარში ათანასე ბერის სახელით და სიკვდილამდე იქიდან არ გამოსულა. დასაფლავებულია სვეტიცხოველში".

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.107/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2022, 07:05 PM

"[აშოთან მუხრანბატონის ასული] დედისიმედი ყოფილა ამაყი, მტკიცე ნებისყოფის ქალი, ერთხანს აქტიურად მონაწილეობდა სამხრეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მონაზვნად შემდგარა დებორას სახელით"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 76/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2022, 07:30 PM

"თამარ ბაგრატიონის [დავით აღმაშენებლის ასული] მონაზვნობა გამონაკლისი ფაქტი არ არის ჩვნი ისტორიისთვის. ქართველი დედოფლები ხშირად აშენებდნენ ეკლესია-მონასტრებს, სადაც ზოგჯერ სიცოცხლის ბოლო წლებსაც ატარებდნენ (მაგ. თინათინ დედოფალი - ლევან კახთა მეფის მეუღლე, მუხრანბატონის ასული დედისიმედი - ქაიხოსრო ათაბაგის მეუღლე და სხვ.)"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 38/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2022, 02:12 PM

"ცნობილია რომ თინათინი [დედოფალი, ლევან კახთა მეფის (1520-1574) მეუღლე] თავის თანამეცხედრეს გაჰყრია, რადგან "ლევან იყო სიძვისა და მრუშების მოყუარე", და შუამთის მონასტერში აღკვეცილა მონაზვნად. იგი იქვე დაუკრძალავთ, რადგან "დაუტევა ანდერძი, რათა არა დამახონ გუამი მისი ქმრისა თვისისა ლევანისა თანა, არამედ დაემარხოს იგი შუამთას თვისსა აღშენებულსა მონასტერსა და ყვეს ეგრეთ".


/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 72/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2022, 11:50 AM

"უკანასკნელი ანდერძ-მინაწერებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ დროს (1511წ.) ქეთევანი [(ან ქეთაონ) ბაგრატიონი, ასული ქართლის მეფის გიორგისა (1446-1466) და თამარ ყვარყვარე II ათაბაგის ასულისა. მისი ლიტერატურულ-საგანმანათლებლოს ინტერესი საკმაოდ ცნობილია, კერძოდ ქეთევანის დავალებითაა დამზადებული რამდენიმე ხელნაწერი] ბანის ტაძარში იყო შემონაზვნებული".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 71/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2022, 12:56 PM

"მარიამი [ასული ანა ჩოლოყაშვილისა და ქართლის მეფის ერეკლე პირველისა (ნაზარალი ხანი)] მამას არ ჰგავდა. მისი სახელი ქართული ლიტერატურის ისტორაიმ შემოგვინახა, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ქართველ მწიგნობარ ქალთა შორის. მან გარკვეული წვლილი შეიტანა საეკლესიო პოეზიის განვითარების საქმეში და სასულიერო საგალობლების ნიჭიერი ავტორის სახელი დაიმკვიდრა.

ზუსტი თარიღი მისი ცხოვრება-მოღვაწეობია არ მოგვეპოვება. ვარაუდობენ, რომ იგი დაახლოებთ 1696-1698 წლებში უნდა დაბადებულიყო. ადრე გათხოვილა - 1714 წელს ცოლად გაჰყოლია კახთა მეფის სახლთუხუცეს ედიშერ ჩოლოყაშვილს, რომელიც 1715 წელს მოუკლავთ ლეკებთან ბრძოლაში. ქმრის სიკვდილის შემდეგ მარიამი მონაზვნად აღკვეცილა მაკრინეს სახელით და ძმის დავით იმამყულიხანის (1703-1722) ნებართვით ალავერდის ტაძარში დამკვიდრებულა. მისი გარდაცვალების თარიღი დაზუსტებული არ არის. "საფიქრებელია, მარიამ-მაკრინემ XVIII საუკუნის შუა წლებამდე მიაღწია და თავისი ღვაწლმოსილი სხეული ალავერდის სავანეს მიაბარა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.97/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2023, 09:47 PM

"წმიდა დედათა დასში ასევე გამორჩეული სიწმინდითა და სიმდაბლით მოღვაწეობდა წმიდა ანასტასია. იგი წარმოშობით აფხაზეთიდან იყო, შემორჩენილია მისი საერო სახელი - ბევრელი. იგი მეფე ადარნასეს ცოლი იყო და, როგორც დედოფალი, უაღრესად შეეწეოდა მერეს დედათა მონასტერს. მეფე ადანარნასეს მიერ დედოფლის უკანონოდ მოძულების შემდეგ ბევრელი დედათა მონასტერში მივიდა და იქ აღიკვეცა ანასტასიას სახელით.

წმიდა ანასტასია მონასტერში ყველაზე მძიმე მორჩილების საქმეებს აღასრულებდა, მარადჟამ ძაძა ემოსა, თავისი ხელით ეზიდებოდა შეშას ტყიდან და გამუდმებით ლოცულობდა.

წმიდა ანასტასიას ყოფილი მეუღლე, მეფე ადარნასე მოულოდნელად დასნეულდა. მან მოციქულები გაგზავნა ფერსათის მონასტერში, სადაც იმ დროს წმიდა ანასტასია მოღვაწეობდა და შენდობა ითხოვა წმიდანისაგან. წმიდა ანასტასიამ ილოცა დასნეულებული მეფისთვის: "ქრისტემან შეუნდვენ ყოველნი ცოდვანი და განკურნენ სულით და ხორცით", რის შემდეგაც ადარნასე "მსწრაფლ ხოლო განიკურნა".

სიწმინდითა და სიმდაბლით გაბრწყინებული წმიდა ანასტასია სიცოცხლის ბოლომდე ფერსათის დედათა მონასტერში მოღვაწეობდა. სიცოცხლეში სასწაულთქმედებით ცნობილი წმიდანი მიცვალების შემდგომაც სასწაულებით განაბრწყინა ღმერთმა, მის საფლავთან განიკურნენ მისი დასნეულებული შვილები, გურგენ კურაპალატი და სუმბატი, რამაც დასაბამი მისცა სხვადასხვა სნელებებით შეპყრობილთა განკურნებას წმიდა ანასტასიას საფლავთან".

/"კანდელი" N7, 2022, გვ.15/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)