თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფორუმის საქველმოქმედო ფონდი _ გთხოვთ შემოიხედოთ

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Mar 6 2010, 04:51 PM

2 დღის წინ დამიკავშირდა 12 წლის მარიამის დედა, ბავშვი ინვალიდია დამატებით შეგიძლიათ მითითებულ ლინკზე ნახოთ
http://church.ge/index.php?showtopic=6989

ამ ოჯახს ფონდიდან ერთხელ უკვე დავეხმარეთ, ამიტომ მეტჯერ ვეღარ მოვახერხებთ. ამიტომ ვხსნი ახალ თემას იქნებ ვინმემ შეძლოს დახმარება

მარიამის დედამ, ქალბატონმა ქეთევანმა 100 ლარი მთხოვა. სამწუხაროდ ოჯახი მოატყუეს და ბინა ბანკში აქვთ ჩადებული. (მეზობელმა ჩაადებინათ, სარგებელს დაპირდათ და მერე დაიმალა ის ქალი) ახლა სამწუხაროდ ოჯახს გამოსახლება ემუქრება.
ორშაბათს დილით აუცილებლად უნდა ჩარიცხონ 100 ლარი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, რომ გამოსახლება დროებით მაინც შეჩერდეს...

გთხოვთ, იქნებ რამით დავეხმაროთ ამ ქალბატონს...
გადმოცემით ვიცი რომ საშIნელ პირობებში ცხოვრობენ, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დამიკავშირდა და იმათ მითხრეს.
ერთ ოთახში ცხოვრობენ მარიამის დედა, მისი 4 შვილი და ერთი შვილიშვილი.
მარიამი მამამ დაბადებისთანავე მიატოვა, ასე რომ მარჩენალის გარეშეა დარჩენილი ოჯახი
რაც შეეხება მარიამს, ბავშვს 8 ოპერაცია აქვს გაკეთებული, კიდევ 5 სჭირდება, მაგრამ როგორც მითხრეს სახელმწიფო აღარ აფინანსებს და ოჯახს არ აქვს საშუალება ბავშვს მიხედოს
ისე ვნერვიულობ sad.gif რა დავწერე ვეღარც ვკითხულობ

sad.gif ან მე დამიკავშირდით 893 118288
ან მარიამის დედას - 858 67 51 50

დიდი მადლობა ყველას წინასწარ, სხვა გზა ვერ და ვნახე თემა ამიტომ გავხსენი...

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Mar 6 2010, 05:00 PM

ნაზი ფონდიდან გადავრიცხოთ

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Mar 6 2010, 05:36 PM

ციტატა(neo @ Mar 6 2010, 06:00 PM) *

ნაზი ფონდიდან გადავრიცხოთ

neo
ერთხელ უკვე დავეხმარეთ და მეტჯერ ვეღარო ნათიამ, თან ორშაბათს დილით სჩირდებათ sad.gif

პოსტის ავტორი: nazi თარიღი: Mar 13 2010, 04:07 PM

ამ ოჯახს 50 დოლარი გადმოურიცხეს როგორც ვიცი ამერიკიდან, ლინგვომ გადმომცა.
მადლობა დიდი, რადგან არ დაპოსტა ალბათ ანონიმად უნდა დარჩენა ამ ადამინს.
ბევრმა დამირეკა და სურვილი გამოთქვა დახმარების. დიდი მადლობა ყველას smile.gif
შეგიწიროთ და მეტი შეგაძლებინოთ უფალმა.

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Mar 13 2010, 04:38 PM

100ლარის გულისთვის რომ გამოსახლებამდე მიიყვანს საქმეს ის კრედიტორი არაადამიანია!

პოსტის ავტორი: nananikusha თარიღი: Jun 5 2010, 06:38 PM

ჩემო ტკბილო და თბილო ადამიანებო.დიდება უფალს თქვენ რომ ყევხართ.რამდენი ოჯახი გყავთ გახარებული.რამდენი პატარისთვის მიგინიჭებიათ ნეტარება.ნუ გაიკვირვებთ ზოგიერთების გულცივობას.სიყვარულით გეამბორებით და გეფერებით ლამაზ გულებში და სულებში.დედა ნანა ლეჟავა და პატარა ნიკუშა

პოსტის ავტორი: ninore თარიღი: Sep 23 2010, 04:40 PM

ციტატა(nazi @ Mar 6 2010, 04:51 PM) *

2 დღის წინ დამიკავშირდა 12 წლის მარიამის დედა, ბავშვი ინვალიდია დამატებით შეგიძლიათ მითითებულ ლინკზე ნახოთ
http://church.ge/index.php?showtopic=6989

ამ ოჯახს ფონდიდან ერთხელ უკვე დავეხმარეთ, ამიტომ მეტჯერ ვეღარ მოვახერხებთ. ამიტომ ვხსნი ახალ თემას იქნებ ვინმემ შეძლოს დახმარება

მარიამის დედამ, ქალბატონმა ქეთევანმა 100 ლარი მთხოვა. სამწუხაროდ ოჯახი მოატყუეს და ბინა ბანკში აქვთ ჩადებული. (მეზობელმა ჩაადებინათ, სარგებელს დაპირდათ და მერე დაიმალა ის ქალი) ახლა სამწუხაროდ ოჯახს გამოსახლება ემუქრება.
ორშაბათს დილით აუცილებლად უნდა ჩარიცხონ 100 ლარი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, რომ გამოსახლება დროებით მაინც შეჩერდეს...

გთხოვთ, იქნებ რამით დავეხმაროთ ამ ქალბატონს...
გადმოცემით ვიცი რომ საშIნელ პირობებში ცხოვრობენ, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დამიკავშირდა და იმათ მითხრეს.
ერთ ოთახში ცხოვრობენ მარიამის დედა, მისი 4 შვილი და ერთი შვილიშვილი.
მარიამი მამამ დაბადებისთანავე მიატოვა, ასე რომ მარჩენალის გარეშეა დარჩენილი ოჯახი
რაც შეეხება მარიამს, ბავშვს 8 ოპერაცია აქვს გაკეთებული, კიდევ 5 სჭირდება, მაგრამ როგორც მითხრეს სახელმწიფო აღარ აფინანსებს და ოჯახს არ აქვს საშუალება ბავშვს მიხედოს
ისე ვნერვიულობ sad.gif რა დავწერე ვეღარც ვკითხულობ

sad.gif ან მე დამიკავშირდით 893 118288
ან მარიამის დედას - 858 67 51 50

დიდი მადლობა ყველას წინასწარ, სხვა გზა ვერ და ვნახე თემა ამიტომ გავხსენი...

100 ლარის შეტანა ბანკში არაფერს შეცვლის, თუ ბინა დაყადაღებულია და სასამართლო განაჩენი გამოტნილია.

ციტატა(თემო @ Mar 13 2010, 04:38 PM) *

100ლარის გულისთვის რომ გამოსახლებამდე მიიყვანს საქმეს ის კრედიტორი არაადამიანია!

სასამართლოში კრედიტ-ოფიცერს არ გადააქვს საქმე და ზოგადად კრედიტორი მაქსიმალურად აჯანჯლებს ხოლმე საქმეს, ეტყობა დიდი დარღვევა ქონდა.

თუ სურვილი აქვს მომწეროს და კონსულტაციას გავუწევ, ასე ძნელია რამის თქმა, როცა არ იცი რა ეტპზეა საქმე

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Sep 24 2010, 10:26 PM

ციტატა(ninore @ Sep 23 2010, 04:40 PM) *

100 ლარის შეტანა ბანკში არაფერს შეცვლის, თუ ბინა დაყადაღებულია და სასამართლო განაჩენი გამოტნილია.
სასამართლოში კრედიტ-ოფიცერს არ გადააქვს საქმე და ზოგადად კრედიტორი მაქსიმალურად აჯანჯლებს ხოლმე საქმეს, ეტყობა დიდი დარღვევა ქონდა.

თუ სურვილი აქვს მომწეროს და კონსულტაციას გავუწევ, ასე ძნელია რამის თქმა, როცა არ იცი რა ეტპზეა საქმე

ninore
ციტატა

თუ არა კრედიტორის (და არა კრედიტ ოფიცერის) განცხადება სამამართლოში ან არბიტრაჟში ან კიდევ ნოტარიალური სააღსრულებო ფურცელი-ისე თითს ვერ გაანძრევს ვერავინ.

კრედიტორის მიერ ხდება მიმართვა სამასართლოსთვის (უმეტეს შემთხვევაში სასამართლოში) და მას შემდეგ რაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება თანხის დაკისრებისა და ქონების რეალიზაციის შესახებ და გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე ამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, აღმასრულებელი, "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის მიხედვით მართავს ქონებაზე აუქციონს.

ქონების რეალიზაციის შემთხვევაში, ვინც არ უნდა გახდეს მესაკუთრე, მოისურვებს რომ მის საკუთრებაში მყოფ უძრავ ნივთს ის განკარგავდეს თავისუფალ მდგომარეობაში და აუცილებლად მოითხოვს იქ მცხოვრებ პირთა გამოსახლებას, ხოლო გამოსახლების 2 ვარიანტი გვაქვს მოქმედი კანონმდებლობით ერთი როცა შსს ორგანოები ახდენენ თანახმად მინისტრის ბრძანებისა და მეორე როდესაც აღმასრულებელი ახორციელებს.

კრედიტორი კიდევ საქმეს აჯანჯლებს თუ კი ქონება ლიკვიდურია და და მისი კრედიტის დაფარვას საფრთხე არ ემუქრება, (ან როცა ძალიან გულჩვილია smile.gif), დაარიცხავს ყველაფერს რაც კი სახელშეკრულებო (ძირითადად სასესხო ურთიერთობები სახელშეკრულებოა, მითუმეტეს როცა იპოთეკით დატვირთვასთან გვაქვს საქმე) ვალდებულებიდან არის წარმოშობილი და მერე "გაუყენებს გზას" და მისი სასარჩელო განცხადებით იწყება სწორედ მთელი ამ საქმის წარმოება...

რაც შეეხება სამოქალაქო საქმეთა კატეგორიას მასზე განაჩენი არ დგება, გამოდის გადაწყვეტილება, განჩინება და ა. შ. smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)