თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფორუმის საქველმოქმედო ფონდი _ ღვთისმოსაობა და ქველმოქმედება

პოსტის ავტორი: მეხელი თარიღი: Jul 17 2007, 03:47 PM

მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მართლმადიდებლური ქრისტიანული ღვთისმოსაობისათვის უბრალო ადამიანის მიმართ თანაგრძნობის გამოჩენა და მისთვის დახმარების გაწევა.

საქართველოში სოციალური გამოკითხვებით გაირკვა, რომ, თუ არ ვცდები, მოსახლეობის 86% ეკლესიას აღიარებს ნდობის ღირსად, მაშინ ისმის შეკითხვა, ამ ქვეყანაში რატომ არის ამდენი მატერიალურად დუხჭირ მდგომარეობაში მყოფი და სულიერად უნუგეშო, სასოწარკვეთილი ადამიანი? ქუჩები სავსეა გასაცოდავებული მათხოვრებით, ხშირად ვისმენთ, რამდენი მკვლელობა თუ თვითმკვლელობა ხდება, ცირკის მიდამოები სავსეა მეძავი ქალებით (და არა მარტო ცირკის მიდამოები). ყოველი დღე მოწმეა ადამიანის ბედისადმი გულგრილობისა. ამ დროს ვხედავთ რამდენი ტაძრები შენდება და თითოეული მათგანი მრევლს ვეღარ იტევს, ხატებზე ასხმულია ძვირფასი სამკაულები (ჩემთვის უცნობია, მართლმადიდებლურ ტრადიციაში, როდის ყოფილა ასეთი რამ).

ხომ არ იქცა ჩვენთვის მართლმდიდებლობა და საეკლესიო ღვთისმოსაობა ჩვენი დაცემული ეგოიზმის სულიერ გარანტად? წირვას არ გამოვტოვებ, ვიმარხულებ, აღსარებებს ვიტყვი, ვილოცებ, ვეზიარები და ამის საფასურად (!) ღმერთმა უკეთესი ცხოვრება უნდა შემიქმნას მე და არა სხვას. ანუ ყევალანაირად ვემსგავსებით ფარისევლებს და ეს მაშინ როცა ჩვენი სარწმუნოება ქრისტეს მიერ ფარისევლების კრიტიკაზეა დაფუძნებული. უფალი გვასწავლის, რომ თუკი ტაძარში მივდივართ მსხვერპლის შესაწირად და გზაში გაგვახსენდა, რომ ჩვენს ძმას ვაწყენიეთ, უნდა დავბრუნდეთ გზიდან, შევურიგდეთ ძმას და შემდეგ შევწიროთ მსხვერპლი. იოანე ღვთისმეტყველიც გვსწავლის, რომ თუ არ გვიყვარს ჩვენი ძმა, რომელსაც ვხედავთ, როგორ შევიყვარებთ ღმერთს, რომელსაც ვერ ვხედავთ? წმ. იოანე ოქროპირი გვასწავლის, რომ მათხოვარში უნდა ვხედავდეთ ქრისტეს და მას ახალი აღთქმის საკურთხეველზე უფრო მეტად უნდა მივაგებდეთ პატივს.

ძმებო და დებო, დღეს როცა უცებ ყველა მორწმუნე და ღვთისმოსავი გავხდით და ამ დროს სულაც არ გვაღელვებს სხვისი ბედი, ხომ არ ვცდილობთ ღმერთის "მოქრთამვას" და მისთვის "ხარკის გადხდას" იმისათვის, რომ ჩვენი ცოდვები გავამართლოთ?

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Jul 17 2007, 05:05 PM

ციტატა(მეხელი @ Jul 17 2007, 03:47 PM) *

გამარჯობა

მოკლედ წავიკითხე და სიმართლე გითხრა,შენი მოსაზრება ნამდვილად არაა შორს ჩემი აზრებისაგან.

ამის მოყოლა მინდოდა რამდენი ხანია და ვეღარ მოგიყევით..დანარჩენს თავად მივხვდებით:

"ერთ-ერთ კვირის წირვაზე მივედი ჩემს ტაძარში ანი სადაც დავდივარ.იქ თითქმის ყველას ვიცნობდა, რომ შევედი ყველამ მოკითხვები და პროშნები მიძღვნა. ამ დროს, როცა უკვე მოვინახულე ყველა და დავდექი, რომ სახარებისათვის მომესმინა, ერთი მანდილოსანი მოვიდა და მეუბნება..(უნდა ავღნიშნო, რომ ის ქალბატონი მათხოვარი არ იყო,მხოლოდ გაჭირვებული და თან ძალიან მაგარი) "იქნებ დამეხმარო,მე აქ არავის ვიცნობ,და მყავს ავდმყოფი,დღეში 20 ლარის წამლები სჭირდება,აღარ ვიცი რა ვქნა,იქნებ ვინმეს იცნობდე, რომ ცოტატი მაინც დამეხმაროსო ან განცხადება დამაწერინოს ვინმეს სახელზეო.მორწმუნე ვარ და ეკლესიურიო,იქნებ აქ ვიპოვო შვებაო. ჩემი ტელეფონიც ჩაიწერა.მე ვუთხარი, რომ აუცილებლად რაღაცას ვიზავდი, თუმცა სამ კვირაზე მეტი გავიდა და ვერაფერი გავაკეთე.არადა ახლკაც, რომ მახსენდება,ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები.
რომ შემხვდეს რა ვუთხრა? ვერ მოვახერხე 10 ლარი მეთქი,

ახლა აბა ვიმსჯელოთ მე რამდენად ვასრულებ ქრისტეს მიერ ქადაგებას..

პ.ს.

ისე მრევლს ვუთხარი,დავეხმაროთო,მაგრამ რა ვიცი...

სამი კვირა გავიდა ან უფრო მეტიც ohmy.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jul 17 2007, 05:20 PM

მგონი ეს ღვთისმეტყველების თემაში არ უნდა იყოს

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 17 2007, 05:25 PM

ციტატა
"ერთ-ერთ კვირის წირვაზე მივედი ჩემს ტაძარში ანი სადაც დავდივარ.იქ თითქმის ყველას ვიცნობდა, რომ შევედი ყველამ მოკითხვები და პროშნები მიძღვნა. ამ დროს, როცა უკვე მოვინახულე ყველა და დავდექი, რომ სახარებისათვის მომესმინა, ერთი მანდილოსანი მოვიდა და მეუბნება..(უნდა ავღნიშნო, რომ ის ქალბატონი მათხოვარი არ იყო,მხოლოდ გაჭირვებული და თან ძალიან მაგარი) "იქნებ დამეხმარო,მე აქ არავის ვიცნობ,და მყავს ავდმყოფი,დღეში 20 ლარის წამლები სჭირდება,აღარ ვიცი რა ვქნა,იქნებ ვინმეს იცნობდე, რომ ცოტატი მაინც დამეხმაროსო ან განცხადება დამაწერინოს ვინმეს სახელზეო.მორწმუნე ვარ და ეკლესიურიო,იქნებ აქ ვიპოვო შვებაო. ჩემი ტელეფონიც ჩაიწერა.მე ვუთხარი, რომ აუცილებლად რაღაცას ვიზავდი, თუმცა სამ კვირაზე მეტი გავიდა და ვერაფერი გავაკეთე.არადა ახლკაც, რომ მახსენდება,ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები.

აუცილებლად უნდა გეთქვა ჩვენთვის... sad.gif იქნებ ცოტა ჩვენ დავხმარებოდით... sad.gif

P.S. იუბილემ ჩაიაროს და მაგაზე დავილაპარაკოთ მერე, ვისაც რამდენი შეგვიძლია ცოტა ცოტა რომ ავაგროვოთ sad.gif

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Jul 17 2007, 06:47 PM

ციტატა(ნათია @ Jul 17 2007, 05:25 PM) *

აუცილებლად უნდა გეთქვა ჩვენთვის... sad.gif იქნებ ცოტა ჩვენ დავხმარებოდით... sad.gif
P.S. იუბილემ ჩაიაროს და მაგაზე დავილაპარაკოთ მერე, ვისაც რამდენი შეგვიძლია ცოტა ცოტა რომ ავაგროვოთ sad.gif

იცი ეხლა როგორ გამიხარდა? შენ გაგახაროს ღმერთმა,უბრალოდ მე ვერ ვეტყვი ვერავის,ხო იცი რა დროცაა sad.gif

უმაგრესი ხარ დედას ვფიცავარ..რომ წარმოვიდგენ რო ვნახავ იმ ქალს და რაღაც შემწეობას მივცემ..აუუ მაგარია 002.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 17 2007, 07:56 PM

ციტატა(zviadauri @ Jul 17 2007, 07:47 PM) *

იცი ეხლა როგორ გამიხარდა? შენ გაგახაროს ღმერთმა,უბრალოდ მე ვერ ვეტყვი ვერავის,ხო იცი რა დროცაა sad.gif

......................... რომ წარმოვიდგენ რო ვნახავ იმ ქალს და რაღაც შემწეობას მივცემ..აუუ მაგარია 002.gif

ვიცი ლევან... ვიცი

აგვისტო როგორც კი დადგემა PM-ით შემახსენე ეს ამბავი, თორემ ნამეტანი სკლეოზიანი ვარ ..... smile.gif

ჩემი მხრიდან ცოტას დავეხმარები და ფორუმელებიც თუ შემომიერთდებით კარგი იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Jul 18 2007, 11:00 AM

ციტატა
ჩემი მხრიდან ცოტას დავეხმარები და ფორუმელებიც თუ შემომიერთდებით კარგი იქნება

აუცილებლად შემოგიერთდებით...

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Jul 18 2007, 11:24 AM

შემოგიერთდებით smile.gif

ციტატა
ხომ არ იქცა ჩვენთვის მართლმდიდებლობა და საეკლესიო ღვთისმოსაობა ჩვენი დაცემული ეგოიზმის სულიერ გარანტად?

ალაბთ გააჩნია ვის როგორ ესმის სულიერება და ვინ რას ეძიებს როგორ შეიძლება მოტყუვდე და კმაყოფილი იყოო შენი დისციპლინირებული საეკლესიო ცხოვრებით როცა აშკარად გრძნობს რო მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრით შემოიფარგლები smile.gif და შესაძლოა ასეთ სიტუაციაში სწორედ ხელოვნურად დაუშვა შენსავე თავში სიკეთის გაკეთების აუცილებლობა .... მოკლედ დიდი თემა
და მაინც იმაზე უფრო მეტი გაჭირვებული მე ვყოფილვარ როცა ტაძარში გზაზე მგონია რო ვდგავარ და თურმე ბილკზე ვჯდარვარ ნარცისივით საკუთარ გამოსახულებას ჩაკვირვებული

პოსტის ავტორი: მეხელი თარიღი: Jul 18 2007, 11:29 AM

ციტატა(კანუდოსელი @ Jul 17 2007, 05:20 PM) *

მგონი ეს ღვთისმეტყველების თემაში არ უნდა იყოს

მე მინდოდა სწორედ საღვთიმეტყველო კუთხით განგვეხილა ღვთისმოსაობისა და ქველმოქმედების, ანუ ღმერთის სიყვარულისა და მოყვასის სიყვარულის ურთიერთმიმართება მართლმადიდებლურ ტრადიციაში. კარგად ვიცით, რომ ძველად ღვთისმსახურებისთან იყო დაკავშირებული ე.წ. სიყვარულის ნადიმების, აღაპების გამართვა, ხოლო დიაკვნების უშუალო ფუნქცია მოციქულებიდან მოყოლებული ქველმოქმდების გაწევაში მდგომარეობდა. ასევე მინდა გავიხსენო ერთი მაგალითი. III საუკუნეში, როდესაც ალექსანდრიაში ჭირი მძვინვარებდა და ამ სენით დაავადებულებს თვით მათი ნათესავები და ახლობლები ტოვებდნენ უპატრონოდ იმის შიშით, რომ მათაც არ გადადებოდათ, სწორედ ქრისტიანებმა უპატრონეს მათ მდევნელ წარმართებს, შედეგად მათ გადაედებოდათ სენი და თვითონაც იღუპებოდნენ. საერთოდ ეკლესიის მსახურება ამ ქვეყანაზე არის ქრისტეს ღვაწლის გაგრძელება სულიწმინდაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ქრისტესავით უანგაროდ და თავგანწირულად უნდა უყვარდეს ქვეყნიერება, და მისთვის ჯვარზე უნდა ადიოდეს, მაშინ როცა მისი ჯვარსმცმელი სწორედ ეს ქვეყნიერება იქნება.

კანუდოს, დამეთანხმები, რომ საღვთისმეტყველო დოგმატები არ არის აბსტრაქტული იდეები, ისინი ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას წარმართავენ. ის, რომ ღმერთი არის წმინდა სამება, წმინდა მამები ამაში ხედავდნენ პიროვნული სიყვარულის ნიმუშს; წმ. მაქსიმე აღმსარებელი ერთგან წერს: "მამა მარადიული სიყვარულის მოძრაობაში შობს ძეს და გამოავლენს სულიწმინდას". სამების სამი პიროვნება "ურთიერთდამტევნელობით" (ბერძ. "პერიხორეზის") არსებობს და არასოდეს არ არის ღმერთი მარტო. წმ. კვიპრიანე კართაგენელი, წმ. ბასილი დიდი, წმ. კირილე ალექსანდრიელი და სხვა მამები ეკლესიას სწორედ წმინდა სამების ხატად შექმნილად მიიჩნევდნენ. ძველად იყო ასეთი გამოთქმაც "ერთი ქრისტიანი არ არის ქრისტიანი". რაც შეეხება ღმერთის განკაცებისა და ჩვენი გამოხსნის დოგმატებს, წმინდა წერილი და წმინდა მამები მის მიზეზად ხომ ღმერთის უსაზღვრო კაცთმოყვარეობას თვლიდნენ. ღმერთი განიძარცვება საკუთარი მარადიული დიდებისგან, განიცდის "კენოზისს" და ევნება, იმისათვის, რომ ჩვენ განგვაღმრთოს და შეგვმოსოს მისი დიდებით. ეკლესიაც, მისი ყოველი წევრის სახით უნდა გადიოდეს წუთისოფელში და მიჰქონდეს მისთვის ეს დიდება და მადლი.

ამიის შემდეგ ვსვამ კითხვას, დღეს როცა ჩვენი ეკლესიის წევრები ასე სუსტად გამოვხატავთ ჩვენს სიყვარულს ადამიანებისადმი, ამით საფრთხეში ხომ არ ვაყენებთ მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის ძირეულ საღვთისმეტყველო დოგმატებს? აქ დგას მართლმადიდებლობისა და ერესის ერთმანეთისაგან გამიჯნვის საკითხი და არა უბრალოდ რიგითი ეთიკური საკითხი. თუ ვცდები და ქველმოქმედება ეკლესიისათვის საღვთისმეტყველო აუცილებლობას არ წარმოადგენს, ანუ ეკლესიას შეუძლია ქველმოქმედების გარეშე იცხოვროს და ემსახუროს ღმერთს, ესეც მინდა ვიცოდე. ამიტომ, გთხოვთ თემას სხვაგან ნუ გადაიტანთ.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 18 2007, 11:48 AM

.nino
ლილიანა

გაიხარეთ.... აუცილებლად გაგაგებინებთ

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)