თემის საბეჭდი ვერსია
მართლმადიდებლური ფორუმი _ ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება _ სიმარტოვე
პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 8 2011, 02:59 PM
პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 8 2011, 05:35 PM
პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 8 2011, 06:49 PM
http://www.youtube.com/watch?v=aZ-Hy1R4T9s&NR=1&feature=endscreen
აი ეს ნახე იქნებ გაერთო და თან დაიხარჯო
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 8 2011, 07:13 PM
რატომ უნდა ებრძოლოთ კაცო...
მაგარია მარტო ყოფნა...
(მე პირიქით მაგას ვცდილობ ხოლმე...)
პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 8 2011, 07:28 PM
QUOTE(A.V.M @ Dec 8 2011, 07:13 PM)
რატომ უნდა ებრძოლოთ კაცო...
მაგარია მარტო ყოფნა...
(მე პირიქით მაგას ვცდილობ ხოლმე...)
შენ დეპრესიაში ხარ დაბადებიდან
პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 8 2011, 08:54 PM
QUOTE(A.V.M @ Dec 8 2011, 07:13 PM)
რატომ უნდა ებრძოლოთ კაცო...
მაგარია მარტო ყოფნა...
(მე პირიქით მაგას ვცდილობ ხოლმე...)
მაგარია როცა ის იცი რომ დაირღვევა ..მარა როცა ეს უკვე შენ ცხოვრების სტილი ხდება სამწუხაროა ძაან..მაგრამ მართალია ღმერთი არასდროს მტოვებს
QUOTE(A.V.M @ Dec 8 2011, 07:13 PM)
რატომ უნდა ებრძოლოთ კაცო...
მაგარია მარტო ყოფნა...
(მე პირიქით მაგას ვცდილობ ხოლმე...)
ვერ გავიგე რა ფანჯარას მიღებს სულ და ეს ლინქო დააკოპირე ..რატომ ხომ არ გამარკვევთ?
QUOTE(karpaki @ Dec 8 2011, 06:49 PM)
http://www.youtube.com/watch?v=aZ-Hy1R4T9s&NR=1&feature=endscreen
აი ეს ნახე იქნებ გაერთო და თან დაიხარჯო
მადლობა
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 8 2011, 11:57 PM
ციტატა
biggrin.gif შენ დეპრესიაში ხარ დაბადებიდან
რა ვიცი...
მე ყოველ შემთხვევაში არა მგონია...
ციტატა
მაგარია როცა ის იცი რომ დაირღვევა
ვისთვის როგორ...
ციტატა
.მარა როცა ეს უკვე შენ ცხოვრების სტილი ხდება სამწუხაროა ძაან
ჩემთვის არაა სამწუხარო,პირიქით სასიამოვნოა...
პოსტის ავტორი: terra თარიღი: Dec 9 2011, 01:33 AM
არ უნდა ებრძოლო.
ემეგობრო უნდა.
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 9 2011, 01:08 PM
ninuliage
ციტატა
სიმარტოვე, ვინ როგორ ებრძვით სიმარტოვეს მომცერეთ
სიმარტოვესთან არ მიბრძვია, იმისთვის ვიბრძოლე რომ მარტო არ ვყოფილიყავი.
სიმარტოვემ იცის მიჩვევა. მობეზრება. მისგან ხანდახან იღლები. ისევე როგორც ხალხმრავლობამ. მხოლოდ სიმარტოვე, ან სულ ხალხმრავლობა დამღლელია.
რადგან ისე გავიგე რომ სახლში სიმარტოვე გაწუხებს, ეცადე ისეთ ადგილებში იყო სახლის გარეთ სადაც მეტი ხალხია. მაგალითად ეკლესიაში
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 9 2011, 05:45 PM
ციტატა
არ უნდა ებრძოლო.
ემეგობრო უნდა
ჯიგარი ხარ ტერა!
პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 9 2011, 07:09 PM
უიმე რა დეპრესიონერები ხართ ხალხო რა იყოთ
QUOTE
სიმარტოვესთან არ მიბრძვია, იმისთვის ვიბრძოლე რომ მარტო არ ვყოფილიყავი.
სიმარტოვემ იცის მიჩვევა. მობეზრება. მისგან ხანდახან იღლები. ისევე როგორც ხალხმრავლობამ. მხოლოდ სიმარტოვე, ან სულ ხალხმრავლობა დამღლელია.
რადგან ისე გავიგე რომ სახლში სიმარტოვე გაწუხებს, ეცადე ისეთ ადგილებში იყო სახლის გარეთ სადაც მეტი ხალხია. მაგალითად ეკლესიაში
ეს პოსტი მინიმუმ სამჯერ წაიკითხეთ და იფიქრეთ
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 9 2011, 07:53 PM
არსებობს ორი სახის მარტოობა, ემოციონალური და სოციალური, ემოციონალურია სულიერი მარტოობა ხოლო სოციალური კი არის მარტოობის განცდა რაიმე სოციალური ჯგუფისადმი მიუკუთვნელობის გამო
მათი დაძლევა მრავალმხრივ შეიძლება, პირველ რიგში ინტერნეტი იძლევა ამის საშუალებას, თუ არადა მსოფლიო ლიტერატურა ან საეკლესიო.
პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 9 2011, 10:18 PM
ikanosi
ციტატა
მათი დაძლევა მრავალმხრივ შეიძლება, პირველ რიგში ინტერნეტი იძლევა ამის საშუალებას, თუ არადა მსოფლიო ლიტერატურა ან საეკლესიო.
ვუიმე, რას ამბობ.
ინტერნეტმა რანაირად უნდა დაგაძლევინოს მარტოობა? მე ვირტუალურმა სამყარომ გამომაშტერა და გამასულელა. მარტოობას ვირტუალური სამყარო უფრო ამძაფრებს.
ანდა დაძლევა რას ნიშნავს? მარტო თუ ხარ ადამიანებს შორის, ხარ ასე და ამას ვირტუალურობა და ლიტერატურა ვერ შეგივსებს. მარტოობა შეიძლება არ გაღელვებდეს, თუკი ღირებულებები და ცხოვრების მიზნები სხვანაირად გადაეწყო. და როდესაც მარტოსული ხარ, ხარ ასეთი და მორჩა...
პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 9 2011, 10:53 PM
QUOTE(A.V.M @ Dec 8 2011, 11:57 PM)
რა ვიცი...
მე ყოველ შემთხვევაში არა მგონია...
ვისთვის როგორ...
ჩემთვის არაა სამწუხარო,პირიქით სასიამოვნოა...
ძალიან კარგი,თუ მასეა
QUOTE(terra @ Dec 9 2011, 01:33 AM)
არ უნდა ებრძოლო.
ემეგობრო უნდა.
გაიხარე...გავიღიმეე
QUOTE(k@the @ Dec 9 2011, 01:08 PM)
ninuliageსიმარტოვესთან არ მიბრძვია, იმისთვის ვიბრძოლე რომ მარტო არ ვყოფილიყავი.
სიმარტოვემ იცის მიჩვევა. მობეზრება. მისგან ხანდახან იღლები. ისევე როგორც ხალხმრავლობამ. მხოლოდ სიმარტოვე, ან სულ ხალხმრავლობა დამღლელია.
რადგან ისე გავიგე რომ სახლში სიმარტოვე გაწუხებს, ეცადე ისეთ ადგილებში იყო სახლის გარეთ სადაც მეტი ხალხია. მაგალითად ეკლესიაში
მადლობა,ეკლესიაში დავდივარ შაბათ კვირას ..მარა რომ ვთქვა მაქს მრევლთან კონტაQტი ამას ვერრ ვიტყვი,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით......
QUOTE(ikanosi @ Dec 9 2011, 07:53 PM)
არსებობს ორი სახის მარტოობა, ემოციონალური და სოციალური, ემოციონალურია სულიერი მარტოობა ხოლო სოციალური კი არის მარტოობის განცდა რაიმე სოციალური ჯგუფისადმი მიუკუთვნელობის გამო
მათი დაძლევა მრავალმხრივ შეიძლება, პირველ რიგში ინტერნეტი იძლევა ამის საშუალებას, თუ არადა მსოფლიო ლიტერატურა ან საეკლესიო.
სულიერ სიმარტოვეზე ყველაფერია გასაგები,მარა აი სოციალურ სიმარტოვეს ვერ მივხვდი რას ეძახით?ინტერნეტით მაქს მიმოწერა ჩემ კლასელებთან ...მაგრამ ისინი მაინც შორს არიან
QUOTE(georgios @ Dec 9 2011, 10:18 PM)
ikanosi
ვუიმე, რას ამბობ.
ინტერნეტმა რანაირად უნდა დაგაძლევინოს მარტოობა? მე ვირტუალურმა სამყარომ გამომაშტერა და გამასულელა. მარტოობას ვირტუალური სამყარო უფრო ამძაფრებს.
ანდა დაძლევა რას ნიშნავს? მარტო თუ ხარ ადამიანებს შორის, ხარ ასე და ამას ვირტუალურობა და ლიტერატურა ვერ შეგივსებს. მარტოობა შეიძლება არ გაღელვებდეს, თუკი ღირებულებები და ცხოვრების მიზნები სხვანაირად გადაეწყო. და როდესაც მარტოსული ხარ, ხარ ასეთი და მორჩა...
ინტერნეტი..როგორც ამბობენ
палка о двух концов...ერთი მხრით თითქოს გონია რომ მარტო არ ხარ..მაგრამ იქაც შენი ბუნების და შენი ღირებულების ადამიანის პოვნა ძალიან ჭირს...და გამოდის რომ ცოდვებს იმატებ,,მათთან საუბარში
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 10 2011, 12:12 AM
ninuliage
ციტატა
აი სოციალურ სიმარტოვეს ვერ მივხვდი რას ეძახით?
მარტოობის ეს ტიპი უკავშირდება არადამაკმაყოფილებელ ურთიერთობებს მეგობრებთან, თანამშომლებთან,და ა.შ
ციტატა
ინტერნეტი..როგორც ამბობენ палка о двух концов...ერთი მხრით თითქოს გონია რომ მარტო არ ხარ..მაგრამ იქაც შენი ბუნების და შენი ღირებულების ადამიანის პოვნა ძალიან ჭირს...და გამოდის რომ ცოდვებს იმატებ,,მათთან საუბარში
თუ ვირტიუალურ ურთიერთობას ცოცხალში ავსახავთ იქნებ გამოვიდეს...და ცოდვებს რატომ იმატებ?
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 10 2011, 01:24 AM
ციტატა
ვუიმე, რას ამბობ.
ინტერნეტმა რანაირად უნდა დაგაძლევინოს მარტოობა? მე ვირტუალურმა სამყარომ გამომაშტერა და გამასულელა. მარტოობას ვირტუალური სამყარო უფრო ამძაფრებს.
ეს ახლა ვნახე
ვირტუალურით უნდა დაიწყო, მე ვირტუალური ქსელის მეშვეობით მოვხვდი აქ, და გავიცანი რამდენიმე ნამდვილად კარგი ადამიანი, რომლებთანაც ახლოს ვმეგობრობ
თუ მხოლოდ ვირტუალურით არის სარგებლობა რა თქმა უნდა არ იქნება ეფექტური, ვირტუალური არის შესავალი
ძირითადი ნაწილი ცოცხლად შეხვედრაა, დასკვნა კი ხანგრძლივი მეგობრობა
პოსტის ავტორი: tatilinta თარიღი: Dec 10 2011, 01:34 AM
რატომ გეშინია მარტოობის ჩემო თავო?ალბატ იმიტომ რომ. მარტოობისას საკუთარ მესთან ,იცი ბრძოლა მოგიეწვს,და ისიც იცი რომ სუსტი ხარ...შენ დამარცხების გშინებია გლახავ..
პოსტის ავტორი: dr.house... თარიღი: Dec 10 2011, 01:48 AM
მეც მიყვარს მარტოდ ყოფნა და მიჩნდება სურვილი ყოველთვის რო უფალს ლოცვით ველაპარაკო და საათობით ვლოცულობ ამით მშვიდად ვხდებიი.. მარტოობა უნდა განიცადოს ადამიანმა, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს თავის აზრებში
პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 10 2011, 02:08 AM
ikanosi
ციტატა
ეს ახლა ვნახე ვირტუალურით უნდა დაიწყო, მე ვირტუალური ქსელის მეშვეობით მოვხვდი აქ, და გავიცანი რამდენიმე ნამდვილად კარგი ადამიანი, რომლებთანაც ახლოს ვმეგობრობთუ მხოლოდ ვირტუალურით არის სარგებლობა რა თქმა უნდა არ იქნება ეფექტური, ვირტუალური არის შესავალი ძირითადი ნაწილი ცოცხლად შეხვედრაა, დასკვნა კი ხანგრძლივი მეგობრობა
მეც ინტერნეტის მეშვეობით, ძირითადად ფორუმზე გავიცანი ადამიანები, რომლებსაც ვაფასებ და ორი ადამიანი ძალიან მიყვარს და ვმეგობრობ მათთან. მაგრამ ზოგადად, ვირტუალურობა აშორებს ადამიანს ცოცხალი კონტაქტებისგან. მეგობრებიც კი, რომლებსაც ხშირად ვეღარ ვხედავ და მარტო მაგალითად სკაიპით ვესაუბრები, ვგრძნობ, რომ რეალური საუბრის გემო და ხიბლი იკარგება. ფორუმი ხომ სულ სხვა ამბავია კიდევ. ფორუმზე შეგიძლია იყო ვინმე სხვა, ფიქტიური პიროვნება და ამ ფიქტიურობას გადააყოლო გული. მაგრამ ამას უფრო აკეთებენ მძაფრი მარტოობის გამო...
პოსტის ავტორი: dr.house... თარიღი: Dec 10 2011, 02:17 AM
ციტატა(georgios @ Dec 10 2011, 02:08 AM)
მაგრამ ზოგადად, ვირტუალურობა აშორებს ადამიანს ცოცხალი კონტაქტებისგან. მეგობრებიც კი, რომლებსაც ხშირად ვეღარ ვხედავ და მარტო მაგალითად სკაიპით ვესაუბრები, ვგრძნობ, რომ რეალური საუბრის გემო და ხიბლი იკარგება. ფორუმი ხომ სულ სხვა ამბავია კიდევ.
ხოო მართალი ხარ
პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 10 2011, 10:47 AM
QUOTE(ikanosi @ Dec 10 2011, 12:12 AM)
ninuliage
მარტოობის ეს ტიპი უკავშირდება არადამაკმაყოფილებელ ურთიერთობებს მეგობრებთან, თანამშომლებთან,და ა.შ
თუ ვირტიუალურ ურთიერთობას ცოცხალში ავსახავთ იქნებ გამოვიდეს...და ცოდვებს რატომ იმატებ?
ზოგი ისეტი გხვდდება ვირტუალურად ადამიანი რომ მათთან საუბარიც..არა სასიამოვნოა კი არა და იმაზე მეტიც..შენ ასეთები არ შეხვედრია?
QUOTE(georgios @ Dec 10 2011, 01:07 AM)
გაიხარე გიორგი
QUOTE(ikanosi @ Dec 10 2011, 01:24 AM)
ეს ახლა ვნახე
ვირტუალურით უნდა დაიწყო, მე ვირტუალური ქსელის მეშვეობით მოვხვდი აქ, და გავიცანი რამდენიმე ნამდვილად კარგი ადამიანი, რომლებთანაც ახლოს ვმეგობრობ
თუ მხოლოდ ვირტუალურით არის სარგებლობა რა თქმა უნდა არ იქნება ეფექტური, ვირტუალური არის შესავალი
ძირითადი ნაწილი ცოცხლად შეხვედრაა, დასკვნა კი ხანგრძლივი მეგობრობა
ხოდა იქნება მეც მეშველოს რამე
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 10 2011, 10:52 AM
ninuliage
ციტატა
ზოგი ისეტი გხვდდება ვირტუალურად ადამიანი რომ მათთან საუბარიც..არა სასიამოვნოა კი არა და იმაზე მეტიც..შენ ასეთები არ შეხვედრია?
ჰო მაგრამ ყველა ერთნაირი არ არის
ციტატა
ხოდა იქნება მეც მეშველოს რამე
შენ გეშველება, მეც მეშველება და ტრიფონიასაც ეშველება
პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 10 2011, 10:59 AM
QUOTE(tatilinta @ Dec 10 2011, 01:34 AM)
რატომ გეშინია მარტოობის ჩემო თავო?ალბატ იმიტომ რომ. მარტოობისას საკუთარ მესთან ,იცი ბრძოლა მოგიეწვს,და ისიც იცი რომ სუსტი ხარ...შენ დამარცხების გშინებია გლახავ..
მართალია სუსტი ვარ...
QUOTE(dr.house... @ Dec 10 2011, 01:48 AM)
მეც მიყვარს მარტოდ ყოფნა და მიჩნდება სურვილი ყოველთვის რო უფალს ლოცვით ველაპარაკო და საათობით ვლოცულობ ამით მშვიდად ვხდებიი..
მარტოობა უნდა განიცადოს ადამიანმა, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს თავის აზრებში
რა კარგია...მიხარია შენზე.......მე კი ადამინებს შევკურებ...ესაა ალბათ შეცდომა....რომ ეს სიმარტოვის დარღვევა..ცემებურად მინდა..ანუ მინდა ადამიანი გამოჩნდეს ვინც მესაუბრება..ამ დროს ალბათ Uფალს უნდა მივმართო..შევეცდები
QUOTE(dr.house... @ Dec 10 2011, 01:48 AM)
მეც მიყვარს მარტოდ ყოფნა და მიჩნდება სურვილი ყოველთვის რო უფალს ლოცვით ველაპარაკო და საათობით ვლოცულობ ამით მშვიდად ვხდებიი..
მარტოობა უნდა განიცადოს ადამიანმა, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს თავის აზრებში
QUOTE(georgios @ Dec 10 2011, 02:08 AM)
ikanosi
მეც ინტერნეტის მეშვეობით, ძირითადად ფორუმზე გავიცანი ადამიანები, რომლებსაც ვაფასებ და ორი ადამიანი ძალიან მიყვარს და ვმეგობრობ მათთან. მაგრამ ზოგადად, ვირტუალურობა აშორებს ადამიანს ცოცხალი კონტაქტებისგან. მეგობრებიც კი, რომლებსაც ხშირად ვეღარ ვხედავ და მარტო მაგალითად სკაიპით ვესაუბრები, ვგრძნობ, რომ რეალური საუბრის გემო და ხიბლი იკარგება. ფორუმი ხომ სულ სხვა ამბავია კიდევ. ფორუმზე შეგიძლია იყო ვინმე სხვა, ფიქტიური პიროვნება და ამ ფიქტიურობას გადააყოლო გული. მაგრამ ამას უფრო აკეთებენ მძაფრი მარტოობის გამო...
როგორ .ფიქტიური ..და რას გიშველის ეს?რა აზრია ამაში?
QUOTE(ikanosi @ Dec 10 2011, 10:52 AM)
ninuliageჰო მაგრამ ყველა ერთნაირი არ არის
შენ გეშველება, მეც მეშველება და ტრიფონიასაც ეშველება
გაიხარეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
ეეეეეეეეეეეეეე
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 10 2011, 11:00 AM
ციტატა
როგორ
როგორ და დავთქვით შეხვედრა და შევხვდით
ციტატა
..და რას გიშველის ეს?რა აზრია ამაში?
რას ქვია რას გიშველის?
ახალი ხარ ჯერ აქ და ამიტომ ამბობ ალბათ, კაი ხალხია აქ და მათი გაცნობა ბედნიერებაა
პოსტის ავტორი: dr.house... თარიღი: Dec 10 2011, 01:37 PM
ციტატა(ikanosi @ Dec 10 2011, 11:00 AM)
კაი ხალხია აქ და მათი გაცნობა ბედნიერებაა
არ დაუჯერო "იტყუება"
პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 10 2011, 01:47 PM
ninuliage
მე კი ვფიქრობ რომ არასოდეს არა ხარ მარტო თუ თავად არ გინდა მარტოობა.
შეიძლება ფიზიკურად არავინ იყოს შენ გვერდით, მაგრამ თავი მაინც არ უნდა
იგრძნო მარტოსულად. ისედაც ხომ ხდება, გარშემო ბევრი ადამიანია, მაგრამ
თავს ვერ გრძნობ მათ ნაწილად და მაინც მარტო ხარ. ასეთ შემთხვევაში მარტოობა
სულიერი მდგომარეობა უფროა, ვიდრე ფიზიკური. თუ ორივე შემთხვევაში
თავს მარტოდ გრძნობ მაშინ დეპრესიაა, ამ შემთხვევაში ვინმე დამხმარე აუცილებლად
დაგჭირდება, მაგრამ სხვის დახმარებასაც არ ექნება ეფექტი, თუ თავად
არ მოინდომე აჯობო საკუთარ თავს.
პოსტის ავტორი: dr.house... თარიღი: Dec 10 2011, 02:07 PM
ხოო მართალია ანუ შენ -მეს- ვერ გაუგე ამ შემთხვევაში..
პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 10 2011, 06:06 PM
QUOTE(ikanosi @ Dec 10 2011, 12:12 AM)
ninuliage
მარტოობის ეს ტიპი უკავშირდება არადამაკმაყოფილებელ ურთიერთობებს მეგობრებთან, თანამშომლებთან,და ა.შ
თუ ვირტიუალურ ურთიერთობას ცოცხალში ავსახავთ იქნებ გამოვიდეს...და ცოდვებს რატომ იმატებ?
ჩემი აზრით ესაც სულიერი სიმარტოვეა
QUOTE(ნაინა @ Dec 10 2011, 01:47 PM)
ninuliageმე კი ვფიქრობ რომ არასოდეს არა ხარ მარტო თუ თავად არ გინდა მარტოობა.
შეიძლება ფიზიკურად არავინ იყოს შენ გვერდით, მაგრამ თავი მაინც არ უნდა
იგრძნო მარტოსულად. ისედაც ხომ ხდება, გარშემო ბევრი ადამიანია, მაგრამ
თავს ვერ გრძნობ მათ ნაწილად და მაინც მარტო ხარ. ასეთ შემთხვევაში მარტოობა
სულიერი მდგომარეობა უფროა, ვიდრე ფიზიკური. თუ ორივე შემთხვევაში
თავს მარტოდ გრძნობ მაშინ დეპრესიაა, ამ შემთხვევაში ვინმე დამხმარე აუცილებლად
დაგჭირდება, მაგრამ სხვის დახმარებასაც არ ექნება ეფექტი, თუ თავად
არ მოინდომე აჯობო საკუთარ თავს.
ვისი ლექსია?ძაან მომეწონა
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 10 2011, 06:42 PM
ციტატა
ვისი ლექსია?ძაან მომეწონა
ნაინაა თავად ამ ლექსის ავტორი
ნაინ ერთი ორი პოსტი კიდევ და კრებულის გამოცემისთვის მზად იქნები მგონი
პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 10 2011, 09:54 PM
ხალხო..ვიგაცამ მომცერა 2 დგის ცინ სად ვნახო მამა ვიტALIძE ანუ მისი მოგვაცეობა და ვერ ვპოულობ იმ ცერილს ...ტემად იკო მამა ვიტალი...ხომ არ დამეხმარებიტ
პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Dec 10 2011, 11:03 PM
ninuliage
აქ ნახე: http://church.ge/index.php?showtopic=8565&hl=მამა+ვიტალი
პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 11 2011, 12:38 AM
ninuliage
ციტატა
ვისი ლექსია?ძაან მომეწონა
არა ნინ, ლექსი არაა, ეგ უბრალოდ ჩემი აზრია,
მე რასაც ვფიქრობ მარტროობაზე ის მოგწერე.
ikanosiციტატა
ნაინაა თავად ამ ლექსის ავტორი
ნაინ ერთი ორი პოსტი კიდევ და კრებულის გამოცემისთვის მზად იქნები მგონი
კი, კი, შენ რედაქტორი იყავი თუ გინდა
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 11 2011, 12:43 AM
ვააა.უკვე ფორუმელთა შემოქმედებაზეც გადავედით მარტოობასთან დამოკიდებულებაში?ძალიან კარგი.მაშინ ააა ბატონო:
...
ამ ქვეყნად ყველას ხომ აქვს სურვილი.
ზოგს ფული უნდა,ზოგს კიდევ გული.
ზოგს მუდამ უნდა მოკვლა წყურვილის
სათნო ცხოვრება,ნათელი სული.
მეცა მაქვს ერთი მცირე სურვილი,
თხოვნა,მუდარა,ოცნება ჩუმი.
მე მწუხარებით ვარ შემურვილი
რადგან არ მესმის ის ჩამიჩუმი.
მე სადღაც მინდა დარჩენა მარტო
ჩემი გონების შავ-ბნელ დემონთან.
მინდა შევიგნო ამ ქვეყნის ჩარჩო
ვილაპარაკო ან ჩვენს ნერონთან.
რატომღაც ყველა ვერ იგებს ამას.
ვიღაც მამცირებს,ვითომ მაშინებს.
რატომღაც ბევრი ივიწყებს ამაგს
და ვითომ შეშილ ბავშვად მაჩინებს.
მე მარტო მინდა რომ ვიყო სადღაც,
ღმერთთან რომელმაც მომცა ცხოვრება.
იქ მიტომ მინდა რომ ვიცი რადგან
სულს შეუძლია ჰპოვოს ცხონება.
ახლა რატომღაც მარტოობა ძლიერ მომინდა.
იმ ქმნილებასთან ჩემთვის დღეს რომ არს დიდებული.
ეს ჩემი სული საიდანღაც ტანჯვით მოვიდა
პოეზიაა ჩემთვის ყველგან,სულ მიღებული!
ახლა კი ჩემთვის მარტოობა სასურველია,
რომ აღარ მქონდეს მომავალში გაყგებრობა.
ეს სურვილი კი ვიღაცისთვის საძულველია
რადგან არ იცის არ არსებობს წაუგებლობა.
მე მარტოობა ძლიერ მჭირდება
რომ გავიხსენო ჩემი ცოდვები.
უიმისოდ კი გამიჭირდება
და სულ ტყუილად,მწარედ მოვცდები.
------------------------------------------
და როცა სული მიისწრაფვის სამოთხსაკენ,
ხორცში სახლდება საშინელი ძალით ეშმაკი.
სულს უნდა სწრაფვა უმაღლესი გორაკისაკენ
ხორცს უნდა ერთად ყველაფერი იყოს ფეშქაში.
2008 წ.
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 11 2011, 12:44 AM
ninuliage
ციტატა
მადლობა,ეკლესიაში დავდივარ შაბათ კვირას ..მარა რომ ვთქვა მაქს მრევლთან კონტაQტი ამას ვერრ ვიტყვი,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.....
კარგია რომ დადიხარ, მაგრამ რატომ არ გაქვს ხალხთან კონტაქტი?
მშობლებთან ერთად არ ცხოვრობ?
საერთოდ რთულია ადამიანს რამე ურჩიო მარტოობასთან დაკავშირებით, როცა ასაკი არ იცი და მიზეზი მარტოობის
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 11 2011, 12:45 AM
ნაინა
ციტატა
კი, კი, შენ რედაქტორი იყავი თუ გინდა
მთავარია მკითხველი არ მოგვაკლდეს
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 11 2011, 12:53 AM
ციტატა
კი, კი, შენ რედაქტორი იყავი თუ გინდა
კო-რედაქტორი იქნები იკანოს....
ციტატა
საერთოდ რთულია ადამიანს რამე ურჩიო მარტოობასთან დაკავშირებით, როცა ასაკი არ იცი და მიზეზი მარტოობის
ჩემი აზრით რომც იოდე ასაკი და მიზეზი.მაინც ძალიან რთულია.
იმიტომ,რომ იმდენად პიროვნული და იმდენად ინდივიდუალურია ეს საკითხი რომ...
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 11 2011, 12:59 AM
A.V.M
სწორად მსჯელობ ახალგაზრდა.
თუმცა, შენ რომ მარტოობას ნატრულობ, არ გამოგიცდია გეტყობა.
მარტოობა კარგია, მხოლოდ როცა ხალხმრავლობისგან ხარ გადაღლილი და ისიც მაქსიმუმ 4 თვე.
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 11 2011, 01:35 AM
შევეცდები უფრო გასაგებად ავხსნა.
მე პარალელის გავლებას ვცდილობ მარტოობასა და განმარტოებას შორის.
მარტოობასზე საუბრისას თუ სულიერ მარტოობას ვიგულისხმებთ მაშინ იგი უბედურებაა და მეტი არაფერი.უიმედობაა და მეტი არაფერი.(ეს ყოველივე კი არაქრისტიანულია)
მაგრამ თუ მარტოობას განვიხილავთ როგორც სოფლისგან მოშორებას ანუ-,,განმარტოებას"მაშინ საქმე გვაქვს აღმატებულთან და ,,საზეო საქმესთან".
აი რას ამბობს იოანე კლემაქსი:,,სოფლისგან განშორება არის ნებით მოძულება და უარყოფა ბუნებისა-ბუნებაზე აღმატებულ სიკეთეთა მოხვეჭშის სურვილი.
თუ დავფიქრდებით ნებისმიერი ბერი,ნბისმიერი შემოქმედი განმარტოებაშია.თუმცა ისინი საზრდოობენ უფლის ჭვრეტით.
აი ამას ვგულისმობ მე,როდესაც განმარტოების სურვილს გამოვთქვამ.
ამ თემაზე საუბრისას არ სეიძლება პარალელი არ გავავლოთ ,,ოთარაანთ ქვრივთან."(გამოგიტყდებით ფორუმელნო და ჩემი უსაყვარლესი ნაწარმოებია)ერთი შეხედვით იგი მარტო იყო,მაგრამ აი რას ამბობს:,,ზოგი ჩემს გულშიაც ჩაიხედე რამოდენი ბღარტები მიზის...წუთისოფელი ვის აცლის მარტოობისთვის?მარტო თქვენისთანას."
ანუ მარტო ისაა ვინც უსაქმურია,ხოლო ვინც დაკავებულია რამით და გარკვეულ იდეალზე გამუდმებით ფიქრობს ის მარტოსული ვერ იქნება.ის შეიძლება განმარტოვდეს.
(მე მგონი სწორად ჩამოვაყალიბე)
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Dec 11 2011, 03:46 PM
მე არ ვთვლი თავს მარტოსულად.. თუნდაც ჩემს გვერდით არ იყოს ადამიანი, ვთვლი რომ მარტო არ ვარ
პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 11 2011, 06:56 PM
QUOTE(ნაინა @ Dec 11 2011, 12:38 AM)
ninuliageარა ნინ, ლექსი არაა, ეგ უბრალოდ ჩემი აზრია,
მე რასაც ვფიქრობ მარტროობაზე ის მოგწერე.
ikanosiკი, კი, შენ რედაქტორი იყავი თუ გინდა
აი მაშინ ეს რა არის>ქალს რომ გაუგო–ნაღდი უნდა გქონდეს კაცობა,
ქალს რომ უყვარდე–უთენებდე დილას იებად,
ფეხზე გეკიდოს სხვისი აზრი, უნდა გახსოვდეს,
– საყვარელ ქალს ხომ ყველაფერი ეპატიება.
ქალი დარდია, ჩაფიქრება, სედა ფარული,
ღიმილიც არის, მონატრებაც წრეგადასული.
________________________________________________ამაზე გეკითხებოდი
QUOTE(A.V.M @ Dec 11 2011, 12:43 AM)
ვააა.უკვე ფორუმელთა შემოქმედებაზეც გადავედით მარტოობასთან დამოკიდებულებაში?ძალიან კარგი.მაშინ ააა ბატონო:
...
ამ ქვეყნად ყველას ხომ აქვს სურვილი.
ზოგს ფული უნდა,ზოგს კიდევ გული.
ზოგს მუდამ უნდა მოკვლა წყურვილის
სათნო ცხოვრება,ნათელი სული.
მეცა მაქვს ერთი მცირე სურვილი,
თხოვნა,მუდარა,ოცნება ჩუმი.
მე მწუხარებით ვარ შემურვილი
რადგან არ მესმის ის ჩამიჩუმი.
მე სადღაც მინდა დარჩენა მარტო
ჩემი გონების შავ-ბნელ დემონთან.
მინდა შევიგნო ამ ქვეყნის ჩარჩო
ვილაპარაკო ან ჩვენს ნერონთან.
რატომღაც ყველა ვერ იგებს ამას.
ვიღაც მამცირებს,ვითომ მაშინებს.
რატომღაც ბევრი ივიწყებს ამაგს
და ვითომ შეშილ ბავშვად მაჩინებს.
მე მარტო მინდა რომ ვიყო სადღაც,
ღმერთთან რომელმაც მომცა ცხოვრება.
იქ მიტომ მინდა რომ ვიცი რადგან
სულს შეუძლია ჰპოვოს ცხონება.
ახლა რატომღაც მარტოობა ძლიერ მომინდა.
იმ ქმნილებასთან ჩემთვის დღეს რომ არს დიდებული.
ეს ჩემი სული საიდანღაც ტანჯვით მოვიდა
პოეზიაა ჩემთვის ყველგან,სულ მიღებული!
ახლა კი ჩემთვის მარტოობა სასურველია,
რომ აღარ მქონდეს მომავალში გაყგებრობა.
ეს სურვილი კი ვიღაცისთვის საძულველია
რადგან არ იცის არ არსებობს წაუგებლობა.
მე მარტოობა ძლიერ მჭირდება
რომ გავიხსენო ჩემი ცოდვები.
უიმისოდ კი გამიჭირდება
და სულ ტყუილად,მწარედ მოვცდები.
------------------------------------------
და როცა სული მიისწრაფვის სამოთხსაკენ,
ხორცში სახლდება საშინელი ძალით ეშმაკი.
სულს უნდა სწრაფვა უმაღლესი გორაკისაკენ
ხორცს უნდა ერთად ყველაფერი იყოს ფეშქაში.
2008 წ.
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 11 2011, 06:58 PM
ninuliage
თქვენს პოსტს თუ გადახედავთ ნახავთ რომ სულ სხვა რამე გაქვთ მონიშნული
რაც ნაინას ლექსად უწერია ეს მას აქვს მითითებული "ხელმოწერაში" და როდესაც თქვენ პირდაპირ დააკლიკეთ "პასუხი" რა თქმა უნდა მხოლოდ მისი პოსტი მოინიშნა და არა ხელმოწერა
პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 11 2011, 07:24 PM
QUOTE(k@the @ Dec 11 2011, 12:44 AM)
ninuliageკარგია რომ დადიხარ, მაგრამ რატომ არ გაქვს ხალხთან კონტაქტი?
მშობლებთან ერთად არ ცხოვრობ?
საერთოდ რთულია ადამიანს რამე ურჩიო მარტოობასთან დაკავშირებით, როცა ასაკი არ იცი და მიზეზი მარტოობის
არ ვიცი რას დავაჭირე ..მარა იმ ლექსზე პასუხი ვერ დავწერე რატომღაც და აქ მაინც ხომ წაიკითხავს ავტორი..დიდი მადლობა.რაც შეეხება თქვენ კითხვას...პირადულია და თუ გაინტერესებთ ჯობია პირადში მომწეროთ..ჩემი აზრით
QUOTE(A.V.M @ Dec 11 2011, 12:53 AM)
კო-რედაქტორი იქნები იკანოს....
ჩემი აზრით რომც იოდე ასაკი და მიზეზი.მაინც ძალიან რთულია.
იმიტომ,რომ იმდენად პიროვნული და იმდენად ინდივიდუალურია ეს საკითხი რომ...
სწორედ ასეთი აზრი მაქს მეც...გეთანხმები ავმ
QUOTE(A.V.M @ Dec 11 2011, 12:53 AM)
კო-რედაქტორი იქნები იკანოს....
ჩემი აზრით რომც იოდე ასაკი და მიზეზი.მაინც ძალიან რთულია.
იმიტომ,რომ იმდენად პიროვნული და იმდენად ინდივიდუალურია ეს საკითხი რომ...
გეთანხმები
QUOTE(A.V.M @ Dec 11 2011, 12:53 AM)
კო-რედაქტორი იქნები იკანოს....
ჩემი აზრით რომც იოდე ასაკი და მიზეზი.მაინც ძალიან რთულია.
იმიტომ,რომ იმდენად პიროვნული და იმდენად ინდივიდუალურია ეს საკითხი რომ...
მართალი ხარ
QUOTE(ikanosi @ Dec 11 2011, 06:58 PM)
ninuliage
თქვენს პოსტს თუ გადახედავთ ნახავთ რომ სულ სხვა რამე გაქვთ მონიშნული
რაც ნაინას ლექსად უწერია ეს მას აქვს მითითებული "ხელმოწერაში" და როდესაც თქვენ პირდაპირ დააკლიკეთ "პასუხი" რა თქმა უნდა მხოლოდ მისი პოსტი მოინიშნა და არა ხელმოწერა
ჯერ ვერ ვხვდები როგორ მოგწეროთ აქ..ზოგჯერ ჩემ წერილებს ვერ ვპოულობ...აი ავმს ვუპასუხე და არ არის ის პასუხი
QUOTE(ქევანა @ Dec 11 2011, 03:46 PM)
მე არ ვთვლი თავს მარტოსულად.. თუნდაც ჩემს გვერდით არ იყოს ადამიანი, ვთვლი რომ მარტო არ ვარ
როგორც მივხვდი პინქტირის იქით ეს უკვე წერილი არ არის ხომ?
QUOTE(A.V.M @ Dec 11 2011, 01:35 AM)
შევეცდები უფრო გასაგებად ავხსნა.
მე პარალელის გავლებას ვცდილობ მარტოობასა და განმარტოებას შორის.
მარტოობასზე საუბრისას თუ სულიერ მარტოობას ვიგულისხმებთ მაშინ იგი უბედურებაა და მეტი არაფერი.უიმედობაა და მეტი არაფერი.(ეს ყოველივე კი არაქრისტიანულია)
მაგრამ თუ მარტოობას განვიხილავთ როგორც სოფლისგან მოშორებას ანუ-,,განმარტოებას"მაშინ საქმე გვაქვს აღმატებულთან და ,,საზეო საქმესთან".
აი რას ამბობს იოანე კლემაქსი:,,სოფლისგან განშორება არის ნებით მოძულება და უარყოფა ბუნებისა-ბუნებაზე აღმატებულ სიკეთეთა მოხვეჭშის სურვილი.
თუ დავფიქრდებით ნებისმიერი ბერი,ნბისმიერი შემოქმედი განმარტოებაშია.თუმცა ისინი საზრდოობენ უფლის ჭვრეტით.
აი ამას ვგულისმობ მე,როდესაც განმარტოების სურვილს გამოვთქვამ.
ამ თემაზე საუბრისას არ სეიძლება პარალელი არ გავავლოთ ,,ოთარაანთ ქვრივთან."(გამოგიტყდებით ფორუმელნო და ჩემი უსაყვარლესი ნაწარმოებია)ერთი შეხედვით იგი მარტო იყო,მაგრამ აი რას ამბობს:,,ზოგი ჩემს გულშიაც ჩაიხედე რამოდენი ბღარტები მიზის...წუთისოფელი ვის აცლის მარტოობისთვის?მარტო თქვენისთანას."
ანუ მარტო ისაა ვინც უსაქმურია,ხოლო ვინც დაკავებულია რამით და გარკვეულ იდეალზე გამუდმებით ფიქრობს ის მარტოსული ვერ იქნება.ის შეიძლება განმარტოვდეს.
(მე მგონი სწორად ჩამოვაყალიბე)
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 11 2011, 07:26 PM
ninuliage
ციტატა
დიდი მადლობა.რაც შეეხება თქვენ კითხვას...პირადულია და თუ გაინტერესებთ ჯობია პირადში მომწეროთ..ჩემი აზრით
იყოს, რახან არ გსურს ნუ იტყვი.
პუნქტირის ქვემოთ რაც ჩანს, ის არის პიროვნების "ხელმოწერა" რომელიც მის ყოველ დაწერის აზრს ქვემოთ ერთვის.
პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 11 2011, 07:32 PM
ავმ..ვპასუხობ..მე მგონი ვერ გავერკვიე აქ კიდევ სად რას დავაჭირო რომ გიპასუხოთ..რამდენიმე წერილი მაქს დაწერილი და ვერ ვხედავ მათ...არ ვიცი ..აქ იმედია მაინც გამომივა რამე...ხო ის კითხვა ჩემ ააკთან დაკავშირებით პირადია და თუ გაინტერესებთ პირად ში მომწერეთ...და მეორეც...რავიცი....მე არ შემიძლია ჩემი თავი დიდ მამებს შევადარო..ისინი ამ განმარტოვებისას სულიერად ძლიერდებოდნენ...და მე რას ვაკეთებ...ვეძებ გამოსავალს ამ განმარტოებიდან ინტერნეტში,მარტოდ არ ვიგრძნო თავი..მე რომ სულიერად ძლიერი ვიყო ...ამ დროს გამოვიყენებდი ლოცვისათვის....
პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 11 2011, 07:33 PM
ციტატა
სიმარტოვე, ვინ როგორ ებრძვით სიმარტოვეს მომცერეთ
შევქმნათ მარტოსულთა კლუბი.
პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 11 2011, 07:34 PM
QUOTE(k@the @ Dec 11 2011, 07:26 PM)
ninuliage იყოს, რახან არ გსურს ნუ იტყვი.
პუნქტირის ქვემოთ რაც ჩანს, ის არის პიროვნების "ხელმოწერა" რომელიც მის ყოველ დაწერის აზრს ქვემოთ ერთვის.
გასაგებია ..მადლობა..სად შემიძლია ვნახო ყველა ჩემი მონაწერი?
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 11 2011, 07:38 PM
ninuliage
არაფრის.
თუ პირად მიმოწერას გულისხმობ, თუ ახალ დაწერილ წერილს არ მოუნიშნავ ველს "დაამატე ამ შეტყობინების ასლი საქაღალდეში ”გაგზავნილები” " მაშინ ის შენს მიწერილს არ იმახსოვრებს და შლის ავტომატურად.
ღია ფორუმზე დაწერილი თუ გაინტერესებს, მაშინ ზედა მარცხენა მხარეს შენს საკუთარ ნიკს ერთხელ დააჭირე და გამოგიჩენს შენს ინფო გვერდს, იქ მარჯვენა ზედა მხარეს არის ღილაკი "ოპერაციები" და დასში "მომხმარებლის პოსტები" მაგას თუ დააჭერ შენს ძველ ღია ფორუმზე დაწერილებ პოსტებს ნახავ.
პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 11 2011, 09:18 PM
QUOTE(georgios @ Dec 11 2011, 07:33 PM)
შევქმნათ მარტოსულთა კლუბი.
ვაა რა მააგარია...ტან მარტო აგარავინ იქნებაააააააა
QUOTE(k@the @ Dec 11 2011, 07:38 PM)
ninuliageარაფრის.
თუ პირად მიმოწერას გულისხმობ, თუ ახალ დაწერილ წერილს არ მოუნიშნავ ველს "დაამატე ამ შეტყობინების ასლი საქაღალდეში ”გაგზავნილები” " მაშინ ის შენს მიწერილს არ იმახსოვრებს და შლის ავტომატურად.
ღია ფორუმზე დაწერილი თუ გაინტერესებს, მაშინ ზედა მარცხენა მხარეს შენს საკუთარ ნიკს ერთხელ დააჭირე და გამოგიჩენს შენს ინფო გვერდს, იქ მარჯვენა ზედა მხარეს არის ღილაკი "ოპერაციები" და დასში "მომხმარებლის პოსტები" მაგას თუ დააჭერ შენს ძველ ღია ფორუმზე დაწერილებ პოსტებს ნახავ.
რავიცი..მე დავაჯირე ჩემ სახელს და ოპერაციები არ გამოცჰნდა..ტუ ოპტიონს გულისხმობ...კი მარა იქ რომ არ არის ჩემო წერილები?
პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 11 2011, 10:26 PM
ninuliage
ციტატა
აი მაშინ ეს რა არის>ქალს რომ გაუგო–ნაღდი უნდა გქონდეს კაცობა,
ქალს რომ უყვარდე–უთენებდე დილას იებად,
ფეხზე გეკიდოს სხვისი აზრი, უნდა გახსოვდეს,
– საყვარელ ქალს ხომ ყველაფერი ეპატიება.
ქალი დარდია, ჩაფიქრება, სედა ფარული,
ღიმილიც არის, მონატრებაც წრეგადასული.
________________________________________________ამაზე გეკითხებოდი
ააა, ეს ლექსი გაინტერესებდა?
მეგობარმა გამომიგზავნა და ძალიან მომეწონა მეც,
ოღონდ არ ვიცი ვისია
ციტატა
რავიცი..მე დავაჯირე ჩემ სახელს და ოპერაციები არ გამოცჰნდა..ტუ ოპტიონს გულისხმობ...კი მარა იქ რომ არ არის ჩემო წერილები?
აი აქ უნდა დააკლიკო ნინ
ციტატა
თქვენ შემოსული ხართ როგორც: ნაინა ( გასვლა )
ეს ჩემი დავაკოპირე, მაგრამ ზედა მარცხენა კუთხეში, შენი ნიკი ეწერება ზუსტად ასე. დააკლიკებ მაგას. გადავა მეორე გვერდზე, იქ კი მარჯვნივ ზემოთ ცისფერი კნოპკა იქნება ოპერაციები აწერია და ფორუმზე შენი პოსტები ასე უნდა მოძებნო, ასევე თემებიც.
მაგრამ თუ შენ ეძებ იმ წერილებს რომლებიც პირადში მოგწერეს და შენც გააგზავნე პასუხები, მაშიმ უნდა მიაკლიკო იზევ ზემოთ ოღონდ მარჯვენა მხარეს აი ასეთ ნაწერს:
ციტატა
კაბინეტი · ახალი პოსტების ნახვა · ჩემი ასისტენტი · 0 ახალი შეტყობინება
ახალი შეტყობინება რომ წერია აი მაგას და გადახვალ შენს კაბინეტში, გაგზავნილ წერილებს ვერ ნახავ თუ არ გაქვს ასლის შენახვა მითითებული, მაგრამ თუ შენს გაგზავნილზე პასუხი დაგიბრუნეს ხშირ შემთხვევაში აბრუნებენ უკან შენს გაგზავნილთან ერთად და მაშინ კი შეგიძლია ნახო შენებიც.
თუ კიდევ რამე ვერ გაიგო გვკითხე ისევ
პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 11 2011, 10:43 PM
ninuliage
ციტატა
ვაა რა მააგარია...ტან მარტო აგარავინ იქნებაააააააა
ჰო, თან გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება.
პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 12 2011, 03:06 AM
QUOTE(georgios @ Dec 11 2011, 10:43 PM)
ხო მარა უმრავლესობას რომ მოსწონთ სიმარტოვე ..ამას რა ვუყოთ
პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 12 2011, 11:06 AM
ninuliage
ციტატა
ხო მარა უმრავლესობას რომ მოსწონთ სიმარტოვე ..ამას რა ვუყოთ
არ დაიჯერო, რომ მოსწონთ.
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 12 2011, 04:27 PM
ციტატა
არ დაიჯერო, რომ მოსწონთ.
უყურე შენ!!!
რასაა რომ ამბობ...
მაგალითად მე ვგიჟდები განმარტოებაზე(თუ სახლში ვარ და ამის საშუალება არ მაქვს ოთახში ვიკეტები)
ოღონდ განმარტოებაა ეს და არა მარტოსულობა...
პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 12 2011, 07:25 PM
A.V.M
ციტატა
უყურე შენ!!! რასაა რომ ამბობ...მაგალითად მე ვგიჟდები განმარტოებაზე(თუ სახლში ვარ და ამის საშუალება არ მაქვს ოთახში ვიკეტები)ოღონდ განმარტოებაა ეს და არა მარტოსულობა...
თემა სიმარტოვის შესახებაა, გენაცვალე, ანუ მარტოსულობაზე
ციტატა
სიმარტოვე, ვინ როგორ ებრძვით სიმარტოვეს მომცერეთ
თემა შეგეშალა.
პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 12 2011, 07:45 PM
QUOTE(georgios @ Dec 12 2011, 11:06 AM)
ninuliageარ დაიჯერო, რომ მოსწონთ.
კაი არ დავუჯეროთ
QUOTE(A.V.M @ Dec 12 2011, 04:27 PM)
უყურე შენ!!!
რასაა რომ ამბობ...
მაგალითად მე ვგიჟდები განმარტოებაზე(თუ სახლში ვარ და ამის საშუალება არ მაქვს ოთახში ვიკეტები)
ოღონდ განმარტოებაა ეს და არა მარტოსულობა...
თავიდანვე გვქონდა მსგავსი ტენა...და ვთქვი რომ მეც მომცონს ვთქვათ კვირაში ერთხელ ///ან დღესჰი 3 საათით განმარტოვებით ყოფნა...მარა ეს ჩემი სემთხვევა არ არის
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 12 2011, 10:39 PM
ციტატა
თემა სიმარტოვის შესახებაა, გენაცვალე, ანუ მარტოსულობაზე
ციტატა
თავიდანვე გვქონდა მსგავსი ტენა...და ვთქვი რომ მეც მომცონს ვთქვათ კვირაში ერთხელ ///ან დღესჰი 3 საათით განმარტოვებით ყოფნა...მარა ეს ჩემი სემთხვევა არ არის
მე კიდევ კვირაში ერთხელ ან ა.შ. არ მიგულისხმია...
მე მუდმივად განმარტოება მინდა მეთქი ეს ვიგულისხმე...
(დავიჯერო თქვენ არ გინდათ?)
პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 12 2011, 11:11 PM
A.V.M
ციტატა
(დავიჯერო თქვენ არ გინდათ?)
არა. ცოლი მინდა და კიდო ბაღნები.
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 12 2011, 11:35 PM
ციტატა
არა. ცოლი მინდა და კიდო ბაღნები.
ა კაცი
პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 13 2011, 12:25 PM
ikanosi
ციტატა
ა კაცი
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 13 2011, 04:58 PM
ციტატა
არა. ცოლი მინდა და კიდო ბაღნები.
ეეეეე...
მეთქი:ერთ ბედქვეშა ვართ ლანბავ მე და შენ..."
ციტატა
ა კაცი
ოჰ...
შენ ოღონდ ეგ აზრი გაიგო ვნმესგან და...
რა აუცილებელია ცოლი და შვილი...
პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 13 2011, 09:01 PM
A.V.M
ციტატა
ეეეეე...მეთქი:ერთ ბედქვეშა ვართ ლანბავ მე და შენ..."
ციტატა
რა აუცილებელია ცოლი და შვილი...
ჰო, ზედმეტი თავის ტკივილი.
პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 13 2011, 09:16 PM
QUOTE(A.V.M @ Dec 12 2011, 10:39 PM)
მე ისედაც მაქს..და არ მინდა
QUOTE(georgios @ Dec 12 2011, 11:11 PM)
A.V.Mარა. ცოლი მინდა და კიდო ბაღნები.
მე ქმარი..და ბავშვებიიი
მოგესალმებით ჩემო კარგებოოოო...
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 13 2011, 09:37 PM
ninuliage
ციტატა
მე ქმარი..და ბავშვებიიი smile.gif
ხოდა იქნება კიდეც
პოსტის ავტორი: terra თარიღი: Dec 14 2011, 01:36 AM
ციტატა(karpaki @ Dec 13 2011, 11:58 PM)
მე - სულ
პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 14 2011, 09:35 AM
QUOTE(k@the @ Dec 13 2011, 09:37 PM)
ninuliageხოდა იქნება კიდეც
იმედია...ამ სმაილს როგორ აკეტებ...რომ კოცნის
პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Dec 14 2011, 10:39 AM
QUOTE(terra @ Dec 14 2011, 01:36 AM)
მე - სულ
მაგის თქმაც დიდი მიღწევაა რომ იცოდე
პოსტის ავტორი: ninuliage თარიღი: Dec 14 2011, 07:38 PM
QUOTE(terra @ Dec 14 2011, 01:36 AM)
მე - სულ
არა ხარ მარტო მეც შენთანა ვარ
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 14 2011, 07:49 PM
რა მარტოსულთა კლუბი შექმენით რა არის...ვინმეს თუ გონია რომ მარტოობა კარგია ცდება, წარმოიდგინოს აბა მისი თავი უკაცრიელ კუნძულზე სულ მარტო...ადამს რომ მოეწყინა მაგიტომაც შექმნა ღმერთმა ევა
პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 14 2011, 08:13 PM
იმ კაცთა მოდგმა, რომელიც განწირულია ასი წლის მარტოობისთვის, მეორედ არასოდეს მოვა ამქვეყნად...
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Dec 14 2011, 08:17 PM
georgios
არავის გაუწირიხარ
პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Dec 14 2011, 08:20 PM
ikanosi
ციტატა
არავის გაუწირიხარ
მე პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია ვარ.
პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 3 2012, 09:08 PM
ციტატა(karpaki @ Dec 13 2011, 02:58 PM)
მეც, არა მარტო რაღაცნაირად, სულ მარტო.
ისე მივეჩვიე და ისე შევიყვარე ჩემი მარტოობა, რომ სხვაგვარად ვეღარც წარმომიდგენია
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 3 2012, 09:19 PM
ციტატა
ისე მივეჩვიე და ისე შევიყვარე ჩემი მარტოობა, რომ სხვაგვარად ვეღარც წარმომიდგენია
ნაინ რა ჯიგარი ხარ...
მე რო ვამბობ არ მიჯერებენ ხოლმე...
(რა ჯობია შენთვის ხარ.წყნარად.ფიქრობ.არავინ ხელს არ გიშლის..."
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 3 2012, 10:25 PM
ციტატა
რა ჯობია სჰენტვის ხარ.წყნარად.ფიქრობ.არავინ ხელს არ გიშლის..."
კაი ქალი
პოსტის ავტორი: qristinee თარიღი: Jan 3 2012, 11:25 PM
ikanosi
<< მარხვაზეა ვითომ :#
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 4 2012, 12:22 AM
ციტატა
მაშინ ასე "ხუმრობა
იკანოსთან როცა გაქვს საქმე კი...
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2014, 02:09 PM
სიმარტოვე საკუთარ თავთან განმარტოებაა... მე მიყვარს, როცა მარტო ვრჩები და ჩემ სულში ვიყურები... ამ დროს ყველაზე კარგად ხედავ საკუთარ თავს, თუ როგორი ხარ, რეალურად რა მიზნები და სურვილები გამოძრავებს...
პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Jan 29 2014, 06:33 PM
marine
კი, გადასარევია სიმარტოვე და აუცილებელიც, მაგრამ მე სერიოზული პრობლემა მაქვს მაგ მხრივ. ჩავიკეტე უკვე და უკიდურესობაში გადავედი... ისე ავცდი ზოგადად ადამიანებს, რომ მეტისმეტად უცნაური ტიპის შთაბეჭდილებას ვტოვებ ახლა ხალხზე, ურთიერთობაც მიჭირს ხშირად... მოკლედ ცუდ დღეში ვარ... დავიკიდებდი ამ ყველაფერს და განვაგრძობდი ისევ ასე ცხოვრებას, მაგრამ ეს ადვილია ჩემთვის და ვიცი რომ არასწორი... დავიკიდებდი გოგოს რომელიც მომწონს, არც ეგ გამიჭირდება, ვიკითხავ ვისწავლი და გამოვალ შეშლილი მეცნიერი, მაგრამ ვიცი რომ ასე თუ ვქენი სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები შემექმნება. გაცილებით სერიოზული ვიდრე ახლა მაქვს...
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2014, 10:29 AM
ციტატა(MIRDAT @ Jan 29 2014, 07:33 PM)
marine
კი, გადასარევია სიმარტოვე და აუცილებელიც, მაგრამ მე სერიოზული პრობლემა მაქვს მაგ მხრივ. ჩავიკეტე უკვე და უკიდურესობაში გადავედი... ისე ავცდი ზოგადად ადამიანებს, რომ მეტისმეტად უცნაური ტიპის შთაბეჭდილებას ვტოვებ ახლა ხალხზე, ურთიერთობაც მიჭირს ხშირად... მოკლედ ცუდ დღეში ვარ... დავიკიდებდი ამ ყველაფერს და განვაგრძობდი ისევ ასე ცხოვრებას, მაგრამ ეს ადვილია ჩემთვის და ვიცი რომ არასწორი... დავიკიდებდი გოგოს რომელიც მომწონს, არც ეგ გამიჭირდება, ვიკითხავ ვისწავლი და გამოვალ შეშლილი მეცნიერი, მაგრამ ვიცი რომ ასე თუ ვქენი სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები შემექმნება. გაცილებით სერიოზული ვიდრე ახლა მაქვს...
მირდატ, მე არ ვგულისხობ ისეთ განმარტოებას რომ სულ აღარავის დაეკონტაქტო... ეგ მართლაც ცუდია... ყველაზე დიდი ფუფუნება ადამიანებთან ურთიერთობააო და ამიტომ კავშირი არ უნდა გაწყვიტო საზოგადოებათან... უბრალოდ, შიგადაშიგ უნდა განმარტოვდე ადამიანი, რომ საკუთარი ნაკლოვანებები განიხილო შენ თავთან...
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 30 2014, 11:33 PM
მაგარია მარტოობა ...
პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jan 31 2014, 09:25 AM
ციტატა(A.V.M @ Jan 30 2014, 11:33 PM)
მაგარია მარტოობა ...
მარა სხვებთან ყოფნას მაინც არაფერი ჯობს
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2014, 11:49 AM
ციტატა(G_saxva @ Jan 31 2014, 10:25 AM)
მარა სხვებთან ყოფნას მაინც არაფერი ჯობს
შენნაირი ცუღლუტებისთვის მასეა
პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jan 31 2014, 11:50 AM
ციტატა(marine @ Jan 31 2014, 11:49 AM)
შენნაირი ცუღლუტებისთვის მასეა
შენთვის არა ?
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2014, 11:57 AM
ციტატა(G_saxva @ Jan 31 2014, 12:50 PM)
შენთვის არა ?
კი, ჩემთვისაც
უბრალოდ, განმარტოებაც ძალიან მიყვარს
პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jan 31 2014, 12:33 PM
ციტატა(marine @ Jan 31 2014, 11:57 AM)
კი, ჩემთვისაც
უბრალოდ, განმარტოებაც ძალიან მიყვარს
ეგი სახვა რამეა
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jan 31 2014, 10:20 PM
ციტატა
მაგარია მარტოობა ...
ამ ფრაზაზე ის მომენტი მახსენდება "სიყვარული ყველას უნდა"-დან სადაც ძმები ლაპარაკობენ: "შენ არ იცი რა კარგია თბილი კერა..."
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2014, 11:46 AM
"ნებისმიერი პიროვნება, რომელიც ამპარტავნებითაა შეპყრობილი, ტოტალური მარტოობისათვის არის განწირული".
/დეკ. ოლეგ დავიდენკო/
პოსტის ავტორი: vaso92 თარიღი: Jan 3 2015, 09:51 PM
როცა არაფრის იმედი არ გაქვს და გგონია განწირული ხარ ამ ცხოვრებისთვის რა გამოსავალი ვნახო არ ვიცი
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2015, 11:07 PM
ციტატა(vaso92 @ Jan 3 2015, 10:51 PM)
როცა არაფრის იმედი არ გაქვს და გგონია განწირული ხარ ამ ცხოვრებისთვის რა გამოსავალი ვნახო არ ვიცი
ხსნა მხოლოდ უფალთანაა... მასთან მიდი და ის შეგიმსუბუქებს ტვირთს...
პოსტის ავტორი: vaso92 თარიღი: Jan 4 2015, 11:20 AM
marine
მადლობა
პოსტის ავტორი: ჩიტი-გვრიტი თარიღი: Oct 23 2020, 10:28 PM
...
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2020, 08:53 PM
ფორუმზე ტოტალურ მარტოობაში ვარ ხმის გამცემი არ მყავს
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2021, 12:21 PM
"ეპისკოპოსის ჯვარს ვერავინ გაიგებს, გარდა თავად ეპისკოპოსისა. ეს ჯვარი მძიმეა, მაგრამ სასიამოვნოც, ვინაიდან ბევრ ადამიანთან გიწევს ურთიერთობა, - ამბობს მეუფე სერგი [ჩეკურიშვილი], - როცა ეპისკოპოსი ხდება ადამიანი, საკუთარ თავთან მარტო რჩება. ერთხელ მეუფე იობთან ერთად ვიყავი უწმინდესთან. საუბრისას თქვა: მე ძაღლიც კი არ მყავს ერთგულიო. მაშინ, ასაკით უმცროსებს, ძალიან გაგვიკვირდა მისი ნათქვამი, ხოლო როცა ეპისკოპოსად მაკურთხა, ეს სიტყვები გამახსენდა... ეპისკოპოსი ხშირად სულ მარტო რჩება, ეს კი საკმაოდ ძნელია...."
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2021, 12:22 PM
"მოდის მარტოობა, გარიყულობა, ხანდახან - სიღატაკე, შიმშილი... და, საერთოდ, ადამიანი ხშირად აღსასრულამდეც კი ცხოვრების განაპირას აღმოჩნდება"
/არქიმანდრიტი ლაზარე/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2022, 08:10 PM
"მართალია, ძნელი არის
მარტოობა ამა სოფლად,
მაგრამ უღირს ამხანაგსა,
მირჩევნია დავრჩე ობლად"
/აკაკი წერეთელი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2022, 04:28 PM
"მარტოს უფრო ადვილად შეუძლია თავისი ცოდვების გახსენება"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2022, 09:48 PM
"მხოლოდ ის არის ჭეშმარიტად განმარტოებული, ვინც საკუთარ თავთან განმარტოვდება"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2022, 06:24 PM
"შენს სულს ყოველთვის ემახსოვრება მარტოობის ტკბილი სევდა"
/გოდერძი ჩოხელი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2022, 10:15 PM
"თუკი ადამიანი ღმერთთანაა, მაშინ ის უკვე მარტო აღარ არის"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2022, 09:49 PM
"მოულოდნელი მარტოობა ზედ მოგადგა და ყინულის მკლავებში მოგიმწყვდია"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2022, 08:49 PM
"უღმერთონი სასოწარკვეთილებამდე მიდიან თავის მარტოობაში. საზოგადოება ვერ კურნავს მარტოობას, პირიქით, ამძიმებს. ხოლო ვინც თავის სულში დაიტია ღემრთი, იგი უდაბნოშიც არ გრძნობს თავს მარტოდ"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2022, 06:39 PM
"მარტო ცხოვრებისას მარტოობას ეჩვევი,
სხვასთან ცხოვრებისას - თანაცხოვრებას"
/ბერი სვიმეონ ათონელი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2023, 08:40 PM
"ალბათ ყოველთვის წესია ასე -
პოეტები ხომ მარტო კვდებიან,
მაგრამ მანამდე, სიგიჟის ზღვარზე,
მარტოობაზე ქორწინდებიან"
/ვალერიან წიკლაური/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 27 2023, 08:46 PM
"სიცოცხლის ბოლომდე ღმერთთან მარტოდ მყოფი!"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 9 2023, 04:53 PM
"განმარტოების წუთები უნდა გამოვიყენოთ, გვმართებს ისინი მხოლოდ ღვთის საქმისკენ - ლოცვისა და ღვთის ჭვრეტისაკენ მივმართოთ. ეს საქმეები კი, რამდენადაც ისინი წესისამებრ წარიმართება, არ მოგწყინდებათ, რადგან მათგან სულიერი ნუგეში ასხივებს, რასაც დედამიწაზე ვერაფერი მოგვანიჭებს"
/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2023, 08:19 PM
"იმ ადამიანს, ვინც მარტო ცხოვრობს იმავდროულად შეუძლია, ცხოვრობდეს ანგელოზებთან, წმინდანებთან და მთელ სამყაროსთან. იყო მარტო და გრძნობადად განიცდიდე ამ მეგობრულ კავშირს!"
/ღირსი პაისი ათონელი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2023, 08:33 PM
"შეეცადე განეშორო ყველაფერს, რაც მარტოობას დაგაკარგვინებს, მათ ნაცვლად ყველა შენი სურვილი მიმართე უფალთან ლოცვითი საუბრისკენ."
პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2023, 03:44 PM
"სინდისის ხმა შინაგანია, უაღესად ინტიმურია. მისი მოსმენა განმარტოებას გულისხმობს. ამის თაობაზე ჰეგელი წერს: "სინდისი არის უღრმესი შინაგანი მარტოობა, მხოლოდ საკუთარ თავთან ყოფნა, რომელშიც გაქრა ყოველივე გარეგანი, ყოველი შეზღუდულობა, ის არის საკუთარ თავში განმარტოება"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2023, 02:39 PM
"თვალწინ მიდგას მოძღვრის გეთსიმანიისდარი მარტოობა უამრავ ხალხში"
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2023, 03:00 PM
"განმარტოების გარეშე სინანული არ არსებობს"
/ახალმოწამე ვასილი ოპტინელი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2023, 01:40 PM
"დღის განმავლობაში ერთი-ორი საათი მარტო თუ არ დავრჩი, თავს საშინლად უბედურად ვგრძნობ"
/ახალმოწამე ვასილი ოპტინელი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2023, 08:11 PM
"შენ გიყვარს დროის გატარება საღამოს განმარტოებით და სულიერად მშვიდდები. დიახ, ღამე ყურადღების კონცენტრირებაში გვეხმარება. მეც მიყვარს ეს დრო. ირგვლივ სრული სიჩუმეა და როგორღაც განსაკუთრებით გრძნობ უფლის სიახლოვეს"
/ღირსი იოანე ბალაამელი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2023, 08:37 PM
"მხოლოდ ქრისტეს შეუძლია ჩვენი გამოყვანა მარტოობის ბორკილებიდან"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2023, 07:52 PM
"თუ ხედავ, რომ ვიღაც საუბრობს, ის უეჭველად მარტოსულია"
/არქიმანდრიტი ემილიანე სიმონპეტრელი (ვაფიდისი)/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2023, 07:03 PM
"ღმერთი, როგორც გარეგნულად გეჩვენება, დუმს და ადამიანს მარტო ტოვებს. სინამდვილეში ასე არ არის. ეს, უბრალოდ, თვითონ ადამიანის სუბიექტური განცდაა"
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2024, 05:28 PM
"მარტო ყოფნისას გამოიკვლიე საკუთარი თავი, ხომ არ გახდი უფრო უარესი, ვიდრე იყავი, ხომ არ ჩავარდი ისეთ ცოდვებში, რომელთაც ადრე არ იქმოდი?
/ეპისკოპოსი პლატონ კოსტრომელი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2024, 05:15 PM
"ღმერთთან კავშირის მქონე ადამიანი მუდამ ელტვის სიმარტოვეს - ოღონდ არა სულიერს, მელანქოლოურს, მძიმეს, მწუხარეს; პირიქით: ეს იმ ადამიანის შეგრძნებაა, რომელიც აღიარებას ელის და ხალისიანი განწყობა აქვს. მას სურს დაიმალოს, გაეცალოს ადამიანთა მზერას, რათა საუნჯე არ დაეკარგოს"
/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2024, 09:34 PM
"...მარტოსული ადამიანი, იმდენად მარტოსული, კოშმარების წყლისთვის მოყოლა რომ განუზრახავს..."
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2024, 02:44 PM
"გიყვარდეს წმინდა განმარტოება"
/ოპტინელი ბერ-მოძღვრები/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2024, 10:32 AM
"განმარტოება ყოველთვის სასარგებლო იყო, მაშინაც კი, როდესაც, დროის სულისკვეთების გამო, საზოგადოებაში ბევრი კეთილმორწმუნე ადამიანი იყო. ახლა კი, გარყვნილების ასეთი საყოველთაო გავრცელების ჟამს, განმარტოება, ნაცნობებისა და ნაცნობობისათვის თავის არიდება ცხონების აუცილებელი პირობაა"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 15 2024, 09:45 PM
"ღრმა განმარტოებისას საკუთარი თავისადმი ყურადღებას ძვირფასი სულიერი ნაყოფები მოაქვს"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)