თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფორუმის საქველმოქმედო ფონდი _ რას წერენ ჩვენზე პრესაში

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: May 28 2007, 12:43 PM

"ადამიანები, ვინც გამოეხმაურებიან ნატვრის ავტორებს და ნატვრის ახდენაში დაეხმარებიან მათ, მოხსენიებული იქნებიან პატრიარქის მიერ აღვლენილ სადღესასწაულო წირვების დროს."

აი ჩვენი ქველმოქმედების შედეგიც "კვირის პალიტრა"-ში, ასევე დაიბეჭდა "ყველა სიახლე"-ში პარასკევის გამოცემაში, სამწუხაროდ დამავიწყდა, მალე დავდებ

"კვირის პალიტრა"
http://imageshack.us

ჩვენს ფორუმსაც მოიხსენებს ლოცვებში ჩვენი უწმიდესი

დიდი მადლობა ყველა ფორუმელს

შეგიწიროთ უფალმა

P.S ყველაზე მეტად მიხარია ამ ადამიანებს რომ დავეხმარეთ, მერე კი ჩვენი ფორუმის სახელი რომ დაფიქსირდა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2007, 12:46 PM

ნათია

ძალიან მოხარული ვარ smile.gif ამაში დიდი წვლილი შენ მიგიძღვის, ნათია wub.gif

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: May 28 2007, 12:47 PM

გაგვაძლიეროს უფალმა smile.gif რათა ვაკეთოთ მეტი კეთილი smile.gif

პოსტის ავტორი: shakuna_ თარიღი: May 28 2007, 12:48 PM

ნათია შენი დამსახურება მართლაც დიდია მაგ საქმეში გაგახაროს და გაგაძლიეროს უფალმა...

პოსტის ავტორი: ნიანია თარიღი: May 28 2007, 01:18 PM

უჰ რა კაია laugh.gif tongue.gif
აი ასე ბავშვური სიხარული მინდოდა გამომეხატა.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: May 28 2007, 01:19 PM

smile.gif დედა რა კარგიაsmile.gif
აწი ჩემთვის ბეეევრი სიარული შეიძლება და მეც მოვალ ხოლმე რამეს თუ დავგეგმავთ ან ფულის გადაცემა იქნება საჭირო.

გენაცალე ნათია, ღმერთმა გვიმრავლოს შენნაირი ადამიანები საქმის კეთება რომ არ ეზარებათsmile.gif

2kiss.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: May 28 2007, 01:51 PM

აჰა შეპირებული

"ყველა სიახლე"-ში

http://imageshack.us

როცა ვზრუნავთ სხვების ბედნიერებაზე, ჩვენ ვპოულობთ საკუთარს

გაიხარეთ 2kiss.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 28 2007, 01:56 PM

გაიხარეთ!

დიდი საქმეა ძალიან

პოსტის ავტორი: _გიორგი_ თარიღი: May 28 2007, 01:59 PM

ციტატა(ნათია @ May 28 2007, 01:51 PM) *

როცა ვზრუნავთ სხვების ბედნიერებაზე, ჩვენ ვპოულობთ საკუთარს

ნამდვილად ასეა

პოსტის ავტორი: poposa თარიღი: May 28 2007, 09:33 PM

ციტატა(ნათია @ May 28 2007, 12:43 PM) *

"ადამიანები, ვინც გამოეხმაურებიან ნატვრის ავტორებს და ნატვრის ახდენაში დაეხმარებიან მათ, მოხსენიებული იქნებიან პატრიარქის მიერ აღვლენილ სადღესასწაულო წირვების დროს."

აი ჩვენი ქველმოქმედების შედეგიც "კვირის პალიტრა"-ში, ასევე დაიბეჭდა "ყველა სიახლე"-ში პარასკევის გამოცემაში, სამწუხაროდ დამავიწყდა, მალე დავდებ
"კვირის პალიტრა"
http://imageshack.us
ჩვენს ფორუმსაც მოიხსენებს ლოცვებში ჩვენი უწმიდესი

დიდი მადლობა ყველა ფორუმელს

შეგიწიროთ უფალმა

P.S ყველაზე მეტად მიხარია ამ ადამიანებს რომ დავეხმარეთ, მერე კი ჩვენი ფორუმის სახელი რომ დაფიქსირდა rolleyes.gif

გაიხარე ნათი smile.gif
დიდი მადლობა გაწეული დახმარებისთვის. დღეს ველაპარაკე კვირის პალიტრას და 2 ადამიანს უკვე დაუკავშრიდი. რომ ჩამოვალ თბილიში, გადავცემ ნანატრ სურვილებს. ამაში კი შენ მიგიძღვის ძალიან დიდი წვრილი. დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: May 28 2007, 09:39 PM

ვახ

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: May 28 2007, 10:35 PM

ციტატა(poposa @ May 28 2007, 10:33 PM) *

გაიხარე ნათი smile.gif
დიდი მადლობა გაწეული დახმარებისთვის. დღეს ველაპარაკე კვირის პალიტრას და 2 ადამიანს უკვე დაუკავშრიდი. რომ ჩამოვალ თბილიში, გადავცემ ნანატრ სურვილებს. ამაში კი შენ მიგიძღვის ძალიან დიდი წვრილი. დიდი მადლობა

რისი მადლობა... მადლობა უფალს რომ მოგცათ ამის შესაძლებლობა აკეთოთ სიკეთე, რომელიც ღვთისგან დაგიფასდება ასმაგად

გაიხარეთ 2kiss.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: May 31 2007, 12:49 AM

ციტატა(kato_Bato @ May 28 2007, 02:19 PM) *

smile.gif დედა რა კარგიაsmile.gif
აწი ჩემთვის ბეეევრი სიარული შეიძლება და მეც მოვალ ხოლმე რამეს თუ დავგეგმავთ ან ფულის გადაცემა იქნება საჭირო.

გენაცალე ნათია, ღმერთმა გვიმრავლოს შენნაირი ადამიანები საქმის კეთება რომ არ ეზარებათsmile.gif

2kiss.gif

წამო წამოო შენც და შენმა ბაიამაც ხომ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ კეთილ საქმეში wub.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Jun 21 2007, 03:14 AM

გაიხარეთ კეთილი საქმეებისთვის.

მე ხშირად ვერ შემოვდივარ ფორუმზე ან თუ სემოვდივარ ძალიან გვიან და ვკითხულობ რასაც მოვასწრებ, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს თქვენთან უფრო ახლო ურთიერთობის, მინდა რითიც შევძლებ მეც დაგეხმაროთ .

ჩემი მაილი არის მითითებული ამ ფორუმზე და აქაც დავწერ
agr_bak@yahoo.com
გთხოვთ, როდესაც რაიმე შეხვედრა ან ღონისძიება დაიგეგმება გაჭირვებულთა დასახმარებლად ნუ დაიძარებთ, რომელიმე ფორუმელმა გამომიგზავნეთ მაილით შეტყობინება, ან ლინკი რომ ვნახო.
ბოდიში რომ გაწუხებთ მაგრამ თქვენ ისეთი ტემპით მოღვაწეობთ რომ ყველა პოსტს ვერ ვეწევი და მერე ვრჩები განზე.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 22 2007, 12:27 AM

ციტატა(ხათუნა @ Jun 21 2007, 04:14 AM) *

გაიხარეთ კეთილი საქმეებისთვის.

მე ხშირად ვერ შემოვდივარ ფორუმზე ან თუ სემოვდივარ ძალიან გვიან და ვკითხულობ რასაც მოვასწრებ, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს თქვენთან უფრო ახლო ურთიერთობის, მინდა რითიც შევძლებ მეც დაგეხმაროთ .

ჩემი მაილი არის მითითებული ამ ფორუმზე და აქაც დავწერ
agr_bak@yahoo.com
გთხოვთ, როდესაც რაიმე შეხვედრა ან ღონისძიება დაიგეგმება გაჭირვებულთა დასახმარებლად ნუ დაიძარებთ, რომელიმე ფორუმელმა გამომიგზავნეთ მაილით შეტყობინება, ან ლინკი რომ ვნახო.
ბოდიში რომ გაწუხებთ მაგრამ თქვენ ისეთი ტემპით მოღვაწეობთ რომ ყველა პოსტს ვერ ვეწევი და მერე ვრჩები განზე.

ხათუ მიწერიხან იაჰოში, მაგრამ იშვიათად გხედავ

"ფორუმის საქველმოქმედო ფონდის" განყოფილება ცალკე გაიხსნა და თუ დრო არ გაქვს და ვერ ასწრებ ყველაფრის გადახედვას შეგიძლია ამ განყოფილებაში ნახო სიახლეები ქველმოქმედებასთან დაკავშირებით

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jun 22 2007, 09:17 AM

ღმერთმა შეგიწიროთ.

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jun 22 2007, 07:38 PM

მეც ვნახე გაზეთი,და რა თქმა უნდა,ძალიან გამიხარდაsmile.gif ბედნიერი ვარ, რომ ასეთ კარგ საქმეებს აკეთებთ.
გენაცვალეთ თქვენა smile.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 23 2007, 01:28 PM

შესანიშნავია smile.gif

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Jun 23 2007, 07:44 PM

ძალიან გამიხარდა , იმედია ეს მალე "მონაგონი" დარჩება smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 23 2007, 08:00 PM

ციტატა(::სალომე:: @ Jun 23 2007, 08:44 PM) *

ძალიან გამიხარდა , იმედია ეს მალე "მონაგონი" დარჩება smile.gif

ღვთის წყალობით

პოსტის ავტორი: italieli-dato თარიღი: Jun 24 2007, 02:00 PM

ღმერთმა დაგლოცოთ.

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jun 25 2007, 05:20 AM

ნათი მაგარი ხარ გაიხარე

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 16 2007, 02:08 PM

როგორც მოგეხსენებათ, დაახლოებით ერთი კვირის წინ ინვალიდის ეტლი გადავეცით (კასპში) 84 წლის ქალბატონს ეკატერინე ნონიაშვილს ჩვენი ერთ -ერთი ფორუმელის დახმარებით (ანონიმურია) ....

კვირის პალიტრაში დაიბეჭდა ჩვენი ფორუმის სახელით

http://imageshack.us

ქეთი ჭეფხოძე ჩვენი ფორუმელია (ნიკი poposa)... ინვალიდის ეტლი ქეთიმ ჩაიტანა კასპში .

გაიხარე ქეთ 2kiss.gif

დიდი მადლობა ყველას 2kiss.gif

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Jul 16 2007, 02:13 PM

ციტატა(ნათია @ Jul 16 2007, 02:08 PM) *

როგორც მოგეხსენებათ, დაახლოებით ერთი კვირის წინ ინვალიდის ეტლი გადავეცით (კასპში) 84 წლის ქალბატონს ეკატერინე ნონიაშვილს....

კვირის პალიტრაში დაიბეჭდა ჩვენი ფორუმის სახელით

http://imageshack.us

ქეთი ჭეფხოძე ჩვენი ფორუმელია (ნიკი poposa)... ინვალიდის ეტლი ქეთიმ ჩაიტანა კასპში .

გაიხარე ქეთ 2kiss.gif
დიდი მადლობა ყველას 2kiss.gif

შენ გაგახაროს ღმერთა, ერთობა და თანადგომა ყველაფერს გადაგალახინეს კაცს.

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jul 16 2007, 02:20 PM

ერთ-ერთ მნიშვნელოვანს და საუკეთესოს, რასაც ეს ფორუმი აკეთებს არის ქველმოქმედება,მიხარია და გილოცავთ! განსაკუთრებით ნათიას ეკუთვნის,შენი თაოსნობით კიდევ უამრავი გაეხარებიოს ფორუმს!გუშინ ზუგდიდში ვიყავი და ვლაქენის სახელობის ტაძარში ღვთისმშობლის კვართის წინ თქვენ ყველა მოგიხსენიეთ,სანთელი დავანთე თქვენ სახელზე! smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 16 2007, 02:27 PM

ციტატა(მართა @ Jul 16 2007, 02:20 PM) *

ერთ-ერთ მნიშვნელოვანს და საუკეთესოს, რასაც ეს ფორუმი აკეთებს არის ქველმოქმედება,მიხარია და გილოცავთ! განსაკუთრებით ნათიას ეკუთვნის,შენი თაოსნობით კიდევ უამრავი გაეხარებიოს ფორუმს!

სამადლობელო არაფერი ჩემო კარგო, ეს ჩვენი მოვალეობაა, უფალი ტყუილად არაფერს დაუშვებს ამ ქვეყანაზე.... იმიტომ არსებობს ამდენი გაჭირვებული, რომ ჩვენ შევძლოთ სიკეთის კეთება და ჩვენი ცოდვებისგან განწმენდვა... მადლობა უფალს

ციტატა
გუშინ ზუგდიდში ვიყავი და ვლაქენის სახელობის ტაძარში ღვთისმშობლის კვართის წინ თქვენ ყველა მოგიხსენიეთ,სანთელი დავანთე თქვენ სახელზე! smile.gif

გაიხარეეეე.... უღრმესი მადლობა.... მე პირადად ეს ძალიან მჭირდებოდა... 2kiss.gif

უფალმა გისმინოს

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 31 2007, 10:56 AM

http://imageshack.us

დიდი მადლობა ყველას!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2007, 01:38 PM

ციტატა(ნათია @ Jul 31 2007, 10:56 AM) *

http://imageshack.us

ნათიას და ყველა ფორუმელს ღმერთმა შეუწიროს ეს სიკეთე!!! smile.gif

ამაზე დიდი სიკეთე რა უნდა იყოს ადამიანისთვის, როცა მოყვასს სიხარულს ანიჭებს..

"ვუწყი, რადგან არაფერია კაცისათვის იმაზე კარგი, რომ გაიხაროს და ქმნას სიკეთე, ვიდრეღა ცოცხლობს."

ისო ზირაქი

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Sep 5 2007, 12:16 AM

ჩვენი ფორუმელი poposa-ს ინტერვიუ კვირის პალიტრასთან...

გთავაზობთ ნაწყვეტს სტატიიდან:
როცა საშველი აღარ არის... “ლამაზია, მაგრამ იქ ვერ დავრჩები...”

ჟურნალისტი: ქველმოქმედება ნიჭია, ნიჭიერი კი ყველა როდია.

ქეთი ანუ poposa: სხვათა შორის, ინტერნეტით აღმოვაჩინე ქართული საქველმოქმედო ორგანიზაცია “მართლმადიდებლური ფორუმი”. მისი წევრები გავიცანი და დავუმეგობრდი. თბილისში როცა ჩამოვდივარ, ერთმანეთს ვხვდებით. ათასამდე არიან, ზოგი 15-16 წელზე მეტისაც არ არის და უკვე მიეჩვია ადამიანების დახმარებას. უნდა გითხრათ, რომ “კვირის პალიტრის” საქველმოქმედო წერილები და ნატვრები მათ საიტზეც თავსდება, რომ რაც შეიძლება ბევრმა წაიკითხოს...

ჟურნალისტი: როგორ შოულობენ ფულს ქველმოქმედებისთვის?

ქეთი:
უბრალოდ, ერთმანეთში აგროვებენ. გაავრცელებენ ინტერნეტით ინფორმაციას, დანიშნავენ დროს და სამების ტაძარში შეიკრიბებიან. იქ, ვისაც რა გააჩნია, დებს. ზოგჯერ კაცს ერთი ლუკმა პურიც კი გადაარჩენს ხოლმე...

ჟურნალისტი: შენ როგორღა აგროვებ ფულს “კვირის პალიტრასა” და “ყველა სიახლეში” გამოქვეყნებული ნატვრების ასახდენად?

ქეთი:
შვეიცარიელი ქართველებიც დამეხმარნენ. შვეიცარიაში ქართველების დასახმარებელი ფონდი ქეთევან წიქორიძე-კრებსერმა ჩამოაყალიბა. ჩემი სტიპენდიით კი მე და ნათია ბოლქვაძემ ტელევიზორი და წნევის აპარატები ვიყიდეთ და “კვირის პალიტრაში” მივიტანეთ. სექტემბრის ბოლოს მე და ქრისტინე სუთიძემ შვეიცარიაში საქველმოქმედო კონცერტი უნდა გავმართოთ და შემოსული თანხა თბილისში, მოხუცთა თავშესაფარს გამოვუგზავნოთ...

გაიხარე ქეთი!

წარმატებებს გისურვებ! შეგიწიროს უფალმა! 2kiss.gif

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Sep 5 2007, 12:38 AM

თქვენ გაიხარეთ ხალხნო. გაჭირვებულის დახმარებაზე დიდი მადლი კიდევ რა უნდა იყოს.

მათ თვალებში ამოკითხული სიხარული გაგრძნობინებს ადამიანს თავს ბედნიერად.

ღმერთი გფარავდეთ და გაძლიერებდეთ. 2kiss.gif

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Sep 5 2007, 12:41 AM

მართლაც და გაიხარე 2kiss.gif
ყველას შეუწიროს უფალმა ვინც ასეთ კაი საქმეს აკეთებს

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Sep 5 2007, 12:44 AM

კაქები ხართ!

უფლმა გაკურთხოს ნათი 2kiss.gif

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Sep 5 2007, 01:34 AM

ნათ რაც არ უნდა იყოს შენ თითოეულ ფორუმელთან ერთად მიაღწიე პატარა საწადელს მაინც ქველმოქმედების სფეროში, მართლა გილოცავ გულით, აბა მასე გააგრძელეთ,
აქ მართლა მწყდება გული რომ ხშირად არ ვიყავი თქვენს გვერდით ასეტ საქმეებში,

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Sep 5 2007, 11:20 AM

გაიხარეთ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Sep 8 2007, 04:03 AM

smile.gif ღმერთმა ყველა ფორუმელს და მართლმადიდებელ ქრისტიანს მიანიჭოს ნიჭი და უნარი ქველმოქმედებისა და ბევრი სიკეთის კეთებისა.
"ნეტარ იყვნენ მოწყალენი,რამეთუ იგინი შეიწყალნენ." bye1.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Sep 21 2007, 12:32 PM

ჩვენი ფორუმი კვირის პალიტრაში

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Sep 21 2007, 01:03 PM

ძაან მაგარია smile.gif ყველას გილოცავთ smile.gif

პოსტის ავტორი: მათველა თარიღი: Oct 18 2007, 12:03 AM

რა კარგია!
გილოცავთ ყველას , ძაან სასიხარულოა !

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Oct 18 2007, 10:15 AM

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ

ყველანი რო ერთან დ ვიქნებით ბევრი კაისაქმეს ადვილათ გავართმევ თ თავს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაძლიეროთ ყოჩაღ ნათ მართლა მიხარია, აწი ხო იცით თქვენთან ვარ რაც შემიძლია არ დავიშურებ

პოსტის ავტორი: serafita თარიღი: Oct 18 2007, 10:42 AM

ღმერთმა დაგლოცოთ ამ იდეის სულისჩამდგმელები

პოსტის ავტორი: მათველა თარიღი: Oct 22 2007, 10:20 PM

დაგლოცოთ უფალმა.
ძაან მიხარია , კიდევ ერთხელ:

პოსტის ავტორი: jariskaci თარიღი: Dec 28 2007, 02:30 AM

სწორედ მაგ წერლით მოგაგენით თქვენ და თქვენ ფორუმს.
ღმერღმა დაგლოცოთ

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Jan 17 2008, 07:09 PM

ღმერთმა შეგიწიროთ უდიდესი მადლია რასაც აკეთებთ.

მივიღე შეტყობინება რომელსაც ვიმედოვნებ საქართველოდან უფრო დაეხმარებიან (ტელეფონის ნომრიდან გამომდინარე). იქნებ ვინმე გამოჩნდეს მე-3-ე ჯგუფის რეზუს დადებითი ჯგუფის სისხლით.

ღმერთს ებარებოდეთ

8 წლის ბავშვს ესაჭიროება მესამე ჯგუფის რეზუს დადებითი სისხლი თუ კი გაქვთ ვინმეს სურვილი რომ დაეხმაროთ მაშინ დარეკეთ ამ ნომერზე: 877 474 729 … ბავშვი სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლის…

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: May 19 2008, 11:27 AM

2008 წლის მარტში გამოვიდა ახალი გაზეთის "სტუდენტური NEWS"-ის I ნომერი, სადაც ჩვენი ფორუმელი ნაზის მიერ გამოქვეყნებულია ფორუმის შესახებ სტატია...

შენიშვნა: - შეცდომებია ტექსტის აკრეფისას გაპარული და არ შეიჩნიოთ smile.gif

" ვინ არიან მართლმადიდებლური ფორუმის წევრები?

ფორუმის წევრებში ათეისტებს და მუსლიმანებსაც მოიძიებთ

ინტერნეტი ახალგაზრდობისთვის გართობის ერთ-ერთი აქტუალური და მოდური საშუალებაა. ნუ დაგეზარებათ, მოიძიეთ მართლმადიდებლური ფორუმი მისამართზე www.church.ge და მერწმუნეთ, გაგიჭირდებათ თავი დააღწიოთ მართლმორწმუნე ქრისტიანების არც თუ პატარა ოჯახს, რომელშიც უკვე 3500-ზე მეტი წევრია დარეგისტრირებული.

წმინდა წერილი, საეკლესიო სამართალი, საუბრები რელიგიური საკითხების გარშემო, ჩვენი პატრიარქი, სიწმინდეები, ეკლესია-მონასტრები, საეკლესიო გალობა, საქართველოს ისტორია, მეცნიერება და განათლება, უცხოეთშიუ მყოფი ჩვენი თანამემამულეები, დაუსვით კითხვა მოძღვარს- ეს იმ თემების ნაწილი გახლავთ, რომლებიც ფორუმზეა განთავსებული, თუმცა church.ge-ს საქმიანობა, ვირტუალურმა სამყარომ ვერ დაიტია და ახლა ქველმოქმედებასაც ეწევა.
ფორუმის დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ, 2007 წლის 18 ივლისს, მართლმადიდებლურ ფოურმ church.ge-ს საქველმოქმედო ფონდი შეიქმნა უწმიდესის ლოცვა კურთხევით, ორმაგი ენთუზიაზმით შეუდგნენ მოღვაწეობას ახალგაზრდა მართლმადიდებლები და არამარტო ისინი (ფორუმის წევრებში, ათეისტებს და მუსლიმნებსაც მოიძიებთ).
ნათია ბოლქვაძე - საქველმოქმედო ფონდის ერთ-ერთი დამაარსებელი:
-"ერთ დღეს, როდესაც ეს ფორუმი აღმოვაჩინე, სადაც ერთმანეთის მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა იგრძნობა, მივხვდი რომ ვიპოვე ის, რასაც დიდი ხანია ვეძებდი. იდეა ქველმოქმედებაზე უკვე არსებობდა. მე და ჩემმა ახლად შეძენილმა მეგობრებმა გიორგი ხითარიშვილმა და მარინე გელაშვილმა, იდეას ფრთები შევასხით, რა თქმა უნდა, ფორუმელების თანადგომით და დახმარებით. ფონდში არსებობს ფინანსების მართვის ჯგუფი, რომელიც განკარგავს ფონდის ბიუჯეტს. გვყავს ასევე სპონსორები, სამშენებლო კომპანია "არსი ავლაბარი" და ფარმაცევტული კომპანია GPC, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას.
არ დამავიწყდება ის დღე, როდესაც ფონდიდან პირველად თანხა მარტყოფის ბავშთა სახლს გამოვუყავით, ახალი წელი მათთან ერთად გავატარეთ. შობას ნუცუბიძეზე, ჩვილ ბავშთა სახლს ვეწვიეთ. გაზეთების "კვირის პალიტრის" და "ყველა სიახლის" ნატვრის ბარათებს church.ge-ს მისამართზე ვანთავსებთ. ვეძებთ სპონსორებს და შეძლებისდაგვარად ვეხმარებით ადამიანებს, ვისაც ჩვენი სჯერა. სხვათა შორის, უცხოეთში მცხოვრები ქართველები, ხშირად გვეხმაურებიან და ჩვენთან ერთად ცდილობენ გაჭირვებული ხალხის ოცნება რეალობად აქციონ."
churhc.g-ს წევრები ხშირად მოგზაურობენ და მართლმადიდებლურ დღესასწაულებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხვდებიან. გასული წლის სექტემბერში ტაო-კლარჯეთი მოილოცეს. მათ გეგმებში კიდევ ბევრი ქრისტიანული ადგილის მონახულება შედის.

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2008, 11:33 AM

ციტატა(ნათია @ May 19 2008, 11:27 AM) *

კარგი სტატიაა smile.gif შეუწიროს უფალმა ნაზის 2kiss.gif იმედი მაქვს ამ სტატიით ბევრი ახალგაზრდა გაიგებს ჩვენი ფორუმის შესახებ და შემოგვიერთდება smile.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: May 19 2008, 11:34 AM

ნათია
ვაა მაგარი სტატიაა.smile.gif
ტაოს სურათი სად გაიჩითა.
გაიხარე ნაზი. 2kiss.gif

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: May 19 2008, 11:38 AM

ვააა, კარგია, მომილოცავს ბავშვებო, გამოგვაჭენეს გაზეთშიც biggrin.gif

მიხარია, მადლობა სტატიის ავტორს 2kiss.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: May 19 2008, 11:54 AM

wub.gif

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: May 19 2008, 02:21 PM

ციტატა(kato_Bato @ May 19 2008, 12:54 PM) *

wub.gif

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: May 19 2008, 02:27 PM

ნაზიი wub.gif

მეგობარმა მითხრა სადრაც გაზეთში გნახეო და მე კიდე კვირის პალიტრა მეგონა..ალბათ,ეს ნახა smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 5 2009, 03:58 PM

კვირის პალიტრაში №1(723) 5 - 11 იანვარი 2009

გამოქვეყნდა წერილი "ზღაპარი სიკეთისა" smile.gif

http://www.radikal.ru

იყო და არა იყო რა. იყო დიდ დიღომში ეკლესია წმინდა ილია მართლისა. ამ ეკლესიის მოძღვარი და მრევლი ყველანი ახალგაზრდები იყვნენ. ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, გადაწყვიტეს, გაჭირვებულებს დახმარებოდნენ. მისწერეს ინტერნეტით წერილი მთელ საქართველოსა და მსოფლიოს - სადაც ქართველები ხართ, შემოგვიერთდით, ობლებსა და გაჭირვებულებს ერთად დავეხმაროთო.

მერე ზღაპარი, თვითონაც რომ არ ელოდნენ, ისე გაგრძელდა: ახლა უკვე ასეულობით არიან და უამრავ სიკეთეს აკეთებენ. ეს პატარა ამბებიც ზღაპრებს რომ ჰგავს, მათი საქმიანობიდან არის ამოკრეფილი. ოღონდაც ძალზე მცირე, თუმცა სიკეთეს ისედაც არ უნდა ბევრი ლაპარაკი.

... პირველი წერილი ლილიანამ მისწერა თანატოლებს: «ჩემი მეზობელი, 12 წლის გიორგი ძალიან ავად არის. დედამისმა მითხრა, თუ ოპერაცია არ გაიკეთა, მოკვდებაო. აუცილებლად საზღვარგარეთ უნდა წავიდეს. ოპერაციის ფულს ჯანდაცვის სამინისტრო აძლევს, მაგრამ გზის ფული არ აქვს. გთხოვთ დაეხმაროთ»...

იმ საღამოს ახალგაზრდები ქუჩაში შეხვდნენ ლილიანას. ზოგი ერთმანეთს არ იცნობდა, მაგრამ სიკეთეს რა ნაცნობობა სჭირდება. ახლა გიორგი თხუთმეტის არის და... ჯანმრთელადაა.

მერე დათო იყო: «გთხოვთ დამეხმაროთ: მოხუცი ბებია და ავადმყოფი დედა მყავს. დედას წამალი სჭირდება, მაგრამ ფული არ გვაქვს». დათოს დიდი ხნის ძებნის შემდეგ მიაკვლიეს და... ახლა დათოს დედაც ჯანმრთელია.

...ახალი წლის ღამეს ერთი დიდი მაღაზია თითქმის დაცალეს, ჩანთებში ჩაალაგეს და მანქანაში რომ ჩასხდნენ, კიდეც გათოვდა. მარტყოფშიც თოვდა, ბავშვთა სახლი თოვლში იყო ჩაფლული. ბავშვები შინ არ იყვნენ, სტუმრებს გზაში უნდა დავხვდეთო, სირბილით სდიეს მანქანას... იმ საღამოს ფეიერვერკებით განათდა ობლების სახლი და თვალები, რომლის დავიწყება არ შეიძლება.

...ახლა იმ მოხუცზე გიამბობთ, ზაჰესთან, ტყის პირას, ქოხში მარტო რომ ცხოვრობს. ტყეს დიდი არ ეთქმის, მაგრამ იმხელა მაინც არის, საბრალო მოხუცმა ფიჩხი შეაგროვოს და გათბეს. მის პატარა ქოხს მთელი დღე დაეძებდნენ და იპოვეს. ფანჯრების ნაცვლად ცელოფანები ჰქონდა გაკრული, კარის მაგიერ - ფიცრები...

გამოვიდა კატო ბებო კოჭლობით. არ დაიჯერა, - განა მართლა ვინმეს შევეცოდეო?

...ისე როგორ მოხდება, რომ ამისთანა მადლმა ფეხზე არ დაგვაყენოს! ხვალ სხვები დაიზრდებიან - წინ სანთელი, უკან - გზა ნათელი. ახლა ნათელმირონობის სანთელზეც უნდა გიამბოთ და ნათლულებზე - მთლად ახალდაბადებულებზე, ავტობუსებში რომ ჰყავდათ დედებს გულში ჩაკრული. კი, ასეც იყო ომის დღეებში: თბილისის ქუჩებში ავტობუსები იდგა და ავტობუსებში - ახალშობილები. ერთი მხოლოდ ოთხი დღისა. დაბომბვა რომ დაიწყო, ერთი გოგონა ერთი დღის იყო. ექიმებმა, - არ მოგვიკლანო, მისი დედიკო საწოლიდან ააყენეს და თხრილში ჩააწვინეს, თხრილიდან - ავტობუსში. ავტობუსი სამი დღე ქუჩაში იდგა. ჩვილი ძუძუს სწოვდა. დედა ტიროდა. მაგრამ აბა, ანგელოზები რისთვის არიან - მოვიდნენ და ჩვილი შეიფარეს, დაბანეს, მონათლეს. განა მარტო ის ერთი - სხვები.

...რაც გიამბეთ, ეს ზღაპარი აქ არ სრულდება. ისე, როგორც ყველა ზღაპრის მიღმა, მის უკანაც იმედი დგას... ფერიები და ჯადოქრები არასოდეს ქრებიან. უბრალოდ მათ სხვადასხვა სახე აქვთ და სხვადასხვა ადგილზე შეიძლება შეგხვდნენ. ამ შემთხვევაში ინტერნეტში ეძებეთ მისამართით: www.church.ge მართლმადიდებლური ფორუმი. და თუ თქვენც სურვილი გექნებათ, შეუერთდით. შეგიძლიათ ობლებს 1 ლარი შესწიროთ. «მაგთის» ნომრებზე 200-329; «ჯეოსელის» ნომრებზე 700-580.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jan 5 2009, 04:05 PM

wub.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 6 2009, 04:00 AM

ციტატა
უბრალოდ მათ სხვადასხვა სახე აქვთ და სხვადასხვა ადგილზე შეიძლება შეგხვდნენ. ამ შემთხვევაში ინტერნეტში ეძებეთ მისამართით: www.church.ge მართლმადიდებლური ფორუმი. და თუ თქვენც სურვილი გექნებათ, შეუერთდით. შეგიძლიათ ობლებს 1 ლარი შესწიროთ. «მაგთის» ნომრებზე 200-329; «ჯეოსელის» ნომრებზე 700-580.

და ვინაა ამ ლამაზი ზღაპრის ავტორი? smile.gif კარგია ძალიან smile.gif
მოამზადა ეთერ ერაძემ
ახ, ვიპოვე smile.gif
http://www.kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htm

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 6 2009, 04:44 AM

mpua.gif friends.gif wub.gif

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Jan 6 2009, 12:39 PM

რა მშვეიერი ზღაპარია.... wub.gif თბილი...

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jan 6 2009, 02:57 PM

kiss1.gif კარგები ხართ

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jan 6 2009, 03:20 PM

ბავშვობა გამახსენა ამ ზღაპარმა wub.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jan 6 2009, 03:22 PM

მართლაც, სიკეთე ზღაპარივით ლამაზია wub.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)