თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესიის ისტორია _ ჩვენი ეკლესის ტრაგიკული ფურცლები

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Oct 28 2006, 11:52 PM

ამ თემაში ვისაუბროთ იმ ეკლესიებსა და სასულიერო პირების ბედის წერაზე, რომლებიც ამ რეპრესის მსხვერპლი გახდენ.

პოსტის ავტორი: guja თარიღი: Oct 29 2006, 12:07 AM

IPB-ს სურათი
როდესაც მამა გაბრიელმა მინისტრთა საბჭოს შენობაზე გაკრული ლენინის 12-მეტრიანი სურათი დაწვა. ეს 1965 წლის 1 მაისს მოხდა. იგი დააპატიმრა სახელმწიფო უშიშროების საგამომძიებლო განყოფილებამ 71-ე მუხლის I ნაწილით და თბილისის №1 იზოლატორში შეასახლა იმავე წლის 12 მაისს. მისადაგებული მუხლი ითვალისწინებდა ანტისაბჭოურ პროპაგანდას.

სამწუხაროდ, მამა გაბრიელის პირადი საქმე, რომელშიც მისი საპატიმროში ქმედება იქნებოდა ასახული, განადგურდა 1978 წლის 20 ოქტომბერს. დამადასტურებელი საბუთი გაცემულია თბილისის №5 საპყრობილის სპეცნაწილის მიერ 2001 წლის 14 მაისს.

დაკითხვისას მან განაცხადა: „ეს ჩავიდინე იმისთვის, რომ იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი. მიწიერი ადამიანის გაღმერთება არ შეიძლება, რას დაგიწერიათ „დიდება ლენინს“, კაცს რად უნდა დიდება, უნდა ეწეროს: „დიდება ქრისტე ღმერთს“. ამ სიტყვებმა საგამოძიებო ორგანოებში ეჭვი დაბადა, რის გამოც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1965 წლის 3 აგვისტოს განჩინებით, გადაგზავნილ იქნა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ექსპერტიზაზე, სადაც ბერმა დაჰყო 1965 წლის 3 აგვისტოდან 12 ოქტომბრამდე.

ინტერესმოკლებული არ იქნება გაგაცნოთ ამონაწერი მისი ავადმყოფობის ისტორიიდან, რომელიც გაცემულია 1966 წლის 19 იანვარს.

„...დიაგნოზი: ფსიქოპატიური პიროვნება, მიდრეკილი შიზოფრენიის მაგვარი ფსიქოზური ჩავარდნებით... თავისთვის ბუტბუტებს დაბალი ხმით, სწამს არსებობა ზეციური არსისა, ღმერთისა, ანგელოზებისა. საუბრისას ძირითადი ღერძი ყოველთვის იქითკენაა მიმართული, რომ ღმერთის წყალობითაა ყველაფერი. განყოფილებაში განმარტოვებულია, თუ კი ვინმე გამოელაპარაკა, უსათუოდ უხსენებს ღმერთს, ანგელოზბეს, ხატებს“.

სრულიად ნათელია რა იყო საფუძველი ბნელი ჟამის ათეისტური მთავრობისათვის, რომ ღვთისმსახური ავადმყოფად შეერაცხათ, თუმცა ზოგი ჭირი მარგებელიაო, სწორედ ამ შემთხვევაზე იტყვიან, ყოველივე ამან იხსნა ბერი დახვრეტისაგან. იგი 24 საათში უნდა დაესაჯათ, მაგრამ ღმერთმა იხსნა თავისი ერთგული მონა მტარვალთაგან და სიკვდილს გადაარჩინა, რათა ხალხისათვის სწორი გზის მიმნიშნებელი შეენარჩუნებინა.


პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Oct 29 2006, 12:50 AM

მე მთელი წიგნი წავიკითხე ამ საკითხზე მაგრამ კონკრეტულად სახელები მათი არ მახსოვს მოვიყვან ერთ მაგალითს რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.1930იანი წლების განსაკუთრებით დიდი რელიგიური რეპრესიების დროს კომკავშირლები მივიდნენ ერთერთ სოფელში მცხოვრებ მოძღვართან და უთხრეს რომ მას უნდა ეთქვა ხალხისთვის რომ ღმერთი არ არსებობდა თუ არადა მოკლავდნენ.მოძღვარი ერთ წამს შეყოვნდა და შემდგომ განუცხადა რომ კარგით მე თანახმა ვარ და ეცადეთ რაც შეიძლება მეტი ხალხი მოაგროვოთო.ამ პასუხით გახარებულებმა მეზობელი სოფლებიდანაც კი მოიყვანეს უამრავი ხალხი,რადგანაც მოძღვარს დიდი ავტორიტეტი ქონდა ხალხში და ისინი ფიქრობდნენ რომ მოძღვრის ასეთი საქციელით თუ კი კიდე ვინმეს რამე ეჭვი ეპარებოდა მასაც თავის ჭკუაზე გადაიყვანდნენ.როდესაც ყველაფერი მზად იყო მოძღვარი ავიდა სპეციალურად ამისთვის გამზადებულ სცენაზე და და დაიწყო ქადაგება და მათი უგუნურების მხელა.როდესაც ისინი გონზე მოვიდნენ გაცეცხლებულებმა წაიყვანეს მოძღვარი და მდინარესთან მოკლეს.
მე განსაკუთრებით ვფიქრობდი იმ მომენტზე როდესაც მამაომ მათ უთხრა რომ მოეყვანათ რაც შეიძლება მეტი ხალხი.ამ მომენტში მან გააცნობიერა თავისი მოწამეობრივი აღსასრული და ალბათ რა ბედნიერი იყო.

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Oct 29 2006, 12:50 AM

კომუნისტური ხელისუფლების ბრძანებით, ქუთაისის საკათედრო ტაძარის დანგრევა

http://image.700up.com

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Nov 4 2006, 03:34 AM

მამა გაბრიელის ცხოვრება და მოღვაწეობაში ერთ-ერთ ადგილში წერია მას რამდენჯერმე დაუნგრიეს ტაძარი და მერე ხელმეორედ რომ მიდიოდნენ კომუნისტები აშენებული ხვდებოდათ, ხელახლა აშენებადა თურმე ასეა გადმოცემული,და თურმე ჩუმად პულსაც სთავაზობდნენ რომ ტაძარი ისევ აგეო

პოსტის ავტორი: ME ADAMIANI თარიღი: Nov 23 2006, 06:05 PM

ბოლომდე მეც ვერ ვხვდები,რატომ უარყოფდნენ კომუნისტები ღმერთის არსებობას,როცა სტალინი თავად სწავლობდა სასულიერო სემინარიაში,მაგრამ როგორც ამბობენ სწორედ სემინარიის მკაცრმა პირობებმა განაპირობა მისი ასეთი საქციელი



პოსტის ავტორი: nino ni თარიღი: Dec 5 2008, 11:52 PM

რა მაგარი თემაა სწორეს ამაზე ვწერ დიპლომს და ძაან დამეხმარება იქნებ რამე კიდე დადოთ მე-20 საუკუნის რეპრესიებზე?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)