მოგესალმებით ფორუმელებო(კაიროსი გესალმებათ ), ამ პოსტს ალბათ შემდეგ ფორუმშიც გადავიტანთ, საქმე იმაშია რომ ჩვენმა ერთობამ ბევრი კარგი შედეგი გამოიღო, შეიქმნა ბიბლიოთეკა (http://library.church.ge/) , ამასთანავე ჩვენი ცენტრიც (www.orthodoxtheology.ge) ფორუმში მომწიფდა და შეიკრა, ასე რომ ორივენი ფორუმის ერთგვარი პროდუქტებია, ინტელექტუალური პროდუქტი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს თეოლოგიური აზროვნების განვითარებაში, ამასთანავე სხვადასხვა მიზეზების გამო, ჩემი ჩათვლით, ბევრი ძველი იუზერი ვერ შემოდის ინტენსიურად ფორუმში, ესეც რომ არ იყოს აუცილებელია ამ ერთობას შენარჩუნება ერთის მხრივ და რეალიზირებაც მეორეს მხრივ.
ჩვენი ბოლო სამი-ოთხი შეხვედრის შემდეგ, როდესაც ასე ვთქვათ გამოვჩნდი ( ) და გავიცანი ფორუმელების აქტიური ნაწილი, დამებადა იდეა, რომელიც ფორულებთან ერთად განვიხილეთ და საჯაროდ ახლა ვაცხადებთ, ჩვენ გვინდა რომ კვარტალში ერთხელ ჩვენ ფორუმელებმა მოვაწყოთ რაიმე საქველმოქმედო აქცია, ძველებს ემახსოვრებათ, რომ ეს ადრე ორგანიზირებული იყო ნათიას მიერ,სამწუხაროდ თანხები შეგროვებას დიდი პრობლემებიც ახლდა თან, ეს იყო რაღაც ბანკები, გადასახადები, ციფრები და ა.შ. ამიტომ ვფიქრობ, ამ ეტაპზე ავარიდოთ თავი ამ ოფიციალურობას, უბრალოდ მოხალისეებმა შევქმნათ ჯგუფი (სახელი მე მოვიფიქრე "ორი ლეპტა" - და განხილვადია ), რომლებსაც გვექნება თითოეულს ჩვენივე სახლში გვექნება ყულაბა, რომელიც იქნება დაფარული (ანუ არ იქნება გამჭირვალე), და არც ჩვენ გვეცოდინება რამდენი დაგვიროვდა მასში და არც სხვები გაიგებენ, სამთვეში ერთხელ მოვიტანთ ამ ყულაბებს და ერთად გავაერთიანებთ (ამით მოიხსნება ე.წ. ხილვადობის პრობლემა, ანუ ვისაც ენდომება შესწირავს დიდს, და ამით მისი ანონიმურობა თავისთავად დაცული იქნება, და ვინც ვერ შეძლებს და მხოლოდ მცირეს მოუყრის თავს, მისი უხერხულობის პრობლემაც აღარ იქნება), შეგროვებული თანხით კი ერთად გადავწყვეტთ რა გავაკეთოთ, შეიძლება არ იყოს ისე დიდი რომ რაიმე დიდი აქცია მოეწყოს, მაგრამ წიგნების ყიდვას მაინც შევძლებთ, რომ ტუსაღებს ან ბავშვებს მაინც დავურიგებთ ახალი აღთქმის და ლოცვანის წიგნებს ამით ფორუმელებსაც ერთმანეთთან უფრო ახლო ურთიერთობა გვექნება (ხინკალფართისა და მოგზაურობის იქით) და სიკეთეც გაკეთდება, თან თვეში ერთხელ საჭირობოროტო საკითხებზეც ვისაუბრებთ.
მაშ ასე: "ორლეპტიანელები" ( )
- საკუთარ სახლებში ვდგამთ (ნაწილს უკვე გვაქვს) ყულაბას
- ყოველთვეს პირველ კვირას საღამოს 7:30 ვიკრიბებით
- ყოველ კვარტალში ერთხელ ვაწყობთ აქციას
______________
სურათზე მაცხოვარი, რომელიც აკურთხევს ქვრივს, რომელმაც ორი ლეპტა შემოწირა, VI საუკუნის მოზაიკა, რავენა (იტალია)
______________
ისაუბრეთ, განიხილეთ, შემოგვიერთდით
იხარეთ;
კაიროსი ( )
აი ამ მიზანზე მქონდა საუბარი,რომ გამლახეთ ლამის
იხაროს კაიროსმა!
ახალი დარდი მაქვს. ყულაბა ვიყიდო და იმაში გადავაგდო ფული, თუ ეგ ფული უკვე გადავდო ქველმოქმედებისთვის? : )))))
მხევალი ნინო
მაგარია, მე მომწონს, შემოგეშველებით მეც, სახელიც მომეწონა.
ძალიან კარგია. ეს უკვე მომწონს... ფორუმს დაუბრუნდება უწინდებური სახე.
.zakaria.
მხევალი ნინო
ლიბერთიში გახსნი ანგარიშს, მიაბავ "ემანის" რომელზეც ყველას შეეძლება თანხის დარიცხვა ჩასარიცხი აპარატებიდან( დგას ყველა სოფელში) ამაზე მეტი დაფარული და ყულაბა რა გინდა, თვეში ერთხელ გამოიტან და ეგაა.
.zakaria.
ისე, ქუჩაში რომ დაგვინახოს ხალხმა, ამდენი იაღლიაში ამოჩრილყულაბიანი სასტავი, რაღაც მოძრაობა ვეგონებით, სექტა ან პოლიტპარტია : ))
მხევალი ნინო
ხო, ეგ წარმოვიდგინე მეც
tamuna m
.zakaria.
ესე ფონდს ქონდა ანგარიში,მაგრამ ზედმეტი ბიუროკრატიაა, გადასახადები და ა.შ.
ამიტომ გადავწყვიტეთ,ჩვენ ჩვენთვის დავაგროვოთ ჩვენსავე სახლებში და როცა შევიკრიბებით,მივიტანოთ ეს თანხა
მე მაგალითად ეს მაწყობს,რადგან საფულეში როცა მეგულება,მეხარჯება, და როცა გადადებული იქნება,ხელს არ დავაკარებ
tamuna m
კარგი წამოწყებაა და იმედი მაქვს უფალი აკურთხებს ამ წამოწყებას. მიხარია და მხარს გიჭერთ.
თემა მე გავწმინდე, ვისაც თქვენი პოსტი არ დაგხვდებათ< პრეტენზიები ჩემთან.
kato_Bato
მოკლედ და კონკრეტულად ხვალ ვიკრიბებით 7 საათზე ამ ,,პროგრამის' ფარგლებში.
ნებისმიერს შეუძლია მობრძანდეს.
აი მისამართი:
Metro vaja-fshavela ,vajas zeglis ukan parkia da marcxena mxridan unda chaukvet am parkis bolomde da iqvea es restoranic :-)
ბოლო შეხვედრაზე ვინც იყავით ყველას გეხსომებათ კაიროსის დავალება. ვლახოსის ფსიქოთერაპიის წაკითხვისა.
ეს წიგნი მაშინაც ვთქვი რომ სახლში მაქვს და გარდა ამისა ფორუმის ბიბლიოთეკაშიცაა და ნახეთ:
http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=514%3A2012-05-30-16-43-48&catid=48%3A2010-12-12-19-54-08&Itemid=68&lang=en
A.V.M
სტუდენტის არ იყოს დიდი წიგნია? : ))))))))))))))))))
გუშინ გურამსაც ვუთხარი და აქაც ვიტყვი, რომ მეც მინდა ამ გაერთიანებაში მონაწილეობის მიღება.
ჰოდა, შეხვედრებზე მოვიდე ხოლმე, თუ რა ვქნა?
მხევალი ნინო
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience