თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფორუმის საქველმოქმედო ფონდი _ ძალა მოწყალებისა...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 21 2008, 12:00 PM

ვფიქრობ, ამ განყოფილებაში ერთი ასეთი თემა აუცილებლად უნდა იყოს, სადაც დავწერთ წმინდა მამათა, სათნო ადამიანებისა და ჩვენს შეხედულებებს მოწყალების, ქველმოქმედების შესახებ smile.gif

ამჯერად ჩვენი საყვარელი პატრიარქის სიტყვებს გაგაცნოთ:

საინტერესოა, რომ ძველებრაულად (ამ ენაზეა დაწერილი მათეს სახარება და ძველი აღთქმა) სიტყვა "მოწყალება" თანამედროვე გაგებასთან შედარებით გაცილებით ფართო მნიშვნელობას შეიცავს.

იგი არ ნიშნავს გაჭირვებულის მხოლოდ შველას ანდა მძიმე მდგომარეობაში მყოფისათვის თანაგრძნობას. ის ასევე გულისხმობს სხვისი მდგომარეობის იმდენად ღრმად წვდომის უნარს, რომ შეგეძლოს მისი თვალებით დაინახო სამყარო, მისი გონებით გააანალიზო პრობლემები, განიცადო მისი განცდები...

ეს კი სიბრალულზე მეტია. ეს არის არა მარტო თანაგრძნობა, არამედ საკუთარი თავის შეგნებული გაიგივება სხვა პიროვნებასთან იმდენად, რომ აღიქვამდე და გრძნობდე სამყაროს ისე, როგორც აღიქვამს მას ჭირში მყოფი. ეს არის ნიჭი სხვადყოფნისა. ღმერთმა მოგვმალდოს იგი.



"იცხოვრე სხვისთვის, თუ გსურს ემსახურო შენს თავს."

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Mar 21 2008, 12:26 PM

smile.gif


ციტატა
"იცხოვრე სხვისთვის, თუ გსურს ემსახურო შენს თავს."

+ ნათიას ადრენდელი ხელმოწერა გამახსენდა,რომელიც ძალიან მიყვარს: "როცა ზრუნავ სხვის ბედნიერებაზე,პოულობ საკუთარს."

მართლა ძნელია ხოლმე სხვის მდგომარეობაში შესვლა. კი,ჩაუვლი გვერდით და დაგენანება,შენც მოიწყენ მათ შემხედვარე,მაგრამ იმ მწუხარების ნახევარსაც კი ვერ შეიგრძნობ,რასაც ისინი გრძნობენ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 21 2008, 01:13 PM

სოფი
2kiss.gif yvavilebi.gif

ერთ-ერთმა დიდმა მეცნიერმა სიტყვა "დღეს" ქვაზე ამოკვეთა და საწერ მაგიდაზე დაიდო, რათა თავისი თავისთვის მუდამ შეეხსენებინა, რომ ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი დღევანდელი დღეა.

დღეს მაქსიმალურად უნდა გაკეთდეს ყველაფერი კარგი და დიადი, რადგან ხვალ შეიძლება უკვე გვიანი იყოს. თუ ამ წესით ვიცხოვრებთ, ჭეშმარიტ გზაზე დავდგებით.

ჩვენი პატრიარქი ილია II

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2008, 03:48 PM

"ღმერთმან... კეთილსა კაცსა წინაშე მისსა მისცა სიბრძნე და მეცნიერება, და სიხარული."

/ეკლესიასტე 2.26/

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Mar 24 2008, 05:17 PM

მართლა ძალიან ძნელია ისე გაითავისო სხვისი ტკივილი,რომ შეიგრძნო ის რასაც სხვა გრძნობს ამ ტკივილით sad.gif . კარგია როცა ადაიანს შეუძლია მოწყალება გასცეს უსაზღვროდ და უანგაროდ,მაგრამ ხშირად მოვხვდებით ხოლმე ისეთ სიტვაციაში ,რასაც ეს ქართული ანდაზა ასახავს ზუსტად : სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო. ღმერთმა შეგვაძლებინოს ყველას რომ ამ ანდაზის მთავარი გმირები არ გავხდეთ

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Mar 24 2008, 05:36 PM

ციტატა(marine @ Mar 21 2008, 01:13 PM) *

სოფი
2kiss.gif yvavilebi.gif

ერთ-ერთმა დიდმა მეცნიერმა სიტყვა "დღეს" ქვაზე ამოკვეთა და საწერ მაგიდაზე დაიდო, რათა თავისი თავისთვის მუდამ შეეხსენებინა, რომ ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი დღევანდელი დღეა.

დღეს მაქსიმალურად უნდა გაკეთდეს ყველაფერი კარგი და დიადი, რადგან ხვალ შეიძლება უკვე გვიანი იყოს. თუ ამ წესით ვიცხოვრებთ, ჭეშმარიტ გზაზე დავდგებით.

ჩვენი პატრიარქი ილია II


უმაგრესი სიტყვებია და აბსოლუტურად ვეთანხმები,ხელ აწევით..

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 25 2008, 10:46 AM

"მისდიეთ მოწყალების გზასა და სიმართლეს", - გვარიგებს ბრძენი.

აქ ერთი მხრივ იგულისხმება ღვთის მოწყალება, მიყვასისათვის გაწეული სიკეთე, გაჭირვებულისადმი თანაგრძნობა... საერთოდ მზადყოფნა სხვათა დასახმარებლად, ხოლო მეორე მხრივ - მიცემული პირობისა და დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისათვის ზრუნვა.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 25 2008, 01:27 PM

"ჩვენი დღეები - ის ფიჭებია, რომელნიც ფუტკრის მსგავსად, თაფლით უნდა ავავსოთ და ამ თაფლით სხვა ადამიანებმაც უნდა ისარგებლონ."


ასეთი ლამაზი სიტყვები ხომ მხოლოდ ჩვენს ტკბილ პატრიარქს შეუძლია თქვას wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2008, 11:22 AM

ქუთაისში გაბრიელ ეპისკოპოსი არქიელის გორაზე ცხოვრობდა. ერთ ზამთარს მისმა მორჩილმა შენიშნა, რომ ღამ-ღამობით შეშა იკარგებოდა. ადგა და დაუდარაჯდა.

შუაღამისას, მართლაც, გამოჩნდა კაცი, რომელმაც შეშა აიღო და გაპარვას აპირებდა. მოსამსახურემ ზურგში სდრუზა "ქურდს." ნელა, შე ოჯახაშენებულო - წამოიყვირა კაცმა...

გაოგნებულმა მორჩილმა იცნო გაბრიელ ეპისკოპოსის ხმა. აღმოჩნდა, რომ მღვდელმთავარი ერთ ღარიბ მრავალშვილიან ოჯახს შეშას უზიდავდა ჩუმად.

smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Mar 26 2008, 02:38 PM

ციტატა(marine @ Mar 26 2008, 11:22 AM) *

ქუთაისში გაბრიელ ეპისკოპოსი არქიელის გორაზე ცხოვრობდა. ერთ ზამთარს მისმა მორჩილმა შენიშნა, რომ ღამ-ღამობით შეშა იკარგებოდა. ადგა და დაუდარაჯდა.

შუაღამისას, მართლაც, გამოჩნდა კაცი, რომელმაც შეშა აიღო და გაპარვას აპირებდა. მოსამსახურემ ზურგში სდრუზა "ქურდს." ნელა, შე ოჯახაშენებულო - წამოიყვირა კაცმა...

გაოგნებულმა მორჩილმა იცნო გაბრიელ ეპისკოპოსის ხმა. აღმოჩნდა, რომ მღვდელმთავარი ერთ ღარიბ მრავალშვილიან ოჯახს შეშას უზიდავდა ჩუმად.

smile.gif smile.gif



მადლი ისაა მარინე ალბათ, რომ ასე დაფარულად აკეთო..როგორი კარგი რამ დაწერე,მაგარია

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2008, 02:41 PM

ციტატა(zviadauri @ Mar 26 2008, 02:38 PM) *

მადლი ისაა მარინე ალბათ, რომ ასე დაფარულად აკეთო..როგორი კარგი რამ დაწერე,მაგარია


სამწუხაროდ ფორუმის ფორმატიდან გამომდინარე ძნელია სიკეთე დაფარულში გავაკეთოთ, მაგრამ სულ არარაობას ასე ჯობია smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2008, 04:25 PM

"დრო ჩვენ მოგვეცა იმიტომ, რომ გუშინდელთან შედარებით დღეს უკეთესნი გავხდეთ, ხვალ კი - დღევანდელზე უფრო კარგნი... ვერ დაიბრუნებ ვერცერთ წუთს, სიკეთის ქმნის გარეშე უქმად ჩავლილს."

ჩვენი პატრიარქი.

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Mar 26 2008, 04:36 PM

smile.gif კარგი თემაა,მარინე გაიხარე. როგორც დედა ეკლესია გვასწავლის, ამ მარხვაში რამდენადაც შესაძლებელია მორწმუნე ადამიანმა ხშირად გაიღოს მოწყალება,ხოლო მოწყალების ფორმები შეიძლება სხადახვაგვარი იყოს...


ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი სხვისთვის სიხარულის მინიჭება ,სხვისი გახარება უნდა იყოს.ალბათ,თქვენც გამოგიცდიათ ის დიდი სიხარული,რომელსაც გაჭირვებულისთვის დახმარება განგვაცდევინებს.ამ დროს გულში სიხარული სუფევს,რადგან ვგრძნობთ,რომ გაღებული მატერიალური შემწეობის ნაცვლად ისეთი დიდი საუნჯე მოვიპოვეთ,რომელსაც ის,რაც გავეცით ვერც კი შეედრება.აი სწორედ ეს არის ის სრული სიხარული,რომელიც ადამიანს ღმერთთან აკავშირებს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი



ღმერთმა ყველას გონება და გული,სიკეთის შეძლება დაგვირიგა,ზოგს,მართალია, ცოტა, ზოგს ბევრი, მაგრამ ბევრს ბევრი მოეკითხება და ცოტას - ცოტა. იმისათვის კი არ დაგვირიგა,რომ იმ ზარმაც მონასავით კიდობანში,ან მიწაში დავმალოთ, -იმისათვის,რომ ბევრი გაჭირვებულია ქვეყანაზედ,უნდა გავცეთ, რომ მოვიგოთ რამე, თორემ ხელცარიელები დავრჩებით, როცა ღმერთი მოგვკითხავს. ამიტომაც არიან ეგრე გულმართალნი ეს სიტყვები: რასაცა გასცემ - შენია, რაც არა - დაკარგულია. ის ღვთის მადლი, რომელიც ყოველ კაცს თავდაპირველვე ჩაგვსახებია, ჩვენთვის დაკარგულია, თუ სიკეთე არ მოვაგებინეთ.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)



პ.ს. ღმერთმა , ყველას მოგვცეს უნარი მოწყალებისა.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Mar 26 2008, 04:38 PM

marine
მაპატიე, ეხლა შევამჩნიე ეს თემა smile.gif

დიდი მადლობა მარი! 2kiss.gif

ციტატა
სამწუხაროდ ფორუმის ფორმატიდან გამომდინარე ძნელია სიკეთე დაფარულში გავაკეთოთ, მაგრამ სულ არარაობას ასე ჯობია

კი ასეა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2008, 04:52 PM

ციტატა(xornabujeli @ Mar 26 2008, 04:36 PM) *

ალბათ,თქვენც გამოგიცდიათ ის დიდი სიხარული,რომელსაც გაჭირვებულისთვის დახმარება განგვაცდევინებს.


ეს განვიცადე როცა ინვალიდს მობილური ვუყიდეთ და სიხარულისგან ატირებულ დედამისს ვესაუბრე. რამდენიმე დღე გაღიმებული დავდიოდი smile.gif საოცარი განცდა იყო, ძლივს დავოკდი smile.gif

ციტატა(ნათია @ Mar 26 2008, 04:38 PM) *

marine
მაპატიე, ეხლა შევამჩნიე ეს თემა smile.gif

დიდი მადლობა მარი! 2kiss.gif


შენ მადლობა, ნათი, რომ ფორუმზე ასეთი ადამიანი ხარ და ბოროტებას ანეიტრალებს შენი განყოფილება smile.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2008, 02:09 PM

"შენი კეთილი საქმეების დავიწყება ყველაზე უსაფრთხო ადგილია მათ შესანახად."

"გულის განწყობის მიხედვით ფასდება შესაწირი დიდია თუ მცირე: მხოლოდ იგი ადებს საგნებს ნამდვილ ფასს."

"გააკეთე ის, რაც ღირსია ჯილდოსი, მაგრამ ნუ ეძიებ მას."

პოსტის ავტორი: TikoE თარიღი: Mar 28 2008, 03:15 PM

ციტატა(marine @ Mar 28 2008, 02:09 PM) *

"შენი კეთილი საქმეების დავიწყება ყველაზე უსაფრთხო ადგილია მათ შესანახად."

"გულის განწყობის მიხედვით ფასდება შესაწირი დიდია თუ მცირე: მხოლოდ იგი ადებს საგნებს ნამდვილ ფასს."

"გააკეთე ის, რაც ღირსია ჯილდოსი, მაგრამ ნუ ეძიებ მას."



ყველა ის სიკეთე, რომელსაც ამ ქვეყნად დავთესად, მხოლოდ მცირედია იმ სიხარულისა, რითაც ნეტარნი გაიხარებენ "ცათა შინა"

ვისურვებდი ყველას მხოლოდ სიკეთე გვეკეთებინოს და არასოდეს გაგვევლოს გულში ბოროტება.
ვთესოთ სიკეთე ჩვენი სულის გადასარჩენად

შენ წარმოთქვი სიტყვა და იგი უკვე არასოდეს აღარ მოკვდება, არამედ იცოცხლებს საშინელ სამსჯავრომდე. იგი შენთან ერთად წარდგება საშინელ სამსჯავროზე და იქნება შენსკენ და შენს საწინააღმდეგოდ.
წმ. თეოფანე დაყუდებული - მიხვდებით ჩემო კარგებო, ეს მხოლოდ სიტყვებს არ ეხება

გვიყვარდეს ერთმანეთი და არასოდეს დავიღალოთ კეთილი საქმეების კეთებით

თიკო

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2008, 03:28 PM

ციტატა(TikoE @ Mar 28 2008, 03:15 PM) *


შენ წარმოთქვი სიტყვა და იგი უკვე არასოდეს აღარ მოკვდება, არამედ იცოცხლებს საშინელ სამსჯავრომდე. იგი შენთან ერთად წარდგება საშინელ სამსჯავროზე და იქნება შენსკენ და შენს საწინააღმდეგოდ.


გაიხარე, თიკუნა a025.gif რა ლამაზი სიტყვებია rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2008, 10:42 AM

"მოწყალების რამდენიმე მაგალითი მინდა მოგიყვანოთ:

ებრაელთა წინაპარი ისააკი თავის სახლეულთან ერთად მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა. მას ჩვეულებად ჰქონდა ჭების ამოთხრა, რომ სხვა ხალხსაც ესარგებლა წყლით. ისააკმა ასე მრავალი ჭა ამოთხარა და ამით თავისებურად მოწყალების საქმე აღასრულა.

ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრეზიდენტი იყო ლინკოლნი. მას, როგორც ყველა ადამიანს, ჰყავდა კეთილისმყოფელებიც და, რათქმაუნდა, მტრებიც.

იყო ვინმე სტენონი, რომელიც იმდენად ვერ იტანდა ლინკოლნს, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტად არჩევამდე მას მდაბალ, ვერაგ ჯამბაზს უწოდებდა: გამუდმებით დასცინოდა და ზედმეტ სახელადაც "ნამდვილ გორილას" უწოდებდა.

სტენონი ამბობდა: სულ ტყუილად ირჯებიან, როცა აფრიკაში მიემგზავრებიან გორილას დასაჭერად; გორილა ხომ შეიძლება ამერიკაში, სპირინგ-ფილდში, ილინოისის შტატში შევიპყროთო.

ლინკოლნი დიდხანს ითმენდა ასეთ შეურაცხყოფას; მერე კი უპასუხა იმით, რომ სტენონი, როგორც სამხედრო საქმის კარგი მცოდნე, ამერიკის თავდაცვის მინისტრად დანიშნა.

გავიდა წლები; სიყვარულმა და მოთმინებამ ბოლოს გაიმარჯვა. და, როცა პრეზიდენტი თეატრში მოკლეს, მის კუბოს სტენონი ცხარედ დასტიროდა: აქ განისვენებს დიდებულთა შორის ყველაზე გამორჩეული ხელმძღვანელი, ვინც კი ოდესმე უნახავს მსოფლიოს.

აი, ასე კურნავს სიკეთე ბოროტებას, სიყვარული - სიძულვის.

/სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2008, 01:31 PM

მოწყალების ძალა

წმინდა ონოფრე დიდი (IV ს.) სპარსეთი მეფისწული იყო. უფლის ბრძანებით, ის ბავშვობიდანვე მონასტერში მიაბარეს. შვიდი წლის რომ შესრულდა, მონასტრის ბერები ერთი სასწაულის მოწმენი გახდნენ: მონასტრის მნე ბავშვს დღეში ერთხელ თითო ნაჭერ პურს აძლევდა.

ერთხელ ერთმა ბერმა შემთხვევით დაინახა, რომ ონოფრე ღვთისმშობლის ხატის წინ იდგა ფეხისწვერებზე შემდგარი ღვთისმშობლის ხატის წინ იდგა და ფეხისწვერებზე შემდგარი ღვთისმშობლის კალთაში მჯდომ ყრმა იესოს პურს უწვდიდა, თან ეუბნებოდა: აიღე ჩემი პური და შეჭამე, შენც ჩემსავით პატარა ხარ, მაგრამ მნე პურს არ გაძლევს, გეშიებაო. ყრმა იესომაც გამოუწოდა ხელი და პური აიღო.

გაოგნებულმა ბერმა ნანახი სხვა ბერებს უამბო, მაგრამ არავინ დაუჯერა, არც მნემ დაიჯერა და წინამძღვარს შეატყობინა. წინამძღვარმა უბრძანა, აღარ მიეცა მეორე დღეს ონოფრესათვის პური.

- დღეს შენთვის პური აღარ დამრჩა. წადი და იესოს გამოართვი, აი, იქ, ხატზე რომ არის - უთხრა მნემ ბავშვს მეორე დღეს.

ონოფრე მორჩილად მიტრიალდა და ხატთან მივიდა. ბერები ჩუმად გაჰყვნენ და სუნთქვაშეკრულნი დაელოდნენ, რა მოხდებოდა. პატარა ონოფრე ხატს მიუახლოვდა, პირჯვარი გადაიწერა და მიმართა: „მნემ დღეს პური არ მომცა, აღარ დამრჩაო, ასე მითხრა, იესოსთან მიდი და ის მოგცემსო. გთხოვ პაწია ნატეხი მაინც მომეცი, თორემ უკვე ძალიან მომშივდა.“

ამის თქმაზე ხატიდან იესომ ხელი გამოუწოდა და საუცხოო პური გადასცა. პატარა ნატეხი კი არ იმხელა იყო, ბავშვმა ძლივს მიიტანა წინაძღვართან. მთელი მონასტერი ერთხმად ადიდებდა უფალს.

/“საკვირველი ამბები წმინდანთა ცხოვრებიდან“/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 15 2008, 01:52 PM

შენს მოქმედებას საფუძვლად სიყვარული დაუდე და გახსოვდეს: მთავარი ის კი არ არის, რამდენს გაიღებ გაჭირვებულის დასახმარებლად, არამედ ის, თუ სიყვარულის რა წილს ჩადებ შენს მიერ გაკეთებულ კეთილ საქმეში. ღვთის სახელით სიყვარულით აღსრულებული კეთილი საქმე მეტად დიდი მადლია წინაშე უფლისა.

/ჩვენი პატრიარქი/

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Apr 15 2008, 01:55 PM

ციტატა(marine @ Apr 15 2008, 01:52 PM) *

შენს მოქმედებას საფუძვლად სიყვარული დაუდე და გახსოვდეს: მთავარი ის კი არ არის, რამდენს გაიღებ გაჭირვებულის დასახმარებლად, არამედ ის, თუ სიყვარულის რა წილს ჩადებ შენს მიერ გაკეთებულ კეთილ საქმეში. ღვთის სახელით სიყვარულით აღსრულებული კეთილი საქმე მეტად დიდი მადლია წინაშე უფლისა.

/ჩვენი პატრიარქი/



ულამაზესი სიტყვებია!

ბრძენია ჩვენი უწმიდესი 2kiss.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 16 2008, 03:44 PM

ციტატა(ნათია @ Apr 15 2008, 01:55 PM) *

ულამაზესი სიტყვებია!

ბრძენია ჩვენი უწმიდესი 2kiss.gif

2kiss.gif mze.gif

მოწყალების შესახებ

ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრობდა ახალგაზრდა ბერი, სახელად მარტირი, რომელიც გამოირჩეოდა ღვთისმოსაობით და გლახაკთადმი მოწყალებით. იგი ზიარებისა და აღსარებისათვის ხშირად დადიოდა თავის მოძღვართან სხვა მონასტერში.

და აი, ერთხელ მოძღვართან მიმავალმა ამ ახალგაზრდა ბერმა გზაში დაწოლილი წყლულებიანი გლახაკი დაინახა, რომელიც ადგომასა და იმავე მონასტრისაკენ წასვლას ცდილობდა, მაგრამ ძალა არ ჰყოფნიდა. მარტირიმ ძირს გაფინა თავისი მანტია, ზედ დააწვინა დავრდომილი, მერე იგი ზურგზე მოიკიდა და ასე გაეშურა ტაძრისაკენ.

ნათელმხილველის ნიჭით დაჯილდოებულმა მისმა სულიერმა მამამ ბერები ამ სიტყვებით მსწრაფლ ფეხზე დააყენა: "იჩქარეთ, ეხლავ გახსენით მონასტრის ჭიშკარი, მოდის მარტირი და თავისი მხრებით ღმერთს მოაბრძანებს.

მარტირიმ კი ალაყაფის კარს რომ მოაღწია, დავრდომილი მიწაზე დაასვენა, რათა კარები გაეღო. და როცა გლახაკის ასაყენებლად მობრუნდა, მანტიაზე აღარავინ დახვდა. მან დაინახა ცად ამაღლებული იესო ქრისტე და გაიგონა ეს სიტყვები: "მარტირი, შენ არ უგულვებელმყავ მე მიწაზე, მე არ უგულვებელგყოფ შენ ზეცაში, შენ აქ შემიწყნარე, მე კი შეგიწყნარებ შენ საუკუნოდ."

მონასტერში შესულ მარტირის ძმები მიეგებნენ. მოძღვარმა ჰკითხა: ძმაო ჩემო სად არის ის, ვინც შენ მხრებით მოგყავდა?

მარტირიმ ცრემლით უპასუხა: მამაო, რომ მცოდნოდა, ვინ იყო, მის ფეხებთან დავემხობოდიო...


/საეკლესიო-საოჯახო კალენდარი. 2000 წელი/

პოსტის ავტორი: ლულუ თარიღი: Apr 16 2008, 03:50 PM

"მოწყალე ხელი არ გაღატაკდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 16 2008, 03:52 PM

ციტატა(ლულუ @ Apr 16 2008, 03:50 PM) *

"მოწყალე ხელი არ გაღატაკდება"


რა ლამაზი სიტყვებია!!! mpua.gif

პოსტის ავტორი: ლულუ თარიღი: Apr 16 2008, 03:54 PM

როგორადაც ძალგიძს, ისე შეეწიე მოყვასს. თუკი სასწაულთმოქმედი სიტყვით არ შეგიძლია ადამიანთა უძლურება განკურნო, კეთილი სიტყვით გაამხნევე და ანუგეშე შეჭირვებული! და თუკი მოყვასს დაეხმარები, მაშინ, ჰოი, საკვირველებავ, თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე დაგიდგება მსახურად... ოდეს მოყვასს შეეწევი და მეოხ-ექმნები, თადავ დაეუფლები საღმრთო საგანძურს, ქრისტეს სამეუფოს; მოყვასის შემმოსველი და დამპურებელი თავად იგემებ უკვდავებას და სამეფო ძოწეულით შეიმოსები...
წმ. გრიგოლ პალამა

თუკი ვინმე ქრისტიანთაგან მოწყალებას არ გასცემს, იგი საუფლო საქორწინო პალტთა მიღმა დარჩება და დაიღუპება. ამიტომ ხელნიცა შენნი ოდენ ზეცისაკენ კი არა, ღარიბ-ღატაკთა შესაწევნელდაც განიპყარ!
წმ. იოანე ოქროპირი


ქრისტეზე ფიქრით შენ გასცემ პურის ნატეხს და შენ მოგეცემა უფლება სასუფეველისა; აცმევ შიშველს ხრწნად სამოსელს, და მადლი ღვთისა გიბოძებს შენ უხრწნელ სამოსელს სიმართლისა; მიდიხარ მწირის შესახვედრად, ავადმყოფის, ან პატიმრის მოსანახულებლად, და იგივე ნაბიჯებით გიხდება სვლა დიდებით მომავალი იესო ქრისტეს მარჯვნივ, ზეციური მამისაგან ნაკურთხ კრებულში. თუ სიყვარულით ანუგეშებ ღატაკს და სიკეთეს უკეთებ მას, თუნდაც მცირეოდენს, უმნიშვნელოს, იმავ დროს მიუყვები უფალს ღატაკის გადასარჩენად. აი, ღარიბზე გაწეული შენი სიკეთე როგორ გადადის უფლისაში, დიდი მხსნელისაგან გადარჩენილი, შენ თავად ხდები გადარჩენის იარაღი, ასე რომ ვთქვათ - პატარა მხსნელი მცირეთათვის, და თუ არ იქნება კადნიერად ნათქვამი, გარკვეული სახით კეთილისმოქმედი შენი მაცხოვრისა, რადგან მან თქვა: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“.
მიტროპოლიტი ფილარეტი

როცა... ადამიანს პირს არიდებ, მითამ ქრისტე-ღმერთისთვის მოგირიდებია პირი. იესომ ბრძანა: განკითხვის დღეს გეტყვითო მწყურვალი ვიყავ და არ მასვითო; მშიერი ვიყავ, არ მაჭამეთო; შიშველი ვიყავ, არ ჩამაცვითო; სნეული ვიყავ, არ მომიარეთო. როცა მეტყვიანო უფალო! სადა გნახეთ, რომ არ გიშველეთო მე ვეტყვიო: ყოველი გაჭირვებული კაცი, თქვენგან არ გაკითხული, მე ვიყავიო... სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა, აი ხიდი ცხონებისა, აი გასაღები სამოთხისა!..
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)




პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Apr 16 2008, 09:19 PM

მე ასეთი ისტორია ვიცი.რამდენად მართალია თავს ვერ დავდებ,უბრალოდ გაგონილი მაქვს.
ერთ კაცს ღვთისმშობლისთვის რაღაც უთხოვია და თან უთქვამს მოწყალების ნიშნად ,რაგაც რაოდენობის ფულს გაჭირვებულებს დაურიგებდა.ეკლესიიდან გამოსულს მათხოვრები დასევია და ფული,როგორც უთქვამს ყველას დაურიგა(დიდი რაოდენობის ფულზეა საუბარი).როცა შეთქმული თანხა დაარიგა,წასასვლელად გამობრუნებულმა ხის კუთხეში მჯდომი ქალი შეუნიშნავს,რომელიც მოწყალებას ითხოვდა.ქალი მას მიუახლოვდა და ფული სთხოვა.კაცმა ჯერ უარი უთხრა(შეთქმული თანხა დახარჯული ქონდა),მაგრამ მერე შეეცოდა და თავისი დარჩენილი ფული სულ იმ ქალს მისცა.
გარკვეული დროის მერე მას სურვილი შეუსრულდა და სიზმრად ღვთისმშობელი ნახა,რომელმაც უთხრა:ის მათხოვარი მე ვიყავი,გამოგცადეო!!!
კაცს არ დაუჯერებია სიზმრისთვის და ისევ იმ ტაძარში მისულა,იმ ქალ;ის მოსაძEბნად,მაგრამ ვერსად ვერ უნახავს.იქვე მყოპ მათხოვრებისთვის უკითხავს,მაგრამ ყველამ გაიკვირვა:მასეთი ადამიანი აქ არასდროს არ გვინახავსო,ჩვენ ყოველ დრე აქ ვარტო.
მასინ კი დაიჯერა კაცმა,რომ ის ქალი მართლა ღვთისმსობელი იყო

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Apr 16 2008, 10:53 PM

მაგარი ისტორიაა smile.gif ,პირდაპირ ტანში გამცრა,რომ წაემოვიდგენ ვიღაც გაჭირვებული და მათხოვარი შეიძლება თავად ღვთისმშობელი იყოს ძალიან მეშინია.

ლოცვას მართლა ძალიან დიდი ძალა აქვს

პოსტის ავტორი: TikoE თარიღი: Apr 17 2008, 09:39 AM

მარინე - არაჩვეულებრივია შენი მონაყოლი, მადლობა ამისათვის

ვისურვებდი, რომ ყველა ჩვენთაგანის გულში ღვივდებოდეს რწმენა, რაც სიკეთის საწინდარია - მე ესე ვიტყოდი



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2008, 11:28 AM

ყველას მადლობა, რომ აქტიურობთ და ლამაზ სიტყვებს გვაწვდითa025.gif

ამ განყოფილებაში ღვთის შემწეობით ყველა თემა საქმეა, ხოლო სიტყვისათვის ეს ერთიც საკმარისია, რომ ვიცოდეთ თუ რა მადლი სდევს თან მოწყალებას smile.gif


ერთ მდიდარ კაცს სახელად პეტრეს სრულებით არ ებრალებოდა გლახაკები, იგი ყურს არ ათხოვებდა ხოლმე მათ თხოვნას, მაგრამ კაცთმოყვარე ღმერთს არ სურდა მისი დაღუპვა, ამიტომ უწყის რა თითეული ადამიანის ცხოვრება, მისი განგებით ასეთი რამ მოხდა.

ერთხელ პეტრე წისქვილიდან მოდიოდა და სახედრით ფქვილი მოჰქონდა, გლახაკმა რომ დაინახა თაყვანი სცა და ვედრებით დაუწყო მოწყალების თხოვნა. პეტრე განრისხდა და უნდოდა ქვა ესროლა, მაგრამ რომ ვერ ნახა აიღო პური და სახეში ესროლა, გლახაკმა აიღო პური პეტრე ღმერთს შეავედრა და წავიდა.

მეორე დღეს პეტრეს მძიმე სენი შეეყარა და კვდებოდა, მოვიდნენ ანგელოზები მისი კეთილი საქმეების საძიებლად და გლახაკისათვის უნებლიედ მიცემული პურის მეტი ვერაფერი იპოვეს. რომ მისი ბოროტება გაემართლებინათ პეტრეს უთხრეს ამჯერად წადი და იმ პურს სხვა მოწყალებებიც მიუმატე, რომ ბნელმა ეშმაკებმა არ წაგიყავნონ მარადიულ წყვდიადში, რადგან ვინც წყალობას არ გასცემს უმოწყალოდ ისჯებაო. ასე დაბრუნდა მისი სული კვლავ სხეულში.

იმ დღიდან პეტრე მოწყალე გახდა, მთელი თავისი ქონება დავრდომილებს გაუნაწილა, მონები გაათავისუფლა და თვითონაც ერთ-ერთი მონის ხელით მონადვე გაიყიდა და მასში აღებული ფულიც გლახაკებს დაურიგა.

ასე გახდა მდიდარი და უმოწყალო პეტრე - მოწყალე. მხოლოდ ის მოწყალებაა ჭეშმარიტი, რომელიც სიხარულით გაიცემა. შეიწყალე - რამეთუ შეგიწყალონ.

პოსტის ავტორი: ლულუ თარიღი: Apr 17 2008, 02:07 PM

ერთი კონსტანტინეპოლელი მდიდარი კაცი, რომელიც ძალიან მოწყალე და ქველმოქმედი იყო, სადაც კი ჩაივლიდა, ქალაქში თუ მის გარეთ, მუდამ გლახაკებით იყო ხოლმე გარშემორტყმული. იგი ვითომ იგერიებდა და იშორებდა მათ, სინამდვილეში კი ხელში მოწყალებას უდებდა. ასე იმიტომ იქცეოდა, რომ ადამიანთაგან დაეფარა თავისი ქველმოქმედება. როცა მარტო შეხვდებოდა გლახაკს, მაშინ კი ხელზე ეამბორებოდა და ისე აძლევდა მოწყალებას.

ერთხელ მისმა ახლო მეგობარმა ჰკითხა, როგორ გახდი ასეთი მოწყალეო. მან უამბო, პატარა რომ ვიყავი, ათიოდე წლის, ერთხელ ეკლესიაში შევედი სალოცავად. იქ ვიღაც ღმრთივსულიერი ბერი ქადაგებდა და მრევლს ასწავლიდა, გლახაკისათვის მიცემული მოწყალება ქრისტესთვის სესხებააო. არ დავიჯერე მისი სიტყვები, ვიფიქრე, როგორც მსმენია, ქრისტე ზეცაშია, მამის მარჯვნივ და ქვეყნიდან სესხს როგორ აიღებს-მეთქი. ამ ფიქრებით გავემართე შინისაკენ. გზაზე ერთი ჩამოძონძილი გლახაკი მოდიოდა. მის თავს ზემოთ კი ცხადად დავინახე, რომ ჩვენი უფალი იესუ ქრისტე იდგა. უცებ გლახაკს ვიღაც მოწყალე ადამიანი შეხვდა და პური მისცა. როცა ღატაკმა მის გამოსართმევად ხელი გაშალა, მასთან ერთად მაცხოვარმაც გაუწოდა ხელი მოწყალების მიმცემს და პური გამოართვა. შემდეგ იქვე პირისპირ აკურთხა და დალოცა იგი. ეს რომ ვიხილე, ვირწმუნე, რომ ვინც გლახაკს აძლევს მოწყალებას, ქრისტეს აძლევს მას. ახლაც თვალწინ მიდგას ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახე, რომელიც გლახაკებს თავთან უდგას, გარემოცული ვარ ღმრთის შიშით და შინაგანად ანთებული მისდამი სიყვარულით. მაქვს მოწყალების გაღების სურვილი და შეძლებისდაგვარად გავცემ ხოლმე მას, რადგან მოწყალება გალხაკისთვის მიცემა კი არ არის, არამედ ქრისტესთვის მიცემაა, რომლისაც არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.




მართალი და მოწყალე კაცი, სახელად მარტიანე, არავითარ ქონებას არ ინახავდა, ყველაფერს გლახაკებს და უცხო მგზავრებს აძლევდა. ერთხელ, როცა უკვე ყველაფერი დაერიგებინა და აღარაფერი ჰქონდა ერთი დანისა და ჩასაცმელის მეტი, ქალაქის კარიბჭესთან შიშველი გლახაკი შეხვდა და მოწყალება სთხოვა. მის ნახვაზე მარტიანე ძალიან შეწუხდა. არადა მისაცემი აღარაფერი ჰქონდა გარდა იმ ერთადერთი სამოსისა, რომელიც თავად ეცვა. მან აიღო დანა, გაჭრა ის სამოსელი შუაზე, ნახევრით შიშველი გლახაკი შემოსა და ნახევარი ისევ ჩაიცვა. ამის გამო ბევრმა გაკილა, მაგრამ იმ ღამით მას ძილში ეჩვენა ქრისტე მრავალი ანგელოსით გარეშემოცული. მას სწორედ ის სამოსი ემოსა, რომელიც მარტიანემ გლახაკს ჩააცვა. მაცხოვარმა უთხრა, ჰოი, მარტიანე, შენ ამ დიდებული სამოსით შეგმოსავ და ცათა სასუფეველს დაგიმკვიდრებო. ამ სიტყვებზე მარტიანეს გამოეღვიძა და ადიდა უფალი. ამის შემდეგ იგი კვლავ დაუზარელად შრომობდა და უხვად იძლეოდა მოწყალებას. ამიტომ ღმრთისთვის სათნო იყო იგი და უფალმა სასწაულთმოქმედების - მკვდართა აღდგინების, ავადმყოფთა კურნების და ეშმაკთა განდევნის მადლი მისცა. შემდეგ კი მშვიდობით მიიცვალა უფლისადმი და სუფევს უკუნითი უკუნისამდე.




ერთ ქრისტეან დედაკაცს წარმართი ქმარი ჰყავდა. ღარიბები იყვნენ. სულ ორმოცდაათი ვერცხლი ჰქონდათ. ქმარმა ცოლს უთხრა, ეს რომ ერთბაშად დავხარჯოთ, მერე აღარაფერი გვექნება. მოდი, ისე გავასესხოთ, რომ მონაგები ავიღოთო. კეთილმა ქალმა უპასუხა, თუ გინდა, რომ იგი მონაგებით დაგიბრუნდეს, ქრისტეანების ღმერთს მიეციო. ქმარმა უთხრა, მითხარი, სად არის და მივცემო. ქალმა მიუგო, თუკი მისცემ მას ვახშად, გაჩვენებ. იცოდე, რომ არაფერს დაკარგავ და უფრო მეტს მიიღებო. ქმარი დათანხმდა. ქალმა იგი ეკლესიაში წაიყვანა, აჩვენა გლახაკები და უთხრა, მიეცი ამათ ეგ ვერცხლი. ქრისტეანთა ღმერთი ამათგან მიიღებს, რადგან ესენი ყველანი მისნი არიანო. კაცმა სიხარულით გაუნაწილა გლახაკებს ის ორმოცდაათი ვერცხლი და ცოლ-ქმარი შინ დაბრუნდა.

სამი თვის შემდეგ მათ საზრდო გამოელიათ. ქმარმა ჰკითხა ცოლს, საჭმელი სულ გაგვითავდა და აღარ აპირებს ქრისტეანთა ღმერთი ჩვენი ვახშიდან მონაგების მოცემასო? ქალმა უპასუხა, წადი იქ, სადაც ასესხე, მოგცემს რამდენიც გეკუთვნის და გვეყოფაო.

წავიდა კაცი ეკლესიაში, სადაც ვერცხლი გაუყო გლახაკებს. ყველაფერი მოიარა და ვერავინ ნახა ისეთი, ვინც ვახშს მისცემდა. ერთადერთი გლახაკი იჯდა. ბოლოს გადაწყვიტა მისთვის ეკითხა, მაგრამ წინ რომ დაიხედა, დაინახა, რომ ფეხებთან მარმარილოზე ერთი ვერცხლი იდო. აიღო და წავიდა შინ. ცოლს გაკვირვებულმა უამბო, წავედი თქვენს ეკლესიაში, როგორც შენ მითხარი. ქრისტეანთა ღმერთი ვერსად ვნახე და არც არაფერი მოუცია, მაგრამ იქ, სადაც გლახაკებს ის ორმოცდაათი ვერცხლი დავუნაწილე, აი, ეს ერთი ვერცხლი იდოო. ბრძენმა დედაკაცმა უთხრა, სწორედ მან მოგცა ეგ უხილავად. უხილავია ღმერთი და უხილავი ძალით განაგებს სოფელს. ახლა წადი, ბატონო ჩემო, იყიდე მაგით რაიმე სურსათი, რომ ვისადილოთ. იგი სხვა დროსაც მოგცემსო.

წავიდა ეს კაცი, იყიდა იმ ვერცხლით პური, ღვინო და თევზი და მიუტანა ცოლს. ქალმა თევზს მუცელი რომ გაუჭრა და ნაწლავები ამოიღო, შიგ პატიოსანი ქვა იპოვა. ვერ მიხვდა რა იყო და შეინახა. ქმარი რომ მოვიდა, აჩვენა მას ის ქვა და უთხრა, ბატონო ჩემო, აი, ეს იყო თევზის მუცელშიო. კაცმა რომ ნახა, გაუკვირდა მისი ბრწყინვალება. ვერც ის მიხვდა რა ქვა იყო, მაგრამ გადაწყვიტა გაეყიდა.

მივიდა იგი ძვირფასი თვლების შემსყიდველთან და ჰკითხა, იყიდი ამ ქვასო? ვაჭარმა მიუგო, რამდენს აფასებო, კაცმა უპასუხა, შენ უკეთ იცი ამის ფასიო. მაშინ ხუთი დრაჰკანი შესთავაზა. ამ კაცს ეგონა დამცინისო და გაიკვირვა. ვაჭარმა იფიქრა, ეცოტავაო და ახლა ათი დრაჰკანი შეაძლია. კაცს ისევ ეცინებოდა და ვერაფერს ეუბნებოდა. ასე ასწია ვაჭარმა ფასი ოცდაათამდე და ორმოცდაათამდე. მაშინ კაცმა იფიქრა, ეს ქვა რომ ძალიან ძვირფასი არ იყოს, ორმოცდაათ დრაჰკანს არ შემომთავაზებდაო და დაიწყო ძვირად დაფასება. საბოლოოდ ვაჭარმა სამასი დრაკჰანი გადაუხადა. მისცა ამ კაცმა ის ქვა და დაბრუნდა შინ გამხიარულებული.

ცოლმა ჰკითხა, რამდენად გაჰყიდეო. მან უჩვენა სამასი დრაჰკანის ოქრო-ვერცხლი, აი, როგორ გავყიდეო. კეთილმორწმუნე დედაკაცს აკვირვებდა ღმრთის კაცთმოყვარება და ადიდებდა მის სიკეთეს. ქმარს უთხრა, ხედავ, როგორი კაცთმოყვარე და კეთილია ქრისტეანთა ღმერთი. მან არათუ ორმოცდაათი ვერცხლი, არამედ ბევრად მეტი მოგცა. იცოდე, ბატონო, რომ არც ცაში და არც ქვეყანაზე არ არის მის გარდა სხვა ღმერთი. მხოლოდ ის არის ჭეშმარიტი ღმერთიო. ამის შემდეგ მისი ქმარიც მოინათლა და ქრისტეანი გახდა. ასე აღსრულდა მოციქულის სიტყვები: „განწმდების ქმარი ურწმუნო ცოლისაგან მორწმუნისა“. იმ დღიდან იგი ყოველთვის სწყალობდა გლახაკებს, რადგან მოწყალების გზით ჰპოვა ნათელი ჭეშმარიტებისა და ადიდებდა ჩვენს ღმერთს უკუნითი უკუნისამდე.



ბონიფანტე მოწყალე, ფერენტიელი ეპისკოპოსი (VI ს.), ბავშვიბიდანვე ღარიბთა შემწყნარებელი იყო. როდესაც შემთხვევით ვინმეს შეუმოსავს დაინახავდა, თავისას იხდიდა და აძლევდა, თვითონ კი სახლში ხანდახან ზედა ან ქვედა სამოსის გარეშეც ბრუნდებოდა.

დედა გაჭირვებული ქვრივი იყო და ამიტომ ხშირად ბრაზობდა და ამბობდა: „არ იქცევი სამართლიანად, შვილო, თავად ღარიბი - ღარიბებს აცმევ“.

ერთხელ, როდესაც ბეღელში შევიდა, სადაც მთელი ზაფხულის სამყოფ პურს აცხობდნენ, ცარიელი დახვდა, რადგანაც ბონიფანტეს დედის უჩუმრად ყველაფერი ღარიბებისთვის დაერიგებინა.

ქალმა ტირილი დაიწყო, სახეში იცემდა და ამბობდა: „რაღა ვქნა, საიდან მოვიტანო მთელი ზაფხულის სამყოფი პური? რითი გამოვიკვებოთ მე და მთელი სახლი?“ ბონიფანტე სიტყვით ცდილობდა დედის დაწყნარებას, მაგრამ დედის უზომო წუხილის გამო ვერ შესძლო. ამიტომ სთხოვა, რომ ცოტა ხნით გასულიყო ბეღლიდან.

დედა გავიდა, ბონიფანტემ კარი ჩარაზა, დაემხო მიწაზე და ღვთისადმი ლოცვა აღავლინა. უცბად ბეღელი ხორბლით გაივსო. იგი ღმერთს ჰმადლობდა, შემდეგ კი დედას უხმო და დაანახა ხორბლით სავსე ბეღელი. დედა დაწყნარდა და ადიდა უფალი. მას შემდეგ აღარ უკრძალავდა შვილს ღარიბებისათვის მოწყალების გაღებას, ხედავდა, რომ შვილის უდიდესი რწმენის ძალით მოწყალების გაღებისას არ ღარიბდებოდნენ და რასაც შესთხოვდნენ უფალს - ღებულობდნენ.




ერთი მონასტრის წინამძღვარი ყოველგვარი სათნოებებით გამოირჩეოდა და ღატაკთა მიმართ მოწყალე იყო. იგი დღედაღამ ღვთის მიმართ ასეთ ლოცვას აღავლენდა: „უფალო! ცოდვილი ვარ, მაგრამ შენი გულმოწაყლების იმედი მაქვს. შენი წყალობით ცხონებას ვიმედოვნებ. გევედრები მეუფეო, ნუ განმაშორებ ჩემს ძმებს მომავალ საუკუნეში; ისინიც ჩემთან ერთად დაამკვიდრე სასუფეველში.

დიდხანს ლოცულობდა კაცთმოყვარე წინამძღვარი და უფალმა ასეთი სახით გამოუცხადა მას თავისი ნება: მათთან ახლოს მყოფ სხვა სავანეში ტაძრის დღესასწაული მოახლოვდა; წინამძღვარი თავის ძმებთან ერთად მიიპატიჟეს. მას არ სურდა თავისი მონასტრიდან გამოსვლა, მაგრამ ძილში ზეციური ხმა ჩაესმა: „წადი, მაგრამ შენზე ადრე შენი მოწაფეები გაგზავნე, თვითონ კი მათ შემდეგ მიდი“.

როდესაც დღესასწაულის დღე დადგა, ძმები წავიდნენ სადილზე და გზად ღატაკი, დაძონძილი კაცი დაინახეს, რომელიც ძლივს ითქვამდა სულს. მათ შეკითხვაზე, თუ რა სტკიოდა, საბრალომ მომაკვდავის ხმით ძლივს უპასუხა:

- გზად მივდიოდი, მაგრამ მხეცი დამესხა თავს, დამგლიჯა და დამაგდო, არავინ გამოჩნდა, რომ სოფელში წავეყვანე.

- გვეჩქარება, - უპასუხეს ბერებმა, - არაფრით შეგვიძლია დახმარება.

ამ სიტყვებით მათ გზა განაგრძეს.

მალე იმავე ადგილას წინამძღვარმა გამოიარა და დაინახა, როგორ კვნესოდა საბრალო ადამიანი. როდესაც შეიტყო, რაც დაემართა, შეეკითხა:

- აქ ცოტა ხნის წინ ბერებს არ ჩაუვლიათ? ნუთუ მათ ვერ დაგინახეს?

- იყვნენ, - უპასუხა სნეულმა, - გაიგეს ჩემი ამბავი და გზა განაგრძეს, მითხრეს, რომ მხარზე ვერ მომიკიდებდნენ და ვერ წამიყვანდნენ.

- შეგიძლია, ნელ-ნელა გამომყვე? - ჰკითხა ბერების საქციელით განაწყენებულმა წინამძღვარმა.

-არ შემიძლია, - უპასუხა გლახაკმა.

- მაშინ მხრებზე შემაჯექი, - უთხრა წინამძღვარმა, - ღვთის შეწევნით მიგიყვან...

დიდხანს უარობდა დაუძლურებული გლახაკი, ამბობდა, რომ წინ შორი გზა ედო, ის კი მძიმე იყო. სთხოვდა, რომ სოფლიდან გამოეგზავნა ვინმე მის წასაყვანად, მაგრამ ღვთივსათნო წინამძღვარმა, ყველაფრის მიუხედავად, იგი ხელში აიყვანა და წაიყვანა. თავდაპირველად ჩვეულებრივ ადამიანურ სიმძიმეს გრძნობდა, შემდეგ კი ტვირთი სულ უფრო და უფრო შემსუბუქდა, ბოლოს კი თითქოს მხრებზე არანაირი სიმძიმე არ ჰქონდა. წინამძღვარმა აღარ იცოდა, რა ეფიქრა; უეცრად უძლური მოხუცებული გაქრა და ზეციდან მოესმა ხმა: „შენ მუდამ ლოცულობ შენი მოწაფეებისათვის, რათა ისინი შენთან ერთად შევიდნენ ცათა სასუფეველში; მაგრამ მათი საქმეები შენგან განსხვავებულია. ასე რომ, ასწავლე მათ შენს კვალზე სიარული, სხვანაირად ისინი ცათა სასუფეველს ვერ მიაღწევენ. მე მართლმსაჯული ვარ, თითოეულს თავისი საქმეების მიხედვით მივუზღავ“.




ერთხელ ქუჩაში მიმავალ იოანე მოწყალეს მიუახლოვდა ფრიად პატივცემული ადამიანი, რომელსაც ქურდებმა მთელი ქონება მოპარეს. წმიდა იოანემ ბრძანა, მისთვის 15 ფუნტი ოქრო მიეცათ. მაგრამ ეკლესიის ხაზინაში ოქრო ცოტა დარჩენილიყო და იკონომოსებმა არ შეასრულეს პატრიარქის ბრძანება და მხოლოდ 5 ფუნტი მისცეს, როდესაც წმიდა იოანე სახლში ბრუნდებოდა, მას ერთი მანდილოსანი მიუახლოვდა და ქარტია გაუწოდა, რომელშიც ეწერა, რომ იგი 500 ფუნტ ოქროს სწირავდა ეკლესიას. პატრიარქმა სულიწმიდის მადლით განჭვრიდა, რომ ქალმა იმდენი არ გაიღო, რაც განზრახული ჰქონდა. მან იკონომოსებს გამოჰკითხა, თუ რა რაოდენობის მოწყალება გაიღეს და შეიტყო, რომ მისი კურთხევა არასწორად შესრულდა და ამხილა მათი სიცრუე, სიხარბე და ურჩობა. მან გაუმხილა ისიც, რომ ერთ პატივცემულ ქალბატონს სურდა 1500 ფუნტი ოქროს შეწირვა, მაგრამ რადგან თქვენ სიძუნწე გამოიჩინეთ, უფალმა მხოლოდ 500 მოგვცაო.

ამის შემდგომ პატრიარქმა მოიხმო ეს ქალბატონი, რომელმაც იკონომოსების თანდასწრებით გაამხილა სიმართლე და ყველას უამბო, რომ მას, მართლაც, 1500 ფუნტი ოქროს შეწირვა სურდა, ასეც დაწერა წერილობით მოწმობაში, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ მასში სიტყვა - ათასი წაშლილი იყო და მხოლოდ 500 ეწერა, მაშინ მან გადაწყვიტა, რომ ასეთი იყო უფლის ნება და ისიც შესაბამისად მოიქცა.

ეკონომებს შეეშინდათ და შერცხვათ, პატრიარქის ფეხებთან დაემხნენ და შენდობა ითხოვეს.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2008, 03:09 PM

ლულუ

ლულუ, ჩემო კარგო, თავიდან ბოლომდე წავიკითხე შენი პოსტი. დიდი მადლობა, რომ მოგავაწოდე ასეთი სასარგებლო სიტყვები yvavilebi.gif mpua.gif

ციტატა(ლულუ @ Apr 17 2008, 02:07 PM) *

როცა მარტო შეხვდებოდა გლახაკს, მაშინ კი ხელზე ეამბორებოდა და ისე აძლევდა მოწყალებას.


დიდი სარგებელი ვნახე ამ სიტყვებით rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 22 2008, 11:14 AM

"არსებობს სულიერი და ხორციელი მოწყალების სახეები; თუმცა ხორციელი მოწყალება სულიერი მოწყალების გარეშე შეუძლებელია.

წმინდა მამები წერენ, მონეტა, რომელიც ხელში გიჭირავს, უნდა გაგიოფლიანდეს, სანამ არ გაიგებ ჭეშმარიტად, ვის უნდა მისცეო. შეიძლება შენ აძლევ ფულს ადამიანს, რომელიც წავა, ამ ფულით ნარკოტიკს შეიძენს და შენც მისი ცოდვის თანაზიარი ხდები. როდესაც იცი, მართლა სჭირდება, მართლა მშიერია, მწყურვალია და მოწყალებას გაიღებ, ესაა ჭეშმარიტი მოწყალება.

მაინც რითი უნდა გავცეთ მოწყალება, ხშირად ჩვენ თვითონაც რომ არა გვაბადია? - იკითხავს ვინმე. მაგრამ არის ის, რისი მიცემაც უკანასკნელ ღარიბსაც შეუძლია - თანაგრძნობა, კეთილი რჩევა და ლოცვა.

/მღვდელი კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 22 2008, 01:52 PM

ძალზე მოწყალე იყო დიონისეს მონასტრის იღუმენი მამა ხარლამპე (+2001). ერთხელ ძმებმა ურჩიეს, შეეწყვიტა მოწყალების გაცემა, რადგან კელიის რემონტი დიდ ხარჯს მოითხოვდა. მაშინ მან ძმებს ასეთი ამბავი მოუთხრო:

ერთი იღუმენი ადრე მოწყალე გახლდათ, მაგრამ მერე შეწყვიტა მოწყალების გაცემა და ღმერთმაც მასზე წყალობის ხელი აიღო. მონასტერი გაღარიბდა და შიმშილის პირას მივიდა. მაშინ ღმერთმა შეიწყალა ისინი და იღუმენს ხილვა მოუვლინა.

მას ორი კაცი გამოეცხადა და უთხრა: - ჩვენ მეგობრები ვართ, წმინდაო მამაო, სულ ერთად დავდივართ, ერთი ჩვენგანი შენ არ მოგეწონა და გააგდე მონატრიდან, ამიტომ მეორემაც დატოვა სავანეო. რა გქვიათო, - ჰკითხა იღუმენმა. „მე „მომეცი“ მქვია, ხოლო მეორეს - „მიიღეო“, - უპასუხა უცნობმა.

იღუმენი მიხვდა თავის შეცდომას, ძველებურად გააგრძელა მოწყალების გაცემა და მონასტერმაც ამოისუნთქა. მამა ხარლამპე იხსენებდა ასევე ერთ მოწყალე დრამელ დედაკაცს. ღმერთმა გიკურთხოს მარჯვენაო - ლოცავდნენ მას გლახაკები.

როცა გარდაიცვალა, სამი წლის შემდეგ მისი საფლავი წესისამებრ გახსნეს. მარჯვენის ძვლები შეყვითლებული დახვდათ და კეთილსურნელებას აფრქვევდა. ასე რომ, ვინც მოწყალეა სხვებისათვის და შეუბრალებელი საკუთარი თავისადმი, ღმერთი შეიწყალებს და აქვე, მიწაზე, ზეციური სასმისით მაცხოვნებელ წყაროს წყალს შეასმევს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2008, 12:26 PM

"მოწყალება არს დედოფალი სათნოებათა."

/წმ. იოანე ოქროპირი/

მდიდრები ღატაკებს საარსებო წყაროს აძლევენ, ღარიბები კი მათ ცხონების საშუალებას.

მონაზონი სესილია (შავდათუაშვილი)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2008, 11:01 AM

"მოწყალება ისეთი მალამოა, რომლითაც ყველანაირ განსაცდელს უწამლებ.

მოწყალების შემდეგ უდიდესი სათნოებაა მადლიერება ღვთისადმი და ადამიანებისადმი."

/სააღდგომო ეპისტოლე 2008 წ./

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2008, 01:59 PM

ყოველივეს, რასაც ღვთის გულისათვის გავცემთ, მოპოვებულია;

ყოველივეს, რასაც საკუთარი თავისათვის შევინახავთ, დაკარგულია;

ყველაფერს, რასაც ღვთის სახელით გავცემთ, ასმაგად აგვინაზღაურდება;

ყოველივეს, რასაც ჩვენი სახელისა და პატივმოყვარეობისათვის გავიღებთ, დაკარგულია;

ყოველივეს, რასაც ადამიანებისაგან უფლის სახელით მივიღებთ, სიხარულს მოგვანიჭებს;

ყოველივეს, რასაც ადამიანებისაგან ჯილდოს სახით მივიღებთ, საზრუნავს გაგვიმრავლებს...

/ წმ. ნიკოლოზ სერბი /



პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2008, 02:19 PM

"საყვარელნო, ღვთის წინაშე ჭეშმარიტი სინანულით შევინანოთ და ვისწავლოთ სიკეთის ქმნა, რათა დავიმკვიდროთ ზეციური სასუფეველი! კაცს სიცოცხლეში ამაზე აღმატებული მიზანი არა აქვს."

/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/

პოსტის ავტორი: sssimonika თარიღი: May 22 2008, 11:15 PM

ერთხელ პატრიარქ იოანე მოწყალეს იკონომოსმა ამცნო, რომ მოწყალების სათხოვნელად ზოგჯერ კარგად ჩაცმული ადამიანებიც მოდიოდნენ და ჰკითხა, მათაც სხვებივით უნდა დავეხმაროთო? იოანემ უპასუხა: „თუ ქრისტეს მონა ხარ, მოიქეცი ისე, როგორც ქრისტემ გვიბრძანა: ისე გაეცი მოწყალება, რომ მთხოვნელს სახეში არ შეხედო. ჩვენ ჩვენსას კი არა, ქრისტესას გავცემთ; ქრისტეზე მდიდარი კი ვინ შეიძლება იყოს?“ მართლაც, პატრიარქი ბევრს გასცემდა, მაგრამ უფალი ყოველთვის გამოაჩენდა ხოლმე კეთილ ადამიანებს, რომელთა შემოწირულობებითაც თითქმის დაცარიელებული ხაზინა კვლავ ივსებოდა.

.





ერთხელ პატრიარქ იოანესთან მოწყალესთან ერთი მდიდარი დიდებული მივიდა ლოცვა-კურთხევის მისაღებად. ნახა, რომ მის საწოლზე უხარისხო და უკვე ნახევრად გაცვეთილი საბანი იყო გადაფარებული. როცა შინ დაბრუნდა, მან წმიდანს ახალი, ოცდათექვსმეტ ოქროდ ღირებული ფარჩის საბანი გაუგზავნა. უფლის რჩეულს არ სურდა გულწრფელი შემომწირველის გაწბილება და იმ ღამით ის საბანი დაიხურა, მაგრამ როცა გამოეღვიძა, მოაგონდა გლახაკები, მწირები და უსახლკაროები და გადაწყვიტა, გაეყიდა ძვირფასი საჩუქარი. დილით ბაზარში შემთხვევით გასულმა მდიდარმა ბაზრობაზე გასაყიდად გამოტანილი თავისი საბანი ნახა, შეისყიდა და კვლავ გაუგზავნა მწყემსმთავარს. წმიდანმა მადლობით მიიღო ძღვენი, შემდეგ კი ისევ გასაყიდად გაგზავნა. დიდებულმა კვლავ შეისყიდა იგი და პატრიარქს დაუბრუნა. როცა ასე რამდენჯერმე განმეორდა, იოანემ შეუთვალა მდიდარს: „ვნახოთ, ვინ უფრო ადრე დაიღლება: მე, რომელმაც გადავწყვიტე გავყიდო, თუ შენ, რომელმაც დაიჟინე იყიდო და მე გამომიგზავნოო“. ასე გამოიყენა წმიდანმა დიდებულის მისადმი კეთილგანწყობა გლახაკთა სასარგებლოდ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2008, 02:20 PM

"თუ კეთილ საქმეს უფალს არ ვუძღვნით, მის სადიდებლად არ აღვასრულებთ, ასეთ ქმედებას საფუძვლად ღვთის რწმენა და სიყვარული არ უდევს, ის მხოლოდ მიწიერებითაა სავსე და დედამიწაზევე რჩება."

/მამა იოანე ყურაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2008, 10:47 AM

"რადგან ადამიანთა ბუნება დაზიანებულია, ღვაწლი და ძალისხმევა მეტანკლებად ყველას სჭირდება... ასე რომ, ვინც მეტად გაირჯება, მეტ ჯილოდოსაც მიიღებს."

/მამა იოანე ბარკალაია/

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Jul 1 2008, 02:26 PM

მართალი და მოწყალე კაცი, სახელად მარტიანე, არავითარ ქონებას არ ინახავდა, ყველაფერს გლახაკებს და უცხო მგზავრებს აძლევდა. ერთხელ, როცა უკვე ყველაფერი დაერიგებინა და აღარაფერი ჰქონდა ერთი დანისა და ჩასაცმელის მეტი, ქალაქის კარიბჭესთან შიშველი გლახაკი შეხვდა და მოწყალება სთხოვა. მის ნახვაზე მარტიანე ძალიან შეწუხდა. არადა მისაცემი აღარაფერი ჰქონდა გარდა იმ ერთადერთი სამოსისა, რომელიც თავად ეცვა. მან აიღო დანა, გაჭრა ის სამოსელი შუაზე, ნახევრით შიშველი გლახაკი შემოსა და ნახევარი ისევ ჩაიცვა. ამის გამო ბევრმა გაკილა, მაგრამ იმ ღამით მას ძილში ეჩვენა ქრისტე მრავალი ანგელოსით გარეშემოცული. მას სწორედ ის სამოსი ემოსა, რომელიც მარტიანემ გლახაკს ჩააცვა. მაცხოვარმა უთხრა, ჰოი, მარტიანე, შენ ამ დიდებული სამოსით შეგმოსავ და ცათა სასუფეველს დაგიმკვიდრებო. ამ სიტყვებზე მარტიანეს გამოეღვიძა და ადიდა უფალი. ამის შემდეგ იგი კვლავ დაუზარელად შრომობდა და უხვად იძლეოდა მოწყალებას. ამიტომ ღმრთისთვის სათნო იყო იგი და უფალმა სასწაულთმოქმედების - მკვდართა აღდგინების, ავადმყოფთა კურნების და ეშმაკთა განდევნის მადლი მისცა. შემდეგ კი მშვიდობით მიიცვალა უფლისადმი და სუფევს უკუნითი უკუნისამდე.



სიყმაწვილეში მღვდელმთავარი ტიხონი, ამათუნტის ეპისკოპოსი (V ს.), მშობლების სახლში ცხოვრობდა. მამამ იგი პურის გამყიდველად დაადგინა და ამით არჩენდა ოჯახს. შვილმა უფულოდ დაიწყო გაჭირვებულთათვის პურის გაცემა. როდესაც მამამ ამის შესახებ გაიგო, დაღონდა, გაბრაზდა და მისი დატუქსვა დაიწყო. ღვთისმოსავმა ყრმამ თქვა: „ტყუილად ჯავრობ, მამა; მე პურები სესხად ღმერთს მივეცი და მაქვს მისი უტყუარი ხელწერილი წმინდა წიგნებში: „მიეცი ღმერთს და ასმაგს მიიღებ“. ჩემი სიტყვების თუ არ გჯერა, წავიდეთ და ვნახოთ ბეღელში თუ როგორ უხდის ვალს ღმერთი მევალეებს.

მამა-შვილი ბეღლისაკენ წავიდნენ და იქ ყველაფერი ხორბლით სავსე აღმოჩნდა. განცვიფრებული მამა პირქვე დაემხო, თაყვანი სცა ღმერთს, ჰმადლობდა მას და ამის შემდეგ აღარ დაუშლია შვილისთვის წყალობის გაღება ღარიბებისათვის

პოსტის ავტორი: N10a თარიღი: Sep 16 2008, 10:17 PM

1. ერიდეთ, თქვენი კეთილი საქმე არ აკეთოთ კაცთა წინაშე მათ დასანახად, თუ არა, საზღაური არ გექნებათ თქვენი ზეცათა მამისაგან.

2. ამიტომ როცა აკეთებ კეთილ საქმეს, ნუ გაახმაურებ შენ გარშემო, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ შესაკრებლებსა და უბნებში, რათა იდიდონ კაცთაგან. ამინ გეუბნებით თქვენ: იღებენ თავის საზღაურს.

3. ხოლო შენ, როცა აკეთებ კეთილ საქმეს, ნუ ეცოდინება შენს მარცხენას, რას აკეთებს შენი მარჯვენა.

4. რათა იყოს შენი კეთილი საქმე ფარული; და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულად, მოგაგებს შენ ცხადად.

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Sep 16 2008, 10:20 PM

.ნინო

ციტატა
მართალი და მოწყალე კაცი, სახელად მარტიანე, არავითარ ქონებას არ ინახავდა, ყველაფერს გლახაკებს და უცხო მგზავრებს აძლევდა. ერთხელ, როცა უკვე ყველაფერი დაერიგებინა და აღარაფერი ჰქონდა ერთი დანისა და ჩასაცმელის მეტი, ქალაქის კარიბჭესთან შიშველი გლახაკი შეხვდა და მოწყალება სთხოვა. მის ნახვაზე მარტიანე ძალიან შეწუხდა. არადა მისაცემი აღარაფერი ჰქონდა გარდა იმ ერთადერთი სამოსისა, რომელიც თავად ეცვა. მან აიღო დანა, გაჭრა ის სამოსელი შუაზე, ნახევრით შიშველი გლახაკი შემოსა და ნახევარი ისევ ჩაიცვა. ამის გამო ბევრმა გაკილა, მაგრამ იმ ღამით მას ძილში ეჩვენა ქრისტე მრავალი ანგელოსით გარეშემოცული. მას სწორედ ის სამოსი ემოსა, რომელიც მარტიანემ გლახაკს ჩააცვა. მაცხოვარმა უთხრა, ჰოი, მარტიანე, შენ ამ დიდებული სამოსით შეგმოსავ და ცათა სასუფეველს დაგიმკვიდრებო. ამ სიტყვებზე მარტიანეს გამოეღვიძა და ადიდა უფალი. ამის შემდეგ იგი კვლავ დაუზარელად შრომობდა და უხვად იძლეოდა მოწყალებას. ამიტომ ღმრთისთვის სათნო იყო იგი და უფალმა სასწაულთმოქმედების - მკვდართა აღდგინების, ავადმყოფთა კურნების და ეშმაკთა განდევნის მადლი მისცა. შემდეგ კი მშვიდობით მიიცვალა უფლისადმი და სუფევს უკუნითი უკუნისამდე.სიყმაწვილეში მღვდელმთავარი ტიხონი, ამათუნტის ეპისკოპოსი (V ს.), მშობლების სახლში ცხოვრობდა. მამამ იგი პურის გამყიდველად დაადგინა და ამით არჩენდა ოჯახს. შვილმა უფულოდ დაიწყო გაჭირვებულთათვის პურის გაცემა. როდესაც მამამ ამის შესახებ გაიგო, დაღონდა, გაბრაზდა და მისი დატუქსვა დაიწყო. ღვთისმოსავმა ყრმამ თქვა: „ტყუილად ჯავრობ, მამა; მე პურები სესხად ღმერთს მივეცი და მაქვს მისი უტყუარი ხელწერილი წმინდა წიგნებში: „მიეცი ღმერთს და ასმაგს მიიღებ“. ჩემი სიტყვების თუ არ გჯერა, წავიდეთ და ვნახოთ ბეღელში თუ როგორ უხდის ვალს ღმერთი მევალეებს.მამა-შვილი ბეღლისაკენ წავიდნენ და იქ ყველაფერი ხორბლით სავსე აღმოჩნდა. განცვიფრებული მამა პირქვე დაემხო, თაყვანი სცა ღმერთს, ჰმადლობდა მას და ამის შემდეგ აღარ დაუშლია შვილისთვის წყალობის გაღება ღარიბებისათვის

რა მაგარიაააა!!! მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Sep 18 2008, 08:25 PM

ერთი მონასტრის წინამძღვარი ყოველგვარი სათნოებებით გამოირჩეოდა და ღატაკთა მიმართ მოწყალე იყო. იგი დღედაღამ ღვთის მიმართ ასეთ ლოცვას აღავლენდა: „უფალო! ცოდვილი ვარ, მაგრამ შენი გულმოწაყლების იმედი მაქვს. შენი წყალობით ცხონებას ვიმედოვნებ. გევედრები მეუფეო, ნუ განმაშორებ ჩემს ძმებს მომავალ საუკუნეში; ისინიც ჩემთან ერთად დაამკვიდრე სასუფეველში.

დიდხანს ლოცულობდა კაცთმოყვარე წინამძღვარი და უფალმა ასეთი სახით გამოუცხადა მას თავისი ნება: მათთან ახლოს მყოფ სხვა სავანეში ტაძრის დღესასწაული მოახლოვდა; წინამძღვარი თავის ძმებთან ერთად მიიპატიჟეს. მას არ სურდა თავისი მონასტრიდან გამოსვლა, მაგრამ ძილში ზეციური ხმა ჩაესმა: „წადი, მაგრამ შენზე ადრე შენი მოწაფეები გაგზავნე, თვითონ კი მათ შემდეგ მიდი“.

როდესაც დღესასწაულის დღე დადგა, ძმები წავიდნენ სადილზე და გზად ღატაკი, დაძონძილი კაცი დაინახეს, რომელიც ძლივს ითქვამდა სულს. მათ შეკითხვაზე, თუ რა სტკიოდა, საბრალომ მომაკვდავის ხმით ძლივს უპასუხა:

- გზად მივდიოდი, მაგრამ მხეცი დამესხა თავს, დამგლიჯა და დამაგდო, არავინ გამოჩნდა, რომ სოფელში წავეყვანე.

- გვეჩქარება, - უპასუხეს ბერებმა, - არაფრით შეგვიძლია დახმარება.

ამ სიტყვებით მათ გზა განაგრძეს.

მალე იმავე ადგილას წინამძღვარმა გამოიარა და დაინახა, როგორ კვნესოდა საბრალო ადამიანი. როდესაც შეიტყო, რაც დაემართა, შეეკითხა:

- აქ ცოტა ხნის წინ ბერებს არ ჩაუვლიათ? ნუთუ მათ ვერ დაგინახეს?

- იყვნენ, - უპასუხა სნეულმა, - გაიგეს ჩემი ამბავი და გზა განაგრძეს, მითხრეს, რომ მხარზე ვერ მომიკიდებდნენ და ვერ წამიყვანდნენ.

- შეგიძლია, ნელ-ნელა გამომყვე? - ჰკითხა ბერების საქციელით განაწყენებულმა წინამძღვარმა.

-არ შემიძლია, - უპასუხა გლახაკმა.

- მაშინ მხრებზე შემაჯექი, - უთხრა წინამძღვარმა, - ღვთის შეწევნით მიგიყვან...

დიდხანს უარობდა დაუძლურებული გლახაკი, ამბობდა, რომ წინ შორი გზა ედო, ის კი მძიმე იყო. სთხოვდა, რომ სოფლიდან გამოეგზავნა ვინმე მის წასაყვანად, მაგრამ ღვთივსათნო წინამძღვარმა, ყველაფრის მიუხედავად, იგი ხელში აიყვანა და წაიყვანა. თავდაპირველად ჩვეულებრივ ადამიანურ სიმძიმეს გრძნობდა, შემდეგ კი ტვირთი სულ უფრო და უფრო შემსუბუქდა, ბოლოს კი თითქოს მხრებზე არანაირი სიმძიმე არ ჰქონდა. წინამძღვარმა აღარ იცოდა, რა ეფიქრა; უეცრად უძლური მოხუცებული გაქრა და ზეციდან მოესმა ხმა: „შენ მუდამ ლოცულობ შენი მოწაფეებისათვის, რათა ისინი შენთან ერთად შევიდნენ ცათა სასუფეველში; მაგრამ მათი საქმეები შენგან განსხვავებულია. ასე რომ, ასწავლე მათ შენს კვალზე სიარული, სხვანაირად ისინი ცათა სასუფეველს ვერ მიაღწევენ. მე მართლმსაჯული ვარ, თითოეულს თავისი საქმეების მიხედვით მივუზღავ“.


პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Nov 3 2008, 08:29 PM

1917 წლის შიმშილობისას ათონის ივერთა მონასტრის მონაზვნებმა რომ დაინახეს, მონასტრის სათავოსები ცარიელდებოდა, სტუმართა მიღება შეზღუდეს. ერთმა ძუნწმა პროესტოსმა დაჟინებითაც კი მოითხოვა, რომ მომლოცველების მიღება შეეწყვიტათ. ამის შემდეგ ქრისტეც მათ აღარ სწყალობდა. მამები შიმშილმა მოიცვა. ისინი საყვედურს გამოთქვამდნენ, რომ უფალი და ღვთისმშობელი აღარ ზრუნავდა მათსავე სავანეზე. სამწუხაროდ, ისინი ვერ აცნობიერებდნენ საკუთარ ცოდვებს.

და აი, ერთ დღეს მონასტრის მეკარეს ქრისტე გლახაკის სახით გამოეცხადა და ცოტაოდენი პური სთხოვა. მეკარემ მას მწუხარებით უპასუხა:

- ჩვენ პური არა გვაქვს, ძმაო, ამიტომაც შევწყვიტეთ მომსვლელთა მიღება. თუმცა მოიცადე, კელიიდან ჩემს პურის ნატეხს მოგიტან.

ის კელიაში გაიქცა და მას პურის პატარა ნატეხი მოუტანა. უეცრად მეკარემ დაინახა, თუ როგორ გაცისკროვნდა გლახაკის სახე.

მათხოვარმა პური აიღო და მეკარეს უთხრა:

- იცით თუ არა რატომ ეწია მონასტერს ასეთი უბედურება? იმიტომ, რომ თქვენ მონასტრიდან ორნი განდევნეთ: „მიეცით“ და „მოგეცეს“.

ამ სიტყვების შემდეგ იგი უხილავი გახდა და თან იქაურობა ისეთი ნათლით გააბრწყინა, რომ მონასტრის მეკარეს თვალები დაუბნელდა. იგი დაბნეული და შიშით შეპყრობილი სავანის წინამძღვრებთან გაიქცა და მომხდარის შესახებ მოუთხრო. მამები თავიდან დიდი წვალებით იხსენებდნენ, თუ ვინ გააძევეს მონასტრიდან. მაგრამ შემდეგ მიხვდნენ, რომ ის გლახაკი ქრისტე იყო და სახარების სიტყვები გაიხსენეს: „მიეცით და მოგეცეს თქვენ“ (ლკ. 6,38).

ამის შემდეგ მათ თავიანთი ცოდვა დაუყოვნებლივ მოინანიეს და როგორც კი მცირე მარაგიდან გაცემა დაიწყეს, ღვთის გულუხვი წყალობაც განახლდა.


პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Nov 3 2008, 08:29 PM

1917 წლის შიმშილობისას ათონის ივერთა მონასტრის მონაზვნებმა რომ დაინახეს, მონასტრის სათავოსები ცარიელდებოდა, სტუმართა მიღება შეზღუდეს. ერთმა ძუნწმა პროესტოსმა დაჟინებითაც კი მოითხოვა, რომ მომლოცველების მიღება შეეწყვიტათ. ამის შემდეგ ქრისტეც მათ აღარ სწყალობდა. მამები შიმშილმა მოიცვა. ისინი საყვედურს გამოთქვამდნენ, რომ უფალი და ღვთისმშობელი აღარ ზრუნავდა მათსავე სავანეზე. სამწუხაროდ, ისინი ვერ აცნობიერებდნენ საკუთარ ცოდვებს.

და აი, ერთ დღეს მონასტრის მეკარეს ქრისტე გლახაკის სახით გამოეცხადა და ცოტაოდენი პური სთხოვა. მეკარემ მას მწუხარებით უპასუხა:

- ჩვენ პური არა გვაქვს, ძმაო, ამიტომაც შევწყვიტეთ მომსვლელთა მიღება. თუმცა მოიცადე, კელიიდან ჩემს პურის ნატეხს მოგიტან.

ის კელიაში გაიქცა და მას პურის პატარა ნატეხი მოუტანა. უეცრად მეკარემ დაინახა, თუ როგორ გაცისკროვნდა გლახაკის სახე.

მათხოვარმა პური აიღო და მეკარეს უთხრა:

- იცით თუ არა რატომ ეწია მონასტერს ასეთი უბედურება? იმიტომ, რომ თქვენ მონასტრიდან ორნი განდევნეთ: „მიეცით“ და „მოგეცეს“.

ამ სიტყვების შემდეგ იგი უხილავი გახდა და თან იქაურობა ისეთი ნათლით გააბრწყინა, რომ მონასტრის მეკარეს თვალები დაუბნელდა. იგი დაბნეული და შიშით შეპყრობილი სავანის წინამძღვრებთან გაიქცა და მომხდარის შესახებ მოუთხრო. მამები თავიდან დიდი წვალებით იხსენებდნენ, თუ ვინ გააძევეს მონასტრიდან. მაგრამ შემდეგ მიხვდნენ, რომ ის გლახაკი ქრისტე იყო და სახარების სიტყვები გაიხსენეს: „მიეცით და მოგეცეს თქვენ“ (ლკ. 6,38).

ამის შემდეგ მათ თავიანთი ცოდვა დაუყოვნებლივ მოინანიეს და როგორც კი მცირე მარაგიდან გაცემა დაიწყეს, ღვთის გულუხვი წყალობაც განახლდა.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2009, 02:58 PM

"კეთილი საქმის კეთება კურთხევის გარეშეც შეიძლება,ცუდის კი - კურთხევითაც არა."

/არქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2010, 02:42 PM

"ღატაკი, ეს არის შენი კარი, შენ თავად კი - ღვთის კარების წინ მდგარი ღატაკი. როგორც მოექცევი შენს მთხოვნელს, ისე მოგექცევა შენც ღმერთი."

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 15 2010, 01:13 PM

"შენი მოყვასით ცხონდები."

"მოწყალე ხელი არ გაღარიბდება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2014, 11:56 AM

"ჩარლი წავა, ჯერალდინა და შენ იცოცხლებ... არ მინდა, ოდესმე სიღატაკე გამოსცადო, ამ წერილთან ერთად გიგზავნი ჩეკის წიგნს - ხარჯე, რამდენსაც მოისურვებ, ოღონდ გახსოვდეს: - ორ ფრანკს რომ დახარჯავ, საკუთარ თავს უთხარი: მესამე მონეტა ჩემი არ არის-თქო... იგი სხვას, უცნობს ეკუთვნის, ვისაც ის ერთი ფრანკიც სანატრელი აქვს... მისი პოვნა კი არ გაგიჭირდება, საკმარისია, მოინდომო და ამ უცნობ ღატაკს ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდები..."

/ჩარლი ჩაპლინი, საშობაო წერილი ქალიშვილისადმი/



პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jan 10 2014, 01:30 PM

ძალიან კარგი წეილია. თუ იპოვი მთლიანად დადე რა აღარ მახსოვს კრგად

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2014, 02:02 PM

ციტატა(qetevano @ Jan 10 2014, 02:30 PM) *

ძალიან კარგი წეილია. თუ იპოვი მთლიანად დადე რა აღარ მახსოვს კრგად


ქეთუ, ჟურნალ "კარიბჭის" ბოლო ნომერშია (2-15 იანვარი, 2014) მთლიანად... 2kiss.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jan 10 2014, 02:04 PM

marine
Aაა კაი. რომელირაც საიტზე მქონდა მე წაკითხული და... kiss1.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2014, 02:08 PM

ციტატა(qetevano @ Jan 10 2014, 03:04 PM) *

marine
Aაა კაი. რომელირაც საიტზე მქონდა მე წაკითხული და... kiss1.gif


ძალიან ვრცელია, ქეთ, თორემ აგიკრიფავდი a025.gif მე არ მქონდა წაკითხული და ისე ძალიან მომეწონა, რომ რა ვიცი... smile.gif

ვიპოვე ინტენეტში:

ჩარლი ჩაპლინის : “წერილი ჯერალდინას”!

“შენ ჩემი გვარისა ხარ – ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელს დედამიწას აცინებდა. მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან, რაც მე მიტირია, ჯერალდინა.
სამყარო სადაც შენ ცხოვრობ, მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია!…”

ჩემო გოგონა,

ახლა ღამეა. შობა ღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა.

შენ ისე შორს ხარ ჩემგან … მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს სურათს არ ვუმზერდე. ის აქ არის, მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს. შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში. ელისეს მინდვრების თეატრში. დიდებულ სცენაზე ცეკვავ.

ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი, ამ ლამაზ სპექტაკლში ხანისგან დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ. იყავი მზეთუნახავი და იცეკვე. იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე.
მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე, ყური მიუგდე მამაშენის ხმას. მე მამაშენი ვარ ჯერალდინა! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!

…იცი კი, რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან? სულ პაწია ზღაპრებს გიყვებიდი! ხან მძინარე მზეთუნახავისას, ხან ბოროტი გველეშაპისას. ხოლო როცა ჩემს ბებერ თვალებს ძილი წამოეპარებოდა, დავცინოდი მას და ასე ვეუბნებოდი: „გამშორდი“! მე ჩემი გოგოს ოცნებები მეზმანებიან! მე ვხედავდი შენს ოცნებებს, ჯერალდინა. ვხედავდი შენს მომავალს, შენს დღევანდელ დღეს! ვხედავდი სცენაზე მოცეკვავე ასულს, ცაზე მოფარფატე ფერიას. მესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ ხალხში: „ხედავთ ამ გოგონას? ერთი ბებერი კლოუნის ქალიშვილია, არ გახსოვთ ჩარლის რომ ეძახდნენ?“ ჰო, მე ჩარლი ვარ! ბებერი მასხარა.

დღეს შენი ჯერია. იცეკვე! მე ფართხუნა, დაკონკილი შარვლით ვცეკვავდი, შენ პრინცესას აბრეშუმის სამოსი გმოსავს. ეგ ცეკვა და ტაშის გრიალი დროდადრო ცაში აგტყორცნის.

გაფრინდი, გაფრინდი იქით … მაგრამ ხანდახან მიწაზეც დაეშვი! შენ უნდა ნახო ხალხის ცხოვრება – ცხოვრება იმ ქუჩის მოცეკვავეებისა, შიმშილისგან დაოსებულნი, სიცივითა და სიღატაკით ათრთოლებულნი რომ როკავენ!
მათი ხვედრი მეც მიწვნევია, ჯერალდინა. იმ ჯადოსნურ ღამეებში, შენ რომ ჩემს ზღაპრებთან იძინებდი, მე არ მეძინა. დავყურებდი შენს საყვარელ სახეს, ვუსმენდი შენი გულისფეთქვას და ჩემს თავს ვეკითხებოდი: „ჩარლი, ნუთუ ეს ღლაპი შენ ოდესმე გაგიცნობს?“ შენ არ მიცნობ მე ჯერალდინა … იმ შორეულ ღამეებში უამრავ ზღაპარს გიყვებოდი, მაგრამ ჩემი ზღაპარი არასოდეს მიამბია … ისიც ძალიან საინტერესო ზღაპარია, ჯერალდინა. ზღაპარი მშიერი მასხარისა, ლონდონის ღატაკთა კვარტლებში რომ მღეროდა და ცეკვავდა, მერე კი … მოწყალებას აგროვებდა! აი, ჩემი ზღაპარი!

მე ვიცი, რა არის შიმშილი, ვიცი, რას ნიშნავს უსახლკარობა! ეგ კიდევ რაა, მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკეანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ.

შენ ჩემი გვარისა ხარ – ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელს დედამიწას აცინებდა. მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან, რაც მე მიტირია, ჯერალდინა. სამყარო სადაც შენ ცხოვრობ, მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია!…

… ჯერალდინა! შუაღამისას იმ დიდებული დარბაზიდან რომ გამოხვალ, დაივიწყე შენი მდიდარი თაყვანისმცემლები, მაგრამ არ დაგავიწყდეს ტაქსის შოფერს ცოლის ამბავი გამოჰკითხო. შეიძლება ცოლი ფეხმძიმედ ჰყავს და იმის ფულიც არა აქვთ რომ თავიანთი პირმშოსთვის სახვევები იყიდონ. თუ ასეა, ადექი და ჩაუდე ფული ჯიბეში.
მე ბანკში ნათქვამი მაქვს, რომ ეს ხარჯები გაგისტუმრონ. სხვას კი მუდამ ყველას ზუსტად გადაუხადე!
დროდადრო მეტროში ჩადი. ქალაქი დაათვალიერე, იარე ფეხით ან ავტობუსით. ხალხს დააკვირდი! ქვრივ-ობლებს შეხედე! და თუნდაც დღეში ერთხელ მაინც შენს თავს უთხარი: „მეც ერთ-ერთი ამათგანი ვარ!“ დიახ, შენ ერთ-ერთი იმათაგანი ხარ, ჩემო გოგონა.
ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებდეს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს … როცა დადგება წამი და იგრძნობ, როგორ მაღლდები მაყურებელზე, მაშინვე გადი სცენიდან. პირველივე ტაქსი დაიჭირე და პარიზის გარეუბნებს მიაშურე. მე კარგად ვიცნობ ამ უბნებს. იქ იხილავ მოცეკვავე ქალიშვილებს – შენსავე მსგავსთ, შენზე უფრო გრაციოზულებს, შენზე ამაყებს. შენი თეატრის პროჟექტირების თვალისმომჭრელ ელვარებას იქ ვერსად ნახავ! მათი სცენის პროჟექტორი მთვარეა.დააკვირდი, აბა, კარგად დააკვირდი: შენზე უკეთ ხომ არ ცეკვავენ? გამოტყდი, ჩემო გოგონა. ცოტას როდი შეხვდები ისეთს, ვინც შენზე უკეთ ცეკვავს, ვინც შენზე კარგად თამაშობს. და ეს გახსოვდეს: ჩარლის ოჯახში არასოდეს ყოფილა ვინმე ისეთი ხეპრე, რომ მეეტლისთვის უკმეხი სიტყვა ეთქვას ან სენის სანაპიროზე მჯდარი მათხოვრისთვის დაეცინოს …
ჩარლი წავა, ჯერალდინა, და შენ იცოცხლებ … მე არ მინდა, ოდესმე სიღატაკე გამოსცადო. ამ წერილთან ერთად გიგზავნი ჩეკის წიგნაკს – ხარჯე, რამდენსაც მოისურვებ, ოღონდ გახსოვდეს: ორ ფრანკს რომ დახარჯავ, შენს თავს უთხარი, მესამე მონეტა ჩემი არ არის-თქო. იგი ეკუთვნის ვინმე სხვას, უცნობს, ვისაც ის ერთი ფრანკიც სანატრელი აქვს. მისი პოვნა არ გაგიჭირდება. საკმარისია მოინდომო და ამ უცნობ ღატაკებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ. ფულზე იმიტომ გელაპარაკები, რომ კარგად ვიცი ამ დემონის მაცდური ძალა …
ჯერალდინა, მე დიდხანს გამოვდიოდი ცირკში და მუდამ შიშით შევცქეროდი ბაგირზე ასულ ჯამბაზებს, მაგრამ აი, რა მინდა გითხრაჩემო გოგონა … ადამიანს ძირს, მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზს იმ ვერაგ თოკზე.
შეიძლება ამ საღამოს თვალი მოგტაცოს რომელიმე ბრილიანტის ელვარებამ და მაშინ შენი დაცემა გარდაუვალია. შეიძლება დადგეს დღე და უცხო პრინცის მშვენიერმა სახემ დაგატყვევოს. იმ წუთიდან შენ უცადი მუშაითი ხარ, გამოუცდელებს კი ბაგირი მუდამ ღალატობს, ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთნაირად დაგვნათის.
ხოლო, როცა ჟამი დაჰკრავს და სიყვარული გეწვევა, გულით შეიყვარე შენი რჩეული…

სამუშაო ძნელი გაქვს, ვიცი … სხეულს სიფრიფანა აბრეშუმის ნაჭერი გიფარავს. ხელოვნების სახელით სცენაზე შეიძლება შიშველიც გამოხვიდე, მაგრამ იქიდან კიდევ უფრო უმწიკვლო და შემოსილი უნდა დაბრუნდე …
რა ვუყოთ მერე, თუ ჩემი შეხედულება ამ საკითხზე მოძველებული გამოჩნდება, თუ ასე ჯერ კიდევ ათი წლის წინათ ფიქრობდნენ. ნუ გეშინია, ეგ ათი წელი ვერ დაგაბერებს … ჯერალდინა, მე მინდა რომ შენ ამ შიშველთა კუნძულის უკანასკნელი ქვეშევრდომი იყო …

მე ვიცი, მამებს და შვილებს ნიადაგ ბრძოლა აქვთ ერთმანეთში. მეომე ჩემო გოგონა, ჩემს აზრებს ეომე. მე არ მიყვარს მორჩილი შვილები. და ვიდრე ამ ბარათს ჩემი ცრემლი არ დასდენია, მინდა მჯეროდეს, რომ ეს შობაღამე სასწაულების ღამეა. მინდა მოხდეს სასწაული და შენ მართლა გაიგო ყველაფერი, – ყველაფერი, რაც შენთვის მინდოდა მეთქვა.
ჩარლი დაბერდა, ჯერალდინა! ადრე თუ გვიან თეთრი სასცენო კაბის მაგიერ შავებში უნდა გამოეწყო და ჩემს საფლავზე მოხვიდე. ახლა არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე – იქ მე დამინახავ. შენს ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს. მე მინდა, რომ მაშინაც კი, როცა ჩემს ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს, არ დაივიწყო მამაშენი ჩარლი.
მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.

გკოცნი, ჯერალდინა

შენი ჩარლი

1965 წლი დეკემბერი

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jan 10 2014, 02:14 PM

marine
Dიდი დიდი მადლობა. kiss1.gif კომპთან არ ვარ და მაგიტომ ვერ ვეზებდი )))

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2014, 02:15 PM

ციტატა(qetevano @ Jan 10 2014, 03:14 PM) *

marine
Dიდი დიდი მადლობა. kiss1.gif კომპთან არ ვარ და მაგიტომ ვერ ვეზებდი )))


იხარე, ჩემო კარგო და ლამაზო ადამიანო a025.gif yvavilebi.gif



"მოწყალე ადამიანი თავისი სულის ექიმია".

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jan 10 2014, 02:16 PM

ჩაპლინზე რომ არს წგნი ეგ არ მაქვს წკითხული და ინდა ძალლიან

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2014, 01:58 PM

როცა ქუჩაში ზამთრის სიცივით აბუზული გარემოვაჭრე ძალიან იაფად ყიდის რაღაცას, თან კანკალებს, გთხოვთ, მიდით და თუნდაც 50 თეთრად ან ლარად შეიძინეთ ის, რაც არ გჭირდებათ, რაც არ გინდოდათ. დამიჯერეთ, ასე შეძენილი თუნდაც მცირე საკვები ისეთი გემრიელი იქნება, რომ მისი გემო არასოდეს დაგავიწყდებათ....

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2014, 11:06 AM

"მოწყალე ადამიანი თავისი სულის ექიმია".

"ღვთისთვის სათნოა, როცა საუკეთესოს მივაგებთ ღატაკებსა და ხეიბრებს".

ჩანთაში მუდამ გეყაროთ თუნდაც ყველაზე იაფი კანფეტები. შეიძლება მშიერ მათხოვარს თქვენ მიერ მიცემულმა ტკბილეულმა ისე უპოვოს გული, რომ ღმერთამდე დაგლოცოთ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2014, 11:41 AM

არ არსებობს უცოდველად გატარებული დღე, ამიტომ ყოველ დღე ვეცადოთ თუნდაც ერთი პატარა სიკეთე გავაკეთოთ, რომ როცა დავწვებით და დავიძინებთ, ჩვენი მფარველი ანგელოზი ატირებული არ დავტოვოთ სასთუმალთან...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2014, 10:52 AM

"იცხოვრე სხვებისთვის და მთელი ცხოვრების მანძილზე ენით აუწერელ ბედნიერებას განიცდი".


"ვინც სიკეთეს აკეთებს, მას ეშმაკის განსაცდელების ნუ შეეშინდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2014, 11:26 AM

"მცირსა ზედა" მადლიერი იყავი და უმეტესის ღირსი გახდები".

/წმ. იოანე ოქროპირი/

"ღვთისადმი სამადლობელი პროცესის აღსრულება ასევე ხდება მოწყალების გაღებით, - რჩევის მიცემის, დალოცვით და მოხსენიებით დაწყებული, ესეც სამადლობელი მსხვერპლის მოწყალებაა, რომ დალოცავ ადამიანს, რჩევას მისცემ, წიგნს ათხოვებ... შემდეგ მოწყალების გაღება, როდესაც მშიერს დააპურებ, მწყურვალს წყურვილს მოუკლავ, შიშველს შემოსავ, ეკლესიას შეეწევი".

/დეკ. გიორგი სხრიტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2014, 11:01 AM

"თუ მოყვასს დაეხმარები, ჰოი, საკვირველებავ, თავად ქრისტე დაგიდგება მსახურად."

/წმ. გრიგოლ პალამა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2014, 04:03 PM

იმისათვის რომ თვალები იყოს ლამაზი, აკეთე სიკეთე.

/ოდრი ჰეპბერნი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2014, 08:43 PM

"ქართველ ხალხს ისევე უყვარს გაჩუქება, როგორც სხვა ხალხებს საჩუქრების მიღება".

/ა. დიუმა, "კავკასია"/


"თუკი ადამიანები სიკეთის კეთებას დაიწყებენ, მათზე ბედნიერი და ძლიერი არავინ იქნება."

/ილია II/

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 1 2014, 11:09 PM

თუ კი ვივარაუდეთ თუ რაში მოიხმარს ადამიანი ჩვენ მიერ გაღებულ მოწყალებას ან ვიცით პირდაპირ, რომ მას ჭირდება ვთქვათ თანხა ტოტალიზატორში ჩასარიცხათ რა უნდა მოვიმოქმედოთ თუ დახმარება ჩვენ გვთხოვა?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2014, 02:46 PM

ციტატა(sanfol @ Nov 2 2014, 12:09 AM) *

თუ კი ვივარაუდეთ თუ რაში მოიხმარს ადამიანი ჩვენ მიერ გაღებულ მოწყალებას ან ვიცით პირდაპირ, რომ მას ჭირდება ვთქვათ თანხა ტოტალიზატორში ჩასარიცხათ რა უნდა მოვიმოქმედოთ თუ დახმარება ჩვენ გვთხოვა?


ერთი წმინდა მამა ამბობს, რომ სანამ ფულს გასცემ, ხელში უნდა გაგიოფლიანდესო... ანუ, თუკი იცი,რომ ის ადამიანი აზარტულად მოთამაშეა, რათქმაუნდა ფული არ უნდა მისცე...

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 3 2014, 06:43 PM

ციტატა(marine @ Nov 2 2014, 02:46 PM) *

ერთი წმინდა მამა ამბობს, რომ სანამ ფულს გასცემ, ხელში უნდა გაგიოფლიანდესო... ანუ, თუკი იცი,რომ ის ადამიანი აზარტულად მოთამაშეა, რათქმაუნდა ფული არ უნდა მისცე...

გასაგებია და თუ კი მაღალი ალბათობაა ამის მაშინ როგორ მოვიქცე? ანუ ზუსტად როცა არ ვიცი რაში მოიხმარს ის სიკეთეს

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2014, 07:46 PM

ციტატა(sanfol @ Nov 3 2014, 07:43 PM) *

გასაგებია და თუ კი მაღალი ალბათობაა ამის მაშინ როგორ მოვიქცე? ანუ ზუსტად როცა არ ვიცი რაში მოიხმარს ის სიკეთეს


ნამდვილი მთხოვნელი მშიერია, ამიტომ დააპურე smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2014, 06:25 PM


„გვავიწყდება, რომ როდესაც მოყვასს შევეწევით ან რაიმე სათნოებას ვიქმთ, ამას მხოლოდ უფალი აღასრულებს, ჩვენ მხოლოდ მისი იარაღი ვართ და სხვა არაფერი.

თუ რამეს ვიქმთ, მხოლოდ უფლით.

ხომ გვაუწყებს კიდეც იგი პავლე მოციქულის პირით, - ვინც იქადის, ჩემით იქადოსო“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2014, 12:02 PM

„საკუთარ თავს ყველაფერი უნდა წაართვა, რომ მოყვასს დაუთმო და მხოლოდ მაშინ შეიძენ მასთან ერთად ღმერთს“.

/წმ. ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2014, 02:41 PM

"იგი (წმ. ნექტარიოსი ტიხონოვი) ასწავლიდა მოწყალების გაცემას, ოღონდ განსჯით, თორემ ამით შეიძლება ვავნოთ ადამიანსო, ამბობდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2014, 08:48 PM

"მოწყალე ადამიანის გული არასოდეს დრტვინავს გაცემულ საუნჯეზე, არც ითვლის და აღნუსხავს, ვის როდის, რამდენი მიაგო, რადგან მოწყალება ღვთის საჩუქარია, ღვთის მიერ აღსრულებული სამაგალითო კეთილი საქმეა, რომლის მონაწილეც შენ ხარ უფლისავე მრავალმოწყალების გამო".

/მამა ილია ჩიკვაიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2014, 04:21 PM

"პირდაპირ ამბობს უფალი:

გამომცადეთ, მოიტანეთ მეათედი და, ნახეთ, თუ არ ავავსო თქვენი ოჯახები დოვლათით და ბარაქით".

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 9 2014, 02:15 PM

სულიერი მოწყალებაც ხომ მოწყალებაა და როგორ დავეხმარო ადამიანს რომელიც მთხოვს სიმართლე დამიმტკიცე რომ ღმერთი არსებობსო? არც სახარება და არც წერილები არც სულის უკვდავების ჯერა, არ ჯერა იქნებ იტყუებიანო და რა გავაკეთო?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 9 2014, 02:21 PM

sanfol

ციტატა
სულიერი მოწყალებაც ხომ მოწყალებაა და როგორ დავეხმარო ადამიანს რომელიც მთხოვს სიმართლე დამიმტკიცე რომ ღმერთი არსებობსო? არც სახარება და არც წერილები არც სულის უკვდავების ჯერა, არ ჯერა იქნებ იტყუებიანო და რა გავაკეთო?

ვერავის ვერ დაუმტკიცებ რომ ღმერთი არსებობს, ვერც ვერავინ ვერ დაგიმტკიცებს რომ არ არსებობს. რწმენა ნიშნავს გჯეროდეს თვალით უხილავის. შენ თუ დაამტკიცე რომ ღმერთი არსებობს ეს უკვე რწმენა კი არა მოცემული პირობა იქნება. ასე რომ ეცადე ღვთისკენ მიმავალი გზა აჩვენოს და თუ ის საკმარისად გააღებს გულის კარს აუცილებლად იწამებს თავადაც.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 9 2014, 02:24 PM

G_saxva
საინტერესოა ნამდვილად, თუ არ გეწყინება მეც გამოვიყენებ შენ პასუხს მადლობა

პოსტის ავტორი: mari90 თარიღი: Dec 9 2014, 02:32 PM

sanfol

ციტატა
სულიერი მოწყალებაც ხომ მოწყალებაა და როგორ დავეხმარო ადამიანს რომელიც მთხოვს სიმართლე დამიმტკიცე რომ ღმერთი არსებობსო? არც სახარება და არც წერილები არც სულის უკვდავების ჯერა, არ ჯერა იქნებ იტყუებიანო და რა გავაკეთო?


შენ როგორც მიხვედი რწმენამდე, ისე დაუმტკიცე. მაგაზე უკეთ ვერანაირად ვერ დაუხატავ და დაუმტკიცებ.
მოდი აბა მე დამიმტკიცე. რეპეტიცია გავიაროთ. smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2014, 05:28 PM

ციტატა(G_saxva @ Dec 9 2014, 03:21 PM) *

sanfol

ვერავის ვერ დაუმტკიცებ რომ ღმერთი არსებობს, ვერც ვერავინ ვერ დაგიმტკიცებს რომ არ არსებობს. რწმენა ნიშნავს გჯეროდეს თვალით უხილავის. შენ თუ დაამტკიცე რომ ღმერთი არსებობს ეს უკვე რწმენა კი არა მოცემული პირობა იქნება. ასე რომ ეცადე ღვთისკენ მიმავალი გზა აჩვენოს და თუ ის საკმარისად გააღებს გულის კარს აუცილებლად იწამებს თავადაც.


გიო, რა ლამაზი პასუხია!!!!! a025.gif a025.gif

პოსტის ავტორი: mari90 თარიღი: Dec 9 2014, 05:43 PM

ციტატა
შენ თუ დაამტკიცე რომ ღმერთი არსებობს ეს უკვე რწმენა კი არა მოცემული პირობა იქნება.

ანუ ღმერთის არსებობა მოცემულობა არ უნდა იყოს? მხოლოდ უნდა გწამდეს მისი? თუ მოცემული პირობა არაა, რისი რწმენა გაქვთ მაშინ?
და ქრიტე მოცემული პირობა არაა? ანუ ზუსტად არ იცით არსებობდა თუ არა, მხოლოდ გწამთ?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2014, 05:56 PM

ბავშვებო, თემას ნუ ავცდებით... ვსაუბრობთ მოწყალებაზე smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 10 2014, 09:50 AM

mari90

ციტატა
ანუ ღმერთის არსებობა მოცემულობა არ უნდა იყოს? მხოლოდ უნდა გწამდეს მისი? თუ მოცემული პირობა არაა, რისი რწმენა გაქვთ მაშინ?
და ქრიტე მოცემული პირობა არაა? ანუ ზუსტად არ იცით არსებობდა თუ არა, მხოლოდ გწამთ?

მგონი ტერმინების განმარტება უნდა წაიკითხო რა არის მაგალითად რწმენა.
ამ სიტყვის არსს რომ გაიგებ მერე პატარა ლოგიკასაც დაახმარ და პასუხსაც მიიღებ.

პოსტის ავტორი: mari90 თარიღი: Dec 10 2014, 10:06 AM

G_saxva

ციტატა
მგონი ტერმინების განმარტება უნდა წაიკითხო რა არის მაგალითად რწმენა.
ამ სიტყვის არსს რომ გაიგებ მერე პატარა ლოგიკასაც დაახმარ და პასუხსაც მიიღებ.


რწმენა არის როცა ფაქტის არსებობაში დარწმუნებული ხარ. მაგიტომაც გწამს. თუ ეჭვი გეპარება ფაქტის არსებობაში, ეგ რწმენა კი არა, იმედია იმისა, რომ იარსებებს.
მოციქულებს არ სწამდათ რომ იესო ღმერთი იყო, მაგრამ იმედი ქონდათ, რომ ღმერთი იქნებოდა. როცა ფაქტში დარწმუნდნენ, მერე იწამეს. ისე რანაირად უნდა იწამო, თუ ფაქტის არსებობაში ეჭვი გეპარება? ეგაა იმედის ქონა.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 10 2014, 10:43 AM

mari90

ციტატა
რწმენა არის როცა ფაქტის არსებობაში დარწმუნებული ხარ. მაგიტომაც გწამს. თუ ეჭვი გეპარება ფაქტის არსებობაში, ეგ რწმენა კი არა, იმედია იმისა, რომ იარსებებს.

ეგ როდის მერე გახდა ეგრე?
მე რომ მწამს იმის კარგი ცხოვრება მექნება ეგ ფაქტია უკვე? თუ ეგ რწმენა არ არის?
ციტატა
მოციქულებს არ სწამდათ რომ იესო ღმერთი იყო, მაგრამ იმედი ქონდათ, რომ ღმერთი იქნებოდა. როცა ფაქტში დარწმუნდნენ, მერე იწამეს. ისე რანაირად უნდა იწამო, თუ ფაქტის არსებობაში ეჭვი გეპარება? ეგაა იმედის ქონა.

ციტატა
მოციქულებს არ სწამდათ რომ იესო ღმერთი იყო, მაგრამ იმედი ქონდათ, რომ ღმერთი იქნებოდა. როცა ფაქტში დარწმუნდნენ, მერე იწამეს. ისე რანაირად უნდა იწამო, თუ ფაქტის არსებობაში ეჭვი გეპარება? ეგაა იმედის ქონა.

ვინ თქვა რომ ეჭვი გეპარება? რწმენა ისაა რომ გჯერა.
ის რომ ღმერთი თვალხილული იყოს ყველა ხედავდეს და დარწმუნებულ იიყოს მის არსებობაში ადამინის თავისუფალ ნებაზე ძალადობა გამოდის. შენ არ გაქვს სხვა არჩევანი რადგან ხედავ და მისკენ უნდა იარაო. რწმენა ამიტომ არის საჭირო "ნეტარ არიან, რომელთა არა ვუხილავ და ვრწმენე". მთავარია ზრი ისაა, უხილავის რომ უნდა გჯეროდეს.
ამ თემაში აღარ დავპოსტავ რადგან ჩვენი პოსტები თემას არ შეესაბამება. სხვაგან თუ გადაიტანთ იქ ვისაუბროთ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2014, 06:13 PM

"ბევრი სიკეთე აკეთეთ და სიხარული უხვად იქნება თქვენთან".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2014, 07:01 PM

"საკუთარი სიკეთე არ უნდა ვითვალოთ - ჩვენ არაფერი გვეკუთვნის, გარდა ცოდვებისა"

/დეკ. დავით ხაჭაპურძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2015, 08:36 PM

"მართლაცდა, ვინც მთელი არსებით ღმერთს განადიდებს, ის უკვე ნეტარებაშია. ვინაიდან, ღმერთის ჭეშმარიტად განდიდება მხოლოდ მას ძალუძს, ვინც კეთილ საქმეებს აღასრულებს; კეთილ საქმეებს კი ნეტარებამდე მიჰყავს ადამიანი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2015, 09:07 PM

"უნდა ბევრი გასცე, ყველაფერი - რაც გაქვს და რაც არ გაქვს, რომ, როგორც კარგმა ვაჭარმა, გამოისყიდო უძვირფასესი მარგალიტი - ზეციური სასუფეველი".

/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2015, 07:16 PM

"განკითხვა ძველქართულად მოწყალების გაცემას ნიშნავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2015, 11:23 PM

"გულის განწყობის მიხედვით ფასდება შესაწირი დიდია თუ მცირე: მხოლოდ იგი ადებს საგნებს ნამდვილ ფასს".

/წმ. ამბროსი მედიოლანელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2015, 09:35 PM

"თავის თავს ყოველთვის რაიმეს სიამოვნებას აკლებდა, რათა ღარიბებს დახმარებოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2015, 09:46 PM

"მოწყალების გაღება შეიძლება ბოროტის მიერ იყოს ნაკარნახევი. იგი ასწავლის ადამიანს, ან სრულად არ გასცეს მოწყალება, ან გასცეს თავის მოსაწონებლად, სახელის მოსახვეჭად. თუ ასეთ დროს ლოცვას დავიწყებით, ადვილი შესაძლებელია, შევიმეცნოთ ის მიზეზები, რომლებიც ჩვენს ქცევას განაპირობებს"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 21 2015, 09:45 PM

"ვინც უფლის სიყვარულით აკეთებს სიკეთეს, სულიერ საზღაურს მისცემს უფალი"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

"კეთილი გულით ნაბოძი მცირედიც შეიწირება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 21 2015, 10:00 PM

"ადამიანმა საკუთარი თავი უნდა უარყოს, უარი უნდა თქვას საკუთარ ეგოისტურ გრძნობებზე და სხვებისათვის ცხოვრება ისწავლოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2015, 10:35 PM

"სათნო საქმეზე, რომლის გაკეთებასაც აპირებ, ნურავის ეტყვი; ისე მოიმოქმედე სიკეთე, მის შესახებ ნურც წინასწარ განაცხადებ და ნურც მერმე ეტყვი ვინმეს რამეს"

/წმ. ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2015, 10:24 PM

"მეუფე [ელისე ჯოხაძე] თავისი ტკივლით არავის დაამძიმებდა... სხვას დამძიმებულს კი შვებას მისცემდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2015, 02:38 PM

"ვინც გაჭირვებულ ადამიანს ეხმარება, უპირველესად ეხმარება საკუთარ თავს და ამის შემდეგ სხვას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2015, 01:09 PM

"უპოვარნი ხორციელად იტანჯებიან, მაგრამ სულიერად ნუგეშინისიცემებიან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2015, 05:18 PM

მე და მათხოვარი ბავშვი

წუხელ ქუჩაში შევხვდი ,,მათხოვარს,,
სხვებიც მინახავს ღვთის მათხოვრები.....
და მათი ბედი მე რომ მათხოვა,
ეჰ, რამდენ სითბოს ვინათხოვრებდი.
ის ბავშვი იყო და ზღაპრულ ფერში,
ესახებოდა "ქუჩის სიკეთე",
-კეთილი ხალხი,ამხელა დღეში,
ჩემთვისაც ცოტას გამოიმეტებს.
თუმცა სახლობდა,მის სულში კენტად,
უდაბურება სასოწარკვეთის,
-არაფერია,ყველაზე მეტად,
მაინც მე მჯერა ჯვარის და ღმერთის.
ვიგრძენ რომ მასში სითბოს ვპოვებდი,
მივესათუთე,მივუჯექ გვერდში.....
ის ბავშვი იყო,მეკი პოეტი,
და მისი გული მტკიოდა მკერდში.

ლევან ალავერდაშვილი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2015, 09:59 PM

"ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2015, 10:26 PM

"ქველმოქმედების ფილოსოფია ამაღლებულ ზეციურ კანონებს ემორჩილება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2015, 08:41 PM

"25 ლარიან პალტოსაც და 5000-იან ქურქსაც ერთნაირი დანიშნულება აქვს, ზამთარი თბილად უნდა გაგვატარებინოს და უმჯობესია, იაფფასიანს დავჯერდეთ, დარჩენილი თანხით კი მოხუცებს, ავადმყოფებს, გაჭირვებულებს დავეხმაროთ"

/დეკ. კახაბერ ღაჟონია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2015, 02:33 PM

"როგორც შენი სხეული ითხოვს საჭმელს, მსგავსადვე სული უნდა იყოს მომთხოვნი კეთილი საქმისა. ამავე დროს კეთილი საქმის აღსრულებისათვის კაცი თავმდაბალი უნდა იყოს. კეთილ საქმეთა შორის უფრო მეტად ის ფასობს, რომელიც ჩვენგან განსაკუთრებულ შრომასა და თავდადებას ითხოვს"

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2015, 03:47 PM

"თავად გასცემდა [წმ. ფილარეტ მოწყალე] დახმარებას. არ უყურებდა, რომელი ყუთიდან იღებდა მონეტებს და ისე არიგებდა მოწყალებას.

ღმერთს იმოწმებდა,რომ რამდენჯერაც კარგად ჩაცმული ადამიანი მივიდოდა მასთან სათხოვნელად, სურდა სპილენძის მონეტა მიეცა, რადგან მას ღარიბად არ თვლიდა. სასწაულის ძალით, უნებურად ხელს იმ ყუთში ჩაყოფდა, რომელშიც ოქროსა და ვერცხლის მონეტები ინახებოდა.

ხანდახან უბრალო პერანგით შემოსილი ადამიანი მივიდოდა, ფილარეტს სურდა გულუხვად დაესაჩუქრებინა, მაგრამ მეტად მცირე მონეტას იღებდა.

ეს ყველაფერი მისდა უნებურად ხდებოდა, უფლის ნებით, რომელმაც კარგად იცის თითოეული ადამიანის გასაჭირის შესახებ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2015, 04:19 PM

"- განა მოწყალების გაცემით შენი სიმდიდრე ამოიწურება? იგი არათუ არ ამოიწურება, არამედ ზეციური მადლიც მიემატება"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2015, 07:04 PM

„ - წყალს აქვს თვისება, სხეულს ჭუჭყი ჩამორეცხოს; მოწყალებას კი ძალუძს, სულიერი უწმიდურება მოსპობს.“

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2015, 10:39 PM

„ - უმოწყალო სული სიბრძნეს განშორდება, ხოლო მოწყალე სული სულიწმინდის მიერ მიიღებს სიბრძნეს“

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2015, 10:58 PM

"უფსკრული მოწყალებისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2015, 12:00 PM

„- მიდით და დაიმკვიდრეთ ცათა სასუფეველი, - ეუბნება უფალი მოწყალეთ, - არა იმიტომ, რომ თქვენ არ შესცოდეთ, არამედ იმისათვის, რომ მოწყალებით განიწმინდეთ ცოდვებისაგან“

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2015, 12:41 PM

„- ღატაკი, ეს არის შენი კარი, შენ თავად კი - ღვთის კარის წინ მდგარი ღატაკი. როგორც მოექცევი შენს მთხოვნელს, ისევე მოგექცევა შენც ღმერთი“

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2015, 02:01 PM

“- ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი სხვისთვის სიხარულის მინიჭება, სხვისი გახარება უნდა იყოს. ალბათ, თქვენც გამოგიცდიათ ის დიდი სიხარული, რომელსაც გაჭირვებულისთვის დახმარება განგვაცდევინებს.
ამ დროს გულში სიხარული სუფევს, რადგან ვგრძნობთ, რომ გაღებული მატერიალური შემწეობის ნაცვლად ისეთი დიდი საუნჯე მოვიპოვეთ, რომელსაც ის, რაც გავეცით, ვერც კი შეედრება.
აი, სწორედ ეს არის სრული სიხარული, რომელიც ადამიანს ღმერთთან აკავშირებს“.

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2015, 02:41 PM

„ღატაკმა მოთმინებისთვის მიიღოს გვირგვინი, შენ კი - მოწყალებისთვის“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2015, 08:34 PM

„როცა ერთი ხელი გასცემს, მეორემ ეს არ უნდა იცოდეს; დაე, ორივე გასცემდეს - უხვად და ხელგაშლილად“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2015, 09:09 PM

„მხოლოდ მოწყალების გამცემნი დაადგებიან გზას ღვთისა, რომელიც თავისი განგებულებით ერთს ამდიდრებს, მეორეს სიღარიბეში ტოვებს და სურს, რომ ერთთა სიუხვემ შეავსოს მეორეთა ნაკლულევანება, რადგან, როგორც მოციქული გვასწავლის, იყოს თანასწორობა“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2015, 09:25 PM

„მოწყალე ადამიანი ბედნიერია ამქვეყნადაც და იმ ქვეყნადაც“
/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2015, 07:06 PM

"რაც უფრო ნაკლები აქვს კაცს ქონება, თავის ქონებასთან შეფარდებითად უფრო მეტი შეუძლია გასცეს მოწყალებად, ვიდრე მას, ვისაც მეტი აქვს, რადგან ასეთ ადამიანს უფრო და უფრო ემატება ვერცხლისმოყვარეობის სენი"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2015, 09:56 PM

"სიბრალული ეს არის სასწაული. არავის სჭირდება სასწაული ქვის მთებისა, ჭეშმარიტი სასწაული სიბრალულია.

უფლისათვის სათნოა ეს სასწაული - სიბრალული ერთი ადამიანისა მეორეს მიმართ.

ჭეშმარიტი მოწყალება საქმიანია, იგი აერთიანებს ცასა და დედამიწას".

/ეპისკოპოსი იოანე (შახოვსკოი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2015, 10:45 PM

"უფალი მცირე სიკეთესაც არ უკარგავს ადამიანს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2015, 10:06 PM

"ვისაც სიყვარული გააჩნია, იგი საკუთრად არაფერს მიიჩნევს, არამედ ყველაფერი, რაც აბადია, სხვისთვის ნებავს"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2015, 10:59 AM

“თანამგრძნობი ადამიანები იხილავენ, რომ გლახაკები და არაფრის მქონენი, რომელთაც ისინი ამქვეყნად სწყალობდნენ, მათთვის ლოცულობენ და მათს ქველმოქმედებას აუწყებენ ანგელოზებსა და ადამიანებს“

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2015, 11:09 PM

"ბედნიერია ის, ვინც აბედნიერებს სხვას.

ბედნიერებას უფალი გვანიჭებს და მისი მოპოვების ერთ-ერთი აუცილებელი საშუალებაა თვითუარყოფა.

გავხდეთ უარმყოფელი ცოდვისა და ამით ჩვენს გონებასთან ერთად მოყვასის გონებასაც ვაზეიმებთ"

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2015, 01:18 PM

,,ვიღაც მარადის არ ივიწყებს ბოძებულ ხურდებს, ზოგს კი სიცოცხლეც რომ შესწირო, ვერას მიხვდება.''

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2015, 11:00 PM

"სანამ იარსებებს თუნდაც ერთი გაჭირვებული, უფლის ამქვეყნიური სახე მხოლოდ ამგვარად წარმოგვიდგება და ქრისტიანული სიხარულის გვერდით ყოველთვის იარსებებს ქრისტიანული წუხილიც"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2015, 09:10 PM

"ქრისტიანულმა ეკლესიამ პირველმა მოაწყო საქველმოქმედო ქსენონები (სნეულთა სამკურნალო სახლები), ღარიბთა თავშესაფრები; ქრისტიანები წარმართთა აღვირახსნილობაში არ მონაწილეობდნენ, მაგრამ მუდამ მზად იყვნენ, რომ მათ გაჭირვებაში დახმარებოდნენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2015, 10:59 AM

"სიტყვას ნუ იტყვი, როდესაც ვინმეს მიმართ წყალობას გამოიჩენ, მაგრამ ჩუმად ნუ იქნები, როდესაც სხვები გიკეთებენ სიკეთეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2015, 11:12 AM

"ანგარებიანი გასცემს პატივისა და სიმდიდრის სანაცვლოდ, რადგან საკუთარი მე საშუალებას არ აძლევს უანგარო ქველმოქმედებისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2015, 08:43 PM

"ანგარება, საზღაურის გამო სიკეთის კეთება, განიმარტება, როგორც "ნაცვლის გება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2015, 10:26 PM

"მორწმუნე ადამიანის გული ვერასდროს იცხოვრებს განშვებით, ვინაიდან იცის, რომ მის გარშემო უამრავი გაჭირვებული, უსახლკარო და ავადმყოფი ცხოვრობს"

/მღვდელ-მონაზონი ანადრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2015, 10:44 PM

"იმას, რის გაკეთებასაც შენ დღეს მოასწრებ, ნუ გადადებ ხვალისათვის. ის დღე დაკარგულად ჩათვალე, როცა ვერ შეძლებ სიკეთის ქმნას, და თუ გსურს იყო ბედნიერი, გახსოვდეს, უანგარო, კეთილ საქმეთა გარეშე მას ვერ მოიპოვებ"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2015, 01:04 PM

"მოწყალე სული საკუთარი ხორცისთვის არ იკრებს, ყველაზე დიდი საგანძური ჩვენთვის სასუფეველია, რომელსაც მოწყალებით მივაღწევთ"

/მღვდელ-მონაზონი ანადრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2015, 01:45 PM

"ანგარებისათვის დრო არ რჩება ქრისტიანს, მისი გონება დაკავებულია მოწყალებით"

/მღვდელ-მონაზონი ანადრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2015, 02:25 PM

"კეთილი საქმე, რომელსაც წრფელი გულით და განზრახვით აღასრულებს ადამიანი, მისი სულისათვის იქცევა ზეციურ მანანად, გულისათვის კი - სიხარულის საცხებელად. და მაშინ შეიგრძნობს ადამიანი, თუ რამდენი სიხარულისა და ნეტარების მონიჭება შეუძლია თუნდაც ერთ ქრისტიანულ სიყვარულს"

/ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2015, 10:49 PM

"სიკეთე მხოლოდ მაშინ არის სიკეთე, როცა ის საკუთრივ სიკეთის ქმნას ემსახურება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 20 2015, 10:53 PM

"სიყვარულს, სიკეთეს, სათნოებას მაინც მალვა უნდა, რომ ადამიანთა ქებით და სახელის მოხვეჭით უფრო დიდი, ღვთიური ჯილდო არ დაკარგოს კაცმა და რაც კიდევ უფრო საშიშია, ამპარტავნებაში არ ჩავარდეს და არ დაიღოპოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2015, 02:35 PM

"ჩვენი უფლისკენ მიქცევა მოიზიდავს ჩვენზე ღვთის შეწევნას. წმინდა ანტონი გვასწავლის: "სათნოებების აღსრულება ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული. თუ ჩვენ მის მოპოვებას მოვისურვებთ, არ დაგვჭირდება შორს წასვლა და ზღვის გადალახვა, რადგან ჩვენშია იგი"

/წმ. ზოსიმე პალესტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2015, 09:52 PM

"როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, სულიერების გრძნობით უნდა გვახსოვდეს იგი, ხოლო თუ ცუდად მოგვექცევიან, სიყვარულმა უნდა დაგვავიწყოს ის"

/წმ. ამბროსი მედიოლანელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2015, 09:33 PM

"ვიცხოვროთ უფლის მცნებებით და ვაკეთოთ სიკეთე ისე, რომ სამადლობელს არ დაველოდოთ. ასეთ ადამიანს უფალი გაათმაგებულ მადლს მიანიჭებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2015, 01:19 PM

"იმაზე დიდი სიკეთე არ არის, ადამიანს რომ დაეხმარო, მასზე იზრუნო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2015, 09:53 PM

"კაცი რომ სიკეთეს სჩადის, დიდ შინაგან კმაყოფილებას განიცდის. მოყვასისათვის ხელის გამართვა, ჭირში განსაცდელის ჟამს მისთვის თავის გამოდება თვითონ სიკეთის მთესველ ადამიანს დიდ შინაგან სიამოვნებას გვრის. "

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2015, 08:54 PM

"მამა პორფირე ათენელს სწამდა, ყველაზე დიდი თანაგრძნობა, დახმარება, ნუგეშია ის, რომ მოუსმინო გაჭირვებულს, რომელსაც გაჭირვებაზე შენთან სურს საუბარი, შენთან ურთიერთობა უნდა, რათა მარტო და გარიყულად არ იგრძნოს თავი. ღირსი პორფირეც მზად იყო ყველა გაჭირვებულის მამობრივი სიყვარულით გულში ჩასაკრავად, სანუგეშებლად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2015, 09:22 PM

"როცა კაცს ებრალება მოყვასი, ეს ღმერთს კეთილად განაწყობს მისადმი"

/მამა პაისი ათონელი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2015, 09:36 PM

"დიდ ჯილდოს მიიღებ, თუ სიკეთეს ჯილდოსთვის არ აღასრულებ (თვით ზეციურისთვისაც კი)".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2015, 08:10 PM

"მადლიერება უმთავრესი ქრისტიანული სათნოებათაგანია"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2015, 04:22 PM


“სიკეთე მარტივი და უკომპრომისოა“

/წმ. გრიგოლ ნოსელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2015, 10:01 PM

"გაწვდილი სიკეთეები"

/მწერალი ირმა კიკოლიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2015, 08:52 PM

"ჩემს შიშველ ხელებს არ ძალუძს სიკეთის ნაყოფიერება"

/ირმა კიკოლიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2015, 08:52 PM

"ჩემს შიშველ ხელებს არ ძალუძს სიკეთის ნაყოფიერება"

/ირმა კიკოლიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2015, 10:31 PM

Если мы ничем не можем помочь ближнему , и у нас болит от этого сердце - значит мы даем человеку милостыню высшего порядка: мы даем милостыню кровью своего сердца.

Старец Паисий Святогорец.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2015, 11:01 PM

"როგორებიც ვართ ჩვენ მოყვასის მიმართ,ისეთივე იქნება ღმერთი ჩვენს მიმართ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2015, 07:13 PM

Когда мы помогаем другим людям - это посев. А когда люди помогают нам - это урожай.

Симеон Афонский

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 29 2015, 11:08 PM

"იმას, რის გაკეთებასაც შენ დღეს მოასწრებ, ნუ გადადებ ხვალისთვის. ის დღე დაკარგულად ჩათვალე, როცა ვერ შეძლებ სიკეთის ქმნას; და თუ გსურს, იყო ბედნიერი, გახსოვდეს, უანგარო კეთილ საქმეთა გარეშე მას ვერ მოიპოვებ"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2015, 02:58 PM

" ორი ხელი იმიტომ გაქვთ, რომ ერთით საკუთარ თავს დაეხმაროთ,მეორე ხელით კი სხვებს გაუწიოთ დახმარება.."
– ოდრი ჰეპბერნი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2015, 08:32 PM

"გაგიმასპინძლდეთ ჩემი ბოშური სტუმართმოყვარეობით და ნახევარი პაისი [ათონელი] კი არ გავიღო, არამედ მთლიანად მოგეცეთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2015, 11:02 PM

"თუ რამეს გვთხოვენ და გვენანება მისი გაცემა, ანდა როცა ვწუხვართ დანაკარგის გამო, ეს ნიშნავს, რომ ნივთი ქრისტეზე მეტად გვიყვარს. თუ კაცს უხარია, რომ გასცემს და წუხს, როცა რაიმეს იღებს - კარგის ნიშანია"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2015, 11:21 PM

ღარიბის ლუკმა
***
ჩემს გურულ ბებოს,
დაი ჰყავდა_ სახელად ნინა,
ლამაზი იყო,
მოღერილი დაჰქოდა ყელი,
რა გემრიელი იყო ნეტავ
გამაგებინა,
მის თბილ ბუხართან
გატეხილი პური და ყველი.
დამეთანხმებით,
რადგან არის ცამდე მართალი,
სხვამაც სთქვას, ვიცი,
ბევრი კიდევ კვერსაც დაუკრავს,
ფულით უქონელს,
სულით რომ აქვს ქოხი დამთბარი
და რომ სხვა მადლის გემო ახლავს
ღარიბის ლუკმას.

/ნანა მეფარიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2015, 01:53 PM

"სულიერად რაც უფრო წარემატება კაცი, მით ნაკლებ უფლებას აძლევს საკუთარ თავს. წარმოვიდგინოთ, რომ მთაზე ავდივართ. ორივეს ზურგჩანთები გვკიდია. სულიერი კაცი, რომელსაც მოყვასის დახმარება უნდა, მის ზურგჩანთასაც აიკიდებს, მაგრამ ფაქიზად, დელიკატურად ეუბნება, რომ ორი ზურგჩანთით უფრო ადვილად დაიცავს წონასწორობას აღმართზე. მთელი საიდუმლო ისაა, რომ სხვას თუ გსურს გაუგო, თავი მის ადგილას უნდა დააყენო. ასეთი საქციელით ქრისტეს ენათესავებით"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2015, 05:13 PM

სიხარული, რომელსაც გრძნობს ადამიანი ნივთიერი შესაწირის მიღებისას, ადამიანური სიხარულია, ხოლო რომელსაც გაცემისას გრძნობს- ღვთიური. ღვთიური მოდის გაცემით ! ( ბერი პაისი მთაწმინდელი)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2015, 06:05 PM

"ვინმე შეიძლება გულგრილი იყოს, მაგრამ თუ ის ავადმყოფს თანაუგრძნობს, თუ მოწყალებას გასცემს, მაშინ მისი ხვედრისა არ უნდა გვეშინოდეს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2015, 06:16 PM

„სულიერ ნუგეშს მხოლოდ მაშინ ეზიარები, როცა სხვას რაიმეს აძლევ“

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2015, 11:17 PM

"ღვთის წყალობა მოყვასისადმი წყალობით ეძიე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2015, 10:32 AM

"ვისაც არა აქვს, მაგრამ მაინც გაცემაზე ფიქრობს, ღმერთია მასთან;
ვისაც აქვს და გასაცემად მაინც არაფერი ემეტება, სატანაა მასთან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2015, 08:30 PM

"არც ერთი კეთილი საქმე სიმდაბლის გარეშე ღვთისთვის არ არის სათნო"

/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2015, 09:03 PM

"რა არის კაცის სიცოცლე თუ არა საქმე კეთილი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2015, 09:33 PM

"ადამიანს ორი მიზანი უნდა ჰქონდეს: როგორ მიაღწიოს სულიერ სიმაღლეს და როგორ გამოადგეს სხვას; თუ კაცი თავისთვის არ ვარგა, ის სხვისთვის მით უმეტეს, უვარგისია"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2015, 06:52 PM

"აცმევდა შიშველს და აპურებდა დამშეულს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2015, 05:52 PM

"როცა კაცი თავის საკუთარ სალმობას განიცდის, ამას ტანჯვა ჰქვია, სხვისი სალმობის განცდას კი - თანალმობა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2015, 06:18 PM

"ადამიანი ცოდვილია და უძლური; რომ მხოლოდ საღვთო მადლით ეძლევა მას სიკეთის ქმნის ძალა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2015, 06:32 PM

„სიხარულით გაცემა მეტს ნიშნავს, ვიდრე - ბევრის გაცემა“

/წმ. ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2015, 09:32 PM

"ვინც რამდენსამე გაჭირვებულს გაუწოდა დახმარების ხელი, შეეძლო კი დახმარებოდა სხვებსაც, დაეპურებინა მრავალნი, იგი ქრისტეს მიერ გასამართლდება ვითარცა კაცი, რომელმაც ქრისტეს არ მიაწოდა წყალი. რამეთუ ქრისტეა ჩასახლებული განურჩევლად ყველაში, თითოეულ იმ მათხოვარშიც კი, რომელთაც ჩვენ საზრდელს მივაწვდით"

/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 7 2015, 05:31 PM

"მოწყალებით შთაგონებული გულუხვობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2015, 10:16 PM

"ბოროტებას, ისევე როგორც სიკეთეს, ბუმერანგის თვისება აქვს - იგი მის აღმასრულებელს უკანვე უბრუნდება"

/მამა თავმას ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2015, 10:51 PM

"არ არსებობს ადამიანი, რომელსაც მოყვასისთვის დახმარების გაწევა არ შეეძლოს"

/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2015, 11:04 PM

მოწყალენი უფრო მეტად განდიდდებიან ღვთის წინაშე, ვიდრე სასწაულთმოქმედნი.

არქიმანდრიტი ქრისტოდულოსი (მთაწმინდელი)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2015, 01:34 PM

"გავარვარებულ ბრძმედზე უმხურვალესმა ქველმოქმედებამ და გულმოწყალებამ შენი დიდება შორს გაიტანა..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2015, 08:11 PM

"ბოროტად ნაგროვები სიკეთის ქმანში უნდა განიხარჯოს, რომ ცოდვილი სიმდიდრე - მართალ სიმდიდრედ იქცეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2015, 09:59 PM

"ერთობ მდიდარი, მაგრამ სულით ღარიბი და კეთილ საქმეთაგან განძარცვული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2015, 12:04 PM

"კეთილი საქმეებისთვის მოშურნე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2015, 07:31 PM

"ქველმოქმედება სიკეთის კეთებას, კეთილმოქმედებას ნიშნავს. სიკეთე რა არის, თითქმის ყველამ ვიცით, მაგრამ არის ბუნებითი სიკეთე, კეთილი საქმეები. ბუნებითი სიეკეთე ყველა ადამიანს ახასიათებს მეტ-ნაკლებად, რაც იმას ნიშნავს, რომ მას, ვინც მე სიკეთე გამიკეთა, სიკეთით ვუპასუხო.

გონებით აღმატებული სიკეთე ითვლება ქველმოქმედებად, თორემ ის, რაც ბუნებითია, ყველა ადამიანს ახასიათებს და მაშინ ყველა ადამიანი ქველმოქმედი გამოვა"

/მეუფე იოანე (გამრეკელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 24 2015, 08:38 PM

"უხვი ხელით გაეცი, რადგან როგორც მთესველი მარცვალ-მარცვალ კი არ ისვრის თესლს, არამედ მთელი მუჭით, ასევე მოწყალების საქმეში მისდიე დავით მეფის სიტყვას:

"განაბნია და მისცა გლახაკთა, და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე" (ფს. 111, 9).

როგორც დასთესავ, ისევე მოიმკი: უხვად დათესავ, ბევრს მოიმკი; სიძუნწით დათესავ, ცოტას მიიღებ".

/ეპისკოპოსი ილია მინიატისი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 24 2015, 08:51 PM

"როცა ერთი ხელი გასცემს, მეორემ ეს არ უნდა იცოდეს; დაე ორივე გასცემდეს - უხვად და ხელგაშლილად".

/ეპისკოპოსი ილია მინიატისი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2015, 10:19 PM

"იგი [წმ. იოანე კრონშტადტელი] ხშირად და განსაკუთრებით მხურვალედ მოყვასისადმი ქველისმოქმედებისკენ მოუწოდებდა. სიღარიბე არ არის მიზეზი, ქველმოქმედებაზე თქვა უარიო, არ შეგიძლია ფულით დახმარება, ცრემლით ანუგეშეო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2015, 06:28 PM

"ადამიანური მოწყალება მხოლოდ სუსტი აჩრდილია ღვთის მოწყალებისა"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2015, 09:06 PM

"ამქვეყნად ადამიანები არაფრის მქონენი ვართ, თუკი რამ გვეძლევა, მათ შორის მატერიალური სიმდიდრე, უფლისგანაა ბოძებული, ჩვენ კი, დადგენილი ვართ ჩვენი ქონების მნეეებად, მოურავებად, ამიტომ სიმდიდრეს არ უნდა მოვეპყროთ ისე, როგორც საკუთარს, არამედ ისე, როგორც ღვთის საკუთრებას - კეთილად უნდა გავანიავნოთ. რას ნიშნავს კეთილად განიავება? - მოწყალებად გავცეთ, შევეწეიოთ გაჭირვებულებს, ეკლესია-მონასტრებს... რადგან სიმდიდრე, ქონება მოგვეცა არა ჩვენთვის, არამედ სწორედ იმისთვის, რომ გავცეთ".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2015, 09:36 PM

"მდიდარია ის, ვინც კმაყოფილია იმით, რაც აქვს და ამისთვის მადლობს უფალს, ეს არის სულიერი სიმდიდრე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2015, 01:43 PM

...ალბათ, ყველაზე დიდი მადლი ისა, როცა რაღაც შენ გინდა ძალიან, მაგრამ არ დაიტოვებ, გასცემ და სხვას გაახარებ...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2015, 10:44 AM

"გონიერება ისაა, თუკი უფალი გვაძლევს ქონებას, პირველ რიგში ჩვენად არ უნდა ჩავთვალოთ, უნდა ვიცოდეთ, რომ მიწიერი სიმდიდრე ჩვენი არ არის, ღვთის საკუთრებაა და ღვთის სადიდებლად უნდა გამოვიყენოთ"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2015, 02:53 PM

"მდიდარ ადამიანებს, როგორც წესი შეწყალების გრძნობა უტროფირდებათ. მათი გული თითქოსდა რკინის გალიაში იკეტება. არსებობს ღატაკებში ამგვარი გამონათქვამი: "მოწყალების მისაღებად ნუ მიხვალ მდიდარ დასახლებაში".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2015, 08:37 PM

"ადამიანო, ქონება იმისთვის კი არ მოგეცა, რომ სვამდე და ილხენდე, არამედ იმისათვის, რომ მოწყალება აკეთო. შენ კი არ გეკუთვნის, რაც გაგაჩნია, არამედ გლახაკთა მისაცემად გაქვს მობარებული".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2015, 08:52 PM

„არაფერი ისე არ მიგვამსგავსებს ღმერთს, როგორც მოწყალება“

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2015, 11:29 AM

"რატომ მიჩვენებ შენ კეთილ საქმეებს მე? მე არ დამივალებია შენთვის სიკეთის კეთება და არც მაგალითი მომიცია, არამედ უფალმა თქვა: "ვინც გლახაკს შეიწყალებს, მე მსესხულობს". ღმერთს ასესხე, მას აჩვენე და არა კაცს".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2015, 09:02 PM

"მოწყალებას ისეთი ძალა აქვს, რომ მას ცოდვათა მიტევებაც შეუძლია"

/წმიდა აბბა დოროთე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2015, 02:33 PM

"ყოველი სიკეთის მქმნელი შეიძლება კარგი ადამიანი არ იყოს, მაგრამ კარგი ადამიანი ყოველთვის სიკეთის მქმნელია".

/ინგა გულაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2015, 11:01 AM

"სხვისთვის დახარჯული რომ გაგახარებს, ეს ნამდვილად გულკეთილობაა"
/ინგა გულაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2015, 11:28 AM


„მთავარია შესაწირის ხარისხი და არა მოცულობა - უფლისთვის სათნოა თაფლის სანთელი, რომელსაც თვითონვე გვაძლევს ფუტკრის მეშვეობით“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2015, 02:33 PM

"ერთხელ სულიერმა შვილმა ჰკითხა მოძღვარს:
- რისი ბრალია, მამაო? მიდიხარ ღარიბთან, შესჩივლებ შენს გაჭირვებას და ის განუგეშებს, გეხმარება, როგორც შეუძლია. მიდიხარ მდიდართან და ის შენს გასაჭირს ცალი ყურით ისმენს, თითქოს არც არაფერი. ნუთუ ფული ადამიანს ასე აფუჭებს?
- გაიხედე ფანჯარაში. რას ხედავ?
- ბავშვიან ქალს, ოთხთვალას, ხალხს, რომელიც ბაზარში მიიჩქარის.
- კარგი. აბა, ახლა სარკეში ჩაიხედე. იქ რას ხედავ?
- სარკეში რა უნდა დავინახო, მამაო? მხოლოდ საკუთარ თავს ვხედავ.
- ფანჯარაც მინისაა და სარკეც მინისაა. მაგრამ საკმარისია, მინას მცირეოდენი ვერცხლი დაუმატო, რომ უკვე საკუთარი თავის მეტს ვეღარაფერს დაინახავ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2015, 12:46 PM

„მოვიწადინოთ სიკეთე“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2015, 10:47 PM

"კაცი რომ ერთხელ განრისხდება, მას მრისხანე არ ეწოდება; არც მაშინ ეწოდება მეძავი, როცა ერთხელ ისიძვებს; არც მაშინ ჰქვია მოწყალე, როცა ერთხელ გაიღებს მოწყალებას; არამედ სიკეთეცა და ბოროტებაც ზედიზედ ქმნით ხდება სულისთვის ჩვეულება და შემდეგ ეს ჩვეულება ტანჯავს ან შვებას გვრის მას".

/წმ. აბბა დოროთე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2015, 02:07 PM


„ისე გავცეთ, თითქოს ვიღებდეთ. სხვას ისე უნდა ვუკეთებდეთ სიკეთეს, თითქოს ჩვენ გვიკეთებდნენ“.


/წმ. აბბა დოროთე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2015, 03:40 PM

"არც ერთ თბილ და იმედისმომცემ სიტყვას არ დაგვიწყებს უფალი"

/ილია II/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2015, 04:14 PM



"ნუგეშისცემა დიდი ხელოვნებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2015, 12:04 PM

"გლახაკთშემწყალე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2015, 09:42 PM

"მოყვასისადმი გულმოწყალება გადაწონის მრავალ ცოდვას!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2015, 11:49 AM

"თუ არ დააცილებ ლოცვას მოწყალებისგან, მადლმოსილი ნუგეშისცემა გარდამოვა ზეციდან შენს გულზე, როგორც ნამი დაგვალულ მიწაზე".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2015, 10:43 PM

სიკეთე ალბობს და აღებს გულს, როგორც ზეთი დაჟანგულ კლიტეს.

/პაისი მთაწმინდელი/
/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2016, 04:58 PM

"უფალმა გვითხრა: - ნუ გაახმაურებ შენს კეთილ საქმეს და თვითონ ილაპარაკებს ეს საქმე თავის თავზეო".

/მეუფე იოანე (გამრეკელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2016, 08:53 PM

"ო პ ტ ი მ ი ზ მ ი - ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების რწმენა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2016, 09:17 PM

"პური რომელსაც ინახავ, - მშიერს ეკუთვნის. მოსასხამი შენს სკივრებში გადანახული - შიშველს. ფეხსაცმელი შენს სახლში რომ ობდება - ფეხშიშველს. ამგვარად შენ ჩაგრავ იმდენ ადამიანს, რამდენის დახმარების შესაძლებლობაც გაქვს."

- წმ. ბასილი დიდი

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2016, 08:53 PM

"ჰოი, რამდენს სურს ზეგარდამო კურთხევის მიღება, მაგრამ არსებითად ისინი მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობენ! არ ესმით, რომ უმაღლესი, უღრმესი, ერთი მხოლოდ ნამდვილი სიკეთე ისაა, რომ სხვებისთვის იცოცხლო, ემსახურო მათ, უწილადო ის, რაც თავად მივიღეთ. ამ ერთშია - ცხოვრების ჭეშმარიტი აზრი, თავისუფლება. მხოლოდ უფლისგან კურთხეულნი შეიძლება იყვნენ სხვების მაკურთხებელნი".

/მართლმადიებელი მოძღვრის დღიური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2016, 12:52 PM

"პირს ნუ შეაქცევ ღარიბ-ღატაკს, რომ შენც არ შეგაქციოს პირი ღმერთმა. რაც გაქვს მისგან, მრავალად გაეცი მოწყალება, რადგან დაიუნჯებ ჭირის დღისათვის, რამეთუ მოწყალება სიკვდილისგანაც იხსნის კაცს და ძნელს აარიდებს".

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Feb 5 2016, 05:31 PM

მარინე, რა ერთგული ხარ! ჩემს სამსახურს უნდა წასვლა და იქნე ვინმე მრავალშვილიანი ოჯახი იცოდეთ, ვისაც დახმარება სჭირდება?

იცით ვისი ბედი მაინტერესებს? ჩვენ დავეხმარეთ ერთხელ. სამგორში რომ ქონდა ნაქირავები, ბავშვთა სახლში რომ იყვნენ მშობლები გაზრდილი და ბევრი შვილები ყვადათ. იმათი კონტაქტი არავის აქვს ნეტა?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2016, 09:21 PM

ციტატა(.ნინო @ Feb 5 2016, 06:31 PM) *

მარინე, რა ერთგული ხარ! ჩემს სამსახურს უნდა წასვლა და იქნე ვინმე მრავალშვილიანი ოჯახი იცოდეთ, ვისაც დახმარება სჭირდება?

იცით ვისი ბედი მაინტერესებს? ჩვენ დავეხმარეთ ერთხელ. სამგორში რომ ქონდა ნაქირავები, ბავშვთა სახლში რომ იყვნენ მშობლები გაზრდილი და ბევრი შვილები ყვადათ. იმათი კონტაქტი არავის აქვს ნეტა?


ნინ mpua.gif wub.gif მე არ ვიცი და ნათიას დაუკავშირდი, შეიძლება იმას ჰქონდეს ინფორმაცია.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2016, 10:55 PM

"უარყოფითზე ფიქრი და უარყოფითის დაგმობა (რომელიც საჭიროა) იმდენ სიკეთეს არ მოიტანს, რამდენსაც სიკეთისადმი მხარდაჭერა. ხანდახან საჭიროა უკეთურების უგულებელყოფა და სიკეთეზე ფიქრი, ქმედითი სიკეთე".

/რევაზ სირაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2016, 05:21 PM

მაკარი დიდი ამბობს, რომ ღვთისკენ მიმავალი გზა სიკეთეა.

- სული თვითონაა სიკეთე. - ამბობს ტერტულიანი.

ღმერთი ყველა სიკეთის საწყისია. ის ყველა მატერიალურ ფასეულობაზე მაღლა დგას. ამიტომაცაა, რომ ყველა სულიერი მისკენ ისწრაფის. ეს სწრაფვა შეიძლება შევადაროთ მცენარეს, რომელიც სადაც არ უნდა დადგათ, ყოველთვის მზისკენ შემობრუნდება. მზის გარეშე მას არ შეუძლია სიცოცხლე.

უფალს ყველა ადამიანის სულის ცხონება უნდა, რაც კეთილი საქმეების გარეშე შეუძლებელია. კეთილი საქმეების საკეთებლად კი აუცილებელია გვწამდეს ღმერთი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2016, 05:35 PM

“თუ არაფერი გაქვს, შეცოდება ხომ შეგიძლია. გულით თქვი: ღმერთო შენ უშველე ყველა გაჭირვებულსო და ესეც შენგან გაღებული მოწყალება იქნება“.

/წმ. ბერი გაბრიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2016, 11:59 AM

„შარვალში შარდგადენილი მათხოვარი“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2016, 05:11 PM

"დაე, ნუ მოსწინდება თქვენს ხელს მოწყალების გაღება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 17 2016, 11:26 AM

"რაც შეიძლება მეტი სიკეთე აკეთეთ, რომ თქვენმა სიკეთემ გადაგარჩინოთ".

/წმ. გაბრიელ ბერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2016, 11:54 AM

"გამუდმებით რაიმე სიკეთე აკეთე, რათა ეშმაკმა დაკავებული გნახოს".

/ნეტარი იერონიმე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2016, 10:56 PM

"იღუმენმა კურთხევა მომცა და ილოცა ჩემთვის, რომ მოწყალების უხვად გაცემა შემძლებოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 22 2016, 10:49 AM

"ნურასოდეს ნუ ისაუბრებ იმ კეთილ საქმეზე, რომლის გაკეთებასაც აპირებ, - აღასრულე იგი ისე, რომ არ განაცხადო წინასწარ".

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2016, 09:49 PM

"დიდებულია მოწყალების სათნოება და ღმერთიც განსაკუთრებულად აკურთხებს მოწყალების გამცემთ. მიეცით რაც გაქვთ, ნუ გენანებათ. ეს ჩემს თავზე მრავალგზის გამოვცადე. ღვთისმოშიში ქრისტიანები მიგზავნიდნენ ტკბილეულს, პროდუქტს, კონსერვებს და სხვას. მე მათ ევლოგიასავით სხვებს ვურიგებდი - მხეცები ხო არ ვართ, ყველაფერი შევჭამოთ?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2016, 10:26 PM

"ადამიანმა შესაძლოა კეთილი საქმე აღასრულოს, მაგრამ ქრისტეს გარეშე ყოველივე კეთილი ბოროტ იქმნების, - ბრძანებს წმინდა იოანე დამასკელი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2016, 12:33 PM

"მღვდელ-მონაზონი მეთოდე წმინდა ნილოსის უდაბნოს კელიაში ცხოვრობდა. უსაზღვროდ მოწყალე იყო. მისი კელიიდან არავინ გამოსულა ხელცარიელი. შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მოწყალებად საკუთარ თავსაც კი გასცემდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2016, 10:53 AM

"მიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ პირადი გამდიდრება, მიზანი უნდა იყოს სიკეთის კეთება და ამას მოჰყვება წარმატება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2016, 10:54 PM

„გაიოფლოს მოწყალება შენი შენსავე ხელებში, ვიდრე შეიცნობ, თუ ვისთვის გასცემ“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2016, 10:19 PM

"ნურასოდეს ისაუბრებ იმ კეთილ საქმეზე, რომლის გაკეთებასაც აპირებ, აღასრულე იგი ისე, რომ წინასწარ არ განაცხადო".

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2016, 11:15 AM

"მოწყალება სიყვარულის დედაა, სიყვარულისა, რომელიც გამოარჩევს ქრისტიანებს, აღემატება ყველა სასწაულს და არის ქრისტეს მოწაფის ნიშანი".

/წმ.იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2016, 09:10 PM

"გიჯობთ მადლი ისე აღასრულოთ, რომ მაშინვე დაივიწყოთ ამის შესახებ და შეუდგეთ სხვა კეთილი საქმის აღსრულებას".

/დეკ. იოანე მამულაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2016, 09:34 PM

"უმადურია იმგვარი კაცი, რომელიც ვერ აფასებს პატივს, რაიც წილად ერგო - პატივს, რომ თვითონ კი არ ითხოვს მოწყალებას, არამედ სხვა მიდის მასთან შემწეობის სათხოვნელად. საკუთარ სულზე ზრუნვა გაჭირვებულებზე ზრუნვაა".

/დეკ. იოანე მამულაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2016, 10:58 AM

"რა გსურს შენ? - გეუბნება წმინდა იოანე ოქროპირი, - ნუთუ ის, რომ გყავდეს შენი საქმეების მაყურებელი? ასეთად გყავს არა ანგელოზები, არა მთავარანგელოზები, არამედ თვით ღმერთი ყოველივესი. თვით ზეციურ მეუფეს უნდა შენი დიდება იხილოს: რატომ ერიდები მას და გინდა, რომ მხოლოდ ადამიანებმა დაგინახონ?" თვით ზეციური მამა გიმზერს შენ: იყავი ასეთი მამის ღირსი. ასე უკეთებდნენ ღვთის მადიდებელები სამოწყალო საქმეებს ახლობლებს. მათი ცხოვრება სავსე იყო ფარული მოწყალების მაგალითებით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2016, 01:31 PM

"სიკეთე სხვის ხარჯზე ბოროტებაა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2016, 09:55 PM

"სიკეთისთვის, უპირველს ყოვლისა, შრომაა საჭირო, ადამიანს ამისთვის ძალისხმევა სჭირდება. მაშინ, როდესაც ბოროტ საქმეში მას ეშმაკი ეხმარება. ამის გარდა კი ადამიანები არ ბაძავენ კეთილსა და არც კეთილი ზრახვები აქვთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2016, 11:10 AM

"როდესაც ისმის ხოლმე კითხვა: თუ ვინ არის გმირიო, სწორი პასუხია: გმირი არის ქართველი ხალხი, რომელიც, გაჭირვების მიუხედავად, მაინც მზადაა, მოყვასს ხელი გაუწოდოს. და კიდევ: მე არასოდეს მაღიზიანებს ეკლესიების დანახვაზე ხალხის პირჯვრის წერა (ფარისევლობად აღიქმება ხოლმე ეს), იმიტომ რომ, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, მე მჯერა, ჩვენი ხალხი გულით ქრისტიანია... და კეთილი..."

/ლელა ჩხარტიშვილი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2016, 06:20 PM

"ადამიანს უნდა შეეძლოს გაყოფა სხვისთვისაც, რომ სიმდიდრის მოზიარე გახადო უქონელი და შეჭირვებული. სულიერადაც ანუ სიტყვიერადაც უნდა დაეხმაროს მოყვასს, როცა ის ამას საჭიროებს, ანუგეშოს სიტყვითა და უშრომელი ღიმილიანი მოკითხვით. ეს არანაკლები სიკეთეა, რამაც მას შეიძლება ფრთები შეასხას და გამოიყვანოს დეპრესიული მდგომარეობიდან".

/ბერი სერაპიონი (მახათაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2016, 08:30 PM

"უპოვარნი კი ისე უყვარდათ, როგორც ალერსიან და ლმობიერ დედას უყვარს თავისი შვილები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 12 2016, 10:53 PM

"მოწყალების გაღება, გაწეული სიკეთე არბილებს გულს, - ბრძანა მამა პაისიმ, - მოწყალება ისე მოქმედებს გულზე, როგორც ზეთი - ჩაჟანგებულ კლიტეზე. გასასტიკებული გული რბილდება, როცა კაცი სხვის ტანჯვას ხედავს, უფრო მეტად გამზიარებელი ხდება ტკივილისა. ღმერთმა ადამიანები სასტიკნი და უწყალონი არ შექმნა, მაგრამ ადამიანები არ ავითარებენ საკუთარ თავში მათთვის ღვთისგან ბოძებულ გულმოწყალებას, ისინი არ თანაუგრძნობენ მოყვასს და გულგრილობით თანდათანობით გული უსასტიკდებათ... გულის შესარბილებლად თავი უნდა დააყენო არა მარტო სხვა ადამიანების, არამედ ცხოველების ადგილასაც კი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2016, 11:44 AM

"რაც უფრო ბევრს მოიშორებ (ანუ გასცემ მოწყალებას) - უფრო მაღლა აფრინდები".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2016, 09:54 PM

"თუ რამეს გვთხოვენ და გვენანება მისი მიცემა, ანდა როცა ვწუხვართ დანაკარგის გამო, ეს ნიშნავს, რომ ნივთი ქრისტეზე მეტად გვიყვარს. თუ კაცს უხარია, რომ გასცემს და წუხს, როცა რაიმეს იღებს - კარგის ნიშანია".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2016, 08:47 PM

"ვინც იწყალებს და ვისაც ღატაკი ებრალება, იგი სულით აძლევს მოწყალებას, რადგან მისი გულგანწობა საქმეს აღასრულებს, თუნდაც დასახმარებლად სხვა რამ სახსარი არ გააჩნდეს".

/ნეტარი სვინკლიტიკია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 29 2016, 02:48 PM

"მოწყალების გაცემაზე მამა სერაფიმე [ვირიცელი] იტყოდა ხოლმე:

"აბა, როგორი ვიქნები მე უფლის თვალში, თუკი შემოწირულ ფულს ჩემთვის დავიტოვებ?! თუ საფულეში მანეთი გაქვთ, უქონელთ დაურიგეთ, თქვენთვის კი კაპიკი დაიტოვეთ, და მაშინ არასდროს არ გამოგელევათ ფული. უშურველად გაეცით და ღმერთი დაგაჯილდოვებთ! ხოლო თუკი დაგენანებათ და დრტვინვას დაიწყებთ, - უკანასკნელსაც მოაკლდებით!.."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2016, 11:50 AM

"რატომ უნდა მივცეთ ყველა ღატაკს ისე, რომ არ შევამოწმოთ მისი ღირსებები? გარდა იმისა, რომ შემომწირველი იმდიდრებს თავს სულიერად, ხოლო ის, ვინც გულს და საფულეს კეტავს, ძარცვავს საკუთარ თავს, უარს ამბობს რა მოწყალებაზე, განსაკუთრებით ეკლესიის კართან, ჩვენ მძიმე ზიანს ვაყენებთ მთხოვნელს, მასში ვთესავთ ბოროტებას, ვუკლავთ რწმენას, ვუღვიძებთ მდიდრების, მაძღრების და რელიგიურების მიმართ სიძულვილს".

/ალექსანდრე ელჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2016, 12:49 PM

"მდიდრებს ღარიბთა გარეშე ცხონება არ შეუძლიათ. მათ მხოლოდ უნდა გაშალონ ხელები ღარიბებისთვის, მაშინ უფალი განაღებს მათთვის ცათა სასუფევლის კარიბჭეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2016, 08:30 PM

"აბბა დოროთე გვასწავლის:

"მოწყალების დროს ერთ მეათედს სწირავ სხვას, მაგრამ ცრა მეათედ სიკეთეს უტოვებ საკუთარ თავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2016, 10:45 AM

"მაგრამ ჩვენს ეპოქაში სულგრძელობა იშვიათობა,ა, რადგან ჩვენში ჩასახლდა თავისმოყვარება, ანგარება. იშვიათად იტყვის ვინმე: "ჩემს რიგს სხვას დავუთმობ, მე კი მოვიცდი". რა ცოტანი არიან ასეთი კურთხეული სულები, რომლებიც სხვაზე ფიქრობენ! სულიერ ადამიანებშიც კი ბუდობს ეს საძაგელი სენი - სული გულგრილობისა.

სიკეთე მხოლოდ მაშინაა სიკეთე, თუ მისი აღმასრულებელი რაიმეს გაიღებს მსხვერპლად: ძილს, სიმშვიდეს და ამის მსგავსს. სწორედ ამიტომ ბრძანა ქრისტემ: "თავის უარყოფით" როდესაც სიკეთეს აღვასრულებ, თუკი ის დამქანცველი არ არის ჩემთვის, მაშინ ძვირად აღარ ფასობს.

თუმცაღა, მაგალითად, თუ დაღლილი ვარ, მაგრამ გამოვდივარ, რათა გზა ვუჩვენო ვინმეს, ვინც ამას მთხოვს, ეს უკვე ძვირადღირებულია. როცა მე, გამოძინებული, ღამეს უძილოდ ვატარებ იქ, სადაც ჩემი დახმარება სჭირდებათ, ამას დიდი ფასი არ ადევს. თანაც, თუ ამავე დროს საუბარიც ჩემს გემოზე მიდის, ამის გაკეთება ხომ სულაც იმიტომ შემიძლია, რომ ურთიერთობით ვისიამოვნო და ცოტა გავერთო. მაგრამ მაშინ, როცა დაღლილი ვარ, მსხვერპლს ვიღებ სხვის დასახმარებლად, სამოთხისეულ ნეტარებას განვიცდი. მაშინ მე ვპურდები ღვთაებრივი კურთხევით".

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2016, 08:16 PM

"ისე არაფერი აახლოებს გულს ღმერთთან, როგორც მოწყალება".

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2016, 08:36 PM

"მოწყალება სიყვარულის დედაა, სიყვარულისა, რომელიც გამოარჩევს ქრისტიანებს, აღემატება ყველა სასწაულს და არის ქრისტეს მოწაფის ნიშანი".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2016, 08:48 PM

"საოცარი ის არის, რომ ვინც ეხმარება, იმას უფრო უხარია, ვიდრე ვისაც ეხმარებიან. საკითხავი ის არის - ჩვენ ვეხმარებით თუ ისინი გვეხმარებიან?"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2016, 01:15 PM

"შეიძლება ადამიანი მათხოვარი არ იყოს, მაგრამ ჩვენ მის გაჭირვებას უნდა ვხედავდეთ".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2016, 11:52 AM

"უფალმა ბრძანა: "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ" (მათე 5,7). მივემსგავსოთ მოწყალებით მოგვებს, რომლებმაც ოქრო შესწირეს მაცხოვარს, ჩვენ კი მცირედი პური მაინც გავუნაწილოთ გლახაკთ. ისინი შორი გზიდან მოვიდნენ თაყვანისცემად და ძღვნის შესაწირად, ჩვენ კი ნაბიჯის გადადგმაც გვიჭირს სნეულთა მოსაკითხად. მათ ვარსკვლავი იხილეს და გაიხარეს, ჩვენ კი ქრისტეს ვხედავთ შიშველს, მშიერსა და დაგდებულს და არ გვებრალება".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2016, 07:07 PM

"გაზიარებული პურის სიტკბოს ქვეყნად არაფერი შეედრება".

/ფრანგი მწერალი ანტუან დე სენტეგზიუპერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2016, 07:36 PM

"ერთი ხელგაშლილია და უფრო მდიდრდება, მეორე ყაირათიანია, მაგრამ სიღარიბეშია" (იგავ. 11,24).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2016, 07:49 PM

"ცხოვრებისეული გამოცდილება გვასწავლის, რომ არავინ დაქცეულა თავისი სიკეთით. ეს არის საიდუმლო. რაც მეტად ხარბი და ძუნწია ადამიანი, მით ნაკლებად ყოფნის რამე. და პირიქით, რაც უხვია ადამიანი, მით მეტად ეძლევა სიკეთე, როგორც სულიერი, ასევე ხორციელი. უხვი უყვარს ღმერთს და ადამიანსაც".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2016, 01:33 PM

"თანაუგრძნობს რა უმწეო არსებას, ადამიანი მოძმისადმი სიყვარულს სწავლობს".

/ერიხ ფრომი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2016, 08:35 PM

"თუ კეთილ საქმეებს ღვთის გარეშე ვაკეთებთ, უფლის სადიდებლად არ ვიქმთ, არავითარი ფასი არ აქვს, მაგრამ თუ ღვთის სადიდებლად ვჩადით სიკეთეს, მას უდიდესი ფასი აქვს. ამგვარად ქმნილი კეთილი საქმეები ჩვენს აუარებელ ცოდვას გადაფარავს".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2016, 10:04 AM

"სხვა შენთვის და შენ სხვისთვის - აი, გზა ცხოვრებისა, აი, ხიდი ცხონებისა, აი, გასაღები სამოთხისა!.."

/წმ. ილია მართალი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2016, 01:40 PM

"დიდი სულიერება გულისხმობს უსაზღვრო სიყვარულსა და მხარდაჭერას. ნუგეშისცემა დიდი სათნოებაა და მისმა მნიშვნელობამ, გამომდინარე ჩვენი საუკუნიდან, სხვა ელფერიც კი შეიძინა. ადრინდელთან შედარებით, იგრძნობა მისი გამოვლინების ნაკლებობა. არადა, რამდენად სათნოა უფლისთვის კაცი, ვინც ამ სათნოებით გამოირჩევა. ამასთან, ესმის ისიც, რომ ეს უნარი ღმერთის დიდი წყალობაა და ერთგვარი დახვეწილი ხელოვნებაც".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2016, 10:41 AM

"რაც უფრო ბევრს მოიშორებ (ანუ გასცემ მოწყალებას) - უფრო მაღლა აფრინდები".

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2016, 01:38 PM

"თუკი ვინმე ქრისტიანთაგან მოწყალებას არ გასცემს, იგი საუფლო საქორწინო პალატთა მიღმა დარჩება და დაიღუპება. ამიტომ ხელნიცა შენნი ოდენ ზეცისკენ კი არა, ღარიბ-ღატაკთა შესაწევნელადაც განიპყარ!"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2016, 10:51 AM

"მოწყალების გაღება, გაწეული სიკეთე არბილებს გულს, - ბრძანა მამა პაისიმ, - მოწყალება ისე მოქმედებს გულზე, როგორც ზეთი - ჩაჟანგებულ კლიტეზე. გასასტიკებული გული რბილდება, როცა კაცი სხვის ტანჯვას ხედავს, უფრო მეტი გამზიარებელი ხდება ტკივილისა. ღმერთმა ადამიანები სასტიკნი და უწყალონი არ შექმნა, მაგრამ ადამიანები არ ავითარებენ საკუთარ თავში მათთვის ღვთისგან ბოძებულ გულმოწყალებას, ისინი არ თანაუგრძნობენ მოყვასს და გულგრილობით თანდათანობით გული უსასტიკდებათ... გულის შესარბილებლად თავი უნდა დააყენო არა მარტო სხვა ადამიანების, არამედ ცხოველების ადგილასაც კი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2016, 11:03 PM

"მუგეშისცემა დიდი ხელოვნებაცაა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2016, 12:05 PM

"არც ერთ თბილ და საიმედო სიტყვას არ დაგივიწყებს უფალი".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2016, 12:18 PM


"პიროვნება ფერისცვალების შემდეგ, თავად ხდება მამშვიდებელი იმ ადამიანებისათვის, ვინც სხვადასხვა სახის პრობლემებით არის გატანჯული".

/მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2016, 01:12 PM

"დიდი სულიერება გულისხმობს უსაზღვრო სიყვარულსა და მხარდაჭერას ადამიანთა მიმართ. ნუგეშისცემა დიდი სათნოებაა და მისმა მნიშვნელობამ, ჩვენს საუკუნეში, სხვა ელფერიც კი შეიძინა. ადრინდელთან შედარებით, იგრძნობა მისი გამოვლინების ნაკლებობა. არადა, რამდენად სათნოა უფლისთვის კაცი, ვინც ამ სათნოებით გამოირჩევა. ამასთან, ესმის ისიც, რომ ეს უნარი ღმერთის დიდი წყალობაა და თან ერთგვარი დახვეწილი ხელოვნებაცაა".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2016, 10:54 AM

"როგორც აღმოსავლური სიბრძნე ამბობს, სიკეთის კეთებისას მიემსგავსე წყალს, იგი ყოველთვის სიმდაბლისკენ მიექანება და ყოველივეს უჩუმრად არწყულებს (ლაო-ძი)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2016, 01:12 PM

"თუ ნათლისღების დროს ცოდვები ჩამოირეცხება წყლით, გლახაკთა დახმარებისას ვიწმინდებით ჩვენი ცოდვებისაგან. მოწყალე ხელი არ გაღატაკდება, რადგან მდიდარი ის კი არ არის, ვისაც ბევრი აქვს, არამედ ის, ვინც ბევრს გასცემს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2016, 01:54 PM

"წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: "გინდა, რომ იყოს შენი სიმდიდრე, საუნჯე წარუპარველი, დაჰფალ იგი მუცელსა გლახაკთასა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2016, 11:17 AM

"ნათქვამია, ნუ შეურაცხყოფ გლახაკს, იგი უფალთან გიჩივლებსო, ამის საპირისპიროდ, დააპურე გლახაკი, რომელიც უფალთან განგადიდებს, ღმერთი შეგიცნობს მისით. რაში გარგია ამქვეყნიური სიმდიდრე, რადგან მოვა ისეთი დრო, რომ ან შენ დაგტოვებს იგი, ან შენ დატოვებ მას. დიდია სიგლახაკე, მაგრამ გლახაკთმოყვარეობა უპირატესია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2016, 08:36 PM

"მოწყალების გარეშე ცათა სასუფევლის კართან მიღწევაც კი შეუძლებელია".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2016, 09:38 PM

"ჩვენი მხოლოდ აწმყოა" - ასეთი პრინციპი წამოაყენა სოკრატეს ერთ-ერთმა მოწაფემ არისტიპემ. დიახ, აწმყო უნდა დავაფასოთ და როგორც ფუტკარმა თაფლს, ჩვენც ქველის საქმენი უნდა შევკრიბოთ, ვიჩქაროთ, რადგან არ ვიცით, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2016, 01:31 PM

"კაცთათვის ერთი მხოლოდ სიკეთე, და სიკეთე მდგრადი, ესაა ზეციური იმედები".

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2016, 09:15 PM

"ქველმოქმედების დროს არ უნდა ინაღვლოს გულმა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2017, 11:21 PM

"ვინც სიკეთეს აღასრულებს, ის გამუდმებით ნათლით იმოსება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2017, 08:19 PM

"როდესაც რაიმე ჭირი შეგემთხვევა, სასწრაფოდ გაეცი მოწყალება, მადლობა შესწირე ღმერთს იმისთვის, რაც შეგემთხვა, და შენ იხილავ, როგორი სიხარული დაგეუფლება."

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2017, 02:44 PM

"თუმცა, როგორც ერთი ცოდვა შობს მეორეს, ასეთივე თვისებისაა ქრისტიანული სიკეთენიც, იცოდე, ერთ ღვთისსათნო საქმეში თუ განმტკიცები, სხვა სათნოებასაც შედარებით ადვილად მოიპოვებ".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2017, 09:49 PM

"ერთადერთი, რაც ღვთის კაცთმოყვარეობის ჩვენზე აღსრულებას აბრკოლებს, არის სწორედ შეუწყალებლობა".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2017, 01:11 PM

"ადამიანებმა უნდა იზრუნონ ეკლესიისთვის, ისევე, როგორც ღარიბ-ღატაკებისთვის გაღებული მოწყალება არის უფლისთვის გაღებული, ასევე ეკლესიისთვის გაღებული მოწყალება არის უფლისთვის გაცემული".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2017, 11:14 AM

"არა მხოლოდ საღარიბო, არამედ სხვა შესაწირიც არსებობს, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. როგორც ვთქვით, ეს არის ეკლესიისთის გაღებული მოწყალება".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2017, 09:57 PM

"ღარიბ-ღატაკებს მათი წილი მივაგოთ, ხოლო ეკლესიას - თავისი წილი. თუ ადამიანი ჭეშმარიტად ღვთისმოსავია, ეს მოწყალებები ორივეგან უნდა გაიღოს. უფალმა მოუწონა მარიამს საქციელი, არა იმის გამო, რომ უფალს სჭირდებოდა ეს. ეკლესიისთვის გაღებული შესაწირი არ სჭირდება უფალს, თავად შემწირველს სჭირდება, რათა ღმერთთან მივიდეს. ეს არის ადამიანის კეთილგანწყობა. ადამიანი გაჭირვებულებს ხშირად სიბრალულის გამო სწირავს. შესაძლოა ადამიანი საერთოდ არ იყოს ღვთისმოსავი, მაგრამ გაჭირვებულებს სიბრალულის გამო დაეხმაროს. ეკლესიას უკვე ადამიანი სარწმუნოების გამო სწირავს შესაწირს".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 9 2017, 01:52 PM

"ღვთის წინაშე გაკეთებული სათნო საქმეები ყოველთვის შეიწირება და მარადიულობაში დაგხვდება".

/დედა ეკატერინე (ელოშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2017, 12:28 PM

"სიხარული, რომელსაც გრძნობს ადამიანი ნივთიერი შესაწირის მიღებისას, ადამიანური სიხარულია, ხოლო რომელსაც გაცემისას გრძნობს - ღვთიური. ღვთიური მოდის გაცემით!"

/ბერი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2017, 08:47 PM

"მოწყალებას - ქრისტიანულ სათნოებათაგან უპირველესად მიიჩნევდა [ღირსი მამა პაფნუტი ბოროვსკელი] და შიმშილობის ჟამს მონასტრის დანაზოგით ყოველდღიურად ათას ადამიანზე მეტს ასაზრდოებდა და ხშირად იხსენებდა ხოლმე, თუ როგორ გაუჭირდა ერთ ღატაკთმოყვარე გარდაცვლილის სულს ცეცხლის მდინარის გადალახვა, რომ ედემს შერთვოდა და როგორ გაედევნენ ხიდად მის ხელთაგან წყალობამიღებული უპოვარნი მის საშველასდ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2017, 02:09 PM

"მისმა უზომო გულმოწყალებამ ღვთისგან წინასწარხედვის და ლოცვით დემონთა განსხმის მადლი მოახვეჭინა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2017, 11:10 AM

"ვიღაცას კარგ საქმეს რომ გავუკეთებ, იმით ვხარობ და ზეცაში დავდივარ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 22 2017, 11:27 AM

"ერთმა ბერმა თქვა: ვინც განამჟღავნებს და საქვეყნოდ გამოაჭენებს თავის კეთილ საქმეებს, მსგავსია კაცისა, რომელიც მიწის ზედაპირზე თესავს. მოფრინდებიან ცის ფრინველნი და თესლს აკენკავენ. თავისი ცხოვრების დამფარველი კი ხნულში აგდებს და მიწას აფარებს თესლს, რომელიც ნაყოფს უხვად გამოიღებსო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2017, 08:52 PM

"მოწყალების მადლი ისეთი ძლიერია, რომ ავიწყებს კაცს თავის სიამოვნებას, რათა ჭირი მოყვასისა აღასუბუქოს".

/წმ. ალექსი ბერი, შუშანია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 25 2017, 10:50 PM

"მღვდელმთავარო უფლისაო, - შესძახა ერთხელ წმინდა ბასილი დიდს გზად შემოყრილმა ერთმა ქვრივმა დედაკაცმა, - დამიცავ მე ქალაქისთავის ბოროტებისგან, შენ მასზე დიდი გავლენა გაქვს, მე კი, საცოდავ ქვრივს, მეტის დათმენა აღარ შემიძლიაო. წმინდა ბასილიმ მაშინვე მისწერა წერილი ქალაქისთავს და ქალის დახმარება სთხოვა, მან კი არაფრად ჩააგდო თხოვნა: - კანონი გვავალებს, ბეგარა გადავახდევინოთო.

წმინდა ბასილიმ უწინასწარმეტყველა: - რომ გინდოდეს დახმარება და არ შეგეძლოს ამის ქმნა, სათნოებად ჩაგეთვლებოდა, მაგრამ ზეციური მსაჯული ერთხელაც მთხოვნელად გაქცევს, მაშინ კი მოგინდება დახმარება და ვერ შეძლებო. მართლაც, მეფემ შეიტყო ქალაქისთავის ანგარების ამბავი და მას სიკვდილი მიუსაჯა. ქალაქისთავი მიხვდა წმინდა ბასილის ნათქვამს და სასოწარკვეთილმა მისწერა: - კაცო ღვთისაო, წმინდა არის შენი სიტყვები, ღმერთმა მოტირალ მთხოვნელად მაქცია. გევედრები, მოდრიკე ჩემდა მოწყალებად მეფე ჩვენი ერისა. სათნოო ღვთისაო! შენ ყოველთვის შეგიძლია დახმარება, როცა ინებებო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2017, 11:28 AM

"გვახსოვდეს: ღმერთი განზრახვას უყურებს და მცდელობას აფასებს. შესაძლოა, კარგი გვსურდეს, მაგრამ ნებსით თუ უნებლიეთ "ცუდი" გამოგვივიდეს. მაგრამ კეთილი სურვილი უკვე შეიწირა უფალმა. შემოქმედი კეთილ მცდელობას სათნოებად გვირაცხავს."

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2017, 08:09 PM

"უცილობლად უნდა ითქვას, რომ მამა იოანეს [კრონშტადტელი], როგორც კრონშტადტის გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელს, ჯამაგირს ხელზე არ აძლევდნენ, რომ მისი მეუღლე უსახსროდ არ დარჩენილიყო, ვინაიდან ქმრის ხელგაშლილობის გამო არაერთგზის მშიერი დარჩენილა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2017, 12:50 PM

"იყავი ბრიყვი ბოროტებაში, სხვათა შეცდომების შემჩნევაში, მეცნიერი და ბრძენი კი სიკეთეში, სათნოებათა მომუშაკებაში."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2017, 11:40 AM

"მადლიერების გრძნობა ერთ-ერთი უზენაესი ღვთაებრივი სათნოებაა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2017, 10:44 AM

"ჯანსაღი ფსიქიკის მქონე, ღვთისნიერი ადამიანი სიკეთეს იქმს იმიტომ, რომ სხვაგვარად ცხოვრება არ შეუძლია. იგი არ არის პოპულისტი, არ სჭირდება მაყურებელი, რადგანაც კარგად იცის, მას ჰყავს ყველაზე მოუსყიდველი, სამართლიანი მაყურებელი - სინდისი, რომელიც ღმერთის ხმაა ადამიანში, იცის, სინამდვილეში რასაც წარმოადგენს და თავმდაბალია."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2017, 08:28 PM

"ცუდს ნუ გაუკეთებთ სხვას, თუ კარგის გაკეთება არ შეგიძლიათ".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2017, 12:28 PM

"სიკეთის ჭურჭელი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2017, 03:47 PM

"სამადლო საქმე მალვითა სჯობს და ღმერთიც უფროსად შეუწირავს".

/სულხან-საბა ორბელიანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2017, 10:28 PM

"კეთილი საქმეებით გულშიც კი არ მოვიწონოთ თავი, არამცთუ სხვების წინაშე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2017, 12:49 PM

"ვიდრე გაინძრევი ან რაიმე კეთილს თუ ბოროტს გაიფიქრებ, მაშინვე სუნთქვა, სული, როგორც ღვთიური შთაბერვა, ღმერთს შეატყობინებს. მოასწარი გააზრება, რას გააკეთებ და შემდეგ აამოქმედე სული ან სხეული."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2017, 09:46 PM

"წყალობა ადრე თუ გვიან აუცილებლად ბრუნდება მწყალობელთან, ხშირად მოულოდნელად და გაცემულს მრავალჯერ აღემატება."

"ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ დაყვედრებული სიკეთე არათუ სიკეთედ აღარ ითვლება, არამედ საშინლად ტანჯავს კეთილისმყოფელსაც და ამ სიკეთის შემწირველსაც, რადგან ძნელი ასატანია. ადამიანს ურჩევნია, არაფერი გაუკეთონ, ვიდრე შემდეგ დააყვედრონ და გულმოკლულმა თავი მარადიულად დავალებულად იგრძნოს."

"იმისთვის ჩნდები რომ სიკეთე აკეთო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2017, 09:12 PM

"სანამ ცოცხალი ხარ, მუდამ გაქვს ვალი ღვთის წინაშე - ვალდებულება სიკეთის ქმნისა, სათნოებისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 7 2017, 10:41 AM

"არაერთი ადამიანი ცხოვრობს დღეს დაფარულად და წმინდად, არიან ასევე დაფარული ქველმოქმედნი, რწმენით გაჟღენთილნი".

/მეუფე ილარიონი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)