თემის საბეჭდი ვერსია
მართლმადიდებლური ფორუმი _ ფორუმის საქველმოქმედო ფონდი _ ურბნისის დედათა მონასტერს დახმარება ჭირდება
პოსტის ავტორი: nuciko-22 თარიღი: Aug 6 2008, 08:53 PM
http://www.radikal.ru
მონასტრის წინამძღვარი დედა გლაფირა დედასთან ერთად.
http://www.radikal.ru
მონასტერი ურბნისის საკათედრო ტაძრის( VI საუკუნე)გვერდით მდებარეობს.
http://www.radikal.ru
ტაძრის ეზოში აშენდა ძალიან ლამაზი სასანთლე(მაღაზია).საჭიროა იატაკის ფილები.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
სამრეკლო
http://www.radikal.ru
ღვთისნიერი ადამიანების წყალობით შენდება ორ სართულიანი შენობა, რომელშიც იქნება კელიები და სატრაპეზო.თითქმის ყველანაირი მასალა აქვთ, გარდა ხის მასალისა.მონასტერში არიან 80 წელს გადაცილებული დედები.
აქვთ "დენიკინის" დროინდელი მაცივარი, ზომითაც ძალიან პატარა,მონაზვნების მოკრძალებულ მენიუსაც რომ ვერ იტევს.
იქნებ გამოჩნდეს სპონსორი, ან იქნებ გაიხსნას ანგარიში ურბნისის დედათა მონასტრის სახელზე.
ბოდიშს ვიხდი განცხადებისათვის მაგრამ დედებს დახმარება და გვერდით დგომა სჭირდებათ, თუ ვინმე გადაწყვეტს დახმარებას დაკავშირება შეიძლება mariam-k-თან , ჩემთან ან ყველაზე საუკეთესო ვარიანტია თავად წინამძღვართან .მე შემიძლია მეგზურობა გაგიწიოთ.
შეგეწიოთ უფალი და მრავალი კარგი საქმე გაკეთებინოთ.
პატივისცემით ნინო დედიკო.
პოსტის ავტორი: abo თარიღი: Aug 6 2008, 10:05 PM
რადგან ნათია არ არის ამ თემაში გამოხმაურებაც ნაკლებია. 1 ლარი რომ შეიკრიბოს დიდ პრობლემებს მოუხსნით დედებს. გაიხარეთ და იაქტიურეთ.
აბო.
პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Aug 7 2008, 12:06 AM
ციტატა(nuciko-22 @ Aug 6 2008, 08:53 PM)
აქვთ "დენიკინის" დროინდელი მაცივარი, ზომითაც ძალიან პატარა,მონაზვნების მოკრძალებულ მენიუსაც რომ ვერ იტევს.
იქნებ გამოჩნდეს სპონსორი, ან იქნებ გაიხსნას ანგარიში ურბნისის დედათა მონასტრის სახელზე.
ბოდიშს ვიხდი განცხადებისათვის მაგრამ დედებს დახმარება და გვერდით დგომა სჭირდებათ
ნინო დედიკო
საბოდიშო არაფერია,ამხელა ფორუმზე ბევრს ექნება სურვილი მცირედით მაინც დავეხმაროთ დედებს და მეც დიდი სიამოვნებით შევიტან ჩემს პატარა წვლილს ამ კეთილ საქმეში
ამ კვირას ფორუმელები ვაპირებთ თბილისის ტაძრების მოლოცვას
---> http://church.ge/index.php?showtopic=4344&pid=380559&st=520entry380559
და თანხის ნაწილი შეიძლება იქვე ავაგროვოთ და გადავცეთ რომელიმე მედერატორს ან სენატორს
პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 7 2008, 09:08 AM
nuciko-22
ღმერთიც გიშველიოს ამ თემის გახსნისთვის.
ადრე მე გავხსენი თემა ურბნისის დედათა მონასტრის დასახმარებლად და მართლაც გაუწიეს ფორუმელებმა გარკვეული სახის დახმარება. უყიდეს სქიმ-მონაზონ ანას მედიკამენტები და ასევე ერთ-ერთმა ფორუმელმა ააგროვა თანხა ახლობლებში და გადასცა დედა გლაფირას.
იმედია ახლაც იაქტიურებენ და დაეხმარებიან.
ციტატა
ღვთისნიერი ადამიანების წყალობით შენდება ორ სართულიანი შენობა, რომელშიც იქნება კელიები და სატრაპეზო.თითქმის ყველანაირი მასალა აქვთ, გარდა ხის მასალისა.
ღვთის წყალობით მართლაც გამოჩნდნენ შემომწირველები და უსასყიდლოდ მისცეს მონასტერს საკმაოდ ბევრი სამშენებლო მასალა, თუმცა კვლავ ბევრი რამ არის საჭირო მშენებლობისთვის. საჭიროა ხის მასალა და ასევე ფულადი დახმარება, მონასტრის ბიუჯეტი კი საკმაოდ მწირია.
ციტატა
აქვთ "დენიკინის" დროინდელი მაცივარი, ზომითაც ძალიან პატარა,მონაზვნების მოკრძალებულ მენიუსაც რომ ვერ იტევს.
მაცივარიც მართლაც რომ საშინელ მდგომარეობაშია. არის საკმაოდ ძველი და თანაც გაუმართავი. საყინულედან წყალი დნება და ზედ დასდის პროდუქტს.
ციტატა
თუ ვინმე გადაწყვეტს დახმარებას დაკავშირება შეიძლება mariam-k-თან , ჩემთან ან ყველაზე საუკეთესო ვარიანტია თავად წინამძღვართან
თU ვინმეს მარტლაც ენდომება დაკავშირება მეც თქვენს გვერდით მიგულეტ. პმ-ში მომწერეთ და ნომერს მოგცემთ.
ურბნისის დედათა მონასრტის მშენებლობა მარტის თვეში:
http://www.radikal.ru
იგივე ადგილი 2 კვირის წინ:
http://www.radikal.ru
მონასტერერი არის 3 საცხოვრებელ სახლში განლაგებული. აქედან 2 ავარიულ მდგომარეობაშია და ახალი კელიების აშენების შემდეგ დაანგრევენ სავარაუდოდ. თUმცა დღესდღეობით ორივე სახლში ცხოვრობენ დედები. 1-ში თავად წინამძღვარი, ხოლო მეორეში მონასტრის 3 წევრი - სქიმ-მონაზონი სუსანა, მონაზონი სოფიო და მორჩილი ანა. ეს ერთერთი ავარიული სახლია :
http://www.radikal.ru
ეს კი ის შენობაა რომელიც შედარებით კარგ მდგომარეობაშია. თUმცა ერთი შეხედვითაც ემჩნევა, რომ არც ეს არის სახარბიელო მდგომარეობაში. 1-სართულზე არის სატრაპეზო და საკუჭნაო, II სართულზე კი არის კელიები, აივანზე აშებენული კედელი კი დასანგრევია, რადგანაც არ არის კარგად აშენებული და ქარი როცა ქრის კედელი ქანაობს.
http://www.radikal.ru
მონასტერთან ახლოს არის მდინარე მტკვარი. ეს მონასტრიდან გადაღებული სურათებია.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 7 2008, 09:21 AM
მონასტრის წინამძრვარი დედა გლაფირა
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Aug 7 2008, 10:41 AM
ნამდვილატ აუცილებელი ტემა,და დვიწყოთ რა თანხის აგროვება არაქვს მნიშვნელობა რათანხას დადებთ ყველამრო მცირედი გავიღოთ რაც ჩვენს ფინანსებს გასწვდება და აღემატება ეამ მადლიან საქმესაც მალე ავასრულებთ
პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Aug 7 2008, 11:08 AM
როგორ დავიწყოთ თანხის შეგროვება ?
პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 7 2008, 11:27 AM
ბიძია თომა
ციტატა
ნამდვილატ აუცილებელი ტემა,და დვიწყოთ რა თანხის აგროვება არაქვს მნიშვნელობა რათანხას დადებთ ყველამრო მცირედი გავიღოთ რაც ჩვენს ფინანსებს გასწვდება და აღემატება ეამ მადლიან საქმესაც მალე ავასრულებთ
გაიხარე. მართალი ხარ.
მცირედი დახმარებაც კი ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის.
ლილიანაციტატა
როგორ დავიწყოთ თანხის შეგროვება ?
ალბათ კარგი იქნება თუ ვინმე ითავებს, ვინც თბილისში ცხოვრობს.
პოსტის ავტორი: nuciko-22 თარიღი: Aug 7 2008, 07:46 PM
ციტატა(maikusi @ Aug 7 2008, 12:06 AM)
ნინო დედიკო
საბოდიშო არაფერია,ამხელა ფორუმზე ბევრს ექნება სურვილი მცირედით მაინც დავეხმაროთ დედებს და მეც დიდი სიამოვნებით შევიტან ჩემს პატარა წვლილს ამ კეთილ საქმეში
ამ კვირას ფორუმელები ვაპირებთ თბილისის ტაძრების მოლოცვას
---> http://church.ge/index.php?showtopic=4344&pid=380559&st=520entry380559
და თანხის ნაწილი შეიძლება იქვე ავაგროვოთ და გადავცეთ რომელიმე მედერატორს ან სენატორს
maikusiკვირას მოსალოცად რაღაც ცოტა ხალხია, სიცხემ შეაშინათ ალბათ.
აგრილდა ხალხნო!!!!თან საქველმოქმედო აქციაც იქნება .
თქვენი ნინო დედიკო
პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Aug 7 2008, 11:28 PM
ციტატა(nuciko-22 @ Aug 7 2008, 07:46 PM)
maikusiკვირას მოსალოცად რაღაც ცოტა ხალხია, სიცხემ შეაშინათ ალბათ.
აგრილდა ხალხნო!!!!თან საქველმოქმედო აქციაც იქნება .
თქვენი ნინო დედიკო
15 კაცზე ნაკლები არ ვყოფილვართ არცერთ მოლოცვაზე და იმედია კიდევ შემოგვემატებიან
სიცხემ არ შეგაშინოთ ხალხო
ნარიყალაზე და თაბორზე ისეთ სიცხეში ავედით,მგონი ეხლა არარის ისეთი სიცხეები,მაგრამ ისეთი მადლი მივიღეთ რო სიცხე საერთოდ აღარც გვახსოვდა
მომენატრეთ ბავშვებოოოოოოოოოოო
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Aug 18 2008, 11:59 AM
nuciko-22
მსგავსი თემა იყო http://church.ge/index.php?showtopic=698 და მხოლოდ წამლებით შევძელით დედების დახმარება...
ახლა ძალიან რთული პერიოდია, ფონდის თანხა (და არა მარტო ფონდის, ყოველდღე ფორუმელებისგან შეგროვებული თანხებით ხდება საჭირო პროდუქტების შეძენა) მთლიანად ლტოლვილ ორსულებს და მოხუცებს მოხმარდება, შემდეგ თვეებში, აქ რა თემებიც არის გახსნილი ეკლესიების დახმარებისთვის, თანდათან ყველას დახმარებას შევძლებთ...
დიდი სურვილი მაქვს თითოეული ეკლესიის აშენებასა თუ აღდგენაში ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანოთ
პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 20 2008, 09:56 AM
ნათია
ციტატა
ახლა ძალიან რთული პერიოდია, ფონდის თანხა (და არა მარტო ფონდის, ყოველდღე ფორუმელებისგან შეგროვებული თანხებით ხდება საჭირო პროდუქტების შეძენა) მთლიანად ლტოლვილ ორსულებს და მოხუცებს მოხმარდება, შემდეგ თვეებში, აქ რა თემებიც არის გახსნილი ეკლესიების დახმარებისთვის, თანდათან ყველას დახმარებას შევძლებთ...
გაიხარე მართალი ხარ.
ეს თემა ქალბატონმა ნინომ იმიტომ გახსნა, რომ მაშინ არ იყო ასეთი და რთული სიტუაცია. ეხლა რომ ც გამოყოთ მონასტრისთვის რაიმე დახმარება, ვერც მიაწვდით და ვერც გააკეთებენ რაიმეს.
ლტოლვილების დახმარება ამ ეტაპზე ბევრად უფრო საჭიროა. როდესაც ქვეყანაში მდგომარეობა შეიცვლება და დაწყნარდება სიტუაცი, მერე შეიძლება ამაზე ფიქრი.
პ.ს. ძალიან გამეხარდა შენი გაცნობა.
პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Sep 15 2008, 09:29 AM
ურბნისის დედათა მონასტერში შეიცვალა წინამძღვარი. დღეს მივდივარ მონასტერში, ვნახავ ახალ წინამძღვარს და გამოვართმევ საკონტაქტო ნომერს. იმედია მცირედით მაინც შევძლებთ რომ დავეხმაროთ.
პოსტის ავტორი: clementine თარიღი: Oct 21 2011, 01:14 AM
როგორ მომენატრა აქაურობა <3 <3 <3 3 წელია არ ვყოფილვარ ((
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)