თემის საბეჭდი ვერსია
მართლმადიდებლური ფორუმი _ ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება _ აფხაზთა ეთნოსი
პოსტის ავტორი: aragveli თარიღი: Jun 16 2008, 01:02 PM
ყველა, ვინც ეთანხმებით ლოზუნგს ''გადავარჩინოთ აფხაზური ფოლკლორი და კულტურა'',შემოგვიერთდით და ლოზუნგი მიზნად ვაქციოთ!
დააფიქსირეთ თქვენი აზრი,როგორ წარმოგიდგენიათ ზემოთ ხსენებულის რეალობაში განხორციელება.
ჩვენ ერთად უნდა დავიბრუნოთ ქართველები,რომ შევძლოთ საქართველოს დაბრუნება!!!
პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Jun 16 2008, 03:04 PM
aragveli
ლოზუნგში გეთანხმები, ნამდვილად
ციტატა
ჩვენ ერთად უნდა დავიბრუნოთ ქართველები,რომ შევძლოთ საქართველოს დაბრუნება!!!
აი აფხაზური კულტურა ჩვენ როგორ უნდა გადავარჩინოთ არ ვიცი, მაგრამ თუ რაიმე კონკრეტული გეგმა არსებობს, იქნებ მეც მოვახერხო ჩემი მცირედი წვლილის შეტანაც...
პოსტის ავტორი: Georgia_me1121 თარიღი: Jun 16 2008, 04:36 PM
ციტატა(aragveli @ Jun 16 2008, 02:02 PM)
ყველა, ვინც ეთანხმებით ლოზუნგს ''გადავარჩინოთ აფხაზური ფოლკლორი და კულტურა'',შემოგვიერთდით და ლოზუნგი მიზნად ვაქციოთ!
დააფიქსირეთ თქვენი აზრი,როგორ წარმოგიდგენიათ ზემოთ ხსენებულის რეალობაში განხორციელება.
ჩვენ ერთად უნდა დავიბრუნოთ ქართველები,რომ შევძლოთ საქართველოს დაბრუნება!!!
გიერთდები 100%!!!
ვიფიქრებ ამაზე
პოსტის ავტორი: ნიანია თარიღი: Jun 18 2008, 01:36 PM
დიდი სიამოვნებით ვუერთდები ლოზუნგს მაგრამ ერთი რამ მინდა გულისტკივილით ვთქვა რომ დღეს საქართველოში ყველა ლოზუნგებით ვლაპარაკობთ და საქმის გამკეთებელი არავინ ვართ. ხოდა თუ ესეც მორიგი სიტყვების მანიპუალციაა, უბრალოდ არც ღირს ამაზე საუბარი.
მაპატიე მაგრამ მე ასე ვფიქრობ.
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 18 2008, 01:38 PM
ნიანია
ვეცადოთ, ამჯერად ეს ასე არ იყოს
პოსტის ავტორი: Misha_kartveli თარიღი: Sep 25 2008, 05:16 PM
aragveli
ციტატა
ყველა, ვინც ეთანხმებით ლოზუნგს ''გადავარჩინოთ აფხაზური ფოლკლორი და კულტურა'',შემოგვიერთდით და ლოზუნგი მიზნად ვაქციოთ!
დააფიქსირეთ თქვენი აზრი,როგორ წარმოგიდგენიათ ზემოთ ხსენებულის რეალობაში განხორციელება.
ძალიან საინტერესო და აქტუალური თემაა თანამედროვე საქართველოსთვის, არავინ ნაციონალისტობაში არ ჩამითვალოს, მე პატივს ვცემ ნებისმიერი ერს და მის კულტურულ მონაპოვარს, მაგრამ სიანტერესოა თემის ავტორს რა მიაჩნია აფხაზების კულტურად ? წინასწარ მადლობა პასუხისათვის.
პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Sep 27 2008, 12:09 AM
ციტატა
დიდი სიამოვნებით ვუერთდები ლოზუნგს მაგრამ ერთი რამ მინდა გულისტკივილით ვთქვა რომ დღეს საქართველოში ყველა ლოზუნგებით ვლაპარაკობთ და საქმის გამკეთებელი არავინ ვართ. ხოდა თუ ესეც მორიგი სიტყვების მანიპუალციაა, უბრალოდ არც ღირს ამაზე საუბარი
ნინ, შენ ჩვენზე მეტი გამოცდილება გაქვს მსგავს სფეროში მუშაობის... იქნებ რაიმე კონკრეტული გეგმა შემოგვთავაზო? თუ შენთვის რთული არ იქნება
პოსტის ავტორი: alexandros თარიღი: Oct 14 2008, 03:06 AM
ლოზუნგს ვუერთდები მთელი გულით და გზებს რაც შეეხება მგონი აქაც ფუნქციური ერთეული ოჯახია, სადაც მშობლებმა უნდა დაიწყონ პატარებზე იმის სწავლება თუ რას წარმოადგენდა აფხაზეთი ჩვენს ისტორიაში და რა უნდა მოხდეს მომავალში
პოსტის ავტორი: ali-kakh თარიღი: Apr 7 2009, 01:21 PM
აფხაზ ეთნოსში ვის გულისხმობთ, აპსუებს თუ ქართველებს?
http://www.c-r.org/our-work/accord/georgia-abkhazia/graph2.php
ამ გრაფიკს სიზუსტე აკლია მაგრამ იფორმაციისათვის და დისკუსიისთვის ვდებ
პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Apr 7 2009, 01:26 PM
ციტატა(aragveli @ Jun 16 2008, 01:02 PM)
ყველა, ვინც ეთანხმებით ლოზუნგს ''გადავარჩინოთ აფხაზური ფოლკლორი და კულტურა'',შემოგვიერთდით და ლოზუნგი მიზნად ვაქციოთ!
დააფიქსირეთ თქვენი აზრი,როგორ წარმოგიდგენიათ ზემოთ ხსენებულის რეალობაში განხორციელება.
ჩვენ ერთად უნდა დავიბრუნოთ ქართველები,რომ შევძლოთ საქართველოს დაბრუნება!!!
ერთხელ ხომ გავავურჩინეთ კულტურა და ეთნოსი აფხაზებს -
ეგ რომ არ გვექნა ეგ ერი საერთოდ არ იქნებოდა დღეს...
და რითი გადაგვიხადეს?
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 7 2009, 09:38 PM
ციტატა
აფხაზ ეთნოსში ვის გულისხმობთ, აპსუებს თუ ქართველებს?
http://www.c-r.org/our-work/accord/georgia...azia/graph2.php
ამ გრაფიკს სიზუსტე აკლია მაგრამ იფორმაციისათვის და დისკუსიისთვის ვდებ
აფხაზი ყველა აფსუაა? და ყველა აფსუა აფხაზია?
აბა დადე ამათზე, ზოგი ამტკიცებს ქართული ტომიაო და შერეული ადიღეური ნარევიო...
ეს მონაცემები რომელ წყაროებს ეყრდნობა?
პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 7 2009, 10:04 PM
KAIROS
ციტატა
აფხაზი ყველა აფსუაა? და ყველა აფსუა აფხაზია?
აბა დადე ამათზე, ზოგი ამტკიცებს ქართული ტომიაო და შერეული ადიღეური ნარევიო...
კაიროს, ჩემთვის პირადად ახლა სულერთია ვინ არიან, ვინც გინდა ის იყვნენ, რაც დაგვმართეს ესაა დასანახი... მტერი ვინც გინდა ის იყოს, მტერია...
პოსტის ავტორი: ზვარე თარიღი: Apr 7 2009, 11:27 PM
ისე საქმიანი ურთიერთობა ეხლაც არისა ფხაზეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის და საახალწლოდ ერთმა აფხაზმა მაღალჩინოსანმა და ბიზნესმენმა (იქ ეს სინონიმებია) ქართველ კოლეგას საყვედურით დაურეკა ''ეს რა გვიყავით ვის ხელში ჩაგვაგდეთო.''
მედალს ორი მხარე აქვს, იმ წლებში ერთმანეთს არ ვინდობდით.
მთავარი ისაა, რომ სხვა შემთხვევებში ორივე მხარე ''ჩვენ'' იყო......... აფხაზების შემთხვევაში კი ''ჩვენ'' და ''ისინი'' და შესაბამისად კონფლიქტი გაღრმავდა.........
პ.ს.
staywhite
აფხაზოფილიას ნუ დამწამებ, სოფელ შრომიდან ვარ და შენთვის მაინც ეს ჩემი პოზიციის გასაცნობად საკმარისი იქნება
პოსტის ავტორი: ali-kakh თარიღი: Apr 8 2009, 04:38 AM
http://www.circassianworld.com/Abkhazia.html
ბევრი ტყუილი არის ინტერნეტში და მაგ ტყუილებს სწავლობს აპსუები, შეიძლება სკოლაშიც ამნაირებს ასწავლიან აფხაზეთში.
არც მე არ ვიცი აპსუების წარმოშობის ისტორია
პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 8 2009, 01:48 PM
ზვარე
ციტატა
აფხაზოფილიას ნუ დამწამებ, სოფელ შრომიდან ვარ და შენთვის მაინც ეს ჩემი პოზიციის გასაცნობად საკმარისი იქნება
მე ჩემი აზრი ვთქვი, თორემ ფილიც რომ იყო ეს შენი გადასაწყვეტია. ბიცოლაჩემი კი აფხაზი იყო და აქედან გამომდინარე ჩემი ბიძაშვილები (მამის ძმისშვილები) ნახევრად აფხაზები არიან... ესეც შენთვის ინფო
პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Apr 9 2009, 09:35 AM
ციტატა
მაღალჩინოსანმა და ბიზნესმენმა (იქ ეს სინონიმებია) ქართველ კოლეგას საყვედურით დაურეკა ''ეს რა გვიყავით ვის ხელში ჩაგვაგდეთო.''
კიდევ აქეთ გვადანაშაულებენ??
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.
პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Apr 9 2009, 03:36 PM
ციტატა
კიდევ აქეთ გვადანაშაულებენ??
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.
კი, ჩვენი ბრალიცაა... არა მარტო მათი
"ქართველ" ჩინოვნიკებს რომ არ ევაჯკაცათ თავიანთი თანამდებობების შესანარჩუნებლად და სოხუმში და მის სემოგარენსი რომ კომპაქტურად არ ჩაესახლებინათ სომხები, სულ ცოტათი რომ შეეშალათ ხელი ანტიქართული კამპანიისათვის, ეს კონფლიქტი არ დაიწყებოდა....
და კონფლიქტის დაწყების მერეც რომ უამრავი საშინელება არ გვკეთებინა ქართველებს ერთმანეთისთვის გვქონდა ყველაფრის უკეთესად დამთავრების შანსი, მაგრამ ჩვენ ურთიერთმტრობას მოვუნდით...
პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Apr 9 2009, 04:57 PM
ციტატა(staywhite @ Apr 7 2009, 10:04 PM)
KAIROS
კაიროს, ჩემთვის პირადად ახლა სულერთია ვინ არიან, ვინც გინდა ის იყვნენ, რაც დაგვმართეს ესაა დასანახი... მტერი ვინც გინდა ის იყოს, მტერია...
100%-იანი ხარ. ხომ უნდოდათ დამოუკიდებლობა? ეხლა მიხედონ თავიან თავს როგორც უნდათ. საქართველოს კი აფხაზური გინდა ეთნოსის და გინდა კულტურის გადარჩენა არაფერს შემატებს.
პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Apr 9 2009, 08:52 PM
იცით რას გეტყვით მეგობრებო
აფხაზების გადარჩენას
გირჩევნიათ საკუთარ თავს მიხედოთ -
ბიჭებმა ცოლი მოიყვანეთ -
გოგოები დათხოვდით
და შვილები გაზარდეთ -
თორემ მალე ჩვენ ვიქნებით გადასარჩენი...
პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Apr 10 2009, 05:11 PM
ციტატა
საქართველოს კი აფხაზური გინდა ეთნოსის და გინდა კულტურის გადარჩენა არაფერს შემატებს.
მაშინ დავკარგოთ მეგრული, სვანური, გურული, რაჭული კულტურები და რაღა დარჩება?
საქართველო და ქართული კულტურა მისი მრავალფეროვნებითაა ლამაზი და მნიშვნელოვანი....
ციტატა
თორემ მალე ჩვენ ვიქნებით გადასარჩენი...
კი, ეგეც მართალია... ნაწილ-ნაწილ გგვგლეჯენ და ვერ ვხვდებით.. მაგრამ იმედია მალე გამოვფხიზლდებით
პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 10 2009, 05:23 PM
.ნინო
ციტატა
მაშინ დავკარგოთ მეგრული, სვანური, გურული, რაჭული კულტურები და რაღა დარჩება?
საქართველო და ქართული კულტურა მისი მრავალფეროვნებითაა ლამაზი და მნიშვნელოვანი....
ხო მაგრამ, სად აფხაზური და სად მეგრულ-სვანურ-რაჭულ-კახური კულტურა? ისინი ხომ ქართველები არ არიან. თვითონ თვლიან, რომ არაფერი აქვთ ქართულთან საერთოდ და ჩვენ რად ვეტენოთ ?
უმაგათოდაც საკმაო კულტურა გვაქვს და იმას მივხედოთ.
პოსტის ავტორი: lch თარიღი: Apr 12 2009, 04:47 PM
ციტატა
აფხაზთა ეთნოსი, გადავარჩინოთ აფხაზური ფოლკლორი და კულტურა!
ქართული ხო გადავარჩინეთ აი...
გადარჩენა თუ უნდოდათ დატეულიყვნენ ადგილას, ეხლა რუსი "გადაარჩენს"...
პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Apr 12 2009, 04:55 PM
lch
აფხაზური ენა თუ იცი? ძნელია ნეტა? მართლა მინდა სულით და გულით ვისწავლო!
რა საოცარი მსგავსებაა ჩვენს ფოლკლორში აბა სად რუსთა ტრადიცია და კულტურა და სად ქართველთა და აფხაზთა. მარტო ამ დიდი საერთო ისტოორიით გვაქვს შანსი მათთან ხელახალი დაახლოების, მაგრამ მართლაც საჭიროა ვიცოდეთ მათი ფოლკლორი და ენაც ჩემი აზრით! კარგი თემაა!
პოსტის ავტორი: lch თარიღი: Apr 12 2009, 05:52 PM
მართა
ციტატა
lch
აფხაზური ენა თუ იცი? ძნელია ნეტა? მართლა მინდა სულით და გულით ვისწავლო!
რა საოცარი მსგავსებაა ჩვენს ფოლკლორში აბა სად რუსთა ტრადიცია და კულტურა და სად ქართველთა და აფხაზთა. მარტო ამ დიდი საერთო ისტოორიით გვაქვს შანსი მათთან ხელახალი დაახლოების, მაგრამ მართლაც საჭიროა ვიცოდეთ მათი ფოლკლორი და ენაც ჩემი აზრით! კარგი თემაა!
აფხაზური მე არ ვიცი, მაგრამ გამიგია (ახლობლებმა იციან) რო ერთერთი რთული ენაა...
ძალიან ძნელია დაახლოება, აფხაზებს - ბავშვებს, მოზარდებს, ახალგაზრდებს - ანუ მომავალ თაობას ვისთანაც უნდა აეწყოს ურთიერთებო, მუდმივად ჩასჩიჩინებს ჩვენი მტერი რომ ქართველებმა დაიპყრო აფხაზეთი, ამოწყვიტა ერი და ა.შ.
პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Apr 12 2009, 06:03 PM
lch
ხო ვიცი ეგ ძალიან მტკივა, ერთი პერიოდი შევძვერი აფხაზურ ფორუმზე და იქ ისეთი აგრესია დავინახე ჩვენს მიმართ რომ გადავირიე.ჩვენ მართლა არ ვართ ასე განწყობილები....ეს რუსული პროპაგანდის შედეგია! სწორედ მაგიტომ ვფიქრობ რომ მაგათი ენის, ტრადიციის, ისტორიის ღრმა ცოდნით მათ დავანახებთ იმ დიდ სიყვარულს და პატივისცმას რაც მათ რუსების ხელში არასოდეს არ ექნებათ! რუსები არვითარ შემთხვევაში არ შეეცდებიან მათი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას! ალბად მალე მიხვდებიან თავადაც! მინდა იმ მომენტში მომზადებული ვიყოთ და ვიცნობდეთ მათ!
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 13 2009, 02:37 PM
მართა
ციტატა
აფხაზური ენა თუ იცი? ძნელია ნეტა? მართლა მინდა სულით და გულით ვისწავლო!
სპეციალურად ვსწავლობ, რომ დავუმეგობრდე
მადლობა უფალს, ერთიც გამომდის და მეორეც
"ქართველები და აფხაზები ძმები ვართ, ჩვენ ერთი ცა, ერთი მიწა და ერთი ზღვა გვაქვს, საქართველო ჩვენი ლამაზი სამშობლოა!"
"აქრთჩვეი აფსუააი აიაშჩვა ჰყოუპ, ჰარა აკი აჟვივიანი, აკი ატვილეი, აკი ამშნი რიჰამოუპ, ქირთტვილა ჰტვი ჰფსადგილ ბზია იყოუპ!"ასე იწერება:
Ақырҭцәеи аҧсуааи аиашьцәа ҳыҟоуп, ҳара акы ажҩани, акы атәылеи, акы амшыни рыҳмоуп, Қырҭтәыла ҳтәы ҳыҧсадгьыл бзиа иҟоуп!
პოსტის ავტორი: ზვარე თარიღი: Apr 13 2009, 10:48 PM
QUOTE(კანონისტი @ Apr 13 2009, 02:37 PM)
ასე იწერება:
Ақырҭцәеи аҧсуааи аиашьцәа ҳыҟоуп, ҳара акы ажҩани, акы атәылеи, акы амшыни рыҳмоуп, Қырҭтәыла ҳтәы ҳыҧсадгьыл бзиа иҟоуп! ისე აფხაზთა კლასიკოსი დიმიტრი გულია ამ დამწერლობით არ წერდა........
ეს გასული საუკუნის ორმაცდაათიანი წლების რეფორმის შემოქმედებაა, რითაც ერთმანეთს დაგვაშორეს, არადა აფხაზურ ენას ქართული ანბანი გაცილებით უფრო შეესაბამება ვიდრე კირილიცა...........
ფაქტი ფაქტია კლასიკოსის ნაწარმოებები ქართული ანბანითაა შესრულებული.....
პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Apr 13 2009, 11:58 PM
ციტატა(კანონისტი @ Apr 13 2009, 02:37 PM)
მართასპეციალურად ვსწავლობ, რომ დავუმეგობრდე
მადლობა უფალს, ერთიც გამომდის და მეორეც
"ქართველები და აფხაზები ძმები ვართ, ჩვენ ერთი ცა, ერთი მიწა და ერთი ზღვა გვაქვს, საქართველო ჩვენი ლამაზი სამშობლოა!"
"აქრთჩვეი აფსუააი აიაშჩვა ჰყოუპ, ჰარა აკი აჟვივიანი, აკი ატვილეი, აკი ამშნი რიჰამოუპ, ქირთტვილა ჰტვი ჰფსადგილ ბზია იყოუპ!"ასე იწერება:
Ақырҭцәеи аҧсуааи аиашьцәа ҳыҟоуп, ҳара акы ажҩани, акы атәылеи, акы амшыни рыҳмоуп, Қырҭтәыла ҳтәы ҳыҧсадгьыл бзиа иҟоуп! სოხუმის პიონერთა სახლი არ გამახსენო ეხლა აფხაზურად.
ერთი ხმოვანი და 6 თუ 7 ნახევარხმოვანი რომ ექნება ის ენაა საერთოდ?
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 15 2009, 03:22 PM
ზვარე
ციტატა
ისე აფხაზთა კლასიკოსი დიმიტრი გულია ამ დამწერლობით არ წერდა........
ციტატა
Ақырҭцәеи аҧсуааи аиашьцәа ҳыҟоуп, ҳара акы ажҩани, акы атәылеи, акы амшыни рыҳмоуп, Қырҭтәыла ҳтәы ҳыҧсадгьыл бзиа иҟоуп!
ა, ბატონო, ასე იწერება იმ დამწერლობით:
აქრշთცoეი აფსუააი აიაშჲცoა ჰշყოუპ, ჰარა აკշ აჟჳანი, აკշ ატoշლეი, აკշ ამშշნი რշჰმოუპ, ქշრთტoշლა ჰტoշ ჰշფსადგჲշლ ბზია იყოუპ.
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 15 2009, 03:39 PM
მართა
ციტატა
ძნელია დავით? მეგრულს გაავს?
ძნელი კი არა, უძნელესია.
საერთოდ არ ჰგავს მეგრულს. ჟღერადობით ოდნავ წააგავს სვანურს, თუმცა იმდენი ლაბიალიზებული (სტვენითი) თანხმოვანი აქვს, რომ საერთო ჯამში, განსხვავებულია.
აფხაზურ ენას აქვს:
6 თანხმოვანი, 3 ნახევრად ხმოვანი და 56 (
) თანხმოვანი.
ამათში არის თითოეული ჩვენთვის ცნობილი თანხმოვნის შერბილებული ან ლაბიალიზებული ვარიანტი ანდა ორივე ერთად.
ყ - ყჲ - ყo (ყუ)
შ - შჲ - შo (შვ)
ც - ცo (ჩვ, "ც" "ჩ"-დ ისმის)
და ასე.
გარდა ამისა, აფხაზურ ენას არ აქვს ბრუნვები და ბრუნვის ფუნქცია გადაცემული აქვს ზმნას, რის გამოც ზმნა არის ურთულესი.
მაგალითად:
მივდივარ - ს-ცოიტ
მანქანით მივდივარ - ამაშշნა ს-ლა-ცოიტ
აფხაზურ ენას არ აქვს კავშირები "და" "ან"
"და"-ს ფუნქციას ასრულებს ნაწილაკი "ი", რომელიც დაერთვის წინადადების ყველა სიტყვას (ბოლოკიდური "ა" ამ დროს "ე"-თი იცვლება):
მე - სარა, შენ - უარა
მე, შენ, ვანო და ზურა - სარეი, უარეი, ვანოი, ზურეი
მე, ბებია, ილიკო და ილარიონი - სარეი, აბდუი, ილიკოი, ილარიონი
"ან"-ის ფუნქციას, ამავე წესით, "უ" (აქ "ა" "ო"-დ იცვლება):
საროუ, უაროუ, ვანოუ, ზუროუ
ესეც მოკლე ექსკურსი......
bekasციტატა
ერთი ხმოვანი და 6 თუ 7 ნახევარხმოვანი რომ ექნება ის ენაა საერთოდ?
რას ერჩი? არაა ლამაზი გამოთქმა
ეს ენაა??
ვბრდღვნ-ი
ან
ვფრცქვნ-ი
გვწვრთნ-ის
პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Apr 15 2009, 08:31 PM
მკრტჩიანს მაინც ხო ჯობია?
მასე ფრანგულსაც ზოგიერთები ზედა სასუნთქი გზების კატარს ეძახიან, მაგრამ მთავარი ეგ არაა: აფხაზური ენა "ნედაძელანია". ეხლა არ მითხრა თუ ძმა ხარ შოვინისტი ხარო. წმინდა ლინგვისტური თვალსაზრისით ვიძახი. აფხაზური ენა რომ გაჩერდა თავის განვითარებაში მე-12 საუკუნეში(ქრისტეს დაბადებამდე ), იმის მერე ეგრევე დარჩა.
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 15 2009, 08:46 PM
bekas
პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Apr 15 2009, 10:12 PM
ციტატა(კანონისტი @ Apr 15 2009, 08:46 PM)
bekas თეიმურაზ I მაგრად არ მევასება , მაგრამ ერთ რამეში მართალი იყო სპარსული მართლაც ლამაზი და ჟღერადია. აფხაზურის შესახებ კი ანეკდოტი ანეკდოტზე იყო. გინდა ლენინი აიღე გინდა გაგარინის კოსმოსში გაფრენა და გინდა სოხუმის პიონერთა სახლი. ხო მაცივარი დამავიწყდა კიდო.
პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 15 2009, 10:20 PM
bekas
ციტატა
გინდა გაგარინის კოსმოსში გაფრენა
ა გაგარინ ა კოსმოს აფში --- თუ რაღაც ხომ?
სპარსული მაგარია
მართლა მაგარი ენაა და ჟღერადi... აი, კატო ჩავრიოთ ამის დასადასტურებლად
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 16 2009, 02:08 PM
bekas
ციტატა
გინდა ლენინი აიღე გინდა გაგარინის კოსმოსში გაფრენა და გინდა სოხუმის პიონერთა სახლი. ხო მაცივარი დამავიწყდა კიდო.
ყველა მოგონილია
ლენინ დշბზაზიტ, ლენინ დշბზაზოიტ, ლენინ დշბზაზაპ
პიონერთა სახლი - აპიონერცoა რշჳნշ
გაგარინი კოსმოსში გაფრინდა - გაგარინ აკოსმოს ახჲ დշფრიტ
მაცივარი - ახრჲშoაშoაგა
პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 16 2009, 02:27 PM
კანონისტი
ციტატა
ყველა მოგონილია sad.gif
ლენინ დշბზაზიტ, ლენინ დշბზაზოიტ, ლენინ დշბზაზაპ
პიონერთა სახლი - აპიონერცoა რշჳნշ
გაგარინი კოსმოსში გაფრინდა - გაგარინ აკოსმოს ახჲ დշფრიტ
მაცივარი - ახრჲშoაშoაგა
დათო, დიდი განსხვავებაა არაა იმ ანეკდოტურთან
რეალურიც პრიკოლია
მაცივარი განსაკუთრებით
პ.ს. შენ არ გეწყინოს, იცი ეგ ენა და ისე მალადეც რომ მაგის ნერვი გაქვს
მე პირადად 3 წელი სროკი მირჩევნია მაგის სწავლას
რა მაინტერესებს კიდევ : ყველა აფხაზი ერთნაირ აფხაზურს საუბრობს? თუ განსხვავებებია მაინც ქვედიალექტები და რამე?
პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: Apr 16 2009, 05:48 PM
დავით
კარგი იდეაა.
გაბრიელ ეპისკოპოსისა და კირიონ მეორის საქმეს
ღირსეული გაგრძელება ჭირდება ......
პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Apr 16 2009, 09:48 PM
ერთი სული მაქვს როდის გამოვა, შინაგან სამქეთა სამინსტროს საიდუმლო დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით გადაღებული ფილმი- გილდიას საქმე... ავტორები ირწმუნებიან რომ აჩვენებენ როგორ მოხდა ქართვლების და აფხაზების გადაკიდება ერთმანეთზე და მათი დაშორება...
პოსტის ავტორი: თერალ ი თარიღი: Apr 16 2009, 09:57 PM
ციტატა(.ნინო @ Apr 16 2009, 10:48 PM)
ერთი სული მაქვს როდის გამოვა, შინაგან სამქეთა სამინსტროს საიდუმლო დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით გადაღებული ფილმი- გილდიას საქმე... ავტორები ირწმუნებიან რომ აჩვენებენ როგორ მოხდა ქართვლების და აფხაზების გადაკიდება ერთმანეთზე და მათი დაშორება...
ნინო
სად ეწერა ეს ინფორმაცია? ძაან დამაინტერესა
პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Apr 22 2009, 06:06 PM
კანონისტი
ციტატა
პიონერთა სახლი - აპიონერცoა რշჳნշ
სოხუმი დაგავიწყდა, თუ მოგერიდა? ეხლა არა თქვა ეგეც მოგონილიაო
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Apr 22 2009, 06:13 PM
bekas
ციტატა
არა თქვა ეგეც მოგონილიაო
აყვა ჰქვია
წაკითხვაა მანდ მოგონილი. და კიდევ k-ს ხაზი რომ ჰქონდა, ეგ არ იცოდნენ როგორ იკითხებოდა
და კიდე ის არ იცოდნენ, რომ ky დიგრაფი ერთი ბგერაა, ლაბიალიზებული 'ყ' და წარმოთქმით ჰგავს ქართულ 'ყვ'-ს.
1990-იანი წლების რეფორმების შემდეგ ყველა ლაბიალიზებულ ბგერას ერთი ნიშანი - 'ə' ეწერება.
ანუ იწერებოდა Akya, ახლა იწერება Akəa და შეიცავს სამ ბგერას 'ა'-ს, 'ყვ'-ს და 'ა'-ს
staywhiteციტატა
რა მაინტერესებს კიდევ : ყველა აფხაზი ერთნაირ აფხაზურს საუბრობს? თუ განსხვავებებია მაინც ქვედიალექტები და რამე?
3 დიალექტია:
- სოხუმური
- აბჟუური
- ბზიფური
ასევე თურქეთისა და სირიის აფხაზთა აფხაზური.
სალიტერატურო არის სოხუმური.
პოსტის ავტორი: manri19811 თარიღი: May 27 2009, 08:10 PM
ციტატა(aragveli @ Jun 16 2008, 01:02 PM)
ყველა, ვინც ეთანხმებით ლოზუნგს ''გადავარჩინოთ აფხაზური ფოლკლორი და კულტურა'',შემოგვიერთდით და ლოზუნგი მიზნად ვაქციოთ!
დააფიქსირეთ თქვენი აზრი,როგორ წარმოგიდგენიათ ზემოთ ხსენებულის რეალობაში განხორციელება.
ჩვენ ერთად უნდა დავიბრუნოთ ქართველები,რომ შევძლოთ საქართველოს დაბრუნება!!!
აფხაზური ეთნოსის წარმომადგენელთა უმრავლესობამ თავიანთი თავი თვითონ ჩაიგდეს ისეთ დღეში რომ ვერაფერი უშველით ალბათ...
აფხაზური ენა კი არა ადიღეურ-აფხაზური...აფხაზთა ენა არი ქართული(მეგრული)
პოსტის ავტორი: sable თარიღი: May 27 2009, 08:19 PM
ციტატა(aragveli @ Jun 16 2008, 01:02 PM)
ყველა, ვინც ეთანხმებით ლოზუნგს ''გადავარჩინოთ აფხაზური ფოლკლორი და კულტურა'',შემოგვიერთდით და ლოზუნგი მიზნად ვაქციოთ!
დააფიქსირეთ თქვენი აზრი,როგორ წარმოგიდგენიათ ზემოთ ხსენებულის რეალობაში განხორციელება.
იმედია თვითონ უფრო მიხედავენ!
ციტატა(aragveli @ Jun 16 2008, 01:02 PM)
ჩვენ ერთად უნდა დავიბრუნოთ ქართველები,რომ შევძლოთ საქართველოს დაბრუნება!!!
არ თვლიან თავს ქართველებად რა ვქნათ ?! მაგ ლოგიკით ისევ ჯობია აფხაზები ანუ აფსუები ,,დავიბრუნოთ''- ნდობა აღვადგინოთ, მაგრამ გაგვიჭირდება, თუ ამ ეტაპზე შეუძლებელი არ არის.
პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: May 28 2009, 12:23 AM
ციტატა
ნინო
სად ეწერა ეს ინფორმაცია? ძაან დამაინტერესა
ან პოსტ სკრიპტუმში იყო, ან ჟურნალისტის დღიურში... ზუსტად არ მახსოვს..
პოსტის ავტორი: bekas თარიღი: May 29 2009, 12:15 PM
ციტატა(კანონისტი @ Apr 22 2009, 06:13 PM)
bekasაყვა ჰქვია
წაკითხვაა მანდ მოგონილი. და კიდევ k-ს ხაზი რომ ჰქონდა, ეგ არ იცოდნენ როგორ იკითხებოდა
და კიდე ის არ იცოდნენ, რომ ky დიგრაფი ერთი ბგერაა, ლაბიალიზებული 'ყ' და წარმოთქმით ჰგავს ქართულ 'ყვ'-ს.
ძმურად ეგ ყველაფერი აფხაზებმა თუ იციან
ხალხო კანონისტს გავუფრთხილდეთ თორემ აფხაზებს დედა ენა დაეკარგებათ
პოსტის ავტორი: lamaria? თარიღი: May 29 2009, 05:21 PM
ციტატა(.ნინო @ Apr 9 2009, 04:36 PM)
კი, ჩვენი ბრალიცაა... არა მარტო მათი
"ქართველ" ჩინოვნიკებს რომ არ ევაჯკაცათ თავიანთი თანამდებობების შესანარჩუნებლად და სოხუმში და მის სემოგარენსი რომ კომპაქტურად არ ჩაესახლებინათ სომხები, სულ ცოტათი რომ შეეშალათ ხელი ანტიქართული კამპანიისათვის, ეს კონფლიქტი არ დაიწყებოდა....
და კონფლიქტის დაწყების მერეც რომ უამრავი საშინელება არ გვკეთებინა ქართველებს ერთმანეთისთვის გვქონდა ყველაფრის უკეთესად დამთავრების შანსი, მაგრამ ჩვენ ურთიერთმტრობას მოვუნდით...
გეთანხმები.
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 30 2009, 12:33 PM
ციტატა
არ თვლიან თავს ქართველებად რა ვქნათ ?! მაგ ლოგიკით ისევ ჯობია აფხაზები ანუ აფსუები ,,დავიბრუნოთ''- ნდობა აღვადგინოთ, მაგრამ გაგვიჭირდება, თუ ამ ეტაპზე შეუძლებელი არ არის.
ეჰ, სამწუხაროდ გეთანხმები, ჯერ ფედერაციული აზროვნებაა მისაღწევი, ანუ უნდა ვუთხრათ იმ ხალხს, კაი ბატონო არ გინდა და ნუ გინდა, არ ხარ ქართველი, მაგრამ ვიცხოვროთ ერთად საერთო მიწაზეო...
მერე თუ გვეშველა შეიძლება ნელნელა ეროვნული მუხტის აწევა, რექართველიზაცია, თუმცა ეს 23 საუკუნეში ალბათ
მაინც იმედით;
კაიროსი!
პოსტის ავტორი: sable თარიღი: May 31 2009, 12:34 AM
ციტატა(KAIROS @ May 30 2009, 12:33 PM)
ეჰ, სამწუხაროდ გეთანხმები, ჯერ ფედერაციული აზროვნებაა მისაღწევი, ანუ უნდა ვუთხრათ იმ ხალხს, კაი ბატონო არ გინდა და ნუ გინდა, არ ხარ ქართველი, მაგრამ ვიცხოვროთ ერთად საერთო მიწაზეო...
მერე თუ გვეშველა შეიძლება ნელნელა ეროვნული მუხტის აწევა, რექართველიზაცია, თუმცა ეს 23 საუკუნეში ალბათ
მაინც იმედით;
კაიროსი!
თავისით მაგაზე არასდროს არ წამოვლნენ, მითუმეტეს ახლა, ის კი არა ოსებიც არ არიან წამომსვლელები ფედერაციაზე ნუ იმ მიზერულ ნაწილზე ვწერ ვინც ჯერ კიდევ დარჩა იმ ბედკრულ შიდა ქართლის ლიახვისა და ქსნის ხეობაში. არადა სულ 2 წლის უკან ვიყავი ქსნის ხეობაში და მართლა პატარა სამოთხეა, ვერც კი წარმომედგინა თუ ასეთი ლამაზი იყო.
ასე, რომ პარალელურად სხვა გზებია საძიებელი, ნუ რათქმაუნდა ომს არ ვგულისხმობ ეგ უარესია.
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 31 2009, 03:37 AM
ციტატა
პარალელურად სხვა გზებია საძიებელი, ნუ რათქმაუნდა ომს არ ვგულისხმობ ეგ უარესია.
მაინც რას საბლე? ბანაკებით და ფანდარასტებით არაფერი გამოვიდა, ომით ცხვირიც და კისერიც ჩვენ წავიმტვრიეთ კისერი...
პოსტის ავტორი: salome zhvania თარიღი: Feb 23 2010, 05:59 AM
ყველას სალამი... ძალიან საინტერესო თემაა... აფხაზური მართლა ძალიან განსხვავდება მეგრულისაგან, ისევე როგორც სვანური და მეგრული, იმიტო რომ, ერთმანეთისგან მოშორებით ყალიბდებოდნენ... რაც შეეხება კულტურას, ჩვენ-მეგრელებს და აფხაზებსაც (და მაინც-ქართველებს, იმიტომ რომ ჭეშმარიტმა აფხაზმა, რომელმაც კარგად იცის თავისი ისტორია, იმასაც კარგად ხვდება, რომ ძმობის და მეგობრობის აღდგენაა საჭირო და რომ ეს ძმა სწორედ ნებისმიერი ქართველია...) უდიდესი და ძალიან საინტერესო კულტურა გვაქ, აუცილებელია, ჩვენ ახალგაზრდებმა კარგად შევისწავლოთ ეს კულტურა, ოღონდ არა ზედაპირულად, არამედ ღრმად...
და ყველანაირად ვეცადოთ ისევ დამოყვრებას... ძალიან დიდი ცოდვა გვაწევს ორივე მხარეს-ძმათა სისხლი, და ამაში ყველანი დამნაშავეები ვართ, იმიტომ რომ, ვიღაცის ნამღერზე ვიცეკვეთ.... კარგად ვიცით ის ვიღაც ვინ იყო... ჰოდა ეხლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თუნდაც მტრის ჯინაზე აღვადგინოთ ნორმალური ურთიერთობა, ოღონდ ისე არა პირველივე სირთულის მერე ხელს რო ვიქნევთ ხოლმე... სიყვარულს უდიდესი ძალა აქვს, "რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებიაო"-ნათქვამია... ჩვენც ვეცადოთ პირველ რიგში სითბო და სიყვარული გამოვიჩინოთ, თუ ტკბილად მოუბარი ენა გველს ხვრელიდან ამოიყვანს, დავიჯერო ჭეშმარიტი სიყვარული არ მოგვილბობს გულს??? პატიებაა საჭირო... ორივე მხრიდან.... მერე უფალიც შეგვეწევა და მოევლება ყველაფერს აბა როგორ...
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 23 2010, 10:41 AM
salome zhvania
იცი, რომ თქვენი მონათესავე გვარია აფხაზური ზვანბა?
პოსტის ავტორი: kokito თარიღი: Jun 16 2010, 09:36 AM
100% გეთანხმებით
პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: Jun 16 2010, 11:49 PM
ისე რუსებმა რომ აღუდგინონ კულტურა არ ჯობია ?? მერე ისწავლიან ჭკუას...
ჩვენ კულტურას ხომ თავს ვევლებით და ახლა აფხაზურის აღდგენაღა დაგვრჩა და ავშენდით...
პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jun 17 2010, 01:03 AM
გადავათვალიერე ეს თემა და გული დამწყდა როგორ გაუცხოვდა ახლანდელი ახალგაზრდობა ქართულ-აფხაზური ურთიერთობისათვის. ვიცი ჩემო კარგებო, რომ აფხაზეთი არ გინახავთ, ბევრმა ისიც არ იცის რომ ისინი ყველაზე ახლობელი ეთნოსია ჩვენთვის. ნამდვილი აფხაზი ახლაც ქართველად თვლის თავს. საქართველოს და აფხაზებსაც ერთმანეთის წინაშე დიდი დანაშაული გვაქვს ჩადენილი. მართალია ეს დანაშაული პროვოცირებული იყო სხვა ძალების მიერ და გათვლილი იყო საქართველოს და აფხაზეთის დასაღუპავად, მაგრამ მე იმედი მაქვს რომ დრო მოარჩენს ამ იარებს და ეს ურთიერთობა აუცილებლად აღდგება.
რაც შეეხება აფხაზური კულტურის აღორძინებას, ამაში ქართველებმა წვლილი აუცილებლად უნდა შევიტანოთ. ფოლკლორით ჩვენ განსაკუთრებით ვგავვართ ერთმანეთს.
ხალხო ვიღაც ზულუსების რეპი ავიტაცოთ და ჩვენი ძმების აფხაზების ფოლკლორი და კულტურა დავივიწყოთ? აფხაზურას და აჩმას ხომ გადაწვდებით სუფრაზე მსუყედ?
რაც მოხდა მოხდა. ახლა ჩვენთან უარესი მდგომარეობაა, ქართველები ორად გახლიჩა ჩვენმა მთავრობამ (პოლიტიკა პასსს.) მეტს აღარ ვიტყვი არაფერს, აქ არ სიამოვნებთ ადამიანის ცხოვრების ნირზე და წესზე საუბარი, რასაც პოლიტიკა ითვალისწინებს. და მერწმუნეთ ამ საკითხში აფხაზეთი არაფერ შუაშია. მიზეზი ჩვენ ცხოვრებაში უნდა ვეძებოთ.
აფხაზეთის ტკივილიანი აბო.
პოსტის ავტორი: dzvelmartlmadidebeli თარიღი: Jul 18 2010, 01:35 AM
აფხაზებთან დაკავშირებით ერთი რამ არის გასათვალისწინებელი. მნიშვნელობა იმას კი არა აქვს, საკუთარ თავს ქართველურ ტომად მიიჩნევენ თუ არა, არამედ იმას, რომ ცხოვრობენ კოლხეთის უძველეს მიწა-წყალზე. ეს არის არა აფსუების, არამედ კოლხების მიწა. აფხაზებსა და ქართველებს შორის ბოლომდე ალბათ არასოდეს მოხდება ურთიერთგაგება, რადგან ან ისინი უნდა შეურიგდნენ ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებას, ან ჩვენ უნდა დავთმოთ ის, რომ აფხაზეთი აფსუეთია და არა კოლხეთი (ნუმც იყოფინ!).
P.S. ამასწინათ ინტერნეტში ასეთ საინტერესო ფაქტს წავაწყდი. ყველამ ვიცით, რომ ზამთრის ოლიმპიადას აწყობენ სოჭში. ჰოდა, რუსეთის მთავრობამ იმ ადგილებში, სადაც ოლიმპიური სოფელი უნდა გაშენდეს, მოსახლეობა უნდა აჰყაროს. არადა იქ თურმე ძველმორწმუნეები ("სტაროვერები") ცხოვრობენ. ცხადია ისინი პროტესტს აცხადებენ და არსად მიდიან, მაგრამ საინტერესო ეს როდია, არამედ ის, რომ ადგილი, ტერიტორია, სადაც ეს ოლიმპიური სოფელი უნდა გაშენდეს თურმე "იმერეთის დაბლობად" იწოდება. აი, ძალზედ მოკლე ინფორმაცია ამის შესახებ:
17.07.2010 13:00 : "В Имеретинской низменности в Сочи начались принудительные выселения людей из домов
На месте зданий будут построены олимпийские объекты. Жители спешно вывозят вещи, пытаясь хоть что-то спасти. Тех, кто не успел купить новые дома взамен сносимых, размещают в пансионатах, но места достаются не всем. О том, как происходит выселение
радиостанции "Эхо Москвы" рассказал житель имеретинской низменности Алик Ле.
Имеретинская низина находится в красивом районе у моря, а людям предлагались дома в горных селах и около радаров аэропорта. Жители и дальше намерены отстаивать свои права в судах".
http://www.echo.msk.ru/news/696146-echo.html
ასე, რომ არა მარტო აფხაზებს, არამედ რუსებსაც არ უნდა დავავიწყოთ, რომ აფხაზეთი კი არა, მის იქით, სოჭის ჩათვლით რაც არის, სირიკო ორჯონიკიძის მიერ გაჩუქებული ქართული, ძველკოლხური ტერიტორიაა, რომელსაც დღემდე შემორჩა ქართული ტოპონიმიკა.
პოსტის ავტორი: dilaadriano თარიღი: Jul 26 2010, 11:53 PM
რაოდენ სამწუხაროა რომ ძველმართლმადიდებელი ასეთი ტონით საუბრობს
მიწას ერთი პატრონი ყავს
როდესაც მოისურვებს მაშინ მიგვაქცევს მიწადვე
როდესაც ვწერთ კოლხური მიწაო
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ
ვიცით კოლხები ვინ არიან?
კოლხები კი არა
საკუთარ თავში ვერ გავრკვეულვართ
პოსტის ავტორი: ჯეგე თარიღი: Aug 2 2010, 01:01 PM
dilaadriano
ციტატა
ვიცით კოლხები ვინ არიან?
მე ვარ
-------------------------------------------------------------------------------------
აფხაზების "კულტურას" რაც შეეხება, ეგ ჯერ არ არსებობს, ახლა ცდილობენ მაგის შექმნის დაწყებას. აი ფოლკლორი და ენა კი მართლა მაგარი აქვთ
პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Aug 3 2010, 04:09 AM
ციტატა(ჯეგე @ Aug 2 2010, 02:01 PM)
dilaadrianoმე ვარ
-------------------------------------------------------------------------------------
აფხაზების "კულტურას" რაც შეეხება, ეგ ჯერ არ არსებობს, ახლა ცდილობენ მაგის შექმნის დაწყებას. აი ფოლკლორი და ენა კი მართლა მაგარი აქვთ
გეორგიანელია კიდევ კოლხი, ერთი აქაური ფორუმელი
ისე რავა ხარ ჯეგე?
პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 7 2010, 12:02 AM
ციტატა
ადავათვალიერე ეს თემა და გული დამწყდა როგორ გაუცხოვდა ახლანდელი ახალგაზრდობა ქართულ-აფხაზური ურთიერთობისათვის. ვიცი ჩემო კარგებო, რომ აფხაზეთი არ გინახავთ, ბევრმა ისიც არ იცის რომ ისინი ყველაზე ახლობელი ეთნოსია ჩვენთვის. ნამდვილი აფხაზი ახლაც ქართველად თვლის თავს. საქართველოს და აფხაზებსაც ერთმანეთის წინაშე დიდი დანაშაული გვაქვს ჩადენილი. მართალია ეს დანაშაული პროვოცირებული იყო სხვა ძალების მიერ და გათვლილი იყო საქართველოს და აფხაზეთის დასაღუპავად, მაგრამ მე იმედი მაქვს რომ დრო მოარჩენს ამ იარებს და ეს ურთიერთობა აუცილებლად აღდგება.
რაც შეეხება აფხაზური კულტურის აღორძინებას, ამაში ქართველებმა წვლილი აუცილებლად უნდა შევიტანოთ. ფოლკლორით ჩვენ განსაკუთრებით ვგავვართ ერთმანეთს.
ხალხო ვიღაც ზულუსების რეპი ავიტაცოთ და ჩვენი ძმების აფხაზების ფოლკლორი და კულტურა დავივიწყოთ? აფხაზურას და აჩმას ხომ გადაწვდებით სუფრაზე მსუყედ?
რაც მოხდა მოხდა. ახლა ჩვენთან უარესი მდგომარეობაა, ქართველები ორად გახლიჩა ჩვენმა მთავრობამ (პოლიტიკა პასსს.) მეტს აღარ ვიტყვი არაფერს, აქ არ სიამოვნებთ ადამიანის ცხოვრების ნირზე და წესზე საუბარი, რასაც პოლიტიკა ითვალისწინებს. და მერწმუნეთ ამ საკითხში აფხაზეთი არაფერ შუაშია. მიზეზი ჩვენ ცხოვრებაში უნდა ვეძებოთ.
აფხაზეთის ტკივილიანი აბო.
როგორც ყოველთვის, ახლაც გაწონასწორებული და დამაფიქრებელი პოსტია,
მთლიანად გეთანხმებით და ვიზიარებ თქვენს აზრს, აბო ძია...
პატივისცემით....
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 7 2010, 11:51 AM
ციტატა
აფხაზურას და აჩმას ხომ გადაწვდებით სუფრაზე მსუყედ?
აჩმა აფხაზური არ არის : )
აჩმა არის აჭარული!
პოსტის ავტორი: zura.bi თარიღი: Aug 8 2010, 08:32 PM
ციტატა(tamara @ Apr 9 2009, 09:52 PM)
იცით რას გეტყვით მეგობრებო
აფხაზების გადარჩენას
გირჩევნიათ საკუთარ თავს მიხედოთ -
ბიჭებმა ცოლი მოიყვანეთ -
გოგოები დათხოვდით
და შვილები გაზარდეთ -
თორემ მალე ჩვენ ვიქნებით გადასარჩენი...
ჭეშმარიტებას ღაღადებ თამარ!
ამათი შთამომავლობაც როგორმე მიხედავს საკუთარ ფოლკლორს ...
უკუდო ხარის ამბავი გამახსენდა (რატომღაც!)
http://www.radikal.ru
პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 8 2010, 10:18 PM
zura.bi
tamara @
აფხაზებზე ისე საუბრობთ, თითქოს საქართველოს ერთ-ერთი ძირძველი კუთხე არ იყოს, განა ქართული ფოლკლორი არსებობს მეგრული, სვანური, კახური, აჭარული ან რომელიმე სხვა კუთხის ფოლკლორის გარეშე?
ქართული კულტურა და საქართველო ხომ მისი კუთხეების ერთიანობაა?
რუსები ზუგდიდში რომ იყვნენ, მეგრული კულტურა უნდა გადავაგდოთ?
ხალხო, ისიც ისევეა ჩვენი, როგორც ნებისმიერი სხვა კუთხე... ძალიან მტკივა გული, ეს რომ გვავიწყდება ხოლმე
პოსტის ავტორი: zura.bi თარიღი: Aug 8 2010, 10:26 PM
სამწუხაროდ ამჟამად ისინი ნაკლებად ფიქრობენ ჩვენი ფოლკლორის გადარჩენაზე
Pს. კულტურისაც
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 13 2010, 12:35 PM
ქევანა
ციტატა
აჩმა აფხაზური არ არის : )აჩმა არის აჭარული!
აფხაზურად:
აჩ – პური
ამა – ხაჭო
პოსტის ავტორი: gio25 თარიღი: Oct 4 2011, 11:20 PM
ციტატა(ქევანა @ Aug 7 2010, 11:51 AM)
აჩმა აფხაზური არ არის : )
აჩმა არის აჭარული!
აჩმა არის აფხაზური ხაჭაპური აჭარული სულ სხვანაირია !
პოსტის ავტორი: gio25 თარიღი: Oct 4 2011, 11:36 PM
ციტატა(aragveli @ Jun 16 2008, 01:02 PM)
ყველა, ვინც ეთანხმებით ლოზუნგს ''გადავარჩინოთ აფხაზური ფოლკლორი და კულტურა'',შემოგვიერთდით და ლოზუნგი მიზნად ვაქციოთ!
დააფიქსირეთ თქვენი აზრი,როგორ წარმოგიდგენიათ ზემოთ ხსენებულის რეალობაში განხორციელება.
ჩვენ ერთად უნდა დავიბრუნოთ ქართველები,რომ შევძლოთ საქართველოს დაბრუნება!!!
აფხაზი არ არის ქართველი მაგრამ ქართველების ახლო მონათესავე ხალხია ასევე ჩრდილო კავკასიაში ცხოვრობენ აფხაზების ეთნიკურად და ენობრივად ახლო მონათესავე ხალხი აბაზები ადიღელები + ( ჩერქეზები და ყაბარდოელები )
აფხაზი და აფსუა არის ერთი და იგივე ხალხის ამღვნიშვნელი სახელწოდებაა სხვადასხვა ენაზე
აფსუა - აფხაზურ ენაზე ,
აფხაზი -ქართულ ენაზე , ქართული ენიდან სიტყვა აფხაზი გავრცელდა მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ენაბში ხოლო აფსუა ხმარებაში მხოლოდ აფხაზურ ენას შემორჩა .
უფრო გასაგებად რომ თქვათ აფხაზები საკუთარ თავს მშობლიულ აფხაზურ ენაზე უწოდებს
აფსუა ს Аҧсуа , ქართველები ქართულ ენაზე
აფხაზი ს უწოდებენ ისევე როგორ გერმანელები საკუთარ მშობლიულ გერმანულ ენაზე საკუთარ თავს
დოეჩე ს უწოდებენ უცხო სხვა ხალხი კი მათ გერმანელებს უწოდებს .
რაც შეეხება 17 - ე საუკუნეში აფსუების ჩამოსახლებას აფხაზეთში ეგ ერთი ზღაპარია და მეტი არაფერი პოლიტიკური მოსაზრების გამო ქართველი ისტორიკოსები მსგავს სისულელებს ამბობენ .
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)