თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფორუმის საქველმოქმედო ფონდი _ ხარების სახელობის დედათა მონასტერი

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Apr 1 2012, 08:25 PM

მშვიდობა...
დიდი ხანია ფორუმზე აღარ შემოვსულვარ და ძალიან მომენატრეთ...



ეს თემა მინდა ქარელში მდებარე დედათა მონასტრის შესახებ გავხსნა. მონასტერი არის მშენებარე. მასში 2 მონაზონი მოღვაწეობს - მონაზონი ანგელინა და სქემ-მონაზონი მასტრედია... დედები ცხოვრობენ ნაქირავებ სახლში, რომელიც 1 აგვისტოს უნდა დაცალონ. მშენებარე შენობის 1 სართულის კედლები ამოყვანილია, მის მშენებლობაში უდიდესი წვლილი მიუძვით ბავშვებს, რომელთა შორის უმრავლესობა ტაძრის მრევლია და მთელი ზაფხულის განმავლობაში გვერდით ედგნენ დედაოს... მათ შორის მეც მომეცა საშუალება მონაწილეობა მიმეღო მონასტრის მშენებლობაში. მუშა ხელის არარსებობის გამო საძირკველში ჩასალაგებელი ალმატურა ჩემი შეკრულია smile.gif მე ამ მონასტერში გალობას ვასწავლი ბავშვებს და კარგად ვიცი იქ არსებული მდგომარეობა... მონასტერს არ აქვს მშენებლობის გასაგრძელებელი სახსრები... თუ ვინმეს გაგიჩნდებათ მონასტრის დახმარების სურვილი შემეხმიანეთ და დაგაკავშირებთ დედაოს...


ღმერთმა მოგცეთ ძალა მოწყალებისა...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 1 2012, 09:05 PM

დას რა სახის დახმარება შეგვიძლია მარიამ ფორუმელებს?

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Apr 3 2012, 12:12 AM

ალბათ უფრო ფინანსური დახმარება. რადგან მშენებლობის დამთავრებაა საჭირო.. მეორე სართულის დასაშენებლად საჭიროა 2000 ბლოკი. თითოს ფასი 90 თეთრია. მათ არ აქვთ ამის ყიდვის საშუალება. სახურავის მასალას წირავენ...

პოსტის ავტორი: varanxvasrotang თარიღი: Apr 8 2012, 10:45 PM

მოგესალმებით ყველას. რუის-ურბნისის ეპარქიაში, სოფელ დირბის ზედაჯვრის წმიდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერს სააღდგომო ღამისთევის ლტურგიაზე არ ჰყავს მგალობელთა გუნდი, მონასტრის წინამძღვრის იღუმენ იოანეს თხოვნაა, ვისაც გალობა შეუძლია და აქვს შესაძლებლობა, ჩამობრძანდეს მონასტერში, რათა ამ უდიდეს დღესასწაულს ტაძარში მგალობელთა გუნდი იყოს... გაწეულ ხარჯებს მონასტერი აანაზღაურებს. მსურველებს გთხოვთ დაუკავშირდეთ მამა იოანეს, ტელ: 599 20 24 60... გეწეოდეთ წმ. დიდმოწამე გიორგი

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Apr 8 2012, 10:46 PM

varanxvasrotang
ძმაო იქ ნუ წერ სადაც არ უნდა დაწერო..მოძებნე თემა და იქ ჩაწერე...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)