თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესიის ისტორია _ კათოლიკოსი ანტონ I

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 1 2007, 11:09 AM

კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ I-ზე არაერთგვაროვანი შეხედულება არსებობს. ზოგი მას კათოლიკობის მიღებას აბრალებს, თუმცა ამის საწინააღმდეგო ინფორმაციაც არსებობს. მე მიმაჩნია რომ ეს ადამიანი თავისი დროის უდიდესი მეცნიერი და საეკლესიო მოღვაწე იყო. იმედია ბევრ ინფორმაციას მოვიძიებთ პატრიარქის ცხოვრებაზე.

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: May 4 2007, 07:27 AM

აფხაზი,

"ზოგი" კი არა მეფეები და თავისი ოჯახის წევრები აბრალებდნენ. ეს ამბავი გაირკვა ერთი მღვდელმთავრის "მიგზავნით" რომელმაც ასევე კათოლიკობა დაიბრალა და მას ამის შემდეგ გამოუტყდა ანტონ I.

საინტრესოა ამაზა პლატონ იოსელიანი რას ამბობს, მალე მოვიცლი და მეტ მასალას დავდებ.

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Aug 18 2007, 01:56 AM

მაშ, ვეღარ მოვიცალეთ ამისთვის laugh.gif
ანტონ I მაგალითად მე არ მომწონს...ტყუილად არ გადააყენეს კათალიკოსობიდან.....

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Aug 18 2007, 10:51 AM

ketino

ციტატა
ანტონ I მაგალითად მე არ მომწონს...ტყუილად არ გადააყენეს კათალიკოსობიდან.....

მაინც რატომ არ მოგწონს, ან მისი კათოლიკოსობიდან გადაყენების სისწორეში, რის საფუძველზე ხარ დარწმუნებული.

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Aug 18 2007, 11:14 AM

იქნებ ვინმემ მოკლედ დაწეროთ ამ მოღვაწის ისტორია?

მე რამდენადაც ვიცი მან საღვთისმსახურო განგება შეცვალა, ტიპიკონში ყველაზე დიდი ცვლილება შუასაუკუნეებიდან მოყოლებუოლი მას მოუხდენია, და საგალობლებთან დაკავშირებითაც რაღაც ცვლილება მოუხდენია. რასაც შევძლებ მეც გადავხედავ.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Aug 18 2007, 11:38 AM

N. R.
შევეცდები უახლოეს მომავალში დავწერო. ანტონ I უდიდესი მოღვაწე იყო, როგორც სასულიერო ისე სამეცნიერო სფეროში. სამწუხაროდ მას სარწმუნოების ღალატს დღესაც აბრალებენ, რაც უდიდესი შეცდომაა. ეს ადამიანი გენიოსი იყო მასზე ბევრი უნდა დაიწეროს.

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Aug 18 2007, 11:46 AM

ციტატა(afxazi @ Aug 18 2007, 10:38 AM) *

N. R.
შევეცდები უახლოეს მომავალში დავწერო. ანტონ I უდიდესი მოღვაწე იყო, როგორც სასულიერო ისე სამეცნიერო სფეროში. სამწუხაროდ მას სარწმუნოების ღალატს დღესაც აბრალებენ, რაც უდიდესი შეცდომაა. ეს ადამიანი გენიოსი იყო მასზე ბევრი უნდა დაიწეროს.



როგორც Lenus-მა თქვა თუ არსებობს მისი კათოლიკობის დამამტკიცებელი საბუთები საინტერესოა საეკლესიო რეფორმებს მანამ ატარებდა სანამ რელიგიურ მრწამს შეიცვლიდა თუ მერე?

მე სამწუხაროდ არ ვიცი ამ პიროვნების საქმიანობა იგივე გალობისა და ტიპიკონის შემთხვევაში რამდენად პოზიტიურად უნდა აღვიქვა huh.gif

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Aug 25 2007, 11:28 PM

ციტატა(afxazi @ Aug 18 2007, 11:38 AM) *

ანტონ I უდიდესი მოღვაწე იყო, როგორც სასულიერო ისე სამეცნიერო სფეროში.


მასშტაბზე გეთანხმები, ყველაფერში პოზიტივზე - არა. ძველ ქართულს (და ახალსაც) მძიმე დარტყმა მიაყენა (წაიკითხეთ ბოლო-ბოლო აკაკი შანიძის სტატია, რა გახდა უკვე). მაგის აქებდითის დასდებლებს რომ ვკითხულობ, უნდა ვიცინო, თუ ვიტირო, ვერ გადამიწყვეტია (მარტო მე არ ვარ ეგრე) და ა.შ.

ციტატა
სამწუხაროდ მას სარწმუნოების ღალატს დღესაც აბრალებენ, რაც უდიდესი შეცდომაა.


არსებობს მისივე აღიარებითი წერილები, სადაც ინანიებს პაპის პრიმატის, ფილიოკვესა და სალხინებლის შესახებ სწავლების მიღებას. მარტო ეგ რომ იყოს საბუთად, ეგეც საკმარისი იქნებოდა, მაგრამ მარტო ეგ ხომ არ არის, არა? ასევე დღემდე შეუსწავლელია ის საღმრთისმეტყველო ნაშრომები, რაზეც მას ედავებოდნენ, მაგალითად მიწყალეს განმარტება (ეს ნაწარმოები გაანადგურეს, მაგრამ თეიმურაზ ბატონიშვილის ნაქონი ერთი ნუსხაა შემორჩენილი). სანამ მაგას არ შეისწავლის კაცი, ანტონზე ცოტა ფრთხილად უნდა ისაუბროს, ვინ იცის, მწვალებლობის მხარდამჭერი არ გამოვიდეს თვითონაც შემთხვევით.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Aug 26 2007, 06:55 PM

Sotiris

ციტატა
სანამ მაგას არ შეისწავლის კაცი, ანტონზე ცოტა ფრთხილად უნდა ისაუბროს, ვინ იცის, მწვალებლობის მხარდამჭერი არ გამოვიდეს თვითონაც შემთხვევით.

ძალიან ჭკვიანი რომ ხარ თუ იცი.

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Aug 27 2007, 01:11 PM

ციტატა(Sotiris @ Aug 25 2007, 10:28 PM) *

მასშტაბზე გეთანხმები, ყველაფერში პოზიტივზე - არა. ძველ ქართულს (და ახალსაც) მძიმე დარტყმა მიაყენა (წაიკითხეთ ბოლო-ბოლო აკაკი შანიძის სტატია, რა გახდა უკვე). მაგის აქებდითის დასდებლებს რომ ვკითხულობ, უნდა ვიცინო, თუ ვიტირო, ვერ გადამიწყვეტია (მარტო მე არ ვარ ეგრე) და ა.შ.



შეგიძლია მითხრა რა კონკრეტული ცვლილებები შეიტანა ტიპიკონში და რამდენად შეეხო გალობას?

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Aug 27 2007, 01:33 PM

ციტატა(afxazi @ Aug 26 2007, 06:55 PM) *

Sotiris

ძალიან ჭკვიანი რომ ხარ თუ იცი.


გავწითლდი.

ციტატა(N. R. @ Aug 27 2007, 01:11 PM) *

შეგიძლია მითხრა რა კონკრეტული ცვლილებები შეიტანა ტიპიკონში და რამდენად შეეხო გალობას?


გალობას არა მგონია განსაკუთრებით შეხებოდა. გარკვეული ტექსტები ხელახლა თარგმნა ან რედაქტირება ჩაუტარა და ზოგის გალობა მაგის გამო შეუძლებელი გახდა (დასდებლებში მარცვალთა რაოდენობა შეიცვალა), მაგალითად ხარების კანონის. ამ ცვლილებების გასამართლებლად თვენისთვის დართულ ანდერძში წერს, რომ ყველაფრის გალობა დიდი დღესასწაულების გარდა არც არის საჭირო (?) და ვისაც მაინც გალობით უნდა თქმა, ძველი თარგმანის გამოყენება შეუძლიაო. ზოგადად შეუსწავლელი საკითხია, ამიტომ მეტს ვერ ვიტყვი ვერაფერს. უფრო საინტერესო შეიძლება ის არის, რომ დასავლეთიდან ვიღაც ცნობილი მგალობელი გადმოიყვანა (სახელი არ მახსენდება ახლა, იოანე ბატონიშვილის კალმასობაში წერია) და მაგას ბევრი მოსწავლე ჰყავდა.

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Aug 27 2007, 05:00 PM

QUOTE
იოანე ბატონიშვილის კალმასობაში წერია


ეს წიგნი არავის გაქვთ?

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Aug 27 2007, 10:25 PM

ციტატა(Lenus @ Aug 27 2007, 05:00 PM) *

ეს წიგნი არავის გაქვთ?


თუ არ ვცდები, ქართული პროზის სერია რომ არის, იქ არის ერთ-ერთ ტომში. დამოკლებულია ოღონდ, იოანეს ვრცელი მსჯელობა აქვს მაგალითად სკიტეს და მონასტრის ტიპიკონებზე და მაგათ საბჭოთა პერიოდში ვინ გაახარებდა? http://smiles2k.net/lol_smiles/2/index.html

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Aug 27 2007, 11:46 PM

ქართული პროზის მე-6 ტომშია

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Aug 28 2007, 11:05 AM

არა, ნაღდი მინდა, ორიგინალი )))

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Aug 29 2007, 08:19 PM

ციტატა(Lenus @ Aug 28 2007, 10:05 AM) *

არა, ნაღდი მინდა, ორიგინალი )))


მე მაქვს გურიაში, ახლა მივდივარ და თუ გინდა წამოგიღებ rolleyes.gif იმედია ვიპოვი სადაა....

პოსტის ავტორი: alilo თარიღი: Aug 29 2007, 08:59 PM

ჩვენი ეკლესია აღიარებს რო ამ კათოლიკოსმა თავის ქვეყნისთვის მიიღო კათოლიკური რწამსი

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Aug 30 2007, 05:19 PM

alilo


უფრო ვრცლად? blink.gif

პოსტის ავტორი: du_du_na თარიღი: Oct 29 2007, 02:22 AM

იქნებ ამ საკითხზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2017, 10:20 PM

"ანტონ I კათალიკოსი - ვახტანგ VI-ის ძმის - მეფე იესესა და ერეკლე I-ის ასულის, ელისაბედის ძე. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს 1744 წელს. ანტონი შეუდგა ნიადაგშერყეული და შევიწროებული ქართული ეკლესიის გაძლიერებისთვის ზრუნვას, აღადგენდა გაპარტახებულ ეკლესია-მონასტრებს, ებრძოდა სომეხ მონოფიზიტთა გააქტიურებულ პროპაგანდისტულ შემოტევებს, წამოიწყო სწავლა-განათლებისა და სასტამბო საქმის მოწესრიგება, შემოიკრიბა საქმიანი და განათლებული ადამიანები მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგიდან. 1755 წელს ანტონს გაკათოლიკება დასწამეს და კათალოკოსობიდან გადააყანეს. ის რუსეთს გაემგზავრა. 1763 წელს ერეკლე II-მ ანტონი რუსეთიდან დააბრუნა, ხოლო საეკლესიო კრებამ კვლავ აირჩია კათალიკოსად. ანტონ I-მა კვლავ განაგრძო ინტენსიური საეკლესიო და სამეცნიერო-ლიტერატურული მოღვაწეობა. ანტონ I ყველანაირად უწყობდა ხელს კალიგრაფიული სკოლების, ბიბლიოთეკების, თეატრის შექმნას, მხატვრობის, პოეზიისა და ხელოვნების სხვა დარგების განვითარებას. მან დიდი მონაწილეობა მიიღო ჯერ თბილისის, შემდეგ კი თელავის სემინარიების დაარსებაში.

ანტონმა თვითონ მოჰკიდა ხელი სახელმძღვანელოების შედგენის საქმეს. ამ მიზნით გამოიყენა თავისი ორიგინალური და ნათარგმნი წიგნები: "ქართული ღრამატიკა", სხვადასხვა ავტორის შრომები ლოგიკის, მეტაფიზიკის, ფიზიკის და სხვა დარგებში. ანტონმა მდიდარი ფილოსოფიურ-თეოლოგიური და ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა. მას ეკუთვნის დოგმატურ-პოლემიკური თხზულება "მზამეტყველება", "წყობილსიტყვაობა", ენციკლოპედიური ნაშრომი: "სპეკალი", რომელშიც თავისებურად არის მორიგებული ეკლესიისა და ფილოსოფოსთა მოძღვრება, ასევე ლოგიკის სახელმძღვანელო "კატეღორია-სიმეტნე", "ღვთისმეტყველება" და სხვ.

ანტონ I-ის ორიგინალური ჰაგიოგრაფიული კრებული "მარტირიკა" მოიცავს თითქმის ყველა ქართველ წმინდანთა "წამებას", ჰიმნოგრაფიიდან აღსანიშნავია მისი უზარმაზარი ნაშრომი სადღესასწაულო ანუ "თვენი". ანტონ I-ს ეკუთვნის ისტორიული თხზულებები: "მოკლე ისტორია საქართველოსი", "ქართველ მეფეთა შთამომავლობა" და სხვ. მან მრავალი მოწაფე-მიმდევარი აღზარდა და შექმნა მთელი სკოლა, რომელმაც ღრმა კვალი დააჩნია იმდროინდელ ქართულ საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებას."

/"კარიბჭე" N20, 2009, გვ.28/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2022, 07:35 PM

"[კათალიკოს-პატრიარქი] ანტონ I (დიდი) - იესე მეფის ძე (1744-1756 წ.წ.). ანტონ I ეკლესიის ისტორიაში დარჩა როგორც უდიდესი ინტელექტუარლი. მისი დიდი ღვაწლის გამო მე-18 საუკუნეს "დიდი კათალიკოსის" ეპოქას უწოდებენ"


/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 45/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2022, 08:13 PM

"პაპუნა ორბელიანი აღნიშნავს, რომ ანტონი იყო "კეთილი და ღირსი კეთილისა, აღმასრულებელი სჯულისა და განმამშვენებელი ეკლესიათა და დამმარხველი მცნებათა. შემდგომად რაოდენთამე დღეთა წაბრძანდა მცხეთას და მიიღო კურთხევვა ეპისკოპოსთან კრებათაგან და განმშვენდა ყოვლით კეძო".
საქართველოს ეკლესიის ისტორიაში იშვიათი იყო 24 წლის კათალიკოს-პატრიარქი, მაგრამ ანტონ I უკვე საკმაო ავტორიტეტი ჰქონდა. გარდა ამისა თეიმურაზ II-ს კარგად ახსოვდა, რომ რეალური პრეტენდეტი ქართლის სამეფო ტახტისა იყო ანტონი, ამიტომ მისი კათალიკოსად კურთხევით ეს პრობლემა მოიხსნა".

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 47/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2022, 07:31 PM

"ანტონ I საქართველოს ეკლესიის ისტორიაში დარჩება როგორც უდიდესი განმანათლებელი. ანტონ I პიროვნებაში თანაბრად იყო შერწყმული საერო და სასულიერო განათლების ტრადიციები. მისი დიდი ღვაწლის გამო, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თვით XVIII საუკუნეს "დიდი კათალიკოსის ეპოქას" უწოდებენ".

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 56/




პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2022, 08:30 PM

"ავტოკეფალიის დაკარგვამდე ბოლო კრება მოწვეულ იქნა 1764 წელს, რომელზეც კიდევ ერთხელ იქნა განხილული ყველა საბუთი და ფაქტი, რაც კი ეხებოდა ანტონ I კათალიკოსს. ამ კრებაზე საბოლოოდ დამტკიცდა, რომ ანტონ I "გაკათოლიკება" მამა-შვილ ზაქარია და იოსებ გაბაშვილების შეთხზული ცილისწამება იყო და კრებამ გამოიტანა განჩინება ანტონ I სრული გამართლებისა და საკათალიკოსო ტახტზე მისი კვლავ აღსაყდრებისა".

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ.119/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2022, 01:32 PM

"1748 წლის საეკლესიო კრება პირველი კრებაა მოწვეული ანტონ I-ის მოღვაწეობის დროს. იგი ასახავს საეკლესიო და კულტურულ სფეროში ანტონ I-ის სამოქმედო პროგრამას, რომელსაც იგი ახორციელებდა მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე. ამ საქმეში ანტონს მთლიანად მხარს უჭერდა ერეკლე II, ვინაიდან საეკლესიო და კულტურული ცხოვრების გარდაქმნის საქმე უშუალოდ დაკავშირებული იყო ოსმალობა-ყიზილბაშობისაგან გაპარტახებული ქვეყნის აღდგენასთან"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 228/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)