დღეს ძალიან აქტუალური გახდა იოგა,რომელსაც მართლმადიდებლობა კრძალავს, მაგრამ იოგა იყოფა რამოდენიმე ნაწილადო.. ძირითადად მედიტაცია და ე.წ ხატჰა-იოგა.. რომელიც მხოლოდ ფიზიკურ ვარჯიშს მოიცავსო და სასარგებლოა ჯანმრთელობისთვისო, ასევე გასწავლიან სწორ სუნთქვასო.. რამდენად დასაშვებია ეს ხატჰა-იოგა, ანუ მედიტაციის გარეშე, მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში?
annats
რატო წერთ იმას რაც არ იცით? სადღაც ვიღაცამ მოკრა კური მართლმადიდებლობა იოგას კრძალავსო და ყველა მაგას გაიძახის. კონკრეტულად რომელ წიგნში ან რა წყაროს მიხედვით ამბობ რომ მართლმადიდებლობა იოგას კრძალავს?
http://www.ambioni.ge/ioga-da-martlmadidebloba
ჯერ არ მცალია წასაკითხად...
ეს "ამბიონია" თუ რაღაცა, ძალიან უარყოფითად ვარ განწყობილი მაგ გვერდზე დადებული მასალების გამო.
ფანატიზმის ზენიტია მაგ გვერდზე და უამრავი ადამიანი მომმართავს ხოლმე, შემდეგი კითხვებით: "მართლა კრძალავს ეკლესია როკ-მუსიკის მოსმენას?", "მართლა არ შეიძლება ადამიანმა ქორწილში იცეკვოს?" და ა.შ.
და როცა მე მათ ვეკითხები, თუ საიდან მოიტანეს ეს, მიგზავნიან ამ ინტერნეტ-გაზეთის ბმულს.
ამას წინათ წავიკითხე მანდ სტატია "ვინ არიან გოთები?" და თვალები შუბლზე ამივიდა...
მერე ვგებულობ, თუ რატომ აქვთ გული აცრუებული ეკლესიაზე.
იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეა და ადამიანი სანამ ფიზიკურად წავა ეკლესიაში, იქამდე გამარტვებული გზით ინტერნეტში მოიძიებს გარკვეულ კითხვაზე პასუხს.
მერე "გუგლი" ამოუგდებს "ამბიონის" რაიმე მასალას, წაიკითხავს და იტყვის - აი, რას ასწავლის ეკლესია! კიდე ვერ გამოვიდნენ ფანატიზმის ზონიდან!
George Leluashvili
თუ იოგაზე და კრიშნაიზმზე არ ჩამოვარდა ლაპარაკი , არ შემოხვიდე ისე ფორუმზე...
George Leluashvili
ძალიან დავინტერესდი,,,ვინ არიან გოთები?'' მაგ სტატიაში რა არ მოგეწონა?
იოგას სტატიაში რა არ მოგეწონა?
სად დაინახე ფანატიზმი?
A.V.M
George Leluashvili
George Leluashvili
მეც კარგად ვიცი რასაც წარმოადგენენ გოთები.სამწუხაროდ იმ გოგოს გოთიკულ კულტურაში ერევა გოთური სუბკულტურა(იმედია შენ არა!).
გოთებზე დიდი ტყუილი რა გინდა,ლამაზად შეფუთული აფიორაა.ტვინებს ურეცხავენ ამ პატარა ბავშვებს და აშტერებენ ხელოვნების შედევრებით,არადა საერთოდ რა კავშირშია ის შედევრები მაგათ გაღუნულ აზრებთან,მაგრამ რამეს წარმოვადგენთო მაგის დამტკიცება უნდათ...
დამიჯერე იოგას სტატიაში ფანატიზმი არ არის.
სელენია
კარგა ხანია არ შემოვსულვარ და შესაბამისად ვეღარ გიპასუხეთ ბოლო პოსტზე.
გაქვთ სურვილი, განვაგრძოთ ამაზე საუბარი?
ბოლოს და ბოლოს რა გადაწყდა მედიტაციაზე?
sybil
ეს სახელი "დორიან გრეის პორტრეტი"-დან არის?
სინამდვილეში ფანატიზმი რა არის, არც კი გეცოდინება (ბევრი რომც გქონდს წაკითხული), და შენ შეიძლება ქრისტიანული სწავლების ნაწილი ფანატიზმი გეგონოს, და საკუთარი იდეები კი სიმართლე. მარა მე ეგ იდეები უფრო "ფანატიზმად" მიმაჩნია, ვიდრე ეკლესიის სიტყვა, რომელიც შენი პირადი შეხედულებების გამო არ მოგწონს.
ვარჯიშს ვინ გიშლის, იოგას ვარჯიშები არვიცი, მარა მე ლამის მთელ აერობიკას კი ვვარჯოშობ ხოლმე ყოველდღე ) მარა საქმე მაგაში კი არაა..
მე არც წამიკითხავს და არც მაქვს წარმოდგენა თუ რა და როგორ დაწერა ambioni.ge-მ (და არც ვიცი, ეკლესიის ჭეშმარიტ სიტყვას წარმოადგენს თუ არა, იმიტო რომ მე ვერ ვერკვევი მაგაში), მარა ერთი ახალგაზრდა ბიჭი ეკლესიის სახელით რო ლაპარაკობ და "გასცემ ნებართვას", უკვე ძაან შორს ხო არ ხარ ჭეშმარიტებისაგან?
ჩემი აზრით, რათქმა უნდა არ იქნება სწორი, რომ ვთქვა: "აი, ესა თუ ის ღვთისმგმობელი ადამიანები სვამენ 'ნოშპას', და 'ნოშპა' ბოროტი ადამიანების წამალი არის და მე არ დავლევ"–ო რომ ვთქვა. ხომ არ იქნება სწორი? 'ნოშპა'-სი რა ბრალია არა? ასევე, ზოგიერთი ვარჯიში, რაც იოგას მიმდევრებს აქვთ აღებული, შეიძლება სუფთა სამედიცინო/სპორტული შინაარსის მქონე იყოს, და ვარჯიშის რა ბრალია (და შეიძლება იმ ვარჯიშებს შორის, რომელსაც დილაობით "წავივარჯიშებ" ხოლმე, შეიძლება შემთხვევით "იოგისტების" საყვარელი ვარჯიშიც ერიოს ხომ, მარა ამით განა იოგის სულისკვეთების მიმდევარი ვარ მე? არა რათქმაუნდა). მაგრამ მე მაინც არ ვიცი, იოგას მიმდევრობისას ადამიანს რასთან აქვს ურთიერთობა, და ამიტო ეკლესიის სახელით ვერ ვილაპარაკებ. (ისე კი, თუ კი არც რამე ცუდი არ ურევია, და მხოლოდ ვარჯიშია, მაშინ რაღა იოგა ქვია, ბარემ უბრალოდ "ვარჯიში", ან აერობიკა ერქვას ხომ? მარა თუ მაინც იოგას ეძახიან, ესეგი მართლაც იოგისტურ რელიგიასაც უნდა შეეხოს ალბათ ადამიანი ხომ...?? რავიცი, არვიცი მე აბა....)
შეიძლება იოგა და მუსიკა კი არა, მეტი რამეც იყოს ჩვეულებრივად ნებადართული ეკლესიისაგან, მარა მაგას ქრისტიანობა წყვეტს და არა 21-საუკუნის ბიჭები და გოგოები.
[და თუნდაც რომ აუკრძალოს ვინმეს მოძღვარმა, არც დიდი რამე დააკლდება. და თუნდაც რომ მოძღვარს შეეშალოს და არასწორად აგიკრძალოს რამე (მაგალითად, ხუმრობით ვიტყვი და, "დუტის კურტკის ჩაცმა" )), არც მაგაზე ნუ იღელვებ, ღვთის სიყვარულისთვის შეასრულე კურთხევა, რა დიდი რამ დაგაკლდება? განა სიცოცხლეს გართმევს და გიკრძალავს? ერთი ბეწო აკრძალვა (თუნდაც შეცდომით) ასე რატომ გაშინებს? მოვა დრო, სულ მალე, გარდავიცვლებით, და "დუტის კურკა" კი არა, ჰაერს ვეღარ ჩავისუნთქავთ. მაგრამ ჩვენ კიდე, ერთი ბეწო აკრძალვას რომ ვიგებთ, გული გვწყდება ხოლმ ძაან, აქაოდა დიდ რამეს გვართმევენ. კარგით რა – ვინმე სულს გვართმევს თუ სასუფეველს? პირიქით, რაც ჩვენ სასუფეველში შესვლაში დაგვეხმარება, იმას გვასწავლის ქრისტიანობა, და ჩვენ რადგანაც ნაკლებად გვაქვს სულიერი თვალები ახელილი, ამიტომ გვგონია, რომ "ეს რა კარგ რამეს გვიკრძალავს ქრისტიანობაო". არადა, პირიქით, რაც კარგია, იმისკენ პირიქით მოგიწოდებს ქრისტიანობა და ღმერთი, ხოლო რაც არაა კარგი და უსარგებლოა, იმას განგაშორებს? ამაში რა არის ცუდი? უბრალოდ, ჩვენ არვიციც, და ამიტომ ჯობია დავუღეროთ ღვთის სიტყვას, ვიდრე ჩვენი თანამედროვე "ჰუმანისტი ორგანიზაციების" მოძღვრებებს.
რა დაგვრჩება ცხოვრებაში? რა და ღვთის ურჩობა. და, ღირს ამად? არ ჯობია, ამ დროებით ცხოვრებაში, ერთი–ორი წვრილმანის გამო ნუ გავხდებით ურჩები, და ღვთის სიყვარულის გამო უარი ვთქვათ ცოდვაზე (თუკი ამა თუ იმ ცოდვას/მოქმედებას გვიკრძალავს ღმერთი).
და რომც ნება დართოს – რაც გინდა ის ქენიო, არც საქორწილო ცეკვებით მოგემატება ბევრი რამ კაცმა რომ თქვას. ხოდა, თუკი რამე მოვლენა შენს სულიერებას არაფერს მატებს, იმაზე ეკლესია გეუბნება სიმართლეს, აბა ხომ არ მოგატყუებს. ეკლესია გვასწავლის, რომ "წყლის ნაყვა არაფერ სარგებელს მოგვიტანს", და აბა გინდა რომ მოგატყუოს და გითხრას – "კი, მიდი ნაყე წყალი, სარგებელს მოგიტანსო"? ღმერთმა ნუ ქნას. რაც არაფერი სარგებლის მომტანია, იმას განგვაშორებს, და რაც სასარგებლოა, იმაზე მიგვითითებს ხომ? და რატომ სწყინს ეს ადამიანს? მეც მსიამოვნებდა კომპიუტერული თამაშები და ბილწი გართობები ერთ დროს, და მწყინდა, რატომ კრძალავს თქო ეკლესია, მაგრამ მადლობა ღმერთს, სწორედ იმისათვის, რომ ეკლესიამ მიშველა და გამომიყვანა იმ უაზრობებიდან].
სენსეის მოწაფე რომ იყო, და ამასობაში არც სულიერი მოძღვარი გყავდეს (და არც განაღვლებდეს ეკლესიისაგან მოწყვეტილობა), ამით ხომ საბოლოოდ რას მივიღებთ?
ზოგადად კი, საკითხს არ ეხება მაინცდამაინც,არც იოგაზე ვამბობ, მარა ვიტყოდი, რომ
არ იცით თუ ქრისტიანობა რატომ კრძალავს ამა თუ იმ რამეს(და რა მიზეზით),
ნუ გეწყინება, მარა
ამიტომ ძაან უმეცრებაა, როცა "ფანატიზმი" და მსგავსი სიტყვების სროლა ხდება. ის რაც "ვიღაცას" ფანატიზმი გგონია, შეიძლება დიდი ჭეშმარიტება იყოს, ხოლო რაც მისაღები გგონია, სიბნელე და უსარგებლო შეიძლება იყოს (თუმცა ეს ამ თემას– იოგას არ ეხება, რადგან მაგაში ვერ ვერკვევი და ვერაფერს გეტყვი.... უბრალოდ ისე, ზოგადად ვამბობ)
ისე კი, ჩემთვის ძაან დასანანია, როცა ადამიანი ეკლესიაში, ღვთის გზაზე არ დადის და იოგაზე კი ისე დადის, რომ წამს არ აცდენს... არ არსებობს ალბათ ფიზიკური მიზეზი, რომელიც ხელს შეუშლის ადამიანს ამაში. ნუ, ღამის 12 საათამდე თუ კომპს უზის კაცი, მერე იტყივს "დილას ვერ ვდგებიო" და ა.შ.. აბა, სამსახურში რომ იყოს წასასვლელი - ხომ ეგრევე გაიღვიძებს?...
ხოდა ცოტა ეცადე, რომ შენი სულიც გაავარჯიშო და სიზარმაცეს აჯობო. ხოდა მერე სულიერი და ხორციელი ძალაც შეგემატება.
სულიერი(და ხორციელიც) სისრულე – ყველაფერი ღვთის ხელშია, და მის გარეშე ბედნიერებას ვერ ვიპოვით. აი, ამაში გვეშლება.
და გვადარდებს მეორეხარისხოვანი რამეები ("ტატუ შეიძლება თუ არა?", "ლეღვის ჭამა შეიძლება თუ არა" და ა.შ), ხოლო ჭეშმარიტების გზისაგან და ეკლესიისაგან ასე შორს რომ ვართ – არ გვადარდებს, და ვერ შეგვიცვნია რომ, ღმერთს კი არა, ამაო ცხოვრებაში ვეძებთ რაღაც ბედნიერებას და რაღაც სისულელეებს მიყვებით მთელი ცხოვრება.
მათველა
სამწუხაროდ, თქვენი ტონი ისეთი ნეგატიურია, რომ არაეკლესიურ ადამიანებთან წარმატების მისაღწევად ნამდვილად არ გამოგადგებათ, თუმცა ჩემთვის სულ ერთია ვინ რას და როგორ მეუბნება. მე ჩემ სათქმელს ვიტყვი, ან დავდუმდები.
პირველ რიგში გეტყვით, რომ თავიდანვე არასწორი მიმართულებით წაიყვანეთ საუბარი, რადგან რატომღაც ჩათვალეთ, რომ ეკლესიის სახელით ვლაპარაკობ. ეკლესიის სახელით ლაპარაკის უფლება საქართველოში სულ სამ ადამიანს აქვს და ამ თქვენს სიტყვებს რა უდევს საფუძვლად, ნამდვილად ვერ მივხვდი.
მე აზრი დავაფიქსირე როგორც რიგითმა ადამიანმა და გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება კონკრეტული სტატიებისადმი, რომელიც გარკვეულ თემებს ეძღვნებოდა. არ შევხებივარ საეკლესიო სწავლებას.
რაც შეეხება იმას, რომ ქრისტიანობა წყვეტს (ქრისტიანებისთვის) იოგასა და მუსიკის მიღება–არ მიღების საკითხს, კი ბატონო, დაგეთანხმებით, მაგრამ სადაც ამას ამბობთ, ბარემ ეკლესიის ოფიციალური აზრიც გაგვიზიარეთ ამასთან დაკავშირებით.
მე დაველოდები პასუხს. ხოლო თუ პასუხი არ გაქვთ, მაშინ არც ასეთი რადიკალური დამოკიდებულება არ უნდა გაგაჩნეთ აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით.
1) რადიკალიზმი? რატომ მაბრალებ იმას, როცა ნამდვილად არ ვიქცევი მასე? ბარემ ისიც მითხარი კონკრეტულად, რა არის რადიკალური.
2) მაგაშიც ცდები, როცა ისევ და ისევ, შენი აზრების მიხედვით ამბობ, რომ ესა თუ ის პასუხი გამოადგება თუ არა ადამიანს. ეგ ღმერთმა იცის, ანდა სათანადოდ სულიერმა ადამიანმა, ჩემი პასუხი გამოადგება თუ არა ვინმეს, და არამგონია შენ ზუსტად ჭვრეტდე იმას რომ ჩემი (ან სხვისი) სიტყვა სარგებლის მომტანია თუ არა. თუმცა, ამას ვერ გრძნობ, და კიდევ ერთხელ ცდილობ, შენი სიტყვით დაადგინო ჭეშმარიტება. არაა ეგრე მეგობარო,მე ეკლესიის სახელით არ ვლაპარაკობ, იმიტო რომ ბევრი რამ არ ვიცი.
თუმცა რაღაც–რაღაცეები, რაც ვიცი რომ ეგრეა, იმას ვამბობ, და არა ჩემ აზრებს და სურვილებს.
ღმერთმა კარგად გვამყოფოს.
იოგა მე პირადად მესახება, როგორც სატანის ხრიკი, დაეუფლოს ჩვენს სულებს, სწორედ ასეთები არიან შემდეგ სოციალურ ქსელებში პატრიარქის საწინააღმდეგო სურათებსა თუ ლოზუნგებს რომ ავრცელებენ
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience