აქ ამ პორუმში მტავარია ჩვენ ვიმეგობროტ ერტმანეტტან
pupsi
ამ თემას ხელი არ ახლოთ
აბა ვის უნდა ვემეგობრო ?
S a l l y
შოთაძე
S a l l y
მე რაა კაცურად :დ :D
აბა ვის უნდა მეგობრობა? PM ში დამიმესიჯოს !
მეგობრობა გზად და ხიდად!!!
S a l l y
მეგობრობას ფორმაც აქვს?
მე მეკობრის ფორმით მეგობრობა მინდა
ართი ვარდი
მეც გემეგობრებით რააააააა
ვახ, არ გამოჩნდა ერთი ცალთვალა ვინმე მეკობრე?
აქ ვინც ხართ მინდა ,რომ ყველას დავუმეგობრდეეე..
ვა, ერთი მეკობრეც გამოჩნდა
თუ გულით მთხოვ ბაზარი არაა!
მიყვარს როდესაც მეგობრულად თვალს ვაჩიჩქნი მეგობარს
აჰა,ცემი ერთი თვალიც..
სად დამტოვეთ მარტო ცალთვალააა?
ბატონო მოდერატორო თქვენ არ დამიმეგობრდებით?
iisperiTOVLI
di_onise
რა გაცინებს?
ახალი ვააარ და ისააა ........ გამარჯობააათ
ეუფ გამომივიდა , არადა მეთქი ვერ გავგზავნი თქოოო
S a l l y
ჩემთანაც იმეგობრე რაააააა
რა არის მეგობრობა?
მეგობრობა იქნება ღვინით შევსებული განსხვავებული სასმისია,ან კიდევ ორი ხაზი სუბოტექსი?
ვიცით კი სრულფასოვნად მეგობრის ფასი?
უბრალოდ რომ ვთქვა, მეგობრობა_ ნიჭია დამიანის ერთგულების,თავდადების, მეგობრის ჭირისა თუ ლხინის გაზიარების.. ღმერთს ვთხოვ,ყველას გვქონოდეს ეს ნიჭი...
მეგობარია ,ის ვაისაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულისცემას ......... ვოტ ტაკ!
გალმაძობათ,
იკო და ალა იკო ლა, ელთი ჩხვალი იკო და ოლი ჩხვალი იკო და მელე მამიკო იკო და მელე დედიკოც იკო და
ბებიკო ალ იკოოოოოო!
და მელე კიდე ელთი ჩვალი იკო და მელე მგელი ალი იკო და კიდე დამავიწკდა...
ნამდვილი მეგობარი არის ის ვინც მობრუნდება შენსკენ, როცა სხვები ზურგს გაქცევენ !
ჩემს წინ ნუ წახვალ, შეიძლება მე ვერ გამოგყვე უკან, უკან ნუ გამომყვები შეიძლება მე ვერ გავხდე წინამძღვარი, იარე ჩემს გვერდით და იყავი ჩემი მეგობარი...
გამარჯობათ ახალი ვარ, მიმეგობრებთ?
მეგობრობა უდიდესი განძია
მეგობრობა გზად და ხიდად
"სულაც არ არის ძნელი გასწირო თავი მეგობრისათვის, ბევრად უფრო ძნელია იპოვო ისეთი მეგობარი რომლისთვისაც თავის გაწირვა ღირს" მიგელ სერვანტესი. ვეთანხმები ბატონ მიგელს
მეც მინდა თქვენთან მეგობრობააააააა
მეგობრობა არ უნდა იყოს ვალდებულებაზე აგებული!!!!
ეს დამღუპველია...........
>:D< მასწავლეთ მეგობრობა...
ნამდვილი მეგობრობა ჯამრთელობას გავს: შენ იშვიათად აქცევ მას ყურადღებას სანამ არ დაკარგავ...
ყველას ესმის რასაც ლაპარაკობ , ყველა გისმენს როცა ამბობ , საუკეთესო მეგობრებს კი ესმით რატომ სდუმხარ .
*******************************
მეგობრობა, ეს ღვთის წყალობაა ...და მისი ფასი არაფერია
ერთი გამოთქმაა ასეთი: "ნამდვილი მეგობარი, რომ იპოვო, ამისთვის შეიძლება მთელი ცხოვრება დაგჭირდეს,ხოლო დასაკარგად ერთი წამიც საკმარისიაო..."
მეგობრობა სულიერი ნათესაობაა
ერთეუებია საუკეთესო მეგობარი და ის ცხოვრებაში ძაან იშვიათია, ნუ ცხოვრების ბოლომდე რომ გაგყვება იმას ვგულისხმობ!
ჩემი საუკეტესო მეგობარი ჩემივე შეყვარებულია.
მეგობრობა ბედნიერებაა, რომელსაც ბევრი ვერ აფასებს. მე არც ისე ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ ვინც ჩემს გვერდით არის, ვაფასებ მათ და მოხარული ვიქნებოდი თუ მათი რიცხვი გაიზრდება
MAKIKI
თეკლა
გენაცვალეთ თქვენ
ნუ რა ხდება აქ ? მეგობრებო ყველ;ა ვეყნისა სჰეერტდიტ
erekle_sagar
შენადა ხომ არ გიცნობ ?
ბაბუაჩემმა იცის ხოლმე თქმა მეგობრობის სადღეგრძელოში:"უმეგობრო კაცი ბანკა დამხობილ ყვავილს გავს,რომელსაც სურნელება არ გააჩნია"-ო
"მეგობრობა გზად და ხიდათო...."
თუ გინდა გაიგო როგორი არის კარგი მეგობარი,ჯერ შენ უნდა იყო კეთილი მეგობარი
ადამიანი მეგობრით პასობს.მეგობარი კი ადამიანობით.
მეც მინდა თქვენთან მეგობრობაა მოჟნაა?????
თუკი რამე ცუდი შემთხვევია ამ ბოლო სამი წლის მანძილზე ყველაფერის ''იმის'' ბარალია რომ მეგობარმა მიმატოვა ვერ გამიგო მე კი დავრჩი ასე .სხვასაც აღარ ვემეგობრები და ვარ ასე ჩაკეტილი და მარტო/მენატრება ბავშვოვა და მეგობრები,კლასელები და ერთად ყოფნა.
მეგობრობა გაგების დიდ უნარს მოითხოვს პირველ რიგში და მერე სხვა დანარჩენს.
მე არ მყავს მეგობრები
T I K O
არ ვიცი მე ყოველთვის ირეალური სამყარო მერჩივნა. ხოდა ახლა როცა მივიხედ მოვიხედე აღმოჩნდა რომ არავინ მყავს. მარა იმედია შევიძენ აქ.
mwereli
ძალიან კარგი ნათქვამია, რა ბედნიერებაა როცა ისეთი დიდი მეგობარი გყავს როგორიც უფალია, მაგრამ ჩვენ ვერ ვპასუხობთ იგივეთი. ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვპასუხობ მადლობა ღმერთს ამ ცალმხრივი მეგობრობისათვის რომ არ მსჯის საკადრისად
გუდმუნდი
იქნებ ისე ხდება, რომ შეიძლება შენ ვერ ხედავ მას, მაგრამ ამ დროს ის გთვლის შენ მეგობრად. ნუთუ შენს გარშემო შენდამი კეთილად განწყობილი ადამიანი არავინაა? მეგობრობა ხომ კეთილგანწყობაა (თითქმის)
მოგესალმებით მე ახალი დარეგისტრირებული ვარ თქვენს ფორუმზე
ასე რომ თქვენტან დამეგობრება მსურს!
დიმა
[size=4][font=Arial]მეგობრობა საკმაოდ რთულია და ამავე დროს ადვილიც.
საჭიროა მოთმენის ,სიყვარულის და სხვა...უნარის ქონა, რომელიც სამწუხაროდ "არ გამაჩნია".
კარგი ნაცნობები მყავს, მაგრამ კარგი მეგობრები არა...
ყველას გენაცვალეთ
მეგობარი კი მყავს ბევრი მაგრამ ბოლომდე ვერავის ვენდობი
სამწუხაროდ...
მეგობრები ბევრი მყავს, მაგრამ ყველაზე მეტად მრევლის მეგობრებს ვენდობი მათთან ბევრი საერთო მაქვს
გამარჯობათ ყველას.ახალი ვარ და მიმიგებთ?
გამარჯობათ.ახალი ვარ და მიმიგებთ?ვიმეგობროთ?
iako23
კეთილი იყოს შენი მაუსი ამ ფორუმზე
შეიყვარე თავმდაბლობა. . .
აუცილებელია ,ერთმანეთთან კავშირი გვქონდეს...
მეც მინდა თქვენთან დამეგობრება.თბილად ჩავიცვი,მგონი შორს გავფრინდებით
ახლებს სალამი, კეთილი იყოს თქვენი შემომატება
ყველას მოგესალმებით! მე ახალი ვარ, მიმიგეთ თქვენს ფორუმში და ვიმეგობროთ
ნაინა სიხარულოო, აი მეც მოვედიი
ნინო777
ნაინა და ნინო როგორ ხართ?
zura555
კარგად ზურა, მადლობა, თავად როგორ ხარ?
ნაინა ზურა ჩემი მეუღლეა და დღეს დავარეგისტრირეეეე.
ნინო777
zura555
კეთილი იყოს შენი ფეხიც და მაუსიც ჩვენს ფორუმზე, მალე გაშინაურდები
უკვე შინაური ვარ! კეტილი იყოს ჩვენი გაცნობა ნაინა მე ნინოს მეუღლე ვარ ზურა
zura555
ეე რა
ზურა-ს ინტერნეტი რატო ეტისჰება?
.მმ
iakob
Tarzana
კარგი ხალხი ხართ.მეც ვიმეგობრებ თქვენთან
მმმ
მეგობრობა გზად და ხიდად
მეგობრობა გზად და ხიდად
გაუმარჯოს მეგობრობას! (:
მე ახალი ვარ აქ ძალიან მომწონს ეს ფორუმი,უფალი გფარავდეთ,ძალიან მენატრება ჩემი ქვეყანა,აქ რო შემოვდივარ ძირითადად ვკითხულობ და ბევრ რამეში მეხმარება.გაიხარეეეეთ მეც მეგობრად მიგულეთ
გობი
გობი?
მითხარი აბა რა არის?
bubu
ბარემ რახან მე ახალი ვარ და მეგობრება მსურს თქვენთან ვითავხედებ და პასუხს გავცემ. ვეფხვისტყაოსანში მეგობრობა არ არის ნახსენები, იმიტომ რომ მეგობრობდნენ ღარიბები, ვინაიდან ღარიბები ერთი გობიდან ჭამდნენ, თანამეგობე. იმედია გამიგე
sergi_glaxa
ჩემი მეგობარიც სულ მაგ ამაოებას გაიდზაახი და ეკლესიასტეს სწორი არვინ ეგულება. შენ როგორ ფიქრობ ეს მართლმადიდებლურია?
უმეგობროთ კაცი არ უნდა იყოს არასდროს ადამინის ცხოვბრება მეგობარში და მეგობრობაშია
მეგობარი თანმოაზრეა და თანმებრძოლი! მე ასე ვფიქრობ
აბა შევიძენ მეგობრეეეეებს.ბევრეეებს და კააარგეეებს
მაგარი სმაილებია
გამარჯობატ
გამარჯობატ
რაგაც ამერია
კარგი რაგაცაა მომცონს
მეგობრობა გზად და ხიდად!!!
მეც მინდა მეგობრობა თქვენთან............
უმეგობროდ ადამიანი ვერაფერს მიაღწევს, უმეგობროდ არარააობა ხარ
შემოვედი მეგობრებო თქვენთან ფორუმში და ვერ გავერკვიე რა ხდება, ახალი ვარ და მაპატიეთ. ისე გაუმარჯოს მეგობრობას. ვისაც ჩემთან მეგობრობა გინდათ აგერ ვარ და გამომეხმაურეთ
ვაააა,..... რა თემა ყოფილა აქა
მეგობარი, მეგობრისტვის, ურყევი ხიდია!
მეგობრობა კველაზე დიდია ადამიანების ურთიერთობასში.....
მეგობარი ის ადამიანია რომელიც გასაჭირში არ მიგატოვებს და მწუხარებისას ნუგეშს მოგცემს
ნათესავი ხორცის ნაწილია, მეგობარი კი სულისო.
მეც ახალი წევრი ვარ ამ ფორუმის, ძალიან მომწონს და თქვენც ძალიან კარგები ხართ!!! ზოგიერთს გიცნობთ კიდეც. სუმელაში ვიყავი თქვენთან ერთად (2007-ის შემოდგომაზე). არ ვიცი იმათგან რამდენი შემორჩა კიდევ ამ ფორუმს, იმედი მაქვს, რომ უმრავლესობა მაინც ხართ კიდევ აქ.
მოკლედ, მიმიღეთ როგორც თქვენი მეგობარი და... სულის ნაწილიც
მონატრებით
ქ.........
დგე მსჰვიდობის სიხარულებოოოოოოოოო!
დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის!
მიყვარხართ ადამიანებოოოოოოოოო!
რა ჩურჩული ესმის ჩემთა ყურთა,
რა ჩურჩული,დამდაგველი ,მწველი,
ლამის სახლსში შემოვიდეს თუთა,
ლამის წელზე შემომხვიოს ხელი...
გმადლობ თბილო!
გამიხარდიიიიი
მშვიდობა თქვენდა სიხარულებოოოოოო!
რასა იქმთ?ჰა?..
თქვენად ავფიქრდი და...გეწვიეთ....
ფოთელი ხართ ვინმე?
ჰო, გახლავრ...
მეც მეტი არავინააა?
khatunaww
ikanosi
კეთილი იყოს თქვენი ჩვენს ფორუმზე მოსვლა, კეთილო ხალხო
ამ თემაში ხშირად არ იხედებიან, ფორუმელების გაცნობა თუ გსურთ
http://church.ge/index.php?showtopic=6984&st=3090
ამ ლინკს მიყევით და ცოტა რამ თქვენზეც დაგვიწერეთ.
მეგობრობა - ეს მოყვასის სიყვარულია, ამაზე კარგი რამ არ არსებობს
მშვიდობა თქვენდა პორუმელებო........ ქრისტეა ჩვენს სორის........ მე ახალი ვარ და მსურს თქვენთან მეგობრობა
დიდი სიამოვნებით რუსუდან, ღვთისნიერ ადამიანებთან მეგობრობას რა სჯობს, მოდი ვიმეგობროთ, უფალი იყოს ჩვენი შემწე ყველგან და ყოველთვის!
დიდი სიამოვნებით რუსუდან, ღვთისნიერ ადამიანებთან მეგობრობას რა სჯობს, მოდი ვიმეგობროთ, უფალი იყოს ჩვენი შემწე ყველგან და ყოველთვის!
მსჰვიდობა მოგცეთ უფალმა გმერთმა!
ჩემთვისაც სასიამოვნოა...
გვერდით მიგულეთ.
აქ ვინც ვართ ყველა მეგობრები არ ვაართ? ასე უყვართ ფორუმზე
მე როგორც ახალფეხადგმული ამ ფორუმზე, თქვენი ნებართვით ჩამოვჯდები ჩემს მომცრო აზრზე...
მეც ახალფეხადგმული ვარ ...........( ჯვართამაგლების მრევლმა მომწეროს აუცილებლად ) აბა რა ხდება ახალი?? როგორ ხართ?
მეგობრობა რომ არ არსებობდეს არც მე ვიარსებებდი აქამდე! ძალზედ ძვირფასი და სათუთია, ათასნაირი სირთულე შეიძლება ამ დამოკიდებულებას წინააღმდეგობად შეხვდეს ადამიანებში, მაგრამ ჭეშმარიტი მეგობრობა უკვდავია. ხშირად შემხვედრია ფილმების თარგმანებსა თუ სხვადასხვა თხზულებებში: "სიკვდილამდე (სამარის კარამდე) მემახსოვრები, მეყვარები.." და რაღაც მსგავსი სულელური კი არა და, ბოროტეული გამონათქვამები. ჭეშმარიტი გრძნობა თუ სხვა ურთიერთობა უკვდავია, ის ამ ცოდვა-მადლიან წუთისოფელს არ შერჩება! სამარადისოა!
ძალიან მომწონს ნიკო ლორთქიფანიძის ნოველები, "თავსაფრიანი დედაკაცი" კი მომწონს კი არა და, მეტიც, მასზე შეყვარებული ვარ... ამ ნაწარმოებში ჭეშმარიტების უკვდავება კარგად აქვს ნაჩვენები ნიკოს: მართლაც, თავსაფრიან დედაკაცს მხოლოდ ჯვარი და ბეჭედი მიჰყვება აქედან, ჭეშმარიტი რწმენისა და ჭეშმარიტი სიყვარულის სახედ.
ზოგიერთი ადამიანის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს ვგრძნობთ და ვუმეგობრდებით. მეგობრობა არ არღვევს მცნებას - გიყვარდეს ყველა განურჩევლად. თავად მაცხოვარს, იესო ქრისტეს, განსაკუთრებული სიყვარულით უყვარდა იოანე, პეტრე, იაკობი და ლაზარე, წმიდა პეტრეს - წმიდა მარკოზი, პავლე მოციქულს - წმიდა ტიმოთე და თეკლა, გრიგოლ ნაზიანზელს – წმიდა ბასილი დიდი და სხვა.
დედაკაცი
"ჭეშმარიტი მეგობრობა უკვდავია"
ლამაზი სიტყვებია და არამხოლოდ ლამაზი, არამედ ჭეშმარიტიც
*****
ჩათვალეთ, რომ ერთი მეგობარი კიდევ შეიძინეთ ჩემი სახით მართლა!
ტადზარი აახლოვებს ადამიანებს.
ღმერთი აახლოვებს ადამიანებს
ჩემთან მეგობრობა არავის უნდა?
შეიძლება ვცდებოდე მაგრამ ყველაზე დიდი მეგობარი შენსთავში არსებული კეთილი ,,მე,,-არის...სხვა ყველაფერი პირობითია და გარემოებებზე არის დამოკიდებული...
მეგობრობა აბსტრაქტული სიტყვაა და ცხოვრებაში დამახინჯებული ფორმებით თუ გვხვდება...
და მაინც,ვეძებოთ რა ...ძიებას კაცი არ მოუკლავს...
:ფიქრი: :ფიქრი: :ფიქრი:
მოვედი ახალი მეგობარი...
როცა იტყვიან ხოლმე მეგობრობას დიდი ძალა აქვსოასეო და ისეო..., არგუმენტად მოიყვანენ იესოსაც ყავდა მეგობრები, მაგრამ 1 კი გასცაო...
არ მჯერა ამ არგუმენტის..
ოჯახს და აღრდას რომ თავი დავანებოთ მე რომ ისეთI მეგობრები მყოლოდა როგორიც უკეთესი იქნებოდა ჩემი სულისათვის იქნებ არ ვყოფილიყავი ასეთი უხიაგი და სულით ზარმაც-დაჭაობებული როგორიც ახლა ვარ..
მაგრამ ღირსი ვარ..
ადამინი რომელსაც მიზანი აქვს, მაგრამ მისთვის ბრძოლა უბრალოდ ძალინ ეზარება არც არაფრის ღირსი არაა,,
Urchi
რავი...რავი...
მე არ მყავს მეგობრები აქ ვინცხამ მაინც მომწერეთ
dato1984
რატომ არ გყავს?
dato1984
შეგვიძლია მაგაზე ლაპრაკი, მეც იგივე მდგომარეობაში ვიყავი სადღაც 18–19 წლამდე....
P.S. 21–ის ვარ
MIRDAT
ჯერ ახალგაზრდა ხარ კიდევ ბევრ მეგობარს შეიძებ
dato1984
ვირტუალურ მეგობრებს ეძებ ?
ძნელია როცა ხალხის ნდობას დაკარგავ არც მეგობარი გყავს და არც არავინ საკუთარი თავის გარდა ესეთ სიტყვაციაში ვარ და არ შემიძლია რამე შევცვალო
vaso92
რას ამბობ? მეგობრები დაილია?
sanfol
მე არ მყავს
vaso92
ეკლესიაში რო გაიცნო ხალხი და დაუმეგობრდე?
sanfol
არ შემიძლია მიჭირს ხალხთან ურთიერთობა.
vaso92
ეჰ მე ვის რა უნდა ვურჩიო მეც მასე ვარ როგორ შველი ხოლმე მაგას მე ერთუ 5მდე მეგობარი მაინც მყავს შენ საერთოდ არა?
sanfol
არა არავინ მყავს.თუმცა ბევრი მეგობარი არც მინდა მყავდეს
vaso92
რატომ დაგემართა მასე? ზედმეტად განსხვავებული ხარ სხვებისაგან? და რითი თუ შეგიძლია დაწერო
sanfol
სკოლის მერე ძაან ჩავიკეტე არავის დანახვა არ მინდოდა მძულდა ყველა თითქოს ჩემი სამყარო მქონდა სადაც მარტო მე ვიყავი
vaso92
დაახლოებით მეც მასე ვარ, მაგრამ სწორედ სკოლიდან შემომარჩა ის ცოტაოდენი მეგობარი, ახლა ახალი მეგობრები რომ აღარ მემატება მოწყენილი ვარ ხოლმე ამიტომ ვცდილობ ჩაკეტილ ცხოვრებას დავაღწიო თავი ჯერ-ჯერობით არ გამომდის მარა იმედია ღმერთის წყალობით სრულ რეალიზებას მოვახდენ საკუთარი თავისა საზოგადოებაში, რომ მერე პასუხი როცა მომეთხოვება ხმას რატო არ იღებდიო რაიმე მეთქმოდეს. ისე ძალიან ნუ გაბრაზდები თუ კარგი მეგობრები არ გყავს მოუშვი შენამდე ერთი იუდა ყველგან იქნება ამიტომ ამას რომ მაინდამაინც თანასწორი და შენი მსგავსი ადამიანი ეძებო რთულად თუ მიაღწევ. მოდი დავთქვათ პირობა შენც და მეც მეგობრები ვიყოთ და ყოველ კვირა მინიმუმ 2 მეგობარი მივამატოთ სიას. თუნდაც არაძმაკაცი და რამე ჩვეულებრივი ნაცნობის შეძინებაც უკვე კარგი იქნება. 1 კვირაში რა ისტორიები გადაგხდება თავს მომწერე მერე და მეც დავწერ ან მოგწერ, ოღონდ რაღაცა ძალდატანებით უაზრობა იქნება რომ ნორმა შეავსო და რაღაცა თუ ვერ იცნობ ესეიგი ვერ იცნობ და წააგებ ამ ცხოვრებაში ბრძოლას და კიდე კვირის ბოლომდე ნუ მიიყვან საქმეს. ხალხთან ურთიერთობა რაღაც დონეზე თუ გსიამოვნებს ყველაფერი გამოგივა ახალი ადამიანების გაცნობა ჰობად გექცევა მალე, სიყვარულით ყველაფერს შეძლებ
პავლეს მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ
თავი მეცამეტე
8 არავისი არა გემართოთ რა, გარდა ურთიერთსიყვარულისა, რადგან ვისაც უყვარს მოყვასი, მან აღასრულა რჯული.
sanfol
არ ვიცი მე ვერ წარმომიდგენია შეიძლება უბრალოდ მეგობარი ერქვას მარა ჩემ დარდს ვერ გავუზიარებ მეგობარს
vaso92
მოძღვარი მეგობარი არაა? მას გაუზიარე
"- რას იტყვით მეგობრის ღალატზე?
- ამასთან დაკავშირებით ერთი, უკვე საქვეყნოდ გახმაურებული, მხატვრული ფილმი მახსენდება: "კუნძული": ერთ-ერთი რუსი ჯარისკაცი მეორე მსოფლიო ომის დროს უღალატებს მეგობარსა და თანამებრძოლს. თავის გადასარჩენად ფაშისტების ბრძანებით ესვრის და სასიკვდილოდ გაწირავს მას. შემდგომში მთელი სიცოცხლე ინანიებს ამ ცოდვას, მიდის მონასტერში და დიდ სულიერებას აღწევს. საოცარი ნიჭები ეძლევა: სხვისი აზრებისა და ცოდვების წაკითხვისა და ამოცნობის, სხვადასხვა სენით დაავადებულის, ეშმაკეულის განკურნების და სხვა. ბოლოს კი ამ დიდი სულიერებისათვის უფალი აჯილდოებს: ის მეგობარი ცოცხალი აღმოჩნდება.
ეს ნიშნავს, რომ ყველანაირი ცოდვა მიეტევება კაცს, მათ შორის მეგობრის ღალატიც. თუმცა, რაღა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი ფსიქოლოგიური წნეხია ცოდვის ჩამდენისთვის. სამწუხაროდ, ხშირად ღალატობენ მეგობარს, თანამოძმეს ფულის ანდა სხვა მატერიალური ინტერესების გამო"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"ერთი და იგივე ყლორტები აყვავებული ორი ხისა ისე არ ჰგავს ერთმანეთს, როგორც გულითადი სიყვარულით დაკავშირებული ორი მეგობარი. ლირას სიმების მსგავსად, მათი სულები ყოველი ქმედებისას სასიამოვნო ჰარმონიას ქმნიან".
"მეგობრობა ადამიანებს შორის გასაჭირსა და უბედურებაში, უკიდურეს წუთებშიც კი წარმოიშობა".
"მეგობარი იგივე თანამობარძიმეა, რაც, თავის მხრივ, ქრისტეში ერთობას ნიშნავს".
/დეკ. ბასილ ახვლედიანი/
"მეგობრობა - ეს არის სულთა კავშირი, სადაც ორი ან რამდენიმე ადამიანი ცდილობს, ერთმანეთის სიყვარულითა და სიახლოვით გაიუმჯობესოს საკუთარი თავი. მეგობრობაში მთავარია ნდობა და, ასევე, ამ ადამიანების გულები ღია უნდა იყოს ერთმანეთისთვის და მათში სუფევდეს გულწრფელობა. ზირაქის სიბრძნე გვამცნობს, რომ ერთგული მეგობარი ცხოვრების წამალია"
"კითხვა: სამწუხაროდ, ჩემი მეგობარი მრუშობის გზას დაადგა, ვფიქრობ, გავწყვიტო მასთან მეგობრობა. რას მირჩევთ?
პასუხი: თქვენ მასთან მეგობრობა უნდა გააგრძელოთ და უნდა ეცადოთ, გაუღვიძოთ სინდისის ხმა, აუხსენით, რომ ის სჩადის საკუთარი სულისთვის დამღუპველ ცოდვას და არ დააკლოთ ცდა, გააგებინოთ და გადაარჩინოთ თქვენი მეგობარი."
"დამეგობრების საუკეთესო მეთოდი - საერთო მტრის მოძიებაა."
/ანდრია კურაევი/
"გინდა იყო მეგობარი ქრისტესი? ათი წლის ბიჭი მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელთან გაგზავნეს აღსარების სათქმელად. ბავშვი მანამდე არ იყო ნამყოფი აღსარებაზე და არ იცოდა, რა ეთქვა. დედამ უკარნახა და მანაც კეთილსინდისიერად ყველაფერი გაიმეორა. მეუფემ მოუსმინა და ჰკითხა:
- მითხარი, შენ თვითონვე გრძნობ თავს დამნაშავედ თუ იმას იმეორებ, რასაც მშობლები გსაყვედურობენ?
- დედამ მითხრა, რომ მე უნდა ვაღიარო ესა და ეს ცოდვა და კიდევ სხვა, ვინაიდან ის ამის გამო ბრაზობს, მე კი ამით ვარღვევ ოჯახის სიმშვიდეს.
- შენ აქ იმისთვის არ მოსულხარ, მომიყვე, რაზე ბრაზობენ შენი მშობლები. მითხარი: ქრისტეზე თუ იცი რაიმე?
- დიახ.
- სახარება წაგიკითხავს?
- დედამ და ბებიამ მიამბეს. რაღაც წამიკითხავს, ეკლესიაში გამიგონია...
- მოგწონს იგი, როგორც კაცი?
- დიახ.
- მასთან მეგობრობას მოისურვებდი?
- დიახ.
- იცი, რას ნიშნავს იყო მეგობარი?
- დიახ. ეს იმას ნიშნავს, რომ მეგობარი იყო.
- არა. ეს საკმარისი არ არის. მეგობარი ის კაცია, რომელიც უერთგულებს თავის მეგობარს ყველგან და ყოველთვის, ცდილობს, მას იმედი არ გაუცრუოს, არ მოატყუოს, მასთან დარჩება, თუნდაც სხვებმა ზურგი აქციონ. მეგობარი მეგობარს სიკვდილამდე უერთგულებს.
აბა, წარმოიდგინე: ვთქვათ, სკოლაში ხარ, ქრისტე პატარა ბიჭია და მას მთელი კლასი წინ აღუდგა, შენ რას გააკეთებდი? გეყოფოდა სიმამაცე და ერთგულება, მის გვერდით დამდგარიყავი და გეთქვა: თუ მისი ცემა გინდათ, მეც მცემეთ, რადგან მის გვერდით ვარ? თუ შენ მზად ხარ, ასეთი მეგობარი იყო, მაშინ შეგიძლია თქვა: დიახ, მე ქრისტეს მეგობარი ვარ - და საკუთარ თავს შეკითხვები უნდა დაუსვა აღსარებისას. იკითხე სახარება! მისგან შეგიძლია გაიგო, როგორ იცხოვრო, რომ მერე საკუთარ თავზე გული არ გაგიტყდეს, იცხოვრო ისე, რომ გიხაროდეს, თუ რა კაცი გახდი ამ მეგობრობის გულისთვის. მიხვდი, რაც გითხარი?
- დიახ.
- მზად ხარ ამისთვის?
- დიახ."
"მოდი, შევიგრძნოთ ქრისტე, როგორც ჩვენი მეგობარი! ის ჩვენი მეგობარია. ამას თავად გვიდასტურებს, როდესაც ამბობს: "თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ". ვუმზიროთ მას და მივუახლოვდეთ, როგორც მეგობარს. დავეცით? შევცოდეთ? სიყვარულით, შინაურულად და ნდობით მივირბინოთ მასთან; არა იმის შიშით, რომ დაგვსჯის, არამედ მხნეობით, რომელსაც მეგობრობის განცდა მოგვცემს. ვუთხრათ უფალს: "უფალო, დავეცი, ესა და ეს ჩავიდინე, მომიტევე, უფალო". მაგრამ ამავდროულად უნდა შევიგრძნოთ, რომ მას ვუყვარვართ, რომ სითბოთი, სიყვარულით შეგვიწყნარებს და მოგვიტევებს. ნუ დავშორდებით ქრისტეს დაცემის გამო"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"მეგობარი, რომელიც პირისპირ, მარტო გამხელს, ბრძენი მკურნალია, ხოლო მრავალთა თვალწინ მამხილებელი არის მლანძღველი"
/ღირსი ისააკ ასური/
"ჩვენ, თანაკბილანი, სიყრმიდანვე ვმეგობრობდით"
/ზვიად გამსახურდია/
"წმინდანებზე ფიქრისას ისინიც გვეხმარებიან და ასე "უმეგობრდება" ადამიანი წმინდანებს, ამგვარი მეგობრობა კი ყოველგვარ მეგობრობაზე საიმედო და ძლიერია"
"ჟამთა სვლამ ტრადიციებსაც ფერი უცვალა, შეიცვალა მეგობრობა და სიყვარულიც, თუმცა, საფუძველი მაინც ვერ შეურყია"
"ერთგული მეგობრები უფრო ძვირფასია ვიდრე ნებისმიერი შაქრის ქარხანა."
/კუბური ანდაზა/
"უფალს მეგობრები სჭირდება და არა მონები"
„ის, ვინც თვითონაა კარგი მეგობარი, მეგობრებიც საუკეთესო ჰყავს"
/ნიკოლო მაკიაველი/
"მეგობრად და სანდოდ აირჩიე მხოლოდ გონიერი და ღვთისმოსავი ადამიანები, რომლებიც საუბრისას რწმენას აბუჩად არ იგდებენ; მხოლოდ სათნო ადამიანებს შორის შეიძლება იყოს ჭეშმარიტი, ხანგრძლივი მეგობრობა"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"მეგობრობამ არ უნდა გადაგვხაროს ცოდვისაკენ. ვერიდოთ მრისხანე და ფიცხ ადამიანებთან მეგობრობას"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"კარგ ადამიანებთან მეგობრობა - საგანძურთან მეგობრობაა!"
/მონაზონი ვერონიკა/
"ნუ მიატოვებ ძველ მეგობარს, რადგან ახალი მას ვერ შეედრება. ახალი მეგობარი ახალი ღვინოა; როცა დაძველდება, სიხარულით შესვამ"
/სიბრძნე ზირაქისა/
"გიყვარდეს მეგობარი და იყავი ერთგული მისი, ხოლო თუ მის საიდუმლოებას გააცხადებ, ნუღარ დაედევნები უკან"
/სიბრძნე ზირაქისა/
"თუ შენი მეგობრის საქციელი არ მოგწონს და შენ მისგან გარბიხარ, სუსტი ხარ... სჯობს მისი ჯვარი მასთან ერთად იტვირთო და სიმძიმე შეუმსუბუქო!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"იმიტომ, რომ მარტოობას თავი დააღწიო, მეგობრად ნუ დაიყენებ არასწორად არჩეულ ადამიანს... მის გვერდით უფრო მარტოდ იგრძნობ თავს!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"როდესაც ერთი ადამიანი მეორესთან მეგობრობს იმის გამო, რომ ეს ადამიანი მას გამოადგება ცხოვრებაში, ეს მეგობრობა დიდხანს ვერ გასტანს, რადგან როცა ამას მეორე მეგობარი გაიგებს, გული ეტკინება."
/მამა ილია ჩიკვაიძე/
"გაუფრთხილდი, ვინც შენი ერთგულია... მის გარეშე სამყარო დაცარიელდება!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ხშირად მოუფიქრებელი სიტყვები და ცინიზმი ადამიანს მეგობრებს აკარგვინებს. მამების თქმით, ამ დროს მადლი ტოვებს ადამიანს"
/ბერი სიმეონ ჯოხაძე/
"შეიძლება შენი მეგობარი მკვდარი დადიოდეს, მაგრამ შენმა სიყვარულმა იმდენი უნდა შეძლოს, რომ გაცოცხლდეს. ქრისტემ ასე აღადგინა ლაზარე..."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"მეგობრებიდან თუ ერთი იუდა გამოერია, არ ინერვიულო, ამისგან ქრისტეც არ იყო დაცული!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ნურც ერთ თქვენგანს ნუ ეყოლება ბიწიერი მეგობარი"
"არავითარი ნაჩქარევი საქმე არ არის კარგი. სანამ მეგობარს არ გაიცნობ, საიდუმლოს ნუ გაუმხელ. პირმოთნე მეგობარი, როგორც კი ზურგს შეგაქცევს, მტრად გეკიდება"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია, მტერი კი კოცნით აგავსებს"
/იგავნი სოლომონისა, 27,6/
"ფრინველებს დააფრთხობს გასროლილი ქვა და მეგობრის მაგინებელი დაარღვევს მეგობრობას"
/სიბრძნე ზირაქისა/
"მტრობა წყალზე უნდა დაიწეროს, რათა სწარფად გაქრეს, მეგობრობა კი - სპილენძზე, რათა მუდამ მტკიცედ იყოს დაცული".
/წმ. ისიდორე პელუზიელი/
"მეგობრობაზე მშვენიერი ქვეყნად არაფერია. იგი ნუგეშია დღევანდელ ცხოვრებაში. რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო ამაღლებული და ძვირფასი, როდესაც შეგიძლია, გული გაუხსნა ვინმეს, გაუმხილო საიდუმლოება, გაანდო დაფარული? და შეიძლება იყოს უფრო მანუგეშებელი რაიმე, ვიდრე ის, როდესაც გყავს გულწრფელად ერთგული ადამიანი, რომელიც შენი სიხარულით გაიხარებს და შენს ჭირს გაიზიარებს, დევნილებაში კი რჩევასა და ნუგეშს მოგცემს".
/წმ. ამბროსი მედიოლანელი/
"ნუ გაცვლი მეგობარს ფულზე, ნურც ღვიძლ ძმას - ოფირის ოქროზე"
/სიბრძნე ზირაქისა, 7,18/
"მშვიდობის დროს ბევრ მეგობარს იგულებ, ხოლო გაჭირვებაში ერთსაც ვერაო - ამბობს წმინდა მაქსიმე აღმსარებელი/
"ერთგულ მეგობარს ვერავინ შეცვლის და მისი სიკეთე არ განიზომება. ერთგული მეგობარი ცხოვრების წამალია: უფლის მოშიშნი იპოვნიან მას".
/სიბრძნე ზირაქისა, 4-6/
"ვინც საკუთარ თავს იღებს ისეთს, როგორიც არის, მას ყველას მიღება და საუკეთესო მეგობრობა შეუძლია!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"მე მხოლოდ იმ მეგობრობის მჯერა, საქმით რომ საუბრობს!."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"საკუთარ თავზე დიდ მეგობრობას ვერავინ გაგიწევს!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ფარულად მამხილებელი მეგობარი ბრძენი მკურნალია, ხოლო მრავალთა წინაშე მკურნალი სინამდვილეში შეურაცხმყოფელია"
/წმ. ისააკ ასური/
"მეგობრებად ისეთი პირები უნდა გყავდეს, რომლებიც შენთვის შემაგონებელნი იქნებიან და ცხოვრების წესითაც - შენი მსგავსნი, და რომელთა შესახებაც უფალმა თქვა: რადგან ვინც ყოფს ნებას მამის ჩემის ზეციერისას, იგია ძმაც და დაც და დედაც ჩემი (მათე 12,50)".
/წმ. თეოდორე ედესელი/
"მეგობრები იმიტომ ვართ, რომ ერთმანეთს სარგებლობა მოვუტანოთ. მეგობარი სხვანაირად უსმენს მეგობარს, გარეშე პირისგან განსხვავებულად."
/წმ. იოანე ოქროპირი/
"თუ შენი მეგობარი სერიოზულ შეცდომებს უშვებს, ნუ მოგერიდება მისი მხილება, - ეს მეგობრის უპირველესი მოვალეობაა"
"ნამდვილი მეგობარი ყოველ ნათესავზე ახლობელია"
"ადამიანის ნამდვილი მეგობარია ის, ვისა მისი ხსნა და ცოდვის, სიკვდილისა და ჯოჯოხეთისგან გათავისუფლება სურს. დიახ, ერთადერთი ჭეშმარიტი მაცხოვარი, ეს, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანისა და მთელი კაცობრიობის ნამდვილი მეგობარია".
/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/
"ყველა ადამიანთან მეგობრული ურთიერთობა გქონდეს, აზრით კი მუდამ მარტო იყავი!"
/წმ. ისააკ ასური/
"ღმერთი მეგობრად მოიხვეჭე და ადამიანური დახმარება აღარც დაგჭირდება!"
/წმ. სვიმეონ სტუდიელი/
"ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს მაშინ, როდესაც ბედი სწყალობს, მას უბედურებაში მეგობრები არ ეყოლება"
"დაე, მეგობრობით კეთილ ადამიანებს დავუკავშირდეთ; ჩვენი უახლოესი და უპირველესი საზრუნავით - ახლობლებს; ჩვენი სიყვარულით - ყველას; ჩვენი შემწეობით - გასაჭირში მყოფთ!"
"უმჯობესია ყალბი ოქრო მიიღო, ვიდრე - ყალბი მეგობარი!"
/ამბა ავაგრე/
ნამდვილი მეგობარი აუცილებლად გაგიფრთხილდება, ზურგსუკან ზუსტად ისე ისაუბრებს შენზე, როგორც პირისპირ…
მას არ უნდა სჭირდებოდეს ბევრი მტკიცება, რომ შენი ერთგულია, ეს საქმითაც ადვილად გამოვლინდება.
ნამდვილი მეგობარი იმაზე არ დაგიწყებს საუბარს, რამდენი სიკეთე გაგიკეთა, ჯერ იმას დააფასებს და შეირგებს, პირიქით როგორ ედექი მთელი ცხოვრება მხარში და საკუთარ ლუკმას უყოფდი…
ნამდვილ მეგობარს არ შურს შენი, არ იბოღმება ყველა შენი წარმატებით, არ ჭორაობს შენზე, ცილს არ გწამებს, სხვას არ აბრკოლებს შენთან ურთიერთობაში, არ გლანძღავს დაუღლელად…
თუ ორივეს ერთად ცდილობს, იყოს მეგობარიც და გექცეოდეს მტერივით, მაშინ ფსიქიკური პრობლემა აქვს, შენ ვერ უშველი და არც გაუბრაზდე, არც პასუხი მოსთხოვო… შენც რომ ფსიქიკა არ შეგირყიოს, სასწრაფოდ განერიდე… კამათით და გარჩევებით არ გამოკვებო მისი ენერგოვამპირიზმი… ის მხოლოდ ნეგატივით ცოცხლობს, ის მხოლოდ სხვისი განადგურებით სუნთქავს და არ მისცე ამის უფლება!..
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"გაუკეთე კეთილი საქმე მეგობრებს, რათა მათ კიდევ უფრო მეტად უყვარდე; ასევე მოექეცი შენს მტრებსაც, რათა ისინიც შენი მეგობრები გახდნენ".
"ერთმა მოსაგრემ თავის თავზე თქვა: "ყოველთვის, როდესაც მეგობარს ველაპარაკებოდი, ამოვაჩენდი, რომ უარესი ვიყავი, ვიდრე მაშინ, როდესაც მარტო ვიყავი".
"შეუძლებელია შენი მეგობარი იყოს ის, ვინც შენს მტერთან მეგობრობს!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"საუკეთესო მოსახვეჭელი ერთგული მეგობარია"
ვინც ნამდვილად შენია, მას უსიტყვობაც ესმის!..
/მამა პეტრე კვარაცხელია/
ვითომ მეგობრების ყოლას, მარტო ყოფნა სჯობს… სიყალბეში მაინც არ იცხოვრებ!..
/მამა პეტრე კვარაცხელია/
კარგად დააკვირდი, ვინც ხშირად ნამდვილ მეგობრობას სიტყვიერად გიმტკიცებს, სინამდვილეში მტერი ხომ არ არის?!
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"მეგობრობა არის გრძნობის
და აზრების შეთანხმება,
თვარა უამათოდ არის
ანგარიში და გაქრება!"
/აკაკი წერეთელი/
"ნამდვილ მეგობარს ახსნაც არ სჭირდება, ისედაც მიხვდება რა გაწუხებს!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ბუნებისგან დაჩაგრული
განა შესძლებს მეგობრობას?!"
/აკაკი წერეთელი/
"ღვთის მტერს ადამიანთან მეგობრობა არ ძალუძს"
"ნუ გექნება მეგობრობის უწყინარი სიხარულის იმედი, თუ მათ ღვთისმოსავ სამეგობროში არ ეძებ"
"ჩუმად მამხილებელი მეგობარი გონიერი ექიმია, ხოლო მრავალთა თვალწინ მკურნალი - მაგინებელია"
/წმ. ისააკ ასური/
"თუ მეგობრის ნაკლოვანებების მიმართ გულგრილი ხარ და მის გამოსასწორებლად ზომებს არ იღებ, ნათლად ამჟღავნებ, რომ შენი პატიოსნება საეჭვოა"
"ყველას მიმართ კეთილგანწყობილი იყავი, მაგრამ მრჩევლად ყველას ნუ გაიხდი!"
/წმ. ანტონი დიდი/
"ნუ გექნება ნაცნობობა მზაკვარ ადამიანთან. მზაკვართან მეგობრობა ეშმაკთან მეგობრობას ნიშნავს!"
/წმ. ანტონი დიდი/
"ერთგული მეგობარი ზურგს არ შეგაქცევს, როდესაც ბედნიერება გაქცევს ზურგს"
"მეგობრის გულწრფელი რჩევა შეიძლება იყოს გაღიზიანების საწინააღმდეგო ძალიან კარგი წამალი"
/ღირსი იოანე კიბისაღმწერელი/
"მეგობრობაზე მშვენიერი ქვეყნად არაფერია. იგი ნუგეშია დღევანდელ ცხოვრებაში. რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო ამაღლებული და ძვირფასი, როდესაც შეგიძლია, გული გაუხსნა ვინმეს, გაუმხილო საიდუმლოება, გაანდო დაფარული? და შეიძლება, იყოს უფრო მანუგეშებელი რაიმე, ვიდრე ის, როდესაც გყავს გულწრფელად ერთგული ადამიანი, რომელიც შენი სიხარულით გაიხარებს და შენს ჭირს გაიზიარებს, დევნილებაში კი რჩევასა და ნუგეშს მოგცემს?!"
/წმ. ამბროსი მედიოლანელი/
"ცოდვილ მეგობარს მსაჯულის შესახებ შეახსენე. ამით მასაც სარგებელს მოუტან და საკუთარ თავსაც; რამეთუ ეს რჩევითი მკურნალობა სასარგებლოა როგორც მისთვის, ისე - შენთვის"
/წმ. ნილოს სინელი/
"ნუ გექნება ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც მოყვასს ზიანს აყენებს, და ნუ გაიხარებ იმასთან ერთად, ვინც სხვას ბოროტებას უკეთებს"
/ამბა მათე/
"ქართველებს შორის ისტორიულადაც და ახლაც ძალიან განვითარებული იყო მეგობრობის გრძნობა. ხშირად ქართველები მეგობრობას ყველა სხვა ურთიერთობაზე მაღლა აყენებდნენ. მეგობრობის უპირველესობა ერთნაირად დამახასიათებელი იყო საქართველოს ყველა მხარის მცხოვრებლისთვის".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 315/
ხშირად მოუსმინე საკუთარ თავს, გავა დრო და მიხვდები, ის ყველაზე სწორად შერჩეული მეგობარია!..
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"პირდაპირობა სიტყვასა და საქმეში ხშირად მეგობრებსაც მტრებად აქცევს"
"ბოროტ ადამიანთან მეგობრობა დილის ჩრდილს ჰგავს - იგი ყოველ საათს კლებულობს; კეთილთან ურთიერთობა კი საღამოს ჩრდილივით უნდა იზრდებოდეს მანამ, ვიდრე მზე ბრწყინვალებს"
"ხომ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც რაც უფრო ხშირად ხედავენ ერთმანეთს, მით მეტი აქვთ სათქმელი. ასეთი ურთიერთობა ერთგულებას ბადებს, ერთგულება კი ერთობის საწინდარია"
/შარლოტ ბრონტე/
"იმაზე უფრო საშიში მეგობარი არ არსებობს, ვიდრე ის, ვინც მეგობრად გაჩვენებს თავს!"
"მტრობა წყალზე უდნა დაიწეროს, რათა სწრაფად გაქრეს, მეგობრობა კი - სპილენძზე, რათა მუდამ მტკიცედ იყოს დაცული!"
/წმ. ისიდორე პელუზიელი/
"კეთილგონიერება მეგობრებს შეგვძენს, უბედურება კი - გამოცდის მათ"
"მერცხლები ზაფხულში ბრუნდებიან, ზამთარში კი მიფრინავენ; ასევე, ეს ცრუ მეგობრობის გამოხატულებაა. ცხოვრების სიხარულიან დღეებში ისინი ერთგულნი არიან, ხოლო თუ ბედნიერება ზურგს შეგაქცევთ, ისინიც მიფრინავენ"
"ყალბი მეგობარი შესაძლოა, შევადაროთ ჩრდილს, რომელიც მზის საათებში ჩამოწვება ხოლმე. იგი მხოლოდ კარგ ამინდშია, ღრუბლების გამოჩენითანავე, ანდა წვიმიან ამინდში, მეყსეულად ქრება"
"მოწყალე ადამიანები მტერში სათნოებას რომ შენიშნავენ, ურიგდებიან მას, ხოლო უზნეო მეგობარს სცილდებიან, თუ იგი გამოუსწორებელია"
"ნუ გეყოლება ისეთი მეგობრები, რომლებსაც მეგობრობაზე მეტად სავსე მაგიდა უყვართ"
"ამბა აგაფონი ამბობდა: "თუ დავინახავ, რომ ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანს სულისთვის ზიანი მოაქვს, დაუყოვნებლივ დავშორდები მას, ანუ გავწყვეტ ნაცნობობასა და ურთიერთობას მასთან".
"თუ სათნოება შენს მტერში მშვენივრად არ გეჩვენება, ხოლო ნაკლი - საძაგლად შენს მეგობარში, განა შეგიძლია, თქვა ან იფიქრო, რომ გიყვარს სათნოება და გძულს ნაკლი?"
"უძვირფასესია ერთგული მეგობარი, რომელიც ჩვენს მწუხარებასა და სიხარულს იზიარებს და ამასთან ერთად, შეუძლია, იყოს ჩვენი მრჩეველიც და სათნოების მასწავლებელიც, - ჩვენი ცხოვრების რთულ ყოფაში! სამაგიეროდ, ასეთი მეგობრები ისევე იშვიათია, როგორც - ძვირფასეულობა. ამიტომ წმიდა მამები გვირჩევენ, განსაკუთრებით ყურადღებიანნი ვიყოთ მეგობრისა და, საერთოდ, ადამიანის არჩევაში, რომელსაც საკუთარ სულს ვანდობთ"
"ნუ მისცემ თავს ნებას, ღვთის მცნებები დაარღვიოს ადამიანური მეგობრობის გამო"
/წმ. ანტონი დიდი/
"მათ, ვინც მხოლოდ დროის გასატარებლად სტუმრობენ შენთან, მაშინ ისინი შენგან ან დამოძღვრილები წავლენ სახლში ქრისტეს, სიკვდილის, მომავალი ცხოვრების, სამსჯავროსა და ჯოჯოხეთის შესახებ, - ან საერთოდ აღარ მოვლენ დროის წასართმევად"
"უძმაკაცო კაცი რა კაცია"
/გოდერძი ჩოხელი/
"მეგობარი თავისის სიახლოვით გვინელებს და გვიქრობს მწუხარებასა"
/მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე)/
"მეგობრდებიან ერთმანეთთან მხოლოდ ისეთი პირები, რომლებიც ერთმანეთს ხასიათით ჰგვანან: პატიოსანი ადამიანი პატიოსანს უერთდება, და არასგზით არ შეიძლება, რომ კეთილსა და ბოროტს შორს მეგობრული კავშირი სუფევდეს. სწორედ ამნაირადვე, ღმერთსა და ადამიანს შორის კავშირი მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი თავისი ბუნებით დაემსგავსება ღმერთს, როცა იგი მოიპოვებს იმ სულიერ განწყობილებათ, რომელნიც ღმერთში სუფევენ"
/მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე)/
"ნუთუ შეიძლება ჭეშმარიტ ადამიანს ღმერთზე უფრო ახლობელი მეგობარი ჰყავდეს?"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ჭეშმარიტ მეგობრობას სულის ხსნისაკენ, ხოლო ყალბ მეგობრობას - სულის დაღუპვისაკენ მივყავართ"
/ბერი სვიმეონ ათონელი/
"გსურს წრფელი მეგობრობა - იმეგობრე ქრისტეს სახელით!"
"კარგ ადამიანებთან მეგობრობა - საგანძურთან მეგობრობაა!"
/მონაზონი ვერონიკა/
"არ ეძებოთ დასაყრდენი ადამიანებში, არამედ მხოლოდ ღმერთში და ღმერთი გამოგიგზავნით სულით მონათესავე სულებს"
/არქ. იოანე (კრესტიანკინი)/
"მოდი, შევიგრძნოთ ქრისტე, როგორც ჩვენი მეგობარი! ის ჩვენი მეგობარია. ამას თავად გვიდასტურებს, როდესაც ამბობს: "თქვენ მეგობარნი ჩემნი ხართ". ვუმზიროთ მას და მივუახლოვდეთ, როგორც მეგობარს. დავეცით? შევცოდეთ? სიყვარულით, შინაურულად და ნდობით მივირბინოთ მასთან; არა იმის შიშით, რომ დაგვსჯის, არამედ მხნეობით, რომელსაც მეგობრობის განცდა მოგცემს"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"[უფალო] მამაცური ძალის, დილის სიმტკიცის, საღამოს დუმილის სულს, შენ, ვინც სიზმარზე მსუბუქი, ქარზე სწრაფი, ცვარზე ნოტიო, დედის ხმაზე ტკბილი, ალზე ნათელი, ყველა მსხვერპლზე წმინდა, სამყაროზე ძლიერი, სიცოცხლეზე უფრო ცოცხალი ხარ, - მუხლს მოვიყრი შენს წინაშე და გევედრები: იყავი ჩემი მეგობარი სამსახოვანი ღვთაების მარადიული ნეტარებისკენ მიმავალ მკაცრ გზაზე"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"მეგობართა ღალატიც ვერ მაწყენინებს, თუ შენ [უფალო] აგირჩიე ჩემს მეგობრად"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"იერუსალიმის მახლობლად, მცირე დაბაში, რომელსაც დღესაც ბეთანია ჰქვია, ცხოვრობდა მართალი ლაზარე, უფლის მეგობარი, იუდეველი, აღმსარებლობით - ფარისეველი.
გარდამოცემით, ქრისტე ხშირად სტუმრობდა სვიმეონ ფარისეველს - ლაზარეს მამის - სახლეულს და, ალბათ, სწორედ აქ იქცა მათი ურთიერთობა მეგობრობად"
"ცხოვრობდა ქვეყნად ორი მეგობარი. ერთმანეთზე უკეთესი მეგობარი არც ერთს ჰყავდა და არც მეორეს. ერთხელ ისე მოხდა, რომ ერთმანეთში ძლიერი კამათი მოუვიდათ და ერთმა მეორეს სილა გააწნა. მეორეს ეტკინა, მაგრამ დაითმინა, ხელი არ შეუბურნა, თუმცა იქვე, ქვიშაზე დაწერა: "დღეს ჩემმა საუკეთესო მეგობარმა სილა გამაწნა".
გავიდა გარკვეული ხანი და ისინი ტბაზე ბანაობდნენ. ერთ-ერთ მათგანს ფეხზე ძარღვი გაესკვნა (რომელსაც სილა გააწნეს) და წყალში დაძირვა დაიწყო. მეგობარმა უშველა და ცოცხალ-მკვდარი ძლივს ნაპირზე ამოათრია. როცა გადარჩენილმა სული მოითქვა, წამოდგა და ქვაზე ამოტვიფრა: "ჩემმა საუკეთესო მეგობარმა დღეს სიკვდილს გადამარჩინა".
- როდესაც პირველად გაწყენინე და დაგარტყი, შენ ქვიშაზე დაწერე, ახლა კი - ქვაზე. რატომ? - ეკითხება მას მეგობარი.
- იმიტომ, რომ შენგან მიღებული წყენა მინდა ჩემი მეხსიერებიდან ისე წაიშალოს, როგორც ქვიშაზე ნაწერს შლის ქარი. ჩემდამი შენი კარგი საქციელი კი მინდა გულზე ისე მეწეროს, როგორც ქვაზე ამოტვიფრული ნაწერი, რომელსაც ვერანაირი უამინდობა ვერ წაშლის"
"დიდად მნიშვნელოვანია მშობლისადმი სიყვარული, ასევე მეგობრისადმი. მათდამი დამოკიდებულებითაც ვლინდება ჩვენი რწმენის ხარისხი"
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ქრისტე ეს არის ჩვენი მეგობარი, ჩვენი ძმა, ის წყაროა ყოველივე იმისი, რაც არის სიკეთე, მშვენიერება"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience